გამარჯობათ განყოფილების ხალხო
ერთი ძალიან კარგი იდეა მომივიდა, რაღაც სახის ელექტრომოწყობილებებზეა საუბარი, რომელიც მოხმარებაში ჩაშვების შემდეგ გარკვეულ ფულად მოგებას ტოვებს. დავიწყე ინტერნეტში ძებნა ყიდვისთვის, მთლიანი კომპლექტი ღირს 70-80K$, ამდენი ფული კი სიზმარშიც არ მინახავს
მერე დავიწყე სქემების დაძებნა, აღმოჩნდა რომ არც ისე რთული ასაწყობია, თან ადგილზე ბევრად იაფი გამოვა. გამიჭირდება, მაგრამ მეც შევძლებ დამოუკიდებლად აწყობას, ოღონდ ეგაა, რომ ლიცენზიის მოსაპოვებლად საჭირო იქნება დიპლომიანმა ელექტროინჟინერმა დააპროექტოს ყველაფერი. ასე და ამგვარად შესაამხანაგებლად ვეძებ ელექტროინჟინერს. ჯერჯერობით სპონსორი არ მყავს, ნაწილების ყიდვას საკუთარი მწირი სახსრებით ვაპირებ. წინასწარ ვერაფრის გადახდას ვერ დაგპირდებით, საქმის ამუშავების შემდეგ გავიყოფთ მოგებას.
მსგავსი ბიზნესი თბილისში უკვე მუშაობს და კარგ მოგებასაც ტოვებს.
თუ ვინმეს გაქვტ თავისუფალი დრო და სურვილი, შემეხმიანეთ