აი დაპირებული თემაც.
კლასიკურ შემთხვევაში პრეფერანსს თამაშობს 4 ადამიანი.
დასტიდან თამაშობს 32 ბანქო. 7-დან A-ს ჩათვლით.
4 „მასტი“ სიძლიერის მიხედვით (ზრდადი) ყვავი, ჯვარი, აგური, გული.
ერთ-ერთი მასტი აირჩევა კოზირად. ამ შემთხვევაში ნებისმიერი კოზირი უფრო მაღალია ნებისმიერ არაკოზირზე. პირველ სვლას აკეთებს დამრიგებლიდან მარცხნივ მჯდომი მოთამაშე, ყოველ სვლაზე მოთამაშეები ვალდებულები არიან ჩამოვიდნენ თითო ბანქო. მოთამაშეები ვალდებულნი არიან ჩამოვიდნენ იმავე „მასტის“ ბანქო, რაც ჩამოვიდა პირველი სვლის ავტორი. თუ მოთამაშეს არ უკავია ჩამოსული ბანქოს „მასტი“, მაშინ უნდა ჩამოვიდეს კოზირი, ხოლო თუ კოზირიც არ უკავია შეუძლია ჩამოვიდეს ნებისმიერი ბანქო. “ვზიატკა” მიაქვს იმ მოთამაშეს რომელსაც ეკუთვნის ყველაზე მაღალი ბანქოკოზირის ჩათვლით (ბანქოს ჩამოსვლის და „ვზიატკის“ აღების წესი ჯოკრის იდენტურია)
პრეფში არის სამი ჯგუფის თამაში:
1) თამაში „ვზიატკაზე“
2) რასპასი
3) მიზერი
„ვზიატკაზე“ თამაშის დროს მოთამაშე ვალდებულია აიყვანოს იგივე ან უფრო მეტი „ვზიატკა,“ რაც მან შეუკვეთა კონკრეტული ხელის წინ. ხოლო დანარჩენი მოთამაშეები ცდილობენ ხელი შეუშალონ მას ამაში და თავის მხრივ წაიყვანონ მაქსიმალურად მეტი ოდენობის „ვზიატკა“.
განსხვავება ჯოკერთან. ყოველ კონკრეტულ დარიგებაში ჯოკერში თამაშობს 4-ივე მოთამაშე, ანუ სიტყვას ყველა ამბობს და თამაშობს „ზაკაზის“ აყვანაზე. პრეფერანსში ვზიატკაზე თამაშის დროს თამაშობს (ანუ „ზაკაზს“ შეკვეთას აძლევს) 1 მოთამაშე, რომელმაც გაიმარჯვა „ვაჭრობაში“, („ვაჭრობა“-ს ქვემოთ დეტალურად განვიხილავ) ხოლო დანარჩენები ცდილობენ არ ააყვანინონ. კიდევ ერთი განსხვავება, ჯოკერში „გასაკეთებლად“ უნდა აიყვანო ზუსტად შეკვეთილი ოდენობა, მაგ. 6 თუ ვთქვი და 7 ავიყვანე ვფუჭდები. პრეფში მთავარია მინ. შეკვეთა შეასრულო, ხოლო თუ ზედმეტს ავიყვან პირიქით უკეთესია.
მიზერის შეკვეთის შემთხვევაში - მოთამაშე ვალდებულია არ აიყვანოს არცერთი კარტი, ხოლო დანარჩენები ცდილობენ, როგორმე „შეტენონ“ რაც შეიძლება მეტი კარტი.
ანუ ჯოკრის ენაზე რომ ვთქვათ, „ვზიატკების“ შემთხვევაში მოთამაშეები ცდილობენ „წააგლიჯონ“ შემკვეთს კარტი, ხოლო მიზერის შემთხვევაში „შეტენონ“.
რასპასის - დროს კი მოთამაშეები ცდილობენ წაიღონ რაც შეიძლება მცირე რაოდენობის კარტი.
