ინაველჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი რომ 700 მეტრზე ქვევით კარგათ მოდის მოსავალი, მთისქვეშა ბარში, ანუ დაბლობში, რომელიც შემოსაზღვრულაი მთებით, იქმნება მიკროკლიმატი სადაც არ აქვს ადგილი დიდ ქარს და ა.შ....
აგარაკი მაქვს 1400 მეტრზე, კი მოდის მოსავალი მაგრამ მიწებია საკმაოდ ცუდი (თიხიანი) ჰუმუსის 2-3 სანტიმეტრით, ასევე გარკვეულ თვეებში ტემპერატურის დიდი ცვლილებებია და ხშირად ზიანდება მოსავალი.... ბოლო წლების განმავლობაში ბუნებამ აურ დაურია და მთელი ყურძენი გახმა...
მაქვს სოფელი პატარძეულში(ზღვის დონიდან 800მ) ქვიანი მიწაა(ძველი მდინარის კალაპოტი) ჰუმუსის 5-8 სანტიმეტრით, ყურძენი კარგათ მოდის, სიმინდი,პომიდორი,ლობიო... პრაქტიკულად ყველაფერი რასაც დათესავ და მოუვლი...
სეტყვა აქ რომ ყოფილიყო პირადად მე არ მახსოვს....
წყალიც არის, მაგრამ აი ჭა კი გშრა, 9 მეტრიანია როგორც მახსოვს...
რუქას დაგილინკავ სადაც ტერიტორიულად შეგიძლია ნახო ნალექის რაოდენობა 1900 წლიდან დღემდე, (საშუალო ნალექი) დაახლოებით გეცოდინება რა ტერიტორიაა კარგი...
http://sdwebx.worldbank.org/climateportal/...&ThisCCode=GEO#(მარცხნივ ორი ლოგო როა, მზის და წვეთების, მანდ ირჩევ ამა თუ იმ კატეგორიის ისტორიას და მარცხნივ გიჩვენებს საშუალო ნალექს და ა.შ... რუქის გარკვეულ ადგიალს უნდა დააკლიკო....)
ასევე აი ეს რუქაა საკმაოდ გამოსადეგი... ტერიტორიის მიხედვით გაიგებ რომელია ყველაზე ხელსაყრელი ტერიტორიები კულტურის მოსაყვანად (მწვანე )
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by datoska on 19 May 2017, 22:29