Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > ბოტასები


Posted by: Lapustak 13 Jan 2019, 22:49
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონება - ბოტასი biggrin.gif

მე როგორც ჭეშმარიტად სპორტულ ადამაიანს, მიყვარს და არაერთი ბოტასი მაქვს.
ბოტასებს ვხმარობ როგორც სავარჯიშოდ, ისე სასიარულოდ ზამთარში და ზაფხულშიც.

არასოდეს ამირჩევია ბოტასი ტრენდის მიხედვით. რაც მომწონს ვყიდულობ.

რა ბოტასი მოგწონთ, რის ყიდვას აპირებთ, აქ დაწერეთ.

თემის შთაგონება გახდა ამაზონზე ერთ-ერთი ბოტასი, რომლის ფასი 3000 - 10000 დოლარის ფარგლებში მერყეობს biggrin.gif

შევძვერი და ჩვეულებრივად ვათვალიერებდი, როცა ჩემი მზერა ფასმა მიიპყრო. 2018 წლის მოდელია, ფარელ უილიამსის და ადიდასის თანამშრომლობის შედეგი
* * *
user posted image


-----------------------------

Posted by: senpai 13 Jan 2019, 22:56
user posted image

ესეთი რამე წავა ?

Posted by: Lapustak 13 Jan 2019, 23:00
senpai

ზუსტად ეგეთებს ვნახულობდი ეხლა ამაზონზე. შენია? მე მგონი უნისექსია ეგ მოდელი

Posted by: ramaza 13 Jan 2019, 23:11
QUOTE
თემის შთაგონება გახდა ამაზონზე ერთ-ერთი ბოტასი, რომლის ფასი 3000 - 10000 დოლარის ფარგლებში მერყეობს

შევძვერი და ჩვეულებრივად ვათვალიერებდი, როცა ჩემი მზერა ფასმა მიიპყრო. 2018 წლის მოდელია, ფარელ უილიამსის და ადიდასის თანამშრომლობის შედეგი


ფასკუნჯის ძუისგან ამზადებენ??

როგორ შეილება ხელოვნური ნაჭერი ღირდეს ეგ ფასი?ხო სრული სისულელეა

300$ ღირს ზუსტად კრ7 ის მერკურიალები კარბონით და დედისხვით როა დამზადებული უმსუბუქესი საშინელ დატვირთვებს რო უძლებს.

კაკრაზ მაინტერესებდა და run.ge ზე თუ იცით ორიგინალებს ყიდიან??

Posted by: IONx64 13 Jan 2019, 23:13
ზამთრის ბოტასს ვეძებ და რომელს მირჩევდი?

Posted by: Lapustak 13 Jan 2019, 23:17
ramaza
QUOTE
კაკრაზ მაინტერესებდა და run.ge ზე თუ იცით ორიგინალებს ყიდიან??

აზრზე არ ვარ.

ბოტასში ყველაზე ძვირი გადამიხდია 300 ევრომდე. აი ეს მოდელი იყო ზამთრის ამბავში

Reebok Galaxy Ex o fit

user posted image

Posted by: senpai 13 Jan 2019, 23:22
Lapustak
QUOTE
მე მგონი უნისექსია ეგ მოდელი

ორივე იხმარს პრინციპში.

user posted image



Posted by: oshi 14 Jan 2019, 12:59
senpai
YEEZY BOOTS 700-ძალიან ლამაზებია. დუბაიში ვნახე ნოემბერში და იმის მერე სულ მახსოვს. პირველად მომეწონა ბოტასი ასე ძალიან.
user posted image

Posted by: senpai 14 Jan 2019, 19:09
oshi
ვიდითაც ხო კარგია, მარა მთავარია კომფორტი.




კომფორტის მხრივ კიდევ გამოვარჩევდი SKECHERS-ის ბრენდს.
user posted image

Posted by: oshi 14 Jan 2019, 21:35
კომფორტი ჰო, მაგრამ ვიზუალი თუ არ მომწონს ვერ ვატარებ))

Posted by: Rokap 15 Jan 2019, 00:18
user posted image ასეთებს სად შევიძენ და რა ფასში?ვინმემ მირჩიეთ კარგი მაღაზია თუ იცით?

Posted by: Lapustak 15 Jan 2019, 00:41
Reebok Basquiat silver
ორი წელია რაც მაქვს, არაერთი კომპლიმენტი მიუღია

user posted image

Posted by: leto_leto 15 Jan 2019, 01:51
user posted image

user posted image

Posted by: Lapustak 16 Jan 2019, 17:11
Rokap

გუშინ ვიყავი ნაიკში. ხაკისფერი ეა მაქსი ფასდაკლებით აქვთ, 400 ლარი ღირს. რაც დადე მაგ ფერს ბევრად მირჩევნია და ფასიც კარგია. ღირს ყიდვა

senpai

სკეჩერსი არის გესის და ბერშკას დონე. არასოდეს მქონია, ისე კი ვაპირებდი გამოწერას

Posted by: senpai 16 Jan 2019, 17:25
Lapustak
QUOTE
სკეჩერსი არის გესის და ბერშკას დონე

დონე რა შუაშია, კომფორტი თქო მიწერია. სპეციალური, ძალიან რბილი ჩასაფენი აქვს.



ესეც სუნამოების თემა ხო არაა, ვინც ნიშეს ხმარობს ზემოდან რომ იყურება დიზაინერების მომხმარებლებზე. (მე ორივეს რომ კომფორტულად ვხმარობ, როგორც სუნამოებში, ისე ბოტასებში სკეჩერსაც და ძვირიან ბრენდებს biggrin.gif )

Posted by: Lapustak 16 Jan 2019, 17:34
senpai

უბრალოდ აღვნიშნე, არ ველოდი თუ მოწონებას დაიმსახურებდა. Under Armour გამოვიწერე და ხარისხით არ აღვფრთოვანდი. მეგონა სკეჩერსიც ასე იქნებოდა

Posted by: senpai 16 Jan 2019, 17:43
Lapustak
ანუ იხმარე და უკმაყოფილო ხარ ? თუ საიდან იცი რომ ცუდია.




user posted image

Posted by: Rokap 17 Jan 2019, 12:20
QUOTE (Lapustak @ 16 Jan 2019, 17:11 )
Rokap

გუშინ ვიყავი ნაიკში. ხაკისფერი ეა მაქსი ფასდაკლებით აქვთ, 400 ლარი ღირს. რაც დადე მაგ ფერს ბევრად მირჩევნია და ფასიც კარგია. ღირს ყიდვა

senpai

სკეჩერსი არის გესის და ბერშკას დონე. არასოდეს მქონია, ისე კი ვაპირებდი გამოწერას

სპასიბა მაგრამ ძვირია აარადა მაგრად მევასება

Posted by: Lapustak 17 Jan 2019, 13:29
senpai

მე მგონი არ კითხულობ რას ვწერ. არ მიხმარია და ამ ბრენდისგან ბევრს არ ველოდებოდი. კარგია რომ მოგეწონა და ხარისხიანი აღმოჩნდა. რაც ფოტოზე ხელში გიჭირავს მეც ძაან მომწონს

Rokap

მაშინ ზარაში წადი, მსგავსი მოდელი 159 ლარი ღირს. ძალიან მომეწონა ... ღია ყავისფერია, მიხვდები რომელზეც ვამბობ.


Nike Ultraforce, სტამბულში, ისტიკლალის ქუჩაზე, ნაიკში ვიყიდე, 100 ევრო. ძალიან კარგი მოდელია, მაგრამ ფერის გამო ვერ ვიხმარე. წითელი ნიუანსებით მომწონს ბოტასები, მაგრამ ეს ბავშვურად წითელი იყო. როცა ვიყიდე მერე მივხვდი

user posted image

Posted by: senpai 25 Jan 2019, 00:59
Lapustak
მშვენიერი მოდელია.


არ ჩავაგდოთ ეს თემა.


user posted image

Posted by: Lapustak 25 Jan 2019, 01:13
senpai

რამდენი ვიარე საიტებზე, Amazon, 6Pm, Footlocker
ძირითადად ნაიკის და რიბოკს ვეძებდი.

საბოლოოდ ისევ ამ მოდელზე შევჩერდი, რადგან ქეჟუალ ჩაცმულობაზეც მიდის და სპორტულზეც. თან ბუმბულივით არის, საოცრად მყარი და მსუბუქი ძირი აქვს. ისევ მაგას გამოვიწერ, ჭაობისფერს.

ეგენიც მომწონს რაც დადე. ეგეთი მაქვს, თბილისი მოლში ვიყიდე, მგონი ბი ჯეი მარტინში. წარმოიდგინე, წითლები რომ მოაცალო მაგას

Posted by: senpai 25 Jan 2019, 01:28
Lapustak
ხო, სტილს გააჩნია, რომელს ანიჭებ უპირატესობას და მერე მაგის მიხედვით უკვე მარტივია შერჩევა. მე ცოტა შავებისკენ ვარ უკვე. არვიცი რატო, ალბათ უფრო მარტივად ვუხამებ რაღაცეებს.



user posted image

ამ ფერს რა ქვია ქართულად ხო ვერ მეტყვით ?

Posted by: lav-100 25 Jan 2019, 01:28
გერმანიიდან აგზავნის მელორ ვაჩნაძე კარგ ბოტასებსო გავიგე...

Posted by: Lapustak 25 Jan 2019, 01:45
senpai

ის ძაან მომეწონა, შავი სკეჩერსი ხელში რომ გეჭირა. ადრე ფერადს ვყიდულობდი, ახლა შავი მაქვს რამდენიმე ფეხსაცმელი.

შენ ძალიან მოგეწონება Reebok 3D Op Lite. იმ დღეს გავიცანი ეს ბოტასი, ვაჟა ფშაველაზე რიბოკში. ხელში რომ ავიღე, ხარისხის განსახიერებაა და თან აგრესიული მოდელია. ჩემი აზრით უფრო შორტებზე წავა. თუ ვიყიდი, მხოლოდ მუქ და მოკლე შორტებზე ჩავიცვამ love.gif

user posted image

Posted by: senpai 25 Jan 2019, 01:59
Lapustak
QUOTE
შორტებზე წავა

პირველი ეგ ვიფიქრე ამის დანახვაზე biggrin.gif


Posted by: პიანისტი 25 Jan 2019, 02:01
ეკოს გოგოს ხაზი არის სასწაული, პატარა ზომები გამოდის და არ მეტევა lol.gif

გოგოსთვის საჩუქარი იდეალურია ეკოს ფეხსაცმელი, 2-3 მოდელია ძველი კოლექციიდან ძალიან მაგარი.

მგონი 40 -41 ზომაა მაქსიმუმი ეგენი და პატარაა ჩემთვის

Posted by: ramaza 25 Jan 2019, 02:58
Run.ge

ნახეთ რა გადახედეთ რეალური ფასები აქვთ რო არ ვიწერო??ანუ ორიგინალები აქვთ თუ ნაგავია?

Posted by: Lapustak 25 Jan 2019, 13:44
ramaza
შეხედვით ვერ მიხვდები. ერთი ერთში ასლებს ამზადებენ. ფასის მიხედვით უფრო ვხვდები ხოლმე, როცა რეალურ ფასს ვადარებ.

მაგალითად, რაღაც კომპანიებსსსაქართველოში შემოაქვთ "გუჩი" და "დოლჩე გაბანა" ფეხსაცმელები, რომლებსაც 300 ლარის ფარგლებში ყიდიან. არც ერთი არ არის ორიგინალი

Posted by: Rokap 26 Jan 2019, 15:54
user posted image კლასიკა

Posted by: leto_leto 26 Jan 2019, 16:57
ramaza
ალიბაბას და ტაობაოს ტავარია yes.gif

Posted by: ramaza 26 Jan 2019, 18:53
leto_leto
QUOTE
ალიბაბას და ტაობაოს ტავარია


მასე ამაზონზეც ეგ ტავარია biggrin.gif

მთელი ამაზონი მაგან მოიცვა ეხლა.
გამყიდველად რეგისტრირდებიან და ყიდიან ალიბაბას ტავარს ამაზონზე მინიმუმ 3ჯერ მეტ ფასში.

სანდო საიტები ჩამოწერეთ რა მაშინ smile.gif

Posted by: Lapustak 26 Jan 2019, 18:57
ramaza

ფუთლოქერი იმენა ბოტასების საიტია და ორიგინალებია. მანდ ნახე, ფასდაკლებებიც აქვთ

Posted by: leto_leto 26 Jan 2019, 19:04
QUOTE (ramaza @ 26 Jan 2019, 18:53 )
leto_leto
QUOTE
ალიბაბას და ტაობაოს ტავარია


მასე ამაზონზეც ეგ ტავარია biggrin.gif

მთელი ამაზონი მაგან მოიცვა ეხლა.
გამყიდველად რეგისტრირდებიან და ყიდიან ალიბაბას ტავარს ამაზონზე მინიმუმ 3ჯერ მეტ ფასში.

სანდო საიტები ჩამოწერეთ რა მაშინ smile.gif

და მერე რა? biggrin.gif
ეგ ბიზნესია ამაზონ FBA დღეს არ მოუგონებიათ, მილიონები იშოვა ზოგმა მაგით მარა შენს კითხვასთან რა კავშირშია ამაზონზე რა იყიდება ვერ ვხვდები biggrin.gif

ნაიკსაც, ადიდასსაც, პუმასაც აქვთ ოფიციალური მაღაზიები საქართველოში და შეგიძლია მანდ იყიდო, ან გამოწერო

რან.ჯიზე ზაპა.ჯი ზე და ეგეთ მაღაზიებში კიდე რაც იყიდება კი გითხარი biggrin.gif

Posted by: laff 27 Jan 2019, 01:23
yeezy 700 boost დავითრიე ლილოში 90 ად საკაიფოა კლონია 5 დღეა რაც ვატარებ

Posted by: Lapustak 27 Jan 2019, 18:27
QUOTE
yeezy 700 boost დავითრიე ლილოში 90 ად საკაიფოა კლონია 5 დღეა რაც ვატარებ

biggrin.gif up.gif

Posted by: ramaza 27 Jan 2019, 22:50
ისე სიმართლე თუ გინდათ
3 წელია ლილოში ნაყიდი 50 ლარიანი კაჯილებით დავდივარ და ჯერ ისევ ახალივითაა biggrin.gif


Posted by: mindo90 28 Jan 2019, 11:54
ბოტასებიდან არ ამოვარდეთ.....საუბრისას???????.....................

Posted by: Lapustak 28 Jan 2019, 15:58
მოკლედ, მეგობრებო, ვისაც გაინტერესებდათ, რან.ჯი წარმომადგენელს ვესაუბრე. აქვთ ერთ-ერთში ასლები, მათ შორის უახლესი მოდელებიც. მაღაზიამდებარეობს ჭავჭავაძის 10 ნომერში. მრავალი წელია, ბავშვობის შემდეგ ნამდვილ ბოტასებს ვყიდულობ, ამიტომ არ ვიცი ასლების ხარისხი. ღირს მისვლა, ბოტასის ხელში აღება, ჩაცმა და შემოწმება.

რამდენადაც ვხვდები, უკვე ამაზონი და იბეიც ასლებმა მოიცვა.

ორ საიტს გირჩევთ, საიდანაც ავთენტურს იყიდით: Footlocker და 6pm.

6პმ - ზე შედარებით ძველი მოდელი ბოტასები იყიდება საკმაოდ ხელსაყრელ ფასად. 40 დოლარის ფარგლებში საუკეთესო ბრენდის ბოტასს შეარჩევთ სპორტ დარბაზისთვის, ან ყოველდღიური მოხმარებისთვის.

Footlocker უფრო სიძვირეა, მაგრამ უახლეს მოდელებს დებენ
* * *
ესეც Footlocker დან ნაყიდი ფირუზისფერი რიბოკი. სამი წელი მქონდა და ბევრს მოსწონდა. შემდეგ შიგნიდან გაიცრიცა და შეველიე. გარედან არაფერი მოსვლია ტყავს

Posted by: akkai 28 Jan 2019, 16:12
სადმე სეილი იყოს ნიუ ბალანსებზე ან ადიდასზე ეგეთი საიტი არ იცით?

Posted by: senpai 13 Feb 2019, 20:58

ADIDAS NITE JOGGER

user posted image

Posted by: una_nuna 13 Feb 2019, 21:05
სრულყოფილება

user posted image

Posted by: Lapustak 14 Feb 2019, 10:03
akkai

6pm.com


senpai

კარგ ნიშას მიაგენი ბოტასებში. ყველა სიმპათიურია

una_nuna

წარმომიდგენია, ძალიან რბილი იქნება ეგ ბოტასი. ნეტარება ტერფისთვის

Posted by: Rokap 15 Feb 2019, 23:23
user posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted image
* * *
ერთერთი უნდა გამოვიწერო ლილოშოპიდან და რომელს მირჩევთ ან რირს გამოწერა თუ მარაზიებში ვეძებო?

Posted by: kaiser Soze 18 Feb 2019, 11:59
მე უკვე წლებია ბოტასებს ვატარებ ყველგან. სამსახურში, ქუჩაში, ზამთრარ/ზაფხულ/შემოდგომა/გაზაფხულზე. არ აქვს მნიშვნელობა.

ჩემი ფავორიტები: ნაიკ აფ1 (კალათბურთი), ადიდას სუპერსტარი (კალათბურთი) , ადიდას სტენ სმიტი (ტენისი).


Posted by: B.17 24 Feb 2019, 21:11
ფიფლ, ვინც ერკვევით, 46 ზომა ბოტასები( ევროპული) ამერიკული 13-ია?

შეცდომით არ მინდა ვიყიდო.

Posted by: Lapustak 24 Feb 2019, 21:37
B.17

ბოტასის ბრენდს გააჩნია

Footlocker.com კონკრეტულ ბოტასზე შეხვალ, საიზ ჩარტს დააჭერ და დეტალურად წერია

Posted by: პითონი 24 Feb 2019, 21:44
ესენინ გამოვიწერე (არაა ორიგინალი) და ვნახოთ აბა რა ჩამოვა
ერთგვარი ტესტია (ჩინეთი)


user posted image

Posted by: B.17 24 Feb 2019, 21:55
QUOTE (Lapustak @ 24 Feb 2019, 21:37 )
B.17

ბოტასის ბრენდს გააჩნია

Footlocker.com კონკრეტულ ბოტასზე შეხვალ, საიზ ჩარტს დააჭერ და დეტალურად წერია

ადიდასი.

არ ვიცოდი ეს საიტი. დიდი მადლობა smile.gif

Posted by: senpai 24 Feb 2019, 22:22
user posted image
==============================================

Posted by: Special_1 25 Feb 2019, 14:48
ძალიან მომწონს
user posted image

Posted by: ma1ka 26 Feb 2019, 19:10
user posted image
user posted image

გოგოებსაც გვიყვარს ბოტასები smile.gif
ჩემი ფავორიტები:
Nike Air VaporMax Moc 2 University
Nike Air Max 270 White Orange

Posted by: Lapustak 27 Feb 2019, 09:20
ma1ka
QUOTE
გოგოებსაც გვიყვარს ბოტასები


რუჯი, ბრეტელიანი მაისური, შორტი და კარგი ბოტასი. ეს აღჭურვილობა ყველაზე უფრო მომწონს გოგოსთვის ზაფხულში, ყოველდღიურად love.gif



QUOTE
Nike Air Max 270


ყიდვა მინდოდა მაგრამ გადავიფიქრე მიზეზების გამო

Posted by: ma1ka 27 Feb 2019, 11:59
QUOTE
ყიდვა მინდოდა მაგრამ გადავიფიქრე მიზეზების გამო


უფრო შარშანდელი ზაფხულის ჰიტი იყო, ეხლა 720 უფრო მომწონს

user posted image

Posted by: Lapustak 27 Feb 2019, 12:08
ma1ka


კი, უკვე შექმნილია იაფი რეპლიკები, რომლებიც ბევრს აცვია თბილისში და აღარ მინდა.

აი 720 სულ სხვა საქმეა

Posted by: ma1ka 27 Feb 2019, 13:56

QUOTE
კი, უკვე შექმნილია იაფი რეპლიკები, რომლებიც ბევრს აცვია თბილისში და აღარ მინდა.


კი მართალია, მეც მაგის გამო შევიკავე თავი ამ მოდელზე მიუხედავად იმისა რომ ლამაზი მოდელები აქვს და თან მგონია საკმაოდ კომფორტული სახმარი იქნება ძირის გამო.

ეს ლებრინიც ძალინ მომწონს მაგრამ მგონი უფრო ბიჭის სტილია

user posted imageLapustak

უფ საჩემო თემაა, როგორ მომწონს smile.gif

Posted by: Lapustak 27 Feb 2019, 14:07
ma1ka

Air Huarache pine green / yellow / white
ყიდვა მინდა, ამ ფერთა წყობით

user posted image

QUOTE
უფ საჩემო თემაა, როგორ მომწონს

love.gif

Posted by: ma1ka 27 Feb 2019, 14:21
ჰუარაჩეს და ადიდასის ექტს რატომღაც არასდროს ვათვალიერებ, თუმცა ეს ფერი ძალიან მომეწონა
* * *
უი სურათის ატვირთვა დამავიწყდა smile.gif

user posted image
* * *
ამ ბოლო დროს პუმაც საინტერესო მოდელებს უშვებს სტანდარტული კლაიდები რომ აცვია ყველას ყელშია ამოსული

Puma Hybrid Rocket
user posted image

Posted by: Lapustak 28 Feb 2019, 09:18
ma1ka


alk.gif chest.gif

user posted image

Posted by: lilu777 1 Mar 2019, 20:00
ნაიკი ეარმაქს 90 მქონდა გაცვდა და ვიფიქრე ახალს ვიყიდითქო, მაგრამ წავაწყდი უცბად ამას და 90 დამავიწყდა

Posted by: lilu777 1 Mar 2019, 20:03
ეს nike m2k ც მაგრად მომწონს. ეხლა თან მასიური ბოტასებია მოდაში დემნა გვასალია და რამე biggrin.gif

Posted by: lilu777 1 Mar 2019, 20:08
მაგრამ ძაან ძვირებია ისევ ამას ვიყიდი ალბათ ვერ გადავწყვიტე ჯერ smile.gif
* * *
QUOTE (B.17 @ 24 Feb 2019, 21:55 )
QUOTE (Lapustak @ 24 Feb 2019, 21:37 )
B.17

ბოტასის ბრენდს გააჩნია

Footlocker.com კონკრეტულ ბოტასზე შეხვალ, საიზ ჩარტს დააჭერ და დეტალურად წერია

ადიდასი.

არ ვიცოდი ეს საიტი. დიდი მადლობა smile.gif

ხანდახან სხვა საიტზე უფრო იაფია ვიდრე მნდ. რაიმე მოდელს რომ აარჩევ ამაზონზე და ყველგან უნდა გადაამოწმო ფასი.

ეხლა ამ წუთას პუმას კეტები მაინტერესებდა Footlocker.com ზე უფრო ძვირია ვიდრე პუმას ონლაინ სეილის საიტზე

Posted by: Lapustak 2 Mar 2019, 10:28
lilu777

ეა მაქს 97 მოგწონს? ყველაფერი მიზიდავს სადაც ფირუზისფერი ფიგურირებს biggrin.gif

user posted image



Posted by: una_nuna 2 Mar 2019, 16:10
nike air huarache ყველა დროის ჩემთვის ყველაზე კომფორტული ბოტასია რათქმაუნდა ორიგინალი.
იმდენად რბილი, მსუბუქი, დრეკადი და კომფორტულია ყველგან სადაც მჭირდება ბევრი ცეკვა სირული
ყოველთვის მასზე ვაკეთებ არჩევანს. საერთოდ მე ქორწილებშიც ბოტასით დავდივარ მგონი lol.gif
user posted image

Posted by: lilu777 3 Mar 2019, 21:30
Lapustak

biggrin.gif რა მაგარი სმაილები აქვს. კი მომწონს ადრე სადა ფერები მომწონდა და ეხლა რაღაც ჭრელსაც გადავხედე.

ახალი ბოტასის ყიდვას ვაპირებ 1 კვირაა ვათვარიელებ ნაიკი ადიდასი პუმა რებოკი(ერთი მოდელი) და ნაიკის ყველაფერი მომწონს მგონი smile.gif

Posted by: senpai 3 Mar 2019, 23:03
user posted image
==============================

Posted by: rezi0881 4 Mar 2019, 00:14

New Balance 1300 Made In England ამით დაიწყო ჩემი და ნიუ ბალანსის ურთიერთობა, ეს მაშინ როდესაც ინტერნეტით გამოწერა არ არსებობდა. დინამოს სტადიონის ჩაყოლებაზე სპორტული მაღაზიები როა, მანდ ერთერთი მაღაზია იყო უკვეთავდი და ჩამოქონდათ, ხოდა მანდ შევუკვეთე, მახსოვს პირველი რაც ვკითხე Made In England ხო ეწერებათქო biggrin.gif biggrin.gif მართლაც ეგ ჩამომიტანეს, აი იმ დროისთვის აკეცილ ლევისებს ისე აკვდებოდა ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები biggrin.gif ბოლოს ესენი გამოვიწერე, სურათში უფრო ეფექტურია მაგრამ ლაივშიც საკაიფოებია 580 reengineered. აღარაა მოდური მაგრამ ბოტასების სფეროში მაინც კლასიკაა ნიუ ბალანსი.. biggrin.gif biggrin.gif გვასალია ინ ექშენ..

user posted image


Posted by: lilu777 4 Mar 2019, 01:29
QUOTE (Lapustak @ 2 Mar 2019, 10:28 )
lilu777

ეა მაქს 97 მოგწონს? ყველაფერი მიზიდავს სადაც ფირუზისფერი ფიგურირებს biggrin.gif

user posted image

დღეს footlocker ში ვიყავი ბოტასები მინდოდა მომერგო ფეხზე და ეგ შენი ბოტასები
ვიტრინაში ცალკე შუშაში ედოთ დიდი პატივით biggrin.gif
მერე ვნახე ვარდისფერებიც ძალიან ლამაზი იყო smile.gif

Posted by: Lapustak 4 Mar 2019, 09:00
lilu777

მაღაზია აქვს Footlocker? ვა ძალიან კარგი. შენ სტივი უანდერის სამშობლოში ხარ ხო?

ბოტასებში მე მგონი კარგი გემოვნება მაქვს. ეგ მოდელი იმ დღეს სწორად ლოქერზე ვნახე და მომეწონა.


Posted by: lilu777 5 Mar 2019, 06:19
Lapustak

კი მანდ ვარ smile.gif Footlocker დიდი ქსელი აქვს მაღაზიების

Posted by: POKERISBLUFF 5 Mar 2019, 06:46
https://www.youtube.com/watch?v=vhbVuoIBlrQ&t=3667s

Posted by: Lapustak 5 Mar 2019, 13:54
lilu777


დაახლოებით 15 წლის წინ, დედაჩემი რომ მიემგზავრებოდა ამერიკაში, სტივის ნაქონი სათვალე ჩამომიტანე-მეთქი biggrin.gif

იმდენად პატარა არ ვიყავი, რომ ასეთი სისულელე მეთხოვა, მაგრამ მართლა მჯეროდა რომ სტივიმდე მიაღწევდა და ერთ-ერთ სათვალეს წამომიღებდა

Posted by: Lapustak 12 Mar 2019, 13:49
lilu777
una_nuna
ma1ka

რომელი უფრო ძერზკია ბიჭზე ქეჟუალ ამბავში, გრძელ შარვალზე?

რომელსაც მირჩევთ იმას ვაჭერ თითს, ლინკები გახსნილი მაქვს smile.gif


user posted image

user posted image

Posted by: una_nuna 13 Mar 2019, 12:52
QUOTE (Lapustak @ 12 Mar 2019, 13:49 )
user posted image

Lapustak

ეს უფრო

Posted by: ma1ka 15 Mar 2019, 18:01
Lapustak
გრძელ შარვალს დაბალყელიანი ბოტასები უფრო უხდება.
ჩემი ხმაც Calvin Klein ს smile.gif
* * *
lilu777
QUOTE
ნაიკი ეარმაქს 90 მქონდა გაცვდა და ვიფიქრე ახალს ვიყიდითქო, მაგრამ წავაწყდი უცბად ამას და 90 დამავიწყდა

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)


რა მოდელია? ცხვირი პეგასუსს მივამსგავსე, ძირი არ აქვს პეგასუსის.

Posted by: Lapustak 5 Apr 2019, 14:13
una_nuna
ma1ka

კელვინი ჩამოვიდა. ვიდზე კარგია, თუმცა ხარისხი დიდი არაფ. ბოტასის მოყვარულებს ალბათ არ აღაფრთოვანებს

კიდევ ერთხელ მაინტერესებს თქვენი აზრი. Steve Madden Cole, მამაკაცისთვის მოგწონთ?

მხოლოდ ეს დიზიანია. ფერებში დარწმუნებული არ ვარ. თან ვინტაჟურ მოდელს უფრო გავს

user posted image

Posted by: senpai 5 Apr 2019, 14:25
user posted image



=========================================

Posted by: «Sophie» 5 Apr 2019, 18:25
ბოტასები ძაან მიყვარს, მაგრამ ბრენდებს არ ვყიდულობ.
მირჩევნია იმ თანხაში 5-6წყვილი ვიყიდო, ადვილად გადავაგდებ. mus.gif

Posted by: una_nuna 7 Apr 2019, 16:56
QUOTE (Lapustak @ 5 Apr 2019, 14:13 )

კიდევ ერთხელ მაინტერესებს თქვენი აზრი. Steve Madden Cole, მამაკაცისთვის მოგწონთ?

