kolopoloშეგაწუხეს?
თან ისეთები რომ გისვამენ ამ კითხვას, ვისაც თავის პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა, ნუ მეუღლე შეიძლება ჰყავდეს მაგრამ ოჯახში რომ აქვთ არეულობა და ბარდაგი
უმეტესად ასეთებს აინტერესებთ. თორემ ეგ მე შეიძლება ძალიან ახლობელს ვუთხრა, ისიც ხუმრობით.
ერთხელ, ძალიან რომ მომბეზრდა, ერთს ვუთხარი, შენ რომ 16 წლის გათხოვდი რა ხეირი ნახე მეთქი. იმის მერე ეგ კითხვა აღარ დაუსვამს.
არადა, გათხოვდა 16 წლის, 2 შვილი გააჩინა, მერე გაშორდა ქმარს (ეს ქმარია ჩემი ნათესავი), ერთი ბავშვი წაიყვანა, მეორე ქმარს დაუტოვა, მერე მეორედ გათხოვდა, მეორე ქმარმა შვილი არ მიაყვანინა სახლში, და ისიც პირველ ქმარს გამოუგზავნა მისახედად. მერე მეორე ქმრისგან მესამე ბავშვზე დაორსულდა, რაღაცა დაემართა, ზუსტად არ ვიცი, და ვერც ბავშვი შეინარჩუნა და ვეღარც მეტ შვილს გააჩენს.
ხოდა, სანამ გავთხოვდებოდი, ერთი პერიოდი ტვინს მიბურღავდა რატომ არ თხოვდებიო