forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (23) « პირველი ... 21 22 [23]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფოტო-გამოფენები ფოტო-კონკურსები, მათი ანონსი და განხილვა
Ania
"ქალბატონი ანიკო"


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14855
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04

გამოგზავნილია: 8 Jun 2015, 23:17  #44828210      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გელით smile.gif

user posted image

This post has been edited by Ania on 8 Jun 2015, 23:21


--------------------
დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს არ მოგერიდოს სახე შეუშვირე...
მთავარია დაინახო..

მზის ფესტივალი ☼ www.1ivnisi.ge
www.ania.ge
sanfol
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8737
წევრი No.: 143756
რეგისტრ.: 29-February 12

გამოგზავნილია: 10 Feb 2016, 17:41  #46970870      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
KOLGA TBILISI PHOTO-ს ფარგლებში გაიმართება ყველაზე მასშტაბური, საერთაშორისო და პრესტიჟული ფოტოკონკურსი „ქოლგა“. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს, ტრადიციულად, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.

ფოტოკონკურსის მთავარი მიზანია საერთაშორისო ფოტოგრაფია დააკავშიროს საქართველოსთან და ქართულ ფოტოგრაფიასთან. საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციის განმტკიცებისთვის, ფოტოკონკურსი ყოველწლიურად ცხადდება უცხოეთშიც, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, აგრეთვე ევროპაში. წლევანდელი ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა:

1.დოკუმენტური სერია

2.რეპორტაჟი

3.კონცეპტუალური ფოტოპროექტი

4.ერთი კადრი/One shot/

5.მობილური ფოტო

საპრიზო ფონდი იქნება 6 000 აშშ დოლარი, ეს თანხა პირველ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ერგებათ 1500-1500 აშშ დოლარი, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულებს (ქვენომინაციებში: ერთი კადრი და მობილური ფოტო სერია) გადაეცემათ სპეციალური პრიზი - მობილური ტელეფონი iPhone-ის ბოლო მოდელი.

ფოტოკონკურსს წელს პირველად დაემატა ახალი პრემია: KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD. ეს პრემია გადაეცემა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომლის ფოტოსერია ამოირჩევა შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი და კონცეპტუალური ფოტოპროექტი.. პრემიალური თანხა არის 500 €. KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD-ის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ფოტოგრაფებს განვითარებაში და გზის გაკვლევაში ფოტოგრაფიის სამყაროში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელ. ფოსტის მისამართზე: contest@kolga.ge

............

სად უნდა გავაგზავნოთ ფოტოები ხომ არ იცით?
Kattarina
V I O L E T


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2074
წევრი No.: 45963
რეგისტრ.: 7-November 07

გამოგზავნილია: 11 Feb 2016, 01:09  #46975064      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ....

http://www.kolga.ge/#/rules/
პირობები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს. ასაკი შეზღუდული არ არის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ონლაინ 10 თებერვლიდან. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 მარტი.

ფოტო პროექტების თემატიკა შეზღუდული არ არის.

წლევანდელი ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა:

1. დოკუმენტური სერია
2. რეპორტაჟი
3. კონცეპტუალური ფოტოპროექტი
4. ერთი კადრი/Oneshot/
5. მობილური ფოტო

კითხვებით მოგვმართეთ ელ. ფოსტის მისამართზე: contest@kolga.ge



--------------------
If you lie to the computer, it will get you (Perry Farrar)

“The Internet? Is that thing still around?” (Homer Simpson)

Bazinga!!!
JorJe
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7724
წევრი No.: 93380
რეგისტრ.: 11-June 09

გამოგზავნილია: 16 Feb 2016, 15:10  #47022193      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს სთავაზობს ფოტოკონკურსს სიყვარულის თემასთან დაკავშირებით.

