#54972573 · 14 Jul 2019, 19:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ სიტუაციაა შემდეგნაირი
გუშინ 7 საათზე პატარა კნუტმა გამკაწრა თათით, თითზე კი მეჩხვლიტა ნემსივით ბრჭყალი მოკლედ სისხლი გამოვწურე რასაც ქვია მარა 1 წვეთიც არ წამომივიდა არ მქონდა ძაან, ეგრევე სველი სალფეტკით გავიწმინდე და ავედი სახლში კარგად საპნით დავიბანე ხელი და ჭაჭა გადავისხი ორივე ხელზე, ნაკაწრები თითქმის აღარ მემჩნევა არც შეწითლებული მაქ და არაფერი საგანგაშო ვიზუალურად, მაინც ვაპირებდი დღეს გაკეთებას აცრის მარა ეხლა ისევ ავიარე იმ ადგილას მეთქი კნუტს ვნახავ თქო იქაა ან როგორ არის, იქვე მეზობელმა ქალმა მითხრა რომ ეგ ქალი ზრდის მაგ კნუტის დედას ვიზუალურად არაფერი არ ემჩნევა არც მაგას ქეცები და ასე შემდეგ სუფთა კატაა, კნუტებზე კი მითხრა რომ არიან 1 თვისები ჯერ რძეზე არიანო და რავი არაფერი არ ჭირთო, აგერ მეზობლებიც დაუკაწრიათ მაგ კნუტებს და არ აქვს არავის პრობლემაო, როგორც ინფო მოვიძიე წერია რომ 2 თუ 3 თვემდე კნუტს აქვს იმუნიტეტი რომ არ იყოს ამ ჯანდაბის მატარებელი რამდენად შეესაბამება ეს რეალობას იქნებ იცოდეთ?
არანაერი პრობლემა არ მექნებოდა აცრის გაკეთებასთან უბრალოდ ამ შემთხვევაში იმიტომ არ მინდა რომ ლუდს ვერ დავლევ დიდი ხანია ნერვოზი მაწუხებს და პანიკური შეტევის დროს 1-2 ბოთლ ლუდს დავლევ და 5 წუთში მივლის ხოლმე ამ ნერვოზის და შიშების გამო ვიკავებ თავს, ექიმები მოვლილი მაქვს და პრეპარატებზე ცალკე შიშები მაქვს იმიტომ რო მწარედ დამამახსოვრდა წამლის მოხსნის პერიოდი და აღარ მინდა ისევ ფსიქოტროპულ წამლებზე "შევჯდე"
|