მხოლოდ ეს დიზიანია. ფერებში დარწმუნებული არ ვარ. თან ვინტაჟურ მოდელს უფრო გავს

user posted image

Lapustak

არა არ მომწონს, განსაკუთრებით ძირი, არც ფერები user.gif

Posted by: Lapustak 10 Apr 2019, 13:09
una_nuna

ჰოდა არ ვიყიდე biggrin.gif



Posted by: Хельга 15 Apr 2019, 12:22
Lapustak


ოღონდ ყვითელი, სტაფილოსფერი და ფოსფორისფერი არა facepalm.gif

Posted by: Lapustak 15 Apr 2019, 13:17
ჰელგა

მაგ ფერებში ამჟამად არაფერი მაქვს.

ერთი ფოსფორისფერი ნაიკი მაისური მქონდა წლების განმავლობაში და ორი წლის წინ შეველიე. ახალი ეტაპი ხომ უნდა დაიწყოს smile.gif

Posted by: ⴓⴒⴗⴅⴈ 26 Apr 2019, 07:41
QUOTE (senpai @ 25 Jan 2019, 00:59 )
Lapustak
მშვენიერი მოდელია.


არ ჩავაგდოთ ეს თემა.


user posted image

yes.gif
...............................

Posted by: amg63 26 Apr 2019, 18:41
Veja-ს ბოტასები 44 ზომა ხომ არ იცით იყიდება სადმე?

Posted by: justfeel 26 Apr 2019, 18:47
QUOTE (ⴓⴒⴗⴅⴈ @ 26 Apr 2019, 07:41 )
QUOTE (senpai @ 25 Jan 2019, 00:59 )
Lapustak
მშვენიერი მოდელია.


არ ჩავაგდოთ ეს თემა.


user posted image

yes.gif
...............................

ეს რომელი მოდელია ზუსტად სად შევიძინო დამევასა

Posted by: borbolia777 3 May 2019, 10:49
ზოლი არომ არ გასდევდეს წითლად, უფრო ელეგანტური იქნებოდა

Posted by: Nescafe13 3 May 2019, 17:01
ამოვწიოთ ეს თემა და გავუზიაროთ რა გამოცდილება რომელი სჯობს საქართველოში რომ იყიდო
ვაგზლის ნაგავი რომ არ იყოს ისეთი მაღაზიები ან რამე

https://www.be.ge/product-168098.html
https://www.be.ge/product-165702.html

ეს ორი მომწონს რატომღაც , თან ფასი 160 აწერია და უხარისხო არ იქნება

უბრალოდ ზომებში მაქ ხოლმე გართულება ეხა 46 ზომა ვიყიდე და კარგად მაქ , 45 ს ვიცმევ სტანდარტულად
ეგეთი საიტებიც თუ იცით სადაა მაგ ზომის იქნებ მირჩიოთ biggrin.gif

Posted by: senpai 3 May 2019, 17:37
Nescafe13
6pm-ზე ნახავ მაგ ფასად ფართო არჩევანს. ეგენი რაც დალინკე, უნდა გაითვალისწინო რომ აქ სამმაგ ფასს ამატებენ(რაც მინახავს იქიდან გამომდინარე ვამბობ)


====================================
Nike Air Skylon II

user posted image

Posted by: Nescafe13 3 May 2019, 19:49
senpai

ანუ მაინც უხარისხოები იქნება ხო ?
საშუალოდ რამდენი უწევს წონის ფული ერთ ბოტასს ?

Posted by: rugby2011 Geo 3 May 2019, 20:50
Nescafe13
ძალიან არასწორი მოლოდინები გაქვს მეგობარო...

1) 99 ლარად ვერასდროს ვერ იყიდი საქართველოში ხარისიხან ფეხსაცმელს.მითუმეტეს 45-46 ზომას. ფასდაკლბემადე ფასი, რაც უწერია ეგ არის სიაფანადი და ვადაგასული ილეთი. 160 ლარის ნაცვლად შეგიძლია ნებისმიერი ფასი მიაწერო და ვერავინ მოგედოვება.

2) 99 ლარად გამოტანილი ფეხსაცმელი, განვიხილოთ რა ეტაპებს გადის, გაყიდვამდე. იმპორტული არის ჩინეთიდან. ჩინეთი თავისთავად უხარისხოს არ ნიშნავს მაგარმ, აუცილებელია გავიაზროთ მისი თავდაპირველი ღირებულება. როცა ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ყიდი, აუცილებლად გაქვს 100% ფასნამატი. ეგეც მხოლოდ საკამრისია იმისთვის, რომ იარსეობს საქმემ, განვითარებისთვის გაცილებით მეტია საჭირო (მაღაზიის ხარჯები,საშემოსავლო, ხელფასები, ლოგიკურია, რომ რაღაც მოგებაც უნდ ადაგიტოვოს). ანუ თბილისში ჩამოსული, თითო ბოტასის თვითღირებულება არის 49.5 ლარი. ამ თანხაში არ არის განბაჟების და ტრანსპორტირების ხარჯები, თუ ამასაც გამოვაკლებთ დაახლოებით 35 ლარს მივიღებთ თავდაპირველ ღირებულებას ლარში. მაგარმ ჩინეთში ლარით ვერ ყიდულობ. ამიტომ ჯერ დოლარი უნდა იყიდო, შემდეგ იუანი, რაშიც გარკვეულ დანაკლისს აუცილებლად განიცდი. მოკლედ ყველაზე კაი შემთხვევაში ეგ ბოტასი მწარმოებელს უჯდება 12 დოლარი. თან სანამ ჩამოგივა ჩინეთიდან, სანამ გაიყიდება, ლარს უკვე დედა აღარ ყავს და შემდეგი შეკვეთა კიდე უფრო ძვირი გიჯდება.

3) ჩინეთში 44 ზომა არის მასიური წარმოებისთვის ყველაზე დიდი მაგარმ, როგორც წესი რეალურად 43 არის ხოლმე. 45 და მეტი არის ლიმიტირებული შეკვეთა, რომლის ფასიც აუცილებლად უფრო დიდია.

4) ევროპული, ამერიკული საიტებიდან უნდა გამოიწერო თუ გინდა შედარებით იაფი და ხარისხიანი. მაგარმ 120 - 130 ლარზე ნაკლებად, მაგარდ უნდა გაგიმართლოს რამე კარგი ნახო. 45-46 ზომის წონა უხეშად. 20 -25 ლარი დამეატება.

Posted by: Nescafe13 3 May 2019, 21:30
rugby2011 Geo
QUOTE
ძალიან არასწორი მოლოდინები გაქვს მეგობარო...


80 ლარი მივიცი კეტებში შარშან ივლისში
ვერ დავხიე დღემდე ,სად არ მეცვა , დაჟე ძIრიც კი ახალივით აქ , მინიმუმ 90-100 ჯერ მეცვა ყველაზე მინიმუმ
ვიყიდე ფასდაკლებით , მიახლოებით 130 ლარი ღირდა

ეგ ბოტასი ღირს 159 ლარი და ფასდაკლებითაა 99 , ანუ მგონი რატომღაც ხარისხთანაა მიახლოებული და არა ვაგზლის ტავარი სადაც ამას წინათ მითხრა ორიგინალია გარანტიას ვიძლევიო , მაგის გარანტია კი ვიცი რაცაა , წახვალ და ძირი გაძVრება
აქცენტს ვაკეთებ მაღალ ფასიანზე
ნუ 100 ლარი მეც ვიცი რომ არაა კარგი ხარისხის განმსაზღვრელი
ვრანგლერში ნაყიდი ბოტასი 1 წელი იდეალურად ძლებს , 130 ღირდა ფასდაკლებით

იმიტომ დავპოსტე რომ მგონია ძვირად ღირებული უფრო გამომდგარი და გამძლე იქნება
ანუ რას მირჩევ არ ღირს ყიდვა ?

Posted by: ikaika_11 3 May 2019, 22:09
თუ გინდათ, რომ ხარისხიანი ბოტასი იყიდოთ გაქვთ 2 ვარიანტი.
1. იყიდოთ 6PM, Sportsdirect.com ან zappos.com-იდან (ამ შემთხვევაში ყიდულობთ წინა წლის ნაიკის, ადიდასის, პუმას და ა.შ. ბრენდის მოდელებს, საკმაოდ ნორმალურ ფასად.
2. გადაიხადოთ შედარებით ძვირი და იყიდოთ უკვე მაღალი ბრენდის ფეხსაცმელი yoox.com, farfetch.com-იდან. იოქსზე უნდა დაელოდოთ და შეიძლება 90 % ფასდაკლებაზე ტოპ ბრენდის ფეხსაცმელი 60-70$ ად იყიდოთ. მე მაგალითად 650$ ალექსანდ ვანგის ბოტასი ვიყიდე 90$-ად და სასწაული ხარისხია....
რაც შეეხება აქაურ მაღაზიებს. ფეხსაცმლის გალერეაში არის შედარებით მაღალი ბრენდების ფეხსაცმელები და ბოტასები, თუმცა ფასები აქვს იცოცხლე... ჯინსის გალერეაში არის საშუალო ბრენდები (ლევისი, ვრანგლერი და ა.შ.)
დალშე რუნ.ჯი, იარე.ჯი, და ნიუ ბალანსის პატენტები არის 1 წლიანი თემა, რომელშიც იხდი ალბათ თვითღირებულებაზე 90 ლარით მეტს და ფეხზე სოკოს ამოსვლის შანსებიც იზრდება

Posted by: senpai 4 May 2019, 00:01
Nescafe13
QUOTE
ანუ მაინც უხარისხოები იქნება ხო ?
საშუალოდ რამდენი უწევს წონის ფული ერთ ბოტასს ?

უხარისხოც და არაკომფორტულიც.

მაგ საიტზე უწერიათ თითო ცალი ბოტასის წონა, მითხარი რომელიმე კონკრეტული თუ გაინტერესებს და ზუსტად გეტყვი. საშუალოდ არის 600-800 გრამის თემა, მარა გააჩნია რომელი გადამზიდით ჩამოიტან, ზოგს რეალური წონით ჩამოაქვს და ზოგი კიდე მოცულობით. ყუთით ჩამოტანა მოცულობით ითვლება და სადღაც ორჯერ ძვირია ვიდრე უყუთოდ ჩამოტანილი, გადაფუთული პარკებში ბოტასები.



Posted by: PAINKILLER 4 May 2019, 00:17
იყოს აქაც


https://forum.ge/?f=57&showtopic=35091400

Posted by: Nescafe13 4 May 2019, 10:08
senpai

უსა2ჯორჯია
სულ ამათი გადამზიდით ვსარგებლობ, უბალოდ დიდი წონა არ ჩამომიტანია ჯერ და რავიცი ფასებში არ ვენდური , როგორც ვიცი 1 დოლარით მეტი აქვთ წონაზე მარა უფრო სწრაფად ჩამოდის ინექსთან და სხვებთან შედარებით
შენ თუ ჩამოგიტანია ბოტასი და რომელი გადამზიდით , ეხა 4-5 დღით გვიან ჩამოვიდეს და რეალური ფასი გადავიხადო ეგ მირჩევნია ვიდრე გაბერილი
ინქესი სჯობს წონის და ფასის ვარიანტში ?

Posted by: senpai 4 May 2019, 10:36
Nescafe13
ანუ ჩამოტანის დროს, თუ გადაფუთული(პარკში შეხვეული) არის საშიშროება რომ დაჭეჭყილი ჩამოვიდეს ბოტასი, მქონდა ეგეთი შემთხვევებიც და როცა ყუთით ჩამოდის თითქმის გამორიცხულია ეგეთი რაღაც. აი ბოლოს ეხლა ჩამოვიტანე კამექსით. ანგარიშობენ მოცულობით, მარა ყუთით ჩამოდის და დაცული ხარ. დამიჯდა 32 ლარი, როცა ისე დამიჯდებოდა 12 ლარი სხვა გადამზიდით. ძვირია ვიცი, მარა ვერ გავრისკავდი ძვირფასი ბოტასის გაფუჭებას გზაში.

Posted by: Nescafe13 4 May 2019, 11:35
senpai

მადლობა up.gif

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: senpai 4 May 2019, 12:53
Nescafe13
QUOTE
მადლობა

არაფრის.


ისე ბოტასსაც გააჩნია, სალაშქრო ფეხსაცმელზე(გამძლე და ამტანი) მაგალითად არ მჭირდება ყუთი, პირდაპირ რეალური წონით ჩამომაქვს და არანაირი პრობლემა. მარა ბოტასში რომ 300$ მისცემ და გზაში დაზიანდეს ძაან ცუდი პონტია.

6პ-იდან არასოდეს არ ჩამოსულა ცუდი ბოტასი. ან მე ვარჩევ კარგად ან უბრალოდ კარგ პროდუქტს დებენ. უბრალოდ ხშირად წინა წლების მოდელები დევს ფასდაკლებული.

Posted by: Nescafe13 4 May 2019, 18:30
senpai
QUOTE
6პ-იდან არასოდეს არ ჩამოსულა ცუდი ბოტასი. ან მე ვარჩევ კარგად ან უბრალოდ კარგ პროდუქტს დებენ. უბრალოდ ხშირად წინა წლების მოდელები დევს ფასდაკლებული.


ანუ 6პ ს უნდა შევეჩვიო ეხა და დავიწყო მანდ თვალიერება biggrin.gif
ნუ იყოს წინა წლის თუ კარგ ფასში იქნება ხოლმე რა პრობლემაა
ჩემთვის Mთავარია გამძლე იყოს და შავი ფერის ან მონაცრისფრო , დანარჩენი არ მაინტერესებს ბოტასში biggrin.gif
უბრალოდ ისეთი მინდა რომ ერთი სეზონი გაძLოს ხოლმე
70 ლარი მივეცი შარშან და ზუსტად 3 კვირა მეცვა ეგ იყო და ეგ , რასაც ქვია დაიხა თუ დაიცრიცა ვერ გავიგე
ამიტომ აღარ მინდა იაფასიანი და აქ ნაყიდი არაფერი biggrin.gif

Posted by: WP-Rex 4 May 2019, 20:00
ეს ვიყიდე დღეს.

Adidas Originals Men's Copa Super Shoe

user posted image

Posted by: Lapustak 14 May 2019, 12:14
ცოტა პაკაზუხა ბოტასია, ამერიკელ რეპერებს კლიპებში რომ აცვიათ იმ სტილის smile.gif

თუმცა მომინდა გამოწერა. შავ ტანსაცმელს მოუხდება - შავი მაისური, მოგრძო ჟაკეტი და შარვალიც შავი

Lebron 16, Black Gold

user posted image

Posted by: kotelnikovi 15 May 2019, 11:32
https://www.6pm.com/men-shoes/CK_XAcABAuICAgEY.zso?s=percentOff/desc/ გამარჯობა, ამხელა ფასდაკლებები რამდენად რეალური გგონიათ?

Posted by: Lapustak 15 May 2019, 12:05
kotelnikovi


როგორ თუ რეალური? 6pm.com არის 100% სანდო საიტი, საიდანაც არაერთხელ მიყიდია.

კი, ნამდვილი ფასებია. უბრალოდ მაქედან უმეტესობა ნამდვილი ტყავი არ არის. აღწერაში წაიკითხე ფეხსაცმლის მასალა

Posted by: kotelnikovi 15 May 2019, 12:11
@lapustak ვიგულისხმე ფასდაკლებული ფასები, მართლა 150 დოლარიანია და ყიიდიან მაგალითად 30ად? თუ გაბერილია ვინმემ თუ იცით რა

Posted by: Lapustak 15 May 2019, 12:13
kotelnikovi

კი, ნამდვილია

Posted by: levaa 15 May 2019, 12:36
Lapustak


უსა2ჯორგიათ ჩამოგაქ? რამდენი ხანი უნდება?



დღეს ჩამოვყარე ესენი 60 ფუნტად

Posted by: Lapustak 15 May 2019, 12:44
levaa

სულ ადრე ბესტექსით. ამჟამად Usa to Georgia და კამექსი. საწყობში მისვლიდან 1 კვირა უწერია ორივეს. კამექსი რამდენიმე დღით უფრო ადრე ჩამოდის ხოლმე,
მაგრამ ცოტა ძვირია.

კარგი ბოტასია, მშვიდობაში. თეთრის თემაში შარშან ამ დროს გამოვიწერე 6pm.com დან ლაკოსტ 45 დოლარად, დაახლოებით მაგ სტილშია.

უზომოდ კმაყოფილი ვარ. დიდი ხანია ასე კარგად არ მიხმარია ბოტასი. გრძელ შარვალზეც მიდის და შორტზეც, მხოლოდ სასიარულოდ

Posted by: Lapustak 17 May 2019, 09:31
მყვირალა და გოიმური ხომ არ იქნება მაგალითად სპორტ-დარბაზში?

კარგი იქნებოდა სხვა დეტალებიც იყოს შავი. რაღაც ძალიან ოქროსფერია



user posted image

Posted by: Nescafe13 22 May 2019, 21:04
ვაგზალზე გავირე და ერთი უცხო ბოტასი მომხვდა თვალში
ფასი ვკითხე და 200 ლარიო smile.gif))))
ორიგინალია გამოწერილიო , ორიგინალი კი არა სამიგინალი რომ იყოს იქ მაინც არ გადავიხდი 200 ლარს
ისე ვრანგლერზე მითხრეს კარგი პროდუქცია აქვთო და გიყიდიათ რამე მანდ ?

Posted by: DeathListFive 22 May 2019, 21:30
Lapustak
QUOTE
მყვირალა და გოიმური ხომ არ იქნება მაგალითად სპორტ-დარბაზში?

სპორტდარბაზში წასასვლელ ტანსაცმელსაც არჩევთ ?

Posted by: Lapustak 4 Jun 2019, 10:18
«Sophie»
lilu777
ma1ka
una_nuna

გილოცავთ ზაფხულს. გემოვნებიანი ბოტასი, ზაგარი და ცოტა ვარჯიში - სულ ეს არის რაც ზაფხულს ჭირდება love.gif

წარმატება, გოგოებო

Posted by: Nescafe13 10 Jun 2019, 19:10
ფეხს როცა გტკენს გვერდით ფეხსაცმელი რა მოვუხერხო ? biggrin.gif
ბოტასი არაა კედის სტილია დაბალძირიანი

Posted by: senpai 22 Jun 2019, 22:54
user posted image



======================

Posted by: ჯიმ"მორისონი 22 Jun 2019, 23:15
QUOTE (senpai @ 22 Jun 2019, 22:54 )
user posted image



======================

შენია ?
ეგ მე მგონი სიმაღლეშიც 3სმ გამატებინებს :დ


Posted by: Nescafe13 7 Jul 2019, 20:22
senpai

რა კაი ტიპია სად იყიდე ? შავი არ აქ ნეტა ? biggrin.gif

ჰა აბა მოვიდა ბოტასის სეზონი კაი ხანია და დაყარეთ სად შეიძლება დათრევა იაფად biggrin.gif

Posted by: senpai 7 Jul 2019, 20:39
Nescafe13
QUOTE
სად შეიძლება დათრევა იაფად

გამოწერით ყველა ვარიანტში, თუ გინდა ხარისხი და გამძლეობა.

სეზონზე ორი ბოტასი რომ ფუფუნება გაგიხდება, რა დონეზე არი კრიზისი ქვეყანაში facepalm.gif


user posted image


Posted by: ani-salivani 22 Jul 2019, 10:43
გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ

Posted by: Estrella 7 Aug 2019, 03:36
რაღაც დიდი, მახინჯი, ძაან მოდური, ტრენდული და ძვირიანი ბოტასები რომაა, აი ეგენი მეჯავრება. და მათი ზიზღის გამო ზოგადად ბოტასი მეჯავრება. მარტო სავარჯიშოდ ვიცვამ ხოლმე. ახლა ვიყიდე რაღაც, მაგრამ ნეტა რად მინდოდა. არა და იქნებ მომინდეს. სადა და ლამაზი არის და არაფერი აქვს საერთო იმ საშინელებათა ჟანრის მოდის კივილებთან და რავიიიიიიციიი.... თან მაგ საშინელებების კლასიკურ, ნაზ სამოსზე ჩაცმა რომ ძაან მაღალი დონეა ჩაცმა-დახურვის თემაში, ეგ ცალკე მეზიზღება.

აგჰ.....


ფეხი უნდა იყო ლამაზი, ბუნებრივი, შესაბამისი სხეულთან. არ სჭირდება კონსტრუქციებში ჩაყოფა. სრული სიმახჯნჯეა. სრული. რატომ შემოვიდა მოდაში? დიდი ხანია მაწუხებს ეს თემა. sad.gif

Posted by: senpai 7 Aug 2019, 11:50
Estrella
QUOTE
მახინჯი, ძაან მოდური, ტრენდული და ძვირიანი ბოტასები რომაა

იცი სამაგიეროდ რა კომფორტულია ? biggrin.gif


ისეთი კრიზისია დროა გადავიდეთ ჩინეთიდან გამოწერილ ბოტასებზე. თადარიგი დავიჭირე მე უკვე biggrin.gif სალაშქრო ბოტასის ზაპასი მჭირდებოდა და ვნახე ესეთი რაღაც. გამყიდველი მეუბნება ამავე ქარხანაში იკერება ადიდასიო და იგივე მასალებს ვიყენებთო biggrin.gif

50 ლარიანია ეს givi.gif

user posted image

Posted by: Estrella 7 Aug 2019, 15:09
senpai
QUOTE
იცი სამაგიეროდ რა კომფორტულია ? 

თუ არ ვცდები, ეგ "სენი" მარტო გოგოებშია. მაღაზიებშიც სულ ქალის სექციებში დევს და აფუჭებს ხედს. კომფორტული როგორ შეიძლება იყოს, 5 ფეხს ეყოფა იმდენი რეზინა აქვს დატანებული.
37 ზომა ფეხის ბოტასი სიგრძით გამოიყურება როგორც 41. ეს თუ კომფორტული და ლამაზია, ან კომფორტი ამად ღირს, დაე იყოს ეგრე pop.gif smile.gif

Posted by: senpai 7 Aug 2019, 15:18
Estrella
QUOTE
მაღაზიებშიც სულ ქალის სექციებში დევს და აფუჭებს ხედს

ეგ რეპლიკებია და ვინმემ რომ ჩაიცვას ვერ მიხვდება როგორია სინამდვილეში ის ნაღდი სირბილე და კომფორტი biggrin.gif

კაცებშიც არის რამდენიმე ვერსია ეგეთი მოდელების. შენ ალბათ ყველაზე გავრცელებული რომელიცაა ის გაღიზიანებს biggrin.gif

user posted image


Posted by: Estrella 7 Aug 2019, 16:31
senpai
QUOTE
ეგ რეპლიკებია და ვინმემ რომ ჩაიცვას ვერ მიხვდება როგორია სინამდვილეში ის ნაღდი სირბილე და კომფორტი 

ჩავიცვი და ფეხებთან შედარებით შეუსაბამო ტრაქტორები გამეჩითა.
თუმცა, მაგ სტილის ერთი მოდელი ვნახე, შემიყვარდა, ჩემთვის შექმნილი იყო, მაგრამ ზომა არ იყო. sad.gif





QUOTE
კაცებშიც არის რამდენიმე ვერსია ეგეთი მოდელების. შენ ალბათ ყველაზე გავრცელებული რომელიცაა ის გაღიზიანებს 

სიმართლე გითხრა, კაცებზე არ დავკირვებივარ და ზოგადად, კაცის ჩაცმულობას არ ვაკვირდები. ერთიანად აღვიქვამ, დეტალების გარეშე.
აი, ქალს კი უმცირეს დეტალში, რადგან ალბათ პროექციას ვაკეთებ. და ამიტომ ზუსტად ვიცი რას ვერ ვიტან დღევანდელ ვაი-შესაბრალის მოდურ ტენდენციებში. smile.gif

კაცი თუ მოსაწონია, რაც გინდა ის ეცვას, მაინც არ "დაიკარგება". ასე რომ თამამად იცვით ტრაქტორისტი ჯუმბერები ფეხზე, მთავარი სხვაგანაა მაინც smile.gif


მე უფრო ძალიან სადა კედები ან კეტასები მომწონს, უნივერსალური და ნეიტრალური.

Posted by: senpai 7 Aug 2019, 17:02
Estrella
QUOTE
თამამად იცვით ტრაქტორისტი

ეს როგორ კატეგორიაში გადის შენთვის ?

user posted image


რას იცმევ ფეხზე გაგვიზიარე აბა, საინტერესოა, რასაც ვერ იტან ის გავიგეთ. მეორე უკიდურესობა ხო არაა ?


QUOTE
სადა კედები

მაგალითად ?

Posted by: Estrella 7 Aug 2019, 17:14
senpai
QUOTE
ეს როგორ კატეგორიაში გადის შენთვის ?

სამხიდიანში smile.gif

QUOTE
რას იცმევ ფეხზე გაგვიზიარე აბა, საინტერესოა, რასაც ვერ იტან ის გავიგეთ. მეორე უკიდურესობა ხო არაა ?

ახლა აქ მხოლოდ საზაფხულო რამეები მაქვს.
მაგრამ რაღაც რომ ვიყიდე იმას გაჩვენებ.
ორივე მომაკვდინებლად კარგ ფასდაკლებაში თანაც.
კედი ძალიან მომწონს. ფოტოზე დეტალები არ ჩანს. ფეხზეც უგემრიელესია. ბოტასი არ ვიცი... sleep.gif
user posted image

Posted by: senpai 7 Aug 2019, 17:32
Estrella
QUOTE
სამხიდიანში

შენ ფეხზე უნდა ნახო.


QUOTE
კედი ძალიან მომწონს

არაკომფორტულად გამოიყურება sad.gif


თან ბოტასში თავს დაცულად გრძნობენ ხოლმე გოგონები.

Posted by: Estrella 7 Aug 2019, 17:45
senpai
QUOTE
თან ბოტასში თავს დაცულად გრძნობენ ხოლმე გოგონები.

დავტესტე, ბოდივეით კარდიოსაც კი უსაფრთხოდ ვაკეთებ ფეხშიშველი.
ჩემთვის ფეხშიშველი ყველაზე კომფორტულია და ესთეტიურიც ამავდროულად. smile.gif

QUOTE
არაკომფორტულად გამოიყურება

და ულამაზოც. კადრმა გააფუჭა.

შეიძლება მე მათი ფასდაკლების ფასი უფრო მომეწონა, ორივესი biggrin.gif




QUOTE
შენ ფეხზე უნდა ნახო.

ვნახე. ჩავიცვი. დაიკარგა სილუეტი.
ჩემი მეგობარი იცვამს ეგეთებს, დაბალი გოგოა და სიმაღლის პონტში.
ვუთხარი, რომ ლამაზი აღნაგობა აქვს და ტყუილად კომპლექსდება.
არ ესმის. ავიდა რაღაც ძააან ტრენდულ თეთრ ტრაქტორზე და სილუეტიც გაუფუჭდა. ფეხშიშველი ბევრად ლამაზი იყო.


მოკლედ, რა მინდა და რას ვატრაკებ, ნეტავ თუ ვიცი. biggrin.gif lam.gif

Posted by: senpai 7 Aug 2019, 17:51
Estrella
QUOTE
მოკლედ, რა მინდა და რას ვატრაკებ, ნეტავ თუ ვიცი

გინდა რომ ჩამოსვა გოგონები დაბალ ძირზე, რომ დაბლები გამოჩდნენ vik.gif

Posted by: Estrella 7 Aug 2019, 17:54
senpai
QUOTE
გინდა რომ ჩამოსვა გოგონები დაბალ ძირზე, რომ დაბლები გამოჩდნენ

biggrin.gif
ნწწწწწწწწწ......!!! vik.gif smile.gif

Posted by: senpai 7 Aug 2019, 18:13
Estrella
QUOTE
ნწწწწწწწწწ.

აღიარეეე biggrin.gif თან გინდა მაგათ ფონზე მერე მაღალი გამოჩნდე biggrin.gif

Posted by: Estrella 7 Aug 2019, 20:00
senpai
QUOTE
აღიარეეე  თან გინდა მაგათ ფონზე მერე მაღალი გამოჩნდე

biggrin.gif
no.gif tongue.gif


თემატურად ვეძებე რამე მოსაწონი. არც ერთი მომეწონა. ამ სტილში ჩემი უფრო კედები, კეტასები. კეტასი სწორი სიტყვაა, იმედია.

Posted by: Gisele 7 Aug 2019, 21:37
Estrella
QUOTE
თუ არ ვცდები, ეგ "სენი" მარტო გოგოებშია. მაღაზიებშიც სულ ქალის სექციებში დევს და აფუჭებს ხედს. კომფორტული როგორ შეიძლება იყოს, 5 ფეხს ეყოფა იმდენი რეზინა აქვს დატანებული.
37 ზომა ფეხის ბოტასი სიგრძით გამოიყურება როგორც 41. ეს თუ კომფორტული და ლამაზია, ან კომფორტი ამად ღირს, დაე იყოს ეგრე

მეც არ მომწონს საშინლად, რატო უნდა ჩაიცვა ეგენი მართლა ვერ ვხვდები

Posted by: Estrella 8 Aug 2019, 02:28
Gisele
QUOTE
მეც არ მომწონს საშინლად, რატო უნდა ჩაიცვა ეგენი მართლა ვერ ვხვდები

აღქმის თანხვედრა up.gif smile.gif

Posted by: senpai 8 Aug 2019, 12:16
Gisele
QUOTE
რატო უნდა ჩაიცვა ეგენი მართლა ვერ ვხვდები

სიმაღლისთვის, კომფორტისთვის, სტილისთვის, ყველა ფეხიდან დაიწყებს შენ ყურებას biggrin.gif

Posted by: RUDIARIUS 8 Aug 2019, 12:30
QUOTE (senpai @ 7 Aug 2019, 17:02 )


user posted image






ეს რომელ საიტიდან გამოიწერე, შეგიძლია დალინკო?

Posted by: senpai 8 Aug 2019, 12:54
RUDIARIUS
QUOTE
ეს რომელ საიტიდან გამოიწერე, შეგიძლია დალინკო?