14 თებერვლიდან 25 მარტამდე გვეწვიეთ, გადაიღეთ და გამოაგზავნეთ ბოტანიკურ ბაღში გადაღებული სურათები სიყვარულის თემასთან დაკავშირებით და მოიგეთ უამრავი პრიზი, მათშორის Samsung SM Galaxy tab პლანშეტური კომპიუტერი, საჩუქარი მაღაზიათა ქსელ “Elit Electronics”-ისა და “ICI PARIS”-გან, ასევე 100 ლარიანი ვაუჩერი მაღაზიათა ქსელ „Dress Up“-გან და ბოტანიკური ბაღის დათვალიერების სასაჩუქრე ვაუჩერები და სხვა პრიზები.
ფოტოკონკურსის გამარჯვებულები კომპეტენტური ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან:

I ადგილი: ბაღის რჩეული - Samsung SM Galaxy tab;
II ადგილი: “ICI PARIS”-ს რჩეული;
III ადგილი: FACEBOOK რჩეული - საჩუქარი საჩუქარი “Elit Electronics”-სგან.
IV ადგილი : FACEBOOK (მეორე ადგილოსანი) – 100 ლარიანი ვარუჩერი “Dress UP“-სგან
I–X ადგილი: ბოტანიკური ბაღის დათვალიერების სასაჩუქრე ვაუჩერები

კონკურსის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს 16 წლის ასაკიდან;
• ფოტოები აუცილებლად უნდა იყოს გადაღებული საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში;
• ფოტოები უნდა უკავშირდებოდეს სიყვარულის თემას;
• ერთ კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს მხოლოდ ორი ფოტო;
• ფოტოები უნდა გამოგზავნოთ 14 თებერვლიდან 25 მარტამდე მეილზე marketing@nbgg.ge ფოტოს გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ „ფოტო კონკურსი“;
• წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი
• ფოტოები 1 მარტიდან პარალელურ რეჟიმში განთავსდება ბოტანიკური ბაღის Facebook გვერდის სპეციალურ ალბომში;
• მონაწილეები ფოტოს გამოგზავნით ადასტურებენ, რომ არ არღვევენ სხვა პირის ინტელექტუალურ საკუთრების უფლებას (ბოტანიკური ბაღი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით);
• კონკურსში მონაწილეობით, კონკურსანტი თანახმაა, წარმოდგენილი ფოტო გამოყენებულ იქნას ბოტანიკური ბაღის სარეკლამო მიზნებისთვის;
• აკრძალულია ინტერნეტში მოძიებული, ან სხვისი ფოტოების გამოყენება. მსგავსი ფოტოს აღმოჩენის შემთხვევაში ფოტო მოიხსნება კონკურსიდან;
• ბოტანიკური ბაღი უფლებას იტოვებს არაკეთილსინდისიერად მოპოვებული „like“-ების შემთხვევაში, ფოტო მოხსნას კონკურსიდან.

გამარჯვებულების გამოვლენისას, წარმოდგენილი ფოტოები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
• კონკურსის კონცეფციასთან თანხვედრა;
• შემოქმედებითი ღირებულება;
• ფოტოს ხარისხი (სასურველი მინიმალური რეზოლუცია 1100x1600).


15 აპრილს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში გაიხსნება მიღებული საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოება.

ფოტოების დამუშავება დამხმარე პროგრამებით დაშვებულია, თუმცა ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს არ მიიღოს, ან ფოტოკონკურსიდან მოხსნას ის ფოტო, რომელიც არ ასახავს რეალურ გარემოს ან/და ფოტოს შინაარსი რადიკალურად არის შეცვლილი.

