TORN
[Text Based - MMORPG (Massive Multiplayer Online Role-Playing Game] სწრაფი ბმულები: ოფიციალური ვებ-გვერდი:
https://torn.comWiki:
https://wiki.torn.com/wikiჩვენი ფრაქცია:
https://www.torn.com/factions.php?step=profile&ID=49223#/ქართველები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რა თქმა უნდა ცოტა ვართ.
რამდენიმე ცნობილი მკვიდრი, რეფერალ ლინკებით.
მოკლე აღწერა: TORN არის ვირტუალური ქალაქი, ვირტუალური ცხოვრებით და ათი-ათასობით მოქალაქით წარმოდგენილი გარემო.
არის უფასო, მაგრამ რა თქმა უნდა აქვს ე.წ
Donator ან Subscriber მოდულიც. რაც განპირობებულია სხვადასხვა ბენეფიტებით.
"არეული ქალაქი, კრიმინალი, ვაჭრობა, იარაღი, თაღლითობა, ვარჯიში, სწავლა-განათლება, განვითარება, რეისინგი, კაზინო და რაც კი რამ შეიძლება ქალაქში ხდებოდეს"ვისაც გიყვართ RPG თამაშები, Runescape, WoW და სხვა მსგავსები, მარტივად მიხვდებით სადაც ვართ.
აქ მოხვედრით თქვენ იწყებთ ახალ ცხოვრებას, მართალია ვირტუალურია მაგრამ საკმაოდ ბევრ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
2004 წელს შეიქმნა და მას მერე საკმაოდ განვითარდა დაიხვეწა და ათასობით მოთამაშე შეიძინა.
დღეის მონაცემებით, 24 საათში 40 000_მდე მოთამაშეა წარმოდგენილი.
მოთამაშე რეგისტრაციის შემდეგ არის [ Level 1, Age 0 ]. სადაც ასაკი (Age) იქნება ის რეალური დღეების რაოდენობა რაც თქვენი დარეგისტრირების შემდეგ გავა,
ხოლო საფეხური ანუ ლეველი, არის მაქსიმუმ 100 რომელსაც თქვენ მართავთ. ყოველ ახალ ლეველზე გადასვლას თამაში გთავაზობს, გინდა გადახვიდე შემდეგზე თუ დარჩე რომელიმე კონკრეტულზე,
თუ გააჩერებ მაგალითად 20 ლეველზე, შენ მაინც აგროვებ შესაბამის გამოცდილებას, როდესაც სურვილი გექნება მაშინ შეგიძლია ერთიანად ახვიდე იმ საფეხურზე სადამდეც გყოფნის დაგროვილი გამოცდილება (XP).
გაითვალისწინეთ: საჭიროა ელემენტარული ინგლისური ენის ცოდნა. (თამაშ-თამაშ ინგლისურაც ისწავლი)
არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ ხალხი "5680 დღეზე მეტია აქტიურად თამაშობს" და როგორ გავასწრებ როგორ ვაჯობებ მაგათ. (ვერ გაასწრებ, ვერ აჯობებ)
არ უნდა იჯდე მთელი დღე და არ უნდა არეფრეშო საიტი / აპლიკაცია. (დღეში სულ რამოდენიმე წუთი საკმარისია განვითარებისთვის)
არ ენდოთ რაიმე შემოთავაზებებს რეალური ფულის სანაცვლოდ.
არ დაიგრუზოთ თუ ბევრჯერ გაგძარცვავენ, (მხოლოდ თქვენ ხელთ არსებულ თანხის რაღაც ნაწილი მიაქვს მძარცველს)
რაც შეიძლება სწრაფად იპოვეთ სანდო და დალაგებული ფრაქცია, რათა თუ დიდი თანხა ჩაგივარდათ ხელში სწრაფად შეინახოთ ფრაქციის საცავში.
მოკლედ წავიდეთ ცოტა სიღრმეში.... 5 ძირითადი ელემენტი:Energy: 100/100 (Donator/Subscriber 150/150) - ( 5 Energy every 10 minutes)
Nerve: 20/20 (1 Nerve every 5 minutes)
Happy: 300/300 (დამოკიდებულია საცხოვრებელზე და სხვადასხვა ფაქტორებზე)
Life: 500/500 ( მაღალი ლეველი = მეტ სიცოცხლეს, ასევე ე.წ Merit სისტემით შეგვიძლია გაზრდა )
რაში ვიყენებთ ენერგიას?1. GYM // 2. Attack // 3. Revive // 4. Search in dumps. // 5. Pray in Church.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Battle stats Official wiki:
https://wiki.torn.com/wiki/Battle_Stats1. GYM: ფიტნეს დარბაზები STRENGTH - ზრდის დარტყმის დროს მიყენებულ ზარალს.
