P9აღნიშნული სმარტფონი წარმოდგენილია 5.2 დიუმიანი FHD რეზოლუციის IPS NEO LCD 2.5D ეკრანით და 3D სენსორით, რომელსაც ნაკაწრებისგან იცავს Gorilla Glass 4.
მთავარ კამერად წარმოდგენილია ორი Sony IMX286-ის სენსორი, სადაც ერთი სენსორი მონოქრომულია (ცუდი განათების პირობებში 300 პროცენტით ნათელი და ხარისხიანი გამოსახულების მისაღებად გამოიყენება) და მეორე სენსორი უზრუნველყოფს ფერების აღქმას (წითელს, მწვანეს და შავს). კამერის თითოეული პიქსელის ზომა გახლავთ 1.25 მიკრონპიქსელი, რაც უზრუნველყოფბს ნათელი და ხარისხიანი გამოსახულების მიღებას ცუდი განათების პირობებში. ორივე კამერის მთავარი ღირსება გახლავთ LEICA-ს SUMMRIT H1:2.2/27 ASPH ოპტიკური ლინზები (რომელიც ამ დროისთვის ბაზარზე ყველაზე ძვირადღირებულია) F2.2 დიაფრაგმით. კამერებს აგრეთვე გააჩნიათ ორმაგი განათება, 192 ფაზიანი ჰიბრიდიული ავტოფოკუსი და ლაზერული ავტოფოკუსი.
წინა კამერად წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი Sony IMX179-ის სენსორი F2.4 დიაფრაგმით.
სმარტფონის ჩიფსეტი გახლავთ 16 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით შექმნილი Huawei Kirin 955, რომელშიც წარმოდგენილია 8 ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი (4 მაღალი წარმადობის Cortex A72-ის ბირთვი 2.5 გიგაჰერცზე და 4 დაბალი წარმადობის Cortex A53-ის ბირთვი 1.8 გიგაჰერცზე), 4 ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი (Mali-T880 900 მეგაჰერც სიხშირით), ქვე-პროცესორი i5 (რომელიც უზრუნველყოფს სუსტი ამოცანების შესრულებას და ზოგავს ბატარიას), 2 ბირთვიანი კამერის სიგნალის მიმღები პროცესორი და მაღალი კლასის აუდიო პროცესორი.
P9-ს ასევე გააჩნია 3000 მილიამპერიანი ბატარეა, თითის ანაბეჭდის სკანერი, სტერეო მაღალი კლასის დინამიკები, USB Tybe C, წრაფი დატენვის ტექნოლოგია, სიგნალის მიმღები სამმაგი ანტენა და ანდროიდი 6.0-ის ოპერაციული სისტემა.
მეხსიერება სმარტფონში გახლავთ ორ ვარიანტად, 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით და 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით და 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით. ოპერატიული მეხსიერების ტექნოლოგია გახლავთ LPDDR4, შესანახი მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 128 გიგაბაიტით (ამ შემთხვევაში თქვენ ვერ გამოიყენებთ მეორე სიმ ბარათს).
სმარტფონის ზომა სიგრძეში გახლათ 145 მილიმეტრი, სიგანეში 70.9 მილიმეტრი და სისქეში 6.95 მილიმეტრი.
P9 Plusაღნიშნული სმარტფონი P9-სგან იმით განსხვავდება, რომ მას აქვს 5.5 დიუმიანი Amoled ეკრანი და 3400 მილიამპერიანი ბატარეა.
სმარტფონის ზომა სიგრძეში გახლავთ 152.3 მილიმეტრი, სიგანეში 75.3მილიმეტრი და სისქეში 6.98 მილიმეტრი.
შეგახსენებთ, რომ Huawei-ს სახე გახლავთ "ლეო მესი", ხოლო ამ სერიის სახეები ლეო მესთან ერთად გახლვათ "ჰენრი კავილი და სკარლეტ იოჰანსონი".
წყარო:
http://umbrella333.blogspot.com/2016/04/hu...p9-p9-plus.html This post has been edited by nodarie on 6 Apr 2016, 21:49
წამიშალა გიორგიმ რაც დავუწერე პასუხები, თემა დახურა, ახალი თემა გავხსენი,წაშალა და ბანი დამადო.ასე რომ მოვრჩი, ნახვამდის, ყველაფერი ნათქვამია :) არ მოეწონა პასუხები ბიჭს :)