გისურვებთ წარმატებას

სპონსორები: ICI PARIS, Elit Electronics, TradeLine
მედია მხარდამჭერები: ტელეკომპანია იმედი, ტელეკომპანია იბერია, საინფორმაციო სააგენტო "ედიტორი"


--------------------
People should not be afraid of their governments. Governments should be afraid of their people. (c) V for Vendetta

მაღალი მატერიები დაივიწყეთ ხელისუფლებაში დასარჩენათ კონსტიტუციაც გაიჟიმება ბიძინაც და ბესელიაც (c) FRIDRIX
JorJe
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7724
წევრი No.: 93380
რეგისტრ.: 11-June 09

გამოგზავნილია: 16 Feb 2016, 15:14  #47022224      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს სთავაზობს ფოტოკონკურსს სიყვარულის თემასთან დაკავშირებით.

14 თებერვლიდან 25 მარტამდე გვეწვიეთ, გადაიღეთ და გამოაგზავნეთ ბოტანიკურ ბაღში გადაღებული სურათები სიყვარულის თემასთან დაკავშირებით და მოიგეთ უამრავი პრიზი, მათშორის Samsung SM Galaxy tab პლანშეტური კომპიუტერი, საჩუქარი მაღაზიათა ქსელ “Elit Electronics”-ისა და “ICI PARIS”-გან, ასევე 100 ლარიანი ვაუჩერი მაღაზიათა ქსელ „Dress Up“-გან და ბოტანიკური ბაღის დათვალიერების სასაჩუქრე ვაუჩერები და სხვა პრიზები.
ფოტოკონკურსის გამარჯვებულები კომპეტენტური ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან:

I ადგილი: ბაღის რჩეული - Samsung SM Galaxy tab;
II ადგილი: “ICI PARIS”-ს რჩეული;
III ადგილი: FACEBOOK რჩეული - საჩუქარი საჩუქარი “Elit Electronics”-სგან.
IV ადგილი : FACEBOOK (მეორე ადგილოსანი) – 100 ლარიანი ვარუჩერი “Dress UP“-სგან
I–X ადგილი: ბოტანიკური ბაღის დათვალიერების სასაჩუქრე ვაუჩერები

კონკურსის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს 16 წლის ასაკიდან;
• ფოტოები აუცილებლად უნდა იყოს გადაღებული საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში;
• ფოტოები უნდა უკავშირდებოდეს სიყვარულის თემას;
• ერთ კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს მხოლოდ ორი ფოტო;
• ფოტოები უნდა გამოგზავნოთ 14 თებერვლიდან 25 მარტამდე მეილზე marketing@nbgg.ge ფოტოს გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ „ფოტო კონკურსი“;
• წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი
• ფოტოები 1 მარტიდან პარალელურ რეჟიმში განთავსდება ბოტანიკური ბაღის Facebook გვერდის სპეციალურ ალბომში;
• მონაწილეები ფოტოს გამოგზავნით ადასტურებენ, რომ არ არღვევენ სხვა პირის ინტელექტუალურ საკუთრების უფლებას (ბოტანიკური ბაღი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით);
• კონკურსში მონაწილეობით, კონკურსანტი თანახმაა, წარმოდგენილი ფოტო გამოყენებულ იქნას ბოტანიკური ბაღის სარეკლამო მიზნებისთვის;
• აკრძალულია ინტერნეტში მოძიებული, ან სხვისი ფოტოების გამოყენება. მსგავსი ფოტოს აღმოჩენის შემთხვევაში ფოტო მოიხსნება კონკურსიდან;
• ბოტანიკური ბაღი უფლებას იტოვებს არაკეთილსინდისიერად მოპოვებული „like“-ების შემთხვევაში, ფოტო მოხსნას კონკურსიდან.

გამარჯვებულების გამოვლენისას, წარმოდგენილი ფოტოები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
• კონკურსის კონცეფციასთან თანხვედრა;
• შემოქმედებითი ღირებულება;
• ფოტოს ხარისხი (სასურველი მინიმალური რეზოლუცია 1100x1600).


15 აპრილს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში გაიხსნება მიღებული საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოება.

ფოტოების დამუშავება დამხმარე პროგრამებით დაშვებულია, თუმცა ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს არ მიიღოს, ან ფოტოკონკურსიდან მოხსნას ის ფოტო, რომელიც არ ასახავს რეალურ გარემოს ან/და ფოტოს შინაარსი რადიკალურად არის შეცვლილი.

