forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
reklama

Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საჭიროა თუ არა ძრავის გახურება?, ბოლო ბოლო რა უნდა ვქნათ :)
 
საჭიროა თუ არა ძრავის გახურება მანქანის დაძვრამდე?
კი, საჭიროა ძრავის გახურება [ 58 ]  [36.48%]
აუცილებელია ძრავის გახურება [ 27 ]  [16.98%]
არაა აუცილებელი, მაგრამ სასურველია ძრავის გახურება [ 61 ]  [38.36%]
დაუშვებელია ძრავის გახურება [ 13 ]  [8.18%]
Total Votes: 159
Guests cannot vote 
doxaburi
დედისერთა ჩინელი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24450
წევრი No.: 21144
რეგისტრ.: 26-June 06

  გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 01:04  #46874000      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გთხოვთ სტატია წაიკითხეთ და შემდეგ მიიღეთ გამოკითხვაში მონაწილეობა.



როგორც ჩანს ამას ყველა აკეთებს: დილით დაქოქავენ ავტომობილებს და ელოდებიან როდის გახურდება ძრავი. თუ თქვენც ასე იქცევით, აუცილებლად ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინფორმაცია.

სავარაუდოა, რომ ასეთ ქმედებას იმიტომ სჩადიხართ, რომ ძრავი დაზიანებისაგან დაიცვათ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენ ხართ მსხვერპლი მითისა, რომელსაც სიკეთის ნაცვლად უდიდესი ზიანი მოაქვს.
Bussines Insider ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს, ყოფილ მრბოლელთან, საინჟინრო დარგში დოქტორის წოდების მქონე სტივენ კიატთან აქვეყნებს, რომელიც საუბრობს ძრავის გახურების მნიშვნელობაზე, მითსა და რეალობაზე. როგორც ირკვევა სტივენი 26 წელია ატმოსფერულ ძრავებს იკვლევს და ამჟამად ილინოისის შტატში მდებარე აგრონომიის ნაციონალურ ლაბორატორიას კურირებს.
უნდა გავახუროთ თუ არა ძრავი? აი რაშია საქმე…
როდესაც ძრავი გახურების რეჟიმში, სიჩქარეზე დაკიდების გარეშე ანუ ე.წ „ხალასტოიზე“ მუშაობს, თანაც სიცივეში, მოიხმარს იმაზე მეტ საწვავს, ვიდრე მას სინამდვილეში ესაჭიროება, რაც საბოლოოდ ძრავის სერიოზულ დაზიანებას იწვევს. რადგან ძრავი მუშაობს, ხოლო ავტომობილი ადგილიდან არ იძვრის, ძრავში მდებარე ზეთი ვერ ასწრებს სწრაფად მიეწოდოს დგუშსა და ცილინდრებს. ანუ ფაქტიურად ძრავი ზეთის გარეშე მუშაობს, რაც დაუშვებლად დიდ დატვირთვასა და შემდგომში ადვილად ცვეთას იწვევს.
აი როგორ მუშაობს ძრავი:
ნორმალურ პირობებში თქვენი ავტომობილი ჰაერისა და საწვავის ურთიერთქმედებით იღებს ენერგიას. საწვავის ავზიდან საწვავი პირდაპირ ცილინდრში შედის, რომელიც მას პრესავს, ჰაერის ზემოქმედებით კი ხდება მიკროაფეთქება და თქვენს ავტომობილს სამოძრაო ენერგია მიეწოდება.
სიცივის პირობებში, საწვავს ცილინდრამდე მიღწევა უჭირს, შესაბამისად ძრავი მეტ ძალას ხარჯავს მის მოსაპოვებლად, ანუ მუშაობს მაღალ ბრუნზე და სწორედ აქედან იწყება პრობლემები…
„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც წვის კამერაში, დაშვებულზე მეტი რაოდენობის საწვავი ხვდება, გამოუყენებელი საწვავი ცილინდრის კედლებზე ილექება“ – ამბობს სტივენ კაიტი.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბენზინი კარგი საწმენდი საშუალებაა და ცილინდრებზე არსებულ ზეთის ნარჩენებს წმენდს, საბოლოოდ ცილინდრებისა და დგუშების სწორად შეზეთვას უშლის ხელს, ეს კი დამეთანხმებით, რომ იწვევს მათ ადვილად ცვეთას, განსაკუთრებით კი ზამთრის პირობებში.“
ახლა კი მარტივი განმარტება. ყინვაში მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ზეთი უფრო სქელი ხდება, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში, შესაბამისად ძრავის ფაქტიურად გაორმაგებული მუშაობის პირობებში, ვერ ასწრებს ძრავის შიგნით მდებარე რკინისაგან დამზადებული დეტალების შეზეთვას, რაც საბოლოო ჯამში მათ დაზიანებას იწვევს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არც ერთი თანამედროვე ავტომწარმოებელი ძრავის „გახურების“ რეკომენდაციას არ იძლევა. ამასთანავე, თუ თქვენს ავტომობილს მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს, უფრო დიდი სისულელეა გაუნძრეველ მდგომარეობაში მისი დაქოქვა. ავტომობილის დაქოქვიდან ზუსტად 10 წამში თქვენ შეგიძლიათ ჩვეულ რეჟიმში გადაადგილდეთ თქვენი ავტომობილით.
შესაბამისად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავტომობილი აუცილებლად უნდა გახურდეს, მხოლოდ და მხოლოდ გამოგონილი მითია. სინამდვილეში უკეთესია, თუ ძრავს დაქოქვისთანავე დავძრავთ…

