ვულვერჰემპტონი 1887 წელს დაარსდა ბლეიქენჰოლში არსებული სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეების მიერ და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კლუბია. შემდგომში კლუბ უონდერერსთან შეერთების შემდეგ ამ ორი კლუბის სახელებიც გაერთიანდა. ვულვზი იმ თორმეტ გუნდთაგანია, რომლებმაც ინგლისში პირველი საფეხბურთო ლიგა შექმნეს 1888 წელს და მათ პირველ სეზონში მესამე ადგილის დაკავებასთან ერთად ასოციაციის თასის ფინალში გასვლაც მოახერხეს, სადაც 0:3 განადგურდნენ იმდროინდელ უძლიერეს გუნდთან - ინგლისური ტიტულების პირველი დუბლის მომპოვებელ პრესტონ ნორზ ენდთან. კლუბმა ასოციაციის თასის მოგება მაინც მოახერხა 1893 წელს, როცა მან ფინალში ევერტონი დაამარცხა 1:0. მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა ვულვზი 1906 წელს პირველიდან მეორე დივიზიონში გავარდა, სადაც 1908 წელს მოულოდნელად ისევ მოახერხა ასოციაციის თასის მოგება ფინალში ნიუკასლის 3:1 დამარცხების შედეგად. სანამ გუნდი პირველ დივიზიონში დაბრუნებას ცდილობდა, 1923 წელს ის მესამე დივიზიონში ჩამოქვეითდა, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი სეზონი დაყო და მეორე დივიზიონში ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა. საბოლოდ ვულვზმა მეორე დივიზიონი მხოლოდ 1932 წელს მოიგო და დიდი ხნის შემდეგ ისევ პირველ დივიზიონს შეუერთდა. კლუბი პირველ ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს იყო 1938 წელს, როდესაც მას ბოლო ტურში მოგების შემთხვევაში პირველი დივიზიონის ტიტული გადაეცემოდა, მაგრამ სამწუხაროდ ის სანდერლენდთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და ჩემპიონობა არსენალმა დაისაკუთრა. მომდევნო სეზონში ვულვზმა ისევ მეორე ადგილი დაიკავა, ოღონდ ამჯერად ევერტონს ჩამორჩა და ასოციაციის თასის ფინალშიც იყო გასული, მაგრამ ვერც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. საბოლოო ჯამში სეზონი ყველაზე კარგი დენის ვესკოტისთვის გამოდგა, რომელმაც 43 გოლის გატანა შეძლო. ამის შემდგომ მეორე მსოფლიო ომმა ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატები შეაჩერა და ომის შემდგომ, 8 წლიანი პაუზის შემდეგ დენის ვესკოტმა მაინც შეძლო სეზონში 39 გოლის გატანა. 1946 წელს ვულვზმა ისევ დიდი იმედგაცრუება იგემა, რადგან ისევ შეეძლო ბოლო ტურში მოგების წყალობით ჩემპიონობის მოპოვება, მაგრამ ლივერპულის დამარცხება ვერ შეძლო და ისე გამოვიდა, რომ ამის გამო ცხრილში მანჩესტერ იუნაიტედიც წამოეწია და მესამე ადგილზე გადასწია. ეს წელი სტენ ქიულისისთვის ბოლო გამოდგა, როგორც ფეხბურთელის ამპლუაში და ერთი წლის შემდეგ ის გუნდს მწვრთნელად ჩაუდგა სათავეში. მან პირველივე სეზონში ვულვზი ასოციაციის თასის ფინალში გაიყვანა, სადაც ლესტერ სიტი 3:1 დაამარცხა; ხოლო მომდევნო სეზონში კლუბის გულშემატკივრებმა კვლავ დიდი მწუხარება იწვნიეს, რადგან ვულვზმა და პორტსმუთმა ცხრილში თანაბარი ქულები დააგროვეს, მაგრამ ბურთების სხვაობის გამო ტიტული პორტსმუთს გადაეცა. ბოლოს, როგორც იქნა გუნდმა მაინც მოახერხა პირველი დივიზიონში გამარჯვება 1954 წელს, როდესაც მან თავის ერთ-ერთ უმთავრეს მეტოქეს, ვესტ ბრომვიჩ ალბიონს აჯობა. ამის შემდეგ კლუბი თანდათან ინგლისის