Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდები


Posted by: nesta 9 Mar 2006, 13:18
გუშინ საღამოს ჩამოვედი თბილისიდან, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთები შევიტანე, საბუთების მიღება დღეს მთავრდება 4 საათზე.
ვინმე თუ ღებულობს მონაწილეობას ტესტირებაში ამ ფორუმიდან?
ტესტირება 21 მარტს იქნება და ტესტირებამდე 5 დღით ადრე გამოქვეყნდება 1000 ტესტი აქედან ტესტირებაზე შეგვხვდება 100, პროკურორის ლიცენზიას მიიღებს ის ვინც ამ 100 დან 85-ს ამოხსნის.....

19 მარტს კიდე მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტირებაა....

Posted by: Human Rights 9 Mar 2006, 13:26
nesta

აუ რა კაცი გაფუჭებულხარ შენ თუ ტესტირება დადებითად ჩააბარე biggrin.gif

Posted by: nesta 9 Mar 2006, 13:46
QUOTE
nesta

აუ რა კაცი გაფუჭებულხარ შენ თუ ტესტირება დადებითად ჩააბარე 


რატო შე კაცო? smile.gif

ჩავაბარებ და ეგებ მართლა რამე გამოჩნდეს......
ვიცი პირდაპირ რო არავინ დამნიშნავს მაგრამ ხომ უნდა ცადო და მოინდომო. smile.gif


Posted by: Mr.Giorgi 9 Mar 2006, 13:49
nesta
თუ ახალგაზრდა ხარ და მაღალი და სუფთა იდეალებით ხარ განსჭვარტლული მაშინ პროკურატურას არ გირჩევ.ეხლანდელ პროკურატურაში, იმიტომ რომ იძულების წესით გაგაფუჭებენ და ეგაა

ისევ შიგნით ძაღლური სისტემაა

Posted by: Girl 9 Mar 2006, 13:54
nesta
good ყოჩაღ smile.gif მე ჩავაბარე ეგ ტესტირება უკვე. ისე ტესტები თუ გაქვს ამ წლის, ელექტრ. ვერსია გამომიგზავნე მაინტერესებს რა ტესტებია წელს. ადვოკატურაზე მინდა ჩაბარება და ადვოკატურის ტესტები სად ვიშოვო ეგეც ხომ არ იცი. ელექტრონული ვერსია მინდა აუცილებლად user.gif

Posted by: nesta 9 Mar 2006, 21:21
QUOTE
nesta
თუ ახალგაზრდა ხარ და მაღალი და სუფთა იდეალებით ხარ განსჭვარტლული მაშინ პროკურატურას არ გირჩევ.ეხლანდელ პროკურატურაში, იმიტომ რომ იძულების წესით გაგაფუჭებენ და ეგაა


ვიცი მსმენია მაგაზე, მაგრამ მე მაინც ვცდი ეგებ რამე გამოსწორდეს....... smile.gif
დღეს არ დარჩა სტრუქტურა სუფთად რომ მუშაობდეს.
მაგით თუ იმსჯელე და მარტო მაღლ იდეალებზე დარჩი შიმშილით მოკვდები, კარგიც უნდა ნახო ამ ქვეყანაზე და ცუდიც, ხომ უნდა გაერკვე სიღრმისეულად რა სტრუქტურაში საქმიანობ.....



QUOTE
nesta
good ყოჩაღ  მე ჩავაბარე ეგ ტესტირება უკვე. ისე ტესტები თუ გაქვს ამ წლის, ელექტრ. ვერსია გამომიგზავნე მაინტერესებს რა ტესტებია წელს. ადვოკატურაზე მინდა ჩაბარება და ადვოკატურის ტესტები სად ვიშოვო ეგეც ხომ არ იცი. ელექტრონული ვერსია მინდა აუცილებლად 

ტესტები ჯერ არ გამოსულა, ელექტრონულ ვერსიასაც ვერანაირად ვერ მოგაწვდი, შეიძლება რომელიმე საიტზე კი გამოაქვეყნონ.

ისე კი ტესტირებამდე 5 დღით ადრე გამოაქვეყნებენ საკანონმდებლო მაცნეში, შეგიძლია იყიდო და ნახო...
15-16 მარტის ნომერში იქნება....