წყარო: http://torr.ga/avtomobili/



--------------------
ვერაფერს მივხვდი, როდესაც ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მე და ვინმე "ოციანი" გვახსენეს და თამაში დაიწყეს © ცხვარი
l-e-v-a-n
4, 8, 15, 16, 23, 42


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37508
წევრი No.: 131650
რეგისტრ.: 24-May 11

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 01:09  #46874038      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
კი, საჭიროა ძრავის გახურება

QUOTE
 აუცილებელია ძრავის გახურება

lol.gif
დაყავი და იბატონე biggrin.gif


კაროჩე ხო დაიწერა 90% მა ეგ ვთქვით რო ტახომეტრის ჩამოწევას ველოდებით 1ის ქვემოთ და მერე ვძრავთ biggrin.gif
ზოგს 40 წამი ჭირდება , ზოგს 3 წუთი boli.gif

და ვინც ის სტატია დაწერა იმას პატრონი


--------------------
Gilardino la può tenere anche vicino alla bandierina, cerca l'uno contro uno, Gilardino, dentro Del Piero, Del Piero... Goooooooool! Goooooool! Aleeeex Deeel Piero!!! Chiudete le valigie, andiamo a Berlino! Andiamo a Berlino! Andiamo a prenderci la coppa! Andiamo a Berlino!
streptocidum
gran torino


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2988
წევრი No.: 172821
რეგისტრ.: 5-September 13

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 01:14  #46874069      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აუ ტვინი მოიტყნა უკვე ფბზე , არ გაახუროთ ძრავი, არ გაახუროთ ძრავი :@

გახურებითაც არაფერი შავდება და არც დაძვრით და თავის აბაროტზე გახურებით :@@@@@@@@@@@
nDroid
Bianconero


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3302
წევრი No.: 164163
რეგისტრ.: 24-March 13

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 01:40  #46874247      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რავი მე დიდად არ ვახურებ ხოლმე გადავქოქავ სანამ სიგარეტს მოვწევ, რემენს შევიკრავ, მუსიკას ჩავრთავ სარკეებს გავასწორებ/პროსტა შევხედავ კი გადის ერთ წუთამდე და საკმარისი მგონია. ნუ წინა მანქანაზე აბაროტი 1ზე ვერ ასწრებდა ჩამოსვლას მაგრამ რავიცი.

დაიზნები ძაან ეჭვი მეპარება ზიანდებოდეს, პროსტა ბენზინის ხარჯვაა უაზრო რა.

მეზობელი იმენა 10-15 წუთი ახურებს ხოლმე smile.gif))

This post has been edited by ანდროიდი on 31 Jan 2016, 01:41
KR@ZANA
Track Maniac


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16950
წევრი No.: 23764
რეგისტრ.: 28-September 06

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 01:45  #46874281      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
15 წამი მერე წადი ოღონდ მთლად რედლაინებზე ნუ ივლი ერთი 5-10წუთი biggrin.gif


--------------------
M-Benz C63 AMG Black Series
la7a
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 438
წევრი No.: 126164
რეგისტრ.: 19-January 11

