Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > სამოქალაქო რეესტრი


Posted by: I am the one 21 Feb 2010, 11:45
გამარჯობათ, ფორუმზე ბევრ თემასთან დაკავშირებით გამჩენია შეკითხვა და ნებისმიერ თემაზე მიმიღია ამომწურავი პასუხი, როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელი მეც დაგეხმარებით და კონსულტაციას გაგიწევთ სამოქალაქო რეესტრთან დაკავშირებულ საკითხებზე. ისეთ კითხვებზე როგორიცაა, პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ბინადრობა, დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობების აღება, დაბადების, დაბადების რეგისტრაციის, გარდაცვალების და გარდაცვალეიბს რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა და ასე შემდეგ.

Posted by: Alfred Shnobel 21 Feb 2010, 11:59
I am the one
რა მაინტერესებს, სტაჟირება რომ ჰქონდათ შარშან გამოცხადებული, იყო მაგაზე ტესტირება უკვეე? რამდენჯერმე დავურეკე და ჯერ რეგიოენებიდან ველოდებით საბუთების ჩამოსვლას და მერე დაგიკავშირდებითო და კი გავიდა კარგა ხანი... მერე სხვაგან დავიწყე და აღარ გავარკვიე რა მოხდა...

Posted by: I am the one 21 Feb 2010, 12:13
QUOTE (Alfred Shnobel @ 21 Feb 2010, 11:59 )
I am the one
რა მაინტერესებს, სტაჟირება რომ ჰქონდათ შარშან გამოცხადებული, იყო მაგაზე ტესტირება უკვეე? რამდენჯერმე დავურეკე და ჯერ რეგიოენებიდან ველოდებით საბუთების ჩამოსვლას და მერე დაგიკავშირდებითო და კი გავიდა კარგა ხანი... მერე სხვაგან დავიწყე და აღარ გავარკვიე რა მოხდა...

არ ვიცი ზუსტად შენ რომელ სტაჟირებას გულისხმობ მაგრამ მეც სტაჟირება გავიარე ზუსტად შარშან, მერე 6 თვე სტაჟიორი ვიყავი და 1 კვირააა რაც დავიწყე მუშაობა

Posted by: Alfred Shnobel 21 Feb 2010, 12:37
QUOTE (I am the one @ 21 Feb 2010, 12:13 )
QUOTE (Alfred Shnobel @ 21 Feb 2010, 11:59 )
I am the one
რა მაინტერესებს, სტაჟირება რომ ჰქონდათ შარშან გამოცხადებული, იყო მაგაზე ტესტირება უკვეე? რამდენჯერმე დავურეკე და ჯერ რეგიოენებიდან ველოდებით საბუთების ჩამოსვლას და მერე დაგიკავშირდებითო და კი გავიდა კარგა ხანი... მერე სხვაგან დავიწყე და აღარ გავარკვიე რა მოხდა...

არ ვიცი ზუსტად შენ რომელ სტაჟირებას გულისხმობ მაგრამ მეც სტაჟირება გავიარე ზუსტად შარშან, მერე 6 თვე სტაჟიორი ვიყავი და 1 კვირააა რაც დავიწყე მუშაობა

http://cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49&info_id=1112
აი ამაზე მაქვს საუბარი

Posted by: I am the one 21 Feb 2010, 12:48
Alfred Shnobel


ეგ არ ყოფილა მე თბილისის მასშტაბით რომ იყო ის გავიარე

Posted by: MEGA 21 Feb 2010, 12:50
ე.ი. რა მაინტერესებს რაა საჭირო იმისთვის რო ჩაწერილი სადაც ვარ იქედან ამოვეწერო და სხვაგან ჩავეწერო?რა ვადებია საჭირო და ძველი რეგისტრაციის-ჩაწერის ადგილას მისვლა საჭირო არის?

Posted by: I am the one 21 Feb 2010, 19:20
MEGA


ჩაწერა ერქვა ძველად ეხლა ქვია რეგისტრაცია, გაივლი რეგისტრაციას ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ანუ აიღებ ახალ პირადობის მოწმობას ახალი საცხოვრებლის მიხედვით ოღონდ უნდა იყოს მესაკუთრის თანოხმობა, მიმართე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იმ ტერიტორიულ სამსახურს სადაც გსურს რეგისტრაცია. რაც შეეხება ვადებს და პროცედურას პირადობის მისაღებად დაგჭირდება, 2 ფოტო სურათი + დისკზე სურათი, და ძველი პირადობა ხოლო განცხადება-ანკეტას ადგილზე შეავსებ და 10 სამუშაო დღეში აიღებ პირადობის მოწმობას უფასოდ. დაჩქარებას თავის ტარიფები აქვს.

Posted by: Owl 21 Feb 2010, 19:25
2007-2008-ში ვმუშაობდი )

ძველი ოფისი ასწორებდა დიდუბეში user.gif

ნეტა ვინ დარჩა და ვინ წამოვიდა ) ჩემს დროს ჰედ ოფისში 20 ადამიანამდე ვმუშაობდით ) ახლა დოხუია ხალხია

Posted by: I am the one 21 Feb 2010, 19:37
Owl


შენ ვინ გაინტერებს მითხარი და გეტყვი თუ ვინ დარჩა და ვინ არა ყველას არც ვიცნობ smile.gif

Posted by: MEGA 21 Feb 2010, 22:11
I am the one
პირადობის მოწმობის აღებას 3 ლარი უნდა მგონი ხო?ანუ მარტო 3 გელას გადახდა მომიწევს ახალ რეგისტრაციაში?და მესაკუთრე თუ მე ვარ ჩემს თავს როგორ მივცე თანხმობა?
და პასპორტიც უნდა შეიცვალოს?

Posted by: I am the one 21 Feb 2010, 22:18
MEGA


3 ლარი ღირს დაკარგვის შემთხვევაში ჯარიმააა 3 ლარი ისე უფასოა თუ გაქ ძველი, საჯარო რეესტრის ამონაწერით მისცემ შენ თავს თანხმობას. პასპორტი არ გულისხმობს რეგისტრაციის ადგილი შეცვლას

Posted by: MEGA 21 Feb 2010, 22:30
I am the one
ხო მაგრამ თუ არ ვცდები პასპორტშიც არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი

Posted by: kukutsa 23 Feb 2010, 22:08
გთხოვთ, დამეხმარეთ. მაინტერესებს როგორ იწერება განქორწინების აქტი, საბუთი როგორია. თუ სადმე შეიძლება ვნახო, თუნდაც უცხო ენაზე, გთხოვთ, მითხარით help.gif help.gif help.gif

Posted by: I am the one 25 Feb 2010, 22:55
kukutsa


რას ნიშნავს როგორ იწერება და ივსება ეხლა დეტალებში იმდენირ ამე იწერება ყველას აქ ნაგდად ვერ ჩამოვთვლი რაში გაინტერებს მითხარი აქ ვერ ნახავ ვერსად

Posted by: INA-INA 25 Feb 2010, 23:56
I am the one

რა მაგარი თემა გახსენი.
მე მინდა გვარში ბოლო ასოს შეცვლა მიწერია ცხოვრებოვი და მინდა იყოს ცხოვრებოვა, ასეა სწორი. ხოდა როგორ ხდება ეს პროცესი და სად? ჯერ მგონი დაბადების მოწმობაა შესაცვლელი არა?
მადლობა.

Posted by: Spieler 26 Feb 2010, 00:11
I am the one

წერეთელზე მუშაობ? spy.gif

Posted by: Dato_Tskh 26 Feb 2010, 02:15
მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა სახელისა და გვარის მიხედვით მისამართის დადგენა... ანუ რაიმე ცნობარის სახით თუ არსებობს ეს ინფორმაცია და არის თუ არა ყველასათვის ხელმისაწვდომი... სავარაუდოდ ალბათ არა მაგრამ იქნებ არსებობს რაიმე .... ძალიან გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ იქნებ დამეხმაროთ... ერთი ადამიანის მისამართის დადგენა მინდა( კარგი საქმისთვის მჭირდება) biggrin.gif

Posted by: paranoidis_dzma 26 Feb 2010, 07:15
პირადობის მოწმობები ისევ ისეთი არასტანდარტული ზომებისაა თუ გამოცვალეს ? spy.gif

__

ორმაგ მოქალაქეობაზეც გვითხარი(თ) ორი სიტყვა

___

რას შვება ლალი როდის მოდის ? biggrin.gif

Posted by: kukutsa 26 Feb 2010, 18:36
QUOTE

რას ნიშნავს როგორ იწერება და ივსება ეხლა დეტალებში იმდენირ ამე იწერება ყველას აქ ნაგდად ვერ ჩამოვთვლი რაში გაინტერებს მითხარი აქ ვერ ნახავ ვერსად

მადლობა რომ გამომეხმაურე. აღარ მინდა უკვე მაგრამ მაინც wink.gif

Posted by: I am the one 26 Feb 2010, 22:26
QUOTE (INA-INA @ 25 Feb 2010, 23:56 )
I am the one

რა მაგარი თემა გახსენი.
მე მინდა გვარში ბოლო ასოს შეცვლა მიწერია ცხოვრებოვი და მინდა იყოს ცხოვრებოვა, ასეა სწორი. ხოდა როგორ ხდება ეს პროცესი და სად? ჯერ მგონი დაბადების მოწმობაა შესაცვლელი არა?
მადლობა.

გვარის შეცვლის საფუძვლებია, პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი, დედის მამის, ქორწინების შემდეგ მეუღლის ან გაერთიანებული გვარი მასე ვერ შეიცვლი შენ დაბადების სააქტოში როგორც წერია ისე უნდა გეწეროს კანონით ყველგან. ისე 45 დღეშია შეცვლა და ღირს 50 ლარი smile.gif
* * *
QUOTE (Dato_Tskh @ 26 Feb 2010, 02:15 )
მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა სახელისა და გვარის მიხედვით მისამართის დადგენა... ანუ რაიმე ცნობარის სახით თუ არსებობს ეს ინფორმაცია და არის თუ არა ყველასათვის ხელმისაწვდომი... სავარაუდოდ ალბათ არა მაგრამ იქნებ არსებობს რაიმე .... ძალიან გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ იქნებ დამეხმაროთ... ერთი ადამიანის მისამართის დადგენა მინდა( კარგი საქმისთვის მჭირდება) biggrin.gif

შესაძლებელია მაგრამ ცნობას არავინ მოგცემს
* * *
QUOTE (paranoidis_dzma @ 26 Feb 2010, 07:15 )
პირადობის მოწმობები ისევ ისეთი არასტანდარტული ზომებისაა თუ გამოცვალეს ? spy.gif

__

ორმაგ მოქალაქეობაზეც გვითხარი(თ) ორი სიტყვა

___

რას შვება ლალი როდის მოდის ? biggrin.gif

ბარო გივი smile.gif

პირადობა ისეთივეა 2 წელში აპირებენ ახლებს, პასპორტები შემოდის 1 თვეში ახალი რომელიც იქნება ბიომეტრიული ჩიპიანი და იქნება შიგ თითის ანაბეჭდი, ეღირება 100 ლარი


რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობას შენ რა გაინტერებს მითხარი ზუსტად, მოკლედ საქართველოს მოქალაქეს კანონით არ აქვს უფლება მიიღოს 2 მაგი მოქალაქეობა, 2 მაგისთვის საჭიროა მხოლოდ გახივდე საქართველოს მოქალაქეობიდან მიიღო სხვა და მერე შემოიტანო 2 მაგზე, როგორც 99 % პრეზიდენტი მოგანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას და იქნები 2 მაგი მოქალაქე smile.gif

Posted by: Dato_Tskh 26 Feb 2010, 22:35
QUOTE
შესაძლებელია მაგრამ ცნობას არავინ მოგცემს

და როგორ უნდა გავიგო აბა?

Posted by: I am the one 26 Feb 2010, 23:10
QUOTE (Dato_Tskh @ 26 Feb 2010, 22:35 )
QUOTE
შესაძლებელია მაგრამ ცნობას არავინ მოგცემს

და როგორ უნდა გავიგო აბა?

არ ვიცი ზოგადად ინფორმაცია ანუ საინფორმაციო ბარათი გაიცემა იმ პირზე თვითონ ვისაც აინტერებს, ანუ თავის თავზე, ეგ არიას პერსონალური ინფორმაცია

Posted by: INA-INA 27 Feb 2010, 00:51
I am the one

მამა ცხოვრებოვ"ი"-ა და ქალზე წესით უნდა იყოს "ა" ბოლოში, ნუ მოკლედ რა smile.gif არავის არ აქვს ისე რომ ცხოვრებოვა ეწეროს გამოდის არ შემიცვლიან დაბოლოებას?

Posted by: ვიღაცაგადარეული 28 Feb 2010, 20:21
პასპორტისთვის რა საბუთებია საჭირო ბევრი რო არ მარბენინონ ბარემ მითხარით
yes.gif

Posted by: INA-INA 28 Feb 2010, 20:23
ვიღაცაგადარეული

ფოტოსურათი, 35 ლარიანი ქვითარი( რომელიც ბანკში შეძილია აიღო , ერთი ლარი დაემატება მომსახურების) და პირადობის მოწმობის ასლი.

Posted by: SAROKAWA 28 Feb 2010, 20:27
პასპორტი მაქვს

და კიდევ რო ავიღო ახალი ბიომეტრიული პასპორტი, მოსულა ეგეთი რამე?

ადრე ხო თქვეს რამდენი პასპორტიც ინდა იმდენი შეგიძლია გქონდესო

Posted by: ვიღაცაგადარეული 28 Feb 2010, 20:35
INA-INA
ანუ ჯერ ბანკში მივიდე ?

და რა ვადებშიი გაკეთდება ? chups.gif

Posted by: I am the one 28 Feb 2010, 20:55
QUOTE (SAROKAWA @ 28 Feb 2010, 20:27 )
პასპორტი მაქვს

და კიდევ რო ავიღო ახალი ბიომეტრიული პასპორტი, მოსულა ეგეთი რამე?

ადრე ხო თქვეს რამდენი პასპორტიც ინდა იმდენი შეგიძლია გქონდესო





კი შეგიძლია აიღო სხვა პასპორტიც პრობლემა არააა smile.gif


* * *
QUOTE (ვიღაცაგადარეული @ 28 Feb 2010, 20:35 )
INA-INA
ანუ ჯერ ბანკში მივიდე ?

და რა ვადებშიი გაკეთდება ? chups.gif

ბანკის 35 ლარიან ქვითარს, 2 სურათს დისკით და პირდაობას მიიტან სრს -ოს ნებისმიერ სამასახურში და ჩააბარებ და 10 სამუშაო დღეში აიღებ პასპორტს, შეგიძლია სურათი იქვე გადაიღო სამსახურებში დადგეს აპარატები 3 ლარი ღირს და დისკი აღარ უნდა.

Posted by: გიუშა 1 Mar 2010, 23:45
პირადობის აღება მინდა
ხოდა საზღვარგარეთის პასპორტი მაქვს და საჭიროა რეესტრში ჩემი მშობელიც მივიდეს?
ან ჩემ მაგივრად სხვა რო მივიდეს და მერე გამოტანისას ხელის მოსაწერად რო მივიდე მარტო არ გამოვა ეგრე?

Posted by: I am the one 2 Mar 2010, 00:17
QUOTE (გიუშა @ 1 Mar 2010, 23:45 )
პირადობის აღება მინდა
ხოდა საზღვარგარეთის პასპორტი მაქვს და საჭიროა რეესტრში ჩემი მშობელიც მივიდეს?
ან ჩემ მაგივრად სხვა რო მივიდეს და მერე გამოტანისას ხელის მოსაწერად რო მივიდე მარტო არ გამოვა ეგრე?

ვისაც უნდა იმან ჩააბაროს გამოტანისას მიხვალ, რამდენის ხარ და პირველად იღებ?

Posted by: SHANSKY 2 Mar 2010, 01:25
თუ იცით პატიმართან განქორწინების პროცედურები?

რა დრო დასჭირდება როდესაც თანახმანი არიან..

შეიძლება 2-3 დღეში გაკეთდეს?

და გადასახადი რამდენია განქორწინების მოწმობის.

Posted by: გიუშა 2 Mar 2010, 12:47
I am the one
17-ის ვარ
კი პირველად ვიღებ
აქამდე საზღვარგარეთის პასპორტს ვხმარობდი და ნოემბერში გაუვიდა ვადა
ეხლა ეროვნული გამოცდებისთვის მჭირდება

Posted by: PDavid 2 Mar 2010, 16:53
ხაი ოლ smile.gif

დავიტანჯე ამ ცხელ თუ ადუღებულ ხაზზე რეკვით, მგონი უკვე ბოლი ასდის . . .
ჰოოდა , ძალიან გამიხარდა ეს თემა რომ ვნახე , თქვენ გაიხარეთ.
ანუ რაშია საქმე :
პირადობას გასდის ვადა, რეგისტრირებული ვარ "არათბილის"ში და მაინტერესებს, თუ არის საშუალება ავიღო დედაქალაქში და არ წავწოწიალდე მასე შორს ?
თუ მაინცდამაინც იქ უნდა ავიღო, სადაც "ჩაწერილი" ვარ, იქნებ ისიც იცოდეთ, რეესტრი თუ მუშაობს ზოგიერთ არასამუშაო დღეებში, კონკრეტულად
აღდგომის შემდეგ ორშაბათს, ან წინა (წითელ პარასკევს) ?

წინასწარ დიიიიდი მადლობა.

Posted by: I am the one 2 Mar 2010, 20:48
თუ იცით პატიმართან განქორწინების პროცედურები?

რა დრო დასჭირდება როდესაც თანახმანი არიან..

შეიძლება 2-3 დღეში გაკეთდეს?

და გადასახადი რამდენია განქორწინების მოწმობის.









ერთ-ერთი მეუღლის წერილობითი განცხადება;

პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

ქორწინების მოწმობა;

კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე მეუღლის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ, ან თუ მეორე მეუღლე მსჯავრდებულია დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ 3 წლის ვადით;

მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 45 ლარი.

მოწმობა გაიცემა განცხადებისა და რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ. განცხადება განქორწინების რეგისტრაციის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთ-ერთი მეუღლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში.
* * *
QUOTE (PDavid @ 2 Mar 2010, 16:53 )
ხაი ოლ smile.gif

დავიტანჯე ამ ცხელ თუ ადუღებულ ხაზზე რეკვით, მგონი უკვე ბოლი ასდის . . .
ჰოოდა , ძალიან გამიხარდა ეს თემა რომ ვნახე , თქვენ გაიხარეთ.
ანუ რაშია საქმე :
პირადობას გასდის ვადა, რეგისტრირებული ვარ "არათბილის"ში და მაინტერესებს, თუ არის საშუალება ავიღო დედაქალაქში და არ წავწოწიალდე მასე შორს ?
თუ მაინცდამაინც იქ უნდა ავიღო, სადაც "ჩაწერილი" ვარ, იქნებ ისიც იცოდეთ, რეესტრი თუ მუშაობს ზოგიერთ არასამუშაო დღეებში, კონკრეტულად
აღდგომის შემდეგ ორშაბათს, ან წინა (წითელ პარასკევს) ?

წინასწარ დიიიიდი მადლობა.

პირადობა უნდა შეცვალო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ან თუ თბილისში გინდა უნდა მოქცეს ბინის მესაკუთრემ თანხმობა, ან თუ გეზარება აიღე უმისამართო დროებით და როცა წახვალ მერე აიღე რაიონში smile.gif





ისე ჩვენი საიტია.


http://cra.gov.ge/



ბევრი რამე წერია დაწვრილებით

Posted by: SHANSKY 3 Mar 2010, 11:19
მადლობა მაგრამ ამათ არასრულწლოვანი შვილიც ყავთ, როგორც გავიგე ამ შემთხვევაში სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მეშვეობით ვერ მოახდენენ განქორწინებას..ალბათ სასამართლოთი მოუწევთ

Posted by: bugalteri2 3 Mar 2010, 13:18
დარეგისტრირებული ვარ თბილისში ერთ-ერთ რაიონში, მაგრამ ვცხოვრობ სხვა მისამართზე, ბინა ჩემი საკუთრებაა. მინდა დავრეგისტრირდე ახალ მისამართზე, მაგრამ არჩევნებამდე პრობლემა შემექმნა. არადა მჭირდება ჩემს საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაცია და როგორ მოვიქცე sad.gif

Posted by: I am the one 3 Mar 2010, 13:33
QUOTE (bugalteri2 @ 3 Mar 2010, 13:18 )
დარეგისტრირებული ვარ თბილისში ერთ-ერთ რაიონში, მაგრამ ვცხოვრობ სხვა მისამართზე, ბინა ჩემი საკუთრებაა. მინდა დავრეგისტრირდე ახალ მისამართზე, მაგრამ არჩევნებამდე პრობლემა შემექმნა. არადა მჭირდება ჩემს საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაცია და როგორ მოვიქცე sad.gif

ბინის მესაკუთრე თუ ხარ მიდი იმ რაიონის სრს სამსახურში მიიტანე საჯარო რეესტრის ამონაწერი 2 სურათი და ძველი პირადობა და 10 სამუშაო დღეში აიღებ ახალს რა არის აქ საპრობლემო smile.gif

Posted by: bugalteri2 3 Mar 2010, 15:23
პრობლემა ისაა, რომ არჩევნებამდე მუდმივ პირადობის მოწმობას არ გავცემთოოოოო, ჯერ დროებითი მოწმობა გაიცემა, მერე მუდმივი და ა.შ. ამდენი სიარულის დრო ვისა აქვს sad.gif(((

Posted by: xelovnebatmcodne 3 Mar 2010, 16:54
bugalteri2
31მაისამდე დროებითს გავცემთ რეგიტრაციის ცვლილებისას, ხოლო 1ივნისიდან 31 აგვისტომდე კვლავ უნდა მიხვიდე იგივე სამსახურში და უკვე პირადობის მოწმობას აიღებ 10წლიანს, ნუ თუ 65 წლამდე ხარ,ამ ასაკის ზევითკიმუდმივ პირადობის მოწმობას

Posted by: I am the one 3 Mar 2010, 16:55
QUOTE (bugalteri2 @ 3 Mar 2010, 15:23 )
პრობლემა ისაა, რომ არჩევნებამდე მუდმივ პირადობის მოწმობას არ გავცემთოოოოო, ჯერ დროებითი მოწმობა გაიცემა, მერე მუდმივი და ა.შ. ამდენი სიარულის დრო ვისა აქვს sad.gif(((

უმისამართო აიღე მაშინ დროებით თბილისში აიღებ ოღონდ უმისამართოს

Posted by: beqa-beqa99 5 Mar 2010, 18:18
ადრე P.S. კურიერში ვუყურე როგორ შეიძლება შენი ტავის მონაცემების ნახვა ინტერნეტში სად ხარ ჩაწერილი მისამართი და ა.შ... და არ მახვოსს რა საიტი იყო. თქვენ ხომ ვერ დამეხმარებით სად შეიძლება ამეების გაგება?

Posted by: I am the one 5 Mar 2010, 21:23
QUOTE (beqa-beqa99 @ 5 Mar 2010, 18:18 )
ადრე P.S. კურიერში ვუყურე როგორ შეიძლება შენი ტავის მონაცემების ნახვა ინტერნეტში სად ხარ ჩაწერილი მისამართი და ა.შ... და არ მახვოსს რა საიტი იყო. თქვენ ხომ ვერ დამეხმარებით სად შეიძლება ამეების გაგება?

შეგიძლია აიღო სამისამართო ბარათი, ამისათვის უნდა მიმარტო შენი რაიონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს.

Posted by: beqa-beqa99 6 Mar 2010, 22:19
სამისამართო ბარათი რას ნიშნავს? მე ვიძახი აგერ ახლა ვთქვათ ვზივარ კომპიუტერთან და ჩემ თავზე სად ვნახო ინტერნეტში სად ვარ რეგისტრაციაში რამდენი წლის ვარ და ა.შ...
იყო ადრე ეს. ვნახე ჩემი საკუთარი თვალით. კურიერ-ში რაღაც ექსპერიმენტი ჩაატარეს აიღეს ლეპტოპი, გააჩერეს ქუჩაში შემთხვევითი გამვლელი და კითხეს სახელი და გვარი. მერე ამ გამვლელთან ერთად დასხდნენ სკამზე და ყველაფერი გაიგეს მის შესახებ ინტერნეტით. ისიც კი გაიგეს დენის საფასურს რამდენს იხდიდა თვეში.. ნუ ეს დენის საფასური არ მაინტერესებს მაგრამ ის თუ რამდენი წლის ვარ სად ვარ რეგისტრაციაში და ასეთი რაღაცა როგორ გავიგო არავინ იცით?

Posted by: SAROKAWA 7 Mar 2010, 00:12
I am the one
ძალიან კარგი
წავალ და ავიღებ მაშინ
ინგლისში მინდა წასვლა და ჩემი პასპორტი არ მინდა გავაფუჭო თUარ გამიშვეს biggrin.gif

Posted by: I am the one 7 Mar 2010, 11:36
QUOTE (SAROKAWA @ 7 Mar 2010, 00:12 )
I am the one
ძალიან კარგი
წავალ და ავიღებ მაშინ
ინგლისში მინდა წასვლა და ჩემი პასპორტი არ მინდა გავაფუჭო თUარ გამიშვეს biggrin.gif

რას აიღებ მკითხე რო რამე? smile.gif ვერ ვიპოვე კითხვა

Posted by: SAROKAWA 9 Mar 2010, 14:40
ახალ პასპორტზე გეკითხებოდი


ერთი უკვე მაქვს თქო


Posted by: bochita 9 Mar 2010, 17:40
I am the one
გაგახარა ღმერთმა ამ თემისთვის. თქვენს საიტზე თუ არის საუალება რომ შეხვიდე განცხადების ნომერი შეიყვანო და სტატუსი შეამოწმო? უფრო გასაგებად რომ აგიხსნა რას ვგულისხმობ. ჩჰემს მეუღლეს ჰქონდა შემოტანილი განაცხადი ორმაგ მოქალაქეობაზე და ეხლა მიიღო ესემესი რომ თქვენი საქმე ესა და ეს ნომერი დასრულდაო. რამენაირად გავიგებ ეხლა საიტიდან როგორ დასრულდა ან რა უნდა ვქნათ ეხლა?

Posted by: I am the one 9 Mar 2010, 21:10
QUOTE (bochita @ 9 Mar 2010, 17:40 )
I am the one
გაგახარა ღმერთმა ამ თემისთვის. თქვენს საიტზე თუ არის საუალება რომ შეხვიდე განცხადების ნომერი შეიყვანო და სტატუსი შეამოწმო? უფრო გასაგებად რომ აგიხსნა რას ვგულისხმობ. ჩჰემს მეუღლეს ჰქონდა შემოტანილი განაცხადი ორმაგ მოქალაქეობაზე და ეხლა მიიღო ესემესი რომ თქვენი საქმე ესა და ეს ნომერი დასრულდაო. რამენაირად გავიგებ ეხლა საიტიდან როგორ დასრულდა ან რა უნდა ვქნათ ეხლა?

მოქალაქეობაზე მასე არ ვიცი ხვალე გავიგებ და დაგიწერ smile.gif

Posted by: bochita 9 Mar 2010, 22:25
I am the one
ოკ, მადლობა

Posted by: I am the one 9 Mar 2010, 23:32
bochita


სავარაუდოდ სადაც შეიტანეთ იმ ტერიტორიულს უნდა მიაკითხოთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გადმოაგზავნიდა თვითონ მე ესე მგონაი მარა ხვალე დაგიზუსტებ

Posted by: bochita 10 Mar 2010, 15:55
საქმის ნომერი ხო არ მოგწერო პიემით?

Posted by: I am the one 10 Mar 2010, 21:05
bochita

დღეს ვიკითხე მიდი ტერიტორიულ სამსახურში სადაც იყავი და ან დადებითი პასუხი იქნება ან უარი

Posted by: bochita 10 Mar 2010, 22:35
I am the one
ვიყავით და წერილი უნდა მოგივიდეთო, ესემესი საკმარისი არ არისო.

Posted by: gviriluka 12 Mar 2010, 15:07
გამარჯობა.2009 დეკემბრის ბოლოს,გარდამეცვალა დედა.მას რაიონსჰი ჰკონდა ბინა და ნაკვეტი.როგორ უნდა გადავიპორმო და როდის.ვერანაირ საბუტს ვეგარ ვპოულობ.გმადლობტ.

Posted by: zaza_33a 12 Mar 2010, 15:28
გამარჯობატთ
ამას წინათ ვიყავი ჩემი რაიონის სამოქალაქო რეესტრში და იქ არ მომცეს სამისამართო ბარათი. სად უნდა მომცენ ვერადა ვერ გავარკვიე

Posted by: I am the one 13 Mar 2010, 00:33
QUOTE (zaza_33a @ 12 Mar 2010, 15:28 )
გამარჯობატთ
ამას წინათ ვიყავი ჩემი რაიონის სამოქალაქო რეესტრში და იქ არ მომცეს სამისამართო ბარათი. სად უნდა მომცენ ვერადა ვერ გავარკვიე




რატომ არ მოგცეს მიზეზი? უნდა მოეცათ ყველა ვარინატში და რატო არ გაძლევთ რა გითხრეს ან რომელი რაიონია ეგეთი biggrin.gif
* * *
QUOTE (gviriluka @ 12 Mar 2010, 15:07 )
გამარჯობა.2009 დეკემბრის ბოლოს,გარდამეცვალა დედა.მას რაიონსჰი ჰკონდა ბინა და ნაკვეტი.როგორ უნდა გადავიპორმო და როდის.ვერანაირ საბუტს ვეგარ ვპოულობ.გმადლობტ.

ეგ საჯარო რეესტრში უნდა გაარკვიო

Posted by: ENIGMA_ 13 Mar 2010, 11:58
I am the one
კარგია მომეწონა წავიკითხე ბოლომდე
მხოლოდ ერთი შეცდომა მოგივიდა, აქ გოგონამ გკითხა, ცხოვრებოვა ცხოვრებოვით უნდა შევცვალოო და სწორი პასუხი არ გაქვს გაცემული
ეგ არაა გვარის შეცვლა ეგ გვარის შესწორებაა
როგორც გოგონა ამბობს დაბოლოება არასწორად აქვს

Posted by: bochita 13 Mar 2010, 12:34
I am the one
მივიღეთ ფოსტით წერილი რეესტრიდან რომ მიიღო მოქალაქეობა ჩემმა ქმარმა. დღეს შაბათია და ორშაბათს მივა რეესტრში, მარა სანამდე ვერ ვითმენ , ხო არ იცი უკვე პირადობას მისცემენ?

Posted by: I am the one 14 Mar 2010, 12:33
ENIGMA_


შენც თანამშრომელი ხარ? ეტყობა შემეშალა გოგონაზე პასუხი მომეხმარე ხოლმე შენც smile.gif

bochita


კი

Posted by: I am the one 17 Mar 2010, 20:44



მეტი არავის არაფერი გაქვთ საკითხავი?


smile.gif

Posted by: bochita 18 Mar 2010, 16:18
I am the one
ვიყავით რეესტრში ისე გავწვალდით, ტრეინინგები სჭირდება აშკარად ბევრს. მივიტანეთ პრეზიდენტის ბრძანებულება, ბინადრობის მოწმობა და ცისფერი პასპორტი, მაინცდა მაინც რუსეთის პასპორტის ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი გვინდაო. სანამ უფროსმა არ უთხრა რომ არაა საჭირო ამ ლურჯი პასპორტის საფუძველზე შეგიძლია ჩაიბარო განცხადებაო, სანამდე არ იბარებდა არც ერთი ფანჯარა. რითი დაამტკიცებ რომ რუსეთის მოქალაქე ხარო,არადა ჩემხელა ასოებით წერია ბინადრობის მოწმობაში მოქალაქეობაში რუსეთი. მოკლედ დიდი წვალების და რკინის ქალამნების მერე ჩაიბარეს.

Posted by: I am the one 18 Mar 2010, 21:54
QUOTE (bochita @ 18 Mar 2010, 16:18 )
I am the one
ვიყავით რეესტრში ისე გავწვალდით, ტრეინინგები სჭირდება აშკარად ბევრს. მივიტანეთ პრეზიდენტის ბრძანებულება, ბინადრობის მოწმობა და ცისფერი პასპორტი, მაინცდა მაინც რუსეთის პასპორტის ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი გვინდაო. სანამ უფროსმა არ უთხრა რომ არაა საჭირო ამ ლურჯი პასპორტის საფუძველზე შეგიძლია ჩაიბარო განცხადებაო, სანამდე არ იბარებდა არც ერთი ფანჯარა. რითი დაამტკიცებ რომ რუსეთის მოქალაქე ხარო,არადა ჩემხელა ასოებით წერია ბინადრობის მოწმობაში მოქალაქეობაში რუსეთი. მოკლედ დიდი წვალების და რკინის ქალამნების მერე ჩაიბარეს.

რომელ სამსახურშI იყავით? შეილება იმიტო მოგთხოვეს გადათარგმნა რო ასოები რუსულიდან ქართულად ცუდად გადმოდის არ ვიცი მოქალაქეობაზე არ ვარ smile.gif

Posted by: bochita 18 Mar 2010, 22:56
I am the one
არა საერთოდ არ უნდა მოეთხოვათ ის პასპორტი. გარდა ამისა დროებითი პირადობის მოწმობა მოგვცეს პირადობის მოწმობის მაგივრად, ვადა აქვს აგვისტოს ბოლომდე. სახლში რომ მოვედით მერე შევამჩნიეთ რომ დროებითი აწერია. ეხლა ისევ უნდა მივიდეთ და შევაცვლევინოთ, მარა უკვე პასპორტზე გავაკეთეთ დღეს განაცხადი, იმედია ეს შეცდომა პასპორტშიც არ აისახება. რაიონს შეგნებულად არ ვწერ, რომ იმ ხალხს პრობლემები არ შევუქმნა, მათი ბრალი არაა, ტრეინინგები სჭირდებათ და ვისაც ეგ ავალია იმან უნდა იზრუნოს .

Posted by: RATI_DADIANI 19 Mar 2010, 14:57
სტაჟირებაზე დადოთ იქნებ ინფორმაცია

Posted by: ratom86 19 Mar 2010, 18:55
ინფორმაცია საიტზე დევს

http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=54&info_id=1205

Posted by: ENIGMA_ 19 Mar 2010, 23:12
bochita
ყველა თანამშრომელს ჩემო კარგო, გამოცდები აქვს ჩაბარებული, დეკემბერში ჩააბარეს, მინიმუმ შეკითხვების 70% გასცეს სწორი პასუხი, ესე, რომ ნუ ვიტყვით, რომ ტრენინგები ჭირდებათთქო, ალბათ რაღაც გაურკვევლობას ქონდა ადგილი, რაც იმას არ ნიშნავს, რომ რეესტრის თანამშრომელთა კომპეტენციაში ეჭვი შევიტანოთ

რაც შეეხება, დროებით პირადობის მოწმობას, ალბათ პერერეგისტრაცია გააკეთე და საცხოვრებელი ადგილი რაც გეწერა ბინადრობაში შეიცვალე, შესაბამისად პირადობის მოწმობაც დროებითი გექნება, ანუ 1 ივნისის შემდეგ, არჩევნების დასრულებისთანავე შეგიძლია მიხვიდე და აიღო პირადობის მოწმობა, ასაკიდან გამომდინარე 10 წლიანი

Posted by: bochita 20 Mar 2010, 11:44
ENIGMA_
ეგ ვიცი და დავწერე კიდეც რომ პერერეგისტრაცია არ გაკეთებულა, იგივე მისამართზეა ჩაწერილითქო. ერთი და იმავეს როცა რამოდენიმე ფანჯარაში გპასუხობენ და მერე გაარკვევენ უფროსთან რომ მართალი ვიყავი რა ჰქვია ამას? რომ არ ვყოფილიყავი დარწმუნებული ჩემს სიმართლეში ხო გამოვბრუნდებოდი უკან და დავიწყებდი ნოტარიუსთან სირბილს ტყუილად? მე ის არ მითქვამს რომ ყველას სჭირდებათქო,
* * *
აა თურმე არ მქონია ზევით დაწერილი რომ მისამართი არ შეგვიცვლია, ამაზე სორრიsmile.gif

Posted by: I am the one 22 Mar 2010, 20:29
ENIGMA_

შენადა რომელ სამსახურში ხარ ? ან რომელი ხარ?

Posted by: I am the one 25 Mar 2010, 23:32
ვინმეს თუ რამე პრობლემა გაქვთ აქ მომწერეთ რომ თემა ამოიწიოს და სხვასაც იგივე პრობლემა რომ ექნება მეორედ აღარ იკითხოს.


ახალი ამბავი ისააა რომ 1 მარტიდან სურათი პირადობისთვის, პასპორტისთვის და ასე შემდეგ უნდა გადაიღონ მოქალაქეეებმა აუცილებლად რეესტრის სამხურებში დაყენებულ აპარატებზე, 2 - სურათის ღირებულება 3 ლარი, დისკი აღარ ჭირდება, გაააფრთხილეთ ხალხი ტყუილა ნუ იღებენ გარეთ და ნუ იხარჯებიან !!!!

Posted by: 7903251 2 Apr 2010, 10:58
გამარჯობათ, კომპეტენტური ხალხის დახმარება მჭირდება....

დაკარგული მაქვს დაბადების მოწმობა. (1980 წელს დაბადებული)

არ ვარ საქართველოში და შეიძლება ახლობელმა რომ მოითხოვოს ჩემი დაბადების მოწმობა, რათა გამომიგზავნოს?

Posted by: mxiaruli gogona 2 Apr 2010, 21:15
7903251
კი შეგიძლია,მშობელს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს სამოქალაქო აქტების განყოფილებას ანუ მმაჩის განყოფილებას და 5დღეში აიღებს,ან ნებისმიერ მოქალაქეს თუ შენი მინდობილობა ექნება

Posted by: I am the one 2 Apr 2010, 23:37
mxiaruli gogona


თანამშრომელი ხარ?

Posted by: 7903251 4 Apr 2010, 19:20
mxiaruli gogona
I am the one

აუ იქნებ დამეხმაროთ, მაგ დაბადების მოწმობის აღება სჭირდება მფლობელს!

ესეიგი რაშია საქმე, ეგ პიროვნება არის ჩემი დეიდაშვილი და იმყოფება საზღვარგარეთ!, პენსიის ამბავში ჭირდება! help.gif help.gif help.gif help.gif help.gif help.gif

Posted by: I am the one 4 Apr 2010, 20:07
7903251

ან თავად უნდა აიღოს, ან მინდობილმა პირმა, ან მისმა მშობელმა !!!

Posted by: 7903251 4 Apr 2010, 20:25
user.gif user.gif user.gif user.gif user.gif

Posted by: I am the one 9 Apr 2010, 21:45
ახალი ამბები;


იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურში, დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგაზალიცია გახდა შესაძლებელი.


ანუ გამვმარტავ უცხოეთში გასაგზავნად ან უცხოეთიდან გამოსაგზავნ დოკუმენტებს ესაჭიროება აპოსტილი ან ლეგალიზაცია (მნიშვნელობით ერთი და იგივეა) ეს აქამდე შესაძლებელი იყო მხოლოდ ქ. თბილისში წერეთლის 67ა ში ანუ სამოქალაქო რეეტრის ცენტრალურ სამსახურში.

Posted by: ENIGMA_ 14 Apr 2010, 23:06
ტექსტი ჩაასწორე, ზოგი იფიქრებს, რომ უცხოეთიდან გამოსაგზავნი დოკუმენტების აპოსტილი და ლეგალიზაცია გახდა შესაძლებელი სამოქალაქო რეესტრშიო

Posted by: I am the one 15 Apr 2010, 00:11
ისეთი დაღლილი და გაუბედურებული მოვდივარ სამსახურიდან ამ არჩვნების გადამკიდე ამისთვის არც მცალია

Posted by: I am the one 16 Apr 2010, 21:07
საქართველოში დღეს პირველი ბიომეტრული პასპორტი გაიცა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პირველი ბიომეტრული პასპორტი მალხაზ სამსონაძეს გადასცა, რომელმაც დოკუმენტის აღებაზე პირველი განაცხადი გააკეთა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიომეტრილი პასპორტი არის ჩვეულებრივი დოკუმენტი, რომელსაც დამატებული აქვს ელექტრონულ მატარებელი, ხოლო მასზე დატანილია ინფორმაცია პიროვნების ელექტრონული ფოტოსურათისა და თითის ანაბეჭდების შესახებ. ბიომეტრიული პასპორტების ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერილი ინფორმაცია იქნება დაცული. აღნიშნული ინფორმაცია არ ჩაიწერება ისე, რომ ნებისმიერს შეეძლოს მისი ნახვა. მისი თქმით, ბიომეტრული პასპორტების სისტემაზე გადასვლა იმას ნიშნავს, რომ გამარტივებული სავიზო რეჟიმის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, ნებისმიერ მოქალაქეს გაუმარტივდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილება. ბიომეტრული პასპორტი არის ევროპული სტანდარტის დოკუმენტი. აღნიშნული პროექტი შვიდი მილიონი ევრო დაჯდა, სამოქალაქო რეესტრმა დაფინანსების სოლიდური ნაწილი ევროკავშირიდან მიიღო.

Posted by: koba81 17 Apr 2010, 19:02
გვარის შეცვლა მინდა.
რამოდენიმე წელია მაქვს ფსევდონიმი (იმ კუთხის/გეოგრაფიული მდებარეობის საიდანაც ვარ წარმოშობით).
შემიძლია ამ მოტივით გვარი შევიცვალო?

Posted by: Kate789 18 Apr 2010, 00:28
გავიგე პასპორტის ღირებულება 35 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა.
ხოდა როდიდან შემიძლია პასპორტის აღებაზე ვიზრუნო???
ძალიან დილეტანტი ვარ მსგავს საკითხებში და იქნებ მითხრათ სად რა მივიტანო???

დიდი მადლობა ყურადღებისთვის. smile.gif

Posted by: I am the one 18 Apr 2010, 01:08
QUOTE (koba81 @ 17 Apr 2010, 19:02 )
გვარის შეცვლა მინდა.
რამოდენიმე წელია მაქვს ფსევდონიმი (იმ კუთხის/გეოგრაფიული მდებარეობის საიდანაც ვარ წარმოშობით).
შემიძლია ამ მოტივით გვარი შევიცვალო?

გვარის შეცვლის საფუძვლებია.

1. ერთ ერთი მშობლის გვარი
2. მშობლების შეერთებული გვარი
3. მეუღლის გვარი
4. მეუღლეთა შეერთებული გვარი
5. პირდაპირი აღმავალი შტოს გვარი
6. ქორწინებამდელი გვარი
7. მეურვის აღმზრდელი, მშვილებლის, გვარი

ანუ კახელი თუ ხარ და გვარი გინდა გოქნდეს კახელი ეგეთი რამე არ შეიძლება smile.gif
* * *
QUOTE (Kate789 @ 18 Apr 2010, 00:28 )
გავიგე პასპორტის ღირებულება 35 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა.
ხოდა როდიდან შემიძლია პასპორტის აღებაზე ვიზრუნო???
ძალიან დილეტანტი ვარ მსგავს საკითხებში და იქნებ მითხრათ სად რა მივიტანო???

დიდი მადლობა ყურადღებისთვის. smile.gif

კი 100 ლარი ღირს დამატებული აქვს ჩიპი და თითის ანაბეჭდები ვიზუალურად იგივეა, სავარადუდ ცოტახანში ძველი პასპორტით საზღვარზე გადასვლა გაჭირდება, ამიტომ ახალი ჯობია აიღოს ყველამ.


16 წლამდე დარჩა ძველი პასპორტი და ღირებულება 17.50 თეთრი

16-18 მდე 50 ლარიანი ბიომეტირული ახალი პასპორტი

18 იდან ზევით 100 ლარი ბიომეტრიული


Posted by: Kate789 18 Apr 2010, 02:24
I am the one
QUOTE
18 იდან ზევით 100 ლარი ბიომეტრიული

აჰა, დიდი მადლობა.
და რა საბუთებია საჭირო???
რამდენ ხანში მზადდება???

Posted by: Landish 19 Apr 2010, 01:08
1 თვის წინ ავიღე ჩვეულებრივი.. არაბიომეტრიული.. რომელსაც ვადა მგონი 10 წელი აქვს და ეხა მაგ ჩიპიანზე გადასვლას მომთხოვენ? :|

Posted by: Kate789 19 Apr 2010, 01:17
რა საბუთებია საჭირო და სად უნდა მივიტანო, იქნებ მითხრათ რა...

Posted by: ჰერმიონ 19 Apr 2010, 11:47
Kate789

განცხადება-ანკეტა (მიიღებთ ტერიტორიულ სამსახურებში)
პირადობის მოწმობა (დედანი);
ერთი ფერადი ბიო-სურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში);
პასპორტზე მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი - 100 ლარი (იხილეთ შეღავათები).


bis.gif


Posted by: lola_keta 20 Apr 2010, 16:20
I am the one
ეხლა რო მომინდეს პასპორტის აღება ძველ 35 ლარიან პასპორტს ვეღარ ავიღებ??? sad.gif sad.gif რაღაც არ მხიბლავს ეს ბიომეტრული დაჩიპული პასპორიტი, არადა უეჭველი მჭირდება sad.gif sad.gif

Posted by: I am the one 20 Apr 2010, 21:28
lola_keta


ავერ აიღებ და არაფერი ჩიპიანი არააა, თითის ნაბეჭდებია ზედ და ძალიან ლამაზი პასპორტიცააა

Landish


ჯერ ჯერობით მოქმედებაშია ძველი პასპორტიც თუ რომელიმე ქვეყანამ არ უარყო


Posted by: <GladiatoR> 21 Apr 2010, 00:46
I am the one
შენ ტერიტორიულში მუშაობ თუ ცენტრალურში?

Posted by: xatatula 21 Apr 2010, 23:56
I am the one
რააა? ანუ 35 ლარიანს ვეღარ ავიღეებ? 100 ლარი რა უბედურებააsad.gif
არ მინდა მე ბიომეტრიულია თუ რაღაც ძველი მინდა ვახ!

Posted by: B_U_B_A 22 Apr 2010, 00:08
მე მაგალითად ძველი მოქმედი პასპორტი მაქვს და საზღვარზე რამე პრობლემას ხო არ შემიქმნიან?

Posted by: Kate789 22 Apr 2010, 00:22
ჰერმიონ
QUOTE
განცხადება-ანკეტა (მიიღებთ ტერიტორიულ სამსახურებში)
პირადობის მოწმობა (დედანი);
ერთი ფერადი ბიო-სურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში);
პასპორტზე მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი - 100 ლარი (იხილეთ შეღავათები).


აუ მე რომ მივიტანო ჩემი ბიომეტრიული, არ შეიძლება???
იქ საშინელ სურათს გადამიღებენ.
სამოქალაქო რეესტრი სად არის ტერიტორიულად???

Posted by: B_U_B_A 22 Apr 2010, 00:25
Kate789
QUOTE
სამოქალაქო რეესტრი სად არის ტერიტორიულად???

ცენტრალური ოფისი წერეთელზეა მარა ისე ყველა უბანს თავისი ტერიტორიული სამსახური აქვს


http://cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=23

Posted by: Kate789 22 Apr 2010, 02:00
B_U_B_A
უი დიდი მადლობა smile.gif
ტელ: 3712265 ეს რანაირი ნომერი??? spy.gif

Posted by: ENIGMA_ 22 Apr 2010, 21:11
Kate789
პასპორტის ასაღებად, ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში შეგიძლია მიხვიდე, საცხოვრებელ ადგილს არ აქვს მნიშვნელობა
* * *
Kate789
QUOTE
აუ მე რომ მივიტანო ჩემი ბიომეტრიული, არ შეიძლება???

არა
QUOTE
იქ საშინელ სურათს გადამიღებენ.

ჭორებს ნუ ავრცელებთ

Posted by: I am the one 22 Apr 2010, 21:40
ჯერ ჯერობით გაურკვევლობაა ზოგმა ქვეყანამ უარი თქვა ძველ პასპორტზე და ეს რეესტრის პრობლემა არაა უმჯობეისა აიღოთ ახალი ბიომეტრიული

Posted by: teo_charkviani 26 Apr 2010, 12:10
QUOTE
ბიომეტრული პასპორტი

QUOTE
აქვს ელექტრონულ მატარებელი, ხოლო მასზე დატანილია ინფორმაცია პიროვნების ელექტრონული ფოტოსურათისა და თითის ანაბეჭდების შესახებ


+ ხელმოწერის ნიმუში


პ.ს. რა ხდება სტაჟირებაზე ვინმემ იცით? : )

Posted by: 7903251 26 Apr 2010, 15:23
ამ ქვეყანას პატრონი არა ყავს?

პენსიონერმა როგორ უნდა აიღოს 104 ლარიანი პასპორტი საინტერესოა როცა საშუალოდ მაქსიმუმ 90 ლარს იღებს პენსიას!
(100 ლარი რესსტრს, 1 ლარი ბანკს, 3 ლარი სურათს)

დამანახეთ ქვეყანა სადაც 100 ლარი ღირს თუნდაც ეს ახალი პასპორტები!!!
და კიდევ თუ არა ვცდები სიღარიბის ზღვარი განისაზღვრა 122 ლარით, და როგორ უნდა აიღოს ადამიანმა 104 ლარიანი პასპორტი?
ფუფ ვეღარ ძღებიან

Posted by: ვიღაცაგადარეული 27 Apr 2010, 17:40
ედიტედ puke.gif


ამ ყველაფერს ერთი პლიუსი აქვს yes.gif

რაც ეს სიტოაცია ვნახე და შევიგრძენი მთელი თავისი სიმახინჯით

იმის მერე უფრო გამიმძაფრდა ამ ქვეყნიდან გაჯმის სურვილი !!!

Posted by: Kate789 28 Apr 2010, 01:25
ENIGMA_
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. smile.gif

Posted by: xatatula 28 Apr 2010, 01:28
I am the one

ანუ შემიძლია ჯერ ძველიც ავიღოო?არ მინდა ეს 100 ლარიანი რა უბედურებაა, სად მაქვს მაგის ფული sad.gif

Posted by: teo_charkviani 28 Apr 2010, 21:30
xatatula

QUOTE
ანუ შემიძლია ჯერ ძველიც ავიღოო?

yes.gif

Posted by: xatatula 28 Apr 2010, 21:52
teo_charkviani
უჰჰ, შენ გაიხარე 2kiss.gif

Posted by: lola_keta 29 Apr 2010, 10:25
xatatula
ძველ პასპორტებს აღარ გასცემენ, საპასპორტოში ვიყავი და იქ მითხრეს რომ მარტო ეს ახალი პასპორტები გაიცემაო mad.gif mad.gif

Posted by: I am the one 30 Apr 2010, 00:17
ხალხო გასცემენ თუ არა ნელ ნელა კრძალავენ ქვეყნები ძველი პასპორტებით შეშვებას თავისი ქვეყნიას ტერიტორიაზე, და იძულებული ვართ ყველამ ავიღოთ და ჯერ ერთი ვინც საზღვარგარეთ მიდის იმას 100 ლარიც არ დაენანება პასპორტში

Posted by: ENIGMA_ 30 Apr 2010, 21:19
7903251
QUOTE
მ ქვეყანას პატრონი არა ყავს?

პენსიონერმა როგორ უნდა აიღოს 104 ლარიანი პასპორტი საინტერესოა როცა საშუალოდ მაქსიმუმ 90 ლარს იღებს პენსიას! (100 ლარი რესსტრს, 1 ლარი ბანკს, 3 ლარი სურათს)

დამანახეთ ქვეყანა სადაც 100 ლარი ღირს თუნდაც ეს ახალი პასპორტები!!! და კიდევ თუ არა ვცდები სიღარიბის ზღვარი განისაზღვრა 122 ლარით, და როგორ უნდა აიღოს ადამიანმა 104 ლარიანი პასპორტი? ფუფ ვეღარ ძღებიან 

ერთი გამაგებინე პენსიონერს პასპორტი რათ უნდა?
გაგიგია სადმე საკუთარ ქვეყანაში ვინმეს პასპორტის აღებას თხოვენო?
აიღებს პირადობას ძალიან მარტივად უფასოდ 10 სამუშაო დღეში


ისეთი რამე მაინც თქვით და დაწერეთ, ცოტა ლოღიკასთან ახლოს, რომ იყო

Posted by: camomle 30 Apr 2010, 22:39
ENIGMA_

იქნებ მეზობელ და მეგობარ სომხეთში უნდა დაკრძალვაზე წასვლა.?



(სხვა საქმისთვის პენსიონერი არ გემეტება ხომც?)
ჰო ნუ რად უნდა პასპორტი პენსიონერს.ის ხომ ცალი ფეხით სამარეშია.

Posted by: ENIGMA_ 1 May 2010, 13:57
[

camomle
QUOTE
ქნებ მეზობელ და მეგობარ სომხეთში უნდა დაკრძალვაზე წასვლა.?

სხვა არგუმენტი ვერ მოიგონე?[
QUOTE
(სხვა საქმისთვის პენსიონერი არ გემეტება ხომც?) ჰო ნუ რად უნდა პასპორტი პენსიონერს.ის ხომ ცალი ფეხით სამარეშია.

ეკლესიებს გვინფრევენ ხალხოოოოოო, ენას გვართმევენ, პენსიონერებს პასპორტებს არ აძლევენ
კაროჩE რააააააა
გადაგრევს ეს ხალხი

Posted by: 7903251 1 May 2010, 15:52
ENIGMA_


პენსიონერი ადამიანი არაა? ვისთვის არის საზღვარგარეთის პასპორტი შექმნილი? შეიძლელება ვინმემ თქვას რადგან პენსიონერი ვარ ესეიგი საზღვარგარეთ ვეღარ გავსულვარ?.....
მე შემიძლია ცოცხალი მაგალითი მოგიყვანოთ. ჩემი მეზობელი ეროვნებით სომეხი ქალბატონია რომელსაც შვილი ჰყავს სომხეთის რესპუბლიკაში, მთელი თვე ეს ადამიანი ზის 85 ლარზე, რომელიც უკიდურესათ გაჭირვებული ზის თავის სახლში გამოკეტელი.....

შეგიძლია ამიხსნა ამ ადამინმა როგორ უნდა აიღოს 54 ლარიანი პასპორტი (მე როგორც გავარკვიე პენსიონერს 50% ეკუთვნის საზღვარგარეთის პასპორტის ასაღებად) როდესაც შემოსავალი 85 ლარი აქვს + ავადმყოფილი შვილი )))))



ნუ ხართ სხვების მიმართ გულგრილები, თქვენც გელოდებათ პენსიონერობა და ჯოხით სიარული... ზოგს ჯოხით ტუალეტამდე სიარულიც მოსანატრებელი გაუხდება ..... ასე რომ თქვენ თუ პრობლემები არ გაწუხებთ მიყუჩდით ერთ ადგილას))))

Posted by: xatatula 1 May 2010, 16:54
I am the one
ხო არ დაენანება რას ლაპარაკობ sad.gif სომხეთში მივდივარ ერთი დღით, მგზავრობა სულ 40 ლარი მიჯდება და პასპორტში უნდა მივცე 100 ლარი,
ძალიან მაგარია არა?სულ არ მენანება რას ამბობ

Posted by: camomle 1 May 2010, 17:19
7903251




შემიყვარდები

Posted by: teo_charkviani 1 May 2010, 17:24
camomle
7903251
რა თანხაც ამ პროექტზე დაიხარჯა ხომ უნდა ამოიღონ ეხლა biggrin.gif

QUOTE
ერთი გამაგებინე პენსიონერს პასპორტი რათ უნდა?

drug.gif

Posted by: ENIGMA_ 2 May 2010, 16:37
ხალხო ნუ გადამრიეთ, საზღვარგარეთის პასპორტის აღება სავალდებულო არავისთვის არაა
და თუ ვინმეს უცხოეთში უნდა წასვლა, გინდა სომხეთი იყოს გინდაც თურქეთი, კეთილი უნდა ინებონ მისმა ახლობლებმა და როგორმე შეუგროვონ პასპორტოს ფული
7903251
QUOTE
ნუ ხართ სხვების მიმართ გულგრილები, თქვენც გელოდებათ პენსიონერობა და ჯოხით სიარული... ზოგს ჯოხით ტუალეტამდე სიარულიც მოსანატრებელი გაუხდება ..... ასე რომ თქვენ თუ პრობლემები არ გაწუხებთ მიყუჩდით ერთ ადგილას))))  

თუ ჩემი ძამიკო ხარ არ გვინდა რა სენტიმენტებით გაჟღენთილი პოსტებიxatatula როცა ჯოხით ტუალეტამდე მისვლა გამიჭირდება დამიჯერე საზღვარგარეთ წასვლაზე ნამდვილად აღარ ვიფიქრებ

xatatula
QUOTE
ხო არ დაენანება რას ლაპარაკობ sad.gif სომხეთში მივდივარ ერთი დღით, მგზავრობა სულ 40 ლარი მიჯდება და პასპორტში უნდა მივცე 100 ლარი, ძალიან მაგარია არა?სულ არ მენანება რას ამბობ

მაგ პასპორტით მერე ჩემო კარგო 10 წლის განმავლობაში ისარგებლებ და რტოგორმე ერთხელ უნდა გაიჭირვო 100 ლარის გადახდა
მარტო საკუთარ თავზე კიდე ნუ ფიქრობთ
ბიომეტრიულ პასპრტს აქვს სხვა შინაარსი
უამრავი ადამიანი, რომელიც კრიმინალით ირჩენს თავს უცხოეთში და არალეგალურად არიან, ეს ბიომეტრიული პასპორტი მოაგვარებს თანდათან ამ პრობლემებს
ბევრად გამარტივდება მათი კონტროლი
ესე, რომ ვაიმე 100 ლარი გახდა პასპორტი და დედა რაღა გვეშველებაო, არ გვინდა ეგეთები

Posted by: xatatula 2 May 2010, 18:06
ENIGMA_
გასაგებია ბატონო..... გვაპატიეთ აზრის გამოთქმისთვის user.gif

Posted by: lemona 2 May 2010, 19:54
ENIGMA_
QUOTE
როცა ჯოხით ტუალეტამდე მისვლა გამიჭირდება დამიჯერე საზღვარგარეთ წასვლაზე ნამდვილად აღარ ვიფიქრებ


biggrin.gif შენ ძამიკო 60 წლის ასაკში ჯოხით თუ აპირებ ფოფხიალს ტუალეტამდე ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ ზოგადად საპენსიო ასაკი ჯოხით სიარულს, ოთხზე ფოფხვას და სუდნოში შარდვას არ ნიშნავს (ჯანსაღი, ან უკიდურეს შემთხვევაში ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის).

მარტივია: პასპორტი მთელი თვის პენსიაზე ძვირი არ უნდა ღირდეს. საშუალო ხელფასი (თვიური) 200 ლარამდეა ქვეყანაში და 100 ლარი პასპორტი არ უნდა ღირდეს. თვალი დავხუჭოთ იმაზე რომ ქვეყნის 40% უმუშევარია,..


რაც შეეხება პასპორტს, დამიდგა კონკრეტული პრობლემა, უნდა გადავიდე მეზობელ ქვეყანაში(სომხეთში) სადაც წასასვლელად 18 ლარიანი ბილეთია საკმარისი და რატომ უნდა მომიწიოს 100 ლარის პასპორტში გადახდა, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მივდივარ, აშუშუში თუ მარსზე? ძალიან მარტივია, 100 ლარი, ზოგისთვის რომ არაფერს ნიშნავს სხვისთვის განმსაზღვრელი შეიძლება იყოს.



QUOTE
ესე, რომ ვაიმე 100 ლარი გახდა პასპორტი და დედა რაღა გვეშველებაო, არ გვინდა ეგეთები

არ გინდა ეს "ვაიმე 100 ლარი ნუ გენანებათ რაა. . ." დარწმუნებული ვარ მაგ პასპორტის თვითღირებულება 30%-ზე მეტი არაა მაგ 100 ლარისა. ყველაფერზე ფულის კეთება არ შეიძლება. ან რამ აღგაშფოთა ასე გაუგებარია smile.gif



Posted by: ENIGMA_ 2 May 2010, 20:12
lemona





QUOTE
რაც შეეხება პასპორტს, დამიდგა კონკრეტული პრობლემა, უნდა გადავიდე მეზობელ ქვეყანაში(სომხეთში) სადაც წასასვლელად 18 ლარიანი ბილეთია საკმარისი და რატომ უნდა მომიწიოს 100 ლარის პასპორტში გადახდა, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მივდივარ, აშუშუში თუ მარსზე? ძალიან მარტივია, 100 ლარი, ზოგისთვის რომ არაფერს ნიშნავს სხვისთვის განმსაზღვრელი შეიძლება იყოს.




QUOTE
მაგ პასპორტით მერე ჩემო კარგო 10 წლის განმავლობაში ისარგებლებ და რტოგორმე ერთხელ უნდა გაიჭირვო 100 ლარის გადახდა

მგონი არ უნდა იყოს გაუგებარი

Posted by: 7903251 2 May 2010, 21:08
ENIGMA_

QUOTE
თუ ვინმეს უცხოეთში უნდა წასვლა, გინდა სომხეთი იყოს გინდაც თურქეთი, კეთილი უნდა ინებონ მისმა ახლობლებმა და როგორმე შეუგროვონ პასპორტოს ფული


ეს რომელი კანონის მიხედვით განგვანათლე?
იცი დღეს ჩვენს ქვეყანაში რამდენს ენატრება დღეში 3 ლარი? რათა შიმშილით არ მოკვდეს?
პენსიონერმა ერთი თვე პასპორტი უნდა გააკეთოს, მეორე თვე ტანსაცმელი უნდა იყიდოს, მესამე თვეს გათბეს და ჭამა როდისღა მოასწროს რატო არა კითხულობთ.....

ისე და რომელ უბანში ცხობრობ რომ შენ ვერ ხედავ გაჭირვებულ ხალხს?

Posted by: lemona 2 May 2010, 21:13
ENIGMA_
QUOTE
მაგ პასპორტით მერე ჩემო კარგო 10 წლის განმავლობაში ისარგებლებ და რტოგორმე ერთხელ უნდა გაიჭირვო 100 ლარის გადახდა


პასპორტის აღებას "გაჭირვება" არ უნდა დასჭირდეს. ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, მევალე კი არა. ქვეყანაში, სადაც ასეთი მძიმე სოციალური ვითარებაა, ასეთი ფასები არ უნდა იყოს, თორემ შენი ლოგიკით 300 ლარიც არ უნდა დაგვენანოს.

7903251
QUOTE
ჭამა როდისღა მოასწროს რატო არა კითხულობთ....

რა დროს ჭამაა ომში ვართ ომში biggrin.gif მაღალ იდეალებზე უნდა ვიფიქროთ.

Posted by: I am the one 2 May 2010, 22:39
ეხლა მართლა ნერვები არ ამიშალოთ ვინც არ იცით ტყუილა ნუ ბოდიალობთ რაღაცას და ნუ ამამძღნერებთ აქ. დაახლოებით 10 წლის წინ პასპორტი რო დაგჭირდებოდა 100 $ ზე ნაკლებად არ გაძლევდნენ ოფიციალური გადასახადავით იყო 100 ლარი იმიტო ღირს რომ ამ პასპორტის დამზადება ბევრად ძვირი ჯდება ვიდრე 35 იანის, ნეტა წასვლის შანსი მქონდეს 100 ლარი არ დამენანება. ეს პასპორტი საზღვარგარეთისაა და არავინაა ვალდებული აიღოს, გინდა ქვეყნიდან გასვლა? გადაიხადე 100 ლარი არ გინდა და ჩემს ჭაღარას !!! რამდენსაც აქედან 1 სახინკლეში დაგიხარჯიათ 100 ლარი და პასპორტში გენანებათ ხო? შარდენზე 2 ჭიქა ყავაში ხო კარგად იხდით 50 ლარს?

Posted by: ENIGMA_ 2 May 2010, 23:03

სავალდებულო არაა პასპორტის აღება, წინა გვერდზე დავწერე უკვე, პირადობის მოწმობის აღება უფასოა, საკუთარ ქვეყანაში კი პასპორტს არავის თხოვენ
და მეგობრებო, ადამიანს რომელსაც სამი ლარი ენატრება, ის არც უცხოეთში გასვლაზე ფიქრობს და საერთოდ არაფერში ჭირდება საზღვარგარეთის პასპორტი
რატომღაც, ის იდეა, რომ აიტაცეთ ხელში, აქაოდა სომხეთში ვერ გავდივარო, იმაზე რატომ არ ფიქრობთ, კრიმინალთან ბრძოლას, როგორ აადვილებს ეს პასპორტი

ისეთ არგუმენტებს ვკითხულობ, უბრალოდ აზრი ეკარგება პასუხის გაცემას

Posted by: xatatula 2 May 2010, 23:32
QUOTE
ნუ ამამძღნერებთ

შენი ნებაა რასაც იზამ, თუმცა არ იყო ასე უცენზუროდ თქმა საჭირო....უბრალოდ ყველამ თავისი აზრი დააფიქსირა.

QUOTE
შარდენზე 2 ჭიქა ყავაში ხო კარგად იხდით 50 ლარს?

რატომღაც მეეჭვება მაგას ვაკეთებდე და მერე აქ დამეწყო წუწუნი, მაგდენი შეგნება მაინც მაქვს!

Posted by: skyes 2 May 2010, 23:37
გამარჯობათ, იქნებ დამეხმაროთ
ვგირაობ ბინას რომელიც დატვირთულია იპოტეკით ერთერთი შპს ს მიერ, ჰოდა მინდა რო გადმოვიდეს ეს იპოთეკა ჩემს სახელზე, რა მაინტერესბეს რა პროცედურებია ჩასატარებელი ? : ერთ დღეში ხდება ეს ყველაფერი და რეესტრი აკეთებს ამას ნოტარიუსის გაერშე? მადლობა წინასწარ

Posted by: 7903251 3 May 2010, 16:12
I am the one

QUOTE
ეხლა მართლა ნერვები არ ამიშალოთ ვინც არ იცით ტყუილა ნუ ბოდიალობთ


1. შეგიძლია დაწყნარდე, სხვის აზრს პატივი ეცი... მითუმეტეს სოციალურად დაუცველის!

QUOTE
დაახლოებით 10 წლის წინ პასპორტი რო დაგჭირდებოდა 100 $ ზე ნაკლებად არ გაძლევდნენ ოფიციალური გადასახადავით იყო


საინტერესოა საიდან მოგაქ, რომ ის პერიოდი ხალხის ძარცვით არ იყო დაკავებული ასეთ საქმეებში....

QUOTE
ნეტა წასვლის შანსი მქონდეს 100 ლარი არ დამენანება.


იცი რამდენს უნდა მეზობელ სომხეთში გადასვლა ახლობლის სანახავად?
ბილეთი თბილისი-ერევანი შეუძლია ნებისმიერს 12 ლარად შეიძინოს!
ასე რომ ნუ დაკარგავ შანს ხელიდან....

QUOTE
რამდენსაც აქედან 1 სახინკლეში დაგიხარჯიათ 100 ლარი და პასპორტში გენანებათ ხო? შარდენზე 2 ჭიქა ყავაში ხო კარგად იხდით 50 ლარს?


ამით რისი თქმა გინდა რომ ქვეყანაში იმდენად კარგად აქვს ხალხს საქმე რომ ყავის დალევაში 50 ლარი გადაიხადოს? არა ჩემო კარგო 50 ლარს ის გადაიხდის ვისაც მილიონები აქვს ანდა ცხოვრება "ჰკიდია..."

უმეტესობას აქვს ჯიბეში 50 ლარი, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც მაგრამ იშვიათია ადამიანი, რომელიც თავს მიცემს უფლებას ყავაში 50 ლარი გადაიხადოს!



I am the one
ჯობია დამეთანხმო რომ 104 ლარი ზედმეტად ძვირია.... თუ არადა მაშინ დადე სხვა ქვეყნებში რაც ღირს ეს ბიომეტრული პასპორტები. ოკ?

პ/ს მოხარული ვიქნები ვიცოდე რა თანამდებობაზე ბრძანდები, რომ ასე გარკვეული ხარ შეუძლია საქართველოს მოქალაქეს თუ არა აიღოს ბიომეტრული პასპორტი....


ENIGMA_

QUOTE
საკუთარ ქვეყანაში კი პასპორტს არავის თხოვენ



გამეცი პასუხი როგორ აიღოს მარტოხელა 84 წლის ადამიანმა 85 ლარიანი პენსიით 54 ლარიანი პასპორტი?
დღეს ვალდებული არა ვარ ვიღაცას მე გადავუხადო იმ პასპორტის თანხა... და საერთოდაც ყველას იმედენი პრობლემები გვაქვს რომ მგონი დღეს ძმა ძმა ზე აღარ ფიქრობს.... იმედი მაქვს იმაში მაინც დამეთანხმები რომ სახელმწიფომ ნამდვილად უნდა იფიქროს თავის მოქალაქეებზე, ეს მისი ვალდებულებაა....


QUOTE
ადამიანს რომელსაც სამი ლარი ენატრება, ის არც უცხოეთში გასვლაზე ფიქრობს და საერთოდ არაფერში ჭირდება საზღვარგარეთის პასპორტი


სომხეთი კონკრეტული მაგალითია, ბილეთი თბილისი ერევანი 12 ლარს შეადგენს!


QUOTE
იმაზე რატომ არ ფიქრობთ, კრიმინალთან ბრძოლას, როგორ აადვილებს ეს პასპორტი


კრიმინალს რომ ებრძვიან დიდად ვაფასებ, მაგრამ ვის ხარჯზე? ხალხის ასეთი უხეში ძარცვით უნდა იქნას ბრძოლა?


ძალიან გთხოვ გულწრფელად გამცე პასუხი!
* * *
skyes


თქვენი საქმე ეხება საჯარო რეესტრს და არა სამოქალაქო რეესტრს!
მარჯანიშვილის მეტროსთან მობრძანდით და გავარკვევთ!

Posted by: I am the one 3 May 2010, 21:09
1. ჩემ სამსახურში დღეში დაახლოებით 50 ცალი 100 ლარიან პასპორტზე შემოდის განცხადება ვისაც წასვლა სურს იხდიან.

2. დაიმახსოვრეთ ხალხო რომ ეს პასპორტი არისა ჯერ ერთი 40 ლარიანის იდენტური (ანუ 48 გვერდინია) და მისი დამზადება ბევრად ძვირი ჯდება ვიდრე ძველის.

3. აღნიშნული პასპორტი არის 10 წლიანი ვადის და 10 წლის თანხა 100 ლარი არ უნდა იყოს ძალიან ძვირი.

4. პირადობა იმიტოა უფასო რო ვალდებულია ყველა საქართველოს მოქალაქო აიღოს პირადობის მოწმობა, და პასპორტს არავინ არავის ავალადებულებს.

5. სამაგიეროდ დაჩქარებების ფასი იდენტურია ბევრად იაფიც კი ვიდრე ძველის უბრალოდ ეს ბიომეტრიულის დამზადება ჯდება ძვირი გაიგეთ ეს ხალხო

Posted by: tako-dachi 3 May 2010, 21:40
შეუძლია თუ არა ერთერთ მეუღლეს გაიგოს დაარეგისტრირა თუ არა მეორე მეუღლემ განქორწინება??

Posted by: viva-89 3 May 2010, 22:03
მიწის ნაკვეთის გადაფორმება რა ჯდება? როცა ჩუქებას აკეთებ.
* * *
....................................................................

Posted by: xatatula 3 May 2010, 22:33
და ეს ბიომეტრიული პასპორტი რამდენ დღეში მზადდება განცხადების შეტანიდან?

Posted by: I am the one 3 May 2010, 22:42
QUOTE (tako-dachi @ 3 May 2010, 21:40 )
შეუძლია თუ არა ერთერთ მეუღლეს  გაიგოს დაარეგისტრირა თუ არა მეორე მეუღლემ განქორწინება??

ოფიციალურად არა




Posted by: 7903251 3 May 2010, 22:50
tako-dachi

რათქმაუნდა შეუძლია, იმიტომ რომ საქმე მასსაც თანაბრად ეხება....


viva-89

თქვენც უნდა მიხვიდეთ საჯარო რეესტრი რომელიც მდებარეობს მარჯანიშვილის მეტროსთან!





I am the one

პატივცემულო გასაგებია შენი პოზიცია 100%-ით..
QUOTE
აღნიშნული პასპორტი არის 10 წლიანი ვადის და 10 წლის თანხა 100 ლარი არ უნდა იყოს ძალიან ძვირი.

ამ სიტყვებით შემიძლია ვიფიქრო რომ საზღვარგარეთის პასპორტი არის მხოლოდ უხეშად რომ ვთქა "მაყუთიანი" მოსახლეობისათვის რომელიც მთლიანი ქვეყნის არაუმეტეს (მაქსიმუმ) 40 პროცენტს აჭარბებს!!!!

QUOTE
აღნიშნული პასპორტი არის 10 წლიანი ვადის და 10 წლის თანხა 100 ლარი არ უნდა იყოს ძალიან ძვირი.

შენთვის თუ იაფია სხვისთვის ძვირია! ძალიან ბევრი რესპუბლიკაში როგორც ვთქვი 3 ლარი ენატრება დღეში!
პ/ს/ დღეს ყველა ნორმალური ქვეყნის პასპორს 10 წელი აქვს ვადა ასე რომ ამით ნუ ცდილობ "დაჩრდილო" სხვისი აზრი!


გთხოვე დაგედო მონაცემები ამ პასპორტის შესახებ რომელიც ითვალისწინებდა პასპორტის ღირებულებას რომელ მსოფლიოს 26 ქვეყანას მოიცავს!
მე რადიკალური აზრი გამაჩნია მხლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ შასაბამისმა უწყებამ ეს საქმე ბიზნესად აქცია.....

Posted by: I am the one 3 May 2010, 23:05
QUOTE (I am the one @ 3 May 2010, 22:42 )
QUOTE (tako-dachi @ 3 May 2010, 21:40 )
შეუძლია თუ არა ერთერთ მეუღლეს  გაიგოს დაარეგისტრირა თუ არა მეორე მეუღლემ განქორწინება??

ოფიციალურად არა

უი ბოდიში მე მეგონა ახალი ქორწინება თქო smile.gif როგორ არა გაიგებ

Posted by: tako-dachi 3 May 2010, 23:06
7903251
ხო მაგას ვამბობ სამოქალაქო რეესტრში რო მივიდეს მეუღლე და იკითხოს დაარეგისტრირა თუ არა ცოლმა განქორწინება

Posted by: xatatula 3 May 2010, 23:07
I am the one
რამდენ დღეში ავიღებ პასპოორტს? ისევ ათ დღეში?

Posted by: ENIGMA_ 3 May 2010, 23:08
xatatula
QUOTE
და ეს ბიომეტრიული პასპორტი რამდენ დღეში მზადდება განცხადების შეტანიდან?

10 სამუშაო დღეში
viva-89
QUOTE
მიწის ნაკვეთის გადაფორმება რა ჯდება? როცა ჩუქებას აკეთებ.

საჯარო რეესტრის თემა ნახე, ეს სამოქალაქოა
tako-dachi
QUOTE
შეუძლია თუ არა ერთერთ მეუღლეს გაიგოს დაარეგისტრირა თუ არა მეორე მეუღლემ განქორწინება??

განქორწინება, რეგისტრირდება ორივე მეუღლის განცხადების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთერთი მეუღლე სასამართლოს მიერ ცნობილია უგზოუკვლოდ დაკარგულად, ან მისჯილი აქვს პატიმრობა სამ წელზე მეტი ვადით
7903251
QUOTE
გამეცი პასუხი როგორ აიღოს მარტოხელა 84 წლის ადამიანმა 85 ლარიანი პენსიით 54 ლარიანი პასპორტი?

შენი ლოღიკით საერთოდ უნდა გავაუქმოთ პასპორტის ღირებულება და ვიცხოვრებთ დიდხანს და ბედნიერად
ხომ თავადაც ხვდები ეხლა რასაც შენ წერ, ყოველგვარ არგუმენტაციას რომაა მოკლებული
კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამის შემდეგ ამაზე აღარ დავწერ, უკვე მომაბეზრებელია
ადამიანი, რომელიც მიდის საძღვარგარეთ, უნდა მოახერხოს, როგორმე თანხის მობილიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა გადადოს ან სულაც უარი უნდა თქვას გამგზავრებაზე, რა ვქნათ ეხლა, მეც ძალიან მინდა უცხოეთში მყოფი ჩემი ახლობლების ნახვა, მაგრამ ჩემი ფინანსები არ მაძლევს ამის შაშუალებას, იქნებ შენ ამიხსნა, როგორ მოვინახულო ისენი?


ხოდა მეგობრებო, თვქენი პოსტები მარტოხ3ელა ადამიანებზე, რომლებსაც უცXოეთში თუნდაც სომხეთში უნდათ წასვლა და არ აქვთ პასპორტიშ აღების შაშუალება, არგუმენტებად ვერანაირად ვერ გამოდგება
არჩევანი არის ძალიან მარტივი, ან უნდა ვიდგეთ მუდმივად ერთ ლერსზე და გავიყინოთ, ანაც წინ უნდა წავიდეთ, წინსვლა და ახალი ნოვაციები კი სამწუხაროდ ყოველთVის მეტ დანახარჯს მოითხოვს
ვისაც გაგება უნდა გაიგებს და ვისაც არა, მისთვის ნებისმიერი არგუმენტი მიუღებელი იქნება, ესე, რომ აღარ ვაპირებ დისკუსიაში არავისთან შესვლას, პასპორტის ფასებთან დაკავშირებით
რაც შეეხება თემას, როცა აქ ვიქნები ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შემიძლია გავუწიო კონსულტაცია და მივცე რჩევა სამოქალაქო რეესტრში მისვლამდე
გმადლობთ ყურადღებისათVის

Posted by: tako-dachi 3 May 2010, 23:14
ENIGMA_
სასამართლოთი განქორწინდნენ და ეხლა აინტერესებთ დაარეგისტრირა თუ არა რეესტრში ცოლმა

Posted by: ENIGMA_ 3 May 2010, 23:26
tako-dachi
QUOTE
სასამართლოთი განქორწინდნენ და ეხლა აინტერესებთ დაარეგისტრირა თუ არა რეესტრში ცოლმა

რახან მაგდენი იწვალა და სასამართლოში იარა დაარეგისტრირებდა აბა რას იზავდაsmile.gif
მიმართოს რეესტრს მაგის გარკვევა ძალიან მარტივაედ შეიძლება

Posted by: 7903251 4 May 2010, 09:48
ENIGMA_
QUOTE
რომელიც მიდის საძღვარგარეთ, უნდა მოახერხოს, როგორმე თანხის მობილიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა გადადოს ან სულაც უარი უნდა თქვას გამგზავრებაზე,


ლოგიკას მოკლებული შენი აზრი უფროა ვიდრე ჩემი! გითხარი მარტივად მარტოხელა პენსიონერზე რომელზედაც ახტები და არ გსურს გამცე პასუხი! კანონით უნდა გაითვალისწინოს თუ არა შესაბამისმა ორგანომ ამ ხალხის ინტერესები?

QUOTE
რა ვქნათ ეხლა, მეც ძალიან მინდა უცხოეთში მყოფი ჩემი ახლობლების ნახვა, მაგრამ ჩემი ფინანსები არ მაძლევს ამის შაშუალებას, იქნებ შენ ამიხსნა, როგორ მოვინახულო ისენი?


აი შენ კიდევ უნდა იმუშავო დამიჯერე 104 ლარს ნამდვილად გადაცდები, ასე რომ ნუ ნერვიულობ!



Posted by: potiabesbaia 4 May 2010, 13:38
I am the one
რატომ აიძულებენ ხალხს ამ პასპორტის აღებას?! ან საიდან მოიტანეთ რომ რომელიმე ქვეყანამ აკრძალა ძველი პასპორტების მქონე პირების თავის ტერიტორიაზე შეშვება? შეხედეთ უკრაინას. იქ ორივე პასპორტია, რომელსაც გინდა იმას აიღებ. ან ეკლესიასთან შეთანხმებულია ეს საკითხი. ესე 20 დღეში ამხელა ცვლილების შეტანა როგორ შეიძლება!!!

Posted by: I am the one 5 May 2010, 00:14
potiabesbaia


დიდი ხანია ამაზე მიდის ლაპარაკი და მე თვითონაც ასე მითხრა უფროსობამ რო აკრძალაო და მაგიტო აღარ გავცემთო პირადად მე არსად გავფრენილვარ და არ ვიცი

Posted by: 7903251 5 May 2010, 14:41
QUOTE
დიდი ხანია ამაზე მიდის ლაპარაკი და მე თვითონაც ასე მითხრა უფროსობამ რო აკრძალაო და მაგიტო აღარ გავცემთო



სრული დეზინფორმაციაა.... ყველაფერი ძველებურად მოქმედებს!!!
სამ. რეესტრის თანამშრომელს ამხელა შეცდომას არ უნდა უკეთებდეს საქვეყნოდ რეკლამირებას!
იმ შენს უფროსს საინტერესოა საიდან მოაქვს ასეთი ინფო როცა პირადად ამ საქმეში ჩახედული!

Posted by: Jeanne Hebutern 5 May 2010, 20:26
ე.ი ბინა დავირეგისტრირე ხოდა ეხლა მინდა ამ მისამართზე დარეგისტრირებული პირები ამოვსალო და ამისთვის მარტო საკუთრების დამადასტურებელი საბუთია საჭირო?


სამოქალაქო რეესტრში უნდა ვქნა ხო ეს საქმე?

Posted by: ENIGMA_ 5 May 2010, 21:50
Jeanne Hebutern
QUOTE
ე.ი ბინა დავირეგისტრირე ხოდა ეხლა მინდა ამ მისამართზე დარეგისტრირებული პირები ამოვსალო და ამისთვის მარტო საკუთრების დამადასტურებელი საბუთია საჭირო?

სამოქალაქო რეესტრში უნდა ვქნა ხო ეს საქმე?

კი სამოქალაქო რეესტრში უნდა მიხვიდე
მხოლოდ, ის ხალხი ვისი ამოწერაც შენ გინდა, მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული მას შემდეგ რაც ისენი მაგ ბინაში აღარ ცხოვრობენ
წამოგყვება რეესტრის თანამშრომელი, შეადგენს ოქმს, დაკითხავს შენს მეზობლებს და შენი განცხადებიდან 10 სამუშაო დღეში მოხსნიან იმ ხახლს რეგისტრაციიდან

I am the one
QUOTE
დიდი ხანია ამაზე მიდის ლაპარაკი და მე თვითონაც ასე მითხრა უფროსობამ რო აკრძალაო და მაგიტო აღარ გავცემთო პირადად მე არსად გავფრენილვარ და არ ვიცი


წაშალე ეს პოსტი, არცერთ ქვეყანას არ აუკრძალავს

Posted by: I am the one 8 May 2010, 01:27
QUOTE (7903251 @ 5 May 2010, 14:41 )
QUOTE
დიდი ხანია ამაზე მიდის ლაპარაკი და მე თვითონაც ასე მითხრა უფროსობამ რო აკრძალაო და მაგიტო აღარ გავცემთო



სრული დეზინფორმაციაა.... ყველაფერი ძველებურად მოქმედებს!!!
სამ. რეესტრის თანამშრომელს ამხელა შეცდომას არ უნდა უკეთებდეს საქვეყნოდ რეკლამირებას!
იმ შენს უფროსს საინტერესოა საიდან მოაქვს ასეთი ინფო როცა პირადად ამ საქმეში ჩახედული!

ყოველშემთხვევაში ფეხები რო გაპარჭყოს ვინმემ 35 ლარიანს არავინ მიცემს და ახალი პასპორტი რო ძველს ბევრად ჯობია ყველა მიხვდა ვინც აიღო

Posted by: lola_keta 10 May 2010, 15:27
დღეს მეც შევიტანე განცხადება ამ ახალ პასპორტზე.

მაგრამ იქ გოგო იჯდააა აუ გავგიჟდი რა, ეგეთი დანერვოზებული და უზრდელი რა პონტში ჰყავთ არ მესმის რაა, ასაკიან ხალხს ისეთი ტონით ელაპარაკეპოდა რო პირი ღია დამრჩა puke.gif puke.gif

Posted by: I am the one 10 May 2010, 22:04
QUOTE (lola_keta @ 10 May 2010, 15:27 )
დღეს მეც შევიტანე განცხადება ამ ახალ პასპორტზე.

მაგრამ იქ გოგო იჯდააა აუ გავგიჟდი რა, ეგეთი დანერვოზებული და უზრდელი რა პონტში ჰყავთ არ მესმის რაა, ასაკიან ხალხს ისეთი ტონით ელაპარაკეპოდა რო პირი ღია დამრჩა  puke.gif  puke.gif

რომელ სამსახურში იყავი?

Posted by: eagleeye 10 May 2010, 22:41
არასამეწარმეო იურიდიული პირის დაარსება მინდა

1) ნოტარიუსთან რომ დავამოწმებინო ბებიაჩემს თანხმობა იურიდიულ მისამართზე რა დამიჯდება?
2) თუ შEიძლება ნოტარიუსის გარეშე ბინის დამოწმება?
3) რა ღირს ნოტარიუსთან წესდების დამოწმება და უნდა თუ არა წესდებას დამოწმება?
4) ამ მისამართზე ერთი შ.პ.ს. რეგისტრირებულია მეორე არასამეწარმეო შეიძლება იგივე მისამართზE?

Posted by: I am the one 10 May 2010, 23:31
QUOTE (eagleeye @ 10 May 2010, 22:41 )
არასამეწარმეო იურიდიული პირის დაარსება მინდა

1) ნოტარიუსთან რომ დავამოწმებინო ბებიაჩემს თანხმობა იურიდიულ მისამართზე რა დამიჯდება?
2) თუ შEიძლება ნოტარიუსის გარეშე ბინის დამოწმება?
3) რა ღირს ნოტარიუსთან წესდების დამოწმება და უნდა თუ არა წესდებას დამოწმება?
4) ამ მისამართზე ერთი შ.პ.ს. რეგისტრირებულია მეორე არასამეწარმეო შეიძლება იგივე მისამართზE?

ეს სამოქალაქო რეესტრის თემაა და იურიდიულ კონსულტაციაში ნახე ეგენი

Posted by: lola_keta 11 May 2010, 09:44
QUOTE (I am the one @ 10 May 2010, 22:04 )
QUOTE (lola_keta @ 10 May 2010, 15:27 )
დღეს მეც შევიტანე განცხადება ამ ახალ პასპორტზე.

მაგრამ იქ გოგო იჯდააა აუ გავგიჟდი რა, ეგეთი დანერვოზებული და უზრდელი რა პონტში ჰყავთ არ მესმის რაა, ასაკიან ხალხს ისეთი ტონით ელაპარაკეპოდა რო პირი ღია დამრჩა  puke.gif  puke.gif

რომელ სამსახურში იყავი?

გაგარინის მოედანთან როა.

ე.ი. იქ რო მიდიხარ კითხვა არ უნდა გაგიჩნდეს თორე რამე კითხვა თუ დასვი ისეთ პასუხს გაგცემენ რო ყველაფრის სურვილს დაგიკარგავენ puke.gif puke.gif puke.gif

Posted by: Suleluka 11 May 2010, 17:08
I am the one
მოკლედ 1 პიროვნება არის რეგისტრირებული ჩემს საცხოვრებელ მისამართზე, ის ადრე იყოს სახლის მეპატრონე შემდეგ გაყიდა სახლი მაგრამ რეგისტრაციის ადგილი არ შეუცვლია, ანუ პირადობის მოწმობაარ შეუცვლია, შეიძლება როგორმე ამ რეგისტრაციის გაუქმება? ანუ ეხლა ამ ბინის სრულუფლებიანი მესაკუთრე მე ვარ და არ მინდა ის რომ იყოს რეგისტრირებული

Posted by: 7903251 11 May 2010, 17:15
Suleluka

თუ შენ ხარ მესაკუთრე მაშინ ვინ აღუნდგება შენს ნებას და სურვილს?
მიმართე ნებისმიერი სამოქალაქო რეესტრის კანტორას და პირადი განცხადების საფუძველზე მოხსნი რეგისტრირებული მისამართიდან,

პ.ს მაგ ძველ მეპატრონეს თუ ვიღაცას მაგდენი არ ესმის რომ თუ შენ ამოწერ მაშინ ფაქტიურად აღარ იმუშავებს მისი პირადობის მოწმობა სანამ არ გაბაახლებს როგორც უმისამართო ან კიდევ სადმე ჩაეწეროს!

Posted by: tonikroos 11 May 2010, 17:35
რაა საჭირო ჩვეულებრივი პასპორტის ასაღებად სურათი თანხა და ა.შ

Posted by: Suleluka 11 May 2010, 17:44
7903251
ალბათ არ ესმის და მოდის უაზრო წერილები და რაღაცეები მაგის სახელზე ჩემ მისამართზე
ე.ი შემიძლია მოვითხოვო მისი რეგისტრაციის გაუქმება ჩემ მისამართზე?!

tonikroos
სურათი ყველა ვარიანტში არის საჭირო და თანხა როგორც მახსოვს პირადობის მოწმობას არ სჭირდება და პასპორტს ყოველთვის სჭირდებოდა

Posted by: Yoko 11 May 2010, 17:50
Suleluka

უნდა მიხვიდე და ამოწერო. მაგრამ რამდენადაც მახსოვს, მხოლოდ შენი მისვლა არ ყოფნის.
დარეკე აბა 0008 – ცხელი ხაზია და ზუსტად გეტყვიან.

tonikroos
პასპორტის თუ პირადობის მოწმობის?

თუ პასპორტის აღების წესი გაინტერესებს ნახე ლინკი
http://cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=3

ეს კი პირადობის შემთხვევაში
http://cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=2

Posted by: Suleluka 11 May 2010, 17:55
Yoko
არ ირეკება სამსახურიდან

Posted by: Yoko 11 May 2010, 18:15
35 79 25, 35 79 26 – მაშინ ეს ნომრები მოსინჯე, პრესსამსახურია. აუცილებლად გიპასუხებენ :–)

Posted by: ENIGMA_ 11 May 2010, 19:59


Suleluka

მხოლოდ, ის ხალხი ვისი ამოწერაც შენ გინდა, მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული მას შემდეგ რაც ისენი მაგ ბინაში აღარ ცხოვრობენ
წამოგყვება რეესტრის თანამშრომელი, შეადგენს ოქმს, დაკითხავს შენს მეზობლებს და შენი განცხადებიდან 10 სამუშაო დღეში მოხსნიან იმ ხახლს რეგისტრაციიდან
საჯარო რეესტრის ამონაწერის წაღება არ დაგავიწყდეს

Posted by: I am the one 11 May 2010, 22:55
QUOTE (ENIGMA_ @ 11 May 2010, 19:59 )
Suleluka

მხოლოდ, ის ხალხი ვისი ამოწერაც შენ გინდა, მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული მას შემდეგ რაც ისენი მაგ ბინაში აღარ ცხოვრობენ
წამოგყვება რეესტრის თანამშრომელი, შეადგენს ოქმს, დაკითხავს შენს მეზობლებს და შენი განცხადებიდან 10 სამუშაო დღეში მოხსნიან იმ ხახლს რეგისტრაციიდან
საჯარო რეესტრის ამონაწერის წაღება არ დაგავიწყდეს

10 დღეში არა 15 დღეა ვადა რეგ. მოხსნაზე

Posted by: Suleluka 12 May 2010, 09:22
ENIGMA_
6 თვე კი არა და 6 წელზე მეტია გასული, თან ჩემმადე კიდე სხვას ჰქონდა ნაყიდი მე მაგისგან არ მ მიყიდია და ვერაფრით მოიფიქრა პირადობის მოწმობაში რეგისტრაციის ადგილის შეცვლა
ისე ძალიან ცუდია, როცა ვადა გასულ პირადობის მოწმობას აახლებ ტავიდა რომ არ გთხოვენ მესაკუთრის თანხმობას
ყველას დიდი მადლობა

Posted by: I am the one 12 May 2010, 09:57
QUOTE (Suleluka @ 12 May 2010, 09:22 )
ENIGMA_
6 თვე კი არა და 6 წელზე მეტია გასული, თან ჩემმადე კიდე სხვას ჰქონდა ნაყიდი მე მაგისგან არ მ მიყიდია და ვერაფრით მოიფიქრა პირადობის მოწმობაში რეგისტრაციის ადგილის შეცვლა
ისე ძალიან ცუდია, როცა ვადა გასულ პირადობის მოწმობას აახლებ ტავიდა რომ არ გთხოვენ მესაკუთრის თანხმობას
ყველას დიდი მადლობა

ბევრი რამეა კარგიც და ცუდიც მაგრამ რეალურად როგორც იმას ეზარება და კიდია, შენ სად იყავი ეს 6 წელი 1 დღის საქმეა მათი რეგ. მოხსნა და რას ელოდებოდი? შენ პრობლემას ის არ მოაგვარებდა იმას სულ კიდია დამიჯერე smile.gif მიდი რეესტრში პირადობა+საჯაროას ამონაწერი წაიგე გაწერ განცხადებას, საღამოს წამოგყვება თანამშრომელი შეწადგენს ოქმს 2 მეზობელს მოაწერინებს ხელს და 15 დღეში მოხსნის. მერე შეიძლბა დასუფთავებაზე და ეგეთებზე არ გასწორდეს მაგრამ მოხვალ ისევ რეესტრში და აიღებ ცნობას სულადობაზე და იმას მიიტან დასუფთავებაში

Posted by: Suleluka 12 May 2010, 10:11
I am the one
არ მეგონა თუ არსებობდა ეგრე მოხსნა, ეხლა უცებ ეს თემა რომ ვნახე იმიტომ ვიკითხე biggrin.gif
თან არჩევნების წინ მეშლება ხოლმე ნერვები განსაკუთრებით biggrin.gif

Posted by: Alfred Shnobel 12 May 2010, 13:49
ძველ პასპორტებს 35 ლარიანებს აღარ გასცმეენ??? საიტზე გადავხედე და 100 ლარიანი მგონი მარტო...

Posted by: Night_Blue 12 May 2010, 14:49
ორმაგი მოქალაქეობის აღება მინდა
ანუ რუსეთის მოქალაქე ვარ და საქართველოს მოქალაქეობაც მინდა...
საჯარო რეესტრში უნდა მივიდე ხო ?
და თუ იცით რა საბუთებია საჭირო...

Posted by: Suleluka 12 May 2010, 16:25
Night_Blue
QUOTE
საჯარო რეესტრში უნდა მივიდე ხო ?

სამოქალაქო რეესტრში

Posted by: Night_Blue 12 May 2010, 16:33
QUOTE
სამოქალაქო რეესტრში

მადლობა! smile.gif

Posted by: Suleluka 12 May 2010, 16:41
Night_Blue
მაგრამ, მოქალაქეობის დადგენა ხდება ხოლმე იუსტიციის სამინისტროში რუსთაველზე
სჯობს დააზუსტო ტყვილა რომ არ მიხვიდე
ამ საიტზე ნახე იქნებ რამე შეთვის საინტერესო ეწეროს
http://cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=67#bm2

Posted by: Night_Blue 12 May 2010, 16:49
QUOTE
მაგრამ, მოქალაქეობის დადგენა ხდება ხოლმე იუსტიციის სამინისტროში რუსთაველზე
სჯობს დააზუსტო ტყვილა რომ არ მიხვიდე
ამ საიტზე ნახე იქნებ რამე შეთვის საინტერესო ეწეროს
საქართველოს მოქალაქეობის დადგენა/აღდგენა/მიღება ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება

კარგიიი! smile.gif კიდევ ერთხელ მადლობა 2kiss.gif

Posted by: INA-INA 12 May 2010, 21:24
QUOTE
ძველ პასპორტებს 35 ლარიანებს აღარ გასცმეენ??? საიტზე გადავხედე და 100 ლარიანი მგონი მარტო...


ამაზე არ იცით პასუხი არავინ? smile.gif
* * *
აჰა გასაგებია წინა გვერდებს გადავხედე.

გადაიხადე 100 ლარე და ეგაა biggrin.gif ვაიმე გავგიჟდი.

მე რომ მაქვს ძველი პასპორტი (3 წლის წინ ავიღე) იმედია გამომადგება ხო? რუსეთში მივდივარ და ვიზას ხომ ჩამირტყავს, თუ მეც ბიომეტრიული უნდა ავიღო?

Posted by: ENIGMA_ 12 May 2010, 21:45
I am the one
QUOTE
10 დღეში არა 15 დღეა ვადა რეგ. მოხსნაზე

10 სამუშაო დღე მიწერია მეგობაროsmile.gif და მართლაც 10 სამუშაო დღე ჭირდება
Night_Blue
სამოქლაქო რეესტრის ნებისმიერ სამსახურში მიბრძანდი თბილისში, არაფერი მოქალაქეობის დადგენა არ გჭირდება, მაგას თავად გაარკვევენ უკვე, მინიჭება მოგიწევს პირდაპირ თუ შეწყვეტა მინიჭება
საბუთებს ეხლა ნუ ჩამომათვლევინებ რეესტრის საიტზე წერია ნუსხა, ქვითარი დაგჭირდება მხოლოდ 200 ლარიანი პროცესი მაქსიმუმ 3 თვე გაგრძელდება და მიიღებ ან დადებით ან უარყოფით პასუხს

Posted by: CHERQEZA(DINAMO BATUMI) 12 May 2010, 22:01
file:///D:/DATO/FOOTBALL/GEO%20CLUB/SIONI/F.C%20SIONI.gif

Posted by: INA-INA 12 May 2010, 23:22
ქ.წამებულის 65-ა სადაა? ისნის მეტროსთან რომ იყო რაღაც პოლიციის განყოფილება ეგ გადაკეთდა სამოქალაქო რეესტრად?

ამ ინტერნეტში ერთი ნორმალური თბილისის რუკა კიდევ ვერ ვნახე ნომრები რომ ეწეროს ქუჩებს. vik.gif

Posted by: B_U_B_A 12 May 2010, 23:34
INA-INA
QUOTE
ქ.წამებულის 65-ა სადაა? ისნის მეტროსთან რომ იყო რაღაც პოლიციის განყოფილება ეგ გადაკეთდა სამოქალაქო რეესტრად?

ხო მაგ პოლიციის შენობაშია

Posted by: 7903251 13 May 2010, 08:24
Night_Blue


არ გირჩევ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას რუსეთის პასპორტთან ერთად!
სავსებით რეალურია რუსეთის ფედერაციამ გაგიუქმოს იქაური მოქალაქეობა, ასე რომ უფრთხილდი არ დაკარგო იქაური!


პ.ს ეს არის ჩემი რჩევა!

Posted by: teo_charkviani 13 May 2010, 13:34
პასპორტის მისაღებად ელექტრონული ფორმით ფოტოს წარმოდგენა სავალდებულოა?

Posted by: I am the one 13 May 2010, 21:06
ENIGMA_



მუხლი 13. პირის რეგისტრაციიდან მოხსნა

ე) საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის (დამქირავებლის) წერილობითი შუამდგომლობისას, თუ დასტურდება, რომ პირი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე;


41.ამ მუხლის მე-3 პუნქიტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული სამსახური რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.




1398 ბრძანებას წაიკითხე მეგობარო
* * *
QUOTE (teo_charkviani @ 13 May 2010, 13:34 )
პასპორტის მისაღებად ელექტრონული ფორმით ფოტოს წარმოდგენა სავალდებულოა?

სავალდებულოა ტერიტორიულ სამსახურში გადაღებული ფოტოს წარმოდგენა smile.gif

Posted by: jabaende 13 May 2010, 23:11
ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ, მაინტერესებს საზღვარგარეთის პასპორტი როგორ გავაკეთო ანუ რა არის საჭირო ჩემი მხრიდან... მაგალითად რა ღირს გაკეთება და დროის რა მონაკვეთში შესრულდება სამუშაო? წინასწარ მადლობა.

Posted by: INA-INA 14 May 2010, 00:51
jabaende

http://cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=3

Posted by: Suleluka 14 May 2010, 10:41
INA-INA
QUOTE
ძველ პასპორტებს 35 ლარიანებს აღარ გასცმეენ??? საიტზე გადავხედე და 100 ლარიანი მგონი მარტო...

აკი ტელევიზორში თქვეს გინდა ის აიღე გინდა ისო?
ამ კითხვაზე არავინ დაწერს კომპეტენტურ პასუხს?
საიტზე რაღაც აბდა უბდათ უწერიათ
მაგალითად:
*პასპორტზე მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი - 100 ლარი (იხილეთ შეღავათები).
ვიხილე შეღავათები და
*18 წლამდე ასაკის პირები - 50 პროცენტით.
მაგრამ
16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად წარმოადგინეთ:

განცხადება-ანკეტა (მიიღებთ ტერიტორიულ სამსახურებში)
დაბადების მოწმობა (დედანი)
პირადობის (ბინადრობის) მოწმობა (დედანი და ასლი), თუ პირს პასპორტის გაცემამდე შეუსრულდა 14 წლის ასაკი
ორივე მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება ტერიტორიულ სამსახურში);
ორივე მშობლის პირადობის მოწმობა (დედანი);
მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი - 32-გვერდიანზე - 17,50 ლარი, 48-გვერდიანზე - 20 ლარი.
ერთი ფერადი ბიო-სურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში);



ვეღარ გავიგე
თუ კიდე 100 ლარი ღირს 18 წლის ზევით პასპორტის აღება, და 18 წლის ქვევით 50%-ია შეღავათი, როგორღა ღირს 18 წლამდე ადამიანისთვის 17,5 ლარი?
drug.gif

Posted by: jabaende 14 May 2010, 11:22
მადლობთ............................................................................

Posted by: Alfred Shnobel 14 May 2010, 19:25
Suleluka
ეგ 16 წლმადეა 17,5 ლარი


ერთი რამ მაინტერესებს. სამოქალაქო რეესტრში მისამართი მიწერია შეცდომით. პირადობაში მიწერია მისამართი სადაც რეალურად ვცხოვრობ, მაგრამ სამოქალაქო რეესტრის ბაზაში, ცეესკოს ბაზაში, პოლიციის ბაზაში და ა.შ. სულ სხვა მისამართი მიწერია. დღეს მივედი და ფორმა ერთს ამოვიღებთო და გავარკვევთო. ბევრი ხალხი იყო და არ დავრჩი. იქნებ იცოდეთ ფორმა ერთი რა არის და ამ უზუზსტობის გამოსწორება რა პროცედურებთანაა დაკავშირებული? თანხა არის რამე გადასახდელი???რამე ცნობა უნდა წარვადგინო?

Posted by: I am the one 14 May 2010, 21:55
Suleluka


16 წლამდე არაა სავალდებულო ბიომეტრიული გინდა აიღებ ბიომეტრიულ 50 იანს გინდა 17.50 იანას ძველს, 18 იდან უეჩველი 100 იანი უნდა აიღო ეხლა გაიგე?

Alfred Shnobel


ფორმა ერთი არის განცხადება ანკეტა რაც შეივსო პირადობის გაცემმამდე და რის საფუძველზეც გაიცა თუ იქ გიწერია სწორად და ბაზაში შეცდომით ბაზაში დაარედაქტირებენ 2 წამში, თუ ფორმაზეც და ბაზაშიც შეცდომა მოგიწევს ახალი პირადობის აღება და მესაკუთრის თანხმობის დაწერა და აიღებ იმ მისამართზე სადაც რეალურად ცხოვრობ

Posted by: Alfred Shnobel 14 May 2010, 23:25
I am the one
დიდი მადლობა გასაგებია ყველაფერი. იმედი მაქვს, რომ შეცდომით მოხდა ყველაფერი

Posted by: tonikroos 16 May 2010, 23:44
შაბათს არ მუშაობს ხო რეესტრი ? ..........................

