კარგი თემაა, მემეწონა.
მეც მიფიქრია მის აწყობაზე, მაგრამ დრო და თანხები არ დაემთხვა ერთმანეთს... ვერ შევახვედრე.
მთავარი პრობლემა, როგორც თემის ავტორი აღნიშნავს დიდი სიმძალვრე და მოკლე იმპულსებია.
კერძოდ როცა გამტარში მცირე დროით დიდი დენი გადის, მასზე უზარმაზარი ძაბვა ჯდება ინდუქციის კანონის ძალით.
ეს ისეთი პარაზიტული ძაბვაა, რომ იქ დაჯდება სადაც არ მოელოდები.
მაგალითად ავიღოთ 10 სმ სიგრძის უბრალო სპილენძის 1 მმ მავთული (რომელიც ვთქვათ სქემის ერთ წერტილს აერთებს მეორესთან)
მისი ინდუქციურობა მიახლოებით 105 ნანოჰენრია. ერთი შეხედვით ძალიან მცირე.
ეხლა ავდგეთ და ამ მავთულში გავატაროთ 1 მიკროწამის ხანგრძლივობის 50 ამპერი და ვნახოთ რა პარაზიტული ძაბვა დაჯდება მის ბოლოებზე.
ერთი შეხედვით ხომ ზაბვა არ უნდა დაჯდეს, რადგან მისი ომური წინაღობა საკმაოდ დაბალია, მილიომებშია.
ომური ძაბვა Uo = I*R = 50*0.001= 0.05 ვოლტი (50 მილივოლტი)
ეხლა ვნახოთ სინამდვილეში რა ძაბვა დაჯდება იმპულსის გატარებისას:
U = I*R + L*dI/dt = 0.05 + 105*10^-9 * 50/10^-6= 5.3 ვოლტი.
სად 50 მილივოლტი და სად 5.3 ვოლტი.
ხოდა რაც მოკლეა იმპულსი და რაც მეტია დენი და გრძელია მავთული (დიდია ინდუქციურობა) მით მეტი ძაბვა დაჯდება მის ბოლოებზე.
მეორე პრობლემა არის ფაზებში კარგად შეთანხმება იმპულსების. ოსცილოგრაფი და დაკვირვებული თვალი გინდა.
დანარჩენი სახალისოა, მე თუ მკითხავ