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 08:34  #46874993      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძრავის რა გითხრათ, მაგრამ ამ თემით კი მართლა გაახურეს რა საქმე. აჭრელებულია ფეისბუქი ამ უაზრობით. რად გინდა ვიღაც სტივენა, თითონ მანქანა გეუბნება როდის რა დატვირთვით იხმარო, დადგა ძრავის ბრუნი ნორმაზე, ესეიგი მანქანა მზადაა, რომ დაიწყო მოძრაობა, იმდენს კი უნდა ხვდებოდეს მძღოლი, რომ სანამ წყალიც არ დადგება ნორმაზე, ძრავი არუნდა ამუშავო მაღალ ბრუნებზე. დაზიანებას რაც შეეხებაკიდევ, ჩემი აზრით ცივზე უფრო მეტად ავტომატურ კოლოფს დააზიანებ ვიდრე ძრავს.
GEORGEXIII
Turbo Mivec


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 45315
წევრი No.: 206754
რეგისტრ.: 23-August 15

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 11:30  #46875403      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მიდი მიდი გააახურე და მოვდივარ biggrin.gif


--------------------
BMW X5 E53 2000 MT 3.0i 232hp
MITSUBISHI Colt Ralliart Version R 2006 MT 1.5Turbo 154hp
TOYOTA Celica GTFour 1996 MT 2.0 Turbo 255hp
FORD Focus S 2012 MT 2.0 160hp
BMW F30 2015 AT 181hp
ACURA ILX 2012 CVT 1.5 Hybrid 111Hp
doxaburi
დედისერთა ჩინელი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24450
წევრი No.: 21144
რეგისტრ.: 26-June 06

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 11:35  #46875439      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
l-e-v-a-n
მეძინებოდა lol.gif
spec
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13672
წევრი No.: 55317
რეგისტრ.: 9-March 08

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 11:39  #46875461      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ ყიდულობ ტესლას და იკიდებ სტივენ კიატსაც და საერთოდ ატმოსფერულ ძრავსაც.

ესაა ჩემი კომენტარი biggrin.gif


--------------------
ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ
"The only thing necessary for the triumph of evil is for good men to do nothing"
ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ
Nemiroff
გუჯაზე თესლი member-ის ძმაკაცი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11444
წევრი No.: 24496
რეგისტრ.: 16-October 06

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 11:48  #46875508      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
მოკლედ ყიდულობ ტესლას და იკიდებ სტივენ კიატსაც და საერთოდ ატმოსფერულ ძრავსაც.

ესაა ჩემი კომენტარი

+1


--------------------
Honda accord 1999 sold
Honda accord 2002 sold
BMW E90 320 2006 sold
Honda civic 2008
Hyundai sonata 2011 sold
Ford fusion 2013 sold
Toyota aqua 2014
quattro
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12831
წევრი No.: 114553
რეგისტრ.: 25-April 10

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 13:33  #46876247      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
აუცილებელია ძრავის გახურება

+1
QUOTE
ამ თემით კი მართლა გაახურეს რა საქმე. აჭრელებულია ფეისბუქი ამ უაზრობით

+10000 ვიღაცამ რაღაც მოხია და მოდეს მთელს საქართველოს


გახურება მანქანის აუცილებელია 10000000000000%
რა მეთოდით ვახურებთ ეგ ცალკე
ცივზე ზეთი სქელია და ვერ სმასკავს ყველა დეტალს,შესაბამისაც ცვეთა მეტია ძრავის,ამორტიზატორები,ტულკები ყველაფერი ისპობა ცივზე და ყველაფერს უნდა გახურება რათქმაუნდა ნელი სვლით

ძრავი
ცალკე თემაა ზეთი,სქელს ვინც ასხავს დაქოქვისას ჯერ იმხელა ცვეთა აქ ძრავს დალშე სქელ ზეთზე ვინც ამუშავებს ცვდება და ისპობა ძრავი
ადგილზე შეთბობა რამოდენიმე წთი აუცილებელია მაინც,სანამ აბაროტი დავარდება და მერე ნელი სვლით დაბალ ბრუნზე სიარული
ზეთი და ძრავი საამ მუშა ტემპერატურაზე არ გავა ცვეთა აქვს,შესაბამისად ცივზე აბაროტით სიარული სპობს