Posted by: I am the one 17 May 2010, 20:19
შაბათ კვირას და სხვა ოფიციალურ დასვენბის დღეებზე ვისვენებთ

Posted by: jamaiceli_kesuna 19 May 2010, 13:37
რა მაინტერესებს, ნასამართლეობის საბუთს და კიდევ იმას დაოჯახებული რომ არ ხარ, რამდენ ხანში იძლევიან? და რა ღირს?

Posted by: NATTALI 19 May 2010, 13:43
jamaiceli_kesuna
QUOTE
რა მაინტერესებს, ნასამარღლეობის საბუთს

ამ ცნობას სამოქალქო რეესტრი არ იძლევა, უნდა მიმართო შსს მომსახურების სააგენტოს. 5 სამუშეო დღეში(უფასოა, თუ დაჩქარებული არ გინდა).

დაჩქარებული:

მუხლი 11. დაჩქარებული საინფორმაციო მომსახურების საფასურის
განაკვეთები და მომსახურების ვადები
1. ნასამართლობის შესახებ ცნობის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:
ა) 2 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი;
ბ) ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი;
გ) 3 სამუშაო საათის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.

Posted by: jamaiceli_kesuna 19 May 2010, 13:45
NATTALI
უი მადლობა ძაან დიდი, გამახარე smile.gif

Posted by: babe777 19 May 2010, 18:03
მოოკლედ erti megobari gogo myavs daa eseegi skolashic ar uvlia da dabadebis mowmoba ertia da egec saxlshi aqq daaa,, faqtiurad ar arsebobs raa... exla aris 22wlis daa unda piradoba aigos daa rame problema xo ar eqneba??? magalitad jarimastan an rame egettan..... midit ra dzmurad gamecit pasuxii.... winaswar madloba....

Posted by: I am the one 19 May 2010, 21:30
QUOTE (babe777 @ 19 May 2010, 18:03 )
მოოკლედ erti megobari gogo myavs daa eseegi skolashic ar uvlia da dabadebis mowmoba ertia da egec saxlshi aqq daaa,, faqtiurad ar arsebobs raa...

ეს ნაწილი კარგად ამიხსენი დამერე გაგცემ პასუხს ანუ აქვს დაბადების მოწმობა ხელზე?

Posted by: babe777 19 May 2010, 21:58
დაბადების მოწმობა ხელზე აქ??? აუ ვერ ვხდები..... ეგ რას ნისჰნავს???

Posted by: I am the one 19 May 2010, 22:49
babe777

დაბადების მოწმობა აქვას საერთოდ? თუ არ აქვს? ანუ დაბადების მოწმობა აქვს და ეხალ უნდა აიღოს პირადობა 22 წლისააა? და არასოდეს პირადობა არ აუღია?

Posted by: babe777 20 May 2010, 08:09
დაბადების მოწმობა აქ მარა არაა არსად დარეგისტრირებულიი... დაა ეხლა პირველად უნდა პირადობა აიგოს და აქამდე რო არ აიგო რამე პრობლემა ხო არ ექნებაა პირადობის აგებისას???

Posted by: sonex2009 20 May 2010, 09:23
გამარჯობათ რეესტრში ძან ბევრჯერ ვარ დარეგისტრირებული იპოთეკის ხელშეკრულება მაქ გაკეთებული ჩემ სახელზე და სამომავლოთ ეს რამე პრობლემას ხო არ შემიქმნის ??? ან საგადასახადოს ხო არ გადაეგზავნება ინფორმაცია???

Posted by: babe777 20 May 2010, 10:29
მისმინე რა მაინტერესებს 40წლის ქალს(მეზობელს) აინტერესებს,,,, ისეეგი დემეკარგა პასპორტიო და მინდა ავიგო ახალიო დაა მაქ ბინის ორდერი და ცჰაწერილი ვაარტ/// საპასპორტოსჰი რა საბუტები უნდა მივიტანოო რომ მომცენ ახალი პასპორტი???????

Posted by: Suleluka 20 May 2010, 10:43
jamaiceli_kesuna
ნასამართლეობის ცნობას იძლევიან ქავთარაძის ქუჩაზე, ლეჩკომბინატთან

sonex2009
QUOTE
გამარჯობათ რეესტრში ძან ბევრჯერ ვარ დარეგისტრირებული იპოთეკის ხელშეკრულება მაქ გაკეთებული ჩემ სახელზე და სამომავლოთ ეს რამე პრობლემას ხო არ შემიქმნის ??? ან საგადასახადოს ხო არ გადაეგზავნება ინფორმაცია???

ეს თემა არის სამოქალაქო რეესტრზე და არა საჯარო რეესტრზე
აი ლინკი --> http://forum.ge/?f=77&showtopic=34089532

babe777
დაკარგული პირადობის მოწმობის ნაცვლად ახალი მოწმობის ასაღებად წარმოადგინეთ:


განცხადება-ანკეტა (მიიღებთ ტერიტორიულ სამასახურებში);
დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (დედანი და ასლი);
2 ფერადი ფოტო-სურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში);

ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ნებისმიერი ბანკიდან. ჯარიმა შეადგენს 3 ლარს

შენიშვნა:

თუ დაკარგული პირადობის მოწმობა აღებული იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სხვა ტერიტორიულ სამსახურში, წარადგინეთ 3 სურათი, ხოლო რეგისტრაციისთვის - საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საცხოვრისი მესაკუთრის თანხმობის დადგენილი ფორმა.


პირადობის მოწმობის გაცემის ვადები და მომსახურების საფასურები:

·1. განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს პირადობის მოწმობა გაიცემა უფასოდ.

•2. განაცხადის შეტანიდან პირადობის მოწმობის მე-5 სამუშაო დღეს გასაცემად მომსახურების საფასური შეადგენს - 5 ლარს;

•3. განაცხადის შეტანიდან პირადობის მოწმობის მე-3 სამუშაო დღეს გასაცემად მომსახურების საფასური შეადგენს - 10 ლარს;

•4. განაცხადის შეტანიდან პირადობის მოწმობის 24 საათის გასვლისთანავე გასაცემად მომსახურების საფასური შეადგენს - 25 ლარს;

•5. განაცხადის შეტანიდან პირადობის მოწმობის იმავე დღეს გასაცემად მომსახურების საფასური შეადგენს - 50 ლარს.

შენიშვნა:


მომსახურების საფასურის გადახდა ხდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში განთავსებულ სწრაფის გადახდის პუნქტებში.






1. თუ თქვენ იცვლით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგინეთ:

საცხოვრისის მესაკუთრემ - საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დედანი ასლთან ერთად;
სხვა პირებმა - საცხოვრისის მესაკუთრის მიერ შევსებული თანხმობის წერილის დადგენილი ფორმა.
2. ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას დამატებით წარმოადგინეთ ჩანაწერში არსებული უზუსტობის დამადასტურებელი საბუთი;





1. თუ თქვენ იცვლით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგინეთ:

საცხოვრისის მესაკუთრემ - საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ასლთან ერთად;
სხვა პირებმა - საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა (მესაკუთრის თანხმობის შევსებული ფორმა).
2. ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას დამატებით წარმოადგინეთ ჩანაწერში არსებული უზუსტობის დამადასტურებელი საბუთი;

Posted by: tata_tata96 20 May 2010, 20:48
გამარჯობათ
მაქვს კერძო სახლი ,ეზოში 4 ოჯახი ვცხოვრობთ ,ამხანაგობა არ გვაქვს , ეზოში დგას ერთი სახლი ჩემს სახლთანარის მიბმული ,ეს სახლი 4 მოწილესია ,აამ ოთხი წილიდან 2 წილი არის ჩემი და მე მიგირავებული მქონდა ერთ ოჯახზე ,რომლებმაც იყიდეს ერთი წილი ამ სახლის ოღონდ სხვა მოწილესგან ,რეალურად ამ სახლში იმ მოწილეს არასოდეს უცხოვრია და სადაა ეს წილი არ ვიცით მაგრამ მე ვეღარ გამყავს ეს ხალხი ამბობენ რომ მოწილეები არიან უკვე და ითხოვენ მე გამოვუყო წილი თუნდაც დანარჩენი ორი წილიდან და გადავლენ რა გამოსავალია აქედან როგორ გავუშვა ეს ხალხი?

Posted by: teo_charkviani 20 May 2010, 21:07
tata_tata96
სამოქალაქო რეესტრი არაფერ შუაშია ამ საკითხთან დაკავშირებით

babe777
QUOTE
პასპორტი

თუ პირადობის მოწმობა?

Posted by: I am the one 20 May 2010, 21:18
Suleluka


მაგდენს რო ცერ უფრო იბნევა ადამიანი ან მარტივად უპასუხე ან მე ვუპასუხებ

Posted by: Suleluka 21 May 2010, 09:15
tata_tata96
http://forum.ge/?f=77&showtopic=34089532
ამათ უფრო ეხებათ, მაგრამ ჯობია იურიდიულ კონსულტაციაში იკითხო, უფრო მეტიც, ეხლა ყველა თბილისელს ერგება უფასო იურიდიული კონსულტაცია, გირჩევნია იქ წახვიდე, საბუთებიც წაიღო და დეტალურად აუხსნა ყველაფერი და დაგეხმარებიან.
____
4 მოწილის ეხლანდელი კანონითაა თუ თავიდანვე ეგრე იყო? საერთო იყო?
გააჩნია ეხლა როგორი მეზობლები გყავს, ისინი თუ მოგიწერენ ხელს რომ შენია, და შენ იმის საბუთიც გაქვს რომ ის 2 წილი შენია + შენ და იმ ეხლანდელ მოსახლეს შორის არანაირი კონტრაქტი არ დევს, გამოიძახე პატრული და ფიშტიიიიი

Posted by: babe777 21 May 2010, 09:37
უი ხოო პასპორტი კი არაა პირადობა უნდა მეტქვაა.....

Posted by: Suleluka 21 May 2010, 10:35
babe777
ჩემი პასუხი წაიკითხე წინა გვერძე?
გაიგე რამე, თუ დაიბენი? biggrin.gif

Posted by: teo_charkviani 21 May 2010, 17:31
babe777
2 ფოტოსურათი, რომელსაც სამოქალაქო რეესტრში გადაიღებს და 3 ლარიანი ჯარიმის გადახდის ქვითარი(ამასაც იქვე გადაიხდის), შეავსებს ადგილზე ანკეტას და სულ ესაა

Posted by: lucia 21 May 2010, 18:13
teo_charkviani
პირადობისთვისაც იქ უნდა გადავიღო სურათი?

Posted by: teo_charkviani 21 May 2010, 18:39
lucia

QUOTE
პირადობისთვისაც იქ უნდა გადავიღო სურათი?

yes.gif

Posted by: jamaiceli_kesuna 21 May 2010, 18:43
NATTALI
QUOTE
ამ ცნობას სამოქალქო რეესტრი არ იძლევა, უნდა მიმართო შსს მომსახურების სააგენტოს. 5 სამუშეო დღეში(უფასოა, თუ დაჩქარებული არ გინდა).

დაჩქარებული:

მუხლი 11. დაჩქარებული საინფორმაციო მომსახურების საფასურის
განაკვეთები და მომსახურების ვადები
1. ნასამართლობის შესახებ ცნობის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:
ა) 2 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი;
ბ) ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი;
გ) 3 სამუშაო საათის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.




რას მერჩოდი, რას მატყუებდი biggrin.gif:D:D

Posted by: hennessyXO 23 May 2010, 17:14
პასპორტი დავკარგე
რა ღირს ახალი პასპორტის აღება..და რეებია საჭირო?
გავიგე რაღაც ახალი პასპორტებია ეხლა და მემგონი გააძვირეს.

Posted by: I am the one 23 May 2010, 19:22
QUOTE (hennessyXO @ 23 May 2010, 17:14 )
პასპორტი დავკარგე
რა ღირს ახალი პასპორტის აღება..და რეებია საჭირო?
გავიგე რაღაც ახალი პასპორტებია ეხლა და მემგონი გააძვირეს.

100 ლარიანი ქვითარი ნებისმიერი ბანკიდან (10 სამუშაო დღეში რო აიღო) 2 სურათი იქვე გადაღებული (3 ლარი) პირადობის მოწმობა.

Posted by: hennessyXO 23 May 2010, 19:27
I am the one
დიდი მადლობა..
QUOTE
100 ლარი

Warning:
+20 %

Posted by: NATTALI 23 May 2010, 20:06
jamaiceli_kesuna
QUOTE
რას მერჩოდი, რას მატყუებდი biggrin.gif:D:D

რა მოგატყუე? spy.gif
* * *
hennessyXO

100 ლარი ღირს ე.წ. ჩიპიანი პასპორტი. თუ არ გინდა ჩიპიანი, აიღებ ჩვეულებრივს, 35 ლარად. yes.gif

Posted by: 7903251 23 May 2010, 21:14
NATTALI
QUOTE
თუ არ გინდა ჩიპიანი, აიღებ ჩვეულებრივს, 35 ლარად.


ეგ 35 ლარიანი პასპორტი თბილისში და უკვე დიდ ქალაქებში აღარ გაიცემა... იშვიათ რეგიონებში გაიცემა მხოლოდ ეგეც უკვე ძალიან მალე იქაც ჩიპიანს გაუშვებენ!

ასე რომ დავიწყეთ 35 ლარიანი!

100 პასპორტს
3 ლარი, რკინის ავოტომატს რომელიც ჩაგაკარტოჩკებთ
1 ლარი ბანკს უნდა ჩაუკუჭო!


100+3+1=?

Posted by: babe777 24 May 2010, 11:00
მადლობა.... ვინც მიპასუხა ცჰემ სჰეკიტხვებზეე.... ყველაფერი გავიგე..... გაიხარეტ.......

Posted by: NATTALI 24 May 2010, 11:03
7903251
QUOTE
ეგ 35 ლარიანი პასპორტი თბილისში და უკვე დიდ ქალაქებში აღარ გაიცემა... იშვიათ რეგიონებში გაიცემა მხოლოდ ეგეც უკვე ძალიან მალე იქაც ჩიპიანს გაუშვებენ!

ასე რომ დავიწყეთ 35 ლარიანი!

რა ვიცი, ახლა ხანს ავიღE მე 35 ლარიანი და..........

Posted by: sonex2009 24 May 2010, 21:52
პენსია როგორ დავანიშნინო მირჩიეთ გთხოვთ

Posted by: teo_charkviani 24 May 2010, 22:01

QUOTE
რა ვიცი, ახლა ხანს ავიღE მე 35 ლარიანი და..


ვეღარ აიღებთ ძველ 35 ლარიან პასპორტს, ეხლა მხოლოდ 100 ლარიანი ბიომეტრიული გაიცემა

Posted by: sonex2009 24 May 2010, 22:07
პენსია როგორ დავანიშნინო მირჩიეთ გთხოვთ ან სად უნდა მივიდე რამე ნომერი ხო არ იცით სად შეილება რო გავარკვიო

Posted by: france 25 May 2010, 13:14
პირადობაზე, რომ წერია გაცემულია .......... ვაკის საპასპორტო, მრ. და სარ. სამსახური - მრ და სარ რისი აბრევიატურაა?
ძალიან მაინტერესებს უნდა ვთარგმნო.

Posted by: tata_tata96 25 May 2010, 14:29
ამხანაგობის შესაქმნელად სად უნდა მივიდე და რამდენ ხანში ხდება ? და რამდენი მესაკუთრის თანხმობა მინდა იტალიურ ეზოში?

Posted by: 7903251 25 May 2010, 14:35
sonex2009


სახელმწიფო პენსიის გამცემი ორგანო არის სოციალური მომსახურის სააგენტოს კომპეტენცია და არა სამოქალაქო რეესტრისა!


"სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა, რომელსაც შეუსრულდა 65 წელი, ხოლო ქალმა, რომელსაც შეუსრულდა 60 წელი, პენსიის დასანიშნად უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებას, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

ასაკით პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა:

Ø განცხადება (სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილების უფროსის სახელზე);

Ø პირადობის მოწმობა, ასლთან ერთად;

ასაკით პენსიის დანიშვნის ვადები

გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების შემოტანიდან 15 სამუშაო დღის ვადაში მიიღება.

პენსიის ოდენობა: 80.00 ლარი, შრომის სტაჟის დანამატის გარეშე


სოციალური მომსახურების სააგენტო

მისამართი: ი. ჯავახიშვილის 51, 0102, თბილისი

ტელეფონი: 91 00 46




აჰა თუ კიდევ რამე გაინტერესებს საიტიც: http://www.ssa.gov.ge/

Posted by: I am the one 25 May 2010, 21:41
QUOTE (france @ 25 May 2010, 13:14 )
პირადობაზე, რომ წერია გაცემულია .......... ვაკის საპასპორტო, მრ. და სარ. სამსახური - მრ და სარ რისი აბრევიატურაა?
ძალიან მაინტერესებს უნდა ვთარგმნო.

სარ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო



მრ. თუ არ ვცდები მოქალაქეთა რეგისტრაციის




Posted by: Jeanne Hebutern 27 May 2010, 18:40
მოკლედ რაშია საქმე, მჩირდება ფორმა 106 ანუ სამედიცინო ცნობა სიკვდილის ესაებ. სამოქალაქო რეესტრი მითრეს რომ ჯერ უნდა მოიტანოო სამედიცინო ცნობა პირის სიკვდილის შესახებო და ამის საფუძველზე გავცემთ მერე ფორმა 106=ო. მაგრამ საქმე რაშია იცით ეს ცნობა როდესაც ავიღე გარდაცვალების მომობა მაინ ჩავაბარე რეესტრში და ხელმეორედ საიდან მოვიტანო ეხლა?



რა ვქნაააააააააააააა?

Posted by: teo_charkviani 27 May 2010, 19:01
Jeanne Hebutern

ანუ ერთხელ გქონდა უკვე ხომ აღებული გარდაცვალების მოწმობა და დაკარგე, თუ რატომ აღარ გაქვს?
არაა პრობლემა, ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში მიხვალ და განმეორებითს აიღებ
დაწერ განცხადებას, , თან იქონიე პირადობის მოწმობა ან პასპორტი, იქვე გადაიხდი 2 ლარს და მე-5 დღეს მიიღებ განმეორებითს

Posted by: Jeanne Hebutern 27 May 2010, 19:11
teo_charkviani
არააა გარდაცვალების მოწმობა მაქვს, უბრალოდ სადაზგვევო კომპანია მთხოვს რომ მივიტანო ფორმა 106 , ვერც გავიგე საერთოდ რა საბუთია ეს, მაგრამ ის კი მითხრეს რომ სამქალაქო რეესტრში აიღებო

Posted by: 7903251 27 May 2010, 19:37
Jeanne Hebutern


ბოდიში მაგრამ შენი აზრი ბუნდოვანია, ჯობია სამუშაო საათებში დარეკო სამოქალაქო რეესტრის ცხელ ხაზზე: 40-10-10 აქ გეტყვიან ყველაფერს დეტალებში!

Posted by: Jeanne Hebutern 27 May 2010, 19:48
7903251
რეეტრში დავრეკო კი არა მისული ვიყავი და რაც დავეწერე ეგ მითხრეს ზუტად

Posted by: I am the one 27 May 2010, 22:20
Jeanne Hebutern


გიპასუხეს სწორად !!! 106 არ ვიცი ზუსტად რა არის მარა ნებისმიერ სამსახურში მიხვალ და 2 ლარს გადაიხდი და აიღებ 5 სამუშაო დღეში განმეორებით გარდაცვალების მოწმობას. თუ გადაიხდი 17 ს - აიღებ 2 დღეში. და 27 ს თუ გაიდაიხდი - იმავე დღეს.

Posted by: psyxo 28 May 2010, 15:33
I am the one
დაკარგული დაბადების მოწმობის ასლის აღების პროცედურა როგორ ხდება?
თან პატრონი თუ საზღვარგარეთაა(რუსეთში)და იქ სჭირდება.
შესაძლებელია მესამე პირმა აიღოს?

Posted by: teo_charkviani 28 May 2010, 18:18
psyxo
ანუ გინდა განმეორებითი დაბადების მოწმობის აღება ხომ?
შეუძლიათ მშობლებს აიღონ ან მესამე პირს, მაგრამ თან უნდა ქონდეს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა

Posted by: psyxo 29 May 2010, 01:47
teo_charkviani
გამადლობ user.gif
QUOTE
ანუ გინდა განმეორებითი დაბადების მოწმობის აღება ხომ?

ხო დუბლიკატი უნდა მეთქვა მგონია.
და ეს მინდობილობა საზღვარგარეთიდან(კერძოდ რუსეთიდან) ფიზიკურად ფოსტით უნდა ჩამოვიდეს თუ რაიმე მეილითაც შეიძლება? ან ლაივნეტით (ამას წინ იყო ინფო ტვ-ში, რომ ვიდეო სკაიპით შეგიძლიათო მსგავსი რაღაც საზღვარგარეთიდანო, მაგრამ მაშინ ზედაპირულად მოვუსმინე და ზუსტად არ ვიცი რისი სერვისის საშუალებას იძლეოდნენ არქივში და რეესტრში)რომ მე აღარ შევწუხდე და პირდაპირ მომხმარებელი გავიდეს წყაროზე!

Posted by: teo_charkviani 29 May 2010, 17:56
psyxo
QUOTE
ლაივნეტით

რაღაც მეეჭვება ამ წყაროს საშუალებით მოწოდებული მიიღონ..
ოფიციალურად უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა და გამოგზავნილი ფოსტით

Posted by: poca_honta_S 30 May 2010, 23:23
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურის მენეჯერი არის ყველაზე კარგი ადამიანი . smile.gif სხვა საშუალება არ მომეცა და ასე მაინც მინდა ვთქვა რომ ამ ადამიანის უზომოდ მადლობელი ვარ .

Posted by: ninikoniniko 30 May 2010, 23:35
სამოქალაქო რეესტრის ცხელი ხაზი 40 1010 რატომ არ იღებს ყურმილს არასდროს?
არც 0008.
ჩემს მისამართზე ორი უცხო ადამიანი აღმოვაჩინე და მინდოდა შემეტყობინებინა. კიდევ ერთი უკვე გარდაცვლილი....
smile.gif)))
სიებში არიან შეტანილი და ვინ იცის იქნებ ხმაც მისცეს უკვე სამივემ smile.gif))

Posted by: I am the one 31 May 2010, 23:44
poca_honta_S


ოფის მენეჯერი? ბიჭი იყო თუ გოგო'? smile.gif მე ვმუშაობ მანდ და ნახევარჯერ გარეთ ვარ smile.gif
* * *
QUOTE (ninikoniniko @ 30 May 2010, 23:35 )
სამოქალაქო რეესტრის ცხელი ხაზი 40 1010 რატომ არ იღებს ყურმილს არასდროს?
არც 0008.
ჩემს მისამართზე ორი უცხო ადამიანი აღმოვაჩინე და მინდოდა შემეტყობინებინა. კიდევ ერთი უკვე გარდაცვლილი....
smile.gif)))
სიებში არიან შეტანილი და ვინ იცის იქნებ ხმაც მისცეს უკვე სამივემ smile.gif))

მაგაზე გაცეს წინაგვერდებზე პასუხი როგორ უნდა მოხსნა

Posted by: lola_keta 1 Jun 2010, 09:22
ავიღე მე ჩემი პასპორტიიი bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: HiStorian 1 Jun 2010, 11:01
მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო რეესტრი არის უმაღლესი ხარისხის მომსახურების სამსახური საქართველოში, ისეთი, როგორსაც ნაღდად ვერ დაიკვეხნის ბევრი ქვეყანა მსოფლიოში

Posted by: xatatula 1 Jun 2010, 11:16
poca_honta_S
ამის სათქმელად დარეგისტრირდი? biggrin.gif

QUOTE
ავიღე მე ჩემი პასპორტიიი

მეც ავიღე smile.gif

Posted by: nananana 1 Jun 2010, 15:47
გამარჯობათ. მაინტერესებს სურათის გადაღება პირადობის მოწმობისთვის რა ღირს ტერიტორიულ სამსახურებში?და მანდ გადაღება აუცილებელია?

Posted by: I am the one 1 Jun 2010, 20:11
QUOTE (nananana @ 1 Jun 2010, 15:47 )
გამარჯობათ. მაინტერესებს სურათის გადაღება პირადობის მოწმობისთვის რა ღირს ტერიტორიულ სამსახურებში?და მანდ გადაღება აუცილებელია?

აუციელებია გადაიღო ტერიტორიულში ღირს 3 ლარი, 1 ლარიანები ან 2 იანი

Posted by: psyxo 1 Jun 2010, 21:18
teo_charkviani
QUOTE
რაღაც მეეჭვება ამ წყაროს საშუალებით მოწოდებული მიიღონ..
ოფიციალურად უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა და გამოგზავნილი ფოსტით

ესე იგი ადრე რომ შეიძლებოდა ფაქსის საშუალებით იურიდიული დოკუმენტების გადაგზავნა აღარ მოქმედებს ეგ წესი?

Posted by: ENIGMA_ 1 Jun 2010, 22:17
poca_honta_S
QUOTE
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურის მენეჯერი არის ყველაზე კარგი ადამიანი . smile.gif სხვა საშუალება არ მომეცა და ასე მაინც მინდა ვთქვა რომ ამ ადამიანის უზომოდ მადლობელი ვარ

აი ამ პოსტმა იმენა დაგლიჯა რააა:DDDDDDDDDDDDDDI am the one
QUOTE
ოფის მენეჯერი? ბიჭი იყო თუ გოგო'? smile.gif მე ვმუშაობ მანდ და ნახევარჯერ გარეთ ვარ smile.gif

აჰა ესეგი ისან-სამგორის თანამშრომელი ხარ
ფრიად სასიამოვნოა

Posted by: I am the one 1 Jun 2010, 23:38
ENIGMA_


გაიხარე შენ რომელში მუშაობ? smile.gif ეგეც მითხარი ბარემ

Posted by: mxiaruli gogona 2 Jun 2010, 00:45
I am the one
სამსახურში ხომ მშვიდობააა? wink.gif

Posted by: nananana 2 Jun 2010, 13:13
I am the one, დიდი მადლობა.

დღეს რომ ჩავაბარო პირადობის მოწმობა , ახალი ზუსტად რომელ რიცხვში შემიძლია რომ ავიღო? მაინტერესებს 10 დღიან ვადაში შაბათ-კვირასაც თვლიან?

Posted by: I am the one 2 Jun 2010, 22:14
mxiaruli gogona


კი რომელი ხარ? biggrin.gif

nananana


როცა გინდა ჩააბარე ითველაბ ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღე დასვენების დღეები არ ითვლება დაახლოებით 2 კვირა გამოგივა.

Posted by: nananana 2 Jun 2010, 23:39
I am the one

ძალიან დიდი მადლობა, გაიხარე

Posted by: tonikroos 3 Jun 2010, 10:37
9ზე იწყებთ მუშაობას ? პასპორტის სურათს იქვე ადგილზევე იღებ ხო ? 3 ლარი ღირსო .. სწორი ინფორმაციაა?

Posted by: teo_charkviani 3 Jun 2010, 17:39
tonikroos
კი სწორი ინფოა smile.gifთან იქონიე რკინის მონეტები..

Posted by: tonikroos 4 Jun 2010, 09:55
teo_charkviani
მადლობა..........................

Posted by: Tobi 10 Jun 2010, 10:35
I am the one

გამარჯობა

პასპორტის აღება მინდა და სად უნდა მივიდე? ჩუღურეთის რაიონში ვარ ჩაწერილი.
http://www.cra.gov.ge - ეს საიტი არ მუშაობს თორე არ შეგაწუხებდი.

Posted by: memberX 10 Jun 2010, 11:00
პასორტს გაუვიდა ვადა 2004 წელს, განახლებას ფული უნდა? რა პროცედურების გავლაა საჭირო ახსენით. თან 2004 წელს სრულწლოვანიც არ ვიყავი და ახალ სურათს მომთხოვენ ხოო?

Posted by: camomle 10 Jun 2010, 11:57
QUOTE (memberX @ 10 Jun 2010, 11:00 )
პასორტს გაუვიდა ვადა 2004 წელს, განახლებას ფული უნდა? რა პროცედურების გავლაა საჭირო ახსენით. თან 2004 წელს სრულწლოვანიც არ ვიყავი და ახალ სურათს მომთხოვენ ხოო?

დიახ ახალი სურათი 3 ლარი ახალი პასპორტი ბიომეტრიული ანუ ასი ლარი gigi.gif

Posted by: teo_charkviani 10 Jun 2010, 22:41
Tobi
QUOTE
გამარჯობა

პასპორტის აღება მინდა და სად უნდა მივიდე? ჩუღურეთის რაიონში ვარ ჩაწერილი.
.



საზღვარგარეთის პასპორტზე შეგიძლია ნებსმიერ ტერიტორიულ სამსახურს მიმართო
არ აქვს მნიშვნელობა რეგისტრაციის ადგილს

Posted by: ამირანი 11 Jun 2010, 17:13
QUOTE (potiabesbaia @ 4 May 2010, 13:38 )
I am the one
რატომ აიძულებენ ხალხს ამ პასპორტის აღებას?! ან საიდან მოიტანეთ რომ რომელიმე ქვეყანამ აკრძალა ძველი პასპორტების მქონე პირების თავის ტერიტორიაზე შეშვება? შეხედეთ უკრაინას. იქ ორივე პასპორტია, რომელსაც გინდა იმას აიღებ. ან ეკლესიასთან შეთანხმებულია ეს საკითხი. ესე 20 დღეში ამხელა ცვლილების შეტანა როგორ შეიძლება!!!

ბიომეტრულ პასპორტები სრულიადაც არ არის სავალდებულო უცხოეთის ქვეყნებში.
მე და ჩემს მეგობრებს ჩვეულებრივი, ადამიანური პასპორტები გვაქვს და მუდმივად გვიხდება სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა (სამსახურიდან). არასოდეს შეგვქმნია წინაღობა პასპორტებთან დაკავშირებით.
ეს ამბავი, თავად სააკაშვილის ხელისუფლების მოგონილია.


Posted by: geg 11 Jun 2010, 17:33
რა ღირს ახალი პირადობის მოწმობა?

Posted by: teo_charkviani 12 Jun 2010, 00:15
geg

უფასოა ათ სამუშაო დღეში
თუ უფრო ადრე გინდა აიღო დამატებით გადაიხდი თანხას
5 დღე - 5 ლ
3 დღე - 10 ლ
24 სთ - 25 ლ
საბუთების შეტანის დღესვე - 50 ლ

Posted by: I am the one 12 Jun 2010, 12:36
QUOTE (ამირანი @ 11 Jun 2010, 17:13 )
QUOTE (potiabesbaia @ 4 May 2010, 13:38 )
I am the one
რატომ აიძულებენ ხალხს ამ პასპორტის აღებას?! ან საიდან მოიტანეთ რომ რომელიმე ქვეყანამ აკრძალა ძველი პასპორტების მქონე პირების თავის ტერიტორიაზე შეშვება? შეხედეთ უკრაინას. იქ ორივე პასპორტია, რომელსაც გინდა იმას აიღებ. ან ეკლესიასთან შეთანხმებულია ეს საკითხი. ესე 20 დღეში ამხელა ცვლილების შეტანა როგორ შეიძლება!!!

ბიომეტრულ პასპორტები სრულიადაც არ არის სავალდებულო უცხოეთის ქვეყნებში.
მე და ჩემს მეგობრებს ჩვეულებრივი, ადამიანური პასპორტები გვაქვს და მუდმივად გვიხდება სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა (სამსახურიდან). არასოდეს შეგვქმნია წინაღობა პასპორტებთან დაკავშირებით.
ეს ამბავი, თავად სააკაშვილის ხელისუფლების მოგონილია.

ვისაც მოქმედი აქ გამოადგება ვისაც აღება უნდა ვერ იაღებს ძველს ფიზიკურად არ მიცემენ, აძლევენ მარტო იმას ვინც საზღვარგარეთაა და მინდობილიბით იღებენ აქ მის პასპორტს.

Posted by: axlguns 12 Jun 2010, 14:02
7 ივნისს ჩავაბარე პირადობის მოწმობა და ახალი უნდა მომცენ 18-ში. 14-ში მჭირდება აუცილებლად პირადობა და ფული რო გადავიხადო მომცემენ ორშაბათს? რამდენი იქნება გადასახდელი?

Posted by: lola_keta 12 Jun 2010, 14:26
QUOTE (Tobi @ 10 Jun 2010, 10:35 )
I am the one

გამარჯობა

პასპორტის აღება მინდა და სად უნდა მივიდე? ჩუღურეთის რაიონში ვარ ჩაწერილი.
http://www.cra.gov.ge - ეს საიტი არ მუშაობს თორე არ შეგაწუხებდი.

როცა პასპორტს იღებ არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ ჩაწერილი. ნებისმიერ საპასპორტოში მიდი და მოგცემენ იქ smile.gif


პ.ს. მეც ჩუღურეთში ვარ ჩაწერილი მაგრამ საბურთალოს საპასპორტოში ავიღე smile.gif

Posted by: I am the one 12 Jun 2010, 14:41
QUOTE (axlguns @ 12 Jun 2010, 14:02 )
7 ივნისს ჩავაბარე პირადობის მოწმობა და ახალი უნდა მომცენ 18-ში. 14-ში მჭირდება აუცილებლად პირადობა და ფული რო გადავიხადო მომცემენ ორშაბათს? რამდენი იქნება გადასახდელი?

კი მოგცემენ რამდენი სამუშაო დღე გამოდის გადაითვალე და იმდენი გადაიხადე

Posted by: niktagva 15 Jun 2010, 11:00
I am the one
როგორც მივხვდი, თქვენ იძლევით კომპეტენტურ პასუხებს.

25 ივნისს სრულდება 6 თვე, რაც ჩემი ქმარი გარდაიცვალა.
ბინა უნდა გადავაფორმო ჩემს სახელზე.
როგორც ნოტარიუსმა მითხრა, საჯარო რეესტრიდან რაღაცა ცნობა მაქვს ასაღები.

ხომ ვერ დამეხმარებოდით და მეტყოდით, რა ცნობაა, და სად უნდა მივიდე?
ვცხოვრობ მოსაშვილის ქუჩაზე, ვაკის რაიონია.
წინასწარ გიხდით მადლობას. yes.gif

Posted by: Mariamushka 15 Jun 2010, 11:23
ჩემს პირადობის მოწმობას გასდის ვადა რამდენიმე თვეში და მინდა გამოვცვალო ახლავე....
სად უნდა მივიდე და ხომ არ იცით რამდენი დრო უნდა ან რა პროცედურებია?


შეიძლება დაისვა უკვე ეს კითხვა და თუ ასეა ბოდიშს ვიხდი წინასწარ...

Posted by: 7903251 15 Jun 2010, 11:37
niktagva


პირველ რიგში ვიზიარებ თქვენს მწუხარებას....

ნოტარიუსმა სამოქალაქო რეესტრიდან შეიძლება მოგთხოვოთ მხოლოდ და მხოლოდ გარდაცვალების მოწმობა ან კიდევ ქორწინების მოწმობა.... უკეთესი იქნებოდა დაგეზუსტებინათ რა ცნობას გულისხმობს ნოტარიუსი.....
მე ეჭვი მაქვს, რომ საჯარო რეესტრიდან მოგთხოვდათ უძრავი ქონების რეგისტრაციის ფურცელს, რომელიც საჯარო რეესტრი იქნება გატარებული.....


ასე რომ გაარკვიეთ რა ცნობა სჭირდება ნოტარიუსს და ყოველგვარი მკითხაობის გარეშე მიიღებთ კომპეტენტურ პასუხს.....




Mariamushka


ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოში სამოქალაქო რეესტრისა მიიღებთ 10 სამუშაო დღეში პირადობის დამადასტურებელ მოწმობას!!!!


სურათს გადაიღებთ სამოქალაქო რეესტრშივე!



Posted by: niktagva 15 Jun 2010, 11:51
7903251
QUOTE
საჯარო რეესტრიდან მოგთხოვდათ უძრავი ქონების რეგისტრაციის ფურცელს, რომელიც საჯარო რეესტრი იქნება გატარებული.

საჯარო რეესტრში ბინა არ მაქვს გატარებული.
არის მხოლოდ პრივატიზებული ჩემი ქმრის სახელზე. და მგონი ტექბიუროში.
7903251
მადლობა პასუხისთვის და თანაგრძნობისთვის. yes.gif

Posted by: Mariamushka 15 Jun 2010, 11:59
7903251
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: geg 15 Jun 2010, 12:33
სახელის შესაცვლელად რა საბუთებია საჭირო და რა ჯდება?

Posted by: sonex2009 15 Jun 2010, 15:11
მაქ მიწის ნაკვეთი რაიონში რა საბუთებია საჭირო და ეს ნაკვეთი რეესტრში გავატარო ასევე აზომვაც ჭირდება რა დამიჯდება ეს ყველაფერი და რამდენი სამუშაო დღეს წაიღებს მადლობთ დახმარებისთვის

Posted by: 7903251 15 Jun 2010, 17:21
niktagva
QUOTE
საჯარო რეესტრში ბინა არ მაქვს გატარებული.
არის მხოლოდ პრივატიზებული ჩემი ქმრის სახელზე. და მგონი ტექბიუროში.



ზუსტად ამის გამო ვიეჭვე რომ საჯარო რეესტრიდან უძრავ ნივთზე ამონაწერს მოგთხოვდათ.....
მიბრძანდით საჯარო რეესტრში ყველანაირი დოკუმენტებით (გარდაცვალების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და პირადობით) და მოითხოვეთ ამონაწერი (საჯარო რეესტრი მდებარეობს მარჯანიშვილის მეტროსთან ეგრევე)))... ამის შემდეგ ნოტარიუსი გაგიფორმებთ!!!!



პ.ს მე გირჩევთ კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ ნოტარიუსთან რა ცნობა მოგთხოვათ ზუსტად და დაიდან სამოქალაქო თუ საჯარო რეესტრიდან!





Mariamushka


არაფრის გენაცვალე....



geg



მიბრძანდი სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ ორგანოში და დაგეხმარებიან.... ფასებსაც ზუსტად ისინი დაგიდგენენ....

მიიღე ჩემგან კეთილი რჩევა და ნურაფერსაც ნუ შეიცვლი.... ))))
მერე მთელი შენი ცხოვრება ყველა საჭირო დოკუმენტებში მაინც მითითება საჭირო გაგიხდება რომ რაღაცა შეცვალე.....




sonex2009


პენსიაზე რა ქენი გამოგივიდა რამე???


რაც შეეხება შენს საკითხს ეგ უნდა გაარკვიო საჯარო რეესტრში რომელიც მდებარეობს მარჯანიშვილის მეტროსთან))))


პ.ს შეგიძლია სამუშაო საათებში საჯარო რეესტრი თანამშრომლისაგან მიიღო ონ ლაინ ვიდეო კონსულტაცია ამ მისამართზე: http://livehelp.napr.gov.ge/

Posted by: I am the one 15 Jun 2010, 20:15
geg


მეც იგივეს გირჩევ არ შეიცვალო დაიტანჯები ყვეალფერი შესაცვლელი გექნება, ისე ცნობისავის მარტო მისვლა და ნებისმიერი სახელის არჩევა შეგიძლია, 50 ლარს გადაიხდი და 45 დღეში აიღებ სახელი, გვარის, მამის სახელის შეცვლის მოწმობას smile.gif

Posted by: sonex2009 15 Jun 2010, 23:42
7903251
კი პენსია გამომივიდე დედაჩემისთვის მინდოდა გაიხარე

Posted by: geg 16 Jun 2010, 08:26
QUOTE
მეც იგივეს გირჩევ არ შეიცვალო დაიტანჯები ყვეალფერი შესაცვლელი გექნება, ისე ცნობისავის მარტო მისვლა და ნებისმიერი სახელის არჩევა შეგიძლია, 50 ლარს გადაიხდი და 45 დღეში აიღებ სახელი, გვარის, მამის სახელის შეცვლის მოწმობას

სრულწლოვანი არ ვარ და შემიძლია მშობლების გარეშე მისვლა?

Posted by: 7903251 16 Jun 2010, 11:09
geg



არავითარ შემთხვევაში....

არასრულწლოვანს არანაირი დოკუმენტის შეცვლა მიღება ან შეცვლა არ შეუძლია....

Posted by: geg 16 Jun 2010, 13:47
7903251
QUOTE
არავითარ შემთხვევაში....

არასრულწლოვანს არანაირი დოკუმენტის შეცვლა მიღება ან შეცვლა არ შეუძლია....

მშობელთან ერთად ხო შემიძლია?

Posted by: 7903251 16 Jun 2010, 18:48
geg


მშობლებთან ერთად.... ანუ მშობლებმა ერთობლივე თანხმობა უნდა განაცხადონ!

Posted by: djindjidrinji 16 Jun 2010, 19:02
I am the one

გამარჯობათ!

მაქვს ასეთი კითხვა: თუ ადამიანს სურს მიიღოს ბებიის (მამის დედის) ქორწინებამდელი გვარი, მარა მამის დაბადების მოწმობაში ბებია უკვე ბაბუის გვარითაა ჩაწერილი, რა უნდა ქნას განმცხადებელმა? ბებიის დაბადების მოწმობაც და ქორწინების მოწმობაც დაკარგულია, დანამდვილებით არის დაბადებული 1921 წლამდე (რეესტრის საიტზე წერია, რომ არქივში 1921 წლიდან ინახება აქტები). აი ქორწინება აშკარად 21 წლის შემდეგ შედგა.
რა გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციაში?


Posted by: I am the one 16 Jun 2010, 20:29
QUOTE (djindjidrinji @ 16 Jun 2010, 19:02 )
I am the one

გამარჯობათ!

მაქვს ასეთი კითხვა: თუ ადამიანს სურს მიიღოს ბებიის (მამის დედის) ქორწინებამდელი გვარი, მარა მამის დაბადების მოწმობაში ბებია უკვე ბაბუის გვარითაა ჩაწერილი, რა უნდა ქნას განმცხადებელმა? ბებიის დაბადების მოწმობაც და ქორწინების მოწმობაც დაკარგულია, დანამდვილებით არის დაბადებული 1921 წლამდე (რეესტრის საიტზე წერია, რომ არქივში 1921 წლიდან ინახება აქტები). აი ქორწინება აშკარად 21 წლის შემდეგ შედგა.
რა გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციაში?

ყველა ის დოკუმენტი უნდა მოაგროვო სადაც მის ქალიშვილობის გვარზე გახვალ, დაბადებას რაც შეეხება საისტორიო არქივშია 25 წლამდე და თუ იქაც არ მიზებნა დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი უნდა დაადგინო, მერე მისი შვილის დაბადება დაგჭირდება და მისი ქორწინება რითაც გვარი შეიცვალა.

Posted by: ENIGMA_ 16 Jun 2010, 21:52
კარგა ხანია აქეთ აღარ შემომიხედავს
ისე კარგი იქნება თუ მივეჩვევით მოქალაქეები
სამოქალაქო და საჯარო რეესტრის გარჩევას
ეს სამოქალაქო რეესტრის თემაა და ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, უფრო კომპეტენტურ პასუხს, მიიღებთ თუ მოინახულებთ საჯარო რეესტრის გვერდებს


Posted by: I am the one 16 Jun 2010, 22:07
ENIGMA_


შენადა ერთი მეოცედ გეკითხები რომელი სამსახურიდან ხარ არ მეტყვი? smile.gif

Posted by: djindjidrinji 16 Jun 2010, 22:27
I am the one
QUOTE
ყველა ის დოკუმენტი უნდა მოაგროვო სადაც მის ქალიშვილობის გვარზე გახვალ, დაბადებას რაც შეეხება საისტორიო არქივშია 25 წლამდე და თუ იქაც არ მიზებნა დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი უნდა დაადგინო, მერე მისი შვილის დაბადება დაგჭირდება და მისი ქორწინება რითაც გვარი შეიცვალა.


აჰა, დიდი მადლობა. ქალიშვილობის გვარზე მგონი დაბადების და ქორწინების მოწმობებში თუ გავალ, მეტი სად შეიძლება ფიგურირებდეს?
და საისტორიო არქივი სად მდებარეობს? ბებიის და ბაბუის ქორწინების მოწმობა ალბათ ჩვეულებრივ არქივში უნდა მოვიძიო, ვაჟას დასაწყისში ?

და დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი რომელია?

Posted by: geg 16 Jun 2010, 23:22
QUOTE
მშობლებთან ერთად.... ანუ მშობლებმა ერთობლივე თანხმობა უნდა განაცხადონ!

სიტყვიერი თანხმობა ეყოფა?

Posted by: ENIGMA_ 16 Jun 2010, 23:23
I am the one
QUOTE
შენადა ერთი მეოცედ გეკითხები რომელი სამსახურიდან ხარ არ მეტყვი? smile.gif


რა ვიცი აბა, ხან იქერთ ხან აქეთ, სადაც რეესტრს გაუჭირდება მეც იქ ვარbiggrin.gifD

Posted by: tri-polchika 16 Jun 2010, 23:47
მოგესალმებით ყველას მაქვს ესეთი შეკითხვა მოკლედ ბინა მაქვს იტალიური ეზოს ვარიანტში ამონაწერში მიწერია კერძო მფლობელობაში ბინის ფართი და ასევე მიწერია საერთო სამზარეულო აბაზანა მოკლედ მაინტერესებს შემიძლია თუ არა ამ საერთო ფართიდან კუთვნილი წილის პრივატიზირება?

Posted by: poca_honta_S 17 Jun 2010, 05:13
ჩემს პოსტს მთელი გამოხმაურებები ჰქონია და მე სად ვიყავი ამ დროს smile.gif))
* * *
QUOTE (I am the one @ 31 May 2010, 23:44 )
poca_honta_S


ოფის მენეჯერი? ბიჭი იყო თუ გოგო'? smile.gif მე ვმუშაობ მანდ და ნახევარჯერ გარეთ ვარ smile.gif
* * *

ბიჭი იყო. ზუსტი თანამდებობა არ ვიცი smile.gif პასპორტის საბუთებთან დაკავშირებით მქონდა პრობლემა და ძალიან გულიანად დამეხმარა . smile.gif ისე ყველას ის ეხმარებოდა თუ ვინმეს რამე აინტერესებდა
* * *
QUOTE (ENIGMA_ @ 1 Jun 2010, 22:17 )
poca_honta_S
QUOTE
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურის მენეჯერი არის ყველაზე კარგი ადამიანი . smile.gif სხვა საშუალება არ მომეცა და ასე მაინც მინდა ვთქვა რომ ამ ადამიანის უზომოდ მადლობელი ვარ

აი ამ პოსტმა იმენა დაგლიჯა რააა:DDDDDDDDDDDDDD

smile.gif) ისეთი გახარებული და აჟიტირებული მოვედი სახლში სხვა ვერ მოვიფიქრე ვერაფერი და მეთქი იქნებ ფორუმზე მაინც ნახოს თქო და სასწრაფოდ დავრეგისტრირდი smile.gif))

Posted by: 7903251 17 Jun 2010, 11:00
tri-polchika


ეგ საკითხი უნდა მოაგვარო საჯარო რეესტრში....




სამოქალაქო რეესტრს ეხება მხოლოდ დოკუმენტები მოკლედ რომ ვთქვა.... საჯარო რეესტრს ეხება უძრავი ქონება!!!!!!!!

Posted by: პარიჟანი 17 Jun 2010, 11:04
I am the one
გამარჯობათ. ერთი პატარა შეკითხვა მაქვს. მინდა პირადობის მოწმობის შეცვლა საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით და იმის გამოც, რომ მოწმობას ვადა გაუვიდა. მაინტერესებს ვის უნდა მივმართო და რა საბუთები დამჭირდება?


Posted by: I am the one 17 Jun 2010, 20:19
QUOTE (djindjidrinji @ 16 Jun 2010, 22:27 )
I am the one
QUOTE
ყველა ის დოკუმენტი უნდა მოაგროვო სადაც მის ქალიშვილობის გვარზე გახვალ, დაბადებას რაც შეეხება საისტორიო არქივშია 25 წლამდე და თუ იქაც არ მიზებნა დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი უნდა დაადგინო, მერე მისი შვილის დაბადება დაგჭირდება და მისი ქორწინება რითაც გვარი შეიცვალა.


აჰა, დიდი მადლობა. ქალიშვილობის გვარზე მგონი დაბადების და ქორწინების მოწმობებში თუ გავალ, მეტი სად შეიძლება ფიგურირებდეს?
და საისტორიო არქივი სად მდებარეობს? ბებიის და ბაბუის ქორწინების მოწმობა ალბათ ჩვეულებრივ არქივში უნდა მოვიძიო, ვაჟას დასაწყისში ?

და დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი რომელია?

საისტორიო არქივია ვაჟას დასაწყისში პეკინიდან რო უხვევ დიდი შენობა. მანდ ინახება 1924-25 წლამდე დაბადებულების მონაცემები თუ არ იქნება მერე სადაც რეგისტრირებული ხარ იმ რეესტრში მიხვალ და დაადგენ დაბადების ფაქტს იქ გაგარკვევენ ასე ვერ აგიხსნი smile.gif
* * *
QUOTE (პარიჟანი @ 17 Jun 2010, 11:04 )
I am the one
გამარჯობათ. ერთი პატარა შეკითხვა მაქვს. მინდა პირადობის მოწმობის შეცვლა საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით და იმის გამოც, რომ მოწმობას ვადა გაუვიდა. მაინტერესებს ვის უნდა მივმართო და რა საბუთები დამჭირდება?

მიდი იმ რაიონში სადაც გინდა აიღო ახალი პირადობა, წაიგე ძველი პირადობა, 2 სურათიც იქვე გადაიღე სამსახურში და მიიყვანე ბინის მეკსაუთრე რომელიც დაადასტურებს რომ სურს ჩაგწეროს თავის ბინაში, თუ შენია ბინა მიიტანე საჯარო რეესტრის ამონაწერი. 10 სამუშაო დღეში აიღებ ახალ პირადობას უფასოდ.

Posted by: mxiaruli gogona 18 Jun 2010, 00:38
I am the one
მოხარული ვარ რომ ჩვენი სამსახურის პრესტიჟს წევ მაღლა,კომპეტენტური პასუხებით wink.gif

Posted by: პარიჟანი 18 Jun 2010, 10:17
I am the one
QUOTE
მიდი იმ რაიონში სადაც გინდა აიღო ახალი პირადობა, წაიგე ძველი პირადობა, 2 სურათიც იქვე გადაიღე სამსახურში

სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მივიდე თუ საჯარო რეესტრის სამსახურში?

Posted by: nananana 18 Jun 2010, 13:26
სმს მივიღე რომ თქვენი პირადობა დაბეჭდილია და შეგიძლიათ წაიღოთო,თან რაღაც კოდიც ეწერა, სმს წამეშალა და ის კოდი აუცილებელია რომ ვიცოდე/?წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: little postman 18 Jun 2010, 13:37
გამარჯობა

სასწრაფოდ მაინტერესებს რაღაც...სხვა მისამართზე დავრეგისტრირდი და პასპორტში ისევ ძველი მისამართი მიწერია და რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება საზღვარგარეთ წასვლაში?? პირადობა მაქვს ახალი მისამართით ანუ რეგისტრაცია მორჩენილია...

წინასწარ გიხდით მადლობას!

Posted by: teo_charkviani 18 Jun 2010, 16:40
პარიჟანი
QUOTE
სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მივიდე თუ საჯარო რეესტრის სამსახურში?


სამოქალაქო რეესტრის..
საჯარო რეესტრი ჩვენთან არაფერ შუაშია, საჯარო ადასტურებს უძრავ ქონებაზე მესაკუთრის უფლებას

nananana
QUOTE
ის კოდი აუცილებელია რომ ვიცოდე


არა
მიდი და აიღებ ისედაც პირადობას

Posted by: პარიჟანი 18 Jun 2010, 17:04
teo_charkviani
QUOTE
სამოქალაქო რეესტრის..
საჯარო რეესტრი ჩვენთან არაფერ შუაშია, საჯარო ადასტურებს უძრავ ქონებაზე მესაკუთრის უფლებას

დიდი მადლობა biggrin.gif მთელი დღეა პასუხს ველოდებოდი.

mxiaruli gogona
QUOTE
მოხარული ვარ რომ ჩვენი სამსახურის პრესტიჟს წევ მაღლა,კომპეტენტური პასუხებით

ცოტა სისწრაფეში "ვიჭრებით" wink.gif

Posted by: 7903251 18 Jun 2010, 22:10
little postman


საზღვარგარეთის პასპორტს თუ აქვს მოქმდების ვადა მაშინ უპრობლემოდ გადახვალ საზღვარზე, აი პირადობა კი უნდა დაარეგისტრირო ახალ მისამართზე....

Posted by: I am the one 18 Jun 2010, 22:29
მე მეგონა მარტო მე ვიყავი ფორუმზე რეესტრის თანამშრომელი და მგონი ბევრი ვყოფილვართ biggrin.gif

Posted by: 7903251 18 Jun 2010, 22:53
I am the one


თუ მე მგულისხმობ გეტყვი, რომ მე უბრალო აბიტურიენტი ვარ, იურიდიულზე ჩარიცხვის მოლოდინში....


rolleyes.gif

Posted by: I am the one 19 Jun 2010, 00:23
QUOTE (7903251 @ 18 Jun 2010, 22:53 )
I am the one


თუ მე მგულისხმობ გეტყვი, რომ მე უბრალო აბიტურიენტი ვარ, იურიდიულზე ჩარიცხვის მოლოდინში....


rolleyes.gif

მალადეც შენ შენ რო ჩემხელა გახდები ბევრს მიაღცევ ალბათ უკვე წარმატებები smile.gif

Posted by: 7903251 19 Jun 2010, 11:40
I am the one



დიდი მადლობა

Posted by: etrati 19 Jun 2010, 12:50
იქნებ დამეხმაროთ და გამარკვიოთ როგორ მოვიქცეთ: ახლობლის მეუღლე, რომელიც წარმოშობით რუსია, დედის გარდაცვალების გამო შვილთან ერთად წავიდა იაკუტიაში 16 წლის წინ და უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა ეკონომიკური პრობლემების გამო ( სამგზავრო თანხა საკმაოდ ძვირი ჯდება). ქალბატონი წასული იყო საბჭოთა პასპორტით, რომელიც (მართალია ძალადაკარგულად მიჩნეული, მაგრამ მაინც ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი) დაეკარგა...ეს ქალბატონი რეგისტრირებულია საქართველოში, არ აქვს არც რუსეთის და არც საქართველოს მოქალაქეობა...ხელთ გააჩნია მხოლოდ დაბადების მოწმობა და ქორწინების მოწმობა...სურს დაბრუნება საქართველოში...როგორ უნდა მოიქცეს, რა გზას მიმართოს, რომ მოხდეს მისი პიროვნების იდენტიფიკაცია?

Posted by: 7903251 19 Jun 2010, 15:12
etrati


16 წელი იმ ქალაქში საბუთის გარეშე ვინ გააჩერა?
მე როგორც მიგიხვდი იქ მოქალაქეობას არავიან არ არიგებს და გინდა რომ აიღოს საქართველოს პასპორტი....
(იქ მაგ ქალბატონს რომ ჰქონოდა საშუალება იქურ პასპორტს აიღებდა)))))


ყველა გზა მიდის საქართველოს საელჩოსაკენ .... ასე რომ მოახერხოს და საელჩოში თავისი ფეხით მივიდეს...


სხვა გზა არ არის)))))




Posted by: etrati 19 Jun 2010, 16:46
7903251
მართალი ხართ, რუსეთის მოქალაქეობას არავინ არ მისცემდა ასე უსაბუთოდ.....16 წელი უსაბუთოდ არ უცხოვრია, ძველი საბჭოთა პასპორტი ჰქონდა, რომელიც იქ ასე თუ ისე ჭრიდა, მაგრამ ეს პასპორტი დაიკარგი ფოსტით გადმოგზავნის დროს (გამოუგზავნა ქმარს საქართველოში, რომ ამის საფუძველზე იქნებ მოეხერხებინათ და აქ აეღო ცნობა საქართვ ელოში რეგისტრაციის თაობაზე)...ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ბავშვი მეცოდება, რომელიც უკვე სრულწლოვანია, სკოლა დაამთავრა და ვერ აბარებს უმაღლესში...ვიდრე დედა არ მოაწესრიგებს თავის დოკუმენტაციას, ამ ბავშვსაც გზა აქვს მოჭრილი....საკონსულომდე ვერ მიდის, რადგან მოსკოვში ჩასვლა უფრო რთულია და შესაბამისად ხარჯიანი, ვიდრე აქ ჩამოსვლა..

Posted by: 7903251 19 Jun 2010, 18:57
etrati



მოდი მოკლე გეტყვი .... მიმართე საგარეო საქმეთა სამინისტროს, უყურადღებოდ არ დატოვებენ ამ ქალბატონს.....



საგარეო საქმეთა სამინისტრო: 28.47.47

საკონსულო განყოფილება: 28 48 93; 28 48 96



გისურვებ წარმატებებს....


Posted by: etrati 19 Jun 2010, 19:17
7903251
დიდი მადლობა!--------------------- 2kiss.gif

Posted by: 7903251 19 Jun 2010, 19:45
etrati


იმედი მაქვს უყურადღებოდ არ დამტოვებ და შედეგებს მომწერ!

Posted by: I am the one 19 Jun 2010, 20:32
QUOTE (etrati @ 19 Jun 2010, 12:50 )
იქნებ დამეხმაროთ და გამარკვიოთ როგორ მოვიქცეთ: ახლობლის მეუღლე, რომელიც წარმოშობით რუსია, დედის გარდაცვალების გამო შვილთან ერთად წავიდა იაკუტიაში 16 წლის წინ და უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა ეკონომიკური პრობლემების გამო ( სამგზავრო თანხა საკმაოდ ძვირი ჯდება). ქალბატონი წასული იყო საბჭოთა პასპორტით, რომელიც (მართალია ძალადაკარგულად მიჩნეული, მაგრამ მაინც ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი) დაეკარგა...ეს ქალბატონი რეგისტრირებულია საქართველოში, არ აქვს არც რუსეთის და არც საქართველოს მოქალაქეობა...ხელთ გააჩნია მხოლოდ დაბადების მოწმობა და ქორწინების მოწმობა...სურს დაბრუნება საქართველოში...როგორ უნდა მოიქცეს, რა გზას მიმართოს, რომ მოხდეს მისი პიროვნების იდენტიფიკაცია?

საქართველოს მოქალაქეობის დადგენა

ა) პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში არანაკლებ ხუთი წლისა ამ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის (1993 წლის 25 მარტი), თუ ექვსი თვის ვადაში წერილობით არ განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე.

ბ) საქართველოში დაბადებული პირი, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია და ამდენად ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის “ა” პუნქტის მოთხოვნებს, თუ მას არა აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.


ეს ორი წაიკითხე გააანალიზე თუ არასოდეს მიღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, დაუდგინდება საქართველოს მოქლაქეობაა და პრობლემა არაა აიღებს პირადობას.


მეორე შემთხვევა თუ რუსეთის მოქალაქეა შეიტანს მინიჭებაზე და როგორც წესი ყველას ანიჭებენ მითუმეტეს ქართველებს.


არის კიდევ მოქალაქეობის აღდგენა ა) თუ პირს შეუწყდა საქ. მოქალაქეობა არამართლზომიერად. ბ) არასრულწლოვანს მშობლების თანმხობით გ) გავიდა საქ. მოქალაქეობიდან და არ არის სხვა ქვყენის მოქალაქე



ჩემი ვარადუდით მოქალაქეობის დადგენა უშველის დანარჩენი არ დაჭირდება

Posted by: etrati 19 Jun 2010, 21:00
7903251
კი, აუცილებლად...
I am the one
ა "პუნქტის" მოთხოვნებს კი აკმაყოფილებს, მაგრამ პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი უსაბუთოდ ვერ გადმოკვეთს საზღვარს, ვერ დაბრუნდება საქართველოში თავისი დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად. ვერც მინდობილობით ანდობს სხვა პირს, ისევ და ისევ პირადობის მოწმობის არქონის გამო...ვთქვათ და ჩავიდა მოსკოვში და მიაკითხა საკონსულოს, როგორ უნდა დაამტკიცოს თავისი ვინაობა? რის საფუძველზე? ალბათ უნდა განაცხადოს საბუთის დაკარგვის შესახებ და მერე დაელოდოს პროცედურებს...ალბათ...მოკლედ, საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა დავუკავშირდე, იქნებ ზუსტად ამიხსნან, რა გზით მოხდება ამ პიროვნების იდენტიფიკაციიის დადგენა....

Posted by: I am the one 20 Jun 2010, 07:52
etrati

საკონსულოს მიმართოს და დაეხმარებიან, სსრკ პასპორტი თუ ქონდა მოიძიებენ იქ სურათი იქნება შეადარებენ და პირადობას მისცემენ თუ აკმაყოფილებს იმ პუნქტს.

Posted by: 7903251 20 Jun 2010, 10:30
etrati



მოსკოვში ჩასვლა მართლა ძალიან დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული....


და საგარეო საქმეთა სამინისტრო ზედ გამოჭრილი მაგ საქმისთვისაა....

Posted by: xelovnebatmcodne 20 Jun 2010, 19:41
I am the one
QUOTE
მე მეგონა მარტო მე ვიყავი ფორუმზე რეესტრის თანამშრომელი და მგონი ბევრი ვყოფილვართ

მარტო ნაღდად არ ხარ wink.gif

Posted by: poca_honta_S 20 Jun 2010, 23:14
I am the one შენ მაინც ვერავინ შეგედრება smile.gif smile.gif

Posted by: ENIGMA_ 21 Jun 2010, 21:16
etrati
QUOTE
ა "პუნქტის" მოთხოვნებს კი აკმაყოფილებს, მაგრამ პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი უსაბუთოდ ვერ გადმოკვეთს საზღვარს, ვერ დაბრუნდება საქართველოში თავისი დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად. ვერც მინდობილობით ანდობს სხვა პირს, ისევ და ისევ პირადობის მოწმობის არქონის გამო...ვთქვათ და ჩავიდა მოსკოვში და მიაკითხა საკონსულოს, როგორ უნდა დაამტკიცოს თავისი ვინაობა? რის საფუძველზე? ალბათ უნდა განაცხადოს საბუთის დაკარგვის შესახებ და მერე დაელოდოს პროცედურებს...ალბათ...მოკლედ, საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა დავუკავშირდე, იქნებ ზუსტად ამიხსნან, რა გზით მოხდება ამ პიროვნების იდენტიფიკაციიის დადგენა....

საქართველოში დასაბრუნებელ მოწმობას გასცემს მაგ შემთხვევაში საკონსულო
უკან დასაბრუნებელ მოწმობას ეძახიან
ანუ, არც ისე საგანგაშოა არანაირი საბუთი, რომ არ აქვს
უკან დასაბრუნებელი მოწმობით ჩამოვა საქართველოში, მიაკითხავს ტერიტორიულ სამსახურს და აიღებს პირადობის მოწმობას

Posted by: ENIGMA_ 28 Jun 2010, 20:53
ამ თემას არ ეკადრება ესეთი დაძირვა, მეორე გვერდზე ძლივს ვიპოვე

Posted by: I am the one 28 Jun 2010, 21:13
ENIGMA_


მართალი ხარ დავიჯერო კითხვები გამოილია?

Posted by: pranchikelazgvidan 28 Jun 2010, 21:18
საშინლად გამოვიყურები პირადობის მოწმობაში, ალბატ როგორც უმრავლესობას მიაჩნია თავისი თავი, მაინტერესებს, ამ მიზეზით შეიზლება გამოვცვალო პირადობა და ავიღო ახალი?

Posted by: ENIGMA_ 28 Jun 2010, 22:28
pranchikelazgvidan
კი როგორ არა, მიხვალ ტერიტორიულ სამსახურში დაწერ განცხადებას, სამსახურის უფროსის სახელზე, სადაც მიუთითებ, რომ პირადობის მოწმობის სურათში, ცუდათ გამოიყურები და მოითხოვ მის შეცვლას
შენი განცხადებიდან 10 სამუშაო დღეში სამსახურის უფროსი მოიწვევს სხდომას სადაც შენს დაგიბარებენ და თუ სხდომა გადაწყვეტს, რომ ცუდათ გამოიყურები იმ სურათში, მოგცევენ ახალ პირადობას, მაგრამ თუ არ დაამოწმა ეს სხდომამ მერე გაგიჭირდება, მისი გამოცვლა, პრინციპში მათი უარი თუ არ დაგაკმაყოფილებს, მერე შეიძლება სასამართლოსაც მიმართო

Posted by: I am the one 28 Jun 2010, 23:20
QUOTE (ENIGMA_ @ 28 Jun 2010, 22:28 )
pranchikelazgvidan
კი როგორ არა, მიხვალ ტერიტორიულ სამსახურში დაწერ განცხადებას, სამსახურის უფროსის სახელზე, სადაც მიუთითებ, რომ პირადობის მოწმობის სურათში, ცუდათ გამოიყურები და მოითხოვ მის შეცვლას
შენი განცხადებიდან 10 სამუშაო დღეში სამსახურის უფროსი მოიწვევს სხდომას სადაც შენს დაგიბარებენ და თუ სხდომა გადაწყვეტს, რომ ცუდათ გამოიყურები იმ სურათში, მოგცევენ ახალ პირადობას, მაგრამ თუ არ დაამოწმა ეს სხდომამ მერე გაგიჭირდება, მისი გამოცვლა, პრინციპში მათი უარი თუ არ დაგაკმაყოფილებს, მერე შეიძლება სასამართლოსაც მიმართო

ეგეთი რამე პირველად გავიგე კაიფობ თუ მართლა? biggrin.gif
* * *
QUOTE (pranchikelazgvidan @ 28 Jun 2010, 21:18 )
საშინლად გამოვიყურები პირადობის მოწმობაში, ალბატ როგორც უმრავლესობას მიაჩნია თავისი თავი, მაინტერესებს, ამ მიზეზით შეიზლება გამოვცვალო პირადობა და ავიღო ახალი?

მიდი სადაც ხარ რეგისტრირებული 2 პოტო გადაიღე + ეგ პირადობა და ახალს აღებ 10 სამუშაო დღეში

Posted by: ENIGMA_ 29 Jun 2010, 00:23
I am the one
QUOTE
ეგეთი რამე პირველად გავიგე კაიფობ თუ მართლა? biggrin.gif

biggrin.gif შუტკა

Posted by: I am the one 29 Jun 2010, 23:24
ENIGMA_


biggrin.gif:D:D:biggrin.gif შენა და რომელ სამსახურშI ხარ არ იტყვი იქნებ გიცნობ?

Posted by: VAZI 30 Jun 2010, 14:03
I am the one

მე და ჩემს დას გვაქვს პრივატიზერებული სახლი 100კვ. მ. იტალიური ეზოთი. ფართში ჩაწერილები ვართ - ჩემიდა, მისიმეუღლე, დედა და ორი სრულწლოვანი ქალიშვილი. მე მეუღლე და ქალიშვილი (რომელსიც ორთვეში სრულწლოვანი გახდება).
რადგან უცხოეთში ვცხოვრობ დღენიადაგ გაუგებრობა გვაქვს ჩვენსწილ საცხ.ფართზე...


...რა იურიდიული საშუალებით შეიძლება ჩვენი წილი ფართის (მე, ქალიშვილი მეუღლე) გამოყოფა დაკანონება?

წინასწარ მადლობ,

Posted by: I am the one 30 Jun 2010, 21:52
QUOTE (VAZI @ 30 Jun 2010, 14:03 )
I am the one

მე და ჩემს დას გვაქვს პრივატიზერებული სახლი 100კვ. მ. იტალიური ეზოთი. ფართში ჩაწერილები ვართ - ჩემიდა, მისიმეუღლე, დედა და ორი სრულწლოვანი ქალიშვილი. მე მეუღლე და ქალიშვილი (რომელსიც ორთვეში სრულწლოვანი გახდება).
რადგან უცხოეთში ვცხოვრობ დღენიადაგ გაუგებრობა გვაქვს ჩვენსწილ საცხ.ფართზე...


...რა იურიდიული საშუალებით შეიძლება ჩვენი წილი ფართის (მე, ქალიშვილი მეუღლე) გამოყოფა დაკანონება?

წინასწარ მადლობ,

საჯარო რეესტრის თემა ნახე ჩვენ ე.წ ,,საპასპორტო~ ვართ smile.gif

Posted by: merooo 1 Jul 2010, 16:05
6 წევრი ათვალიერებს ამ განყოფილებას (0 სტუმარი და 3 უჩინარი წევრი)
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)

ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია...
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი...
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ "ბებერი ალაზანში კიდია"...
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები...
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა

Posted by: I am the one 1 Jul 2010, 20:14
merooo


პოეზიის საღამო გაქ? smile.gif

Posted by: geg 6 Jul 2010, 20:35
ვარ არასრულწლოვანი მინდა სახელის გადარქმევა რა საბუთებია საჭირო? მშობლების სიტყვიერი თანხმობა ეყოფა?

Posted by: 7903251 6 Jul 2010, 21:44
geg


სრულწლოვანს მშობლები, მამიდაშვილები და ახლა უკვე მეზობლები აღარაფერში აღარ ჭირდება!

სამოქალარო რეესტრის ტერიტორიულ ორგანოს მიაკითხე და თავაზიანად მოგემსახურებიან, თუ თავაზიანობას დაუწუნებ დამირეკე : 40.10.10

Posted by: I am the one 6 Jul 2010, 21:44
geg


რამდენის ხარ ზუსტად დაწერე სახელის შეცვლას უნდა 50 ლარი 45 დღეში აიღებ მოწმობას მიხვალ სადაც ხარ რეგისტრირებული იმ რაიონის რეესტრში მიიტან დაბადების მოწმობას პირადობას და მშობელს მიიყვან

Posted by: geg 7 Jul 2010, 00:59
I am the one
QUOTE
რამდენის ხარ ზუსტად დაწერე სახელის შეცვლას უნდა 50 ლარი 45 დღეში აიღებ მოწმობას მიხვალ სადაც ხარ რეგისტრირებული იმ რაიონის რეესტრში მიიტან დაბადების მოწმობას პირადობას და მშობელს მიიყვან

16 წლის ვარ

Posted by: Toxic:) 7 Jul 2010, 18:43
დაკარგული პირადობის მოწმობის აღდგენა, ნებისმიერ სერვისცენტრში შეიძლება თუ მაინცდამაინც რაიონულში უნდა მივიდე?

Posted by: teo_charkviani 7 Jul 2010, 18:50
Toxic:)
იმ ტერიტორიულ სამსახურში, სადაც გქონდა წინა პირადობის მოწმობა აღებული

Posted by: ENIGMA_ 7 Jul 2010, 22:23
Toxic:)
QUOTE
დაკარგული პირადობის მოწმობის აღდგენა, ნებისმიერ სერვისცენტრში შეიძლება თუ მაინცდამაინც რაიონულში უნდა მივიდე?

თუ იგივე მისამართზე ცხოვრობ, სადაც წინა გქონდა აღებული იქ მიბრძანდი
თუ მისამართი შეიცვალე, შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში
7903251
QUOTE
სამოქალარო რეესტრის ტერიტორიულ ორგანოს მიაკითხე და თავაზიანად მოგემსახურებიან, თუ თავაზიანობას დაუწუნებ დამირეკე : 40.10.10

წუ წუ წუ წუ
ვინ ვიკითხოთ მაგ ნომერზე, ფორუმზე, რომ პოსტავს და კონტროლის ნომერს წერს ის გვალაპარაკეთქო?)))))))))))

Posted by: I am the one 8 Jul 2010, 19:53
QUOTE (ENIGMA_ @ 7 Jul 2010, 22:23 )
Toxic:)
QUOTE
დაკარგული პირადობის მოწმობის აღდგენა, ნებისმიერ სერვისცენტრში შეიძლება თუ მაინცდამაინც რაიონულში უნდა მივიდე?

თუ იგივე მისამართზე ცხოვრობ, სადაც წინა გქონდა აღებული იქ მიბრძანდი
თუ მისამართი შეიცვალე, შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში
7903251
QUOTE
სამოქალარო რეესტრის ტერიტორიულ ორგანოს მიაკითხე და თავაზიანად მოგემსახურებიან, თუ თავაზიანობას დაუწუნებ დამირეკე : 40.10.10

წუ წუ წუ წუ
ვინ ვიკითხოთ მაგ ნომერზე, ფორუმზე, რომ პოსტავს და კონტროლის ნომერს წერს ის გვალაპარაკეთქო?)))))))))))

გოგო ხარ თუ ბიჭი? ყველკას ვიცნობ მანდ რომელი ხარ გამოტყდი თორე ლევანის ვეტყვი biggrin.gif

Posted by: gvarjila18 14 Jul 2010, 10:31
დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ....მოქალაქეს (15წლის )რომელსაც აქვს პირადობის მოწმობა და სჭირდება პასპორტის გაკეთება რა საბუთები უნდა მიიტანოს სამ-ქ რეესტრში?

Posted by: 7903251 14 Jul 2010, 11:46
gvarjila18


მშობლებთან ერთად მივიდეს სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ ორგანოში... თუ მშობლები ან მშობელი ვერ მივა გარკვეული მიზეზის გამო მაშინ სანოტარო წესით უნდა მისცეს შვილს პასპორტის აღებაზე თანხმობა...


I am the one


მემგონი შენი პოსტი მე არ მეხება!!!!




ENIGMA_


ზუსტად ეგრე უთხარი, დამიჯერე არ შეგიქმნიან პრობლემებს... პირიქით ურიგოდ გადმოგრთავენ ბიძიასთან
biggrin.gif biggrin.gif




პ.ს. ყველას შენობით ისე მივმართავ გეგონება ჩემი ტოლები იყვნენ lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: gvarjila18 14 Jul 2010, 17:31
დიდი მადლობა რეესტრის ვებ გვერდზე ვნახე რაც მჭირდებოდა

Posted by: ENIGMA_ 14 Jul 2010, 23:44

7903251
QUOTE
ზუსტად ეგრე უთხარი, დამიჯერე არ შეგიქმნიან პრობლემებს... პირიქით ურიგოდ გადმოგრთავენ ბიძიასთან


მე პრობლემას ვერავინ შემიქმნის, უბრალოდ ჩემი მეგობრული თხოვნა იქნება, ის პოსტი წაშალე, თორე ის რაც შენ გააკეთე, შენი კოლეგებისადმი, უნდობლობბას უსვამს ხაზს, და შენ თუ მართლა რეესტრის თანამშრომელი ხარ, არ გეკადრება მაგის დაწერა

Posted by: 7903251 15 Jul 2010, 15:08
ENIGMA_


კაი ნუ ცხარობ... არ ვარ თანამშრომელი... ეგ ისე გავიხუმრე!!!

Posted by: ENIGMA_ 15 Jul 2010, 19:24
7903251
QUOTE
კაი ნუ ცხარობ... არ ვარ თანამშრომელი... ეგ ისე გავიხუმრე!!!

აქ ხალხი შემოდის მეგობარო, რომლებიც დაინტერესებული არიან, როგორმე მოაგვარონ თავიანთი საქმე და რჩევებს კითხულობენ, შენ კიდე თურმე ხუმრობ, ეგ ელემენტარული უპატივცემულობაა ყველა აქ შემომსვლელის მიმართ, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ თავს რეესტრის თანამშრომლად ასაღებ.
სახუმაროდ კი უამრავი თემაა გახსნილი და შეგიძლია იქ იხუმრო

Posted by: 7903251 15 Jul 2010, 22:17
ENIGMA_



QUOTE
აქ ხალხი შემოდის მეგობარო, რომლებიც დაინტერესებული არიან, როგორმე მოაგვარონ თავიანთი საქმე და რჩევებს კითხულობენ, შენ კიდე თურმე ხუმრობ,



რომელ ჩემს პოსტში ნახე არაკომპეტენტური რჩევა, ძალიან მაინტერესებს!

http://forum.ge/?f=77&showtopic=34081011&st=300

ამის მერე მე მომიწოდებ კიდე სერიოზუობისაკენ?


(((ისე თქვენო უდიდებულესობავ თქვენ ის არ ბრძანდებით რომ ამტკიებდით რომ პენსიონერს როცა 85 ლარი აქვს პენსია ახლობლებმა გადაუხადონ ის 104 ლარიანი პასპორტის ფული. ისე ეხლა არ მანახებინო რეესტრის თანამშრომლების არაკომპეტენტური რჩევები, მათშორის შენიც!)))

QUOTE
ეგ ელემენტარული უპატივცემულობაა ყველა აქ შემომსვლელის მიმართ, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ თავს რეესტრის თანამშრომლად ასაღებ.




ცოტა არ იყოს და ზედმეტები მოგდის!
უპატივცემლობასაც რაც შეეხება კარგი იქნება წინა გვერდებზე შენი "უაზრო" პოსტები გადაგეკითხა.
მე არ "ვასაღებ" ჩემს თავს რეესტრის თანამშრომლად!!!


პ.ს. ყველამ ძაან კარგად იცის რომ უბრალო აბიტურიენტი ვარ....


http://forum.ge/?f=77&showtopic=34081011&st=285



ჩემი შენ გითხარიო ეხლა ზუსტად მასეა!



mad.gif mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: ENIGMA_ 16 Jul 2010, 00:33
7903251



QUOTE
პ.ს. ყველამ ძაან კარგად იცის რომ უბრალო აბიტურიენტი ვარ....

გეთანხმები
"უბრალო" აბიტურიენტი ხარ
QUOTE
ENIGMA_



QUOTE აქ ხალხი შემოდის მეგობარო, რომლებიც დაინტერესებული არიან, როგორმე მოაგვარონ თავიანთი საქმე და რჩევებს კითხულობენ, შენ კიდე თურმე ხუმრობ,



რომელ ჩემს პოსტში ნახე არაკომპეტენტური რჩევა, ძალიან მაინტერესებს!

სამოქალაქო რეესტრი

ამის მერე მე მომიწოდებ კიდე სერიოზუობისაკენ?

(((ისე თქვენო უდიდებულესობავ თქვენ ის არ ბრძანდებით რომ ამტკიებდით რომ პენსიონერს როცა 85 ლარი აქვს პენსია ახლობლებმა გადაუხადონ ის 104 ლარიანი პასპორტის ფული. ისე ეხლა არ მანახებინო რეესტრის თანამშრომლების არაკომპეტენტური რჩევები, მათშორის შენიც!)))

QUOTE ეგ ელემენტარული უპატივცემულობაა ყველა აქ შემომსვლელის მიმართ, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ თავს რეესტრის თანამშრომლად ასაღებ.



ცოტა არ იყოს და ზედმეტები მოგდის! უპატივცემლობასაც რაც შეეხება კარგი იქნება წინა გვერდებზე შენი "უაზრო" პოსტები გადაგეკითხა. მე არ "ვასაღებ" ჩემს თავს რეესტრის თანამშრომლად!!!

პ.ს. ყველამ ძაან კარგად იცის რომ უბრალო აბიტურიენტი ვარ....

სამოქალაქო რეესტრი



ჩემი შენ გითხარიო ეხლა ზუსტად მასეა!


უკომენტაროდ

Posted by: AKMU 16 Jul 2010, 12:34
http://www.bookarchive.ruხხხხხ ფჯსადკლფლასკ;დჯ ლასდლ; კლგასდფ ლგ ადფგლ

Posted by: I am the one 26 Jul 2010, 22:14
შეკითხვები გამოილია თუ თემა მიიმალა?



UP !!!!

Posted by: nananana 3 Aug 2010, 16:29
გამარჯობათ, სამისამართოდან მინდა ცნობის აღება ბებიაჩემის დედაზე, . ამ ქალის გარდაცვალების მოწმობა მაქვს და საფლავის ქვიდან გავიგე დაბადების წელი, მამის სახელი არ ვიცი და ცნობის მოცემა შესაძლებელია?

Posted by: I am the one 3 Aug 2010, 20:07
QUOTE (nananana @ 3 Aug 2010, 16:29 )
გამარჯობათ, სამისამართოდან მინდა ცნობის აღება ბებიაჩემის დედაზე, . ამ ქალის გარდაცვალების მოწმობა მაქვს და საფლავის ქვიდან გავიგე დაბადების წელი, მამის სახელი არ ვიცი და ცნობის მოცემა შესაძლებელია?

კი მიდი რეესტრში გარდაცვალების მოწმობითა და შენი პირადობით ნებისმიერ სამსახურში.

Posted by: nananana 3 Aug 2010, 21:09
I am the one
დიდი მადლობა გაიხარე, კიდევ რამე კითხვა თუ გამიჩდა თუ არ შეწუხდებით კიდევ შეგეკითხებით.

Posted by: ENIGMA_ 3 Aug 2010, 21:57
nananana
QUOTE
გამარჯობათ, სამისამართოდან მინდა ცნობის აღება ბებიაჩემის დედაზე, . ამ ქალის გარდაცვალების მოწმობა მაქვს და საფლავის ქვიდან გავიგე დაბადების წელი, მამის სახელი არ ვიცი და ცნობის მოცემა შესაძლებელია?

ბებიაშენის დედა წესით ძალიან ადრეულ ასაკში უნდა ყოფილიყო დაბადებული, არ გამიკვირდება პასპორტი საერთოდ არ ქონოდა, ანდა სულაც ქონოდა ოეფის პასპორტი
აქედან გამომდინარე არ გაგიკვირდეს თუ შენი ბებიის შესახებ სამისამართომ არაფერი არ მოგცეს
მაგრამ მიდი მაინც რეესტრში ცადე თუ გამოვა ხომ კარგი თუ არადა, აქ დაწერე რა პასუხსაც მიიღებ და მე გეტყვი შემდეგ რა გზას უნდა მიმართო

Posted by: I am the one 3 Aug 2010, 23:23
QUOTE (ENIGMA_ @ 3 Aug 2010, 21:57 )
nananana
QUOTE
გამარჯობათ, სამისამართოდან მინდა ცნობის აღება ბებიაჩემის დედაზე, . ამ ქალის გარდაცვალების მოწმობა მაქვს და საფლავის ქვიდან გავიგე დაბადების წელი, მამის სახელი არ ვიცი და ცნობის მოცემა შესაძლებელია?

ბებიაშენის დედა წესით ძალიან ადრეულ ასაკში უნდა ყოფილიყო დაბადებული, არ გამიკვირდება პასპორტი საერთოდ არ ქონოდა, ანდა სულაც ქონოდა ოეფის პასპორტი
აქედან გამომდინარე არ გაგიკვირდეს თუ შენი ბებიის შესახებ სამისამართომ არაფერი არ მოგცეს
მაგრამ მიდი მაინც რეესტრში ცადე თუ გამოვა ხომ კარგი თუ არადა, აქ დაწერე რა პასუხსაც მიიღებ და მე გეტყვი შემდეგ რა გზას უნდა მიმართო

ეგ სულ დამავიწყდა ისე დაბადებაზე მეტად გარდაცვლის დროა მთავარია თუ 1976 ის მერე გარდაიცვალა უკეთესია 76 ში დაიწყო სსრკ-ების გაცემა. ანუ უფრო კარგად რო განვმარტო და ყველამ იცოდეს სსრკ მდე იყო ოფ მასპორტები რომლის მონაცენები არსად არ ინახება. ხოლო 76 ში დაიწყო სსრკ წითელი პასპორტები, რომელიც 95 იდან პირადსობის მოწმობით შეიცვალა.


ყველამ რო იცოდეს სამისამართოში არის მხოლოდ სსრკ პასპორტისა და პირადობის მოწმობების მონაცემები შესაბამისად 1976 წლიდან !!!

Posted by: 7903251 4 Aug 2010, 11:17
ოხ ეს არაკომპეტენტური ხალხი რაა!

კომპეტენტური პასუხებს ეძიეთ აქ: 35:79:25
35:79:26


აი ეს კიდე გორიაჩაია ლინიაა, თანამშრომლების არაკომპეტენტურ საქციელთან დაკავშირებით დარეკეთ: 40:10:10



Posted by: SPC 4 Aug 2010, 11:57
გამარჯობათ


ახალი, ჩიპიანი პასპორტის აღება მინდა.....სად უნდა მივიდე? 100 ლარი ღირს ხო? რამდენ ხანში იქნება? პასპორტის ასაღებად პირადობა საჭიროა? იმიტომ რომ პირადობას ვადა აქვს გასული...ძველი პასპორტი მექნება და პრობლემა ხომ არ იქნება?

Posted by: nananana 4 Aug 2010, 14:47
ENIGMA_
I am the one
უი, აბა რა ვქნა?გარდაცვალების მოწმობა ავიღე განმეორებითი, დაფიქსირებულია რომ გარდაიცვალა 1965 წელს. დაბადების თარიღის გრაფა ცარიელია მანდ, დაბადება არ მინდა. უბრალოდ ნოტარიუსი მთხოვს, რომ ამ 1965 წელს გარადცვილი ქალის ცნობას სამისამართოდან.ესე იგი აზრი არ აქვს რეესტრში ჩასვლას და აბა რა ვქნა საიდან მოვიტანო?
* * *
და კიდევ მაინტერესებს გვარის შეცვლის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტის გამოთხოვა რეესტრიდან როგორ ხდება? რა საბუთებია საჭირო?

Posted by: I am the one 4 Aug 2010, 20:43
QUOTE (7903251 @ 4 Aug 2010, 11:17 )
ოხ ეს არაკომპეტენტური ხალხი რაა!

კომპეტენტური პასუხებს ეძიეთ აქ: 35:79:25
35:79:26


აი ეს კიდე გორიაჩაია ლინიაა, თანამშრომლების არაკომპეტენტურ საქციელთან დაკავშირებით დარეკეთ: 40:10:10

შენ შენ თავს მიხედე და მაგ ნომრებზე ვინც ზიან ისინი დამისვი და ვინ უფრო კომპეტენტურია მერე მელაპარაკე.
* * *
QUOTE (SPC @ 4 Aug 2010, 11:57 )
გამარჯობათ


ახალი, ჩიპიანი პასპორტის აღება მინდა.....სად უნდა მივიდე? 100 ლარი ღირს ხო? რამდენ ხანში იქნება? პასპორტის ასაღებად პირადობა საჭიროა? იმიტომ რომ პირადობას ვადა აქვს გასული...ძველი პასპორტი მექნება და პრობლემა ხომ არ იქნება?

ჯერ პირადობა უნდა შეცვალო სადაც რეგისტრირებული ხარ იქ + 2 ფოტო და 10 დღეში უფასოდ აიღებ მერე შეიტან პასპორტზე პირადობა + 100 ლარიანი ქვითარი (თუ 18 წელზე ზემოთ ხარ. 10 დღეში რო აიღო) + 2 ფოტო
* * *
QUOTE (nananana @ 4 Aug 2010, 14:47 )
ENIGMA_
I am the one
უი, აბა რა ვქნა?გარდაცვალების მოწმობა ავიღე განმეორებითი, დაფიქსირებულია რომ გარდაიცვალა 1965 წელს. დაბადების თარიღის გრაფა ცარიელია მანდ, დაბადება არ მინდა. უბრალოდ ნოტარიუსი მთხოვს, რომ ამ 1965 წელს გარადცვილი ქალის ცნობას სამისამართოდან.ესე იგი აზრი არ აქვს რეესტრში ჩასვლას და აბა რა ვქნა საიდან მოვიტანო?
* * *
და კიდევ მაინტერესებს გვარის შეცვლის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტის გამოთხოვა რეესტრიდან როგორ ხდება? რა საბუთებია საჭირო?

99 % არაფერი არ იქნება სამისამართოში რაც შეეხება გვარის შეცვლის მოწმიბს გამოთხოვას რო არ მოგატყუო ზუსტად არ ვიცი სავარაუდოდ გარდაცვალება აუცილებლად და შენი პირადობა
* * *
QUOTE (7903251 @ 4 Aug 2010, 11:17 )
ოხ ეს არაკომპეტენტური ხალხი რაა!

კომპეტენტური პასუხებს ეძიეთ აქ: 35:79:25
35:79:26


აი ეს კიდე გორიაჩაია ლინიაა, თანამშრომლების არაკომპეტენტურ საქციელთან დაკავშირებით დარეკეთ: 40:10:10

და შენ იცი როგორ იქცევი? ინტრიგანი მოქალაქეები რო მოდიან და რო ვერ გააგებინებ ვერაფერს და მერე გენ ინსპექციაში ან შიდა კონტროლში რო რეკავენ და ჩივიან

Posted by: SPC 4 Aug 2010, 22:09
I am the one
დიდი მადლობა
..................................

Posted by: 7903251 4 Aug 2010, 22:32
I am the one


რატომ მიიღე შენს თავზე არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით დაწერილი პოსტი?


მე ეს შეგნებულად დავწერე, რათა ერთმა გენიოსმა ე.წ. რეესტრის თანამშრომელმა სხვას არ მოუწოდოს კორექტულობისაკენ.. ასე, რომ ჯობია ზოგ-ზოგიერთმა სანამ აქ რამეს დაწერენ გადაამოწმონ ზემოთ დაწერილ ნომრებზე შეესაბამება თუ არა მის მიერ მოგონილი ინფო სიმართლეს!




QUOTE
მაგ ნომრებზე ვინც ზიან ისინი დამისვი და ვინ უფრო კომპეტენტურია მერე მელაპარაკე.



ციტატას მოვიყვან შენი თანამშრომლის პოსტიდან:
QUOTE
ჩემი მეგობრული თხოვნა იქნება, ის პოსტი წაშალე, თორე ის რაც შენ გააკეთე, შენი კოლეგებისადმი, უნდობლობბას უსვამს ხაზს



გორიაჩაია ლინიას თანამშრომელთა საყურადღებოდ!!! ჩირაღდნები მოიმარჯვეთ იმათ წინააღმდეგ ვინც პატივს არა სცემს კოლეგას!


Posted by: ENIGMA_ 4 Aug 2010, 23:58
QUOTE
რატომ მიიღე შენს თავზე არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით დაწერილი პოსტი?

მე ეს შეგნებულად დავწერე, რათა ერთმა გენიოსმა ე.წ. რეესტრის თანამშრომელმა სხვას არ მოუწოდოს კორექტულობისაკენ.. ასე, რომ ჯობია ზოგ-ზოგიერთმა სანამ აქ რამეს დაწერენ გადაამოწმონ ზემოთ დაწერილ ნომრებზე შეესაბამება თუ არა მის მიერ მოგონილი ინფო სიმართლეს!



QUOTE მაგ ნომრებზე ვინც ზიან ისინი დამისვი და ვინ უფრო კომპეტენტურია მერე მელაპარაკე.



ციტატას მოვიყვან შენი თანამშრომლის პოსტიდან: QUOTE ჩემი მეგობრული თხოვნა იქნება, ის პოსტი წაშალე, თორე ის რაც შენ გააკეთე, შენი კოლეგებისადმი, უნდობლობბას უსვამს ხაზს



გორიაჩაია ლინიას თანამშრომელთა საყურადღებოდ!!! ჩირაღდნები მოიმარჯვეთ იმათ წინააღმდეგ ვინც პატივს არა სცემს კოლეგას!

ტოვებ ისეთი ადამინის შთაბეჭდილებას, რომელსაც უნდა რაღაცით ყურადღება მიიქციოს
ეს არის ბოლო პოსტი, რომელსაც მე შენი მისამართით ვწერ

Posted by: I am the one 5 Aug 2010, 00:23
8235892375329 მისმინე ეხლა კარგად აქ აღარ დაწერო არაფერი სისულელე ან კითხვა დასვი ან პასუხი გაეცი საქმები პმ ში არჩიე

Posted by: niniaa 7 Aug 2010, 12:46
I am the one
გარდაცვალების მოწმობა გაცემულია თუ არა, სამოქალაქო რეესტრში უნდა გავიგო? ინტერნეტით ამის ნახვა შეიძლება?
სამისამართო რა არის და სად მდებარეობს?

Posted by: I am the one 9 Aug 2010, 20:42
QUOTE (niniaa @ 7 Aug 2010, 12:46 )
I am the one
გარდაცვალების მოწმობა გაცემულია თუ არა, სამოქალაქო რეესტრში უნდა გავიგო? ინტერნეტით ამის ნახვა შეიძლება?
სამისამართო რა არის და სად მდებარეობს?

გარდაცვალებაზე მიხვალ ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში და მიუთითებ წლებს გადაიხდი 2 ლარიან ქვითარს და 5 დღეში აიღებ თუ მოიძებნა. სამისამართოსაც ნებისმიერში მიხვალ მიიტან პირადობას და აიღებ მხოლოდ შენ თავზე, სხვაზე აიღებ მინდობილობით და გარდაცვლილზე გარდაცვალების მოწმობით- 5 დღეში უფასოა

Posted by: niniaa 9 Aug 2010, 21:19
I am the one
მადლობა პასუხისთვის. სამისამართო,მაინც ვერ გავიგე ,დაწესებულებას ჰქვია? თბილისში სად არის სამისამართო?

Posted by: I am the one 9 Aug 2010, 21:51
niniaa


წერეთლის 8 ში მაგრამ მოქალქეებს აღარ იღებენ მიდი ნებისმიერ სრს -ს ტერიტორიულ სამსახურში და ისინი გამოითხოვენ სამისამართოდან ცნობას

Posted by: niniaa 10 Aug 2010, 08:38
I am the one
ძალიან დიდ დახმარებას მიწევთ, დიდი მადლობა.
QUOTE
ნებისმიერ სრს -ს ტერიტორიულ სამსახურში

სრს-საჯარო რეესტრია?
ამაზეც იქნებ მიპასუხოთ: გარდაცვლილის დაკარგულ დაბადების მოწმობის დუბლიკატს სად მომცემენ , თუ დაბადებულია 1926 წელს ან თუ დაბადებულია 1919 წელს?/ წლებზე ვამახვილებ ყურადღებას/.

Posted by: I am the one 10 Aug 2010, 19:57
QUOTE (niniaa @ 10 Aug 2010, 08:38 )
I am the one
ძალიან დიდ დახმარებას მიწევთ, დიდი მადლობა.
QUOTE
ნებისმიერ სრს -ს ტერიტორიულ სამსახურში

სრს-საჯარო რეესტრია?
ამაზეც იქნებ მიპასუხოთ: გარდაცვლილის დაკარგულ დაბადების მოწმობის დუბლიკატს სად მომცემენ , თუ დაბადებულია 1926 წელს ან თუ დაბადებულია 1919 წელს?/ წლებზე ვამახვილებ ყურადღებას/.

სრს იგივე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოა

რაც შეეხება განმეორებით დაბადებებს უნდა წარმოადგინოთ გარდაცვალების მოწმობა და მიმართოს შვილმა, მეუღლემ ან შვილიშვილმა და წარმოადგიმოს ყველა ის დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები რითიც ნათესაურ კავშირზე გახვალ იმ პირთან. 1926 წლისას აიღებ ნებისმიერ ტერიტორიულში 1919 წლისას საისტორიო არქივში ვაჟას N1 ში. თუ მოძებნეს ოღონდ biggrin.gif

Posted by: nananana 17 Aug 2010, 14:11
I am the one
სამისამართოდან ცნობა მინდოდა, ეს პიროვნება 1965 წელსაა გარდაცვლილი და ასეთი საინფორმაციო ბარათი მომცეს რომ სსრს პასპორტის მონაცემები არ არისო. და რა უნდა ვქნა?რა შეიძლება გავაკეთო?

Posted by: I am the one 17 Aug 2010, 19:58
QUOTE (nananana @ 17 Aug 2010, 14:11 )
I am the one
სამისამართოდან ცნობა მინდოდა, ეს პიროვნება 1965 წელსაა გარდაცვლილი და ასეთი საინფორმაციო ბარათი მომცეს რომ სსრს პასპორტის მონაცემები არ არისო. და რა უნდა ვქნა?რა შეიძლება გავაკეთო?

ესეიგი ვერსად იმიტო რო სამისამართოში 75-76 წლიდანაა ინფორმაცია როცა სსრკ პასპორტები დაიწყო

Posted by: ENIGMA_ 18 Aug 2010, 19:59
nananana
პიემი მოგწერე რაც უნდა გააკეთო

Posted by: quchi 25 Aug 2010, 14:22
სახელის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურები მაინტერესებს ,წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: I am the one 25 Aug 2010, 22:28
quchi


ნებისმიერ სახელს დაირქმევ 50 ლარად 45 დღეში პირადობას მიიტან და დაბადებას

Posted by: Global 26 Aug 2010, 09:45
გამარჯობათ
მაინტერესებს არის თუ არა აუცილებელი ძველი პასპორტის ახალი ბიომეტრიული პასპორტით შეცვლა ან არის თუ არა დადგენილი ვადები პასპორტის შეცვლისთვის. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის თუ მიმითითებთ ვებ გვერდს კარგი იქნება.
წინასწარ მადლობთ

Posted by: I am the one 26 Aug 2010, 22:29
QUOTE (Global @ 26 Aug 2010, 09:45 )
გამარჯობათ
მაინტერესებს არის თუ არა აუცილებელი ძველი პასპორტის ახალი ბიომეტრიული პასპორტით შეცვლა ან არის თუ არა დადგენილი ვადები პასპორტის შეცვლისთვის. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის თუ მიმითითებთ ვებ გვერდს კარგი იქნება.
წინასწარ მადლობთ

თითქმის აუცილებელია მარა ჯერ ჯერობით ძველიც მოქმედებს


www.cra.gov.ge

Posted by: gast 6 Sep 2010, 15:18
I am the one
QUOTE
, როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელი მეც დაგეხმარებით და კონსულტაციას გაგიწევთ სამოქალაქო რეესტრთან დაკავშირებულ საკითხებზე. ისეთ კითხვებზე როგორიცაა, პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი,

უცხოელი ბავშვი სწავლობს საქარტველოში და რეესტრში არ ატარებენ უაზრო ბიუროკრატული მიზეზთა გამო, რეესტრის ნომერს კი სკოლა ითხოვს სადაც ეს ბავშვი სწავლობს.
მივიდა ამ ბავშვის პატრონი საქმის გასარკვევად და ეუბნება რეესტრის თანამშრომელი ამ ბავშვის დაბადების მოწმობას აქაური ნოტარიუსის ბეჭედი და იქაური მერის ბეჭედი არ ყოფნის აპოსტოლმა უნდა დაამოწმოსო(საერთოდ ეს აპოსტოლი ვინ არის და რა მოხელე ასეთი რომ იმ ქალაქის მერის ბეჭედს ძალა არ აქვს თურმე) , მიდის ამ ბავშვის მშობელი იმ ქვეყნის საელჩოში და იქაც უარით ისტუმრებენ აპოსტოლის ბეჭედი ანკარაში დაარტყიტო, იქ ბრზანდება აპოსტოლიო, მოკლედ, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ვინ თქვა ბიუროკრატიზმი და მაიმუნობა რეესტრში აღარაა,
საერტოდაც ვინაა აპოსტოლი და რატომ უნდა გადაწვიტოს ეს ყველაფერი მან, ახსნით?

ვის მიმართონ ასეთ დროს საჩივრებზე?

Posted by: teo_charkviani 7 Sep 2010, 19:47
gast
QUOTE
საერთოდ ეს აპოსტოლი ვინ არის და რა მოხელე ასეთი რომ იმ ქალაქის მერის ბეჭედს ძალა არ აქვს თურმე)


აპოსტოლი არა, აპოსტილი. არავინ არ არის პიროვნულად, თანამდებობრივად.. smile.gif უბრალოდ აპოსტილით დამოწმება ნიშნავს, ხელმოწერის(ბეჭდის, შტამპის) ნამდვილობის დადასტურებას იმ დოკუმენტზე, რომელზეც ეს ხელმოწერაა გაკეთებული..

QUOTE
ვის მიმართონ ასეთ დროს საჩივრებზე?

საჩივარზე ვერავის ვერ მიმართავს, რომელმა ქვეყანამაც გასცა ეს დოკუმენტი იქედან უნდა გამოაგზავნინოს ხელახლა აპოსტილით დამოწმებული.. სულ ესაა

Posted by: ENIGMA_ 8 Sep 2010, 00:31
teo_charkviani

gast
QUOTE
რომელმა ქვეყანამაც გასცა ეს დოკუმენტი იქედან უნდა გამოაგზავნინოს ხელახლა აპოსტილით დამოწმებული.. სულ ესაა

უცხოელს, პირად ნომერს მაინც ვერ მისცემენ, რაც არ უნდა აპოსტილით იყოს დაბადების მოწმობა დამოწმებული
საინტერესოა, ის უცხოელი რის საფუძველზე ცხოვრობს საქართველოში?
თუ აქვს ბინადრობის მოწმობა, მაშინ რაღათ უნდა პირადი ნომერი, ქონია უკვე
და თუ არ აქვს ბინადრობა, საერთოდ როგორრაა საქართველოში?
მოკლედ მეგობარო, მაგ უცხოელმა უნდა მიმართოს რეესტრს ან მოქალაქეობის მინიჭებაზე, ან ბინადრობის ნებართვაზე, აი მაგის შემდეგ კი ნამდვილად მოთხოვენ, დაბადების მოწმობის აპოსტილით დამოწმებას

Posted by: WOMAN IN LOVE 8 Sep 2010, 02:22
საზღვარგარეთ (კერძოდ, საბერძნეთში) დაბადებულ ბავშვს, საქართველოს მოქალაქეს, დაბადების მოწმობაში უწერია ორი სახელი. რეალურად, რა თქმა უნდა, ვეძახით ერთ სახელს. ბავშვი არის 13 წლის. როგორც ვიცი, 14 წლისამ უნდა აიღოს პირადობის მოწმობა. მინდა, რომ მხოლოდ ერთი სახელი ჩაიწეროს მოწმობაში. რა პროცედურაა ამისთვის საჭირო?

Posted by: exploit 8 Sep 2010, 13:57
ქორწინებაში რომ არ ვარ და არც ვყოფილვარ მაგ ცნობას სად ავიღებ?

............

Posted by: uchinаri 8 Sep 2010, 14:07
exploit

სამოქალაქო რეესტრის შენ ტერიტორიულ სამსახურში. თუ შენ არ ხარ საქართველოში, მაშინ შენი დედა, მამა, და, ძმა უნდა მივიდეს.

დაწვრილებით აქ იხილე http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=13#sa5

Posted by: exploit 8 Sep 2010, 14:37
uchinаri
დიდი მადლობა




..........................

Posted by: I am the one 11 Sep 2010, 00:12
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 8 Sep 2010, 02:22 )
საზღვარგარეთ (კერძოდ, საბერძნეთში) დაბადებულ ბავშვს, საქართველოს მოქალაქეს, დაბადების მოწმობაში უწერია ორი სახელი. რეალურად, რა თქმა უნდა, ვეძახით ერთ სახელს. ბავშვი არის 13 წლის. როგორც ვიცი, 14 წლისამ უნდა აიღოს პირადობის მოწმობა. მინდა, რომ მხოლოდ ერთი სახელი ჩაიწეროს მოწმობაში. რა პროცედურაა ამისთვის საჭირო?