Posted by: katarinaaaa 11 Mar 2006, 20:24


მე შევიტანე მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდაზე smile.gif დღევანდელ სიტუაციაში ნამდვილად არ ღირს მოსამართლედ მუშაობა, მაგრამ ეს სერთიფიკატი ყველაზე საუკეთესოა smile.gif



პროკურატურის და ადვოკატთა უკვე ჩაბარებული მაქვს ...

Posted by: karlsoni 12 Mar 2006, 01:29
Girl
QUOTE
good ყოჩაღ smile.gif მე ჩავაბარე ეგ ტესტირება უკვე. ისე ტესტები თუ გაქვს ამ წლის, ელექტრ. ვერსია გამომიგზავნე მაინტერესებს რა ტესტებია წელს. ადვოკატურაზე მინდა ჩაბარება და ადვოკატურის ტესტები სად ვიშოვო ეგეც ხომ არ იცი. ელექტრონული ვერსია მინდა აუცილებლად

ძველი ტესტები gyla.ge ზეა, ახლები ჯერ არა იქნება, ადვოკატურის გამოცდები ეხლა კანონით ადვოკატთა ასოციაციამ უნდა ჩაატაროს, მიდი და იქ გაარკვიე.

Posted by: nesta 12 Mar 2006, 01:57
QUOTE
პროკურატურის და ადვოკატთა უკვე ჩაბარებული მაქვს ...

katarinaaaa
როდის ჩააბარე პროკურატუსრი გამოცდები? რამე ხეირი თუ მიიღე მაგისგან? ან თუ ცადე მაინც? ამიღწერე რა როგორ ჩატარდა რა სიტუაცია იყო, რამენი ტესტი ამოხსენი და როგორი სირთულის იყო? ეგებ ის ძველი ტესტები გაქვს კომპიუტერში და თუ არ გაგიძნელდება გამომიგზავნე მაილზე shako83@geomail.ge.

ყველაფერი მაინტერესებს ტესტირებასთან დაკავშირებული გაგვიზიარე რა გამოცდილება....

* * *
QUOTE
ძველი ტესტები gyla.ge ზეა, ახლები ჯერ არა იქნება, ადვოკატურის გამოცდები ეხლა კანონით ადვოკატთა ასოციაციამ უნდა ჩაატაროს, მიდი და იქ გაარკვიე.

karlsoni
ახლები ხომ არ იცი როდის იქნება? ჩვენ გვითხრეს 5 დღით ადრე დაიბეჭდება საკანონმდებლო მაცნეშიო, იქნებ მანამდეც დაიბეჭდოს სადმე ან საიტზე დადონ რომელიმეზე, ხომ არ გაქვს მაგაზე რაიმე ინფორმაცია?



QUOTE
ძველი ტესტები gyla.ge ზეა,

ძველი ტესტები კიდე ვერანაირად ვერ გადმოვწერე, ჩემი ინტერნეტი არ ხსნის, ეგებ ვინმემ გახსნათ და დადეთ რა ამ ფორუმზე? ან თუ გაქვთ ელექტრონული ვერსია ატვირთეთ სადმე...

Posted by: Mr.Giorgi 12 Mar 2006, 12:24
nesta
მეც ვერ ვიწერ, მგონი აღარ დევს სერვერზე ეგ ფაილები user.gif

Posted by: katarinaaaa 12 Mar 2006, 13:08
nesta


პროკურატურის და ადვოკატთა საერთო ტესტირება 2003 წელს ჩავაბარე,ერთი გაზაფხულზე, მეორე შემოდგომაზე. ზუსტად მაშინ როცა 85 ქულა გახადეს გამსვლელი, მანამდე 75 იყო. ტესტების ელექტრონული ვერსია არ მაქვს, ბეჭვდითი სახით კი. სირთულეს რაც შეეხება პროკურატურის ნამდვილად არ არის რთული, ადვოკატთა შედარებით რთული იყო, თანაც საერთო ჩავაბარე.


