ძალიან კი დამიგვიანდა, მაგრამ საკმარისი დრო ვერ მოვიხელთე რომ კომპიუტერთან დავმჯდარიყავი.
ისეთი ცუდი მოგონებები მაქვს, გასახსენებაც არ მინდა, მაგრამ იქნებ ვინმეს გამოადგეს
მოკლედ, 40 კვირის და 3 დღის თავზე, ჩემმა ვაჟბატონმა თავისით რომ არ ინება ამ აყვავებულ საქართველოში გამოსვლა, გადავწყვიტეთ ძალით გამოგვეყვანა.
30 -ში დავწექი დავით გაგუას კლინიკაში იმ გათვლით რომ მეორე დღის დილიდან უკვე უნდა დამწყებოდა მშობიარობა.
მშობიარობის დაჩქარება იმ დღეს ხდებოდა ხელით გასინჯვებით (პირველად გავიგე რო ეგრე ხდება).
მაგრამ ჩემი ურჩი ყელი მაინც არ გაიხსნა. არც არაფერი მტკიოდა.
მეორე დღეს,დილით 10 საათზე ბუშტი გამიხეთქეს და წყლები დამაღვრევინეს ( არ იყო მტკივნეული).
აი მაშინ კი დამეწყო ყრუ ტკივილები. და გადამიყვანეს ბლოკში.
ტკივილები რომ მომემატა, მოვითხოვე გაუტკივარება, მაგრამ მითხრეს ცოტა კიდე მოითმინე, კარგად უნდა აგტკივდესო
ნუ ბოლოს დიდი ხვეწნა-მუდარით გამიკეთეს.
3 საათი კარგად ვიყავი, ქმარი მეჯდა გვერდით ვლაპარაკობდით.
პერიოდულად მსინჯავდნენ და ყელი მაინც არ იხსნება.
გაუტკივარება ანელებს და ვეღარ დაგიმატებთო.
გავიდა ეს გაუტკივარებაც და დამეწყო აუტანელი ტკივილი.
გავიდა ერთი, ორი, სამი, ოთხი საათი. გამიკეთეს დამაჩქარებელი, რომელმაც ტკივილი უფრო მომიმატა.
გვერდითა ბლოკებიდან გოგოების კივილ-წივილი რო მესმოდა, ძაან ვითრგუნებოდი.
ზოგი 5 წუთში აჩენდა, ზოგიც ჩემსავით იწვა დაუსრულებლად და ერთ ხმაში ვკიოდით.
დერეფნიდან ექთნების ხმებიც მესმოდა, შვებულებას ვერ იყოფდნენ და ჩხუბობდნენ.
ვნატრობდი მაგათი პრობლემები მქონოდა იმ წამს მეც
ჩემი ქმარი მედგრად იყო და მამშვიდებდა. გარეთ გულშემატკივრები გველოდებოდნენ.
მე კი ისევ ისე ვიწექი,.
მოკლედ მოვიდა საღამოს დაახლოებით 10ს ნახევარზე , ძლივს დამეწყო ჭინთვები. უკვე ნერვები და ძალა აღარ მქონდა,
ვიხვეწებოდი საკეისრო გამიკეთეთქო და დავით გაგუამ არაფრით არ გამიკეთა.
ბედნიერი ხარ რომ დედა ხდები და ასეთი ქმარი გყავს, არ მოგშორებია მთელი დღე, შენ კიდე ტირიხარო
მოვიდა სანატრელი წუთები და შევუდექით ჭინთვებს. უკვე ტკივილი იმდენად აღარ მქონდა და ისე ერთი სული მქონდა ყველაფერი დამთავრებულიყო.
დავითი წინიდან მექაჩებოდა, ერთი ექიმი ბიჭი კი მუცელზე მაწვებოდა, მაგრამ მაინც არ გამოდიოდა ბავშვი. უკან შეყავდა რაღაცას. ჭიპლარი ქონდა შემოხვეული.
თან ყოველ წამს მუცელზე მადებდნენ იმ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე გამოგონებულ მოწყობილობას და გულისცემას ისმენდნენ ბავშვისას.
ამ დროს დავით მეუბნება, შენზე მუქი თმა აქვს ბავშვსო და ჩემ ქმარს ეპატიჟებოდა მოდი მოდი დაგანახოო.. რაზეც ქმარმა უარი განუცხადა
)
მოკლედ, ვერ გამოვდექი გაჭინთვაში. წყლების გარეშეც უკვე დიდ ხანს იყო ბავშვი.
და გამოაჩინეს მაკრატელი. რათქმაუნდა რეაქცია არ მქონდა. საერთოდ ვერ ვიგრძენი ჩაჭრა.
გაივსო ბლოკი ექთნებით. ყველა შემომძვრალი იყო.
მაგანაც არ უშველა და ბოლოს ვაკუუმის დახმარებით გამოაძვრინეს ჩემი ბუხუნხულა ბიჭი 3 კილო და 800 გრამი.
ვიცოდი რო ბავშვები ეგრევე ტირიან , მაგრამ გულზე რომ დამაწვინეს გაშეშებული იყო, არც ხმას იღებდა.
ეგრევე ეგ ვიკითხე რატომ არ ტირისთქო.
იმწამსვე ამაცალეს გულიდან და გააქანეს.
ამ დროს დამეწყო პანიკა.
ხომ ცოცხალია, რა ჭირს, ექთნები მამშვიდებნენ მაგრამ აშკარად ისინიც დაბნეულები იყვნენ, ქმარს ვეუბნებოდი წადი ნახე ესენი გვატყუებენთქო.
ასეთ გაურკვევლობაში ვიყავით 3-5 წუთი. მერე კი მომიყვანეს უკვე მტირალა. დამაწვინეს და ეგრევე ძუძუს ეტაკა ( და მას მერე არ აგდებს პირიდან)).
რათქმაუნდა იმ წამსვე გამიარა ყველა ტკივილმა და ერთადერთი რაც მადარდებდა, ეს პატარა მატლი ყოფილიყო კარგად.
დღეს ბიჭი კარგადაა, თავზეც არ აქვს პრობლემები და კარგადაც მოსუქდა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, მეორე ბავშვზე ალბათ ვეღარ გავრისკავ ფიზიოლოგიურს.
ყველას მშვიდობიან მშობიარობას გისურვებთ
This post has been edited by ChioChioSan on 19 Aug 2015, 20:48