სახელი უნდა შეიცვალოს მიდი ტერიტორიულ სამსახურში ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის მიხედვით მიიტანე დაბადება ბავშვის და ბავშვიც მიიყვანე 50 ლარი 45 დღეში აიღებს ახალ სახელს

Posted by: MEGA 11 Sep 2010, 00:51
ე.ი. პირადობის მოწმობის განახლება რა ღირს? ფოტო იქვე ხო? ეგ ფოტო ფასიანია თუ როგორ?

Posted by: uchinаri 11 Sep 2010, 01:09
MEGA

თუ დაკარგე, ჯარიმას იხდი 3 ლარს. თუ გამოუსადეგარია, მაშინ შეცვლა უფასოა.

ფოტოს იქვე იღებ, რომელიც 3 ლარი ღირს (რკინის მონეტები იქონიე).

Posted by: ENIGMA_ 13 Sep 2010, 20:29
I am the one
WOMAN IN LOVE
QUOTE
საზღვარგარეთ (კერძოდ, საბერძნეთში) დაბადებულ ბავშვს, საქართველოს მოქალაქეს, დაბადების მოწმობაში უწერია ორი სახელი. რეალურად, რა თქმა უნდა, ვეძახით ერთ სახელს. ბავშვი არის 13 წლის. როგორც ვიცი, 14 წლისამ უნდა აიღოს პირადობის მოწმობა. მინდა, რომ მხოლოდ ერთი სახელი ჩაიწეროს მოწმობაში. რა პროცედურაა ამისთვის საჭირო?

სახელი უნდა შეიცვალოს მიდი ტერიტორიულ სამსახურში ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის მიხედვით მიიტანე დაბადება ბავშვის და ბავშვიც მიიყვანე 50 ლარი 45 დღეში აიღებს ახალ სახელს

სამწუხაროდ ესე მარტივად არ ხდება, უცხო ქვეყანაში გაცემულ დაბადების მოწმობაში სახელის შეცვლა

Posted by: I am the one 16 Sep 2010, 22:45
QUOTE (ENIGMA_ @ 13 Sep 2010, 20:29 )
I am the one
WOMAN IN LOVE
QUOTE
საზღვარგარეთ (კერძოდ, საბერძნეთში) დაბადებულ ბავშვს, საქართველოს მოქალაქეს, დაბადების მოწმობაში უწერია ორი სახელი. რეალურად, რა თქმა უნდა, ვეძახით ერთ სახელს. ბავშვი არის 13 წლის. როგორც ვიცი, 14 წლისამ უნდა აიღოს პირადობის მოწმობა. მინდა, რომ მხოლოდ ერთი სახელი ჩაიწეროს მოწმობაში. რა პროცედურაა ამისთვის საჭირო?

სახელი უნდა შეიცვალოს მიდი ტერიტორიულ სამსახურში ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის მიხედვით მიიტანე დაბადება ბავშვის და ბავშვიც მიიყვანე 50 ლარი 45 დღეში აიღებს ახალ სახელს

სამწუხაროდ ესე მარტივად არ ხდება, უცხო ქვეყანაში გაცემულ დაბადების მოწმობაში სახელის შეცვლა

მარტივი არაფერი არაა მარა სავსებით შესაძლებელია

Posted by: turist 17 Sep 2010, 04:58
გამარჯობათ. მე მაქვს შეკითხვა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლასთან დაკავშირებით.
მოკლედ, ვცხოვრობ გერმანიაში და შემიძლია ავიღო აქაური მოქალაქეობა, ოღონდ ამისათვის წინაპირობად დამისახელეს, უარი ვთქვა საქ. მოქალაქეობაზე, რაც ხდება საქართველოს საელჩოში/საკონსულოში შესაბამისი განცხადების საფუძველზე. იქ კიდევ განცხადებას არ შეგატანინებენ თუ არ წარუდგინე ორიგინალი ქვითარი, რომ გადახდილია სამოქალაქო რეესტრის სააგანტოში სახელმწიფო საბაჟო გადასახადი 100 ლარის ოდებობით, სადაც თურმე აღნიშნული უნდა იყოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველის (ანუ ჩემი) სახელი და გვარი. თანხის გადარიცხვა/ჩარიცხვა ჩემს ჩაუსვლელადაც შესაძლებელია როგორც ვიცი, მაგრამ მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ეგ ზემოთხსსენებული ქვითარი აიღონ ჩემებმა რაიონში (სამეგრელოს რეგიონში), თუ აუცილებელად თბილისში უნდა მოაგვარონ ეს ყველაფერი?

დიიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: ივანიჩ 17 Sep 2010, 11:31
და რომ გადარიცხო რეესტრის ანგარიშზე ბანკიდან არ შეიძლება?

Posted by: WOMAN IN LOVE 17 Sep 2010, 11:53
ENIGMA_
I am the one
რა პროცედურაა საჭირო, იქნებ ამიხსნათ? თორემ დავიბენი უკვე sad.gif

Posted by: turist 17 Sep 2010, 20:28
QUOTE (IVANICHA @ 17 Sep 2010, 11:31 )
და რომ გადარიცხო რეესტრის ანგარიშზე ბანკიდან არ შეიძლება?

კი შეიძლება წესით, მაგრამ საქმე საქართველოს საელჩოში რო გაქვს იქ "სხვა წესებია". როგორც ითხოვენ ისე თუ არ მიუტანე ორიგინალი ქვითარი საქართველოდან, შეიძლება რამე უაზრო შარი მოგდონ და მაგის ნერვები არ მაქვს))

ეს ცალკე თემაა, რომ ზოგადად მიუხედავად რეფორმებისა ჯერ კიდევ არის მომენტები სადაც "ჰარაკირამდე" gigi.gif მიგიყვანენ სახელმწიფო სამსახურის მოხელეები თავიანთი არაკომპეტენტურობით. რათქმა უნდა ყველგან არა და ყველას არ ეხება, რასაც ვამბობ.

მოკლედ გაირკვა უკვე ისედაც რაც მაინტერესებდა..

Posted by: I am the one 20 Sep 2010, 00:26
WOMAN IN LOVE


დაგიზუსტებ ჩემი უშუალო საქმე არაა და დაგიწერ

Posted by: miramax 24 Sep 2010, 11:01
ესე იგი

ბიომეტრიული პასპორტის აღება სავალდებულო ხდებაო, და მართალია?

და ვისაც ვადიანი პასპორტი აქვს აღებული აუცილებელია გადაცვლა?

რა ჯანდაბაა, სულ არ მჭირდება ეს პასპორტი :@

Posted by: SysOp 24 Sep 2010, 11:14
QUOTE (miramax @ 24 Sep 2010, 12:01 )

და ვისაც ვადიანი პასპორტი აქვს აღებული აუცილებელია გადაცვლა?


შენ თუ გიდნა გადაცვლი სავალდებულო არაა smile.gif


Posted by: miramax 24 Sep 2010, 11:40
SysOp
QUOTE
შენ თუ გიდნა გადაცვლი სავალდებულო არაა

მე სულ არ მაქვს პასპორტი user.gif

და სავალდებულოზე უფრო მაინტერესებს, აუცილებელია ავიღო თუ პირადობის მოწმობა საკმარისია?

იქნებ სულ არ მივიდვარ საზღვარგარეთ? smile.gif

Posted by: SysOp 24 Sep 2010, 11:58
QUOTE (miramax @ 24 Sep 2010, 12:40 )
SysOp
QUOTE
შენ თუ გიდნა გადაცვლი სავალდებულო არაა

მე სულ არ მაქვს პასპორტი user.gif

და სავალდებულოზე უფრო მაინტერესებს, აუცილებელია ავიღო თუ პირადობის მოწმობა საკმარისია?

იქნებ სულ არ მივიდვარ საზღვარგარეთ? smile.gif

თუ საზღვარგარეთ არ მიდიხარ არაა სავალდებულო .







Posted by: just_mee 24 Sep 2010, 12:12
1 წლის წინ ავიღე პასპორტი,ბორჟღალი არაა გამოსახული,გერბიანია,მაგრამ ფოტოს გარდა სახის სილუეტუც უნდა იყოსო მგონი გვერდზე და ეს სილუეტი არ აქვს,გამოსაცვლელია პასპორტი?ფოტო მგონი ბიომეტრიულია.მე ასე ვიცი.რა ვქნა?

Posted by: miramax 24 Sep 2010, 14:04
SysOp
QUOTE
თუ საზღვარგარეთ არ მიდიხარ არაა სავალდებულო .


ხო აი ეგ მაინტერესებდა smile.gif

მადლობა

Posted by: SysOp 24 Sep 2010, 14:15
just_mee

ძველი პასპორტი ძალაშია მითიტებულ ვადამდედაშეცვლას არ ექვემდებარება .



miramax
არაფერს smile.gif


Posted by: just_mee 24 Sep 2010, 14:40
SysOp
მადლობა
.................................................

Posted by: mambu 30 Sep 2010, 12:05
პასპორტებზე ვისაც აინტერესებს გეტყვით, რომ პასპორტები, რომელთა ყდაზეც გამოსახული არის ბორჯღალო,
პირველი იანვრიდან უქმდება, ასე რომ ასეთი პასპორტის პატრონებს მოუწევთ ახლის აღება,

ფასს რაც შეეხება, ესეთ პასპორტებზე მოქმედებს შეღავათი და 100 ლარის ნაცვლად ეღირება 65 ლარი.

პასპორტები, რომელთა ყდაზეც გამოსახულია გერბი, სავალდებულო შეცვლას არ ექვემდებარება და ძალაშია ვადის გასვლამდე...

ვადის გასვლის შემდეგ კი ალბათ ყველამ იციტ რომ ახალი პასპორტი გაიცემა მხოლოდ ბიომეტრიული, ფასი 100 ლარი, დაჩქარებული უფრო მეტი... smile.gif

Posted by: I am the one 3 Oct 2010, 09:52
საიტზე წერია ბევრი რამე შეიგიძლიათ იქაც შეხვიდეთ ხოლმე


http://www.cra.gov.ge/

Posted by: be happy 11 Oct 2010, 13:46
ვინმემ მიპასუხეთ რა, 14 წლის ბავშვისთვის გვინდა პასპორტის აღება. დედა უცხოეთშია, ხოდა სკაიპით შეიძლებაო თანხმობის გაკეთება ნოტარიუსთან. სად აღარ ვიყავი და ყველა ნოტარიუსი მეუბნება კი შეიძლება, მაგრამ ვიდეო თვალი არ გვაქვსო sleep.gif აბა რატომ შემოვიდა ეს კანონი თუ ვერცერთი ნოტარიუსი ვერ გააკეთებს. სად მივიდე ასეთი რაღაც რომ კეთდებოდეს? და ახალი პასპორტები რომ გამოვიდა ის უნდა ავუღო?))

Posted by: gvantsa_7 11 Oct 2010, 18:53
ნინო ხოფერიას ნამდვილად ვიცი რომ აქვს სკაიპ მომსახურეობა: რუსთაველის გამზ. №28/2; ტელ: 98-70-24
და ეკატერინე მარშანიას - ვაჟა-ფშველას გამზ.№45; ტელ: 14-00-77

Posted by: be happy 11 Oct 2010, 21:44
gvantsa_7
დიდი მადლობა შენ 2kiss.gif

Posted by: gvantsa_7 11 Oct 2010, 22:09
არაფრის smile.gif წარმატებებს გისურვებთ

Posted by: 7903251 11 Oct 2010, 22:36
ირმა ფირცხალავა არ დამიჩაგროთ...



უმაგრესი ნოტარი.... მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია, სავაჭრო ცენრ მარიამის || სართული.....

Posted by: mambu 13 Oct 2010, 14:39
QUOTE
ნინო ხოფერიას ნამდვილად ვიცი რომ აქვს

+1

ნამდვილად აქვს!

ბიუროს შესასვლელი აქვს ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან.
იუსტიციის სამინისტროს შენობის გვერდით...

Posted by: I am the one 17 Oct 2010, 19:54
ახალი ამბავია ერთი და მაინც სასარგებლო ინფოა

გლდანი-ნაძალადევის რეესტრი გაერთიანდა და ამიერიდან იქნება ერთად ნაძალადევის მეტროს უკან !!!


http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49&info_id=1385

Posted by: 7903251 17 Oct 2010, 20:26
I am the one


კარგი სიახლეა,!!!!




სამოქალაქო კოდექსი დავიზეპირე ლამის მარა ეს საკითხი ვერ ვნახე როგორ რეგულირდება.... წესით უნდა იცოდე.....


მამა როდესაც არის აღიარებულია დაბადების მოწმობაში - როგორ შეიძლება რომ ეს ფაქტი გაუქმდეს? ანუ მარტივად რომ ვთქვა მამობაზე უარის თქმა ხდება? როგორ?

Posted by: tkemali 18 Oct 2010, 15:17
მგონი აქ უნდა ვიკითხო.... )))


ანუ 2008 ში ავიღე გერბის გამოსახულებიანი პასპორტი... რომელსაც ვადა აქვს 2018 წლამდე.. და ბიუმეტრიულში აუცილებელია რომ გადავცვალო თუ 2018 წლამდე შემიძლია ამით სარგებლობა?


ინტერნეტ საიტზე წავიკითხე რომ ბორჯღალოს გამოსახულებიანს ეკარგებაო 1 იანვრიდან ძალა... და ჩემს აშკარად გერბი ახატია, მაგრამ მაინც ვკითხულობ... რა იცი რა ხდება mo.gif


დღეს პირში გეტყვიან თეთრზე შავიაო და.... user.gif

Posted by: Dаvid 18 Oct 2010, 15:30
შესაძლებელია საქართველოს მოქალაქაეობაზე უარის თქმა? საკუთარი ნებით გასვლა მოქალაქეობიდან.

Posted by: wvn-924 18 Oct 2010, 17:48
I am the one
თუ იცი, დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის( კერძოდ გარდაცვალების მოწმობის) აუცილებელია დედანი?? და დამოწმებას რაც შეეხება, სამოქალაქომ უნდა დამიმოწმოს და მითარგმნოს ყველა ვარიანტში?? დღეს ვიყავი ასლი მქონდა და ნოტარიუსის დადასტურებული თარგმანი და ამას აზრი არ აქვსო ასე მითხრეს, ჩვენთან უნდა თარგმნო და ლეგალიზება გაუკეთოო... დედანი თუ საჭიროა დავუშვათ, მერე ესეიგი იმ ქვეყანაში უნდა გაიგზავნოს, ხო რომლისთვისაც ლეგალიზაცია კეთდება..



Dаvid

კი, რატომაც არა smile.gif
* * *
7903251
ერთი შემთხვევა ის გამახსენდა, სასამართლო როდესაც ჩამოართმევს მამობის უფლებას,(უღირსი მემკვიდრის პონტში დაახლოებით), საოჯახო-სამემკვიდრეოს გადახედე და ნახავ შესაბამის მუხლებს, მე ზეპირად არ ვიცი..

Posted by: iza 18 Oct 2010, 18:09
7903251

QUOTE
მამა როდესაც არის აღიარებულია დაბადების მოწმობაში - როგორ შეიძლება რომ ეს ფაქტი გაუქმდეს? ანუ მარტივად რომ ვთქვა მამობაზე უარის თქმა ხდება? როგორ?


შეიძლება, მხოლოდ სასამართლო წესით.

Dаvid

QUOTE
შესაძლებელია საქართველოს მოქალაქაეობაზე უარის თქმა? საკუთარი ნებით გასვლა მოქალაქეობიდან.


კი.

wvn-924

QUOTE
ერთი შემთხვევა ის გამახსენდა, სასამართლო როდესაც ჩამოართმევს მამობის უფლებას,(უღირსი მემკვიდრის პონტში დაახლოებით),



არა, მამობის უფლების ჩამორთმევა რესტრის ჩანაწერებში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არის.

Posted by: wvn-924 18 Oct 2010, 18:43
iza
QUOTE
სასამართლო წესით.



QUOTE
არა, მამობის უფლების ჩამორთმევა რესტრის ჩანაწერებში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არის.


ერთი და იგივეა თითქმის და ეგ ვიგულისხმე, ზუსტად აღარ მახსოვს მეთქი კი ვთქვი, მარა "სასამართლო წესით" +" მამობის ფაქტის გაუქმება", ეგრე გამოდის მგონი მაინც როგორც ვთქვი smile.gif

Posted by: iza 18 Oct 2010, 18:54
wvn-924

ანუ მშობლის უფლების ჩამორთმევა არის უკიდურესი ღონისძიება, როდესაც მშობელი ცუდ ზეგვალენას ახდენს შვილზე და ა.შ. ამ დროს მშობელს ეკრძალება შვილთან ურთიერთობა, მაგრამ საააქტო ჩანაწერებში ის რჩება მშობელად smile.gif

Posted by: Dаvid 18 Oct 2010, 20:22
iza
wvn-924
იქნებ კონკრეტულად ამიხსნათ როგორ ხდება პრაქტიკაში მოქალაქეობიდან გასვლა? რა უნდა გავაკეთო ამისთვის?

Posted by: wvn-924 18 Oct 2010, 20:53
iza
მიგიხვდი ხო, მართალი ხარ! მე იმას ვამბობდი უბრალოდ, რო აზრობრივად მართალი ვიყავი მეთქი, იმაში რო სასამართლოს მიერ ხდებაsmile.gif

Dаvid
აუ მაგდენი ნაღდად არ ვიცი, სამოქალაქო რეესტრის საიტზე შედი და გადაათვალიერე ან თემის ავტორი ჩამოგითვლის რა საბუთებია საჭირო smile.gif
აი საიტიც http://www.cra.gov.ge/

Posted by: gvantsa_7 18 Oct 2010, 21:13
QUOTE (wvn-924 @ 18 Oct 2010, 17:48 )
I am the one
თუ იცი, დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის( კერძოდ გარდაცვალების მოწმობის) აუცილებელია დედანი?? და დამოწმებას რაც შეეხება, სამოქალაქომ უნდა დამიმოწმოს და მითარგმნოს ყველა ვარიანტში?? დღეს ვიყავი ასლი მქონდა და ნოტარიუსის დადასტურებული თარგმანი და ამას აზრი არ აქვსო ასე მითხრეს, ჩვენთან უნდა თარგმნო და ლეგალიზება გაუკეთოო... დედანი თუ საჭიროა დავუშვათ, მერე ესეიგი იმ ქვეყანაში უნდა გაიგზავნოს, ხო რომლისთვისაც ლეგალიზაცია კეთდება..



დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის გასავლელია მისი დამოწმების 3 ეტაპი: სამოქალაქო რეესტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და იმ ქვეყნის საკონსულო, სადაც იგზავნება დოკუმენტი... შეგიძლიათ წარადგინოთ ნებისმიერი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი .. იმ მიზეზით, რომ თარგმანი არ არის კონკრეტულ ადგილას შესრულებული, უარს ვერ გეტყვიან ლეგალიზაციაზე, უფლება არ აქვთ. ლეგალიზაციაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძვლები განსაზღვრულია კანონით

Posted by: I am the one 18 Oct 2010, 21:20
Dаvid


მუხლი 28.
1. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხთა განსახილველად საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველმა პირმა სააგენტოში, ტერიტორიულ სამსახურში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს შემდეგ დოკუმენტები:
ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი;
ბ) ცნობა იმის თაობაზე, რომ იგი დადგენილი წესით არ არის გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად;
გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4;
დ) გვარის გამოცვლის შემთხვევაში – გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.
2. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ავსებს დადგენილი ფორმის განცხადებას

Posted by: iza 18 Oct 2010, 21:31
Dаvid

QUOTE
იქნებ კონკრეტულად ამიხსნათ როგორ ხდება პრაქტიკაში მოქალაქეობიდან გასვლა? რა უნდა გავაკეთო ამისთვის?


http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=67#bm7

Posted by: 7903251 18 Oct 2010, 21:43
wvn-924
iza



დიდი მადლობა თქვენ დღეს უკვე გავარკვიე ეგ ამბავი...



I am the one


ის მაინც მითხარი მამას აქვს თუ არა უფლება არასრულწლოვანი შვლის დაბადების მოწმობა განმეორებით აიღოს მეორე მშობლის გარეშე...

Posted by: wvn-924 18 Oct 2010, 21:45
gvantsa_7
უარი არ უთქვამთ, ასე განმიმარტეს, რომ საკონსულო კონკრეტული ქვეყნის, ამ შემთხვევაში საბერძნეთის, ოფიციალურ ლეგალიზებას ითხოვს, რისი გაკეთებაც მხოლოდ სამოქალაქო რეესტრს შეუძლია და ვიღაც ნოტარიუსს და თარჯიმანს, ტყუილად დავამომეწბინე და ვათარგმნინე.. smile.gif თან 60 ლარი უნდა გადავიხადო და 8დღე ველოდო sad.gif რას ვიზამთ მომიწევს ლოდინი...

Posted by: iza 18 Oct 2010, 21:55
7903251

QUOTE
ის მაინც მითხარი მამას აქვს თუ არა უფლება არასრულწლოვანი შვლის დაბადების მოწმობა განმეორებით აიღოს მეორე მშობლის გარეშე...


კი smile.gif

Posted by: gvantsa_7 18 Oct 2010, 22:00
8 დღეში 20 ლარი ღირს..............................

Posted by: wvn-924 18 Oct 2010, 22:18
gvantsa_7
რავიცი 60იო და ...

Posted by: I am the one 18 Oct 2010, 22:19
QUOTE (7903251 @ 18 Oct 2010, 21:43 )
wvn-924
iza



დიდი მადლობა თქვენ დღეს უკვე გავარკვიე ეგ ამბავი...



I am the one


ის მაინც მითხარი მამას აქვს თუ არა უფლება არასრულწლოვანი შვლის დაბადების მოწმობა განმეორებით აიღოს მეორე მშობლის გარეშე...

კი მამაც ისეთივე მშობელია როგორც დედა smile.gif აქვს

Posted by: gvantsa_7 18 Oct 2010, 22:32
wvn-924

აი ნახე აქაც.... http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=74

Posted by: Dаvid 18 Oct 2010, 23:32
I am the one
iza
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: 7903251 19 Oct 2010, 10:28
რა კარგაი, რომ ამ თემაში ამდენი იუზერი შემოდის!!!




მადლობა პასუხისათვის!!!

Posted by: mambu 19 Oct 2010, 12:23
QUOTE
დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის გასავლელია მისი დამოწმების 3 ეტაპი: სამოქალაქო რეესტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და იმ ქვეყნის საკონსულო, სადაც იგზავნება დოკუმენტი...

ეს სწორია

QUOTE
შეგიძლიათ წარადგინოთ ნებისმიერი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი .. იმ მიზეზით, რომ თარგმანი არ არის კონკრეტულ ადგილას შესრულებული, უარს ვერ გეტყვიან ლეგალიზაციაზე,

ეს არასწორია.

ვხსნი: არსებობს დოკუმენტი, არსებობს ამ დოკუმენტის თარგმანი. ლეგალიზაცია/აპოსტილი შეიძლება გაკეთდეს დოკუმენტზე, შეიძლება გაკეთდეს ამ დოკუმენტისვე თარგმანზეც.
დოკუმენტზე ლეგალიზაცია/აპოსტილი არის ყოველთვის საჭირო, თარგმანზე ლეგალიზაცია/აპოსტილი საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია იმ ქვეყანის მიერ, სადაც იგზავნება დოკუმენტი...

ანუ რა გამოდის, რომ დოკუმენტს აპოსტილი ან ლეგალიზაცია აუცილებლად ჭირდება, თარგმანს კი საჭიროების მიხედვით...
თუ აპოსტილს ან ლეგალიზაციას გვთხოვენ თარგმანზეც, მაშინ თარგმანს აკეთებს თვითონ სამოქალაქო რეესტრი და არა სხვა ვინმე!

QUOTE
ლეგალიზაციაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძვლები განსაზღვრულია კანონით

მუხლი 5.
ლეგალიზაციას არ ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი;
ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის (გარდა სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების) მიერ გაცემული დოკუმენტები;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი და ფოტოპირი (გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა);
ე) სამხედრო ბილეთი;
ვ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა;
ზ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები;
თ) სანოტარო აქტები – დედანთან ასლის იდენტურობის და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება;
ი) საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საქართველოს ნორმატიულ სამართლებრივი აქტები;
კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემული დოკუმენტები.


wvn-924
შენს შემთხვევაში ეხლა რა ხდება,... ნუ რახან საბერძნეთში იგზავნება დოკუმენტი, ვიცით რიმ უნდა გაკეთდეს ლეგალიზაცია.
საბერძნეთი ლეგალიზაციას ითხოვს როგორც დოკუმენტზე, ისე თარგმანზეც!

ანუ გამოდის რომ გვესაჭიროება ლეგალიზებული თარგმანი და როგორც ზევით აღვნიშნე, როდესაც მოთხოვნილია აპოსტილი ან ლეგალიზაცია თარგმანზეც, დოკუმენტი უნდა თარგმნოს
თვითონ სააგენტოს მიერ. თუ უკვე ნათარგმნი მიიტანე, გეტყოდნენ რომ ამ თარგმანს ლეგალიზაციას ვერ გავუკეთებთ და თავიდან უნდა ითარგმნოს ჩვენს მიერო, რაც აბსოლუტურად სწორია smile.gif

თანხას რაც შეეხება, 8 დღეში ღირს 60 ლარი, უფრო მალე უფრო მეტი... საგარეოში ლეგალიზაცია უფასოა, საკონსულოში კი ერთი დოკუმენტის ლეგალიზაცია ღირს 20 ევრო

Posted by: wvn-924 19 Oct 2010, 14:31
mambu
გაიხარე ძალიან დიდი მადლობა, მეც ეგრე გავარკვიე რა, ანუ სამოქალაქოს ვათარგმნინებ..

Posted by: mambu 19 Oct 2010, 15:41
wvn-924
QUOTE
მეც ეგრე გავარკვიე რა, ანუ სამოქალაქოს ვათარგმნინებ..

yes.gif yes.gif yes.gif სხვანაირ თარგმანს საკონსულო არ მიიღებს...

QUOTE
გაიხარე ძალიან დიდი მადლობა

არაფერს... smile.gif

Posted by: electri_chka 23 Oct 2010, 10:16
:თქვენი პოსტი არ შეესაბამება იკაოს სტანდარტებს: :E

ფოტოჯიხურების მადლი შეგვეწიოს alk.gif

Posted by: I am the one 23 Oct 2010, 19:40
electri_chka


ვახუნხულ როგორ ხარ ძმა smile.gif კიდევ ერთი რეესტრელი გაიცანით smile.gif

Posted by: electri_chka 24 Oct 2010, 16:15
I am the one
QUOTE
ვახუნხულ როგორ ხარ ძმა 


ვარ არამიშავს smile.gif შენ რავა ხარ ?

QUOTE
კიდევ ერთი რეესტრელი გაიცანით 

სიკვდილით თუ დაბადებით
ბოლოს რეესტრს ჩავბარდებით ©კოტე

P.S. ნუგზარა მომიკითხე givi.gif

Posted by: I am the one 24 Oct 2010, 20:54
electri_chka


ნუგო ხო მაგარი კაცია იმენა სტანდარტების მამაააა სულ იცინის biggrin.gif

Posted by: Gurji 27 Oct 2010, 15:31
ეხლა რეკლამები გადის
და ასე იძახიან ბორჯღალიანი პასპორტები უქმდება და ახალ ბიომეტრიულ პასპორტებს სხვა ყდა აქვთო... რომელზეც გერბია..

მე პასპორტი შასრშან ზაფხულში ავიღე და ჩემს პასპორტზეც გერბია
ეს რას ნიშნავს? ბიომეტრიული პასპორტი მაქ? spy.gif


ეს ზოგადად პასპორტზე
user posted image

Posted by: Suleluka 27 Oct 2010, 16:24
Gurji
ტელევიზორში არ ვიცი რა თქვეს, მაგრამ იუსტიციის სამინისტროს საიტზე ეგ წერია ---> რაც შეეხება 2006 წლიდან 2010 წლის მაისამდე გაცემულ ახალ სიმბოლიკიან პასპორტებს, იგი ვადის გასვლამდე ძალაშია და პასპორტის შეცვლა სავალდებულო არ არის.

http://www.justice.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=23&info_id=2698

Posted by: Gurji 27 Oct 2010, 16:40
ე.ი ჩემი პასპორტი ბიომეტრიული არ არის, მაგრამ გამოცვლას არაა საჭირო
შტოტა ტუტ ნე კლეიტსა spy.gif


Suleluka
დიდი მადლობა

Posted by: 7903251 27 Oct 2010, 16:50
Gurji



ჯერ ეგერთი თემას სანამ გახსნი უნდა გადახედო გახსნილებს.... მაგ კითხვაზე პასუხს გაქცემენ სამოქალაქო რეესტრის განყოფილებაში....



რაც შეეხება პირადად შენს პასპორტს.... შეგიძლია არ შეწუხდე და არ გამოცვალო რადგანაც შენ პასპორტზე ბორჯღალო არ ახატია.... პასპორტის შეცვლას ექვემდებარება მხოლოდ ბორჯღალოს გამოსახულების შემთხვევაში!!!!

Posted by: Gurji 27 Oct 2010, 16:57
7903251
QUOTE
მაგ კითხვაზე პასუხს გაქცემენ სამოქალაქო რეესტრის განყოფილებაში....

არაუშავს, არ მომკვრადა არავინ wink.gif

Posted by: Milyyy 27 Oct 2010, 17:03
ბიომეტრიული პასპორტი ფუ რა მარაზმობაა user posted image ბარემ ბიოჩიპები ჩავიდგათ სხეულში

Posted by: 7903251 27 Oct 2010, 17:40
Gurji



QUOTE
არაუშავს, არ მომკვრადა არავინ




დაწყნარდი, ოკ? წესები დაიცავი.



Posted by: JollyRoger 27 Oct 2010, 18:03
Gurji
ბიომეტრიული აუცილებელი არ არის, მთავარია ახალი გერბი ქონდეს yes.gif

7903251
მოდერატორის თანაშემწედ ვინ დაგნიშნა? biggrin.gif


Posted by: იტალიელი 27 Oct 2010, 18:10
Gurji


35 ლარი თუ გადაიხადე ზნაჩიტ ჩვეულებრივი პასპორტი გაქვს, 100 ლარი თუ გადაიხადე ზნაჩიტ ბიომეტრიული აგიღია და ვიზიარებ wink.gif

Posted by: get-up 27 Oct 2010, 20:19
Gurji
QUOTE
მე პასპორტი შასრშან ზაფხულში ავიღე და ჩემს პასპორტზეც გერბია
ეს რას ნიშნავს? ბიომეტრიული პასპორტი მაქ?

არა ჩვეულებრივია, ბიომეტრიულები ეხლა შემოვიდა

Posted by: 7903251 27 Oct 2010, 20:36
JollyRoger


თანაშემწე არ ვარ, უბრალოდ პირველი მოადგილე ვარ! დაწყნარდი?




Posted by: pranchikelazgvidan 27 Oct 2010, 20:50
რა საჭირო იყო საერთოდ გამოცვლა ამიხსენით? ვადა არ გასვლია ჩემს ,,ბორჯღალიან" პასპორტს და მეორედ რატომ უნდა ვიხადო? მომავალ წელს ისევ რაღაცა ს მოიგონებენ (ჩიპიანს)...

ჩემს ჯიბეზე ფიქრობს ვინმე?

Posted by: 7903251 27 Oct 2010, 22:14
pranchikelazgvidan



QUOTE
ჩემს ჯიბეზე ფიქრობს ვინმე?




არავინ!

Posted by: JollyRoger 27 Oct 2010, 23:49
7903251
QUOTE
თანაშემწე არ ვარ, უბრალოდ პირველი მოადგილე ვარ! დაწყნარდი?

მგლებისთვის არ დამაძახებინო ეხლა mad.gif

Posted by: Gurji 28 Oct 2010, 09:21
მე ის გამიკვირდა რო თუ ცვლი სისტემას მთლიანად შეცვალე და ამოიღე მაშინ ყველა პასპორტი და ყველას ბიომეტრიული გაუკეთე..
მარა რავიცი..


7903251
ჯობია შენ დაწყნარდე wink.gif

თუ რამე არ მოგწონს 'შეატყობინე მოდერატორს' დააჭირე და იქ ჩაწერე შენი საჩივარი :s
და მე ნუ მაფრთხილებ ok?

Posted by: Mari Blue 28 Oct 2010, 09:48
QUOTE (Milyyy @ 27 Oct 2010, 17:03 )
ბიომეტრიული პასპორტი ფუ რა მარაზმობაა user posted image ბარემ ბიოჩიპები ჩავიდგათ სხეულში

ეგეც იგეგმება უახლოეს მომავალში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


მოვესწრებით, მალე სოჩიქებს დაგვიყენებენ ჰაერზეც :შ

Posted by: Suleluka 28 Oct 2010, 11:08
Gurji
QUOTE
მე ის გამიკვირდა რო თუ ცვლი სისტემას მთლიანად შეცვალე და ამოიღე მაშინ ყველა პასპორტი და ყველას ბიომეტრიული გაუკეთე..

2006 წლის მერე აღებ პასპორტებში არის ბიომენტიული სურათი, უბრალოდ ჩიპი არა აქვს
და ბორჯღალოიანი პასპორტის გაყალბება ბევრად ადვილია, რადგან თვითონ ფოტო სურათი ჩაკრულია და არა ამობეჭდილი.

Posted by: ჰერმიონ 28 Oct 2010, 16:06
7903251
QUOTE
დაწყნარდი, ოკ? წესები დაიცავი.


ცოტა კორექტულად და თუ გასაფრთხილებელია ვინმე, მე მომანდე ხოლმე აწი ეგ საქმე smile.gif

Gurji

სამოქალაქო რეესტრს შევუერთებ ამ თემას და იქ გააგრძელეთ 2kiss.gif

მე დაკარგული მაქვს პასპორტი და აღარ მახსოვს, ბორჯღალოიანი იყო თუ გერბიანი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ვარიანტში 100 ლარის გადახდა მომიწევს biggrin.gif

Posted by: I am the one 28 Oct 2010, 21:09
ჰერმიონ


ნამდვლიად მოგიწევს 100 ლარის გადახდა, და რომელ თემას უერთებთ? smile.gif მე პირადად როგორც რეესტრის თანამშრომელმა ისე გავხსენი ეს თემა და აქ კიდევ 1 2 შემოდის ვინც კომპეტენტურია ასე რომ ნადლვიად გამოსადეგი თემააა

Posted by: fashisti 29 Oct 2010, 10:13
ხალხნო მობილურიდან როგორ დავრეკო ცხელ ხაზზე ? ან თუ იცით აფხაზეთის სამსახურის ნომერი ?

Posted by: Gurji 29 Oct 2010, 10:57
ჰერმიონ
როგორც იტყვი, უფროსო biggrin.gif
მე გავარკვიე უკვე ყველაფერი, გადავრჩი 65 ლარს biggrin.gif


არა და ვისაც ეს ახალი პასპორტები აქ იმათაც გონიათ რო შესაცვლელია
3 კაცი გადავარჩინე უკვე biggrin.gif

Posted by: kolopolo 29 Oct 2010, 11:15
მტაწმინდის რაიონში ვცხოვრობ და რა ადგილასაა საპასპორტო ამ რაიონის?
და კიდე მაინტერესებს რა საბუთები უნდა მივიტანო, ძველი უცხოეთს პასპორტი რო გამოვცვალო? და რა ჯდება?

მადლობა

Posted by: Gurji 29 Oct 2010, 11:23
kolopolo
ალბათ ძველი პასპორტი და 65 ლარიანი გადახდის ჩეკი rolleyes.gif

401010 თU დარეკავ გეტყვიან ყველაფერს
მაგათი ცხელი ხაზია

Posted by: teo_charkviani 29 Oct 2010, 19:39
kolopolo
ტაბიძის 4 ნომერში
თუ ბორჯღალოიანი პასპორტი გაქვს და + თუ ვადიანია გადაიხდი 65 ლარს, გადაიღებ 2 ფოტოს და თან იქონიებ პირადობას
თუ არაა ბორჟღალოიანი, მაშინ 100 ლარი

Posted by: 7903251 29 Oct 2010, 21:30
ჰერმიონ

QUOTE
ცოტა კორექტულად




ღრმად პატივცემულო მოდერატორო რა ნახე ჩემს პოსტებში არაკორექტულობა?

ფორუმელს წესრიგის დაცვაში რომ მოვუწოდებ ეგაა არაკორექტულობა???










Posted by: ჰერმიონ 29 Oct 2010, 22:54
7903251

QUOTE
რა ნახე ჩემს პოსტებში არაკორექტულობა?


QUOTE
დაწყნარდი, ოკ? წესები დაიცავი.


აი ეს. დასაწყნარებელი აქ არავის ჭირს.
წესების დაცვისკენ მოწოდება ადამიანური ენით შეგიძლია, მითუმეტეს, შენს მოვალეობაში ეს საერთოდ არ შედის

მორჩა ამ თემაში ამ საკითხის გარჩევა.

Posted by: 7903251 30 Oct 2010, 12:11
ჰერმიონ



სამართლის განყოფილებაში მაინც არ აკეთებდე იმას რასაც ეხლა აკეთებ!!!

Posted by: ჰერმიონ 30 Oct 2010, 12:17
7903251

შეგიძლია ფორუმის შესახებში გააგრძელო, აქ მორჩი ოFFებს smile.gif

Posted by: პაწა 1 Nov 2010, 02:20
ჩემ პასპორტს 2015 წლის ოქტომბრამდე აქვს ვადა და ვინმე სახელმწიფო შანტაჟს მიწყობს და მეუბნება რომ უპასპორტოდ დავრჩები თუ 65 ან 100 ლარს არ გადავიხდი.

არ არის ეს ფულის გამოძალვა?

პასპორტი ნაყიდი მაქვს ვარდების რევოლუციის მერე, 2005-ში (ნაყიდი და არა ნაჩუქარი)

შემიძლია სადმე გავასაჩივრო? თუ კი სად და როგორ დავიწყო და რა დამჭირდება ამისთვის?

მეყოლება თანამზრახველები?

ამის დედა ვატირე, რაღაც ორ კაპიკს ავიღებ და გრუზავიკით ჩავდივარ სტამბულამდე რომ მერე 20 ევროდ შვეიცარიაში გადავფრინდე, რომ ვთქვათ ახალ წელს ამ ჩამყაყებულ და აქოთებულ ნაგავში არ ვიყო.

100 ლარი 40 ევროა, 8 ბაკალი პივა მომივა - პასპორტი დავლიო მერე?

გიჟები არიან

ჩ.დ.შ. თუ შევარგო! - მითხარით სად ვიჩივლო

Posted by: kopa 1 Nov 2010, 02:27
პაწა
QUOTE
ჩ.დ.შ. თუ შევარგო! - მითხარით სად ვიჩივლო

თუ იჩივლე, რას ამბობ, შერცხვებათ smile.gif

Posted by: uchinаri 1 Nov 2010, 02:28
პაწა

სასამართლოში უნდა იჩივლო.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა
წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების
გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული
გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში,
ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის
ვადაში.



და იმედი გაქვს, რომ სასამართლოს მოიგებ? smile.gif

Posted by: პაწა 1 Nov 2010, 02:34
არა, რა სისულელეა, მაგრამ მაინც ვიჩივლებ, არ მინდა ასე ჩაყლევებული ცხოვრება

რა ფინასებთან არის დაკავშირებული საქმის დაწყება? ...ნუ მიახლოვებით

ვინმე ახალგაზრდა იურისტები ან არასამთავრობო ვერ დამეხმარება, - მაგარი ქლიბი ვარ იურიდიულ საკითხებში, საერთოდ შეხება არ მქონია

ბოლოს მაინც შალვასთან მომიწევს მისვლა ვატყობ biggrin.gif

Posted by: uchinаri 1 Nov 2010, 02:41
სარჩელის აღძვრა პირველი ინსტანციის სასამართლოში 100 ლარი ჯდება
სააპელაციო - 150 ლარი
საკასაციო - 200 ლარი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში შეგიძლია მიხვიდე და ერთი ორგანიზაციაა კიდევ ზუსტად ოპერი წინ "გამჭირვალობა საქართველო"

Posted by: პაწა 1 Nov 2010, 02:51
"გამჭირვალობა საქართველო" -ვიცი, ვიცნობ პირადად... არ ტეხავს რომ მივადგე? მაგათ კომპეტენციაში შედის?

პს. იმედია "გამჭირვალობა საქართველო" და "ტრანსპარენსი ინტერნეიშენალი" ერთი ოხერია

Posted by: uchinаri 1 Nov 2010, 02:52
რატომ ტეხავს? ეგ ორგანიზაციები აქ სწორედ ამისთვის არიან და ფინანსდებიან კიდეც. smile.gif

Posted by: პაწა 1 Nov 2010, 02:58
QUOTE
რატომ ტეხავს?

არ ვიცი, ვიკითხე...

ეგ ორგანიზაცია ჩემთვის უფრო გლობალურ პრობლემებთან ასოცირდება (მაგ. არჩევნების გაყალბება, პოლიტ-პატიმრები და ა.შ.)

ხვალვე ჩავალ, დილიდან smile.gif

მთავარია მართლა შალვა არ გაიჩითოს და ყაყანი არ დაწყოს - მერე შანსი არ იქნება არაფრის (ასე კიდევ არის 0,1%)

Posted by: vaho 1 Nov 2010, 15:10
ჩემს პირადობის მოწმობას ვადა გაუვიდა და აუცილებელია, ვაკის რაიონში მივიდე?
იქ ვცხოვრობ...

Posted by: 7903251 1 Nov 2010, 15:45
QUOTE
არ არის ეს ფულის გამოძალვა?




ფაქტობრივად კი!




QUOTE
შემიძლია სადმე გავასაჩივრო? თუ კი სად და როგორ დავიწყო და რა დამჭირდება ამისთვის?




თავი არ შეიწუხო - ეს ჩემგან კეთილი რჩევა....




პ.ს. წესით ვისაც ძველი აქვს პასპორტი უფასოდ უნდა შეუცვალონ!

Posted by: არწივი9 1 Nov 2010, 15:59
1 იანვრამდე რომ გამოვცვალო ამას 65 ლარი უნდა თურმე და რა დროში ცვლიან ის თუ იცით? ერთ კვირაში?

Posted by: No Regrets 1 Nov 2010, 17:21
არწივი9
QUOTE
1 იანვრამდე რომ გამოვცვალო ამას 65 ლარი უნდა თურმე


ეგ კიდევ ერთი მარაზმია, თუ 1 იანვრამდე შეუძლიათ 65 ლარად დაამზადონ ეს დამპალი პასპორტები
იანვრის მერე რა ხდება ისეთი რომ 35 ლარით უმატებენ ფასს?
ყვლეფენ რა ხალხს!

user.gif boli.gif

Posted by: Mako200X 1 Nov 2010, 17:37
რა საინტერესოა, შეცვლა სავალდებულო მარტო 2006 წლამდე პასპორტბისთვისაა:
QUOTE
რაც შეეხება 2006 წლიდან 2010 წლის მაისამდე გაცემულ ახალსიმბოლიკიან პასპორტებს, იგი ვადის გასვლამდე ძალაშია და პასპორტის შეცვლა სავალდებულო არ არის.

http://www.cra.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49&info_id=1369

No Regrets
QUOTE
ეგ კიდევ ერთი მარაზმია, თუ 1 იანვრამდე შეუძლიათ 65 ლარად დაამზადონ ეს დამპალი პასპორტები იანვრის მერე რა ხდება ისეთი რომ 35 ლარით უმატებენ ფასს? ყვლეფენ რა ხალხს!

გეთანხმები. მაგრამ ჩვეულებრივად აღება მაგ ბიომეტრულის 100 ლარი ღირს smile.gif

Posted by: No Regrets 1 Nov 2010, 17:50
Mako200X
QUOTE
გეთანხმები. მაგრამ ჩვეულებრივად აღება მაგ ბიომეტრულის 100 ლარი ღირს


რადგან "სკიდკას" აკეთებენ ესეიგი შესაძლებელია ამ ფასში მოემსახურონ მოქალაქეებს
აბა ბიუჯეტს აზრალებენ? wink.gif ეს ხომ უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია biggrin.gif
boli.gif

Posted by: chkha_i 1 Nov 2010, 17:56
2008 -ში თუ 2009 -ში შევცვალე და ეს კიდევ უნდა შევცვალოო?

Posted by: პაწა 1 Nov 2010, 18:22
მოკლედ მანია გაქვთ ეს თემების გაერთიანება! კარადაში ადგილი მიაქვს თუ რას გიშავებთ?
მინდოდა ცალკე პასპორტების უკანონო შეცვლაზე დისკუსია, სადაც რაც შეიძლება მეტ ხალხს მოვაგროვებდი, დავაგზავნიდი ლიკის სახით და ბოლოს წავიდოდი სასამართლოში... ასე სად რა უნდა წაიკითხო 32 გვერდიანი თემაა! -ცოტა ამაზეც იფიქრეთ

Posted by: I am the one 1 Nov 2010, 19:45
ძალიან გთხოვთ კონსლუტაციებისთვის და კითხვებისთვის დატოვეთ მხოლოდ ეს თემა და დისკუსიები სადაც გინდათ იქ მოაწყვეთ, ის ბორღალიანი პასპორტი იმიტომ იცვლება რომ არის ძალიან მოძველებული დღევანდელ 21 საუკუნეში წებოთი ჩაკრული სურათიანი პასპორტები რო არ უნდა იყოს იმიტო აცვლევინებენ ხალხს

Posted by: No Regrets 1 Nov 2010, 20:14
QUOTE
ის ბორღალიანი პასპორტი იმიტომ იცვლება რომ არის ძალიან მოძველებული დღევანდელ 21 საუკუნეში წებოთი ჩაკრული სურათიანი პასპორტები რო არ უნდა იყოს იმიტო აცვლევინებენ ხალხს


I am the one გასაგებია, მაგრამ როდესაც ადამიანს ახდევინებ თანხას და ეუბნები რომ ამ ნივთზე სარგებლობის უფლება გაქვს ამა და ამ წლამდე
შემდეგ რამოდენიმე წელიწადში იძახი რომ აპირებ ეს ნივთი შეცვალო, მაშინ ცვლილების საფასური უნდა გადაიხადო შენ და არა მყიდველმა
წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის უბრალო თაღლითობა რის გამოც გამოტენილია ციხეები
რითი განსხვავდებიან ჩვეულებრივი თაღლითებისაგან რომლებიც ორჯერ და სამჯერ ყიდიან ბინას,
ან ახდევინებენ ხალხს ფულს იმაში რაც უფასოა და ასე შემდეგ.
კანონი ყველასათვის კანონი უნდა იყოს
მოქალაქე და ხელისუფალი თანასწორი არიან კანონის წინაში! ... ნორმალურ ქვეყანაშითქო უნდა დამემატებინა და გამომრჩა რაღაცნაირად biggrin.gif

Posted by: 7903251 1 Nov 2010, 22:32
QUOTE
ადამიანს ახდევინებ თანხას და ეუბნები რომ ამ ნივთზე სარგებლობის უფლება გაქვს ამა და ამ წლამდე
შემდეგ რამოდენიმე წელიწადში იძახი რომ აპირებ ეს ნივთი შეცვალო, მაშინ ცვლილების საფასური უნდა გადაიხადო შენ და არა მყიდველმა




+1.


მართალი ხარ, მარა რამდენიც გინდა იმდენი გააპროტესტე!

Posted by: პაწა 2 Nov 2010, 12:17
QUOTE
წებოთი ჩაკრული სურათიანი პასპორტები რო არ უნდა იყოს
წებოთი იქნება თუ ფურთხით რა მნიშვნელობა აქვს? პასპორტია მეტი ხო არაფერი?


QUOTE
ძალიან გთხოვთ კონსლუტაციებისთვის და კითხვებისთვის დატოვეთ მხოლოდ ეს თემა და დისკუსიები სადაც გინდათ იქ მოაწყვეთ


ხო და, ეს მამაცხონებული, - ხო იყო უკვე გახსნილი და რას გადმოგქონდა. მთელ რეესტრზე თემა რა შუაშია პასპორტთან, ამიხსენით!!!!!!!! მესმის ასეთივე თემასთან მიგეერთებინა, მაგრამ რეესტრის 30 გვერდიანი!!!

Posted by: kolopolo 2 Nov 2010, 18:38
Gurji
teo_charkviani

გმადლობთ რცევისთვის და დახმარებისთვის;

ბორჯგალოიანი პასპორტია;
ანუ 65 ლარი ხო?

Posted by: I am the one 2 Nov 2010, 21:12
პაწა
No Regrets


იმიტომ ხალხო რო ცხოვრბა რომ წინ წავიდა აღარ იღებენ იმ ძველ ჩაკრულ პასპორტებს საზღვარზე მოძველდაო და რაც შეეხება თანხას იმიტომ გაკეტეს 35 ლარიანი შეღავათი თუ არ გინდათ ნუ აიღებთო არავინ გაძალებს უბრალოდ იანვრიდან 100 ის გადახდა მოგიწევთ, მგონი კარგი შეღავათია ერთიც არის ვისაც წასვლა წამოსვლა უწევს 100 ლარის თავიც ექნება და მითუმეტეს 65 ის მე კი არ ვიცავ რეესტრს რახან იქ ვმუშაობ.

Posted by: No Regrets 3 Nov 2010, 00:59
I am the one
QUOTE
იმიტომ ხალხო რო ცხოვრბა რომ წინ წავიდა აღარ იღებენ იმ ძველ ჩაკრულ პასპორტებს საზღვარზე მოძველდაო


დაიცა, დაიცა, რუსული პასპორტები ჩიპიანია, თუ რუსებს აღარ უშვებენ საზღვარგარეთ პასპორტები მოგიძველდათო?

boli.gif

QUOTE
ერთიც არის ვისაც წასვლა წამოსვლა უწევს 100 ლარის თავიც ექნება


... რა მარტივია არა? სხვის ბიუჯეტში და ჯიბეში ძრომიალი,
აი ესე ერთი ხელის მოსმით თქვა, რადგან საზღვარგარეთ წასვლის თავი გაქვს ესეიგი ზედმეტი 500 ლარიც გექნება უეჭველიო,
დიახაც რომ 500 ლარი, იმიტომ რომ მე რომ მთელ ოჯახს (5 სული ვართ) პასპორტები გამოვუცვალო სწორედ ამდენი დამიჯდება.
მეორეც სულ რომ მილიონერი ვიყო ჩემი სახელმწიფო ვალდებულია როდესაც პასპორტს ვიღებ 2015 წლამდე, ეს პასპორტი უნდა იყოს მოქმედი ამ ვადამდე
და თუ მაინცდამაინც ახალი იდეა დაებადება ვინმეს, მაშინ ის 100 ლარიც (სულ რომ 5 იყოს) ბიუჯეტიდან გადაიხადონ - რომელსაც ისევ და ისევ ჩვენ ვავსებთ.

Posted by: matusala_5 4 Nov 2010, 20:50
თუ იცით საპასპორტო დილით რომელ სააათიდან იწყებს ზუსტად მუშაობას?

Posted by: 7903251 4 Nov 2010, 21:34
I am the one


QUOTE
ერთიც არის ვისაც წასვლა წამოსვლა უწევს 100 ლარის თავიც ექნება



ძალიან მეწყინა ეს რომ წავიკითხე, მეგონა ჩვენი დიდი ხნის წინანდელ საუბარში რეალურ სიტუაციებზე დამყარებულ ფაქტებით გაგაგებინე რომ ის რასაც ეხლა იმეორებ არ შეიძლება!

Posted by: I am the one 4 Nov 2010, 23:40
matusala_5


9 ზე მორიგე ჯგუფი 10 ის ნახევრიდან ყველა,




ამ თემაში კამათს აღარ ვაპირებ მარტო ლითხვებზე ვუპასუხებ

Posted by: niniaa 5 Nov 2010, 09:22
I am the one
ნაგვის და წყლის გადასახადები სულადობითაა და ეს ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრში გადაამოწმეთო,მითხრეს.მაინტერესებს,სამოქალაქო რეესტრს აქვს ვებგვერდი, სადაც მივიღებ ინფორმაციას, ვინაა ჩემს სახლში დარეგისტრირებული?

Posted by: minerva 6 Nov 2010, 01:20
I am the one
კომპეტენტური პირი ჩანხართ ასეთ საკითხებში და ვიკითხავ ბარემ აქ, იქნებ დამაკვალიანოთ და ტელეფონით გარკვევა აღარ დამჭირდეს smile.gif

უკვე რამდენი წელია ვცხოვრობ საზღვარგარეთ, ჩაწერილი ვარ აქ და ვიხდი ყველანაირ გადასახადს. პარალელურად მუდმივი მისამართი მაქვს თბილისში, ანუ ამოწერა თბილისიდან არ გამიკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად მანდ არ ვიმყოფები და წლები ისე გადის, რომ ვერც კი ჩამოვდივარ საქართველოში, დღემდე გვახდევინებენ ყველა (წყალი+ კომუნალური..) გადასახადს ჩემზეც. კატასტროფული თანხა ნამდვილად არ არის, მაგრამ ცოტა არ იყოს ვერ ვიგებ, რატომ უნდა ვიხადო ერთმა ადამიანმა ორმაგად, ანუ აქა-იქა smile.gif))
როგორც ჩვენი რაიონის წარმომადგენლობამ "გაგვარკვია", აუცილებელია ამოვეწერო საერთოდ თბილისიდან, მაგრამ ეს არ ხდება, თავად პიროვნების(ანუ ჩემი) თანდასწრების გარეშე.

კითხვა 1.
შეიძლება თუ არა დავრჩე ჩაწერილი ბინაში, მაგრამ აქედან წარდგენილი საბუთის საფუძველზე გადასახადები აღარ ვიხადო?
კითხვა 2.
მინდობილობით თუ ხდება ამოწერა, ანუ ოჯახის წევრს თუ შეუძლია გააკეთოს ჩემს მაგივრად? და აუცილებელია თუ არა იმ პიროვნების თანდასწრება, ვის სახელზეც არის გაფორმებული ბინა?

პ.ს. მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: I am the one 6 Nov 2010, 09:58
QUOTE (niniaa @ 5 Nov 2010, 09:22 )
I am the one
ნაგვის და წყლის გადასახადები სულადობითაა და ეს ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრში გადაამოწმეთო,მითხრეს.მაინტერესებს,სამოქალაქო რეესტრს აქვს ვებგვერდი, სადაც მივიღებ ინფორმაციას, ვინაა ჩემს სახლში დარეგისტრირებული?

ბინის მესაკუთრე მივა რეესტრში მიიტანს საჯაროს ამონაწერს და აიღებს სულადობის ცნობას უფასოდ რასაც წაიღებს დასუფთავებაში
* * *
QUOTE (minerva @ 6 Nov 2010, 01:20 )
I am the one
კომპეტენტური პირი ჩანხართ ასეთ საკითხებში და ვიკითხავ ბარემ აქ, იქნებ დამაკვალიანოთ და ტელეფონით გარკვევა აღარ დამჭირდეს smile.gif

უკვე რამდენი წელია ვცხოვრობ საზღვარგარეთ, ჩაწერილი ვარ აქ და ვიხდი ყველანაირ გადასახადს. პარალელურად მუდმივი მისამართი მაქვს თბილისში, ანუ ამოწერა თბილისიდან არ გამიკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად მანდ არ ვიმყოფები და წლები ისე გადის, რომ ვერც კი ჩამოვდივარ საქართველოში, დღემდე გვახდევინებენ ყველა (წყალი+ კომუნალური..) გადასახადს ჩემზეც. კატასტროფული თანხა ნამდვილად არ არის, მაგრამ ცოტა არ იყოს ვერ ვიგებ, რატომ უნდა ვიხადო ერთმა ადამიანმა ორმაგად, ანუ აქა-იქა smile.gif))
როგორც ჩვენი რაიონის წარმომადგენლობამ "გაგვარკვია", აუცილებელია ამოვეწერო საერთოდ თბილისიდან, მაგრამ ეს არ ხდება, თავად პიროვნების(ანუ ჩემი) თანდასწრების გარეშე.

კითხვა 1.
შეიძლება თუ არა დავრჩე ჩაწერილი ბინაში, მაგრამ აქედან წარდგენილი საბუთის საფუძველზე გადასახადები აღარ ვიხადო?
კითხვა 2.
მინდობილობით თუ ხდება ამოწერა, ანუ ოჯახის წევრს თუ შეუძლია გააკეთოს ჩემს მაგივრად? და აუცილებელია თუ არა იმ პიროვნების თანდასწრება, ვის სახელზეც არის გაფორმებული ბინა?

პ.ს. მადლობა წინასწარ smile.gif

ყველაზე კარგი გამოსავალი ბინის მესაკუთრე ვინცაა მივდეს რეესტრში და რეგისტრაციიდან მოგხსნას ანუ პირადობა გაგიუქმდება როცა ჩამოხვალ აქ მერე დარეგისტრირდები

Posted by: niniaa 6 Nov 2010, 12:25
I am the one
QUOTE
ბინის მესაკუთრე მივა რეესტრში მიიტანს საჯაროს ამონაწერს

საჯაროს ამონაწერში იქნება იმ პირების ჩამონათვალი, ვინც ამ მისამართზეა დარეგისტრირებული?

Posted by: minerva 6 Nov 2010, 14:59
I am the one
QUOTE
რეგისტრაციიდან მოგხსნას ანუ პირადობა გაგიუქმდება როცა ჩამოხვალ აქ მერე დარეგისტრირდები


გასაგებია, მაგრამ მე საქართველოს მოქალაქეობა მაქვს და ქართული პასპორტი. შესაბამისად, პირადობის მოწმობა თუ გამიუქმდება მანდ, პასპორტზე შემექმნება პრობლემა. ვერც ვადას გავიგრძელებ და ვერც ახალს ავიღებ..

Posted by: 7903251 6 Nov 2010, 16:18
niniaa




QUOTE
საჯაროს ამონაწერში იქნება იმ პირების ჩამონათვალი, ვინც ამ მისამართზეა დარეგისტრირებული?




საჯაროს ამონაწერი მხოლოდ ქონების თვისებებს გულისხმობს და არა მოქალაქეების მაგ მისამართზე რეგისტრაციას!




minerva



QUOTE
გასაგებია, მაგრამ მე საქართველოს მოქალაქეობა მაქვს და ქართული პასპორტი. შესაბამისად, პირადობის მოწმობა თუ გამიუქმდება მანდ, პასპორტზე შემექმნება პრობლემა. ვერც ვადას გავიგრძელებ და ვერც ახალს ავიღებ..




არანაირი პრობლემა არ შეგექმნება თუნდაც ყველაფერი რომ დაკარგო.... პასპორტს ვერავინ ვერ ეხება ვადის ამოწურვამდე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) ასე რომ როგორც გირჩია ჩვენმა ერთ-ერთმა იუზერმა ისე მოიქეცი....

Posted by: I am the one 7 Nov 2010, 00:15
minerva


პირადობის გაუქმების მიზეზი იქნება მისაკუთრის განცხადებით რეგისდტრაციიდან მოხსნა და ეგ შენ ხელს არაფერში არ შეგიშლის სავაურაუდოდ ნუ პასპორტს არაფერი ემუქრება

Posted by: minerva 7 Nov 2010, 00:50
I am the one
QUOTE
შენ ხელს არაფერში არ შეგიშლის სავაურაუდოდ ნუ პასპორტს არაფერი ემუქრება


ანუ ახლა რომ რეგისტრაციიდან მოხსნა გავაკეთო, და პასპორტს დავუშვათ იქით წელს გაუვიდეს ვადა, პირადობის მოწმობის გარეშე მომცემენ ახალს? smile.gif



Posted by: I am the one 7 Nov 2010, 10:48
QUOTE (minerva @ 7 Nov 2010, 00:50 )
I am the one
QUOTE
შენ ხელს არაფერში არ შეგიშლის სავაურაუდოდ ნუ პასპორტს არაფერი ემუქრება


ანუ ახლა რომ რეგისტრაციიდან მოხსნა გავაკეთო, და პასპორტს დავუშვათ იქით წელს გაუვიდეს ვადა, პირადობის მოწმობის გარეშე მომცემენ ახალს? smile.gif

ახალს ვერ აიღებ პასპორტს ბაზაში თუ გაუქმებულად იჯდა პირადობა

Posted by: minerva 7 Nov 2010, 16:23
I am the one
QUOTE
ახალს ვერ აიღებ პასპორტს ბაზაში თუ გაუქმებულად იჯდა პირადობა

გასაგებია, მაშინ არ მიღირს ამოწერა.

I am the one
7903251
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: qusha84 8 Nov 2010, 23:43
მაქვს მიწა ერთ ერთ პრესტიჟულ კურორტზე და გამაჩნია შესაბამისი მიწის სახელმწიფო პასპორტი სადაც აღნიშნული მისი ფართობი ...აღნიშნული პასპორი არის გარდაცვლილი მშობლის სახელზე ...მანტერესებს როგორ უნდა გადმოვიდეს ის ჩემზე ან პირველ მემკვიდრეზე და რეესტრში გასატარებლად რა მჭირდება ამ ყველაფრისთვის ?!

Posted by: *WTF* 8 Nov 2010, 23:53
პასპორტთან დაკავშირებით კითხვა მქონდა და გამოვაგზავნე ონლაინ კითხვარის მეშვეობით (ამასობაში პასუხი თავადაც ვიპოვე თვითონ საიტზე, მაგრამ ეს არ არის მთავარი). ძალიან ოპერატიულად (ერთ სამუშაო დღეში) კომპეტენტური პასუხი მივიღე იმეილზე.

პრინციპში კარგის მეტი არაფერი მახსოვს, სამოქალაქო რეესტრთან როცა მქონია ლაივში შეხება და თითქოს არ გამიკვირდა. მაგრამ მაინც გამიხარდა კიდევ ერთი დადასტურება, რომ ერთი სააგენტო მაინც მუშაობს ნორმალურად საქართველოში smile.gif


Posted by: SCO 9 Nov 2010, 00:57
*WTF*
QUOTE
გამიხარდა კიდევ ერთი დადასტურება, რომ ერთი სააგენტო მაინც მუშაობს ნორმალურად საქართველოში


შსს მომსახურების სააგენტოც ძალიან კარგად მუშაობს smile.gif

Posted by: *WTF* 9 Nov 2010, 01:06
SCO
QUOTE
შსს მომსახურების სააგენტოც ძალიან კარგად მუშაობს smile.gif

ეგ რომელია? ანუ რა მომსახურებები აქვს? მართვის მოწმობების გაცემა და მისთანანი?

არასდროს მქონია შეხება smile.gif

საჯარო რეესტრსაც არა უშავსო, მაგრამ რაც მსმენია პირველ წყაროდან ისტორიები, ვიცი, რომ შავ-ბნელი საქმეები კეთდება, სახელმწიფოს ჩარევით რა თქმა უნდა (სახელმწიფოებრივი ინტერესები და რამე biggrin.gif). ისე დახლის ქვეშ ვერაფერს ვერ ბედავენ yes.gif

Posted by: SCO 9 Nov 2010, 09:24
*WTF*
QUOTE
ეგ რომელია? ანუ რა მომსახურებები აქვს? მართვის მოწმობების გაცემა და მისთანანი?


კი ეგაა
და არამარტო მართვის მოწმობები და ნომრები, ბევრი რაღაც ეხებათ
კაი სისტემაა

Posted by: *WTF* 9 Nov 2010, 20:15
SCO
ხოო, არ ვიცი. არ მქონია შეხება. უფრო სწორად ერთხელ იყო -ეს იყო პეტერბურგში biggrin.gif შევარდნაძის დრო არა და მიშა ახალი არჩეული იყო და ჯერ კიდევ არ იყო რეფორმირებული ეგ სერვის-ცენტრი. ამიტომ კარგად ნამდვილად არ მახსენდება მართვის მოწმობის აღების ისტორია biggrin.gif

Posted by: SCO 9 Nov 2010, 20:19
*WTF*

ოო, იმ დროს კი, იცოცხლე გაგიხარია biggrin.gif

Posted by: *WTF* 9 Nov 2010, 20:30
SCO
biggrin.gif

მაშინდელი საპასპორტოების ისტორიებიც მაქვს. ვაიმე, ეს რა იყო!!! ალბათ ეგ გამოცდილება რომ მაქვს, მაგიტომ ვაფასებ განსაკუთრებით ამჟამინდელ რეესტრს!

ნუ, მაშინაც მამაჩემის ნაცნობი გამოჩნდა, თორემ ქვეყნიდან წასვლის ოცნებას უნდა დავმშიდობებოდი. მაგრამ ნაცნობითაც კი საშინელი მოგონებაა biggrin.gif

Posted by: SCO 9 Nov 2010, 20:34
*WTF*

ვსო პა ზაძი,
უცხოეთიც ნახე და აგერ აყვავებულ და რეფორმირებულ საქართველოსაც მოესწარი biggrin.gif
ღირდა თურმე ამად biggrin.gif

Posted by: *WTF* 9 Nov 2010, 20:39
SCO
QUOTE
აგერ აყვავებულ და რეფორმირებულ საქართველოსაც მოესწარი biggrin.gif

ლოლ

კი, როგორ არა! მაგიტომაც მიჭირავს თვალი გაქცევაზე, უფრო სწორად არ დაბრუნებაზე user.gif

Posted by: SCO 9 Nov 2010, 20:44
*WTF*

არ წახვიდე user.gif

ან, თუ წახვალ, უკან არ მოიხედო user.gif

Posted by: *WTF* 9 Nov 2010, 20:45
SCO
წასული ვარ უკვე.

მაგრამ 50/50-ზე მომიწევს უკან მოხედვა user.gif

Posted by: SCO 9 Nov 2010, 20:47
*WTF*
QUOTE
უკან მოხედვა


ძნელია, იცოდე user.gif

Posted by: *WTF* 9 Nov 2010, 20:49
SCO
რა არის ძნელი?

ვიცოდე უკან მოხედვა?

თუ ვიცოდე უკან რა მელოდება? biggrin.gif

Posted by: SCO 9 Nov 2010, 20:54
*WTF*

არა, იცოდე ვინ ხარ...

უკან მოხედვა ძნელია მეთქი user.gif

Posted by: *WTF* 9 Nov 2010, 20:58
SCO
QUOTE
არა, იცოდე ვინ ხარ...

ვაიმე, მტკივნეულ თემას შეეხე. ზოგჯერ მშურს ხოლმე პრიმიტიული ან ზოგჯერ არაპრიმიტიული ადამიანების, რომლებმაც იციან ვინ არიან და რა უნდათ.

ეეეხ user.gif

და სამოქალაქო რეესტრიდან ამ ზოგად საკაცობრიო საკითხთან როგორ აღმოვჩნდით? biggrin.gif შენი ბრალია yes.gif

QUOTE
უკან მოხედვა ძნელია მეთქი user.gif

yes.gif

QUOTE
კაი მორჩა ოფოფები...

yes.gif

QUOTE
ან თუ რამეა მარტო მე დამწორნეთ

user.gif

Posted by: SCO 9 Nov 2010, 21:01
*WTF*

QUOTE
ვაიმე, მტკივნეულ თემას შეეხე. ზოგჯერ მშურს ხოლმე პრიმიტიული ან ზოგჯერ არაპრიმიტიული ადამიანების, რომლებმაც იციან ვინ არიან და რა უნდათ.


არადა არ იციან...

QUOTE
სამოქალაქო რეესტრიდან ამ ზოგად საკაცობრიო საკითხთან როგორ აღმოვჩნდით?შენი ბრალია

ვერც მე შევამჩნიე,
კაი მორჩა ოფოფები...
არ დაგვწორნოთ, ან თუ რამეა მარტო მე დამწორნეთ user.gif

Posted by: ana-123 15 Nov 2010, 13:46
მოგესალმებით ყველას!
მეგობრის თხოვნას ვასრულებ: ოჯახში ჰყავს ფსიქიკურად დაავადებული დედა რომელსაც არ სურს პირადობის მოწმობის გაკეთება . მე პირადად ტელევიზიით ვნახე რეკლამა მგავს შემთხვევაში მოგვმართეთო , ოღონდ არ მახსოვს მისამართი სად ....ყაზბეგის ქუჩა იყო თუ არ ვცდები ,რა ნომერი არ მახსოვს...., ხომ არ იცით ვინმემ ?????????
ანუ კითხვა ასეთია : ვის მიმართონ, სად მდებარეობს ორგანიზაცია ვინც დაეხმარება ფსიქიკურად დავადებული ადამიანისოჯახს ავადმყოფის პირადობის მოწმობის აღებაში ?
წინასწარ გიხდით მადლობას !

Posted by: 7903251 15 Nov 2010, 16:35
ana-123



ყველა გზა სამოქალაქო რეესტრისაკენ მიდის - უფლებამოსილი ორგანო ეგ გახლავთ....
მიმართეთ სამოქალაქო რეესტრს საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად (რითაც დასტურდება ადამიანიანის ფქიქიკური აშლილობა) და ადექვატურ კონსულტაციას და პროცედურებს თავად მოგახსენებენ!



Posted by: ana-123 15 Nov 2010, 17:34
7903251
მადლობა გენაცვალე, გაიხარე . მაგრამ იქ იყვნენ და რაღაც იდენტიფიკაციის საბუთიც მოუთხოვიათ მერიიდან მოიტანეთო–––ისიც არ აუხსნიათ მერიაში სად რომელ განყოფილებაში უნდა აეღოთ. (ავადმყოფს თავისი პასპორტი 1970–– ში აქვს აღებული დაახლოებით .მას შემდეგ არ გამოუცვლია)
მე პირადად ტელევიზიით ვნახე რეკლამა მეორე არხით, რომ ვისაც ფსიქიკური ავადმყოფი გყავთ და გაქვთ პრობლემა საბუთებთან დაკავშირებით მოგვმართეთო .......... ოღონდ არ მახსოვს მისამართი სად ....ყაზბეგის ქუჩა იყო თუ არ ვცდები ,რა ნომერი არ მახსოვს. აქ კი ძალიან ჭკვიანი ხალი შემოდის და იქნებ იცოდნენ??????????

Posted by: I am the one 15 Nov 2010, 23:15
ana-123


სასამართლო დაუნიშნავს მეურვეს ან მზრუნველს ასევე მოიტანთ ცნობას რომ ავადაა ფსიქიკურად და ხელს მოაწერს მეურვე ან მზრუნველი, ნუ სურათს როგორმე გადაუღებთ და ეგაა

Posted by: ana-123 16 Nov 2010, 18:44
I am the one
QUOTE
სასამართლო დაუნიშნავს მეურვეს

სასამართლოს თუ მიმარა და ა.შ...... ამდენი ამბავი არის საჭირო პირადობის მოწმობისთვის?!
მე ის მისამართი და ტელეფონის ნომერსაც აცხადებდნენ....იმიტომ მაინტერესებდა ვფიქრობდი მარტივად მოაგვარებდა მაგ საქმეს.

Posted by: იტალიელი 16 Nov 2010, 18:58
რა მაინტერესებს, ჩემს მეგობარს რომელიც საბერძნეთში იმყოფება აქვს ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი განქორწინების ფურცელი, შესაძლებელია ამ ფურცელის განახლება? ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას და მინდობილობის საშუალებით ხომ შევძლებ მე გავუკეთო? და როგორ ხდება ამის განახლება და გაკეთება იქნებ დამაკვალიანოთ

Posted by: Orwell 16 Nov 2010, 19:46
QUOTE (იტალიელი @ 16 Nov 2010, 18:58 )
რა მაინტერესებს, ჩემს მეგობარს რომელიც საბერძნეთში იმყოფება აქვს ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი განქორწინების ფურცელი, შესაძლებელია ამ ფურცელის განახლება? ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას და მინდობილობის საშუალებით ხომ შევძლებ მე გავუკეთო? და როგორ ხდება ამის განახლება და გაკეთება იქნებ დამაკვალიანოთ

განმეორებით რეგისტრაციას გულისხმობ???

აბა,ეგ ნახე: http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=13

Posted by: იტალიელი 16 Nov 2010, 19:55
Orwell


არა, განქორწინების საბუთი გაკეთებულია საბჭოთა კავშირის დროს, ეხლა უნდა რომ ის საბუთი გადაცვალოს ახალ საბუთზე, რადგან საბერძნეთში საბჭოთა კავშირის დროინდელ საბუთს არ იღებენ. ის ძველი განქორწინების ცნობა რომ გადმომიგზავნოს და მინდობილობა მე შევძლებ ხომ ახალი განქორწინების ცნობის აღებას? და თუ შევძლებ როგორ უნდა მოვიქცე სად უნდა მვიიდე და თანხა რამდენი დამიჯდება?

Posted by: Orwell 16 Nov 2010, 20:05
QUOTE (იტალიელი @ 16 Nov 2010, 19:55 )
Orwell



გააჩნია დაჩქარებული გინდა თუ - არა smile.gif
მოკლედ,სამოქალაქო რეესტრში უნდა მიხვიდე - წერეთლის გამზ. #67ა .
აჰა,ცხელი ხაზი: 0008

Posted by: 7903251 16 Nov 2010, 20:07
იტალიელი



ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა გამოაგზავნინე, ქართულად თარგმანი გაუკეთე და მიმართე სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ ორგანოს!

Posted by: იტალიელი 16 Nov 2010, 20:20
7903251
Orwell


გეიხარეთ ორივემ 2kiss.gif

Posted by: I am the one 16 Nov 2010, 21:23
იტალიელი


სკაიპით გააკეთე მინდობილობა მე ეგრე გირჩევ იქიდან გამოგზავნილს მინიმუმ თარგმნა და დამოწმება უნდა ან აპოსტილი და ლეგალიზაცია, + განქორიწნების მოწმობა რაც აქვს ის გამოგიგზავნოს ან მონაცემები გითხრას და მოძებნონ არქივში დანარჩენს რეესტრში გეტყვიან მეტი არც არაფერია სავალდებულო

Posted by: იტალიელი 16 Nov 2010, 22:12
I am the one


სკაიპით მინდობილობა? ეგ როგორ? spy.gif

Posted by: gvantsa_7 16 Nov 2010, 23:03
სკაიპით დაუკავშირდებიან ნოტარიუსს, რომელიც ახორციელებს ასეთ მომსახურეობას (მაგ. ეკატერინე მარშანია, ნინო ხოფერია), განუცხადებენ ნებას, რომ სურთ მინდობილობის გაცემა ამა და ამ პირზე.... ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს საზღვარგარეთ მყოფის პირადობის/პასპორტის ასლი და ამ პროცესს უნდა ესწრებოდეს 2 მოწმე, რომელიც დაადასტურებს მარწმუნებლის ვინაობას... მგონი 70 ლარამდე ჯდება სკაიპ მომსახურეობა

Posted by: იტალიელი 16 Nov 2010, 23:05
gvantsa_7

biggrin.gif არა მაგას ჯობია იქედან გამომიგზავნონ მინდობილობა, თარგმნა და აქ დამოწმება მაქსიმუმ 10 ლარი დაჯდეს smile.gif

Posted by: I am the one 17 Nov 2010, 22:15
იტალიელი


სკაიპით მინდობილობის დეტალები არ ვიცი და ვერ გაგცემ პასუხს

Posted by: 7903251 18 Nov 2010, 13:56
იტალიელი


პირი რომელიც ენდობა საქართველოში მცოხვრებ მოქალაქეს თავად უნდა გახლდეთ საქართველოს მოქალაქე.... ნოტარიუსი სამოქალაქო რეესტრის ბაზიდან შეამოწმებს სკაიპში გამოსახულ პირის იდენტურობას (მოგეხსენებათ სამოქალაქო რეესტრში ყველა საქართველოს მოქალაქის სურათი აქვთ ბაზაში)

ძალიან მარტივად ხდება ამ გვარი მინდობილობის შედგენა.... მიმართე ნოტარს!



პ.ს. თუ გინდა მაღალ კვალიფიციურ ნოტართან გაფორმდეს მინდობილობა მაშინ მიდი ქალბატონ ირმა ფირცხალავასთან რომლის სანოტარო ბიურო მდებარეობს: ქ.თბილისი, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია, სავაჭრო ცენტრ "მარიამის" მე-2 სართული....

სანოტარო ბიურის ტელეფონია: 24.92.12

Posted by: Nanuka444 18 Nov 2010, 15:06
ქორწინების მოწმობა დავკარგე და სად და როგორ უნდა ავიღო ხელახლა?
რამე საბუთები უნდა წარვადგინო თუ როგორ?

Posted by: matusala_5 18 Nov 2010, 15:40
შესვენება აქვთ თუ იცით,თუ მთელი დღე მუშაობენ?ალბატ 5საათამდე არიან ხო?

Posted by: 7903251 18 Nov 2010, 16:39
Nanuka444



ქორწინების მოწმობის ასაღებად შეგიძლია მიმართოთ სამოქალაქე რეესტრის ტერიტორიულ ორგანოს

საბუთი დაგჭირდებათ მხოლო და მხოლოდ თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.


matusala_5


QUOTE
შესვენება აქვთ თუ იცით,თუ მთელი დღე მუშაობენ?ალბატ 5საათამდე არიან ხო?



ცხელ ხაზზე დარეკეთ და მიგახსენებენ თუ რომელი ორგანო რომელ საათზე ისვენებს...


40-10-10

Posted by: I am the one 18 Nov 2010, 22:40
matusala_5


სამოქალქო რეესტრის ნებისმიერი სამსახური მუშაობს 9 30 იდან (9 იდან მორიგე ჯგუფი) 5 მდე შეუსვენებლად შაბათ-კვირს გარდა.

Posted by: NinaNoir 19 Nov 2010, 12:06
დღეს სახლიდან რომ გამოვდიოდი პირველ არხზე იყო ზუსტად მიწვეული სტუმარი განქორცინების პროცედურის გამარტივებასთან დაკავშიერბით, მეჩქარებოდა სამსახურში და ვერ მოვუსმინე. რეესტრში უნდა შეიტანო განცხადება და 15 დღეში მოგვარდება ყველაფერიო, ანუ სასამართლო აღარ არის საჭიროო და იქნებ ცოტა დამაკვალიანოთ ვინც იცის ამ ახალი კანონის შესახებ რამე. გმადლობთ.

Posted by: 7903251 19 Nov 2010, 16:52
NinaNoir



თუ კი სადავოა განქორწინება მაშინ სასამართლოა უფლებამოსილი ამ საკითხში - თუ კი არაფერი გაქვთ გასაყოფი ან თავად მორიგდებით ერთმანეთში მაშინ უპრობლემოდ მიიღებთ განქორწინებას სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ ორგანოში!

Posted by: NinaNoir 19 Nov 2010, 17:37
7903251
გმადლობთ, სხვა თემშიც მივიღე რაღაც ინფორმაციები ღვთისნიერი ხალხისგან. smile.gif

Posted by: gvantsa_7 19 Nov 2010, 20:10
დავამატებ, რომ შეგიძლიათ რეესტრში განქორწინდეთ და შემდეგ იდავოთ ქონებაზე სასამართლოში რამდენიც გინდათ...

Posted by: nutsiko 19 Nov 2010, 20:39
ერთი შეკითხვა მაქვს, კერძოდ: სამოქალაქო რეესტრი, თუ არ ვცდები, იწყებს დამისამართების პროცესს (ქუჩების, ნომრების გარკვევა), ვინმეს რამე დამატებითი ინფორმაცია ხომ არ გაქვთ იმის გარდა, რაც მათ საიტზე დევს? მადლობა წინასწარ

Posted by: RM_FAN 19 Nov 2010, 22:40
ჩემმა ახლობელმა საქართველოს მოქალაქეობაზე შეიტანა განაცხადი ხო და დგეს მოსვლია სმს რომ მისის განაცხადი მოგებულია რა ამნტერესებს სად სეიძლება ვნახო დაყმაყოფილდა ტუ არა /

Posted by: 7903251 20 Nov 2010, 10:19
RM_FAN


http://citizenship.cra.gov.ge/marea/



აქ შედით და ნახავთ განცხადების სტატუს!

Posted by: RM_FAN 21 Nov 2010, 14:24
საკონტროლო სიტყვა საიდან მოვიტანო?

Posted by: Krasnaya Shapochka 1 Dec 2010, 01:21
დამეხმარეთ! ვერსად ვერაფერი გავარკვიე ჯერჯერობით, ამ საკონსულოში ატასჯერ რომ დარეკო ვერაფერს გაიგებ! მოკლედ იტალიელთან ქორწინებისთვის რა საბუთები და პროცედურაა საჭირო საქართველოში და ან იქ თუ დავქორწინდებით იქ რა მჭირდება,...ან სად ჯანდაბაში გავარკვიო იქნებ დამაკვალიანოთ ვინმემ!

Posted by: 7903251 1 Dec 2010, 16:10
Krasnaya Shapochka



მოკლედ გეტყვი რომ უცხოელის პასპორტის თარგმნა დაგჭირდება ნოტარიულად დამოწმებული + იტალიიდან ცნობა , რომ ის იტალიის მოქალაქე არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში (ეს ყოველივე რათქმაუნდა ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)



შენ თუ საქართველოს მოქალქე ხარ და რეგისტრირებულ ქორწინებაში საქართველოში უნდა დარეგისტრირდე არ გჭირდება ცნობა ხარ თუ არა რეგისტრირებულ ქორწინებაში.......



მეტი ინფორმაციისათვის იხილე საქოქალაქო რეესტრის ვებ-გვერდი: http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=8




გისურვებ ბედნიერებას!

Posted by: Krasnaya Shapochka 1 Dec 2010, 21:02
დიდი მადლობა!

აქ დაქორწინების შემთხვევაში, რამდენხანში შემიძლია წავიდე მეუღლესთან.

ქორწინების პროცესის სირთულის გათვალისწინებით აქ ჯობია ხელის მოწერა თუ იტალიაში?

Posted by: 7903251 1 Dec 2010, 21:23
Krasnaya Shapochka



QUOTE
ქორწინების პროცესის სირთულის გათვალისწინებით აქ ჯობია ხელის მოწერა თუ იტალიაში?




თუ კი საბუთები წესრიგშია ყველა ვარიანტში აქ უფრო იქნება ადვილი... (ყოველშემთხვევაში მე ასე მგონია)

Posted by: Krasnaya Shapochka 1 Dec 2010, 23:05
მადლობა smile.gif........................................

Posted by: ENIGMA_ 2 Dec 2010, 21:41
Krasnaya Shapochka
QUOTE
მოკლედ გეტყვი რომ უცხოელის პასპორტის თარგმნა დაგჭირდება ნოტარიულად დამოწმებული + იტალიიდან ცნობა , რომ ის იტალიის მოქალაქე არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში (ეს ყოველივე რათქმაუნდა ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)

არასწორია
არც თარგმანი გჭირდება და მითუმეტეს არც ქორწინების დამაბრკოლებელია გარემოების შესახებ ცნობა, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ქორწინდები
უცხოელის პასპორტში თუ ლათინური ასოებით წერია სახელი და გვარი არაა საჭირო არც ნოტარიუსი და არც თარგმანი
მოკლედ
მიბრძანდი სამოქალაქო რეესტრის სააგემტოს ტერიტორიულ სამსახურში საქმროსთან ერთად და დაგაქორწინებენ, ყოველგვარი ცნობებისა და თარგმანების გარეშე
Krasnaya Shapochka

Posted by: NEWDRIVER 2 Dec 2010, 23:29
ვთქვათ ესე
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად იმ კონკრეტულ ქვეყანაში წასვლაა აუცილებელი თუ აქ მდებარე საელჩოდანაც შეიძლება გარკვევა?

Posted by: 7903251 3 Dec 2010, 16:20
ENIGMA_





QUOTE
არასწორია




QUOTE
არც თარგმანი გჭირდება და მითუმეტეს არც ქორწინების დამაბრკოლებელია გარემოების შესახებ ცნობა




უცხოელის პასპორტის თარგმნა საჭიროა... და უცხოელისათვის საჭიროა ცნობა რათა ფიქციური ქორწინება არ შედგეს!
იქნებ რეგისტრირებულ ქორწინებაში ის იტალიის მოქალაქე?


QUOTE
უცხოელის პასპორტში თუ ლათინური ასოებით წერია სახელი და გვარი არაა საჭირო არც ნოტარიუსი და არც თარგმანი
მოკლედ




ნებისმიერი სახის დოკუმენტი, გინდ ინგილისურად ეწეროს და გინდ რუსულად ჩვენს ქვეყანაში სჭირდება ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.....



ძაან საინტერესოა ეგ ინფო საიდან მოიატანე სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელმა - რეესტრის თანამშრომელი როდიდან გახდა უფლებამოსილი პირი თარჯიმნის სახით? საქართველოში სახელმწიფო ენა ქართულია - შესაბამისად ყველა დოკუმენტი ითარგმნება არა რომელირაცა ორგანოს თანამშრომლის მიერ, არამედ თარჯიმნის მიერ, რომლის ხელმწერასაც ადასტურებს ნოტარი.


ისე იმ ლინკს თუ გადახე რომელიც მე დავდე? http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=8


უცხოელის შემთხვევაში: პასპორტის თარგმანი და ასლის ნოტარიულად დამოწმებული საბუთი.!!!!




Posted by: teo_charkviani 3 Dec 2010, 17:14
7903251

არა smile.gif აღარ არის საჭირო პასპორტის თარგმანი, სწორი იყო
QUOTE
ENIGMA_
მიუხედავად იმისა, რომ საქმის წარმოება საქართველოში ქართულ ენაზე მიმდინარეობს

Posted by: ENIGMA_ 3 Dec 2010, 22:24
teo_charkviani
QUOTE
რა smile.gif აღარ არის საჭირო პასპორტის თარგმანი, სწორი იყო QUOTE ENIGMA_ მიუხედავად იმისა, რომ საქმის წარმოება საქართველოში ქართულ ენაზე მიმდინარეობს

მითუმეტეს არც ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება შესახებ ცნობა მოსთხოვეს შენს საქმროს, ხომ ესეა?
7903251
QUOTE
QUOTE არასწორია



QUOTE არც თარგმანი გჭირდება და მითუმეტეს არც ქორწინების დამაბრკოლებელია გარემოების შესახებ ცნობა



უცხოელის პასპორტის თარგმნა საჭიროა... და უცხოელისათვის საჭიროა ცნობა რათა ფიქციური ქორწინება არ შედგეს! იქნებ რეგისტრირებულ ქორწინებაში ის იტალიის მოქალაქე?

QUOTE უცხოელის პასპორტში თუ ლათინური ასოებით წერია სახელი და გვარი არაა საჭირო არც ნოტარიუსი და არც თარგმანი მოკლედ



ნებისმიერი სახის დოკუმენტი, გინდ ინგილისურად ეწეროს და გინდ რუსულად ჩვენს ქვეყანაში სჭირდება ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.....



ძაან საინტერესოა ეგ ინფო საიდან მოიატანე სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელმა - რეესტრის თანამშრომელი როდიდან გახდა უფლებამოსილი პირი თარჯიმნის სახით? საქართველოში სახელმწიფო ენა ქართულია - შესაბამისად ყველა დოკუმენტი ითარგმნება არა რომელირაცა ორგანოს თანამშრომლის მიერ, არამედ თარჯიმნის მიერ, რომლის ხელმწერასაც ადასტურებს ნოტარი.

ისე იმ ლინკს თუ გადახე რომელიც მე დავდე? http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=8

უცხოელის შემთხვევაში: პასპორტის თარგმანი და ასლის ნოტარიულად დამოწმებული საბუთი.!!!!

რა თქმა უნდა უკომენტაროდ

Posted by: teo_charkviani 3 Dec 2010, 23:08
ENIGMA_
QUOTE
მითუმეტეს არც ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება შესახებ ცნობა მოსთხოვეს შენს საქმროს, ხომ ესეა?


უი არა, მე არ ვთხოვდებოდი smile.gif)) შეხება მაქვს რეესტრთან და ვიცი + ისიც რომ დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობაც რომ არ სჭირდება

Posted by: Robert_Lokamp 4 Dec 2010, 13:39
შემეშალა მისამართი. სორიიიიიიიიიიიი

Posted by: teo_charkviani 4 Dec 2010, 14:03
Robert_Lokamp
QUOTE
ამონაწერი მინდა სამეწარმეო რეესტრიდან.



ეს უკვე საჯარო რეეტრის კომპეტენციაა და არა სამოქალაქოსი.

Posted by: KORSA 4 Dec 2010, 18:57
მეგობრებო ესეთი კითხვა მაქვს

საზღვარგარეთიდან ჩამომივიდა ახლობელი რომელიც 17 წელზე მეტი იქ ცხოვრობდა არ გააჩნია არცერთი საბუთი გარდა დაბადების მოწმობისა . დაბადების მოწმობა და ჩაწერის მისამართი არის რეგისტრირებული ქალაქ გორში .

კითხვა: აუცლიბელია რომ გორში ჩასვლა ახალი საბუთების ასაღებად (პირადობა,პასპორტი)

P.S. ინფოს ლინკს თუ მომწერთ მადლობელი დაგრჩებით ან პროცედურის მოკლე აღწერას

Posted by: mcnamara 4 Dec 2010, 20:19
KORSA
http://www.cra.gov.ge/

ცხელი ხაზი: 0008

Posted by: KORSA 4 Dec 2010, 21:18
mcnamara
სპ გიო მაგრამ აქ შენ თუ მიპასუხებდი არ მეგონა

Posted by: ENIGMA_ 5 Dec 2010, 13:05
KORSA
QUOTE
მეგობრებო ესეთი კითხვა მაქვს

საზღვარგარეთიდან ჩამომივიდა ახლობელი რომელიც 17 წელზე მეტი იქ ცხოვრობდა არ გააჩნია არცერთი საბუთი გარდა დაბადების მოწმობისა . დაბადების მოწმობა და ჩაწერის მისამართი არის რეგისტრირებული ქალაქ გორში .

კითხვა: აუცლიბელია რომ გორში ჩასვლა ახალი საბუთების ასაღებად (პირადობა,პასპორტი)

P.S. ინფოს ლინკს თუ მომწერთ მადლობელი დაგრჩებით ან პროცედურის მოკლე აღწერას


საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა მივიდეს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში. თუ დაუდგინდება საქართველოს მოქალაქეობა, არ აქვს პრობლემა აიღებს პირადობის მოწმობას.


მუხლი 6. მოქალაქეობის დადგენა (23.01.2009 N 15)
1. ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქედ ითვლება: (18.04.2008 N119)
ა) პირი, რომელიც ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის (1993 წლის 25 მარტი) ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე და ამ მომენტისათვის მისი საქართველოში ცხოვრების ხანგრძლივობა შეადგენდა არანაკლებ 5 წელს, თუ მან კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში წერილობით არ განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე;
ბ) პირი, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია და ამის გამო ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მოთხოვნებს და არ არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე;

Posted by: I am the one 5 Dec 2010, 19:39
KORSA


რამდენი წლისაა? სსრკ პასპორტი ქონდა? ჩაწერის მისამართი რას ქვია? მივიდეს სადაც უნდა რეგისტრაციის გავლა იმ რეესტრში თუ დაუდგინდა მოქალაქეობა მიიღებს პირადობას, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეა შეიტანს მინიჭებაზე, თუ არაა სხვა ქვეყნის მოქალაქე და არც საქართველოსი დაუდგინდა შეიტანს საქ. მოქ. მიღებაზე.

Posted by: malkhazi_ 5 Dec 2010, 22:10
აქ რომელი ხართ სრს-ს თანამშრომელი?

Posted by: I am the one 6 Dec 2010, 21:07
malkhazi_


გისმენ

.

Posted by: malkhazi_ 6 Dec 2010, 23:53
QUOTE (I am the one @ 6 Dec 2010, 21:07 )
malkhazi_


გისმენ

.

და თქვენ ჩვეულებრივი სპეციალისტი ხართ თუ უფრო ზედა თანამშრომელი?

Posted by: gvantsa_7 6 Dec 2010, 23:59
რა კარგი კითხვაა... ))))))))) ჩვეულებრივს ოდნავ მაღლა და უფრო ზედას დაბლა მყოფი )))))

Posted by: malkhazi_ 7 Dec 2010, 00:06
მე რაც ვიკითხე ადრესატი გაიგებს.
* * *
QUOTE (I am the one @ 6 Dec 2010, 21:07 )
malkhazi_


გისმენ

.

ანუ მე მინდოდა მეკითხა სააგენტოს თანამშრომელი ხართ თუ ტერიტორიული სამსახურის?

Posted by: MEGA 7 Dec 2010, 17:19
ე.ი. პირადობის შეცვლის დროს მინდა მისამართის შეცვლა და პასპორტის შეცვლა სავალდებულოა? ახალი პირადობაში ახალი
მისამართი იქნება და პასპორტში ძველი

Posted by: Venera 7 Dec 2010, 17:40
QUOTE
.ი. პირადობის შეცვლის დროს მინდა მისამართის შეცვლა და პასპორტის შეცვლა სავალდებულოა? ახალი პირადობაში ახალი
მისამართი იქნება და პასპორტში ძველი

პასპორტში მისამართი წერია?
ძველში არ ეწერა და ახალი ახლახან ავიღე და არაა spy.gif

Posted by: teo_charkviani 7 Dec 2010, 19:28
MEGA
QUOTE
ე.ი. პირადობის შეცვლის დროს მინდა მისამართის შეცვლა და პასპორტის შეცვლა სავალდებულოა?


არა

Posted by: MEGA 7 Dec 2010, 19:41
teo_charkviani
გმადლობთ
Venera
არა არ წერია,დაბადების ადგილი წერია

Posted by: MEGA 10 Dec 2010, 17:33
კიდე ერთი შეკითხვით გაწუხებთ:
ჩემს საკუთრებაში არსებულ ბინაში არის ჩაწერილი-რეგისტრირებული ხალხი რომელთა ამოწერაც მინდა. ამისთვის სამოქალაქო რეესტრის ტერ. სამსახურს უნდა მივადგე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ) და იქ განცხადების ბლანკი ადგილზე უნდა შევავსო-ასე მახსოვს, ვცდები?
ეს მომსახურება ფასიანია?
პ.ს. მე სხვა მისამართზე მაქვს რეგისტრაცია და თუ ზემოაღნიშნული ხალხი ამოვწერე ჩემი ბინიდან,გამოვა რო ამ ბინაში რეგისტრირებული არ იქნება არავინ. ეს რამდენად არის შესაძლებელია რეალურად?
პ.პ.ს. ახალი ელექტრონული პირადობები როდიდან იქნება?გაქვთ ვინმეს ინფო?0
წინასწარ გმადლობთ პასუხისათვის

Posted by: 7903251 10 Dec 2010, 20:48
MEGA




QUOTE
ჩემს საკუთრებაში არსებულ ბინაში არის ჩაწერილი-რეგისტრირებული ხალხი რომელთა ამოწერაც მინდა. ამისთვის სამოქალაქო რეესტრის ტერ. სამსახურს უნდა მივადგე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ) და იქ განცხადების ბლანკი ადგილზე უნდა შევავსო-ასე მახსოვს, ვცდები?




მართალი ხარ საკუთრების და პირადობის დამადატურებელი დოკუმენტებით მიდი სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურს და მიუთითებ განცხადებაში ვისი ამოწერაც გსურს! თუ სულ ყველას ამოწერ არანაირი პრობლემა არ გექნება.... შემდეგ სმს თანამშრომელი გეტყვის მეზობლების მიყვანა დაგჭირდება რეესტრში თუ თანამშრომელს გამოგაყოლებენ საცხოვრებელ კორპუსში, რათა მოხდეს მეზობლების მხრიდან იმის დადასტურება რომ ის პირები ვისი ამოწერაც გსურს ნამდვილად არც ცხოვრობენ აღნიშნულ მისამართზე 6 თვეზე მეტია....

თუ კი ბინაში სხვა იცხოვრებს და შენ რეგისტრირებული არ გეყოლება - ეს რამდენად სამართლიანია პასუხს არ გაგცემ....

QUOTE
ახალი ელექტრონული პირადობები როდიდან იქნება?გაქვთ ვინმეს ინფო?0



მომალის ამბავია ეგა.. ჯერ მის დიზაინზე ფიქრობ...




ხო მართლა დამავიწდა დამეყოლებინა, რეგისტრაციიდან მოქალაქეების მოხსნა სრულიად უფასო გახლავთ!

Posted by: MEGA 10 Dec 2010, 21:16
7903251
Thank you smile.gif
////////////

Posted by: malkhazi_ 11 Dec 2010, 16:46
QUOTE (I am the one @ 6 Dec 2010, 21:07 )
malkhazi_


გისმენ

.

რატო არ მიპასუხე რაღაც მინდოდა მეკითხა?

Posted by: I am the one 11 Dec 2010, 20:08
malkhazi_


ტერიტორიულის ვარ

Posted by: ანუნაკი 11 Dec 2010, 20:15
ჩემ ახლობელს გარდაეცვალა მამიდა და მემკვიდრეობას ვერ იღებს რადგან გარდაცვალების მოწმობაც და გარდაცვლილის პირადობაც დაკარგული აქვს, გარდა მაგისა აღმოჩნდა რომ გარდაცვლილის გვარი მის დაბადების მოწმობაში შეცდომით იყო დაFიქსირებული და ნოტარიუსმა უთხრა უდავო წარმოებით უნდა დაადგინო ამ ფაქტის შესახებო და გთხოვ ამიხსენით რა იურიდიული პრპცედურები აქვს გასავლელი და როგორ , წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: I am the one 11 Dec 2010, 20:16
QUOTE (malkhazi_ @ 6 Dec 2010, 23:53 )
QUOTE (I am the one @ 6 Dec 2010, 21:07 )
malkhazi_


გისმენ

.

და თქვენ ჩვეულებრივი სპეციალისტი ხართ თუ უფრო ზედა თანამშრომელი?

საშუალო ვარ ტერიტორიული სამსახურიდან თუ შეკითხვა გაქ დასვი ბევრი ჩვეულებრივი ჯობია ზედას smile.gif
* * *
QUOTE (ანუნაკი @ 11 Dec 2010, 20:15 )
ჩემ ახლობელს გარდაეცვალა მამიდა და მემკვიდრეობას ვერ იღებს რადგან გარდაცვალების მოწმობაც და გარდაცვლილის პირადობაც დაკარგული აქვს, გარდა მაგისა აღმოჩნდა რომ გარდაცვლილის გვარი მის დაბადების მოწმობაში შეცდომით იყო დაFიქსირებული და ნოტარიუსმა უთხრა უდავო წარმოებით უნდა დაადგინო ამ ფაქტის შესახებო და გთხოვ ამიხსენით რა იურიდიული პრპცედურები აქვს გასავლელი და როგორ , წინასწარ დიდი მადლობა

ცოტა გაურკვევლად წერ რამდენიმე ვარიანტია:

1. თუ მოიძებნა მაგ გარდაცვლილის დაბადების სააქტო ჩანაწერი არქივში იმის მიხედვით შეიძლება გასწორდეს ყველ დოკუმენტი

2. თუ არ მოიძებნა მაშინ დადგინდება დაბადების იურიდიული ფაქტი დაიწერება გადაწყვეტილება და რა მონაცმეებითაც დაადგენენ იმით მიიღებენ დაბადების მოწმობას და მერე გაასწორებნ გარდაცვალებას

3. თუ გარდაცვლილის დოკუმენტებში და ბინის დოკუმენტში არის განსხვავებული მონაცემები სასამართოს მეშვეობით შეიძლება დადგინდეს დოკუმენტის კუთვნილების ფაქტი, რომ ის ორდერი თუ ამოანაწერი რაცაა ეკუთვნის ამა და ამ გარდაცვლილ პიროვნებას

Posted by: ანუნაკი 11 Dec 2010, 20:26
QUOTE
თუ მოიძებნა მაგ გარდაცვლილის დაბადების სააქტო ჩანაწერი არქივში იმის მიხედვით შეიძლება გასწორდეს ყველ დოკუმენტი

და საქმეც იმაშია რომ თუ არ ვცდები იმ სააქტო ჩანაწერში უკვე შეცდომითაა გვარი დაფიქსირებული და ნოტარიუსმა როგორც უთხრა ის უნდა გასწორდესო


QUOTE
თუ არ მოიძებნა მაშინ დადგინდება

დაიწერება გადაწყვეტილება



ამ პროცედურებს ვინ ატარებს?



ანუ მარტივად საქმე ასეა... არ გვაქვს გარდაცვალების მოწმობა და პირადობა გარდაცვლილის და პლიუს არქივიდან ამოღებულ დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტში გვარი შეცდომითაა მითითებული რაც განსხვავდება საჯარო რეესტრში გატარებული გვარისგან და უკვე აღარ იციან როგორ მოიქცნენ

Posted by: I am the one 11 Dec 2010, 20:31
QUOTE (ანუნაკი @ 11 Dec 2010, 20:26 )
QUOTE
თუ მოიძებნა მაგ გარდაცვლილის დაბადების სააქტო ჩანაწერი არქივში იმის მიხედვით შეიძლება გასწორდეს ყველ დოკუმენტი

და საქმეც იმაშია რომ თუ არ ვცდები იმ სააქტო ჩანაწერში უკვე შეცდომითაა გვარი დაფიქსირებული და ნოტარიუსმა როგორც უთხრა ის უნდა გასწორდესო


QUOTE
თუ არ მოიძებნა მაშინ დადგინდება

დაიწერება გადაწყვეტილება



ამ პროცედურებს ვინ ატარებს?

თუ დაბადების აქტი მოიძებნება იმას ვერ გაასწორებ გამორიცხულია თუ გვარშია შეცდომა მაშინ იმ გარდაცვლილი მამის დაბადების უნდა გაასწორო მოკლედ ასე ახსნა ძნელია მივიდეს იმ რაიონის რეესტრში რასაც ეკუთვნის საბუთებიც მიიტანოს და დააკვალიენებენ, მაგ პროცედურა რეესტრში ტარდება სასამართლოს ვარიანტში ოღონდ უფასოა

Posted by: ანუნაკი 11 Dec 2010, 20:34
QUOTE
თუ დაბადების აქტი მოიძებნება იმას ვერ გაასწორებ გამორიცხულია თუ გვარშია შეცდომა მაშინ იმ გარდაცვლილი მამის დაბადების უნდა გაასწორო მოკლედ ასე ახსნა ძნელია მივიდეს იმ რაიონის რეესტრში რასაც ეკუთვნის საბუთებიც მიიტანოს და დააკვალიენებენ, მაგ პროცედურა რეესტრში ტარდება სასამართლოს ვარიანტში ოღონდ უფასოა



დიდი მადლობა

Posted by: I am the one 11 Dec 2010, 20:49
QUOTE (ანუნაკი @ 11 Dec 2010, 20:34 )
QUOTE
თუ დაბადების აქტი მოიძებნება იმას ვერ გაასწორებ გამორიცხულია თუ გვარშია შეცდომა მაშინ იმ გარდაცვლილი მამის დაბადების უნდა გაასწორო მოკლედ ასე ახსნა ძნელია მივიდეს იმ რაიონის რეესტრში რასაც ეკუთვნის საბუთებიც მიიტანოს და დააკვალიენებენ, მაგ პროცედურა რეესტრში ტარდება სასამართლოს ვარიანტში ოღონდ უფასოა



დიდი მადლობა

არაფრის უბრალოდ თუ საბუთებში არ ჩაიხედე ისე ზეპრად ვერაფერს გეტყვი

Posted by: SuperGirl 11 Dec 2010, 20:58
reestri.gov.ge ძაან არ მომწონს და იმედია მალე მოვა დრო და ეს ყველა იფორმაცია საჯარო აღარ იქნება
არ უნდა ქონდეს ვიღაც ვალერას იმის საშუალება გაიგოს რას შვება გია , ან პირიქით smile.gif
privacy issues! არავის გაუგია ალბათ ეს 2 სიტყვა საქართველოში

Posted by: ანუნაკი 11 Dec 2010, 20:59
კარგი მაშინ საბუთებს მეც ვნახავ რომ კონკრეტულად ვიკითხო რომ ასე ,,გაფუჭებული ტელეფონის,, ვარიანტი არ ვწერო

Posted by: 7903251 11 Dec 2010, 21:34
QUOTE
სასამართლოს ვარიანტში ოღონდ უფასოა




სახემლწიფო ბაჟს არ გადაახდევინებენ - ხოლო პროცესი უაზროდ გაიწელება და ა.შ.