სერთიფიკატების გამოდგომას რაც შეეხება, მიდევს სახლში smile.gif თუმცა ადვოკატთა ასოციაციის წევრი გავხდი, smile.gif მაგრამ ეს სერთიფიკატები ერთგვარი ვიზაა, რომლის გარეშეც ვერ იმუშავებ, თუმცა დღესდღეობით ბევრი რამ ხდება smile.gif))

სხვათა შორის მოსამართლის გამოცდაზე გავედი ამასწინათ და 3 ქულა დამაკლდა, თანაც ხელი არ მომიკიდია წიგნებისთვის. თუ ა 1 კვირა მაინც მოემზადე პრობლემა ნამდვილად არ არის smile.gif

Posted by: nesta 12 Mar 2006, 22:32
katarinaaaa
დიდი მადლობა ინფორმაციისათვის.... wink.gif

QUOTE
ტესტების ელექტრონული ვერსია არ მაქვს, ბეჭვდითი სახით კი

ბეჭვდივითი ვერსია რას ნიშნავს? კომპიუტერში თუ გაქვს გამომიგზავნე რა მეილზე, მაგრად მჭირდება მაგის მიხედვით ვიმეცადინებ სანამ ის ტესტები გამოვა....

წინასწარ მადლობა...
QUOTE
სერთიფიკატების გამოდგომას რაც შეეხება, მიდევს სახლში  თუმცა ადვოკატთა ასოციაციის წევრი გავხდი,  მაგრამ ეს სერთიფიკატები ერთგვარი ვიზაა, რომლის გარეშეც ვერ იმუშავებ, თუმცა დღესდღეობით ბევრი რამ ხდება ))

ეგ ვიცი ხელი თუ არ გაანძრიე სახლში არავინ მოგაკითხავს. smile.gif
QUOTE
სხვათა შორის მოსამართლის გამოცდაზე გავედი ამასწინათ და 3 ქულა დამაკლდა, თანაც ხელი არ მომიკიდია წიგნებისთვის. თუ ა 1 კვირა მაინც მოემზადე პრობლემა ნამდვილად არ არის 

რამდენი წლის ხარ?
მოსამართლეთა ტესტირებაზე რამდენი იყო გამსვლელი და დასამუშავებელი რამდენი ტესტი იყო?


Posted by: katarinaaaa 12 Mar 2006, 23:45
nesta


ბეჭვდითი ნიშნავს, რომ ქაღალდზე მაქვს ტესტები smile.gif


QUOTE
რამდენი წლის ხარ?


27 smile.gif მოსამართლის გამოცდაზე გამსვლელი 75 ქულაა, აქაც ტესტები სპეციალიზაციის მიხედვითაა, ტესტები კი წინასწარ არ ქვეყნდება, ანუ არ იცი რა შეგხვდება..

Posted by: nesta 13 Mar 2006, 02:32
QUOTE
nesta


ბეჭვდითი ნიშნავს, რომ ქაღალდზე მაქვს ტესტები


ხო არ გეგულება სადმე ინტერნეტში ეგ ტესტები?
მაშინ ხო არ გახსოვს რაში გამოქვეყნდა?

Posted by: neitrali 13 Mar 2006, 03:09
katarinaaaa
რა უნდა გკითხო. მეც მაქ ეგ ტესტები ჩაარებული ედიკას დროს და მერე ამბობენ გააუქმეს მაგ ტესტის შედეგებიო. რამე ხომ არ იცი მაგის შესახებ ?

Posted by: nesta 14 Mar 2006, 14:15
QUOTE
katarinaaaa
რა უნდა გკითხო. მეც მაქ ეგ ტესტები ჩაარებული ედიკას დროს და მერე ამბობენ გააუქმეს მაგ ტესტის შედეგებიო. რამე ხომ არ იცი მაგის შესახებ ?

მაგ ტეტსების შედეგებს მგონი ორი წელიწადი აქვს ვადა, ამ ორი წლის განმავლობაში უნდა დაინიშნო სადმე......


ხალხო ხო არსად გინახავთ ტესტების ახლანდელი ვარიანტი ხომ არ გამოუქვეყნებიათ სადმე, საკანაონმდებლო მაცნე ხომ არ გამოსულა?

Posted by: karlsoni 14 Mar 2006, 18:45
გამოვიდა, გუშინ უკვე იყო. იურიდიულ ლიტერატურაში იკითხე..