უძლიერესთაგანი გახდა და ხშირად მართავდა შეხვედრებს სხვა ევროპული ქვეყნების გუნდებთან, ხოლო მწვრთნელ სტენ ქიულისის მიერ დანერგილი "Kick and Rush" სათამაშო სტილის მიბაძვა სხვებმაც დაიწყეს. ქიულისი თავის ფეხბურთელებს მის დროს არსებულზე უფრო დატვირთული ფიზიკური ვარჯიშებით ამზადებდა. მისი ტაქტიკა გრძელ გადაცემებზე იყო გათვლილი, რაც ბურთის ძალზე სწრაფ მოძრაობას განაპირობებდა და ფეხბურთელები იძულებულები იყვნენ რომ უფრო სწრაფად ერბინათ და მეტი გამძლეობა ქონოდათ. ამ სახით თამაში მეტოქის საჯარიმოში ბევრი შემტევის ყოფნას ისახავდა მიზნად, რადგან ჩაწოდებების შედეგად გოლის გატანის მეტი შანსი იქმნებოდა. ვულვზის სტადიონი, მოლინიუ ერთ-ერთი იმათგანია, სადაც პირველად დაამონტაჟეს განათებები ღამის თამაშებისთვის. ამ პერიოდში მოლინიუს ბევრი ევროპული კლუბი სტუმრობდა, მაგრამ ყველა მათგანი დამარცხდა ძალისმიერი ორთაბრძოლებით და გრძელი გადაცემებით მოთამაშე ვულვერჰემპტონ უონდერსესთან, მათ შორის დორტმუნდის ბორუსია, ვალენსია და მადრიდის რეალიც კი, რომელსაც ვულვზმა 3:0 მოუგო. ამ დროისთვის პიკზე მყოფი ვულვზი, ისევე როგორც სხვა ინგლისური კლუბები, ევროპულ ტურნირებში მონაწილეობას პრინციპულად არ იღებდნენ და მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებს მართავდნენ. გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა უნგრულ ჰონვედთან გაიმართა, სადაც ფერენც პუშკაში და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უძლიერესი ნაკრების, ოქროს უნგრეთის შემადგენლობაში მყოფი სხვა ფეხბურთელები ირიცხებოდნენ. შეხვედრა ვულვერჰემპტონის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3:2 და საფეხბურთო მედიამ კლუბი მსოფლიოს ჩემპიონად შერაცხა. სამწუხაროდ ვულვზი მხოლოდ 1959 წელს შეუერთდა ევროპულ ტურნირებს, როცა ის ძველებურად ძლიერი აღარ იყო უცხოურ კლუბებთან შედარებით. 1959-60 წლების სეზონში ვულვზმა პირველი ინგლისური დუბლი მოიპოვა და კინაღამ ტრიპლის მფლობელიც გახდა, მაგრამ ლიგაში ბარნლის ერთი ქულით ჩამორჩა. 1957 წლიდან 1961 წლამდე, ზედიზედ 4 სეზონში, გუნდმა ყოველ სეზონში 100 გოლზე მეტის გატანა შეძლო პირველ დივიზიონში. ჩაგდებული სეზონების შემდეგ 1964 წელს ქიულისი კლუბის მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, მაგრამ ამას გაუმჯობესება არ მოყოლია და ვულვზი მეორე დივიზიონში გავარდა, სადაც ორი სეზონი თამაშობდა. 1967 წლის ზაფხულში ვულვერპემპტონ უონდერერსი აშშ-ში გამართულ, გაერთიანებული საფეხბურთო ასოციაციის ლიგაში იღებდა მონაწილეობას, სადაც 12 ევროპული და სამხრეთ ამერიკული კლუბი აშშ-ს და კანადის ქალაქებში იყვნენ დანაწილებულები და სახელი მასპინძელი ქალაქის მიხედვით ქონდათ შეცვლილი. ვულვერჰემპტონ უონდერერსს ლოს ანჯელეს ვულვზი ერქვა და დასავლეთ დივიზიონის მოგების შემდეგ ის აღმოსავლეთის ჩემპიონს, აბერდინს დაუპირისპირდა, რომელსაც ვაშინგტონ ვიპსი ერქვა. შედეგად ამ ლიგის ჩემპიონის ტიტული ვულვზს დარჩა. პირველ დივიზიონში დაბრუნების შემდეგ გუნდი ისევ მოძლიერდა და 1972 წლის უეფას თასის ფინალში გასვლა მოახერხა. მან ფინალამდე აკადემიკა, დენ ჰააგი, კარლცეისი, იუვენტუსი და ფერენცვაროში დაამარცხა და ორმატჩიან ფინალში მეორე ინგლისურ კლუბთან, ტოტენჰემ ჰოთსპურსთან ტიტული ერთი გოლის დათმო საშინაო მატჩში დამარცხების გამო. 1974 წელს ვულვზმა ფინალში მანჩესტერ სიტის მოუგო და პირველად მოიპოვა ლიგის თასის ტიტული. 