„ვზიატკის“ და ან მიზერის თამაში ხდება შემდეგნაირად.
მინიმალური შეკვეთის „ვზიატკის“ ოდენობა, რომლის შეკვეთაც არის შესაძლებელი არის - 6. ხოლო მაქსიმალური - 10. უფრო ძლიერი „ზაკაზის“ თანმიმდევრობა მოცემულია ცხრილში, დალაგებულია ზრდადობის მიხედვით:
შეკვეთის უფლებას იღებს მოთამაშე, რომელიც გაიმარჯვებს ვაჭრობაში. როგორ მიმდინარეობს ვაჭრობა:
ყოველ დარიგებაში მონაწილეობს 3 მოთამაშე. რიგდება ათ ათი კარტი, დარჩენილ ორ კარტს ეწოდება „პრიკუპი“, რომლის ნახვის უფლება არ აქვს არავის ვაჭრობის დამთავრებამდე. დარიგებულ კარტს აქვს დაახლოებით ასეთი სახე:
ვაჭრობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოიპოვო უფლება პრიკუპზე და შეუკვეთო შენთვის ყველაზე ხელსაყრელი კონტრაქტი.
პირველ სიტყვას ამბობს დამრიგებლიდან მარცხნივ მჯდომი მოთამაშე. ამბობს პასს, ან უკვეთავს ვზიატკას. მოთამაშე რომელიც იტყვის პასს, ვაჭრობაში აღარ იღებს მონაწილეობას.
როგორც ზემოთ ავღნიშნე ვზიატკის შეკვეთის მინიმალური ოდენობაა - 6 „ვზიატკა“, ხოლო მასტი „ყვავი“.ვთქვათ პირველ მოთამაშეს სურს თამაში და აძლევს მინიმალურ შეკვეთას, „6 ყვავი“. რაც ნიშნავს იმას, რომ დარიგებაში მან უნდა აიღოს 6 ვზიატკა სადაც კოზირი იქნება ყვავი. თუ სხვა მოთამაშეებს სურთ ვაჭრობაში ჩაბმა მათ უნდა შეუკვეთონ წინაზე მაღალი ნომინალური ღირებულება ან უარი თქვან ვაჭრობაზე და თქვან პასი. ანუ თუ პირველმა მოთამაშემ შეუკვეთა 6 ყვავი, მეორე მოთამაშემ 6 ჯვარი (აჰყავს 6 „ვზიატკა“, როდესაც კოზირია ჯვარი და ა.შ.). მესამე მოთამაშემ ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად მინიმუმ უნდა შეუკვეთოს 6 აგური. სადემონასტრაციოდ სურათი ერთ-ერთი ხელიდან.
პირველმა შეუკვეტა 6 ყვავი, მეორემ 6 ჯვარი. მე რომ მივიღო ვაჭრობაში მონაწილეობა მინიმუმ 6 აგური უნდა შევუკვეთო, ანუ უფრო მეტი ნომინალური ღირებულება. (ნაკლებ ღირებულებაზე ღილაკი გამორთულია, ანუ ვეღარ ავირჩევ) ვაჭრობა გრძელდება მანამ სანამ არ გამოვლინდება ვაჭრობაში გამარჯვებული, ანუ ორი მოთამაშე იტყვის პასს. ვთქვათ ვაჭრობა გაგრძელდა 6 გულამდე. გამარჯვებული იღებს პრიკუპს, გადაყრის ორ ზედმეტ კარტს და ამის შემდეგ უკვეთავს თამაშს. მას უფლება არა აქვს 6 გულზე ნაკლები ნომინალური ღირებულება შეუკვეთოს, ხოლო უფრო მეტიდან კი შეუკვეთს ნებისმიერს. მაგ. 6 ყვავს, 6 ჯვარს, 6 აგურს ვერ შეუკვეთავს. თუ აღნიშნული მასტიდან რომელიმე უნდა რომ იყოს კოზირი, მაშინ უნდა შეუკვეთოს უკვე 7 ვზიატკა და მეტი. თუ ოდნავ გერთულათ ზემოთ ახედეთ ცხრილს და მიხვდებით.