ვნახე და აღარ აქვთ გაყიდვაში იქ. ამოღებულია საერთოდ ეგ პროდუქცია.


ჩინეთში ვნახე ეხლა მაღალი ხარისხის რეპლიკა, იქიდან ჩამოტანილიც კი 100$-ზე მეტი ჯდება, ხო წარმოგიდგენიათ რა ხარისხებია biggrin.gif ტიპები აქ ყიდიან 200 ლარში რაღაც საშინელებებს, ნორმალურად მიკრულიც რომ არ აქვს რეზინა biggrin.gif აპლიკაციაშია სამწუხაროდ და ვერ ვლინკავ. რეგისტრაციის გარეშეც ვერ იძებნება მაგ საიტზე თან. taobao.com


პ.ს. ყველა რაც იყიდება არაოფიციალურად, არის რეპლიკა და ხარისხებით განსხვავდება, ნამდვილი ეხლა ღირს 950$ და მეტი. იმედი არ გქონდეთ რომ ეგ იქნება ხელმისაწვდომი იაფად, ვითომ სეილების საშუალებით.

Posted by: RUDIARIUS 8 Aug 2019, 13:12
senpai
კი ვიცი რეპლიკაზე რომ არის საუბარი. ახლა დავძებნე რამდენიმე ჩინურ საიტზე და 65 დოლარად გავჩითე https://www.dhgate.com/product/2018-top-quality-fashion-paris-triple-s-designer/414161117.html?skuAttr=781400:1119549#listing_wordrec-1 შენ სურათზე მაღალი ხარისხის რეპლიკა ჩანს და მაგიტობ ვიფიქრე, ბარემ აღარ გავრისკავ ბრმად თქო.
QUOTE
taobao.com

ეს ხომ საბითუმო ვაჭრობისთვისაა?spy.gif რამდენად იყიდე?
QUOTE
ნამდვილი ეხლა ღირს 950$

lol.gif lol.gif არადა ხშირ ემთხვევაში ერთსა და იმავე საწარმოში იკერება რეპლიკაც და ორიგინალიც. მორჩენილი მასალიდან.
950 დოლარად ნიანგის ტყავის, იტალიურ ხელნაკეთ ფეხსაცმელს იყიდი კაცი
* * *
პ.ს. ზომები ჩინურად უნდა ვიანგარიშო? 46 რომ 43 უდრის?givi.gif

Posted by: senpai 8 Aug 2019, 13:20
RUDIARIUS
QUOTE
ეს ხომ საბითუმო ვაჭრობისთვისაა? რამდენად იყიდე?

არ მითქვამს რომ მანდ ვიყიდე, ვთქვი რომ მანდ ეხლა მოვძებნე თქო და 365 ლარი ჯდება გამოწერით. მაშინ როცა ცუდი ხარისხებიც არის იაფიანები და ყიდიან ძვირად.

შენ რაც დადე იმაზე მაღალი ხარისხი ნაღდად ეტყობა ამას. თუმცა თუ გაწყობს, შეგიძლია ეგ გამოწერო.


QUOTE
950 დოლარად ნიანგის ტყავის, იტალიურ ხელნაკეთ ფეხსაცმელს იყიდი კაცი

ამ ფასად საათს ვიყიდიდი, რომელსაც შვილიშვილს გადავცემდი მემკვიდრეობით givi.gif

Posted by: nodi_ts 27 Aug 2019, 13:48
QUOTE (una_nuna @ 13 Feb 2019, 21:05 )
სრულყოფილება

user posted image

ძალიან ლამაზი და კარგი ბოტასია, სად შეიძლება ყიდვა ნეტაი, მეეჭვება ნაიკს ქონდეს აქ.

Posted by: Nescafe13 7 Sep 2019, 15:52
ეკოები ვიყიდე გერმანიაში მოპარული
ძალიან მაგარი რამეა რა , მთელი სიამოვნებაა როცა ფეხზე გაცვია yes.gif


Posted by: senpai 15 Sep 2019, 20:34
user posted image
==========================

Posted by: °•2020•° 22 Oct 2019, 15:48
ფიფლ, შეგიძლიათ მირჩიოთ walking_ისთვის ( სარბენი არ მინდა) საუკეთესო სპორტული ფეხსაცმელი ?

ასევე მაინტერესებს, ოდნავ დიდი ხომ არ ჯობია ზომით, თუ ფეხზე მომდგარი?
რომ არ დამეღალოს და მეტკინოს დიდ დისტანციაზე.

მე რაც მქონია, Geox ყველაზე მეტად მომწონს, 3 სხვადასხვა მოდელი მქონდა და უკომფორტულესია, კარგი ხარისხის.

მადლობა.


Posted by: Doctordoge 22 Oct 2019, 16:02
°•2020•°
https://runrepeat.com/adidas-questar-flow
ესენი მაქვს ზუსტად.
ფეხის დაღლა კი არა მაცვია თუ არა რამე ეგ მავიწყდება ხოლმე.
ძალიან რბილებია, გეგონება ღრუბლებზე დადიხარ მართლა.
სარბენადაც იდეალურია და სასიარულოდაც.
ერთადერთი მინუსი რაც აქვს ჩემთვის თეთრ ძირზე ის არი რო მალე ისვრება.


Posted by: °•2020•° 22 Oct 2019, 16:18
Doctordoge

დიდი მადლობა smile.gif

ეს ბიჭის მოდელია ხო?
სხვათაშორის, მე არ მიშლის ცოტა „სიმძიმე“ ფეხსაცმლის, მთავარია უხეში არ იყოს.

თეთრი ძირით რაც მქონდა, 1 სეზონის მერე გადავყარე // ჟელეები, ფხვნილები, კბილის პასტები, არაფერი არ შველის, იმდენად იცვლის ფერს.
ცოტა ისეთი შეკითხვაა და როგორ უნდა მოვუარო ?smile.gif



Posted by: Doctordoge 22 Oct 2019, 16:27
°•2020•°
პირვანდელ ასე ვთქვათ "სიქათქათეს" ვერ შეუნარჩნუნებ, მაგრამ სისუფთავით მე პირადად სველი სალფეტკები რო არი, მაგით ვწმინდავ ხოლმე ყოველდღე და შველის მშვენივრად. მთავარია ჭუჭყს "ჩაჯდომა" არ აცალო.
6pm.com ზე ნახე, ფასდაკლებებში აქვთ ეს მოდელი და ფერების არჩევანიც არის. up.gif

Posted by: °•2020•° 22 Oct 2019, 16:35
Doctordoge

მაინც „უჯდება“...

ისე, ტრენდულია ახლა „ჭუჭყიანი“ ბოტასები smile.gif)

მოკლედ, მშვენიერი. გადავხედავ.

პ.ს. Adidas ყველა სპორტულ ბრენდზე მეტად მომწონს.
გადავხედე და კონკრეტულად ეს მოდელი, ბიჭისაა უფრო.
მაინც მადლობა smile.gif

Posted by: პიანისტი 22 Oct 2019, 16:57
°•2020•°

Asics არ მოგწონს? კარგი მოდელებია გოგოსთვის და თან ძალიან კომფორტული.

Posted by: °•2020•° 22 Oct 2019, 17:05
პიანისტი

მადლობა, რჩევისთვის smile.gif

Asics კონსულტანტმაც მირჩია. გავისინჯე რამდენიმე და ვერ გადავწყვიტე.

ხან ფერები არ მომეწონა, ხან მოდელი, ხან ზომა.

რაღაც უნივერსალურს ვეძებ, ეტყობა smile.gif)

აი, Geox დავწერე ზემოთ, მაგათი ფეხსაცმელი-ბოტასები ფეხს „აკვდება“, უბრალოდ, რამე ცოტა უფრო ბოტასივით მინდა...

Posted by: პიანისტი 22 Oct 2019, 17:13
°•2020•°
Geox ს კარგი მოდელები აქვს კი , ეკოს ეს მოდელი გოგოებისთვის არის, მაქსიმუმი ზომა 41 აქვთ მგონი , ფეხზე ეკო ძალიან მაგარია .

ფოტოზე კიდევ არ ჩანს , თუ ახლოში გაქვს მაღაზია გირჩევ საკუთარი თვალით ნახო
user posted image

Posted by: °•2020•° 22 Oct 2019, 17:40
პიანისტი

მშვენიერი, სადა, კომფორტული მოდელია.

ევროპული 37-37.5 მჭირდება მე.

პ.ს. ფეხსაცმელს როგორ იწერენ და ირგებენ, ჩემთვის გაუგებარია.
17-ჯერ უნდა დაგავისინჯო, გავიარ-გამოვიარო და მერე ვყიდულობ.

მადლობა, რჩევებისთვის.
ავარჩევ, იმედია და გაგიზიარებთ smile.gif

Posted by: პიანისტი 23 Oct 2019, 12:25
°•2020•°
არაფერს, წარმატებები..

ჰო მეც არ გამომიწერია არასდროს, არამარტო ფეხსაცმელი სხვა ჩასაცმელის მორგებაც შეუძლებელია ვირტუალურად.

Posted by: პიანისტი 26 Dec 2019, 23:46
მთელი ბავშვობა და თინეიჯერობა ნაიკ ადიდასი მეცვა და ბოლო წლები მხოლოდ ვარჯიშზე და ახლოში თუ გავიდოდი ბოტასით, ვეღარ ვიპოვე ჩვენთან ხარისხიანი და ვიდიანი მოდელი, სანამ ფილიპ მოდელის ეს ბოტასები არ ვნახე, დაილოცოს სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა ,თუ ლაბორატორია biggrin.gif
ცოტახნის წინ ვიყიდე,იდეაში გაზაფხული-ზაფხულის მოდელია, მაგრამ აჭრილი ზამთრის ფონზე დღეს ჩავიცვი და ძალიან მაგარი ვიდი აქვს +ესეთი კომფორტი არცერთ ნაიკ- ადიდასში არ მიგრძვნია, ერთ ნაიკის რანერებს თუ არ ჩავთვლი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ნათანია 27 Dec 2019, 00:44
QUOTE (პიანისტი @ 26 Dec 2019, 23:46 )
მთელი ბავშვობა და თინეიჯერობა ნაიკ ადიდასი მეცვა და ბოლო წლები მხოლოდ ვარჯიშზე და ახლოში თუ გავიდოდი ბოტასით, ვეღარ ვიპოვე ჩვენთან ხარისხიანი და ვიდიანი მოდელი, სანამ ფილიპ მოდელის ეს ბოტასები არ ვნახე, დაილოცოს სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა ,თუ ლაბორატორია biggrin.gif
ცოტახნის წინ ვიყიდე,იდეაში გაზაფხული-ზაფხულის მოდელია, მაგრამ აჭრილი ზამთრის ფონზე დღეს ჩავიცვი და ძალიან მაგარი ვიდი აქვს +ესეთი კომფორტი არცერთ ნაიკ- ადიდასში არ მიგრძვნია, ერთ ნაიკის რანერებს თუ არ ჩავთვლი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

რამდენში იყიდე?



....................................................................

Posted by: დინიო 27 Dec 2019, 16:04
QUOTE (ნათანია @ 27 Dec 2019, 00:44 )
QUOTE (პიანისტი @ 26 Dec 2019, 23:46 )
მთელი ბავშვობა და თინეიჯერობა ნაიკ ადიდასი მეცვა და ბოლო წლები მხოლოდ ვარჯიშზე და ახლოში თუ გავიდოდი ბოტასით, ვეღარ ვიპოვე ჩვენთან ხარისხიანი და ვიდიანი მოდელი, სანამ ფილიპ მოდელის ეს ბოტასები არ ვნახე, დაილოცოს სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა ,თუ ლაბორატორია biggrin.gif
ცოტახნის წინ ვიყიდე,იდეაში გაზაფხული-ზაფხულის მოდელია, მაგრამ აჭრილი ზამთრის ფონზე დღეს ჩავიცვი და ძალიან მაგარი ვიდი აქვს +ესეთი კომფორტი არცერთ ნაიკ- ადიდასში არ მიგრძვნია, ერთ ნაიკის რანერებს თუ არ ჩავთვლი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

რამდენში იყიდე?



....................................................................

კომფორტთან ერთად ძალიან მაგარ ვიდზეც არის

სავარაუდოდ 300 დოლარამდე მაინც ეღირება

Posted by: ნათანია 27 Dec 2019, 16:34
QUOTE (რონალდინიო @ 27 Dec 2019, 16:04 )
QUOTE (ნათანია @ 27 Dec 2019, 00:44 )
QUOTE (პიანისტი @ 26 Dec 2019, 23:46 )
მთელი ბავშვობა და თინეიჯერობა ნაიკ ადიდასი მეცვა და ბოლო წლები მხოლოდ ვარჯიშზე და ახლოში თუ გავიდოდი ბოტასით, ვეღარ ვიპოვე ჩვენთან ხარისხიანი და ვიდიანი მოდელი, სანამ ფილიპ მოდელის ეს ბოტასები არ ვნახე, დაილოცოს სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა ,თუ ლაბორატორია biggrin.gif
ცოტახნის წინ ვიყიდე,იდეაში გაზაფხული-ზაფხულის მოდელია, მაგრამ აჭრილი ზამთრის ფონზე დღეს ჩავიცვი და ძალიან მაგარი ვიდი აქვს +ესეთი კომფორტი არცერთ ნაიკ- ადიდასში არ მიგრძვნია, ერთ ნაიკის რანერებს თუ არ ჩავთვლი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

რამდენში იყიდე?



....................................................................

კომფორტთან ერთად ძალიან მაგარ ვიდზეც არის

სავარაუდოდ 300 დოლარამდე მაინც ეღირება

biggrin.gif

მადლობა პასუხსისთვის


მეთქი ერთი 100 ლარში დავითრევთქო gigi.gif

900 ლარს ფეხსაცმელში რა მიმაცემინებს user.gif

Posted by: GEORGEXIII 27 Dec 2019, 16:59
QUOTE
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონება - ბოტასი

+1



იმენა საბურავის მერე ერთ-ერთი მაგარი გამოგონებაა biggrin.gif

Posted by: პიანისტი 28 Dec 2019, 11:41
ნათანია
ფასდაკლებით 499 ლარში , ისე მგონი 839 ლარი ღირდა.



Posted by: senpai 4 Feb 2020, 21:04
user posted image


------------

Posted by: Gull wing 5 Feb 2020, 19:03
გამარჯობა, ნაიკის ამერიკული მაღაზიიდან იწერთ ვინმე ბოტასს? ფეიფალსაც არ იღებს ჩემსას, სავარაუდოდ მაინც და მაინც ამერიკული ანგარიში/ბარათი უნდა. ხომ არ არსებობს რამე გზა შეზღუდვას რომ გვერდი ავუარო?

Posted by: პიანისტი 7 Feb 2020, 21:53
გოლდენები ვაკეში იყიდება ჰო მგონი, დიდი არჩევანია მოდელებში? ნეტა სეილები თუ აქვთ თორე კი იქნება 1400 ლარები:/


ამ მოდელს რა ვიდი აქვს ნახეთ, არასდროს მქონია ეს ბრენდი და მუღამი მაქვს.
user posted image

Posted by: mail10 9 Feb 2020, 19:03
Gull wing
amex სინჯე, ყველგან მიდის ეგ ბარათი, საქართველოს ბანკს აქვს.

Posted by: Gull wing 10 Feb 2020, 14:18
mail10
დიდი მადლობა, მაგრამ თი ბი სი მაქვს და მომიწია ამაზონიდან გამოწერა, იმაზე ძვირად ვიდრე ნაიკის გვერდზე ღირდა.

იქნებ სხვა გზაც არსებობს ნაიკიდან გამოწერის თუ ვინმემ იცით, გთხოვთ არ დაიზაროთ, მასწავლეთ

Posted by: senpai 10 Feb 2020, 14:27
Gull wing
კამექს აქვს ამერიკული ბარათი, მიმართე და გამოგიწერენ.

Posted by: Gull wing 15 Feb 2020, 14:25
senpai
მადლობა, გავითვალისწინებ ამ რჩევას შემდეგში.

Posted by: Nescafe13 14 Mar 2020, 11:32
აბა დაყარეთ კარგი ადგილები სად ვიყიდო ბოტასი
შავი გარედან ტყავით up.gif
ნაჭერს ვერ ვგუობ სულ გასვრილია ხოლმე biggrin.gif
45-46 ზომა მინდა , ფიზიკურად ვერ ვშოულობ mad.gif

Posted by: პიანისტი 14 Mar 2020, 23:42
Nescafe13

მაგარი ბრენდია ძალიან, მაგრამ კარგი ფასიც ღირს.

მე ვიყიდე ორი წყვილი ოღონდ სხვა მოდელები და არ ვნანობ, პირიქით.
https://icrshop.ge/product/philippe-model-854-6255

https://icrshop.ge/product/philippe-model-803-4030

Posted by: neo> 15 Mar 2020, 01:47
6.PM დან ვისაც გამოგიწერიათ ბოტასები, ორიგინალებია რაც დევს?

29$ ღირდა ფასდაკლებით, სკეჩერსის ბოტასები, ვუყიდე მამაჩემს და 1 თვეში წინ , შეერთების ადგილი ასძვრა, გული დამწყდა მაგრად

Posted by: Nescafe13 15 Mar 2020, 13:05
QUOTE (პიანისტი @ 14 Mar 2020, 23:42 )
Nescafe13

მაგარი ბრენდია ძალიან, მაგრამ კარგი ფასიც ღირს.

მე ვიყიდე ორი წყვილი ოღონდ სხვა მოდელები და არ ვნანობ, პირიქით.
https://icrshop.ge/product/philippe-model-854-6255

https://icrshop.ge/product/philippe-model-803-4030

1000 ლარი ბოტასში ?
user.gif

https://baldi.ge/ge_ge/men/hersilia.html#color=427
https://baldi.ge/ge_ge/men/kinaba.html#color=427
https://baldi.ge/ge_ge/men/simu.html#color=427

აი აამათზე ვფიქრობ
ახლაც მაქ ბალდიში ნაყიდი , შარშან აგვისტოში ვიყიდე არ დაიხა :დ

* * *
neo>

მე პირადად არ მიყიდია
იძახიან რომ კარგიაო 6პმ , ბევრს აქ გამოწერილი და თურქული ნაგვის ფასი ჯდება მეტი არა
ხარისხიც უკეთესი აქ და გამძლეობაც

Posted by: დინიო 15 Mar 2020, 14:00
6პმ ს ძალიან მაგარი ხარისხის ფეხსაცმელები აქვს და ძაან გამიკვირდა რო 1 თვეში აძვრა

მიწერე თქვენგან ამას არ მოველოდიო და იმედები გამიცრუვდაო

იქნებ შეგიცვალონ

Posted by: პიანისტი 15 Mar 2020, 14:01
Nescafe13
ფასდაკლებაში 500 ლარები გამოვიდა, ნუ ორ წყვილში 1000 დაახლოებით


ვიდით სამივე ძალიან კარგია, ეხლა მალე დათბება და პირველში მაგრად დაგცხება, მეორე და მესამე დახვრეტილი ტყავია, მაგრამ ნაჭერი აქვს მთელი ეგეთ ტყავს ძირითადად და შენით მოგიწევს ჩახვრეტა, თუ არ არის ჩახვრეტილი წინ რო დახვრიტო შეიძლება მალე დაიხეს ნაკეცთან, შენს ადგილას მეორეს ვიყიდდი და გვერდებში ჩავხვრეტდი რამე ნემსით, ისეთი ცხელი წესით აღარ იქნებოდა.

იმასაც აქვს მნიშვნელობა შიგნიდან რამდენად ნატურალურია, ერთი კედი რომელიც შევაკერინე იდეაში ზამთრისაა, მაგრამ ზაფხულშიც არაა ძალიან ცხელი.

Posted by: tatia23 15 Mar 2020, 15:56
ხალხ factory-ში ორიგინალები აქვთ თუ იცით?

Posted by: Deleted 21 Mar 2020, 00:26
QUOTE (tatia23 @ 15 Mar 2020, 15:56 )
ხალხ factory-ში ორიგინალები აქვთ თუ იცით?

კი ორიგინალია დრესაპის ქსელში ყველაფერი,

უბრალოდ რაღაცები დეფექტით არის ზოგჯერ და უნდა დააკვირდე კარგად smile.gif

Posted by: cuda 7 Apr 2020, 15:21
Adidas ვისაც გაქვთ ზომები როგორაა სხვა ფირმის ფეხსაცმელთან შედარებით? მაგალითად Converse Vans?

Converse მაგალითად ნახევარი ზომით დიდია Vans ზე,

10.5 Converse და 11 Vans მაცვია,

Posted by: melo098 18 May 2020, 22:09
cuda
ნაიკზე ნახევარი ზომით პატარას ვიწერ ადიდასს.


ხალხო ნაიკიდან როგორ იწერთ? არც ბარათს ღებულობს და არც ფეიფალს, დაბლოკეს უცხო ქვეყნებიდან გამოწერა და რამე სხვა გზისთვის ხომარ მიგიგნიათ?

Posted by: didi bege 19 May 2020, 09:29
QUOTE (neo> @ 15 Mar 2020, 00:47 )
6.PM დან ვისაც გამოგიწერიათ ბოტასები, ორიგინალებია რაც დევს?

29$ ღირდა ფასდაკლებით, სკეჩერსის ბოტასები, ვუყიდე მამაჩემს და 1 თვეში წინ , შეერთების ადგილი ასძვრა, გული დამწყდა მაგრად

სკეჩერსი მეც ძალიან მალე გამიფუჭდა, ზოგადად ზომა წონის გამო ძაან დიდხაბს არ მიძლებს ბოტასები, მარა სკეჩერსმა ანტირეკორდი დაამყარა

Posted by: amg63 28 May 2020, 22:23
ნაიკ კორტეზი თუ ადიდას სუპერსტარი ? ხარისხი მაინტერესებს. ლაკოსტას ბოტასი თუ გქონიათ?

Posted by: lilu777 29 May 2020, 04:23
amg63

მე ნაიკი უფრო მიყვარს , მაგრამ მაგ ორიდან ადიდასი ჯობია მემგონი smile.gif


* * *
QUOTE (senpai @ 4 Feb 2020, 21:04 )
user posted image


------------

ეს კაცისაა? გოგოსი მინდა რამე მაგის მსგავსი შავი

Posted by: Darkstalker 1 Jun 2020, 01:21
აი ამ speedo - ებით დამასაფლავეთ yes.gif

Posted by: ElChico 12 Jun 2020, 19:58
adidas Originals Sneaker »CONTINENTAL


Posted by: senpai 12 Jun 2020, 22:54
user posted image


იყოს ესეც

Posted by: nick385264 29 Jun 2020, 23:19
user posted imageuser posted image
თუ ვინმეს გნებავთ ვყიდი. ადიდასები სულ ახლებია ზომა us11 uk 10-1\2 fr 45-1/3. ტომი ერთხელ არის ჩაცმული ზომ us 9 uk8 eur 42. ორივე ორიგინალია რა თქმა უნდა.

Posted by: პიანისტი 7 Jul 2020, 20:38
როგორ მევასება ეს ბრენდი, ლაბორატორიამ შემოიტანოს ოფიციალურად კარგი იქნება.

user posted image
user posted image
user posted image

Posted by: buenos 11 Jul 2020, 18:09
new balance georgia დამაინტერესა, ფეისბუკზე რეკლამებში (sponsored) ხშირად მიჩანს, ფასები მიმზიდველი ჩანს. მისამართად ჭავჭავაძის გამზირი N28 უწერია. მითითებულ ვებ გვერდზე რომ გადახვიდე (https://newbalance.ge/) Made in US და Made in England განყოფილებაში 150-200 ლარი ისეთ ფეხსაცმელზე უწერია, NB ოფიციალურ საიტზე https://www.newbalance.com/made-in-us-and-uk/ 3-4 ჯერ უფრო ძვირი ღირს 200 დოლარის ფარგლებში.
ამან, და ასევე იმ ფაქტმა, რომ კაცის ფეხსაცმლის ზომებში ხშირად 36-43 ან 40-44 უწერია ეჭვი გამიჩინა - ფეიკები ხომ არ არისთქო? ნამდვილი NB -ის დიდი უმრავლესობა შეგიძლია იყიდო 50+ ზომაც. ჩინური ფეიკები ძირითადად არის ჩინური ზომის smile.gif. რას ფიქრობთ, გაქვთ რამე ინფო?


Posted by: masai11 11 Jul 2020, 18:33
QUOTE (buenos @ 11 Jul 2020, 18:09 )
new balance georgia დამაინტერესა, ფეისბუკზე რეკლამებში (sponsored) ხშირად მიჩანს, ფასები მიმზიდველი ჩანს. მისამართად  ჭავჭავაძის გამზირი N28 უწერია. მითითებულ ვებ გვერდზე რომ გადახვიდე (https://newbalance.ge/)  Made in US და Made in England განყოფილებაში 150-200 ლარი ისეთ ფეხსაცმელზე უწერია, NB ოფიციალურ საიტზე https://www.newbalance.com/made-in-us-and-uk/ 3-4 ჯერ უფრო ძვირი ღირს 200 დოლარის ფარგლებში.
ამან, და ასევე იმ ფაქტმა, რომ კაცის ფეხსაცმლის ზომებში ხშირად 36-43 ან 40-44 უწერია ეჭვი გამიჩინა - ფეიკები ხომ არ არისთქო? ნამდვილი NB -ის დიდი უმრავლესობა შეგიძლია იყიდო 50+ ზომაც. ჩინური ფეიკები ძირითადად არის ჩინური ზომის smile.gif. რას ფიქრობთ, გაქვთ რამე ინფო?

მე ვაჟა-ფშაველაზე რომ არის მაღაზია, მანდ ვყიდულობ უკევე წლებია.
სიმართლე გითხრა ხარისხით მაინცა და მინც კმაყოფილი არ ვარ. არ მახსოვს, სადღაც მოვისმინე რომ აზიაში კერავენო.
არა და New Balance - ს აზიაში არ ჰქონდა საწარმოები, აშშ-ში და ირლანდიაში მხოლოდ.
სათაო ოფისს შეიძლება მისწეროს კაცმა და ჰკითხოს, მართლა თუ აქვსთ ავტორიზებული წარმომადგენლობა საქართველოში.

საინტერესო იქნება New Balance - ის ფანებისთვის smile.gif

https://www.youtube.com/watch?v=8oZ2vMmVWM8

https://www.youtube.com/watch?v=TTujGOsj-Qc&t=11s

Posted by: პიანისტი 11 Jul 2020, 19:42
buenos
საიტზე ოფიციალურზე 40-80 დოლარები ღირდა მე რო ვნახე, ისე კი ადგილზე მიხვდები თუ გქონია ორიგინალები, ფეხზეც ჩაიცვი და ის კომფორტი არ აქვს ფეიკებს.
მეც 130 ლარიანი ნბ მაქვს სავარჯიშოდ და ძალიან განსხვავდება ორიგინალისგან.
ისე ნბ ვიდით ვერაფერია, 2000 წლების დასაწყისში კიდევ ჰო მაგრები იყო, თითქოს ვერ განვითარდაო ეს ბრენდი.
ბევრად მაგარი ბრენდებია.
ასიქსები მინდა სავარჯიშოდ და არ იყიდება რასაც ქვია ჩვენთან

Posted by: buenos 12 Jul 2020, 00:46
masai11
პიანისტი
კაი 15 წელია ჩინეთში იკერება დიდი უმეტესობა. ეგ არაა პრობლემა, უბრალოდ ეს newbalance.ge ნაღდი თუ არისთქო. მსოფლიოზე დაბალი ფასები და ზომა 44-მდე საეჭვოა ძალიან. რატო არ არის 45, 46, 49... ნამდვილი ნბ-ები 55იან ზომებიც არის ოფიციალურ მაღაზიებში. და ფასებიც. $150 იანი მოდელი როგორ უნდა გაყიდო თბილისში 150 ლარად?
ასევე ის მომენტი, მაგალითად ჩვენში პოპულარული კლასიკური 574 ები და მსგავსი სტილის ფეხსაცმეი არის საკმაოდ დიდი არჩევანი, მაშინ როდესაც ამერიკულ საიტებზე ნაკლებად შეხვდებით

QUOTE
ისე კი ადგილზე მიხვდები თუ გქონია ორიგინალები, ფეხზეც ჩაიცვი და ის კომფორტი არ აქვს ფეიკებს.

არც ასე ადვილია უცებ მიხვდე... დაბალი ხარისხის ფეიკებიც არსებობს და მაღალი ხარისხისაც... კაი ფეიკის განსხვავება ძნელია ძალიან ადგილზე.

QUOTE
ასიქსები მინდა სავარჯიშოდ და არ იყიდება რასაც ქვია ჩვენთან

მერე ინტერნეტი რისთვის არსებობს smile.gif გამოიწერე.
ნბ-ებისთვის ეს საიტია კარგი და იაფი - www.joesnewbalanceoutlet.com/

Posted by: masai11 13 Jul 2020, 00:48
user posted image
აი ეს?
ხო , ეს smile.gif

Posted by: MKBHD 14 Jul 2020, 15:29
QUOTE
რატო არ არის 45, 46, 49... ნამდვილი ნბ-ები 55იან ზომებიც არის ოფიციალურ მაღაზიებში.

45 ჰა ჰა 46 კიდე ჯანდაბას მარა 49 და 55 ზომები გაიყიდება იმდენი რო შემოტანა უღირდეთ? თუ თვითონ ბრენდი არ შემოვიდა ბაზარზე , კერძო პირი მარტო იმ პროდუქციას შემოიტანს ლოგიკურად რომელიც გაეყიდება

QUOTE
$150 იანი მოდელი როგორ უნდა გაყიდო თბილისში 150 ლარად?

