Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > კორონავირუსი მაქვს


Posted by: l_mi5 19 Mar 2020, 20:26

ვცხოვრობ ესპანეთში
კორონავირუსი მაქვს vik.gif ვპასუხობ კითხვებს,სანამ ცოცხალი ვარ givi.gif

http://www.instagram.com/l_mi5/?hl=es

Posted by: makmanus 19 Mar 2020, 21:51
l_mi5
რა სიმპტომები გაქვთ?

Posted by: zaza34 19 Mar 2020, 22:32
l_mi5
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ.

Posted by: ნათანია 20 Mar 2020, 01:09
დაიკიდე ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით facepalm.gif




30 კორონა

Posted by: Raven 20 Mar 2020, 03:32
ვერა აქ საქმე კარგად მგონი.......................

Posted by: lberiashvili85 20 Mar 2020, 15:17
პირველი ქართული ფეისბუქ ჯგუფი კორონას შესახებ.. შემოგვიერთდით.
First Georgian FB group about CoronaVirus.. Join Us.

ჯგუფის შექმნა შემდეგ 3️⃣ საკითხს ემსახურება:
✅ კორონა ვირუსის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიღება როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში
✅ უახლესი რჩევების მიღება ვირუსის თავიდან აცილებისთვის საჭირო ზომების შესახებ;
✅ მსოფლიოს ამ გამოწვევასთან დაპირისპირება იუმორით, მხიარულებით და ურთიერთდამშვიდებით;

https://www.facebook.com/groups/2751598671561244/?ref=share

Posted by: l_mi5 21 Mar 2020, 22:45
QUOTE (makmanus @ 19 Mar 2020, 21:51 )
l_mi5
რა სიმპტომები გაქვთ?

სიცხე მქონდა პირველი სამი დღე და მარტო 37-37.2, ეს არ ითვლება სიცხედ. ზოგს სიმპტომები არ აქვს,არც სიცხე არ აქვს მაგრამ აქვს ვირუსი, მაგალითად პრეზიდენტის ცოლს და სხვა თანამდებობის პირებს რომლებსაც დაუდგინდათ ვირუსი სინმპტომები არ აღენიშნებათ. ვირუსი გადადის ინკუბაციის პერიოდშიც და გამოჯანმრთელების შემთხვევაში 2 კვირა ისევ ატარებს ვირუსს და სდებს სხვებს დაინფიცირებული ადამიანი.უნდა იყოს სახლში.

ეხლა მოგიყვებით ჩემ ამბავს რომ იფრთხილოდ და გაუფრთხილდეთ ახლობლებს.მარტო თქვენ თავებზე ნუ იფიქრებთ.
თავიდან მე გობართან ერთად ვიყავი და ჰაერის უკმარისობას ვგრძნობდი მაგრამ უმნიშვნელოდ და მეგონა დაბალი წნევა მქონდა. ყავა დავლიე. მაინც არ მიშველა... მერე მოთენთილად ვგძნობდი თავს და ცუდ ამინდს დავაბრალე.მეორე დღეს საშოპინგოდ წავედი და ერთი ნესტოდან ონკანი რომ გააღო მასე დამეწყო წვეთა 2-3 წუთი და გაჩერდა.მეუცნაურაა და მალე დაჯდომა მომინდა სუსტად ვიყავი.მე მეგონა მეჩვენებოდა რაღაცეები. ხან რას ვაბრალებდი,ხან რას..
მერე უნივერსიტეტში მივედი რაღაც უნდა მიმეტანა და თავი ამტკივდა ვიჯექი მარტო ცოტა ხანი ეზოში.მერე ვიმუშავე და სიცხის წამალი დავლიე თუ სიცხე მქონდა ყოველი შემთხვევისთვის მოწყენილად ვგრძნობდი თავს.მერე მეგობარს შევხვდი და ვუთხარი რაღაც სახლში მინდა ყოფნა მეთქი,დავემშვიდობე და ავედი სახლში.სიცხე არ მქონდა მაგრამ მარტო მინდოდა ყოფნა. მეც ვერ ვიგებდი რა მჭირდა.დამეწყო ხველა, თავიდან ერთი ორს ვახველებდი, მერე ვეღარ ვჩერდებოდი რაც უფრო გადიოდა დღეები მით უარესი იყო.სურდო არ მქონდა. ცხვირსახოცები არ მჭირდებოდა ამას ვგულისხმობ.მაგრამ მქონდა თავის უეცარი ტკივილი 5 წუთიანი,ფეხების ტკივილი მაგრამ სახსრების და ძვლების არა, სისხლში დაგდიან თითქოს რაღაცეები და ეგ იწვევს ფეხების წვას spy.gif სხეულში თითქოს 4-5 ცეცხლმოკიდებული ბურთი დაგორავს.. საშინელი გრძნობაა. vik.gif ორჯერ გადამეკეტა ვერ ვსუნთქავდი.. მესამე კვირაა ოთახში ვარ და ეს ორი დღეა ვფიქრობ რომ გადავრჩი თუ უკან არ შემომიბრუნდა..