SPEED - ზრდის მოწინააღმდეგის მიმართ დარტყმის შანსს. ამცირებს თქვენგან თავის დაღწევის შანსს.
DEFENSE - ამცირებს ოპონენტის მიერ დარტყმულის ოდენობას/ზარალს.
DEXTERITY -
ზრდის შეტევის თავიდან აცილების შანსს.
ზრდის თავდასხმის მოპარვის შანსს.
ამცირებს მოწინააღმდეგის დამალვის შანსს. (არის როცა ხედავ ვინ დაგატყა და არის როცა არის Attacked by Someone)
ზრდის მოწინააღმდეგისგან თავის დაღწევის შანსს. (დარტყმის დროს გაქვს ფუნქცია Escape რომელიც გაძლევს შანს თავი დაახწიო იმ ბრძოლას)
2. Attack (25 Energy per attack)ვინმეს რომ დავარტყათ გვჭირდება 25 ენერგია, გამარჯვების შემთხვევაში გვაქვს 3 ძირითადი ფუნქცია:
2.1 Leave (მოწინააღმდეგეს ვტოვებთ ქუჩაში არაფერს ვიღებთ მისგან მაგრამ ყველაზე მეტი experience მოდის ამ შემთხვევაში, ლეველინგის დროს უმჯობესია Leave)
2.2 Mug (ვძარცვავთ მოწინააღმდეგეს და მის ხელთ არსებული თანხის რაღაც ნაწილი ჩვენია, შეიძლება იყოს 20$ და შეიძლება იყოს რამდენიმე მილიონი. ვიღებთ ნაკლებ XPს.)
2.3 Hospital (ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე ჰოსპიტალში ხვდება 2-4 საათით. რაც სხვადასხვაშემთხვევებში სავალდებულოა. ვიღებთ ნაკლებ XPს)
არის კიდევ Arresting, Looting, Mission Outcomes (
https://wiki.torn.com/wiki/Attack ) ისედაც გაერკვევით როცა ამის დრო მოვა.
ეს ყველაფერია ჩვენს წინააღმდეგაც.
თუ Leave _ ით დაასრულეს ჩვენთან ბრძოლა, ჰოსპიტალში ვხვდებით მცირედი დროით.
თუ Mug _ით, მაშინ ჩვენ ხელთ არსებული თანხის ნაწილს მოიპარავენ და ასევე ჰოსპიტალი მცირე დროით.
თუ დაგვაHospital ეს მაშინ 2-4 საათი ვართ ჰოსპიტალში.
ჰოსპიტალიდან დროზე ადრე გამოსვლის სხვადასხვა გზები არსებობს:მედიკამენტები,
საკუთარი სისხლის ჯგუფის მიხედვით დაგროვებული სისხლის პაკეტები.
და სხვა მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ Revive უნარი.
3. Revive (75 ან 25 ენერგია) ეს უნარი აქვთ მათ, ვინც ქალაქის ოფიციალურ სამედიცინო დაწესებულებაში იმსახურა Brain Surgeon პოზიციამდე.
wiki:
https://wiki.torn.com/wiki/Job#Medicalჩვეულებრივ 75 ენერგია არის საჭირო ვინმე რომ დავიხსნათ ჰოსპიტალიდან.
მაგრამ თუ Revive ტიპის ფრაქციაში ხარ მაშინ 25.
ამ უნარით აკეთებენ ფულს.
რაში ვიყენებთ ნერვს?1. Crimes // 2. Busting
wiki:
https://wiki.torn.com/wiki/Nerve» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Nerve
wiki:
https://wiki.torn.com/wiki/Crimeძირითადი გამოყენება, მითუმეტეს დამწყებისთვის არის კრიმინალი.
დავდებთ ხოლმე აქ სხვადასხვა ტუტორიალებს, რთულია ყველა დეტალის აქ ჩამოწერა.
რაც შეეხება Happy _ს, მეტი happy = მეტ GYM სტატს..
ანუ 1000 ჰეფით GYM ში ვარჯიშის დროს თუ გამოვიმუშავეთ 100 Defense ან სხვა ნებისმიერი.
უხეშად რომ ვთქვა 10 000 ჰეფით მივიღებ 1000 defenses. (ეს არ არის ზუსტი ფორმულა, მაგალითსთვის მოვიყვანე რიცხვები)
სხვადასხვა ამბებს, რჩევებს და ხრიკებს ამავე თემაში დავდებთ ხოლმე.
ბევრი დეტალი ვერ დავწერე ერთ პოსტში, განვითარდება ესეც დრო და დრო.
შემოგვიერთდით