კოლოფი
თბება ბევრად გვიან და 8-10კმ მაინც ჭირდება მუშა ტემპერატურაზე რო გავიდეს(გაზაობა,აბაროტი,კიკდაუნები სპობს ცივზე)
ყოველთვის ვახურებდი და არასდროს პრობლემა არ მქონია მითუმეტეს ავტომატზე მარა ეს ბოლო ტოიოტაზე დავიზარე ვქოქავდი და ვძრავდი ეგრევე -კოლოფი გაფუჭდა რათქმაუნდა -გარბენი 75კმ
რო დავშალეთ აბსოლიტურად ყველა დეტალი კოლოფში ახალივით იყო,დაზიანდა სალნიკი -მიზეზი ცივზე სიარულია,ცივზე სიარულის დროს კოლფშ წნევა მაღალია რის შედეგადაც პერვიჩნი ვალზე რა ქვია იმ დეტალს დამავიწყდა ბევრად წინ იწევა და მოკლედ დააზიანა სალნიკი,წნევა დავარდა და დადგა მანქანა+ ფრიქციონების პაკეტმა დაიწყო ბუქსაობა
სიველის ან ცუდი ხმარებისგან რო მოსვლოდა სხვა დეტალებიც ნიტო იქნებოდა,ზეთიც თავის დროზე იცვლებოდა და არანაირი გაზაობა ბუქსაობა და ეგეთები+დაბალი აბაროტით დავდიოდი ყოველთვის გასვლისას, ერთადერთი ეს რო -ცივზე დამყავდა
ხელოსანმა დაშალა თუარა ეგრევე მითხრა ცივზე ატარებდიო და მართალიც იყო
პრაქტიკიდან ეს და დალშე ვის მალე ან გვიან გაუფუჭდება ამ რამოდენიმე წუთი შეთბობის გამო სხვა რამეა + კოლოფიც ზოგს მეტად გამძლე ზოგს ნაკლებად გამძლე უყენია,გაზ ტორმუზით ბუქსაობაც სპობს მარა ზოგს მალე ერხევა ზოგი დედას ##ვს და ყიდის ფუჭდება სხვის ხელშ მერე

ადგილზე კოლოფი თბება,ინიციალიზაციაზე ვისაც ყოლია მანქანა ყველა დაინახავდა,ამუშავებენ ზეთის შეცვლის მერე ადგილზე და უყურებენ კომპით ტემპერატურა წნევებს და ყელაფერს,რო ავა გარკვეულ ტემპერატურამდე (30გრადუსია მგონი)დონეს აყენებენ მერე
ადგილზე გარკვეულ ტემპერატურამდე თბება კოლოფი

ასევე მექანიკა
რამდენიც მყოლია და ეგრევე ცივზე სანამ კოლოფშ არ გათბება ზეთი შედარებით ძNელად ვარდება სიჩქარეებში,თბება სიარულისას და ჭირდება

ამორტიზატორები,ტულკები და სხვა დეტალები,ასევე ესაჭიროება სიარულში შეთბობა,ცივზე ერთი იამაში ჩარტყმაა და გაასხავს ამორტიზატორი,ასევე ტულკებიც მალე მოისპობა ხისტია და გაგლიჯავს ან მალე მოსპობს


ადგილზე რამოდენიმე წუთი შეთბობა და მერე დაალი ბრუნით სიარლი აუცილებელია ძრავის კოლოფის სავალი ნაწილი და ყველაფრისთვის
ინეტში ვიღაცამ რაც არ უნდა წეროს და იგლიჯოს



PIKNIKA
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3640
წევრი No.: 16575
რეგისტრ.: 25-January 06

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 14:10  #46876530      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არარი აუცილებელი, ერთი 10 წამი არც, რო ზეთი დაბზრიალდეს მატორში და წადი. ოღონდ ნელი სვლით ისე რო მატორს ძალა არ დაატანო. ( ძრავიც უფრო მალე თბება ამ შემთხვევაში ) ზეთი სქელია თხელდება და ფსელდება როგორი ბაზარია იცი ? კაი ზეთი ჩაასხი ხარისხიანი რა მატორში რაც ეკუთვნის . ქართულად არა 100 გარბენის მერე რო ნახევარ სინთეთიკაზე გადაყავთ ხალხი და 200 ზე რო მინერალს ასხმევინებენ biggrin.gif
QUOTE
ასევე მექანიკა
რამდენიც მყოლია და ეგრევე ცივზე სანამ კოლოფშ არ გათბება ზეთი შედარებით ძNელად ვარდება სიჩქარეებში,თბება სიარულისას და ჭირდება

ეგრე იყო ჩემ მანქანაზეც და კარობკის ზეთი შევცვალე ის ჩავასხი რაც ეწერა და მუშაობდა ხუთიანზე ცივზეც და ცხელზეც.

