Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ბინა მინდა მივაქირაო ინდმეწარმეს


Posted by: AHURAMAZDA 15 Dec 2023, 23:42
პირველ სართულზე ერთოთახიანი ბინა მაქვს და მინდა ინდმეწარმეს მივაქირაო (წვრილმანებით ვაჭრობს)
ქირაზე შევთანხმდით და ახლა მაინტერსებს :- ქირის დაბეგვრა როგორ ხდება და ვის მივმართო ?
სახელმწიფოსთან რომ პირნათლად ვიყო
მადლობა smile.gif

Posted by: webdesigner93 16 Dec 2023, 14:43
AHURAMAZDA
შემოსავლების სამსახურს მიმართე და დაგაკვალიანებენ.

Posted by: AHURAMAZDA 17 Dec 2023, 23:08
webdesigner93
მაგათთან ერთი ადრე მივედი სხვა საკითხზე , ისე უგემურად და უჟმურად მიპასუხეს ვერაფერი ვერ გავიგე რაც მაინტერესებდაsad.gif
მგონი არც იციან კანონები , თითქოს მარტივ საკითხზე ვიყავი და ჯერ იმდენი ხანი მალოდინეს და მაინც ვერ გამარკვიეს

რას ვიზამ , მივალ ისევე smile.gif

Posted by: Mr-President 18 Dec 2023, 02:02
AHURAMAZDA

გადასხდელი თანხა ბიუჯეტში შეადგენს 20%-ს. თუ გირიცხავს 2000 ლარს, ბიუჯეტში უნდა გადაუხადო 400 ლარი. დეკლარირებას ახდენ ყოველი წლის 01 აპრილამდე წინა წლის მდგომარეობით.

Posted by: Frankens†ein 19 Dec 2023, 15:11
Mr-President
ბინის ინდ. მეწარმეზე მიქირავება კომრციული ფართის გაქირავებად ითვლება?

Posted by: donrobita 20 Dec 2023, 09:27
AHURAMAZDA
ინდმეწარმემ კომერციულ ფართად თუ უნდა გამოიყენოს მაშინ რასაც გადაგიხდის იმის 20% დაადეკლარირებ და გადაიხდი ბიუჯეტში, წლიურად 100 000 თუ აცდება ეგ ჩარიცხვა დღგ-ს გადამხდელად უნდა დარეგისტრირდე და მერე დღგ-ც გადაიხადო.
ბინა როცა ქირავდება "ბინად" (საცხოვრებლად), მაშინ ჩარიცხული ქირის 5% იხდი ბიუჯეტში
თუ ფიზიკური პირი აქირავებს წლიურად აკეთებს დეკლარაციას და წინა წლის სრულად ჩარიცხული თანხის 20% გადაიხდი ბიუჯეტში.
იგივეა ინდ. მეწარმის მიერ გაქირავებაზეც.
მცირე მეწარმე ყოველთვიურად აბარებს დეკლარაციას

Posted by: AHURAMAZDA 21 Dec 2023, 09:46
Mr-President
donrobita
QUOTE
გადასხდელი თანხა ბიუჯეტში შეადგენს 20%-ს. თუ გირიცხავს 2000 ლარს, ბიუჯეტში უნდა გადაუხადო 400 ლარი. დეკლარირებას ახდენ ყოველი წლის 01 აპრილამდე წინა წლის მდგომარეობით.

მადლობა პასუხისთვის . კიდევ გკითხავ თუ შეიძლება :
1.მაგ დროს(1 აპრილისთვის) ფართის მეპატრონე რომ ვერ ვიქნები საქართველოში , დაგვიანებისთვის რაიმე სანქციები დამეკისრება?
2.
QUOTE
ბინის ინდ. მეწარმეზე მიქირავება კომრციული ფართის გაქირავებად ითვლება?

3. ინდ მეწარმედ რომ დავრეგისტრირდე - ფართის გაქირავება ჩემს შემოსავლად ხომ ჩაითვლება და მაშინ 20%-ის ნაცვლად 1% -ით დაბეგვრა არ მეკუთვნის?
4. რამდენად მართალია , რომ თუ ხელშეკრულება მქირავებელთან არის 1 წელზე ნაკლები პერიოდით (მაგალითად 11 თვე) , გაქირავების გადასახადით არ იბეგრები ფართის მფლობელი ?user.gif
5.ალბათ კომერციულ საქმიანობად ითვლება ინდმეწარმის მიერ მოწყობილი საბავშვო სტუდია(თიხისგან ძერწვას ასწავლის ბავშვებს ) , ხო?

