Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > საპატრულო პოლიციის რებრენდინგი


Posted by: ბექექს 11 Oct 2013, 18:30
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს 11 ოქტომბერს ახალი საპატრულო მანქანები გადაეცა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ეწეოდე ქვეყნის სამსახურს იმ რეგიონში, რომელიც აფხაზეთს ესაზღვრება. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ენგურის ხიდი გახდება არა აფხაზეთთან წყალგამყოფი, არამედ საერთო მომავლის გამაერთიანებელი და ამისთვის აუცილებელია შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თითოეულმა თანამშრომელმა გაიაზროს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სტრატეგიულ რეგიონში მშვიდობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტოპარკი მთლიანად განახლდა და „შკოდას“ მარკის 20 ახალი ავტომობილით შეივსო. ასევე, გაფართოვდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი. საპატრულო ეკიპაჟებმა ახლა უკვე ანაკლიის მიმართულებითაც დაიწყეს პატრულირება.

რეგიონში პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.
საპატრულო პოლიციის რებრენდინგი თბილისში, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში უკვე განხორციელდა.

user posted image

user posted image

user posted image


ვიდეო : https://www.facebook.com/photo.php?v=534122316678849

Posted by: TobinFrost 11 Oct 2013, 18:33
up.gif up.gif

სულ უფრო მევასება ირაკლი

გაწონასწორებული კაცია

ბექექს
ბიჯო არ გინდათ ქალი პატრულების სილამაზის კონკურსი ჩაატაროთ?

Posted by: HildeMoller 11 Oct 2013, 18:38
QUOTE
ბიჯო არ გინდათ ქალი პატრულების სილამაზის კონკურსი ჩაატაროთ?





lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


QUOTE
სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.
საპატრულო პოლიციის რებრენდინგი თბილისში, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში უკვე განხორციელდა.


აუ სამხრე ვიდეო კამერას ვიქონიებდი მეც სიამოვნებით user.gif


პ.ს კარგია რომ ალკოტესტებს ცვლიან (რაღაც პრობლემები ჰქონდა ზოგს ამაზე)

Posted by: mashinesiyos 11 Oct 2013, 18:44
ძალიან მაგარიააა! რებრენდინგი მაგას ქვია ზუსტად და არა იმას ზოგიერთებს რომ წარმოუდგენიათ wink.gif
მიდი, ირაკლი, ბოლომდე მიაწექი, რომ რეფორმა ბოლომდე მივიდეს!

Posted by: nodari_nx 11 Oct 2013, 18:44
დაცვის პოლიციის რებრენდინგი როდის დაიწყებაააააააააააა?!

Posted by: mashinesiyos 11 Oct 2013, 18:50
ახლა რაზე უნდა იკაკანონ, ძალიან მაინტერესებს biggrin.gif
დანაშაულთან ბრძოლა მეც მინდა ესეთი გზით და რა ვქნა, გადავბარგდე ამათთან? biggrin.gif


Posted by: Gio100 11 Oct 2013, 19:01
ქალები მოსაშორებელია პატრულიდან...

Posted by: chemisaqartvelo 11 Oct 2013, 19:07
ბექექს
QUOTE
სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.


ვეჟო, აი აქ რაც წერია, ამითი აღჭურვილი პოლიციელის სურათი რომ დაგედო არ ჯობდა, ვიდრე იმას ბატონი მინისტრი როგორ პოზირებს მანდილოსნების ფონზე?


ისე ენჯეობს გვაქვს ასეთი ზაიობი, რომ ველზე გასულებმა ბავშვებთან ერთად უნდა გადავიღოთ სურათი და იმითი ვიმარიაჟოთ და პოლიტიკოსების ზაიობი კიდევ ასაკიანი ქალებია smile.gif

Posted by: pelevin 11 Oct 2013, 19:10
კრიმინალისტების ფორმა
user posted image
სპეცაგენტების
user posted image

Posted by: kalebind 11 Oct 2013, 19:33
ბექა, იქნებ ამ ქვემოთ მოცემულ კითხვებზეც შეძლო სრული და მკაფიო, არაორაზროვანი პასუხების გაცემა...

