ამ თემაში ვისაუბროთ ამ ჯგუფის შესახებ. (ნუ თუ არსებოსბ უკვე ესეთი თემა შეუერთეთ, თუმცა მე ვერ ვიპოვე )
ქართული ჯგუფია, ბევრი ინფო არც მე მაქვს, მხოლოდ ის ვიცი რომ ვოკალი არის ცოტნე გორგოშიძე. (ძალიან მომწოს მისი ხმის ტემბრი).
სიმღერებიდან გამოვარჩევ :
1) თენგიზი
https://www.youtube.com/watch?v=1m5sT4iBjaEნუ იმსჯელებთ მხოლოდ სიმღერის სათაურით, რატომღაც უფრო სხვანაირად მივუდექი ამ ტექსტს (შეიძლება ზედმეტად ფილოსოფიურად) და ვიტყვი რატომაც ჩამწვდა გულში.
არიც მომენტი როდესაც რაღაცას ელოდები , ოცნებობ ფიქრობ . აწყობ გეგმებს მის ირგვლივ . აშენებ შენს გონებაში და უკვე ისე ხდება შენი ცხოვრების ნაწილი რომ მის გარეშე წარმოუდგენელი გეჩვენება ყოველივე. ხო და აი უცებ ისეთი კვერცხობა მოხდება რომ ყველაფერს ხაზს გადაუსმევს , და უცებ ის რასაც ამდენი ხნის მანძილზე აგებდი , ერთი დიდი ბაგი ყოფილა.
და ვერ ხვდები , რატომ, რისთვის. შეიძლება ერთი საქციელია, მაგრამ იმდენად დედააფეთქებულობაა რომ წინა 1000ს უკარგავს მნიშვნელობას. ჩემი აზრით ზუსტად მაგას გამოხატავს ეს სიმღერა და მაგიტომ შემიყვარდა.
2) შენთან ერთად
https://www.youtube.com/watch?v=c_NXKkhLVZw...t=RD1m5sT4iBjaE სიმღერა რომელიც გამოხატავას უმოძრაობას, ერთი და იგვე რუტინულ ყოფას, ალბათ ყველანი ვყოფილვართ ასეთ მდგომააარეობაში, რომ ვიცით რაღაც შესაცვლელია, მოსა/სორებელია მაგრამ ვერ გადაგვიწყვეტია რა, როგორ. და იმის მაგივრად რომ რელაურად რარაც მოვიმოქმედოთ ისევ უაზრო, არაფრის მომცემ საქციელს ჩავდივართ.
მოუსმინეთ, დაწერეთ თქვენი აზრი, სხვა სიმღერებზეც დავდებ ჩემს აზრს თუ დაგაინტერესებთ. ინფოც დაამატეთ თუ რამე იცით.