ანუნაკი



QUOTE
გარდა მაგისა აღმოჩნდა რომ გარდაცვლილის გვარი მის დაბადების მოწმობაში შეცდომით იყო დაFიქსირებული




რა მნიშვნელობა აქვს გარდაცვლილის დაბადების მოწმობას? მთავარია პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში ან პასპორტში მისი გვარი სწორად იყოს დაფიქსირებული.... ნუ ამოიჩემებთ ამ დაბადების მოწმობას, თუ კი საჯარო რეესტრის ამონაწერში გვარი სწორად ფიქსირდება ე.ი. პირადობაშიც იგივე წერია!!!!



QUOTE
პლიუს არქივიდან ამოღებულ დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტში გვარი შეცდომითაა მითითებული რაც განსხვავდება საჯარო რეესტრში გატარებული გვარისგან





QUOTE
აღარ იციან როგორ მოიქცნენ




ეს გადაიკითხეთ ყურადღებით, ვფიქრობ საკმაოდ დაგეხმარებათ!!!


სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების გაცემის წესი

განმეორებითი მოწმობები გაიცემა პირებზე, რომელთა სახელზედაც შედგენილია სამოქალაქო აქტების ჩანაწერები;

გარდაცვალების განმეორებითი მოწმობა გაიცემა გარდაცვლილთა ნათესავებზე და სხვა დაინტერესებულ პირებზე;

გარდაცვლილის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები შეიძლება გაიცეს გარდაცვლილის კანონით თუ ანდერძით მემკვიდრეებზე;

არასრულწლოვანი პირის დაბადების განმეორებითი მოწმობა, აგრეთვე გაიცემა მშობლებზე, მეურვეებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელზე; სრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების განმეორებითი მოწმობა გაიცემა მხოლოდ მშობლებზე, ხოლო სხვა პირზე, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე;

ქმედუუნარო პირთა მიმართ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები გაიცემა მათ მეურვეებზე;

განმეორებითი მოწმობები შეიძლება გაიცეს სხვა პირებზეც, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

სამხედრო მოსამსახურეთა განმეორებითი მოწმობები გადაეგზავნება შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაურს. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფ პირთა განმეორებითი მოწმობები გადაეგზავნება შესაბამისი დაწესებულების უფროსს.



სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის გაცემისათვის წარსადგენი საბუთები:

მოქალაქის წერილობითი განცხადება;

განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 2 ლარი.

მოწმობა გაიცემა განცხადების შეტანისა და რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში;

მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 2 ლარი, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 5 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 2 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 15 ლარი;

იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 2 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 25 ლარი.

სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორების და მათში ცვლილებების შეტანისთვის წარსადგენი საბუთები:

მოქალაქის წერილობითი განცხადება;

განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

სამოქალაქო აქტების მოწმობები, რომლებიც გამოსაცვლელია შესწორებასა და მონაცემების შეცვლასთან დაკავშირებით;

სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებისა და ცვლილების შეტანის აუცილებლობის დამადასტურებელი საბუთი;

სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი:

ა) მე-15 დღეს მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 10 ლარი,

ბ) ხუთი დღის დავაში მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი 10 ლარი, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 50 ლარი.

მოწმობა გაიცემა განცხადების შეტანისა და რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან მე-15 დღეს, ან დაჩქარების შემთხვევაში მე-5 სამუშაო დღეს. განცხადება სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორების და მათში ცვლილებების შეტანისთვის შეიძლება შეტანილ იქნეს განმცხადებლის რეგისტრაციის ადგილის ან შესასწორებელი ან შესაცვლელი ჩანაწერის არსებობის ადგილის მიხედვით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში.




Posted by: გამატარეთ 11 Dec 2010, 21:35
უძრავი ქონების არაკანონიერი მფლობელების ნაწილს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საშუალება ეძლევა
15:36 28-11-2010
უძრავი ქონების არაკანონიერი მფლობელების ნაწილს საკუთრების ლეგალიზების და პასუხსმგებლობისგან გათავისუფლების საშუალება ეძლევა.
საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე მომზადდა "ქონების ლეგალიზების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც განსხვავებულ საფასურთან ერთად, 2007 წლის 1-ელ იანვრამდე კანონდარღვევით მისაკუთრებული ქონების ლეგალიზების შესაძლებლობას იძლევა.
კერძოდ, 2012 წლის 1-ელ იანვრამდე მოხდება იმ უძრავი ქონების ლეგალიზება, რომლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები კანონდარღვევით არის შედგენილი 2007 წლის 1-ელ იანვრამდე. კერძოდ, კანონდარღვევით უნდა იყოს შედგენილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა, მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
კანონდარღვევით შედგენილი ამ დოკუმენტების მფლობელებს, ქონების ლეგალიზებისთვის ქონების ნორმატიული ფასის გადახდა მოუწევთ. ხოლო თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, Fფოთში, მცხეთაში, დაბა ბაკურიანში, დაბა გუდაურში და ანაკლიაში, ერთ კვადრატულ მეტრზე 10 ლარს გადაიხდიან.
კანონში ცვლილების დამტკიცების შემდეგ, მესაკუთრეც და ლეგალიზაციის განმახორციელებლი პირიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან. Aასევე, შეწყდება დაწყებული სისხლის სამართლებრვი დევნა უძრავი ნივთის მესაკუთრისა და ლეგალიზაციის განმახორციელებელი პირის მიმართ. კანონპროექტის ავტორები ლაშა თორდია, ანდრო ალავიძე და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან.

გთხოვთ გამარკვიოთ ვინმემ ეს კანონი მიიღეს უკვე თუ არა?

Posted by: 7903251 11 Dec 2010, 21:40
გამატარეთ


ჯერ ეგ კანონი არ დამტკიცებულა... ისე ეს თემა არ ეხება შენ მიერ დასმულ საკითხს, მაგრამ თუ კი საჯარო რეესტრის განყოფილებაში დაწერ ვრცლად გირჩევ თუ როგორ უნდა მოიქცე!

Posted by: გამატარეთ 11 Dec 2010, 22:02
QUOTE
7903251


დიდი მადლობა პასუხისთვის. ხომ არ იცი როდის მიიღებენ მაგ კანონს?
საჯარო რეესტრის განყოფილებაში არაერთხელ დავპოსტე, მაგრამ არავინ მიპასუხა..

Posted by: uchinаri 11 Dec 2010, 23:27
ახალ პლასტიკურ პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ვერ მომაწვდით?

როდესაც იურიდიულ მისამართს იცვლი, იმ პლასტიკურის გამოცვლაც მოგვიწევს, თუ მისამართი ჩიპზე ჩაიწერება?

Posted by: I am the one 12 Dec 2010, 10:57
uchinаri


მაგაზე ჯერ თანამშრომლებმაც არაფერი ვიცით
* * *
7903251


საჯარო რეესტრში რა ხდება არ ვიცი მაგრამ სამოქალაქოში პირის დოკუმენტებში შეუსაბამობის შემთხვევაში ყველაფერი სწორდება დაბადების სააქტო ჩანაწერის მიხედვით !!!!!!!



რაც შეეხება შენს მიერ დადებულ კანონიდან ამონაწერს ეგ საერთოდ არ უკითხია მაგ ადამიანს ეგაა განმეორებითი მოწმობები ვიზე გაიცება და რა უნდა წარადგინოს და იმან იკითხა ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით !!!!!!!!!!!!!

Posted by: ENIGMA_ 13 Dec 2010, 22:56
არის შემთხვევები, როცა დაბადბის სააქტო ჩანაწერიც ექვემდებარება შესწორებას, უბრალოდ აქ რამდენიმე ვარიანტია, გააჩნია რომელ ეგზემპლიარში რა წერია, სადაა შეცდომა დაშვებული, რის საფუძველზეა ჩანაწერი გაკეთებული და ესე შემდეგ.
უბრალოდ აქედან ზეპირად საუბარი არ გამოდის, იმიტომ რომ კითხვა არაა დასმული გამართულად და არც ისაა გარკვეული სად რა შეცდომა ფიქსირდება.

Posted by: I am the one 13 Dec 2010, 23:55
ENIGMA_


ხო მაგრამ ზოგადად რომ დაბადების სააქტოზე სწორდბეა ყველაფერი ხო ეგრეა? გამონაკლისბეია თუ პირველში სხვა არის და მეორეში სხვა, ან ერთ ერთში არ იკითხება ან რამე smile.gif

Posted by: be happy 21 Dec 2010, 14:43
ესეიგი ჯერ ამბობდნენ ახალი პასპორტის აღება არ არის სავალდებულო თუ ვადა არ აქვს ძველს გასულიო და ეხლა 1 იანვრიდან მაინც სავალდებულო ხდება ახლის აღება როგორც მივხვდი ხო? help.gif ვეღარ გავიგე რა

Posted by: 7903251 21 Dec 2010, 17:11
be happy


QUOTE
ესეიგი ჯერ ამბობდნენ ახალი პასპორტის აღება არ არის სავალდებულო თუ ვადა არ აქვს ძველს გასულიო და ეხლა 1 იანვრიდან მაინც სავალდებულო ხდება ახლის აღება როგორც მივხვდი ხო?  ვეღარ გავიგე რა




ძალიან მარტვია - თუ გაქვს ბორჯღალოს გამოსახულებიანი პასპორტი - რომელიც 2006 წლის იანვრამდე იყო გაცემული ის ექვემდებარება გამოცვლას ახალი ბიომეტრული პასპორტით, რომლის ღირებულებაა 65 ლარი 1 იანვრამდე... ხოლო 1 იანვრის შემდეგ იგი კვლავ 100 ლარი ეღირება!

Posted by: be happy 21 Dec 2010, 17:25
7903251
QUOTE
თუ გაქვს ბორჯღალოს გამოსახულებიანი პასპორტი - რომელიც 2006 წლის იანვრამდე იყო გაცემული ის ექვემდებარება გამოცვლას ახალი ბიომეტრული პასპორტით

მე 2006 წლის შემდეგ ავიღე ბორჯღალოს გამოსახულებიანი პასპორტი

Posted by: 7903251 21 Dec 2010, 17:43
be happy


მაშინ მოგიწევს ახალი ბიომეტრული პასპორტის აღება!

Posted by: be happy 21 Dec 2010, 17:46
7903251
QUOTE
მაშინ მოგიწევს ახალი ბიომეტრული პასპორტის აღება!

ხოდა ავიღებ! biggrin.gif

მადლობაა

Posted by: 7903251 21 Dec 2010, 17:54
be happy
QUOTE
მადლობაა



აბა შენ იცი, კარგ ამბებში მოგახმაროს ღმერთმა ეგ პასპორტი!

Posted by: be happy 21 Dec 2010, 17:55
7903251
QUOTE
აბა შენ იცი, კარგ ამბებში მოგახმაროს ღმერთმა ეგ პასპორტი!

გაიხარე 2kiss.gif

Posted by: datoo. 25 Dec 2010, 16:12
გამარჯობათ, 2009 წელს ავიღე პასპორტი სახელში ქართულად წერია დავითი ხოლო ინგლისურად daviti ახლა ვაპირებ მაგისტრატურაზე საზღვარგარეთ წასვლას და გავაკეთე უკვე საბუთები და იქ ყველგან წერია david საპასპორტოში რომ მივიდე არ შემიცვლიან სახელს? ან ძველი პასპორტი რომ გაუქმდეს ან ახალი ავიღო? რამე გზა არის? ერთხელ ვარ თურქეთში ნამყოფი ამ პასპორტით

Posted by: I am the one 25 Dec 2010, 19:41
QUOTE (datoo1990 @ 25 Dec 2010, 16:12 )
გამარჯობათ, 2009 წელს ავიღე პასპორტი სახელში ქართულად წერია დავითი ხოლო ინგლისურად daviti ახლა ვაპირებ მაგისტრატურაზე საზღვარგარეთ წასვლას და გავაკეთე უკვე საბუთები და იქ ყველგან წერია david საპასპორტოში რომ მივიდე არ შემიცვლიან სახელს? ან ძველი პასპორტი რომ გაუქმდეს ან ახალი ავიღო? რამე გზა არის? ერთხელ ვარ თურქეთში ნამყოფი ამ პასპორტით

ახალი აიღე და დაგიბეჭდავენ როგორსაც ეტყვი

Posted by: @S@A@D@ 26 Dec 2010, 17:28
გამარჯობათ......რა მაინტერესებდასავით.....რა პროცედურაა საჭირო რაიონიდან ქალაში რომ გაკეთდეს ჩაწერა.....და რა საბუთებია საჭირო.....თანხაც მაინტერესებს....თუ არ ვცდები პირადობა უნდა გამოიცვალოს ხო?......თუ ვინმემ იცით მომწერეთ გთხოვთbiggrin.gif

Posted by: 7903251 26 Dec 2010, 18:24
@S@A@D@



სადაც გნებს ე.წ. "ჩაწერა" არა აქვს მნიშვნელობა...

მიდი ბინის პატრონთან ერთად სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ ორგანოში, პირადობებით და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით და მოხდება მიწერა (რეგისტრაცია) ნების მისამართზე!

Posted by: @S@A@D@ 26 Dec 2010, 18:40
და რა დაჯდება? ბინა ვის სახელზედაც არის გაფორმებული ის უნდა წავიყვანო ესეიგი......მე მეგონა პირადობის გამოცვლა იყო საჭირო

Posted by: 7903251 26 Dec 2010, 19:51
@S@A@D@


QUOTE
და რა დაჯდება?



უფასოა.

QUOTE
ბინა ვის სახელზედაც არის გაფორმებული ის უნდა წავიყვანო ესეიგი.



დიახ, პირადობის მოწმობასთან და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად!

QUOTE
მე მეგონა პირადობის გამოცვლა იყო საჭირო



გამოცვლა დაგჭირდება!

Posted by: @S@A@D@ 26 Dec 2010, 20:18
ოკ.გაიხარე.დიიიიიიიიდი მადლობაsmile.gif

Posted by: Qeti kalandadze 29 Dec 2010, 18:50
I am the one
უკაცრავად სად მუშაობთ კონკრეტულად?
არ ვიცი ასეთი კითხვა დაისვა თუ არა აქამდე, არ გადამიკითხინოთ რა.

Posted by: I am the one 1 Jan 2011, 14:18
Qeti kalandadze


სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ერთ ერთ ტერიტორიულ სამსახურში

Posted by: Qeti kalandadze 1 Jan 2011, 15:52
I am the one
ტერიტორიულად სად? ვერ მეტყვით? ცენტრალურში?

Posted by: ENIGMA_ 1 Jan 2011, 16:03
I am the one
QUOTE
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ერთ ერთ ტერიტორიულ სამსახურში

Qeti kalandadze
QUOTE
ტერიტორიულად სად? ვერ მეტყვით? ცენტრალურში

ქეთი გამოძიებას ატარებ?biggrin.gifD

Posted by: Qeti kalandadze 1 Jan 2011, 17:48
ENIGMA_
აა არა ისე მაინტერესებს . გამოძიების რა ეტყობა. უბრალოდ მაინტერესებს ცენტრალურში ხომ არა.

Posted by: I am the one 1 Jan 2011, 21:18
Qeti kalandadze


არ ვარ ცემტრალურშI ტერიტორიულში ვარ თქო biggrin.gif რამნიშვნელობა აქვს სად ვარ თუ ჩემი გაცნობა გინდა მითხარი biggrin.gif

Posted by: Qeti kalandadze 1 Jan 2011, 21:45
I am the one
lol.gif lol.gif
არა. ცენტრალურში, არა.
იქ ვიცნობ უბრალოდ რამდენიმეს და მაგიტომ მაინტერესებდა.

Posted by: I am the one 2 Jan 2011, 00:01
Qeti kalandadze


არ ვმუშაობ მაგრამ თითქმის ყველას ვიცნობ smile.gif

Posted by: m_kaxa 6 Jan 2011, 11:10
ჩემს ბინაში რამოდენიმე წლის წინ ჩაწერეს ვიღაც სრულიად უცხო (არ გამოვრციხავ რო საარჩევნოს სიის გასაბერად თუმცა რა მნიშვნელობა აქვს)
მინდა ეხლა ამ პიროვნების ამოღება ჩემ ბინაში ჩაწერილთა სიიდან.

ერთხელ ვიყავ მოსული და ორი მეზობელის მოყვანა მთხოვეს, რომლებიც დაადასტურებდნენ რომ მე მართლა არ ვიცნობ იმ ვიღაცას.
ხოდა მაინტერესებს ხომ არ შეცვლილა რამე? ანუ თუ არის რამე საშუალება მეზობლების იქეთ-აქეთ ტარების გარეშე ჩემი ბინიდან უცხო ადამიანის ამოწერის?

Posted by: Say_or 6 Jan 2011, 14:59
ბათუმში რეგიტრირეულ მოქალაქეს შეუძლია აქ, თილისში აიღოს ან გმოცვალოს პირადობი მოწმობა?

წინასწარ მდობა smile.gif

Posted by: future 6 Jan 2011, 16:11
0008 სამოქალაქო რეესტრის ცხელი ხაზის ნომერია

Posted by: 7903251 6 Jan 2011, 17:08
m_kaxa


QUOTE
მინდა ეხლა ამ პიროვნების ამოღება ჩემ ბინაში ჩაწერილთა სიიდან



თუ კი მესაკუთრის დოკუმენტში აღიარებული ხარ როგორც ბინის მფლობელი მაშინ გაქვს უფლება მოხსნა რეგისტრაციიდან არასასურველი მოქალაქეები!


QUOTE
ერთხელ ვიყავ მოსული და ორი მეზობელის მოყვანა მთხოვეს, რომლებიც დაადასტურებდნენ რომ მე მართლა არ ვიცნობ იმ ვიღაცას.
ხოდა მაინტერესებს ხომ არ შეცვლილა რამე? ანუ თუ არის რამე საშუალება მეზობლების იქეთ-აქეთ ტარების გარეშე ჩემი ბინიდან უცხო ადამიანის ამოწერის?



მიდი სამოქალაქო რეესტრში, ტაქსით წამოიყვენე რეესტრის თანამშრომელი რომელიც მეზობლებს გაესაუბრება. 3 მეზობელი როდესაც ხელმოწერით დაადასტურებს რომ "არასასურველი ხალხი" რომელიც რეგისტრირებულია შენ ბინაში 6 თვეზე მეტია არ ცხოვრობენ მაშინ რეესტრის თანამშრომელი გააფორმებს ოქმს და მოხსნის რეგისტრაციიდან!



QUOTE
ბათუმში რეგიტრირეულ მოქალაქეს შეუძლია აქ, თილისში აიღოს ან გმოცვალოს პირადობი მოწმობა?

წინასწარ მდობა




თუ კი თბილისში ვინმე თავის სახლში დაარეგისტრირებს კი ბატონო შეძლებს უპრობლემოდ! ბინის მესაკუთრესთან პირადობის მოწმობებთან ერთად მიაკითხე ტერიტორიულ სამსახურს და დაგარეგისტრირებენ!

Posted by: m_kaxa 6 Jan 2011, 17:27
7903251
QUOTE
მიდი სამოქალაქო რეესტრში, ტაქსით წამოიყვენე რეესტრის თანამშრომელი რომელიც მეზობლებს გაესაუბრება. 3 მეზობელი როდესაც ხელმოწერით დაადასტურებს რომ "არასასურველი ხალხი" რომელიც რეგისტრირებულია შენ ბინაში 6 თვეზე მეტია არ ცხოვრობენ მაშინ რეესტრის თანამშრომელი გააფორმებს ოქმს და მოხსნის რეგისტრაციიდან!

smile.gif შესაძლებელია არ წამომყვეს (თქვას: "მე ვერ წამოვალ აქ საქმე მაქვსო", თუნდაც ჩემი მანქანით)?

QUOTE
თუ კი მესაკუთრის დოკუმენტში აღიარებული ხარ როგორც ბინის მფლობელი მაშინ გაქვს უფლება მოხსნა რეგისტრაციიდან არასასურველი მოქალაქეები!

ვარ. ისე გამოდის, რომ უფლება მაქვს, მაგრამ მეზობლების თანხმობა მჭირდება. თუ ცუდი მეზობლები მყავს და იძახიან მე რავიცი მანდ ვინც ცხოვრობსო ვერ მომიშორებია და ეგაა.


Posted by: 7903251 6 Jan 2011, 17:36
m_kaxa



მაშინ ამ შემთხვევაში დარეკე 40-10-10 ზე - ცხელი ხაზის ნომერია და გამოსავალს შენთვის აუცილებლად ნახავენ! მაგრამ ნუთუ სამი მეზობელი არ მოინახება კორპუსში რომ არ დაადასტუროს იმ პირების არ ყოფნა?


ჯობია მეზობლები მიიყვანე რეესტრში ასე უფრო მარტივია!

Posted by: I am the one 6 Jan 2011, 22:20
m_kaxa


თუ არავინ არ გთანხმდება ზნაჩიტ იტყუები, თუ არადა დაგთანმხდებიან შჰენს ტერიტორიულ სამსახურში მიყოლაზე ან კიდე შენ წაიყვანე თანამშრომელი და ადგილზე შეადგენს ოქმს

Posted by: ENIGMA_ 6 Jan 2011, 23:38

QUOTE
თუ კი მესაკუთრის დოკუმენტში აღიარებული ხარ როგორც ბინის მფლობელი მაშინ გაქვს უფლება მოხსნა რეგისტრაციიდან არასასურველი მოქალაქეები!

კანონში ცვლილებებია, ესე რომ არაა სავალდებულო ბინის მესაკუთრე იყო m_kaxa მთავარია ორმა ფიზიკურმა პირმა დაადასტუროს, რომ აღნიშნულ მისამართზე ის პიროვნება არ ცხოვრობს



Posted by: TETISA 7 Jan 2011, 00:47
ჯერ პამპულა მათამაშეს: ერთი მაგიდიდან მეორეზე მიშვებდნენ, მეორე ისევ პირველთან მაბრუნებდა, ეს ისევ მეორესთან.
თან რიგებიიი.... ურიგოდ შემომძვრალი ძუძუზე მყოფნი შვილის დედა (და მამაც). რამდენიმე კვირიანი სირბილი სხვადასხვა ადგილებში, ნოტარიუსში ერთი და იგივე საბუთის რამდენიმეჯერ გაკეთება, ადამიანების რამდენიმეჯერ შეწუხება, ფულების ყრა... ისევ ხარვეზი... ისევ პამპულა და წრეში ბურთი...
და... უარი http://ge.smiles.26l.com/smile.139565.html

http://ge.smiles.26l.com/smile.132036.html

Posted by: SCO 7 Jan 2011, 00:51
TETISA

სამაგიეროდ რეკლამები და იმიჯი კარგი აქვთ boli.gif

Posted by: TETISA 7 Jan 2011, 01:27
SCO
იმიჯი მეც ვიცოდი, რომ კარგი ქონდათ, მაგრამ ხალხს რომ გავსაუბრე, ვისაც შეხება აქვთ რეესტრთან, იყვნენ ძალიან უკმაყოფილოებიც.
თანხებს სძალავენ ფაქტიურად ხალხსო. მერე ამ ხარვეზებით სისხლს უშრობენ და ხშირად უარს ეუბნებიანო. რა თქმა უნდა თანხა რჩებათ, არ აბრუნებენ.
ნაცნობობის ჩარევა მოგვიწიაო ერთმა მითხრა, რომ მორჩენილიყვნენ ხარვეზების დადგენასო.

როცა შემქონდა განცხადება ცემს საქმეზე, თვითონვე მითხრეს, რომ გააჩნია რომელ რეგისტრატორთან მოხვდება - ზოგმა შეიძლება დაგიდგინოს ხარვეზი, ზოგმა არაო. (არა და წესით ამას კანონი უნდა არეგულირებდეს და არა რეგისტრატორის გუნება-განწყობა). თუმცაღა უარი რომელიღაც მუხლების თანახმად მითხრეს.

ხოდა ნელ-ნელა იმიჯსაც დაკარგავენ.

ჯერ რამდენი ადამიანია იქ გამწარებული. ისეთ ისტერიკებს ვხედავ ხოლმე, რომ მარჯანიშვილის მეტროსთან რომ მივდივარ, სპაზმები მეწყება უკვე.

ეხლა ალბათ მომიწევს 0უარის თქმის მიზეზის აღკვეთა და თავიდან ფულების ფლანგვა იგივეს მოთოხვნით

Posted by: SCO 7 Jan 2011, 01:41
უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციისას 1-დან 4 სამუშაო დღემდე ვადებზე რ აპრინციპითაა გადასახდელი თანხები განაწილებული ეგეც ვერ გავიგე...
იმავე დღეს რომ იყოს ამონაწერი ამაზე 200 ლარია გადასახდელი, მეორე დღეს 150 ლარი.4 დღეში 50 ლარი.
არადა ვიცი რომ რამდენჯერმე 50 ლარის გადახდითაც 4 დღის ნაცვლად მეორე დღეს იყო დაფიქსირებული იპოთეკა.
ან ის 200 არი რა ამბავია? ან 4 დღე რად უნდა ლოდინი ერთ მარტივ პროცედურას? მთელი სამუშაო კვირა ფაქტიურად... რა მოქნილობაზეა საუბარი.
რაში წველიან ხალხს

Posted by: Did_Giorgi 7 Jan 2011, 01:45
SCO
QUOTE
უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციისას

ეგ ხომ საჯარო რეესტრია?
ამ თემას კიდე სამოქალაქო რეესტრი ქვია
spy.gif

Posted by: ENIGMA_ 7 Jan 2011, 12:07
TETISA
QUOTE
ჯერ პამპულა მათამაშეს: ერთი მაგიდიდან მეორეზე მიშვებდნენ, მეორე ისევ პირველთან მაბრუნებდა, ეს ისევ მეორესთან. თან რიგებიიი.... ურიგოდ შემომძვრალი ძუძუზე მყოფნი შვილის დედა (და მამაც). რამდენიმე კვირიანი სირბილი სხვადასხვა ადგილებში, ნოტარიუსში ერთი და იგივე საბუთის რამდენიმეჯერ გაკეთება, ადამიანების რამდენიმეჯერ შეწუხება, ფულების ყრა... ისევ ხარვეზი... ისევ პამპულა და წრეში ბურთი... და... უარი user posted image

user posted image

ეს სამოქალაქო რეესტრის განყოფილებაა ეგენი კიდე რაც აქ დაწერე წაშალე და საჯაროში წერე რამდენიც გინდა
SCO
შენც იგივე გააკეთე
და მოდერი არსებობს აქ საერთოდ?
ისე კი სანამ პრეტენზიებს გამოთქვამთ უკეთესი ხომ არაა მეგობრებო, სამოქალაქო რეესტრის და საჯარო რეესტრი ფუნქციების გარჩევა ისწავლოთ?

მოდეეეეეეეეეეეეეეეეერ მიხედე აქაურობას

Posted by: TETISA 7 Jan 2011, 12:32
ENIGMA_
ხო, მაგაში Did_Giorgiმ გაგვარკვია უკვე წინა პოსტში და ამიტომ შევწყვიტე წერა. მაგრამ შენ ვინ გაგამწარა? ან რატომ ბრძანებლობ. როგორც წესი მოდერებთან ბრძანებები არ ჭრის. და საერთოდ ადამაინებთანაც. wink.gif


Posted by: ENIGMA_ 7 Jan 2011, 12:38
TETISA
QUOTE
ეს სამოქალაქო რეესტრის განყოფილებაა ეგენი კიდე რაც აქ დაწერე წაშალე და საჯაროში წერე რამდენიც გინდა

ეს ბრძანება არაა ეს მოთხოვნაა, არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებ
QUOTE
მაგრამ შენ ვინ გაგამწარა?

ეს აშკარად ზედმეტი იყო, ამ შობა დილას კაცს ეგეთი რამე არ უნდა აკადრო წესით
QUOTE
როგორც წესი მოდერებთან ბრძანებები არ ჭრის. და საერთოდ ადამაინებთანაც. wink.gif

მაგაზე უკვე გიპასუხე

Posted by: I am the one 7 Jan 2011, 13:05
ENIGMA_


ყველაზე მაგრად იმაზე ვბრაზდები რო საჯაროზე მეტი საქმე ჩვენ გაქ და ყველა საჯაროს გვეძახის თქვენ ხო პლეხანოვზე ზიხართო biggrin.gif

Posted by: SCO 7 Jan 2011, 13:59
Did_Giorgi
ლოოოლ lol.gif
არ დავაკვირდი მექანიკურად biggrin.gif
აი ამიტო არ უნდა პოსტო ღამის 2 საათზე კაცმა biggrin.gif

ENIGMA_
მადლობთ,
დამიჯერე მშვენივრად ვიცი სამოქალაქო და საჯარო რეესტრებს შორის რა განსხვავებაა user posted image

Posted by: mxiaruli gogona 7 Jan 2011, 14:22
I am the one
და საჯაროს მაინც ჩვენზე მეტი ხელფასი აქვს,ეჰ

Posted by: I am the one 7 Jan 2011, 17:15
mxiaruli gogona

მართლაც მაგრამ მე 13 ემ მაინც გაასწორა biggrin.gif

Posted by: ilelagi 8 Jan 2011, 13:41
გამარჯობათ.
გილოცავთ შობა-ახალ წელს!
დაბა ბაკურიანში გვაქვს სასტუმროს ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობა(შემდგომში სასტუმრო) ”მზიური ველი”.
ამ სასტუმროს ჰყავს მრავალი მესაკუთრე, ანუ ცალკეულ ოთახებს ჰყავს თავიანთი მეპატრონეები.
სასტუმროს მოვლა-პატრონობისთვის და სხვა ნებადართული საქმიანობისთვის რომელი ფორმა ჯობია? ამხანაგობა, შპს თუ სს-ბა?
- თუ ამხანაგობა, სად ვნახოთ მისი წესდება ან დებულება?
- და ამხანაგობა, როგორც ვიცი შეიძლება იყოს არაიურიდიული პირი, ამ შემთხვევაში საჭიროა მისი რეგისტრაცია? თუ კი სად?
პატივისცემით

Posted by: 7903251 8 Jan 2011, 14:43
ilelagi



შ.პ.ს და ს.ს ორივე გახლავთ იურიდიული პირი! განსხვავება არც თუ ისე დიდია - შ.პ.ს- ეა დაწესებულება თუ კი 50 მდე მეწილე (მეპატრონე ხელმძღვანელობს) ხოლო ს.ს. 50 - ზე მეტი მეწილის შემთხვევაში რეგისტრირდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ!




QUOTE
როგორც ვიცი შეიძლება იყოს არაიურიდიული პირი



არაიურიდიული პირი მოგებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული.... მაგ: ფონდები და კავშირები...




პ.ს. მომდევნო შეკითხვის გაჩენის შემთხვევაში შეგიძლია "იურიდიულ კონსულტაციაში" განავრცო - რადგან სამოქალაქო რეესტრის საქმიანობას არ ეხება არანაირად!

Posted by: I am the one 8 Jan 2011, 19:05
აქ ვინც შემოდიხართ ნუ წერთ არა სამოქალაქო რეესტრის თემაზე შეკითხვებს სამოქალაქო და საჯარო განასხვავეთ !!!!!!!!!!!!!

Posted by: mxiaruli gogona 8 Jan 2011, 23:28
I am the one
QUOTE
მართლაც მაგრამ მე 13 ემ მაინც გაასწორა

ხოოო ეს იყო რაღაც.... biggrin.gif lol.gif

Posted by: niniaa 12 Jan 2011, 15:24
I am the one
მოქალაქემ 1992 წელს გააკეთა სახელმწიფო ბინის პრივატიზაცია, დაიდო ხელშეკრულება,რომლის ბოლოშიც წერია რომ რეგისტრირებულია რეესტრში და ნომერია აღნიშნული.რასაკვირველია ,იმ დროს ბინის ნახაზი ჰქონდა,მაგრამ ელექტრონული ვერსია,აბა, საიდან ექნებოდა. ასეთ შემთხვევაში მაინც ხელახლაა საჭირო რეესტრში გატარება?

Posted by: I am the one 12 Jan 2011, 21:42
niniaa


დიდი ბოდიში მაგრამ ეგ საჯარო რეესტრის თემაში უნდა იკითხო. შეიძლება რეგისტრირებულია ურალოდ ელექტრონულ ვერსიაში არაა შეტანილი, ანუ პრივატიზაცია კი არაა გასაკეთებელი უბრალოდ ელექტრონიზაცია, აი მაგას კიდევ თანხა უნდა თU არა არ ვიცი

Posted by: 7903251 12 Jan 2011, 21:47
I am the one



გამარჯობა, მოქალაქეობის დადგენა/მიღებაზე საბუთების ჩაბარება ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოში შეიძლება? მაგალითად თუ კი ფაქტობრივი მისამართი ისანი-სამგორის რაიონში მაქვს შეიძლება გლდანი-ნაძალადევში ჩავაბარო?



პ.ს. ამ საკითხებზე შემიძლია რჩევა მივიღო შენთან?
* * *
niniaa


QUOTE
მოქალაქემ 1992 წელს გააკეთა სახელმწიფო ბინის პრივატიზაცია, დაიდო ხელშეკრულება,რომლის ბოლოშიც წერია რომ რეგისტრირებულია რეესტრში და ნომერია აღნიშნული.რასაკვირველია ,იმ დროს ბინის ნახაზი ჰქონდა,მაგრამ ელექტრონული ვერსია,აბა, საიდან ექნებოდა. ასეთ შემთხვევაში მაინც ხელახლაა საჭირო რეესტრში გატარება?




როგორც უკვე მოგახსენეს ეგ საჯარო რეესტრს ეხება.... თუ კი გაქვს პრივატიზაციის ხელშეკრულება და გსურს მისი საჯარო რეესტრში გატარება, რათა მოხდეს მონაცემების ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირება მიმართე საჯარო რეესტრს და მოითხოვე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე.... საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაგჭირდება პრივატიზაციის ხელშეკრულება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და 50 ლარიანი ბანკის ქვითარი, 1 ლარს საკომისიოს სახით როგორც წესი ბანკი იტოვებს.... 4 სამუშაო დღეში თუ კი საბუთებში რაიმე უზუსტობას არა აქვს ადგილი მოხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია!


წარმატებები!

Posted by: daki 12 Jan 2011, 22:58
სამოქალაქო რეესტრში საცხოვრებელი ფართის შესახებ ამონაწერის გაკეთებას რამდენი დღე სჭირდება?

Posted by: 7903251 13 Jan 2011, 11:36
daki



QUOTE
სამოქალაქო რეესტრში საცხოვრებელი ფართის შესახებ ამონაწერის გაკეთებას რამდენი დღე სჭირდება?



ეს შეკითხვა ეხება საჯარო რეესტრს! ფართის ამონაწერი როგორც ასეთი არ არსებობს - არსებობს საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი, რომელშიც გაწერილია საცხოვრებელი თუ მთლიანი ფართი.... თუ გაგება გსურს ფართის ნახე საჯუკთრების უფლების დოკუმენტში (არა აქვს მნიშვნელობა, პრივატიზაციის ხელშეკრულება გაქვს, თუ ახალი ამონაწერი... ორივეში გაწერილია ფართი...)

Posted by: niniaa 13 Jan 2011, 11:59
I am the one
7903251
QUOTE
დიდი ბოდიში მაგრამ ეგ საჯარო რეესტრის თემაში უნდა იკითხო.

QUOTE
როგორც უკვე მოგახსენეს ეგ საჯარო რეესტრს ეხება....

დიდი მადლობა ორივეს.საჯარო რეესტრის თემა ვერ ვიპოვე, ახლა გავარკვიე, რომ თემა კარგა ხნის წინ დაუხურიათ მალე გახსნის პირობით, ამიტომ შემომეპოსტა აქ...

Posted by: daki 13 Jan 2011, 12:12
QUOTE (7903251 @ 13 Jan 2011, 11:36 )
daki



QUOTE
სამოქალაქო რეესტრში საცხოვრებელი ფართის შესახებ ამონაწერის გაკეთებას რამდენი დღე სჭირდება?



ეს შეკითხვა ეხება საჯარო რეესტრს! ფართის ამონაწერი როგორც ასეთი არ არსებობს - არსებობს საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი, რომელშიც გაწერილია საცხოვრებელი თუ მთლიანი ფართი.... თუ გაგება გსურს ფართის ნახე საჯუკთრების უფლების დოკუმენტში (არა აქვს მნიშვნელობა, პრივატიზაციის ხელშეკრულება გაქვს, თუ ახალი ამონაწერი... ორივეში გაწერილია ფართი...)

7903251
არასწორად დავსვი ალბათ შეკითხვა.
საცხოვრებელ ფართში ჩაწერილ სულთა რაოდენობის შესახებ ამონაწერი, რომელის GWP-ში და დასუფთავების სამსახურში წარსადგენად მჭირდება.

Posted by: niniaa 13 Jan 2011, 13:48
7903251
QUOTE
საცხოვრებელ ფართში ჩაწერილ სულთა რაოდენობის  შესახებ ამონაწერი, რომელის GWP-ში და დასუფთავების სამსახურში წარსადგენად მჭირდება.

ჩემთვისაც საინტერესო კითხვაა.ფართში ჩაწერილ სულთა რაოდენობის ინტერნეტით მოძიება შეუძლებელია?

Posted by: 7903251 13 Jan 2011, 18:25
niniaa


საჯარო ინფორმაცია არ გახლავთ იმის ნახვა თუ ვინ სად და რამდენი პირია რეგისტრირებული მისამართზე...
ბინის მესაკუთრე - საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობით მივიდეს სამოქალაქო რეესტრში და მოითხოვოს თავის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივძე რამდენი რეგისტრირებული მოქალაქეა.... ინფორმაცია გაიცემა მოთხოვნისთანავე- აბსოლუტურად უფასოდ!

Posted by: ENIGMA_ 13 Jan 2011, 18:40
7903251
QUOTE
ინფორმაცია გაიცემა მოთხოვნისთანავე- აბსოლუტურად უფასოდ!

აბსურდია

niniaa
ცნობა სულადობის შესახებ იმავე დღეს რომ აიღო 10 ლარიანი ქვითარი დაგჭირდება

Posted by: nick_el_son 13 Jan 2011, 19:11
დღეს ვიყავი პასპორტის ასაღებად, ფოტოები მივიტანე, საჭირო პროცედურები გავიარე და 27-ში დამიბარეს გამოსატანად.

მარა ახლა ვფიქრობ რომ უფრო ადრე დამჭირდება და შეიძლება ხვალ რომ მივიდე დამატებით ფული გადავიხადო და დავაჩქარებინო?

smile.gif

Posted by: I am the one 13 Jan 2011, 20:28
[b]nick_el_son[/b

ხვალვე თუ მიხვალ შეიძლება გადაგზავნილი არ იყოს საბეჭდ ცენტრშI და მიუსწრო მერე გვაინი იქნება და ვეღარ დააჩქარებ

Posted by: 0m1ko 13 Jan 2011, 20:49
jump.gif

Posted by: 7903251 13 Jan 2011, 20:55
ENIGMA_


QUOTE
QUOTE
ინფორმაცია გაიცემა მოთხოვნისთანავე- აბსოლუტურად უფასოდ!

აბსურდია




რა არის აფსურდი? ინფმორმაციის გაცემასა და ცნობის მომზადებას შორის განსხვავებას ვერ ხედავ?





Posted by: nick_el_son 13 Jan 2011, 21:03
I am the one
მივალ ხვალვე...

მარა თუ უკვე გადაგზავნილი იქნება, არანაირი შანსი აღარაა? user.gif

Posted by: I am the one 13 Jan 2011, 23:17
nick_el_son


სავარაუდოდ არ იქნება გადაგზავნილი 10 დღიანი ასე უცებ თU ბევრი საქმე ქონდათ არ გადააგზავნიდნენ სამსახურს გააჩნია smile.gif

Posted by: ENIGMA_ 14 Jan 2011, 00:35
nick_el_son
QUOTE
დღეს ვიყავი პასპორტის ასაღებად, ფოტოები მივიტანე, საჭირო პროცედურები გავიარე და 27-ში დამიბარეს გამოსატანად.

მარა ახლა ვფიქრობ რომ უფრო ადრე დამჭირდება და შეიძლება ხვალ რომ მივიდე დამატებით ფული გადავიხადო და დავაჩქარებინო?

QUOTE
სავარაუდოდ არ იქნება გადაგზავნილი 10 დღიანი ასე უცებ თU ბევრი საქმე ქონდათ არ გადააგზავნიდნენ სამსახურს გააჩნია smile.gif

აქ ერთი მომენტია, თუნდაც გადაგზავნილი იყოს საბეჭდ ცენტრში მთავარია დაბეჭდილი არ იყოს პასპორტი, ესე რომ უნდა მიხვიდე ხვალვე და გაარკვიო
7903251
QUOTE
რა არის აფსურდი? ინფმორმაციის გაცემასა და ცნობის მომზადებას შორის განსხვავებას ვერ ხედავ?

ახალგაზრდავ, აი ამ კაცის შეკითხვაdaki
QUOTE
საცხოვრებელ ფართში ჩაწერილ სულთა რაოდენობის შესახებ ამონაწერი, რომელის GWP-ში და დასუფთავების სამსახურში წარსადგენად მჭირდება.

7903251 აი შენი პასუხი
QUOTE
ინფორმაცია გაიცემა მოთხოვნისთანავე- აბსოლუტურად უფასოდ!

ინფორმაცია რა ფორმით გაიცემა რომელიც დასუფთავების სამსახურში უნდა იქნეს წარდგენილი? )))))))
აქ ჩემი ძალიან მარტივი რჩევა იქნება, როცა შეკითხვას სვავს ადამიანი რომელიც სერიოზულადაა ამ საკითხით დაინტერესებული, ან ზუსტი პასუხი უნდა გასცე, ან საერთოდ არ უპასუხო, ან როცა შეცდომას დაუშვებ, შეგიძლია ბოდიში მოუხადო არასწორი პასუხისათვის
შენ გეტყობა ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და მე შენზე დაახლოებით 15 წლით უფროსი მაინც ვარ და თუ გაითვალისწინებ ჩემს რჩევას ბევრს მიაღწევ დამიჯერე, აშკარად გეტყობა რომ მონდომებული ხარ, კითხვაც გიყვარს, ცოტა უფრო მეტი პრაქტიკა გჭირდება და ეგაა, მეგობრულად გეუბნები დამიჯერე და არა ლიშნის მოგებით


Posted by: nick_el_son 14 Jan 2011, 01:22
ENIGMA_
თუ უკვე დაბეჭდილი იქნა, რაღა პრობლემაა, არ გამომატანენ? user.gif

QUOTE
უნდა მიხვიდე ხვალვე და გაარკვიო

მასე ვიზამ yes.gif


Posted by: 7903251 14 Jan 2011, 12:09
ENIGMA_



გავითვალისწინებ შენ რჩევას/შენიშვნას!

Posted by: daki 14 Jan 2011, 13:21
niniaa
QUOTE
ჩემთვისაც საინტერესო კითხვაა.ფართში ჩაწერილ სულთა რაოდენობის ინტერნეტით მოძიება შეუძლებელია?

მე როგორც ვიცი შეუძლებელია, მაგრამ აქ http://www.voters.cec.gov.ge/ თუ შეხვალ შეგიძლია ნახო რამდენი სულია შენს მისამართზე რეგისტრირებული. მე ვფიქრობ ესენი სამოქალაქო რეესტრის ბაზით ხელმძღვანელობენ.
7903251
QUOTE
საჯარო ინფორმაცია არ გახლავთ იმის ნახვა თუ ვინ სად და რამდენი პირია რეგისტრირებული მისამართზე...
ბინის მესაკუთრე - საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობით მივიდეს სამოქალაქო რეესტრში და მოითხოვოს თავის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივძე რამდენი რეგისტრირებული მოქალაქეა.... ინფორმაცია გაიცემა მოთხოვნისთანავე- აბსოლუტურად უფასოდ!

ჯერ ერთი მე არ ვარ მესაკუთრე ფართის, მაგრამ სამოქალაქო რეესტრში (კონკრეტულად საბულთალოს რაიონულმა) სრული ინფორმაცია მომცეს ვინ იყო ჩაწერილი ბინაში. და მეორე მე მაინტერესებდა ვადა, რამდენ ხანში კეთდებოდა ეს ამონაწერი, რაზეც აქ ვერ მოვიღე პასუხი და არა რამდენად საჯარო იყო ეს ინფორმაცია. პრინციპში უკვე გავარკვიე.
ENIGMA_
ისე ერთი რაგაც მაინტერესებს. სხვა და სხვა რაიონულ სამოქალაქო რეესტრებში სხვა და სხვა წესი აქვთ?
მაგალითად ჩემი ბინიდან რომ ამომეწერა პირი, რომელიც აგარ ცხოვრობს ჩემს ბინაში საბურთალოზე განმიცხადეს 2 მეზობელი უნდა მოიყვანო აქ აუცილებლადო, რომლებიც დაადასტურებენ რომ ის პიროვნება აგარ ცხოვრობს შენს საცხ. ფართშიო,
ხოლო სამგორში მომცეს ბლანკები რომლებიც მეზობლებს შევავსებინე და მე მივიტანე რეესტრში ჩასაბარებლად.
აგრეთვე საპირისპიროდ: საბურთალოზე მითხრეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ამონაწერი მოითხოვოს და მიიღოს რომელიმე საცხოვრებელ ფართზე სულთა რაოდენობაზე, ხოლო სამგორში მკაცრად მომთხოვეს მესაკუთრეს შეუძლია მხოლოდო ამის მოთხოვა.
ორი სრული უკიდურესობა ერთი და იგივე სამსახურის.
მე უბრალოდ საბურთალოზე ვმუშაობ და მანდ ვარკვევდი და თან ვეკკითხებოდი სამგორის რაიონულშიც ხო იგივე მოთხოვნებია თქო და კიო. აღმოჩნდა საქმე საქმეზე რომ მიდგა იქ სხვა მოთხოვნები ჰქონდათ.


Posted by: nick_el_son 14 Jan 2011, 13:27
მივედი დღეს დილას და უკვე გადავაგზავნეთო...

და ერთადერთი შანსია თუ მაგას გავაუქმებთ და თავიდან გადაიხდი ფულს და შეიტანს განაცხადსო sad.gif

ბიუროკრატია drug.gif

Posted by: ALPINA 15 Jan 2011, 10:58
1957 წლიდან პიროვნება ჩაწერილი აყო და ცხოვრობდა ქ.წყალტუბოში პარალელურად ქონდა მეორე პასპორტი თბილისის ჩაწერით. 2003 წელს თბილისის პასპორტით აიღო რეგისტრაციის მოწმობა და დარეგისტრირდა თბილისში. გთხოვთ ვინმემ მიპასუხოთ როგორ მოვიძიო ინფორმაცია ამ პიროვნების წყალტუბოში ცხოვრების პერიოდზე და შეიცავს თუ არა აღნიშნული პიროვნების ქმედება სამართალდარღვევის ნიშნებს. აღნიშნული პიროვნება მე არ ვარ ანუ ეს ინფორმაცია აინტერესებს მესამე პირს. წინასწარ გიხდით მადლობას.

Posted by: ENIGMA_ 15 Jan 2011, 12:57
ALPINA
მოკლედ აგიხსნი მაშინდელ სიტუაციას, პიროვნებას რომელსაც ქონდა საბჭოთა პასპორტი და ჩაწერა ერთ ადგილზე, სხვაგან, რომ გადაწერილიყო პასპორტში ერტყმებოდა შესაბამისი შტამპი ამოწერის, ანუ "ვიპისან" რაც ნიშნავდა, რომ იმ ადგილიდან ამოეწერა, და იქვე ერტყმებოდა მეორე შტამპი ჩაწერის, ანუ "პრაპისან" და ეთითებოდა ის მისამართი სადაც გადაეწერა.
რაც შეეხება 2 პასპორტის ქონას სხვადასხვა ადგილზე ჩაწერით ეს რა თქმა უნდა სამართალდარღვევაა, ანუ დღევანდელ სიტუაციას, რომ შევადაროთ, წარმოიდგინე ერთ პიროვნებას აქვს ორი პირადობის მოწმობა სხვადასხვა პირადი ნომრით და სხვადასხვა რეგისტრაციის ადგილით. ეს არის გაყალბება პირად დოკუმენტებში რაც ისჯება კანონით საკმაოდ მკაცრად.
nick_el_son
QUOTE
და ერთადერთი შანსია თუ მაგას გავაუქმებთ და თავიდან გადაიხდი ფულს და შეიტანს განაცხადსო sad.gif

ბიუროკრატია drug.gif

ბიუროკრატია კი არა იმ სამსახურს პირნათლად შეუსრულებია დაკისრებული მოვალეობა, ანუ შენი პასპორტი განცხადების შეტანის დღესვე გადაუგზავნიათ საბეჭდ ცენტრში, რაც მიუთითებს იმ თანამშრომლის მაღალ პროფესიონალიზმზე, ხოდა ეხლა იმ კაცს თუ არ დაესიზმრა, რომ შენ შეილება დაჩქარება დაგჭირვებოდა, უკაცრავად ბატონო.
daki
არა მეგობარო, აქ სხვადასხვა პრინციპზე არაა საუბარი, ყველა რა თქმა უნდა ერთი პრინციპით მოქმედებს, მაგრამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა კანონში და შესაბამისად, შეიძლება ისეც მოხდა, რომ სწორედ ამ გარდამავლ პერიოდში მოგიწია სხვადასხვა სამსახურებში მისვლა.
ისე კი კანონით არ იზღუდება თანამშრომელი, შესაძლებელია, როგორც ადგილზე მისვლა და ოქმის შედგენა საცხოვრებელ სახლში და მეზობლების ჩვენება, ასევე შესაძლებელია, მეზობელი რეესტრში მიიყვანო და იქ შედგეს ოქმი
ეხლ კი რაც ყველაზე მთავარია, ბინის ყიდვის თანავე შეუძლია მესაკუთრეს მოითხოვოს იქ არსებული პიროვნებების რეგისტრაციიდან მოხსნა და ის ხალხი ისე მოიხსნება, რომ საერთოდ არ მოუწევს ამ პიროვნებას რეესტრში მისვლა, აქამდე კი ყველა პროცედურას 15 დღე ჭირდებოადა

Posted by: 7903251 15 Jan 2011, 13:55
მჭირდება დახმარება!!!




მოქალაქეობის მიღებაზე შუამდგომბლობა როგორ დავწერო, რათა ამომწურავად იყოს დაწერილი და რაიმე კითხვის ნიშნის ქვეშ არ იყოს......

Posted by: nick_el_son 15 Jan 2011, 18:38
ENIGMA_
QUOTE
ბიუროკრატია კი არა იმ სამსახურს პირნათლად შეუსრულებია დაკისრებული მოვალეობა, ანუ შენი პასპორტი განცხადების შეტანის დღესვე გადაუგზავნიათ საბეჭდ ცენტრში, რაც მიუთითებს იმ თანამშრომლის მაღალ პროფესიონალიზმზე,

მაგაზე არაფერს არ ვამბობ მერე...
ეგრეც უნდა ექნათ yes.gif

უბრალოდ ისეთი კვერცხი სისტემა არ უნდა იყოს, რომ დასაბეჭდად გადაცემული დოკუმენტის დაჩქარება არ შეიძლებოდეს (არადა ტექნიკურად არანაირი პრობლემა არაა)...

drug.gif

Posted by: ENIGMA_ 15 Jan 2011, 23:45
QUOTE
უბრალოდ ისეთი კვერცხი სისტემა არ უნდა იყოს

ნუ ეხლა იმდენად არასერიოზული არგუმენტია, პასუხის გაცემის სურვილიც არ მაქვს
კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს სამოქალაქო რეესტრის სახელით, თუ იმ თანამშრომელმა, რომელსაც შენ პასპორტი ჩააბარე სიზმარი, რომ არ ნახა წინა დღით დაჩქარება, რომ დაგჭირდებოდა wink.gif

Posted by: Judge_1 17 Jan 2011, 13:54
რამიშვილს ან კალანდაძეს იცნობ დიდუბე-ჩუღურეთში?

Posted by: I am the one 17 Jan 2011, 23:12
Judge_1

მე თუ მეკითხები არ ვიცნობ და სხვისი არ ვიცი

Posted by: niniaa 18 Jan 2011, 19:58
daki
მადლობა.ვნახე.
I am the one
გავარკვიე, რომ ჩემი მეზობელია ჩემ მისამართზე რეგისტირებული, ჩემი 13 ნომერია, იმის 13 ა,მაგრამ 13 ნომერშია დარეგისტრირებული. ამის გამო წყლის და ნაგვის გადასახადიც გაზრდილი მაქვს. მაინტერესებს, როგორ შეიძლება, შეცდომა გასწორდეს?

Posted by: ENIGMA_ 18 Jan 2011, 20:55
niniaa
QUOTE
გავარკვიე, რომ ჩემი მეზობელია ჩემ მისამართზე რეგისტირებული, ჩემი 13 ნომერია, იმის 13 ა,მაგრამ 13 ნომერშია დარეგისტრირებული. ამის გამო წყლის და ნაგვის გადასახადიც გაზრდილი მაქვს. მაინტერესებს, როგორ შეიძლება, შეცდომა გასწორდეს?

აიღოს შენმა მეზობელმა პირადობის მოწმობა იმ მისამართზე რა მისამართზეც ცხოვრობს, ანუ 13ა-ზე და პრობლემაც მაგით მოგვარდება

Posted by: niniaa 19 Jan 2011, 11:16
ENIGMA_
QUOTE
აიღოს შენმა მეზობელმა პირადობის მოწმობა იმ მისამართზე რა მისამართზეც ცხოვრობს

ჩასწორება გამორიცხულია?სხვა ვარიანტი არ არის? ეს ხომ რეესტრის შეცდომაა?

Posted by: Judge_1 19 Jan 2011, 17:32
QUOTE (I am the one @ 17 Jan 2011, 23:12 )
Judge_1

მე თუ მეკითხები არ ვიცნობ და სხვისი არ ვიცი

დიახ თქვენ გკითხეთ. აქ ვნახე, რომ დაწერეთ ბევრს ვიცნობო და დამაინტერესა. და თქვენ რომელ რაიონში ხართ? საიდუმლო თუ არ არის

Posted by: I am the one 19 Jan 2011, 19:44
Judge_1


საიდუმლო არააა მარა აქაც არ მინდა თქმა smile.gif
* * *
QUOTE (niniaa @ 19 Jan 2011, 11:16 )
ENIGMA_
QUOTE
აიღოს შენმა მეზობელმა პირადობის მოწმობა იმ მისამართზე რა მისამართზეც ცხოვრობს

ჩასწორება გამორიცხულია?სხვა ვარიანტი არ არის? ეს ხომ რეესტრის შეცდომაა?

2 ვარიანტია:

1. შეცვალოს პირადობა და აიღოს თავის რეალურ მისამართზე

2. მიხვიდეთ მაქ 13 ნომრის მესაკუთრე და მოწმეები რეესტრში და მოხსნათ რეგისტრაციიდან და მერე იძულებული იქნება აიღოს

Posted by: ENIGMA_ 19 Jan 2011, 20:52
niniaa
QUOTE
ჩასწორება გამორიცხულია?სხვა ვარიანტი არ არის? ეს ხომ რეესტრის შეცდომაა?

თუ პირადობაში წერია შეცდომით აუცილებლად უნდა შეცვალოს, თუ პირადობაშია სწორად წერია და კომპიუტერულ ბაზაშია შეცდომით, ჩაასწორებენ ბაზას.

Posted by: Glorfindel 24 Jan 2011, 00:52
სახელის გადაკეთება ფასიანია? და როგორ ხდება?

Posted by: I am the one 25 Jan 2011, 21:23
QUOTE (Glorfindel @ 24 Jan 2011, 00:52 )
სახელის გადაკეთება ფასიანია? და როგორ ხდება?

50 ლარი 45 დღეში, მიიტან პირდაობას და დაბადებას

Posted by: Keso 27 Jan 2011, 14:35
საშინელებააა

ერთი კითხვა რომ გქონდეს თუ ნაცნობი არ გყავს უნდა პლეხანოვზე გახვიდე ამის გამო ! ! !

არც ცხელ ხაზზე გპასუხობს არავინ და იურისტებთან ხომ შანსი არაა ვინმემ გიპასუხოს !

რატომ ამბობთ რომ შეიძლება ან ცხელ ხაზზე დარეკო და ან ტელეფონით მიიღო იურიდიული კონსულტაცია ?!

თქვენი მომსახურება რა . . . . .

Posted by: 7903251 27 Jan 2011, 15:17
Keso


რა პრობლემა გაქვს გენაცვალე...?


სამოქალაქო რეესტრის ტელეფონის ნომრებია: 35 79 25,
35 79 26
40.10.10
ასევე შეგიძლია სკაიპით გაესაუბრო სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს და დაგაკვალიანებს აუცილებლად! სკაიპის ნიკია: passport.gov.ge

თუ შეკითხვა გაქვს დასვი აქ და აუცილებლად მიიღებ პასუხს....

Posted by: Keso 27 Jan 2011, 18:30
7903251

გენაცვალე ეს ნომრები ან სკაიპი უნდა დამესიზმროს?
ვრეკავ იმ ნომერზე რაც მითითებულია საიტზე ან რაც 09 ში მომცეს

თუ აქ ველოდო როდის გათავისუფლდება რეესტრის თანამშრომელი რომ მიპასუხოს ?


მოკლედ ნაცნობი თუ არ გყავს მტრისას რააააააა


Posted by: 7903251 27 Jan 2011, 19:42
Keso



QUOTE
გენაცვალე ეს ნომრები ან სკაიპი უნდა დამესიზმროს?



არც მე მესიზმრება და მელანდება რაღაცეები... დაათვალიერე სამოქალაქო რეესტრის საიტი და მოიპოვებ ნებისმიერ ინფორმაციას მათ საქმიანობიდან გამომდინარე....




QUOTE
ვრეკავ იმ ნომერზე რაც მითითებულია საიტზე ან რაც 09 ში მომცეს



აბსოლუტურად ყველა საინფორმაციო საშუალებას უწერია სამოქალაქო რეესტრის ეს ნომრები: 35.79.25
35.79.26
40.10.10

ასე რომ შენი ამგვარი დამოკიდებულება "სრს" მიმართ არაა სამართლიანი.


QUOTE
მოკლედ ნაცნობი თუ არ გყავს მტრისას რააააააა



საიტზე არსებულ ინფოს მოგაწვდი რათა ისევ არ თქვა საიდან მეცოდინებოდა...


სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან ნებისმიერი სახის უკანონო ქმედების შესახებ გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ შიდა კონტროლის სამსახურს:
40 40 20
ელ-ფოსტა: hotline@cra.gov.ge





Posted by: Keso 27 Jan 2011, 21:26
7903251
QUOTE
ასე რომ შენი ამგვარი დამოკიდებულება "სრს" მიმართ არაა სამართლიანი.


მე მაპატიეთ, დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი უსამართლო და უნამუსო რომ ვარ

Posted by: I am the one 27 Jan 2011, 23:06
Keso


შარზე ხარ დაიკო? ჯერ ერთი პლეხანოვზე არ ვართ ის საჯარო რეესტრია !!!!!!!! და მეორეც 40 10 10 ზე დარეკე და აიღებენ მგონი არც კი დაგირეკავს

Posted by: Salii 27 Jan 2011, 23:35
სამოქალაქო რეესტრში ძაან კარგი მომსახურებააა wink.gif ნუ პირადად მე კარგად მომემსახურნენ დატელეფონიც აიღეს smile.gif აუუ ზოგი კიდე შარზეააა რავი რა იქაც რო ვიყავი რამდენი იყო ამისნაერი შარიანი და იძულებული არიან რეესტრის თანამშრომლები გაუღიმონ smile.gif კიდე კარგი იურისტი არ ვარ თორე რა გაუძლებდა ამდენ შარიანს :

Posted by: Keso 28 Jan 2011, 17:07
ნუ ამისნა რი შარიანები თუ არიან მაშინ ჰო

givi.gif

კარგად გადაიკითხეთ ჩემი პოსტი, მე არ მითქვამს ცუდი მომსახურეობაა თქო, მე პრეტენზია მქონდა იმაზე რომ ტეეფონს არ პასუხობს არავინ.


Posted by: 7903251 28 Jan 2011, 17:46
Keso



კარგი... რაა... გითხარი დაგეხმარები თუ შეკითხვა გაქვს... და ნომრებიც მოგაწოდე!

იმის მაგივრად რომ ცალი ყბით მადლობა მოგეხადა ზიხარ და აქ იმის გარჩევას იწყებ თუ ვიღაცა თანამშრომელმა რატომ არ გიპასუხა....

Posted by: -eka- 28 Jan 2011, 17:52
QUOTE (Keso @ 27 Jan 2011, 21:26 )
7903251
QUOTE
ასე რომ შენი ამგვარი დამოკიდებულება "სრს" მიმართ არაა სამართლიანი.


მე მაპატიეთ, დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი უსამართლო და უნამუსო რომ ვარ

biggrin.gif
ასე ძალიან მკაცრადაც არ შეიძლება საკუთარი თავის განსჯა wink.gif

Posted by: Keso 28 Jan 2011, 18:04
7903251

არა, საქმე იმაშია რომ მე უკვე დამეხმარნენ, მაგრამ აქ ჩემი აზრი გამოვთქვი იმასთან დაკავშირებით რომ ადამიანს რომ არ ჰყავდეს ნაცნობი ან არ ჰქონდეს ინტერნეტთან და მაგალითად ფორუმთან შეხება, იქ თუ არ მივიდა ისე ვერ გაიგებს ინფორმაციასთქო, იმიტომ რომ რამდენჯერ ვცადე და მითითებულ ნომრებზე დავრეკე არასოდეს ტელეფონს არ პასუხობენ თქო და აქ თქვენ ისე დამესიეთ თითქოს შემოვედი, ვაგინე და ვლანძღე რეესტრი სამოქალაქო თუ საჯარო !

მე რეესტრის მტერი კი არ ვარ ! მეც საკმაოდ ხშირად მიწევს იქ კონტაქტი და მოდი ყველაფრის განსჯას აქ არ დავიწყებ ! კარგიც ვნახე და ცუდიც, მაგრამ ამაში არ არის საქმე

სასაცილოა უბრალოდ შენიშვნის მიღება რომ არ გინდათ და ეგრევე ატაკაზე გადმოხვედით


Posted by: Salii 28 Jan 2011, 18:58
QUOTE (Keso @ 28 Jan 2011, 18:04 )
7903251

არა, საქმე იმაშია რომ მე უკვე დამეხმარნენ, მაგრამ აქ ჩემი აზრი გამოვთქვი იმასთან დაკავშირებით რომ ადამიანს რომ არ ჰყავდეს ნაცნობი ან არ ჰქონდეს ინტერნეტთან და მაგალითად ფორუმთან შეხება, იქ თუ არ მივიდა ისე ვერ გაიგებს ინფორმაციასთქო, იმიტომ რომ რამდენჯერ ვცადე და მითითებულ ნომრებზე დავრეკე არასოდეს ტელეფონს არ პასუხობენ თქო და აქ თქვენ ისე დამესიეთ თითქოს შემოვედი, ვაგინე და ვლანძღე რეესტრი სამოქალაქო თუ საჯარო !

მე რეესტრის მტერი კი არ ვარ ! მეც საკმაოდ ხშირად მიწევს იქ კონტაქტი და მოდი ყველაფრის განსჯას აქ არ დავიწყებ ! კარგიც ვნახე და ცუდიც, მაგრამ ამაში არ არის საქმე

სასაცილოა უბრალოდ შენიშვნის მიღება რომ არ გინდათ და ეგრევე ატაკაზე გადმოხვედით

რეესტრში მოქალაქეები მიიღონ თუ შენ გელაპარაკონ ტელეფონზე biggrin.gif

Posted by: 7903251 28 Jan 2011, 21:21
Keso



QUOTE
მაგრამ აქ ჩემი აზრი გამოვთქვი იმასთან დაკავშირებით რომ ადამიანს რომ არ ჰყავდეს ნაცნობი ან არ ჰქონდეს ინტერნეტთან და მაგალითად ფორუმთან შეხება, იქ თუ არ მივიდა ისე ვერ გაიგებს ინფორმაციასთქო,



შენ შენი აზრის დაფიქსირება ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეგიძლია - მაგრამ როცა აზრს გამოთქვავ საჯაროდ შენიშვნა იქნება თუ აზრი ეს უნდა იყოს სამართლიანი.... მეც ეს გითხარი და სხვა არაფერი!


QUOTE
იმიტომ რომ რამდენჯერ ვცადე და მითითებულ ნომრებზე დავრეკე არასოდეს ტელეფონს არ პასუხობენ თქო



არსებობს ალბათობა რომ ყოველითვის არ პასუხობენ, მაგრამ არსებობს ობიქტური მიზეზები.... ამისათვის მოგწერე ზედამხედველი ორგანოს ნომერი, რომელიც ყველა საინფორმაციო საშუალებას გააჩნია, თუნდაც 09 -ს.


QUOTE
აქ თქვენ ისე დამესიეთ თითქოს შემოვედი, ვაგინე და ვლანძღე რეესტრი სამოქალაქო თუ საჯარო !




მე პირადად ვცადე შენი დახმარება და არა შენი აზრით რომ ვთქვა "დაგესიე"





QUOTE
სასაცილოა უბრალოდ შენიშვნის მიღება რომ არ გინდათ და ეგრევე ატაკაზე გადმოხვედით




კიდევ ერთხელ გეტყვი რომ შენი დახმარება მინდა და არაფერი სხვა....



პ.ს. გთხოვ ნუღარ გააგრძელებ ამასთან დაკავშირებით დებატებს! მთავარია რომ შენთვის საინტერესო შეკითხვაზე უკვე მიიღე პასუხი.

Posted by: Keso 28 Jan 2011, 22:48
7903251

QUOTE
პ.ს. გთხოვ ნუღარ გააგრძელებ ამასთან დაკავშირებით დებატებს! მთავარია რომ შენთვის საინტერესო შეკითხვაზე უკვე მიიღე პასუხი.


რა თქმა უნდა, რა აზრი აქვს თქვენთან კამათს !

Posted by: ENIGMA_ 28 Jan 2011, 23:03
Keso
QUOTE
საშინელებააა

რაა საშინელება?
QUOTE
ერთი კითხვა რომ გქონდეს თუ ნაცნობი არ გყავს უნდა პლეხანოვზე გახვიდე ამის გამო ! ! !

ვის დაუსვი შეკითხვა და არ გიპასუხეს? ნაცნობი რა შუაშია ან პლეხანოვი?
QUOTE
ვრეკავ იმ ნომერზე რაც მითითებულია საიტზე ან რაც 09 ში მომცეს

თუ აქ ველოდო როდის გათავისუფლდება რეესტრის თანამშრომელი რომ მიპასუხოს ?

იცი რა ვქნათ? ეხლა არის ღამის 11 საათი დარეკე ეხლა 09-ზე და მოითხოვე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახურის უფროსის ნომერი და დარეკე პირობას გაძლევს ყველა გიპასუხებს, არცერთს ტელეფონი არ ექნება გათიშული და არცერთი არ დაგზარდება პასუხზე

QUOTE
კარგად გადაიკითხეთ ჩემი პოსტი, მე არ მითქვამს ცუდი მომსახურეობაა თქო, მე პრეტენზია მქონდა იმაზე რომ ტეეფონს არ პასუხობს არავინ.

როცა ამბობ ეს შაშინელებააო და ახლობლები უნდა გყავდესო, ეს არაა უბრალოდ პრეტენზია მომსახურებაზე ეს არის ბევრად უარესი
მოკლედ მე ესეთ რამეს გეტყვი, ხალხი თავს იკლავს დილიდან ღამემდე მუშაობს ყველა, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი მოქალაქე ყავდეს და მიუხედავად მათი ესეთი პროფესიონალური დამოკიდებულებისა საქმისადმი, თქვენ აქ გამოდიხართ და ამბობთ ეს ყველაფერი საშინელებააო.
თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში გაქვთ ამის უფლება, მაგრამ ხომ შეიძლება იმ ადამიანების ადგილზე წარმოიდგინოთ თქვენი თავი? ეს ხომ სერიოზულ დისკომფორტს შეგიქმნიდათ? როცა თვქენ ხალხისათვის მუშაობთ და თვქნეს მუშაობას ცუდათ, რომ ახასიათებენ.


ხო კიდევ რატომღაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ თქვენ სამოქალაქო კი არა საჯარო რეესტრის ნომერზე რეკავდით

Posted by: Keso 28 Jan 2011, 23:35

თქვენ სულ გადაირიეთ ???
http://www.SmileS.ge

Posted by: dangerous-woman 30 Jan 2011, 20:40
სალამი
პირადობის მოწმობის მიხედვით ჩაწერილი ვარ სხვა ქალაქში,და მინდა სევცვალო მისამართი, ვინიდან საკუთრებაში ვფლობ ბინას თბილისში, სამოქალაქო რეესტრის საიტზე წავიკითხე, რომ უნდა მივიტანო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი..
როცა ბინა გადავაფორმე, მომცეს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, სადაც მესაკუთრედ მე ვწერივარ, ესაა დედანი? ასეთი ბევრი ავიღე მერე სახალხო ბანკში, ვერ გავიგე დედანი რაღაა და ასლი. ,,, თუ ვინმემ იცით ამიხსენით რააა??

Posted by: I am the one 30 Jan 2011, 23:05
QUOTE (dangerous-woman @ 30 Jan 2011, 20:40 )
სალამი
პირადობის მოწმობის მიხედვით ჩაწერილი ვარ სხვა ქალაქში,და მინდა სევცვალო მისამართი, ვინიდან საკუთრებაში ვფლობ ბინას თბილისში, სამოქალაქო რეესტრის საიტზე წავიკითხე, რომ უნდა მივიტანო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი..
როცა ბინა გადავაფორმე, მომცეს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, სადაც მესაკუთრედ მე ვწერივარ, ესაა დედანი? ასეთი ბევრი ავიღე მერე სახალხო ბანკში, ვერ გავიგე დედანი რაღაა და ასლი. ,,, თუ ვინმემ იცით ამიხსენით რააა??

ეგ საჯაროს ამონაწერი ყველა ამობეჭდილია და დედანიც ეგაა და ასლიც გირჩევ ქსეროქსები გადაიღო რამდენიმე ვიდრე ახლიდან აღებაში ფული იხადო, რაც შეეხება პირადობას მიხვალ შენი რაიონის სრს ტერიტორიულ სამსახურში მიიტან საჯაროს ამონაწეს და ძველ პირადობას სურათებს იქვე გადაიღებ 3 ლარი უნდა რკინის, 10 სამუშაო დღეში აიღებ უფასოდ, 3 დღე - 10 ლარი , 5 - 5 ლარი, 2 დღე - 25 ლარი , იმავე დღეს 50 .

Posted by: <GladiatoR> 30 Jan 2011, 23:29
QUOTE
ეგ საჯაროს ამონაწერი ყველა ამობეჭდილია და დედანიც ეგაა და ასლიც გირჩევ ქსეროქსები გადაიღო რამდენიმე ვიდრე ახლიდან აღებაში ფული იხადო, რაც შეეხება პირადობას მიხვალ შენი რაიონის სრს ტერიტორიულ სამსახურში მიიტან საჯაროს ამონაწეს და ძველ პირადობას სურათებს იქვე გადაიღებ 3 ლარი უნდა რკინის, 10 სამუშაო დღეში აიღებ უფასოდ, 3 დღე - 10 ლარი , 5 - 5 ლარი, 2 დღე - 25 ლარი , იმავე დღეს 50 .


რავარი ამომწურავი პასუხია biggrin.gif მე რო მისტიური ვიყო კაი შეფასებას მარტო ფორუმზე ამ პასუხიდან მოგცემდი tongue.gif

Posted by: dangerous-woman 31 Jan 2011, 18:10
I am the one
დიდი მადლობა პასუხისათვის, მაგრამ კიდევ ერთს გკითხავ.... საჯარო რეესტრის ამონაწერი ბევრჯერ ამიღია სახალხო ბანკში უფასოდ და ვერ გავიგე ფულის გადახდა როდის ხდება?ანუ ეხლა რომ მივმართო ბანკს და ამოვაბეჭდინო იგივე საბუთი თანხა მექნება გადასახდელი?
წინასწარ მადლობააა

Posted by: I am the one 31 Jan 2011, 21:14
QUOTE (<GladiatoR> @ 30 Jan 2011, 23:29 )
QUOTE
ეგ საჯაროს ამონაწერი ყველა ამობეჭდილია და დედანიც ეგაა და ასლიც გირჩევ ქსეროქსები გადაიღო რამდენიმე ვიდრე ახლიდან აღებაში ფული იხადო, რაც შეეხება პირადობას მიხვალ შენი რაიონის სრს ტერიტორიულ სამსახურში მიიტან საჯაროს ამონაწეს და ძველ პირადობას სურათებს იქვე გადაიღებ 3 ლარი უნდა რკინის, 10 სამუშაო დღეში აიღებ უფასოდ, 3 დღე - 10 ლარი , 5 - 5 ლარი, 2 დღე - 25 ლარი , იმავე დღეს 50 .


რავარი ამომწურავი პასუხია biggrin.gif მე რო მისტიური ვიყო კაი შეფასებას მარტო ფორუმზე ამ პასუხიდან მოგცემდი tongue.gif

სამსახურში რაც მეტს ელაპრაკები მოქლაქეს მით მეტს გეკითხება smile.gif ასე რომ აქ უფრო ამომწურავი უნდა იყო smile.gif



* * *
QUOTE (dangerous-woman @ 31 Jan 2011, 18:10 )
I am the one
დიდი მადლობა პასუხისათვის, მაგრამ კიდევ ერთს გკითხავ.... საჯარო რეესტრის ამონაწერი ბევრჯერ ამიღია სახალხო ბანკში უფასოდ და ვერ გავიგე ფულის გადახდა როდის ხდება?ანუ ეხლა რომ მივმართო ბანკს და ამოვაბეჭდინო იგივე საბუთი თანხა მექნება გადასახდელი?
წინასწარ მადლობააა

რა გინდა სახალხო ბანკში შედი www.napr.gov.ge მოძებნე მანდ შენი ამოანწერი ან ნომრით, ან სახელი და გვარით გადმოწერე და ამობეჭდე smile.gif

Posted by: dangerous-woman 1 Feb 2011, 14:19
I am the one
კიდეეეეეევ დიდი მადლობა,
ხოდა მეც მაგან დამაბნია, რომ ქსეროქსები გააკეთეო რომ მითხარი, რომ მერე კიდევ ფული არ გქონდეს კიდევ გადასახდელიო, ვიცოდი ,რომ უფასო იყო ამონაწერის გაკეთება და დავიბენი ამიტომ.... ახლა გასაგებია. გმადლობ რომ გაისარჯე წერითთთთთ

Posted by: Forester 7 Feb 2011, 20:06
გადავავლე ამ ემას თვალი, მაგრამ ჩემს კითხვაზე პასუხი ვერ ვნახე...

სულადობის შესახებ ცნობაა თუ ამონაწერი, ეგ მაქვს მისატანი თბილისის წყალსა და დასუფთავებაში, ჩემი რაიონის სამოქალაქო რეესტრში უნდა მივიდე ხო? და ფასიანია თუ არა გაცემა???

გმადლობთ

Posted by: -eka- 8 Feb 2011, 11:26
QUOTE (Forester @ 7 Feb 2011, 20:06 )
გადავავლე ამ ემას თვალი, მაგრამ ჩემს კითხვაზე პასუხი ვერ ვნახე...

სულადობის შესახებ ცნობაა თუ ამონაწერი, ეგ მაქვს მისატანი თბილისის წყალსა და დასუფთავებაში, ჩემი რაიონის სამოქალაქო რეესტრში უნდა მივიდე ხო? და ფასიანია თუ არა გაცემა???

გმადლობთ

როგორც ჩემთვის ცნობილია მაგათ უნდა ჰქონდეთ სამოქალაქო რეესტრის ბაზა, რომლის მიხედვითაც შეუძლიათ ნახონ კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა.
ეგ ცნობა მოგთხოვეს?
თუ ნამდვილად ეგრეა, მაშინ ეჭვი არ შეგეპაროს რომ ფასიანი იქნება.
ალბათ ფულის კეთების კიდევ ერთი საშუალება გამოიგონეს mad.gif

Posted by: Forester 8 Feb 2011, 13:42
QUOTE
ფულის კეთების კიდევ ერთი საშუალება გამოიგონეს


ზუსტად ეგრე აღმოჩნდა...

უნდა მივიდე ჩემი რაიონის სამოქალაქო რეესტრში, დავწერ განცახადებას და 10 სამუშაო დღეში მომცემენ ცნობას უფასოდ, 5 დღეში 2 ლარად, მეორე დღეს 5 ლარად და იმავე დღეს 10 ლარად...

დავუშვათ ამ ცნობის მიტანიდან რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემს ბინაში რომ ჩავწერო სამი ადამიანი ვერ გაიგებენ წყალში და დასუფთავებაში??? და თუ მაგას იგებენ ამოწერას ვერ იგებენ ამათი მე...


Posted by: -eka- 8 Feb 2011, 15:41
QUOTE (Forester @ 8 Feb 2011, 13:42 )
QUOTE
ფულის კეთების კიდევ ერთი საშუალება გამოიგონეს


ზუსტად ეგრე აღმოჩნდა...

უნდა მივიდე ჩემი რაიონის სამოქალაქო რეესტრში, დავწერ განცახადებას და 10 სამუშაო დღეში მომცემენ ცნობას უფასოდ, 5 დღეში 2 ლარად, მეორე დღეს 5 ლარად და იმავე დღეს 10 ლარად...

დავუშვათ ამ ცნობის მიტანიდან რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემს ბინაში რომ ჩავწერო სამი ადამიანი ვერ გაიგებენ წყალში და დასუფთავებაში??? და თუ მაგას იგებენ ამოწერას ვერ იგებენ ამათი მე...

იცი რაშია საქმე?
ეგ ცნობა ზედმეტად ფულის ხარჯვაა. ეგენი ვალდებული არიან თვითონ მოიძიონ ინფორმაცია რამდენი სული ცხოვრობს სახლში და ისე გამოწერონ გადასახადი. რომ არ მიიტანო ცნობა მაგით რა? რას იზამენ? მოიძიებენ სამოქალაქო რეესტრის ბაზაში ხო?

Posted by: shunshura 8 Feb 2011, 20:00
მოკლედ , სახლში მინდა ჩავეწერო,რომელიც არ არის დაკანონებული მაგრამ 20 წელია ვცხოვრობ.პირადობა მინდა ამ მისამართზე ავიღო.შესაძლებელია თუ არა მსგავსი რამ. პირადობა მაქვს მისამართის (რეგისტრაციი) გარეშე ,,დავიღალე" 6 თვეში ერტხელ სირბილით და ხელის მოწერტითsmile.gifsmile.gif

Posted by: -eka- 9 Feb 2011, 11:52
QUOTE (shunshura @ 8 Feb 2011, 20:00 )
მოკლედ , სახლში მინდა ჩავეწერო,რომელიც არ არის დაკანონებული მაგრამ 20 წელია ვცხოვრობ.პირადობა მინდა ამ მისამართზე ავიღო.შესაძლებელია თუ არა მსგავსი რამ. პირადობა მაქვს მისამართის (რეგისტრაციი) გარეშე ,,დავიღალე" 6 თვეში ერტხელ სირბილით და ხელის მოწერტითsmile.gifsmile.gif

პირადობის მოწმობაში მისამართი იწერება იმ მისამართზე არსებული ქონების მესაკუთრის თანხმობით.
დაარეგისტრირე ბინა საჯაროში და ჩაგიწერენ მისამართს თუ შენს საკუთრებაში იქნება არავის თანხმობა არ დაგჭირდება smile.gif

Posted by: MicroLab 10 Feb 2011, 22:22
ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება ვიპოვო ინფორმაცია იმის შესახებ ადევს თუ არა ყადაღა ჩემს სახლს... რეესტირის საიტზე იყო რაღაც ეგეთი მგონი მაგრამ აჭრელებული დიზაინის გამო ვეღარ ვიპოვე,,,

Posted by: gvantsa_7 10 Feb 2011, 22:35
https://public.reestri.gov.ge/NAPRLMR/

Posted by: Lacrimosa_ 10 Feb 2011, 22:46
ჩიპიანი პირადობები როცა შემოვა, ძველი პირადობებიც გამოიყენება პარალელურად თუ აუცილებელი იქნება გამოცვლა?

Posted by: MicroLab 10 Feb 2011, 23:41
gvantsa_7
მადლობა გაიხარე...

Posted by: -eka- 11 Feb 2011, 10:29
QUOTE (Lacrimosa_ @ 10 Feb 2011, 22:46 )
ჩიპიანი პირადობები როცა შემოვა, ძველი პირადობებიც გამოიყენება პარალელურად თუ აუცილებელი იქნება გამოცვლა?

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის ეგ საკითხი. მე პირადად ეხლა ვაპირებ შევცვალო.
ისე, ამბობენ რომ სავალდებულო არ იქნება შეცვლა თუ ვადიანი გექნება პირადობა, რავი რას გადაწყვეტენ

Posted by: kalanda_kalanda 20 Feb 2011, 20:19
უკაცრავად რომელი რაიონის თანამშრომელი ბრძანდებით?

Posted by: Mr-Banks 20 Feb 2011, 20:29
რა მაინტერესებს, საიტზე ვნახე, რომ სადაც ცხოვრობ, იმ რაიონის ტერიტორიულ ორგანოში მისვლა აღარ გჭირდება და პირადობის მოწმობის შეცვლაზეც ვრცელდება ეს სიახლე? თუ პირადობა იქ უნდა აიღო, სადაც ჩაწერილი ხარ?

Posted by: kalanda_kalanda 20 Feb 2011, 22:28
Banks
პირადობას იქ იღებ სადაც ჩაწერილი ხარ. მხოლოდ საზვარგარეთის პასპორტის აღების უფლეგა გაქვს ნებისმიერ უბანში

Posted by: 7903251 24 Feb 2011, 19:11
მეგობრებო, საკმაოდ კარგი ამბავი უნდა მოგახსენოთ!


სამოქალაქო აქტების რეგისტრაციების დროს მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა. ახალი სერვისის პრეზენტაცია დღეს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ გამართა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, სახლის გვარის (მამის სახელის) შეცვლის, განქორწინების, შვილად აყვანის რეგისტრაცია, მამობის დადგენის რეგისტრაცია უკვე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურშია შესაძლებელი. ამ დრომდე მოქალაქეებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია საცხოვრებელი მისამართის მიხედვით უნდა განეხორციელებინათ.

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კუთხით მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ამ სერვისის მისაღებად აღარ მოუწევთ მაინცდამაინც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამოქალაქო რეესტრსი ტერიტორიულ ოფისში მისვლა. მათ შეუძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სამსახურში მიიღონ სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება,“-განაცხადა ვაშაძემ.






Posted by: revolution 24 Feb 2011, 22:00
სამოქალაქო რეესტრი მარტო სერვისების რეკლამირებით რომ არის დაკავებული, ისიც თქვით გუშინ მთელი დღე ელექტრონული ბაზა, რომ იყო გათიშული და პარალიზებული იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ხალხი აქტებს ვერ არეგისტრირებდა... პრობლემაზე თუ არ ილაპარაკებენ ვერც გადაწყვიტავენ

საკმაოდ სერიოზული პრობლემაა თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ ბაზაზე რამოდენიმე საკმაოდ "სერიოუზული" სახელმწიფო უწყებაა მიბმული და სარგებლობს მათი ბაზით.

ელემენტალურად პასუხისმგებლობის გრძნობა ხომ არის? ვინმემ გავრცელოს იქნებ ინფორმაცია რატომ მოხდა ეს ყველაფერი და ბოდიში თქვას. ალბათ ყველაფერი იმის ბრალია, რომ საახლობლო და სამეგობროთი რომ ხდება თანამშრომლების მიღება..

Posted by: I am the one 25 Feb 2011, 00:08
revolution


კი გათიშული იყო მარა ძალით ხო არ გაგვითიშია? და მნად თანამშრომლების მიღება არაფერ შუაშია ბაზის გათიაშვასთან თანამშრომელი რა შუაშია? ამიხსენი შეიძლება პროგრამისტს დააბრალო მარა პირადობის გამცემი და მბეჭდავი რა შუაშია?

Posted by: dmum23 25 Feb 2011, 10:32
რა მაინტერესებს რო ამბობენ ეს ახალი პირადობები შემოვიდა და აღება სავალდებულოა, მაშინ ფასი რატო ადევს 30 ლარი??? თუ სავალდებულოა მაშინ უფასო უნდა იქოს მე ასე მგონია

Posted by: Kate789 25 Feb 2011, 10:49
QUOTE
რა მაინტერესებს რო ამბობენ ეს ახალი პირადობები შემოვიდა და აღება სავალდებულოა, მაშინ ფასი რატო ადევს 30 ლარი??? თუ სავალდებულოა მაშინ უფასო უნდა იქოს მე ასე მგონია

+50000000000000000
მართლა რა წესია ვერ გავიგე რა.
იგივე ამბავია პასპოსტრებზეც.

Posted by: kalanda_kalanda 25 Feb 2011, 14:45
revolution
ვინ თქვა რომ თანამშრომლად ნათესავები აჰყავთ?

არაა თქვენი ინფორმაცია საბუძვლიანი და ცოტა არ იყოს ტყუილად აყენებთ შეურაცყოფას იქაურ ნათამშრომლებს.

Posted by: dato379 25 Feb 2011, 15:18
სამოქალაქო რეესტრში სტაჯირება რომ არის გამოცხადებული მანდ როგორ იქნება გამოცდის ჩაბარება თუ იცით?

კიდევ მაინტერესებს ამ სტაჯირების გავლის შემდეგ თუ აიყვანენ თანამშრომლებს?

მადლობა წინასწარ
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: 7903251 25 Feb 2011, 15:31
dato379




სტაჟირება ნამდვილად არის გამოცხადებული.... აქ ბევრმა იცი თუ როგორ ვარ დაინტერესებული ამ საქმით და არც თუ ისე თანამშრომელი ვიქნები რეესტრში. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვარ და იმის გამო რომ დამამთავრებელ კურსზე არა ვარ არ უნდათ რომ კონკურსში მონაწილეობა მივიღო.... არადა დარწმუნებული ვარ რომ შემწევს ძალა სხვას კონკურენცია გავუწიო...


რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა, იქ წერია უმაღლესი განათლების მქონე პირი უნდა იყოს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, და სპეციალობოას სულ არ აქცევენ ყურადღებას.....




rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif




პ.ს. სტაჟირება არ მაწყენდა...

Posted by: kalanda_kalanda 25 Feb 2011, 15:38
dato379
სტაჟირების მერე გამოცდებს ჩაგაბარებინებენ და წარმატებით ჩაბარების შემხვევაში შტატში აყავხარ. კი უმეტესობას ასე იყვანენ ჯერ სტაჟირება და მერე შტატი.

Posted by: 7903251 25 Feb 2011, 15:54
kalanda_kalanda



QUOTE
სტაჟირების მერე გამოცდებს ჩაგაბარებინებენ და წარმატებით ჩაბარების შემხვევაში შტატში აყავხარ. კი უმეტესობას ასე იყვანენ ჯერ სტაჟირება და მერე შტატი.



მერე მე მეტს კი არაფერს ვითხოვდი.... სტაჟირებისთვის შესარჩევ კონკურსში არ მიშვებენ!



Posted by: dato379 25 Feb 2011, 16:40
QUOTE
kalanda_kalanda


სტაჯირების გამოცდა რა სახით ჩატარდება ხომ არ იცი? ტესტირება იქნება ალბატ ხომ? საერთოდ არ მქონია შეხება კანონებთან და ერტ რამეს 3ჯერ ვკითხულობ აზრს რომ ჩავწვდე...


თუ ვინმეს გაქვთ ჩაბარებული სტაჯირების გამოცდა იქნებ გამიზიაროთ გამოცდილება... მირჩიოთ რამე.. 2kiss.gif

Posted by: I am the one 25 Feb 2011, 21:25
სტაჟირებაზე მგონი თვითონაც არ იციან ზუსტად კადრებში სავარაუდოდ ტესტირება ჯერ.

Posted by: revolution 25 Feb 2011, 21:27
I am the one
მართალია სხვა თანამშრომელი არაფერ შუაშია. აქ ლაპარაკია გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე. საქმის მცოდნე და თავისი საქმის მოყვარული IT თანამშრომელი უნდა აიყვანო და არა სხვისი კარნახით თუ დარეკვით მიღებული

აქ კიდევ სხვა რაღაცაზეა ლაპარაკი: ვინმეს უნდა გაევრცელებინა ინფორმაცია რა ხდებოდა და როდისთვის ვარაუდობდნენ აღდგენას

Posted by: teo_charkviani 26 Feb 2011, 17:39
dato379

შარშან ვიყავი მე სტაჟირებაზე და მხოლოდ გასაუბრება იყო.. წელს არ ვიცი, შეიძლება ჯერ ტესტირება და მერე გასაუბრება იყოს.. ენივეი მოამზადე ის კანონები, რაც საიტზე დევს და ყველაფერი კარგად იქნება)))) წარმატებები!

Posted by: 7903251 26 Feb 2011, 18:05
teo_charkviani



QUOTE
შარშან ვიყავი მე სტაჟირებაზე და მხოლოდ გასაუბრება იყო.. წელს არ ვიცი, შეიძლება ჯერ ტესტირება და მერე გასაუბრება იყოს.. ენივეი მოამზადე ის კანონები, რაც საიტზე დევს და ყველაფერი კარგად იქნება)))) წარმატებები!





რომ მივიდე წერეთლის 67ა –ში ღირს ნეტა? არ ვარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი!

Posted by: teo_charkviani 26 Feb 2011, 18:10

* * *
7903251


არ ვიცი, არამგონია.. მიდი მაინც ან კადრების ნომერზე დარეკე, თუ არა და მომავალ წელს გადი)) რომელ კურსზე ხარ?

Posted by: dato379 26 Feb 2011, 20:07
QUOTE
teo_charkviani


დიდი მადლობა...smile.gif

სტაჯირება ალბათ კოველ წელს არის სამოქალაქო რეესტრში, აი მუშაობას თუ დავიწკებ მერე ეგაა საკითხავი

Posted by: dato379 28 Feb 2011, 00:03
ნუთუ არავის არ გაქვთ საბუტები სამოქალაქო რეესტრში სტაჯირებაზე შეტანილი რატომ არაფერს არ წერთ?
გამიზიარეთ გამოცდილება რაა ძალიან მინდა ტესტირების ჩაბარება wink.gif

Posted by: @S@A@D@ 28 Feb 2011, 00:06
dato379
მე ვაპირებ შეტანას?შეიტანე უკვე?ტესტირება როგორი იქნება ნეტა?რამდენი ქულიანი და რამდენი საკითხი?smile.gif...და ამის შემდეგ იქნება გასაუბრება...3 თვიანი არის ხო სტაჟირება?

Posted by: dato379 28 Feb 2011, 00:25
@S@A@D@
QUOTE
მე ვაპირებ შეტანას?შეიტანე უკვე?ტესტირება როგორი იქნება ნეტა?რამდენი ქულიანი და რამდენი საკითხი?...და ამის შემდეგ იქნება გასაუბრება...3 თვიანი არის ხო სტაჟირება?


მე გავაგზავნე ცვ და ვნახოთ რა იქნება, საიტზე მითითებულია ლიტერატურა და მაგას ვკითხულობ...
არ ვიცი რა სახით იქნება ტესტირება

იქნებ იცოდეს ვინმემ და გვითხრას??????????? 2kiss.gif

Posted by: giorgi1973 28 Feb 2011, 16:36
http://forum.ge/?act=ST&f=79&t=34217887&st=75#entry24231338

Posted by: Anna Ricci 28 Feb 2011, 23:45
რადგან გამოცხადებულია ტესტირება, ჩემი აზრით, მოცემული იქნება კანონი და სავარაუდო პასუხები, ანუ წერილოითი ფორმის იქნება, რა თქმა უნდა სწორი უნდა დააფიქსიროს კონკურსანტმა. საინტერესოა რამდენ პროცენტიანი ბარიერი იქნება გადასალახი.
საბუთების მეილზე გადაგზავნა საკმარისი არ იქნება? (ყეველ შემთხვევაში ასე აქვთ მითითებული smile.gif )

Posted by: fsiqea 11 Mar 2011, 15:23
@S@A@D@
dato379
http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=19
მასალები აქ არის..
მაინტერესებს თუ ვინმეს დაგაიკავშირდნენ, მეც მაქვს გაგზავილი CV და ჯერ არაფერი ისმის..

Posted by: criminal20 14 Mar 2011, 22:17
ესეიგი რა მაინტერესებს კომუნალურები მომდის ბინის ძველი პატრონის სახელზე და რა არის საჭირო რომ ჩემ სახელზე მოვიდეს?

Posted by: bohiko 16 Mar 2011, 18:59
არ ვიცი თემასთან თუ არის კავშირში ჩემი შეკითხვა, მაგრამ მაინტერესებს თუ შეუძლია საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს პირადობის მოწმობის აღება ?




Posted by: 7903251 16 Mar 2011, 22:02
bohiko



QUOTE
არ ვიცი თემასთან თუ არის კავშირში ჩემი შეკითხვა,



პირდაპი კავშირშია....



QUOTE
მაგრამ მაინტერესებს თუ შეუძლია საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს პირადობის მოწმობის აღება ?


ჩემთვის რამდენადაც ცნობილია საზღვარგარეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ონ-ლაინ რეჟიმში გამოიწერონ მოქალაქის პასპორტი რითაც დგინდება მისი პირადობა საზღვარგარეთ --- ხოლო თუ პირადობის მოწმობა გსურ, რომელიც მოქმედია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არამგონია ონ-ლაინში შეგეძლოს მაგის შეკვეთა...



პ.ს. სკაიპში დაურეკე რეესტრის თანამშრომელს, რომელიც ემსახურება ამგვარ საკითხებს: skype: passport.gov.ge


Posted by: revolution 16 Mar 2011, 23:21
მორიგი არაკომპტენტურობა, თუ რა შეიძლება დაერქვას ამას: რას ნიშნავს დღევანდელი ეს განცხადება "გაუუქმდება პირადობის მოწმობა"?

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ამ ბმულზე შეგვიძლია ვიხილოთ მთლიანად შინაარსი http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49&info_id=1573

ე.ი. უძრავი ქონების მესაკუთრეს დააძალებენ ვინმე ჩაწეროს თავის ბინაში?

დასუფთავების სამსახურის და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს წისქვილზე ასხამენ წყალს და მაგათ კიდევ წყალი უნდათ? რომელი საუკუნეა? ინტერნეტი არ არის თუ იურისტები?

Posted by: VAZI 18 Mar 2011, 22:25
..

piradobis motsomobisathvis saachiroa saqarThveloshi kophna.


Skhvanairad basta.

Posted by: akkai 22 Mar 2011, 20:07
მჭირდება ცნობა :
1) საინფორმაციო ბარათი;
2) ცნობა სულადობის შესახებ

ამის ასაღებად ოჯახის წევრების პირადობებიც საჭიროა თუ მარტო ერთით (ჩემით) მომცემენ?

მადლობა

Posted by: Mr-Banks 22 Mar 2011, 21:10
akkai

საკუთარი საინფორმაციო ბარათის აღება უფასოა 5 დღის შემდეგ.

სულადობის შესახებ ცნობა ანუ რამდენი ადამიანია ჩაწერილი შენ საკუთრებაში არსებულ ბინაში? ამაზე პასუხი არ ვიცი. ისე კი, მაგათ ბაზაში ჩანს, რამდენი სულია ჩაწერილი ერთ მისამართზე.....

revolution
ეგ სტატია მეც ვნახე და ეს ვერ გავიგე: "მისი თქმით, რეალური საცხოვრებელი მისამართის მიხედვით რეგისტაცია აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქე შესაძლებელია რეგისტრაციიდან ბინის ახალმა მესაკუთრემ მოხსნას, რის გამოც მას გაუუქმდება პირადობის მოწმობა." ანუ მესაკუთრემ შეიძლება მოხსნას რეგისტრაციიდან და თვითონ რეესტრს შეუძლია? და ვთქვათ, თუ პირადობას გამიუქმებენ, პასპორტით არ მომემსახურებიან? biggrin.gif გამეცით ამაზე პასუხი. biggrin.gif

bohiko

პირადობის მოწმობიოს ასაღებად აუცილებლად უნდა მიხვიდე იმ რაიონულ განყოფილებაში, სადაც ამჟამად ჩაწერილი ხარ. პირადობას მოგცემენ მხოლოდ შენ და ისევ შენ და არავის სხვას შენს გარდა. biggrin.gif

Posted by: I am the one 22 Mar 2011, 22:56
QUOTE (akkai @ 22 Mar 2011, 20:07 )
მჭირდება ცნობა :
1) საინფორმაციო ბარათი;
2) ცნობა სულადობის შესახებ

ამის ასაღებად ოჯახის წევრების პირადობებიც საჭიროა თუ მარტო ერთით (ჩემით) მომცემენ?

მადლობა

1. საინფორმაციო შენ თავზე აიღებ პირადობით 10 დღეში უფასოა, 5 დღეში 2 ლარი 2 დღეში 5 ლარი ნებისმიერ ტერიტორიულში

2. სულადობა მიხვალ პირადობით მისამართი თუ იგივე გაქ, ვადები იგივეა იმავე დღეს ორივე 10 ლარია

Posted by: luckyluck 22 Mar 2011, 22:59
გამარჯობათ


რა არის საჭირო იმისთვის რომ რუსეთის მოქალაქემ მიიღოს ორმაგი მოქალაქეობა საქართველოსთან ?


საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება აქვს და თბილისშია დაბადებული

Posted by: akkai 22 Mar 2011, 23:08
Mr-Banks
I am the one
მადლობა:

Posted by: bohiko 22 Mar 2011, 23:47
Mr-Banks
ანუ რადგან არ ვარ საქართველოში, ვერ ავიღებ პირადობას ხომ ?

Posted by: givargi05 23 Mar 2011, 10:57
გამარჯობათ კითხვა მაქ თუ შეიძლება.
ვიყიდე ბინა რომელიც ჩემ სახელზე გავაფორმე და რა პროცედურები უნდა რო ახალი პირადობა ავიღო?სხვა ბინაში ვარ ჩაწერილი ამჯამად.
მეორე კითხვა: ჩემი მეუღლეც მინდა ჩავწერო ახალ ბინაში და რა პროცედურები იქნება საჭირო?

Posted by: Mr-Banks 23 Mar 2011, 13:24
bohiko


ვერ აიღებ..................


givargi05
საჯარო რეესტრის ამონაწერი მიგაქვს სამოქალაქო რეესტრში და ეუბნები, რომ გინდა ახალი პირადობის მოწმობა და რომ მფლობელი შენ ხარ. სულ ეგააა.... საჯაროდან ამონაწერი არ დაგავიწყდეს....

Posted by: givargi05 23 Mar 2011, 13:47
Mr-Banks
გაიხარე დიდი მადლობა.

Posted by: No Regrets 30 Mar 2011, 14:00
არ ვიცი დაისვა თუ არა უკვე ეს შეკითხვა:

მოკლედ 2009-ში გავყიდეთ ბინა, რამოდენიმე დღის წინ დამირეკა ახალმა მეპატრონემ
და მთხოვა მივსულიყავი შესაბამის სტრუქტურაში და ჩავწერილიყავი ახალ მისამართზე
დღემდე მისდის ჩვენს გამო წყლის და დასუფთავების დავალიანება.
თვითონ მეპატრონეს არ შეუძლია დაწეროს განცხადება, რომ მის ბინაზე "მიწერილი" პიროვნებები
იქ არ ცხოვრობენ და ამოწეროს?
ეს ძალიან მაინტერესებს, ვინაიდან იმ ბინის გაყიდვის შემდეგ ვიყიდე ბინა, ძველი მეპატრონის კოორდინატები არ მაქვს
არადა მეც მომდის მათი სულადობით წყალზე და დასუფთავებაზე დავალიანება,
ანუ მე არ მაქვს უფლება რომ ეს ადამიანები ამოვწერო ბინიდან როგორც ბინის მესაკუთრეს?

რა უნდა ვქნა თუ ძველი მეპატრონის საკონტაქტო ინფორმაცია არ მაქვს და ვერ ვუკავშირდები?

რაღაც ძალიან გაუგებარია
და იქნებ არ დამზარდეთ და ამიხსნათ რა ვქნა?

Posted by: I am the one 30 Mar 2011, 16:56
No Regrets


მიხვალ ნებისმიერ ტერიტორიულში აიღებ ცნობას რამდენი სულია რეგისტრირებული და თან გეტყვიან გვარებს თუ ისეთი ხალხია ვინც არ ცხოვრობს შენი განცხადებით და მეზობლების დასტურით მოხსნიან რეგისტრაციიდან smile.gif

Posted by: walled 30 Mar 2011, 20:44
მაინტერესებს დიდ დიღომში ვართ ჩაწერილი 5 ადამიანი მაგრამ იქ სახლი დაკეტილია და ვცხოვრობთ პლეხანოვზე ახლობლის სახლში სადაც ჩაწერილია 1 ადამიანი და იხდის ყველა გადასახადს 1 სულზე მე კი სადაც ვარ ჩაწერილი იქ ვიხდი 5 სულზე ამ თვეში მოვიდა გადასახადი 7 ადამიანზე არ გადავიხადე შვიდის გადავიხადე როგორც ადრე დიღომში და აქ ერთის მოვიდნენ და შუქს მითიშავდნენ მივედი სადგაც უბედურებაში წყალკანალში და არც ამიხსნეს არაფერი მომაჩეჩეს რაგაც სხდომა მოიწვიეო და გამომიშვეს ხო და ამდენი დავცერე უკაცრავად და ამათ შიგ ხო არ აქვთ ადრე თუ ერთი იყო ეხა 7 როგორ გაჩდა ვის მივმართო იქნებ ვინმეს გქონიათ ეგეთი შემხვევა როგორ მოაგვარეთ მაინც მომიწევს ამ ფულის გადახდა ? მადლობთ ყურადღებისვის smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: I am the one 30 Mar 2011, 22:08
walled


შეგიძლია სულადობის ცნობა აიღო ჩვენთან და აწი გაასწორო მარა ძველზე მართლა არ ვიცი

Posted by: walled 30 Mar 2011, 22:31
გაიხარე პასუხისთვის ვნახავ აბა მაგრამ როგორც ვიცი ჩემს მეზობელს რომ უნდოდა ეგ ცნობა უთხრეს რო ეგ საიდუმლოაო და არ მისცეს მართლა ეგრეა ? მისცეს ცნობა სადაც ეწერა რომ ეზოში 11 კაცი იყო ჩაწერილი მოკლედ თავისი სახლის არ მისცეს ეგრედ წოდებული იტალიური ეზოა

Posted by: my_sweet_november 31 Mar 2011, 18:57
სტაჟირების პროგრამა რომ არის გამოცხადებული სამოქალაქო რეესტრში , პროკურატურაში შესარჩევ კონკურსზე იყავით ვინმე? smile.gif

Posted by: fsiqea 31 Mar 2011, 19:22
my_sweet_november
დიახ, მე ვიყავი..