Posted by: nesta 15 Mar 2006, 00:32
QUOTE
გამოვიდა, გუშინ უკვე იყო. იურიდიულ ლიტერატურაში იკითხე..


აუ მართლა???????????????????????????????????????????????
უეჭველი იცი???????? რა გაზეთში თუ ჟურნალში ნახე? რომელში გამოაქვეყნეს?
აუ რა ოქროს დროს ვაცდენ? ვინ ჩამომიტანს ახლა ხვალ მე ტესტებს????????
გადავირევი............................

ხალხო ეგებ სადმე ინტერნეტში მოიძიოთ და დამეხმაროთ თუ რამეს წააწყდებით...

Posted by: katarinaaaa 15 Mar 2006, 17:11
neitrali


არა, სისულელეა ეგ ყველაფერი, ძალაშია ისევე.

nesta

'მეოხი ადვოკატი' როა ჟურნალი, იქ გამოქვეყნდა, შეიძლება ძველიც ქონდეთ გაყიდვაში, იკითხე მაინც

Posted by: nesta 16 Mar 2006, 00:52
QUOTE
nesta

'მეოხი ადვოკატი' როა ჟურნალი, იქ გამოქვეყნდა, შეიძლება ძველიც ქონდეთ გაყიდვაში, იკითხე მაინც


ჩამომივიდა უკვე ტესტები მაგარი რთულია.
ინტერნეტში არსად არ გამოქვეყნებულა ხო კიდე...

Posted by: nesta 16 Mar 2006, 21:11
ხალხო ეგებ ინტერნეტში გეგულებათ სადმე ტესტების ვარიანტი........

Posted by: Mr.Giorgi 16 Mar 2006, 22:20
რავიცი არსად არ შემხვედრია

ისე მაგ მეოხ ხომ არ აქვს ვებ გვერდი გადახედე აბა იქნებ სადმე ეწეროს

Posted by: nesta 17 Mar 2006, 18:14
QUOTE
ისე მაგ მეოხ ხომ არ აქვს ვებ გვერდი გადახედე აბა იქნებ სადმე ეწეროს


არა მგონია რომ ჰქონდეს მაშინ თვითონ ჟურნალზე ეწერებოდა სადმე

Posted by: Mr.Giorgi 17 Mar 2006, 21:00
nesta
ოკ
ჯერ ჯერობით არსად არ შემხვედრია

ისე მაგათ რედაქცია მაგის ციფრული ვარიანტი აქვთ და დაუკავშირდი და სთხოვე რომ გამოგიგზავნონ

Posted by: nesta 18 Mar 2006, 13:21
QUOTE
ისე მაგათ რედაქცია მაგის ციფრული ვარიანტი აქვთ და დაუკავშირდი და სთხოვე რომ გამოგიგზავნონ


როგორ დავიკავშირდე?

Posted by: Mr.Giorgi 18 Mar 2006, 13:27
nesta
რეკვიზიტები ხო წერია მაგ ჟურნალში
ვინ უშვებს, რედაქციის მისამართი თავის ტელ ნო-მ-თი და ასე შემდეგ, ხოდა დაუკავშირდი და უთხარი

არა მგონია არაო და რამე რომ გითხრან

Posted by: katarinaaaa 20 Mar 2006, 20:26


გავიგე ხვალ გამოხდა გქონიათ, წარმატებები აბა smile.gif

Posted by: Mr.Giorgi 20 Mar 2006, 22:49
ვაა წარმატებები

ჩაგებარებინოთ და ადგილებიც გეშოვნოთ

Posted by: Roniko 21 Mar 2006, 02:38
მე 100 ქულიდან 97 ავიღე 2003 წელში, მარა რად გინდა მაშინ დაინგრა ქვეყანა rolleyes.gif

ისე იმდროს მემგონი არავინ ჩაჭრილა ისეთი დისკუსიები და გადაძახილები იყო დარბაზში.. მახსოვს ერთმა დაჟე ბოლო მერხიდან მესამე მერხზე გადაძახა ვიღაცას B ვარიანტში სწორი პასუხი ხო "გ"-აო biggrin.gif

neitrali
QUOTE
ამბობენ გააუქმეს მაგ ტესტის შედეგებიო

არანერი საფუძველი არააქვთ გააუქმონ! ძალაშია მეგობარო

Posted by: BOBO 22 Mar 2006, 19:40
ყველას გისურვებთ წარმატებას .....................................