ყველაზე მაგარი ისაა რო ძალიან ბევრი ამ წესს იცავს გათბობის და ვითომ მოვლის და რო კითხო კარობკაში ზეთი არ იცვლებაო არ ჭირდებაო biggrin.gif და ხიდებში biggrin.gif biggrin.gif


--------------------
//www.facebook.com/pages/Manta-Racing/659479174173262?fref=ts
doxaburi
დედისერთა ჩინელი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24450
წევრი No.: 21144
რეგისტრ.: 26-June 06

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 14:16  #46876580      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე მექანიკა მყავს.

რო ვქოქავ დაახლოებით 1.7-ზე ტრიალებს აბაროტი.

ზამთარში დაახლოებით 4-5 წუთი სჭირდება, რომ 1-ს ჩამოსცდეს.

ანუ რო დავქოქო, სანამ რემენს გადავიჭერ და კამერას ჩავრთავ, კი გავა 10 წამი და დავძრა ხო?
და რა თქმა უნდა დაბალ აბაროტზე ვატარო მანქანა ხო?

მე 1 წუთამდე ვამუშავებ ხოლმე და მერე ვძრავ და ნელი სვლით დავდივარ.
la7a
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 438
წევრი No.: 126164
რეგისტრ.: 19-January 11

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 14:20  #46876599      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (quattro @ 31 Jan 2016, 13:33 )
QUOTE
აუცილებელია ძრავის გახურება

+1
QUOTE
ამ თემით კი მართლა გაახურეს რა საქმე. აჭრელებულია ფეისბუქი ამ უაზრობით

+10000 ვიღაცამ რაღაც მოხია და მოდეს მთელს საქართველოს


გახურება მანქანის აუცილებელია 10000000000000%
რა მეთოდით ვახურებთ ეგ ცალკე
ცივზე ზეთი სქელია და ვერ სმასკავს ყველა დეტალს,შესაბამისაც ცვეთა მეტია ძრავის,ამორტიზატორები,ტულკები ყველაფერი ისპობა ცივზე და ყველაფერს უნდა გახურება რათქმაუნდა ნელი სვლით

ძრავი
ცალკე თემაა ზეთი,სქელს ვინც ასხავს დაქოქვისას ჯერ იმხელა ცვეთა აქ ძრავს დალშე სქელ ზეთზე ვინც ამუშავებს ცვდება და ისპობა ძრავი
ადგილზე შეთბობა რამოდენიმე წთი აუცილებელია მაინც,სანამ აბაროტი დავარდება და მერე ნელი სვლით დაბალ ბრუნზე სიარული
ზეთი და ძრავი საამ მუშა ტემპერატურაზე არ გავა ცვეთა აქვს,შესაბამისად ცივზე აბაროტით სიარული სპობს

კოლოფი
თბება ბევრად გვიან და 8-10კმ მაინც ჭირდება მუშა ტემპერატურაზე რო გავიდეს(გაზაობა,აბაროტი,კიკდაუნები სპობს ცივზე)
ყოველთვის ვახურებდი და არასდროს პრობლემა არ მქონია მითუმეტეს ავტომატზე მარა ეს ბოლო ტოიოტაზე დავიზარე ვქოქავდი და ვძრავდი ეგრევე -კოლოფი გაფუჭდა რათქმაუნდა -გარბენი 75კმ
რო დავშალეთ აბსოლიტურად ყველა დეტალი კოლოფში ახალივით იყო,დაზიანდა სალნიკი -მიზეზი ცივზე სიარულია,ცივზე სიარულის დროს კოლფშ წნევა მაღალია რის შედეგადაც პერვიჩნი ვალზე რა ქვია იმ დეტალს დამავიწყდა ბევრად წინ იწევა და მოკლედ დააზიანა სალნიკი,წნევა დავარდა და დადგა მანქანა+ ფრიქციონების პაკეტმა დაიწყო ბუქსაობა
სიველის ან ცუდი ხმარებისგან რო მოსვლოდა სხვა დეტალებიც ნიტო იქნებოდა,ზეთიც თავის დროზე იცვლებოდა და არანაირი გაზაობა ბუქსაობა და ეგეთები+დაბალი აბაროტით დავდიოდი ყოველთვის გასვლისას, ერთადერთი ეს რო -ცივზე დამყავდა
ხელოსანმა დაშალა თუარა ეგრევე მითხრა ცივზე ატარებდიო და მართალიც იყო
პრაქტიკიდან ეს და დალშე ვის მალე ან გვიან გაუფუჭდება ამ რამოდენიმე წუთი შეთბობის გამო სხვა რამეა + კოლოფიც ზოგს მეტად გამძლე ზოგს ნაკლებად გამძლე უყენია,გაზ ტორმუზით ბუქსაობაც სპობს მარა ზოგს მალე ერხევა ზოგი დედას ##ვს და ყიდის ფუჭდება სხვის ხელშ მერე