გისურვებთ წარმატებას

სპონსორები: ICI PARIS, Elit Electronics, TradeLine
მედია მხარდამჭერები: ტელეკომპანია იმედი, ტელეკომპანია იბერია, საინფორმაციო სააგენტო "ედიტორი"
inamura7
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 220001
რეგისტრ.: 18-June 16

გამოგზავნილია: 29 Jul 2016, 13:38  #48461948      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, გალერეა "ვერნისაჟში" გაიმართება მზია ლეკვეიშვილის პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ძველი, ასევე ფოტოგრაფის უახლესი ნამუშევრები. გამოფენა გაიხსნება 19:00 სთ-ზე.
მისამართი: კ. აფხაზის ქ.N49 (ყოფილი ლესელიძის ქ.)

მხარდამჭერები: გალერეა "ვერნისაჟი", საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია.
poetry.ge
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 207698
რეგისტრ.: 16-September 15

გამოგზავნილია: 19 Sep 2017, 08:19  #51358265      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (Ania @ 28 Dec 2005, 15:52 )
_placebo_bitch_
გუშინ წინ ვიყავი... ნორმალური გამოფენაა... უბრალოდ ჩარჩოებია "ორიგინალური" და აღარ იცი, ფოტოს შეხედო თუ ჩარჩოს.
წარმატებები ავტორს. smile.gif

ჰაჰა მაგრად ვიცინე :დ


--------------------
http://poetry.ge ლიტერატურა, პოეზია
logotip
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3624
წევრი No.: 152381
რეგისტრ.: 25-July 12

გამოგზავნილია: 27 Oct 2017, 12:26  #51572073      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კონკურსის დებულება

1. მიზანი

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით ორგანიზებული ფოტოკონკურსი „(უ)თანასწორობა ჩვენს გარშემო“ მიზნად ისახავს თანასწორობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის თემაზე დისკუსიის ინიცირებას.

2. კონკურსის თემატიკა

ფოტო ნამუშევარი ხელს უნდა უწყობდეს დისკრიმინაციის დაუშვებლობის/თანასწორობის თემაზე საზოგადოების ყურადღების მობილიზებას და დისკუსიას შემდეგ თემებზე (ჩამონათვალი საილუსტრაციოა და არაა ამომწურავი):

ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის იდეა;
საზოგადოებაში გენდერული ნიშნით დამკვიდრებული სტერეოტიპები;
საზოგადოებაში არსებული გენდერული კლიშეების და დისკრიმინაციის პრობლემა;
ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებული გამოწვევები;
უმცირესობათა (ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური) წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა;
ყველა რელიგიის და ეთნოსის წარმომადგენელთა თანასწორობის იდეა;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ჯანდაცვის, განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები;
სხვა.
3. კონკურსის ორგანიზატორი, ჩატარების დრო და ადგილი

კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2017 წლის 13 ნოემბერს
გამარჯვებულ ნამუშევრებს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც ფოტოგრაფებისგან და დისკრიმინაციის თემაზე მომუშავე საჯარო პირებისგან იქნება დაკომპლექტებული
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტოები უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 3 ნოემბრამდე.
4. კონკურსში მონაწილეობის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
კონკურსის მონაწილეობის მსურველს შესაძლებლობა აქვს გამოაგზავნოს მხოლოდ ერთი ფოტო; კონკურსში მიიღება მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც.
ფოტო შეიძლება იყოს ფერადი ან შავ–თეთრი.
ფოტო უნდა იყოს JPG ფორმატის, ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს, ფოტოს მინიმალური ზომა უნდა იყოს 1920pxX1280px.
კონკურსზე წარმოდგენილი ფოტო არ შეიძლება იყოს სხვა ფოტოკონკურსების პრიზიორი/გამარჯვებული.
პლაგიატის, მონტაჟის ან დამუშავებული ფოტოს (ფოტოზე ზედმეტი დეტალების მოშორება, დამატება) აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, კონკურსანტი მოხსნას კონკურსიდან; დასაშვებია ფოტოების მსუბუქი კორექტირება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტები
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
განცხადება კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ, სადაც მითითებული იქნება კონკურსის მონაწილის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი
პირადობის მოწმობის ასლი
ფოტო
ფოტოს მოკლე აღწერილობა
კონკურსანტებმა მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, შემდეგ მისამართზე: ნინო რამიშვილის ქ. #6, თბილისი, საქართველო ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ombudsman.konkursi@gmail.com
არასრული განაცხადები არ განიხილება.
გამარჯვებულთა გამოვლენის წესი
ჟიური შეარჩევს 20 საუკეთესო ნამუშევარს, რომლებიც გამოიფინება სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე.
20 საუკეთესო ნამუშევრიდან ჟიური გამოვლენს სამი (I, II და III) საპრიზო ადგილის მფლობელს.
საპრიზო ადგილის მფლობელებს გამოავლენენ ჟიურის წევრები სხვადასხვა კატეგორიაში ქულთა დარიცხვის მეთოდით. ეს კატეგორიებია: თემის აქტუალურობა; შესაბამისობა კონკურსის პირობებთან; ფოტოს ხარისხი; შემოქმედებითი უნარი.
თითოეულ კატეგორიაში უმაღლესი ქულაა 5.
ჟიურის ყველა წევრი ნაშრომს აფასებს დამოუკიდებლად. ჟიურის წევრების მიერ დაწერილი ჯამური ქულების საფუძველზე გამოიანგარიშება საშუალო ქულა.
ერთნაირი ქულების შემთხვევაში, ფოტო ნამუშევრისთვის უპირატესობის მინიჭება მოხდება ჟიურის წევრთა სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობის მიხედვით.
7. საავტორო უფლებები

1. გამოგზავნილ ფოტოზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს კონკურსში მონაწილეს;

2. კონკურსში გამარჯვებულ ფოტოებზე საავტორო უფლება უნარჩუნდება ავტორს. სახალხო დამცველის აპარატი იტოვებს უფლებას, ავტორის წინასწარი ნებართვის გარეშე გამოიყენოს კონკურსში მონაწილე ფოტოები საკუთარ ელექტრონულ და ნაბეჭდ პუბლიკაციებში, ავტორის მითითებით.

8. პრიზები

კონკურსში გამოვლენილი პირველი სამი ადგილის მფლობელები დაჯილდოვდებიან.


http://www.ombudsman.ge/ge/vakansiebi/foto...s-garshemo.page




oldman
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 450
წევრი No.: 13130
რეგისტრ.: 26-September 05

გამოგზავნილია: 27 Oct 2017, 12:39  #51572140      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნებისმიერ კონკურსზე ფოტო იქნება თუ სხვა პირველ რიგში პრიზის ოდენობა სახელდება
BELLA-DONNA
ფილანთროპი


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 13952
წევრი No.: 113027
რეგისტრ.: 17-February 10

გამოგზავნილია: 30 Oct 2017, 13:32  #51586703      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
logotip
არსებობს უკვე აპინული თემა, ამიტომ შევუერთე.


--------------------
და გულწრფელობა თქმაში კი არა, უთქმელობაში არის მეტადრე.
თუ დუმილი დროული არის, წრფელია იგი.
მაგალითისთვის ჰკითხეთ, მეთევზე მამიკოს ჰკითხეთ,
და იგი გეტყვით, რატომ იჭერენ და ჰკლავენ თევზებს?
მაშინ თევზები მოგაპყრობენ მდუმარე თვალებს.
ეს არის ღრმა და ზუსტი პასუხი.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (23) « პირველი ... 21 22 [23]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0244 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]