Posted by: nesta 24 Mar 2006, 00:57
ჩავაბარე ხალხო 100 დან 94 ქულა ავიღე........

Posted by: Mr.Giorgi 24 Mar 2006, 01:20
nesta
გილოცავვვვვ

ყოჩაღ

მასე უნდა
მიბაძეთ ჯეელებო

Posted by: HackMan 24 Mar 2006, 12:20
nesta
საღოლ გილოცავ გულით... biggrin.gif
მოყევი რა როგორ იყო რა სიტუაცია იყო სად იყო გამოცდები ი ტაგდალი.

Posted by: Mr.Giorgi 24 Mar 2006, 13:41
როგორი ტესტები იყო და რამე
..........................

Posted by: nesta 24 Mar 2006, 22:45
Mr.Giorgi
HackMan

მადლობა ხალხო....

ახლა რა ხდებოდა თვითონ ტესტირებაზე:

ტესტირება ჩატარდა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსში ბიბლიოთეკის დარბაზში, წესით და კანონით 9 საათზე უნდა დაწყებულიყო მაგრამ ხომ იცით ჩვენი პუნქტუალობის ამბავი 11 საათზე დაიწყო, თვითონ პროცესი საკმაოდ მკაცრად ჩატარდა ორ გაფრთხილებაზე დარბაზიდან გაძევებდნენ, ერთი გოგო პირველ გაფრთხილებაზე შეეპასუხა და მყისვე მეორე გაფრთხილება და გააძევეს დარბაზიდან, მოკლედ თავს ვერ მოაბრუნებდი. ტეტსები სამ ვარიანტად იყო შედგენილი A, B და C ვარიანტი, გირიგდებოდა ტეტსტების სამუშაო ვარიანტი და ცალკე პასუხების ფურცელი რომელშიც პასუხებს ტესტებთან მუშაობის დამთავრების შემდეგ წერდი, მე შემხვდა ტესტების B ვარიანტი რომელიც საკმაოდ რთული იყო დიდი რაოდენობის საპროცესო ვადებთან დაკავშირებული ტეტსების გამო და ალბათ სწორედ აქ დავუშვი შეცდომები, ისე საკმაოდ კარგი მომზადებული ვიყავი და უნდა ვაღიარო რომ 1000 ტესტის მომზადება დიდი განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა, 4 დღეში თავისუფლად მოვასწარი, თუ ვინმეს ჩაბარება გინდათ შემოდგომაზე კიდევ გაიმართება და შეგიძლიათ ბედი სცადოთ, საგანგაშო ნამდვილად არაფერია. ტესტირებისთვის ვადა 6 საათი იყო ( თუმცა 3 საათში ყველას დამთავრებული ჰქონდა), გამკაცრებული იყო დარბაზიდან გასვლა ერთად მხოლოდ 4 კაცს შეეძლო გასვლა და მხოლოდ 5 წუთიანი ინტერვალით თუ გადააჭარბებდი ავტომატურად იხსნებოდი გამოცდიდან, შემოსვლის წინ დაგვატოვებინეს მობილურები და ყოველგვარი ტექნიკური საშუალებები...
ახლა რაც შეეხება კონკურსანტების რაოდენობას, ალბათ დაახლოებით 300 კაცამდე იქნებოდა და უნდა ავღნიშნო რომ ჩემდა გასაკვირა ბევრმა ვერ დააგროვა 85 ქულა.
სერთიფიკატებს რაც შეეხება ორშაბათიდან დაიწყება გაცემაო და გაცემის დღიდან თუ არ ვცდები 3 წლის ვადა აქვს.

