forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (117) « პირველი ... 115 116 [117]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რჩევები/ მირჩიეთ/ თქვენი აზრით/ და მისთანები, იდენტური შინაარსის პოსტი უკომენტაროდ დაიხურება
kvasito
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 120
წევრი No.: 122891
რეგისტრ.: 24-October 10

გამოგზავნილია: 4 May 2019, 10:38  #54604051      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SaamI

გაიხარე მადლობა
Benco
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3092
წევრი No.: 104473
რეგისტრ.: 9-November 09

გამოგზავნილია: 6 May 2019, 12:50  #54614403      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გამარჯობა. ვერ ვიპოვე შესაბამისი პოსტი და თემა იქნებ დამილინკოთ ან აქ მირჩით. ინდივიდუალური ტრანსფორმატორი 5 კილოვატიანი ერთი აბონენტისთვის, სახლისთვის რამდენად გამართლებულია ან სად იყიდება ან სპეციალისტი თუ იცით. ძავბა არის დაბალი და ელექტრო მოწყობილობებს უჭირს მუშაობა სახლში. დაჩაზე მაქვს პრობლემა დენის სიმძლავრის.
ასევე მინდა 32-იან წყლის მილზე უკუ სარქველი, ვერ ვიშოვნე, იქნებ იცოდეთ. მადლობა წინასწარ

This post has been edited by Benco on 6 May 2019, 12:54
crytek
It's a joke, it's all a joke Mother forgive me


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2894
წევრი No.: 91607
რეგისტრ.: 16-May 09

გამოგზავნილია: 6 May 2019, 13:30  #54614621      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
თქვენი აზრი მაინტერესებს, კორპუსის გვერდით გზა არის სადაც გუბე დგება სქელი ბეტონის კედელია კორპუსის და წყალი მიწაში ჩადის კედელი ნესტიანდება რა შეიძლება მოვუხერხო მაგას შიგნიდან და გარედან არის რამე საშუალება ?
laxxa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2714
წევრი No.: 186947
რეგისტრ.: 1-June 14

გამოგზავნილია: 10 May 2019, 15:30  #54637905      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
crytek
უნდა ამოითხაროს კედლის გასწვრივ და კედელს წაუსვათ ბითუმი და კარგია ტოლიც მიაკრათ თუ დრენაჯსაც გაუკეთებთ ეგ უკვე საუკეთესო ვარიანტია.მარტივია დახრა მისცეთ რომ გუბე არ დადგეს და თუ აღმოსავლეთ საქარტველოშია შეიძლება საკმარისიც იყოს
kvasito
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 120
წევრი No.: 122891
რეგისტრ.: 24-October 10

გამოგზავნილია: 10 May 2019, 18:22  #54638659      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო მომიჯნავე მიწის ნაკვეთიდან (მეზობლის საზღვრიდან) რამდენ მეტრში შეიძლება შენობის აშენება? სადღაც წავიკითხე 3 მეტრი უნდა იყოს დაშორებაო და ამ მანძილის შემცირება თუ შეიძლება?

მაგალითად შენობის ორი კედელი რომ მოხვდეს ორი მეზობლის საზღვრიდან 1.5 მეტრში რა შეიძ₾ება რომ გავაკეთო, გარდა იმისა რომ ფანჯარა არ მქონდეს და გლუვი კედელი იყოს? ერთმა მითხრა მეზობლებმა თანხმობაც რომ მოგცენ ორი მხრიდან საზღვარს ვერ დაარღვევ ახალი რეგულაციით სახანძრო უსაფრთხოებისთვის არის საჭიროო და გეხვეწებით ვინც იცით მითხარით რა.

რომ წარმოიდგინოთ (სახით ჩვენსკენ მდგომარეობაში რუსული Г ოღონდ შემოატრიალეთsmile.gif)) ორი კედლები რომ იყოს მეზობლის საზღვრიდან 1.5 მეტრში დანარჩენი ორი თავისთავად 3 მეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული მეზობლის საზღვრებიდან
gulchina15
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 7
წევრი No.: 250089
რეგისტრ.: 20-April 19

გამოგზავნილია: 16 May 2019, 03:30  #54663957      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ. გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე. ესე იგი ვაპირებ 2 სართულიანი საკუთარი სახლის რეკონსტრუქციას 20x10 მ-ზე. ანუ იშლება მხოლოდ მე-2 სართული და რჩება პირვეი. არსებული მე-2 სართულის იატაკზე იგეგმება 50x40 სმ-იანი რიგელები და რიგელებს შორის ივსება მსუბუქი მასალით (პემზა ან პერლიტი). შესაბამისად ამ მასალის სიმძიმე დააწვება არსებულ იატაკს და მინდა ეს შემავსებელი მასალა რომელიც დაიყრება 35 სმ სიმაღლემდე (ეს შემავსებელი მასალა ფაქტიურად შეასრულებს აპალოვკის როლს) და მერე ზევიდან დაისხმება ფილა. ანუ ფილა და რიგელი ერთად დაიწვნება.
თქვენი რჩევა მჭირდება თუ რომელი მსუბუქი მასალით შევავსო რიგელებს შორის სიღრმე და ამ მასალის 1 კუბის წონა რამდენია? წინასწარ მადლობთ.
ninuca
N I N U CA


