forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ალპინიზმი, რამდენად ხშირად გიოცნებიათ მთაში წასვლაზე?
T A T O
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 36
წევრი No.: 64345
რეგისტრ.: 13-June 08

  გამოგზავნილია: 26 Nov 2008, 01:28  #11654228      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბევრი ვეძიე მაგრამ ვერ ვიპოვნე ასეთი თემა. ყოფილხართ თუ არა მთაში. რა იცით ქართული და მსოფლიო ალპინიზმის შესახებ.?

აქ დავდებ მყინვარწვერის ფოტოს ( დასაწყისი ქართული სპორტული ალპინიზმისა ) და თქვენ გაავრცეთ თემა...


* * *
1924 წელს, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მოამბეში გიორგი ნიკოლაძემ გამოაქვეყნა წერილი "პირველი ქართული ასვლა მყინვარწვერზე", რომელიც მისი ექსპედიციის შესახებ მოუთხრობდა მკითხველს. ასვლა 1923 წლის აგვისტოში მოეწყო. :

- ჩვენ ჯგუფს მიზნად აქვს საქართველოს ყველა მხარის გაცნობა. უკვე ხუთი წელიწადია, რაც ამ მიზანს თანდათან ვატარებთ ცხოვრებაში. კავკასიონის ქედის მწვერვალებმა დიდი ხანია მიიპყრეს ჩვენი ყურადღება. მათი ძნელად გასავლელი და სახიფათო კლდოვან-ყინულოვანი ბილიკები გვიზიდავდნენ. იმ მიუვალ მწვერვალთა შორის მყინვარწვერი რაღაც მიუწვდომელ, შორეულ მაგრამ მშვენიერ ოცნებად გვეჩვენებოდა. ყველაფერი, რასაც ლიტერატურა გვაწვდიდა, წარსულს შეეხებოდა. ამ უკანასკნელ დროს კი, უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში, აღარავინ ასულა. უცნობი იყო თოვლისა და ყინულის მდგომარეობა. მოშლილი იყო ყველა ბილიკები და გზის მაჩვენებელი ნიშნები, ამიტომაც ჩვენი გადაწყვეტილება: "მყინვარწვერხე ასვლა' ერთგვარ გაბედულობას წარმოადგენდა და, თუმცა თავი ამაყად გვეჭირა, ათასნაირი ეჭვი გვეპარებოდა: "ვაი თუ ვერ ავიდეთ". წერდა ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ნიკოლაძე.
მარიამობისთვის 21-ს საღამოს ყველამ ჩემთან მოზიდა თავისი ბარგი. ყველაფერი ჩემს მიერ გასინჯული იყო, რადგან ვიცოდი, რომ მოუმზადებლობამ არაერთი ექსპედიცია ჩაფუშა. მართალია, ქართველები მივემგზავრებოდით, მაგრამ ასეთი საქმისათვის ევროპული წინდახედულობა გვესაჭიროებოდა. მე არ მიმყავდა არც ერთი ისეთი, ვინც საჭირო თბილ ტანსაცმელს ვერ შოულობდა. განსაკუთრებულ ყურადღებას ფიზიკურ გაწვრთნილობას ვაქცევდი. ამ მხრივ საქმე კარგად იყო: მოდიოდნენ საუკეთესონი, როგორც ტანთვარჯიშობაში, ისე სიარულშიაც.
ქართველმა მთამსვლელებმა შეძლეს მყინვარწვერზე (5033) ასვლა .1923 წელი ქართული სპორტული ალპინიზმის დასაწყისად ითვლება..


მიმაგრებული სურათი
IMG_5150.jpg
ette
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 76594
რეგისტრ.: 30-November 08

გამოგზავნილია: 30 Nov 2008, 12:09  #11704767      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხოო ჩვენი სპორტული ალპინიზმის სტარტი ნამდვილად 1923 წელში იყო, თუმცა იოსებ მოხევე - ბეთლემის გამოქვაბულში დაყუდებული ბერი - XIX საუკუნეში ადიოდა მყინვარწვერზე მოსალოცად. ზუსტად არ მახსოვს, რა დღეებში, მაგრამ წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ... შეიძლება ერთი-ერთი ასეთი დღე ფერისცვალება იყო... სეზონურადაც ემთხვევა და დღესასწაულის შინაარსიც მთას უკავშირდება - თაბორის მთაზე მოხდა მაცხოვრის გარდასახვა.

Одним словом, მთები მაგარია... ხოლო ამ სურათზე გამოსახული ადამიანი, თუ არ ვცდები, ზურაბი უნდა იყოს, სუჯაშვილი. სურათი გადაღებულია დილას, სავარაუდოდ 10–11 საათია, რადგან ყუროს ჟანდარმებს მზე უკვე ამოცდა.

This post has been edited by ette on 30 Nov 2008, 12:11
T A T O
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 36
წევრი No.: 64345
რეგისტრ.: 13-June 08

გამოგზავნილია: 30 Nov 2008, 16:46  #11707311      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
.