კი მართალია ჩავაბარე ეს ტესტირება მაგრამ თუ თავი არ გამოიჩინე და ძაან არ ეცადე არავინ დაგნიშნავს ისე, ეს არის უბრალო სერთიფიკატი რომელიც გაძლევს პროკურატურაში მუშაობის უფლებას. ორ თვეში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ტესტირებაა და იმისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადო, პროკურატურის სტაჟიორთა ტესტირებაზე ვამბობ ორი თვის წინ რომ ჩატარდა მაშინ აქ არ ვიყავი და ვერ მივიღე მონაწილეობა, ახლა ამბობენ ორ თვეში იქნება დამატებითი ტესირება დარჩენილი ადგილების შესავსებადი, პირველ ეტაპზე ჩემი ორი კურსელი გავიდა და ძალიან კმაყოფილები არიან, 6თვიდან ერთ წლამდე პროკურატურაში იქნებიან სტაჟირებაზე და თვეში 300 ლარს მიიღებენ ხოლო ერთი წლის მერე თუ მთლად გონებაჩლუნგი არ ხარ აუცილებლად დაინიშნები პროკურატურაში ან გამომძიებლად ან პროკურორად.......
თავი უნდა მოვიკლა და უნდა გავიმარჯვო ეს არის რეალური შანსი, გამოცდა სამ ეტაპად ჩატარდება პირველი ტეტსირება უნარებში სადაც 100-დან 60 უნდა ამოხსნა, მეორე ტესტირება სისხლის სამართალში სადაც 100 დან 75 სწორი პასუხი უნდა გქონდეს და ბოლოს გასაუბრება, მაგრამ წონასწარ ტეტსტების ვარიანტები არ გექნება მოცემული ყველაფერი უნდა იმეცადინო რა შეგხვდება წინასწარ არ იცი.....

Posted by: Tsira 22 Mar 2007, 10:46
ხალხო, პროკურატურის და ადვოკატურის წლევანდელი ტესტები სად შეიძლება ელექტრონულად ვნახო?

Posted by: ლლევ 22 Mar 2007, 11:52
Tsira

პროკურატურისა არ ვიცი მაგრამ ადვოკატურის ტესტები საიტზე აღარ დევს, ალბათ განახლებას აკეთებენ და განსხვავებულ ტესტებს შემოგვთავაზებენ ტესტირების ივნისის რაუნდისთვის. ადვოკატთა ასოციაციის საიტია http://www.gba.ge

Posted by: Tsira 22 Mar 2007, 16:00
llev
კი, ვნახე, რომ აღარ დევს smile.gif იმედია, მალე დადებენ,

Posted by: ლლევ 22 Mar 2007, 16:13
Tsira

მაისამდე არ იქნება ალბათ.

Posted by: Ekaterina Oniani 22 Mar 2007, 23:14
QUOTE
კი მართალია ჩავაბარე ეს ტესტირება მაგრამ თუ თავი არ გამოიჩინე და ძაან არ ეცადე არავინ დაგნიშნავს ისე, ეს არის უბრალო სერთიფიკატი რომელიც გაძლევს პროკურატურაში მუშაობის უფლებას. ორ თვეში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ტესტირებაა და იმისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადო, პროკურატურის სტაჟიორთა ტესტირებაზე ვამბობ ორი თვის წინ რომ ჩატარდა მაშინ აქ არ ვიყავი და ვერ მივიღე მონაწილეობა, ახლა ამბობენ ორ თვეში იქნება დამატებითი ტესირება დარჩენილი ადგილების შესავსებადი, პირველ ეტაპზე ჩემი ორი კურსელი გავიდა და ძალიან კმაყოფილები არიან, 6თვიდან ერთ წლამდე პროკურატურაში იქნებიან სტაჟირებაზე და თვეში 300 ლარს მიიღებენ ხოლო ერთი წლის მერე თუ მთლად გონებაჩლუნგი არ ხარ აუცილებლად დაინიშნები პროკურატურაში ან გამომძიებლად ან პროკურორად....... თავი უნდა მოვიკლა და უნდა გავიმარჯვო ეს არის რეალური შანსი, გამოცდა სამ ეტაპად ჩატარდება პირველი ტეტსირება უნარებში სადაც 100-დან 60 უნდა ამოხსნა, მეორე ტესტირება სისხლის სამართალში სადაც 100 დან 75 სწორი პასუხი უნდა გქონდეს და ბოლოს გასაუბრება, მაგრამ წონასწარ ტეტსტების ვარიანტები არ გექნება მოცემული ყველაფერი უნდა იმეცადინო რა შეგხვდება წინასწარ არ იცი..... 