ფსიქოლოგიური მომენტებიც მქონდა შიშისგან ვიწყებდი ტირილს.. რომ რეკავ მითითებულ ნომერზე და არც სასწრაფო მოდის და არც გპასუხობენ უფრო ვეღარ სუნთქავ. ეხლა საქართველოში 50 კაცამდეა მარტო დაინფიცირებული და უმკლავდებიან. აქ უკვე ვეღარ უმკლავდებიან. აზრიც არ აქვს დარეკვას სასწრაფოში,არავინ არ მოვა იმიტომ რომ დაკავებაა და ვერ გიპასუხებენ. ჟანგბადის ბალონები საკმარისი არ არის, არც ტესტები. მაქამდე ნუ მიიყვანთ საქართველოს.

დარჩით სახლში ...

Posted by: makmanus 21 Mar 2020, 23:12
l_mi5
რატომ არ წახვედი საავადმყოფოში ან წამალს თუ სვავ რამეს?ჯანმრთელობას გუსურვებ

Posted by: l_mi5 22 Mar 2020, 00:40
QUOTE (makmanus @ 21 Mar 2020, 23:12 )
l_mi5
რატომ არ წახვედი საავადმყოფოში ან წამალს თუ სვავ რამეს?ჯანმრთელობას გუსურვებ

ეხლა აკრძალულია საავადმყოფოში მისვლა თუ გაქვს კორონავირუსი.ჯარიმაა და ციხე. უნდა დარეკო და თვითონ მოვლენ სახლში.მანდ თუ გაიზარდა დაინფიცერებულების რიცხვი ვეღარ დატევენ საავადმყოფოში და არც პაციენტების ჯანმრთელობას რომლებიც სხვა დაავადებების გამო ყავთ იქ არ ჩააგდებენ საფრთხეში ვირუსიანების გამო... მე ვიყავი ექიმთან თავიდან სანამ არ ვიცოდი რა ხდებოდა და ვირუსი გაქვს მაგრამ არ ვიცი რომელიო..პარაცეტამოლი გამომიწერა gigi.gif აზრი არ აქვს საავადმყოფოში ყოფნას და იმათ დაბნეული სახეების ყურებას.პარაცეტამოლის მეტს არაფერს არ გინიშნავენ.. თუ ჟანგბადი გჭირდება მარტო მაშინ გიკეტებენ ტესტს ზუსტი პასუხისთვის და ფასიანია. რომ კვდები რაღათ გინდა popcorn.gif

Posted by: ვიღაცაგადარეული 22 Mar 2020, 00:46
l_mi5
რამდენი წლის ხარ?
რამე პრობლემა გქონია ჯანმრთელობის ოდესმე?

Posted by: ქეთათო 22 Mar 2020, 09:18

l_mi5
თუ ტესტი არ გაგიკეთებიათ თქვენით დაისვით დიაგნოზი?

Posted by: Tornike Alashvili 22 Mar 2020, 22:28
https://forum.ge/?showtopic=34564503&f=&st=330&#entry56024231 23 გვერდზე დავდე 56024231 პოსტი , სადაც ვწერ რა შველის კორონას. თუ შენ გადარჩი და გაგიარა სხვას სეგიძლია დაეხმარო. თუ გრჩება რამე სიმპტომები -მომწერე და გირჩევ რა იღონო.

