ალბათ, ეს იყო განსაზღვრება
რაღაცას წავაწყდი..ფილოსოფოსს ზურაბ კაკაბაძეს (1926-1982) ეხება, რომელიც, თურმე ახალგაზრდობაში ფეხბურთსაც თამაშობდა...იხსენებს ფილოსოფოსი მიხეილ მახარაძე, პარლამენტარი რო იყო (ეს
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001386/)....
მახარაძესთან არის ინტერვიუ და ეკითხებიან
"ზურაბ კაკაბაძესთან საუბრისას, რა იგულისხმებოდა თქვენს მიერ შეკითხვის ფორმით ნათქვამ ფრაზაში - „ყიფიანმა ქართული ფეხბურთი უნდა ითამაშოს არა“?
- კითხვაზე პასუხს ცოტა შორიდან დავიწყებ. „ბუნების დაცვის ერთი უცნობი ასპექტის შესახებ“ გამოქვეყნებიდან (1981 წ. 25 დეკემბერი) ბატონი ზურაბი მალე მოვინახულე. ამ წერილზეც ვისაუბრეთ. შეწუხებული იყო, წერილი დამიჩეხესო. რედაქციამ თუ ცენზურამ სიფრთხილე გამოიჩინა და საჩოთირო აზრები წერილიდან ამოიღეს. ამ წერილზე თბილისის საზოგადოება უკვე ლაპარაკობდა და შევეცადე მისთვის მეგრძნობინებინა, რომ წერილის მთავარი აზრი მკითხველმა კარგად გაიგო. ამასთან, შეკითხვის ფორმით ჩემი აზრიც ვუთხარი - „ამ წერილში ხომ იმის თქმა გინდათ, რომ ყიფიანმა ქართული ფეხბურთი უნდა ითამაშოს?“. საპასუხოდ მან გაიღიმა და დასძინა - „სწორედ ასე“. ამით ამოიწურა ჩვენი საუბარი წერილზე. ბატონ ზურაბს ძალიან უყვარდა ფეხბურთი, თამაშობდა კიდეც. მე არ მინახავს მისი თამაში. ამბობენ, ძალიან კარგად და ტექნიკურად თამაშობდაო."
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/librar...219535.10>=2 This post has been edited by guriaaa on 1 Mar 2019, 04:33