ადგილზე კოლოფი თბება,ინიციალიზაციაზე ვისაც ყოლია მანქანა ყველა დაინახავდა,ამუშავებენ ზეთის შეცვლის მერე ადგილზე და უყურებენ კომპით ტემპერატურა წნევებს და ყელაფერს,რო ავა გარკვეულ ტემპერატურამდე (30გრადუსია მგონი)დონეს აყენებენ მერე
ადგილზე გარკვეულ ტემპერატურამდე თბება კოლოფი

ასევე მექანიკა
რამდენიც მყოლია და ეგრევე ცივზე სანამ კოლოფშ არ გათბება ზეთი შედარებით ძNელად ვარდება სიჩქარეებში,თბება სიარულისას და ჭირდება

ამორტიზატორები,ტულკები და სხვა დეტალები,ასევე ესაჭიროება სიარულში შეთბობა,ცივზე ერთი იამაში ჩარტყმაა და გაასხავს ამორტიზატორი,ასევე ტულკებიც მალე მოისპობა ხისტია და გაგლიჯავს ან მალე მოსპობს


ადგილზე რამოდენიმე წუთი შეთბობა და მერე დაალი ბრუნით სიარლი აუცილებელია ძრავის კოლოფის სავალი ნაწილი და ყველაფრისთვის
ინეტში ვიღაცამ რაც არ უნდა წეროს და იგლიჯოს

სრულად გეთანხმები და დავამატებ კიდევ ერთს, რატომღაც ჩვენთან ასეა მიღებული, რომ ძრავს რომელსაც უწერია ზეთი 5/30 ასხავენ უკეთეს შემთხვევაში 10/40 ნუ ზოგი უარესსაც, რადგან ვიღაც ხადავიკმა გარიკამ ეგრე დაასკვნა, ხოდა რომარ გაახურებ ძრავს რომელშიც გისხია რეკომენდირებულზე უფრო სქელი და უხარიახო ზეთი, ძრავის რემონტის ფულს გარიკა გადაიხდის თუ ის ღრმადპატივცემული სტივენა, ვის მიერ წამოჭრილი თემის გამოც ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი.
PIKNIKA
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3640
წევრი No.: 16575
რეგისტრ.: 25-January 06

გამოგზავნილია: 31 Jan 2016, 14:49  #46876842      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
doxaburi
QUOTE
მე მექანიკა მყავს.

რო ვქოქავ დაახლოებით 1.7-ზე ტრიალებს აბაროტი.

ზამთარში დაახლოებით 4-5 წუთი სჭირდება, რომ 1-ს ჩამოსცდეს.

ანუ რო დავქოქო, სანამ რემენს გადავიჭერ და კამერას ჩავრთავ, კი გავა 10 წამი და დავძრა ხო?
და რა თქმა უნდა დაბალ აბაროტზე ვატარო მანქანა ხო?

მე 1 წუთამდე ვამუშავებ ხოლმე და მერე ვძრავ და ნელი სვლით დავდივარ.



QUOTE
რომ ძრავს რომელსაც უწერია ზეთი 5/30 ასხავენ უკეთეს შემთხვევაში 10/40 ნუ ზოგი უარესსაც,

თუ ეგეთი შემთხვევა არ გჭირს შეგიძლია დაძრა ოღონდ ნელი სიარულით რო ძრავზე დატვირთვა არ მიიტანო. მე მაგალითად გაზს არ ვაწვები ხოლმე თუ სწორეზე ან ცოტა დაღმართზე დგას მანქანა და ნელა ცეპლენიას ვუშვებ და თავისით იძვრება და მივყვები მატორის ხოდს, მაქსიმუმ გაზი შევაპარო. სიჩქარის შესაცვლელად, 2,3 და მალევე თბება ძრავი და დატვირთვაზეც არ მიდის.
ნუ ეს საკითხი უკვე გემოვნების საგნად იქცა smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0321 ]   [ 14 queries used ]   [ GZIP Disabled ]