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 973
წევრი No.: 36480
რეგისტრ.: 13-June 07

გამოგზავნილია: 26 May 2019, 22:42  #54717465      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა, გთხოვთ მირჩიეთ სახლს ვაკეთებ ღია სერ ფერებში, იატაკს კიდევ ღია ყავისფერში ხის და პარკეტის ფერში დაახლოებით და მაინტერსებს დიზაინში რომელი დაჯდება ღია სერი კარებები თუ იატაკის ფერი ანუ ღია ყავისფერი ?
fracture
Aristocrat


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 480
წევრი No.: 74629
რეგისტრ.: 14-November 08

გამოგზავნილია: 9 Jun 2019, 16:09  #54783912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა,
ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ და გულდასმით წაიკითხოთ პრობლემა. მოკელდ, ეს საკითხი უკვე წლებია მაწუხებს და ცოტა არ იყოს ნერვოზიც დამმართა.. მაქვს ახალი (რამდენიმე წლის) გაკეთებული რემონტი აბაზანაში. ერთ-ერთი ცენტრალური "სტაიაკი" (საიდანაც წყალი შემოდის), ზედა გადაბმის ადგილას (სადაც ემბება მეზობლის ძველ რკინის მილს) სველდება, ნელ-ნელა იკეთებს წვეთს, და შემდეგ ჩამოვარდება ეს წვეთი.. ნუ დღეშ 4-5 წვეთი.. მეტი არა.
საქმე იმაშია, რომ სახლი დაკეტილი იყო, და ბოლოს ვიყავით ამა წლის იანვარში - ყველაფერი მშრალი იყო და პრობლემა არაფერი წვეთავდა. ახლა ძალიან უცნაური ვითარებაა.. წინა დღეებში 2 დღე გავიდა ისე რომ 1 წვეთიც არ ჩამოვარდნილა.. გუშინ დილას მოვწმინდე ზედა ბმაში (სადაც სველდება) და შემდეგ საღამოს 6-ზე რომ მოვედი, ისევ 1 გრამი სისველე არ ემჩნეოდა.. თუმცა საღამოსკენ გაიკეთა ისევ 1-2 წვეთი. ჩემი დაკვირვებით, ეს წვეთი არა კონკრეტულად ერთი წერტილიდან გასდის, არამედ მიდამო სველდება/ინესტება (ემჩნევა, დაკოპლილი პატარა წვეთები რომ ჩნდება კონდენსირების მაგვარი) და შემდეგ გროვდება და ხდება ერთი წვეთი.. რომელიც საბოლოოდ ჩამოვარდება..

წლებია მაწუხებსთქო იმიტომ ვთქვი, რომ 2 წლის წინ მანდ იყო პრობლემა და "ამერიკანკა" გამოცვალა სანტექნიკმა.. მაშინვე ჩამოწვეთა ერთი-ორი.. მაგრამ გაჩერდებაო.. და მერე მართლაც გაჩერდა.. (გაიბიდნა თუ არ ვიცი რა ქვია). სხვა გზა ვერ მონახა, იმიტომ რომ სულ ახალი "ამერიკანკა" დააყენა და კარგად გადაუჭირა (გამოცდილი სანტექნიკია) და მაინც ცოტა გამოჟონა მაშინ.. მაგრამ მის მერე, მართლაც გაჩერდა. ფაქტია, რომ იანვარში რომ ჩამოვედი არაფერი იყო.. ამის მერე რაღაც პერიოდებში სულ ჩერდება, რაღაც პერიოდებში ცოტას წვეთავს (4-5 წვეთი დღეში).

ნახეთ: იანვრამდე დიდი ხანი არ ვიყავი ჩამოსული და იანვარში სულ მშრალი იყო, დაწვეთებულიც არაფერი - ანუ იანვრამდე არაფერი გასვლია..
იანვრის შემდეგ აი ახლა, 1 კვირის წინ ჩამოვედი და მხოლოდ რამდენიმე წვეთი იყო დაწვეთებულ-გამშრალი (ანუ რომ ჩამოვარდება მტვერში და მერე ასევე შრება).. სხვა პრობლემა არ ყოფილა.

