kardashaპატიოსანი სულითაც და ხორცითაც შეიძლება ნებისმიერი იყოს. ეგ ინდივიდუალური მცნებაა ვისთვის რა არის პატიოსნება.
და რამდენი ქართველი გოგოა კიდევ 28, 30 ან თუნდაც 33 ქალიშვილი რომ გათხოვებას ელოდება თემაც იყო აქ გახსნილი ჰიჯაბის გარეშეც პატიოსნები თუ შენთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ 1 პარტნიორი ყავდეს ასეთებიც არსებობენ ჩვენს ქვეყანაში
მაგრამ არ გეგონოს რომელიმე ქალს სიამოვნებდეს ჰიჯაბის ტარება. ნიუ იორკში რომ ვიყავი დიდ მარკეტში ვმუშაობდი ქეშიერად. იქ ერთი გოგო იყო აზიური წარმოშობის რომელიც ასევე ქეშიერი იყო ჰიჯაბი არ ეცვა მაგრამ მისი ქმარი არ აძლევდა უფლებას თამამად ჩაეცვა ან მაკიაჟი გაეკეთებინა. ერთ დღეს ეტყობა უფლება მისცა მოვიდა წითელი პომადით შავი ფანქრით და თმა გაშლილი. ბევრი არაფერი , მაგრამ ყველა ეუბვნებოდა რა ლამაზი იყო. მთელი დღე ღიმილი არ შორდებოდა პირიდან. ალბათ ის დღე უბედნიერესი იყო მისთვის
ყველა ქალს ჭირდება უთხრან და რაც შეიძლება ბევრმა რომ ლამაზია და ყველას სიამოვნებს და ეკონკურენტება მეორეს გარეგნობით.
ასევე ჰიჯაბიანი გოგოებიც მოდიოდნენ უფრო ბურკა ქვია მგონი მაგას მარტო თვალები რომ უჩანს. ერთს ცისფერი ქონდა თვალები ყველა იმას უყურებდა ფიქრობდნენ ალბათ ულამაზესიაო. შავ თვალება გოგოებს ბურკიანებს ზედაც არ უყურებდნენ არადა შეიძლება ის უკეთესი ყოფილიყო მთლიანობაში და ალბათ გული წყდებოდა.
ძალიან ბევრი პრობლემები აქვთ შინაგანი და ფსიოლოგიური. ქალის ერთერთი დამახასიათებელი არის სილამაზე და სულ სჭირდება ყველას ამის დემონსტრირება და ჩვენება რასაც ნაჭრებ შემოხვეული ვერ გააკეთებ.
მე მარტო ჩემი შეყვარებულისთვის არ ვიცმევ თუმცა მთავარი არის ჯერ მას მოსწონდეს და მერე სხვებს