უდაჩი smile.gif

უიჰ, შარშან მარტის პოსტი ყოფილა biggrin.gif

პ.ს. პროკურატურის გამოცდა როდის იქნებაო თქვა ვინმემ? თუ კი და თუ მე ვერ შევამჩნიე გამიმეორეთ პლიიზ biggrin.gif

Posted by: ell-lle 9 Jun 2017, 22:16
ტესტები ხომ არ მგეპოვებათ ვინმე? ახალი თემა ვერ ვნახე თუ არუს გადამამისამართეთ

Posted by: barbaqadze1 9 Feb 2019, 14:00
ვინმე თუ შემოიხედებით გაგახარებთ ღმერთი


ტესტებს აქვეყნებენ თუ არა მაინტერესებს

Posted by: mendelsona 9 Feb 2019, 19:55
მეც მაინტერესებს რაღაცეები.როდის არის გამოცდა?

Posted by: barbaqadze1 9 Feb 2019, 21:13
ჯერ არ ვიცით, მოგვწერენ როცა იქნება

Posted by: mendelsona 11 Feb 2019, 16:54
barbaqadze1
პროკურატურის მუშაკის საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაქვს საუბარი

Posted by: nnn_lll 11 Feb 2019, 22:48
barbaqadze1
QUOTE
ტესტებს აქვეყნებენ თუ არა მაინტერესებს

საიტზე არ უდევთ...
მერე პროკურატურის თანამშრომელს ვკითხე და არაა საჯარო ეგ ტესტებიო...

Posted by: barbaqadze1 12 Feb 2019, 13:38
nnn_lll


მსგავსები არის აქ

http://www.library.court.ge/upload/prok_gamocda_2009.pdf

პრინციპში მიხვდები ანუ რა სახის ტესტებია რა

Posted by: mendelsona 12 Feb 2019, 15:32
barbaqadze1
და როდის არის ეგ გამოცდა?
* * *
barbaqadze1
კარგია ეს ტესტები,მაგრამ პასუხები რომ შავად არ იყოს მაგის შეცვლა შეიძლება?


Posted by: nnn_lll 12 Feb 2019, 20:09
barbaqadze1
10 წლის წინანდელი ტესტებია ეგ და არ გირჩევ მაგის იმედად ყოფნას ;D

Posted by: barbaqadze1 13 Feb 2019, 00:31
nnn_lll


არა არა ანუ ზოგადად მაინტერესსებდა რა ტიპის ტესტები იყო :დ რაზე შეიძლება უფრო მეტი ყურადღება გავამახვილო რა :დ

mendelsona


ჯერ არ მაქვს მაგაზე ინფორმაცია როდისაა.

Posted by: mendelsona 13 Feb 2019, 13:13
მეთქი ახალი ტესტები არისთქო...

-------------------------------------------

Posted by: nnn_lll 13 Feb 2019, 16:57
barbaqadze1
ზოგადად, ყურადღება მახვილდება ხოლმე ცვლილებებზე,
რომელიმე ნორმატიულ აქტში თუ ცვლილებაა შეტანილი აუცილებლად უნდა ელოდო რომ ამაზე მოვა ერთი კითხვა მაინც..

Posted by: mda 13 Feb 2019, 17:15
რაღა დროს 2009 წლის დროინდელი ტესტებია, მას შემდეგ საპროცესო კოდექსიც შეიცვალა მთლიანად და კონსტიტუციაც...

Posted by: Zestafans 13 Feb 2019, 18:29
ტესტები იქით იყოს და სატესტო საკითხები არ მოიპოვება ?

ანუ უშუალოდ საიდანაც მოვა ტესტები.

Posted by: hidden 24 Oct 2019, 20:13
ვინმემ შეგიძლიათ მითხრათ როდის ტარდება პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდება და დამამამთავრებეკი კურსის სტუდენტს თუ აქ უფლება მონაწილეობის მიღების თუ დამთავრებუკი უნდა გქონდეს აუცილებლად

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)