Posted by: ladusha2 22 Mar 2020, 23:44
l_mi5

როიძახი მისვლა არ შეილება ჯარიმა დ აციხეაო, თუ ტესტი არ გაიკეთე მანამდე ვერ გაიგებ შენთვითონ რომ კორონა, იმდენი ვირუსი არსებობს რას გაიგებ რამეს სტუდენტი ხარ ანუ ასაკით სიკვდილი არ გიწევს არინერვიულო ბევრი,

Posted by: -Alex- 23 Mar 2020, 06:38
QUOTE (l_mi5 @ 21 Mar 2020, 22:45 )
QUOTE (makmanus @ 19 Mar 2020, 21:51 )
l_mi5
რა სიმპტომები გაქვთ?

სიცხე მქონდა პირველი სამი დღე და მარტო 37-37.2, ეს არ ითვლება სიცხედ. ზოგს სიმპტომები არ აქვს,არც სიცხე არ აქვს მაგრამ აქვს ვირუსი, მაგალითად პრეზიდენტის ცოლს და სხვა თანამდებობის პირებს რომლებსაც დაუდგინდათ ვირუსი სინმპტომები არ აღენიშნებათ. ვირუსი გადადის ინკუბაციის პერიოდშიც და გამოჯანმრთელების შემთხვევაში 2 კვირა ისევ ატარებს ვირუსს და სდებს სხვებს დაინფიცირებული ადამიანი.უნდა იყოს სახლში.

ეხლა მოგიყვებით ჩემ ამბავს რომ იფრთხილოდ და გაუფრთხილდეთ ახლობლებს.მარტო თქვენ თავებზე ნუ იფიქრებთ.
თავიდან მე გობართან ერთად ვიყავი და ჰაერის უკმარისობას ვგრძნობდი მაგრამ უმნიშვნელოდ და მეგონა დაბალი წნევა მქონდა. ყავა დავლიე. მაინც არ მიშველა... მერე მოთენთილად ვგძნობდი თავს და ცუდ ამინდს დავაბრალე.მეორე დღეს საშოპინგოდ წავედი და ერთი ნესტოდან ონკანი რომ გააღო მასე დამეწყო წვეთა 2-3 წუთი და გაჩერდა.მეუცნაურაა და მალე დაჯდომა მომინდა სუსტად ვიყავი.მე მეგონა მეჩვენებოდა რაღაცეები. ხან რას ვაბრალებდი,ხან რას..
მერე უნივერსიტეტში მივედი რაღაც უნდა მიმეტანა და თავი ამტკივდა ვიჯექი მარტო ცოტა ხანი ეზოში.მერე ვიმუშავე და სიცხის წამალი დავლიე თუ სიცხე მქონდა ყოველი შემთხვევისთვის მოწყენილად ვგრძნობდი თავს.მერე მეგობარს შევხვდი და ვუთხარი რაღაც სახლში მინდა ყოფნა მეთქი,დავემშვიდობე და ავედი სახლში.სიცხე არ მქონდა მაგრამ მარტო მინდოდა ყოფნა. მეც ვერ ვიგებდი რა მჭირდა.დამეწყო ხველა, თავიდან ერთი ორს ვახველებდი, მერე ვეღარ ვჩერდებოდი რაც უფრო გადიოდა დღეები მით უარესი იყო.სურდო არ მქონდა. ცხვირსახოცები არ მჭირდებოდა ამას ვგულისხმობ.მაგრამ მქონდა თავის უეცარი ტკივილი 5 წუთიანი,ფეხების ტკივილი მაგრამ სახსრების და ძვლების არა, სისხლში დაგდიან თითქოს რაღაცეები და ეგ იწვევს ფეხების წვას spy.gif სხეულში თითქოს 4-5 ცეცხლმოკიდებული ბურთი დაგორავს.. საშინელი გრძნობაა. vik.gif ორჯერ გადამეკეტა ვერ ვსუნთქავდი.. მესამე კვირაა ოთახში ვარ და ეს ორი დღეა ვფიქრობ რომ გადავრჩი თუ უკან არ შემომიბრუნდა..