ფასია ერთ-ერთი ფაქტორი ორიგინალობის მიხვედრის მარა მარტო ერთი მხრიდან (თუ რეალური ფასი ადევს გარანტია მაინც არაა რო ორიგინალი), ამ შემთხვევაში გამორიცხულია 150 ლარად ორიგინალი იყოს, აქ ორიგინალი რაც მინახავს ნებისმიერი ბრენდი ყველა ღირს ისეთი ფასი რო გამოწერაზე ცოტათი მეტია, მარა გაითვალისწინე რო MSRP (ფასდაკლების გარეშე რაც ღირს) ფასით გამოწერას ვგულისხმობ და ჩვენთან კარგი ფასდაკლებები თუ აქვთ მაშინ სუ 1-2 ზომა რო რჩებათ მაშინ აკეთებენ,

QUOTE
სათაო ოფისს შეიძლება მისწეროს კაცმა და ჰკითხოს, მართლა თუ აქვსთ ავტორიზებული წარმომადგენლობა საქართველოში.

რატომღაც 99%ით დარწმუნებული ვარ რო ავტორიზებული არ იქნება ორიგინალი პროდუქცია რომც ქონდეთ

buenos
ბოტასი მომწონდა 250 ლარამდე ჯდებოდა გამოწერა და აქ 299 ღირდა, არაა ცუდი ფასი ხო? დაველოდე რამდენიმე თვე აქ რო მაგ მოდელს ფასდაკლება არ ქონია ოფიციალური საიტიდან სადღაც 55% იანი ფასდაკლებით ვიყიდე თავი ბოლო 120 ლარი დამიჯდა,

ასე რომ გირჩევ ნიუ ბალანსის საიტს და 6pm.com-ს ჩაუჯდე

Posted by: პიანისტი 14 Jul 2020, 17:33
buenos
42.5 მაქვს ფეხის ზომა და ზოგიერთი 42 მაქვს კარგად, ზოგიც 43, ამიტომ გამოწერა ლატარიაა ჩემთვის, ისედაც არ მევასება ადგილზე თუ არ ჩავიცვი.
ტოპსპორტს აქვს ასიქსები, მაგრამ მგონი ოფიციალურზე დასეილებულებს ყიდიან 400-500 ლარებად, ან სხვა საიტიდან, ეგ კი ახალი კოლექციის ფასია და ყოველთვის აუმჯობესებენ ხარისხს

Posted by: MKBHD 14 Jul 2020, 18:49
პიანისტი
ბრენდებს უნდა დაუმუღამო და ეგაა, რომლის გამოწერაც გინდა გაისინჯე აქ და ის ზომა გამოიწერე, ძირითადად ყველა ფირმას იგივე ზომას ვხმარობ, ერთი კონვერსებს ვიწერ სხვებზე ნახევარი ზომით ნაკლებს, მარა იშვიათი გამონაკლისი მოდელებიც არის რო იგივე ფირმის სხვა მოდელის ზომას არ ემთხვევა,

Posted by: buenos 14 Jul 2020, 19:47
MKBHD
QUOTE
ბოტასი მომწონდა 250 ლარამდე ჯდებოდა გამოწერა და აქ 299 ღირდა, არაა ცუდი ფასი ხო? დაველოდე რამდენიმე თვე აქ რო მაგ მოდელს ფასდაკლება არ ქონია ოფიციალური საიტიდან სადღაც 55% იანი ფასდაკლებით ვიყიდე თავი ბოლო 120 ლარი დამიჯდა,
ასე რომ გირჩევ ნიუ ბალანსის საიტს და 6pm.com-ს ჩაუჯდე

აქ თუ 299 ღირს რატო უნდა გამოიწერო 250ად. არ ღირს ნამდვილად.
6პმ-იც ვიცი, მაგრამ რაც დავწერე ჯო-ს საიტს ვერ შეედრება ნბ-ის ამბებში. $20 ად მაქვს ბევრჯერ ნაყიდი ფრი შიპინგით. ნბ-ის ყველაზე დიდი რითეილერია

Posted by: MKBHD 14 Jul 2020, 20:33
buenos
QUOTE
აქ თუ 299 ღირს რატო უნდა გამოიწერო 250ად. არ ღირს ნამდვილად.

ხო მეც მაგას ვამბობ 250-ს რო იხდი იაც 49 ლარი და ეგაა გაისინჯავ ბოლო ბოლო და არ ელოდები, იმასაც გავუსი ხაზი ამით რო უეჭველი იმაზე მეტი ეღირება ორიგინალი რაც გამოწერა ჯდება,

Posted by: lovelock 20 Jul 2020, 23:45
ჩემი ახალი სარბენი ბოტასები love.gif

Terrex Two Ultra Parley Trail Running Shoes

ბოტასების ფანი არ ვარ მაგრამ რეკომენდაციას გავუწევ რადგანაც კარგებია...რომ დარბიხარ თითქოს გეხმარება ნაბიჯების დროს. მოკლედ სირბილი ვისაც მოგწონთ ეს გამოგადგებათ.

user posted image

user posted image

Posted by: amg63 22 Jul 2020, 19:46
პირველად ვიყიდე რიბოკები და კამფეტ
user posted image

Posted by: პიანისტი 22 Jul 2020, 21:48
amg63
გილოცავ.

მაგრად მევასება მეც რიბოკები და დიადორაც, დიადორა მქონდა ადრე რეტრო.

მაგარი ფილიპ მოდელები გავმაზე 440 ლარი ღირდა და როდესაც ვნახე ჩემი ზომა აღარ იყო, მაგარი ბრენდია ძალიან ,კედი და ბოტასი მაქვს და სასწაულია love.gif

Posted by: პიანისტი 25 Jul 2020, 16:12
ტოპსპორტში ვიყავი ასიქსები ვნახე და ეგ თუ ორიგინალია რავიცი ძმაო, მარტო ასიქსები კი არა მანდ რა აქვთ ორიგინალი არვიცი ბოტასებიდან biggrin.gif
მთელი ბავშვობა ორიგინალი ნაიკ-ადიდასი მეცვა და ხარისხი არ მესწავლება, ეხლაც პარიზში ნაყიდი ნაიკის რანერები მაქვს.
შეიძლება ვცდები და ეს ორი წელი ესე ჩა##ვდა ეს ბრენდები...
ზემოდან ბადეები აქვს სამხედრო ,,ბრეზენტი" .
დრესაპში რაც გადის მანდ ჰქონდათ ხარისხიანები.

Posted by: didi bege 26 Jul 2020, 02:11
QUOTE (buenos @ 11 Jul 2020, 17:09 )
new balance georgia დამაინტერესა, ფეისბუკზე რეკლამებში (sponsored) ხშირად მიჩანს, ფასები მიმზიდველი ჩანს. მისამართად ჭავჭავაძის გამზირი N28 უწერია. მითითებულ ვებ გვერდზე რომ გადახვიდე (https://newbalance.ge/) Made in US და Made in England განყოფილებაში 150-200 ლარი ისეთ ფეხსაცმელზე უწერია, NB ოფიციალურ საიტზე https://www.newbalance.com/made-in-us-and-uk/ 3-4 ჯერ უფრო ძვირი ღირს 200 დოლარის ფარგლებში.
ამან, და ასევე იმ ფაქტმა, რომ კაცის ფეხსაცმლის ზომებში ხშირად 36-43 ან 40-44 უწერია ეჭვი გამიჩინა - ფეიკები ხომ არ არისთქო? ნამდვილი NB -ის დიდი უმრავლესობა შეგიძლია იყიდო 50+ ზომაც. ჩინური ფეიკები ძირითადად არის ჩინური ზომის smile.gif. რას ფიქრობთ, გაქვთ რამე ინფო?

ფეიკს ჰგავს,
ოფიციალური წარმომადგენლობა ჩვენ ვართო ესენი იძახიან
https://www.facebook.com/newbalancetbilisi/


Posted by: cuda 1 Aug 2020, 18:34
didi bege
QUOTE
ოფიციალური წარმომადგენლობა ჩვენ ვართო ესენი იძახიან
https://www.facebook.com/newbalancetbilisi/

ვერიფიკაცია კი აქვთ გვერდზე , საინტერესოა,


ფეხსაცმლის დეოდორანტს (სპრეის ან ნებისმიერი სახისას) თუ იყენებთ და რომელს? აქამდე არ შევუწუხებივარ ეს ბოლო პერიოდი ნასკის გარეშე ვიცვამ "სარბენ" ბოტასებს და ეხლა შევატყე რო ცოტა სუნი აიკიდა

Posted by: Harrison Stafford 16 Aug 2020, 15:50
QUOTE
შეიძლება ვცდები და ეს ორი წელი ესე ჩა##ვდა ეს ბრენდები...

წლებია დავდივარ ამ ჩვენს "ბრენდ" მაღაზიებში და იმენა ძიშოვი ხარისხები აქვთ
თან სულ ერთიდაიგივე მოდელები 400-500 ლარებში ბიჭო ვგიჟდები ხოლმე
გუშინ ვიყავი კაკრას

ჭავჭავაძის 28ში როა მანდაც

საერთოდ ყველაფრის წარმოება ხო ჩინეთ/ინდოჩინეთშია გადასული
ჩვენთან მაგითო შემოდის ესეთი ფარჩაკი ხარისხები რო კონტროლს არ უწევენ
კიდიათ იგივე ფირმა/მოდელები ევროპებში და ამერიკებში ხარისხიანია რაც ჩამომიტანეს საერთოდ განსხვავდება
გესიამოვნებია იმას რო ხელს გადაუსმევ , აქ კიდე არ ვიცი რა არადა ორივეს made in china/indonesia/malasia/banladesh აწერა
ტექნიკაზეც მასეა ერთიდაიგივე ლენოვოს ლეპტოპი გამოვიწერე ამერიკისთვის განკუთვნილი სამსახურისთვი ს გვჭირდებოდა 20 ცალი (ნახმარი რომელიღაც ამერიკულ ბანკში) ჩამოწერილი იყო და გამოვიწერეთ იაფად რა
და საქართველოსთვის(მესამე მსოფლიოს "ქვეყნისთვის") აწყობილი იგივე ლენოვო
იმენა შეუიარაღებელი თვალით შეატყობდი აწყობის ხარისხს არადა ერთიდაიგივე ფაბრიკაში აწყობენ



ფასსა და ხარისხს აცილება აქვს სერიოზული
მახსოვს მარტო შარშან ვნახე ნიუბალანსი ისთ პოინტში იმენა ინგლისში შეკერილი ედოთ 555 ლარი ღირდა ძალიან კარგი მატერიის ბოტასი იყო , დანარჩენი აზიაში შეკერეილები იმენა უბანძესი მატერიებით

ეს გამოწერა კიდე ვერა რა იმენა არ მევასება მითუმეტეს ტანსაცმელ ფეხსაცმელის

Posted by: Charlie-Chaplin 29 Aug 2020, 14:21
Harrison Stafford
რეპლიკებია ეგენი,ორიგინალები არაა.

Posted by: პიანისტი 30 Aug 2020, 00:05
Harrison Stafford
რეალურად არც იკერება ინდონეზიაში, იქ აქვთ სამკერვალოები ნაიკ- ადიდასს და ორიგინალები მოდის, მაგრამ ამათ ჩამოაქვთ 20 დოლარიანი ნაგავი დიდი ალბათობით თურქეთიდან,ან ჩინეთის სარდაფიდან

ორიგინალები აქვთ ეკოს მაღაზიაში, გოგოებს შეუძლიათ იყიდონ თამამად , ეკოს ქალის ხაზი აქვს მაგარი, ჩვენი იმენა არ ვარგა ვიდით.
ეს ლაბა ფეხსაცმლის გალერეა, მაგის პატრონს Respect ჩემგან, ორიგინალები აქვთ.
მესამე რაც ვნახე ბოტასების მაღაზია არაა, ესპანური მეწაღე როა მანდაც აქვთ ორიგინალები, მე ვიყიდე ორი წლის წინ ლა სიესტა და ყველას გირჩევთ, ეგრე კომფორტულად ფეხი ვერ ექნება ადამიანს ვერცერთ ფეხსაცმელში.
ისთ ფოინთში თუ მოხვდებით მოისინჯეთ ფეხზე, 320 ლარი ღირს ,ვიდითაც ძალიან მაგარია.

ბრენდ შოპი მაინტერესებს ვაკეში როა.

Posted by: lilu777 3 Sep 2020, 22:49
ეს ბოტასების თემაა, მაგრამ კონვერსის კეტები თუ გაქვთ ვინმეს და ზომა ზომაზე მიდის?

გამოვწერე და ეხლა მოვიდა. ვფიქრობ დავაბრუნო თუ დავიტოვო. მეჩვენება რომ ნახევარი ზომით დიდია.
არადა სულ 7 ზომას ვიცმევ. ასე უნდა იყოს თუ სხვებსაც დიდი გაქვთ თქვენი ზომის კონვერსი?smile.gif

Posted by: rezi0881 3 Sep 2020, 23:32
lilu777

მე გამოვიწერე ადრე კონვერსის კეტები 6პმ-დან და დიდი იყო სადღაც ერთი ზომით, მერე იგივე კეტებზე ამაზონზე წავიკითხე რევიუები და ყველა წერდა, რეალურად რასაც იცვამთ იმაზე ნახევარი ან ერთი ზომით პატარა აირჩიეთო, როგორც ჩანს სხვაობებია. smile.gif UK ზომა ხო არ აწერია? დიდია USA სთან შედარებით.

Posted by: lilu777 3 Sep 2020, 23:44
rezi0881

მადლობა , ხო აშკარად ყველას დიდი მოსდის გამოსაცვლელია
5 აწერია uk.
ისე მეშლება ნერვები სულ ვკითხულობ ამ რევიუებს, მაგრამ რომ დავინახე ფასდაკლება თან პირველ
შენაძენზე კიდევ უფრო დააკლდა დავხამდი და აღარ შევხედე არაფერს smile.gif

Posted by: rezi0881 4 Sep 2020, 00:12
lilu777

არაფრის, მეც მასეთი რაღაც მომივიდა, კარგი ფასდაკლება იყო და ბევრი აღარ ვათვალიერე, smile.gif როგორც ჩანს გვატყუებს Size Chart – UK მაინც დიდი მოდის.

Posted by: ლავლოკი 4 Sep 2020, 00:46
თეთრ ბოტასებს რითი წმინდავთ? და რამდენი ხანი გიძლებთ სითეთრე?

Posted by: lilu777 4 Sep 2020, 01:33
ლავლოკი

არ ვწმინდავ. ბოტასის სეტკები რომ არის იმაში ვდებ და მასე ვრეცხავ სარეცხი მანქანაში.
სარეცხი ბურთულები რომ არის იმასაც ვაგდებ შიგნით smile.gif


Posted by: ლავლოკი 4 Sep 2020, 01:43
lilu777
ტყავსაც?

Posted by: lilu777 4 Sep 2020, 01:49
ლავლოკი

კი და დელიკატურ რეცხვას ვუთითებ

Posted by: ლავლოკი 4 Sep 2020, 02:11
lilu777
კარგი დავტესტავ აბა ძველებზე.
მოვკვდი კბილის ჯაგრისით ხეხვით lol.gif
ჩვეულებრივს მეც ვყრიდი მაგრამ ტყავი არ მეგონა.

Posted by: Charlie-Chaplin 4 Sep 2020, 08:30
QUOTE (lilu777 @ 3 Sep 2020, 22:49 )
ეს ბოტასების თემაა, მაგრამ კონვერსის კეტები თუ გაქვთ ვინმეს და ზომა ზომაზე მიდის?

გამოვწერე და ეხლა მოვიდა. ვფიქრობ დავაბრუნო თუ დავიტოვო. მეჩვენება რომ ნახევარი ზომით დიდია.
არადა სულ 7 ზომას ვიცმევ. ასე უნდა იყოს თუ სხვებსაც დიდი გაქვთ თქვენი ზომის კონვერსი?smile.gif

რომელი საიტიდან გამოიწერე?


..,....

Posted by: პიანისტი 4 Sep 2020, 10:12
ეკოს სველი სალფეტკები წმენდს კარგად , მე გამიშრა და ვიყიდი ახალ ბოტასთან ერთად, ვიღაცა მახევს 42-43 ზომებს, ერთი ვიღაც ყიდულობს დარწმუნებული ვარ, 600-700 ლარის გადახდას რო აპირებ და შენი ზომა არაა, ზომაზე თითო ჩამოაქვთ ამათაც facepalm.gif

Posted by: illmatic 4 Sep 2020, 10:40
ბიჭისთვის სარბენად რამე მირჩიეთ, თორემ აუზზეც ვეღარ დავდივარ და ნელ-ნელა ვვარდები ფორმიდან biggrin.gif

Posted by: lilu777 4 Sep 2020, 18:32
illmatic

რა ფასში გინდა? smile.gif

https://www.nike.com/t/downshifter-10-mens-running-shoe-extra-wide-rrfb56/CI9982-004?nikemt=true&cp=96413943330_search_%7cPRODUCT_GROUP%7cGOOGLE%7c71700000041489782%7cAll_X_X_X_X-Device_X_Nike-Clearance_X%7c%7cc&&ds_e_product_group_id=556595749857&ds_e_product_store_id=&ds_e_ad_type=pla&gclid=Cj0KCQjwy8f6BRC7ARIsAPIXOjjNeq1-1dvDLCUtJ8GgrwKxQ2bvQftzOcjX8Y72-F0BDUeTlOlKJCMaAiypEALw_wcB&gclsrc=aw.ds


სარბენად კარგია smile.gif

აქ ეს ბრენდი უყვართ ძაან
https://www.underarmour.com/en-us/p/running/mens-ua-charged-impulse-running-shoes/3021950.html?dwvar_3021950_color=004&dwvar_3021950_size=9.5&scid=scplp3021950-004-9.5&sc_intid=3021950-004-9.5&cid=PLA|US|B|GGL|ALL|SiC|ROAS|BestSellers|&gclid=Cj0KCQjwy8f6BRC7ARIsAPIXOji6N-S7ICMl0fGpwAOfhVb97si23Vier4Wj9yw56CDnvYGEfD_JuzcaAn-XEALw_wcB


ესეც სარბენი
https://www.adidas.com/us/lite-racer-adapt-3.0-wide-shoes/FY7203.html?cm_mmc=AdieSEM_Feeds-_-GoogleProductAds-_-NA-_-FY7203&cm_mmca1=US&cm_mmca2=NA&ds_rl=1257009&ds_rl=1257012&ds_rl=1255724&gclid=Cj0KCQjwy8f6BRC7ARIsAPIXOjj4f3kO8n8nG_zXn084TDa4j2R7fuiF7VfXy-hpkF0m3zJFAe_u6vgaAqwIEALw_wcB&gclsrc=aw.ds&kpid=FY7203&sourceid=543457011

Posted by: პიანისტი 12 Sep 2020, 20:54
დღეს ვიყავი ერთერთ მაღაზიაში ასიქსები მინდოდა და არ იყო ორიგინალები smile.gif დროა გამოწერა ვისწავლო

Posted by: febus 15 Sep 2020, 19:01
პიანისტი
როგორ შეატყე ეგ მასწავლე რამე ხერხი რა. მე ხარისხს ვუყურებ ხოლმე მარტო და ორიგინალია თუ არა ვერ ვიტყვი.
* * *
კაი მეორადების მაღაზიაც თუ იცით თბილისში იქნებ ეგეც გამიზიაროთ. ერთხელ ვიყიდე ნაიკის მეორადი ბოტასი ახალივით იყო და 6 წელზე მეტია მაქ სარბენად და სავარჯიშოდ ვხმარობ თან სულ.

Posted by: პიანისტი 15 Sep 2020, 19:29
febus
ხარისხს ვუყურებ მეც და მთლიანად როგორ ვიდზეა, შეიძლება გუჩის მაგარი ფეიკი ამერიოს , იქ თითქმის იგივე ხარისხით აფეიკებენ და ძალიან მცირე დეტალებით ანსხვავებენ ერთეულები.
ნაიკი,ადიდასი, ასიქსები და მსგავსი ბრენდი ადვილი შესამჩნევია, თან ყველა მცმია ორიგინალი არაერთი.

Posted by: lilu777 16 Sep 2020, 01:45
febus

ეცადე ჩინეთში წარმოებული არ იყიდო, დააკვირდი ხოლმე რომ ვიეტნამი ეწეროს smile.gif

აქ ორიგინალიც არსებობს ჩინეთში წარმოებულიც და ვიეტნამშიც თუმცა ვიეტნამის ყოველთვის უკეთესი ხარისხია ადიდასიც ნაიკიც და სხვაც smile.gif

Posted by: MISTERIA7777 16 Sep 2020, 11:53
ყველაზე გამძლე ბოტასები რომელ ფირმის მაღაზიაშია?

Posted by: Harrison Stafford 16 Sep 2020, 21:41
სუნის საწინააღმდეგოდ რას იყენებთ \??
------------
ბოტასები მაქვს საკმაო ხანია , სუნი აიკიდა
გადასაგდებად მენანება გაფუჭებული არ არის და თან მაგრად მევასება

რამე ხსნარი არის ჯანმრთელობისთვის არა საშიში
მანქანაში გარეცხვაც არ მინდა , ვიცი რო არ შეიძლება
-
-
-

Posted by: lilu777 17 Sep 2020, 00:13
Harrison Stafford

ამაზონზეა ბევრი მსგავსი რაღაც. რევიუების მიედვით შეარჩიე smile.gif

Posted by: Harrison Stafford 17 Sep 2020, 21:42
lilu777
უიმე მე მაგის გამოწერა და ლოდინი არ დავიწყო biggrin.gif
აქ არ იქნება ?

ოდობანიო იმდღეს რეკლამა დავლანდე
მგონი პუდრია

ხო არ გსმენიათ რამე?

Posted by: amg63 23 Sep 2020, 00:02
პუმას ბოტასიც პირველად ვიყიდე. კომფორტი 9/10.
user posted image
user posted image

ყველაზე გამძლე სალაშქრო ბოტასი რაც კი ოდესმე მქონია. 4 წელია მაცვია და ცოტა ძირები მოუცვდა. მინიმუმ 2 წელი კიდევ გაძლებს. კომფორტი 7/10. გამძლეობა 10/10.
user posted image

Posted by: lilu777 23 Sep 2020, 00:43
მე ნაიკზე გამძლე არ მქონია ჯერ არაფერი
ჩამოვალაგებ მეც smile.gif

ძაან ცუდი ხმარება ვიცი, მაგრამ არ ცვდება smile.gif

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ბოლოს კონვერსი ვიყიდე ეს და ვნახოთ როგორი იქნება

user posted image

Posted by: amg63 23 Sep 2020, 00:52
QUOTE (lilu777 @ 23 Sep 2020, 00:43 )
მე ნაიკზე გამძლე არ მქონია ჯერ არაფერი
ჩამოვალაგებ მეც smile.gif

ძაან ცუდი ხმარება ვიცი, მაგრამ არ ცვდება smile.gif

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ბოლოს კონვერსი ვიყიდე ეს და ვნახოთ როგორი იქნება

user posted image

მეც ცუდი ხმარება ვიცი biggrin.gif ერთ სეზონზე მეტი ბოტასს არ გაუძლია ჩემთვის ერთი ადიდასის და North Face-ის გარდა. კონვერსი არ მიყიდია 3 წელია. ბოლო ყიდვისას მივხვდი, რომ ყველაზე არაკომფორტული "სპორტული" ფეხსაცმელია.

Posted by: TheSTIG 23 Sep 2020, 00:59
QUOTE (amg63 @ 22 Jul 2020, 19:46 )
პირველად ვიყიდე რიბოკები და კამფეტ
user posted image

ეს რიბოკები 3 წელი მემსახურა
და ეხლა სამსახურში მაცვია პროფილაკტიკაში biggrin.gif იმენნა არ იხევა

Posted by: kaiser Soze 23 Sep 2020, 03:27
lilu777
აირ ფორსი - ყველაზე კომფი ბოტასი რაც კი მქონია. მესამე წყვილია უკვე.
სეზონს ძლებს. არადა ტყავს კარგად ინარჩუნებს, მაგრამ ქუსლის რეზინა აღარ რჩება.
ყველა სეზონისთვისაა და ყველა სიტუაციისთვის.

კონვრსები კლასიკაა, მაგრამ მაზოლმეიქერი. სანამ ფეხი შეეჩვევა, ტანჯვაა მანამდე.
თან ძალიან მალე ცვდება. ქუსლის გარეთა მხარე მიცვდება ყოველთვის. სქელძირიან კონვერსებს უკვე სანტიმეტრნახევარი მოაკლდა რეზინაზე ზაფხულის დასაწყისიდან ზაფხულის ბოლოში. (ყოველდღიური ხმარება, დღეში 10 საათი ალბათ საშუალოდ, თან საშუალოდ 9 კილომეტრს დავდივარ ფეხით).

ზოგადად მარტივად მიყვარს ცხოვრება და ცოტა საგნების ფლობა - მინიმალიზმი. მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი მაქვს სანამ არ გავცვითავ, შესაბამისად დღეში 10+ საათი ვატარებ. ფეხზე სუნის პრობლემა არასდროს არ მქონია. როგორც ჩანს ეს ფეხის ბრალია და არა ბოტასების. ნუ რათქმაუნდა სპორტული ფეხსაცმელი ცალკე მაქვს, მხოლოდ დარბაზისთვის. გამოსასვლელი ფეხსაცმელი, ტყავის ძირებზე, რომელსაც ალბათ წელიწადში ორჯერ ვიცმევ. ზამთარ ზაფხულ ბოტასები, თან მხოლოდ რეტრო ბოტასები: აირ ფორსები, სტენ სმიტები, სუპერსტარები, ჯორდან ვანები, ჩაკ ტეილორები.

Posted by: lilu777 23 Sep 2020, 03:48
kaiser Soze

მე აირ მაქსზე შემიძლია ვთქვა მასე სულ ყველა სეზონზე შეიძლება ჩავიცვა .
დანარჩენი სეზონის მიხედვით მაცვია.
კონვერსი ჯერ ახალია მაგრამ მართალია კეტი ხშირად თუ გაცვია არაა ისეთი გამძლე როგორც ბოტასი smile.gif

ფეხის სუნს რაც შეეხება აბსოლიტურად ფეხზეა ეგ გეთანხმები . საბედნიეროდ არც მე მაქვს ეგ პრობლემა smile.gif

Posted by: Harrison Stafford 23 Sep 2020, 23:03
აირები კაია მარა ძვირია 500 ლარი

აი მე ამაზე გამძლე არ ვიცი რა არის
ძმაკაცები მაღადავებდნენ , ერთიდაიგივე ბოტასი როგორ გაცვია სულო
თან კარგად ვუვლი ფეხსაცმელს
ეს ერთი 5 წელია მქონდა biggrin.gif biggrin.gif პროსტტა ბოლოს ფეხბურთს ვთამაშობდი და იასნია გაცვდა
ახლა მეორე რაც მაქვს სხვა ფერია პროსტა ეს სადღაც 8 წელია მაქვს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif 2ივე გამოვიწერე
ვეღარსად ვეღარ ვშოულობ sad.gif
user posted image


ამ დღეებში ეს ვიყიდე ვაჟაზე ნიუბალანსში და სასწაული რაღაც დამემართა , საერთოდ 1 საათი ვირგებ ხოლმე ტანსაცმელს თუ ფეხსაცმელს
ესეც მოვირგე ვათვალიერე ბრაკი ხომ არ არის მეთქი (მქონია შემთხვევა მიყიდია დამითვალიერებია მომიტანია სახლში და დედაჩემს იმენა ბრაკ ადგილზე დაუდია ხელი biggrin.gif )
წამოვედი ეს 2-3 დღეა სამსახურში გადარბენაზე ვიყავი და არ ჩამიცვამს ეს ახალი ბოტასი დღეს მოვედი სახლში ჩავიცვი 2მაგ წინდზე და ცოტა მაჭერს biggrin.gif გვერდებზე შაბათამდე ვერ ვიცლი უნდა მივიდე მედია გამომიცვლიან გარეთ არ მივლია
https://paradisi.ge/%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98/new-balance-997-mens-ka-13/

Posted by: ლევან_ი 23 Sep 2020, 23:31
user posted image


ამას ვუცდი მგონი 3 თვეა უკვე biggrin.gif 8/8.5 ზომას sad.gif 11/12/13 ზომაა მარტო sad.gif

Posted by: didi bege 27 Sep 2020, 08:59
ამ კორონას გადამკიდე , ბოტასებს აღარ ვყიდულობ

Posted by: lilu777 30 Sep 2020, 06:43
QUOTE (rezi0881 @ 4 Sep 2020, 00:12 )
lilu777

არაფრის, მეც მასეთი რაღაც მომივიდა, კარგი ფასდაკლება იყო და ბევრი აღარ ვათვალიერე, smile.gif როგორც ჩანს გვატყუებს Size Chart – UK მაინც დიდი მოდის.

გამოვცვალე კონვერსის ზომა და იდეალურად მაქვს ფეხზე, მაგრამ გასული ვიყავი მთელი დღე და უკან ისე მატკინა ფეხი დავასკვენი, რომ ტყუილად არ არის ხოლმე ცოტა დიდი. ალბათ დიდი უნდა იყოს რომ ფეხი არ გატკინოს. ისე რომ ვაკვირდები ვისაც აცვია აქ ყველას დიდი აქვს ცოტა smile.gif

Posted by: rezi0881 30 Sep 2020, 12:33
lilu777
ფეხზე თუ იდეალურად გაქვს უკან არ უნდა გტკენდეს, ეს იმას ნიშნავს რომ არ არის კარგად დამუშავებული, ჩემები იმდენად დიდი იყო ვერ ვიხმარე და გავყიდე smile.gif მასე მიქნა DC ის კეტასმა მაგრამ მერე ნელნელა მოჯდა და აღარ მტკენს, დიდიც რო იყიდო რავიცი არაკომფორტულია ფეხზე თან ფორმასაც მალე კარგავს. smile.gif

Posted by: lilu777 1 Oct 2020, 00:44
rezi0881

ვნახოთ აბა თუარადა ქუსლის სილიკონის ჩასაფენს ვიყიდი

Posted by: მეტამორფოზა 1 Oct 2020, 18:37
რომელ ბოტას მირჩევთ სპორტული სტილიასას და კარგ ვიდზეც რომ იყოს

Posted by: narcoTOURIST 1 Oct 2020, 18:55
Asics არის ჩემი ფავორიტი, ადრე Onitsuka Tiger მომწონდა, მაგრამ ბოლოს სუფთა Asics-ებზე გადავედი

ძალიან კომფორტული ბრენდია!

