G3Bარც ფიზიკოსი ვარ , არც სპეციალისტი . უბრალოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ
ადამიანისთვის არაფრის შექმნა არაა პრობლემა . მე ასე ვფიქრობ . ნეირონული ქსელებიც შეიძლება განვითარდეს და განვითარდება კიდეც თუ იპოვის წარმატებულ გამოყენებას .
ადამიანისთვის მთავარია შეიქმნას 1 მინიმალური პრინციპებით და მაინც მომუშავე მოდელი . შემდეგ მიდის მისი დაწვეწა სხვადასხვა სპეციალისტების და ინჟინრების მიერ,
ხდება მასში ახალი ტექნოლოგიების და ნივთიერებების გამოყენება და ინტეგრაცია . და ტექნოლოგია ნელ-ნელა ვითარდება, იხვეწება .
მთავარია დრო და პრინციპის პოვნა მსგავსი სისტემისთვის , თორემ მე მგონია რომ როდისმე მაინც ადამიანი შექმნის მსგავს ტექნოლოგიას , გააჩნია როდის იქნება ეს "როდისმე" 20-30 წელში თუ 200-300 წელში .
ინტელის ერთ-ერთი პირველი მიკროჩიპი .
740კილოჰერცი ტაქტური სიხშირე , 10 მიკრონი.
ახლა პროცესორებს აქვთ უკვე 4 გიგაჰერცამდე ტაქტური სიხშირე , 32ნმ
და ეს მხოლოდ არის მულტიმედია სისტემებისთვის , სასერვეროც, არაა ცნობილი ზუსტად რა ტიპის გამომთვლელი ჩიპები გამოიყენება სამხედრო საქმეში , ატომურ ობიექტებზე და ა.შ .
ამით იმის თქმა მინდა რომ დაახლოებით 40 წელში ამხელა განვიტარება განიცადა კომპიუტერმა , მითუმეტეს მაშინ ტექნოლოგიური პირობები ბევრი არაფერი იყო ახლა კი ბევრად უკეთესი სამუშაო გარემოა . პროცესორებს ნელნელა დაემატა ფუნქციები და მათი გაუმჯობესება დღესაც ხდება . მაგალითად , ოპერატიული მეხსიერების კონტროლერების გადატანა CPU-ში, ასევე მოხდა ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვის დედაპლატიდან პროცესორში გადატანა.
ასე რომ მემგონი მაინც მოხდება ასეთი რამის შექმნა. თავიდან შეიძლება მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს მაგრამ შეემატება სხვადასხვა ფუნქციები , უნარები და ა.შ როგორ ეს მიკროპროცესორებში მოხდა და ხდება.