ფსიქოლოგიური მომენტებიც მქონდა შიშისგან ვიწყებდი ტირილს.. რომ რეკავ მითითებულ ნომერზე და არც სასწრაფო მოდის და არც გპასუხობენ უფრო ვეღარ სუნთქავ. ეხლა საქართველოში 50 კაცამდეა მარტო დაინფიცირებული და უმკლავდებიან. აქ უკვე ვეღარ უმკლავდებიან. აზრიც არ აქვს დარეკვას სასწრაფოში,არავინ არ მოვა იმიტომ რომ დაკავებაა და ვერ გიპასუხებენ. ჟანგბადის ბალონები საკმარისი არ არის, არც ტესტები. მაქამდე ნუ მიიყვანთ საქართველოს.

დარჩით სახლში ...

კარგია რომ უკეთესად ხარ. მძიმედ ყოფილხართ მაგრამ არა კრიტიკულად. კარგია.
კარგად გიწერიათ მაგრამ უკეთესი იქნება თუ ჩამოწერთ რა დაგეწყოთ დღეების მიხედვით. ასე მაგალიტად დღეებათ
#1 სიცხე, შოპინგი..
#2 სიხე, ხველა.
#3-6 ხველა, სისუსტე
#7 სუნთქვის გაძნელება...
როგორც აქაა ქეისები https://www.worldometers.info/coronavirus/coronavirus-symptoms/

და რა ნაბიჯები უნდა გაიარო ესპანეთში თუ ფიქრობ რომ ინფიცირებული ხარ?

საქართველოში კი ვიცით გადაგყვებიან ზედ ჯერ-ჯერობით.
ამერიკაში მაგალითად თუ ფიქრობთ რომ გაქვთ ვირუსი მაშინ 1. უნდა დარჩეთ სახლში. 2. თუ გაგირთულდათ სიმპტომები უნდა დარეკოთ თქვენს ექიმთან. 3. თუ გიჭირთ სუნთქვა რეკავ 911.
არის ტესტირების ადგილები ზოგან სადაც შეიძლება მანქანით გრძელ რიგში გგომა მაგრამ ტესტები შეზღუდულია და სიცხე თუ არ გაქვთ არ გაგიკეთებენ ტესტს არავითარ შემთხვევაში.

Posted by: somnambuli 24 Mar 2020, 12:38
ჩემი 2 წლის ბავშვს შუა ღამით წამოუვიდა სისხლი ცხვირიდან, ვერ გავიგეთ რატომ, თავის საწოლში ეძინა და მოითხოვა გადმოყვანა, რო გადმოვიყვანეთ სახე მთლიანად სისხლში ჰქონდა. მიზეზი როგორც აღვნიშნე არ ვიცით, შეიძლება თითი მოხვდა ცხვირში ცუდად სახეზე მოსმისასთქო. ისე ხასიათზეცაა და ჯანზეც, მარა მის მერე ვფიქრობთ მაგ თემაზე.

ზემოთ რომ დაწერეთ , ცხვირიდან წამსკდაო სითხე იგულისხმეთ თ სისველე?

Posted by: Never-Never 24 Mar 2020, 19:18
QUOTE (somnambuli @ 24 Mar 2020, 12:38 )
ჩემი 2 წლის ბავშვს შუა ღამით წამოუვიდა სისხლი ცხვირიდან, ვერ გავიგეთ რატომ, თავის საწოლში ეძინა და მოითხოვა გადმოყვანა, რო გადმოვიყვანეთ სახე მთლიანად სისხლში ჰქონდა. მიზეზი როგორც აღვნიშნე არ ვიცით, შეიძლება თითი მოხვდა ცხვირში ცუდად სახეზე მოსმისასთქო. ისე ხასიათზეცაა და ჯანზეც, მარა მის მერე ვფიქრობთ მაგ თემაზე.

ზემოთ რომ დაწერეთ , ცხვირიდან წამსკდაო სითხე იგულისხმეთ თ სისველე?

