Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამირება > არდუინო


Posted by: mixeili777 2 Sep 2019, 21:31
მეგობრებო მოკლედ არდუინო პლატა მინდა ვიყიდო და 12 ვ 24 ვ მატორი მინდა დავსვა რომელი პლატა არის ამისთვი შესაბამისი ? ამასთანავე თუ ვინმე დამეხმარებით მატორის სასმაში რომ მატორი ნახევარი დატრიალდეს წინ შემდეგ უკან ეს როგორ გავაკეთო ?

Posted by: koshogio 2 Sep 2019, 22:30
mixeili777
QUOTE
მატორი ნახევარი დატრიალდეს წინ შემდეგ უკან ეს როგორ გავაკეთო ?

პირველი ლინკის ბოლოში ააწყობს სქემას და მეორე ლინკში წერს პროგრამას. ( ორიგინალი ვიდეოებიც არის ინგლისურად)
https://www.youtube.com/watch?v=KSMqtOh2JSY&list=PLfDmj22jP9S759DT250VVzfZs_4VnJqLa&index=8
https://www.youtube.com/watch?v=yNlFfu_34MM&list=PLfDmj22jP9S759DT250VVzfZs_4VnJqLa&index=9

Posted by: mixeili777 3 Sep 2019, 10:10
koshogio მადლობა დიდი მეგობარო და იქნებ ესაც მითხრა რომელი არდუინოს პლატა ვიყიდო რომ 24 ვოლტიანი მატორი ავამუშაო ან როგორ ხდება ?

Posted by: koshogio 3 Sep 2019, 11:20
mixeili777
QUOTE
რომელი არდუინოს პლატა ვიყიდო რომ 24 ვოლტიანი მატორი ავამუშაო ან როგორ ხდება ?

პლატას მნიშვნელობა არ აქვს. ის მხოლოდ ძრავის სამართავად დამოიყენება. არდუინოს დამოუკიდებელი დენის წყარო უნდა (5 ან 9 ვ). ძრავის 24 ვოლტი პლატას არ ეხება.

მე დიდი გამოცდილება არ მაქვს. არდუინო მხოლოდ ბიოსის პროგრამატორად მჭირდებოდა. თუმცა გასართობად სინათლის დეტექტორი ავაწყვე.


Posted by: mixeili777 3 Sep 2019, 11:25
koshogio
ეს არდუინოს პლატა ჩამოიტანე თუ აქ იყიდე და სად იყიდება აქ ან რომელია უკეთესი რაგაცის აწყობა მინდა და ვჩალიჩობ გავერკვიო რაგაცები ცოტა მეც მესმის მაგრამ არდუინოს პლატასთან არ მქონია შეხება

Posted by: merabi-777 3 Sep 2019, 11:36
mixeili777
https://store.edison.ge/

Posted by: mixeili777 3 Sep 2019, 11:47
merabi-777

მადლობა დიდი

Posted by: NinjaRacer 3 Sep 2019, 14:26
მატორს თუ პულსები უნდა გაუგზავნო მე ადრე lm555 ტაიმერით ავაწყვე პლატა ჩემით.
ინჯექტორებს ვმართავდი PWM-ით. პრინციპი იგივე უნდა იყოს.

lm555 24v motor დაგუგლე რამე მზა სქემა იქნება. არდუინოზე 3.3 ვ 5ვ მინახავს მაგრამ 12/24 არა.

Posted by: mixeili777 3 Sep 2019, 19:06
NinjaRacer მადლობა მეგობარო. კი ვნახე 5 ვ შემსვლელი და გამომსვლელი 24 ვოლტამდე ბევრი ვარიანტია . ეხლა ჩემი მიზანია რომ არდუინოს პლატით მატორი დავატრიალო ნახევრამდე შემდეგ უკან ანუ სადამდეც მინდა დავატრიალო შემდეგ უკან მექანიზმი წაიღოს წინ და მერე უკან დაბრუნოს. სულ მინდა სამი მატორი ავამუშაო თანმიმდევრობით მექანიზმი რომ წავა შემდეგ მეორე მატორი ამუშავდეს და შემდეგ მესამე აი ეს მინდა გავაკეთო თუ ვინმე არის კომპეტენტური იქნებ დამეხმაროს როგორ გავაკეთო ?