Posted by: narikuda 11 Oct 2013, 19:38
QUOTE (ბექექს @ 11 Oct 2013, 18:30 )
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს 11 ოქტომბერს ახალი საპატრულო მანქანები გადაეცა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ეწეოდე ქვეყნის სამსახურს იმ რეგიონში, რომელიც აფხაზეთს ესაზღვრება. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ენგურის ხიდი გახდება არა აფხაზეთთან წყალგამყოფი, არამედ საერთო მომავლის გამაერთიანებელი და ამისთვის აუცილებელია შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თითოეულმა თანამშრომელმა გაიაზროს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სტრატეგიულ რეგიონში მშვიდობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტოპარკი მთლიანად განახლდა და „შკოდას“ მარკის 20 ახალი ავტომობილით შეივსო. ასევე, გაფართოვდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი. საპატრულო ეკიპაჟებმა ახლა უკვე ანაკლიის მიმართულებითაც დაიწყეს პატრულირება.

რეგიონში პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.
საპატრულო პოლიციის რებრენდინგი თბილისში, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში უკვე განხორციელდა.

user posted image

user posted image

user posted image


ვიდეო : https://www.facebook.com/photo.php?v=534122316678849

რატომაც არ გადასცემდა რა, თავად იყიდეს მაგ პატრულებმა ეგ მანქანები ჯარიმებით.

Posted by: vasilii 11 Oct 2013, 19:44
ბექექს
კარგი ინფოა....
განსაკუთრებით იმის ფონზე რა ნეგატივიც ზოგადად ოცნებისგან მოდის.

Posted by: Pat-riot 11 Oct 2013, 20:59
ეს ყველაფერი კარგი, მარა... ღიპის არქონა არ არის მისაღებ კრიტერიუმებში? მეჩვენება თუ 90% ღიპუცებია?

ან ავარჯიშეთ მაინც... ეს ასხლეტილი გოგოები რომ დაგიყენებიათ და ბიჭებს კიდევ თამადა ფაშვები აქვს, თლა ლამაზი ვერაა...

კაია, რაც კარგს გააკეთებთ...

Posted by: maxvili 11 Oct 2013, 21:27
სამეგრელო-ზემო სვანეთის პატრული განსაკუთრებულად წარმოსაჩენი უნდა იყოს.

Posted by: d_tsabo 11 Oct 2013, 21:30
ეგ ვიდეო კამერები რო ჩართონ მთლად უკეტესი

Posted by: zuziko 11 Oct 2013, 21:31
რებრენდინგი

givi.gif

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Marita:) 11 Oct 2013, 21:33
QUOTE
რებრენდინგი

QUOTE
სამეგრელოში

biggrin.gif

და მაინც ...... ვალერი თელია რასაყვარელია love.gif

Posted by: BeBe_MU 11 Oct 2013, 22:11
QUOTE
ენგურის ხიდი გახდება არა აფხაზეთთან წყალგამყოფი, არამედ საერთო მომავლის გამაერთიანებელი და ამისთვის აუცილებელია შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თითოეულმა თანამშრომელმა გაიაზროს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სტრატეგიულ რეგიონში მშვიდობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

up.gif up.gif



QUOTE
ქალები მოსაშორებელია პატრულიდან...


გული გატკინეს თუ რატომ?

Posted by: Human Rights 11 Oct 2013, 22:27
რემბრენდინგი კი არა კადრები იბერება ზედმეტად, რაც შესაბამისად ხარჯია! ეფექტურობა კი ჯერ-ჯერობით არ ჩანს!

Posted by: CDMA 11 Oct 2013, 22:30
ლოლ

სიტყვის მნიშვნელობაც რო არ იციან biggrin.gif

http://en.wikipedia.org/wiki/Rebranding

Rebranding is a marketing strategy in which a new name, term, symbol, design, or combination thereof is created for an established brand with the intention of developing a new, differentiated identity in the minds of consumers, investors, and competitors

ანუ, რებრენდინგი იქნებოდა სიტყვაზე სახელი რო შეგეცვალათ, მაგალითად "საპატრულო პოლიციის" მაგივრად "ღარიბას გოშიები" დაგერქმიათ, ან რამე ეგეთი.

