ჰოდა კაკრას გეცოდინება, ეს რა ჯიშის არსებაა? გადაჭამა 2 ტომარა თხილი უკვე
დავაჭრი ყურებს თუ დავიჭირე
შარშან არ იცი რა დამემართა?
კომპის მაუსზე რომ ჩამოსასქროლი რეზინის რგოლია, ეგ შემიჭამა თაგვმა
რამოდენიმე დღე არ ვიყავი იმ ოთახში შესული და რომ დავჯექი კომპთან, რა თქმა უნდა უცებ ვერ შევამჩნიე ვერაფერი. მერე ნელნელა ვატყობ უკვე მუშაობაზე, რომ თითი ხან მაღლა ადის, ხან დაბლა ჩამოდის მაუსზე. ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ ისე ვიყავი გართული, ყურადღება არ მიმიქცევია. ვიფიქრე რამოდენიმე დღე რომ არ ვმჯდარვარ კომპთან, ეტყობა მიუჩვევლობის ბრალიათქო. აი, მერე რომ უკვე ამომასხა კისერში ნერვებმა, "ეს რა უბედურებაა, კაცს ფბ-ზე ვერ ჩაგისქროლიათქო, აეე მოვიდა ზურაბათქო" და ავანთე სინათლე, დავაკვირდი კარგად რა აჩმახებსთქო და რას ვხედავ, მაუსის რგოლის ნახევარი ზედა მხარე საერთოდ მოჭმული ჰქონდა
პ.ს. თაგვი იყო თუ დინოზავრი დღემდე გაურკვეველია (მიმდინარეობას გამოძიება)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დანარჩენ ინფორმაციას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავახმაურებ
This post has been edited by Aquarius_A888 on 6 Jun 2018, 19:02