ახლა ამით დავდივარ love.gif

user posted image

Posted by: Nescafe13 1 Oct 2020, 19:20
narcoTOURIST

რა კაია სად იყიდება ზუსტად ასეთი ?

Posted by: კასიოპეა✨ 1 Oct 2020, 19:45
narcoTOURIST

ვა, რა დახვეწილი მოდელია, ასეთი Asics არასოდეს შემხვედრია, უფრო ფერადები და ჭრელები მინახავს.

მეც მინდა ერთი Asics ყიდვა, ჯერ ვერ ვიპოვე სასურველიsmile.gif) ხან ჩემი ზომა არ აქვთ, ხან ფერი არ მომწონს... ეტყობა, რომ კომფორტულია.

პ.ს. მე Prada_ს ბოტასები არ მქონია არასოდეს და ზოგადად , დიზაინერების ბოტასები მგონია, რომ არ იქნება პრაქტიკული და კომფორტული, მაგრამ ჩემი მეგობარი მარწმუნებს, ამაზე გემრიელი ფეხსაცმელი არ არსებობსო.

რავიცი.
* * *
ორივე მომწონს, მაგრამ 900$ ცოტა მენანება smile.gif)

user posted image


user posted image

Posted by: პიანისტი 1 Oct 2020, 20:54
ბოტასებში გუჩი წინაა პრადაზე.


...............

Posted by: narcoTOURIST 1 Oct 2020, 21:08
Nescafe13
კასიოპეა✨
მე ამერიკიდან ჩამომიტანეს შარშან და მხოლოდ წელს ჩავიცვი smile.gif ისე მომეწონა რომ მენანებოდა თბილისის ქუჩებისთვის cry.gif

ეს მოდელია H6A3K - ASICS GT COOL EXPRESS MID BROWN/LIGHT BROWN

ისე Asics-ები ვისაც გაინტერესებთ აქ ნახეთ - https://www.ebay.com/usr/asicsamerica - Asics-ის ოფიციალური მაღაზიაა და კარგ ფასდაკლებებს აკეთებენ, მაგალითად ერთი კვირის წინ ეს მოდელი ვიყიდე 23$-ად

user posted image

სპორტული ზედა, რომელიც 90$ ღირდა 9$-ად ვიყიდე givi.gif

Posted by: ლევან_ი 1 Oct 2020, 21:10
Nescafe13
აგერ შენ თუ 45 გაქ ზომა
https://www.ebay.com/itm/273967365092
11 იყიდე


Posted by: პიანისტი 1 Oct 2020, 21:13
narcoTOURIST
ეს მეორე ძალიან მაგარი მოდელია მშვიდობაში, მეც გამოვწერ მალე 1-2 ასიქს,თორე აქ რაღაც ნაგავს ყიდიან

Posted by: Nescafe13 1 Oct 2020, 21:20
ლევან_ი

ჯერ ჩავინიშნავ და მერე ვიყიდი , დოლარი ნამეტანი ასტრალშია ჯერ biggrin.gif

narcoTOURIST

ფოტოზე რაც გაქ აი ეგ დამევასა , დავძებნი იქნებ ადამიანური ფასი ქონდეს

Posted by: ლევან_ი 1 Oct 2020, 21:22
Nescafe13
ჯობია დროზე იყიდო
35 ღირდა
ახლა 30$ ღირს
მაგარი ფასია ოფიციალური პუმასგან მეტი იაფად რაღა უნდა იყიდო :დ

Posted by: კასიოპეა✨ 1 Oct 2020, 21:27
narcoTOURIST

ეს მეორეც ძაან ლამაზია, თან რა იაფია.
ეტყობა შენ არჩევ კარგად, ან ონლაინ უფრო ნახულობ... მე ამერიკაში ვცხოვრობ, მაღაზიებში დავდივარ, დიდი არჩევანია და ასეთი მოდელები არ მხვდება smile.gif)

პ.ს. მე 100$ -იან leggings ვყიდულობ 10$_ად, მაქსიმუმ 15$_ად, ფიზიკურად არ ცვდება, არ იხევა ფერი არ გადადის, ფორმას არ კარგავს...ისეთი ხარისხია.


პიანისტი

გუჩიც არ მქონია, ვერ შევაფასებ.

Posted by: narcoTOURIST 2 Oct 2020, 09:12
პიანისტი
QUOTE
ეს მეორე ძალიან მაგარი მოდელია მშვიდობაში

დიდი მადლობა!
ეგრე იაფად ჯერ არ მიყიდია ფეხსაცმელი smile.gif

სირბილისთვის ვიყიდე და ვნახოთ რამდენად რბილებია
* * *
კასიოპეა✨
QUOTE
ეტყობა შენ არჩევ კარგად, ან ონლაინ უფრო ნახულობ

უფრო მიმართლებს smile.gif ან სწორ დროს სწორ ადგილას შევდივარ biggrin.gif
ეს მოდელი კი იყო დიდ ხანს ამ ფასად და ზომებიც იყო, მაგრამ ორი თვის წინ სპორტული შარვლის ყიდვა მინდოდა და შევედი ამაზონზე
ეგრევე მომცა Under Armour-ის ჯოგინგები 15$-ად და Amazon Essentials 10$-ად, ეგრევე შევიძინე, მეორე დღეს ეს Under Armour-ები გახდა 100$ და მეორე 24$ და იმის მერე ცენტიც არ დაუკლიათ, კიდე მინდა და ველოდები, არ აკლებენ დამპლები biggrin.gif

Keepa მიყენია და იძახის რომ ყველაზე იაფად შენ ყიდიაო biggrin.gif

Posted by: Melakud 10 Oct 2020, 15:48
ევროპულ 42.5 მაქვს ფეხის ზომა.

ვწერ ყველაზე ცნობილ ბრენდებს საორიენტაციოდ, რა ზომა მჭირდება. იხელმძღვანელეთ
Adidas _ 9
Nike 9.5
Puma - 10
Timberland - 8.5

Posted by: lasha-17 10 Oct 2020, 20:43
არასდროს მცმია ბოტასი, არ მიყვარს ზოგადად სპორტული ტანსაცმელი. თუმცა რამდენიმე თვის წინ adidas superstar ვიყიდე და ძალიან კომფორტული აღმოჩნდა.
ახლა ვაპირებ რადიკალურად შევიცვალო სტილი.
ვიწრო შარვლებს ვყიდულობდი და დაბალძირიან ფეხსაცმელებს facepalm.gif ახლა უნდა გადავყარო ყველაფერი და კომფორტულ ტანსაცემელზე გადავიდე smile.gif
QUOTE (kaiser Soze @ 23 Sep 2020, 03:27 )
აირ ფორსები, სტენ სმიტები

ესენი მომეწონა ვიზუალურად და რამდენად კომფორტულია?

Posted by: lilu777 12 Oct 2020, 03:42
QUOTE (lasha-17 @ 10 Oct 2020, 20:43 )
არასდროს მცმია ბოტასი, არ მიყვარს ზოგადად სპორტული ტანსაცმელი. თუმცა რამდენიმე თვის წინ adidas superstar ვიყიდე და ძალიან კომფორტული აღმოჩნდა.
ახლა ვაპირებ რადიკალურად შევიცვალო სტილი.
ვიწრო შარვლებს ვყიდულობდი და დაბალძირიან ფეხსაცმელებს facepalm.gif ახლა უნდა გადავყარო ყველაფერი და კომფორტულ ტანსაცემელზე გადავიდე smile.gif
QUOTE (kaiser Soze @ 23 Sep 2020, 03:27 )
აირ ფორსები, სტენ სმიტები

ესენი მომეწონა ვიზუალურად და რამდენად კომფორტულია?

ეარ ფორსი რომ მაცვია ესე მგონია ჩუსტებით დავდივარ. ცოტა დისკომფორტიც არის ჩემთვის, არ მიყვარს როგორც სახლში ისე რომ ვგრძნობ თავს გარეთაც biggrin.gif

სმიტები მე არ მქონია, მაგრამ რატომღაც აქ ძირითადად სტუდენტებს უფრო აცვიათ smile.gif დეიდაჩემს გამოვუგზავნე და არ აღუნიშნავს დიდად. ვნანობ ეარ ფორსი უნდა გამეგზავნა

Posted by: lasha-17 13 Oct 2020, 14:21
QUOTE (ლევან_ი @ 1 Oct 2020, 21:10 )
Nescafe13
აგერ შენ თუ 45 გაქ ზომა
https://www.ebay.com/itm/273967365092
11 იყიდე

ასეთ ფასში თუ იცით კიდევ რამე ბოტასი დადეთ ლინკები chups.gif და ისე Puma-ს ბოტასები რამდენად კომფორტულია და როგორი ხარისხი აქვს?

QUOTE (lilu777 @ 12 Oct 2020, 03:42 )
ეარ ფორსი რომ მაცვია ესე მგონია ჩუსტებით დავდივარ. ცოტა დისკომფორტიც არის ჩემთვის, არ მიყვარს როგორც სახლში ისე რომ ვგრძნობ  თავს გარეთაც  biggrin.gif

ზუსტად მასეთი მინდა, რაც შეიძლება კომფორტული რომ იყოს. 4 წყვილი ბოტასის გამოწერა ვაპირებ. ერთ ცალს ეარ ფორსებს ვიყიდი, დანარჩენებს შედარებით იაფიანებს smile.gif

რამდენიმე ვარიანტი შევარჩიე.
1) 49$-ად ვნახე ეს https://www.6pm.com/p/puma-x-ray-game-puma-white-gray-violet-mist-green-puma-black/product/9462010/color/886937
user posted image
2) ეს ზარასია, 39 ევროდ.
user posted image

Posted by: პიანისტი 14 Oct 2020, 14:15
ცოტაც დააკლონ რა, მიტყდება ამდენის გადახდა biggrin.gif

Posted by: keen 14 Oct 2020, 14:36
რამდენი წყვილი "ბოტასი" უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ "ეყოს"? sad.gif


პიანისტი
QUOTE
ცოტაც დააკლონ რა, მიტყდება ამდენის გადახდა

რას ყიდულობ, რომ გეძვირება? smile.gif

Posted by: პიანისტი 14 Oct 2020, 16:25
keen
დაბალ ძირიანია ერთი რეტრო .

ბოტასი არვიცი,მაგრამ ჯამში 10 ფეხსაცმელი საკმარისია,თავისი სავარჯიშო ბოტასებით biggrin.gif
10 ზე მეტი ზედმეტი მგონია.

Posted by: keen 14 Oct 2020, 17:09
პიანისტი
QUOTE
ბოტასი არვიცი,მაგრამ ჯამში 10 ფეხსაცმელი საკმარისია,თავისი სავარჯიშო ბოტასებით biggrin.gif
10 ზე მეტი ზედმეტი მგონია.

ხოდა, იმიტომაც მოვშორდი სასწრაფო წესით საიტს, რომ კიდევ ერთი წყვილი ბოტასი არ შემომყიდვოდა user.gif

Posted by: lilu777 15 Oct 2020, 04:52
lasha-17


არ ინანებ და ვერც გაცვითავ ეარ ფორს. რაც შეეხება პუმა და ზარას ძალიან კარგები აგირჩევია თუმცა გამძლეობით ვერ მივა ნაიკთან.
თბილისის ქუჩებში მაინც არ გაგიცვდება მარტივად, აქ სიარული გვიწევს ბევრი და კარგად მაქვს გატესტილი თითქმის ყველა ბოტასი smile.gif

Posted by: კულე 15 Oct 2020, 19:59
ვყიდი პუმას ორიგინალ ქალის კეტს. გერმანიაში ერთი თვის წინ ვიყიდე ჩემთვის მაგრამ ფული დამჭირდა სასწრაფოდ და ამიტომ გაყიდვა გადავწყვიტე, კეტი ახალია, ჩაუცმელი (სურათებიდანაც ჩანს). როგორიც ჩამოვიტანე და დავდე ისევ ისე ხელუხლებელი დევს, ვყიდი თავის ფასად, 35 ევრო მივეცი ადგილზე და გავყიდი 130 ლარად. ძალიან ლამაზი და თანამედროვე კეტებია, ვისაც სპორტული სტილი გიყვართ ძალიან მოგეწონებათ. ზომა 38.5 აწერია, მაგრამ 39 ზომაზეც კარგად მიდის. მე ტერიტორიულად წყალტუბოში ვარ, მაგრამ არა მგონია სხვა რეგიონში გამოგზავნა პრობლემა იყოს. გადავუხდი მძღოლს რაღაც თანხას და გამოვატან. მსურველები შეგიძლიათ შემეხმიანოთ ამ ნომერზე: 598 46 44 23
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: lasha-17 15 Oct 2020, 21:58
lilu777
მადლობა smile.gif
***************************************************************
puma-ს new balance ხომ არ ჯობია ხარისხით? უფრო გამძლე არ იქნება?
მაგალითად ეს: https://www.newbalance.com/pd/574-core/ML574-EG.html#dwvar_ML574-EG_size=8&dwvar_ML574-EG_style=ML574EGK&dwvar_ML574-EG_width=D&pid=ML574-EG&quantity=1

Posted by: ✨✨✨ 18 Oct 2020, 13:58
Nike Air Max ამ თემაშიც ახსენეთ... შევისწავლე კარგად ეს მოდელი და შევიძინე.

ცოტა ზომაზე გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება , 7 თუ 7.5 , ბოლოს ისევ 7 ავარჩიე.

არ მიჭერს, მაგრამ თავისუფლადაც არ მაქვს...იმედია კომფორტულად მატარებს.

ფერია ულამაზესი, ამ ფოტოებში არ ჩანს კიდე კარგად და ჩაცმული ბევრად ეფექტურია.

user posted image

user posted image

user posted image


Posted by: პიანისტი 18 Oct 2020, 22:07
✨✨✨
ლამაზებია მშვიდობაში ^^

თითო ნაიკი მაინც უნდა გვქონდეს ყველას საფრენადbiggrin.gif


Posted by: ✨✨✨ 19 Oct 2020, 00:13
პიანისტი

მადლობა ^^

უფრო სტანდარტული, პრაქტიკური ფერი მინდოდა, მაგრამ ეს ისეთი cute იყო, შემომეყიდა smile.gif)

დაე გვქონდეს, ყველაფერი რაც გვინდა!

ერთი მუქი ფერის ბოტასები მინდა კიდევ და ერთიც რამე, ნეიტრალური ფერის და მზად ვარ დღეში 10 კმ ვიარო smile.gif)


Posted by: პიანისტი 19 Oct 2020, 22:39
✨✨✨
არა მართლა ლამაზი ნაიკებია, ეს მშრალი ამინდებისთვის გქონდეს, მუქებს რო იყიდი წვიმაშიც შეგიძლია.
ძირებისთვის ეკოს სველი სალფეტკი იყიდე,კარგად წმენდს.

კარგია სიარული, წარმატებები^^

Posted by: Nescafe13 22 Oct 2020, 16:42
ზამთრისთვის სად ავარჩიო ან როგორ , რათქმაუნდა ბოტასი , ბატინკი და მსგავსი ჩემთვის მიუღებელია biggrin.gif
შარშან ბალდს ვუხდიდი დიდ მადლობას , მაგთმა ბოტასებმა ისე იმუშავეს რავიცი
ხო წყალგაუმტარი რათქმა უნდა , იშოვება რამე ონლაინ მაღაზიებშI ?

Posted by: ✨✨✨ 23 Oct 2020, 10:00
Veja_ს ბოტასები ამოვიჩემე, ახლა ეს მინდა.

გქონიათ ვინმეს?! მგონია, რომ ხარისხიანი და კარგი სატარებელია.

ლოგოს ფერზე ვერ ჩამოვყალიბდი, ჯერ smile.gif)

user posted image

Posted by: vikont 23 Oct 2020, 11:56
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: Melakud 2 Nov 2020, 12:02
1 რამეს გაგიმხელთ. რამდენიმე წლის წინ გამოვიწერე Kenneth Cole სპორტული ფეხსაცმელი. საკმაოდ პოპულარული ამერიკული ბრენდია.

ამას წინათ ნავთლუღის ''საპოჟნიკების ბაზარში'' წავაწყდი იმ ძირებს, რომელიც ჩემს Kenneth Cole უყენია. ანუ ნავთლუღში საპოჟნიკები ყიდიან თურქეთიდან ჩამოტანილ ძირებს, რომელსაც ნამდვილი ამერიკული ბრენდი იყენებს თავისი ფეხსაცმელებისთვის.

კაი ...

დღეს ვათვალიერებ nike.com ზამთრის ფეხსაცმელს და რას ვხედავ, იგივე ძირი (ოდნავ გადაკეთებული) აქვს ნაიკის ზამთრის მოდელ Dukcboot.

მსოფლიოში უდიდესი ფეხსაცმლის და ტანსაცმლის მწარმოებელი Nike ფეხსაცმლის ძირისთვის იყენებს იგივე ყალიბს, რაც გამოიყენება იმ ძირისთვის, რომელიც იყიდება ნავთლუღღის საპოჟნიკების ბაზარში. 15 - 20 ლარად.

უბრალოდ გაითვალისწინეთ

Posted by: narcoTOURIST 2 Nov 2020, 12:24
QUOTE
ანუ ნავთლუღში საპოჟნიკები ყიდიან თურქეთიდან ჩამოტანილ ძირებს, რომელსაც ნამდვილი ამერიკული ბრენდი იყენებს თავისი ფეხსაცმელებისთვის.

lol.gif


Posted by: amg63 3 Nov 2020, 02:20
QUOTE (✨✨✨ @ 23 Oct 2020, 10:00 )
Veja_ს ბოტასები ამოვიჩემე, ახლა ეს მინდა.

გქონიათ ვინმეს?! მგონია, რომ ხარისხიანი და კარგი სატარებელია.

ლოგოს ფერზე ვერ ჩამოვყალიბდი, ჯერ smile.gif)

user posted image

ხარისხი ნორმალური აქვს. კომფორტზე რა გითხრა. პრინციპში მოდელს გააჩნია.

Posted by: . 3 Nov 2020, 10:03
მე მაქვს Kenneth Cole_ის ბოტასები და ურბილესი ტყავია, ძირი კი ცოტა მძიმეა smile.gif) მაგრამ დღეს 11.000 ნაბიჯი კომფორტულად მატარა, რავიცი.

user posted image

Posted by: Melakud 3 Nov 2020, 10:22
.
რაც დავწერე არ გადამიჭარბებია.

რაც შეეხება თვითონ ფეხმაცმელს, გამორჩეული მოდელია და ტყავი რბილი.


Posted by: . 3 Nov 2020, 10:34
Melakud

მაგ ლოგიკით, ნებისმიერი ძვირადღირებული ბრენდის თვითღირებულება, 25 $_ზე მეტი შეიძლება არც იყოს smile.gif)

2-3 ბოტასი კიდევ მჭირდება და საკმაოდ რთული ასარჩევია ისეთი, მოდელი, რომელიც ხანგრძლივი სიარულისას ფეხს არ დაღლის, ტერფს დაიცავს და ა.შ.

Posted by: პიანისტი 3 Nov 2020, 10:42
თურქეთიდან მოდის ეგ ფეიკები, ჩვენც გვაქვს ქარხანა ძირების ჩამოსასხმელი, მაგრამ ესენი მკერავებისგან იღებენ შეკვეთას ბითუმად რაც ძალიან კარგია და საჭიროა, საქართველოშიც ბოლო წლებია ბევრი კარგი ფეხსაცმელი იკერება, არვიცი საიდან მაგრამ გვაქვს გემოვნება ქართველებს. yes.gif


დღეს- ხვალ მეც შევმატებ ერთს

Posted by: . 3 Nov 2020, 10:49
QUOTE (პიანისტი @ 3 Nov 2020, 10:42 )
არვიცი საიდან მაგრამ გვაქვს გემოვნება ქართველებს. yes.gif


დღეს- ხვალ მეც შევმატებ ერთს

საიდან და თანდაყოლილია, გენეტიკურად smile.gif)
ნებისმიერ არაძონძ ქართველს უკეთესად და პეწიანად აცვია, ვიდრე სხვას, თუნდაც უიაფესი ტანსაცმელი smile.gif

გვანახე მერე ^^

Posted by: Melakud 3 Nov 2020, 10:59
პიანისტი

ფეიკებზე არ არის ლაპარაკი smile.gif Kenneth Cole ძირითადად ამეიკაში იკერება. იმას ვამბობ, რომ ეს დიდი კომპანიები იყენებენ თურქულ ძირებს.
დაჟე მსოფლიოში უდიდესი მწარმოებელი Nike ... ნაიკ - ში არანაირად არ ღირსწ 500 - 700 ლარის გადახდ.
ლოფერ მაქვს, რომელიც გუჩის არ ჩამოუვარდება მასალით და ვიდით


.
QUOTE
მაგ ლოგიკით, ნებისმიერი ძვირადღირებული ბრენდის თვითღირებულება, 25 $_ზე მეტი შეიძლება არც იყოს

ნებისმიერი არა. მაგალითად საშუალო ფასიან ბრენდებში Cole Haan ძალიან კარგია და საკუთარ მასალას იყენებს. Kenneth Cole, Calvin Klein და სხვები მაგ სეგმენტში ახლოს არ მივა

QUOTE
2-3 ბოტასი კიდევ მჭირდება და საკმაოდ რთული ასარჩევია ისეთი, მოდელი, რომელიც ხანგრძლივი სიარულისას ფეხს არ დაღლის, ტერფს დაიცავს და ა.შ.

Adidas ან Asics smile.gif
თუ რამე ტრენდული გინდა, არ ვიცი

Posted by: . 3 Nov 2020, 11:05
Melakud

Cole Haan_ის ყიდვა მინდა დიდი ხანია და საჩემო მოდელი ვერ ვნახე.
ხარისხი მართლა თვალშისაცემია.

ტრენდულს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ჩემი სტილი იყოს, მომიხდეს და აუცილებლად კომფორტული.

მე Ecco და Geox მომხმარებელი ვარ აქტიურად. ყველა სეზონის ფეხსაცმელი მქონია და უკომფორტულესია.

პ.ს. Calvin Klein ფეხსაცმელი და ჩანთები ძაან მებანძება. ტანსაცმელს კიდე არაუშავს, ქეჟუალ და სპორტულ რაღაცეებს.

Posted by: Melakud 3 Nov 2020, 12:09
.

შენი ნიკ მონიშვნა ძნელია biggrin.gif

QUOTE
Cole Haan_ის ყიდვა მინდა დიდი ხანია და საჩემო მოდელი ვერ ვნახე.
ხარისხი მართლა თვალშისაცემია.


მამაკაცის კლასიკურ ფეხსაცმელს 100% ვურჩევ, თუმცა მოსპორტულო ფეხსაცმელებს მეც სკეპტიკურად ვუყურებ. ლილოში ნაყიდს გავს ზოგიერთი მათი მოდელ biggrin.gif


QUOTE
ტრენდულს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ჩემი სტილი იყოს, მომიხდეს და აუცილებლად კომფორტული.


love.gif

QUOTE
პ.ს. Calvin Klein ფეხსაცმელი და ჩანთები ძაან მებანძება. ტანსაცმელს კიდე არაუშავს, ქეჟუალ და სპორტულ რაღაცეებს.

აგრეთვე Tommy Hilfiger. ამ ბრენდების ფეხსაცმელს არ უნდა მიეკარო

კელვინის მოლურჯო პერანგი მქონდა, გადასარევად ვიხმარე წლები. ახლა მაქვს ხაკისფერი CK ამოტვიფრული ლოგოთი, ძერზკია biggrin.gif
* * *
QUOTE
Cole Haan_ის ყიდვა მინდა დიდი ხანია და საჩემო მოდელი ვერ ვნახე.
ხარისხი მართლა თვალშისაცემია.

ტრენდულს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ჩემი სტილი იყოს, მომიხდეს და აუცილებლად კომფორტული.

მე Ecco და Geox მომხმარებელი ვარ აქტიურად. ყველა სეზონის ფეხსაცმელი მქონია და უკომფორტულესია.

პ.ს. Calvin Klein ფეხსაცმელი და ჩანთები ძაან მებანძება. ტანსაცმელს კიდე არაუშავს, ქეჟუალ და სპორტულ რაღაცეებს.

ტექსტს და ხაზებს ისე ალაგებ, დარწმუნებული ვარ ელ. ფოსტით საქმიან მიმოწერასთან შეხება გქონია smile.gif

Posted by: Nescafe13 5 Nov 2020, 18:31
ფეხსაცმლის ლაბორატორია რომაა ფბ ზე გვერდი რას იტყვით ვარგა ?

Posted by: Harrison Stafford 6 Nov 2020, 23:18
Nescafe13
რავი მე არ მომეწონა

სპეციალურად გავედი პასაჟში+ ბაზრობაზე, ზუსტად იგივე ხარისხის ფეხსაცმელები აწყვია ორივეგან
ფასის განსხვავება 80-80 ლარი აქვთ


არადა 60 ლარზე მეტი არ უნდა ღირდეს ისეთი ტავარია

Posted by: პიანისტი 6 Nov 2020, 23:41
Nescafe13
რომელი ბრენდები გაინტერესებს? სტუდიო და ლაბა მერევა, აშკარად ერთი მფლობელია.
Luxury ბრენდი რაც აქვთ ორიგინალებია, ნაიკ ადიდასი თუ სწორად მახსოვს მანდაც ნაგავია, არვიცი აშკარად ყველაზე უხარისხოს ატენიან.

Posted by: ალექსიუს 8 Nov 2020, 01:20
Nescafe13

არაა არ ვარგა.ვეჯები გამოვწერე მაგათგან 225 მივეცი მგონი და არ მომეწონა ხარისხი smile.gif

Posted by: Melakud 8 Nov 2020, 13:27
Converse ან Vans ვინმეს აქვს?

თინეიჯერობის შემდეგ კედი არ მქონია.

ვფიქრობ, მძიმე და უხეშია. რაც ზემოთ დავწერე, ის ბრენდები გაქვთ და არ არის მძიმე?

რეზინის ჩაქუჩივით ძირი, რავიცი რავი

დაწერეთ 2 სიტყვა

Posted by: პიანისტი 8 Nov 2020, 17:26
Melakud
არის კი ისთ პოინტში შემხვედრია ეგ ორი ბრენდი, მაღაზიის სახელი აღარ მახსოვს
დრესაპზე ან icr ზე დასერჩე და წესით გალერიშიც იქნება.

Posted by: Melakud 9 Nov 2020, 12:22
პიანისტი


თქვენ თუ გაქვთ და როგორ ხმარობთთქო smile.gif

კედის სტილში ეა ფორს მაინც საუკეთესო ვარიანტია. 1 ცალი დბლყელიან ეა ფორს გოგოსაც უნდა ჰქონდეს და ბიჭსაც, უნივერსალია

Posted by: პიანისტი 9 Nov 2020, 13:28
Melakud
თინეიჯერობისას მქონდა ერთხელ ზედმეტად არა ნატურალურია,
QUOTE
კედის სტილში ეა ფორს მაინც საუკეთესო ვარიანტია

++
ეხლა ფილიპ მოდელები მაქვს ესეთები ,ოღონდ სულ წითლები
https://www.philippemodel.com/prsx-veau-mixage-blanc-bluette.html
ისე დამევასა ეს ბრენდი რო სხვა ბრენდისკენ ჯერჯერობით გახედვაც არ მინდა biggrin.gif

ბოტასები აქვთ ძალიან ლამაზი და ხარისხიანი.
user posted image

Posted by: Melakud 9 Nov 2020, 13:58
პიანისტი
QUOTE
ბოტასები აქვთ ძალიან ლამაზი და ხარისხიანი.


ერთი შეხედვით მივხვდი რომ მაღალი კლასია. ბმულზე გადავედი და 400 ევრო ღირს ბოტასები smile.gif

მომწონს, განსაკუთრებით ფოტო რაც დადე.

რასაც 400 ევრო აწერია, ტიმბერლენდ ბოტასებს გავს, რომელსაც 44 დოლარად ვყიდულობ 6pm.com - ზე.
მოგეხსენება, ტიმბერლენდ ხარისხი მაღალია. უბრალოდ მოდის ხაზში არ გადის და ფასიც შესაბამისია.

ეს მოდელები შეგიძლია 45 დოლარის ფარგლებში იყიდო იბეიზე და 6პმ - ზე

user posted image

Posted by: პიანისტი 9 Nov 2020, 16:15
Melakud
ოფიციალურ საიტზე აწერია ახალ კოლექციას, წინები თითქმის ნახევარი ფასი ღირს.
ცუდი ხარისხი არაა ტიმბერლენდი, მაგრამ ეს და გოლდენები ისეა შეკერილი რო ერთი თავით მაღლა დგას ხარისხით, ერთი ეგაა რო ცუდ ამინდში ვერ ჩაიცვამ, ვერ გაიწმინდება ისე რა, ამიტომ აუცილებელია ეგეთ ამინდში ჩასაცმელების ქონაც.

კარგ ვიდზეა ეგ მოდელი, Balenciaga ს ვამსგავსებ

Posted by: kurt. 9 Nov 2020, 16:21
QUOTE (✨✨✨ @ 23 Oct 2020, 10:00 )
Veja_ს ბოტასები ამოვიჩემე, ახლა ეს მინდა.