Posted by: my_sweet_november 31 Mar 2011, 19:28
fsiqea

მართლა? მეც ვიყავი smile.gif და შედეგებს როდის გამოაცხადებენ ხომ არ იცით? smile.gif ისე რამდენი ქულა გაქვთ საიდუმლო თუ არ არის რა თქმა უნდა...............

Posted by: I am the one 1 Apr 2011, 13:53
QUOTE (walled @ 30 Mar 2011, 22:31 )
გაიხარე პასუხისთვის ვნახავ აბა მაგრამ როგორც ვიცი ჩემს მეზობელს რომ უნდოდა ეგ ცნობა უთხრეს რო ეგ საიდუმლოაო და არ მისცეს მართლა ეგრეა ? მისცეს ცნობა სადაც ეწერა რომ ეზოში 11 კაცი იყო ჩაწერილი მოკლედ თავისი სახლის არ მისცეს ეგრედ წოდებული იტალიური ეზოა

ალბათ ის მისამართი ქონდა ყველას და იმიტო ამოვიდა მაგდენი ადამიანი, უნდა მოხდეს დანომვრა საჯარო რეესტრში და მერე აიღოს ცნობა თავის ბინაზე

Posted by: Grlfona 1 Apr 2011, 13:54
სხვა ოჯახში რო გადავეწერო რა არის ამისთვის საჭირო ?

Posted by: Mr-Banks 1 Apr 2011, 14:02
Gr1fona

ბინის მესაკუთრის თანხმობა

Posted by: tifoza 1 Apr 2011, 14:36
my_sweet_november
QUOTE
სტაჟირების პროგრამა რომ არის გამოცხადებული სამოქალაქო რეესტრში , პროკურატურაში შესარჩევ კონკურსზე იყავით ვინმე?


QUOTE
ისე რამდენი ქულა გაქვთ საიდუმლო თუ არ არის რა თქმა უნდა..........

როგორც მახსოვს 82
fsiqea
QUOTE
დიახ, მე ვიყავი..

მეც ვიყავი და დღეს დამირეკეს დამიბარეს 5 აპრილს თქვენ???


I am the one
პმ მოგწერე ნახე აბა wink.gif

Posted by: my_sweet_november 1 Apr 2011, 15:07

tifoza


მეც დამირეკეს . 85 მქონდა და როგორც ჩანს საკმარისი აღმოჩნდა smile.gif გასაუბრებაზე დამიბარეს smile.gif ორშაბათს smile.gif სათაო ოფისში.

Posted by: tifoza 1 Apr 2011, 15:31
my_sweet_november
QUOTE
მეც დამირეკეს . 85 მქონდა და როგორც ჩანს საკმარისი აღმოჩნდა smile.gif გასაუბრებაზე დამიბარეს smile.gif ორშაბათს smile.gif სათაო ოფისში.

წერეთლის 67ა ? 5 ში 4 საათზე smile.gif

Posted by: my_sweet_november 1 Apr 2011, 16:10

tifoza

QUOTE
წერეთლის 67ა ? 5 ში 4 საათზე



კი, ეს მისამართი მითხრეს smile.gif მე 3 საათზე დამიბარეს smile.gif რავიცი ცოტა კი მეშინია გასაუბრების ......... smile.gif

Posted by: tifoza 1 Apr 2011, 16:15
my_sweet_november
QUOTE
კი, ეს მისამართი მითხრეს smile.gif მე 3 საათზე დამიბარეს smile.gif რავიცი ცოტა კი მეშინია გასაუბრების .........

რაგაცა ხო გითხრეს გადაავლე თვალიო??? მაგეებს გადააავლე თვალი და ეგაა

Posted by: my_sweet_november 1 Apr 2011, 16:31
tifoza

QUOTE
რაგაცა ხო გითხრეს გადაავლე თვალიო??? მაგეებს გადააავლე თვალი და ეგაა



კი, მითხრეს თვალი გადაავლე იმ კანონმდებლობას რაც საიტზე გვაქვსო მითითებული . თქვენც იგივე გითხრეს ალბათ ხომ ? smile.gif

Posted by: tifoza 1 Apr 2011, 16:44
my_sweet_november
QUOTE
კი, მითხრეს თვალი გადაავლე იმ კანონმდებლობას რაც საიტზე გვაქვსო მითითებული . თქვენც იგივე გითხრეს ალბათ ხომ

კიიი ეგ მითხრეს მანდ კანონები კია მაგრამ ვაკანსიაში შეიხედე და კითხვები წერია და მაგ პონტში გადახედე


PM ში მოგწერ და ნახე

Posted by: fsiqea 1 Apr 2011, 20:43
my_sweet_november
tifoza
მე 6-ში დამიბარეს. იცოდეთ მითხარით რა ორსჰაბატს და სამშაბათს რაზე გაგესაუბრებიან, ძაან მაინტერესებს
tifoza
რა კითხვებზე იძახი აბა მეც მომწერე PM-ში... 2kiss.gif

Posted by: tifoza 1 Apr 2011, 22:02
fsiqea
QUOTE
რა კითხვებზე იძახი აბა მეც მომწერე PM-ში

არ ვიჯექი კომპიუტერთან და გვიან დავჯდები და მოგწერ თუ იქნები ან tifoza77 დამამაე სკაიპში და შემოვალ და მოგწერ

Posted by: I am the one 2 Apr 2011, 12:14
ხალხო რაც დევს საიტზე იმათ გადახედეთ სხვა არაფერი იქნება მაგრამ საკმაოდ დიდი მასალააა მანდ და რაც მთავარაი ყურადღებით წაიკითხეთ ძალიან ბევრი ნიუანსია და ძალიან გთხოვთ აქ ნუ განიხილავთ მაგას აქ დასვით კითხვები !!!!

Posted by: Niku7a 8 Apr 2011, 15:18
მეეკითხა საიტს? mad.gif








cry.gif

Posted by: imichael 10 Apr 2011, 14:13
საქართველოს პასპორტის მიღება უცხოეთის მოქალაქეს შეუძლია და როგორი პროცედურაა იქნებ ვინმემ ამიხსნათ?
ზოგადად რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ ჩვენი პასპორტის მიღება და ა.შ. იქნებ გამიშიფროთ smile.gif

Posted by: 7903251 10 Apr 2011, 14:25
imichael



თუ პირი გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არ მქონე, შეუძლია შემოიტანოს განაცხადი ორმაგ მოქალაქობაზე ან მოქალაქეობის მიღება სამოქალაქო რეეტრის ტერიტორიულ სამსახურში.



საქართველოს მოქალაქეობის მიღება

საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები:

ა) პირადი განცხადება საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე (განმცხადებელი ვალდებულია თან იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი);

ბ) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);

გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის) ასლი;

დ) საქართველოში სამუშაო ადგილის ან უძრავი ქონების, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის, ანდა საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;ე) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4.

ვ) შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის (საქართველოს მოქალაქედ მიღების განსაკუთრებული პირობები) შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველმა პირმა სააგენტოში, ტერიტორიულ სამსახურში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს:

ა) პირადი განცხადება საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე (განმცხადებელი ვალდებულია თან იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი);

ბ) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);

გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4;

დ) კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნათა დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, სამეცნიერო ხარისხის, სამხედრო წოდების, კვალიფიკაციის, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის, ინვესტორის, ჯილდოს, პრემიის, საავტორო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, პოლიტიკური პარტიის, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იურიდიული პირების ხელმძღვანელთა შუამდგომლობა ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი).

ვ) შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის (საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირის მიღება საქართველოს მოქალაქედ) შესაბამისად საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულმა მოქალაქეობის მიღების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადი განცხადება საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე (განმცხადებელი ვალდებულია თან იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი);

ბ) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);

გ) საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქორწინების მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ) ასლი;

დ) მეუღლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) საქართველოს ტერიტორიაზე მეუღლესთან ერთად ბოლო 2 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ტერიტორიული სამსახურიდან);

ვ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4.

საფასურები: საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხზე განცხადების შეტანიდან:

ა) 90-ე დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 100 ლარია;

ბ) მე-60 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 200 ლარია.

საქართველოს მოქალაქეობის მსურველმა პირმა მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას უნდა ჩააბაროს გამოცდა სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს კანონმდებლობის ცოდნის შესამოწმებლად. საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხის განხილვისათვის კანონით დადგენილია 3 თვიანი ვადა.




==============================================================================





უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. პირი, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების განცხადებით (იხილე განცხადების ფორმა) მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს პირადად ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);

ბ) პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;

გ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ;

დ) 2 (ორი) ფოტოსურათი;

ე) კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის უფლება არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც მონაწილეობს ან/და უშუალო შეხება აქვს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან. (14.09.2009 N 608)

4. სააგენტო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ასაბუთებენ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირის მიერ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულ ცალკეულ გარემოებებს. (30.01.2009 N 32)



არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა და დაბადების მოწმობა(შესაბასმისი წესით დამოწმებული)




=======================================================


თუ გაგიჩნდება დაბატებითი კითხვები დაწერე და გაგცემ პასუხს.
http://www.cra.gov.ge/
skype: passport.gov.ge
ტელ: 40.10.10

Posted by: imichael 10 Apr 2011, 14:45
7903251
ანუ საქართველოს პრეზიდენტი წყვეტს ვის მიანიჭოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა? smile.gif
ანუ მოქალაქეობას მიიღებენ ისინი ვისაც ჩვენი ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, სწორად გავიგე? smile.gif
აი ვთქვათ ჩვეულებრივმა ფრანგმა მოქალაქემ რომ შემოიტანოს განცხადება მოქალაქეობის მინიჭებაზე მას თუ განსაკუთრებული დამსახურება არ გააჩნია საქართველოს მიმართ პასპორტი/მოქალაქეობა არ გაიცემა? ასეა? smile.gif

დიდი მადლობა პასუხისათვის.

Posted by: 7903251 10 Apr 2011, 15:34
imichael




QUOTE
ანუ საქართველოს პრეზიდენტი წყვეტს ვის მიანიჭოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა?




პრეზიდენტი წყვეტს მინიჭების საკითხს სამოქალაქო რეესტრის დასკვნის საფუძველზე... (როგორც წესი თუ კი დასკვნა დადებითი ხასიათისაა პრეზიდენტი აკმაყოფილებს თხოვნას)


QUOTE
ანუ მოქალაქეობას მიიღებენ ისინი ვისაც ჩვენი ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, სწორად გავიგე?




QUOTE
ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.



განსაკუთრებული დამსახურება და ასე შემდეგ არააა საჭირო.... თუ საბუთები წესრიგში აქვს პრობლემა არ შეექმნება.


QUOTE
აი ვთქვათ ჩვეულებრივმა ფრანგმა მოქალაქემ რომ შემოიტანოს განცხადება მოქალაქეობის მინიჭებაზე მას თუ განსაკუთრებული დამსახურება არ გააჩნია საქართველოს მიმართ პასპორტი/მოქალაქეობა არ გაიცემა? ასეა?




კანონით აუცილებელი პირობა "განსაკკუთრებული დამსახურება" იმისათვის რომ მოიპოვო საქართველოს მოქალაქეობა არაა საჭირო.



ჩემი პოსტი გადაიკითხე კიდევ ერთხელ... შეაგროვე ეგ საბუთები და შეიტანეთ სამოქალაქო რეესტრის სამსახურში განაცხადი - როგორც წესი ყველა იღებს მოქალაქეობას თუ კი არ არსებობს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით დამაბრკოლებელი გარემოებანი.


QUOTE
დიდი მადლობა პასუხისათვის.



მზად ვარ, დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მაქსიმალურად ადექვატური პასუხი მოგწერო.

Posted by: imichael 10 Apr 2011, 16:09
7903251
და აპლიკანტმა არ უნდა გაიაროს ე.წ. ნატურალიზაცია? smile.gif ქართული ენის ცოდნა ა.შ. არ მოეთხოვება? smile.gif
გამოდის რომ ყველას შეუძლია რომ აიღოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა? ხომ შეიძლება ყველამ არ დააფასოს ეს და ცუდად გამოიყენოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ? smile.gif

დავიჯერო ევროპის ქვეყნები ასე მარტივად გასცემენ მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე? smile.gif მაგალითად გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. იქ ხომ ეს ურთულესია და ჩვენთან ასე მარტივი რატომ არის? smile.gif

გმადლობთ კიდევ ერთხელ რომ ყველაფერს დაწვრილებით მიხსნით smile.gif

Posted by: I am the one 10 Apr 2011, 18:27
imichael


თუ არ გინდა შენი მონაცემები მომწერე და გავართულებთ biggrin.gif ეს იმიტომააა რომ ბევრნი გავხდეთ

Posted by: imichael 10 Apr 2011, 18:36
I am the one
givi.gif ჰაჰა

ზოგადად პრიორიტეტი რომელი ქვეყნის მოქალაქეებზე უფროა?
აშშ, ევროპა? smile.gif

ყოფილ საბჭოთა ქვეყნის მოქალაქეებზეც ადვილად გავცემთ მოქალაქეობას და პასპორტს?

Posted by: kuskusa19 11 Apr 2011, 11:35
პასპორტი სად შეიძლება ავიGო?მისამართი იქნებ მითხრათ,ჩაწერილი ვარ სხვა ქალაქში და ვცხოვრობ სხვაგან,ამას აქვს მნისვნელობა?

Posted by: ESTRANGED 11 Apr 2011, 11:39
QUOTE (kuskusa19 @ 11 Apr 2011, 11:35 )
პასპორტი სად შეიძლება ავიGო?მისამართი იქნებ მითხრათ,ჩაწერილი ვარ სხვა ქალაქში და ვცხოვრობ სხვაგან,ამას აქვს მნისვნელობა?

სამოქალაქო რეესტრი სააგენტოში შენი საცხოვრებელი ადგილი მიხედვით. პრობლემა არ რის მაგრამ ეხლა ითხოვენ სადაც ცხოვრობ რეალურად იქ დარეგისტრირდე.

www.cra.gov.ge-ზე შედი და ყველანაერი ინფო დევს.

Posted by: No Regrets 11 Apr 2011, 12:42
ჩემი ბინიდან რომ ვინმე ამოვწერო ამისთვის რა არის საჭირო?
როგორც გავიგე რაღაც განაცხადს ავსებ და ორი მოწმეა საჭიროო
ეს მოწმეები ვინ უნდა იყვნენ - მეზობლები? თუ შეიძლება ჩემს ბინაში
ჩაწერილი ორი სრულწლოვანი პიროვნება იყოს უბრალოდ?
მათი ხელმოწერაა საჭირო თუ უნდა მივიყვანო რეესტრში?

Posted by: 7903251 11 Apr 2011, 16:43
I am the one



QUOTE
თუ არ გინდა შენი მონაცემები მომწერე და გავართულებთ





ჩაგეთვალაააა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



QUOTE
ზოგადად პრიორიტეტი რომელი ქვეყნის მოქალაქეებზე უფროა?






imichael



თუ კი ადამიანს საბუთები აქვს წესრიგში და კანონის შესაბამისად მოითხოვს მოქალაქეობას არც ერთი ქვეყანა არ დაუბრკოლებს პასპორტის აღებას.....




kuskusa19



კუსკუსა მიაკითხე ტერიტორიულ სამსახურს - უყურდღებოდ არ დაგტოვებენ.



No Regrets


QUOTE
ჩემი ბინიდან რომ ვინმე ამოვწერო ამისთვის რა არის საჭირო?




1.საჭიროა უძრავი ნივთის საკუთრების უფლების დამადადასტურებელი დოკუმენტი + პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად!
2.მიიყვანე 3 მეზობელი (პირადობის მოწმობებით) ტერიტორიულ სამსახურში - რათა ხელმოწერით დაადასტურონ, რომ ის პირები ვისი რეგისტრაციიდან მოხსნაც გსურთ ნამდვილად არ ცხოვრობენ უკანასკნელი 6 თვის მანძილზე.

QUOTE
თუ შეიძლება ჩემს ბინაში
ჩაწერილი ორი სრულწლოვანი პიროვნება იყოს უბრალოდ?



არ შეიძლება....




QUOTE
მათი ხელმოწერაა საჭირო თუ უნდა მივიყვანო რეესტრში?




შეგიძლია მეზობლები მიიყვანოთ ტერიტორიულ სამსახურში და იქვე დაადასტურებინოთ ფატი ხელმოწერით ან რეესტრის თანამშრომელი მოიყვანოთ საცხოვრებელ ადგილას და თავად გაესაუბრება მეზობლებს...


(გაითვალისწინე თუ კი თანამშრომელს მოიყვან ადგილზე მისი ტაქსით უზრუნველყოფა შენ გევალება)




წარმატებები!!!

Posted by: Murzaqan 11 Apr 2011, 18:12
ვინმეს თუ შეგიძლიათ მითხრათ, ხომ არაა სადმე ლინკი, საიდანაც მინდობილობის ფორმას გადმოვიწერ.
ერთ პირს უნდა მივანდოთ უძრავი ქონების საჩუქრად მიღება. ასევე N პირის ინტერესების საჯარო რეესტრსა და იუსტიციის სამინისტროში წარმოდგენა. გენერალური მინდობილობა უნდა იყოს მისი სხვისთვის გადაცემის უფლებით.

თუ სადმე არის ასეთი ფორმულარების კრებული საჭიროს თავად გამოვარჩევდი.

Posted by: jurnalistka m 12 Apr 2011, 01:17
კითხვა მაქვს. ყველაფერი იცვლება და ამ რეესტრს და წარბშეკრულ ქალებს რატომ არაფერი ეშველათ? sad.gif

Posted by: 7903251 12 Apr 2011, 14:37
Murzaqan



თუ ხარ საქართველოს მოქალაქე - შეგიძლია სკაიპის მეშვეობით გააფორმო მინდობილობა, ნოტარიუსის დახმარებით.


მე მასე გირჩევ, რომ გააკეთო!







jurnalistka m



QUOTE
კითხვა მაქვს. ყველაფერი იცვლება და ამ რეესტრს და წარბშეკრულ ქალებს რატომ არაფერი ეშველათ?




კითხვა თუ იქნება კონკრეტულ მაგალითზე, ვეცდები გაგცე პასუხი......

Posted by: I am the one 12 Apr 2011, 15:19
QUOTE (jurnalistka m @ 12 Apr 2011, 01:17 )
კითხვა მაქვს. ყველაფერი იცვლება და ამ რეესტრს და წარბშეკრულ ქალებს რატომ არაფერი ეშველათ? sad.gif

კანონში არაფერი წერია მაგაზე მაგრამ დაუნახავობას აქვს ადგილი ალბათ ვინაიდან სტანდარტებს მკაცრად გვთხოვენ და ვიცავთ კიდევაც თუ ვინმემ გაგაბრაზა შეგიძლია უჩივლო ან ცხელ ხაზზე დარეკო 40 10 10

Posted by: 7903251 12 Apr 2011, 20:20
I am the one




QUOTE
შეგიძლია უჩივლო ან ცხელ ხაზზე დარეკო 40 10 10





თქვენის ნებართვით ცხელი ხაზის ნომერს დავამატებ. 40.20.20

Posted by: salomeQ 13 Apr 2011, 01:58
გამარჯობა, მაინტერესებს განქორწინებისთვის რა საბუთებია საჭირო. ორივე მხარე თანამხმაა, დავა არ არსებობს. და კიდევ მაინტერესებს ქორწინების მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში სად შეიძლება მისი აღდგენა. მადლობა წინასწარ.

Posted by: SOPHA 13 Apr 2011, 11:55
გამარჯობათ! რუსეთის მოქალაქისთვის ვიზის გახანგრძლივება 1 წლამდე სამოქალაქო რეესტრში შესაძლებელია?

Posted by: No Regrets 13 Apr 2011, 12:15
7903251
QUOTE
1.საჭიროა უძრავი ნივთის საკუთრების უფლების დამადადასტურებელი დოკუმენტი + პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად!
2.მიიყვანე 3 მეზობელი (პირადობის მოწმობებით) ტერიტორიულ სამსახურში - რათა ხელმოწერით დაადასტურონ, რომ ის პირები ვისი რეგისტრაციიდან მოხსნაც გსურთ ნამდვილად არ ცხოვრობენ უკანასკნელი 6 თვის მანძილზე.


ცოტა ჩამოყალიბდით ხალხო biggrin.gif
დავრეკე გუშინ და მითხრეს 2 და არა 3-იო
არ არის აუცილებელი მეზობელი იყოსო - ნებისმიერი სრულწლოვანიო
რომელს ვენდო?
დამაბნიეთ biggrin.gif


QUOTE
თქვენის ნებართვით ცხელი ხაზის ნომერს დავამატებ. 40.20.20


ამაზე ვრეკავ და მეუბნება:
გამარჯობათ, თქვენ დაუკავშირდით პე-ეს-პე აფთიაქს ...
biggrin.gif

ეხლა ვნახე საიტზე და საინფორმაციოს ნომერია 40 10 10

Posted by: makku 13 Apr 2011, 21:55
my_sweet_november
tifoza
fsiqea

რომელიმეს დაგირეკეს გასაუბრების მერე? boli.gif

Posted by: my_sweet_november 13 Apr 2011, 23:11
salomeQ

ერთობლივი განცხადებით იმ მეუღლეთა განქორწინების რეგისტრაცია, რომელთა შორის დავა არ არსებობს, ხორციელდება მეუღლეთა მიერ განქორწინების თაობაზე ერთობლივი განცხადების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის გასვლისთანავე, თუ ამ ვადაში ერთ-ერთი განმცხადებელი მაინც უარს არ განაცხადებს განქორწინებაზე. განქორწინების რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერზე განმცხადებლის ხელმოწერა არ სრულდება.

Posted by: 7903251 14 Apr 2011, 15:24
No Regrets

QUOTE
ცოტა ჩამოყალიბდით ხალხო
დავრეკე გუშინ და მითხრეს 2 და არა 3-იო




უკაცრავად, ცვლილება შესულა....




QUOTE
არ არის აუცილებელი მეზობელი იყოსო - ნებისმიერი სრულწლოვანიო
რომელს ვენდო?
დამაბნიეთ




როგორც წესი ნდობა უნდა გამოიტახატოს იმ პირის მიმართ, რომელიც არის უფლებამოსილი და პასუხისმგებელი - ასე, რომ იმოქმედე შესაბამისად.







QUOTE
ამაზე ვრეკავ და მეუბნება:
გამარჯობათ, თქვენ დაუკავშირდით პე-ეს-პე აფთიაქს ...





ცხელი ხაზის ნომერია: 40.40.20



http://www.cra.gov.ge/

Posted by: tifoza 18 Apr 2011, 17:43
makku
QUOTE
რომელიმეს დაგირეკეს გასაუბრების მერე

ჩემთვის არ დაურეკიათ

Posted by: makku 19 Apr 2011, 16:19
tifoza

არც ჩემთვის. ვინმეს დაურეკეს საერთოდ თუ ჩვენ დაგვბრაკეს ? biggrin.gif

Posted by: tifoza 19 Apr 2011, 23:03
makku
QUOTE
არც ჩემთვის. ვინმეს დაურეკეს საერთოდ თუ ჩვენ დაგვბრაკეს

რავიცი რავიცი

Posted by: I am the one 21 Apr 2011, 22:10
tifoza

ტიფოზა ტოტი ხარ? smile.gif ავლაბრელი?

Posted by: tifoza 22 Apr 2011, 18:59
I am the one
QUOTE
ტიფოზა ტოტი ხარ? smile.gif ავლაბრელი?

არა smile.gif

Posted by: Nasty 22 Apr 2011, 19:06
I am the one
პირადობის მოწმობას გასდის ვადა და რა ხნით ადრე უნდა ჩავაბარო, სად და რა არის ამისთვის საჭირო? ქვეყნიდან გასვლაც მიწევს ხოლმე და ვადის გადაცილების მერე რომ შევიტანო ჯარიმა იქნება რამე? მოკლედ იქნებ დამაკვალიანო რა და როგორ ჯობია.

მადლობა წინასწარ

Posted by: Robert_De_Niro 22 Apr 2011, 19:28
makku
QUOTE
ჩემთვის. ვინმეს დაურეკეს საერთოდ თუ ჩვენ დაგვბრაკეს ?

კი კი ნუ ნერვიულობთ დაურეკეს ჩემს მამიდაშვილს, ან გადარეკეთ თვითონ

Posted by: lawyer55 22 Apr 2011, 23:30
QUOTE (Nasty @ 22 Apr 2011, 19:06 )
I am the one
პირადობის მოწმობას გასდის ვადა და რა ხნით ადრე უნდა ჩავაბარო, სად და რა არის ამისთვის საჭირო? ქვეყნიდან გასვლაც მიწევს ხოლმე და ვადის გადაცილების მერე რომ შევიტანო ჯარიმა იქნება რამე? მოკლედ იქნებ დამაკვალიანო რა და როგორ ჯობია.

მადლობა წინასწარ

არა მაგაზე ჯარიმა არ იქნება უბრალოდ არ უნდა დაკარგო, ანუ თუ დაკარგავ მაშინ არი ჯარიმა. შეცვლა უფასოა

Posted by: I am the one 25 Apr 2011, 12:31
QUOTE (Nasty @ 22 Apr 2011, 19:06 )
I am the one
პირადობის მოწმობას გასდის ვადა და რა ხნით ადრე უნდა ჩავაბარო, სად და რა არის ამისთვის საჭირო? ქვეყნიდან გასვლაც მიწევს ხოლმე და ვადის გადაცილების მერე რომ შევიტანო ჯარიმა იქნება რამე? მოკლედ იქნებ დამაკვალიანო რა და როგორ ჯობია.

მადლობა წინასწარ

მიდი იმ რაიონის სრს ტერიტორიულ სამსახურში სადაც ცხოვრობ, გადაიღე ორი ფოტო ჩააბარებ მაგ პირადობას და 10 სამუშაო დღეში მოგცემენ ახალ პირადობას უფასოდ, თუ ეხლა სხვაგან ცხოვრობ და სხვაგან იყავი ჩაწერილი ახალ ბინაში რეგისტრაციისთვის დაგჭირდება მესაკუთრის თანხმობა ან თუ მესაკუთრე ხარ საჯარო რეესტრის ამონაწერი.

Posted by: quchi 27 Apr 2011, 10:30
გამარჯობათ

ჩემ ძალიან შეჭირვებულად მცხოვრებ მეზობელს აქვს პირადობის მოწმობაში პრობლემა.
პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ პირადობის მოწმობაში ბინის ნომერი უწერია შეცდომით,რის გამოც ვერ მიიღო ვაუჩერი.მე ურჩიე მისულიყო სამოქალაქო რეესტრში,სადაც უთხრეს რომ საჭირო იყო ცნობა საჯარო რეესტრიდან,ბინა არ ააქვს პრივატიზებული,რის გამოც ეს ცნობაც ვერ გააკეთა.

რითი შეიძლება ამ ოჯახს დავეხმაროთ?
როგორც გითხარით არის ძალიან გაჭირვებულები,მაგრამ სოციალური ქულა არ ააქვს, რადგან ერთერთ წარმოებაში მუშაობს დამლაგებლად.
წინასწარ გიხდით მადლობას გამოხმაურებისათვის

Posted by: fsiqea 27 Apr 2011, 16:15
makku
არც მე გენაცვალე.

Robert_De_Niro
შენ 22-ში დაპოსტე და მაგ დღეს გადავრეკე საღამოს ცხელ ხაზზე და ამ კვირაშიც გასაუბრება მიმდინარეობდა და ალბათ მომავალ კვირას შეარჩევენო, ზუსტად ვერ გეტყვითო და 22-მდე როგორ დაურეკავდნენ ვინმეს. aba.gif

Posted by: 7903251 27 Apr 2011, 20:54
quchi



ჯერ გაარკვიე შეცდომა რა მიზეზით არის დაშვებული... რეესტრმა დაუშვა შეცდომა თუ პირი მეზობელთანაა რეგისტრირებული!!!??? ეს მომენტი ჩემთვის ამოუცნობია და გაარკვიე კარგად....

თუ რეესტრმა დაუშვა შეცდომა - ძველ პირადობას ახლით შეუცვლიან... (ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ სურათის გადაღება მოუწევს, რომელიც რათქმაუნდა დამატებით ხარჯს მოითხოვს.)


ცოტა არ იყოს და გაურკვეველი სიტუაციაა ჩემთვის...

თუ ბინა არ გახლავთ პრივატიზირებული და მითუმეტეს საჯარო რეესტრში დარეგისტრირეული მაშინ, რის საფუძველზე მოხდა პირის დარეგისტრირება მისამართზე? ორდერის? თუ ორდერის საფუძველზეა რეგისტრირებული მაშინ ორდერი წარადგინოს კვლა...



რეესტრის თანამშრომლები შემოვლენ და ალბათ ისინი უფრო კომპეტენტურ პასუხს გაგცემენ, მაგრამ მე შემიძლია გირჩიო დარეკო სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლის პირდაპირი კომპეტენტიაა უზრუნველყოს ვაუჩერებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 944-911, 509-509, 910 046



აუხსენი სიტუაცია და გაგცემენ ამომწურავ პასუხს!




Posted by: quchi 28 Apr 2011, 12:39
7903251
დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის

მართლაც მეზობლის ბინაშია რეგისტრირებული.ანუ 40 ბინიან სახლში არის 1 ნომერი, რომელის ორ ოჯახს ეკუთვნის.
ბინა არის გარდაცვლილი დედის სახელზე და შუქის ფულსაც გარდაცვლილი პირის სახელზე იხდის.

კიდევ დავაზუსტებ ინფორმაციას

Posted by: imichael 28 Apr 2011, 17:01
ერთი რამ მაინტერესებს smile.gif

მამაკაცს შეუძლია რომ მის გვარზე ასევე დედის გვარიც დაუმატოს? smile.gif
ანუ ვთქვათ იაშვილი-ლაშხი? smile.gif

იაშვილი ნამდვილი გვარი
ხოლო ლაშხი დედის მხრიდან.

თუ ხდება ასეთი რამ საერთოდ? smile.gif

Posted by: 7903251 28 Apr 2011, 18:53
imichael


ვის გვარსაც გინდა იმის გვარს ატარებ და როგორი ფორმითაც გსურს....


მიდი სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურში... მომსახურების საფასური თუ არა ვცდები 50 ლარია.

Posted by: imichael 28 Apr 2011, 19:26
7903251

ზოგადად ბევრია ეს შემთხვევა რომ კაცს მამის+დედის გვარი ერთად ჰქონდეს? და რეესტრში ასეთი შემთხვევები რამდენად ხშირია?
და პასპორტში ანუ ტირეთი ჩაიწერება ესე "იაშვილი-ლაშხი" და ინგლისურადაც "IASHVILI-LASHKHI" ესე ?


Posted by: 7903251 28 Apr 2011, 20:22
imichael

QUOTE
და პასპორტში ანუ ტირეთი ჩაიწერება ესე "იაშვილი-ლაშხი" და ინგლისურადაც "IASHVILI-LASHKHI" ესე ?




დიახ....


QUOTE
ზოგადად ბევრია ეს შემთხვევა რომ კაცს მამის+დედის გვარი ერთად ჰქონდეს?



დილამშვიდობი საქართველოს გადაცემა რომაა რუსთავი 2-ზე, წამყვანი გახლავთ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.... მამასისმა ზუსტად იგივე გააკეთა რისი გაკეთებაც შენ გსურს გვარის კორექტირებაში...


შეგიძლია იხილო სტატიაც...http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id=904&rubr_id=4&jurn_id=42




QUOTE
და რეესტრში ასეთი შემთხვევები რამდენად ხშირია?



ამაზე პასუხს ვერ გაგცემ!

Posted by: I am the one 28 Apr 2011, 20:48
მოკლედ მეც და კიდევ ერთი რეესტრის თანამშრომელიც იშვიათად შემოვდივართ როგორც ჩანს ამ ფორუმზე ან სანამ ჩვენ გაგცემთ პასუხებს სხვები გცემენ რომელიც ხშირად არასწორია. გთხოვთ დაელოდოთ ჩვენს პასუხებს ან ნახოთ www.cra.gov.ge ზე ყველა მომსახურეობასთან დაკავშირებით დეტალებში წერია. თუ რამეს ვერ იპოვით დარეკოთ 40 10 10 ზე ან 40 20 20 ზე სააგენტოს ცხელს ხაზზე.
* * *
ესეც ერთი ახალი ამბავი და ძალიან მნიშვნელოვანი

http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49&info_id=1642

Posted by: quchi 28 Apr 2011, 21:10
7903251
ვაუჩერის საკითხი მოგვარდა.

რეგისტრაცია მოხდა ორდერის საშუალებით.
ანუ ეს ორდერი და სურათი საკმარისია იმისათვის რომ პირადობა შეიცვალოს?და არ არის საჭირო მემკვიდრეობის მიღებასთან და პრივატიზაციასთან დაკავშირებული მთელი პროცედურები?

ხვალ მისვლას ვაპირებ სამოქალაქო რეესტრში და მაინტერესებს თუ არის ასე მარტივად შესაძლებელი ამ საქმის გამოსწორება?

Posted by: I am the one 28 Apr 2011, 21:14
quchi


ზუსტი პრობლემა დამიწერე და გაგცემ პასუხს

Posted by: quchi 28 Apr 2011, 21:32
I am the one

პირადობის მოწმობაში აქვს შეცდომით მითითებული ბინის ნომერი,
პირადობის მოწმობის შეცვლისას თუ არის საკმარისი ბინის მიღების ორდერის წარდგენა იმის დამადასტურებლად რომ ამ ბინის მცხოვრები ნამდვილად ეს პიროვნებაა?
არის ძალიან გაჭირვებული ოჯახი,ბინა პრივატიზებული არ ააქვს.გარდაცვლილი დედის სახლზე იხდის დღემდე გადასახადებს.მთხოვა სამოქალაქო რეესტრში გაყოლა და მინდა რაღაცეები გავარკვიო.როგორც მითხრა ორდერში თითონაც არის მითითებული.

Posted by: I am the one 28 Apr 2011, 22:00
quchi

ზოგადი წესის თანახმად ორდერი არ განიხილება საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად უნდა იყოს საჯაროს ამონაწერი მაგრამ თუ ძალიან გაჭირვებულია და არ აქვს საშუალება და სსრკ- ფორმასაც ნახავენ და ის ბინა უწერია და რაღაც რაღაცა მიზეზების გათვალისწინებით შეიძლება დაუშვან გამონაკლისი. რაც შეეხება გარდაცვლილზე გადასახადებს გარდაცვალებით პირი იხსნება რეგისტრაციიდან და არ უნდა აისახოს სულადობის ცნობაში გარდაცლილი პირი მიიტანე გარდაცვალების მოწმობა და მოხსნიან რეგისტრაციიდან თუ ადრეა გარდაცვლილი სავარაუდოდ პირადობა არ ექნებოდა და შესაბამისად არც რეგისტრირებული არაა მაგ ბინაში როცა გაასწორებს პირადობას აიღოს სულადობის ცნობადა იმის მიხედვით გადაიხდის წყალს და ნაგავს.

Posted by: akkai 28 Apr 2011, 22:04
I am the one
გამარჯობა:

საცხოვრებელი მიწების აზომვითი სამუშაოების ჩატარება საჯარო რეესტრს ეკუთვნის თუ სამოქალაქოს?

მადლობა;

თუ თქვენ..შემდეგ დავსვავ რამოდენიმე კითხვას

Posted by: Mr-Banks 28 Apr 2011, 22:12
რამდენიმე კითხვა მაქვს:

1. ახალი პირადობის მოწმობები როდის შემოვა? აღება სავალდებულოა? ძველი პირადობები უქმდება, თუ ვადის გასვლამდე იქნება?

2. თუ არ ავიღე ეს ახალი პირადობა, პასპორტით არ მომემსახურებიან, სადაც მივალ?

3. თუ მე არ მინდა, ჩავეწერო იურიდიულ მისამართზე იქ, სადაც ვცხოვრობ, რეგისტრაციას გამიუქმებენ? ეგ რას ნიშნავს? პირადობა გაუქმდება და პასპორტიც?

Posted by: quchi 28 Apr 2011, 22:17
I am the one

მადლობა გამოხმაურებისათვის

Posted by: I am the one 28 Apr 2011, 22:35
QUOTE (akkai @ 28 Apr 2011, 22:04 )
I am the one
გამარჯობა:

საცხოვრებელი მიწების აზომვითი სამუშაოების ჩატარება საჯარო რეესტრს ეკუთვნის თუ სამოქალაქოს?

მადლობა;

თუ თქვენ..შემდეგ დავსვავ რამოდენიმე კითხვას

ეგენი საჯაროს ეკუთვნის smile.gif
* * *
QUOTE (Mr-Banks @ 28 Apr 2011, 22:12 )
რამდენიმე კითხვა მაქვს:

1. ახალი პირადობის მოწმობები როდის შემოვა? აღება სავალდებულოა? ძველი პირადობები უქმდება, თუ ვადის გასვლამდე იქნება?

2. თუ არ ავიღე ეს ახალი პირადობა, პასპორტით არ მომემსახურებიან, სადაც მივალ?

3. თუ მე არ მინდა, ჩავეწერო იურიდიულ მისამართზე იქ, სადაც ვცხოვრობ, რეგისტრაციას გამიუქმებენ? ეგ რას ნიშნავს? პირადობა გაუქმდება და პასპორტიც?

1. ზაფხულში შემოვა თავიდან არაა სავალდებული და მერე არ ვიცი რა იქნება ესე ამბობენ ჯერ კონკრეტული ცვლილება არ შესულა.

2. არც მეორე ვიცი ზუსტად მაგრამ სავარაუდოდ პასორტით მოგემსახურებიან თუ მაინც და მაინც პირადობას არ მოითხოვს კონკრეტული დაწესებულება.


3. რაც შეეძლება რეგისტრაციას პირი რომელიც 6 თვეზე მეტია ცხოვრობს სხვაგან ვალდებულია, (უნდა გაიაროს) იმ მისამართზე თუნდაც იმიტომ რომ ძველი ბინის მეპატრონეს არ შეუქმნას პრობლემა თუ მოხსნის მესაკუთრე რეგისტრაციიდან და 6 თვეზე მეტი კდიევ არ გაივლის ახალ მისამართზე დაჯარიმდება 5 ლარით რეგისტრაციის წესების დარღვევისათვის.

Posted by: Mr-Banks 28 Apr 2011, 22:48
I am the one

თუ ორი ბინა მაქვს და მეორეში მინდა ჩაწერა? მაშინ ვის შევუქმნი პრობლემებს? smile.gif ამ შემთხვევაშიც დავჯარიმდები? smile.gif

Posted by: I am the one 28 Apr 2011, 23:37
Mr-Banks


დაჯარიმდები მარტო მაშინ როცა მესაკუთრე მოგხსნის რეგისტრაციიდან და 6 თვე არ გაივლი თუ ბინა შენია არავინ მოგხსნის და შესაბამისად არც არავინ დაგაჯარიემბს

Posted by: Mr-Banks 28 Apr 2011, 23:39
I am the one


უღრმესი მადლობა! გაიხარე! ორივე ბინა ჩემია და ვერავინ მომხსნის. smile.gif გაიხარე!

Posted by: INA-INA 29 Apr 2011, 00:23
ამ წინებზე პირადობა ვნახე რომელიღაც რაიონში გაცემული, ხელი არ მოაწერენიეს ისე დაულამინირეს და ჩაახუტეს biggrin.gif სულ ჯამში 2 მაქვს ნანახი მასეთი biggrin.gif ცოცხალია ანეგდოტია რა.

Posted by: lapd 29 Apr 2011, 21:09
ხვალე მარჯანიშვილის რეესტრი მუშაობს? : )

Posted by: 7903251 30 Apr 2011, 10:48
lapd



შენ ალბათ საჯარო რეესტრი გინდა....
შაბათ-კვირას მანდაც არ მუშაობენ!

Posted by: lapd 30 Apr 2011, 22:22
7903251
QUOTE
30 Apr 2011, 10:48


ვიყავი, დავრწმუნდი, მართალი ხარ mo.gif

Posted by: quchi 2 May 2011, 09:57
I am the one
სამწუხაროდ გამონაკლისი შემთხვევა არ გამოიყენეს ჩემი მეზობლის შემთხვევაში.
ანუ ჩემი შეხედულებით სამართლიანადაც ასეთი პასუხი გამცენ ,რომ მათ ჭირდებოდათ იურიდიულად იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ეს ბინა არ გასხვისდა ორდერის გაცემიდან დღემდე და ეხლაც არის აღნიშნული პირის მფლობელობაში.რასაც ორდერის საფუძველზე ვერ დაადგენდნენ.

Posted by: sonex2009 2 May 2011, 17:00
ამიხსენით თუ შეილება ქორწინების ელექტრონული ვარიანტი რას ნიშნავს ??

Posted by: ErykaBadu 2 May 2011, 17:11
რა ღირს პირადობის მოწმობის აღება? ანუ ვადა გაუვიდა და ახალი მინდა... და ისიც თუ იცით რა უნდა ვიქონიო თან ძველი პირადობის გარდა?

Posted by: 7903251 2 May 2011, 17:20
ErykaBadu


ძველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მიდი ტერიტორიულ სამსახურში, იქვე გადაიღე სურათი, რომლის საფასური 3 ლარი გახლავთ. პირადობას 14 დღეში მიიღებთ უფასოდ... თუ დაჩქარებული ფორმით გნებავს, მოგიწევს ფულის გადახდა.



QUOTE
და ისიც თუ იცით რა უნდა ვიქონიო თან ძველი პირადობის გარდა?




ძველი პირადობის გარდა არაფერია საჭირო.......


quchi



იმ ნომრებზე დარეკე, რომლებიც მე მოგწერე აქ?
ეგ არის ცხელი ხაზის ნომერი, ვისაც პრობლემები აქვს ვაუჩერებთან დაკავშირებით ყველას ემსახურებიან შეძლებისდაგვარად.

Posted by: ErykaBadu 2 May 2011, 18:31
7903251




მადლობა smile.gif .

Posted by: I am the one 2 May 2011, 23:55
QUOTE (7903251 @ 2 May 2011, 17:20 )
ErykaBadu


ძველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მიდი ტერიტორიულ სამსახურში, იქვე გადაიღე სურათი, რომლის საფასური 3 ლარი გახლავთ. პირადობას 14 დღეში მიიღებთ უფასოდ... თუ დაჩქარებული ფორმით გნებავს, მოგიწევს ფულის გადახდა.



QUOTE
და ისიც თუ იცით რა უნდა ვიქონიო თან ძველი პირადობის გარდა?




ძველი პირადობის გარდა არაფერია საჭირო.......


quchi



იმ ნომრებზე დარეკე, რომლებიც მე მოგწერე აქ?
ეგ არის ცხელი ხაზის ნომერი, ვისაც პრობლემები აქვს ვაუჩერებთან დაკავშირებით ყველას ემსახურებიან შეძლებისდაგვარად.

სწორი პასუხები გაეცი ხალხს 14 დღე არ არსობოს 10 სამუშაო დღე ხან 14 გამოდის ხან მეტი ხან ნაკლები.

Posted by: SERIOZUL 5 May 2011, 20:18
სალამი ყველას!

ერთი კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ კომპეტენტურმა პირმა გამცეს პასუხი: შევიძინე ბინა 2010 წელს, საკუთრება ჩემს სახელზეა,მეუღლე ჩავწერე ბინაში, ეხლა კი მაინტერესებს, როგორ გავიგო კიდევ არი თუ არა ვინმე ყოფილი ბინის მფლობელებისაგან დარჩენილი ჩაწერილი ამ ბინაში და სად უნდა მივმართო ამის გასაგებად, რომ ამოვწერო?. როგორც ვიცი, როცა ბინას ვიფორმებდი მხოლოდ ერთი მფლობელის სახელი იყო მითითებული , რომელზეც იყო საკუთრება, სხვა ჩაწერილი პირები დოკუმენტში არ ჩანდა. და კიდევ, თუ ვინმე ჯერ კიდევ ჩაწერილია აქ ძველი მფლობელებიდან, რაიმე უფლებები ხომ არა აქვს საკუთრებაზე?

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: teo_charkviani 5 May 2011, 20:46
SERIOZUL

მოდი სამოქალაქო რეესტრის რომელიმე ტერიტორიულში და ვნახავთ თუ ვინ არის იმ მისამართზე რეგისტრირებული, რომელზეც შენ გაინტერესებს.. და თუ ძველი მესაკუთრე ისევ მაგ მისამართზეა შეგიძლია ამოწერო

Posted by: SERIOZUL 5 May 2011, 20:48
teo_charkviani
გაიხარე, ესე იგი შემიძლია ამოვწერო თავისუფლად არა? ანუ რაიმე საპრობლემო არაა და თანაც უფასოა ხო?

Posted by: teo_charkviani 5 May 2011, 20:51
SERIOZUL

კი უფასოა


....................


Posted by: SERIOZUL 5 May 2011, 21:25
teo_charkviani
დიდი მადლობა

Posted by: I am the one 9 May 2011, 11:14
საამაყო ნიუსი

http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49&info_id=1662

Posted by: apsaros 19 May 2011, 02:16
გამარჯობათ, ძალიან მომეწონა თემა და მადლობა მინდა გითხრათ ბევრისთვის გაწეული კონსულტაციისათვის, ეხლა რაც შეეხება ჩემს კითხვას:
მქვია გიორგი, საერთაშორისო პასპორტში სახელი მიწერია Giorgi, რაც შეცდომად მიმაჩნია და მინდა გავასწორო. Georgian: გიორგი (Giorgy)- ე.ი. გიორგი იწერება ასე Giorgy.
ეს ინგლისურის ვარიანტი არაა რადგან ინგლისური ვარიანტი სახელი გიორგი-ს არის George (ჯორჯი)

George (given name)

Other language variants: - ვარიანტები სხვა ენებზე:

Albanian: Gjergj, Jorgo
Amharic: ጊዮርጊስ (Giorgis)
Arabic: جرج (Jurj), جرجس (Jurjus), جورج (George), خضر (Khodor)
Aragonese: Chorche
Armenian: Գեվ (Gev), Գեվոր (Gevor), Գեվորգ (Gevorg)
Basque: Gorka
Belarusian: Юры (Jury or Yury), Юрка (Jurka or Yurka)
Breton: Jord, Jorj
Bulgarian: Георги (Gеоrgi), Гошо (Gosho), Жоро (Zhoro)
Catalan: Jordi
Chinese language (Mandarin)
Simplified: 乔治
Traditional: 喬治
Pinyin: Qiáozhì
Czech: Jiří
Croatian: Juraj, Jurica, Jure, Đuro
Danish: Jørgen
Dutch: Joris, Sjors,
Frisian: Jurjen
Esperanto: Georgo
Estonian: Georg, Jüri
Faroese: Jørgun
Finnish: Yrjö, Yrjänä, Jori, Jyri, Jyrki
French: Georges
Galician: Xurxo


Georgian: გიორგი (Giorgy)----------------------------- (ამაზე მაქვს აქცენტი გაკეთებული)


German: Georg, Gorch, Jörgen/Jörg, Jürgen/Jürg
Greek: Γεώργιος (Georgios), Γιώργος (Giorgos)
Hawaiian: Keoki
Hebrew: ג׳ורג׳ (Ǧorǧ; g'wrg')
Hungarian: György
Indonesian: Jaja
Irish: Seoirse
Italian: Giorgio
Japanese: ジョージ, 譲治, 譲二, 譲次 (Jōji)
Korean: 조지 (Joji)
Latin: Georgius
Latvian: Jurģis, Juris
Lithuanian: Jurgis
Macedonian: Ѓорѓи (Gjorgji), Ѓорѓе (Gjorgje), Ѓорѓија (Gjorgjija), Ѓоко (Gjoko)
Maltese: Ġorġ, Ġorġa
Monegasque: Giorgi
Norman: Jore
Norwegian: Georg, Jørn, Ørjan, Jørgen
Polish: Jerzy
Portuguese: Jorge
Romanian: Gheorghe
Russian: Георгий (Georgy), Юрий (Yury/Yuri), Егор (Yegor/Egor)
Scottish Gaelic: Seòrsa, Deòrsa
Latin: Đorđe, Đorđo, Đorđa, Đurađ, Đoko, Đoka
Slovak: Juraj
Slovene: Jurij, Jure
Spanish: Jorge
Swedish: Göran, Jörgen, Örjan
Syriac: ܓܪܓܣ (Gorges) ܓܝܘܪܓܣ (Gewarges)
Turkish: Circis, Corc, Jorj, Yorgo
Ukrainian: Юрко (Yurko), Юр (Yur), Юрій (Yuriy), Георгій (Heorhiy)
Venetian: Giorgio
Volapük: Jüri
Welsh: Sior
Moore: Jorre

მაინტერესებს ჩამისწორებენ თუ არა საერთაშორისო პასპორტში სახელს Giorgi-ს Giorgy-ით. (საერთო ჯამში სახელის გამოცვლა არ გამოდის რადგან პირადობის მოწმობა არ იცვლება და არც სხვა ქართული საბუთი)
გთხოვთ პასუხი კონკრეტული მომწეროთ
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით გიორგი.
რაც შეეხება სამოქალაქო რეესტრის მუშაობას ეს მართლაც უფრეცენდენტო შემთხვევაა და მინდა გითხრათ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში მსგავსი რამ ჯერ არ არის თუნდაც დიდ რუსეთში. (ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ)

Posted by: dato379 19 May 2011, 14:52
სამოქალაქო რეესტრის ადგილობრივ სამსახურებში გამოცხადებული იყო სტაჟირება, შევიტანე საბუთები 1 თვეში დამირეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს,, გასაუბრებაც გავიარე მითხრეს დაგიკავშირდებითო... რომ გავიდა 2 კვირაზე მეტი და არ დამიკავშირდნენ არაინ რამდენჯერმე დავრეკე და ვიკითხე როდის დარეკავდნენ, პასუხი კოველთვის ასეთი იყო დაელოდე ტქვენს რაიონში ჯერ არ დაგვირეკიაო,.. ლოდინით რომ დავიგალე გუშინ კიდევ დავრეკე და ასე მიპასუხეს თქვენს რაიონში ამ ეტაპზე სტაჟიორი არ აგვკავსო... თავი რომ დავანებოთ იმას რაც ორჯერ თბილისში ჩამოსვლით დავხარჯე თუ არ აიყვანდით დმანისის სამსახურში სტაჯიორებს რატო მაწვალეთ ტყუილად ????? მთელი 1 თვე საიტზე მითითებულ კანონებს ვსწავლობდი...

თუ აქ არის ვინმე კომპეტენტური რომ ამ კითხვაზე პასუხსე გამცეს მიპასუხოს ვთხოვ....

Posted by: I am the one 19 May 2011, 20:54
apsaros


ზოგადად პასპორტის დაბეჭდვისას კომპიუტერი განსაზღვრავს ინგლისურ ვარიანტს რასაც მოქალქე ხელს აწერს და ეთანმხდება თუ არა ეთანმხდება მისი სურვილით იწერება, შეგიძლია პასპორტი შეცვალო და ჩაგიწერენ ახალში როგორც გინდა გიორგის.

dato379


რაც შეეხება სტაჟირებას როგორც ვიცი 5000 ზე მეტი განცხადება იყო და ფიზიკურად მაგდენს არ იყვანდენ ალბათ ვინც აიყვანეს იმათში არ მოხვდი სამწუხაროდ sad.gif

Posted by: apsaros 20 May 2011, 18:57
I am the one
საქმეც მაგაშია რომ უარი მითხრეს, რო ვუთხარი ახალ პასპორტს გავაკეტებ მეთქი. რაგაც მიზეზი უნდა გქონდესო. მიზეზი მეტი რა უნდა მქონდეს მინდა ასე და ეგაა.
იქნებ დამარიგოთ როგორ მოვიქცე.
ბათუმში ვცხოვრობ და რო ჩამოვიდე თბილისში მანდ გამიკეთებენ? cry.gif

Posted by: I am the one 20 May 2011, 22:49
QUOTE (apsaros @ 20 May 2011, 18:57 )
I am the one
საქმეც მაგაშია რომ უარი მითხრეს, რო ვუთხარი ახალ პასპორტს გავაკეტებ მეთქი. რაგაც მიზეზი უნდა გქონდესო. მიზეზი მეტი რა უნდა მქონდეს მინდა ასე და ეგაა.
იქნებ დამარიგოთ როგორ მოვიქცე.
ბათუმში ვცხოვრობ და რო ჩამოვიდე თბილისში მანდ გამიკეთებენ? cry.gif

დღეს ზუსტად დავადგინე და მართალიც უთქვიათ ბატუმში, ანუეგეთი ი არ იწერება პასპორტში, თუ რამე მოწვევა გაქ, ან რამე დოკუმენტი ინგლისურად სადაც ეგეთი ი წერია და აუცილებლად ეგეთი პასპორტი გჭირდება მაშინ დაგიბეჭდავენ მხოლოდ

Posted by: apsaros 21 May 2011, 01:18
I am the one
არც George შეიძლება? მეგობარს უწერია გიორგი ქვია და საერთაშორისო პასპორტში არის George. ვკითხე და მითხრა აღების დროს მითხრეს დაწერეთ როგორ გინდაო და George დავწერეო, ჩვეულებრივად გაუკეთეს.
არ მაქვს არც მოწვევა და არც რამე დოკუმენტი მასე რო ეწეროს, და სამწუხაროდ არც იმის უფლება მქონია ჩემი საკუთარი სახელი როგორც მე მინდა ისე ეწეროს ჩემს საკუთარ პასპორტში. ბევრი მაჩვენეს სამოქალაქო რეესტრში გიორგი ქვიათ და George უწერიათ.
თუ ისეთს არ გამიკეთებენ George მაინც გამიკეთონ აქვთ ხალხს და გამონაკლისი არ ვიქნები მე.
მჭირდება საერთაშორისო პასპორტში სახელის შეცვლა და მაინც და მაინც სახელს ნუ გამომაცვლიებთ მთლიანად გიორგი მინდა დავრჩე და როგორ და სად ვთქვა გიორგი გადევირქვი მეთქი სირცხვილია. გამიკეთეთ ძალიან გთხოვთ თორე გიორგის თუ გადევირქმევ "შახ-აბასს" დევირქმევ. wink.gif
ძალიან გთხოვთ იქნებ იკითხოთ მაგიც.
წინასწარ მადლობა.


Posted by: I am the one 22 May 2011, 11:01
apsaros


george იწერება კი smile.gif

Posted by: apsaros 22 May 2011, 12:51
I am the one
დამიწერენ მერე George-ს? და რა უნდა გავაკეთო გთხოვ დამეხმარო და ამიხსნა. ოღონდ არ მითხრა რაღაც საბუთი და მოწვევა გინდაო.
რო ჩამოვიდე თბილისში შემიცვლიან?
ვის მივმართო გამარკვიეთ ძალიან მჭირდება.
cry.gif
* * *
I am the one
დიდად დამავალებ თუ პასუხს მაცოდინებ.

Posted by: I am the one 23 May 2011, 23:56
apsaros

გეორგეს დაგიწერენ ყველგან

Posted by: apsaros 23 May 2011, 23:59
I am the one
არ დამიწერეს ბათუმში, ვარაუდს კი არ ვამბობ ვიყავი კონკრეტულად ვერ მიხსნიან თითქოს ვარღვევდე კანონს.
მომიკითხეთ უმორჩილესად გთხოვოთ მანდ თბილისში და ჩამოვალ მიღირს მაგას.
ბათუმია და გონიათ რამე კანონსაწინააღმდეგო არ გამოგვივიდესო ყველაფერზე არას იძახიან ხშირად. რა საბუთიც დამჭირვებია სულ მანდ ჩამოვდივარ აქაური უარის მერე, მანდ ჩვეულებრივად გამიკეთეს. არც ნაცნობი მყავს და არც კორუპციულად. (სადღაა კორუფცია)
მომიკითხეთ ძალიან გთხოვთ, ან იქნებ ნომერი მომწეროთ რომ დაგიკავშირდეთ პირადში და გავიარო კონსულტაცია თქვენთან. წაგართმევთ სულ 5 წუთს.

Posted by: Mr-Banks 24 May 2011, 00:08
I am the one

გამარჯობა. ერთი კითხვა მაქვს. როდესაც სხვაგან მინდა ჩაწერა, იმ რაიონის სამოქალაქო რეესტრში უნდა მივიდე აუცილებლად, თუ ნებისმიერგან არის შესაძლებელი?

Posted by: ალდე 24 May 2011, 06:13
I am the one
QUOTE
ჩაწერა ერქვა ძველად ეხლა ქვია რეგისტრაცია, გაივლი რეგისტრაციას ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ანუ აიღებ ახალ პირადობის მოწმობას ახალი საცხოვრებლის მიხედვით ოღონდ უნდა იყოს მესაკუთრის თანოხმობა, მიმართე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იმ ტერიტორიულ სამსახურს სადაც გსურს რეგისტრაცია.

თუ შეგიძლიათ მითხრათ ერთდროულად თუა შესაძლებელი ორ ადგილას ვიყო რეგისტრირებული, ოღონდ ხმის მიცემის უფლება ერთგან მქონდეს.
თუ კი, ამაზე სად შეიძლება კანონის ნახვა

Posted by: I am the one 25 May 2011, 12:58
ალდე


იმ სამსახურში მიხვალ სადაც უნდა გაიარო რეგისტრაცია, რეგისტრაციის გავლა კი შეგიძLია მხოლოდ ერთ მისამართზე სადაც ეხალ დარეგისტრირდები ავტომატურად ბაზაში იხსნები რეგისტრაციიდან მისამართის შეცვლის გამო, ანუ 2 გან რეგისტრაცაი გამორიცხულია

Posted by: apsaros 25 May 2011, 14:02
I am the one
ჩემს ამბავს ეშველება რამე? შეგიძლიათ პირად გზავნილში საკონტაკტო ნომერი მომცეთ რო დაგიკავშირდე?
ვიცი George-ს დაწერა არანაირ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს რადგან ბავრ გიორგის მასე უწერია პასპორტში, მაგრამ აქ ვერ ვაგებიებ და რა ვქნა მითხარით.

Posted by: I am the one 25 May 2011, 21:16
apsaros

მაშინ დარეკე 40 10 10 ზე ცხელ ხაზზე და იქ უთხარი შენი პრობლემა smile.gif

Posted by: Mr-Banks 25 May 2011, 21:50
apsaros

მსგავსი პრობლემა მქონდა მეც. ეს იყო 2 წლის უკან მგონი.... პასპორტში ჩავაწერინე ჩემი სახელი ეგრე, მანამდე ნოტარიუსისგან მივუტანე პირადობის დამოწმებული თარგმანი. ეგ მომთხოვეს. ეხლა არ ვიცი, როგორაა.

Posted by: apsaros 25 May 2011, 22:00
I am the one
არა მასე არ მინდა მეგობარო.



Mr-Banks

საკმარისი იყო მაგი?

Posted by: Mr-Banks 25 May 2011, 22:09
apsaros

თავიდან არც მე მიწერდნენ. რომ აღარ დავშოშმინდი, მითხრეს, რომ ინგლისურად კომპიუტერი წერდა ავტომატურად და მასში ხელით ცვლილების შესატანად, რაიმე დოკუმენტია საჭიროო. საბანკო პლასტიკური ბარათები ვანახე და მერე მითხრეს, ნოტარიუსისგან მოგვიტანე დამოწმებული თარგმანიო. მივედი თარჯიმანთან, პირადობა ვათარგმნინე, დავამოწმებინე ნოტარიუსს და ჩავაბარე რეესტრში და მომცეს პასპორტი სასურველი სახელით.

P.S. რომელიმე ბანკის პლასტიკური ბარათი აიღე George რომ დაეწეროს და იქნებ წაგადგეს რამეში. smile.gif

Posted by: apsaros 25 May 2011, 23:43
Mr-Banks
მადლობა დიდი.
ერთი კითხვა კიდო, მანამდე გქონდა აღებული პასპორტი GIORGI ასე რო ეწერა?

Posted by: niki_ niki 25 May 2011, 23:44
1990 წელს დედაჩემმა ჩაწერა ბინაში თავის თანამშრომელი, რომელიც ეხლაც ჩვენთან არის რეგისტრირებული.
ამოწერა მინდა ამ პიროვნების და რა უნდა გავაკეთო, ეს პიროვნება არ ვიცით ეხლა სად არის და ამოწერას შევძლებ?

დიდუბის რაიონის სამოქალაქო რეესტრი სად არის?

Posted by: apsaros 25 May 2011, 23:47
niki_ niki
შეძლებ ოღონდ ბინის მესაკუთრე უნდა მივიდეს

Posted by: Mr-Banks 25 May 2011, 23:56
apsaros

არა. პირველად ვიღებდი პასპორტს

Posted by: apsaros 26 May 2011, 00:07
Mr-Banks
ვსინჯო უნდა მაინც სხვა რა გზა მაქვს. მართლა ცხელ ხაზზე ხო არ დავრეკავ და პრობლემას ხო არ შეუქმნი მომუშავეს მაგის გამო.

Posted by: Global 26 May 2011, 05:05
ახალი პირადობის მოცმობევი როდის შემოდის ?

Posted by: I am the one 26 May 2011, 09:53
QUOTE (niki_ niki @ 25 May 2011, 23:44 )
1990 წელს დედაჩემმა ჩაწერა ბინაში თავის თანამშრომელი, რომელიც ეხლაც ჩვენთან არის რეგისტრირებული.
ამოწერა მინდა ამ პიროვნების და რა უნდა გავაკეთო, ეს პიროვნება არ ვიცით ეხლა სად არის და ამოწერას შევძლებ?

დიდუბის რაიონის სამოქალაქო რეესტრი სად არის?

ან ბინის მესაკუთრე ან ნებისმიერი ფიზიკური პირი მივა იმ ტერიტორიულ სამსახურში სადაც იმყოფება ბინა, დაწერს განცხადებას რასაც ხელს მოაწერს ნებისმიერი 2 სრულწლოვანი პირი და მოხსნიან რეგისტრაციიდან განცხადების შეტანიდან 15 დღეში, დიდუბის სამსახური გაერთიანდა მთაწმინდა - კრწანისთან და იმყოფება თავისუფლების მოედანზე ძველი მერიის უკან ტაბიძის N4 - ში, ახალ სამსახურს ქვია სრს ძველი თბილისის სამსახური.





* * *
QUOTE (apsaros @ 25 May 2011, 23:47 )
niki_ niki
შეძლებ ოღონდ ბინის მესაკუთრე უნდა მივიდეს

არა მარტო ბინის მესაკუთრეს შეუძლია არამედ ნებისმიერ ფიზიკურ პირს
* * *
QUOTE (Global @ 26 May 2011, 05:05 )
ახალი პირადობის მოცმობევი როდის შემოდის ?

კონკრეტული დღე და რიცხვი უცნობია, სადღაც ივლისიდან
* * *
QUOTE (apsaros @ 26 May 2011, 00:07 )
Mr-Banks
ვსინჯო უნდა მაინც სხვა რა გზა მაქვს. მართლა ცხელ ხაზზე ხო არ დავრეკავ და პრობლემას ხო არ შეუქმნი მომუშავეს მაგის გამო.

არც მე მინდა გაფუჭება მაგრამ გითხარი ნებისმირ ტერიტორიულში აიღებ მაგ სახელით პასპორტს
* * *
მნიშვნელოვანი ახალი ამბავი


http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49&info_id=1679

Posted by: I am a Lawyer 26 May 2011, 15:25
I am the one
გამარჯობა. რომელ რაინში მუშაობთ?


.......................................................................................................


Posted by: niki_ niki 26 May 2011, 21:04
apsaros
I am the one

მადლობთ

I am the one

მე არ ვარ ბინის მესაკუთრე, მაგრამ მეც იმ ბინაში ვარ რეგისტრირებული და რომ მივიდე და განცხადება დავწერო შეიძლება?

Posted by: I am the one 27 May 2011, 00:12
QUOTE (I am a Lawyer @ 26 May 2011, 15:25 )
I am the one
გამარჯობა. რომელ რაინში მუშაობთ?


.......................................................................................................

გამარჯობა მაგრამ რაიონს რა მნიშვნელობა აქვს? თბილისის ერთ ერთი რაიონი smile.gif კითხვა ან დახმარბეა თU გინდა მითხარი.
* * *
QUOTE (niki_ niki @ 26 May 2011, 21:04 )
apsaros
I am the one

მადლობთ

I am the one

მე არ ვარ ბინის მესაკუთრე, მაგრამ მეც იმ ბინაში ვარ რეგისტრირებული და რომ მივიდე და განცხადება დავწერო შეიძლება?










კი შეიძლება



smile.gif

Posted by: apsaros 27 May 2011, 16:41
I am the one
ვერ გავაგებინე ვერავის ხო არ ვიჩხუბებ.

Posted by: progresi 27 May 2011, 23:57
apsaros
ტყუილად წვალობ, არავინ არ შეგიცვლის სახელს. თუ შეგიცვლიან ან მიზეზი უნდა გქონდეს რომ ეს სახელი მორალურად მოქმედებს შენზე, ვთქვატ დასაცინია, ან რამე ეგეთი, რაც ცხადია არ არის ან მოწმობის დაბეჭვდვისას ტექნიკური შეცდომა უნდა იყოს გაპარული რაც ასევე არ არის, ასე რომ შეეშვი რაც არის შეეგუე

Posted by: matusala_5 28 May 2011, 00:33
apsaros
ერთ სისულელეს გეტყვი gigi.gif ,თუ ასე საჭიროა შენთვის პასპორტში გეწეროს GIORGE და არა GIORGI თუ არ გიკეთებენ ,მხოლოდ პასპორტში ცვლილებას,მაშინ ჯერ დაბადების მოწომაში უნდა შეცვალო სახელი მერე პირადობაში და ყველგან რომ იქნები აღნიშნული სხვა რაღა გზა ექნებათ და ინგლისურ თარგმანშიც ჩაგიწერენ GIORGE-ს,მე გავაკეთე შარშან მსგავსი ცხვლილება სახელში და მერე ყველაფრის გამოცვლა მომიწია,დაწყებული დაბადების მოწმობიდან,მართვის მოწმობა,დიპლომი,პასპორტი და ა.შ...

Posted by: sus 28 May 2011, 11:43
1 დრეშ' პასპორტ' რომ ავიღო რა ჯდება ხომ არ იცით? დღესვე მოვახერხებ აღებას შაბათს?

Posted by: <GladiatoR> 28 May 2011, 12:52
sus
QUOTE
1 დრეშ' პასპორტ' რომ ავიღო რა ჯდება ხომ არ იცით? დღესვე მოვახერხებ აღებას შაბათს?

205 ლარი ღირს ერთ დღეში პასპორტის აღება, ძველი თბილისის ტერიტორიული სამსახურში მიდი გ. ტაბიძის # 4_ში

Posted by: ალდე 28 May 2011, 19:29
I am the one
QUOTE
იმ სამსახურში მიხვალ სადაც უნდა გაიარო რეგისტრაცია, რეგისტრაციის გავლა კი შეგიძLია მხოლოდ ერთ მისამართზე სადაც ეხალ დარეგისტრირდები ავტომატურად ბაზაში იხსნები რეგისტრაციიდან მისამართის შეცვლის გამო, ანუ 2 გან რეგისტრაცაი გამორიცხულია

გმადლობ smile.gif

როდესაც ორი სახლი გაქვს და ორივეგან წერიხარ, ეს არ ითვლება რეგისტრაციად? ერთ ბინაში ჩაწერილი ვარ უკვე მგონი 24 წელი, მეორე ბინა ჩემს სახელზე შევიძინე. ანუ ახლა რომელი მისამართი შეიძლება იყოს ჩემი რეგისტრაციის?

და კიდევ, როგორ შეიძლება საჯაროო რეესტრიდან ონლაინში ინფორმაციის მიღება ბინის მფლობელობაზე?

Posted by: Interisti 28 May 2011, 19:44
ალდე
QUOTE
და კიდევ, როგორ შეიძლება საჯაროო რეესტრიდან ონლაინში ინფორმაციის მიღება ბინის მფლობელობაზე?

https://public.reestri.gov.ge/NAPRWEB/

მისამართი ცაწერე და ზებნა მიეცი

Posted by: ალდე 29 May 2011, 01:51
Interisti
QUOTE
მისამართი ცაწერე და ზებნა მიეცი

მასე გავაკეთე, მაგრამ არც ერთი ბინა არ ამომიგდო, აშკარად არასწორად შემყავს მისამართი, როგორი თანმიმდევრობით უნდა შევიყვანო?
გმადლობ 2kiss.gif

Posted by: I am the one 29 May 2011, 15:03
QUOTE (ალდე @ 28 May 2011, 19:29 )
I am the one
QUOTE
იმ სამსახურში მიხვალ სადაც უნდა გაიარო რეგისტრაცია, რეგისტრაციის გავლა კი შეგიძLია მხოლოდ ერთ მისამართზე სადაც ეხალ დარეგისტრირდები ავტომატურად ბაზაში იხსნები რეგისტრაციიდან მისამართის შეცვლის გამო, ანუ 2 გან რეგისტრაცაი გამორიცხულია

გმადლობ smile.gif

როდესაც ორი სახლი გაქვს და ორივეგან წერიხარ, ეს არ ითვლება რეგისტრაციად? ერთ ბინაში ჩაწერილი ვარ უკვე მგონი 24 წელი, მეორე ბინა ჩემს სახელზე შევიძინე. ანუ ახლა რომელი მისამართი შეიძლება იყოს ჩემი რეგისტრაციის?

და კიდევ, როგორ შეიძლება საჯაროო რეესტრიდან ონლაინში ინფორმაციის მიღება ბინის მფლობელობაზე?

პირადობა გადმოატრიალე და რაც გიწერია იქ ხარ რეგისტრირებული, თუ კდიევ გაქ ბინები იმის მესაკუთრე ხარ თორე რეგისტრაცია ერთი გაქ რა მისამართზევც პირადობა გაქ აღებული !!!

Posted by: ალდე 29 May 2011, 16:17
I am the one
QUOTE
პირადობა გადმოატრიალე და რაც გიწერია იქ ხარ რეგისტრირებული, თუ კდიევ გაქ ბინები იმის მესაკუთრე ხარ თორე რეგისტრაცია ერთი გაქ რა მისამართზევც პირადობა გაქ აღებული !!!

გმადლობ smile.gif

ამ კითხაზეც თუ მიპასუხებთ, ძალიან დამავალებთ smile.gif

QUOTE
და კიდევ, როგორ შეიძლება საჯაროო რეესტრიდან ონლაინში ინფორმაციის მიღება ბინის მფლობელობაზე?

QUOTE
Interisti
QUOTE
მისამართი ცაწერე და ზებნა მიეცი

მასე გავაკეთე, მაგრამ არც ერთი ბინა არ ამომიგდო, აშკარად არასწორად შემყავს მისამართი, როგორი თანმიმდევრობით უნდა შევიყვანო?
გმადლობ 


გმადლობთ smile.gif

Posted by: I am the one 29 May 2011, 21:58
ალდე


მანდ როგორც ვიცი ბევრი ვარიანტია სახელი გვარი, საჯარო რეესტრის რეგისტრაციის ნომერი, მისამართი რომელიმეთი უნდა იპოვო. ისე როგორც ვიცი 2008 იდან არის მანდ ელექტრონული ვერსიები

Posted by: apsaros 1 Jun 2011, 03:01
I am the one
გამარჯობა თბილისში მიწევს ჩამოსვლა ახლო მომავალში და იქნებ პირადში მომცეროთ როგორ დაგიკავშირდეთ ან რომელ რეესტრში შეიძლება თქვენი ნახვა და გთხოვთ გამომაცვლევინოთ პასპორტი. ძალიან მადლობელი დაგრჩებით, ხო მაქვს უფლება მაქ რო ავიგო 1 დღიანი ან იმ დღესვე?

Posted by: ალდე 1 Jun 2011, 03:31
I am the one
QUOTE
მანდ როგორც ვიცი ბევრი ვარიანტია სახელი გვარი, საჯარო რეესტრის რეგისტრაციის ნომერი, მისამართი რომელიმეთი უნდა იპოვო. ისე როგორც ვიცი 2008 იდან არის მანდ ელექტრონული ვერსიები

გმადლობ smile.gif

ე.ი. 2008 წლამდე არაა ინფორმაცია? sad.gif

ინგლისურად თუ არის არსებული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელი?

Posted by: I am the one 1 Jun 2011, 21:46
QUOTE (ალდე @ 1 Jun 2011, 03:31 )
I am the one
QUOTE
მანდ როგორც ვიცი ბევრი ვარიანტია სახელი გვარი, საჯარო რეესტრის რეგისტრაციის ნომერი, მისამართი რომელიმეთი უნდა იპოვო. ისე როგორც ვიცი 2008 იდან არის მანდ ელექტრონული ვერსიები

გმადლობ smile.gif

ე.ი. 2008 წლამდე არაა ინფორმაცია? sad.gif

ინგლისურად თუ არის არსებული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელი?

მანამდე ელექტრონული ვერსიები არ იყო smile.gif

Posted by: apsaros 2 Jun 2011, 09:50
I am the one


მიშველეეეეეეეე!!!

გთხოვ კიდევ ერთხელ დაწვრილებით მომიკითხო და მაცოდინო პასუხი. კითხეთ თქვენს იურისტს ან კიდო ვისაც ეხება.
ოღონდ არ მითხრა რომ აქვე მივიდე ბათუმში მაგის გამო კიდო.
მირჩევნია თბილისში გავაკეთო.
მადლობას გიხდი იმისთვის რომ შეწუხდი და რაგაც გაარკვიე ჩემს გამო და ბოლომდე მიმაყვანინე უმორჩილესად გთხოვ.

* * *
progresi

მე გამონაკლისს არ ვითხოვ მყავს მეგობარი გიორგი ქვია და George უწერია.

Posted by: I am the one 2 Jun 2011, 21:18
apsaros


რა გიშველო გითხარი თუ ვინმე არ გიბეჭდავს გიორგის დარეკე ცხელ ხაზზე და აუხსენი სიტუაცია

Posted by: apsaros 2 Jun 2011, 22:04
I am the one

თბილისში გამაკეთებინეთ პრობლემას თუ არ წარმოდგენს.

Posted by: I am the one 2 Jun 2011, 22:26
apsaros

მე ვარ ერთი პატარა რგოლი ამ სამსახურის მე როგორ გაგაკეთებინო? შენ უნდა მიხხიდე ნებიმერ ტერიტორიულში და ჩააბარო პასპორტზე

Posted by: apsaros 3 Jun 2011, 01:52
I am the one

კარგი, მადლობა ყველაფრისთვის.

Posted by: I am the one 6 Jun 2011, 22:45
გამარჯობათ ყველას, უმნიშვნელოვანესი ახალი ამბავი გამოცხადდა ამნისტია გაყალბებულ დოკუმენტებთაბ დაკავშირებით.



http://cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49&info_id=1707

Posted by: kudracha 8 Jun 2011, 22:07
ხომ არ ვერ გამარკვევთ შემდეგში, იმისთვის რომ მცირეწლოვან ბავშვს (ჩემს შვილს) საზღვარგარეთის პასპორტი გავუკეთო რა არის საჭირო? მამა საზღვარგარეთაა და შესაბამისად მარტო მე თუ შემიძლია საბუთები შევიტანო?

Posted by: progresi 8 Jun 2011, 23:36
kudracha
საზღვარზე გადაყვანაში მაინც მამის თანხმობა გინდა და პასპორტი გინდა გქონია გინდა არა, ასე რომ მამის თანხმობა უნდა მიიღო პასპორტზეც და საზღვრის კვეთაზეც

Posted by: kudracha 9 Jun 2011, 20:11
progresi
QUOTE
საზღვარზე გადაყვანაში მაინც მამის თანხმობა გინდა და პასპორტი გინდა გქონია გინდა არა, ასე რომ მამის თანხმობა უნდა მიიღო პასპორტზეც და საზღვრის კვეთაზეც

ხოდა ეგ ვიკითხე მეც, საზღვარგარეთ მიმყავს მამასთან და ის რახან აქ არ იმყოფება, როგორ გავუკეთო პასპორტი თქოო smile.gif

Posted by: I am the one 10 Jun 2011, 00:17
kudracha


ან გამოაგზავნოს ან სკაიპით ონლინ რეჟიმში გააკეთებთ თანხმობას smile.gif

Posted by: kudracha 10 Jun 2011, 08:04
I am the one
QUOTE
ან გამოაგზავნოს ან სკაიპით ონლინ რეჟიმში გააკეთებთ თანხმობას 

აჰა, ამისი გაგება მინდოდა smile.gif 2kiss.gif

Posted by: Peppi 13 Jun 2011, 18:05
I am the one
სავალდებულოა თუ არა ბიომეტრიული პასპორტის აღება? (ვადიანი პასპორტის არსებობისას)

დიდი მადლობაsmile.gif

Posted by: aleksandroid 13 Jun 2011, 18:48
ახალი პირადობის მოწმობების გაცემა დაიწყო უკვე?

Posted by: I am the one 13 Jun 2011, 22:10
aleksandroid


1 ლი ივლისიდან იგეგმება

Posted by: nananana 14 Jun 2011, 14:39
I am the one

გამარჯობა,პიროვნება არის გარდაცვლილი, მისი დაბადების მოწმობას ვერ ვიღებ იმიტომ რომ გარდაცვალების მოწმობაში წერია ვალერიან . რომ მოვითხოვე დაბადების მოწმობა ასე მითხრეს, არ გაიცემა დაბადების მოწმობა, ვიანიდან აქტის ჩანაწერში სახელი "ვალერიანე ფიქსირდება", რაც უფლებამოსილების დასადასტურებლად წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული სახელის არაიდენტურია. და დაბადების რიცხვშიც ცდომილებაა.

სამოქალაქო რეესტრს შესწორების შეტანის უფლება ხომ აქვს??? და სანამ შესწორებას მოვითხოვ თვითონ რომ გადაამოწმოს სამოქალაქო რეესტრმა ის პიროვნება ვისი დაბადების მოწმობასაც მე ვითხოვ და რა მონაცემებიც მათ აქვს თუ ერთი და იგივე პირიაა, რომ ნახონ და მერე გავაკეთო შესწორებაა არ შეიძლებაა? ტყუილად რომ არ მოვითხოვოო შესწორებაა სხვა პიროვნების მონაცემების. წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: gio-razma 14 Jun 2011, 17:19
ვცხოვრობ ვაკე - საბურთალოს რაიონში კერძოდ ნუცუბიძე - ზე , ჩემს პირადობას ვადა გაუვიდა და ახლის აღება მინდა და ვერ მეტყვით ჩემი უბნის სამოქალაქო რეესტრი ტერიტორიულად სადაა იქნებ მისამართი დაწეროთ ?!

Posted by: Mr-Banks 14 Jun 2011, 17:40
gio-razma


http://cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=23

Posted by: I am the one 15 Jun 2011, 22:59
QUOTE (nananana @ 14 Jun 2011, 14:39 )
I am the one

გამარჯობა,პიროვნება არის გარდაცვლილი, მისი დაბადების მოწმობას ვერ ვიღებ იმიტომ რომ გარდაცვალების მოწმობაში წერია ვალერიან . რომ მოვითხოვე დაბადების მოწმობა ასე მითხრეს, არ გაიცემა დაბადების მოწმობა, ვიანიდან აქტის ჩანაწერში სახელი "ვალერიანე ფიქსირდება", რაც უფლებამოსილების დასადასტურებლად წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული სახელის არაიდენტურია. და დაბადების რიცხვშიც ცდომილებაა.

სამოქალაქო რეესტრს შესწორების შეტანის უფლება ხომ აქვს??? და სანამ შესწორებას მოვითხოვ თვითონ რომ გადაამოწმოს სამოქალაქო რეესტრმა ის პიროვნება ვისი დაბადების მოწმობასაც მე ვითხოვ და რა მონაცემებიც მათ აქვს თუ ერთი და იგივე პირიაა, რომ ნახონ და მერე გავაკეთო შესწორებაა არ შეიძლებაა? ტყუილად რომ არ მოვითხოვოო შესწორებაა სხვა პიროვნების მონაცემების. წინასწარ დიდი მადლობა

რახან დაწერეს რო ეგ ფიქსირდება ესეიგი ერთი და იგივეა ეხლა შენ უნდა შეიტანო გარდაცვალების აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანაზე, ნებისმიერ სამსახურში მიხვალ იქვე დაწერ განცხადებას დაურთავ მაგ კაცის დოკუმენტებს, შესწორება ხდება თუ არ ვცდები 15 კალენდარულ დღეში 10 ლარად. მაგრამ დაჩქარებებიც არის თუ ძალიან გაინტერებს დაჩქარების თანხები ჩავხედავ და დაგიწერ smile.gif
* * *
QUOTE (gio-razma @ 14 Jun 2011, 17:19 )
ვცხოვრობ ვაკე - საბურთალოს რაიონში კერძოდ ნუცუბიძე - ზე , ჩემს პირადობას ვადა გაუვიდა და ახლის აღება მინდა და ვერ მეტყვით ჩემი უბნის სამოქალაქო რეესტრი ტერიტორიულად სადაა იქნებ მისამართი დაწეროთ ?!





ვაკე, ირ. აბაშიძის 68 smile.gif

ყოფილ ფინანსთა სამინისტროსთან

Posted by: nananana 16 Jun 2011, 13:58
I am the one

და დაბადების მოწმობაში რომ გააკეთონ ჩასწორება ეგეთი რამ არ ხდება? იმიტომ რომ სხვა ყველა დოკუმეტში ვალერიან ფიქსირდება, მამად შვილების დაბადების მოწმობაშიც ვალერიან ფიქსირდება.. გარდაცვალების მოწმობა თუ ჩავასწორე მერე ყველა დოკუმეტიც ხომ უნდა ჩასწორდეს. თან ეს საბუთი მემკვიდრეობის მისაღებად მჭირდებაა. თუ არ შეწუხდები დაჩქარების თანხებიც მითხარი. წინასწარ მადლობა

Posted by: I am the one 16 Jun 2011, 23:45
nananana


ყველა ჩანაწერი სწორდება დაბადების აქტის ჩანაწერის საფუძველზე, ანუ რო დაიბადება ადამიანი რასაც დაუწერენ ვსიო ისააა მისი ნამდვილი (კანონიერი) მონაცემები

) მე-15 დღეს მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 10 ლარი,

ბ) ხუთი დღის დავაში მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი 10 ლარი, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 50 ლარი.

Posted by: nananana 17 Jun 2011, 20:58
I am the one
დიდი მადლობა, გაიხარეეთ

Posted by: _Sergi_ 17 Jun 2011, 22:15
შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ ლინკზე და დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვა, მაქსიმუმ სამ დღეში მეილზე მიიღებთ კომპეტენტურ პასუხს.

http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=37

Posted by: I am the one 17 Jun 2011, 23:32
-Sergi-

სერგი ბეჟ ხარ?

Posted by: ucha2009 18 Jun 2011, 02:08
QUOTE
მე მინდა გვარში ბოლო ასოს შეცვლა მიწერია ცხოვრებოვი და მინდა იყოს ცხოვრებოვა, ასეა სწორი. ხოდა როგორ ხდება ეს პროცესი და სად? ჯერ მგონი დაბადების მოწმობაა შესაცვლელი არა?

თუ თქვენ ხართ მანდილოსანი და გვარად გიწერიათ "ცხოვრებოვი" – ეს არასწორია, რადგანაც გვარი "ცხოვრებოვი" არის არაქართული წარმოშობის გვარი და თქვენ გვარად უნდა ჩაგიწორონ – "ცხოვრებოვა", რისთვისაც უნდა მიმართოთ თქვენი რაიონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, ხოლო დაბადების მოწმობის გამოცვლა სავალდებულო არ არის.

Posted by: _Sergi_ 18 Jun 2011, 16:35
I am the one

გაგიჭირდებოდა მიხვედრა wink.gif biggrin.gif

Posted by: Peppi 18 Jun 2011, 17:54
-Sergi-
QUOTE
შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ ლინკზე და დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვა, მაქსიმუმ სამ დღეში მეილზე მიიღებთ კომპეტენტურ პასუხს.

მე გავაგზავნე ელექტრონული შეკითხვა, დაახლოებით 10 დღის წინ და
მართლაც 3 დღეში მივიღე პასუხი..
გავხსენი და სხვის შეკითხვაზე იყო პასუხი, ადრესატიც სხვა იყო..
ისევ მივწერე და შემდეგ აღარავის გავხსენებივარ..


Posted by: I am the one 19 Jun 2011, 00:48
Peppi


მაგდენის წერას ჯობია ის შეკითხვა აქ დაწერო და ჩვენ გიპასუხებთ smile.gif

Posted by: quchi 21 Jun 2011, 10:00
გამარჯობათ
თემისთვის სრულად არ გადამიხედავს.არ გამინაწყენდეთ იგივე კითხვას თუ ვიმეორებ.
მოკლედ მაინტერესებს ახალი პირადობის მოწმობის აღება როდის შემეძლება?
თანხა როგორც ვიცი 30 ლარი ჯდება ხო?
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: _Sergi_ 21 Jun 2011, 14:32
quchi

ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა დაიწყება 2011 წლის პირველი ივლისიდან. პირველ ეტაპზე დოკუმენტს გასცემენ თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ტერიტორიული სამსახურები.

Posted by: quchi 21 Jun 2011, 21:26
-Sergi-
მადლობა პასუხისათვის,
სხვა რაიონში რეგისტრირებულ პოროვნებასაც შეუძლია აიღოს თქვენს მიერ დასახელებულ ტერიტორიულ ერთეულებში?

Posted by: I am the one 21 Jun 2011, 21:42
quchi


თუ იმ ტერიტორიაზე გაივლის რეგისტრაციას კი smile.gif

Posted by: irinol-ka 23 Jun 2011, 22:46
გამარჯობათ, როგორ უნდა მოვძებნო ადამიანი თუ მისი მხოლოდ გვარ-სახელი ვიცი და ფაქტიური ჩაწერის ადგილი, ანუ ბინის მისამართი მაგრამ იმ მისამართზე არ ცხოვრობენ? არსებობს რამე სისტემა?

Posted by: _Sergi_ 24 Jun 2011, 20:48
irinol-ka

ინფორმაციას სხვისი პერსონალური მონაცემების შესახებ, საჯარო დაწესებულებიდან ვერ მიიღებ.

Posted by: progresi 24 Jun 2011, 22:38
irinol-ka
სასამართლოს უნდა მიმართო მოტივირებული განცხადებით და დაასაბუთო რისთვის გჭირდება

Posted by: Molly_Hartley 24 Jun 2011, 23:47
ხალხი არ ხართ, დამეხმარეთ ვინმე
ხვალ დილისთვის მჭირდება და იმიტომ ვკითხულობ

მოკლედ, ხვალ ვყიდი ბინას

მომყვება ის ადამიანი , ვინც ყიფულობს და მივდივართ რეესტრში ხომ, გადასაფორმებლად

მერე რას ვაკეთებთ? რა საბუთები მჭირდება იქ?
და მაინტერესებს სახელმწიფოს თუ ვუხდი მე რამე თანხას, საშემოსავლოსავით თუა რამე ანუ?

ძაან ტუგადუმი ვარ, გამარკვიეთ კეთილო ხალხო sad.gif

Posted by: I am the one 25 Jun 2011, 16:46
Molly_Hartley


ხალხი კი ვართ მაგრამ მაგ სფეროს ხალხი არა smile.gif საჯაროს თემაში შედი

Posted by: _Sergi_ 25 Jun 2011, 17:30
Molly_Hartley

ზოგადად გარკვეულები ვართ მაგ საკითხში, მაგრამ კომპეტენტურ პასუხს სამწუხაროდ ვერ გაგცემთ.

Posted by: progresi 26 Jun 2011, 00:22
Molly_Hartley
შაბათ - კვირას როგორ აფორმებ მერე? დასვენების დრეებია. რაც შეეხება გადასახადს თუ 2 წელზე ნაკლებია გაქვს ბინა ყიდვა-გაყიდვის შორის ტანხების სხვაობის 20% იხდი ბიუჯეტში თუ 2 წელზე მეტია არაფერსაც არ იხდი

და საერთოდ ეგრე განწირული რატომ კითხულობ?
ხალხიც ვარტ და როცა ვახერხებთ ერთმანეტსაც ვეხმარებით

Posted by: devnili02 26 Jun 2011, 01:34
რა მაინტერესებს იცით?
არ ვიცი თქვენ გეხებათ თუარა მაგრამ აი არასამთავრობო ორგანიზაცია რო ყალიბდება,წევრების რაოდენობის მინიმუმი ან მაქსიმუმი განსაზღვრულია?
თუ კი რამდენით?

Posted by: I am the one 26 Jun 2011, 10:35
QUOTE (devnili02 @ 26 Jun 2011, 01:34 )
რა მაინტერესებს იცით?
არ ვიცი თქვენ გეხებათ თუარა მაგრამ აი არასამთავრობო ორგანიზაცია რო ყალიბდება,წევრების რაოდენობის მინიმუმი ან მაქსიმუმი განსაზღვრულია?
თუ კი რამდენით?

არც ეგააა ჩვენი კომპეტენციის სფერო

Posted by: irinol-ka 26 Jun 2011, 12:58
-Sergi-
progresi
გმადლობთ,

კონკრეტულად რა მაინტერესებს იცით? კარის მეზობელმა სიტყვიერად ჩაგვაბარა თავისი სახლი მიმიხედეთო და წავიდნენ რუსეთში დაახლოებით 10 წლის წინ, მას მერე აღარც ჩამოსულან და არც ვინმეს მოუკითხია მათი მხრიდან, ჩვენ მათი კოორდინატები არ ვიცით. რამდენიმე წლის წინ კი ბინა შეტეხეს და ვიღაც უცხოები ცხოვრობენ ახლა მათ ბინაში. ბინა პრივატიზებულია მათ სახელზე. ახლა მაინტერესებს რა შეიძლება მოვიმოქმედოთ რომ ისინი გამოვუშვათ? ამ ხნის მანძილზე ჩვენ ვერ დავუკავშირდით ვერანაირად

Posted by: progresi 26 Jun 2011, 14:06
devnili02
მინიმუმი 1-ია და მაქსიმუმი რამდენიც გინდა
აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ და მათ მინდობილობა მოგცენ, სხვა მხრივ მხარე არ გეყოლება პროცესში და ვერაფერს იზავ,

Posted by: apsaros 1 Jul 2011, 11:17
ID ბარათების გაცემა დაიწყო ბათუმში?

Posted by: giobakhta 1 Jul 2011, 13:48
ბოდიში და ხომ არ იცით ნასამართლეობის შესახებ ინტერნეტით შეიძლება ავიღო ამონაწერი?

Posted by: I am the one 2 Jul 2011, 13:12
QUOTE (apsaros @ 1 Jul 2011, 11:17 )
ID ბარათების გაცემა დაიწყო ბათუმში?

ჯერ არსად არ დაწყებულა სავარაუდოდ 15 იდან დაიწყება
* * *
QUOTE (giobakhta @ 1 Jul 2011, 13:48 )
ბოდიში და ხომ არ იცით ნასამართლეობის შესახებ ინტერნეტით შეიძლება ავიღო ამონაწერი?

არ ვიცი ჩვენ არ გვეკუთვნის ეგ ცნობა შსს-ს ეკუთვნის

Posted by: _Sergi_ 2 Jul 2011, 16:27
giobakhta

სამწუხაროდ ინტერნეტით ვერ აიღებ

Posted by: I am the one 5 Jul 2011, 22:37
მნიშვნელოვანი ახალი ამბავი

ამნისტია გამოცხადდა


http://cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49&info_id=1773


Posted by: A_R_E_S 6 Jul 2011, 09:26
მაინტერესებს სად უნდა ავიღო გარდაცვალების ცნობა..
იქნებ მიმასწავლოთ smile.gif

Posted by: dmum23 6 Jul 2011, 16:32
QUOTE (I am the one @ 5 Jul 2011, 22:37 )
მნიშვნელოვანი ახალი ამბავი

ამნისტია გამოცხადდა


http://cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49&info_id=1773

ხოო ეგ მართლა კარგი რაღაცაა. ბევრს ვინც სპორტით იყო დაკავებული ასაკი აქვს გადაკეთებული და მაგათთვის მისწრებაა smile.gif

Posted by: dragflyy_fly 8 Jul 2011, 16:33
მაინტერესებს 3 პირი რომელიც ჩაწერილია ჩემთან სახლში და აღარ ცხოვრობენ, როგორ ამოვწერო და სად მივიდე??
* * *
და ერთერთი მესაკუთრეა, რა უნდა ქნას მე გადმომიფორმოს ?

Posted by: white 8 Jul 2011, 19:02
შეიძLება ამ თემას არ შეესაბამება მაგრამ
პასპორტის აღებისთვსი რა და როგორ არის საჭირო წერია სადმე?
რომელიმე სამინისტროს საიტზე ვთქვად

Posted by: 7903251 8 Jul 2011, 21:19
dragflyy_fly



QUOTE
მაინტერესებს 3 პირი რომელიც ჩაწერილია ჩემთან სახლში და აღარ ცხოვრობენ, როგორ ამოვწერო და სად მივიდე??




მიდი სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურში საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობით, 2 (ან 3, ზუსტად არ მახსოვს) მეზობლები ხელმოწერით დაადასტურებენ, რომ 6 თვეზე მეტია რაც შენს ბინაში ის 3 მოქალაქე არ ცხოვრობენ!





QUOTE
და ერთერთი მესაკუთრეა, რა უნდა ქნას მე გადმომიფორმოს ?




გადაფორმება თუ გსურს სახლის მიდი საჯარო რეესტრში (მარჯანიშვილის მეტროსთან) ან კიდევ ნებისმიერ ნოტარიუსთან, გააფორმებთ ნასყიდობის ხელშეკრულებას და ეგაა...



235.79.26
235.79.25
240.10.10


თუ შეკითხვა გაგიჩნდება ზემოთ აღნიშნულ ნომრებზე დარეკე!


QUOTE
პასპორტის აღებისთვსი რა და როგორ არის საჭირო წერია სადმე?




თუ გსურს საზრვარგარეთის პასპორტის აღება მიმართე სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურს (ე.წ. საპასპორტოს) მიდი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, სურათი იქვე უნდა გადაიღო რომლის ღირებულება 3 ლარი, ხოლო სახელმწიფო მოსაკრებელი პასპორტისათვის შეადგენს 100 ლარს + 1 ლარს ბანკი საკომისიოს სახით იტოვებს....
პასპორტი 10 სამუშაო დღეში იქნება მზად!

Posted by: I am the one 9 Jul 2011, 13:15
dragflyy_fly
white


მესაკუთრის დოკუმენტი არაა სავალდებულო, პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხდება ნებისმიერი ფიზიკური პირის განცხადებით თუ ორი მოწმე დაადასტურებს მოსახსნელი პირის 6 თვეზე მეტი არცხოვრების ფაქტს,

Posted by: qetusa 9 Jul 2011, 16:33
dragflyy_fly
როგორ და გადაეწერონ სხვა მისამართზე და იმ ახალი მისამართით აიღონ ახალი პირადობა, ავტომატურად იქნებიან ამოწერილები თქვენი ბინიდან . ან კიდევ 2 მოწმეა საჭირო (სავადაუდოდ მეზობლები) რომლებიც დაამტკიცებ რომ ეს პირები ამ მისამართზე არ ცხოვრობენ.

Posted by: I am the one 9 Jul 2011, 16:52
qetusa


უკანასკნელი 6 თვე მაინც დაუზუსტე

Posted by: qetusa 9 Jul 2011, 16:57
I am the one
დიახ ეს გამომრჩა.. ბოლო 6 თვე. აგრეთვე კიდევ თუ იქ ცხოვრობენ და თავისი ნებით სხვა ბინაში არ რეგისტრირდებიან შესაძლებელია მოხდეს მათი სახლიდან გაძევება და ამაზეც იქნება მოწმეები საჭირო რომ ნამდვილად გააძევეს ეს ხალხი სახლიდან ( ნუ ბინის მესაკუთრეს არ ვგულისხმობ)

I am the one
თუ არ ვცდები სწორი ვარ

Posted by: misss 12 Jul 2011, 16:12
I am the one
შეიძლება 2 მოქმედი პასპორტი მქონდეს ?

ერთი მაქვს აღებული, მაგრამ საკონსულოში უნდა დავტოვო ვიზაზე და სანამ პასუხი იქნება, შეიძლება სხვაგან მომიწიოს წასვლა...

Posted by: progresi 12 Jul 2011, 18:38
misss
სად სხვაგან, საზღვარი რომ გადაკვეთო? უპასპორტოდ ვინ გაგიშვებს

Posted by: 7903251 12 Jul 2011, 19:35
misss


QUOTE
შეიძლება 2 მოქმედი პასპორტი მქონდეს ?




კი შეგიძლია ორი მოქმედი პასპორტი აიღო....smile.gif))

Posted by: baggio_ge 12 Jul 2011, 19:42
QUOTE
მაინტერესებს 3 პირი რომელიც ჩაწერილია ჩემთან სახლში და აღარ ცხოვრობენ, როგორ ამოვწერო და სად მივიდე??

QUOTE
მიდი სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურში საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობით, 2 (ან 3, ზუსტად არ მახსოვს) მეზობლები ხელმოწერით დაადასტურებენ, რომ 6 თვეზე მეტია რაც შენს ბინაში ის 3 მოქალაქე არ ცხოვრობენ!

არ ვიცი როგორ აირია მაგრამ ფაქტია,რომ მე მეზობელ კორპუსში ვარ ჩაწერილი ჩემ უბნელთან სახლში,იმანაც იგივე პროცედურაა უნდა გაიაროს??

Posted by: qetusa 12 Jul 2011, 20:08
misss
კი შეიძლება არ არის პრობლემააა

baggio_ge
არა თქვენ უნდა მიხვიდეთ და თქვენ მისამართზე აიღოთ პირადობა და გადაეწერებით ავტომატურად

Posted by: baggio_ge 12 Jul 2011, 20:09
qetusa
.........ანუ ვიღაცის უყურადღებობის გამო მე პირადობა უნდა გამოვცვალო???

Posted by: qetusa 12 Jul 2011, 20:48
baggio_ge
ვისი უყურადღებობის გამო?
იცით ეს თუ თქვენ სხვა მისამართზე ხართ (სავადაუდოდ იტალიური ეზოა) მაშინ მერიაში უნდა გაარკვიოთ რომ ბინებად დაყოფა მოხდეს (ხშირია ასეთი შემთხვევა).
ხალხი მოდის და ამბობს 5 კაცის ნაგავს ვიხდი მარა 2-ნი ვართ, მერე ვნახულობთ და მეზობლებიც მაგათთან არიან ჩაწერილები

Posted by: baggio_ge 12 Jul 2011, 21:04
QUOTE
ვისი უყურადღებობის გამო?

არ ვიცი ვისი, მაგრამ ფაქტია მეზობელთან ვარ ჩაწერილი smile.gif

Posted by: journalist 12 Jul 2011, 21:35
მართალია, რომ 2006 წლამდე აღებული პირადობები უნდა გამოვცვალოთ?

Posted by: baggio_ge 12 Jul 2011, 21:40
QUOTE
მართალია, რომ 2006 წლამდე აღებული პირადობები უნდა გამოვცვალოთ?

მეორე მიზეზიც დამემატა პირადობის გამოცვლის?? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: journalist 13 Jul 2011, 01:04
baggio_ge

არ ვიცი, მეგობარმა მითხრა და დაზუსტება მინდა.

Posted by: I am the one 13 Jul 2011, 13:55
journalist


ვადიანი პირადობები ძალაშია ეხლაც და მერეც იქნება


baggio_ge


თუ გინდა პრობლემის გარკვევა მიდი შენ ტერიტორიულ სამსახურში თუ არ გინდ აპირადობის შეცვლა ის მოძებნე ვინც ოდესღაც მაგ მისამართზე მოგცა და იმას მოთხოვე მაშინ პასუხი smile.gif

Posted by: ZEUS 13 Jul 2011, 14:28
რა მაინტერესებს - ახლა პირადობებზე მართვის მოწმობის მაგივრობაზე არაფერი წერია და იქნება პრავაც ზედ?
კითხვა მეორე - თუ იქნება, მაშინ საზღვარგარეთ წამსვლელებს ან უფრო ახლოში თურქეთი და რამე მაინც დასჭირდებათ მართვის მოწმობა თუ ეს საზღვარგარეთაც გაჭრის?

Posted by: manchester18 23 Jul 2011, 20:44
გამარჯობათ
მაინტერესებს, თუ ვინმემ იცით, ქალაქში ჩაწერისთვის (მაგ. თბილისში) რა პროცედურების გავლაა საჭირო და რა დოკუმენტებია მისატანი.

მადლობა წინასწარ....

Posted by: qetusa 23 Jul 2011, 20:57
manchester18
თუ გსურს ბინაში ჩაწერა უნდა მიხვიდე იმ რაიონულ სამართველოში (საპასპორტოში) რომელ რაიონსაც ეკუთვნის ის მისამართი სადაც გსურს ჩაწერა მოგცემენ იქ ფორმა N3 (მესაკუთრის თანხმობის ბლანკი) რომელსაც შეავსებინებთ ბინის მესაკუთრეს და ახალ პირადობას გაიკეთებთ ფორმა N3-ს საფუძველზე ახალი მისამართით.


მგონი გასაგებად ვთქვი



პირადობების გამოცვლა იქნება ნებაყოფლობითი სანამ ძველ პირადობას აქვს ვადა.

Posted by: manchester18 23 Jul 2011, 21:37
qetusa

კარგით დიდი მადლობა და თბილისში რო მინდა და მაგალითად სხვა ქალაქში ვარ ჩაწერილი, იქიდან ამოწერა უნდა გავაკეთო და აქეთ ჩავიწერო? თუ უბრალოდ ბინის პატრონია საჭირო და ამ ფორმის შევსება და მორჩა?

Posted by: forumeli64 24 Jul 2011, 07:04
კითხვა მაქვს ასეთი: ბინა ქალაქში არის –X-ის სახელზე გაფორმებული. ამ X-მა იგივე მისამართზე (იმავე ბინაში) ჩაიწერა მისი ახლო ნათესავის (დედმამიშვილის შვილი -Y ).
აქვს თუ არა Y-ს კანონიერი უფლება მოითხოვოს წილი X-ს ბინიდან, თუკი X ამის წინაამღდგეგია?! spy.gif

გმადლობთ

Posted by: <GladiatoR> 24 Jul 2011, 10:04
forumeli64
არანაირი უფლება არ აქვს

Posted by: forumeli64 24 Jul 2011, 10:53
<GladiatoR>

იმედია ზუსტად ვიცით.
დიდი მალდობა პასუხისთვის.


ახლა ასეთი კითხვა მაქვს, რა უნდა გააკეთოს იგივე X-მა იმისათვის რომ შეინარჩუნოს ის ზემოთნახსენები ბინაც და ამავე დროს მის სახელზე დაიმტკიცოს მეორე (მშობლის) ბინა, თან ეს მოხდეს ისეთნაირად რომ ქონებრივი და მემკვიდრეობითი დავა (დედმამიშვილებთან) არ წარმოექმნას!