თუ სამივე მოთამაშემ თქვა პასი. მაშინ იწყება რასპასი. სადაც მონაწილეები ცდილობენ წაიყვანონ რაც შეიძელბა ცოტა კარტი.
რასპასი იწყება ასე: დამრიგებელი ატრიალებს პირველ კარტს. შემდეგ მეორეს. ხოლო ორი პრიკუპის გასვლის სემდეგ პირველ სვლას აკეთებს დამრიგებლიდან მარცხნივ მჯდომი მოთამაშე.
პრეფერანსის მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში - შენი ბანქოს და ყველა შესაძლო „რასკლადის“ შეფასებით, შეუკვეთო და შემდეგ ითამაშო მაქსიმალურად ხელსაყრელი კონტრაქტი.
ხელი შემკვეთს შესრულებულად ჩაეთვლება თუ წაყვანილი „ვზიატკის“ რაოდენობა მეტია ან ტოლი - შეკვეთილზე. მთავარი განსხვავება ჯოკერთან. ჯოკერში მნიშვნელოვანია ზუსტად იმ რაოდენობის „ვზიატკა“ ავიყვანოთ რამდენიც გვქონდა შეკვეთილი, ზედმეტი ქულებს გაკლებს. აქ პირიქითაა, უნდა ეცადო რომ შეკვეთილზე უფრო მეტი „ვზიატკა“ წაიღო. მაგალითად თუ შევუკვეთე 6 ვზიატკა, კოზირით გული. 7 ან 8 ვზიატკის წაღება მოთამასისთვის უკეთესია. შესრულებული ხელები აისახება შემდეგნაირად.
6 ვზიატკა - 2 ქულა
7 ვზიატკა - 4 ქულა
8 ვზიატკა - 6 ქულა
9 ვზიატკა - 8 ქულა
10 ვზიატკა - 10 ქულა
მიზერი - 10 ქულა.
შენიშვნა მხედველობაში მიიღება შეკვეთილი ვზიატკის რაოდენობა, მაგ. თუ ვთამაშობთ 6 გულს. 6 ვზიატკის და 8 ან 10 ვზიატკის წაღების შემთხვევაში პულკაში იწერება 2 ქულა. განსხვავება მოთამაშეზე დაწერილ ვისტებზეა, რომელზეც ცალკე გვექნება საუბარი. აქვე ახალბედა მოთამაშეებისთვის რჩევა. თუ გიკავიათ 7-ის კარტი და ფიქრობთ რომ შესაძლებელია 8 აიყვანოთ, ნუ გაბერავთ ხოლმე, ყოველთვის ჯობია უეჭველი ვზიატკა დააფიქსიროთ.
ახლა გადავედით ქულების დათვლაზე. ა სად იწერება ქულები. გული არ გაგისკდეთ ერთი შეხედვით მონსტრი ჩანს, მაგრამ რეალობაში სულაც არ არის ძნელი. მოკლედ შეხედეთ სურათს.
თამაშობენ
ა - ანრი
ბ - ბერგკამპი
ვ - ვიერა
გ - გიგზი.
ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ვ - ვიერია. წარმოიდგინეთ რომ უზიხართ ოთხკუთხედ მაგიდას და წინ დევს აღნიშნული ფურცელი. ჩვენი განყოფილება არის ის სამკუთხედი სადაც აწერია ვ. გვერდით მჯდომი მოთამაშეებისთვისაც შესაბამისად, მათ წინ არსებული სამკუთხედი.
ანუ შეკვეთილი და შესრულებული თამაშები იწერება „პულია“-ში. ანუ ჩვენ, ვიეირამ, ვ-მ თქვა 7 გული და აიყვანა. ვ-ს პულიაში იწერება 4. ხოლო თუ ვერ აიყვანა შეკვეთილი, მაშინ იშტრაფება და იწერება შესაბამისი ქულა „გორა“-ში.