ჩემი ლოგიკით, "სტაიაკში", კერძოდ გადაბმაში ან სადმე ნებისმიერ ადგილას, ბზარი ან რამე მსგავსი რომ იყოს საიდანაც აპარებს წყალს, ის 6 თვე და ა.შ. მხოლოდ 4-5 წვეთით ნაღდად არ შემოიფარგლებოდა! (ეს 4-5 წვეთი ახლა, ივნისში დამხვდა), ხოლო იანვარში ჩამოსულს საერთოდ არაფერი დამხვედრია (იანვარში რომ ჩამოვედი მის წინაც 5 თვე იყო სხვაობა არ ყოფნის) ამრიგად ჰიპოთეტურადაც აბსურდი მგონია რომ მილი აპარებდეს.. თუნდაც 4-5 წვეთს.

ჩემი აზრით, ეს არის კონდენსირების ამბავი.. რასაც ამტკიცებს ის გარემოება რომ ხანდახან მთელი დღე (და ორი დღეც) ისე გადის, 1 წვეთი არ ჩამოვარდება, ხანდახან კი დღეში 4-5 წვეთი.. მეტი არა. ასევე ამ აზრს მიმყარებს ისიც, რომ აი იმ კუთხეში სადაც იკეთებს წვეთს, მიდამო სველდება მთლიანად.. და არა ერთი კონკრეტული ადგილი.. სველდება სინესტით. კიდევ მესამე ფაქტორი ის არის, რომ მაგი კი არა, ჩვეულებრი ონკანს რომ მოუშვებ ადამიანი და წყლის დენა გაგრძელდება, ონკანში გაჩერებული გამთბარი წყალი რომ გაივლის და ცივი წყალი იწყებს მოძრაობას, რამდენიმე წამში ონკანიც კი იორთქლება და კონდენსირდება.. ანუ ძალიან ბუნებრივია ეს, ძალიან ცხელა და შიგნით ცივი წყალი გადის.

როგორ ფიქრობთ, არის შანსი რომ დაზიანებული იყოს რამე თუ მართლა კონდენსატის ამბავია? 5-6 თვე ისე რომ გადის რომ სულ მშრალი იყო (აგვისტოდან იანვრამდე, როდესაც ჩამოვედი) და შემდეგ კიდევ ამდენივე (უკვე ივნისში რომ ჩამოვედი) გადის და მხოლოდ 4-5 წვეთია ძირს.. ამდენი ხანი გაძლებდა ეგ ადგილი რომ აპარებდეს? ჩემი აზრით, თეორიული შანსიც კი ძალიან ცოტაა ამის.. აი კონდენსატის ამბავი კი ძალიან ლოგიკურად მეჩვენება.

ზედა მხარე (გადაბმის) არის კაფელს გარეთ დატოვებული, თავიდანვე მასე გააკეთა იმავე სანტექნიკმა (რემონტი მან გამიკეთა ვანაში) რომ თუ რამე მოხდა, გამონგრევა არ იყოს საჭიროვო.. და ესეც ლოგიკურად მანახებს იმ ფაქტს რომ ცხელი ჰავა ედება პირდაპირ მაგ ადგილს.

სურათზე ქვედა შავი მართკუთხედით შემოფარგლული ადგილი კაფელში მოყოლებულ მილს ნიშნავს; შავი ხაზი ჩემს პლასტმასის მილს; ყავისფერი ხაზი მეზობლის ძველ რკინის მილს და ამ ორი მილს შორის პატარა მართკუთხედი - ამერიკანკა. ლურჯად შემოფარგლული ადგილი ინესტება და ბოლოს შედეგაც იკეთებს წვეთს ჩემი მილის მოხრის კუთხეში.

გთხოვთ მირჩიეთ და მითხარით თქვენი აზრი.

პ. ს. მისტერმასტერს ენდობით? სულ ცუდი რევიუები აქვს..


წინასწარ უღრმესი მადლობა.
user posted image
FoB
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 14
წევრი No.: 169404
რეგისტრ.: 26-June 13

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 14:10  #54962016      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ კედელს რა ეშველება? შელესვა უშველის თუ დანგრევა და ხელეხლა აშენება? ეს მილები კიდევ დაიჟანგა მიწის პირზე, არადა ვერანდას იჭერს. ნაკლები დიამეტრის რომ ვიყიდო, ესენი მოვჭრა, ამოვასუფთავო რაც დარჩება და ბეტონი ჩავასხა და ახალი ტრუბები გავჭედო?

This post has been edited by FoB on 12 Jul 2019, 15:02

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
IMG_20190629_123551_compress75.jpg
Grows
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 251574
რეგისტრ.: 12-July 19

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 14:50  #54962194      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხის კოტეჯის დაპროექტება სად შეიძლება?

1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (117) « პირველი ... 115 116 [117]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0592 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]