გქონიათ ვინმეს?! მგონია, რომ ხარისხიანი და კარგი სატარებელია.

ლოგოს ფერზე ვერ ჩამოვყალიბდი, ჯერ smile.gif)

user posted image

user posted image
ეს მაქვს ზუსტად,
ხარისხი ფასთან მიმართებაში კარგი,

კომფორტი 7/10 :დ

Posted by: Harrison Stafford 9 Nov 2020, 21:47
ცოტა თბილი ბოტასის დათრევაც მინდა
და სად ვიყიდო აღარ ვიცი
ყველგან ნაგავია
ფასს იცოცხლე ადებენ 20387634587360678658ს


კიდე რა უნდა მეკითხა
ვაჟაზე ნაიკი, ადიდასი, რებოკი რომ არის მაგათ საიტი ან FB გვერდი არ აქვთ??

Posted by: Mr.Bronson 13 Nov 2020, 20:04
მეგობრებო NIKE , PUMA და მსგავსი ბრენდების რეპლიკების გამოწერა საიდან არის შესაძლებელია , run.ge , zapa.ge მსგავს საიტებზე რასაც ყიდიან იმ ფეხსაცმლებს ვგულისხმობ

Posted by: amg63 14 Nov 2020, 20:02
QUOTE (Harrison Stafford @ 9 Nov 2020, 21:47 )
ცოტა თბილი ბოტასის დათრევაც მინდა
და სად ვიყიდო აღარ ვიცი
ყველგან ნაგავია
ფასს იცოცხლე ადებენ 20387634587360678658ს


კიდე რა უნდა მეკითხა
ვაჟაზე ნაიკი, ადიდასი, რებოკი რომ არის მაგათ საიტი ან FB გვერდი არ აქვთ??

https://www.pumageorgia.ge/ge/shop/male/footwear/shoes/369820-02
...........

Posted by: Nescafe13 16 Nov 2020, 12:31
წყალგაუმტარი ბოტასი მინდა და სად მივაგნო ? biggrin.gif

Posted by: amg63 16 Nov 2020, 17:37
QUOTE (Nescafe13 @ 16 Nov 2020, 12:31 )
წყალგაუმტარი ბოტასი მინდა და სად მივაგნო ? biggrin.gif

გორტექსის მემბრანიანი ბოტასი გჭირდება. მაგელანში და North Face-ში ნახავ.

Posted by: Nescafe13 16 Nov 2020, 18:00
amg63

https://baldi.ge/ge_ge/men/sarna-n.html#color=427

ასეთი სტილის მინდა
ეს ძვირია user.gif

Posted by: amg63 16 Nov 2020, 22:10
QUOTE (Nescafe13 @ 16 Nov 2020, 18:00 )
amg63

https://baldi.ge/ge_ge/men/sarna-n.html#color=427

ასეთი სტილის მინდა
ეს ძვირია user.gif

ეგეთი წყალგაუმტარი არ ვიცი biggrin.gif

...............

Posted by: narcoTOURIST 16 Nov 2020, 23:07
QUOTE (Nescafe13 @ 16 Nov 2020, 12:31 )
წყალგაუმტარი ბოტასი მინდა და სად მივაგნო ? biggrin.gif

Gore-Tex ან GTX მოძებნე, 60$-დან იწყება ფასები

* * *

ეს მაჩუქეს

user posted image

jump.gif jump.gif jump.gif

ზაფხულამდე ვინახავ, მენანება ახლა რომ ვირბინო..

Posted by: . 17 Nov 2020, 09:00
ჩემი პირველი Mizuno ( იაპონური ბრენდია).

სარბენი ბოტასია იდეაში, მაგრამ walking_ისთვისაც შეიძლება.

200 ბოტასიდან, ეს ყველაზე მეტად მომეწონა, ჩემი სტილია და ფერებიც.

დღეს შევიძინე, Central Park_თან არის ეს მაღაზია და მერე პარკში გავისეირნე, საპატიო წრე დავარტყი, დავტესტე smile.gif)

user posted image


user posted image

user posted image



» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Nescafe13 22 Nov 2020, 18:53
user posted image

ეს ბრედი იყიდება სადმე ჩვენთან ? (gordon & bros )

ზუსტად ესენი მაქ ახლა და იმენა უმაგრესია , უბრალოდ ზამთარში წყალი შევა
ძაან მაგრებია yes.gif

Posted by: lasha-17 1 Dec 2020, 19:50
Mantis.Ge რომ არის როგორი ხარისხია? ვინმეს გიყიდიათ? ვიზუალურად მომეწონა რამდენიმე მოდელი smile.gif

Posted by: levani169 26 Dec 2020, 23:52
თეთრ ბოტასებს და კონკრეტულად ძირს ოგორ უვლით,არის რამე სპეც საშუალება სიქათქათის შესანარჩუნებლად?
(ქლორი-მოლი და არიელი არ გვაკმაყოფილებს)

Posted by: პიანისტი 29 Dec 2020, 22:05
levani169
ეკოს სალფეტკით იწმინდება ძირები, 8 ლარი ღირდა ზაფხულში .




Posted by: .. 30 Dec 2020, 00:47
ჩვეულებრივი ანტისეპტიკური ხელსახოცითაც ვწმენდ მე თეთრ ძირებს.

აი, ასეთით, მაგალითად.

ამ კოვიდის პირობებში, წესით, საქართველოშიც ბევრნაირი იქნება.

user posted image

Posted by: dadn 30 Dec 2020, 01:13
QUOTE
თეთრ ბოტასებს და კონკრეტულად ძირს ოგორ უვლით,არის რამე სპეც საშუალება სიქათქათის შესანარჩუნებლად?
(ქლორი-მოლი და არიელი არ გვაკმაყოფილებს)

ყველაზე ჯიგრულად კბილების პასტა , სოდაზე ეფექტურიაyes.gif
სპეც საშუალება აღარ დამჭირვებია..

Posted by: GOVEN 30 Dec 2020, 17:58
ამაზე კარგი არ შექმნილა არაფერი
user posted image

Posted by: აკაცია_მეტი_აგრესია 31 Dec 2020, 16:49
კაი ბოტასი კაია
ადიდასები მაინც მაგრად ასწორებს

Posted by: levani169 1 Jan 2021, 18:41
"ადიდასებიიი,ციდან ვეშვებიიით და სითეთრე მიგვაქროლებს წიიინ!"
user posted imageuser posted image

Posted by: ლევან_ი 9 Jan 2021, 23:13
user posted image
user posted image
user posted image


რა მოდელებია ესენი ? დამილინკეთ რა ყიდვა მინდა biggrin.gif

Posted by: Harrison Stafford 11 Jan 2021, 00:06
ლევან_ი
მგონი ეს არის
https://www.facebook.com/brandshoesGeo/photos/pcb.237748508016767/237727354685549/

Posted by: dato444 11 Jan 2021, 18:42
ბოტასები რომელიც გამოვა გაყიდვაში 17 იანვრამდე

https://esquire.ru/style-and-grooming/234433-luchshie-krossovki-kotorye-vyydut-na-etoy-nedele-s-11-po-17-yanvarya/#part0

Posted by: ლევან_ი 13 Jan 2021, 08:01
Harrison Stafford
მადლობა კი ეგაა https://run.ge/?product=diesel-le-s-rua-low-sneakers-2
ამ სურათებში რაღაც აღარ მომეწონა ეგრე ძაანაც biggrin.gif

Posted by: lasha-17 7 Feb 2021, 13:42
საქართველოში სად შეიძლება nike-ის ორიგინალი ფეხსაცმელების ყიდვა? nika air max 90 მინდა ვიყიდო კარგ ფასად და გამოწერა ხომ არ ჯობია? და რომელი საიტიდან? smile.gif

Posted by: Nescafe13 17 Feb 2021, 18:35
ფასდაკლებები არსად არაა ? boli.gif

Posted by: shavi_kheli 20 Feb 2021, 21:12
QUOTE (levani169 @ 1 Jan 2021, 18:41 )
"ადიდასებიიი,ციდან ვეშვებიიით და სითეთრე მიგვაქროლებს წიიინ!"
user posted imageuser posted image

ომგ ომგ lol.gif lol.gif lol.gif

ფართე შარვალ კოსტუმზე ჩაიცვი, ხელში კაპი , ცალ მხარზე ღუგზაკი და ჩაიქროლე თელავში, ვითომ ამერიკელი ხარ lol.gif

Posted by: levani169 20 Feb 2021, 23:21
shavi_kheli
ნუ მქრაშავ ..... უხერხულია. rolleyes.gif

Posted by: inga1988 24 Feb 2021, 13:05
კარგი ხარისხის ნიუბალანსებს სად ყიდულობთ?/

Posted by: gurgenidse777 24 Feb 2021, 20:15
გამარჯობა მეგობრებო!
ნორმალური ხარისხის ბოტასი სად შეიძლება ვიყიდო, ფასი=ხარისხის შესაბამისობით, ისე რომ გაწვდეს ადამიანი, რაიმე კარგი ვარიანტი თუ იცით მირჩიეთ.
მადლობა წინასწარ!

Posted by: levani169 26 Feb 2021, 13:00
gurgenidse777
რა ზომებს ხმარობ,ადიდასი თუ გაწყობს ჩაგიგდებ ებაის ლინკს?
ოფიციალური დილერია,ლამის 60-80% ფასდაკლება აქვს.

Posted by: Nescafe13 26 Feb 2021, 20:06
levani169

დააგდე აბა აქაც , 45-46 მინდა და აქ მარტო 44 ია ყველა მგონი down1.gif

Posted by: gurgenidse777 26 Feb 2021, 22:56
levani169
QUOTE
რა ზომებს ხმარობ,ადიდასი თუ გაწყობს ჩაგიგდებ ებაის ლინკს?
ოფიციალური დილერია,ლამის 60-80% ფასდაკლება აქვს.


მადლობა მეგობარო, 41-42 ზომას, კი როგორ არ მაწყობს, ჩამიგდე აბა.

Posted by: levani169 26 Feb 2021, 23:01
https://www.ebay.com/sch/Athletic-Shoes/15709/m.html?ssPageName=STRK%3AMEFSXS%3AMESOI&_ssn=adidas_official&_dcat=15709&rt=nc&US%2520Shoe%2520Size%2520%2528Men%2527s%2529=8%252E5%7C9
gurgenidse777

Posted by: narcoTOURIST 27 Feb 2021, 09:15
QUOTE (levani169 @ 26 Feb 2021, 23:01 )
https://www.ebay.com/sch/Athletic-Shoes/15709/m.html?ssPageName=STRK%3AMEFSXS%3AMESOI&_ssn=adidas_official&_dcat=15709&rt=nc&US%2520Shoe%2520Size%2520%2528Men%2527s%2529=8%252E5%7C9
gurgenidse777

adidas-ის ოფიციალური იბეი მაღაზია up.gif

ბევრჯერ მიყიდია, მაგარ ფასებში აქვთ სნიკერსები და ტანსაცმელი, მხოლოდ PayPal-ით მიყიდია და ბარათსაც იღებს თუ იცით?

და https://www.ebay.com/str/asicsamerica?_trksid=p2047675.l2563-აც აქვს ოფ მაღაზია, იქაც მაგარი სეილებია

Puma-აც შემხვედრია, მაგრამ არ მომწონს ეს ბრენდი, adidas-თან და Asics-თან ვერ მიდის, მიუხედავად იმისა რომ adidas და Puma ბრენდები ძმებმა დააფუძნეს - Adolf და Rudolf Dassler-ება smile.gif

Posted by: gurgenidse777 27 Feb 2021, 18:45
levani169
QUOTE
https://www.ebay.com/sch/Athletic-Shoes/157...529=8%252E5%7C9
gurgenidse777


narcoTOURIST
QUOTE
didas-ის ოფიციალური იბეი მაღაზია up.gif

ბევრჯერ მიყიდია, მაგარ ფასებში აქვთ სნიკერსები და ტანსაცმელი, მხოლოდ PayPal-ით მიყიდია და ბარათსაც იღებს თუ იცით?

და Asics-აც აქვს ოფ მაღაზია, იქაც მაგარი სეილებია

Puma-აც შემხვედრია, მაგრამ არ მომწონს ეს ბრენდი, adidas-თან და Asics-თან ვერ მიდის, მიუხედავად იმისა რომ adidas და Puma ბრენდები ძმებმა დააფუძნეს - Adolf და Rudolf Dassler-ება smile.gif

გაიხარეთ დიდი მადლობა!

ვერ ვნახულობ გასაყიდ ნივთებს, არაფერს მიგდებს, რამე განსაკუთრებული უნდა?

Posted by: narcoTOURIST 27 Feb 2021, 19:10
gurgenidse777
ეგრე იხსნება ჩემთან

user posted image

პირდაპირ ამ ლინკებს დააკლიკე

ეს ადიდასი

https://www.ebay.com/sch/Athletic-Shoes/15709/m.html?ssPageName=STRK%3AMEFSXS%3AMESOI&_ssn=adidas_official&_dcat=15709&rt=nc&US%2520Shoe%2520Size%2520%2528Men%2527s%2529=8%252E5%7C9

ეს ასიკსი

https://www.ebay.com/str/asicsamerica?_trksid=p2047675.l2563

Posted by: gurgenidse777 27 Feb 2021, 20:57
narcoTOURIST
QUOTE

პირდაპირ ამ ლინკებს დააკლიკე

ეს ადიდასი

https://www.ebay.com/sch/Athletic-Shoes/157...529=8%252E5%7C9

ეს ასიკსი

https://www.ebay.com/str/asicsamerica?_trksid=p2047675.l2563


ვაკლიკავ და არ იხსნება, 2 სხვადასხვა ბრაუზერით ვცადე და მიწერს 0 results in Athletic Shoes , რა ვქნა, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: narcoTOURIST 27 Feb 2021, 21:07
gurgenidse777
აბა ამ ლინკით ნახე

https://www.ebay.com/str/adidas?_trksid=p2047675.l2563

თუ ტელეფონით ხარ, მაშინ როცა გახსნი Desktop Site ჩაურთე და კატეგორიები გამოჩნდება

Posted by: lasha-17 27 Feb 2021, 21:53
brooks-ის ბოტასები თბილისშI სად შეიძლება ვიყიდო? გამიწერას ვფიქრობ, მაგრამ ზომა არ ვიცი. ადიდასის 8 ზომა მაცვია, ნაიკის 9. თან ადგილზე მინდა მოვირგოო

Posted by: levani169 27 Feb 2021, 22:25
ეს ვიყიდე მაგ სელერთან,უცბად ჩავარდა ზომა და user posted image
ჰარდენის "ნაბიჯი უკან" 30 $

Posted by: gurgenidse777 28 Feb 2021, 00:34
narcoTOURIST
QUOTE
თუ ტელეფონით ხარ, მაშინ როცა გახსნი Desktop Site ჩაურთე და კატეგორიები გამოჩნდება

არ ვარ ტელეფონით, არ შვება მაინც, არც მაგ ლინკიდან შედის. რა ჯანდაბა უნდა.

Posted by: narcoTOURIST 28 Feb 2021, 14:31
gurgenidse777
QUOTE
არ შვება მაინც

არ ვიცი მაშინ

Posted by: lasha-17 28 Feb 2021, 16:39
QUOTE (gurgenidse777 @ 27 Feb 2021, 20:57 )
ვაკლიკავ და არ იხსნება, 2 სხვადასხვა ბრაუზერით ვცადე და მიწერს 0 results in Athletic Shoes , რა ვქნა, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

ebay-ს ანგარიშზე უნდე შეხვიდე, პროფილზე ანუ. ისე არ ხსნის smile.gif

Posted by: ლევან_ი 28 Feb 2021, 17:03
QUOTE (gurgenidse777 @ 27 Feb 2021, 20:57 )
narcoTOURIST
QUOTE

პირდაპირ ამ ლინკებს დააკლიკე

ეს ადიდასი

https://www.ebay.com/sch/Athletic-Shoes/157...529=8%252E5%7C9

ეს ასიკსი

https://www.ebay.com/str/asicsamerica?_trksid=p2047675.l2563


ვაკლიკავ და არ იხსნება, 2 სხვადასხვა ბრაუზერით ვცადე და მიწერს 0 results in Athletic Shoes , რა ვქნა, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

იმიტო რო shipping to georgia გექნება მონიშნული
ამერიკის ზიპ კოდი გაუწერე შიფინგში და გამოგიჩნდება ნივთებიც

Posted by: gurgenidse777 2 Mar 2021, 22:58
lasha-17
QUOTE
ebay-ს ანგარიშზე უნდე შეხვიდე, პროფილზე ანუ. ისე არ ხსნის

ლევან_ი
QUOTE
იმიტო რო shipping to georgia გექნება მონიშნული
ამერიკის ზიპ კოდი გაუწერე შიფინგში და გამოგიჩნდება ნივთებიც

მადლობა მეგობრებო, აბა მასე ვცდი, ზიპ კოდის გაწერა როგორ უნდა, ან რომელია ამერიკის ზიპ კოდი?

Posted by: ლევან_ი 2 Mar 2021, 23:46
gurgenidse777
19720 გაუწერე მაგალითად
გახსენი ნებისმიერი ნივთი იბეიზე იქ შიფინგის სექციაში ჩამოსქროლე და მანდ ჩაწერე რო USA ში გინდა შიფინგი და ზიპ კოდში ჩაიწერე 19720

Posted by: 4L3X 2 Mar 2021, 23:49
გამარჯობა მაინტერესებს Hummel-ის ბოტასებზე რა აზრის ხართ.
მაგალითად აი ამაზე. სარბენად მინდა როგორ ასფალტია გზაზე ასევე გრუნტოვანზე.

user posted image

Posted by: gurgenidse777 2 Mar 2021, 23:54
ლევან_ი
QUOTE
19720 გაუწერე მაგალითად
გახსენი ნებისმიერი ნივთი იბეიზე იქ შიფინგის სექციაში ჩამოსქროლე და მანდ ჩაწერე რო USA ში გინდა შიფინგი და ზიპ კოდში ჩაიწერე 19720

მადლობა ლევან, აბა მასე ვცდი.

Posted by: gurgenidse777 7 Mar 2021, 14:06
levani169
narcoTOURIST
ლევან_ი
მადლობა ყველას!

Posted by: shavi_kheli 9 Mar 2021, 19:33
4L3X
მე ასიქსი მირჩია ტრენერმა სარბენად.

და რომ გადავხედე განსხვავებულია მაგისი მოდელებიც რა თქმა უნდა.

Posted by: Melakud 10 Mar 2021, 18:30
ჩამოვიდა

დღეს ავიღე და ტკბილ-მწარე განცდა მაქვს

პატარა აფსუს. იშვიათი მოდელია, გადავქექე იბეი და ეს ავარჩიე.

იდეალური Air Force ზაფხულისთვის, მაგრამ არასწორად ეწერა გამყიდველს. მამაკაცის 9.5 ხუთის ნაცვლად ქალის 9.5

უეჭველი უნდა ვიპოვო ზუსტად ეს ლიმიტირებული მოდელი ჩემი ზომა ისევ იბეი - ზე

user posted image

Posted by: 4L3X 10 Mar 2021, 22:06
shavi_kheli
მადლობა Asics მეც ვფიქრობ, დემოკრატიული ფასები აქვთ.

Posted by: Nescafe13 28 Mar 2021, 19:07
user posted image

ასეთი მინდა ვიყიდო , სად ხო ვერ მეტყვით ?

Posted by: narcoTOURIST 2 Apr 2021, 20:15
Nescafe13
eBay-ზე, ეს მოდელია NIKE AIR MAX 90 LEATHER 302519 001

* * *
4L3X
რომელი Asics-ი შეიძინე?

Posted by: 4L3X 2 Apr 2021, 20:20
narcoTOURIST
ჯერ არ მიყიდია. ზაფხულში ვიყიდი.

Posted by: Faun 17 Apr 2021, 17:23
ძაან მეგოიმება,,, აი ასეთ სიმახინჯე ბოტასებს 90 იანებშიც არ კერავდნენ რა ხდება რა უბედურებაა

Posted by: Nescafe13 20 Apr 2021, 19:53
Faun

მაგას ვფიქრობ მეც
თან მე რა ზომაც მინდა ხო ვერსად ვშოულობ რომელიც მომეწონება

ეკოს ბოტასები სად ვნახო ან აქ ან უცხოურ საიტებზე ? თუ არსებობს რათქმაუნდა :დ

Posted by: _Lord_Basu_ 20 Apr 2021, 23:33
47/48 ზომა ბოტასები საქართველᲝში სად ვნახოო???

Posted by: Nescafe13 21 Apr 2021, 02:41
_Lord_Basu_

46 ვერ ვიშოვე , ლილოშიც ვიყავი
მარტო ნაჭრისები იშოვება საგაზაფხულო და კალათბურთის ბოტასის სტილი
მეტი არაა

ძალინ დეფიციტია დიდი ზომების
დოლარის გამო გამოწერა და წონა იმდენზე ადის პიზდეცია

Posted by: Melakud 21 Apr 2021, 09:01
_Lord_Basu_
Nescafe13

6pm.com არის თქვენთვის საუკეთეს ვარიანტი. ორიგინალებია იაფი და დიდი ზომებ

Posted by: Harrison Stafford 21 Apr 2021, 19:13
QUOTE (Nescafe13 @ 28 Mar 2021, 19:07 )
user posted image

ასეთი მინდა ვიყიდო , სად ხო ვერ მეტყვით ?

ამის ყიდვა მეც მინდოდა ვაჟაზე ნაიკში

მარა ძალიან ძვირია 500 ლარი
ველოდებოდი ფასდაკლებას ეგება წაცდენოდათ ხელი მარა ჩემი ფეხები

მივედი , გაუთავდათ

Posted by: Nescafe13 21 Apr 2021, 19:41
Harrison Stafford

ლილოში 45 ზომა გაეძრო მარა ვერ ჩავატიე ფეხი , მაგარი რამეა ფეხზე up.gif
იმდენი ჯიშის და ფერის ბოტასი მაქ ეს უბრალო აკვიატებაა
100 $ ღირს ებაიზე და 500 ლარს მე მაგაში არ მივცემ ეგ ვიცი gigi.gif

Posted by: Harrison Stafford 21 Apr 2021, 19:51
Nescafe13
ლილოში ნაყიდი ბოტასი სახეს მაძრობს ფეხებზე :|


100 დოლარი კი გამოდის ახლანდელი კურსით 500 ლარამდე sad.gif
თავის წონა, დაზღვევა, დის პროჭებით
და ლოდინი მაგრად არ მევასება




2 ბოტასი მაქვს გამოწერილი 1 ამაზონიდან 1 ებაიდან
2ივე სხვა ფოტოსგან განსხვავებული ჩამომივიდა biggrin.gif (მარა ესენიც მევასა), მაგრამ 2ივე უდედისმსერავესი ხარისხის სადღაც 8-9 წელია მაქვს თუ მეტი არა biggrin.gif

გამოწერაში არ მიმართლებს ხოდა არც ვიწერ biggrin.gif
ახლობელი მყავს ამერიკაში თუ რამეა იმას უნდა გამოვაგზავნინო
მაგრამ დოლარი .....
ეს რა დღეში ვართ cry.gif cry.gif

Posted by: Nescafe13 21 Apr 2021, 20:03
Harrison Stafford
QUOTE
მაგრამ 2ივე უდედისმსერავესი ხარისხის სადღაც 8-9 წელია მაქვს თუ მეტი არა


9 წელი რა ბოტასმა გაძლო biggrin.gif
ან რა ბრენდია ეგ მაინც მითხარი
ბიძინა ივანიშვილში ხო არ გეშლება spy.gif

Posted by: Harrison Stafford 21 Apr 2021, 20:29
Nescafe13
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif უფრო პირსისხლიან 9 წელში
1 ეს არის ოღონდ ლოგოს კანტი მწვანე აქვს :

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


მეორეს გუგლში ვერ ვნახულობ და სურათის გადაღება მეზარება biggrin.gif (ზამთრისაა შევინახე უკვე)
oasis skateboard sneakers ეს მოდელი იყო


Posted by: Atocha 21 Apr 2021, 20:47
shavi_kheli
QUOTE
მე ასიქსი მირჩია ტრენერმა სარბენად.

და რომ გადავხედე განსხვავებულია მაგისი მოდელებიც რა თქმა უნდა.

მეც აზიქსებზე გადავედი, თითქმის მთლიანად. წელს სამი ბოტასი ვიყიდე და სამივე მაგ მარკის smile.gif

რეტრო სტილის უფრო მომწონს, ონიცუკა ტაიგერების და 90-იანების მოდელები...

user posted image

Posted by: 4L3X 21 Apr 2021, 20:53
Atocha
გამარჯობა. ასიკსის ყიდვას ვაპირებ ამ ზაფხულისთვის. მჭირდება ბოტასი გრუნტოვან და მოასფალტებულ გზაზე რომ ვირბინო. რომელს მირჩევთ ასიკსიდან? ფასი-ხარისხის კარგი შეფარდება რომ იყოს.

Posted by: Atocha 21 Apr 2021, 21:00
4L3X
QUOTE
გამარჯობა. ასიკსის ყიდვას ვაპირებ ამ ზაფხულისთვის. მჭირდება ბოტასი გრუნტოვან და მოასფალტებულ გზაზე რომ ვირბინო. რომელს მირჩევთ ასიკსიდან? ფასი-ხარისხის კარგი შეფარდება რომ იყოს.

ო მაგას ასე ვერ გეტყვით, მე უბრალოდ სასიარულოდ ვყიდულობ და დავრწმუნდი ყველაზე სასიამოვნო და მომხერხებულია ჩემთვის.
გადავხედავ მაგათ საიტს მაინც smile.gif

მხოლოდ გირჩევთ, თქვენსაზე ერთი ზომით დიდი იყიდოთ, რადგან იაპონელები პატარები არიან და ფეხსაცმელიც მასეთი აქვთ biggrin.gif

Posted by: shavi_kheli 21 Apr 2021, 21:12
Atocha
მე უკვე ვიყიდე გელზე არის, ძალიან კომფორტულია ფეხზე რომ ჩავიცვი
მაგრამ ჯერ არ გამომიყენებია სარბენად.

ზომა ზომაზე წავიდა რა ვიცი..

Posted by: Atocha 21 Apr 2021, 21:20
4L3X
ვნახე და ამ მოდელს აქებენ და რა ვიცი

ASICS MEN GEL-CUMULUS 22

shavi_kheli
QUOTE
ზომა ზომაზე წავიდა რა ვიცი..

ჩემთვის რატომღაც ერთი ზომით დიდებია საჭირო
46 მაქვს ფეხი და მხოლოდ აზიქსებს ვყიდულობ 47-ს smile.gif

Posted by: 4L3X 21 Apr 2021, 21:21
Atocha
დიდი მადლობა. მაგას ნამდვილად შეაქებენ biggrin.gif

Posted by: shavi_kheli 21 Apr 2021, 21:26
Atocha
QUOTE
46 მაქვს ფეხი და მხოლოდ აზიქსებს ვყიდულობ 47-ს

ბარაქა გოგიი biggrin.gif

Posted by: narcoTOURIST 21 Apr 2021, 22:33
4L3X
QUOTE
მჭირდება ბოტასი გრუნტოვან და მოასფალტებულ გზაზე რომ ვირბინო.

სავარაუდოდ Road ტიპის გინდა, ან Trail გრუნტს გააჩნია

აქ ნახე შეფასებების მიხედვით - https://runrepeat.com/catalog/running-shoes?terrain=road,trail

და აუცილებლად დაადგინე როგორი ტერფი გაქვს (პრონაცია, სუპინაცია, ნეიტრალური) და ამის მიხედვით შეიძინე

ეს ძალიან კარგი საიტია - https://marathonec.ru/pronaciya-supinaciya/

მე Brooks-ები შევიძინე ახლა Trail-ისთვის, ძალიან აქებენ ამ ბრენდს

Posted by: Nescafe13 22 Apr 2021, 00:45
QUOTE
ჩემთვის რატომღაც ერთი ზომით დიდებია საჭირო
46 მაქვს ფეხი და მხოლოდ აზიქსებს ვყიდულობ 47-ს


უცხოურ საიტზე ყიდულობ ?

Posted by: Atocha 22 Apr 2021, 01:29
Nescafe13
QUOTE
უცხოურ საიტზე ყიდულობ ?

დიახ გამოწერით
პირველად რამდენიმე წლის წინ ვიყიდე 3 SUISSES-დან ჩემი ზომა და პატარა აღმოჩნდა, მას მერე ერთ ზომას ვამატებ და იდეალურად მაქვს...

Posted by: MRlurch 23 Apr 2021, 23:07
ბრადცი adidas.com იდან ვერ ვიწერ,

ესე მიწერს Your payment was refused. Please try again using an alternative card or payment method. ყველანაირად ვცადე, პეიპალით მაჭრის და მერე მიბრუნებს და ვინმეს გამოგიწერიათ?

Posted by: narcoTOURIST 23 Apr 2021, 23:56
MRlurch
QUOTE
adidas.com

არ იღებს ქართულ ბარათებს.
ადრე თანხას ბლოკავდა, სრულ თანხას და ერთ თვეში იხსნებოდა ბლოკი, ბანკიც ვერ გშველოდა

eBay-ზე არის ოფიციალური მაღაზია, თან უკეთესი ფასები აქვთ ვიდრე საიტზე - https://www.ebay.com/str/adidas

Posted by: MRlurch 25 Apr 2021, 12:41
narcoTOURIST
მადლობა ინფოსთვის, superstar-ები მინდოდა, ამაზონზე რაღაც გაურკვეველი მაღაზიებიდან დევს და იბეიზეც არ არი sad.gif.
paypal-საც რო არ ატარებს ეგ მიკვირს.....
nike.com -იდანაც იგივე ხდება თუ იცი?

Posted by: narcoTOURIST 25 Apr 2021, 15:06
MRlurch
QUOTE
nike.com -იდანაც იგივე ხდება თუ იცი?

