მოგესალმებით,
იმედია არ დაგეზარებათ წაკითხვა და ორ სიტყვას შემაწევთ
მოკლედ საქმე მდგომარეობს შემდეგში:
მეყენა ვინდოუს 7 (64 ბიტიანი) და ვცადე დისკიდან ვინდოუს 10 ის დაყენება. მქონდა მხოლოდ "C" და "D" დისკები. "D" დისკზე მეწერა ყველა საჭირო ფაილი, რის წაშლასაც არ ვაპირებდი. ვქენი შემდეგი:
1) დავაფორმატე C დისკი და შემდგომ წავშალე.
2) შევეცადე შემექმნა ახალი დისკი, მაგრამ შექმნის მცდელობისას მიგდებდა ერორს
3) ვინდოუსს არც D დისკზე აყენებდა (ინსტალაციისას next-ს ვერ ვაძლევდი) მეუბნებოდა, რომ დისკი უნდა ყოფილიყო GPT ფორმატში.
4) ინტერნეტში მოვიძიე როგორ შეიძლებოდა მონაცემების წაშლის გარეშე GPT-ში გადაფორმატება, რომ ვინდოუსის ინსტალაცია გამეგრძელებინა
5) Command-ებიდან D დისკზე ამომიგდო ორი partition (partition 0 და partition 2), საიდანაც შემთხვევით Clean მივეცი partition 2-ს
6) D დისკზე წამეშალა ყველაფერი
7) აღარ დამიინსტალირებია ვინდოუსი, აღარ მოვახდინე არანაირი ზემოქმედება და ამოვიღე ვინჩესტერი.
გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიცქე, ან ვინ შეძლებს დახმარებას
ძალიან ბევრი ფოტო-ვიდეო მასალა მქონდა დაახლოებით 50 გბ. რომლის დაკარგვაც ჩემი წარსულის დაკარგვის ტოლფასია