bui89პირადად მე უკმაყოფილებას ძირითადად იმ ვაკანსიების მიმართ გამოვხატავ, რომელთა მოთხოვენბიც და ანაზღაურება ერთმანეთს და რეალობას ძალიან არის აცდენილი.
მაგალითადად, სრული დატვირთვით როდესაც სთხოვ თანამშრომელს მუშაობას და 300-400 ლარს სთავაზობ ამის ნაცვლად,
ეს არის ადამიანის დაცინვა, რადგან დღევანდელი გაუფასურებული ლარის და გაძვირებული პროდუქტების პირობებში, ეს თანხა არაფერია.
,,დამსაქმებლები" იმით სარგებლობს, რომ ვიღაცას ისე უჭირს, რომ მათ პირობებს მაინც დათანხმდება.
ამ ანაზღაურებაზე თანამშრომლეს უნდა შესთავაზო ნახევარ განაკვეთზე მუშაობა ან დისტანციურად.
მთელი დღით ვიღაც შენს ოფისში დააბა, მონობაა, სხვა არაფერი.
იმას არ ითვალისწინებ, რომ იმ თანამშრომელს, სანამ შენს ოფისამდე მოვა, გზაში თანხა ეხარჯება,
ასევე ოფისში კვებაზეც თანხა დაეხარჯება და თვის ბოლოს რა დარჩება? არაფერი.
მესმის, რომ შეიძლება ბიზნესს ახლა იწყებდე, რესურსებში შეზღუდული იყო, მაგრამ
როდესაც დაბალ ანაზღაურებას სთავაზობ, სხვასაც, მაქსიმალურად, უნდა შეუმსუბუქო პირობები.
არის საქმეები, რომლის კეთებასაც მთელი დღე ოფისში ყოფნა არ სჭირდება.
თუ არ გაქვს მეტის შესაძლებლობა, მაშინ ფრილანსზე და გამომუშავებაზე ამუშავე და კონკრეტულ საქმეში გადაუხადე თანხა.
ნუ მიაჯაჭვებ მთელი დღე ერთ ადგილს და ერთ სამუშაოს.
ტელევიზორის ხელოსნის შემთხვევაში, ისეთი პირობები შესთავაზე, რომ შენთანაც იმუშაოს,
ხოლო როცა შენ არ გაქვს შეკვეთები, ისეთი გრაფიკით ამუშავე, რომ თავის შეკვეთებზეც იაროს.
ჩემი პირველი სამსახური გამახსენდა, ჩემს უფროსს ,,უფროსობის" კომპლექსი ჰქონდა,
ოფისში როცა მოვიდოდა, სულ იქ უნდა ვყოფილიყავი,
საქმეც თუ არ იყო, იქ უნდა ვყოფილიყავი და ზოგადსაკაცობრიო თემებზე უნდა გვესაუბრა,
იმიტომ რომ ,,უფროსთან საუბარიც კი უკვე საქმეა"