სუსტმა კაპილარებმა იცის ასე,ნუ შეშინდებით.სხვა სიმპტომები თუ არ აქვს ნამდვილად უსაფუძვლოდ ნერვიულობთ.

Posted by: lberiashvili85 24 Mar 2020, 23:22
პირველი ქართული ფეისბუქ ჯგუფი კორონას შესახებ.. შემოგვიერთდით.
First Georgian FB group about CoronaVirus.. Join Us.

ჯგუფის შექმნა შემდეგ 3️⃣ საკითხს ემსახურება:
✅ კორონა ვირუსის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიღება როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში
✅ უახლესი რჩევების მიღება ვირუსის თავიდან აცილებისთვის საჭირო ზომების შესახებ;
✅ მსოფლიოს ამ გამოწვევასთან დაპირისპირება იუმორით, მხიარულებით და ურთიერთდამშვიდებით;

https://www.facebook.com/groups/2751598671561244/?ref=share

Posted by: Freestyle 25 Mar 2020, 17:00
ჰაერის უკმარისობა მაქვს ისედაც ხშირად, ამ კორონას როგორ გადავიან არ ვიცი , არ ვარ საქართველოშI და აქ რავი ყურადღებას გაქცევენ მხოლოდ ტელეფონზე ))

მგონია რო გავიგუდები ეგრევე *

Posted by: ladusha2 26 Mar 2020, 00:56
Freestyle

სად ხარ , ესპანეთში შეენც/?

Posted by: neo> 26 Mar 2020, 01:13
l_mi5
l_mi5
ჰაერის უკმარისობას რომ წერენ თითქოს იგუდები, ანუ მართალია ეგ სიმპტომი?

იმედია უკვე გამოჯანმრთელდი, ახალგაზრდაჯანღონით სავსე ხარ 2kiss.gif

Posted by: უბათქუნე 26 Mar 2020, 03:07
22 მარტის მერე აღარ დაუპოსტია ხო ცოცხალია? sad.gif

Posted by: yobo 26 Mar 2020, 08:14
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. !!!!!!

Posted by: l_mi5 3 Apr 2020, 05:55
QUOTE (ladusha2 @ 22 Mar 2020, 23:44 )
l_mi5

როიძახი მისვლა არ შეილება ჯარიმა დ აციხეაო, თუ ტესტი არ გაიკეთე მანამდე ვერ გაიგებ შენთვითონ რომ კორონა, იმდენი ვირუსი არსებობს რას გაიგებ რამეს სტუდენტი ხარ ანუ ასაკით სიკვდილი არ გიწევს არინერვიულო ბევრი,

სამ ადამიანთან ვიყავი ერთი რომში,მეორე იტალიაში და მესამე მადრიდში იყო.. სამივე კორონავირუსიანი smile.gif ტესტი აგარც იყო საჭირო. შენ თვითონაც იცი რომ არ ხარ გაციებული..გაციებამ ცხვირიდან გამონადენი იცის მე არაფერი არ მქონდა მსგავსი. eek.gif

მე თვითონ კი არ გავიგე ექიმმა მითხრა არ გამოხვიდე ოთახიდანო .. ეხლა ისევ დამეწყო ხველა..ამბობენ შებრუნება იცისო და ვზივარ ასე vik.gif

Posted by: makmanus 4 Apr 2020, 23:54
l_mi5
როგორ ხარ?მოგვიყევი შენი ამბავი

Posted by: temart 15 May 2020, 18:51
ნათანია
კი არ მოვკ დებით , არამედ გრდავიცვლებით. ისე კი ჯართელობას გისურვებ, როგორც ფიზიკურს ასევე სულიერს

Posted by: perchatki 15 May 2020, 23:44
გამოჯანმრთელებას გისურვებ, სიმპტომები დაწერე რა მაინტერესებს, სიცხე თუ გითამაშებს ? აი მაგალითად მაღალი გაქვს და მერე საერთოდ რო აღAრ გაქ ? მასე ვარ ეხლა მე და ცოტა მეშინია :დ, ან თავიდან როგორ დაგეწყო რო შეატყე ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)