Posted by: druncha 11 Oct 2013, 22:34
პატრულში ქალებს რა უჭირთ, სასიამოვნოცაა, მაგრამ ქუსლებზე რომ შეგიყენებიათ, ვინმეს დაჭერა რომ გახდეს საჭირო, ქუსლებიანებით გაეკიდებიან? biggrin.gif

Posted by: nick_el_son 11 Oct 2013, 22:36
QUOTE (CDMA @ 11 Oct 2013, 22:30 )
ანუ, რებრენდინგი იქნებოდა სიტყვაზე სახელი რო შეგეცვალათ, მაგალითად "საპატრულო პოლიციის" მაგივრად "ღარიბას გოშიები" დაგერქმიათ, ან რამე ეგეთი.

gigi.gif gigi.gif


Posted by: kakala 11 Oct 2013, 22:50
რებრენდინგი კი არა... ორტაჭალაში სამინისტროს წინ ტრასის მეორე რიგში დგანან უკვე თქვენი მანქანები. ტოჟე მნე რებრენდინგ biggrin.gif

Posted by: narikuda 11 Oct 2013, 22:51
druncha
QUOTE
პატრულში ქალებს რა უჭირთ, სასიამოვნოცაა, მაგრამ ქუსლებზე რომ შეგიყენებიათ, ვინმეს დაჭერა რომ გახდეს საჭირო, ქუსლებიანებით გაეკიდებიან?


ქუსლებით თორე უქუსლოდ ხო დაიჭერენ რა
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: n-i-c-k 11 Oct 2013, 23:07
QUOTE
ბიჯო არ გინდათ ქალი პატრულების სილამაზის კონკურსი ჩაატაროთ?


ისე მამაკაცმა პოლიციელებმა ძალიან დაიდეს ღიპები ..... ცოტა არბენინეთ რა მეტი biggrin.gif


პირველი სურათი რა სიმახინჯეა biggrin.gif ფოტოგრაფს აპარატის დაჭერა მაინც ასწავლეთ biggrin.gif

და კიდევ ერთი კითხვა ბექექს... ოქტავიიდან Fabia ზე რომ გადასვათ , პატრულირებას ვერ განახორციელებენ ???

თან ფულიც დაიზოგება ....

Posted by: tom 11 Oct 2013, 23:16
მანქანების გამოცვლა რებრენდინგი რომ გონია ხალხს facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: MuSe- 11 Oct 2013, 23:17
Pat-riot
QUOTE
ღიპის არქონა არ არის მისაღებ კრიტერიუმებში? მეჩვენება თუ 90% ღიპუცებია?

არ გეჩვენება, მასეა biggrin.gif

n-i-c-k
QUOTE
ოქტავიიდან Fabia ზე რომ გადასვათ , პატრულირებას ვერ განახორციელებენ ???

თან ფულიც დაიზოგება ....

იაფია შედარებით?

Posted by: ხორხე 11 Oct 2013, 23:20
და თუნდაც რებრენდინგად ჩაითვალოს მანქანების გამოცვლა, იქნებ ვინმემ შსს-დან დაგვისაბუთოს რა საჭირო იყო ეს "რებრენდინგი" ?

2 წლის გამოშვებული შკოდებით ვერ ივლიდნენ პატრულები?

თუ ახალციმციმიანი ათასი მანქანა ისე ვერ გვანიშნებდა რომ შსს-დანაა facepalm.gif

ღარიბაშვილს არაფერს ვერჩი, ერია 2 წლიან შკოდაზე 1000 წლით ჩამორჩენილი სამწუხაროდ

Posted by: geosubtitles 11 Oct 2013, 23:21
user posted image

Posted by: aivenho 11 Oct 2013, 23:22
QUOTE
საპატრულო პოლიციის რებრენდინგი

რებრენდინგი არა კვატა

Posted by: EDENA 11 Oct 2013, 23:23
პოლისვუმენის მიერ დადებულ ბორკილს სხვა ხიბლი ექნება (იმჰო) biggrin.gif


თან მეგრელი პოლისვუმენის <3

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)