Posted by: <GladiatoR> 24 Jul 2011, 11:08
ის რო ადამიანი რეგისტრირებულია რაღაც მისამართზე (ანუ როგორც შენ ეძახი ჩაწერილია wink.gif ) ვიღაცის ბინაში ეგ არ ნიშნავს იმას რო ეს ადმიანი იმ ბინის მესაკუთრეა ან მეწილე

Posted by: I am the one 24 Jul 2011, 11:26
QUOTE (manchester18 @ 23 Jul 2011, 21:37 )
qetusa

კარგით დიდი მადლობა და თბილისში რო მინდა და მაგალითად სხვა ქალაქში ვარ ჩაწერილი, იქიდან ამოწერა უნდა გავაკეთო და აქეთ ჩავიწერო? თუ უბრალოდ ბინის პატრონია საჭირო და ამ ფორმის შევსება და მორჩა?

როცა გაივლი ახალ მისამართზე რეგისტრაციას მესაკუთრის თანხმობით ძველი მისამართიდან ავტომაუტრად მოიხსნები რეგისტრაციიდან ანუ ამოეწერები.

Posted by: qetusa 24 Jul 2011, 11:36
manchester18
ამოწერა არ გინდათ. აქ როცა ჩაეწერებით იქიდან ავტომატურად ამოწერილი იქნებით......


<GladiatoR>
არა არ ნიშნავს. არანაირად არ არის მესაკუთრე. მისი ამოწერა ნებისმიერ მომენტში მის დაუკითხავად არის შესაძლებელი

Posted by: <GladiatoR> 24 Jul 2011, 11:59
qetusa
QUOTE
არა არ ნიშნავს. არანაირად არ არის მესაკუთრე.


და მერე მე სხვა რამე დავწერე?

Posted by: forumeli64 24 Jul 2011, 12:46
QUOTE (forumeli64 @ 24 Jul 2011, 10:53 )
<GladiatoR>

იმედია ზუსტად ვიცით.
დიდი მალდობა პასუხისთვის.


ახლა ასეთი კითხვა მაქვს, რა უნდა გააკეთოს იგივე X-მა იმისათვის რომ შეინარჩუნოს ის ზემოთნახსენები ბინაც და ამავე დროს მის სახელზე დაიმტკიცოს მეორე (მშობლის) ბინა, თან ეს მოხდეს ისეთნაირად რომ ქონებრივი და მემკვიდრეობითი დავა (დედმამიშვილებთან) არ წარმოექმნას!

გავიმეორებ ამ შეკითხვას user.gif
-----------------------------

Posted by: qetusa 24 Jul 2011, 13:51
QUOTE (<GladiatoR> @ 24 Jul 2011, 11:59 )
qetusa
QUOTE
არა არ ნიშნავს. არანაირად არ არის მესაკუთრე.


და მერე მე სხვა რამე დავწერე?

უკაცრავად. მე ვიფიქრე კითხვა დასვით.... რატომღაც

Posted by: <GladiatoR> 24 Jul 2011, 19:08
qetusa
QUOTE
უკაცრავად. მე ვიფიქრე კითხვა დასვით.... რატომღაც 

smile.gif

Posted by: forumeli64 26 Jul 2011, 09:56
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი იმისათვის რომ მშობლის მიერ ნაჩუქარი ბინა ისე დაიმტკიცოს(!) რომ მათი (მშობლების) გარდაცვალების მერე დედმამიშვილებმა იგივე ქონებაზე (ბინა, ავეჯი ) პრეტენზიის წარმოთქმის შემთხვევაში ვერაფერს მიაღწიოს? (ანუ ბინის ნაწილი ვერ წაართვას მის კანონიერ მემკვიდრეს).

გმადლობთ

Posted by: progresi 26 Jul 2011, 13:38
forumeli64
რაღაცას ვერ ამბობ, თუ ნაჩუქარია ვიღას რაღა ხელი აქვს? ნაჩუქრობა საჯაროში რეგისტრირებულია? კარგად ახსენი ვითარება რომ ზუსტი პასუხი მიღო

Posted by: forumeli64 26 Jul 2011, 22:59
progresi


მშობლებს უნდათ რომ სახლი მის ერთ-ერთ შვილს დაუტოვონს (და სხვებს (შვილებს) არა)).
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას რომ ის "სხვები" ასე რომ ვთქვათ გასტუმრებულები არიან ოჯახიდან და მაინც, მშობელი შიშობს რომ მისი გარდაცვალების შემდეგ იმ შვილს დაუჩაგრავენ, რომელთან ერთადაც ცხოვრობენ და თან სახლს უტოვებენ. (ხო ხვდები არა, ქართული სიხარბე, რძლები, სიძეები და ა.შ...)

ჰოდა ახლა კითხვაა ასეთი: როგორ გადასცეს (რა ფორმით) ის სახლი (ქონება-ავეჯი) მშობელმა შვილს ისეთნაირად რომ დანარჩენმა შვილებმა საჩივარის შეტანის შემთხვევაში (მემკვიდრეობითი ქონების (წილის) მოთხოვნა)) ქონების მემკვიდრეს (საკუთარ დედმამიშვილს) წილი ვეღარ მოთხოვონ (წაგლიჯონ!) კანონის ძალით?!...

იმედია გასაგებად ავხსენი smile.gif

Posted by: progresi 26 Jul 2011, 23:17
forumeli64
გასაგებია. ადგნენ და აჩუქონ და რაც მალე მით კარგი, და ამასთან მჩუქებელს 1 წლის განმავლობაში შეუძლია გააუქმოს ჩუქება. ეს ნაჩუქრობა, თუ საჯაროს ამონაწერი გაქვს დაგიჯდება 55 ლარი რეესტრში თუ შენ შეადგენ ხელშეკრულებას, თუ რამე პირობის ჩადება გსურს, თუ არა და სტანდარტული ტექსტი იქაც აქვთ
აი ესაა სულ

Posted by: forumeli64 27 Jul 2011, 07:14
progresi
დიდი მადლობა პასუხისათვის.
ანუ, ჩუქების სემთხვევაში უკვე ყველა სხვების პრეტენზიებს იურიდიური ძალა აღარ ექნება?

QUOTE
1 წლის განმავლობაში შეუძლია გააუქმოს ჩუქება

ამ "1 წელს" სხვა რამე დატვირთვა აქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში?
და თუკი ისე გავიდა ეს 1 წელი ისე რომ ნაჩუქრობა უკან არავინ გამოითხოვა, ამის მერე (გასული 1 წელი) თუა შესაძლებელი რომ საჩუქარი უკან გამოითხოვოს მჩუქებელმა?

Posted by: Mr-Banks 27 Jul 2011, 10:47
3. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც
მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების
უფლებას აძლევს.

Posted by: forumeli64 27 Jul 2011, 14:38
Mr-Banks
QUOTE
და თუკი ისე გავიდა ეს 1 წელი ისე რომ ნაჩუქრობა უკან არავინ გამოითხოვა, ამის მერე (გასულია 1 წელზე მეტი) თუა შესაძლებელი რომ საჩუქარი უკან გამოითხოვოს მჩუქებელმა?



თან საჩუქარში (ნებისმიერ) წილს უკვე ვეღარავინ მოითხოვს. არა?
მე ასე გავიგე smile.gif

Posted by: Mr-Banks 27 Jul 2011, 14:56
forumeli64


ვერ მოითხოვეს ვერავინ წილს, მაშინ უნდა ამტკიცოს მოსარჩელემ, რომ მჩუქებელი თავის ნებას ადეკვატურად ვერ გამოხატავდა (სულიერად დაავადებული, იძულებით, შანტაჟით და ა.შ.).


QUOTE
ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც
მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ,
რომელიც მას ჩუქების გაუქმების
უფლებას აძლევს.

Posted by: wvn-924 27 Jul 2011, 15:21
forumeli64

უღირს მემკვიდრეებად გამოაცხადოს ის შვილები და ვეღარ შეედავებიან ქონებაზე..

Posted by: forumeli64 27 Jul 2011, 15:32
QUOTE
უღირს მემკვიდრეებად გამოაცხადოს ის შვილები



არა კაცო.
მთლად მასე კი არაა საქმე biggrin.gif

უბრალოდ თავის დაზღვევა უნდა, ბოლომდის.....

Mr-Banks
progresi
wvn-924


დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.
გჰადავცემ ამ ინფოს.

Posted by: ZEUS 27 Jul 2011, 17:12
QUOTE
რა მაინტერესებს - ახლა პირადობებზე მართვის მოწმობის მაგივრობაზე არაფერი წერია და იქნება პრავაც ზედ?
კითხვა მეორე - თუ იქნება, მაშინ საზღვარგარეთ წამსვლელებს ან უფრო ახლოში თურქეთი და რამე მაინც დასჭირდებათ მართვის მოწმობა თუ ეს საზღვარგარეთაც გაჭრის?


Posted by: progresi 27 Jul 2011, 22:38
wvn-924
უღირს მემკვიდრედ ჯერ რატომ უნდა გამოაცხადონ და მერე რა საფუძველზე და საერთოდ რა შუაშია აქ ეგ?

Posted by: I am the one 27 Jul 2011, 23:15
ZEUS


ჯერ დეტალები არააა გადაწყვეტილი რაინქება და რა არა თუ მოხდება შსს-თან შეთანხმება რატომაც არა smile.gif

Posted by: HarrisonHill 29 Jul 2011, 21:31
მოკლედ ასეთი პრობლემა მაქვს... ჩემი გვარი არის სლავური წარმოშობის... თავდაპირველი ვარიანტი ჩემი გვარისა იყო რუსულ ენაზე. Любивец. ქართულად, გრამატიკულად სწორი ვარიანტი ჩემი გვარის არის ლუბივეცი.

QUOTE
ევროპული ენებიდან მომდინარე ლა და ლუ ჯგუფებიანი სიტყვები, რომლებიც რუსულში ЛЮ და  ЛЯ  კომპლექსებს იძლევა, ქართულში უნდა გადმოიცეს მხოლოდ ლა და ლუ ჯგუფით: აკუმულაცია, აკუმულატორი,პლაჟი,ალუმინი, ასიმილაცია, ტრანსლაცია,ილუზია (და არა: აკუმულიაცია, აკუმულიატორი, ასიმილიაცია, პლიაჟი, ტრანსლიაცია,ალიუმინი,ილიუზია).


მაგრამ თარგმანის დროს დაუშვეს შეცდომა და ჩემი გვარი ბებიაჩემს გადაუთარგმნეს როგორც ლიუბივეცი (სწორი ფორმა - ლუბივეცი). ხოლო ბებიაჩემის შვილს ანუ დედაჩემს შეუსწორეს ეს ხარვეზი და ჩაუწერეს ლუბივეცი.

როდესაც 16-ის გავხდი და პირადობის აღება დამჭირდა რაღაც პრობლები შეიქმნა რადგანაც დაბადების მოწმობაში მეწერა ლიუბივეცი. (აშკარად შეცდომა დაუშვეს დაბადების მოწმობის შევსებისას) ნუ ამასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა შეიქმნა, ჯერ ერთი მე არ ვითვლებოდი დედაჩემის შვილად (biggrin.gif გვარში ერთი ასოს განსხვავების გამო) და კიდევ რადგანაც უამრავი დოკუმენტის ცვლილება იყო საჭირო და არა მარტო დედაჩემის, არამედ კიდევ ჩვენი გვარის მქონე ნათესავებისაც, რაც დიდ დროს, ფინანსურ ხარჯებს და ნერვებს დახარჯავდა. ამიტომაც დედაჩემმა გადაწყვიტა რომ თვითონ გადასულიყო გვარის მცდარ ვარიანტზე ანუ ლიუბივეცი-ზე. მეც შესაბამისად ჩამიწერეს ლიუბივეცი. არ მომწონს ეს ცვლილება, თუმცა ამდენი დოკუმენტის ცვლილებას და ხარჯებს ნამდვილად ჯობია... ამიტომაც შევეგუე.

მაგრამ ახლახანს გავხდი 18 წლის და დამჭირდა პასპორტი. აქ წარმოიშვა დამატებითი პრობლემა. რეესტრში შემივსეს ბლანკი, გვარში ჩაწერეს ლიუბივეცი (ნუ ამაზე ხმა არ ამოვიღე, ვიფიქრე ჯანდაბას, იყოს მეთქი). მაგრამ ინგლისურად თარგმანში ჩამიწერეს Liubivetsi, ნუ მე ვუთხარი რომ არასწორია და ინგლისურად ლიუბივეცი გადაითარგმნება როგორც Lubivetsi. მითხრეს რომ არ არის პრობლემა და ჩვეულებრივ ჩაასწორეს.

თუმცა, საღამოს მირეკავს ოპერატორი რომელმაც შემივსო ბლანკი და მეუბნება, რომ გვართან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა და უფროსი არ ადასტურებს რომ ლიუბივეცი-ს ინგლისური ვარიანტი არის Lubivetsi. მისი აზრით, სწორი ვარიანტი იქნება Liubivetsi. ნუ ეს მთლად მარაზმია... ავუხსენი, რომ ინგლისურ ენაში U ისედაც იუ-ს ნიშნავს. თუმცა მითხრა რომ არ შეიძლებოდა და ერთადერთი რისი შემოთავაზებაც შეეძლოთ, იყო Lybivetsi (ამაზე სიმართლე ვთქვა გამეცინა...)

ნუ მოკლედ დავიტანჯე და არ ვიცი რა ვქნა. არანაირად არ მაწყობს რომ ჩემი გვარი ინგლისურად გადათარგმნონ როგორც Liubivetsi. მინდა რომ სწორად გადათარგმნონ და დაწერონ Lubivetsi. იმიტომ, რომ რეალურად ინგლისურში U ისედაც იუ-ა და ნებისმიერი მთარგმნელი დაადასტურებს ამას. რა გავაკეთო იქნებ მირჩიოთ?

Posted by: I am the one 29 Jul 2011, 22:03
HarrisonHill


მოკლედ გეტყვი რაც უნდა ქნა, ინგლისურ ვარიანტს თარგმნის კომპიუტერი თავისით, თუ ის მონაცემი არ გაწყობს და სხვა გინდა უნდა წარმოადგინო ისეთი საბუთი სადაც გიწერია იმ ინგლისურ ასოთა თანწყობით როგორც გინდა, ანუ უნდა წარმოადგინო ან რაიმე მოწვევა მაგ გვარზე, ან დიპლომის ინგლისური თარგმანი მაგ ენაზე ან რამე ისეთი მნიშვნელობის მქონე რაც შენ ხელს გიშლის კომპიუტერის მიერ ნათარგმნი დოკუმენტის გამოყენებაში, ანუ უნდა დაარწმუნო ის სამსახური რომ მაგ მონაცემით პასპორტის აღება არის შენთვის უმნიშვნელოვანესი და რომ ეგ შენი ახირება არაააა smile.gif

Posted by: HarrisonHill 29 Jul 2011, 22:13
QUOTE (I am the one @ 29 Jul 2011, 22:03 )
HarrisonHill


მოკლედ გეტყვი რაც უნდა ქნა, ინგლისურ ვარიანტს თარგმნის კომპიუტერი თავისით, თუ ის მონაცემი არ გაწყობს და სხვა გინდა უნდა წარმოადგინო ისეთი საბუთი სადაც გიწერია იმ ინგლისურ ასოთა თანწყობით როგორც გინდა, ანუ უნდა წარმოადგინო ან რაიმე მოწვევა მაგ გვარზე, ან დიპლომის ინგლისური თარგმანი მაგ ენაზე ან რამე ისეთი მნიშვნელობის მქონე რაც შენ ხელს გიშლის კომპიუტერის მიერ ნათარგმნი დოკუმენტის გამოყენებაში, ანუ უნდა დაარწმუნო ის სამსახური რომ მაგ მონაცემით პასპორტის აღება არის შენთვის უმნიშვნელოვანესი და რომ ეგ შენი ახირება არაააა smile.gif

საკრედიტო ბარათზე დაწერილი გვარი წავა? (ინგლისურად)

Posted by: I am the one 29 Jul 2011, 22:15
HarrisonHill


ეგ იმ უფროსს უნდა დაელაპარაკო მე ვერ გადავწვიტავ smile.gif

Posted by: HarrisonHill 29 Jul 2011, 22:21
QUOTE (I am the one @ 29 Jul 2011, 22:15 )
HarrisonHill


ეგ იმ უფროსს უნდა დაელაპარაკო მე ვერ გადავწვიტავ smile.gif

ნუ უფროსთან რომ მივიდე იმას ნაღდად დავარწმუნებ რომ ისე გადათარგმნოს როგორც საჭიროა მაგრამ მანამდე ვინ მიმიშვებს, მეტყვიან არაო... თუმცა ეს გოგო გადამყვა. ნამდვილად ძალიან კარგი ხალხი მუშაობს რეესტრში. 10-ჯერ დამირეკა რო გაერკვია და რავიცი... ორშაბათს ველოდები პასუხს...


თანაც, დედაჩემს პასპორტში ინგლისურად უწერია Lubivetsi. მგონი ესეც კარგი მიზეზი იქნება...

Posted by: I am the one 29 Jul 2011, 22:25
HarrisonHill


დამიჯერე როგორც ეგ გოგო გადაგყვა ისე უფროსი გადაგყვება ყველა სამსახურს ეგეტი უფროსი და თანამსღომლები ყავს რომ მოქალაქეს გადაყვეს დაეხმაროს, უბრალოდ კდიევ ერთხელ გეუბნები ესე მინდას პრინციპით ვერ დაბეჭდავენ პასპორტებს და რამე უნდა წარუდგინო ან კომპიუტერის ვერსიით ჩაბეჭდილი აიღო smile.gif
* * *
სიახლე აიდი ბარათთან დაკავშირებით.


http://cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49&info_id=1789

Posted by: Jeanne Hebutern 31 Jul 2011, 23:25
1)ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შევიცვალე და ბინის მესაკუთრეს რამდენხანში აქვს იმის უფლება რომ ამომწეროს?? ან თუ ამომწერს მე სავარაუდოდ ვერც გავიგებ ამას ხო? biggrin.gif



2) იმისათვის რომ ბინიდან ამოვწერო გარდაცვლილი ამისთვის რა არის საჭირო???? ახალი მესაკუთრე მე ვარ სახლის და მხოლოდ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მეყოფააა???







გმადლობთ წინასწარ

Posted by: <GladiatoR> 31 Jul 2011, 23:55
Jeanne Hebutern
QUOTE
1)ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შევიცვალე და ბინის მესაკუთრეს რამდენხანში აქვს იმის უფლება რომ ამომწეროს?? ან თუ ამომწერს მე სავარაუდოდ ვერც გავიგებ ამას ხო? biggrin.gif

მესაკუთრეს 6 თვის შემდეგ აქვს უფლება რო ამოგწეროს

QUOTE
იმისათვის რომ ბინიდან ამოვწერო გარდაცვლილი ამისთვის რა არის საჭირო???? ახალი მესაკუთრე მე ვარ სახლის და მხოლოდ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მეყოფააა???

გარდაცვლილი ადამიანი ავტომატურად იხსნება რეგისტრაციიდან როგორც მე ვიცი

Posted by: Jeanne Hebutern 1 Aug 2011, 00:02
<GladiatoR>
ვითომ??? წლებია გასული, მაგრამ წყალის გადასახადი ისევ იმ სულების რაოდენობით მოდის დაააა???? ამას როგორ გავიგებ თუ ვინაა ვაბშე ჩაწერილიიი???

Posted by: I am the one 1 Aug 2011, 21:41
Jeanne Hebutern



ჩვენ ბაზაში მოხსნული იქნება სულადობის ცნობა უნდა აიღო და მიიტანო საიდანაც მოგდის გადასახადები მეტ სულზე, ანუ იმათმა არ იციან რო გარდაცვლილია smile.gif

Posted by: 7903251 2 Aug 2011, 19:32
დღეს ვიყავი ისანი-სამგორის რ-ნის ტერიტორიულ სამსახურში....


1. სუნი....
2. მაღალი ტემპერატურა....
3. დიდი რიგები....
4. ხმაური....
5. ბევრი უკმაყოფილო მოქალაქე...



გლდანი-ნაძალადევის სრს ფორევა!

Posted by: I am the one 2 Aug 2011, 21:48
7903251


ისანი და გლდანი ტოლებია, გლდანს 6 ფანჯრით მეტი აქვს მომსახურეობისთვის შესაბამისად პასუხს შენით მიხვდები ალბათ smile.gif

Posted by: 7903251 2 Aug 2011, 22:51
I am the one



QUOTE
ისანი და გლდანი ტოლებია




რას ნიშნავს ტოლებია?



QUOTE
გლდანს 6 ფანჯრით მეტი აქვს მომსახურეობისთვის





არ ვიცი, რომელს უფრო მეტი ფანჯარა აქვს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ როგორც მოსახლეობით ასევე ტერიტორიის ფართობით გლდანი-ნაძალადევის რ-ნი ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეული დედაქალაქში....


გლდანი-ნაძალადევის სრს-ს მხოლოდ ჯაბა შარვაძე აკლია...


პ.ს.რომელ ფანჯარასთან იჯექი დღეს? biggrin.gif:D:D

Posted by: I am the one 3 Aug 2011, 07:30
7903251


მე არც ერთში ვარ და არც მეორეში , მაგრამ დამიჯერე ისანში უფრო მეტი ხალხი დადის ვიდრე გლდანში, ისანში, მარნეული, გარდაბანი, კახეთიდანაც კი მიდიან smile.gif
* * *
ID ბარათების ანუ პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო


http://cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49&info_id=1793

Posted by: 7903251 4 Aug 2011, 13:17
I am the one



QUOTE
მაგრამ დამიჯერე




გიჯერებ....

Posted by: nanian 6 Aug 2011, 11:27
პირადობის მოწმობის შეცვლს მინდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო და ID ბარათ უნდა ავიღო თუ შეიძლება ისევ ძველებული მოწმობის აღება?

Posted by: <GladiatoR> 6 Aug 2011, 12:36
nanian
QUOTE
პირადობის მოწმობის შეცვლს მინდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო და ID ბარათ უნდა ავიღო თუ შეიძლება ისევ ძველებული მოწმობის აღება?


ID ბარათი

Posted by: xanka 6 Aug 2011, 15:32
დავკარგე პირადობის მოწმობა და პენსიის წიგნაკი-რა გავაკეთო,სად უნდა მივიდე? და საერთოდ,როგორ ხდება მათი აღდგენა?-თუ არ დაიზარებთ ,გთხოვთ დამაკვალიანოთ.

Posted by: rachveli1 6 Aug 2011, 15:41
http://house.gov.ge/

აქ შედი მარჯნივ არის ონლაინ დახმარება მანდ შედი დი მიწერე გეტყვიან ყველაფერს

Posted by: xanka 6 Aug 2011, 15:47
დავკარგე პირადობის მოწმობა და პენსიის წიგნაკი-რა გავაკეთო,სად უნდა მივიდე? და საერთოდ,როგორ ხდება მათი აღდგენა?-თუ არ დაიზარებთ ,გთხოვთ დამაკვალიანოთ.
* * *
QUOTE (rachveli1 @ 6 Aug 2011, 15:41 )
http://house.gov.ge/

აქ შედი მარჯნივ არის ონლაინ დახმარება მანდ შედი დი მიწერე გეტყვიან ყველაფერს

გმადლობთ,თქვენ მართლაც დამეხმარეთ.

Posted by: I am the one 7 Aug 2011, 21:58
xanka


ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში მიხვალ და აიღებ აიდ ბარათს 30 ლარი ღირს 10 სამუშაო დღეში

Posted by: xanka 8 Aug 2011, 23:22
QUOTE (xanka @ 6 Aug 2011, 15:47 )
დავკარგე პირადობის მოწმობა და პენსიის წიგნაკი-რა გავაკეთო,სად უნდა მივიდე? და საერთოდ,როგორ ხდება მათი აღდგენა?-თუ არ დაიზარებთ ,გთხოვთ დამაკვალიანოთ.
* * *
QUOTE (rachveli1 @ 6 Aug 2011, 15:41 )
http://house.gov.ge/

აქ შედი მარჯნივ არის ონლაინ დახმარება მანდ შედი დი მიწერე გეტყვიან ყველაფერს

გმადლობთ,თქვენ მართლაც დამეხმარეთ.

-დღეს ჩემმა მეზობელმა,რომელიც იმ ბანკში მუშაობს სადაც პენსიასს ვიღებ,მომიტანა ჩემი პირადობა.(ძალიან გამეხარდა),მაგრამ დარჩა ერთი პრობლემა პენსიის პლასტიკური ბარათი,ვერ ვიპოვე,...ხომ არ იცით დიდი დრო სჭირდა მის აღდგენას?

Posted by: Ambitious_Person 11 Aug 2011, 20:06
სხვისი დავალებიტ ვწერ : აინტერესებს თუ საქაღთველოს სხვა ქალაქშია ჩაწერილი და ბინას ყიდულობს თბილისში თავისუფლად ჩაიწერება თბილისში?

Posted by: Registration 11 Aug 2011, 21:06
Ambitious_Person
QUOTE
სხვისი დავალებიტ ვწერ : აინტერესებს თუ საქაღთველოს სხვა ქალაქშია ჩაწერილი და ბინას ყიდულობს თბილისში თავისუფლად ჩაიწერება თბილისში?


კი, რა თქმა უნდა.

Posted by: babe777 14 Aug 2011, 23:12
ერთი კითხვა მაქ დაბადების მოწმობაც კი არ მაქ და სად შეიძლება გავაკეტო??? მარტო დედის სახელი და გვარი ვიცი, მამის არა... არც ეგ ვიცი სად დავიბადე... 17წლის ვაარ!!!! იმედია მიპასუხებთ.....

Posted by: 7903251 14 Aug 2011, 23:37
babe777



დაბადების მოწმობის გამცემი ორგანო სსიპ სამოქალაქო რეესტრია.... სწორ გზაზე დაადექი... smile.gif



მაგრამ.......




ესე მარტივად არავინ მოგცემს დაბადების მოწმობას....



ჩემი აზრით, ადვოკატის აყვანა დაგჭირდება, სასამართლოში შენი ინტერესების დასაცავად...



17 წლამდე სად იყავი? სად ცხოვრობდი? ვისთან? ვინ გაჭმევდა? რატომ? რეალური მოწმეები რომლებიც დაადასტურებენ შენს პიროვნებას, ნათესავები? მეზობლები?


ბევრი რამ გასარკვევი იქნება....

Posted by: babe777 15 Aug 2011, 13:24
თბილიში ბებიასთან და დედასთან, დედაჩემი ვერ აზროვნებდა, ბეიაჩემი კი მუშაობდა, ნამდვილად არაფრის საშუალება არ გვქონდა რო სკოლაში მევლო, და ამბებიიიი....დედაჩემს და ბებიაჩემს აქ პირადობა... ანუუ მშობლების გარეშე შანსი არააა ავოღო ხოოო??? მარტო ვერ ავიგეეებ????
* * *
სასამართლო რაღა საჭიროააა??? oops ნერვების თხრააა მოკლედ რაააა..........

Posted by: Mr-Banks 15 Aug 2011, 16:37
babe777

სამშობიაროში შენახული იქნება რაიმე საბუთი..............

Posted by: hermann1986 15 Aug 2011, 16:52
გამარჯობათ, მაინტერესებს საქართველოში ჩამოუსვლელად როგორ გავიდე საქართველოს მოქალაქეობიდან? და რა სახის საბუთებია საჭირო?

Posted by: Mr-Banks 15 Aug 2011, 17:11
hermann1986
http://house.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=337

Posted by: babe777 15 Aug 2011, 22:50
არა ნაგდად არაა, ვიციიიი............

Posted by: kriketi-1985 16 Aug 2011, 00:33
ჩემს პირადობაში შეცდომაა ვადიანობასთან დაკავშირებით და ამის ჩასასწორებლად რეესტრის ტერიტორიულ სამსახურს უნდა ვესტუმრო, არა? ამისთვის რამე საბუთის მიტანა ხომ არ იქნება საჭირო? პირადობას რამდენ ხანში დამიბრუნებენ? და კიდევ - თანხის გადახდა მომიწევს? თუ კი - რამდენის? გმადლობთ პასუხისთვის.
გლდანი-ნაძალადევის ტერ.სამსახური ნაძალადევის მეტროსთან გადაიტანეს ხომ?

Posted by: 7903251 16 Aug 2011, 17:40
babe777



QUOTE
სასამართლო რაღა საჭიროააა???



შენ როგორ წარმოგიდგენია შენი პიროვნება როგორ უნდა დადასტურდეს?


სად იმშობიარა დედამ?
ყველა ვარიანტში რაღაცა დოკუმენტი გექნება...
უბნის ინსპექტორი რას აკეთებდა აქამდე? როგორ არ იცოდა, რომ მის სამუშაო ტერიტორიაზე არსებობს ადამიანი, რომელიც არსებობს მაგრამ არ გააჩნია დაბადების მოწმობა....



რავიცი მეტს ვერაფერს გეტყვი!

Posted by: Mr-Banks 16 Aug 2011, 17:44
kriketi-1985
QUOTE
ჩემს პირადობაში შეცდომაა ვადიანობასთან დაკავშირებით და ამის ჩასასწორებლად რეესტრის ტერიტორიულ სამსახურს უნდა ვესტუმრო, არა?
ამისთვის რამე საბუთის მიტანა ხომ არ იქნება საჭირო? პირადობას რამდენ ხანში დამიბრუნებენ? და კიდევ - თანხის გადახდა მომიწევს? თუ კი - რამდენის? გმადლობთ პასუხისთვის.
გლდანი-ნაძალადევის ტერ.სამსახური ნაძალადევის მეტროსთან გადაიტანეს ხომ?


1. კი
2. 10 დღეში 30 ლარი - ID CARD-ს მოგცემენ
3. ნაძალადევის მეტროს უკანაა

Posted by: babe777 16 Aug 2011, 23:52
7903251
კი, მაგრაააამ, დედაჩემი რო მივიყვანო, ხო დაადგენენ რო დედაჩემია... სისხლის ჯგუფით ან რამეთი...
* * *
სასამრტლო მაინც საჭიროააა?????????????????

Posted by: Mr-Banks 17 Aug 2011, 00:34
babe777

ეს წაიკითხე. http://www.ambebi.ge/meditsina/13723-saqarthveloshi-mamobis-dasadgenad-1600-laria-satciro.html


1600 ლარი ღირს დადგენა, რაც ძალიან ძვირია. თუმცა, თუ დადგინდა, რომ დედაშენი მართლაც დედაშენია, გამარტივდება საქმე. მაგრამ დაბადების თარიღად რას ჩაგიწერენ, წარმოდგენა არ მაქვს, ან როგორ ჩაგიწერენ. სამოქალაქო რეესტრში შეიძლება მოხდეს ეგ ამბავი 2 მოწმე თუ იქნება.... არ ვიცი, არ ვიცი.... რთული ქეისია.

Posted by: kriketi-1985 17 Aug 2011, 01:32
QUOTE
10 დღეში 30 ლარი - ID CARD-ს მოგცემენ

ისევ ჩემი ძველი პირადობა რომ დამიბრუნონ, არ შეიძლება? არადა 2013 წლამდე აქვს ვადა და ჯერ არ მინდა გამოცვლა...

Posted by: 7903251 17 Aug 2011, 11:18
babe777




QUOTE
კი, მაგრაააამ, დედაჩემი რო მივიყვანო, ხო დაადგენენ რო დედაჩემია... სისხლის ჯგუფით ან რამეთი...
* * *
სასამრტლო მაინც საჭიროააა?????????????????





შენი მდგომარეობიდა გამომდინარე დავინტერესედი შენი საქმით.....



გავიგე, რომ სასამართლოს პრეროგატივაა აღარ ყოფილა მსგავსი საქმეების განხილვა, ანუ შენი პრობლემით შეგიძლია მიმართო სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურს....
სახელმწიფო ბაჟს არ გადაგახდევინებენ – მიდი დედასთან ერთად და გეტყვიან რაც გჭირდება... (ალბათ ხვდები, რომ მოგთხოვენ ყველაფერს რითაც შეგეძლება შენი პიროვნების დადასტურებას!)))



წარმატებებს გისურვებ!

Posted by: Mr-Banks 17 Aug 2011, 13:21
kriketi-1985


აღარ მოგცემენ


შეწყდა smile.gif

Posted by: ქართველო 17 Aug 2011, 13:48
ბაბუის გარდაცვალების ცნობის აღება მინდოდა, რომელიც რეპრესირების დროს დაიღუპა ყაზახეთში, მივაკითხე სამოქალაქო რეესტრს, წლებს თუ დაგვიდგენო მოვძებნით და გეტყვი პასუხსო. დავუდგინე და ვუთხარი ზუსტი წელი და უი ჩვენ ვერ ვნახავთო თუ საქართველოში არ დაიღუპაო (ცოტა ეს მეუცნაურა როცა საუბარია რეპრესირებულებზე) ხოდა მერე რაღაცეები გააბუქეს, მაშინ ანკეტები უნდა გადავაგზავნოთო და 4-5 თვე დაჭირდება პასუხის მოსვლასო.

მაინტერესებს, არანაირი საშუალება არაა რო რეპრესირების დროს გარდაცვლილის შესახებ რაიმე ცნობა მივიღო საქართველოში? გარდა ცალკე სასამართლოს ჩატარებისა და დაკარგულად ცნობის და ა.შ. პროცედურების გარეშე?



Posted by: I am the one 17 Aug 2011, 21:14
ქართველო


თუ აქ არ არის გარდაცლვილი და არც რეგისტრირებული ჩვენ საიდან გავაჩენთ გარდაცვალების მოწმობას? სწორად გითხრეს ყველაფერი თU იქ არ მოიძებნა და ჩამოვიდა უარი მაშინ, უნდა მოაგროვო დოკუემნტები, უნდა იცოდეთ გარდაცვალების ზუსტ თარიღი და ადგილი თქვენც და მომწეებმაც მაშინ სრს ში დადგინება გარდაცვალების ფაქტი თუ ამის საკმარისი საფუძველი არ იქნება სასამართლოში უნდა გამოცხადდეს გარდაცვლილად. ამის შემდეგ აიღებ გარდაცვალების მოწმობას,


არის მოერე შემთხვევები როცა დაიხვრიტა ხალხი და არსებობს შინსახკომის გადაწყვეტილებები თუ ცნობები რომ განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი მაგალითად 1950 წლის 5 აგვისტოს მაგ ცნობას განაახლებ შსს-ში და დარეგისტრირდება მაგ მონაცემებით

Posted by: babe777 19 Aug 2011, 11:58
7903251
მადლობა, მეტი კიტხვა აღარ მაქ.... :-)

Posted by: 7903251 19 Aug 2011, 22:55
babe777


კარგს იზავ თუ კი შენი ცდის შედეგებს აქ დაწერ...
ჩემთვის საინტერესოა....

Posted by: babe777 20 Aug 2011, 14:17
7903251
კარგიიი..... ისეეე ხო არ იციიით, 24ოქტომბერს ვხვდები 18წლის და ჯარში რამდენ ხანში გამიწვევენ???

Posted by: merkantil 21 Aug 2011, 00:18
გთხოვთ დამეხმარეთ user.gif
ვცხოვრობ საზღვარგარეთ, ეხლა ჩამოვედი დროებით საქართველოში და მინდა ჩემი ძველი ბორჯღალოიანი პასპორტის შეცვლა. სამწუხაროდ არ ვიფიქრე, რომ პირადობის მოწმობაც დამჭირდებოდა და არ წამოვიღეsad.gif ეხლა როგორ მოვიქცე? sad.gif შეცვლის შემთხვევაშიც მომთხოვენ პირადობას?

Posted by: Mr-Banks 22 Aug 2011, 02:25
merkantil

პირადობას არ მოგთხოვენ.... ჩააბარებ ძველ პასპორტს და დაგიმზადებენ ახალს...

Posted by: 7903251 22 Aug 2011, 13:36
babe777


ჯერ აღრიცხვაზე უნდა იყო რომ წაგიყვანონ ჯარში!
შენ კიდე ჯერაც არ გაქვს პირადობა - შესაბამისად ჯერ მაგაზე ფიქრი ნაადრევია....!

Posted by: quchi 24 Aug 2011, 12:57
სამოქალაქო რეესტრის საიტზე ვერ ვიპოვე და იქნებ დამეხმაროთ?

ანუ მაინტერესებს დიზაინი აიდი ბარათის.

და კიდევ გუშინ შევიტანე განაცხადი ბარათის დასამზადებლად და თუ არის შესაძლებელი დღეს, რომ საფასურის გადახდის შემდეგ დაჩქარებული წესით დამიმზადონ>ანუ მომსახურების დაჩქარება?

Posted by: leilaba 25 Aug 2011, 18:11
არ მაინტერესებს დიზაინი,როცა ავიგებ მაჰინ ვნახავ

Posted by: forumeli64 25 Aug 2011, 19:43
ძე რომ მოვაშორო გვარს თუა შესაძლებელი? spy.gif

Posted by: 7903251 25 Aug 2011, 22:45
forumeli64

შეგიძლია.. მიმართე სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურს დეტალებისათვის!

Posted by: forumeli64 26 Aug 2011, 11:33
7903251


დიდი მადლობა smile.gif

Posted by: mxiaruli gogona 26 Aug 2011, 21:39
forumeli64
სამწუხაროდ აღარ შეგიძლია,დაჩქარების ქვითარს იხდი დოკუმენტის ჩაბარებისთანავე
* * *
merkantil
ჯერ ელექტრონული პირადობის მოწმობა უნდა აიღო,თუ იმ პირადობის მოწმობას ვადა გაუვიდა

Posted by: shtori 31 Aug 2011, 18:07
სად ხდება დაბადების მოწმობის აპოსტილით დამოწმება? რა ღირს? აუცილებელია ორიგინალის მიტანა თუ ასლსაც ამოწმებენ?
* * *
I am the one
თუ იცით დაბადების მოწმობის ასლს დამიმოწმებენ აპოსტილით?
* * *
ნუთუ არავინ არ იცით ამ აპოსტილის შესახებ?

Posted by: I am the one 31 Aug 2011, 22:45
QUOTE (shtori @ 31 Aug 2011, 18:07 )
სად ხდება დაბადების მოწმობის აპოსტილით დამოწმება? რა ღირს? აუცილებელია ორიგინალის მიტანა თუ ასლსაც ამოწმებენ?
* * *
I am the one
თუ იცით დაბადების მოწმობის ასლს დამიმოწმებენ აპოსტილით?
* * *
ნუთუ არავინ არ იცით ამ აპოსტილის შესახებ?

20 ლარი ღირს მარტო დამოწმება 8 დღეში

Posted by: shtori 1 Sep 2011, 01:57
I am the one
დიდი მადლობა :*
თუ იცით ასლის დამოწმება ორიგინალის მიტანის გარეშე შეიძლება?

Posted by: 7903251 1 Sep 2011, 17:49
shtori



QUOTE
თუ იცით ასლის დამოწმება ორიგინალის მიტანის გარეშე შეიძლება?




მე არ მესმის პირდაპირ როგორ უნდა დაამოწმო ასლი აპოსტილით, თუმცა ჩემზე უფრო კომპეტენტური ხალხი შემოდის აქ და ალბათ გეტყვიან....



ლოგიკაში ჩემთვის ასე ჯდება...

ასლი ჯერ დაამოწმებინო ნოტარიუსს, და ამის შემდეგ აპოსტილე გაუკეთო სანოტარო აქტს, რომელიც ადასტურებს ასლის დედანთან იდენტურობას!



Posted by: shtori 1 Sep 2011, 19:39
7903251

არ მაქვს დედანი სამწუხაროდ აქ sad.gif

მადლობა პასუხისთვის

Posted by: 7903251 1 Sep 2011, 19:48
shtori



QUOTE
არ მაქვს დედანი სამწუხაროდ აქ



დედანი თუ არ გაქვთ თან, დამიჯერეთ ტყუილად ნუ შეიწუხებთ თავს... წესით არავინ არ უნდა დაგიმოწმოს ასლი დედანთან იდენტურობაში...



პ.ს. დაბადების მოწმობის დამოწმება მინდოდა ცოტა ხნის წინ, არავინ დამიმოწმა რადგან ბეჭდის ძალიან მცირე ნაწილი იკითხებოდა, ეხლა შენ წარმოიდგინე დედანი საერთოდ თუ არა გაქვს დაგიმოწმებენ თუ არა...


წარმატებებს გისურვებ!

Posted by: ვივიანა 2 Sep 2011, 01:04
პირადობას ვადა გაუვიდა ივლისში და ახალზე რა საბუთები უნდა მივიტანოო ხომ არ იციით??

Posted by: Parabellum_ 2 Sep 2011, 04:04
vivianna
ვივი : )))))) რომელ საუკუნეში აიღე პირადობა? 20 წელი აქვვს ვადა თუ რაღაც ეგრე ...ნუ ჩემსას 2016-მდე აქვს მემგონი..

სადაც ჩაწერილი ხარ იმ რაიონის ან ნებისმიერი რაიონის რეესტრის სამსახურში მიიტანე ეგ ვადაგასული,განცხადებას დაგაწერინებენ და ახალ ID ბარათს მოგცემენ რა.

Posted by: mxiaruli gogona 2 Sep 2011, 21:15
vivianna
არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ ჩაწერილი,ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური მოგემსახურება, სურათს ადგილზე გადაიღებ, ვადაგასული პირადობა მიიტანე და 30 ლარი 10 სამუშაო დღეში,შეგიძლია დააჩქარო კიდეც, თუ სოცილაურად დაუცველთა სიაში 70 000 ზე ნაკლები ქულა გაქვს 10 დღეში უფასოდ გეკუთვნის

Posted by: ვივიანა 2 Sep 2011, 22:05
Pаrаbellum
შენც აქ ხაარ?? biggrin.gif
რავი როდის ავიღე აღარც ვიციი, ვადა ივლისსში გაუვიდა.. ხო ამ დღეებში მივალ..

mxiaruli gogona
დიდი მადლობაა : )

Posted by: kriketi-1985 4 Sep 2011, 17:26
ავიღე, როგორც იქნა, ახალი პირადობის მოწმობა, მოყვა იმხელა ინსტრუქცია biggrin.gif აღარ ვეკარები biggrin.gif ერთი რამ მაინტერესებს, ქსეროქსის აპარატი ხომ არ დააზიანებს? თუ დამცავი ცელოფნის გარსით უნდა ჩაიდოს აუცილებლად ასლის გადასაღებად? გმადლობთ წინასწარ პასუხისთვის smile.gif

Posted by: journalist 7 Sep 2011, 23:17
მაქვს გერბიანი (ძალა ერთობაშია) საზღვარგარეთის პასპორტი, 2008 წლის 13 მაისს ავიღე და 2018 წლამდე აქვს ვადა. რაიმე ხომ არ შეიცვალა, გამომადგება ეს პასპორტი წლის ბოლომდე?

Posted by: progresi 7 Sep 2011, 23:26
journalist
წლის ბოლომდე კი არა სანამ ვადა არ გაუვა მანამდე გამოგადგება

Posted by: journalist 8 Sep 2011, 13:50
progresi

თითქოს პასპორტებიც შეიცვალა, ასე მახსოვდა.
ძალიან კარგი, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: ninuchia-80 15 Sep 2011, 23:05
დახმარება მჭირდება

ბინის გაფორმება სამოქალაო რეესტრში ხდება მხოლოდ ????და ნოტარიუსი აღარ არის საჭირო ???
rolleyes.gif

Posted by: progresi 15 Sep 2011, 23:25
ninuchia-80
თუ შენ არ გინდა არა. ხელშეკრულების სტანდარტული ფორმებიც იქვე აქვთ, თუ რაიმე განსაკუთრებული არ გსურს

Posted by: ninuchia-80 16 Sep 2011, 10:33
progresi
მადლობა დიდი smile.gif
არა განსაკუთრებული არაფერი
ადრე მახსოვს ნოტარიუსიც საჭირო იყო
ეხლა სამოქალაქო რეესტრი და საკმარისიაო
არ მინდა უბრალოდ გავიდეს თვეები და პრობლემები შემექმნეს მერე
და ამიტო ვიკითხე smile.gif


Posted by: 7903251 16 Sep 2011, 10:55
ninuchia-80


სამოქალაქოში კი არა არამედ საჯაროში უნდა მიხვიდეთ უძრავი ნივთის გადაფორმებისათვის!



საჯარო რეესტრში ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუშები აქვთ, მიხვალ საჯარო რეესტრში (მარჯანიშვილის მეტროსთან) შეავსებთ ხელშეკრულებას - 5 ლარი ღირს ხელმოწერის დამოწმება რომლესაც საჯარო რეესტრის თანამშრომელი შეასრულებს....



მაგრამ....


მე გირჩევ მიმართო კარგ, ნოტარიუსს და გააფორმებინო ნასყიდობის ხელშეკრულება...
მე ასე მიმაჩნია სწორად, რადგან ნოტარიუსი ბევრ ნიუანს ითვალისწინებს ხელშეკრულების დადებაში... (ეხლა ბევრი იტყვის ალბათ იმას, რომ ნოტარიუსს ამდიდრებო და ა.შ)


თუ დაგჭირდება ძალიან მაგარი ნოტარი, მომწერე და გეტყვი სანოტარო ბიუროს მდებარეობას!

Posted by: progresi 16 Sep 2011, 13:44
7903251
თუ ეგრეა იურისტთან მისვლა ჯობს, თუ საჯაროს ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს, უფრო იაფიც დაუჯდება და დროსაც ნაკლებს დაკარგავს

Posted by: 7903251 16 Sep 2011, 16:51
progresi



QUOTE
თუ ეგრეა იურისტთან მისვლა ჯობს, თუ საჯაროს ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს, უფრო იაფიც დაუჯდება და დროსაც ნაკლებს დაკარგავს



კარგ იურისტთან მისვლა ყოველთვის სასურველია...
ჩემი აზრიც დავაფიქსირე ამასთან დაკავშირებით... smile.gif)))

Posted by: progresi 16 Sep 2011, 17:08
7903251
ისე ქართული რეალბა მაგარია რა იურისტი და ნოტარიუსი სხვა და სხვა პროფესიებად მოიაზრება lol.gif
ამ დროს ნოტარიუსი და ადვოკატი უპრიანი იქნებოდა მგონი

Posted by: 7903251 16 Sep 2011, 22:00
QUOTE
ისე ქართული რეალბა მაგარია რა იურისტი და ნოტარიუსი სხვა და სხვა პროფესიებად მოიაზრება



ვითომ რატომ მოიაზრება სხვადასხვა პროფესიაბად? - ვერ ვხვდები?

Posted by: progresi 16 Sep 2011, 23:38
7903251
7903251
კარგი შევეშვათ, ეტყობა ვერ აგიხსენით რაც ვიგულისხმე, ანუ ტერმინების აღრევის მომენტს ვამბობ რა, მაგრამ შევეშვათ.

Posted by: Grlfona 17 Sep 2011, 09:28
დამეხმარეთ რა მაინტერესებს თბილისიდან რაიონში რო გადავეწერო სხვა სახლში რა არის საჭირო მითხარით რა

Posted by: ჩარლი 17 Sep 2011, 10:49
სახელის გადაკეთებასთან დაკავშირებით მაინტერესებს როგორ ხდება? და რომ გადავიკეთო მერე რამე პრობლემა ხომ არ იქნება საბუთებში? მაგალითად უნივერსიტეტში ძველი სახელით რომ ვიქნები დარეგისტრირებული......

Posted by: progresi 17 Sep 2011, 13:00
Gr1fona
იმ სახლის პატრონის, რომელ მისამართზეც უნდა აიღო პირადობა, მესაკუთრის თანხმობა რომ უფლებას გაძლევს მის მისამართზე იყოს შენი მისამართი და ეგ უნდა მიიტანო სამოქალაქო რეესტრში.

ჩარლი
გადაკეთება არაფერი პრობლემა არაა, მაგრამ მერე ცნობა რომ გადაიკეთე და ერთი და იგივე პირი ხარ ყველგან უნდა მიიტანო სადაც რაიმე დოკუმენტი გაქვს ჩაბარებული (ბანკი, სასწავლებელი, მართვის მოწმობა)

Posted by: ჩარლი 17 Sep 2011, 13:05
progresi
QUOTE
გადაკეთება არაფერი პრობლემა არაა, მაგრამ მერე ცნობა რომ გადაიკეთე და ერთი და იგივე პირი ხარ ყველგან უნდა მიიტანო სადაც რაიმე დოკუმენტი გაქვს ჩაბარებული (ბანკი, სასწავლებელი, მართვის მოწმობა)


აჰაა დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Grlfona 17 Sep 2011, 15:19
progresi
ესეიგი სადაც უნდა გადავეწერო იმ სახლის მესაკუთრის თანხმობაა საჭირო და ი ვსიო ?



Posted by: progresi 17 Sep 2011, 20:02
Gr1fona
ხო სადაც იღებ იურიდიულ მისამართს იმ სახლის მესაკუთრის, ვინც საარო რეესტრშია მითითებული

Posted by: ucha2009 22 Sep 2011, 00:01
QUOTE (Gr1fona @ 17 Sep 2011, 15:19 )
progresi
ესეიგი სადაც უნდა გადავეწერო იმ სახლის მესაკუთრის თანხმობაა საჭირო და ი ვსიო ?

იმისათვის, რომ ახალი მისამართით მიიღოთ დოკუმენტი (ე.ი. რეგისტრაცია გაიროთ სხვა მისამართზე, თუნდაც სხვა რაიონში) საჭიროა მიხვიდეთ სამოქალაქო რეესტრის იმ სამსახურში, სადაც გინდათ რეგისტრაცია გაიაროთ და:
1. წარადგინოთ მესაკუთრის თანხმობა, რომელ მისამართზეც უნდა გატარდეთ რეგისტრაციაში; ან
2. თუ მესაკუთრის თანხმობას ვერ წარადგენთ რეესტრში, მაშინ შესაძლებელია ორი სრუწლოვანი პირი მიიყვანოთ რეესტრში და თუ ისინი დაასტურებენ იმ ფაქტს, რომ თქვენ ნამდვილად მითითებულ მისამართზე ცხოვრობთ, მაშინ გაგატარებენ ახალ მისამართზე რეგისტრაციაში; ან
3. თუ თქვენს სახელზეა სახლი, სადაც გსურთ რეგისტრაცია, მაშინ შეგიძლიათ სამოქალაქო რეესტრში მიიტანოთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რის საფუძველზეც გაგატარებენ რეგისტრაციაში.

Posted by: RakhmAnna 22 Sep 2011, 09:03
რამდენი პროცენტია გადასახადი "ნალოგი",თუ საჩუქრად იღებ უძრავ ქონებას 1000 ლარის ზევით?

Posted by: tasikocat 10 Oct 2011, 13:41
მაინტერესებს განქორწინება რამდენ ხანში კეთდება და არის თუ არა რაიმე გადასახადი. წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: -eka- 10 Oct 2011, 14:09
progresi
QUOTE
იურისტი და ნოტარიუსი სხვა და სხვა პროფესიებად მოიაზრება

lol.gif lol.gif lol.gif
ეგ რაარის, შენ არ გაგიგონია ასეთი ფრაზები? " ნოტარიუსი უნდა გავხსნაო" biggrin.gif ან მაგალითად : "იურისტმა რა იცის ნოტარიუსმა ასე მითხრაო, იმან უფრო არ იცისო? " biggrin.gif

Posted by: Real Politics 13 Oct 2011, 22:12
ძალიან მოხერხებული სერვისებია, უცხოეთის მოქალაქეებისათვისაც კი რომლებიც რაიმეს გარკვევას ცდილობენ, გაოგნებულები არიან

Posted by: I am the one 18 Oct 2011, 21:30
ახალი ამბები:


http://cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49&info_id=1874

Posted by: myadvokat 27 Oct 2011, 13:36
QUOTE (tasikocat @ 10 Oct 2011, 13:41 )
მაინტერესებს განქორწინება რამდენ ხანში კეთდება და არის თუ არა რაიმე გადასახადი. წინასწარ დიდი მადლობა

თუ მხარეები თანახმა არიან განქორწინებაზე განქორწინება ხდება სამოქალაქო რეესტრში ერთობლივი განცხადების საფუძველზე.
15 სამუშაო დღის გასვლისთანავე შესაძლებელი იქნება განქორწინების მოწმობის აღება.

რაც შეეხება საფასურს განქორწინებისთვის უნდა გადაიხადოთ 45 ლარი.

Posted by: TamoTamoTamo 27 Oct 2011, 19:04
გთხოვთ დამეხმაროთ,რაიონში ვარ ჩაწერილი და ჩემ პირადობას გაუვიდა ვადა.როგორ აღვადგინო,სად მივიდე და რა არი საჩიროsmile.gif))

Posted by: 7903251 27 Oct 2011, 20:16
TamoTamoTamo



მიმართე ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს.... დაგეხმარებიან!

Posted by: ალტერო+ 27 Oct 2011, 20:23
მოგესალმებით მაინტერესებს შპს რეგისტრაციის შესახებ,


მეგობარს აქვს ერთი შპს რომლის იურიდიული მისამართზე ერთ-ერთმა ინდ მეწარმემ მისცა თანხმობა ადრე

ამჟამად სჭირდება ახალი შპს რეგისტრაცია, და შეიძლება თუ არა ეს იურიდიული მისამართი გამოიყენოს რომელიც აქვს მის პირველ შპს , (ამჟამად ის პირველი შპს ფიზიკურად არ არის ამ იურიდიულ მისამართზე)

რეესტრს ტელეფონით ვერ ვუკავშირდები იქნებ გაგავარკვიოთ

მადლობა smile.gif

Posted by: 7903251 27 Oct 2011, 20:48
ალტერო+


თქვენ უნდა მიმართოთ საჯარო რეესტრს და არა სამოქალაქო რეესტრს....
მარჯანიშვილზე რომაა იქ უნდა მიმართოთ!


ტელეფონი: 225 15 27

Posted by: progresi 27 Oct 2011, 21:44
7903251
არა არ დაურეგისტრირებენ, აზრი არ აქვს მისვლას

Posted by: 7903251 28 Oct 2011, 10:16
progresi



მე პასუხი გავეცი თუ რომელი უწყებისათვის უნდა მიემართა.... თან დაწერა, რომ რეესტრს ვერ უკავშირდებოდა...
ალბათ ხვდები, რომ მომმართველმა არ იცოდა საჯარო თუ სამოქალაქო რეესტრისათვის უნდა მიემართა! wink.gif

Posted by: Zidan46 28 Oct 2011, 10:42
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

Posted by: progresi 28 Oct 2011, 11:08
7903251
ხო ეგ ერთი საკთხია და მეორე ისაა რომ საერთოდ მისვლასაც არ აქვს აზრი

Posted by: I am the one 30 Oct 2011, 21:44
TamoTamoTamo


მიდი ნებისმიერ სამსახურში სადაც მოგიხერხდება, იქვე გადაიღებ სურათს - 10 სამუშაო დღეში ღირს 30 ლარი ანუ ახალ ID ბარათს აიღებ

Posted by: Jeanne Hebutern 21 Nov 2011, 00:03
გამარჯობა!

1) მაინტერესებს როგორ ხდება რეგისტრაცია ახალ მისამართზე???


2) დავკარგე საძღვარგარეთის ბიომეტრიული პასპორტი და აღდგენისთვის ისევ 100 ლარი დამიჯდება??? ჯარიმა რამდენია დაკარგვაზე იქნებ ესეც მითხრათ???


3) გარდაცვლილი სულები როგორ ამოვწერო ბინიდან??? საკმარისია მათი გარდაცვალების მოწმობის წარდგენა? + მესაკუთრის თანხმობა და იქნებ ამისი ხარჯებიც მითხრათ!


არ დაიზაროთ რა პასუხის გაცემა smile.gif

Posted by: myadvokat 21 Nov 2011, 11:06
Jeanne Hebutern

გამარჯობა

1. თქვენ უნდა მიმართოთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ახალი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. წარადგინეთ პირადობის მოწმობა, ადგილზე გადაიღებთ ფოტოს და გადაიხდით საფასურს. თუ იმ ბინის მესაკუთრე თქვენ არ ბრძანდებით, რომელზეც რეგისტრირდებით მესაკუთრის თანხმობა დაგჭირდებათ ან შეგიძლიათ ტერიტორიულ სამსახურში მიიყვანოთ 2 სრულწლოვანი პირი, რომლებიც ხელმოწერით დაადასტურებენ რომ თქვენ კონკრეტულ მისამართზე ცხოვრობთ უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში. მესაკუთრის თანხმობის ბლანკს მიიღებთ ადგილზევე. შესაბამისად, ახალი პირადობის მოწმობის აღებით შეიცვლით რეგისტრაციის მისამართს.

2. დიახ ისევ 100 ლარის გადახდა მოგიწევთ. ჯარიმა არ არის რამე დამატებიტ გადასახდელი.

3. წესით რეგისტრაციიდან უნდა მოხსნილიყვანენ გარდაცვალების რეგისტრაციისთანავე. კომუნალურებზე თუ მოდის გადასახადი, შეგიძლიათ შესაბამის კომუნალურ სამსახურში წარადგინოთ გარდაცვალების მოწმობა.

Posted by: Jeanne Hebutern 21 Nov 2011, 13:12
myadvokat
დიახ 2 წლის წინ არიან გარდაცვლილები და არ მოხსნილან რეგისტრაციიდან, წავიღო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მოვხსნა რეგისტრაციიდან ანუ, რაიმე საფასურის გადახდა საჭირო იქნება???

Posted by: myadvokat 21 Nov 2011, 14:01
Jeanne Hebutern

თუ გარდაცვლილები არ არიან მაინც მოხსნილები, მაშინ მიბრძანდით სამოქალაქო რეესტრში (საჯარო რეესტრში არ შეგეშალოთ), მიიტანეთ გარდაცვალების მოწმობა და მოითხოვეთ რეგისტრაციიდან მოხსნა. გადასახდელი თანხა არ გექნებათ.

Posted by: Jeanne Hebutern 21 Nov 2011, 14:29
myadvokat
სამოქალაქო და საჯარო რეესტრი ნამდვილად არ მეშლება ერთმანეთსი smile.gif გმადლობთ პასუხისთვის

Posted by: myadvokat 21 Nov 2011, 15:12
Jeanne Hebutern

ხო არა ისე მივუთითე მაინც, ხშირად ეშლებათ ხოლმე და.. smile.gif წარმატებებს გისურვებ

Posted by: papa karlo 22 Nov 2011, 18:48
სალამი!
მაქვს ასეთი პრობლემა: მეუღლეს დაბადების მოწმობაში უწერია სახელი ნატალი, ხოლო პირადობის მოწმობის აღების დროს(1993წელს) რატომღაც ჩაუწერეს ნატა, მაშინ არ გამოცვალა პასპორტი სახელის გამო, არ ეგონა, რომ დაბადების მოწმობა რამეში კიდევ დასჭირდებოდა პირადობის მოწმობის მიღების შემდგომ., თანაც ეჩქარებოდა აღება, გამოცდებს აბარებდა უნივერსიტეტში.

ამასთან ერთად ყველა სხვა საბუთი(დიპლომი, ქორწინების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობაშიც )სახელი ნატაა მითითებული.

ეხლა რაშია საქმე: ჩემი მეუღლე მიემგზავრება საზღვარგარეთ და საელჩოსში მოსთხოვეს დაბადების მოწმობა, პრობლემა ალბათ უკვე გასაგებია: სხვადასხვა სახელი პირადობასა და დაბადების მოწმობაში, ეს შეიძლება გახდეს უარის მიზეზი ვიზის ჩარტყმის დროს .

ეხლა რაც მოვიმოქმედეთ: მივედით სამოქალაქო რეესტრში და მითხრეს დაბადების მოწმობაში სახელის გამოცვლა უნდა გააკეთოთო, რაც 50 ლარი ღირსო, ეგ არაა პრობლემა ,მაგრამ საკონსულოში როგორც ნახავენ ახალგაცემულ სახელშეცვლილ დაბადების მოწმობას (რასაც მანდ ძაან ეჭვის თვალით უყურებენ,) ეგრევე უარს იტყვიან ვიზაზე.

ჩემი თხოვნაა: იქნებ შეიძლება რაიმე დამადასტურებელი საბუთის აღება იქვე რეესტრში, რომ ახალ დაბადების მოწმობაში მხოლოდ სახელია შეცვლილი და ნატა ბერიძე და ნატალი ბერიძე ერთი და იგივე პიროვნებაა.

და კიდევ ერთი კითხვა: შეიძლება რო დავდო ბრალი და მივაწვე სამოქალაქო რეესტრს იმაში, რომ იმათი მიზეზიტ მოხდა შეცდომა პირადობაში(თუმცა სისწორეზე ხელს მფლობელი აწერს)?

ძალიან დიდი თხოვნაა ამ საქმეში კომპეტენტურმა პირმა გამცეს პასუხი, სასურველია რეესტრის თანამშრომელმა.

Posted by: I am the one 22 Nov 2011, 21:05
papa karlo


თუ უნდა რო ნატაზე გადავიდეს 50 ლარი უნდა 45 დღეში თან აიღებს სახელის შეცვლის მოწმობას და მოითხოვე სახელის შეცვლის დასკვნა მაგასაც მოგცემენ.


რაც შეეხება ბრალის დადებას ჯერ ერთი იმ დროსაა გაცემული როცა ბაზები არ იყო და იმდროინდელი თანამშრომელიც არ იქნება, უნდა ნახოს გაცემის საფუძველიც და მთელი ამბები საერთო ჯამში აზრი არ ექნება, რაც დაბადების სააქტო ჩანაწერშია მითითებული ისააა მოქალაქის კანონიერი, ნამდვილი მონაცემები ასე რომ შეგიძლია დაბადების მიხედვით აიღო პირადობა ან სახელი შეიცვალო და ნებისმიერი სახელი დაირქვა ამ შემთხვევაში ნატა.


კომპეტენტურიც ვარ და თანამშრომელიც biggrin.gif

Posted by: papa karlo 22 Nov 2011, 22:13
I am the one
დიდი მადობა პასუხისთვის!!!

სააქტო ჩანაწერში ვნახეთ და ნატალი იყო ჩაწერილი, ეს ისედაც ვიცოდით, რადგან ნამდვილი დაბადების მოწმობა ხელთ გვაქვს და იმაშიც ეგრე წერია, უბრალოდ გადავამოწმეთ.მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავის დროზე თვითონ საპასპორტომ(მაშინ რეესტრი არ ერქვა) გასცა შეცდომით ეგ საბუთი, მაგრამ სისწორეზე თვითონ ჩემმა მეუღლემ მოაწერა ხელი, რა იცოდა რომ ასე საპრობლემო გახდებოდა.

თქვენი აზრი მაინტერესებს, თუ ადამიანს ახალი დაბ. მოწმობა აქვს ანუ შეცვლილი სახელით და პირადობა კი ძველი გაცემული იმავე სახელით(ანუ ორივეში ნატა წერია) საეჭვო იქნება თქვენთვის? გეკითხებით იმიტომ, რომ ამ საქმეში გარკვეული ხართ და გმადლობთ წინასწარ.

Posted by: I am the one 22 Nov 2011, 22:49
papa karlo

ჩვენთვის საეჭვო არაფერია პირიქით უნდა გასწორდეს, მე იმას ვერ ვხვდები ჯერ ერთი იმ საკონსულომ რა იცის ძველი დაბადების მოწმბოაში ნატალი ეწერა თუ ნასტია? ან რა პრობლემააა სახელის შეცვლის მოწმობას და დასკვნასაც გაგატანენ ჩემი აზრით არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს,

Posted by: papa karlo 22 Nov 2011, 22:49
კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს: პაპორტის აღებისთვის რა დოკუმენტებია საჭირო? ბიომეტრიულს არ ვგულისხმობ,(ამერიკაში რომ გაემგზავროს) გავიგე, რომ სანამ ვზა ანუ მოწვევა არ გექნებაო არ აკეტებენო თუ რაღაც ამდაგვარი. თუ შეგიძლიათ გამარკვიეთ დაწვრილებით??? ამისთვისაც დიდი მადლობა წინასწარ
* * *
I am the one

QUOTE
ჩვენთვის საეჭვო არაფერია პირიქით უნდა გასწორდეს, მე იმას ვერ ვხვდები ჯერ ერთი იმ საკონსულომ რა იცის ძველი დაბადების მოწმბოაში ნატალი ეწერა თუ ნასტია? ან რა პრობლემააა სახელის შეცვლის მოწმობას და დასკვნასაც გაგატანენ ჩემი აზრით არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს,

იცი რაა? საელჩოში სევსებული განაცხადი შევიტანეთ 1 თვის წინ(ნატას სახელით, როგორც პირადობაში იყო)არ გვეგონა დაბადების მოწმობას თუ მოგვთხოვდნენ, ხოდა ეხლა ჩავარდით საფიქრალში, სხვადასხვა სახელს რო ნახავენ ეგრევე ატკაზია ხო მიმიხვდით? ხოდა თუ სახელს გამოვცვლით როგორ პირადობაშია ისე,მაშინ კი იქნება ერთნაირი სახელები, ოღონდ ეხლა გაცემის ვადებზე იქნება პრობლება, ანუ თუ განაცხადი შეტანილია ვთქვათ 1 ნოემბერს და სახელი შეიცვალა 1 დეკემბერს, გამოდის, რომ ტყუილი სახელით შევიდა განაცხადი. აი ამიტომ გკითხეთ ეს ყველაფერი, და ასეთი სემთხვევა ყოფილა თქვენთან? ანუ საპასპორტოს მიერ დაშვებულ შეცდომის გასწორებას ვგულისხმობ?

Posted by: I am the one 22 Nov 2011, 23:05
papa karlo


სახელის შეცვლის დაჩქარებაცააა მაგრამ საკამოდ ძვირებია თუ გინდა მოვნახავ ზუსტად არ მახსოვს ტარიფი, რაც შეეხება პასპორტს ბიომეტრიული გაიცემა მარტო, 100 ლარი ღირს 10 სამუშაო დღეში და სჭირდება მარტო 2 სურათი იქვე გადაიღებთ

Posted by: papa karlo 22 Nov 2011, 23:57
I am the one
დაჩქარებას აზრი აღარ აქვს.უკვე შეტანილია განაცხადი საკონსულოში,მაგრამ დაბ.მოწმობა რომ მოგვთხოვეს მაგიტომ გვიწევს სახელის შეცვლა,რადგან სხვადასხვა სახელები არ ნახონ,თუმცა მაინც საეჭვოა ,იმიტომ რომ სახელის შეცვლას ახლა ვაპირებთ და საკონსულოში შესული განაცხადი ,რომელიც ნატას სახელითაა შესული ერთი თვით ადრე მოხდა ,ვადებს აღარ დაემთხვევა.
პასუხებისთვის მადლობა.

Posted by: teorema 23 Nov 2011, 00:08
I am the one
დახმარება არ მინდა ამჯერად, რჩევა-შენიშვნა მაქვს smile.gif
პირადი გამოცდილებით, საჯარო რეესტრი, როგორც სხვა სამსახურებიც, გარეგნულად კარგად აწყობილი და მოწესრიგებული სისტემაა. მაგრამ სამწუხაროდ არ აქვს მზადყოფნა საკუთარი შეცდომის გამოსწორებისთვის.
კონკრეტული შემთხვევა - პირადობის გამოცვლისას აღმოჩნდა, რომ რაღაც საწყის ჩანაწერში იყო შეცდომით შეყვანილი ინფორმაცია. ამისთვის მოგვიწია იმ ინფორმაციის შეცვლაზე განაცხადის შეტანა, რაც ფასიანია და 15 დღით მეტი დასჭირდა ახალი პირადობის აღებას (10+15).
ახლა რას ვდაობ smile.gif რეესტრს აქვს უნარი დაჩქარებული წესით აწარმოოს საქმეები. იმ შემთხვევაში, როცა შეფერხების მიზეზი თვითონ რეესტრია, კეთილი უნდა ინებოს და შეცდომა გამოასწოროს დაჩქარებული წესით და თან ფასის გადახდის გარეშე.
რატომღაც მგონია, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათია და ამაზე არავის უფიქრია. მიაწოდეთ ეს იდეა ხელმძღვანელობას, თქვენ იდეას დაგიფასებენ, ჩემ მდგომარეობაში აღმოჩენილ მოქალაქეს კი ცხოვრება არ გაურთულდება smile.gif

Posted by: Attacker 28 Nov 2011, 10:56
I am the one
კომპეტენტურო თანამშრომელო, მოგმართავთ მოკრძალებული თხოვნით
შეგიძლიათ ამიხსნათ საიდან როგორ და რატომ წერია ჩემს ბინაში ძველი მეპატრონე, ვისგანაც სახლი ვიყიდე 6 წლის წინ?
აქამდე ყველაფერი ჩასწორებული იყო და ახლა თქვენი სამსახური მიცხადებს რომ თურმე რადგან ის ძველი მეპარტონე არ ამოეწერა და არ დარეგისტრირდა სხვა მისამართზე, თურმე რჩება ჩემთან ჩაწერილი.
თქვენი ''სრულყოფილი და ზუსტი'' ინფორმაციის საფუძველზე ეს მართლა წყალკანალი მიზრდის გადასახადს.
ჩალით დავხურეთ ჩვენი ქვეყანა?
ამ ჩემს ტყაპუჭს, თუ იმ ვიღაც უსანეთაშვილმა ვერ დაირეგისტრირა თავი სადმე, მე რა შუაში ვარ? მაქვს ნასყიდობის ხელშეკრულება, ყველგან შეცვლილი მაქვს რეკვიზიტები, ამონაწერში ვწერივართ მხოლოდ ჩვენი ოჯახის წევრები და ახლა ეს კაცი საიდან გადმოხტა ჩვენთან?

Posted by: kobalsky 30 Nov 2011, 17:50
საზღვარგარეთ მჭირდება დაბადების მოწმობა 6 თვეზე ადრე გაცემული:
"A legalized birth certificate not older than 6 months"
მაგრამ როგორც ვიცი აქ გვაქვს დაბადების მოწმობა აღებული დაბადების დროს...
სამოქალაქო რეესტს შეუძლია თუ არა მომცეს ეს ცნობა ხელახლა და რა არის ამისთვის საჭირო?
მადლობა წინასწარ.

Posted by: mcnamara 30 Nov 2011, 18:07
kobalsky
ეს გინდა როგორც მივხვდი: http://intpass.cra.ge/ActCertificatesdefault.aspx

აპოსტილი/ლეგალიზაციაც შეგიძლია და თარგმნაც, თუ გინდა ფოსტითაც გამოგიგზავნიან smile.gif

Posted by: kobalsky 30 Nov 2011, 22:05
mcnamara
გაუმარჯოს!
დიდი მადლობა დახმარებისთვის.

Posted by: vaknari 6 Dec 2011, 17:59
რუსეთის მოქალაქემ ქართველმა საქართველოს მოქალაქე რო გახდეს რაა საჭირო? ორმაგი მოქალაქეობა რო ქონდეს

Posted by: I am the one 6 Dec 2011, 22:55
QUOTE (Attacker @ 28 Nov 2011, 10:56 )
I am the one
კომპეტენტურო თანამშრომელო, მოგმართავთ მოკრძალებული თხოვნით
შეგიძლიათ ამიხსნათ საიდან როგორ და რატომ წერია ჩემს ბინაში ძველი მეპატრონე, ვისგანაც სახლი ვიყიდე 6 წლის წინ?
აქამდე ყველაფერი ჩასწორებული იყო და ახლა თქვენი სამსახური მიცხადებს რომ თურმე რადგან ის ძველი მეპარტონე არ ამოეწერა და არ დარეგისტრირდა სხვა მისამართზე, თურმე რჩება ჩემთან ჩაწერილი.
თქვენი ''სრულყოფილი და ზუსტი'' ინფორმაციის საფუძველზე ეს მართლა წყალკანალი მიზრდის გადასახადს.
ჩალით დავხურეთ ჩვენი ქვეყანა?
ამ ჩემს ტყაპუჭს, თუ იმ ვიღაც უსანეთაშვილმა ვერ დაირეგისტრირა თავი სადმე, მე რა შუაში ვარ? მაქვს ნასყიდობის ხელშეკრულება, ყველგან შეცვლილი მაქვს რეკვიზიტები, ამონაწერში ვწერივართ მხოლოდ ჩვენი ოჯახის წევრები და ახლა ეს კაცი საიდან გადმოხტა ჩვენთან?

კი სწორად გეუბნებიან შეგიძლია მოხსნა რეგისტრაციიდან 2 სრუწლოვანი პირის ახსნა განმარტებით რომ ის 6 თვეზე მეტია არ ცხოვრობს შენს მისამართზე თქვენ უბრალოდ ვერ ანსხვავებთ ბინის მესაკუთრეობას და რეგისტრაციას შეიძლება ბინა იყიდეთ მაგრამ არც თქვენ მოხსენით რეგისტრაციიდან და არც იმან ინამუსა და არ აიღო სხვა მისამართზე პირადობის მოწმობა
* * *
QUOTE (vaknari @ 6 Dec 2011, 17:59 )
რუსეთის მოქალაქემ ქართველმა საქართველოს მოქალაქე რო გახდეს რაა საჭირო? ორმაგი მოქალაქეობა რო ქონდეს

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);

ბ) პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის დადგენილი წესით დამოწმებული ასლი; - თუ შეიცავს მოანაცენებს ინგლისურად თარგმანი არ ჭირდება

გ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ;

დ) 2 (ორი) ფოტოსურათი; - ამას ადგილზე გადაიღებს

ე) კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

Posted by: Jorik 6 Dec 2011, 23:07
I am the one
QUOTE
ე) კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

და რა ვადებში ხდება ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება?
ქვეყბის წინასე რამე დამსახურება უნდა გქონდეს, თუ სულ ერთია? smile.gif

Posted by: I am the one 6 Dec 2011, 23:23
QUOTE (Jorik @ 6 Dec 2011, 23:07 )
I am the one
QUOTE
ე) კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

და რა ვადებში ხდება ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება?
ქვეყბის წინასე რამე დამსახურება უნდა გქონდეს, თუ სულ ერთია? smile.gif

ეგ დამსახურება თუ ვინმეს აქვს თუ საქართველოშია დაბადებული უფრო მარტივად ანიჭებენ

ვადები 80 დღეში 200 ლარი, 60 ში 300

Posted by: vaknari 7 Dec 2011, 09:45
I am the one
QUOTE
ვადები 80 დღეში 200 ლარი, 60 ში 300

უფრო ნაკლებ დროში რამდენია გადასახდელი?

Posted by: Jorik 7 Dec 2011, 15:13
I am the one
QUOTE
ეგ დამსახურება თუ ვინმეს აქვს თუ საქართველოშია დაბადებული უფრო მარტივად ანიჭებენ

ანუუ???

ჩემი ძმაა სხვა ქვეყნის მოქალაქე, საქართველოშია დაბადებული,კერძოდ აფხაზეთში, უეჭველი მისცემენ მოქალაქეობას ზემოთხსენებული პროცედურის გავლის შემთხვევეში???

მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: chioreli 7 Dec 2011, 21:29
გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს, შევეცდები მოკლედ დავწერო.

ებრაელი ბიჭი რომელიც დაიბადა საქართველოში და 2 თუ 3 თვის ასაკში წაიყვანეს ისრაელში წელს ზაფხულს ჩამოვიდა საქართველოში და აიღო თავისი დაბადების მოწმობა, რომელშიც წერია სხვა თარიღი და ისრაელში ყველას იმ ქვეყნის დოკუმენტში სხვა თარიღი უწერია.
დაბადების აქტის ჩანაწერის მიხედვით გაკეთდა ეს ყველაფერი რაღა თქმა უნდა.

ახლა ამ ადამიანს ( რომელიც მიუხედავად იმისა რომ საქართელოში პირველად იყო წელს ქართულს ფლობს სრულყოფილად smile.gif ) თხოვნა აქვს ჩვენთან რომ რამენაირად დაბადების მოწმობაში ნამდვილი დაბადების თარიღი ჩავუწეროთ და არა ის რომელიც სამოქალაქო რეესტრის არქივის ძველ წიგნში აღმოჩნდა.

დღეს დამირეკა საკონსულოს თანამშრომელმა, სამუშაო საათები დამთავრებული იყო და სამოქლაქო რეესტრს ვერ დაუკავშირდა, ჩემი ნომერი კი თვითონ ამ პიროვნებამ მისცა, ავუხსენი რომ თუ სამშობიაროს არქივი არ იარსებებს, სამოქალაქო რეესტრი დაბადების აქტის ჩანაწერს ( მემგონი ასე ქვია) დაეყრდნობა მხოლოდ და მოხლოდ, თუმცა ხვალ დილით ვთხოვე მაინც დაერეკა სამოქალაქო რეესტრში.

თქვენგან კი მაინტერესებს პირველ რიგში სიმართლე ვუთხარი თუ არა და მეორე რა გზები არსებობს მსგავს შემთვევაში რომ პიროვნებამ დაბადების თარიღი შეიცვალოს?

Posted by: I am the one 7 Dec 2011, 21:50
QUOTE (Jorik @ 7 Dec 2011, 15:13 )
I am the one
QUOTE
ეგ დამსახურება თუ ვინმეს აქვს თუ საქართველოშია დაბადებული უფრო მარტივად ანიჭებენ

ანუუ???

ჩემი ძმაა სხვა ქვეყნის მოქალაქე, საქართველოშია დაბადებული,კერძოდ აფხაზეთში, უეჭველი მისცემენ მოქალაქეობას ზემოთხსენებული პროცედურის გავლის შემთხვევეში???

მადლობა წინასწარ smile.gif

სავარაუდოდ კი პრეზიდენტამდე მიდის მინიჭების დოკუმენტები და ის აწერს ხელს ასე რომ მე ვერ დაგიდასტურებ უეჭველი მისცემენ თუ არა
* * *
QUOTE (chioreli @ 7 Dec 2011, 21:29 )
გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს, შევეცდები მოკლედ დავწერო.

ებრაელი ბიჭი რომელიც დაიბადა საქართველოში და 2 თუ 3 თვის ასაკში წაიყვანეს ისრაელში წელს ზაფხულს ჩამოვიდა საქართველოში და აიღო თავისი დაბადების მოწმობა, რომელშიც წერია სხვა თარიღი და ისრაელში ყველას იმ ქვეყნის დოკუმენტში სხვა თარიღი უწერია.
დაბადების აქტის ჩანაწერის მიხედვით გაკეთდა ეს ყველაფერი რაღა თქმა უნდა.

ახლა ამ ადამიანს ( რომელიც მიუხედავად იმისა რომ საქართელოში პირველად იყო წელს ქართულს ფლობს სრულყოფილად smile.gif ) თხოვნა აქვს ჩვენთან რომ რამენაირად დაბადების მოწმობაში ნამდვილი დაბადების თარიღი ჩავუწეროთ და არა ის რომელიც სამოქალაქო რეესტრის არქივის ძველ წიგნში აღმოჩნდა.

დღეს დამირეკა საკონსულოს თანამშრომელმა, სამუშაო საათები დამთავრებული იყო და სამოქლაქო რეესტრს ვერ დაუკავშირდა, ჩემი ნომერი კი თვითონ ამ პიროვნებამ მისცა, ავუხსენი რომ თუ სამშობიაროს არქივი არ იარსებებს, სამოქალაქო რეესტრი დაბადების აქტის ჩანაწერს ( მემგონი ასე ქვია) დაეყრდნობა მხოლოდ და მოხლოდ, თუმცა ხვალ დილით ვთხოვე მაინც დაერეკა სამოქალაქო რეესტრში.

თქვენგან კი მაინტერესებს პირველ რიგში სიმართლე ვუთხარი თუ არა და მეორე რა გზები არსებობს მსგავს შემთვევაში რომ პიროვნებამ დაბადების თარიღი შეიცვალოს?

პიროვნები კანონიერ ნამდვილ მომაცემად მიიჩნევა დაბადების სააქტო ჩანაწერში არსებული მოანცემები, დაბადების თარიღის შესწორების ერთადერთი გამოსავალია სამშობიაროს ცნობა ანუ რაც შენ დაწერე იგვეს გეუბნები მეც smile.gif

Posted by: chioreli 7 Dec 2011, 22:38
I am the one

გაიხარე მომეშვა გულზე რომ ცუდად არ გამიცია პასუხი smile.gif თუმცა იმ ადამიანისთვის ეს რა შეღავათია.

ისე ძალიან მაგრები ხართ თქვენ სააგენტოში, ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენ მთლიან კოლექტივს, ყველგან ერთიმეორეზე კარგი ხალხი გყავთ და რაც მთავარია თავისი საქმის მცოდნეები!
მასე გააგრძელეთ! smile.gif

Posted by: vaknari 8 Dec 2011, 12:13
რა პროცედურაა საჭირო ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად?
საბუთები აუცილებელია მან შეიტანოს? ანუ ის მცირე ხნით ჩამოდის და დროში ვერ ეტევა

Posted by: I am the one 8 Dec 2011, 22:36
vaknari


ან ტვიტონ ან შესაბამისი მინდობილობით

Posted by: vaknari 8 Dec 2011, 22:56
I am the one





მადლობა

Posted by: სან 8 Dec 2011, 23:52
I am the one
ძველ პირადობას ვერანაერათ ვეღარ ავიღებ? smile.gif და საზღვარგარეთის პასპორტი მაქვს და იმით რო ვიმოძრავო შეიძლება? არ მინდა ID ბარათი smile.gif

Posted by: I am the one 9 Dec 2011, 00:05
TheSun


ვერ აირებ აღარ გაიცემა გარდა ავადმყოფებისა რომელთაც არ შეუძლიათ გადაადგილება და ელექტრონული ხელმოწერის დაფიქსირება, გაააჩნია სად იმოზრავებ და სად მოგთხოვენ მაინც და მაინც პირადობას თორე ზოგადად ერთი და იგივე შინაარსისააა ორივე

Posted by: სან 9 Dec 2011, 00:10
I am the one
ვერ მოვასწარი 10 წლიანის აღება mad.gif mad.gif mad.gif 3 თვეში გადის ჩემსას ვადა sad.gif

Posted by: mxiaruli gogona 9 Dec 2011, 01:20
TheSun
ხოდა მოგიწევს ახალი ელექტრონული პირადობის აღება,რომელიც 10 სამუშაო დღეში 30 ლარი ღირს+3 ლარი ფოტოჯიხურში

Posted by: forumeli64 9 Dec 2011, 11:12
ერთი კითხვა მაქვს რა:
რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ იმისათვის რომ მისი ბინა აიყვანოს საჯარო რეესტრში აღრიცხვაზე, ხოლო ამის შემდეგ ბინა გადაუფორმის მის ქალიშვილს?
საქმე იმაშია რომ მას თვითონ სიარული უჭირს (ბინის მეპატრონეს).

პ.ს. ონლაინ რეჟიმში თუა შესაძლებელი მსგავსი პროცედურის გავლა?
გმადლობთ

Posted by: myadvokat 9 Dec 2011, 16:57
forumeli64

უფრო კონკრეტულად პასუხი რომ გაგცეთ უნდა ვიცოდეთ ანუ რის საფუძველზე წარმოეშვა ბინაზე უფლება,
პრივატიზაციის საფუზველზე თუ რა გზით....

ხოლო რაც შეეხება უშუალოდ საქმისწარმოებას, შეგიძლიათ გააფორმოტ რწმუნებულება, და რწმუნებული იმოქმედებს მისი სახელით საჯარო რეესტრში.



Posted by: forumeli64 9 Dec 2011, 18:35
myadvokat

QUOTE
უფრო კონკრეტულად პასუხი რომ გაგცეთ უნდა ვიცოდეთ ანუ რის საფუძველზე წარმოეშვა ბინაზე უფლება,


ბინა არის დედის სახელზე (ანუ იმ ქალბატონის რომელსაც სიარული უჭირს). და რომელიც ამჟამად მარტოა ჩაწერილი იმ ბინაში.
ჰოდა ახლა მას (ბინის მეპატრონე ქალბატონს უნდა რომ ბინა გაატაროს რეესტრში (ხომ სამოქალაქო რეესტრში უნდა გაატაროს?!))
და ამის მერე ბინა გადაუფორმოს საკუთარ ქალიშვილს, რომელიც მასთან ცხოვრობს.


პ.ს. მეორე გათხოვილი ქალიშვილიც ჰყავს მაგრამ ის თავის ბინაში ცხოვრობს, ანუ სხვა მისამართზე boli.gif

Posted by: I am the one 9 Dec 2011, 22:48
forumeli64


უზრავი ქონება საჯარო რეესტრის საკითხია მაგაში ბოლომდე კომპეტენტური არ ვარ და საჯარო რეესტრის თემას გადახედო ჯობია ჩვენ ე.წ საპასპორტო ვართ smile.gif

Posted by: სან 9 Dec 2011, 22:52
mxiaruli gogona
QUOTE
ხოდა მოგიწევს ახალი ელექტრონული პირადობის აღება,რომელიც 10 სამუშაო დღეში 30 ლარი ღირს+3 ლარი ფოტოჯიხურში

30 ლარს კი არა 100 ლარს გადავიხდი, ოღონდ ჩვეულებრივი პირადობა მომცონ.

Posted by: irmushela 9 Dec 2011, 23:12
გამარჯობათ მაინტერესებს ავტოფარეხის დაკანონება მინდა და რა საბუთები დამჭირდება ?რა დამიჯდება და ვის მივმართო ნოტარიუსს თუ ადვოკატს?
* * *
არავინ შემოდის აქეეთთ??
rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: I am the one 11 Dec 2011, 19:24
QUOTE (TheSun @ 9 Dec 2011, 22:52 )
mxiaruli gogona
QUOTE
ხოდა მოგიწევს ახალი ელექტრონული პირადობის აღება,რომელიც 10 სამუშაო დღეში 30 ლარი ღირს+3 ლარი ფოტოჯიხურში

30 ლარს კი არა 100 ლარს გადავიხდი, ოღონდ ჩვეულებრივი პირადობა მომცონ.

ჩვეულებრივი პირადობად ეხლა აიდი ბარათი ითვლება ძველები მარტო ავადმყოფებზე გაიცემა ვისაც გადაადგილება არ შეუძლია
* * *
QUOTE (irmushela @ 9 Dec 2011, 23:12 )
გამარჯობათ მაინტერესებს ავტოფარეხის დაკანონება მინდა და რა საბუთები დამჭირდება ?რა დამიჯდება და ვის მივმართო ნოტარიუსს თუ ადვოკატს?
* * *
არავინ შემოდის აქეეთთ??
rolleyes.gif rolleyes.gif

ეგ მეც მაინტერებს და თუ რამეს გაარკვევ დამიწერე biggrin.gif საჯარო რეესტრის საქმეა
* * *
QUOTE (irmushela @ 9 Dec 2011, 23:12 )
გამარჯობათ მაინტერესებს ავტოფარეხის დაკანონება მინდა და რა საბუთები დამჭირდება ?რა დამიჯდება და ვის მივმართო ნოტარიუსს თუ ადვოკატს?
* * *
არავინ შემოდის აქეეთთ??
rolleyes.gif rolleyes.gif

საჯარო რეესტრის თემაში ნახე ჩვენ არ გვეხება

Posted by: Dennis Bergkamp 12 Dec 2011, 22:14
კითხვა მაქ. ეროვნებით ქართველ უცხო ქვეყნის მოქალაქეს (ამ შემთხვევაში რუსეთის) საზღვრის გადაკვეთის გარეშე თუ შეუძლია გაიხანგრძლივოს ვიზა? ვიღაცამ მითხრა რომ ეროვნებით ქართველ საქართველოში დამადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს გარკეული პერიოდის განმავლობაში ვიზა არ სჭირდებათ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს. და თუ შეიძლება გვიპასუხოთ სად შეიძლება აღნისნულ საკითხზე სრული ინფომრაცია მოვიძიოთ? როგორც ვიცი ახალი კანონი ჯერ ძალაში არ შესულა, მარტიდან შედის ძალაში.

Posted by: irmushela 12 Dec 2011, 22:56
I am the one

QUOTE
საჯარო რეესტრის თემაში ნახე ჩვენ არ გვეხება

lol.gif lol.gif lol.gif
უი ბოდიში ეხლა შევხედე შემშლია

Posted by: bochita 14 Dec 2011, 12:32
17 წლის ბავშვის პირადობას გასდის ვადა, ახალი რომ აიღოს რა არის საჭირო? რა ღირს და რა საბუთები უნდა?

Posted by: TSG 14 Dec 2011, 13:18
bochita
პირადობის მოწმობის გამოსაცვლელად საჭიროა 2 ფოტოსურათი (სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სააგნეტოში გადაღებული, ფასი 3 ლარი);
ქვითარი 30 ლარიანი (ვადა 10 სამუშაო დღე).
* * *
Dennis Bergkamp

საქართველოში კანონიერად შემოსულ უცხოეთის მოქალაქეს უფლება აქვს მიმართოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს და მიიღოს საქართველოს ორდინალური ვიზა, რომელიც 2 სახისაა: მარავალჯერადი (360 დღის მოქმედების ვადით) და ერთჯერადი (90 დღის მოქმედების ვადით)

წარსადგენად საჭირო დოკუმენტებია:
1) პასპორტი ან მისი შემცველი სამგზავრო დოკუმენტი;
2)სავიზო ანკეტა;
3)1 ფერადი ფოტოსურათი;
4) მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი ( მრავალჯერადი ვიზისათვის 100 ლარი; ერთჯერადი ვიზისათვის 50 ლარი; პასუხი - განცხადების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში )

საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოითხოვონ სხვა საბუთების წარდგენაც, ამის დასადგენად შეგიძლია დარეკო სამოქალაქო რეესტრში და დააზუსტო. 2 40 10 10.


Posted by: I am the one 15 Dec 2011, 21:55
ახალი მნიშვნელოვანი ამბავი



http://cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49&info_id=1936

Posted by: ჩარლი 15 Dec 2011, 22:24
ვადა გაუვიდა პირადობას, დღეს მივედი გადავიღე სურათი, ყველაფერი და ესე მითხრეს თებერვალში ისევ ახალი დაგჭირდებაო..... 19 წლის ვარ... 20-ის ვხდები თებერვალში...... და ისევ ახალი რა უბედურებააა....

Posted by: I am the one 16 Dec 2011, 00:00
ჩარლი


არა რა ახალი 2 თვეშიო? ეგეთი რამე არ არსებობს სად იყავი მე გაგირკვევ თუ გინდა

Posted by: Le Roi 16 Dec 2011, 11:26
ტელეფონს რატო არ იღებთ ამ ნომერზე?! 2251527 1

ველოდები ხან მე8 ვარ ხან მე6... ჩამოდის 0მდე და მერე იძახის ოპერატორი დაკავებულიაო. mad.gif
* * *
45 წუთია ველოდები და ეხლა მეუბნება ყველა ოპერატორი დაკავებულია. ######## რეესტრი!


Posted by: bochita 16 Dec 2011, 14:46
TSG
დიდი მადლობა, ბარემ პასპორტის გაგრძელებაც ხო არ იცი რა ღირს? და 17 წლის ბავშვს ხო არ სჭირდება მშობლების ნებართვა? აღებული უკვე ჰქონდა უბრალოდ ვადა გაუდის პასპორტსაც და პირადობასაც.
ასევე ხო არ იცი პასპორტითაც ხო შეიძლება ისევე თურქეთის საზღვრის გადაკვეთა თუ მხოლოდ ახალი აიდი ბარათით?

Posted by: I am the one 17 Dec 2011, 19:12
Le Roi


ეგ რა ნომერია? პირვლეად გავიგე სხვა რეესტრში ხო არ გეშლება?

ჩვენი ცხელი ხაზია. 2 40.10.10 და 2 40.40.20
* * *
QUOTE (bochita @ 16 Dec 2011, 14:46 )
TSG
დიდი მადლობა, ბარემ პასპორტის გაგრძელებაც ხო არ იცი რა ღირს? და 17 წლის ბავშვს ხო არ სჭირდება მშობლების ნებართვა? აღებული უკვე ჰქონდა უბრალოდ ვადა გაუდის პასპორტსაც და პირადობასაც.
ასევე ხო არ იცი პასპორტითაც ხო შეიძლება ისევე თურქეთის საზღვრის გადაკვეთა თუ მხოლოდ ახალი აიდი ბარათით?

17 წლის არასრულწლოვანს სჭირდება 1 მშობლის თანხმობა + 50 ლარი 10 სამუშაო დღეში რო გაიცეს პასპორტი, ვადა 3 წელი

Posted by: სან 17 Dec 2011, 23:57
არასამთავრობო (არაკომერციული) ორგანიზაცია სად უნდა დავარეგისტრირო?

Posted by: unknown lady 19 Dec 2011, 14:24
I am the one


გამარჯობა,

ახალი პირადობა ავიღე. უნდა ყოფილიყო 12-ში. ტაბიძის 4-ში უნდა მივსულიყავი და გამომეტანა

ხოდა არ მივსულვარ და პრობლემა ხომ არ იქნება იქით ორშაბათს რომ მივიდე? ანუ 26-ში

Posted by: I am the one 19 Dec 2011, 21:38
QUOTE (unknown lady @ 19 Dec 2011, 14:24 )
I am the one


გამარჯობა,

ახალი პირადობა ავიღე. უნდა ყოფილიყო 12-ში. ტაბიძის 4-ში უნდა მივსულიყავი და გამომეტანა

ხოდა არ მივსულვარ და პრობლემა ხომ არ იქნება იქით ორშაბათს რომ მივიდე? ანუ 26-ში

ანუ ჯერ არ აგიღია ჩააბარე განცხადება ხო? smile.gif 1 წელი ინახება დაბეჭდილი და გაუცემელი პირადობაც და პასპორტიც

Posted by: unknown lady 20 Dec 2011, 00:50
I am the one
QUOTE
ანუ ჯერ არ აგიღია ჩააბარე განცხადება ხო?



მომწერეს დამზადებულია თქვენი ბარათი და 12-ში უნდა მობრძანდეთ წასაღებადო. მე კიდევ არ მივსულვარ. დამავიწყდა

QUOTE
1 წელი ინახება დაბეჭდილი და გაუცემელი პირადობაც და პასპორტიც



დღეს დავრეკე და 1 წელი შეგინახავთო. ამიტომ არ ყოფილა პრობლემა და შემდეგ ორშაბათს წავალ biggrin.gif

მადლობა

Posted by: JHR 21 Dec 2011, 01:43
ბინიდან რომ ამოვეწერო და არსად არ ვიყო ჩაწერილი რა პრობლემა შემექმნება?

Posted by: paranoidis_dzma 21 Dec 2011, 11:03
სალამი სამოქალაქელო რეესტრელებო.


კითხვა/პრობლემა მაქვს ასეთი.

ჩემი ამხანაგი რომელიც ცხოვრობს ა.შ.შ. -ში არის დაქორწინებული ამერიკის მოქალაქეზე, ამერიკის საემიგრაციო სამსახური ედავება რომ იგი საქართველოში იყო ქორწინებაში, თუმცა ის არასდროს ყოფილა ქორწინებაში. გვინდა მივიღოთ ცნობა სადაც ეწერება რომ ეს ადამიანი საქართველოში არ ყოფილა ქორწინებაში, თუმცა რეესტრში გვეუბნებიან, რომ მათ მხოლოდ შეუძლიათ გასცენ ცნობა სადაც ეწერება, რომ იგი ამჟამად არ იმყოფება ქორწინებაში. არის თუ არა რაიმენაირად შესაძლებელი გაიცეს ცნობა სადაც ეწერება: მოქალაქე ესა და ეს ამადაამ წლებში, ან საერთოდ არ ყოფილა ქორწინებაში.

იქნებ რაიმე გვირჩიოთ, ძალიან ძალიან აუცილებელი საბუთია. ოპერატორები სამწუხაროდ შაბლონებით საუბრობენ და ვერ გვეხმარებიან, არც გვაკავშირებენ კონკრეტულ ადამიანებთან ვისაც შეეძლება დახმარება, გვეუბნებიან რომ მინდობილმა პირმა უნდა შემოიტანოს წერილობითი განცხადება. ფიზიკურად ამას კიდევ მისვლა არ შეუძლია, იმ მიზეზის გამო რომ არ ცხოვრობს საქართველოში, საბუთი საჩქაროა.

მადლობა წინასწარ თუ გამცემთ ვინმე პასუხს.

Posted by: TSG 21 Dec 2011, 13:03
TheSun
საჯარო რეეტრის შენობაში, არის სამეწარმეო რეესტრი და იქ უნდა დაარეგისტრიროთ.
* * *
paranoidis_dzma
შეგიძლიათ მინდობილობა დაამოწმოთ ონლაინ რეჟიმში ნოტარიუსის მიერ.

Posted by: სან 21 Dec 2011, 13:45
TSG
QUOTE
საჯარო რეეტრის შენობაში, არის სამეწარმეო რეესტრი და იქ უნდა დაარეგისტრიროთ.

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: paranoidis_dzma 21 Dec 2011, 14:20
TSG
ხო, მაგრამ არ გავცემთ მასეთ საბუთს საერთოდო ასე თქვა სამოქალაქო რეესტრმა sad.gif

Posted by: ბაჩი 21 Dec 2011, 17:02
მოგესალმებით მეგობრებო,შეკითხვა მაქვს თქვენთან,თუ არასწორ ადგილას ვპოსტავ წინასწარ ბოდიშით.
რა მაინტერესებს,როცა პირადობის მოწმობას ვადა გაუვა,ახალი მოწმობის აღება შემიძლია საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თუ სადაც ვარ ჩაწერილი მარტო იმ ქალაქში?

Posted by: annanuka90 21 Dec 2011, 19:28
ბაჩი
ყველგან შეგიძლია, არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ ჩაწერილი yes.gif

Posted by: ბაჩი 21 Dec 2011, 20:11
annanuka90
QUOTE
ყველგან შეგიძლია, არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ ჩაწერილი

მადლობ ამომწურავი პასუხისთვის.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: I am the one 21 Dec 2011, 20:30
QUOTE (paranoidis_dzma @ 21 Dec 2011, 11:03 )
სალამი სამოქალაქელო რეესტრელებო.


კითხვა/პრობლემა მაქვს ასეთი.

ჩემი ამხანაგი რომელიც ცხოვრობს ა.შ.შ. -ში არის დაქორწინებული ამერიკის მოქალაქეზე, ამერიკის საემიგრაციო სამსახური ედავება რომ იგი საქართველოში იყო ქორწინებაში, თუმცა ის არასდროს ყოფილა ქორწინებაში. გვინდა მივიღოთ ცნობა სადაც ეწერება რომ ეს ადამიანი საქართველოში არ ყოფილა ქორწინებაში, თუმცა რეესტრში გვეუბნებიან, რომ მათ მხოლოდ შეუძლიათ გასცენ ცნობა სადაც ეწერება, რომ იგი ამჟამად არ იმყოფება ქორწინებაში. არის თუ არა რაიმენაირად შესაძლებელი გაიცეს ცნობა სადაც ეწერება: მოქალაქე ესა და ეს ამადაამ წლებში, ან საერთოდ არ ყოფილა ქორწინებაში.

იქნებ რაიმე გვირჩიოთ, ძალიან ძალიან აუცილებელი საბუთია. ოპერატორები სამწუხაროდ შაბლონებით საუბრობენ და ვერ გვეხმარებიან, არც გვაკავშირებენ კონკრეტულ ადამიანებთან ვისაც შეეძლება დახმარება, გვეუბნებიან რომ მინდობილმა პირმა უნდა შემოიტანოს წერილობითი განცხადება. ფიზიკურად ამას კიდევ მისვლა არ შეუძლია, იმ მიზეზის გამო რომ არ ცხოვრობს საქართველოში, საბუთი საჩქაროა.

მადლობა წინასწარ თუ გამცემთ ვინმე პასუხს.

გივი smile.gif)))))))))))) აქ რო არ დაგეწერა ფეისზე მოგეწერა სწორად გეუბნებიან ფორმაა ქორწინების დამაბრკოლებებლი გარემოებების არ არსებობის შესახებ სადაც წერია, რომ ესა და ეს პიროვნებაზე რეესტრის ბაზაზე დაყრდნობით არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, 5 დღეში ღირს 30 ლარი, თუ თვითონ არ შეუძლია ან ონლაინით დაუკავშირდეს რეესტრს ან მინდბოილობა უნდა ქონდეს
* * *
QUOTE (Jihra @ 21 Dec 2011, 01:43 )
ბინიდან რომ ამოვეწერო და არსად არ ვიყო ჩაწერილი რა პრობლემა შემექმნება?

ვალდებული ხარ იყო სადმე რეგისტრირებული პირდაობა გაგიუქმდება
* * *
QUOTE (ბაჩი @ 21 Dec 2011, 17:02 )
მოგესალმებით მეგობრებო,შეკითხვა მაქვს თქვენთან,თუ არასწორ ადგილას ვპოსტავ წინასწარ ბოდიშით.
რა მაინტერესებს,როცა პირადობის მოწმობას ვადა გაუვა,ახალი მოწმობის აღება შემიძლია საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თუ სადაც ვარ ჩაწერილი მარტო იმ ქალაქში?

ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში შეგიძლია თუ არ იცვლი რეგისტრაციას ანუ თუ სხვა ბინაში არ ეწერები, თუ სხვაგან ეწერები მაშინ იმ რაიონის სამსახურში უნდა მიხვიდე

Posted by: ბაჩი 21 Dec 2011, 21:13
I am the one
QUOTE
ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში შეგიძლია თუ არ იცვლი რეგისტრაციას ანუ თუ სხვა ბინაში არ ეწერები, თუ სხვაგან ეწერები მაშინ იმ რაიონის სამსახურში უნდა მიხვიდე

არა უბრალოდ ვადა გაუვიდა პირადობას და თბილისში არ იმყოფება თვითონ და ჩაწერილი თბილისშია.

Posted by: paranoidis_dzma 21 Dec 2011, 22:41
I am the one
კი, მაგრამ ეგ ცნობა არ მაწყობს მინდა ისეთი ცნობა სადაც ეწერება რომ ეს პიროვნება არასდროს ყოფილა ქორწინებააში, თუ არის მაგისი საშუალება?

Posted by: ks 2 Jan 2012, 11:21
I am the one

შეკითხვა განქორწინებას ეხება.
როგორ შემიძლია უცხოეთიდან განქორწინების გაკეთება, იქნებ დამეხმაროთ.
განქორწინების სურვილი მხოლოდ ცალმხრივია. ანუ ორივე მხარე არ არის თანახმა.

Posted by: ELVIS 2 Jan 2012, 12:31
გამარჯობა smile.gif


სადღაც თვენახევრის წინ შევიტანე განცხადება მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე, მესიჯი მომივიდა დაკმაყოფილებული არიო...

ეხლა რა უნდა ვქნა მივიდე და ავიღო ეგ ცნობა, თუ სახლში მომიტანენ (როგორც მითხრეს)


პ.ს. და კიდევ მუდმივი ბინადრობის ნებართვის აღება რა ღირს? smile.gif

Posted by: myadvokat 3 Jan 2012, 13:39
ELVIS

ბინადრობის მოწმობის გაცემის ფასები ასეთია:
მე-10 სამუშაო დღეს --30 ლარი
მე-5 სამუშაო დღეს---40 ლარი
მე-3 სამუშაო დღეს---50 ლარი
24 საათში---60 ლარი
იმავე დღეს-65 ლარი
* * *
ELVIS

ამასთან,
"მუდმივი ბინადრობის მოწმობის აღება შეუძლიათ საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც მიღებული აქვთ შესაბამისი მუდმივი ბინადრობის ნებართვა და გააჩნიათ საქართველოში მუდმივად ყოფნის კანონიერი საფუძველი


რაც შეხება. ბრძანბულებას თუ არ მოგსვლიათ ფოსტით შეგიძლიათ მიაკითხოთ სამოქალაქო რეესტრს დ ჩაგაბარებენ

Posted by: ELVIS 3 Jan 2012, 16:06
myadvokat
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif up.gif

Posted by: bandit7777 4 Jan 2012, 01:04
სად უნდა მივიდეს ადამიანი ცნობა აიღოს იმისა, რომ არ არის ქორწინებაში ამჟამად?