Posted by: koshogio 3 Sep 2019, 19:17
mixeili777
QUOTE
მატორი დავატრიალო ნახევრამდე შემდეგ უკან ანუ სადამდეც მინდა დავატრიალო შემდეგ უკან მექანიზმი წაიღოს წინ და მერე უკან დაბრუნო

ზუსტად მაგის კოდს წერს მეორე ვიდეოში, რომელიც ზემოთ დავდე. თუ რუსული არ იცი, იმავე ვიდეოს ორიგიმალი არის ინგლისურად. მასეთ ძრავებს "სერვო ძრავები" ქვია.

Posted by: mixeili777 3 Sep 2019, 19:48
koshogio მადლობა მეგობარო კი ვნახე ეგ ყველაფერი იმედია გავერკვევი ბოლომდე ყველაფერში

Posted by: G1oba1 4 Sep 2019, 02:50
mixeili777
steper motor გჭირდება, ეგრე გადაწიო ნახევარი და მერე გადმოწიო არ გამოგივა ჩვეულებრივ ძრავზე, ვერ გააკონტროლებ მაგას წესივრად


Posted by: mixeili777 4 Sep 2019, 07:00
G1oba1
მადლობა მეგობარო. მოკლედ მინდა ძ;იერი მატორი რომ მექანიზმი დაძრას

Posted by: NinjaRacer 4 Sep 2019, 08:43
სერვო და სტეპერ მოტორები არსებობს.


Posted by: mixeili777 4 Sep 2019, 20:52
რომელი მატორია მძლავრი რომ მექანიზმი დაძრას ხომ ვერ მირჩევდით ?

აწყობა მინდა სიგარეტის დამტენის და მატორი რომელი გამოიყენება

https://www.youtube.com/watch?v=UJGS3Rl_4LU

Posted by: merabi-777 5 Sep 2019, 19:52
ელექტრო მობილების დამტენისთვის უნდა ავაწყო ინტერფეისი და ვინმეს რამე რჩევა თუ შეგიძლიათ რომ მომცეთ გთხოვთ არ დაიშუროთ smile.gif
მადლობა წინასწარ

Posted by: levani---1 9 Sep 2019, 22:04
არამგონია ვინმემ მიპასუხოს მარა მაინც დავპოსტავ
მარტივი რამე მინდა.

რამდენიმე ღილაკი იქნება და რომ დააჭერ ხმა ჩაირთვება ყველა ღილაკზე სხვადასხვა ხმა ჩაირთვება როგორ გავაკეთო? რამე ვიდეო ან ტუტორიალ ტექსტი მჭირდება მოკლედ მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: mixeili777 9 Sep 2019, 22:18
64 ბიტიანზე არდუინოს კომპორტები ვერ გავმართე იქნებ დამეხმაროს ვინმე არის რამე საშველი დრაივერი გადავძებნე ყველაფერი მაგრამ ვერაფერი მოვახერხე

Posted by: zaza34 9 Sep 2019, 22:33

პრინტერის მოტორები მაქვს ეგეთი, პატარაა ძალიან ძლიერი და წინ და უკან ტრიალებს. მავთულებს თუ გადაადგილებ პირიქით ტრიალებს. გაარკვიე თუ გამოგადგება აბა.
* * *
mixeili777
.............................
.............................
თუ იშოვე უკვე?

Posted by: levani---1 10 Sep 2019, 00:06
არამგონია ვინმემ მიპასუხოს მარა მაინც დავპოსტავ
მარტივი რამე მინდა.

რამდენიმე ღილაკი იქნება და რომ დააჭერ ხმა ჩაირთვება ყველა ღილაკზე სხვადასხვა ხმა ჩაირთვება როგორ გავაკეთო? რამე ვიდეო ან ტუტორიალ ტექსტი მჭირდება მოკლედ მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: mixeili777 10 Sep 2019, 07:57
[b]zaza3

გამომადგება რათქმა უნდა .