მართლაც ზურაბია და მართლაც 10 საათზეა გადაღებული. wink.gif
ette
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 76594
რეგისტრ.: 30-November 08

გამოგზავნილია: 2 Dec 2008, 23:08  #11734305      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეტეოდან, დილის 9-ზე.................................. wink.gif


This post has been edited by ette on 2 Dec 2008, 23:18

მიმაგრებული სურათი
MTA_141.jpg
ette
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 76594
რეგისტრ.: 30-November 08

გამოგზავნილია: 2 Dec 2008, 23:20  #11734443      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაილის პლატო......................................

მიმაგრებული სურათი
Breack_on_the_plateau2.jpg
BLACK METAL
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14013
წევრი No.: 32055
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 2 Dec 2008, 23:26  #11734521      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ალპინიზმი, რამდენად ხშირად გიოცნებიათ მთაში წასვლაზე?

ძალიან ხშირად. და ძალიან მინდა წასვლა ძალიან. sad.gif
ette
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 76594
რეგისტრ.: 30-November 08

გამოგზავნილია: 2 Dec 2008, 23:30  #11734569      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Команда "Ух!" როგორც გივი გვეძახდა........ smile.gif tongue.gif

მიმაგრებული სურათი
MTA_61.jpg
BLACK METAL
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14013
წევრი No.: 32055
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 3 Dec 2008, 09:49  #11736987      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ette
რამე შანსი არ არის რომ დამწყებ-მოყვარულებიც ავიდეთ მაღლა? cry.gif chups.gif
ette
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 76594
რეგისტრ.: 30-November 08

გამოგზავნილია: 4 Dec 2008, 22:29  #11758912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შენ გგონია მე საერთაშორისო კლასის ოსტატი ვარ ალპინიზმში?? ან კიდევ "კლდის ჯიქი", როგორც ადრე არსებობდა ტიტული? დამწყებებსაც შეუძლიათ.... ჩვენ დავდივართ ჩვენი ხოდით და.... ვინც გვიერთდება, ხომ კარგი, ვინც არა, მაინც დავდივართ... ერთი ჩემი ბრატი შემოვა აქ, ის ატარებს ხოლმე წასაყვანი ხალხის "ტესტირებებს"... ყველას წაყვანა პროსტა არ შეიძლება, ხო ხვდები..... ზოგი სანდო არაა, ზოგი დაგგრუზავს, ზოგი სიტუაციაში ვერ ჩაჯდება..... თუ კაცი მწვერვალის "დასაპყრობად" მიდის და მთის სიყვარულს ვერ გრძნობს, უნდა დატოვო.... თუ არა შენ დაგტოვებს სადმე.

არხოტიონო ნანდო! სადა ხარ, ძმა......
Pendragon
Progressive Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4353
წევრი No.: 14382
რეგისტრ.: 9-November 05

გამოგზავნილია: 5 Dec 2008, 11:55  #11763993      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
T A T O
ette

ეს თემა ნახეთ - მყინვარწვერი

აბა მაშინ დაწერეთ ვინ რას გეგმავთ უახლოეს მომავალში smile.gif

პ.ს. მალე გორის სეზონიც იწყება....

This post has been edited by Pendragon on 5 Dec 2008, 11:57
BLACK METAL
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14013
წევრი No.: 32055
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 5 Dec 2008, 16:38  #11767618      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ette
ძალიან კარგია. იმედია მალე შემოვა. smile.gif
Pendragon
Progressive Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4353
წევრი No.: 14382
რეგისტრ.: 9-November 05

გამოგზავნილია: 29 Dec 2008, 11:15  #12060237      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აი ამას ვყიდი... Simond Coyote Light
არის უხმარი...
მოკლედ ერთი ცალი მაქვს მარტო და ამიტომაც ვყიდი - მეორეს ვერ ვყიდულობ...
არადა სეზონი იწყება.

მოკლედ $200-ად წაიღეთ

http://bask.ru/catalog/simond/ice_axe/56713/

This post has been edited by Pendragon on 29 Dec 2008, 11:16

მიმაგრებული სურათი
Coyote.jpg
T A T O
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 36
წევრი No.: 64345
რეგისტრ.: 13-June 08

გამოგზავნილია: 30 Dec 2008, 02:43  #12070313      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1 ცალი არა მგონია რომ ვინმემ იყიდოსsmile.gif ალპ-კლუბში გააკეთა გუგამ კედელი შაკლებით საცოცად..დღეს ამოვიგდე ხელებიsmile.gif
Pendragon
Progressive Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4353
წევრი No.: 14382
რეგისტრ.: 9-November 05

გამოგზავნილია: 30 Dec 2008, 09:22  #12071156      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
T A T O
მეორე ისე უნდა დაითრიო სადმე smile.gif
ერთი იაფად გამოვა და მეორე ჩვეულებრივ ფასად...

სადღაც $280-მდე ღირს
Pendragon
Progressive Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4353
წევრი No.: 14382
რეგისტრ.: 9-November 05

გამოგზავნილია: 9 Jan 2009, 21:31  #12190232      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
T A T O
შენი მეგობრები მყინვარზე რომ იყვნენ წასულები როგორ არიან? ძაან ცუდი ამინდია და ხომ არ უჭირთ რამე?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0597 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]