lukaxucishviliჩემს მეუღლეს აქვს 47 ანუ ამერიკულ 13 ზომას იწერს ხოლმე...
მეორადებში, მე სადაც ვნახე, მეტრო ახმეტელის მიწისქვეშაში არის დიდი ფეხსაცმელების მეორადები...
შეხვალ, დაიძახებ 47 ზომა ვის რა გაქვთო და თვითონ მოგხედავენ მერე
დიდუბის ტერიტორიაზეც, გორგიას მოპირდაპირე მხარეს, საკონდიტრო დიდებულის გვერდით არის შესასვლელი,
მიხვდები, გამოტენილია დასაწყისიდანვე, როგორც მეორადებს შეეფერება
ან იკითხე...
ძირებს დახედე და შიგნითაც ჩახედე და მიხვდები თუ უხმარია,
ხელი ჩაყავი ბოლომდე და მოსინჯე, რამე არ იყოს ამოჩრილი, რაც ფეხს გატკენს...
მეტრო წერეთელს რომ გასცდები, ოღონდ მოპირდაპირე მხარეს არის კიდევ მეორადების პატარ-პატარა მაღაზიები მიყოლებით,
გარეთ აქვთ გამოფენილი ფარდები, სამგზავრო ჩნთები და ათასი რამე-რუმე...
მაგგრამ მე მანდ არ ვარ ნამყოფი, ზუსტად არ ვიცი მანდ რა ხდება...
თუ გამოწერა გადაწყვიტე, მანდ მაინც მიდი და გაისინჯე და ზომა ნახე, რომ იცოდე ზუსტად რა ზომა გამოიწერო...
რა ვქნა, სხვა რით დაგეხმარო?...