Posted by: mambu 5 Jan 2012, 00:06
QUOTE
სად უნდა მივიდეს ადამიანი ცნობა აიღოს იმისა, რომ არ არის ქორწინებაში ამჟამად?

ნებისმიერ სამოქალაქო რეესტის ტერიტორიულ სამსახურში...

30 ლარი ღირს 5 სამუშაო დღეში... smile.gif

დაჩქარებული უფრო მეტი...

Posted by: sus 5 Jan 2012, 00:48
არა საქართველოს მოქალაქეს შEუძლია თუ არა მიიღოს ანდერძით უძრავი ქონება?

Posted by: progresi 5 Jan 2012, 18:18
sus
კი როგორ არ შეუძლია, არანაირი პრობლემა არაა

Posted by: სატირა 6 Jan 2012, 19:39
გამარჯობა, მაინტერესებს პასპორტის ასაღებად ჩამოთვილი დოკუმენტების გარდა
საჭიროა თუა წარმოდგენილ იქნას სახელის შეცვლის დამდასტურებელი დოკუმენტები?

პ.ს. ახალი პირადობა/დაბადების მოწმობა აღებულია და ძალაშია

Posted by: myadvokat 7 Jan 2012, 02:46
sus

კი თაივსუფლად შეუძლია უძრავი ქონებაც.

Posted by: Okinawa-Matsuzakaya 7 Jan 2012, 13:01
დაკარგული პასპორტის აღდგენა რა ჯდება?

Posted by: boriko 7 Jan 2012, 15:43
ცნება "მუდმივი სამუშაო ადგილი" სადმე არის განმარტებული საქართველოს კანონმდელობაში..


პლს დიდო იურისტებო....რას ნიშნავს სამრთლებრივად ეს სამი სიტყვა.............

Posted by: nigini 7 Jan 2012, 22:55
გამარჯობათ

თუ შეგიძლიათ ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ

უცხოელ მოქალაქეს, რომელიც იქორწინებს საქართველოს მოქალაქესთან, რა ვადაში შეუძლია აიღოს ბინადრობის ნებართვა? საქართველოში არ მუშაობს ამჟამად, მუშაობდა 2 წლის წინ. ქორწინების შემდეგ უნდა რომ მეუღლესთან ერთად დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, მაგრამ უნდა რომ აიღოს საქართველოს ბინადრობის ნებართვაც.







Posted by: myadvokat 8 Jan 2012, 01:27
Okinawa-Matsuzakaya

მე-10 სამუშაო დღეს 100 ლარი
მე-5 სამუშაო დღეს 120 ლარი
მე-3 სამუშაო დღეს 150 ლარი
24 საათში 190 ლარი
იმავე დღეს 205 ლარი

Posted by: JHR 8 Jan 2012, 02:17
ბინაში არის ჩაწერილი , ბინის ძველი მეპატრონე რომ ამოვწერო რა პრობლემა შეექმნება?

Posted by: 7903251 8 Jan 2012, 14:41
Jihra



QUOTE
ბინაში არის ჩაწერილი , ბინის ძველი მეპატრონე რომ ამოვწერო რა პრობლემა შეექმნება?




არანაირი პრობლემა არ შეექმენება... უბრალოდ ზოგ შემთხვევაში ვერ გამოიყენებს თავის პირადობას სანამ არ განაახლებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას!

Posted by: JHR 8 Jan 2012, 15:47
7903251
მადლობა
QUOTE
არანაირი პრობლემა არ შეექმენება... უბრალოდ ზოგ შემთხვევაში ვერ გამოიყენებს თავის პირადობას სანამ არ განაახლებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას!

რა შემთხვევაში ვერ გამოიყენებს?

Posted by: 7903251 8 Jan 2012, 19:04
Jihra


მაგალითად... იმ პიროვნებას, რომელიც "ამოწერე" - რომ მოუნდეს ბინის შეძენა, ვერ შეიძენს - რადგან შენ გეყოლება ამოწერილი და მოუწევს პირადობის განახლება!

Posted by: boriko 9 Jan 2012, 09:07
ცნება "მუდმივი სამუშაო ადგილი" სადმე არის განმარტებული საქართველოს კანონმდელობაში..


პლს დიდო იურისტებო....რას ნიშნავს სამრთლებრივად ეს სამი სიტყვა.............

Posted by: myadvokat 9 Jan 2012, 11:24
nigini

მუდმივი ბინადრობის ნებართვა 30–ე კალენდარულ დღეს – 180 ლარი,
20 კალენდარულ დღეში – 300 ლარი,

დროებითი ბინადრობის ნებართვა 30–3 კალენდარულ დღეს – 210 ლარი,
მე–20 დღეს– 330 ლარი,
10 კალენდარული დღის ვადაში – 410 ლარი

Posted by: nigini 9 Jan 2012, 11:36
myadvokat

ძალიან დიდი მადლობა

Posted by: myadvokat 9 Jan 2012, 11:44
nigini

არაფერს, წარმატებები

Posted by: nigini 9 Jan 2012, 12:31
myadvokat

ბოდიშით, კიდევ შეგეკითხებით თუ შეიძლება?

შესაძლებელია ამ უცხოელმა შეიტანოს განაცხადი და სანამ ბინადრობის მოწმობა მზად იქნება გავიდეს საქართველოდან და სხვამ გამოიტანოს, ან გადაეგზავნოს, თუ შეინახება რეესტრში და შემდეგი ჩამოსვლის დროს თვითონ გამოიტანოს?

Posted by: myadvokat 9 Jan 2012, 13:44
nigini


ანუ დავაზუსტებ

თქვენ გაინტერესებთ ბინადრობის ნებართვის მიღებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების ჩაბარება როგორ მოხდება . . . . .

აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება ელექტორნულად ხელმისაწვდომი ბაზაში. და ისე შეგეძლებათ ნახოთ.
* * *
nigini

ასევე რაც შეეხება ბინადრობის მოწმობის აღებას განაცხადის შევსება უშუალოდ უნდა მოხდეს პირის მიერ და შემდგომ ამ მოწმობის აღება შეუძლია ნებისმიერ პირს მინდობილობის გაფორმების შემთხვევაში

Posted by: nigini 10 Jan 2012, 13:28
myadvokat

უღრმესი მადლობა, გაიხარეთ

Posted by: squarrel 11 Jan 2012, 17:40
გამარჯობა,
მაინტერესებს ასეთი რამ, პირადობის/პასპორტის ასაღებად მოქალაქეებს სთოხვენ რომ დააიფიქსირონ ფაქტიური მისამართი მათი ცხოვრების, მაგალითად თუ პიროვნება ცხოვრობს ქირით უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე სადაც იცხოვრა იმ მისამართზე არეგისტრირებენ მხოლოდ 2 მოწმის საფუძველზე. ეს 2 მოწმე შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე ნაცნობი ანუ. მაინტერესებს ასე არის თუ არა?

Posted by: I am the one 11 Jan 2012, 21:51
გამარჯომათ მე ანუ ამ თემის ავტორი არ ვარ ქვეყანაში და დროებით არ ვმუშაობ და ვერ გიპასუხებთ !!!!

Posted by: myadvokat 12 Jan 2012, 12:01
squarrel


მეზობელი მაგალითად, ანუ პირი, რომლისთვისაც ცნობილია პირის საცხოვრებელი ადგილი.

Posted by: sus 12 Jan 2012, 23:15
ვარ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე. შევიცვალე გვარი, მეუღლის გვარი დაემატა ჩემ გვარს. საკონსულოში ავიღე პასპორტი გამოცვლილი გვარით. პირადობის ასაღებად რა საბუთები უნდა მოვიტანო? მარტო ახალი პასპორტი ეყოფა თუ დაბადების მოწმობა ან რამე დამჭıრდება კიდე?

Posted by: progresi 13 Jan 2012, 00:23
sus
პასპორტი თუ აღებული გაქვს წესით მეტი არაფერი არ უნდა დაგჭირდეს. ქორწინება სად მოხდა საქართველოში თუ საზღვარგარეთ? თუ საზღვარგარეთ ქორწინების მოწმობა მაინც იქონიეთ თან, მაგრამ წესით არ დაგჭირდებათ.

Posted by: sus 13 Jan 2012, 00:35
progresi
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: progresi 13 Jan 2012, 00:39
sus
არაფერს, რაა მანდ სამადლობელი

Posted by: ვასასი 13 Jan 2012, 14:18
ჩვენი ბინა მამაზე იყო გაფორმებული, მამა გარდაიცვალა 10 თვეა, ბინაში ჩაწერილები ვართ მე და დედა. საჯარო რეესტრში უნდა მივიტანო სახლის საბუთები და მამის გარდაცვალების მოწმობა , რომ ბინა დედაზე გადმოფორმდეს? რა ჯდება ეს პროცედურა?

Posted by: progresi 13 Jan 2012, 23:22
deida_vasasi
სამკვიდრო გახსნილია? ანუ ნოტარიუსთან იყავით? თუ არა ჯერ სამკვიდრო მოწმობა უნდა აიღოთ და მერე საჯაროში უნდა მიხვიდეთ.

Posted by: Ninoza 17 Jan 2012, 14:13
ვინმე თუ მუშაობთ რეესტრში გამაგებინეთ რა რა საბუთებია საჭირო:

ხვალ დედაჩემი უნდა მივიდეს რეესტრში სამკვიდრო მოწმობით (მისი გარდაცვლილი დედისგან მემკვიდრეობა მცხეთის რაიონის ერთერთ სოფელში), აზომვითი ნახაზით, კიდევ რა საბუთია საჭირო რომ წარადგინოს?

გმადლობთ

Posted by: 7903251 17 Jan 2012, 16:42
Ninoza



QUOTE
ვინმე თუ მუშაობთ რეესტრში გამაგებინეთ რა რა საბუთებია საჭირო:



ვგონებ თქვენ საჯარო რეესტრში აგერიათ სამოქალაქო რეესტრი!

Posted by: Ninoza 17 Jan 2012, 17:00
7903251

yes.gif ვგონებ თქვენ მართალი ბრძანდებით, გავდივარ punch.gif

Posted by: Jeanne Hebutern 23 Jan 2012, 21:25
ახალ მისამართზე რეგისტრაციისას მჭირდება ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მაშინ როდესაც ბინის მესაკუთრე მე თვითონ ვარ???


და მაინტერესებს კიდევ, თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლიდან გავიდა 6თვე და რეგისტრაციიდანაც მომხსნეს უკვე, ჩემი პირადობა უფუნქციო გახდა ამით??? აუცილებელია გამოვცვალო პირადობა რადგან ახალ მისამართზე დავრეგისტრირდე???

Posted by: Coca-cola77 23 Jan 2012, 21:41
გარდაცვლილი მამის კუთვნილი ობიექტი მინდა გადმოვიფორმო ჩემს სახელზე. აღმოვაჩინე რომ ობიექტი პროექტში მითითებულ ზომაზე დიდია 10 კვადრატული მეტრით. ვინმემ მირჩიეთ რა ვქნა.

Posted by: 7903251 23 Jan 2012, 22:53
Coca-cola77



1. ჯერ გადმოიფორმეთ ის ქონება, რომელიც მამათქვენს ეკუთვნოდა.
2.ახალი აზომვითი ნახაზი გააკეთეთ.....
3.კორექტირებული აზომვითი ნახაზით მიმართეთ საჯარო რეესტრს, რომელიც მდებარეობს მარჯანიშვილის მეტროსთან...


დამატები ინფოსათვის: 2251527 ან ისარგებლე იუსტიციის სახლის ონ-ლაინ კონსულტანტის მომსახურებით ბმულზე: http://house.gov.ge/webim/client.php?locale=ka&style=simplicity&url=http%3A//house.gov.ge/&referrer=



პ.ს. დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში - შეგიძლია მიმართო ამ განყოფილების წევრებს : http://forum.ge/?f=77&showtopic=34089532


წარმატებები!

Posted by: I am the one 24 Jan 2012, 07:49
Jeanne Hebutern


1. კი გჭირდება ახალი რეგისტრაციისთვის საჯაროს ამონაწერი, 2. კი გაუქმდა ძველი პიროდობა და უფუნციოა და უნდა შეცვალო
* * *
QUOTE (sus @ 12 Jan 2012, 23:15 )
ვარ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე. შევიცვალე გვარი, მეუღლის გვარი დაემატა ჩემ გვარს. საკონსულოში ავიღე პასპორტი გამოცვლილი გვარით. პირადობის ასაღებად რა საბუთები უნდა მოვიტანო? მარტო ახალი პასპორტი ეყოფა თუ დაბადების მოწმობა ან რამე დამჭıრდება კიდე?

პასპორტს ისე ვერ აიღებდი თუ ჯერ პირადობას არ აიღებდი მაგ შეცვლილი მონაცემით მაშჰინ გამოდის რო საკონსულომ არასწორად გასცა დოკუმენტი გვარის შეცვლის მოწმობით იღებ პირადობას, მოქმედი პირადობით კი პასპორტს რაღაც შეცდომააა
* * *
ხალხნო ბოდიში საზღვარგარეთ ვარ და ვერ ვახერხებ აქ ხშირად შემოსვლას !!!!

Posted by: Jeanne Hebutern 24 Jan 2012, 12:43
I am the one
გმადლობთ და ამ პირადობით ეხლა ვერაფერს ვერარ ვიზამ??? იდ ბარათს რომ ავიღებ ახალს მანდ უკვე მეცვლება პირადი ნომერი თუ იგივე მჩება???

Posted by: JHR 24 Jan 2012, 13:31
Jeanne Hebutern
QUOTE
და მაინტერესებს კიდევ, თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლიდან გავიდა 6თვე და რეგისტრაციიდანაც მომხსნეს უკვე, ჩემი პირადობა უფუნქციო გახდა ამით???

როგორ მოგხსნეს რეგისტრაციიდან?

Posted by: Jeanne Hebutern 24 Jan 2012, 17:57
Jihra
საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე და ახალმა მესაკუთრემ მომხსნა რეგისტრაციიდან, აქვს მნიშვნელობა როგორ მომხსნეს??

Posted by: JHR 24 Jan 2012, 20:13
Jeanne Hebutern
ალბათ არა, მე მაინტერესებდა როგორ მოგხსნა რეგისტრაციიდან..

Posted by: panterita 24 Jan 2012, 20:16
მოგესალმებით ერთი კითხვა მაქვს

როგორ ხდება სამოქალაქო რეესტში მუშაობის დაწყება?

არის რაიმე განსხვავებული პირობები იმათთვის ვინც უკვე მუშაობდა მაგ სისტემაში, 2009 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებიც ჩაბარებული აქვს და თავისი ნებით დატოვა სამსახური

ძალიან გთხოვთ ვინც კომპეტენტურია ამ საკითხში მიპასუხოთ

წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: 7903251 25 Jan 2012, 12:38
Jeanne Hebutern


QUOTE
საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე და ახალმა მესაკუთრემ მომხსნა რეგისტრაციიდან, აქვს მნიშვნელობა როგორ მომხსნეს??



დიახ, აქვს მნიშვნელობა!

Posted by: Toxic:) 26 Jan 2012, 10:06
წყლის გადასახადი მოვიდა 9 სულზე არადა ორნი ვცხოვრობთ ბინაში, რეესტრში გაარკვიეთო წერილი მოვიდა , რა დოკუმენტები უნდა წარვადგინო რეესტრში რომ რელურ სულადობაზე მოვიდეს გადასახადი?

Posted by: Diamond Girl 26 Jan 2012, 11:14
Toxic:)

ყველასთან ეგრე მივიდა ჩემს გარშემო, უნდა წახვიდე საჯარო რეესტრში და გაარკვიო ვინ წერია შენს ბინაში ოჯახის წევრების გარდა, ჩვენს შემთხვესაში ვისაც კი ოდესმე უცხოვრია ჩვენს ბინაში ყველა იქ მიაწერეს ამ თვის გადასახადში, გუშინ ვიყავით და 7 თებერვალს დაგვიბარეს რომ ეგ ამბავი გაარკვიონ და ამოსაწერი ხალხი ამოიწეროს და შემდეგ უკვე წყალკანალში უნდა გაიკრვეს ეგ ამბავი.

Posted by: Fobos_4L 26 Jan 2012, 15:07
Diamond Girl
7 თებერვალს რომ დაგიბარეს მანამდე კიდევ 1 თვეს დაარიცხავენ ალბათ

Posted by: Diamond Girl 26 Jan 2012, 17:08
Fobos_4L

არაა გამორიცხული ,მაგიტომაც იმაიმუნეს ეხლა, რომ ხალხს ფული გამოსძალონ ისევ

Posted by: I am the one 27 Jan 2012, 05:31
QUOTE (Jeanne Hebutern @ 24 Jan 2012, 12:43 )
I am the one
გმადლობთ და ამ პირადობით ეხლა ვერაფერს ვერარ ვიზამ??? იდ ბარათს რომ ავიღებ ახალს მანდ უკვე მეცვლება პირადი ნომერი თუ იგივე მჩება???

პირადი ნომერი არასოდეს არ იცვლება

Posted by: asphurcela 27 Jan 2012, 18:01
I am the one

გამარჯობა.
სწორედ ამ თემას ვეძებდი და ვიპოვე. კითხვა მაქვს, ვისაც გქონიათ მსგავსი სიტუაცია ან ხელგეწიფებათ პასუხის გაცემაში.
ვეცდები მოკლედ აგიხსნათ.

3 წელია საზღვარგარეთ ვარ უწყვეტად, ვსწავლობ, მეუღლე და შვილიც აქ მყვანან.
აქ წამოსვვლამდე, 2 თუ 3 წლით ადრე პირადობის მოწმობა ავიღე თბილისი (ჩემი მეუღლის) მისამართზე, როგორც იმ მომენტში დროებით იქ მაცხოვრებელმა.
მეუღლეც ამ მოცემულ მისამართზეა რეგისტრირებული. ბავშვი რომ დაიბადა ისიც ავტომატურად იქ რეგისტრირდა.
ამ მომენტში ამ თბილისის მისამართზე ცხოვრობს სხვა ოჯახი (ვინ, არა აქვს მნიშვნელობა).
მათ მისდით რაღაც გადასახადი, რომელიც ბინაში მცხოვრებთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.
აქედან გამომდინარე უწევთ ჩვენი, +3 ადამიანის დამატებით ზედმეტის გადახდა.

კითხვა: - არის თუ არა ეს კანონიერი? თუ არა როგორ მოიქცეს ისინი ან ჩვენ, როგორ დავუმტკიცოთ რომ იქ არ ვცხოვრობთ?
საკონსულო-საელჩოში ოფიციალურად რეგისტრირებულები ვართ, არანაირი სავიზო დარღვევა ცხოვრებაში არ მქონია, არც ადრე და არც ახლა ვარღვევ რამეს.
წესით სამოქალაქო რეესტრმა არ უნდა იცოდეს მე სად ვიმყოფები ამ მომენტში?

Posted by: myadvokat 31 Jan 2012, 13:27
asphurcela
თუ თქვენ უკვე ბრძანდებით საკონსულო აღრიცხვაზე, იმ ბინაში მცოვრებმა პირებმა უნდა მიმართონ სამოქალაქო რეესტრის, სადაც მოხდება მითითება იმისა, რომ თქვენ ხართ საკონსულო აღრიცხვაზე, იმყოფებით საზღვარგარეთ და შესაბამისად ამ ხარვეზის გამოსწორების შემდეგ გადასახადიც აღარ მივა დამატებით სამ პირზე.

Posted by: rusudani7 31 Jan 2012, 13:33
ჩემი შვილის პირადობის მოწმობას გაუვიდა ვადა , გოგონა 18 წლისაა, ახალი რომ მიიღოს ფულია გადასახდელი? როგო პიადობას აიღებს? ID ბარათს?

Posted by: MsBrightside 31 Jan 2012, 14:02
საქართველოს სამოქალოქო საპროცესო კოდექსი

თუ შეგიძლიათ ბოლო ვერსია ლინკით ან ატვირთოთ?
რამდენადაც ვიცი ბოლო ცვლილება 28 დეკემბერს გამოვიდა 2011 წელს...


ძალიან გთხოვთ smile.gif

Posted by: asphurcela 31 Jan 2012, 14:55
myadvokat
მადლობა პასუხისთვის smile.gif
საკონსულო აღრიცხვაში რას გულისხმობთ?
საქართველოში, საელჩოში ვიზა ხომ მოცეს, ხომ იციან სადაც ვარ.
აღრიცხული რომ არ ვიყო, ისე ვინ შემომიშვებდა აქ.. შემოპარული და არალეგალი ხომ არ ვარ sad.gif

Posted by: myadvokat 31 Jan 2012, 15:36
rusudani7
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 2011 წლის აგვისტოდან, საქართველოში დაიწყო ახალი პირადობის მოწმობის, ID ბარათის გაცემა. შესაბამისად, თქვენს შვილს შეუძლია ID ბარათის აღება.

ID ბარათის პირველად ასაღებად უნდა მიმართოთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
• დაბადების მოწმობა
• ორი ფოტოსურათი (გადაიღებთ იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, ფასი 3 ლარი)
• რეგისტრაციის საფუძველი (საკუთრების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე წერილობითი დადასტურება, იმის თაობაზე, რომ პირი უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე)
• მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი
• საფასურის გადახდის ქვითარი – 30 ლარი (საფასურის გადახდა შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში).
* * *
asphurcela
არაფრის smile.gif საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გულისხმობს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობისადმი ან საკონსულო დაწესებულებისადმი მიმართვას აღრიცხვაზე მოთხოვნით. საზღვარგარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირზე გაიცემა შესაბამისი საკონსულო აღრიცხვის ბარათი, რომელიც ძალაშია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად. პირის რეგისტრაციის, საკონსულო აღრიცხვის, საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და გაცემული დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია აისახება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. შესაბამისად, ეს თუ თქვენ ხართ აღრიცხვაზე, წესით გადასახადი ისედაც არ უნდა მოდიოდეს თქვენზე.

Posted by: Nacisti08 31 Jan 2012, 16:27
ეს კითხვა კითხვა-პასუხში დავსვი
აქაც დავდებ მეტი ინფოს მისაღებად,


QUOTE
გამარჯობათ

მაინტერესებდა განქორწინების რა პროცედურებია გასავლელი საქართველოში იმათთვის ვინც საზღვარგარეთაა დაქორწინებული?

ანუ:
მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდით გერმანიაში, ორივე საქართველოს მოქალაქეები ვართ. გვყავს 2 წლის შვილი.

აქ რომ ხელი გავაწეროთ ამას სჭირდება  დიდი დრო, (დალოდების დრო თუ რაღაც რაც1 წელი გრძელდება)

შესაძლებელია რომ ხელმოწერის/ქორწინების, საბუთები ვთარგმნოთ ქართულად და საქართველოში მივცეთ ამ ყველაფერს მსვლელობა?

რა ვადებია საქართველოში ამისთვის და რამდენად შესაძლებელია?

საბუთების შეტანიდან რა დრო ჭირდება განქორწინებას? 

Posted by: asphurcela 31 Jan 2012, 16:29
myadvokat
უღრმესი მადლობა დეტალური და ამომწურავი პასუხისათვის.
3 წელი ხდება უკვე გადაბმულად საზღვარგარეთ ვარ. ადერე მოკლე მოკლე ვადებით ვიყავი ხოლმე.
სამწუხაროდ ეს, რაც თქვენ მითხარით, ადრე არავის უთქვამს ჩემთვის, არც რაიმე შეტყობინება მომსვლია ამის თაობაზე.
ან საელჩოში ვიზის აღებისას ხომ უნდა მიაწოდონ ეს ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებს.
კანონები და კონსტიტუცია ყველამ ხომ არ იცის ზეპირად. ან ხომ არ დაგვესიზმრება...

მოკლედ გასაგებია ახლა როგორც უნდა მოვიქცე.
გაიხარეთ.

Posted by: myadvokat 31 Jan 2012, 17:15
asphurcela
მიხარია რომ დაგეხმარეთ. წარმატებებს გისურვებთ smile.gif

Posted by: niniko1986 31 Jan 2012, 17:16
myadvokat შეკითხვა მოგწერეთ და გთხოვთ მიპასუხოთ?

Posted by: myadvokat 31 Jan 2012, 17:42
Nacisti08
თუ თქვენ და თქვენი მეუღლე საქართველოს მოქალაქეები ბრძანდებით, მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებით გერმანიაში, საერთაშორისო კერძო სამართლის მიხედვით უფლება გაქვთ განქორწინება მოახდინოთ საქართველოში. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა.
სამოქალაქო კოდექსის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
იქიდან გამომდინარე, რომ ქორწინებისგან განსხვავებით, განქორწინება შეიძლება მოხდეს ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის დაუსწრებლად, თქვენ შეგიძლიათ იყოლიოთ წარმომედგენელი, რომელიც განახორციელებს განქორწინებისთვის დადგენილ კანონით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისძიებას ტერიტორიულ სამსახურში, ან მეუღლეთა შორის დავის შემთხვევაში - სასამართლოში. ტერიტორიულ სამსახურში განქორწინებისას მეუღლეები ვალდებული არიან განქორწინების შესახებ განცხადებაში დაადასტურონ ურთიერთთანხმობა. განქორწინება ხდება მეუღლეთა მიერ განქორწინების შესახებ განცხადების შეტანის დღიდან 15 კალენდარული დღის გასვლისთანავე და ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

ამავე დროს, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, განქორწინების თავით გათვალისწინებული გათვალისწინებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია საზღვარგარეთ შეიძლება განახორციელოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ.

* * *
niniko1986
ბოდიშს გიხდით, ახლავე შევამოწმებ პირად შეტობინებებს..
* * *
niniko1986
იხილეთ პირადი შეტყობინება.

Posted by: MeGaLine 31 Jan 2012, 19:11
თანამშრომლებთან მაქვს კითხვა ხელფასი რამდენი აქვთ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს რო შედიხარ და რო გიღიმიან აქეთ მიბრძანდით და იქეთ მიბრძანდით და ერთი სიტვით რო გაკვალიანებენ. 600 ლარზე ნაკლები ხო არ იქნება?

Posted by: Toxic:) 2 Feb 2012, 11:35
QUOTE
წყლის გადასახადი მოვიდა 9 სულზე არადა ორნი ვცხოვრობთ ბინაში, რეესტრში გაარკვიეთო წერილი მოვიდა , რა დოკუმენტები უნდა წარვადგინო რეესტრში რომ რელურ სულადობაზე მოვიდეს გადასახადი?

QUOTE
ყველასთან ეგრე მივიდა ჩემს გარშემო, უნდა წახვიდე საჯარო რეესტრში და გაარკვიო ვინ წერია შენს ბინაში ოჯახის წევრების გარდა, ჩვენს შემთხვესაში ვისაც კი ოდესმე უცხოვრია ჩვენს ბინაში ყველა იქ მიაწერეს ამ თვის გადასახადში, გუშინ ვიყავით და 7 თებერვალს დაგვიბარეს რომ ეგ ამბავი გაარკვიონ და ამოსაწერი ხალხი ამოიწეროს და შემდეგ უკვე წყალკანალში უნდა გაიკრვეს ეგ ამბავი.



კონკრეტულად რა პროცედურებია გასავლელი, ან რა დოკუმენტები წარსადგენი რომ გასწორდეს შეცდომა?

Posted by: Nacisti08 4 Feb 2012, 00:36
myadvokat

შენ გაიხარე,
ასე ამომწურავად პასუხის გაცემისთვის. smile.gif


საქართველოში თუ დავიწყე განქორწინება სამოქალაქო რეესტრში (დავა არ გვაქვს არაფერზე, თითქმის ყველაფერი გადანაწილ-გაყოფილია) აქ, გერმანიაში შედგენილი ქორწინების საბუთები აუცილებელია რომ ითარგმნოს ქართულად და დამოწმდეს ხო?

საკონსულო აღრიცხვაზე რომ დავდექით, მაშინ კითხვარი შევავსეთ სადაც მივუთითეთ რომ ერთმანეთის მეუღლეები ვართ, ეს ცნობა არ წაეშველება სამოქალაქო რეესტრს? რათა საბუთების თარგმნა აღარ დამჭირდეს?


და კიდევ, დიდი მადლობა პ.მ. სთვის, smile.gif
თუ რამე დამჭირდა, (არადა გული მიგრძნობს რომ დამჭირდება) აუცილებლად შეგეხმანებით.

Posted by: progresi 4 Feb 2012, 16:19
Nacisti08
ქორწინება ხომაა რეგისტრირებული სასართველოს სამოქალაქო რეესტრში? თავის დროზე არ დაარეგისტრირეთ? თუ დარეგისტრირებული გაქვთ თავის დროზე მაშინ არაფერი არ გინდა, უბრალოდ აიღებ მოწმობას და ეგაა.

Posted by: Nacisti08 4 Feb 2012, 19:13
progresi
საქართველოში არაფერი არ დამირეგისტრირებია,

გერმანიაში მოვაწერეთ ხელი 2009 წელს, მას მერე არც საქართველოში ვყოფილვართ


გადმოცემდა გერმანული მხარე ვითომ?

Posted by: progresi 4 Feb 2012, 21:25
Nacisti08
ძალიან მეეჭვება. გერმანია სხვა ქვეყის მოქალაქეებისთვის თავს რატომ შეიწუხებდა და ჩვენი საკონსულო როგორც მუშაობს ეგ ყველამ ვიცით. თუ მაინც საქართველოში აპირებთ განქორწინებას ერთერთმა თქვენგანმა მისცეს აქ ვინმეს მინდობილობა და იმან გინახოთ საჯარო რეესტრში თუ რა დოკუმენტაციაა თქვენზე. ისე უბრალოდ მკითხაობაა თუ რე უნდა გააკეთოთ და რა არა.

Posted by: Nacisti08 4 Feb 2012, 23:19
progresi
QUOTE
ისე უბრალოდ მკითხაობაა თუ რე უნდა გააკეთოთ და რა არა


მართალი ხარ

QUOTE
ერთერთმა თქვენგანმა მისცეს აქ ვინმეს მინდობილობა და იმან გინახოთ საჯარო რეესტრში თუ რა დოკუმენტაციაა თქვენზე

ასე ვიზამ აუცილებლად.





დიდი მადლობა დახმარებისთვის ხალხო
გაიხარეთ





Posted by: progresi 5 Feb 2012, 14:04
Nacisti08
არაფერს, სამადლობელი არაფერია, თუ რამე კიდევ შემეძლება მომწერეთ.

Posted by: da_to 5 Feb 2012, 19:50
უპს შემეშალა ..... სხვაგან უნდა დამეპოსტა .

Posted by: Beliar 5 Feb 2012, 20:17
მინდა ამოვეწერი თბილისიდან და ჩავეწერო ქ. ხონში, დრო რამდენი ჭირდება დაახლოებით, ხომ არ იცით, სად მივიდე? რა პროცედურები უნდა გავიარო?

Posted by: progresi 5 Feb 2012, 20:35
Beliar
სამოქალაქო რეესტრში და უცბად მოაგვარებ, დიდი დრო არ უნდა. ჩასაწერად კიდევ მესაკუთრის თანხმობა გინდა ეგაა და ეგ.

Posted by: d_irakli 5 Feb 2012, 22:24
ბინაში ზედმეტი ხალხია ჩაწერილი და რეესტრში იძლევიან ბლანკებსო რომლებიც ერთი ბინის პატრონმა უნდა შეავსოს ორი მეზობლებმა
სამოქალაქო რეესტრის საიტზე თუ დევს ბლანკები ? ან ვინმეს თუ გაქვთ ამ ფოსტაზე safe63@yandex.ru გამომიგზავნეთ , წინასწარ გიხდით მადლობას smile.gif

Posted by: Jeanne Hebutern 8 Feb 2012, 02:13
პირადობის მოწმობა მაქვს შესაცვლელი და განცხადებას რომ დავწერ ანუ ვთქვათ 10 დღის განმავლობაში სანამ იდ ბარათი დამზადდება მანამდე დროებითი ბარათი ან რამე არ მეძლევა, 10 დღე პირადობის მოწმობის გარეშე როგორ ვიყო

Posted by: progresi 8 Feb 2012, 10:35
Jeanne Hebutern
ძველს არ გართმევენ სანამ ახალს არ აიღებ

Posted by: სან 9 Feb 2012, 21:49
მოგესალმებით. 1 კითხვა მაქვს, ჩემს პირადობას გაუვიდა ვადა და შემიძლია თუ არა ვისარგებლო ბიომეტრიული პასპორტით სხვადასხვა გარიგებებისა და ფინანსური ოპერაციების დროს? სანამ პიარადობას ავიღებ.

Posted by: progresi 9 Feb 2012, 21:58
TheSun
კი უპრობლემოდ, თუ გინდა 100 წელი არ აიღო.

Posted by: temo27 9 Feb 2012, 22:01
progresi
ისე ბიომეტრიულ პასპორტსაც აქვს ვადაა biggrin.gif lol.gif

Posted by: Kate_Moss 11 Feb 2012, 22:52
გვარის შეცვლა მინდა, როგორ შევიცვალო???

Posted by: სან 13 Feb 2012, 13:14
progresi
მადლობა დიდი smile.gif

Posted by: myadvokat 14 Feb 2012, 12:19
Kate_Moss
მოცემულ შემთხვევაში უნდა მიმართოთ სამოაქალაო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურს. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ლინკი - http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=11

Posted by: forumeli64 14 Feb 2012, 17:28
პირადობის საბუთი გამებნა. (მგობი ვეღარ ვიპოვი)
ჰოდა, ამისათვის უნდა განაცხადო თუ არაა აუცილებელი?

Posted by: -eka- 14 Feb 2012, 17:53
forumeli64
QUOTE
პირადობის საბუთი გამებნა.

გამებნა რას ნიშნავს? spy.gif
დაკარგე? თუ დაკარგე მიდი სამოქალაქო რეესტრში და აიღე ახალი.

Posted by: forumeli64 14 Feb 2012, 20:36
QUOTE
გამებნა რას ნიშნავს?



რავი აბა
სადაც იყო, აღარაა biggrin.gif

QUOTE
თუ დაკარგე მიდი სამოქალაქო რეესტრში და აიღე ახალი.

იცით
მისამართის შეცვლას ვაპირებ (ბინას ვყიდი) და ალბათ ამას დაველოდები. მაინც ხომ სეცავლელი გამიხდება მერე.
მანამდის რომ ე.წ. "საზღვარგარეთის პასპორტით" ვისარგებლო, რამე პრობლემა იქნება?
პასპორტი აღებულია 2004-ში და ვადა აქვს 2014-მდე.

Posted by: -eka- 15 Feb 2012, 10:12
forumeli64
QUOTE
მანამდის რომ ე.წ. "საზღვარგარეთის პასპორტით" ვისარგებლო, რამე პრობლემა იქნება?

არანაირი პრობლემა არარის 2014 წლამდე smile.gif

Posted by: forumeli64 15 Feb 2012, 23:16
QUOTE
პირადობის საბუთი გამებნა.



მივაგენიიიიიიიიიიიი bis.gif


biggrin.gif

Posted by: -eka- 16 Feb 2012, 10:43
forumeli64
ვა, გილოცავ. კარგად არ გიძებნია ესეიგი და უგზოუკვლოდ არ გაბნეულა biggrin.gif

Posted by: brolia 16 Feb 2012, 20:57
[quote]რომლებიც ერთი ბინის პატრონმა უნდა შეავსოს ორი მეზობლებმა[/

ბინის მეპატრონის საბუთი რომელია?
დარეგისტრირებული ვართ ქმარი, ცოლი და ორი შვილი.
ეხლა წყლის გადასახდის ქვითარში აღმოჩნდა ჩვენთან 8 სული.
ვინ მივიდეს სამოქალაქო რეესტრში?

Posted by: buub 17 Feb 2012, 00:33
ახალ პირადობის მოწმობაში დაბადების ადგილი შეცდომით სხვა ჩამიწერეს და ხვალ უნდა მივიდე ხოდა ისევ უნდა გადამახდევინონ ფული და 2კვირა მალოდინონ?

Posted by: progresi 17 Feb 2012, 12:46
buub
არა ეგ მალე სწორდება, მაგაზე დიდი ხანი არ გალოდინებენ

Posted by: brolia 17 Feb 2012, 20:24
progresi
QUOTE
ბინის მეპატრონის საბუთი რომელია?
დარეგისტრირებული ვართ ქმარი, ცოლი და ორი შვილი.
ეხლა წყლის გადასახდის ქვითარში აღმოჩნდა ჩვენთან 8 სული.
ვინ მივიდეს სამოქალაქო რეესტრში?


Posted by: progresi 17 Feb 2012, 22:11
brolia
ბინის მესაკუთრე მივიდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით და მეზობლების ხელმოწერილი დოკუმენტით, ეგაა და ეგ

Posted by: @S@A@D@ 20 Feb 2012, 19:04
გამარჯობათ...რაღაც მაინტერესებს და იქნებ დამეხმაროთ....
მოკლედ ასეთი სიტუაციაა...ერთმა პიროვნებამ მეუGლის გარდაცვალების შედეგად მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება (სახლი და მიწის ნაკვეთი). მაგრამ სამკვიდრო მამკვიდრებსლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში არ მიუღია, ....ანუ 6თვიანი ვადა სამკვიდროს მიღებისა გაუშვა...გავიდა წლები და ეხლა უნდა გადაიფორმოს ეს უძრავი ქონება.თვითOნ არის ერთადერთი მემკვიდრე...მაინტერესებს ჯარიმა რამდენი არის სამკვიდროს მიღების დაგვიანების გამო და რა საბუთებია საჭირო ამ მემკვიდრეობის მისაღებად ?????

Posted by: progresi 20 Feb 2012, 19:57
@S@A@D@
მოგწერე უკვე და ნახე პირადში

Posted by: @S@A@D@ 20 Feb 2012, 20:02
progresi
ვნახე...დიდი მადლობა smile.gif

Posted by: nene_ee 22 Feb 2012, 20:40
სალამი,
ერთი რაღაც მაინტერესებს... ჩემს ქორწინების მოწმობაში ჩემი სახელი წერია არასწორედ და ბავშვის დაბადების მონაცემშიც ასეა გადატანილი შეცდომით. პირადობაში და დაბადების მოწმობაშიც სწორად წერია ყველაფერი.. ამის გასწორება სამოქალაქო რეესტრში შემიძლია თუ სასამართლოს უნდა მივმართო? ან რა უნდა მოვითხოვო სარჩელით?

Posted by: progresi 23 Feb 2012, 15:17
nene_ee
უკვე მოგწერე მაგაზე, იქეთ თემაში ნახე.

Posted by: NISMO 27 Feb 2012, 00:24
გამარჯობათ. ერთი შეკითხვა მაქვს. ჩემი ახლობელი ცხოვრობს რუსეთში, აქ დაიბადა მაგრამ კაი ხანია რაც იქაა, დღემდე საბჭოური პასპორტი აქ და ეხლა უნდა აიღოს რუსეთის პასპორტი. მოსთხოვეს ცნობა რო საქართველოს მოქალაქე არაა. ამ ცნობას მომცემენ სამოქალაქო რეესტრში რო გავუგზავნო რუსეთში?

Posted by: სან 27 Feb 2012, 13:05
progresi
გამარჯობათ smile.gif აქ მითხარით, რომ ბიომეტრიული პასპორტი შემიძლია გამოვიყენო პირადობის მაგივრად (თუ პირადობას ვადა აქვს გასული)
გუშინ საპატრულოში ვიყავი, მანქანა გავიფორმე და მითხრეს პირადობა გამოცვალე, თორე ვადა რო გაუვა ვეღარავის გაუფორმებ მანქანასო (ხვალ გადის პირადობას ვადა). ბიომეტრიული პასპორტი მაქვს მეთქი ვუთხარი, მაგრამ მაინც პირადობა გჭირდებაო.
ვეღარ გავიგე რაა (((

Posted by: PEPE_LA 27 Feb 2012, 14:14
სალამი!!!
კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ:
დაბადების მოწმობაში მიწერია სახელი, რომელიც განსხვავებულია პირადობაში მითითებულისაგან 2 ასოთი, ეს ჩემგან დამოუკიდებლად, თავის დროზე შეცდომით მოხდა საპასპორტოს მიერ.ცხოვრების მანძილზე რაც საბუთები ამიღია დიპლომი, ქორწინების მოწმობა და ა.შ ყველაფერი პირადობის სახელითაა, ეხლა კი საელჩოში წარსადგენად მთხოვენ დაბადების მოწმობას, რომელიც როგორც ზემოთ ვტქვი არ ემთხვევა პირადობას და უფრო სწორად ამ პირადობით გაცემულ ბიომეტრიულ პასპორტს. როგორც მიტხრეს არც ერთ ასოში არ უნდა იყოს განსხვავება დაბადების მოწმობასა და ბიომეტრიულ პასპორტში, რათა გავიდე გასაუბრებაზე საკონსულოში. ამიტომ მაინტერესებს თუ სეიძლება შევიცვალო სახელი დაბადების მოწმობაში და რა საბუთი გაიცემა სახელის შეცვლის მერე, (თუ გაიცემა ახალი დაბადების მოწმობა, რომელშიც ის სახელი იქნება მითითებული რაც პირადობაში მაქვს?) და შეიძლება თუ არა ეს გახდეს მიზეზი საზგვარგრეთ გასვლისთვის უარის თქმისა?(ვგულისხმობ იმას, რომ თუ საელჩო გამოიკვლევს რომ სახელი შეიცვალა დაბადების მოწმობაში).თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა.

და მეორე კითხვაც:
ვარ განქორწინებული და მყავს ბავშვი,მამა არის საზღვარგარეთ, (უცნობია სად),არ მაქვს კონტაქტი, მინდა ბავშვის (12წლის) საზგვარგარეთ გაყვანა, ანუ შეზღუდულია ყველანაირად(ცეკვით თურქეტშიც ვერ გავუშვი), ამიტომ მინდა მივმართგო სასამართლო მამობის ჩამორთმევის გამო,... მინდა გთხოვოთ უფასო სახელმწიფო იურიდიული კონსულტაცია თუ არსებობს სადმე ,რომ მივმართო ამ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული ვარ იმიტომ რომ აქვს თუ არა აზრი და რა პრინციპით ხდება მამობის ჩამორთმევა თუ არც ზრუნავს და არც კიტხულობს, არც ალიმენტს იხდის ,დაკარგულია 6 წელზე მეტია და ა.შ.

დიდი მადლობა წინასწარ...

Posted by: progresi 27 Feb 2012, 21:55
PEPE_LA
მოდით ბოლოდან დავიწყოთ:
მამობის, გნებავთ დედობის ჩამორთმევა ძალიან რთული საქმეა და არც იმ საფუძვლით არ ხდება რაც თქვენ გიწერიათ. ეგ მაშინ ხდება თუ ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდეს ბავშვზე, ასე რომ ამაზე ფიქრსაც არ აქვს აზრი
რაც შეეხება დაბადებას და პირადობას საჯარო რეესტრში უნდა მიბრძანდეთ და დაწეროთ განცხადება რომ მოხდა შეცდომა და გაგისწორონ. შესაბამისად თუ დაგაკმაყოფილეს ხომ კარგი თუ არა და მერე სასამართლო. ეს იქნება დოკუმენტი რომელსაც ყველა ორგანო მიიღებს.
რაც შეეხება უფასო სახელმწიფო კონსულტაციას ეგეთი არ არსებობს. ერთადერთი თბილისის ადვოკატი აქვს თბილისის მერია, ოღონდ გირჩევ არ გაეკარო, პირიქით გაგიფუჭებენ საქმეს.

Posted by: PEPE_LA 27 Feb 2012, 23:09
progresi
დიდი მადლობა პასუხისათვის!!!
დავიწყებ იქიდან ,რომ რეესტრში ვიყავი და მიტხრეს პირადობაში დაშვებული შეცდომა(1998წელს) ჩვენი ბრალი არ არისო,თქვენო ხელი ხომ მოაწერეთ ჩაბარების დროს დოკუმენტის სისწორეზეო და ამიტომ მხოლოდ ის შეგვიძლია გავაკეთოტო, რომ დაბადების მომობაში სახელს შეცვლითო, (50 ლარი ღირს)ან პირიქით პირადობაში შეცვლით სახელსო, მაგრამ ეს მეორე არ მაწყობს ,რადგან ამას მოსდევს რიგ სხვა დოკუმენტებში სახელის შეცვლა, რაც უფრო მეტ სირთულეებთანაა დაკავშირებული და თან საელჩოც საეჭვოდ მიიჩნევს ყველა დოკუმენტის ახალ გაცემის თარიღს, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე სახელის შეცვლა დაბადების მოწმობაში(ანუ დავირქვა რაც პირადობაში მაქვს) და ამით გასწორდება დოკუმენტები,თუმცა თუ რეესტრმა არ გასცა ახალი დაბადების მოწმობა შეცვლილი სახელით და მხოლოდ ფურცელი დამაკავა ხელში სახელის შეცვლის თაობაზე, ეგ სულ უარესია ჩემთვის. გამპუვალი მდგომარეობა მაქვს....

ეხლა მამამობის ჩამორთმევის შესახებ მინდა დავაზუსტო: ნუთუ ასე ძნელია, რომ პიროვნებას ,რომელსაც არ აინტერესებს საერთოდ ჰყავს თუ არა შვილი და არანაირ ზრუნვას არ იჩენს(არათუ ალიმენტს იხდის), და მისი არსებობით ხელს უშლის ბავშვის სწავლა-განვითარებას, რომელიც შემიძლია მივცე საზღვარგარეთ ან დასასვენებლად გავუშვა, ჩამოერთვას მამობა, თან იმასაც დავამატებ, რომ არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი, მის ყოფილ მისამართზე მისიანები აღარ ცხოვრობენ, მითხარით, რომ მივმართო სასამართლოს,არსებობს თუ არა ამ საქმიდან გამოსავალი, თუნდაც მიზერული გზა და რა არგუმენტი შეიძლება მოვიყვანო ისეთი, რამაც შეიძლება ამ საქმის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაზე იმოქმედოს?თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა თქვენ ან სხვას?

წინასწარ გმადლობთ....


Posted by: progresi 28 Feb 2012, 00:28
PEPE_LA
რეესტრმა თუ, რასაც თქვენ ეძახით ფურცელი გასცა სადაც მითითებულია რომ თქვენ დაბადების მოწმობით ფიქსირდებით კონკრეტული სახელით ეგ საკმარისია ყველა ორგანოსათვის. ა არსებობს რომ საელჩომ მაგისთვის რამო პრობლემა შექმნას, ყოველ შემთხვევაში ჯერ არ ყოფილა ეგეთი.

რაც შეეხება მამობას. კიდევ ერთხელ გიმეორებთ რომ ურთულესი პროცედურაა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იმ მიზეზებით რასაც თქვენ ბრძანებთ მამობას არავინ ჩამოართმევს. მსგავსი საქმე რომ მქონია და ვიცი იმიტომაც გეუბნებით ასე დაბეჯითებით. ერთი რაცაა უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადოთ, მაგრამ არც ესაა იოლი პროცედურა და 1-2 ან თუნდაც 3 თვეში ესეც ვერ გაკეთდება, მთელი პროცედურაა დასაცავი თავის სასამართლოთი

Posted by: PEPE_LA 28 Feb 2012, 10:02
progresi
დიდი მადლობა......
რეესტრს, როგორმე მოვაგვარებ, აი მამობის შესახებ პრობლემას კი მგონი ვერაფერს ვუხერხებ. კარგია, რომ გამარკვიეთ და ტყუილად არ დავიწყე სირბილი ადვოკატებში. და კიდევ ერთს გკითხავთ: ბავშვი რამდენი წლის უნდა იყოს რომ გავიდეს საზღვარგარეთ ჩემს შემთხვევაში მამის თანხმობის გარეშე, ანუ რაღაც გამიგია, რომ განსაზღვრული წლოვანების მერე ერთი მშობლის თანხმობაც არის საკმარისი, თუ ეს ტყუილი ინფორმაციაა?

Posted by: progresi 28 Feb 2012, 15:11
PEPE_LA
უპირველესად გეტყვით, რომ სწორედ ადვოკატის კონსულტაციით ისარგებლეთ.
რაც შეეხება ბავშვის გასვლას, მე არ შემხვედრია შემთხვევა რომ თუნდაც 16 ან 17 წლის ანუ არასრულწლოვნობამდე ბავშვი გაეშვათ საზღვარგარეთ მხოლოდ ერთი მშობლის თანხმობით.

Posted by: ქეთუ 6 Apr 2012, 11:41
რა მაინტერესებს ეხლა.

ქეთევანი მქვია, ხოდა პასპორტში როგორ დაიწერება?

Qetevan თუ Ketevan?

საბუთებში ხან ერთი მიწერია ხან მეორე და მე შემიძლია არჩევა?


Posted by: 7903251 6 Apr 2012, 13:00
ქეთუ


QUOTE
საბუთებში ხან ერთი მიწერია ხან მეორე და მე შემიძლია არჩევა?




როდესაც პასპორტის დამზადებას მოითხოვთ - სამახსოვრო ბარათზე (სადაც მითითებულია თუ როდის იქნება თქვენი საბუთი მზად) ეწერება თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ა.შ) თუ არ ეთანხმებით, რომელიმე მონაცემს (არაქვს მნიშვნელობა რას) ეუბნებით სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს და იგი შეძლებისდაგავარად დაგეხმარებათ...


ასე, რომ შეგიძლიათ Q მოითხოვოთ და ასევე K.


წარმატებები!

Posted by: ქეთუ 6 Apr 2012, 19:18
7903251 მადლობა პასუხისთვის smile.gif

გულზე მომეშვა biggrin.gif

Posted by: 7903251 6 Apr 2012, 20:15
ქეთუ



არაფრის - გენაცვალე!

Posted by: tchumba 9 Apr 2012, 10:45
დახმარება მინდა ბინა მაქვს ქუთაისში ნაყიდი ბინა არის ნოტარიუსით დამტკიცებული ჩემ სახელზე ჩაწერა არ მაქვს ქუთაისში რა პროცედურა არის ამისათვის საჭირო რომ ჩემ სახელზე გადავიპორმო თუ რა ვქნა არ ვიცი

Posted by: nutsiko 9 Apr 2012, 10:55
tchumba
ნასყიდობის ხელშეკრულება სხვა დანარჩენ საბუთებთან ერთად უნდა მიიტანო საჯარო რეესტრში და დაარეგისტრირო, ვინაიდან საჯარო რეესტრის შესახებ კანონის და ზოგადად, სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, უძრავ ქონებაზე უფლება წარმოიშობა მისი რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

ჩაწერას რაც შეეხება, მას მნიშვნელობა აქვს იმდენად, რამდენადაც მოხდეს ე.წ. კომუნალური გადასახადების ადმინისტრირება (ელ.ენერგიის, დასუფთავების, წყლისა და გაზის, სხვ.) და არჩევნებში მონაწილეობისთვის. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ ჩაწერილი. შეგიძლია საქართველოს ტერიტორიაზე, მიუხედავად ჩაწერისა, ფლობდე რამდენიმე სახლს/ბინას.

წარმატებები!

Posted by: progresi 9 Apr 2012, 11:35
tchumba
თუ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება თან გაქვა ხვალვე მიდი საჯარო რეესტრში ჩააბარე ეგ ხელშეკრულება, გადაიხადე 51 ლარი და იცხოვრე ბედნიერად. რომელ საჯაროში მიხვალ მნიშვნელობა არ აქვს, ყველგან ერთნაირად მოგემსახურებიან.
რაც შეეხება ჩაწერას, ეგ ინსტიტუტი 10 წელია მაინცაა რაც არ მოქმედებს.

Posted by: beso19 9 Apr 2012, 23:18
რა მაინტერესებს.. მე და ჩემს შეყვარებულს გვჭირდება ცნობა რომ ცოლ-ქმარი ვართ. ორივე სრულზწლოვნები ვართ. ცოლად რომ მოვიყვანო, არის თუ არა რაიმე შანსი რომ ჩვენ გარდა ვინმე გაიგებს? განსაკუთრებით რომელიმეს ოჯახი

Posted by: progresi 9 Apr 2012, 23:40
beso19
სანამ ბავშვი არ გეყოლებათ აზრზეც ვერ მოვა ვერავინ. თუ სასამართლოში არ გიჩივლებს ვინმე და სასამართლოს არ მოთხოვს შენს პირად მონაცემებს, რას დაახლოებით 1% უდრის.
ქორწილი არ გამოგვატოვებიოთ alk.gif

Posted by: beso19 9 Apr 2012, 23:54
QUOTE
beso19
სანამ ბავშვი არ გეყოლებათ აზრზეც ვერ მოვა ვერავინ. თუ სასამართლოში არ გიჩივლებს ვინმე და სასამართლოს არ მოთხოვს შენს პირად მონაცემებს, რას დაახლოებით 1% უდრის.
ქორწილი არ გამოგვატოვებიოთ


დიდი მადლობა და ანუ არც საბუთებში ეწერება არსად? იმიტომ რომ საზღვარგარეთ ვმუშაობ და სულ მჭირდება რაღაც მოწმობები. ზოგჯერ დედაჩემი მიგროვებს სანამ ჩამოვალ.

რა საბუთებში შეიძლება დაფიქსირდეს?

Posted by: progresi 10 Apr 2012, 22:53
beso19
ქორწინების მოწმობაში ჩნდება და მერე ბავშვის დაბადების მოწმობაში. ნუ ცხადია ჯვრისწერის მოწმობაშიც და ნათლობის მოწმობაში. ეგ ალბათ დედაშენმა არცერთი არ უნდა აიღოს.

Posted by: teo-teokuna 19 Apr 2012, 11:17
დამეხმარეეეეთ...


შეგიძლიათ მითხრათ ახალი პირადობით შეიძლება აზერბაიჯანში წასვლა???


თურქეთში ვიცი რომ შეიძლება და აზერბაიჯანი???? sad.gif

Posted by: LOLZ 19 Apr 2012, 13:20
teo-teokuna

არა, აზერებთან პასპორტი უნდა გქონდეს. მარტო თურქეთში შეიძლებაო ასე მითხრეს კმპეტენტურმა პირებმა smile.gif))

Posted by: myadvokat 19 Apr 2012, 13:23
teo-teokuna
არა, ID ბარათით ამ ეტაპზე მხოლოდ თურქეთში გადასვლაა შესაძლებელი.

Posted by: teo-teokuna 19 Apr 2012, 13:37
LOLZ
myadvokat


მადლობაააა....


smile.gif

Posted by: progresi 19 Apr 2012, 13:58
teo-teokuna
აზერბაიჯანთან ეგეთი რამ ჯერ არ გვაქვს.

Posted by: Flasher 20 Apr 2012, 11:04
დღეს დამიბარეს პირადობის სურათის დასამოწმებლად სრუწლოვან ადამიანთან ერთად smile.gif ვერ მიცნეს თუ რაშია საქმე? biggrin.gif

Posted by: iase 23 May 2012, 10:51
პირადობა დავკარგე
და დაკარგვის თაობაზე რომ განვაცხადო და ისე დავამზადებინო სხვა
რამე შეღავათი იქნება?

Posted by: progresi 23 May 2012, 11:04
iase
სდ უნდა განაცხადო? პოლიციაში? და ბრა შეღავათი გინდა? ბაჟს მაინც იხდი.

Posted by: iase 23 May 2012, 11:20
progresi
QUOTE
სდ უნდა განაცხადო? პოლიციაში? და ბრა შეღავათი გინდა? ბაჟს მაინც იხდი.

facepalm.gif
სამოქალაქო რეესტრში

Posted by: myadvokat 23 May 2012, 15:17
iase

არა არანაირი შეღავათი არ გექნებათ პირადობის აღდგენის დროს.

Posted by: faq four 23 May 2012, 20:33
გამარჯობა!

რა უნდა გკითხოთ; ჩემი ახლობლის შვილი იმყოფება იტალიაში ლეგალურად, მუშაობს და დაეკარგა პასპორტი მაგრამ არ იცის
რა პროცედურებია საჭირო ახლის ასაღებად არც მან და არც მისმა მშობლებმა.. იქნებ დაწეროთ სად ან ვის მიმართონ და რა
საბუთები დასჭირდებათ ახლის ასაღებად. მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: progresi 23 May 2012, 21:40
faq four
ჩვენს საკონსულოს მიმართოს იტალიაში ან შევიდეს სამოქალაქო რეესტრის საიტზე და დისტანციურად იმოქმედოს.

Posted by: faq four 23 May 2012, 22:29
progresi
QUOTE
ჩვენს საკონსულოს მიმართოს იტალიაში ან შევიდეს სამოქალაქო რეესტრის საიტზე და დისტანციურად იმოქმედოს


პირადობა დაუკარგია შეეშალა.. ანუ შესაძლებელია ახალი პირადობის დამზადება ჩამოუსვლელად და მერე გაგზავნა მისი?
ცოტა დეტალურად რომ ახსნა რა როგორ თუ არ გეზარება smile.gif

Posted by: progresi 23 May 2012, 23:08
faq four
ხო, ჩვეულებრივად წერს განცხადებას რომ დაკარგა და ახალს გაუმზადებენ და გაუგზავნიან, ეგაა და ეგ.

Posted by: faq four 24 May 2012, 00:44
progresi
QUOTE
ხო, ჩვეულებრივად წერს განცხადებას რომ დაკარგა და ახალს გაუმზადებენ და გაუგზავნიან, ეგაა და ეგ.


სად არის განცხადების-ანკეტის შევსების ველი საიტზე? ლინკი შეგიძლია დადო? smile.gif

ვერ ვნახეთ ელექტრონულ მომსახურეობებში ასეთი რამ პირადობის მოწმობაზე.

Posted by: myadvokat 24 May 2012, 12:12
faq four

ტყუილად არ ეძებოთ,, პირადობის მოწმობები აღარ გაიცემა უკვე გასცემენ მხოლოდ ID ბარათებს, რომელსაც ელექტრონულად უცხოეთიდან ვერცერთ შემთხვევაში ვერ აიღებს. უფრო მეტიც, მინდობილობითაც შეუძლებელია ID ბარათის აღება.

როდესაც ჩამოვა საქართველოში თვითონ უშუალოდ უნდა მივიდეს პირი და თავად აიღოს. სხვა გზა ნამდვილად არ არსებობს... რაც შეეხება პასპორტს პასპორტის აღება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც.

Posted by: faq four 24 May 2012, 14:26
myadvokat

გასაგებია მადლობა smile.gif

Posted by: RichardRamirez 28 May 2012, 15:56
QUOTE (I am the one @ 26 Feb 2010, 22:26 )
QUOTE (INA-INA @ 25 Feb 2010, 23:56 )
I am the one


მადლობა.

გვარის შეცვლის საფუძვლებია, პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი, დედის მამის, ქორწინების შემდეგ მეუღლის ან გაერთიანებული გვარი მასე ვერ შეიცვლი შენ დაბადების სააქტოში როგორც წერია ისე უნდა გეწეროს კანონით ყველგან. ისე 45 დღეშია შეცვლა და ღირს 50 ლარი smile.gif
* * *
QUOTE (Dato_Tskh @ 26 Feb 2010, 02:15 )
მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა სახელისა და გვარის მიხედვით მისამართის დადგენა... ანუ რაიმე ცნობარის სახით თუ არსებობს ეს ინფორმაცია და არის თუ არა ყველასათვის ხელმისაწვდომი... სავარაუდოდ ალბათ არა მაგრამ იქნებ არსებობს რაიმე ....  ძალიან გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ იქნებ დამეხმაროთ... ერთი ადამიანის მისამართის დადგენა მინდა( კარგი საქმისთვის მჭირდება)  biggrin.gif

შესაძლებელია მაგრამ ცნობას არავინ მოგცემს
* * *
[QUOTE=paranoidis_dzma,26 Feb 2010, 07:15 ]

___




რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობას შენ რა გაინტერებს მითხარი ზუსტად, მოკლედ საქართველოს მოქალაქეს კანონით არ აქვს უფლება მიიღოს 2 მაგი მოქალაქეობა, 2 მაგისთვის საჭიროა მხოლოდ გახივდე საქართველოს მოქალაქეობიდან მიიღო სხვა და მერე შემოიტანო 2 მაგზე, როგორც 99 % პრეზიდენტი მოგანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას და იქნები 2 მაგი მოქალაქე smile.gif

გამარჯობა.smile.gif საქართველოს მოქალაქეობიდან გასასვლელად საქართველოში ჩამოსვლა არის საჭირო? ან თუ საჭიროა და სხვანაირად არ შეილება- ადვოკატი ვერ მოაგვარებს მაგ საქმეებს ჩემ მაგივრად ? -აი ეგენი მაინტერესებს თუ შეილება.:

Posted by: Nin1990 28 May 2012, 16:01
გამარჯობათ დაბადების მწმობასთან მაინტერესებს თუ შეიძლება.

აპოსტილით დამოწმება ვიცი რასაც ნიშნავს. მაგრამ თარგმნიან აპოსტილით დამოწმების დროს თუ არა?
ეს ერთი.
რა განსხვავებაა ლეგალიზაციაში და აპოსტილით დამოწმებაში?
და შესაძლებელია ავიღო როგორმე ნათარგმნი ჩემი დაბადების მოწმობა?
მადლობა წინასწარ.

Posted by: dato291177 28 May 2012, 16:08
გამარჯობათ ყველაზე დაბალი ხელფასი რამდენია სამოქალაქო რეესტრში? (დამლაგებლებს არ ვგულისხმობ)

Posted by: Nin1990 28 May 2012, 16:20
ამოვწევ იქნებ შემოიხედოს ვინმემ
* * *
კიდე ამოვწევ UP help.gif help:


-------

Posted by: I am the one 28 May 2012, 17:55
RichardRamirez


ბოდიში მე აღარ ვმუშაობ მანდ, რამდენადაც ვიცი შეუძლია მინდობილობით დაწეროს განცხადება მოქალაქეობიდან გასვლაზე,

Nin1990

აპოსტილი და ლეგალიზაცია ერთი და იგივეა გააჩნია რომელ ქვეყანას აქვს აპოსტილები და რომელს ლეგალიზაციები, სააგენტოში რო მიიტან დასამოწლებლად ეტყვი რო თარგმანი და მისი დამოწმებაც გინდა რათქმა უნდა თუ გჭირდება, ერთი გვერდის თარგმნა ღირს 20 ლარი მისი დამოწმებაც 20 ლარი, 8 დღეში,



dato291177


რაიონებში ხელზე 500 ლარი უნდა იყოს როგორც ვიცი, თბილისში მცხეთა რუსთავი ეგეთ დიდებში 600 ეს ვამბობ ხელზე ასაღები თავისი დაქვითულით

Posted by: ZAZAi 29 May 2012, 21:25
დღეს მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ჩემს ბინაში, რომლის მესაკუთრე მე ვარ (საბუთები სრულ წესრიგშია) და 25 წლის განმავლობაში მარტო ვცხოვრობ და ჩემს მეტი არავინაა ჩაწერილი, თურმე ვიღაც ჩაუწერიათ. ამას მივხვდი მაშინ, როცა წყლის გადასახადი ორ სულზე მომივიდა. ცხელ ხაზზე მითხრეს, რომ თურმე ახალი კანონით სულაც არაა საჭირო ვიღაცის ჩაწერისთვის ბინის მესაკუთრის თანხმობა ან თუნდაც საქმის კურსში ჩაყენება. ამოსთვის თურმე ორი მოწმის ჩვენებაა საკმარისი. ცოცხალი თავით არ მითხრეს ტელეფონზე ვინ ჩაწერეს ჩემს ბინაში. ოფისში უნდა მოხვიდეო. გული გასკდომაზე მაქვს ამისთანა გაუგონარი უსამართლობის გამო. არ ვიცი როგორ გადავიტანო ღამე ხვალ დილამდე, სანამ იქ მივალ sad.gif

Posted by: myadvokat 29 May 2012, 21:32
ZAZAi
უკვე გაგეცი პასუხი თუმცა აქაც დავპოსტავ...

ეგ პრობლემა მარტივად მოგვარებადია. დაგჭირდებათ ანალოგიურად 2 მოწმე და განცხადების დაწერა პირთა რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.

Posted by: ZAZAi 29 May 2012, 21:52
იმ ორი მოწმის ვინაობას გამიმხელენ ვინც იმ ტიპის ჩემთან ჩაწერაზე დაემოწმა? mad.gif

Posted by: myadvokat 29 May 2012, 21:53
ZAZAi

გამოითხოვეთ ინფორმაცია და გეტყვიან..

Posted by: ZAZAi 29 May 2012, 22:11
myadvokat
ვიღაცის შეცდომის ან დანაშაულის გამო მე რატომ უნდა ვირბინო და ვინერვიულო?

სად შემიძლია იმ კანონის ნახვა, სადაც წერია, რომ სულაც არაა საჭირო ვიღაცის ჩაწერისთვის ბინის მესაკუთრის თანხმობა ან თუნდაც საქმის კურსში ჩაყენება. და ამისთვის თურმე ორი მოწმის ჩვენებაა საკმარისი და ნებისმიერ ვიგინდარას შეუძლია შემომისახლდეს?

Posted by: I am the one 30 May 2012, 04:34
ZAZAi


როგორც ვხედავ მისვლას აქ გირჩევნია გარკვევა www.cra.gov.ge მანდ მოძებნე 98 ე ბრძანებულება და იქ წერია მუხლები არ მახსოვს.

Posted by: camomle 30 May 2012, 08:56
ZAZAi
აკი ვთქვი მაგის პასუხს ვერ იტყვიან თქო

აუ რამდენი კაცი იქნება დასაჭერი რეესტრშიიი



Posted by: ZAZAi 30 May 2012, 11:52
I am the one
QUOTE
www.cra.gov.ge მანდ მოძებნე 98 ე ბრძანებულება და იქ წერია მუხლები არ მახსოვს.

მაგ საიტს საერთოდ არ ხსნის

Posted by: 7903251 30 May 2012, 16:16
ისანი-სამგორის სრს-ში მისვლა დაგეზარება რა ადამიანის!



პატრონი არავინაა, რომ მიხედოს მაგ "ბარდაგს"


==========================================

Posted by: I am the one 30 May 2012, 17:04
7903251


არადა კარგი სამსახურია პროსტო ძალიან დიდი რაონია და თანამშრომელი არ ყოფნის sad.gif

Posted by: camomle 30 May 2012, 17:32
myadvokat
QUOTE
დაგჭირდებათ ანალოგიურად 2 მოწმე და განცხადების დაწერა პირთა რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.

ჰოდა კიდო


ის მაინტერესებს ბატონო ჩემო მესაკუთრეს ორი მოწმე რაღაში უნდა სჭირდებოდესვიღაცის რეგისტრაციიდან მოსახსნელად თუნდაც? ის ხომ მესაკუთრეა მესაკუთრე

Posted by: 7903251 30 May 2012, 19:45
I am the one



ჰელოუ დიარ ფრიენდ! biggrin.gif


შენ საით ხარ? დარწმუნებული ვარ სსიპ სამოქალაქო რეესტრმა შენი სახით ღირსეული თანამშრომელი გაუშვა ხელიდან....
(მე რომ მოვალ ხელისუფლებაში, აუცილებლად გაგითვალისწინებ biggrin.gif - იმედია ამას სერიოზულად არავინ მიიღებს...)




QUOTE
არადა კარგი სამსახურია პროსტო ძალიან დიდი რაონია და თანამშრომელი არ ყოფნის



დღეს რასაც ვუყურე არანაირად მოსაწონი არ იყო, ხომ იცი ერთი ცუდი რომ არის ყველას ცუდად აჩენს! (ალბათ ამიტომ მგონია, რომ მანდ ბარდაგია..)


რაც შეეხება მოსახელობის ოდენობას, ადრეც გითხრი და ეხლაც გეტყვი გლდანი-ნაძალადევს უფრე მეტი მოქალაქე ჰყავს ტერიტორიული თვალსაზრისიტ, (ეხლა არგუმენტად იმას ნუ მოიყვან, რომ გლდანი-ნაძალადევის სრს-ში მეტი მომსახურების ფანჯარაა)



smile.gif

Posted by: JPEG 30 May 2012, 20:37
გამარჯობათ, დედაჩემს მისცეს ნაკვეთი ადრე სამსახურიდან, საბუთები დაიწვა , არქივსჰიც არმოიდზებნა რატომგაც საბუთები და რა ვქნა როგორ გავიფორმო?

Posted by: I am the one 30 May 2012, 21:00
7903251


მაგარი ხარ smile.gif მე უცხოეთში ვარ, აქ კი ხშირად ვარ მაგრამ არ მინდა ხალს ისეთი რამე ვურჩიო რომელიც შეიძლება შეიცვალა და მოვატყუო smile.gif მართლა ეგრეა დამიჯერე ისანი 0 სამგორში ვინც კარგი იყო სხვაგან გადაიყვანეს მაინცკარგები დარჩნენ დაახლოებით 8 9 თანამშრომლით მეტი ყავს გლდანს.

Posted by: myadvokat 30 May 2012, 22:09
JPEG

რაიმე სახის დოკუმეტი მაინც უნდა მოძებნოთ, რომელიც თქვენს მიერ მითითEბულ ფაქტს დაადასტურებს, ამის შესაბამის ნაკვეთს ვერ გაიფრმებთ.

Posted by: Pinturico 31 May 2012, 18:57
სალამი

მაინტერესებს საცხოვრებელი ბინა რეესტრში დარეგისტრირებულია თუ არა როგორ უნდა ვნახო?

Posted by: myadvokat 31 May 2012, 19:10
Pinturico

http://napr.gov.ge/?m=123

ამ საიტზე მოძებნე

Posted by: Pinturico 31 May 2012, 19:23
myadvokat
QUOTE
Pinturico

http://napr.gov.ge/?m=123

ამ საიტზე მოძებნე


მანდ ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ. თან ჩემი ბინა უეჭველი ვიცი რომ რეესტრში არის და არ ამომიგდო ჩემს გვარზე. ჰოდა ეგ მიწის ხომ არ არის? ან იურიდიული პირების ქონებების?

რავი ვერაფერი ვიპოვე sad.gif

Posted by: I am the one 31 May 2012, 19:32
Pinturico


შეილება ადრე დაარეგისტრირე და ელექრონულ ბაზაში არ ზის, თუ არ ვცდები 2006 იდან დაიწყო ელექტრონიზაცია, თუ გაქ სახლშI საბუთები მიიტანე და 15 ლარი უნად მგონი მეორე დღეს ჩაჯდება ბაზაში

Posted by: myadvokat 31 May 2012, 20:11
Pinturico

არა, საცხოვრებელი ბინის მისამართითაც ცადეთ. თქვენს სახელზეა ხო რეგისტრირებული?

Posted by: JPEG 31 May 2012, 22:17
myadvokat
მაგალითად ყოფილი თანამშრომლების განცხადება რო მართლა მოხდა გაცემა ნაკვეთის საბუთად არ წავა არანაირად

Posted by: myadvokat 1 Jun 2012, 11:07
JPEG

სამწუხაროდ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით უძრავი ქონების გადაცემის ფაქტს ვერ დაადასტურებთ.

Posted by: WOMEN IN LAW 2 Jun 2012, 10:59
I am the one
ვაკე-საბურთალოს საპასპორტოს თანამშრომელი იყავი?

Posted by: Pinturico 2 Jun 2012, 19:03
I am the one
myadvokat
WOMEN IN LAW

მადლობა ხალხნო: ვიპოვე რაც მინდოდა. ქუჩის სახელი ყოფილა შეცლილი და ვერ ვპოულობდი. და თან პიროვნების ველში მხოლოდ განცხადებლით ეძებს თურმე და არა მესაკუთრით.

ეხლა ასეთი კითხვა ბარემ აქ ვიკითხავ რა: ბინის მესაკუთრე ვარ, საკუთრების ტიპი თანასაკუთრება. საკუთარი წილის გაჩუქება მინდა რა, ოღონდ ვისაც ვჩუქნი იმან არ უნდა გაიგოს და არც თანამესაკუთრემ. არის რამე შანსი, თუ არარეალურია

Posted by: I am the one 2 Jun 2012, 19:54
WOMEN IN LAW


კი


რა არის ? smile.gif

Posted by: WOMEN IN LAW 2 Jun 2012, 20:48
Pinturico
როგორ თანამესაკუთრეებს არ უნდა გააგებინო რომ სხვაზე აფორმებ? არამგონია.

Posted by: myadvokat 2 Jun 2012, 20:57
Pinturico

ჩუქება არის ორმხრივი ხელშეკრულება. ანუ დასაჩუქრებულმა უნდა გამოთქვას თანხმობა და მიიღოს ქონება, შესაბამისად ყველა შემთხვევაში გაიგებს.
საჯარო რეესტრში მისი ხელმოწერის გარეშე ჩუქებას ვერ დაარეგისტრირებთ ვერცერთ შემთხვევაში.

Posted by: Pinturico 3 Jun 2012, 15:21
myadvokat
QUOTE
ჩუქება არის ორმხრივი ხელშეკრულება. ანუ დასაჩუქრებულმა უნდა გამოთქვას თანხმობა და მიიღოს ქონება, შესაბამისად ყველა შემთხვევაში გაიგებს.
საჯარო რეესტრში მისი ხელმოწერის გარეშე ჩუქებას ვერ დაარეგისტრირებთ ვერცერთ შემთხვევაში.


გასაგებია. ეგრეც ვფიქრობდი, მაგრამ კომპეტენტური პასუხი სხვა არის.

მადლობა.

Posted by: myadvokat 3 Jun 2012, 21:47
Pinturico

არაფრის, მუდამ მზად ვართ დახმარებისთვის .

Posted by: Danica 8 Jun 2012, 04:02
სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელი ხომ არ ხართ ვინმე ან ტრენინგი ხომ არ გაქვთ გავლილი ?
ინფორმაცია მჭირდება და საიტზე არ დევს mo.gif

Posted by: Pinturico 11 Jun 2012, 01:02
myadvokat
WOMEN IN LAW

ბარემ აქ ვიკითხავ, თქვენის ნებართვით: მოკლედ საქმე ეხება ახალაშენებულ კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომში ავტოფარეხის თემას.

შევიძინე ავტოფარეხი მაშინ, როდესაც სახლი ჯერ კიდევ აშენებული არ იყო. პროექტით უნდა ყოფილიყო ასე:


user posted image


რეალურად კი კედელი 1 და კედელი 2 არ ააშანეს და არის ასე:

user posted image

ამას არაფერი ეშველება აწი. იმაზეც მადლობელი ვარ, ბინა რომ დაამთავრეს. მე მაინტერესებს ეგეთი რაღაც.

ფაქტია, რომ კედელი ჩემი ასაშენებელია. რომ ავაშენო კედელი 1 და იმ ტერიტორიით რაც დარჩა, ვისარგებლო ვის შეუძლია რომ ამის გამო მიჩივლოს?

user posted image

გასაგებია, რომ კანონიერი უფლება ამის არ მაქვს მაგრამ წესით გვერდით კედელი ამოშენებული უნდა მქონდეს. ეხლა მაგ ხარჯის გაღება მე მიწევს და მაგის საკომპენსაციო ფართი რომ მოვიმატო შეიძლება? ან ფირმასთან რომ მივიდა და შეთანხმება რომ გავუფორმო? თქვენ რას მირჩევთ: რომელია ყველაზე ოპტიმალური და კანონიერი გზა.

მადლობა

Posted by: myadvokat 11 Jun 2012, 19:09
Pinturico

ე.ი, ყოველგვარი თქვენი თვითნებური ქმედება, კედლის აშენება არის დაუშვებელი..
შესაძლებელია პროექტში შევიდა ცვლილება და თქვენ ამის საქმის კურსში არ ხართ.
თუ არ არის დასრულებული მშენებლობა შეგიძლიათ მოითხოვოთ ამოშენება პროექტის შესაბამისად. თუ მშენებლობა დასრულებულია მაშინ დაგჭირდებათ ამხანაგობის თანხმობა, პროექტის ნახვა და შესაბამისი ნებართვის მოპოვება კედლის ამოშენებისათვის.

აქედან გამომდინარე, პრობლემების შემდგომი თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ არ იმოქმედოთ თვითნებურად, გაერკვიეთ ვითარებაში, ნახეთ პროექტი და თუ დამატებით დაგაინტერესებთ რაიმე, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გვკითხოთ.


Posted by: Pinturico 11 Jun 2012, 19:53
myadvokat

მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. სამწუხაროდ ზუსტად ვიცი, რომ პროექტში ცვლილებები არ შესულა. ამას გარდა, პროექტით გათვალისწინებული ბევრი რამ არ შესრულდა (მაგალითად მიწისქვეშა ავტოსადგომის ჩასასვლელი გადახურული უნდა ყოფილიყო, მიწისქვეშა ავტოსადგომს არ აქვს სანიაღვრე და წვიმის დროს იტბორება და ბევრი სხვა რამ). ფირმა ფაქტიურად გაკოტრებულია. და ბინაც არ არის "ჩაბარებული" (არ ვიცი ეს ტერმინი სწორად ვიხმარე თუ არა, კომისია რომ მოდის და რომ უნდა დაადგინოს შენობის პროექტთან შესაბამისობა იმას ვგულისხმობ).

თუმცა, საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს. ეგ ყველაფერი წვრილმანებია. ნუ წვრილმანები შეიძლება არ არის, მაგრამ იმ პირობებში როცა ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ჰაერში არსებული ბინების ამარაა ასეთ თემებზე წუწუნი ჩემგან არაკორექტული იქნება. უბრალოდ, მე ვცდილობ არსებულ სიტუაციაში ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას.

პ.ს. 99% ვიცი, რომ პროექტში ცვლილება არ შესულა. ისიც ვიცი, რომ აღნიშნული დარღვევების გამო კომპანიას ჯარიმის გადახდა მოუწევს, რასაც ვერ გადაიხდის ამიტომ შანსი იმისა, რომ კორპუსი ჩაბარდება თითქმის ნოლია. ჩვენც შეგუებული ვართ ამ რეალობას.

ასეთ პირობებში, ამხანაგობის თანხმობა თუ მივიღე შევძლებ კედლის ამოშენებას? კიდევ სხვა რამ ხომ არ არის საჭირო ამხანაგობის თანხმობის გარდა?

მადლობა

Posted by: Parabola 12 Jun 2012, 10:40
ძალიან დიდი თხოვნა და შეკითხვა!!!
ბავშვის დაბადების მოწმობაში მინდა(აუცილებელია) შეიცვალოს პირადი ნომერი, ვიცი რომ პირადის ნომრის შეცვლა არ შეიძლება და სამუდამოა. მაინტერესებს შეიძლება რაიმე იყოს სამუდამო?
ე.ი. სიკვდილს და მაგას არ ეშველება არაფერი?biggrin.gif
გთხოვდ თუ გაგიგიათ მსგავსი პრეცედენტი, თუნდაც მცდელობა, ნებისმიერი ინფორმაცია მაინტერესებს, მომწერეთ პმ.
დიდი მადლობა!

Posted by: ქ-ე-თ-ი 12 Jun 2012, 11:27
Parabola

შეუძლებელია უბრალდო. აზრიც კი არ აქვს მართლა ...

ძალიან ბევრი მოქალაქეა, ვინც მსგავსი სურვილი გამოთქვა და მოვიდა სამოქალაქო რეესტრში (ნუ ვინც მე თვითონ ვნახე). ხოდა აი შეუძლებელია ვიცი. ეს პირადი ნომერი არის დაბადებიდან სიკვდილამდე .....


Posted by: myadvokat 12 Jun 2012, 21:02
Parabola

ვერ შეცვლით, სამწუხაროდ .

Posted by: ქ-ე-თ-ი 12 Jun 2012, 21:05
myadvokat
smile.gif მე არ მინდა მეგობარო smile.gif მეც იგივე პასუხი გავეცი smile.gif smile.gif Parabola-ს სურს

Posted by: myadvokat 12 Jun 2012, 21:19
ქ-ე-თ-ი

მე მაპატიეთ smile.gif)


Posted by: ქ-ე-თ-ი 12 Jun 2012, 21:23
myadvokat
არა რას ბრძანებთ smile.gif

Posted by: niniko09 12 Jun 2012, 23:22
ხომ ვერ მიპასუხებთ ვინმე: ბაბუას სურს აჩუქოს თავისი ქონება თავის შვილიშვილს, რომელიც 5 წლისაა. რეესტრში თუ შეიძლება მსგავსი ქმედების გაფორმება, შეიძლება თუ არა არასრულწლოვანმა მიიღოს რაიმე სახის ქონება ბაბუასგან? მშობელს არ უფორმებს, თავისებური ხასიათის კაცია, ასე გადაწყვიტა - მხოლოდ შვილიშვილსო! მერე ამ ქონების რეალიზაციის უფლება ბავშვის მშობელს თუ ექნება, როგორც მეურვეს?

არასწორ ადგილას დავსვი კითხვა, საჯარო რეესტრი მეგონა სიჩქარისგან user.gif

Posted by: progresi 12 Jun 2012, 23:44
niniko09
ჩუქება შეუძლია, მაგრამ მეურვესაც მიუწვდება ხელი და შეიძლება გარკვეული მიზეზებით გასხვისება მოახერხოს.

Posted by: ragnarosa 22 Jun 2012, 20:34
შემთხვევით ვინმე ხომ ვერ მეტყვის სამუშაო საათებს საბურთალოს რეესტრისა


მაგათ გვერძე ვერ შევძელი ამ ინფორმაციის მოპოვება sad.gif

Posted by: mxiaruli gogona 22 Jun 2012, 21:31
დილის 9 საათიდან 5საათამდე, შაბათ კვირის გარდა

Posted by: ივანიჩ 22 Jun 2012, 23:07
ნუ დღეს იყო სრული კატასტროფა ამ სტუდენტების ბარათების გადამკიდე ძველი თბილისის სამსახურში ტაბიძეზე...
ზუსტად 10 წუთიანი საქმისათვის 2 საათნახევარი ვიცადეთ...

Posted by: 7903251 23 Jun 2012, 09:19
IVANICHA


QUOTE
ნუ დღეს იყო სრული კატასტროფა ამ სტუდენტების ბარათების გადამკიდე



სტუდენტური ბარათები არამგონია მიზეზი ყოფილიყო უსასრულო საქმეებისა....

დიდი ნაწილი მოქალაქეებისა, რომელებიც მიმართავენ სრს-ს აქვთ ჩახლართული საქმეები, რაც თავის მხრივ დიდ დროს მოითხოვს.




ისე, კარგი იქნება თუ კი სრს-ს სამუშაო საათები მინიმუმ საღამოს 6 საათამდე გადმოიტანენ. სამუშაო საათების მომატებას მხოლოდ პლიუსები, რომ აქვს მგონი არავინ შემეწინააღმდეგება.

Posted by: ჩარლი 23 Jun 2012, 15:00
იმედია ორშაბათს დილით არ იქნება ბევრი ხალხი ისანში, სტუდენტური უნდა ავიღო.......

Posted by: ივანიჩ 23 Jun 2012, 22:52
7903251
ესე ახსნეს იქ და იევიცი


Posted by: george002 24 Jun 2012, 13:10
გამარჯობათ,უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ქორწინების რეგისტრაცია როგორ ხდება,ანუ რა საბუთები,დრო,ფასი და ა.შ.

Posted by: Jeanne Hebutern 25 Jun 2012, 22:23
სტუდენტებისთვის ID ბარათის აღება უფასოა????

Posted by: myadvokat 25 Jun 2012, 23:00
Jeanne Hebutern

არამგონია, ასეთ რამ არ გამიგია. 30 ლარი ჩვეულებრივ.

Posted by: ნუცა30 1 Jul 2012, 20:32
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=770
ბიძინა ივანიშვილი შსს-ს მინისტრის პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზე

Posted by: 7903251 1 Jul 2012, 20:51
Jeanne Hebutern


დიახ, სტუდენტებისათვის ID ბარათების აღება სრულიად უფასოა...
3 ლარს გადაიხდით სურათებისათვის, რომელსაც ადგილზე გადაიღებთ - თქვენ მიერ გადახდილი 3 ლარს დაგიბრუნებთ მომსახურე პერსონალი.



myadvokat

QUOTE
არამგონია, ასეთ რამ არ გამიგია. 30 ლარი ჩვეულებრივ




არასწორ ინფორმაციას ფლობთ!




ნუცა30



QUOTE
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=770
ბიძინა ივანიშვილი შსს-ს მინისტრის პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზე




ჩვენი განყოფილების თემასთან რა კავშირშია - თქვენი ლინკი?

Posted by: myadvokat 1 Jul 2012, 23:34
7903251

შესაძლებელია, დაზუსტებით არ მიმითითებია,

Posted by: brolia 2 Jul 2012, 11:30
7903251
ხომ ვერ მეტყვით, რა უნდა წარმოვადგინო რეესტრში , რომ უფასოდ ავიღო "აიდი" ბარათი? სტუდენტი ვარ. პირ. მოწმობას ვადა გაუვიდა.

Posted by: 7903251 2 Jul 2012, 22:59
brolia


QUOTE
ხომ ვერ მეტყვით, რა უნდა წარმოვადგინო რეესტრში , რომ უფასოდ ავიღო "აიდი" ბარათი? სტუდენტი ვარ. პირ. მოწმობას ვადა გაუვიდა.



მიბრძანდით - სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში.
წარადგინეთ თქვენი ძველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც ვადა გაუვიდა.
ადგილზევე გადაიღებთ 2 ფოტოს, რომლის ღირებულება, 3 ლარი აგინაზღაურდებათ - პერსონალის მიერ.

საბუთების ჩაბარების შემდეგ 10 სამუშაო დღეში მიიღებთ ID ბარათს, რომელსაც გამოიყენებთ როგორც პირადობის მოწმობა - ასევე როგორც სტუდ.ბარათი.



Posted by: xviara 3 Jul 2012, 11:46
მოკლედ რა ხდება ეხლა.

ვიყიდე ახალი ბინა, საჯარო რეესტრში მოხდა ჩემ სახელზე რეგისტრირება ამ ბინის. ანუ ახლა მე ვარ მესაკუთრე, მაგრამ ყველა კომუნალური გადასახადი მოდის მაინც ძველი მესაკუთრის გვარზე და ნუ კი არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მინდა მაინც რომ ჩემ გვარზე მოდიოდეს.

ჰოდა რა მეშველება? smile.gif

Posted by: 7903251 3 Jul 2012, 12:02
xviara



საჯარო რეესტრის ამონაწერი წარადგინეთ თელასში, გაზის კომპანიასა და თბილისის წყალში - ამით მოხდება ცვლილება აბონენეტის გვარში.

Posted by: xviara 3 Jul 2012, 12:06
დიდი მადლობა.

Posted by: vako-vako91 9 Jul 2012, 13:03
როგორ გავიგო რამდენი კაცია ჩემს სახში ჩაწერილი

Posted by: 7903251 9 Jul 2012, 21:14
vako-vako91



დაინტერესებული პირი უნდა მივიდეს ტეროტორიულ სამსახურში და გამოითხოვოს ცნობა სულადობის შესახებ.



ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოქალაქისათვის!

Posted by: vako-vako91 10 Jul 2012, 01:01
7903251

მადლობა მაგრამ საიტიდან არი შესაძლებელი ამის გაგება თუ იცი ?

Posted by: 7903251 10 Jul 2012, 10:24
vako-vako91



QUOTE
მაგრამ საიტიდან არი შესაძლებელი ამის გაგება თუ იცი ?




დიახ, ონ-ლაინ სერვისი შეგიძლია გამოიყენოთ....

http://intpass.cra.ge/LivestockDefault.aspx
http://intpass.cra.ge/LiveStock.aspx?action=new

პ.ს. ორ სამუშაო დღეში იქნება თქვენი ცნობა მზად, 15 ლარად.

Posted by: vako-vako91 10 Jul 2012, 13:20
7903251

მადლობა დახმარებისთვის

Posted by: Pshaveli 11 Jul 2012, 10:54
vako-vako91
QUOTE
როგორ გავიგო რამდენი კაცია ჩემს სახში ჩაწერილი

თუ შენ თვითონაც რეგოსტრირებული ხარ ამ მისამართზე, მაშინ შედი:
http://www.voters.cec.gov.ge/
შეიყვანე პირადი ნომერი და გვარი და შენი რეგოსტრაციის დადასტურების შემდეგ დაგიწერს ამ მისამართზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიას. თუ ეს გრაფა არ დაწერა, ე.ი. შენ კი ხარ ამ მისამართზე რეგისტრირებული, მაგრამ ამ მისამართზე ამომრჩეველთა სიაში არ ხარ.

Posted by: Sectumsempra 17 Jul 2012, 19:23
შეიძლება 5000ჯერ იკითხეს, მაგრამ ეს ერთხელ მომიტევეთ, დამეხმარეთ და მიპასუხეთ რა help.gif help.gif help.gif

1. დაბადების მოწმობის დაჩქარებული წესით აღებისთვის რა თანხა მექნება გადასახდელი?
2. დაბადების მოწმობაში ცვლილების რეგისტრაციისთვის?

sad.gif

Posted by: djbachi 20 Jul 2012, 15:46
გამარჯობათ smile.gif


შესაძლებელია,ქორწინებაში მყოფი წყვილის შვილზე,დაშორების შემდეგ მამამ უარი თქვას მამობაზე?

მადლობა წინასწარ )

Posted by: I am the one 20 Jul 2012, 16:04
QUOTE (Sectumsempra @ 17 Jul 2012, 19:23 )
შეიძლება 5000ჯერ იკითხეს, მაგრამ ეს ერთხელ მომიტევეთ, დამეხმარეთ და მიპასუხეთ რა help.gif help.gif help.gif

1. დაბადების მოწმობის დაჩქარებული წესით აღებისთვის რა თანხა მექნება გადასახდელი?
2. დაბადების მოწმობაში ცვლილების რეგისტრაციისთვის?

sad.gif

27 ლარი ღირდა იმავე დღეს განმეორებითი, თუ პირველადია ახალ დაბადებულის უფასოდ იაღებ

ცვლილებაში გააჩნია რა იგულისხმება სახელი გვარის შეცვლა? თუ შესწორება?
* * *
QUOTE (djbachi @ 20 Jul 2012, 15:46 )
გამარჯობათ smile.gif


შესაძლებელია,ქორწინებაში მყოფი წყვილის შვილზე,დაშორების შემდეგ მამამ უარი თქვას მამობაზე?

მადლობა წინასწარ )

ანუ მამის მონაცემები რო ამოიღონ შვილის დაბადებიდან ? რეესტრში არ ხდება ეგეთი რამე როგორც ვიცი და სასამართლო იქნება საჭირო ჯერ.

Posted by: 7903251 20 Jul 2012, 16:18
djbachi


QUOTE
შესაძლებელია,ქორწინებაში მყოფი წყვილის შვილზე,დაშორების შემდეგ მამამ უარი თქვას მამობაზე?




მამობის ჩამორთმევა/შეწყვეტა/გაუქმება თუ სხვა არის სასამართლოს კომპეტენცია.


რთული პროცედურებია გასავლელი ეგ საკითხი რომ გადაწყდეს.. დნმ ანალიზიდან დაწყებული.



წარმატებები!

Posted by: djbachi 20 Jul 2012, 18:41
7903251
და მამას,რომ მოუნდეს და შვილიც თანახმა იყოს მარტივად არ მოხდება?

მადლობა smile.gif

Posted by: I am the one 20 Jul 2012, 18:59
djbachi


გვარი შეიცვალოს ბავშვმა და ეწეროს ის მამა დაბადებაში რა პრობლმეაა ცოდო არაა ადამიანი უმამოდ? ასრულებს თუ არა მამის ფუნქციას არ ვიცი მარა მაინც ჩემი რჩევა იქნება smile.gif

Posted by: progresi 20 Jul 2012, 19:14
djbachi
არა, მამა და დედა დედობაზე და მამობაზე უარს ვერ იტყვიან.

Posted by: ladoqartveli 20 Jul 2012, 22:03
7903251
ძველი პასპორტი რომელსაც ვადა 2015 წლამდე აქვს არის თუ არა ისევ ძალაში?

ძველი პასპორტი ანუ შინდისფერი პასპორტები რომ არის.

ახლობელს ფულის აღებაზე უარი უთხრეს, უკვე არ აქვს ძალაო და ახალი პასპორტი უნდა გქონდესო.

მართლა ასეა?

Posted by: 7903251 20 Jul 2012, 22:49
djbachi



QUOTE
და მამას,რომ მოუნდეს და შვილიც თანახმა იყოს მარტივად არ მოხდება?



სასამართლოს გვერდის ავლით - მსგავსი საკითხები არ წყდება. გინდ იყოს შვილი თანახმა, გინდ არა.
უნდა დამტკიცდეს, რომ მამა არაა მამა,(ანუ აქ ბიოლოგია ერთვება, დეენემის ანალიზია საჭირო და სხვა.)
სხვანაირად არ გამოვა......


QUOTE
გვარი შეიცვალოს ბავშვმა და ეწეროს ის მამა დაბადებაში რა პრობლმეაა ცოდო არაა ადამიანი უმამოდ? ასრულებს თუ არა მამის ფუნქციას არ ვიცი მარა მაინც ჩემი რჩევა იქნება




ეს გაითვალისწინე აუცილებლად. ოჯახის დანგრევას ბავშვის ინტერესები უნდა იყოს პირველ პლანზე. wink.gif


ladoqartveli



QUOTE
ძველი პასპორტი რომელსაც ვადა 2015 წლამდე აქვს არის თუ არა ისევ ძალაში?



პასპორტის ყდაზე თუ ბოღჯღალოა გამოსახული იგი ძალაშია მანამ სანამ მოქალაქე დაბრუნდება საქართველოში. თუ საქართველოდან გასვლა უნდა პასპორტით, რომელსაც ბორჯღალო ახატია, ამ შემთხვევაში იგი ძალადაკარგულია - შესაბამისად არავინ გაგიშვებთ საზღვარზე.



QUOTE
ახლობელს ფულის აღებაზე უარი უთხრეს, უკვე არ აქვს ძალაო და ახალი პასპორტი უნდა გქონდესო.



ამაზე რა ვთქვა არ ვიცი, ან მეჩვენება, ან კორუფციის ნიშნებია.


დააზუსტეთ თქვენი ახლობელია საქართველოშია ამჟამად თუ უცხოეთში.



Posted by: ladoqartveli 20 Jul 2012, 23:15
7903251
QUOTE
დააზუსტეთ თქვენი ახლობელია საქართველოშია ამჟამად თუ უცხოეთში.

საქართველოშია, დღე უთხრეს უარი ვარკეთილში.

პირადობის მოწმობას ვერ პოულობს და ამ პასპორტით უარს ეუბნებიან, ახალი უნდა იყოსო.


* * *
QUOTE
თუ საქართველოდან გასვლა უნდა პასპორტით, რომელსაც ბორჯღალო ახატია, ამ შემთხვევაში იგი ძალადაკარგულია - შესაბამისად არავინ გაგიშვებთ საზღვარზე.

თვითომ არ უნდა გასვლა საქართველოდან, მაგრამ ბავშვი უნდა გაუშვას. ბავშვი არასრულწლოვანია და ახალი პასპორტი აქვს.

აეროპორტში პრობლემები ხომ არ შეექმნება თუ პირადობა ვერ მონახა? დედაზეა საუბარი ანუ ბავშვის დედამ თუ ვერ მონახა მისი პირადობა და ძველი პასპორტი წარადგინა?

ვიზაც ჩარტყმული აქვს ბავშვს და ბილეთიც აღებული აქვს. ფულს კიდევ ბანკი არ აძლევს, ხომ ვერ მეტყოდით რა უნდა ქნას რომ ფული მისცენ. მადლობა წინასწარ!

Posted by: 7903251 21 Jul 2012, 14:23
ladoqartveli



QUOTE
პირადობის მოწმობას ვერ პოულობს და ამ პასპორტით უარს ეუბნებიან, ახალი უნდა იყოსო.




მიბრძანდით სამოქალაქო რეესტრში და აიღეთ ახალი აიდი ბარათი თუ ბანკიდან თანხის გამოტანა გსურთ!
მანდ პრობლემას არავინ შეგიქმინით.
დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ფოტო და მომსახურების გადახდა, რომელსაც ადგილზევე შეძლებთ.


პ.ს. ID ბარათის გაცემის ვადები და საფასურები:

• განცხადების შეტანიდან მე–10 სამუშაო დღე - 30 ლარი;
• განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღე - 40 ლარი;
• განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღე - 50 ლარი;
• განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე - 60 ლარი;
• განაცხადის შეტანის დღე - 65 ლარი.

Posted by: djbachi 21 Jul 2012, 14:24
I am the one
progresi
7903251
დიდი მადლობა ყველას ! smile.gif

Posted by: ladoqartveli 21 Jul 2012, 15:38
7903251
მადლობა ინფორმაციისთვის, გამოდის რომ ამ პასპორტით ვერაფერს ვერ იზამს?

ისე გერმანიის საელჩოში წარადგინა რამოდენიმე დღის წინ და პრობლემა არ შეუქმნიათ.


Posted by: 7903251 22 Jul 2012, 14:29
ladoqartveli


QUOTE
გამოდის რომ ამ პასპორტით ვერაფერს ვერ იზამს?




ეგრე გამოდის.

Posted by: ladoqartveli 22 Jul 2012, 22:37
7903251
მადლობა გამოხმაურებისთვის, მაგრამ ზოგჯერ ჯობია უბრალოდ დაწერო რომ არ იცი ამ საკითხზე ზუსტად როგორ არის და ა.შ.

თორემ ვინმეს მართლა შეაცდენ ერთხელაც იქნება.


მოკლედ ტუ ვინმეს შეექმნა იგივე პრობლემა იცოდეთ, რომ ძველ პასპორტს მხოლოდ იმ შემთხვევაში არა აქვს ძალა თუ ქვეყნის დატოვება გინდათ, ქვეყნის შიგნით კი როგორც პირადობის მოწმობად მანამდე გამოდგება სანამ ვადა არ გაუვა.

იმ ბანკის მოლარეს კიდევ .................... ნუ რა უნდა ვუსურვო, ცოტა უფრო კომპეტენტურად მოეკიდოს მის საქმეს და ნუ ეზარება ერთი ადგილის განძრევა. მანამდე არავის არ ურჩევ ისარგებლოს ვარკეთილში ჯავახეთის 42-ში მდებარე ბანკის ფილიალის მომსახურებით.

Posted by: 7903251 23 Jul 2012, 10:22
ladoqartveli



QUOTE
მაგრამ ზოგჯერ ჯობია უბრალოდ დაწერო რომ არ იცი ამ საკითხზე ზუსტად როგორ არის და ა.შ.



თქვენი ნება, თუ რას იფიქრებთ ჩემს მიერ უსასყიდლოთ გაწეულ კონსულტაციაზე, თუმცა კარგი იქნება თუ უმადურობის ნაცვლად სიტუაციის სწორად გადმოცემა/დაწერა ისწავლოთ!



QUOTE
მოკლედ ტუ ვინმეს შეექმნა იგივე პრობლემა იცოდეთ, რომ ძველ პასპორტს მხოლოდ იმ შემთხვევაში არა აქვს ძალა თუ ქვეყნის დატოვება გინდათ, ქვეყნის შიგნით კი როგორც პირადობის მოწმობად მანამდე გამოდგება სანამ ვადა არ გაუვა.



2011 წლის პირველი იანვრიდან ბორჯღალოს გამოსახულებიანი საქართველოს მოქალაქის პასპორტი უქმდება. ის ძალას შეინარჩუნებს მაშინ, თუ მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფება, მაგრამ პიროვნების საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისი შეცვლა აუცილებელია. – ეს განცხადება გააკეთა გიორგი ვაშაძემ, 2010 წლის 22 სექტემბერს...
სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლასთან დაკავშირებით კანონში შევიდა ცვლილება `საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ.~ ამიტომ 2005 წლის ჩათვლით გაცემული ბორჯღალოიანი პასპორტები 2011 წლის იანვრიდან მოქმედების ძალას კარგავს. <<<< კარგად წაიკითხეთ გენაცვალე.


QUOTE
ქვეყნის შიგნით კი როგორც პირადობის მოწმობად მანამდე გამოდგება სანამ ვადა არ გაუვა.



ეს კი არის აბსურდი, მაგ პასპორტით დასტურდება პირის პირადობა თუმცა იგი ძალადაკარგულია – შესაბამისად მაგ პასპორტით მომსახურებაზე უარის თქმის უფლება აქვთ!


ძალადაკარგული – ძალადაკარგული
ძალადაკარგული – ძალადაკარგული
ძალადაკარგული – ძალადაკარგული
ძალადაკარგული – ძალადაკარგული
ძალადაკარგული – ძალადაკარგული
ძალადაკარგული – ძალადაკარგული




Posted by: malimalia 23 Jul 2012, 14:58
როგორ ხდება დაკარგული დაბადების მოწმობის და ქორწინების რეგისტრაციის დამადსტურებელი მოწმობის აღდგენა?

Posted by: sus 23 Jul 2012, 20:40
გამარჯობა. ვცხოვრობ საზღვარგარეთ, ქორწინების შEდეგად შემეცვალა გვარი ჩEმს გვარს მიემატა მეუღლის გვარი. საკონსულომ გადამატარგმნინა ქორწინების მოწმობა და დამადასტურებინა ნოტარიულად,რის შედეგადაც საკონსულოში ავიღე ახალი მასპორტი ახალი გვარით. პირადობის მოწმობის ასაღებად ეს პასპორტი ეყოფა თუ ახლიდან მომიწევს თარგმნა და ნოტარიუსი? საქართველოში ვაპირებ აღებას

Posted by: JPEG 23 Jul 2012, 21:30
გამარჯობათ, გირავნობა მაქ გაფორმებული ჩევეულებრივ რეესტრში ეხლა ვადა გასდის და ფული როგორ უნა გამოვართვა ხელზე შემიდძლია ავიგო ოგონდ რეესრტში უნდა გავაფორმოთ ისევ ?

Posted by: henkok 23 Jul 2012, 22:41
555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555

Posted by: myadvokat 24 Jul 2012, 10:58
JPEG

გირავნობა რა საგანზე გაქვთ გაფორმებული?

Posted by: 7903251 24 Jul 2012, 11:30
malimalia



QUOTE
როგორ ხდება დაკარგული დაბადების მოწმობის და ქორწინების რეგისტრაციის დამადსტურებელი მოწმობის აღდგენა?




მიბრძანდით სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სააგენტოში და იქ მოახდენთ ორივე დოკუმენტის განახლება/აღდგენას.






sus
QUOTE
გამარჯობა. ვცხოვრობ საზღვარგარეთ, ქორწინების შEდეგად შემეცვალა გვარი ჩEმს გვარს
მიემატა მეუღლის გვარი. საკონსულომ გადამატარგმნინა ქორწინების მოწმობა და დამადასტურებინა
ნოტარიულად,რის შედეგადაც საკონსულოში ავიღე ახალი მასპორტი ახალი გვარით. პირადობის მოწმობის ასაღებად
ეს პასპორტი ეყოფა თუ ახლიდან მომიწევს თარგმნა და ნოტარიუსი? საქართველოში ვაპირებ აღებას




ახალი პასპორტით როცა ჩამობრძანდებით საქართველოში, მიმართეთ სამოქალაქო რეესტრის სააგანტოს და მიიღებთ ახალ აიდი ბარათს
ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.