Posted by: Top-Gun 21 Dec 2023, 12:45
AHURAMAZDA
შენ თუ არ ხარ მეწარმე ფიზიკური პირი და არც დარეგისტრირდები ასეთად, მაშინ ინდ. მეწარმეს ექნება ვალდებულება რომ დაგიკავოს გადასახადი და მან დაადეკლარიროს და გადაიხადოს ბიუჯეტში, ყოველთვიურად, შენს ნაცვლად. რამდენად გეკუთვნოდა ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია თუ ისეც შეგეძლო, ეგ საგადასახადოს არ აინტერესებს, მთავარია გადასახადი შევიდეს ბიუჯეტში ან შენგან ან შენი კლიენტი ინდ. მეწარმესგან (თუმცა, თუ შენ დარეგისტრირდები ინდ. მეწარმედ - მაშინ აუცილებლად შენგან უნდა შევიდეს).

შენს კითხვებს რაც შეეხება:
1. სადაც გინდა იყავი, ელექტრონულად ხდება დეკლარაციის ჩაბარება და გადარიცხვაც ინტერნეტ ბანკით შეგიძლია;
2. გააჩნია ინდ. მეწარმე რაში იყენებს, თუ კომერციულ საქმიანობაში, მაშინ კი smile.gif
3. მცირე მეწარმის 1% საშეღავათო განაკვეთი საიჯარო შემოსავლებზე არ ვრცელდება. სტანდარტული 20% განაკვეთი გამოიყენება და სტანდარტულ ანუ წლიურ დეკლარაციაში აისახება (და არა მცირე მეწარმეს ყოველთვიურში);
4. არ არის მართალი რა თქმა უნდა biggrin.gif
5. კი, ამ შემთხვევაში ან საცხოვრებელია ან კომერციული. საცხოვრებელი ნაღდად არაა smile.gif

პ.ს. მისვლა არ გჭირდება, შეგიძლია ცხელ ხაზზე გაარკვიო - 032 2 299 299.


Posted by: AHURAMAZDA 21 Dec 2023, 23:40
Top-Gun
გაიხარე .მადლობა ამომწურავი პასუხებისთვის
QUOTE
თუ ხელშეკრულება მქირავებელთან არის 1 წელზე ნაკლები პერიოდით (მაგალითად 11 თვე) , გაქირავების გადასახადით არ იბეგრები ფართის მფლობელი

ეს მაკლერებმა მითხრეს და იმიტომ მაინტერსებდა სიმართლის გაგება, თორე ბინის გაქირავებიდან გადასახადს ალბათ გამქირავებელთა 1 %-იც არ იხდის smile.gif

Posted by: J4st5 22 Dec 2023, 14:49
დამქირავებელმა უნდა იხადოს წესით და რიგირთ და ადეკლარიროს ქირის თანხა თუ რა ტქმა უნდა შეთანხმება არ გაქვთ რომ მაინც და მაინც შენ გინდა ამის გაკეთება და დეკრაციების ბარება

Posted by: Mr-President 22 Dec 2023, 20:30
QUOTE (Frankens†ein @ 19 Dec 2023, 15:11 )
Mr-President
ბინის ინდ. მეწარმეზე მიქირავება კომრციული ფართის გაქირავებად ითვლება?

ინდ.მეწარმე ახორციელებს კომერციულ საქმიანობას და 5%-იან დაბეგვრას ვერ გააკეთებ, რადგან ეს განაკვეთი მხოლოდ საცხოვრებელი ფართის გაქირავებაზეა განკუთვნილი.
* * *
AHURAMAZDA
QUOTE
1.მაგ დროს(1 აპრილისთვის) ფართის მეპატრონე რომ ვერ ვიქნები საქართველოში , დაგვიანებისთვის რაიმე სანქციები დამეკისრება?


ყოფნა- არ ყოფნა საკითხავი აღარაა. ელექტრონული პორტალია https://eservices.rs.ge/ და აქ ივსება

QUOTE
ინდ მეწარმედ რომ დავრეგისტრირდე - ფართის გაქირავება ჩემს შემოსავლად ხომ ჩაითვლება და მაშინ 20%-ის ნაცვლად 1% -ით დაბეგვრა არ მეკუთვნის?

მთავრობის დადგენილება მცირე ბიზნესზე ამ ნაწილში არ ვრცელდება [გაქირავება].

QUOTE
4. რამდენად მართალია , რომ თუ ხელშეკრულება მქირავებელთან არის 1 წელზე ნაკლები პერიოდით (მაგალითად 11 თვე) , გაქირავების გადასახადით არ იბეგრები ფართის მფლობელი ?


ეს არის რეგისტრაციის მიზნებისთვის. იბეგრება ყველა და ყველაფერი რაც სუნთქავს და მოძრაობს. lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

QUOTE
5.ალბათ კომერციულ საქმიანობად ითვლება ინდმეწარმის მიერ მოწყობილი საბავშვო სტუდია(თიხისგან ძერწვას ასწავლის ბავშვებს ) , ხო?


ამ ბრძანებას გადახედე https://old.rs.ge/common/get_doc.aspx?doc_id=7500


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)