2 წლის შემდეგ გუნდი კიდევ ერთხელ გავრდა მეორე დივიზიონში, მაგრამ ის აქ მხოლოდ ერთი სეზონი დარჩა. 1979-80 წლების სეზონში ვულვზმა პირველ დივიზიონში მეექვსე ადგილი დაიკავა და რაც მთავარია ლიგის თასის ფინალში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ნოთინგემ ფორესტი დაამარცხა. ამ სეზონში მოლინიუს სტადიონის განახლება 1.5 მილიონი დაჯდა,რაც იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა იყო და ამის გამო შემდეგ სეზონებში კლუბი დიდ გასაჭირში იმყოფებოდა. 1986 წელს კლუბი მეოთხე დივიზიონში იყო გავარდნილი და მისი მომავალში არსებობის საკითხი ეჭვქვეშ იდგა. თვით მოლინიუს სტადიონიც კი დაიხურა და მასში მაყურებლებს არ უშვებდნენ. საბედნიეროდ კლუბი დაშლას გადაურჩა, რადგან მისგან გულაცრუებულმა მფლობელებმა ისევ დაიწყეს მისთვის ფინანსური დახმარების გაწევა. ვულვზმა ბრძოლა განაახლა და პირველ დივიზიონში დაბრუნება 1992-93 წლებში შეძლო, მაგრამ ამ დროს პირველი დივიზიონი რანგით მეორე ლიგა იყო ინგლისში, რომელსაც შემდგომში ჩემპიონშიფი დაერქვა, ხოლო რანგით პირველ ჩემპიონატი პრემიერ ლიგად იწოდებოდა. კლუბი პრემიერ ლიგაში მხოლოდ 2003-04 სეზონში და 2009-დან 2012 წლამდე იღებდა მონაწილეობას. ვულვზს ხანმოკლე დაღმასვლა დაეწყო 2013-14 წლების სეზონში რანგით მესამე ლიგაშიც კი იყო გავარდნილი, მაგრამ დღეს ის ჩემპიონშიფის სათავეშია და პრემიერ ლიგაში დაბრუნების უმთავრესი პრეტედენტია.
ამჟამად ვულვზის ფორმის ფერები შავი და ოქროსფერია, რომლებიც ემბლემის საბოლოო, 2002 წლის ვარიანტიდანაა გადმოღებული, მაგრამ თავდაპირველი ფერები თეთრი და წითელი იყო. ისინი სენტ ლიუკის საეკლესიო სკოლის ფერებს წარმოადგენდა, რომელთა მოსწავლეებმაც კლუბი დააარსეს.
გუნდის ყველაზე დიდი მეტოქე ვესტ ბრომვიჩს ალბიონია, რომელთა შორის ინგლისში ერთ-ერთი უდიდესი დერბი იმართებოდა 1886 წლიდან მოყოლებული. ეს ორი კლუბი ერთმანეთისგან სულ რამდენიმე მილითაა დაშორებული. ვულვზს ასევე დიდი ხნის მეტოქეობა აკავშირებს ბირმინგემულ კლუბებთან - ასტონ ვილასთან და ბირმინგემ სიტისთან. გუნდის ფანთა თავდაპირველი საყვარელი სიმღერა ჰეფი უონდერერი იყო, რომელიც თანდათან ჯეფ ბეკის სიმღერის, ჰაი ჰოუ სილვერ ლაინინგის მოდიფიცირებულმა ვერსიამ ჩაანაცვლა, რომელის ფანებმა ჰაი ჰოუ ვულვერჰემპტონად გადააკეთეს.
საფეხბურთო ლიგის პირველი დივიზიონი (პრემიერ ლიგა):
3 ჩემპიონის ტიტული: 1953-54, 1957-58, 1958-59
5 მეორე ადგილი: 1937-38, 1938-39, 1949–50, 1954-55, 1959-60
მეორე დივიზიონი (ჩემპიონშიფი):
3 ჩემპიონის ტიტული: 1931-32, 1976-77, 2008-0
2 მეორე ადგილი: 1966-67, 1982-83
1 პლეიოფის გამარჯვებულები: 2003
მესამე დივიზიონი (ლიგა ერთი):
3 ჩემპიონის ტიტული: 1923-24, 1988-89, 2013-14
მეოთხე დივიზიონი:
1 ჩემპიონის ტიტული: 1987-88
უეფას თასი:
1 მეორე ადგილი: 1972
ინგლისის ასოციაციის თასი:
4 ჩემპიონის ტიტული: 1893, 1908, 1949, 1960
4 მეორე ადგილი: 1889, 1896, 1921, 1939
მერე რაღაც ###ობა ტიტულები მოდის
დანარჩენის დაწერა მეზარება და არამგონია ესეც წაიკითხოს ვინმემ