თუ ვისტი აიყვანა, ვ-ს მარჯვნივ მჯომარე ბერგკამპმა. ბ-მ. წერს შესაბამის განყოფილებაში. დახედეთ სურათს. ბ-ს სამკუთხედში, განყოფილება ვისტი - ვ-ზე.
ახლა რაც შეეხება. ვისტს და ვისტიორებს.
ვაჭრობაში გამარჯვებული მოთამაშის მიერ კონტრაქტის შეკვეთის შემთხვევაში
დარჩენილი ორი მოთამაშე გადაწყვეტს, თქვას ვისტი, თუ თქვას პასი. ვისტი ნიშნავს, რომ შემკვეთის წინააღმდეგ მოთამაშეც აიყვანს გარკვეულ წინასწარ განსაზღვრულ კარტთა რაოდენობას.
შეკვეთილი კონტრაქტის დროს ვისტიორის მიერ წასაყვანი ვზიატკის მინიმალური რაოდენობა მოცემულია ზემოთ ცხრილში.
ანუ. მაგ. ბერგკამპა თქვა 6 ყვავი. ხოლო ვიერამ ვისტი. ვიერამ უნდა აიყვანოს მინ. 4 ვზიატკა თავისი ვისტის შესასრულებლად. თუ აიყვანს დააწერს მოთამაშეს შესაბამის გრაფაში, ხოლო თუ ვერ აიყვანა მაშინ ავა შტრაფის ველზე, გორაში.
პულიაში როგორ იწერება გავარკვიეთ.
ახლა გორას და ვისტებს მივხედოთ.
მოთამაშის მიერ შეკვეთილი კონტრაქტის ვერშესრულების შემთხვევაში გორაში (ჯარიმა) ეწერება. თამაშის ღირებულება ნამრავლი ვერწაღებულ კარტზე.
ანუ თუ ვთქვი 6. და წავიყვანე - 5. ანუ დამაკლდა 1 ვზიატკა. გორაში დამეწერება 1*2=2.
ვთქვი 7 - ავიყვანე -5. გორაში დამეწერება 2*4=8.
ვისტის შემთხვევაში მეწერება აღებული ვზიატკების ნამრავლი კონტრაქტის ნომინალურ ღირებულებაზე.
ანუ. ბერგკამპი თამაშობდა 6-ს. ვიერია იყო ვისტიორი და აიყვანა 4 ვზიატკა. ვიეირას ეწერება 4*2=8 ვისტი.
კონკრეტულ ხელში შესაძლებელია
მხოლოდ ერთმა მოთამაშემ ივისტოს. ამ შემთხვევაში ის ირჩევს, კარტები გახსნას, აი ასე:
თო შემკვეთს ეთამაშოს დახურულად: აი ასე
ორივე მოთამაშემ ივისტო. ამ შემთხვევაში თამაში ხდება დახურულად.
ან ორივე მოთამაშემ თქვას პასი.
რასპასის შემთხვევაში წაღებული ვზიატკები იწერება გორაში. შემდეგი წესით. დაითვლება მოთამაშების მიერ წაღებული ვზიატკები. 4-მა მოთამაშემ ვზიატკები გადაინაწილა შემდეგნაირად. ანრიმ - 1, ბერგკამპმა -2, ვიერიამ -3, გიგსმა 4.
ყველაზე ნაკლები ვზიატკის წამღები ითვლება ამინისტიორად და გორაში არაფერს იწერს. ხოლო დანარჩენი იწერს იმდენს რამდენიც მეტი ვზიატკა წაიღეს ამნისტიორზე.
ანუ ბერგკამპს გორაში დაეწერება - 1, ვიეირას -2, ხოლო გიგსს - 3.
თამაში სრულდება როდესაც შეივსება წინასწარ დათქმული პულის რაოდენობა.
მოვრჩი ბოზიშვილი ვიყო.