* * *
zaza34

გამომადგება რათქმა უნდა

Posted by: vaeli 14 Jul 2020, 14:13
გამარჯობა, wifi (espduino esp13) მინდა სკეტჩის ჩაწერა, იქნებ დამეხმაროთ, ჩემ კომპიუტერს არ უნდა ცოცხალი თავით uart გდამყვანის დანახვა, რაღა არ ვცადე

Posted by: matemana 14 Jul 2020, 14:22
vaeli

რომელი გადამყვანი გაქ? ჩინურები როა CH340 ჩიპზე მაგათ windows-ში დრაივერი ჭირდება. linux-დან ცადე live-დან, ეგრევე აქ linux-ს მაგის მხარდაჭერა.

Posted by: vaeli 14 Jul 2020, 17:28
QUOTE (matemana @ 14 Jul 2020, 14:22 )
vaeli

რომელი გადამყვანი გაქ? ჩინურები როა CH340 ჩიპზე მაგათ windows-ში დრაივერი ჭირდება. linux-დან ცადე live-დან, ეგრევე აქ linux-ს მაგის მხარდაჭერა.

მადლობა, ჩამოვწერ ეხლა ლინუქსს.

Posted by: RedShark 14 Jul 2020, 20:10
matemana
QUOTE
რომელი გადამყვანი გაქ? ჩინურები როა CH340 ჩიპზე მაგათ windows-ში დრაივერი ჭირდება. linux-დან ცადე live-დან, ეგრევე აქ linux-ს მაგის მხარდაჭერა.

შენ იმენა ორთოდოქსი ლინუქსღოველი ხარ lol.gif
ლინუქსი გამოიყენე დრაივერადო gigi.gif givi.gif

QUOTE (vaeli)
მადლობა, ჩამოვწერ ეხლა ლინუქსს.

აგერაა დრაივერი და დააყენე https://sparks.gogo.co.nz/ch340.html

Posted by: vaeli 14 Jul 2020, 23:19
მოკლედ, მოვახერხე და ჩავწერე, მაგრამ ეხლა სხვა პრობლემა წამოიჭრა. wifi გაეშვა, ჩანს ტელეფონიდა, უკავშირდება, მაგრამ პროგრამას რომ ვუშვებ („„driver engine) სადაც ვუთითებ სერვერის იმ პრამეტრებს, რაც სკეტჩშია მითითებული, ცოცხალი თავით არ უკავშირდება.

Posted by: vaeli 16 Jul 2020, 17:11
გავარკვიე რისი ბრალიც არის, როდესაც ჩავწერე სკეტჩი, არ მივაქციე ყურადღება იმას, რომ shield ჩაიციკლა restart loop. ამას რა ვუშველო?

Posted by: Charon 11 Aug 2020, 21:52
შენ არდუინო შეიძინე და მაგაზე უარს არავინ გეტყვის + საქართველოში იუთუბზე არის ერთი პიროვნება რომელიც ძალიან კარგად ხსნის არდუიონს გაკვეთილებს.

Posted by: elshadow 13 Dec 2020, 01:24
გამარჯობათ, არდუინოზე ვაწყობ ესეთ რამეს ნათურები მინდა ვაციმციმო და ვერ გავაკეთე ისე რომ 20 ნათურა ყველა სათითაოდ ჩაქრეს და აინთოს ერთმანეთთან შეხების გარეშე, ანუ ერთი ნათურა აინთოს 0,52 წმ და ჩაქრეს 0,64 და დანარჩენ ნათურებსაც დაახლოებით ასეთი დროები ჰქონდე ოღონდ ერთმანეთისგან მცირედით განსხვავებული და ესე ინთებოდნენ და ქრებოდნენ. ვერ ვიპოვე ვერსად როგორ ვქნა და იქნებ დამეხმაროთ

Posted by: G1oba1 13 Dec 2020, 13:06
elshadow
20 გამომსვლელი პინი არ აქვს არდუინოს რომ სათითაოდ აკონტროლო ყველა სხვა კომპონენტები უნდა ჩართო
ბევრი ვარიანტია, არის დისპლეის დრაივერები 8x8 ჯამში 64 წერტილი, სახელი აღარ მახსოვს მარა ინსტრუქციებს უგზავნი და რომელსაც გინდა იმას გაანათებინებ და რამდენი ხნითაც გინდა

არის მეორე ვარიანტი, დეკოდერი გამოიყენო
user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)