კი, ოფიციალური მაღაზიები არ იღებენ

კამექსს აქვს ამერიკული ბარათი და შეიძლება გამოვიდეს მანდედან ყიდვა

QUOTE (camex.ge)
მომსახურება ინტერნეტ მაღაზიებში ნივთების შეძენაზე

თუ თქვენ მიერ შერჩეული ონლაინ მაღაზია არ მიიღებს ადგილობრივ პლასტიკურ ბარათს ან გჭირდებათ ჩვენი დახმარება, მზად ვართ გაგიწიოთ პროფესიონალური მომსახურება. აშშ-ს შემთხვევაში თუ შეკვეთა ხორციელდება ვაკის და საბურთალოს ფილიალში, მომსახურების საკომისიო 100$-მდე პროდუქციის შეძენის შემთხვევაში არის 5$, ხოლო 100$-ს ზემოთ - პროდუქციის სრული ღირებულების 5%.  თუ გსურთ შეკვეთა გააფორმოთ ონლაინ, უნდა შეავსოთ თქვენ პირად ოთახში განთავსებული ფორმა და შეავსოთ ბალანსი. მომსახურების საკომისიო 50 ლარამდე ნივთების შეძენის შემთხვევაში არის 5 ლარი, 50-დან 300 ლარამდე - 10%, 300 ლარის ზემოთ - 5%. კომპანია პასუხს არ აგებს კლიენტის მიერ შერჩეული ნივთის ხარისხსა და რაობაზე.

Posted by: Harrison Stafford 25 Apr 2021, 16:58
narcoTOURIST
ნაიკსაც აქვს იგივენაირი მაღაზია ებაიზე??

Posted by: narcoTOURIST 25 Apr 2021, 17:19
Harrison Stafford
QUOTE
ნაიკსაც აქვს იგივენაირი მაღაზია ებაიზე??

არა, მე ვერ ვნახე

Puma-ს აქვს და ახლა ველოდები ამანათს - https://www.ebay.com/usr/officialpumastore

Asics-აც აქვს, ბევრჯერ მიყიდია, აქაც კარგი ფასდაკლებებია - https://www.ebay.com/usr/asicsamerica

Posted by: MRlurch 25 Apr 2021, 17:39
narcoTOURIST
გასაგებია, მადლობა ინფოსთვის გავითვალისწინებ

Posted by: Harrison Stafford 25 Apr 2021, 17:45
narcoTOURIST
up.gif up.gif up.gif

მადლობა
ე.ი კაი ტავარია biggrin.gif

ვნახავ ერთი, გამოვწერ მეც

Posted by: narcoTOURIST 25 Apr 2021, 18:06
Harrison Stafford
QUOTE
ე.ი კაი ტავარია

კი, კაი ხარისხის სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელია up.gif

Posted by: პიანისტი 26 Apr 2021, 17:18
თეთრი ტყავის კეტები გქონიათ? როგორი მოსავლელია ?
ყოველდღიურად არ ვაპირებ ჩაცმას

Posted by: 4L3X 26 Apr 2021, 17:56
QUOTE (პიანისტი @ 26 Apr 2021, 17:18 )
თეთრი ტყავის კეტები გქონიათ? როგორი მოსავლელია ?
ყოველდღიურად არ ვაპირებ ჩაცმას

მხოლოდ მშრალ ამინდში და მხოლოდ ასფალტირებულ გზაზე.

Posted by: Harrison Stafford 27 Apr 2021, 21:54
narcoTOURIST
რაც შენ ოფიციალური სელერები გააძრე ებაიზე
არაფერი უდევთ
რა პონტია ?


Posted by: narcoTOURIST 28 Apr 2021, 14:43
Harrison Stafford
QUOTE
არაფერი უდევთ
რა პონტია ?

სავარაუდოდ შესული არ ხარ აქაუნტში და მაგიტომ არ აჩვენებს არაფერს

user posted image

user posted image

Posted by: ლევან_ი 28 Apr 2021, 17:02
QUOTE (Harrison Stafford @ 27 Apr 2021, 21:54 )
narcoTOURIST
რაც შენ ოფიციალური სელერები გააძრე ებაიზე
არაფერი უდევთ
რა პონტია ?

shipping address გაასწორე ჯერ და გამოჩნდება მერე
ამერიკის ზიპ კოდი გაუწერე

Posted by: Harrison Stafford 28 Apr 2021, 22:22
narcoTOURIST
ლევან_ი
სამსახურიდან ვიყავი შესული
ავტორიზაცია არ მქონია გავლილი

გამოჩნდა

Posted by: 4L3X 13 May 2021, 12:15
ესეც ჩემი მგლები. დღეს კუსტბაზე ავედი. ასფალტის გზაზე კარგი სარბენია გელის გამო. მაგრამ გრუნტიან გზაზე სირბილი არ გამოვა.

user posted image

Posted by: MKBHD 13 May 2021, 16:57
narcoTOURIST
QUOTE
MRlurch
QUOTE
adidas.com

არ იღებს ქართულ ბარათებს.

არადა ქართული ბარათის ფეიფალით ვიყიდე რამდენიმე თვის წინ და ჩამოვიდა უპრობლემოდ

narcoTOURIST
QUOTE
კამექსს აქვს ამერიკული ბარათი და შეიძლება გამოვიდეს მანდედან ყიდვა

ამათთან ადრე ვიყავი columbia-ს საიტიდან მინდოდა გმოწერა და მანდედან ვერაო, რანაირი ამერიკული ბარათი აქვთ არ ვიცი

Posted by: narcoTOURIST 14 May 2021, 22:01
4L3X
QUOTE
ესეც ჩემი მგლები

up.gif

GT-2000 8?

მე წვიმისთვის GT-1000 9 G-TX ვიყიდე, ფეხებზე კიდია წყალი biggrin.gif



MKBHD
QUOTE
არადა ქართული ბარათის ფეიფალით ვიყიდე რამდენიმე თვის წინ და ჩამოვიდა უპრობლემოდ

up.gif

Posted by: 4L3X 14 May 2021, 22:50
narcoTOURIST
QUOTE (narcoTOURIST @ 14 May 2021, 22:01 )
GT-2000 8?

კიი ეგენია yes.gif

QUOTE
მე წვიმისთვის GT-1000 9 G-TX ვიყიდე, ფეხებზე კიდია წყალი

მშვიდობაში

Posted by: Melakud 15 May 2021, 20:26
---------.............-----------
* * *
Nike Air MAx 90 ან 95 რა ალტერნატივა იცით? დიზაინით რომ გავდეს და ფუნქციით, ანუ სირბლისთვის რომ გამოდგეს, მსუბუქი იყოს, მაღალი ძირი ჰქონდეს თავის საჰაეროთი და დიზაინითაც წააგავდეს.

რომელ ბრენდს აქვს?

Posted by: didi bege 19 May 2021, 14:58
QUOTE (4L3X @ 14 May 2021, 21:50 )
narcoTOURIST
QUOTE (narcoTOURIST @ 14 May 2021, 22:01 )
GT-2000 8?

კიი ეგენია yes.gif

QUOTE
მე წვიმისთვის GT-1000 9 G-TX ვიყიდე, ფეხებზე კიდია წყალი

მშვიდობაში

120 კილოსთვის როგორი ამორტიზაცია აქვს , ნიმბუსებს ვუტრიალებ მარა ნამეტანი მეძვირება
გტ 2000 ალბათ ჩავეტევი განბაჟების გარეშე

Posted by: 4L3X 19 May 2021, 15:40
QUOTE (didi bege @ 19 May 2021, 14:58 )
120 კილოსთვის როგორი ამორტიზაცია აქვს ,

მე 80კგ ვარ და კარგ ამორტიზირებას მიკეთებს. დავფრინავთქო მოგატყუებთ მაგრამ წაშველებას ვგრძნობ სირბილისას.

Posted by: narcoTOURIST 19 May 2021, 22:47
4L3X
QUOTE
მშვიდობაში

მადლობა

didi bege
QUOTE
120 კილოსთვის როგორი ამორტიზაცია აქვს

120 კგ ვიყავი ზუსტად, ხუთჯერ ვირბინე ამეებით (GT-1000 9 G-TX), ნორმალურია, ერთი თრეილი იყო, 12.6 კმ კუს ტბაზე, თან პირველად მეცვა, Asics-ები მაგიტომ მიყვარს რომ არასდროს არ მქონია დისკომფორტი.
ამეებს მხოლოდ წვიმაში ვიცმევ, ისე adidas UltraBOOST-ებით დავრბივარ, მაგაზე რბილი არაფერი არ მქონია, მაგრამ ძალიან ძვირებია, 180$ drug.gif


დღეს ავიწონე და 116 კგ ვარ smile.gif

Posted by: didi bege 20 May 2021, 09:11
QUOTE (narcoTOURIST @ 19 May 2021, 21:47 )
4L3X
QUOTE
მშვიდობაში

მადლობა

didi bege
QUOTE
120 კილოსთვის როგორი ამორტიზაცია აქვს

120 კგ ვიყავი ზუსტად, ხუთჯერ ვირბინე ამეებით (GT-1000 9 G-TX), ნორმალურია, ერთი თრეილი იყო, 12.6 კმ კუს ტბაზე, თან პირველად მეცვა, Asics-ები მაგიტომ მიყვარს რომ არასდროს არ მქონია დისკომფორტი.
ამეებს მხოლოდ წვიმაში ვიცმევ, ისე adidas UltraBOOST-ებით დავრბივარ, მაგაზე რბილი არაფერი არ მქონია, მაგრამ ძალიან ძვირებია, 180$ drug.gif


დღეს ავიწონე და 116 კგ ვარ smile.gif

ultraboost -ები კი კაია, მარა ეს "ნასკის" ფორმის თანამედროვე ტრენდი არ მომწონს, ასე მგონია უცბად დაიხევა smile.gif და პლიუს მენანება ამდენი ფულის გადახდა
3 წლის წინ ვიყავი გერმანიაში , მაგათი ბუმი რო დაიწყო , მარა მაშინაც ვერ გავიმეტე 150 ევრო smile.gif


ჩვენთან ჰქონდათ ისე ადიდასში რამდენჯერმე ფასდაკლება, მაგრამ ან ზომები არ იყო ან ფერი იყო სასწაული


მოკლედ ისევ ასიქსებს ავიღებ

Posted by: narcoTOURIST 20 May 2021, 09:32
didi bege
QUOTE
ultraboost -ები კი კაია, მარა ეს "ნასკის" ფორმის თანამედროვე ტრენდი არ მომწონს, ასე მგონია უცბად დაიხევა

მეც ეგრე მეგონა, ნათესავმა გამომიგზავნა შარშან თავისი, All Terrain, რამოდენიმეჯერ მეცვაო და 5 თვე მეგდო, მეთქი ეს რა არის თქო, მერე ერთხელ რომ გავირბინე იმის მერე აღარ გამიხდია biggrin.gif 10 თვეა მაგით დავრბივარ და საერთოდ არაფერი არ ეტყობა

მერე სულ ახლები მაჩუქა UltraBOOST 20 smile.gif
მიდევს, ერთხელ ჩავიცვი მხოლოდ, ცოტა მტკენს ჯერ ფეხს

QUOTE
ასიქსებს ავიღებ

up.gif

მშვენიერი არჩევანია


ისე Hoka One One არის ჩემი საოცნებო ბოტასი love.gif

Posted by: leprekon 21 May 2021, 16:30
narcoTOURIST
წინა პოსტებს გადავხდე და თქვენი პოსტები შემხვდა.
რაღაც მაინტერესებს და იქნებ იცოდეთ როცა დრო გექნება რო დაწეროთ გამომადგება

ხშირად ვიწერ eBay ზე ადიდას, ასიქს პუმა ოფიციალური მაღაზიებიდან
ადრე როგორღაც აღმოვაჩინე ეს სთორები და ხო არ იცით რამე ჩამონათვალი სადმე არაა ამ ოფიციალური მაღაზიების? ანუ სხვებისაც

Posted by: narcoTOURIST 22 May 2021, 14:02
leprekon
QUOTE
ადრე როგორღაც აღმოვაჩინე ეს სთორები და ხო არ იცით რამე ჩამონათვალი სადმე არაა ამ ოფიციალური მაღაზიების? ანუ სხვებისაც

არა, მხოლოდ ეს მაღაზიები აღმოვაჩინე შემთხვევით

ისე Google-ში რომ ჩაწეროთ "ბრენდი official ebay", ამოაგდებს, თუ რა თქმა უნდა ეგეთი არსებობს

ახლა მოვძებნე Google-ში Reebok და მომცა - https://www.ebay.com/str/reebok

და კიდე ერთი რჩევა, ოფიციალური მაღაზიის ნივთებს Direct from XXX აწერია

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Melakud 22 May 2021, 17:13
Nike Air Max 1G გოლფის ხაზი გამოვიწერე. დახვეწილია როგორც გოლფს შეეფერებ


პ. ს.

Reebok ფან ვიყავი თუმცა კაი ხანი არ გამომიწერია

Posted by: amg63 24 May 2021, 21:16
https://icrshop.ge/product/aw-lab-adidas-801-1458

ეს მოდელი ვინმეს ხომ არ გქონიათ ?

Posted by: narcoTOURIST 25 May 2021, 09:31
amg63
QUOTE
ეს მოდელი ვინმეს ხომ არ გქონიათ ?

კონკრეტულად ეს მოდელი არა, მაგრამ Boost ძირი არის ურბილესი up.gif

3 წყვილი მაქვს ამ ძირით და ძალიან კომპორტულებია

ადიდასის საიტზე 1854 რევიუდან აქვს საკმაოდ მაღალი შეფასება

user posted image

https://www.adidas.com/us/zx-2k-boost-shoes/FV9996.html

Posted by: decembre 25 May 2021, 11:06
ამაზონზე ისეთი ფასებია, ალბათ ფეხებიც მოყვება rolleyes.gif

Posted by: amg63 26 May 2021, 13:33
QUOTE (narcoTOURIST @ 25 May 2021, 09:31 )
amg63
QUOTE
ეს მოდელი ვინმეს ხომ არ გქონიათ ?

კონკრეტულად ეს მოდელი არა, მაგრამ Boost ძირი არის ურბილესი up.gif

3 წყვილი მაქვს ამ ძირით და ძალიან კომპორტულებია

ადიდასის საიტზე 1854 რევიუდან აქვს საკმაოდ მაღალი შეფასება

user posted image

https://www.adidas.com/us/zx-2k-boost-shoes/FV9996.html

გაიხარე. ცოტა ძვირია, მაგრამ მგონი ღირს.

Posted by: sevastopol 26 May 2021, 14:43
amg63
მე ჩამოვუტანე ეგ მოდელი მეგობარს მაგრამ გირჩევნია მთლიანი ბუსტ მოდელი იყიდო ულტრა ბუსტი მაგალითად. ნახევარი რბილი იყო ნახევარი არა და ეტყობოდა რომ მთლად ეგეთი ხარისხიანი ფეხსაცმელი არ იყო. მე მაქვს უკტრა ბუსტი და ბევრად კმაყოფილი ვარ.

https://www.ebay.com/itm/154416227773

45$ ღირს შენი ზომა თუა. ოფიციალური ადიდასის მაღაზიაა იბეიზე.

Posted by: narcoTOURIST 26 May 2021, 15:02
sevastopol
QUOTE
გირჩევნია მთლიანი ბუსტ მოდელი იყიდო

შენ რაც დაუდე არ არის მთლიანი ბუსტი - A half-Boost, half-EVA midsole

user posted image

და რაც უნდოდა ბუსტ ძირი ბოლომდე მიდის, wrapped Boost კი არის, მაგრამ ქუსლამდეა ბუსტი.

user posted image

amg63
აბა ეს ნახე, იგივე მოდელია 72.99$ ღირს, ფერით განსხვავება

https://www.ebay.com/itm/154347659638?hash=item23efd66176:g:wIEAAOSwclpgrX0M

Posted by: sevastopol 26 May 2021, 15:38
narcoTOURIST
მართალი ხარ.

მე მაინც ულტრა ბუსტის აუქციონზე ყიდვას შეძენას ვურჩევდი. $60 გამომივიდა მე და ყოველ წელს კოლექციას 1 ახალ ულტრა ბუსტს ვამატებ. პირველად 2017-ში ვიყიდე. უბრალოდ ძირი ცვდება დაახლოებით 6 თვეში და წვიმაში ნაკლები მოჭიდება აქვს.

Posted by: narcoTOURIST 26 May 2021, 16:00
sevastopol
რა თქმა უნდა ულტრა ჯობია, მაგრამ ძვირია ძალიან

არ შემხვედრია ულტრას აუქცუიონები

ჩემებს Continental-ის ძირები აქვს და ჯერ საკაოფოდ არის, All terrain-ში დილას ვირბინე ბუნებაში, ტალახებს ვყრიდი გზაზე biggrin.gif სულ ტალახიანი იყო givi.gif გავრეცხე ახლა love.gif

Pure Boost-იც მაინტერესებს, ხომ არ გქონია?

Posted by: leprekon 27 May 2021, 11:27
---------------------------------

Posted by: sevastopol 28 May 2021, 01:33
narcoTOURIST
არა, ეგ არ მქონია. კი ამათ ყველა კონტინენტალის ძირები აქვს და ანუ ის ადგილი ცვდება რა ფეხით სიარულისას რასაც ყველაზე მეტად აბიჯებ.

მეორადს თუ ვიწერ ძირს უეჭველი ვუყურებ რომ თითქმის ახალი იყოს,
* * *
https://www.ebay.com/itm/154469489502

https://slickdeals.net/share/iphone_app/fp/645193

$50-ად ის მოდელი რასაც ვეძებდით მგონი.

Posted by: didi bege 5 Jun 2021, 13:53
მოკლედ ვეჯექი კაი ხანი და ულტრაბუსტი ვერ ვქენი მარა asics gel-nimbus 22 ვიყიდე , ახლა ჩამოსვლას ველოდები და იმედია ზომა გავარტყი

Posted by: narcoTOURIST 8 Jun 2021, 00:24
didi bege
QUOTE
asics gel-nimbus 22 ვიყიდე

მშვიდობაში up.gif

user posted image

მაქსიმალური ბალიში - წესით ძალიან რბილები იქნება up.gif

დაწერე მერე შთაბეჭდილებები rolleyes.gif

Posted by: Nescafe13 9 Jun 2021, 20:21
FB ზე ჯგუფია Un Shoes

46 ზომა აქვთ და უნდა ვიყიდო რას იტყვით ივარგებს ?

user posted image

არაკომფორტული იქნება ზაფხულზე ეს ?
არაფერია ამ ქვეყანაში 46 ზომა facepalm.gif

Posted by: Nescafe13 13 Jun 2021, 09:56
ესპანელი მეწაღე როგორი მაღაზიაა ?

Posted by: პიანისტი 14 Jun 2021, 10:42
Nescafe13
ერთერთია იმ მაღაზიებიდან სადაც ორიგინალი ფეხსაცმელები იყიდება, მე კიდევ სულ ეგეთი ვიცი 5-6.
La siesta ნახე გირჩევ

Posted by: narcoTOURIST 16 Jun 2021, 12:08
user posted image

facepalm.gif

Posted by: didi bege 18 Jun 2021, 21:18
QUOTE (narcoTOURIST @ 7 Jun 2021, 23:24 )
didi bege
QUOTE
asics gel-nimbus 22 ვიყიდე

მშვიდობაში up.gif

user posted image

მაქსიმალური ბალიში - წესით ძალიან რბილები იქნება up.gif

დაწერე მერე შთაბეჭდილებები rolleyes.gif

ჩამოვიდა, ზომა გავარტყი რაც მთვარია, აქამდე 12 ვყიდულობდი ყველაფერს მარა ბოლოს ადიდასები ჩამოვიტანე 12 და ისეთი ვიწრო მქონდა ეგრევე მამაჩემს ვუფეშქაშე
ეს 12.5 ვიყიდე და იდეალურად მაქვს, გარეთ არ გამოტესტია მაგრამ სახლში დავფრინავ რასაც ჰქვია, სასწაულად რბილია
user posted image

რაც მთავარია ძალიან იაფად ვიყიდე father თუ memory day ფასდაკლებაზე

Posted by: narcoTOURIST 19 Jun 2021, 09:00
didi bege
QUOTE
ჩამოვიდა, ზომა გავარტყი რაც მთვარია

ვაა ძალიან კაია up.gif

სარბენი ფეხსაცმელი ერთი ზომით დიდი უნდა აიღო

QUOTE
ძალიან იაფად ვიყიდე

მაინც რამდენი, თუ საიდუმლო არ არის?

Posted by: didi bege 19 Jun 2021, 11:34
QUOTE (narcoTOURIST @ 19 Jun 2021, 08:00 )
didi bege
QUOTE
ჩამოვიდა, ზომა გავარტყი რაც მთვარია

ვაა ძალიან კაია up.gif

სარბენი ფეხსაცმელი ერთი ზომით დიდი უნდა აიღო

QUOTE
ძალიან იაფად ვიყიდე

მაინც რამდენი, თუ საიდუმლო არ არის?

80$, ძაან იაფად ცოტა ისე გამომივიდა, მაგრამ ამ მოდელისთვის იაფია, თან განბაჟებას ავცდი

Posted by: mail10 19 Jun 2021, 12:56
ამერიკულ ბარათს არ იღებს ზოგი საიტიო ვინც წერდა, იმათ საყურადღებოდ დავწერ რომ www.inex.ge გამოწერს ყველანაირი საიტიდან. არ გამატებინებენ არაფერს.
* * *
https://www.amazon.com/gp/product/B087DXQZY5/ref=ox_sc_act_title_8?smid=ATVPDKIKX0DER&th=1&psc=1 9 ამერიკული ზომით დევს ამაზონზე 41 დოლარად თუ ვინმეს უნდა. ამაზონი შიპავს და ყიდის ორიგინალი იქნება. ორი ბოტასი მაქვს გეგმაში თორემ ვიყიდდი თვითონაც smile.gif

Posted by: A.L.I.E.N 2 Jul 2021, 15:18
ბოტასები, შმოტასები


......................................

Posted by: illmatic 20 Jul 2021, 16:05
QUOTE (amg63 @ 24 May 2021, 21:16 )
https://icrshop.ge/product/aw-lab-adidas-801-1458

ეს მოდელი ვინმეს ხომ არ გქონიათ ?

ორიგინალი ფეხსაცმელები აქვთ თუ ვაკეშ გახსნილი ბუწიკებივით შემოაქვთ საქონელი?

Posted by: akhieli 20 Jul 2021, 16:20
run.ge ზე ორიგინალი ბოტასები აქვთ?

Posted by: mail10 21 Jul 2021, 19:29
akhieli
QUOTE
run.ge ზე ორიგინალი ბოტასები აქვთ?

mantis.ge-ს მივწერე ერთხელ და არ აქვთ ორიგინალი
მიწერე ან დაურეკე და კითხე, გეტყვიან ჩვეულებრივ

Posted by: Harrison Stafford 21 Jul 2021, 22:16
არც რანს, არც მანტისს და ეგეთ საიტებს ორიგინალთან მიახლოვებულიც არ აქვს

საშინელი ხარისხებია

რეპლიკაა თუ რაცაა იმენა ნორმალური ბოტასი ვერ ვიშოვე

ვაჟას ნიუბალანსში ვიყიდე 400 ლარი მივეცი და მეორე ზაფხულია ძლივს მიძლებს sad.gif ფეხებს საშინლად მიოფლიანებს+ შიგნიდან დეფორმირდა drug.gif

არადა ფეხსაცმლის კარგი მოხმარება ვიცი
რაც ნაღდად ორიგინალი მქონდა 8+ წელია მაქვს biggrin.gif

Posted by: ufo911 22 Jul 2021, 11:53
QUOTE (illmatic @ 20 Jul 2021, 16:05 )
QUOTE (amg63 @ 24 May 2021, 21:16 )
https://icrshop.ge/product/aw-lab-adidas-801-1458

ეს მოდელი ვინმეს  ხომ არ გქონიათ ?

ორიგინალი ფეხსაცმელები აქვთ თუ ვაკეშ გახსნილი ბუწიკებივით შემოაქვთ საქონელი?

კი ნამდვილად ორიგინალია yes.gif განსხვავებული მოდელები აქვთ ხოლმე

Posted by: Lallana 22 Jul 2021, 12:15
არა რა ორიგინალებია, შემოაქვთ 10-15 დოლარიანი საშინელი ხარისხის ფეიკები და ყიდიან 200+ ლარებში biggrin.gif

Posted by: illmatic 22 Jul 2021, 12:31
ufo911
Lallana
ჩამოყალიბდით biggrin.gif


narcoTOURIST
რამე ხომ არ იცი 200-300 ლარად თბილისში რომ ვიყიდო სარბენად ბოტასები?
ბალახზე ან გრუნტიან გზაზე მომიწევს სირბილი~

ბიუჯეტი მეტი არაა, თან ზაფხულია, იმედია შემოდგომაზე მოვარტყამ რამე საკაიფო ბოტასებს

Posted by: პიანისტი 22 Jul 2021, 12:50
Icr ლაბას ნაიკ -ადიდასები არ მინახავს და არვიცი რა ხარისხის აქვთ, მანდაც ერთი წუთიც არ მინდა რო მივხვდე რას ყიდიან.
მაგრამ სხვაგან რაც კი მინახავს მთლიანი მაღაზია რო მაჩუქონ ვერ ჩავიცვამ biggrin.gif
გახსოვთ ადრე 6 ლარიანი კეტებით რო ფეხბურთს ვთამაშობდით? ეგ უკეთესი მასალით იყო შეკერილი, ვიდრე ესენი რაც შემოაქვთ.
1-2 ბრენდია რაც ორიგინალი შემოდის.


Posted by: narcoTOURIST 22 Jul 2021, 13:10
illmatic
QUOTE
რამე ხომ არ იცი 200-300 ლარად თბილისში რომ ვიყიდო სარბენად ბოტასები?
ბალახზე ან გრუნტიან გზაზე მომიწევს სირბილი~

xtreme-ში ნახე, Salomon-ები კი უდევთ საიტზე, მაგრამ ფასები საეჭვოდ იაფია

https://www.xtreme.ge/index.php?p=8&m=142&cid=433&show=0&genderid4=8&genderidcount=7&cbrandid5=SALOMON&cbrandidcount=6&sizerangecount=0&sizeidcount=59&coloridcount=111&p=8&m=142&cid=433

მორბენლებისგან ვიცი რომ დინამოზე ყიდულობენ ხშირად მეორადებს, მე ერთხელ ვიყავი და ვერაფერი ვერ ვნახე

სხვაგან კიდე არ ვიცი, ჯობია მოიცადო 1-2 კვირა და გამოიწერო ნორმალურები, უფრო იაფიც დაგიჯდება

Posted by: Lallana 22 Jul 2021, 15:54
illmatic
QUOTE
ჩამოყალიბდით



არაფერი ჩამოყალიბება არ არის საჭირო, პრემიატას ბოტასს რომ 220 ლარად არავინ მოგყიდის, მაგის ფეიკობის მიხვედრას არ ჭირდება დიდი გაჭრიახობა :დ



პ.ს. ფეხსაცმლის გალერეაში ნაღდად ორიგინალი ბოტასები აქვთ, მაგრამ ფასები აქვთ ისეთი, რომ არ ღირს მანდ ყიდვა, ორიგინალი საიტიდან რომ გამოწერო 2-ჯერ ან უფრო მეტად იაფაი დაჯდება

Posted by: ლევან_ი 22 Jul 2021, 19:39
QUOTE
რამე ხომ არ იცი 200-300 ლარად თბილისში რომ ვიყიდო სარბენად ბოტასები?
ბალახზე ან გრუნტიან გზაზე მომიწევს სირბილი~

ბიუჯეტი მეტი არაა, თან ზაფხულია, იმედია შემოდგომაზე მოვარტყამ რამე საკაიფო ბოტასებს

შემოდგომამდე აგერ ესეც გეყოფა 300 ლარი რო არ მიცე biggrin.gif
https://www.bershka.com/ge/men%27s-mesh-strip-trainers-c0p102715075.html?colorId=040

Posted by: akhieli 23 Jul 2021, 11:15
Harrison Stafford
mail10
არა რა ორიგინალები ვიეტნამის ნაწარმია რაც თბილისში შემოდის ძირითადათ.
საშნიელი ხარისხია მართლაც. ისე ცვდება 4 თვეში,რომ ვერც გაიგებ რამოხდა smile.gif

Posted by: mail10 23 Jul 2021, 18:40
akhieli
100 ლარზე ზევით რაც მივეცი, გაძლეს ნორმალურად. ნაკლებფასიანი იხევა მალე.

Posted by: didi bege 1 Aug 2021, 17:32
მოკლედ გადავწყვიტე კიდე ერთი ბოტასი ვაჩუქო თავს, პრიორიტეტი ისევ ამორტიზაცია, 6პმზე hoka clifton 7 არის მაგარ ფასში 77$ ეგ ავიღო თუ NIKE "REACT INFINITY RUN FK AS 80$ გამოდის იბეიზე ახალი,
ან ამ საფასო დიაპაზონში სხვა რამე მირჩიეთ.
კვირაში სამჯერ ინტერვალებით დავრბივარ 20 წუთი მაქსიმუმ, 110-115 კილოზე, ტერფით სირბილი

პ.ს. წინა გვერდებზე კი დავწერე ნიმბუს 22 მაქვს

Posted by: GEORGEXIII 2 Aug 2021, 10:27
გამარჯობათ მეგობრებო,

პირველი ხარისხის რეპლიკებს სად შევძლებ ყიდვას ნორმალურ ფასად.?

Posted by: 4L3X 2 Aug 2021, 12:09
GEORGEXIII
Maison Margiela Replica-ზე მიდის საუბარი? https://poshtbilisi.com/ge/shopping/women/designers/maison-margiela-ge/ ნაღდ რეპლიკებს ეგეთი ფასები აქვთ.