Posted by: ladoqartveli 24 Jul 2012, 17:11
7903251
უმადურობა რა შუაშია?

კითხვა თუ ვერ გაიგეთ მასე გეთქვათ თავიდანვე.
QUOTE
მაგ პასპორტით დასტურდება პირის პირადობა

ეგ იყო საკმარისი, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.
QUOTE
ჩემს მიერ უსასყიდლოთ გაწეულ კონსულტაციაზე


facepalm.gif

Posted by: 7903251 24 Jul 2012, 21:07
ladoqartveli



QUOTE
ახლობელს ფულის აღებაზე უარი უთხრეს, უკვე არ აქვს ძალაო და ახალი პასპორტი უნდა გქონდესო.




მხოლოდ ეს ნაწყვეტი კარგად გადაიკითხეთ! თუ ვერაფერს ხვდებით, არაუშავს, ჩათვალეთ თითქოს არაფერი მომიწერია. wink.gif



Posted by: anaanuka 25 Jul 2012, 00:39
2 წლის ბავშვს აუცილებლათ პასპორტი დასჭირდება თურქეთში რომ წავიყვანო?

Posted by: sus 25 Jul 2012, 09:44
7903251

მადლობა smile.gif

........................................................................................................................

Posted by: 7903251 25 Jul 2012, 10:14
anaanuka




QUOTE
2 წლის ბავშვს აუცილებლათ პასპორტი დასჭირდება თურქეთში რომ წავიყვანო?



აუცილებლად!


გაითვალისწინეთ მინდობილობაც!

Posted by: progresi 25 Jul 2012, 11:17
anaanuka
თუ მშობლის გარდა ვინმეს მიყავს 2-ივე მშობლით თანხმობა, თუ 1-ს მიყავს მაშინ 2-ს თანხმობა გინდა.

Posted by: anaanuka 27 Jul 2012, 21:21
მადლობა ყველას! მეგონა ჩემ პასპორტში გადმოვამისამართებდით

Posted by: chaPPek 6 Aug 2012, 15:37
ვთქვათ ძველი პირადობა აღებული მაქვს დიდუბის სამსახურში, და მინდა ავიღო ახალი, აუცილებლად დიდუბეში უნდა მივიდე? + იქ აღარ ვცხოვრობ სადაც ადრე და მისამართი უნდა შევცვალო.

მოკლედ, რაიმე მნიშვნელობა აქვს ტერიტორიულად სად მივალ და ავიღებ ამ ბარათს?>

Posted by: myadvokat 6 Aug 2012, 15:38
chaPPek

არა ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ მიბრძანდეთ.
უბრალოდ მიიტანეთ ძველი პირადობა.

Posted by: maklay 14 Aug 2012, 12:42
გამარჯობათ
არ ვიცი რამდენად სწორად ვსვამ ამ თემაში კითხვას, მაგრამ იქნებ დამაკვალიანოთ:

ვიყიდე ბინა, გავარემონტე და გამოვცვალე ფანჯარა ზომის შეუცვლელად. (ძველი ხის ფანჯრის ნაცვლად ჩავსვი მეტალოპლასტმასი).
რამდენიმე თვის შემდეგ მოსაზღვრე მეზობელმა მთხოვა ამოშენება იმ მიზეზით, რომ ეს ფანჯარა პირდაპირ გადადის მის აივანზე. რეესტრიდან ამოღებულ ნახაზში ეს ფანჯარა დატანილია.
მაინტერესებს, რამდენად აქვს მეზობელს უფლება მომთხოვოს ამ ფანჯრის ამოშენება. გარდა ამისა, თუ შევთანხმდებით რომ ფანჯარა მთლიანად კი არ ამოშენდეს, არამედ დაპატარავდეს, აირს თუ არა ამისთვის რაიმე ნებართვის აღება საჭირო?

მადლობა წინასწარ

Posted by: akkai 15 Aug 2012, 17:16
https://naprweb.reestri.gov.ge/?sta=sea

ეს გვერდი არ მუშაოობს?

რარაცის მოძებნა მინდა და ვერ პოულობს

Posted by: 7903251 15 Aug 2012, 20:58
maklay

ზოგადად რთულია რამის თქმა, როდესაც ბევრი ნიუანსი არ იცი...



თუმცა - თვალებში "შემომეჩეხა" თქვენს მიერ დაწერილი სიტყვა
QUOTE
მეზობელმა მთხოვა

ამით შემიძლია ვივარაუდო, რომ თქვენ კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაგიკეთებიათ, თუმცა რეესტრის ნებისმიერი დოკუმენტი (ნახაზზე მაქვს საუბარი, რომელიც თქვენ ახსენეთ) შესაძლებელია გახდეს სადავო - თუ კი სხვის საკუთრების უფლებას საფრთხეს უქმნის.



თუ კი თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ მოქმედებთ კანონიერად მაშინ შეგიძლიათ არ დათანხმდეთ მეზობლის თხოვნას - ნება თქვენია თუმცა კარგი იქნება თუ კი მეზობლები ერთმანეში მორიგდებით.


წარმატებები!




akkai



QUOTE
ეს გვერდი არ მუშაოობს?

რარაცის მოძებნა მინდა და ვერ პოულობს




ჩემთან ყველაფერი კარგად იძებნება.!

Posted by: Unico 15 Aug 2012, 21:38
7903251
QUOTE

QUOTE
2 წლის ბავშვს აუცილებლათ პასპორტი დასჭირდება თურქეთში რომ წავიყვანო?



აუცილებლად!


გაითვალისწინეთ მინდობილობაც!


რა მინდობილობა, კაცო, მშობლის თანხმობა ჰქვია მაგას : /

მინდობილობა სხვა რაღაცაა...

Posted by: 7903251 15 Aug 2012, 23:14
Unico


QUOTE
რა მინდობილობა, კაცო, მშობლის თანხმობა ჰქვია მაგას : /

მინდობილობა სხვა რაღაცაა...



როდესაც დედას გაჰყავს შვილი საზღვარგარეთ – ბავშვისა და დედის პასპორტების გარდა, კიდევ რა დოკუმენტია საჭიროა საზღვრის დაუბრლოკებრივ გადასაკვეთად?

Posted by: Unico 16 Aug 2012, 15:40
QUOTE
როდესაც დედას გაჰყავს შვილი საზღვარგარეთ – ბავშვისა და დედის პასპორტების გარდა, კიდევ რა დოკუმენტია საჭიროა საზღვრის დაუბრლოკებრივ გადასაკვეთად?

მშობლის, ამ შემთხვევაში მამის, თანხმობა, რომლითაც აცახდებს რომ თანახმაა დედამ წაიყვანოს მისი არასრულწლოვანი შვილი ესა და ეს, დროებით, საზღვარგარეთ (ზოგჯერ დაკონკრეტებით რომელ ქვეყანაში) და ჩამოიყვანოს უკან, საქართველოში. ეს ბოლო პუნქტი თუ არ უწერია, წაიყვანს და ვეღარ ჩამოიყვანს, ჩვენთან ან იქ, მოკლედ საზღვარზე რომელიმე მხარე გააჩერებს და თუ შეამოწმა, დეერხევათ biggrin.gif

პ.ს. და მინდობილობა სხვა რაღაცაა, მინდობილობით ესა თუ ის პირი ანიჭებს მეორე პირს უფლებამოსილებას მისი ინტერესებით იმოქმედოს.
ხოდა კანონი განასხვავებს თანხმობას და მინდობილობას. მამის მინდობილობა რა გამოდის, რომ მამა თავის უფლებამოსილებას სხვას ანიჭებს? და რა უფლებამოსილებას, როცა ბავშვი საზღვარზე გადაჰყავს დედას და არა მამას... მამა რას დაწერს მინდობილობაში, რო რა, დედამ ჩემს მაგივრად წაიყვანოსო? არ არის ეს გამართული კანონიერად. ამიტომ ჰქვია ამას თანხმობა მშობლის yes.gif

Posted by: 7903251 16 Aug 2012, 15:52
Unico



ანუ სანოტარო მოქმედებას ჰქვია არა მინდობილობა არამედ თანხმობა ხომ?

Posted by: Unico 16 Aug 2012, 16:21
7903251
სანოტარო მოქმედებას ჰქვია განცხადებაზე ხელმოწერის დამოწმება smile.gif
ნოტარიუსი ხელმოწერას ამოწმებს და არა თავად განცხადების შინაარსს

პ.ს. შინაურულად ხო, ეგრეც ჰქვია სანოტარო მოქმედება - თანხმობა biggrin.gif

Posted by: 7903251 16 Aug 2012, 16:58
Unico



პატივცემულო, სულაც არ მომწონს თქვენთან დებატი, ძალიან სხვადასხვანაირად იწერებით.





QUOTE
სანოტარო მოქმედებას ჰქვია განცხადებაზე ხელმოწერის დამოწმება
ნოტარიუსი ხელმოწერას ამოწმებს და არა თავად განცხადების შინაარსს



ეს რა არის?


QUOTE
პ.ს. შინაურულად ხო, ეგრეც ჰქვია სანოტარო მოქმედება - თანხმობა



ეს შინაურული და გარეული ვერ გავიგე.


აღარ ვაპირებ თქვენთან მიმოწერას – მე მივიღე თქვენგან პასუხი იმისა, რომ მაგ: თუ დედა შვილს გაიყვანს საზღვარგარეთ დასჭირდება მამის განცხადება თანხმობის შესახებ, რომლის ხელმოწერა იქნება ნოტარიულად დამოწმებული და რომ სანოტარო აქტს ჰქვია ხელმოწერის დამოწმება, (რომლის სანოტარო საზღაური დღგ–ს ჩათვით შეადგენს 4,40 ლარს.)


წარმატებები!

Posted by: JPEG 17 Aug 2012, 21:17
სამოქალაქო რეესტრი რომელ საათამდე მუშაობს?
ვთქვათ თბილისელმა პირადობა რუსთავში რო გააკეთოს რამე აზრიი ააქ?

Posted by: 7903251 17 Aug 2012, 22:11
JPEG


QUOTE
სამოქალაქო რეესტრი რომელ საათამდე მუშაობს?



17:00


QUOTE
ვთქვათ თბილისელმა პირადობა რუსთავში რო გააკეთოს რამე აზრიი ააქ?




პირადობის მოწმობის (ID ბარათის) აღება შეგიძლიათ ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში.

Posted by: JPEG 17 Aug 2012, 22:14
7903251
მადლობა შაბათს მუშაობენ?
ერთი კითხვა კიდე თუ ქორწინების მოწმობა აგებულია ბათუმში , მერე დამეკარგა მოწმობა თბილისში შემიძლია ავიღო თავიდან თუ ბათუმს უნდა ვესტუმრო ისევ?

Posted by: Unico 17 Aug 2012, 22:59
დღეს მოვიდა ერთი მშობელი და რწმუნებულება მინდაო,არადა ბავშვის გაყვანაზე თანხმობა უნდოდა :დდდ

ეგრე გააგრძელეთ მოქალაქეების დაკვალიანება, ამის შემდეგ, რასაც მეტყვიან იმას დავუბეჭდავ ხოლმე და აგინონ მერე კოლმეურნეობის თავმჯდომარეს ^_^

Posted by: 7903251 17 Aug 2012, 23:11
JPEG

QUOTE
შაბათს მუშაობენ?



შაბათ–კვირას მუშაობენ მხოლოდ პასპორტისა და პირადობის დაჩქარებული წესით დამზადებაზე.



QUOTE
თუ ქორწინების მოწმობა აგებულია ბათუმში , მერე დამეკარგა მოწმობა თბილისში შემიძლია ავიღო თავიდან თუ ბათუმს უნდა ვესტუმრო ისევ?


შეგიძლიათ თბილისში აიღოთ განმეორებითი ქორწინების მოწმობა. ტერიტორიული შეღუდვა არ არის.

Posted by: BUTUSA 20 Aug 2012, 19:28
გამარჯობა იურისტებო

სერიოზულად მაინტერესებს ასეთი რამ:

ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული კერძო საკუთრების (მიწები) დაბრუნება თუ არის შესაძლებელი.
არსებობს საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი საბუთი, თავის ბეჭდითა და ხელმოწერით.
პ.ს. ბალტიისპირეთში მსგავსი რამ პრაქტიკაში არსებობს და ვიფიქრე ჩვენთანაც ხომ არ...

მადლობა წინასწარ დახმარებისთვის

Posted by: venturara 20 Aug 2012, 20:06
BUTUSA

არა, არ არის. აი უზენაესი სასამართლოს განმარტება ამ საკითხზე, ამაზე კარგად მე ვერ დავწერ smile.gif


საკითხი შეეხო ასევე გასული საუკუნის 20-30-იან წლებში ჩემორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებულ დავებზე სარჩელის ხანდაზმულობის პრობლემის გადაწყვეტას (ე.წ. რესტიტუცია).
ასეთი კატეგორიის რამდენიმე დავა განიხილა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, ასეთ მოთხოვნებს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო ეთქვათ უარი. ასეთ დავებში მოსარჩელეები აპელირებდნენ, რომ მათ თავის დროზე არ ჰქონდათ გასაჩივრების შესაძლებლობა, ასეთ წესს კანონიც არ ითვალისწინებდა, ამიტომაც მათი სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და იგი სასამართლოში წარადგინეს მას შემდეგ, რაც ამის შესაძლებლობა რეალურად მიეცათ. სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ ეს პოზიცია არ იყო სწორი, სარჩელის აღძვრის კანონიერი საფუძველი მათ ჰქონდათ საბჭოთა პერიოდში მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე და 90-იან წლებშიც, მაგრამ მათ სარჩელი არ აღუძრავთ. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით განისაზღვრა, რომ ასეთი სარჩელები ხანდაზმულია და ვერ
დაკმაყოფილდება. თუკი ასეთი ჩამორთმეული ქონება უნდა დაუბრუნდეს ყოფილ მესაკუთრეს, საჭიროა სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური ნება, ამის თაობაზე უნდა იქნეს მიღებული სპეციალური კანონი და სწორედ მასში უნდა აისახოს ასეთი პირებისათვის კომპენსაციისა თუ ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნების საკითხი, როგორც ეს სხვა ქვეყნებში განხორციელდა.
საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა საფუძველს, რომ სასამართლომ ასეთი სარჩელები დააკმაყოფილოს. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ სასამართლომ უარი უნდა უთხრას საერთოდ ასეთი სარჩელების მიღებაზე მოსარჩელეს, უარყოფილ იქნა. უფლების სასამართლო წესით დაცვა მხარის კონსტიტუციური უფლებაა. გამომდინარე აქედან, სასამართლომ უნდა მიიღოს წარმოებაში ასეთი სარჩელი (საპროცესო კანონმდებლობის ნორმათა გათვალისწინებით), ხოლო დაკმაყოფილებაზე, ზემოაღნიშნული მიზეზით, უნდა ეთქვას უარი, ანუ ეს უნდა მოხდეს საქმის არსებითი განხილვის შედეგად.

Posted by: BUTUSA 20 Aug 2012, 21:16
venturara

დიდი მადლობა დახმარებისთვისsmile.gif
დაბრუნება აღარ ხდება, არც კომპენსაცია, მაგრამ სარჩელის აღძვრის უფლებას მიტოვებენ:-))) ვაშა! biggrin.gif
ეჰ, ადრე უნდა ეფიქრათ ამაზე ჩემს მშობლებს:-))
მე ახლა გავიზარდე და დამაგვიანდა:-)) რას ვიზავთ, ის ურჩევნია მამულსაო)))))

Posted by: JPEG 20 Aug 2012, 21:32
გამარჯობათ გირას თუ არ აბრუნებს და რეესტრში გატარებული მაქ ოფიციალურად გირავნობა ვადის ამოწურვის მეორე დგესვე შეიზლება რო უჩივლო? თუ როგორ ხდება? ცოტა პრობლემატურია ბებიებს კლავს მერე ნატესავებს ცუდად ხდის და რავი დამტანჯა ვადის ამოწურვიდან რამდენხანში შეიძლება ფულის მოთხოვნა და რა გზით?

Posted by: venturara 20 Aug 2012, 21:51
JPEG
QUOTE
გამარჯობათ გირას თუ არ აბრუნებს და რეესტრში გატარებული მაქ ოფიციალურად გირავნობა ვადის ამოწურვის მეორე დგესვე შეიზლება რო უჩივლო? თუ როგორ ხდება? ცოტა პრობლემატურია ბებიებს კლავს მერე ნატესავებს ცუდად ხდის და რავი დამტანჯა ვადის ამოწურვიდან რამდენხანში შეიძლება ფულის მოთხოვნა და რა გზით?



იმას რასაც არ აბრუნებს, სეხსი ქვია და არა გირა, ხოლო რაც რეესტრში გაქვს რეგისტრირებული - იპოთეკა. ჩივილი შეგიძლია მეორე დღესვე როცა უნდა დაებრუნებინა და არ დააბრუნა, თუ ხელშეკრულებაში სხვა რამე არ გიწერია, ამასთან დღეს დავალიანების ამოღების უამრავი ხერხი არსებობს, სასამართლო, არბიტრაჟი, ნოტარიუსის მიერ საარსრულებო ფურცლის გამოწერა, რეალიზაცია აუქციონზე სპეციალისტის მიერ, გააჩნია ხელშეკრულებაში რა გიწერია.

Posted by: JPEG 20 Aug 2012, 22:27
venturara
არაფერი რეესტრშ ვიკავით ორივე მხარე და საბუთი გაფორმდა რო ბინას ვგირაობთ ამადაამ თვი სბოლომდე ამდენი და ამდენის სანაცვლოთ და სო

ამშემტხვევაში რახდება?

Posted by: venturara 20 Aug 2012, 22:32
JPEG

თუ თვითონ ხელშეკრულებაში სხვა განსაკუთრებული არაფერი წერია, უნდა მიმართო სარჩელით სასამართლოს.

Posted by: JPEG 20 Aug 2012, 22:42
venturara
მადლობა
ერთსაც ხო ვერ დამეხმარები smile.gif შპს ერთიწელზე მეტია უკვე დავარეგისტრირე მაგრამ არაფერი გამიკეთებიამით ანუ კაპიკი ფული არ განძრეულა ხო არაფერია რო დეკლარაციას და არაფერსაბუთს არ ვაბარებ?

Posted by: venturara 20 Aug 2012, 22:45
JPEG

არაფერია, საგადასახადო კოდექსით სანქცია ნულოვანი დეკლარაციის წარუდგენლობაზე გათვალისწინებული არაა, 274-ე მუხლი, მე-3 მაწილი.

Posted by: JPEG 20 Aug 2012, 22:48
venturara
დიდი მადლობა .
* * *
აუ კიდეერთი შეკითხვა რა
შპს ორკაცზეა გაფორმებული გვინდა ლიკვიდაცია და როგორ ხდება რაარი საჭირო რასაბუთები? ორივე უნდა იკოს მანდ? ანუ მე რო მივიდე და ჩემი 50% გავაუქმო მოვიხსნა ანუ პასუისმგებლობა?

Posted by: venturara 20 Aug 2012, 23:18
JPEG

smile.gif) შენ 50% ვერ გააუქმებ, ორივემ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, დაარეგისტრიროთ რეესტრში ლიკვიდაციის დაწყება, ლიკვიდაციის დაწყებიდან 15 დღეში მიმართოთ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი განცხადებით და წარადგინოთ დეკლარაცია (თუნდაც ნულოვანი), ამის პარალელურად რეესტრი უგზავნის საგადასახადოს ინფორმაციას ლიკვიდაციის დაწყების შესახებ, ხდება საგადასახადო ვალდებულებების არსებობის რისკების შეფასება, თუ საჭიროა საგადასახადო შემოწმება, მოკლეთ თავისი ვადები და პროცედურები აქვს.

Posted by: JPEG 20 Aug 2012, 23:38
გაიხარე დიდი დიდი დიდი მადლობა smile.gif

Posted by: PANZERKOPF 21 Aug 2012, 02:24
მოცემულობები:

1) პიროვნება იმყოფება რუსეთში (არა მოსკოვში). ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის.
2) საქართველოს პირადობის მოწმობა და პასპორტი არასდროს ჰქონია.
3) ყოფილ სსრკ-ს პასპორტი ამჟამად არ გააჩნია.
4) დიდ მანძილებზე ფიზიკური გადაადგილების საშუალება ამჟამად არ გააჩნია.
5) კანონის თანახმად, არის საქართველოს მოქალაქე.

კითხვა:
როგორ უნდა მიიღოს ამ პიროვნებამ საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი საბუთი (პასპორტი) ადგილიდან გაუსვლელად?
დავამატებ, რომ ზემოთხსენებული პირობები (იხ. მე-2 პუნქტი) ონლაინ სერვისით (passport.gov.ge) ამის გაკეთებას შეუძლებელს ხდის.


Posted by: venturara 21 Aug 2012, 03:52
PANZERKOPF

ერთი შანსია მხოლოდ, დაუკავშირდეს ამათ, იქნებ რამით დაეხმარონ. იმედია დაბადების მოწმობა მაინც გააჩნია. რთული და შრომატევადი პროცედურაა და გაწერილია აქ
საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

და აქ

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია
სექციის ხელმძღვანელი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი:
გივი შუღაროვი
მდებარეობა: ქ. მოსკოვი რუსეთის ფედერაცია
მისამართი: 121069, მალი რჟევსკის შეს. 6
ფაქსი: +(7 495) 691-21-36 +(7 495) 766–94–78 (საკონსულო განყოფილება)
ტელეფონი: +(7 495) 690-46-57 691-13-59; 637–59–93/40/88/55 (საკონსულო განყოფილება)
E-Mail : moscow.emb@mfa.gov.ge; moscow.con@mfa.gov.ge (საკონსულო განყოფილება


Posted by: Adza 21 Aug 2012, 11:24
გამარჯობა.
რა მაინტერესებს, საპენსიო ბარათის აღება როგორ ხდება?

ანუ როგორ უნდა დარეგისტრირდეს პირი ?

ან სად?

Posted by: _DelgadA_ 21 Aug 2012, 12:05
სტუდენტებისთვის ID ბარათის აღება ისევ უფასოა?

Posted by: 7903251 21 Aug 2012, 16:12
Adza



QUOTE
გამარჯობა.
რა მაინტერესებს, საპენსიო ბარათის აღება როგორ ხდება?

ანუ როგორ უნდა დარეგისტრირდეს პირი ?

ან სად?



რა გულისხმობთ საპენსიო ბარათში?
საბანკო ბარათს, რომელზედაც ირიცხება ყოველთვიური პენსია თუ სხვაზეა საუბარი?



PANZERKOPF



QUOTE
როგორ უნდა მიიღოს ამ პიროვნებამ საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი საბუთი (პასპორტი) ადგილიდან გაუსვლელად?
დავამატებ, რომ ზემოთხსენებული პირობები (იხ. მე-2 პუნქტი) ონლაინ სერვისით (passport.gov.ge) ამის გაკეთებას შეუძლებელს ხდის.




მე გირჩევდით საქმე ადგილზე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოაგვაროთ!
ალბათ ხვდებით, რომ საქმე რთულია და ბევრი რამ ახნას მოითხოვს.. (მაგ: სად იყო აქამდე? რას საქმიანობდა? რატომ არ მიაკითხა კომპეტენტურ ორაგნოებს და ა.შ) მე არ ვიცი საიდან დაუდგინეთ საქართველოს მოქალაქეობა პირს, რომელსაც სახეზე არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი მოქალაქეოდ ყოფნას.


გამიგია, მსგავსი საქმეები - ჩემი აზრით ყველა გზა მიდის მიგრაციის ფედერალურ სამსახურში.
http://www.fms.gov.ru/
* * *
_DelgadA_



QUOTE
სტუდენტებისთვის ID ბარათის აღება ისევ უფასოა?



დიახ, უფასოა.


Adza



პ.ს. ელექტრონული სახითაც შეგიძლიათ მიმართოთ კონსულტაციისათვის რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალურ სამსახურს.
http://www.fms.gov.ru/treatment/form/

Posted by: Adza 21 Aug 2012, 21:07
7903251
QUOTE
რა გულისხმობთ საპენსიო ბარათში?
საბანკო ბარათს, რომელზედაც ირიცხება ყოველთვიური პენსია თუ სხვაზეა საუბარი?

ანუ, პიროვნებას რომ შეუსრულდება საპენსიო ასაკი, როგორ უნდა დარეგისტრირდესთქო პენსიონერად და აიღოს საპენსიო კარტა : )
მარა, აღარ მჭირდება smile.gif
QUOTE
რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალურ სამსახურს.

ეს რაღად მინდა? : )))

Posted by: PANZERKOPF 21 Aug 2012, 21:22
venturara
7903251
ორივეს დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ - არაფერი ახალი.
მე ერთი რამ ვერ გამიგია (თქვენს მისამართით არ ვამბობ):
ვთქვათ მჭირდება რაიმე ნივთი. ვიწერ საიტიდან, ვიხდი საკადრის თანხას - ეგ ნივთი ჩემთან ხვდება.
გასაგებია, რომ უხეში შედარებაა, მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიების მეშვეობით არც ეგ უნდა იყოს დიდად განსხვავებული.
მაგრამ სამწუხაროდ გამოდის "აქ მიდი, იქ მიდი, ამტკიცე რომ აქლემი არ ხარ" და ა.შ. smile.gif
7903251
QUOTE
სად იყო აქამდე? რას საქმიანობდა? რატომ არ მიაკითხა კომპეტენტურ ორაგნოებს

კონსერვირებული არალეგალური დაზვერვის თანამშრომელია ერთ-ერთ ქალაქში. facepalm.gif
კიდევ ერთხელ: დიდი მადლობა დახმარებისთვის. smile.gif



Posted by: 7903251 21 Aug 2012, 22:19
Adza



QUOTE
ანუ, პიროვნებას რომ შეუსრულდება საპენსიო ასაკი, როგორ უნდა დარეგისტრირდესთქო პენსიონერად და აიღოს საპენსიო კარტა



კარგია, როდესაც ნათლად გამოხატავთ კითხვის შინაარს....


მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდება საპენსიო ასაკი, პენსიის დასანიშნად განცხადებით უნდა მიმართოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს/გამგეობას.


QUOTE
რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალურ სამსახურს.

ეს რაღად მინდა? : )))



ეგ თქვენ სულ არ გეხებოდათ.



PANZERKOPF


QUOTE
მაგრამ სამწუხაროდ - არაფერი ახალი.



ბოდიში, თქვენ გგონიათ სკაიპით მოაგვარებთ საქმეს და იმ პირს რუსეთში ფოსტით გაუგზავნით საქართველოს პასპორტს?


QUOTE
, მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიების მეშვეობით არც ეგ უნდა იყოს დიდად განსხვავებული.



ტექნოლოგიურ განვითარებას რა კავშირი აქვს ადამიანთან რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არარსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გსურთ მარტივად გადაწყვიტოთ პრობლემა - მითუმეტეს რუსეთში, სადაც პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გაგვაჩნია..


QUOTE
მაგრამ სამწუხაროდ გამოდის "აქ მიდი, იქ მიდი, ამტკიცე რომ აქლემი არ ხარ" და ა.შ.



ეგრე არ არის ჩემო კარგო. ნებისმიერი საკითხი მოითხოვს დიდ შრომას + სწორად მიდგომას საკითხისადმი.


QUOTE
კონსერვირებული არალეგალური დაზვერვის თანამშრომელია ერთ-ერთ ქალაქში.




თქვენ ეგ ყველაფერი სასაცილოად რომ არ გიღირთ ეგ უფრო სასაცილოა....

ერთს შეგეკითხებით, თქვენ რა გაძლევთ საფუძველს იმისა რომ იმ რუსეთში მცხოვრებ მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა უდგინდება?


პ.ს. დააზუსტეთ პიროვნებას სად ჰქონდა საბჭოთა პასპორტი აღებული, სად დაიბადა, სად იყო "ჩაწერილი" სამხედრო სამსახური თუ ჰქონდა გამოვლილი (თუ კაცია რათქმაუნდა) სკოლის ატესტატი (არსებობის შემთხვევაში) - ეს ყველაფერი დააზუსტეთ.


და ბოლოს ლინკი რომ მოგწერეთ, რომლის მეშვეობით შეკითხვეას დაუსმევდით რუსეთში კომპეტენტურ ორაგნოს გამოიყენეთ?


მაინც კიდევ მოგწერთ: http://www.fms.gov.ru/treatment/form/

Posted by: PANZERKOPF 21 Aug 2012, 22:57
7903251
QUOTE
ბოდიში, თქვენ გგონიათ სკაიპით მოაგვარებთ საქმეს და იმ პირს რუსეთში ფოსტით გაუგზავნით საქართველოს პასპორტს?

თუ ამისთვის საკადრისი მოცემულობები იქნება - რატომაც არა? მემგონი არაფერია ამაში ფანტასტიკური. მაგ. მოცემულ სიტუაციაში, პირადობის ნომერი რომ ჰქონდეს, ხომ აღარ იქნებოდა პრობლემა?
QUOTE
ტექნოლოგიურ განვითარებას რა კავშირი აქვს ადამიანთან რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება

მას 16 წლის ასაკში სსრკ პასპორტი აღებული აქვს საქართველოში. საკადრისად, ფორმა #1 სურათით არსებობს. გარდა ამისა, არსებობენ საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაადასტურებენ მის ვინაობას, ფოტოგრაფიის და რეალური დროის ვიდეოგამოსახულების მეშვეობით.
QUOTE
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არარსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გსურთ მარტივად გადაწყვიტოთ პრობლემა

ალბათ დამეთანხმებით, რომ "მარტივად გადაწყვეტა" ფარდობითი მცნებაა. გარდა ამისა, ზემოთა ციტატაში მგონი ერთ-ერთი (მაგრამ არა ერთადერთი) არსებული ფაქტობრივი გარემოება აღვწერე.
QUOTE
მითუმეტეს რუსეთში, სადაც პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გაგვაჩნია..

ვიცი, მესმის. პარადოქსია, მაგრამ ზუსტად იგივე ფრაზას ხმარობენ რუსეთის ორგანოები.
QUOTE
ეგრე არ არის ჩემო კარგო. ნებისმიერი საკითხი მოითხოვს დიდ შრომას + სწორად მიდგომას საკითხისადმი.

სავსებით გეთანხმებით. მაგრამ სასარგებლო შრომასა და ბიუროკრატიული დაბრკოლებების გადალახვას შორის დიდი განსხვავებაა. დავძენ, რომ
დღევანდელ რუსეთში დღევანდელ საქართველოსგან განსხვავებით ბიუროკრატია გაცილებით მაღალ დონეზეა. რაც შეეხება სწორად მიდგომას, ზუსტად
ამას ვეძახი მე სიმარტივეს, რომელიც ზემოთ გვაქვს ნახსენები.
QUOTE
თქვენ ეგ ყველაფერი სასაცილოად რომ არ გიღირთ ეგ უფრო სასაცილოა....

ცინიზმს და იუმორს შორის დიდი განსხვავებაა. მე პირადად პირველი მიყვარს და მეორეს ვერიდები.
QUOTE
ერთს შეგეკითხებით, თქვენ რა გაძლევთ საფუძველს იმისა რომ იმ რუსეთში მცხოვრებ მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა უდგინდება?

ადამიანი დაბადებულია საქართველოში 1970 წელს. 1993 წლის სექტემბრამდე გაუსვლელად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არასდროს აუღია, სხვა ქვეყნის ჯარში ან სხვა ძალოვან სტრუქტურებში არ უმუშავია, ა.შ. რისი დამადასტურებელი საბუთებიც არსებობს.
QUOTE
პ.ს. დააზუსტეთ პიროვნებას სად ჰქონდა საბჭოთა პასპორტი აღებული, სად დაიბადა, სად იყო "ჩაწერილი" სამხედრო სამსახური თუ ჰქონდა გამოვლილი (თუ კაცია რათქმაუნდა) სკოლის ატესტატი (არსებობის შემთხვევაში) - ეს ყველაფერი დააზუსტეთ.

ყველაფერი დიდი ხანი დაზუსტებული და დაფიქსირებულია.
QUOTE
და ბოლოს ლინკი რომ მოგწერეთ, რომლის მეშვეობით შეკითხვეას დაუსმევდით რუსეთში კომპეტენტურ ორაგნოს გამოიყენეთ?

როგორ გგონიათ, უკვე არ გამოვიყენეთ, თან დიდი ხნის წინ? smile.gif ლინკზე არ არის საუბარი, ფიზიკურ ("რეალურ") ურთიერთობაზეა.
მე არ ვიცი თქვენ ვინ ბრძანდებით, მაგრამ ძნელია ვერ შევნიშნო თქვენი აქტიურობა, რის გამოც მადლობას გიხდით. ნამდვილად სასიამოვნოა თქვენთან საუბარი.






Posted by: 7903251 22 Aug 2012, 11:56
PANZERKOPF



QUOTE
მე არ ვიცი თქვენ ვინ ბრძანდებით




იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. wink.gif


მოკლედ უფრო რომ დავკონკრეტდე.


1, მოქალაქე უნდა მივიდეს საქართველოს საკონსულოში ქ.მოსკოვში და იქ მოხდეს პირის იდენტიფიცერება და საქართველოს მოქალაქეობი დადგენა. საკონსულოს პირდაპირი მოვალეობაა დაეხმაროს მოქალაქეს, არა აქვს მნიშვნელობა საბუთები თან აქვს თუ არა. თუ გინდა საბუთების გარეშე მივიდეს. უბრალოდ რაც უფრო მეტი დოკუმენტი გექნებათ თან, მით უფრო შეიძლება გაადვილდეს მოქალაქეობის დადგენის საკითხი.


2, ყველაზე მარტივი გამოსავალი. მიმართოს ადგილობრივ მიგრაციის ფედერალურ სამსახურს.
გაიარეთ კონსულტაცია მოსკოვში , რათა თავი აარიდოთ ბიუროკრატიას,
109240, г. Москва, ул. Верхняя Радищевская, д. 4, стр. 1, кабинет 107
Телефон: Телефон приемной : (495) 698-00-78
Телефон Центра обращения граждан: (495) 636-94-34 (информация о ходе рассмотрения обращений)
(495) 636-93-61 (по вопросам высококвалифицированных специалистов)
Факс: (495) 623-66-60
Электронная почта:cogpw@fms-rf.ru



დამიჯერეთ, არსებობს ხალხი რომელსაც დაბადების მოწმობაც კი არ გააჩნიათ და რუსეთის მოქალაქეობას იღებენ. რუსეთში მოქალაქეობის მიღება საბჭოთა პასპორტით არის უმარტივესი. გამოითხოვეთ ფორმა ნომერი 1 და შეუდექით მოქალაქეობის საკითს.



პ.ს. თუ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას დარწმუნდებით, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღება უფრო მარტივი და რეალურია ვიდრე საქართველოსი.


და ბოლოს თუ მაინც გგონიათ, რომ საქართველოს მოქალაქეობა უფრო რეალური და "მარტივია" მიმართეს დასახმარებლად თბილიში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს. 294 50 00; consulinfo@mfa.gov.ge

წარმატებები!

Posted by: PANZERKOPF 23 Aug 2012, 00:28
7903251
QUOTE
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვარ.

up.gif
QUOTE
1, მოქალაქე უნდა მივიდეს საქართველოს საკონსულოში ქ.მოსკოვში

და თუ მოძრაობა აქვს შეზღუდული ამა თუ იმ ჯანმრთელობის ხარვეზების გამო? ეგ პირველი.
მეორე: რანაირად უნდა გადაადგილდეს საბუთების გარეშე რუსეთის ერთი ქალაქიდან მეორეში, როცა ნებისმიერი ბილეთის შეძენის დროს პასპორტს გთხოვენ?
QUOTE
პ.ს. თუ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას დარწმუნდებით, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღება უფრო მარტივი და რეალურია ვიდრე საქართველოსი.

შენ არ გეხება, მაგრამ ასეთი ფრაზა საქართველოს რომელიმე სახელმწიფო მსახურის მიერ რომ იყოს ნათქვამი ქართველის მისამართით - სახეში შეფურთხების ღირსი იქნებოდა. თუ რატომ, ამას მემგონი ახსნა არ სჭირდება.
QUOTE
წარმატებები!

შენც იგივეს გისურვებ, მადლობა.

Posted by: keti_kalandadze 23 Aug 2012, 09:25
LIKE მიეცი

იუსტიციის სამინისტროს კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება:

https://www.facebook.com/taoba.ge

Posted by: Jeanne Hebutern 24 Aug 2012, 19:14
ახალ მისამართზე არის განსაზღვრული დრო როცა უნდა ჩაეწერო?? სიტყვაზე გასულია ერთი წელი რაც ძველი მისამართიდან ამოეწერა სუბიექტი და ერთი წლის მერე ჩაეწერა ახალ მისამართზე არის რამე ჯარიმა ამაზეე??? რომელი ნორმა არეგულირებს ამას??? ან თუ არის ჯარიმა რამდენია, ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ!

Posted by: 7903251 24 Aug 2012, 22:19
Jeanne Hebutern


QUOTE
სიტყვაზე გასულია ერთი წელი რაც ძველი მისამართიდან ამოეწერა სუბიექტი და ერთი წლის მერე ჩაეწერა ახალ მისამართზე არის რამე ჯარიმა ამაზეე??? რომელი ნორმა არეგულირებს ამას??? ან თუ არის ჯარიმა რამდენია, ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ!



ჩემთვის როგორც ცნობილია 5 ლარია ჯარიმა.


Posted by: _DelgadA_ 24 Aug 2012, 23:34
საიტზე ვერ შევდივარ და შაბათს მუშაობს სამოქალაქო რეესტრი? თუ კი, რომელ საათამდე?

Posted by: 7903251 25 Aug 2012, 09:45
_DelgadA_



QUOTE
საიტზე ვერ შევდივარ და შაბათს მუშაობს სამოქალაქო რეესტრი? თუ კი, რომელ საათამდე?




პირადობის მოწმობა ან პასპორტი თუ გნებავთ იმავე დღეს დამზადდეს შეგიძლიათ მიმართოთ ძველითბილისის ტერიტორიულ სამსახურს. შაბათ–კვირას მხოლოდ ეს ტერიტორიული ორგანო მუშაობს, 09:00სთ–დან 17:00სთ–მდე....

Posted by: _DelgadA_ 26 Aug 2012, 00:39
venturara
მადლობ პასუხისთვის.

კიდევ ერთი კითხვა, პასპორტის აღება 10 დღის ვადაში 100 ლარი გახდა? ბოლოს რომ ავფიღე 35 ღირდა როგორც მახსოვს...

Posted by: venturara 26 Aug 2012, 02:12
_DelgadA_
QUOTE
მადლობ პასუხისთვის.

კიდევ ერთი კითხვა, პასპორტის აღება 10 დღის ვადაში 100 ლარი გახდა? ბოლოს რომ ავფიღე 35 ღირდა როგორც მახსოვს...


პასუხი 7903251 -მა გაგცა და შენი მადლობაც მას ეკუთვნის smile.gif

35 ლარი ღირს ჩვეულებრივი 32 გვერდიანი პასპორტი მე-10 სამუშაო დღეს, ხოლო ბიომეტრიული პასპორტი ღირს 100 ლარი იმავე ვადაში.


მაგრამ 32 გვერდიანი პასპორტი გაიცემა საზღვარგარეთ მცხოვრებ იმ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც პასპორტს იღებენ წარმომადგენლის მეშვეობით, ასევე როდესაც სხვადასხვა მიზეზების (ჯანმრთელობის, ფიზიკური ნაკლის და ა.შ) შეუძლებელია ბიომეტრიული მონაცემების აღება, ასე რომ შენთვის პასპორტი ეღირება 100 ლარი. smile.gif

Posted by: gio_n_love 31 Aug 2012, 11:06
დიდუბის ტერიტორიიაზე სად უნდა მივიდე რო ID ბარათი ავიღო

Posted by: myadvokat 31 Aug 2012, 11:55
gio_n_love

ც.დადიანის #34. - გლდანი ნაძალადევის ტერიტორიულ სამსხურშიმიბრძანდებით და აიღებთ.

Posted by: 7903251 31 Aug 2012, 11:56
gio_n_love


დიდუბის რ-ნი მიაეკუთვნება ძველი თბილისის ტერიტორიული სამსახურის იურისდიქციას.

მის: გ. ტაბიძის # 4

Posted by: myadvokat 31 Aug 2012, 12:07
დიახ, მიეკუთვნება თუმცა აიდი ბარათი შეუძლია პირს აიღოს სამოქალაქორეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, და ვინაიდან, დადიანი უფრო ახლოსაა პრაქტიკულობის თვალსაზრისით შეიძლება უფრო აწყობდეს პირს

Posted by: gio_n_love 2 Sep 2012, 11:58
გმადლობთ, ორივე მისამართი მაწყობს smile.gif

Posted by: nanka_iuristka 4 Sep 2012, 16:01
კი გადავიკითხე თემის დასაწყისიც და ბოლო ნაწილიც, ვიღაცას მსგავსი სიტუაცია ქონდა, მაგრამ რადგან ჩემი კითხვა მაინც ღიად რჩება, უნდა ვიკითხო და შეგაწუხოთ..

ამ კითხვის პასუხი სამოლაქო რეესტრის საიტზე ვერ ვნახე, ამიტომ ვკითხულობ აქ და მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის და დახმარებისთვის.

ჩემი კითხვა შეეხება სრულწლოვანი პირის გვარის შეცვლას თუ შესწორებას:

ჩემი მეგობარი პირადობის მოწმობაშიც და პასპორტშიც არის ბენდელიანი, თუმცა ეხლახანს დაჭირდა დაბადების მოწმობის გამოყენება და იქ ნახა რომ წერია ბინდელიანი, ანუ შეცდომითაა ერთი ასო. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბაბუას დაბადების მოწმობაში შეცდომით ჩაუწერეს ერთი ასო ანუ ბენდელიანი ჩაწერა ვიღაცა ტვინიკოსმა ბინდელიანად და შემდეგ როგორც ჩემი მეგობრის მამა, დაბადების მოწმობაში ჩაწერეს ბინდელიანი. გვარის "შეასწორეს" წლების წინ, რის საფუძველზეც პირადობის მოწმობაც და პასპორტიც შემდეგ ჩემმა მეგობარმა მიიღო როგორც ბენდელიანმა. მაგრამ დაბადების მოწმობაში ისევ შეცდომით წერია. რა ხერხი არსებობს დაბადების მოწმობაში გვარის შესწორების, თუ მამის და ბაბუის დაბადების მოწმობაშიც შეცდომით იყო? უნდა წახვიდე არქეოლოგიური გათხრა ჩაატარო რომ გვარი ბინდელიანი არ არსებობს და ბენდელიანი ხარ?

მადლობთ დახმარებისთვის.. უკაცრავად რომ გაწუხებთ, უბრალოდ ეს სფერო საერთოდ არ გამეგება..

Posted by: 7903251 4 Sep 2012, 18:49
nanka_iuristka




ცოტა არ იყოს და არეულად გაქვთ ნაწერი, თუმცა შევეცდები დაგაკვალიანოთ!



ყველაზე მარტივი და სწორი გადაწყვეტილებაა, მიმართოთ სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურს რათა მოხდეს სააქტო ჩანაწერების ჟურნალის გადახედვა.
თუ მამამ კანონიერად, როგორც თქვენ აღნიშნეთ "შეასწორა" გვარი, მაშინ წარადგინეთ დოკუმენტი, რომელიც მამის ბენდელიანობას ადასტურებს – ეს გახდება საფუძველი შვილის დაბადების მოწმობაშიც ბენდელიანად ჩაწერა.



გაწმუნებთ – თუ შეცდომა დაფიქსირებული იქნება სახელმწიფო ორგანოს მიერ (ამ შემთხვევაში სამოქალაქო რეესტრის) შეცდომა იქნება შესწორებული.


წარმატებები!

Posted by: gio_zizou 4 Sep 2012, 21:23
გამარჯობა იურისტებო....!!!

ერთი მეტად საჭირბოროტო კითხვა მაქვს,


დავკარგე ძველი პირადობა (ანუ არა ID ბარათი), ვარ სტუდენტი, მინდა რომ ავიღო სტუდენტური ბარათი ანუ ახალი ID ბარათი რომელზეც ეწერება სტუდენტი, და ჩაანაცვლებს პირადობასაც შესაბამისად (თუ რამე მეშლება შემისწორეთ).

ვის მივმართო? (მუხიანში ვცხოვრობ)

რა დამიჯდება? (იაფად რო გამოვიდე)

რა საბუთები დამჭირდება?

რამდენ ხანში იქნება?






Posted by: 7903251 4 Sep 2012, 22:20
gio_zizou



QUOTE
ვის მივმართო? (მუხიანში ვცხოვრობ)




გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიულ ორგანოს, მის: ც.დადიანის #34. (ნაძალადევის მეტროს უკან)


QUOTE
რა დამიჯდება? (იაფად რო გამოვიდე)




სამ ლარს გადაიხდით სურათის ადგილზე გადასაღებად, რომელსაც თანამშრომელი უკან დაგიბრუნებთ საბუთების მიღების შემდეგ.


QUOTE
რა საბუთები დამჭირდება?



არ გჭირდებათ არანაირი საბუთი.


QUOTE
რამდენ ხანში იქნება?



10 სამუშაო დღეში ID ბარათს, რომელიც პირის სტუდენტობასაც ადასტურებს მიიღებთ სრულიად უფასოდ.




QUOTE
(იაფად რო გამოვიდე)




ისე, მუხიანის IV ბ მ/რ -დან ავტობუსი #17 პირადპირ მიგიყვანს მეტრო ნაძალადევთან!

Posted by: myadvokat 4 Sep 2012, 22:58
gio_zizou

აიდი ბარათის ასაღებად შეგიძლიათ მიბრძანდეთ სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში.

Posted by: gio_zizou 5 Sep 2012, 00:00
7903251
myadvokat
მადლობა, გაიხარეთ smile.gif მე კიდე მითხრეს რაღაც დაბადების მოწმობა და რაღაცე სააბუთები გინდაო...

ესეიგი დაკარგული რო მაქვს ძველი პირადობა არაუშავს , ალბათ ფოტო იდენტიფიკაციას მოახდენენ ხო?

დაჩქარებით რომ გავაკეთო ძვირი დამიჯდება?

Posted by: myadvokat 5 Sep 2012, 14:50
gio_zizou

ფასები შემდეგია:

ID ბარათის გაცემის ვადები და საფასურები:

• განცხადების შეტანიდან მე–10 სამუშაო დღე - 30 ლარი;
• განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღე - 40 ლარი;
• განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღე - 50 ლარი;
• განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე - 60 ლარი;
• განაცხადის შეტანის დღე - 65 ლარი.

Posted by: 7903251 5 Sep 2012, 23:21

სტუდენტებისათვის დაჩქარებული წესით ID ბარათის აღება განსხვავებული ტარიფიკაციით ხდება!


5-ე სამუშო დღეს 10 ლარი,
3-ე სამუშაო დღეს 20ლარი
2-ე სამუშაო დღეს 30ლარი
იმავე დღეს 35ლარი

Posted by: donkosta 3 Oct 2012, 11:53
ვაკის რეესტრის განყოფილება დაკეტილია და რა ხდება?

Posted by: JPEG 3 Oct 2012, 20:32
ვინმემ ხოარიცით რეესტრი საბათს მუშაობს?

Posted by: progresi 3 Oct 2012, 20:41
JPEG
იმათთვის ვინც დაჩქარებული წესით იღებს დოკუმენტაციას.

Posted by: 7903251 4 Oct 2012, 15:49
QUOTE
იმათთვის ვინც დაჩქარებული წესით იღებს დოკუმენტაციას.



ეგეც მხოლოდ ძველი თბილისის რ-ნი ტერიტორიული სამსახური. smile.gif

Posted by: GeezerButler 7 Oct 2012, 17:17
ძველი პირადობა მა და ახლის ასაღებად იუსტიციის სახლში უნდა მივიდე თუ სამოქალაო რეესტრში?

Posted by: 7903251 7 Oct 2012, 20:57
GeezerButler


QUOTE
ძველი პირადობა მა და ახლის ასაღებად იუსტიციის სახლში უნდა მივიდე თუ სამოქალაო რეესტრში?



რომელიც უფრო ახლოა თქვენთვის იქ მიბრძანდით, ID ბარათი გაიცემა ორივე დაწესებულებაში.

Posted by: GeezerButler 7 Oct 2012, 22:22
7903251
QUOTE
რომელიც უფრო ახლოა თქვენთვის იქ მიბრძანდით, ID ბარათი გაიცემა ორივე დაწესებულებაში.

მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: nigini 12 Oct 2012, 15:27
გამარჯობათ

თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ

მუდმივ ბინადრობის მოწმობაზე მოვიდა დადებითი პასუხი მარტის თვეში, მაგრამ ვერ მოახერხეთ ჩამოსვლა.
არ შეიძლება მეუღლემ რომ ავიღო მის მაგივრად? მე ჩამოვედი ერთი კვირით
თუ არა, რომ არ მიგვიკითხავს ამდენი ხანი ხომ არ გააუქმებენ?

Posted by: progresi 12 Oct 2012, 16:32
nigini
მეუღლეს დაუტოვე სანოტარო მინდობილობა რომ იმოქმედოს შენი სახელით და შეეძლება გაგიკეთოს ყველა დოკუმენტი

Posted by: nigini 16 Oct 2012, 02:55
QUOTE
მეუღლეს დაუტოვე სანოტარო მინდობილობა რომ იმოქმედოს შენი სახელით და შეეძლება გაგიკეთოს ყველა დოკუმენტი



დიდი მადლობა პასუხისთვის,
ბოდიშს გიხდით, მაგრამ შეიძლება არასწორად დავწერე და ვერ გამიგეთ.

მეუღლეა უცხოელი და მე ვარ ქართველი
მეც წასული ვარ და მასთან ვცხოვრობ
ვერ ჩამოვედით ამ ხნის განმავლობაში და ეხლა მარტო მე ჩამოვედი, სამსახურის გამო ჯერჯერობით ვერ ჩამოდის
მე ვერ ავიღებ ესეიგი, იმიტომ რომ ნოტარიუსის მონდობილობას როგორ გააკეთებს, აქ არ არის

ვთქვათ კიდევ რამდენიმე თვე ვერ ჩამოვიდა, ხომ არ გააუქმებენ თანხმობას?


Posted by: 7903251 16 Oct 2012, 10:58
nigini


შემოგთავაზებთ ასეთ ვარიანტს, თქვენმა მეუღლემ - ადგილობრივ ნოტარიუსთან გააფორმოს მინდობილობა თქვენს საპასპორტო მონაცემებზე, და გამოგიგზავნოთ მინდობილობა ფოსტის საშუალებით!

Posted by: mersedes 16 Oct 2012, 17:51
მოგესალმებით , რა მაინტერესებს, მაქვს პასპორტი და მჭირდება კიდევ ახალი პასპორტის აღებაა, რამდენად უპრობლემოა მეორე პასპორტის აღება? ხომ არ შემექმნება რაიმე პრობლემა და ხომ არ იქნება უარყპოფითი პასუხი ერთი პასპორტის ქონის შემთხევვაში? მადლობა ყურადღებისთვის smile.gifდა 100 ლარის გადახდა მომიწევს თუ არა?

Posted by: progresi 16 Oct 2012, 18:43
mersedes
2 პასპორტი არ შეიძლება, ან ძველი უნდა ცააბარო და მერე აიღო ახალი ან ძველს ვადა გაუვიდეს ან დაკარგო და მერე აიღო ახალი. ამავე დროს თუ განაცხადებ რომ ვადა გაუვიდა და ახალს აიღებ და მერე ძველს გამოიყენებ სადმე შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

Posted by: nigini 17 Oct 2012, 00:34
7903251


QUOTE
შემოგთავაზებთ ასეთ ვარიანტს, თქვენმა მეუღლემ - ადგილობრივ ნოტარიუსთან გააფორმოს მინდობილობა თქვენს საპასპორტო მონაცემებზე, და გამოგიგზავნოთ მინდობილობა ფოსტის საშუალებით!


მადლობთ

Posted by: myadvokat 17 Oct 2012, 00:36
mersedes

ანუ ძველი პასპორტი არ გადგებათ( ვიზისტვის ადგილი აღარ დაგრჩათ მაგ.) თუ მაინცდამაინც ახალი გნებავთ შეძლებთ გაიცეს ახალი აღებას, თუმცა პარალელურად 2 პასპორტის ქონა აკრძალულია.. რაც შეეხება თანხას მოგიწევთ 100 ლარის გადახდა. თAნხები იზრდება თუ უფრო მოკლე ვადებში გინდათ პასპორტის დამზადება,.

Posted by: I am the one 17 Oct 2012, 02:03
აქ ვინც ცდილობთ ხალხს პასუხი გასცეთ ეცადეთ რაშიც დარწმუნებული ხართ იმაზე უპასუხოთ, მე სამწუხაროდ აღარ ვმუშაობ და იმის მერე თავიდან დაიწერა საპასპორტოს კუთხითაც და სამოქალაქო აქტების კუთხითაც კანონები, ძალიან ბევრი ცვლილებაა შესული !!!

mersedes
progresi

ჩემ დროს არანაირი პრობლემა არ იყო მეორე პასპორტის აღებაზე, არამგონია მაგაზე რამე შეეცვალათ

Posted by: venturara 17 Oct 2012, 02:31
I am the one
QUOTE
აქ ვინც ცდილობთ ხალხს პასუხი გასცეთ ეცადეთ რაშიც დარწმუნებული ხართ იმაზე უპასუხოთ, მე სამწუხაროდ აღარ ვმუშაობ და იმის მერე თავიდან დაიწერა საპასპორტოს კუთხითაც და სამოქალაქო აქტების კუთხითაც კანონები, ძალიან ბევრი ცვლილებაა შესული !!!


100% მართალი ხარ!

mersedes
QUOTE
მოგესალმებით , რა მაინტერესებს, მაქვს პასპორტი და მჭირდება კიდევ ახალი პასპორტის აღებაა, რამდენად უპრობლემოა მეორე პასპორტის აღება? ხომ არ შემექმნება რაიმე პრობლემა და ხომ არ იქნება უარყპოფითი პასუხი ერთი პასპორტის ქონის შემთხევვაში? მადლობა ყურადღებისთვის smile.gifდა 100 ლარის გადახდა მომიწევს თუ არა?



კანონი # 323-IIს - საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ
თავი # 3' - საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი
მუხლი # 20'5
მიღებულია - 24.06.2011 წ ძალაშია - 14.07.2011 წ
14.07.2011 წ - მდგომარეობით

3. გამოსაცვლელი პასპორტი, რომელიც შეიცავს მოქმედ საკონსულო ვიზას, ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს.

სხვა შემთხვევაში, ახალი პასპორტის აღებისას ძველი პასპორტი ანულირდება და გიბრუნდება უკან.


პირველ შემთხვევაში რათქმაუნდა იხდი 100 ლარს.

Posted by: mxiaruli gogona 27 Oct 2012, 00:18
mersedes


უპრობლემოდ შეიძლება ორო მოქმედი პასპორტი გქონდეს,უბრალოდ შეიძლება ოპერატორმა დაგაწერინოს განცხადება რომ ის პასპორტი გჭირდება,რადგან ვიზებია ან საელჩოში გაქვს დატოვებული

Posted by: shakoshako94 29 Oct 2012, 00:31
მშობლების ქორწინების მოწმობა განმეორებითი შემიძლია მე ავიღო? საზღვარგარეთ არიან თვითონ და....

Posted by: progresi 29 Oct 2012, 00:32
shakoshako94
როგორ არ შეგიძლია. რაუარი გითხრეს?

Posted by: shakoshako94 29 Oct 2012, 00:35
არა არ მიკითხავს. სამოქალაქო რეესტრში უნდა ავიღო? და რა არის საჭირო ხომ არ იცით?

Posted by: LEON_ 29 Oct 2012, 06:50
QUOTE
სამოქალაქო რეესტრი


რაც გაენტერესებთ ამ კაცს ჰკითხეთ PM ში http://forum.ge/?showuser=16940

Posted by: mimishka 7 Nov 2012, 20:29
გამარჯობა ყველას, როგორ გავიგო ჩემს მისამართზე (სადაც მე ვცხოვრობ), კიდევ ვინ არის დაფიქსირებული საჯარო რეესტრში?
მადლობა წინასწარ დახმარებისათვის

Posted by: JPEG 7 Nov 2012, 20:56
გამარჯობათ ,არის სასუალებ სადმე რო გავიგო ადამინს აქ რამე ქონება უძრავი რათქმაუნდა, ანმიცეს როდისმე ნაკვეთი სახლი? ანუ დზებნა საიდან დავიწკო ვიცი მისცეს მაგრამ საბუთები არმაქ დროც ბევრი გავიდა და მინდა ეხლა იპოვო არც ეს ადამიანი აგარ მკავს

Posted by: I am the one 7 Nov 2012, 21:35
JPEG


სამოქალაქო რეესრტს საერთოდ არ ეხება, თუ ქონებრივი დავაა ან შენი წინაპარია შეაგროვე საბუთები რომ მართლა ნათესავია და საჯაროში მოითხოვე და მერიაში განცხადებები დაწერე და დაურთე ოღონდ იმის გარდაცვალების მოწმობა გინდა რომ დაადასუტრო მკვდარია და შენი მასთან ნათესაობის დამაკავშირებელი ყველა დოკუმენტი

Posted by: shakoshako94 16 Nov 2012, 16:26
ვინმემ ხომ აერ იცით ქორწინების მოწმობის აღება რა ღირს და აპოსტილით დამოწმება?

Posted by: venturara 16 Nov 2012, 17:41
shakoshako94
QUOTE
ვინმემ ხომ აერ იცით ქორწინების მოწმობის აღება რა ღირს და აპოსტილით დამოწმება?


ერთი დოკუმენტის ან დოკუმენტის თარგმანის ან ასლის ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება:

8 სამუშაო დღე – 20 ლარი

4 სამუშაო დღე – 40 ლარი

2 სამუშაო დღე – 70 ლარი

1 დღე – 100 ლარი

დოკუმენტის თარგმნა: ერთი გვერდი – 20 ლარი

ქორწინების მოწმობის განმეორებით აღება:

ა) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური - 2 ლარი;
ბ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური 2 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 ლარი;
გ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის - მომსახურების საფასური 2 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 15 ლარი;
დ) იმავე დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური 2 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 25 ლარი.



Posted by: sus 20 Nov 2012, 11:18
გამარჯობა, ვცხოვრობ საზღვარგარეთ, ვაპირებთ განქორწინებას, რის შემდეგაც შემეცვლება გვარი. ეგრევე ჩამოვალ თბილისში და როგორ დავიწყო საბუთების მოწესრიგება არ ვიცი. ჯერ პირადობა უნდა ავიღო ჩემი ძველი გვარით და მერე პასპორტი? რა საბუთები დამჭირდება?და რამდენ ხანში მოვაგვარებ?
http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=11 ვნახე მაგრამ გვარის შეცვლაზე არაფერი არ წერია.

Posted by: 7903251 20 Nov 2012, 13:01
sus



QUOTE
ვაპირებთ განქორწინებას



განქორწინების მოწმობას, რომ აიღებთ მიგეთითებათ ახალი გვარი, მაგ განქორწინების მოწმობას წარადგენთ თქვენთვის სასურველ ორგანოებში (მაგ: იუსტიციის სახლში) და შეგეცვლებათ გვარი...


ანუ უფრო მარტივად, რომ აგიხსნათ, როდესაც ხელს აწერთ ქორწინებაზე გვარის შეცვლის უფლება ხომ გაქვს (ანუ გადახვიდეთ მეუღლის გვარზე) განქორწინებისასაც იგივე წესი მოქმედებს, შეგეკითხებიან გნებავთ თუ არა ქალიშვილობის გვარის აღდგენა თუ ისევ ამ გვარზე დარჩებით...

Posted by: sus 20 Nov 2012, 21:46
7903251
მადლობა... თუ რამე ვერ გავერკვიე კიდე შეგაწუხებთ wink.gif

Posted by: cozanostra 25 Nov 2012, 16:37
გამარჯობა, შეკითხვა მაქვს და კონსულტაციას თუ გამიწევთ ძალიან დამეხმარებით. არ ვიცი როგორ მოვიქცე.

მინდა განქორწინება, მაგრამ ჩემი ქმარი აგდია საზღვარგარეთ, კონკრეტულად ესპანეთში ( 7-8 წელია ). ვერ ვახერხებ დაკავშირებას, არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი სად არის და როგორ არის. საქრთველოში აგარც ჩამოსულა. მაინტერესებს როგორ მოვიქცე , რომელ ორგანოს მივაკითხო დახმარებისთვის. ადვოკატის აყვანა ხომ არაა საჭირო?

ველოდები თქვენს გამოხმაურებას, მადლობა წინასწარ!

Posted by: I am the one 25 Nov 2012, 20:16
cozanostra


მისი თანხმობა აუცილებელია რეესტრში განქორწინების დასარეგისტრირებლად, შეილაბა სასამართლოში იყოს გამოსავალი ეგ ზუსტად არ ვიცი.

Posted by: 7903251 26 Nov 2012, 01:26
cozanostra



განქორწინებისას ორივე მეუღლის ნება უნდა იყოს გამოხატული...


სცადეთ ყველანაირი ხერხით (ნათესავებით, ნაცნობებით, მეზობლებით და ა.შ) დაკავშირება თქვენს კანონიერ მეუღლესთან.
თუ მართლაც არანაირი ცნობა მის შესახებ არ არსებობს, გირჩევთ მიმართეთ პოლიციას დასახმარებლად.
ამ ეტაპის უშედეგოდ გავალის შემდეგ გექნებათ საფუძვლიანი მიმართვა სასამართლოსადმი...


გირჩევთ ადვოკატის კონსულტაციას!


თუმცა, გირჩევთ პირადი სანაცნობოს მეშვეობით დააზუსტოთ თქვენი კანონიერი მეუღლის ადგილსამყოფელი და რამენაირად შეძლოთ პირადად გაესაუბროთ. (შეგახსენებთ, რომ თუ პირი უცხოეთშია მას შეუძლია სკაიპით მოგცეთ მინდობილობა განქორწინებისათვის მისი სახელით მოქმედებისა)


წარმატებებს გისურვებთ!

Posted by: cozanostra 26 Nov 2012, 13:20
QUOTE (7903251 @ 26 Nov 2012, 01:26 )
cozanostra



განქორწინებისას ორივე მეუღლის ნება უნდა იყოს გამოხატული...


სცადეთ ყველანაირი ხერხით (ნათესავებით, ნაცნობებით, მეზობლებით და ა.შ) დაკავშირება თქვენს კანონიერ მეუღლესთან.
თუ მართლაც არანაირი ცნობა მის შესახებ არ არსებობს, გირჩევთ მიმართეთ პოლიციას დასახმარებლად.
ამ ეტაპის უშედეგოდ გავალის შემდეგ გექნებათ საფუძვლიანი მიმართვა სასამართლოსადმი...


გირჩევთ ადვოკატის კონსულტაციას!


თუმცა, გირჩევთ პირადი სანაცნობოს მეშვეობით დააზუსტოთ თქვენი კანონიერი მეუღლის ადგილსამყოფელი და რამენაირად შეძლოთ პირადად გაესაუბროთ. (შეგახსენებთ, რომ თუ პირი უცხოეთშია მას შეუძლია სკაიპით მოგცეთ მინდობილობა განქორწინებისათვის მისი სახელით მოქმედებისა)


წარმატებებს გისურვებთ!

მადლობა ყველას! მაინც ალბათ ჯობია ადვოკატი ავიყვანო. smile.gif

Posted by: kukaracha_mokles 28 Nov 2012, 19:33
მიწის ნაკვეთის გადაფორმება რა ჯდება ხოვერ მეტყვით?

Posted by: progresi 28 Nov 2012, 22:04
kukaracha_mokles
ყიდავა-გაყიდვა? 50 ლარი

Posted by: kukaracha_mokles 29 Nov 2012, 12:00
progresi
არა კაცო ერთი ოჯახის წევრიდან მეორეზე გადაფორმება მაინც 50 ლარიი?

Posted by: quchi 29 Nov 2012, 14:14
არასრულწლოვანმა შესაძლოა აიღოს ახალი პირადობის მოწმობა?
შეღავათი არის საფასურთან დაკავშირებით?


წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: levani1221 5 Dec 2012, 00:14
გამარჯობათ, მაინტერესებს საზღვარგარეთ როცა არის მეუგლე მასტან განქორწინება როგორ შეიძლება. მადლობა წინასწარ

Posted by: cozanostra 5 Dec 2012, 20:04
QUOTE (levani1221 @ 5 Dec 2012, 00:14 )
გამარჯობათ, მაინტერესებს საზღვარგარეთ როცა არის მეუგლე მასტან განქორწინება როგორ შეიძლება. მადლობა წინასწარ



გადახედე წინა გვერდს. smile.gif smile.gif







Posted by: sus 5 Dec 2012, 21:53
სად ხდება დოკუმენტის თარგმანის ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება და ვინ ახორციელებს დოკუმენტის თარგმანს?

თუ მოქალაქეს, უცხოეთში წარდგენის მიზნით, ესაჭიროება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის თარგმანის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია, თარგმანს ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანო. ამასთან, თარგმანის დამოწმება დამოკიდებულია იმ ადმინისტრაციულ ორგანოზე, რომელიც განახორციელებს თარგმანს. თარგმანის განმახორციელებელ ერთ-ერთ ასეთ ორგანოს წარმოადგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, კერძოდ – აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველო.


გამარჯობა, კვლავ მჭირდება თქვენი დახმარება. თურქეთში განქორწინების მიზნით შემეცვლება გვარი, საკონსულოში მითხრეს რომ განქორწინების საბუთი თბილისში უნდა გადავთარგმნო და ამის მერე მოვარხერხებ ჩემი გვარით პირადობის აღებას. ეს საბუთი მე რომ გამოვაგზავნო და დედაჩემმა თარგმანი და აპოსტილი გააკეთებინოს თუ შესაძლებელია? თუ ჩემი ყოფნა არის აუცილებელი?
* * *
უიი ეხლა ვნახე საიტზე წერია თურმე ნებისმიერ პირს შეუძლია მიტანა. და თურქეთში აღებული საბუთი თბილისშIი უნდა ითარგმნოს და დამოწმდეს თუ სადაც გაიცემა იმ ქვეყანაში? საკონსულოში თბილისშიო მითხრეს მაგრამ მაინც გადამოწმება მინდა ხშირად ერევათ აქ რაღაცეები
* * *
პასპორტს ვადა ა1ვს 2021 წლამდე და რო არ გამოვცვალო გვარის ჩასწორება თუ არის შესაძლებელი?

Posted by: sus 8 Dec 2012, 21:36
................................................................
???

Posted by: david1990 18 Apr 2013, 22:01
ID ბარათი სტუდენტებისთვის უფასოა?

Posted by: ninicool 19 Apr 2013, 08:43
david1990
QUOTE
ID ბარათი სტუდენტებისთვის უფასოა?

კი

Posted by: david1990 19 Apr 2013, 18:58
ninicool
ონლაინ დახმარებამ ეხლა მითხრა 20 ლარი გახდაო sad.gif

Posted by: Metallica Loverman 10 May 2013, 19:19
ხალხო, რა მაინტერესებს, თურქეთში მიწევს ორჯერ წასვლა ზაფხულში. არასრულწლოვანი ვარ, დედა ამერიკაშია, მამა ციხეში და მჭირდება მინდობილობის გაკეთება და რა არის საჭირო?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 10 May 2013, 19:23
Metallica Loverman

ოფიციალური მზრუნველი არ გყავს?

Posted by: Metallica Loverman 10 May 2013, 19:24
LEGEN_wait for it_DARY
რავი, აზრზე არ ვარ...

Posted by: progresi 10 May 2013, 19:27
Metallica Loverman
და ვისთან ხარ?მამის და დედის, ან ოფიციალურად მზრუნველის თანხმობა თუ არ იქნა ვერსადაც ვერ წახვალ, ასე რომ ამ ეტაპზე ჯობია დედამ ამერიკიდან გამოგიგზავნოს და მამამ ციხიდან ვინმეზე მინდობილობა რომ წაგიყვანონ.

Posted by: Metallica Loverman 10 May 2013, 19:32
progresi
და ისე არ შეიძლება, რო უბრალოდ ნებართვა მომცენ და ვისთან ერთადაც მინდა წავიდე? ჯგუფთან ერთად მივდივარ და არავის ვიცნობ იქ...

Posted by: MKA 11 May 2013, 11:29
გამარჯობა, მაინტერესებს სხვა ქვეყნის მოქალაქეს თუ შეუძლია უძრავი ქონების შეძენა და გადაფორმება?

Posted by: აჩრდილი 11 May 2013, 12:09
შაბათობით არ მუშაობენ? 2405405-ზე ვერ ვუკავშირდები.

-------------------------

Posted by: vaguria 12 May 2013, 17:47
გამარჯობა, ასეთი კითხვა მაქვს. მაქვს ძველი საზღვარგარეთის პასპორტი, ანუ ბიომერტული სურათის გარეშე, რომელსაც ვადა 2014 წელს გასდის. შემიძლია ამ პასპორტით აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთა?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 12 May 2013, 17:59
vaguria

ბორჯღალებიან პასპორტზე თუ იძახი, გაუქმებულია ეგ პასპორტი უკვე.. ახალი უნდა აიღო.

Posted by: just_mee 27 Jun 2013, 22:57
გამარჯობა.განქორწინებისას რა საბუთებია საჭირო? ბავშვი 5 წლის ჰყავთ,ორივე მხარე თანახმაა,სასამართლო აუცილებელია?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 27 Jun 2013, 23:19
just_mee

აღარაა უკვე აუცილებელი. იუსტიციის სახლს მიმართე და გეტყვიან ზუსტად.

Posted by: aloha 28 Jun 2013, 13:45
just_mee

განქორწინების რეგისტრაციისთვის, ერთობლივი სურვილის შემთხვევაში, მიმართეთ იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს;
რეგისტრაციისთვის წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:
განსაქორწინებელ პირთა ერთობლივი წერილობითი განცხადება;
განსაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ქორწინების მოწმობა.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მინდობილი პირი ხართ, წარმოადგინეთ:
მინდობილობა (სათანადო წესით დამოწმებული);
ქორწინების მოწმობა;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.



განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის გასვლისთანავე;
განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური წარმოადგენს 45 ლარს;
საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან იძულებით გადაადგილებული, დევნილად ცნობილი პირები;
მომსახურების ვადის (5 კალენდარული დღე) ამოწურვამდე, რომელიმე მეუღლის მიერ განქორწინების გადაფიქრების შემთხვევაში, განქორწინების რეგისტრაციის პროცესი შეწყდება.


Posted by: Metallica Loverman 28 Jun 2013, 16:34
არ ვიცი სწორ თემაში ვსვამ თუ არა კითხვას მარა რა მაინტერესებს...

საზღვარზე გადასასვლელად მჭირდება ID ბარათი, ვარ 15 წლის და სად მიდი, რა დამჭირდება და რამდენი ხანი დასჭირდება აღებას?

Posted by: progresi 28 Jun 2013, 16:46
Metallica Loverman
იუსტიციის სახლში უნდა მიხვიდე, აამასთან საზღვარზე გადასასვლელად მშობლებს თანხმობაც გინდა, რადგან არასრულწლოვანი ხარ

Posted by: Metallica Loverman 28 Jun 2013, 16:58
progresi
თანხმობა უკვე მაქვს. და რა საბუთის მიტანა დამჭირდება ბარათის ასაღებად და რამდენი ხანი ჭირდება?

Posted by: aloha 28 Jun 2013, 17:27
Metallica Loverman
http://psh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=305


ყველა კითხვას გასცემს პასუხს მემგონი smile.gif

Posted by: progresi 28 Jun 2013, 17:33
Metallica Loverman
დაბადების მოწმობა, მშობლების პირადობები და ფოტოს იქვე გადაიღებ. როგორც მახსოვს 4 სამუშაო დღეში გაძლევენ.

Posted by: just_mee 28 Jun 2013, 17:50
aloha
მადლობა.................................................

Posted by: Metallica Loverman 28 Jun 2013, 17:56
progresi
aloha
დიდი მადლობა...

Posted by: boni91 6 Jul 2013, 10:02
გამარჯობათ. ძველი პირადობის მოწმობა მქონდა და დამეკარგა, ჰოდა ახლა ახალი პირადობის ასაღებად რამე საბუთები უნდა მივიტანოო ?.. ან ჯარიმა არის რამე გადასახადი ? (ID ბარათის ფასს არ ვგულისხმობ)

Posted by: 7903251 6 Jul 2013, 12:02
boni91


მიბრძანდით იუსტიციის სახლში მხოლოდ ფოტოსურათს გადაიღებთ ადგილზე.

Posted by: MALI 7 Jul 2013, 05:46
მაინტერესებს

ქორწინების თარიღის დადგენა როგორ შეიძლება? გვაქვს მხოლოდ განქორწინების მოწმობა სადაც ქორწინების თარიღი არაა ნახსენები.

სამაოქალაქო რეესტრში რომ მივიდეს პირი საკუთარი პირადობის მოწმობით, ვერ გაარკვევს საკუთარი, პირველი ქორწინების თარიღს?

ან რა ხერხს შეიძლება მივმართოდ?

გთხოვთ თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია მომაწოდოთ
მადლობა წინასწარ

Posted by: 7903251 7 Jul 2013, 14:13
MALI
QUOTE
სამაოქალაქო რეესტრში რომ მივიდეს პირი საკუთარი პირადობის მოწმობით, ვერ გაარკვევს საკუთარი, პირველი ქორწინების თარიღს?



გაარკვევს!

Posted by: MALI 7 Jul 2013, 22:58
7903251
დიდი მადლობა smile.gif
ძალიან დაგვეხმარე smile.gif

Posted by: ekauka 8 Jul 2013, 11:39
გამარჯობა, დახმარება მჭირდება. იუსტიციის სახლში არ გადამამისამართოთ, ვერ გამარკვიეს იქ smile.gif საკადასტრო ნახაზში არის დაშვებული შეცდომა, რის გამოც ვერ ვარეგისტრირებ გარაჟს. ვარ ამხანაგბის წევრი და ეს დასარეგისტრირებელი ფართიც ამხანაგობის საკუთრებაა და მოქცეულია წითელ ხაზებში. ამხანაგობის წევრთა რა რაოდენობის ხელმოწერაა საჭირო საკადასტრო რუქის სესაცვლელად. იქნებ ან მპასუხოთ ან დამილინკოთ შესაბამისი ინფო სად შემიძლია მოვიპოვო

Posted by: 7903251 8 Jul 2013, 19:33
ekauka


თუ არის შეცდომა დაშვებული მაშინ მივიდეს ამხანაგობის თავჯდომარე და შეიტანოს განცხადება შესწორებაზე ახალი საკადასტრო რუქით.

ამხანაგობის წევრთა თანხმობის აუცილებლო ამ შემთხვევაში არაფერშუაშია, რადგან შეცდომაა დაშვებული....


QUOTE
იუსტიციის სახლში არ გადამამისამართოთ, ვერ გამარკვიეს იქ



არ ვიცი რატომ ფიქრობთ ეგრე. მაინც იქ არ მოგიწევთ ახლა მისვლა? ისე შემიძლია გირჩიოთ ასევე კომპანიები რომლებიც საკადასტრო/აზომვით ნახაზზე მუშაობენ თქვენ მაგივრად.

Posted by: boni91 8 Jul 2013, 20:50
QUOTE (7903251 @ 6 Jul 2013, 12:02 )
boni91


მიბრძანდით იუსტიციის სახლში მხოლოდ ფოტოსურათს გადაიღებთ ადგილზე.

მადლობა..
ვიყავი დღეს.. რა გამარტივებულია პირადობის მოწმობის აღება, ადრე რაიყო ტოო იმენა ნერვოზი გამიჩნდა პირველი პირადობის აღებისას biggrin.gif

Posted by: 7903251 9 Jul 2013, 11:46
boni91



წარმატებებს გისურვებთ!

Posted by: JPEG 9 Jul 2013, 12:22
სოფლის მეურნების სამინისტრო სადაა ტელეფონი ან რამე ხო არ შეგიძლიათ რო მომცეთ

Posted by: 7903251 9 Jul 2013, 12:54
JPEG


თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. #6
237 66 89

Posted by: Metallica Loverman 10 Jul 2013, 16:15
ძალიან მეჩქარება ხალხო, ვადაგასული პასპორტის გამოცვლა რა ღირს და რამდენი ხანი უნდა?

Posted by: TedTed 11 Jul 2013, 14:02
გამარჯობა, იქნებ ვინმემ მითხრას, სად მოვიპოვო დოკუმენტი,სადაც მითითებული იქნება ფაქტობრივი საცხოვრებელი?

Posted by: Nirvanius 16 Sep 2013, 12:29
გამარჯობათ, მაინტერესებს ბიომეტრიული პასპორტის აღება სტუდენტებისთვის ნახევარი ფასი ჯდება?

Posted by: 7903251 16 Sep 2013, 14:29
Nirvanius


მოგესალმებით,

თუ თქვენ სარგებლობთ IDბარათით, რომელზეც დატანილია სტუდენტის სტატუსი, მაშინ თქვენ ისარგებლებთ 5 % ანი შეღავათით.

Posted by: JPEG 16 Sep 2013, 14:44
შპს ორ პირზ\ე იყო დაარსებული და მართო ერთ მხარეს სეუძლია რო გააუქმოს, ან თავისი 50 % რო გააქმოს

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 16 Sep 2013, 16:01
JPEG

აჩუქოს ეს წილი მეორე პარტნიორს, არ არის თანახმა?

Posted by: JPEG 16 Sep 2013, 16:34
მე არვიცი არაა ის პიროვნება ქვყაენაში მგონი sad.gif თორე ისე მიკვანდა და ორივეს თანხმობით ადვილად გააუქმებდნენ
რა ქნას?

Posted by: Nirvanius 16 Sep 2013, 17:07
7903251

მადლობ მაგრამ 5 ლარი არაფერს წყვეტს biggrin.gif

Posted by: 7903251 17 Sep 2013, 10:54
Nirvanius



ჩემი, რომ იყოს სტუდენტობას საერთოდ უფასოდ ვაცხოვრებდი, აქეთ ხელფასსაც დავუნიშნავდი. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ხელისუფლებაში, რომ მოვალ შემახსენეთ! lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Nirvanius 17 Sep 2013, 11:26
7903251

არა თანხა არ მიჭირს, კარგი შემოსავალი მაქვს პირადად მე, უბრალოდ მაინტერესებდა თუ არის შეღავათი smile.gif))

კარგი წამოწყებაა, მაგრამ ხელისუფლებაში რომ მოდიან მერე ავიწყდებათ biggrin.gif

Posted by: 7903251 17 Sep 2013, 20:24
Nirvanius


QUOTE
მაგრამ ხელისუფლებაში რომ მოდიან მერე ავიწყდებათ



მე თუ დამავიწყდება რამე შემირცხვეს ციფრებიანი ნიკი 7903251 lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Hooligan11 19 Oct 2013, 17:43
გამარჯობათ. დაბადების მოწმობის აპოსტილით დამოწმება სად და როგორ შეიძლება ხომ არ იცით ?
საზღვარგარეთ ვარ და სასწრაფოდ მჭირდება

Posted by: giorgy21 23 Oct 2013, 16:03
7903251
მე ვცხოვრობ, სხვაგან და საბუთში ძველი ადგილი მიწერია smile.gif
როგორ დაუკავშირდე? თბილისის ახალი კოდი არ ვიცი, ან ონლაინ, როგორ დაუკავშირდე?

Posted by: sunshine555 23 Oct 2013, 16:05
giorgy21


რეესტრს თუ გინდა დაუკავშIრდე ონლაინ შედი რეესტრი.გოვ.გე მერე ონლაინ ჩეთი და კითხე

Posted by: giorgy21 23 Oct 2013, 17:04
sunshine555
გასაგებია, მადლობა


Posted by: helen-mako 3 Nov 2013, 00:34
მინტერესებს თუ შეიძლება განქორწინება ისე რომ ცოლ-ქმრი ერთად არ მივირეს სამოქალაქო რეესტრში? ანუ ქმარი სხვა რაიონში ცხოვრობს და იქ რომ შეიტანოს განცხადება? და თუ ეს შესაძლებელია რა არის ამისთვის საჭირო და რა ვადა სჭირდება? დიდი მადლობას გიხდით დახმარებისთვის

Posted by: sunshine555 3 Nov 2013, 10:14
helen-mako

შეიძლება მაგრამ მინდობილობა გინდა მაშინ რომ სხვა პირი მივიდეს (შენი რწმუნებული). ცალ-ცალკე მისვლა არ გამოვა შენ აქ და ის იქ

Posted by: BFMV 7 Dec 2013, 02:39
გამარჯობა,რამდენად მიპასუხებთ ამ კითხვაზე, არ ვიცი,მაგრამ მაინც ვიკითხავ. აბიტურიენტი ძმისშვილი მყავს საატესტატო გამოცდების პირველი ნაწილი ჩააბარა და მას შემდეგ დაბადების მოწმობაში სახელი შეიცვალა და რაიმე სახის პრობლემას,ხომ არ შეუქმნის დანარჩენი ოთხი გამოცდის ჩაბარებაზე/ატესტატის მიღებაზე ?

Posted by: sunshine555 7 Dec 2013, 09:17
BFMV


წარადგინოს ეგ საბუთი რაც მისცეს და პრობლემა არ შეექმნება smile.gif

Posted by: BFMV 7 Dec 2013, 15:37
sunshine555
გასაგებია,მადლობა.

Posted by: ififif 13 Apr 2014, 16:01
დაბადების მოწმობა დავკარგე! რახირს ახალი?

Posted by: 7903251 13 Apr 2014, 21:18
ififif


მეხუთე სამუშაო დღეს 2 ლარი ღირს, თუმცა დაჩქარებაც შეიძლება

Posted by: pihtona1 26 Apr 2014, 17:45
მოგესალბებით კეთილო ხალხო

ერთი პატარა შეკითხვა მაქვს?

მამაჩემა ჩუქება გაუკეთა ჩემ ძმას ბინის რომელშიც მე და ჩემი მეუღლეც ვწერივართ ანუ მამაჩემა სრულად აჩუქა ბინა ჩემ ძმას მაგრამ რძალი მყავს სწერვა თან ძან მაგარი სწერვა.

მოვალაში ექნება თუ არა ჩემ ძმას და რძალს ჩემთვის და ჩემი ოჯასისთვის პანჩურის ამორტყმის უფლება ესევე გყვავს და რომელიც ჩაწერილია სხვა ბინაში.

და ბოლოს რაც მაინტერესებს ( რის გაკეთება შეიძლება ყოველ შემთხვევისთვისრომ თავი დავიცვა და ბინიდან არ გამაგდოს ძმამ და რძალმა?)

წინასწარ დიდი მადლობათ..

Posted by: freecooler 27 Apr 2014, 15:13
QUOTE (pihtona1 @ 26 Apr 2014, 16:45 )
მოგესალბებით კეთილო ხალხო

ერთი პატარა შეკითხვა მაქვს?

მამაჩემა ჩუქება გაუკეთა ჩემ ძმას ბინის რომელშიც მე და ჩემი მეუღლეც ვწერივართ ანუ მამაჩემა სრულად აჩუქა ბინა ჩემ ძმას მაგრამ რძალი მყავს სწერვა თან ძან მაგარი სწერვა.

მოვალაში ექნება თუ არა ჩემ ძმას და რძალს ჩემთვის და ჩემი ოჯასისთვის პანჩურის ამორტყმის უფლება ესევე გყვავს და რომელიც ჩაწერილია სხვა ბინაში.

და ბოლოს რაც მაინტერესებს ( რის გაკეთება შეიძლება ყოველ შემთხვევისთვისრომ თავი დავიცვა და ბინიდან არ გამაგდოს ძმამ და რძალმა?)

წინასწარ დიდი მადლობათ..

თუ მამა შენს სიტყვაზე რაიმე ცუდათ მოექცენ, შეუძლია მამა შენს ეს ბინა უკან გამოითხოვოს.
მაგრამ ეს ბინა არის შენს ძმაზე და შენი ძმა არის იქ მთავარი, რძალი ვერ იზამს ვერაფერს, ძმა კი.
ანუ ძმა განკარგავს...


სიტყვაზე ტიპს ეკუთნის ბინა და ჯვარი წერია ან მოკვდა ან რაღაცა, ის ბინა რჩება: დედა და მამას, შვილს და ცოლს/ქმარს. ანუ ბინა იყოფა ნაწილებათ, ძმას და დას არაფერი არ ხვდება, ანდერძიც რომ დაწეროს, წილი მაინც შეხვდება: მშობლებს, შვილს და მეუღლეს, და დანარჩენი ნაწილი რაც არის ანდერძით დაწერილი იმ ტიპს დარჩება ნაწილი...

შენს ძმამ უნდა დაწეროს ანდერძი შენზე და შენს შვილებზე იმათ რომ რამე შეხვდეს..........

Posted by: pihtona1 27 Apr 2014, 16:05
freecooler
ანუ ეხლა მე არაფერი არა მაქვს და შესაძლოა არც ღარაფერი მქონდეს ხომ? სიტყვაზე ძმამ თუ არაფერი მომცა? და მითხრა დამიცარიელე ბინავო თავისუფლად
დამატოვინებს საცხოვრებელ ფართს, მაგრამ სად უნდა წავიდე სად უნდა ვიცხოვრო?? გარეთ?

ანუ გარეთ შეუძლია გამაგდოს?

Posted by: butia 28 Apr 2014, 09:49
QUOTE (pihtona1 @ 27 Apr 2014, 16:05 )
freecooler
ანუ ეხლა მე არაფერი არა მაქვს და შესაძლოა არც ღარაფერი მქონდეს ხომ? სიტყვაზე ძმამ თუ არაფერი მომცა? და მითხრა დამიცარიელე ბინავო თავისუფლად
დამატოვინებს საცხოვრებელ ფართს, მაგრამ სად უნდა წავიდე სად უნდა ვიცხოვრო?? გარეთ?

ანუ გარეთ შეუძლია გამაგდოს?

საჯარო რეესტრში თუ შენი ძმა არის მითითებული ბინის მესაკუთრედ შეუძლია გამოგასახლოს.

Posted by: pihtona1 28 Apr 2014, 22:34
butia
მერე აგრე შეძლება სად წავიდე.. ეგრე შეიძლება?

Posted by: nananana 26 Jun 2014, 18:33
გამარჯობა, ასეთი შეკითხვა მაქვს. ბებია ქორწინების შედეგად გადავიდა ქმრის გვარზე. ამის შემდეგ ქმარმა შეიცვალა გვარი, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს. მაგრამ სამოქალაქო რეესტრს რა ბაზაც აქვს იქ ფიქსირდება ბებია ქმრის პირვანდელი გვარით და არა შეცვლილით. თუმცა ჩვენ რა ქორწინების მოწმობაც გვაქვს იქ წერია ქმრის ეხლანდელი გვარი. ბებიას ყველა დოკუმენტი პირადობაც, პენსიაც და ა.შ. ქმრის შეცვლილ გვარზე აქვს. იუსტიციის სახლში მითხრეს რომ შეცდომითაა შევსებულიო, ბებია ქმრის გვარზე ეხლა ვეღარ გადავა, რადგან ქმარი გარდაცვლილია. რა გზა არსებობს რომ ეს გასწორდეს? არ შეიძლება ჩანაწერში რომ მოვითხოვო შესწორების შეტანა? იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ რა უნდა გავაკეთო. ფაქტიურად ბებია ქმრის გვარზე რომ გადასულია ფიქსირდება, უბრალოდ ცანაწერი რაც აქვს სამოქალაქო რეესტრს იქ არაა შეტანილი რომ ქმარმა გვარი რომ შეიცვალა ცოლიც ავტომატურად იმ გვარზე რომ გადავიდა. წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: freecooler 16 Jul 2014, 16:48
ახლობელია 45 წლის არის, და 1994 წელს საქართველოში საპასპორტოში თბილისში ჩააბარა სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტი, მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ამ სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის ამოღება არქივიდან ? ან სად შეიძლება ეგ პასპორტი იყოს ? რომელ არქივში ? ან თუ შეიძლება მაგალითად მისგან ამონაწერი გაკეთდეს ? რა ეწერა შიგნით და სად იყო რეგისტრაცია და ასე შემდეგ ?.............

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 16 Jul 2014, 17:07
freecooler

თუ სადმე იქნება სამოქალაქო რეესტრის არქივში.. უნდა მიმართო სამოქალაქო რეესტრს.

Posted by: NEWDRIVER 26 Jul 2014, 22:55

ძველი მესაკუთრეების ამოშლა მინდა - სხვაგან არ არიან ოღონდ ჯერ ჩაწერილები
და იუსტიციის სახლში მითხრეს ვერ იზამთო, თითონ უნდა გადაეწერონო
და მე რატო უნდა ველოდო?/
იქნებ არ გადაეწეროს და გადასახადები სხვის გამო რატო უნდა ვიხადო/

Posted by: progresi 27 Jul 2014, 12:33
NEWDRIVER
მიმართე სასამართლოს და გაასაჩივრე აქტი.

Posted by: NEWDRIVER 27 Jul 2014, 21:58
progresi
ისა და რომელი აქტი გავასაჩივრო?
--------------------

Posted by: progresi 27 Jul 2014, 22:10
NEWDRIVER
რომლითაც უარი უთხრეს ამოწერაზე.

Posted by: NEWDRIVER 28 Jul 2014, 11:13
progresi
ოფიციალურად არ მიმიმართავს...
კონსულტანტის ზეპირი ნათქვამი კიდე სად გავასაჩივრო
რანაირად მსჯელობთ ვერ მივხვდი
weep.gif

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 28 Jul 2014, 11:14
NEWDRIVER

განცხადება შეიტანე ამოწერის შესახებ, მერე რასაც გიპასუხებენ წერილობით ის გაასაჩივრე.

Posted by: NEWDRIVER 28 Jul 2014, 11:36
როარ ვასაჩივრო და 1000 */ბები როარ ვაკეთო
მარტივად არ შეიძლება ძველი მესაკუთრეები ამოვწერო?
რა უბედური ქვეყანაა მართლა

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 28 Jul 2014, 11:39
NEWDRIVER

როგორ უნდა ამოწერო, თუ ორგანო, რომელმაც უნდა ამოწეროს უარს გეუბნება? smile.gif

Posted by: NEWDRIVER 28 Jul 2014, 12:04
LEGEN_wait for it_DARY
მაგან უნდა ამოწეროს?
არ ვიცი და იმიტომ ვკითხულობ
მე როგორც ვიცოდი ეს ორგანო შვრება მაგას
მივედი იუსტიციის სახლში კონსულტაციაზე
კონსულტანტმა მითხრა არაო, შენ კიარა იმან უნდა ამოიწეროსო თავისი თავიო და სხვაგან უნდა ჩაეწეროსო
ვიკითხე რატომ-პასუხი ვერ გამცა
მერე მოვმართე ფორუმს
დავსვი კითხვა რა გავაკეთო მე, ახალმა მესაკუთრემ, უნდა ველოდო ვიღაცას?
იქვე დავსვი მე2 კითხვა- რატომ არ შეიძლება უფრო მარტივად გაკეთდეს ყველაფერი......
თქვენ კიდე წადი ასაჩივრეო

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 28 Jul 2014, 12:36
მოკლედ მიდი იუსტიციის სახლში.. და დაწერე განცხადება, რომ როგორც მესაკუთრეს გინდა ესა და ეს ადამიანი რეგისტრაციიდან მოხსნა..

უარი თუ გითხრეს, შეგიძლია ამობეჭდო საქართველოს იუსტიციის მინისტრის N-98 ბრძანების მე-19 და მე-20 მუხლები და დაუდო მაგიდაზე იქნებ ეგრე მაინც წააიკითხონ.



"მუხლი 19. რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლები
1. პირი რეგისტრაციიდან მოხსნას ექვემდებარება:
ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას;"



"მუხლი 20. რეგისტრაციიდან მოხსნა
თუ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საცხოვრისის მესაკუთრის წერილობითი განცხადებით მოთხოვნილი იქნება მის საკუთრებაში არსებული საცხოვრისის მისამართზე რეგისტრირებული პირის რეგისტრაციიდან მოხსნა. რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე
გადაწყვეტილება მიიღება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადმოგზავნილი მესაკუთრის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში."


Posted by: kakhaaa 28 Jul 2014, 12:55
NEWDRIVER

მიდი საჯარო რეესტრში ორ მოწმესთან ერთად, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მაგ მისამართზე აღარ ცხოვრობს რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი. ყველაზე მარტივი გზაა ესაა.. თუ 6 თვე გასულია უკვე რაც აღარ ცხოვრობს.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 28 Jul 2014, 13:05
kakhaaa

არ ჭირდება ორი მოწმე.. მესაკუთრეს განცხადება საკმარისია

Posted by: NEWDRIVER 28 Jul 2014, 13:09
kakhaaa
ლოოლ
აბა რას ვწერდი წეღან
მისული ვიყავი იმ 2 მოწმესთან ერთად და გამომაბრუნეს უკან

და 6 თვე რატო უნდა ველოდო


LEGEN_wait for it_DARY
მადლობა 2kiss.gif
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როგორი ,,პროფესიონალები" ყავთ იუსტიციის სახლში დასაქმებულები

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 28 Jul 2014, 13:13
NEWDRIVER

არც 6 თვე არ უნდა ელოდო და არც ორი მოწმე არ უნდა მიიყვანო.. პირდაპირ განცხადება და 10 დღეში უნდა მიიღო გადანწყვეტილება.


Posted by: kakhaaa 28 Jul 2014, 13:31
NEWDRIVER

წეღან რას წერდი არვიცი, და არც აქვს მნიშვნელობა. ყველაზე მარტივი გზა (თუ 6 თვე გასულია) რაც არის მე ის მოგწერე.

''ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში. განცხადებას უნდა ერთოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე. რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;''

LEGEN_wait for it_DARY

მე არ მითქვამს, რომ მესაკუთრეს არ აქვს უფლება. მესაკუთრეს აქვს უფლება რათქმაუნდა სხვა პირი ამოწეროს თავისი ბინიდან იმ ნორმის საფუძველზე რომელიც შენ მიუთითე ზემოთ, მაგრამ ვინც გადაწყვეტილებას იღებს უყურებს მხოლოდ ინსტრუქციას. ინსტრუქციაში კი წერია: ''საკუთრების უფლების რეგისტრაციისას'', ''საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადმოგზავნილი მესაკუთრის განცხადების... '' მაგ ნორმას გააყოლებენ თითს და რომ ვერ ნახავენ ამ ორ გარემოებას ეტყვიან უარს. უკანონო იქნება უარი რათქმაუნდა და გასაჩივრების შემთხვევაში დააკმაყოფილებს სასამართლო, მაგრამ დროსთან და დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ყველაზე მარტივი გამოსავალი ორი მოწმეა, თუ გასულია 6 თვიანი ვადა.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 28 Jul 2014, 13:54
kakhaaa

ნუ ლოგიკასთან ახლოს დგას ეგ ამბავი.. ეგრე იზამდნენ დიდი ალბათობით ინსტურქცია, რომ ძალაში იყოს.. ძალადაკარგულია ის ძველი ინსტრუქცია.. პრობლემა იმაშია, რომ საერთოდ არ იხედებიან არსად.. ზეპირი ჭორის დონეზე მოქმედებენ.

Posted by: progresi 28 Jul 2014, 17:25
NEWDRIVER
სუბარი ამოწერეს ბინიდან ისე რომ სანამ არჩევნებზე არ მივიდა ვერაფერი გაიგო, და შენ რატომ უნდა გქონდეს პრობლემა. smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif შენ მაინც შენი გზა უნდა გაიარო და დოკუმენტები ჩააბარო იმ პირის ამოწერაზე

Posted by: NEWDRIVER 28 Jul 2014, 21:17
სუბარი მკიდია. მე ჩემი ბინა მადარდებს. და 6 თვეც არ არის გასული. ეხლა ვიყიდე 1 თვეც არაა

Posted by: progresi 29 Jul 2014, 10:35
NEWDRIVER
QUOTE
მკიდია.

ზრდილობა გამოიჩინე. აქ მარტო შენ არ კითხულობ და წერ. მანდილოსნები და ხშირად ბავშვების შემოდიან თემებში.

QUOTE
და 6 თვეც არ არის გასული.

მაშინ დაცდა მოგიწევს, სხვა გზა არაა.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 29 Jul 2014, 12:50
progresi

რატომ მოუწევს დაცდა? 6 თვის გასვლა არ არის სავალდებულო, როცა მესაკუთრე ახდენს ამოწერას..

Posted by: progresi 29 Jul 2014, 17:51
LEGEN_wait for it_DARY
უნდა მაინდამაინც რომ დაიცადოს და იმიტომ smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: NEWDRIVER 29 Jul 2014, 19:18
progresi
არ მინდა დაცდა პირიქით
სადმე დავწერე რომ დაცდა მინდა?

LEGEN_wait for it_DARY
პმ ნახეთ გთხოვთ

Posted by: chamss 16 Sep 2014, 13:23
ამ თემაში შეკითხვის დასმას ააქვს აზრი???

Posted by: progresi 16 Sep 2014, 15:15
chamss
გააჩნია შეკითხვას smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: nk2009 22 Sep 2014, 21:10
თუ შეგიძლიათ მირჩიეთ: როგორ მოიქცეს განქორწინების შემდეგ დედა რომ კანონიერად მიიღოს ბავშვის საზღავრზე დროებით (3-6თვე ) გაყვანის უფლება; თუ მამა წინააღმდეგია

Posted by: progresi 22 Sep 2014, 22:50
nk2009
ვერაფერს ვერ იზავ, მამის თანხმობის გარეშე ვინ გაგატანს.

Posted by: nk2009 23 Sep 2014, 13:15
progresi



QUOTE
ვერაფერს ვერ იზავ, მამის თანხმობის გარეშე ვინ გაგატანს


მადლობა

Posted by: I am the one 24 Sep 2014, 03:51
დიდ ბოდიშს მოგიხდით მაგრამ მე უკვე 3 წელია აღარ ვმუშაობ მანდ და შესაბამისად ვერ გცემთ პასუხებს.

Posted by: _Sergi_ 24 Sep 2014, 09:55
nk2009
QUOTE
თუ შეგიძლიათ მირჩიეთ: როგორ მოიქცეს განქორწინების შემდეგ დედა რომ კანონიერად მიიღოს ბავშვის საზღავრზე დროებით (3-6თვე ) გაყვანის უფლება; თუ მამა წინააღმდეგია

ვერ გაიყვანს no.gif


Posted by: dnm68 27 Sep 2014, 01:07
ახალი ბარათით თუ შეიძლება აზერბაიჯანში გადასვლა?

Posted by: ninicool 15 Nov 2014, 00:04
voters.cec.gov.ge-ს გარდა არსებობს რამე პორტალი, სადაც შემიძლია გავიგო ჩემი რეგისტრაციის ადგილი?

ზემოთხსენებულ პორტალზე ხანდაზმული მონაცემებია, მე ახალი მჭირდება, დღევანდელი. ეგ შეიძლება 2016 წლამდე არც გააახლონ, არადა project.cec.gov.ge-ც დაბლოკილია, მხოლოდ გარკვეული IP-ებიდანაა შესაძლებელი შესვლა, თორემ შევძლებდი გადამოწმებას.

Posted by: cybernation21 8 Jan 2015, 14:56
აქ ყველა რეესტრიდან პოსტავთ? rolleyes.gif

Posted by: butia 15 Jul 2015, 13:35
სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელი თუ ხართ ვინმე მომწერეთ პმ -ში პლზsad.gif

Posted by: nia4u 16 Jun 2016, 21:52
პირადობის მოწმობას გასდის ვადა.
წინასწარ უნდა მივიდე თუ უკვე რომ გაუვა ვადა?
სად უნდა მივიდე, სოკოებში?
თუ რაიონული განყოფილებები არის თბილისში?

Posted by: ივანიჩ 16 Jun 2016, 22:42
nia4u
პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს:
იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! თუ პირადობის მოწმობის დამზადებასთან ერთად გსურთ მისამართზე რეგისტრაცია ან რეგისტრაციის ცვლილება, უნდა მიმართოთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.
კიდე მეტი დეტალები აქ: http://psh.gov.ge/main/page/1/15/437

Posted by: nia4u 17 Jun 2016, 00:35
ივანიჩ
მადლობა smile.gif

////////
/////////////
////////

Posted by: giat 18 Jun 2016, 16:44
ვარ ორმაგი მოქალაქე
მაქვს აიდი ბარათი
და საქართველოს პასპორტის მისაღებად რა დოკუმენტებია საჭირო
მაქვს
პრეზიდენტის განკარგულება მოქალაქობის მინიჭება-აღდგენასთან დაკავშირებით

Posted by: jurnalistka 20 Jun 2016, 14:12
მეგობრებო, თანაფორუმელნო ))

დედას აქვს მიწის ნაკვეთი. თავის სახელზე იყო გაფორმებული.
როგორც ვიცი, რაღაცები შეიცვალა მიწის შესახებ კანონში და შეგიძლიათ, დამაკვალიანოთ?

აი, მივედი საჯარო რეესტრში, შევედი შენობაში და... მერე რა ვქნა, ნაბიჯ-ნაბიჯ )))

Posted by: carvera 20 Jun 2016, 15:11
jurnalistka

QUOTE
მეგობრებო, თანაფორუმელნო ))

დედას აქვს მიწის ნაკვეთი. თავის სახელზე იყო გაფორმებული.
როგორც ვიცი, რაღაცები შეიცვალა მიწის შესახებ კანონში და შეგიძლიათ, დამაკვალიანოთ?

აი, მივედი საჯარო რეესტრში, შევედი შენობაში და... მერე რა ვქნა, ნაბიჯ-ნაბიჯ )))


და რა გვინდა რომ ვქნათ? smile.gif

Posted by: jurnalistka 20 Jun 2016, 15:13
carvera
QUOTE
და რა გვინდა რომ ვქნათ?


ჯერ ახალი წესების თანახმად დავიმტკიცოთ და მერე გავყიდო :დ

Posted by: carvera 20 Jun 2016, 15:38
jurnalistka

სულ თავიდან დავიწყოთ -

რა საბუთები გაქვთ ხელზე??

დედას რომ გაფორმებული ჰქონდა, სად ჰქონდა გაფრმებული?

Posted by: malkhazi_ 2 Jul 2016, 12:37
QUOTE (jurnalistka @ 20 Jun 2016, 15:13 )
carvera
QUOTE
და რა გვინდა რომ ვქნათ?


ჯერ ახალი წესების თანახმად დავიმტკიცოთ და მერე გავყიდო :დ

სამოქალაქო რეესტრის თემაში რატო პოსტავ ეს საჯაროს ეხება, საჯარო რეესტრი არის უძრავი ქონება სამოქალაქო რეესტრი არის პიროვნება..

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)