Huawei-მ პარიზში გამართულ ღონისძიებაზე სამი შესანიშნავი ფლაგმანური სმარტფონი წარმოგვიდგინა, რომლებსაც დეტალურად გაგაცნობთ აღნიშნულ სტატიაში. სანამ უშუალოდ ტექნიკურ მახასიათებლებს გაგაცნობთ, მინდა გითხრათ, რომ Huawei P20 Pro საუკეთესო კამერაფონად დასახელდა DXOMark-ზე 109 ქულით, თუმცა 102 ქულით Huawei P20-იც უსწრებს სხვა ბრენდის ფლაგმანურ სმარტფონებს. შეგახსენებთ, რომ Huawei საკუთარი სმარტფონების კამერებზე LEICA-სთან ერთად მუშაობს, თუმცა Sony-ს კამერის სენსორებს იყენებს.
Huawei P20მის შემადგენლობაშია 5.8 დიუმიანი 18.7:9 ფორმატიანი FHD რეზოლუციის LCD ეკრანი, Kirin 970-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტიანი UFS2.1 შესანახი მეხსიერება, 3400 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამხუტვის მხარდაჭერით, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი კორპუსის წინა პანელზე ფიზიკურ ღილაკზე, ეკრანში შეჭრილი კამერა და დინამიკი, USB Type C პორტი და Android 8.1 ოპერაციული სისტემა EMUI 8.1 მოდიფიციურებული ვერსიით. არააქვს წყალ და მტვერ გამძლეობა, აუდიო ჯეკი, Bluetooth 5.0 და მეხსიერების ბარათის სლოტი.
უკანა პანელზე ორი მთავარი კამერა გვხდება 20 მეგაპიქსელიანი მონოქრომული F1.6 დიაფრაგმიანი ლინზებით და 12 მეგაპიქსელიანი RGB სენსორი F1.8 დიაფრაგმიანი ლინზებით, გიგანტური 1.55 მიკრონის ზომის პიქსელებით . აქ ასევე გვხდება 4K ვიდეო გადაღება, სუპერ SloMo ვიდეო გადაღება 960 კადრით წამში, ელექტრონული სტაბილიზაცია, ოპტიკური სტაბილიზაცია, 2X ოპტიკური ზუმი და IR-RGB სენსორი. წინა კამერად 24 მეგაპიქსელიანი სენსორი გვხდება F2.0 ლინზებით
მისი კორპუსის სიგრძე შეადგენს 149.1 მილიმეტრს, სიგანე 70.8 მილიმეტრს და სისქე 7.65 მილიმეტრს. ეკრანის თანაფარდობა კორპუსთან შეადგენს 80.36 პროცენტს.
Huawei P20 Proმის შემადგენლობაშია 6.1 დიუმიანი 19:9 ფორმატიანი FHD რეზოლუციის OLED ეკრანი, Kirin 970-ის ჩიფსეტი, 6 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტიანი UFS2.1 შესანახი მეხსიერება, 4000 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამხუტვის მხარდაჭერით, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი კორპუსის წინა პანელზე ფიზიკურ ღილაკზე, IP67 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისთვის, ეკრანში შეჭრილი კამერა და დინამიკი, USB Type C პორტი და Android 8.1 ოპერაციული სისტემა EMUI 8.1 მოდიფიციურებული ვერსიით. არააქვს აუდიო ჯეკი, Bluetooth 5.0 და მეხსიერების ბარათის სლოტი.
უკანა პანელზე სამი მთავარი კამერა გვხდება 20 მეგაპიქსელიანი მონოქრომული F1.6 დიაფრაგმიანი ლინზებით, 40 მეგაპიქსელიანი RGB გიგანტური 1/1.7 დიუმის ზომის სენსორით, გიგანტური 1.55 მიკრონის ზომის პიქსელებით, სენსორი F1.8 დიაფრაგმიანი ლინზებით და 8 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერა F2.4 დიაფრაგმიანი ლინზებით. აქ ასევე გვხდება 4K ვიდეო გადაღება, სუპერ SloMo ვიდეო გადაღება 960 კადრით წამში, ელექტრონული სტაბილიზაცია ოპტიკური სტაბილიზაცია, 3X ოპტიკური ზუმი(5X უდანაკარგო ზუმი და 10X ციფრული ზუმი) და IR-RGB სენსორი. რევოლუციური ISO მგრძნობელობის მაქსიმალური მაჩვენებელი 102,400. წინა კამერად 24 მეგაპიქსელიანი სენსორი გვხდება F2.0 ლინზებით
კამერის დამატებითი ფუნქციებია: 3D მოდელირება, 3D პორტრეტი და 3D AR რეჟიმები რეალურ დროში.
P20 Pro-ს კამერა იყენებს Quad Bayer ტექნოლოგიას, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გადაღოთ 10 მეგაპიქსელიანი ფოტო 40 მეგაპიქსელიანი კამერით და მიიღოთ საუკეთესო დეტალიზაციის მქონე ღამის ფოტო.
მისი კორპუსის სიგრძე შეადგენს 155 მილიმეტრს, სიგანე 73.9 მილიმეტრს და სისქე 7.8 მილიმეტრს. ეკრანის თანაფარდობა კორპუსთან შეადგენს 82 პროცენტს.
Huawei Mate RS: Porsche Designმის შემადგენლობაშია 6.0 დიუმიანი 18:9 ფორმატიანი QHD რეზოლუციის OLED ეკრანი, Kirin 970-ის ჩიფსეტი, 6 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება, 256/512 გიგაბაიტიანი UFS2.1 შესანახი მეხსიერება, 4000 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამხუტვის მხარდაჭერით, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი კორპუსის უკანა პანელზე არის განთავსებული, IP67 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისთვის, ეკრანში შეჭრილი კამერა და დინამიკი, USB Type C პორტი და Android 8.1 ოპერაციული სისტემა EMUI 8.1 მოდიფიციურებული ვერსიით. არააქვს აუდიო ჯეკი, Bluetooth 5.0 და მეხსიერების ბარათის სლოტი.
კამერის მახასიათებლები ზუსტად იგივე აქვს, რა მახასიათებლებიც აქვს P20 Pro-ს.
მისი კორპუსის სიგრძე შეადგენს 152.9 მილიმეტრს, სიგანე 72.5 მილიმეტრს და სისქე 8.5 მილიმეტრს. ეკრანის თანაფარდობა კორპუსთან შეადგენს 84 პროცენტს.
სამივე სმარტფონის შემადგენლობაში ასევე გვხდება HiRes აუდიო სისტემა უკაბელო და კაბელიანი ყურსასმენების შემთხვევაში, სტერეო დინამიკები Dolby Atmos აუდიო სისტემით, NFC და ინფრა წითელი პორტი.
წყარო: AndroidOS.GE
წამიშალა გიორგიმ რაც დავუწერე პასუხები, თემა დახურა, ახალი თემა გავხსენი,წაშალა და ბანი დამადო.ასე რომ მოვრჩი, ნახვამდის, ყველაფერი ნათქვამია :) არ მოეწონა პასუხები ბიჭს :)