Posted by: narcoTOURIST 2 Aug 2021, 12:43
didi bege
QUOTE
hoka clifton 7 არის მაგარ ფასში 77$

მე მაგას ავიღებდი

კარგ Trail-ს ვეძებ, ამას დაუფიქრებლად ვიყიდი დღესვე

Posted by: GEORGEXIII 2 Aug 2021, 16:53
4L3X
არაა არაააა ესსს ბევრია ჩემთვის...

ისეთი მომეცით რამე 150ლარის ფარგლებში რომ ვიყიდო ხოლმე რა

Posted by: didi bege 2 Aug 2021, 19:58
QUOTE (narcoTOURIST @ 2 Aug 2021, 11:43 )
didi bege
QUOTE
hoka clifton 7 არის მაგარ ფასში 77$

მე მაგას ავიღებდი

კარგ Trail-ს ვეძებ, ამას დაუფიქრებლად ვიყიდი დღესვე

თრეილებში სარბენად ალბათ სალომონი, თუ რაიმე კონკრეტული გაქვთ შერჩეული??

პ.ს. ჰოკა ვიყიდე ორი ცალი იყო ჩემი ზომა დარჩენილი და ვეცი
* * *
QUOTE (GEORGEXIII @ 2 Aug 2021, 15:53 )
4L3X
არაა არაააა ესსს ბევრია ჩემთვის...

ისეთი მომეცით რამე 150ლარის ფარგლებში რომ ვიყიდო ხოლმე რა

რეპლიკებს და საეჭვო ხარისხის ფეხსაცმელებს რომ არ სდიოთ, მაგ ფასში ნორმალური ბრენდის ბოტასიც მოვა
40$ პლიუს ჩამოტანის თემაა

Posted by: narcoTOURIST 2 Aug 2021, 20:10
didi bege
QUOTE
თრეილებში სარბენად ალბათ სალომონი, თუ რაიმე კონკრეტული გაქვთ შერჩეული??

რატომღაც არ მომწონს სამოლონები, უფრო Brooks, Altra ან Hoka One One მინდა

QUOTE
ჰოკა ვიყიდე

სწორი არჩევანი, ყველა ამბობს რომ ძალიან კომფორტული ბრენდია up.gif

ამ მოდელს საკმაოდ მაღალი შეფასება აქვთ - https://runrepeat.com/hoka-one-one-clifton-7

მერე გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები wink.gif

Posted by: GEORGEXIII 3 Aug 2021, 09:45
didi bege
იყოს ნორმალური რას დავეძებ ხარისხი ქონდეს მთავარია კარგი...


შეგიძ₾ია რამე ნორმალური საიტი მომცე?

Posted by: didi bege 3 Aug 2021, 14:03
QUOTE (GEORGEXIII @ 3 Aug 2021, 08:45 )
didi bege
იყოს ნორმალური რას დავეძებ ხარისხი ქონდეს მთავარია კარგი...


შეგიძ₾ია რამე ნორმალური საიტი მომცე?

6pm.com , ორიგინალები, უბრალოდ წინა წლის მოდელებია, მაგაზე ეფი მაღაზია მე არ ვიცი
* * *
QUOTE (GEORGEXIII @ 3 Aug 2021, 08:45 )
didi bege
იყოს ნორმალური რას დავეძებ ხარისხი ქონდეს მთავარია კარგი...


შეგიძ₾ია რამე ნორმალური საიტი მომცე?

6pm.com , ორიგინალები, უბრალოდ წინა წლის მოდელებია, მაგაზე ეფი მაღაზია მე არ ვიცი

ebay.com-ზე არის ადიდასის, ასიქსის რიბიკის და პუმას ოფიციალური მაღაზიები, მანდაც შეიძლება კაი ფასების დაჭერა, ხშირად აქვთ აქციები

Posted by: GEORGEXIII 3 Aug 2021, 15:50
didi bege
გაიხარე მადლობა ჩავუჯდები დღეს საღამოს

Posted by: narcoTOURIST 6 Aug 2021, 22:57
didi bege
QUOTE
6პმზე hoka clifton 7 არის მაგარ ფასში 77$

ერთი კვირის წინ ჩემი ზომა ეგრევე გაიყიდა და დავიკიდე.
ახლა ისევ შევედი 6PM-ზე, ვუყურებ $68.91 ღირს და ზომებიც იყო დამატებული.
დაუფიქრებლად ვიყიდე 10.5 ზომა და კმაყოფილი ვზივარ biggrin.gif

დინამოზე გაცვეთილებს ყიდიან 150 ლარად..

Posted by: didi bege 7 Aug 2021, 14:07

გილოცავ,
ვნახე გუშინ მეც ფასი, დაუმატებიათ ზომები
ცოტა კი დამწყდა გული 8$ ზე
მაგრამ ,რომ ვერ მომესწრო უფრო გამიტყდებოდა smile.gif

Posted by: narcoTOURIST 7 Aug 2021, 17:07
didi bege
QUOTE
გილოცავ

გაიხარე!
QUOTE
ცოტა კი დამწყდა გული 8$ ზე
მაგრამ ,რომ ვერ მომესწრო უფრო გამიტყდებოდა

რა თქმა უნდა!
მაშინ 11 ზომა იყო დარჩენილი და ეს მაჩერებდა ცოტას, 10.5-ს ვიცმევ სულ, მხოლოდ ერთი ცალი იყო დარჩენილი

თან ეს დღეები სულ ვათვალიერებდი სხვადასხვა საიტებზე და ეგეთ ფასში ნადვილად მაგარია!

ხომ არ ჩამოსულა შენი?

Posted by: didi bege 8 Aug 2021, 18:11
QUOTE (narcoTOURIST @ 7 Aug 2021, 16:07 )
didi bege
QUOTE
გილოცავ

გაიხარე!
QUOTE
ცოტა კი დამწყდა გული 8$ ზე
მაგრამ ,რომ ვერ მომესწრო უფრო გამიტყდებოდა

რა თქმა უნდა!
მაშინ 11 ზომა იყო დარჩენილი და ეს მაჩერებდა ცოტას, 10.5-ს ვიცმევ სულ, მხოლოდ ერთი ცალი იყო დარჩენილი

თან ეს დღეები სულ ვათვალიერებდი სხვადასხვა საიტებზე და ეგეთ ფასში ნადვილად მაგარია!

ხომ არ ჩამოსულა შენი?

ჯერ გზაშია,
შემოდგომა ზამთრის სეზონის ხო არ აგირჩევიათ რამე
სირბილისთვის ალბათ უფრო ნაკლებად, მაინც აივანზე დავდივარ-დავრბივარ
უფრო გარეთ სიარულისთვის, მივიღებ რჩევებს,
ძირითად სასიარულოდ ესენი new balance MW928v2 ვიყიდე რამდენიმე წლის წინ, მაგარი აღწერები ჰქონდა walking-თვის მისწრებაოო , მარა ჩემთვის მაგარი უკომფორტო იყო
ძაან მყარი და არა ამორტიზირებადი ძირები აქვს , კი შეეჩვია ფეხი მარა მაინც ვერა რა

Posted by: Melakud 9 Aug 2021, 21:45
Ენდე ჩემი სპორტ ფეხსაცმლის ნაწილი ყოველდღიური მოდელები.

user posted image

Posted by: narcoTOURIST 19 Aug 2021, 13:56
didi bege
QUOTE
ჯერ გზაშია

ჩემი ახლა გამოვიტანე! ძალიან კარგებია, ძალიან რბილებია, ხვალ დილას მოქმედებაში ვნახავ როგორებია

სხვა ყუთში იდო და ყუთზე შიგნით წარწერა იყო რომ ორიგინალი ყუთი დაზიანდა ტრანსპორტირების დროსო და ამიტომ გადადეს სტანდარტულ ყუთშიო, ეტყობა მაგიტომ გაყიდეს ეგრე იაფად

QUOTE
შემოდგომა ზამთრის სეზონის ხო არ აგირჩევიათ რამე

არა, ისე სეზონებზე არ ვცვლი ფეხსაცმელს smile.gif

Posted by: lovelock 20 Aug 2021, 23:51
Don't judge but ქუჩაში ვარწყიე და კრემისფერ / nude ბოტასებზე მოხვდა ცოტა... გავრეცხე საპონით და თბილი წყლით მაგრამ ლაქები დარჩა ოდნავ.

რანაირად წმინდავთ ღია ფერის ტყავს?

ადრე დაპოსტეს რომ მანქანაში შეაგდეო. ძველები გავრეცხე ტყავის ეგრე შავი და გაიცრიცა სასტიკად გვერდებში. მანქანაში შეგდება არ მინდა. არის სხვა გზა რაიმე?

მომწონს და მენანება თუ ვერ გამოვიყენე მეტი :./


Posted by: amg63 21 Aug 2021, 21:16
ორი ბოტასი შევმატე კოლექციას.
Lacoste Partner 120
user posted image

და დიდი ხნის ნანატრი ყვითელი mexico 66
user posted image

Lacoste-ს ხარისხით დიდად არ ვარ კმაყოფილი.
* * *
QUOTE (lovelock @ 20 Aug 2021, 23:51 )
Don't judge but ქუჩაში ვარწყიე და კრემისფერ / nude ბოტასებზე მოხვდა ცოტა... გავრეცხე საპონით და თბილი წყლით მაგრამ ლაქები დარჩა ოდნავ.

რანაირად წმინდავთ ღია ფერის ტყავს?

ადრე დაპოსტეს რომ მანქანაში შეაგდეო. ძველები გავრეცხე ტყავის ეგრე შავი და გაიცრიცა სასტიკად გვერდებში. მანქანაში შეგდება არ მინდა. არის სხვა გზა რაიმე?

მომწონს და მენანება თუ ვერ გამოვიყენე მეტი :./

AW LAB-ში იყიდება ტყავის სპეციალური საწმნედი. რამდენად ეფექტურია არ ვიცი.

Posted by: lovelock 22 Aug 2021, 19:48
amg63

ამაზე ამბობ?

https://en.aw-lab.com/men/accessories/crep-protect-the-ultimate-cure-travel-cleaning-kit-AW_52299V_CUREULTIM_9900114.html

Posted by: amg63 22 Aug 2021, 22:03
QUOTE (lovelock @ 22 Aug 2021, 19:48 )
amg63

ამაზე ამბობ?

https://en.aw-lab.com/men/accessories/crep-protect-the-ultimate-cure-travel-cleaning-kit-AW_52299V_CUREULTIM_9900114.html

არ მახსოვს. შარშან ვიყიდე თეთრი ბოტასები და შემომთავაზეს, მაგრამ არ ავიღე. შეიძლება ეგ იყოს.

Posted by: didi bege 23 Aug 2021, 12:48
QUOTE (narcoTOURIST @ 19 Aug 2021, 12:56 )
didi bege
QUOTE
ჯერ გზაშია

ჩემი ახლა გამოვიტანე! ძალიან კარგებია, ძალიან რბილებია, ხვალ დილას მოქმედებაში ვნახავ როგორებია

სხვა ყუთში იდო და ყუთზე შიგნით წარწერა იყო რომ ორიგინალი ყუთი დაზიანდა ტრანსპორტირების დროსო და ამიტომ გადადეს სტანდარტულ ყუთშიო, ეტყობა მაგიტომ გაყიდეს ეგრე იაფად

QUOTE
შემოდგომა ზამთრის სეზონის ხო არ აგირჩევიათ რამე

არა, ისე სეზონებზე არ ვცვლი ფეხსაცმელს smile.gif

ჩამოვიდა კაი ხანია, არ ვიყავი ქალაქში და დღეს ავიღე,
ზომა კარგად მაქვს, მარა ცოტა ვიწრო მოდელია ეტყობა
ერთი გავიარე ოთახში, ძალიან რბილია, თითქოსდა ზედმეტად რბილი მეჩვენა ,
ვნახოთ რამდენად კომფორტული იქნება ასეთი სირბილე, თითქოსდა შიგნით მეკეცება ფეხი , არადა პრონაცია ნორმალური მაქვს

ყუთი ორიგინალი ჩამოვიდა, თუმცა ჩემი აზრით 8$ მეტი გადახდა არ ღირს ყუთის გულისთვის smile.gif))

user posted image

* * *
QUOTE (amg63 @ 21 Aug 2021, 20:16 )
ორი ბოტასი შევმატე კოლექციას.
Lacoste Partner 120
user posted image

და დიდი ხნის ნანატრი ყვითელი mexico 66
user posted image

Lacoste-ს ხარისხით დიდად არ ვარ კმაყოფილი.
* * *

მშვიდობაში,

ისე დაკვირვებული ვარ ფეშენ ბრენდების ფეხსაცმელების ხარისხი ხშირად მოიკოჭლებს,
წლების წინ tommy hilfiger და U.S. Polo სპორტული ფეხსაცმელები მქონდა, ამერიკაში ვიყიდე თან და ორივე ძალიან მალე გაფუჭდა

Posted by: amg63 24 Aug 2021, 21:14
QUOTE (didi bege @ 23 Aug 2021, 12:48 )
QUOTE (narcoTOURIST @ 19 Aug 2021, 12:56 )
didi bege
QUOTE
ჯერ გზაშია

ჩემი ახლა გამოვიტანე! ძალიან კარგებია, ძალიან რბილებია, ხვალ დილას მოქმედებაში ვნახავ როგორებია

სხვა ყუთში იდო და ყუთზე შიგნით წარწერა იყო რომ ორიგინალი ყუთი დაზიანდა ტრანსპორტირების დროსო და ამიტომ გადადეს სტანდარტულ ყუთშიო, ეტყობა მაგიტომ გაყიდეს ეგრე იაფად

QUOTE
შემოდგომა ზამთრის სეზონის ხო არ აგირჩევიათ რამე

არა, ისე სეზონებზე არ ვცვლი ფეხსაცმელს smile.gif

ჩამოვიდა კაი ხანია, არ ვიყავი ქალაქში და დღეს ავიღე,
ზომა კარგად მაქვს, მარა ცოტა ვიწრო მოდელია ეტყობა
ერთი გავიარე ოთახში, ძალიან რბილია, თითქოსდა ზედმეტად რბილი მეჩვენა ,
ვნახოთ რამდენად კომფორტული იქნება ასეთი სირბილე, თითქოსდა შიგნით მეკეცება ფეხი , არადა პრონაცია ნორმალური მაქვს

ყუთი ორიგინალი ჩამოვიდა, თუმცა ჩემი აზრით 8$ მეტი გადახდა არ ღირს ყუთის გულისთვის smile.gif))

user posted image

* * *
QUOTE (amg63 @ 21 Aug 2021, 20:16 )
ორი ბოტასი შევმატე კოლექციას.
Lacoste Partner 120
user posted image

და დიდი ხნის ნანატრი ყვითელი mexico 66
user posted image

Lacoste-ს ხარისხით დიდად არ ვარ კმაყოფილი.
* * *

მშვიდობაში,

ისე დაკვირვებული ვარ ფეშენ ბრენდების ფეხსაცმელების ხარისხი ხშირად მოიკოჭლებს,
წლების წინ tommy hilfiger და U.S. Polo სპორტული ფეხსაცმელები მქონდა, ამერიკაში ვიყიდე თან და ორივე ძალიან მალე გაფუჭდა

მადლობა. კი ეგრეა მგონი. უბრალოდ კარგი ფასდაკლება იყო და მაგიტომ ვიყიდე. მეორედ აღარ გავეკარები.

Posted by: narcoTOURIST 24 Aug 2021, 21:47
amg63
QUOTE
mexico 66

5 წვილი მქონდა ეს მოდელი, 2 უბრალო დაბალი, 2 MID-ები და ერთი DX love.gif

მაგრად მევასებოდა DX-ები, ბოლოს მივხდი, რომ ჩემი წონისთვის არ ყოფილა, ძალიან დაბალი ძირი აქვს, ტოკიოში რომ ტასაობ ასწორებს, თბილისში ყველა კენჭს რომ გრძნობ ტეხავს givi.gif


* * *
didi bege
QUOTE
ზომა კარგად მაქვს, მარა ცოტა ვიწრო მოდელია ეტყობა
ერთი გავიარე ოთახში, ძალიან რბილია, თითქოსდა ზედმეტად რბილი მეჩვენა ,
ვნახოთ რამდენად კომფორტული იქნება ასეთი სირბილე, თითქოსდა შიგნით მეკეცება ფეხი , არადა პრონაცია ნორმალური მაქვს

მეც კარგად მაქვს ზომა, ძალიან რბილებია, მხოლოდ ერთხელ ვირბინე ჰოკებით, გარბენის დასაწყისში ორივე ფეხის გული გამიბუჟდა, ძალიან უცნაური შეგრძნება იყო, მალევე გამიარა და საბოლოოდ ბევრი მომივიდა - 17.5კმ, სახლში რომ დავბრუნდი, ბაყვი ამტკივდა მაგრად, 2 დღე მოძრაობა მიჭირდა, კიბეებზე ვერ ჩავდიოდი, ახლაც მტკივა ცოტა, სირბილამდე წინა დღეს ველოზეც ვიარე (30კმ), მერე ჰოკებიდ ტესტ დრაივი და დამაგდო sad.gif მანამდე აჭარაშიც ძალიან ინტენსიური გარბენები მქონდა (10-14კმ) და როგორც ჩანს დიდი დატვირთვა მივიღე.. არადა ისეთი ბანძი ამინდი იყო ზღვაზე, რომ მხოლოდ სირბილი მამშვიდებდა..

ახლა ამ უტრანსპორტობის გამო ფეხით მიწევს სამსახურში სიარული.. ველოზეც ვერ ვჯდები..

Posted by: didi bege 27 Aug 2021, 16:35
QUOTE (narcoTOURIST @ 24 Aug 2021, 20:47 )
amg63
QUOTE
mexico 66

5 წვილი მქონდა ეს მოდელი, 2 უბრალო დაბალი, 2 MID-ები და ერთი DX love.gif

მაგრად მევასებოდა DX-ები, ბოლოს მივხდი, რომ ჩემი წონისთვის არ ყოფილა, ძალიან დაბალი ძირი აქვს, ტოკიოში რომ ტასაობ ასწორებს, თბილისში ყველა კენჭს რომ გრძნობ ტეხავს givi.gif


* * *
didi bege
QUOTE
ზომა კარგად მაქვს, მარა ცოტა ვიწრო მოდელია ეტყობა
ერთი გავიარე ოთახში, ძალიან რბილია, თითქოსდა ზედმეტად რბილი მეჩვენა ,
ვნახოთ რამდენად კომფორტული იქნება ასეთი სირბილე, თითქოსდა შიგნით მეკეცება ფეხი , არადა პრონაცია ნორმალური მაქვს

მეც კარგად მაქვს ზომა, ძალიან რბილებია, მხოლოდ ერთხელ ვირბინე ჰოკებით, გარბენის დასაწყისში ორივე ფეხის გული გამიბუჟდა, ძალიან უცნაური შეგრძნება იყო, მალევე გამიარა და საბოლოოდ ბევრი მომივიდა - 17.5კმ, სახლში რომ დავბრუნდი, ბაყვი ამტკივდა მაგრად, 2 დღე მოძრაობა მიჭირდა, კიბეებზე ვერ ჩავდიოდი, ახლაც მტკივა ცოტა, სირბილამდე წინა დღეს ველოზეც ვიარე (30კმ), მერე ჰოკებიდ ტესტ დრაივი და დამაგდო sad.gif მანამდე აჭარაშიც ძალიან ინტენსიური გარბენები მქონდა (10-14კმ) და როგორც ჩანს დიდი დატვირთვა მივიღე.. არადა ისეთი ბანძი ამინდი იყო ზღვაზე, რომ მხოლოდ სირბილი მამშვიდებდა..

ახლა ამ უტრანსპორტობის გამო ფეხით მიწევს სამსახურში სიარული.. ველოზეც ვერ ვჯდები..

მასეთ დიასტანციებზე და დატვირთაზე მე მივალ ერთი 10 წელში smile.gif))
ნამეტანი დამწყები ვარ, სულ 5-6 კილომეტრს დავდივარ და შიგადაშიგ 1 წუთიანი ინტერვალებით ვცდილობ სირბილს, იმ დღეს გავთამამდი და 2 წუთიანები ვცადე და ერთი კვირაა მუხლი მტკივა ვერ მოვახერხე გარბენა, სიარულზე მაგრად მომწონს ძალიან რბილებია, რასაც ჰქვია გრძნობ როგორ ამორტიზირებს ძირები
მინუსი რაც შევამჩნიე სუპინატორი თითქოსდა ფეხის გულის შიდა მხარეს (თაღს) მიხეხავს , სხვა ბოტასებზე მასეთი რამე არ შემიმჩნევია, ბევრი რომ ვირბინო დარწმუნებული ვარ მატკენს, სხვათაშორის სადღაც მიმოხილვის კომენტარებში, სხვებმაც აღნიშნეს ეგ ნაკლი
საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ იმდენად რბილია smile.gif

შემდეგი სამიზნე ულტრაბუსტია , უნდა ვნახო ერთი რისთვის ითხოვენ ამდენ ფულს smile.gif

Posted by: amg63 27 Aug 2021, 17:07
QUOTE (narcoTOURIST @ 24 Aug 2021, 21:47 )
amg63
QUOTE
mexico 66

5 წვილი მქონდა ეს მოდელი, 2 უბრალო დაბალი, 2 MID-ები და ერთი DX love.gif

მაგრად მევასებოდა DX-ები, ბოლოს მივხდი, რომ ჩემი წონისთვის არ ყოფილა, ძალიან დაბალი ძირი აქვს, ტოკიოში რომ ტასაობ ასწორებს, თბილისში ყველა კენჭს რომ გრძნობ ტეხავს givi.gif


* * *
didi bege
QUOTE
ზომა კარგად მაქვს, მარა ცოტა ვიწრო მოდელია ეტყობა
ერთი გავიარე ოთახში, ძალიან რბილია, თითქოსდა ზედმეტად რბილი მეჩვენა ,
ვნახოთ რამდენად კომფორტული იქნება ასეთი სირბილე, თითქოსდა შიგნით მეკეცება ფეხი , არადა პრონაცია ნორმალური მაქვს

მეც კარგად მაქვს ზომა, ძალიან რბილებია, მხოლოდ ერთხელ ვირბინე ჰოკებით, გარბენის დასაწყისში ორივე ფეხის გული გამიბუჟდა, ძალიან უცნაური შეგრძნება იყო, მალევე გამიარა და საბოლოოდ ბევრი მომივიდა - 17.5კმ, სახლში რომ დავბრუნდი, ბაყვი ამტკივდა მაგრად, 2 დღე მოძრაობა მიჭირდა, კიბეებზე ვერ ჩავდიოდი, ახლაც მტკივა ცოტა, სირბილამდე წინა დღეს ველოზეც ვიარე (30კმ), მერე ჰოკებიდ ტესტ დრაივი და დამაგდო sad.gif მანამდე აჭარაშიც ძალიან ინტენსიური გარბენები მქონდა (10-14კმ) და როგორც ჩანს დიდი დატვირთვა მივიღე.. არადა ისეთი ბანძი ამინდი იყო ზღვაზე, რომ მხოლოდ სირბილი მამშვიდებდა..

ახლა ამ უტრანსპორტობის გამო ფეხით მიწევს სამსახურში სიარული.. ველოზეც ვერ ვჯდები..

დღეს მშენებლობაზე მომიწია შესვლა და ძლივს ვაბიჯებდი user.gif

Posted by: didi bege 27 Aug 2021, 19:59
QUOTE (amg63 @ 27 Aug 2021, 16:07 )
QUOTE (narcoTOURIST @ 24 Aug 2021, 21:47 )
amg63
QUOTE
mexico 66

5 წვილი მქონდა ეს მოდელი, 2 უბრალო დაბალი, 2 MID-ები და ერთი DX love.gif

მაგრად მევასებოდა DX-ები, ბოლოს მივხდი, რომ ჩემი წონისთვის არ ყოფილა, ძალიან დაბალი ძირი აქვს, ტოკიოში რომ ტასაობ ასწორებს, თბილისში ყველა კენჭს რომ გრძნობ ტეხავს givi.gif


დღეს მშენებლობაზე მომიწია შესვლა და ძლივს ვაბიჯებდი user.gif

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსsmile.gif

მასეთია puma suede classic
100 კილოს ,რომ ავცდი მივხვდი რომ ეს ის არ იყო რაც ჩემ ფეხებს გამოადგებოდა

Posted by: gig@@@ 4 Oct 2021, 23:58
სითი მოლი საბურთალო ვაჟაზე რომ არის მანდ რომელ მაღაზიაშია ფასდაკლებები ? მამაკაცის ზამთრის სპორტული ფეხსაცმელებზე და ზედაზე ჯინსებზე და ჯემპრებზე.
ზამთრის სპორტული ფეხსაცმელი 40-50 ლარად რომ ვიყიდო
ბევრი მაღაზიაა და ყველგან ვერ შევალ და კონკრეტული მაღაზია არ იცით რომ ჰქქონდეს ფასდაკლებები

Posted by: Nescafe13 24 Oct 2021, 09:17
ჯომა რომაა ფირმა ვარგა მაგათი ბოტასები ?
46 ზომა სად ვიყიდო არსად არაა მგონი ისევ mo.gif

Posted by: პიანისტი 2 Nov 2021, 17:34
Farfetch დან გამოგიწერიათ?


.............

Posted by: Nescafe13 14 Nov 2021, 17:19
აღარავინ ხმარობთ ბოტასს ? gigi.gif
სად ვიყიდო ადამიანურ ფასში boli.gif

Posted by: amg63 1 Dec 2021, 20:33
AIR MAX 97 პირველი ნაიკის ბოტასია და ძალიან კმაყოფილი ვარ კომფორტით.

შავ პარასკევზე ძალიან მაგარ ფასად ვიყიდე user.gif

user posted image

Posted by: lasha-17 2 Dec 2021, 11:43
amg63
რა ფასში იყიდეთ და რომელ საიტზე? მეც მინდა ასეთი smile.gif

Posted by: amg63 2 Dec 2021, 11:49
QUOTE (lasha-17 @ 2 Dec 2021, 11:43 )
amg63
რა ფასში იყიდეთ და რომელ საიტზე? მეც მინდა ასეთი smile.gif

დრესაპზე ვიყიდე, მაგრამ დამთავრდა აქცია. 780 ლარიდან 330-ზე იყო დაკლებული. არც 330 ლარია იაფი, მაგრამ 150-200 დოლარამდე მერყეობს ამ კონკრეტული მოდელის ფასი.

Posted by: narcoTOURIST 27 Dec 2021, 01:20
Asics-ებზე მაგარი ფასდაკლებებია Amazon.com-ზეც და eBay-ზეც up.gif

user posted image

Goretex-ები 60$-ად drug.gif

იმდენი კაი მოდელია, რომ შევარჩიე lol.gif facepalm.gif

Posted by: assassin23 8 Jan 2022, 00:26
ეხლა აღარაა, გადავხედე , ცოტა ადრე მენახა სერიიდან

Posted by: narcoTOURIST 8 Jan 2022, 00:43
assassin23
QUOTE
ეხლა აღარაა

საბოლოოდ $56.35-ად გაიყიდა ყველა ზომა

თუმცა ბევრი კაი მოდელი დღემდე ფასდაკლებით იყიდება.

მე GEL-CONTEND 7-ები ვიყიდე 31$-ად, სულ შავები, თბილისის ქუჩებისთვის, დღეს მიიტანეს, 14-ში უნდა მიეტანათ და სიურპრიზი გამიკეთეს და 2-დღიან მიტანაზე შეცვალეს, კიდევ კაი წინა ამანათი ერთი დღით ადრე გამოიგზავნა, წინააღმდეგ შემთხვევაში განბაჟება მომიწევდა drug.gif

ისე adidas_official-ზე კაი ფასდაკლებები იყო, თან 25-30% აკლდებოდა up.gif

Posted by: illmatic 8 Jan 2022, 11:48
პუმა იღებს ქართულ ბარათებს? იბეიზე არ აქვთ რაც მინდა

Posted by: IONx64 8 Jan 2022, 21:40
მოკლედ ამ ამერიკულმა ზომებმა ნერვები მომიშალეს. 10 არის 43 ჩვენი ზომით და პატარა აღმოჩნდა მაინც. თქვენ როგორ იქცევით ერთი ზომით დიდს ირჩევთ?

Posted by: narcoTOURIST 16 Jan 2022, 11:58
assassin23
QUOTE
ეხლა აღარაა, გადავხედე , ცოტა ადრე მენახა სერიიდან

ისევ დაამატეს ის GTX და $56.35 ღირს

user posted image

https://www.ebay.com/itm/115153223544

უცნაური ის არის, რომ Amazon.com-ზე $99.95 ღირს, ორივეს Asics America ყიდის spy.gif

https://www.amazon.com/gp/aw/d/B086RBZPHB

საქართველოში ფასდაკლებით 329 ლარი ღირს,
549 ლარად ყიდდნენ თავიდან drug.gif

https://extra.ge/detailed/modis-samqaro/unisex/fekhsatsmeli-unisex/asics---gel-cumulus-22-g-tx-312844

Posted by: IONx64 16 Jan 2022, 21:19
narcoTOURIST
QUOTE
ისევ დაამატეს ის GTX და $56.35 ღირს

ძალიან ლამაზია მართლა . GEL რას ნიშნავს რამე მნიშვნელობა აქვს თუ უბრალოდ მოდელის სახელია?

Posted by: axlguns 16 Jan 2022, 21:38
narcoTOURIST
QUOTE
საქართველოში ფასდაკლებით 329 ლარი ღირს,
549 ლარად ყიდდნენ თავიდან

როგორ ფიქრობ 100$ ნივთი რამდენად უნდა გაყიდოს მაღაზიამ რომ მოგება დარჩეს,განბაჟების და რამდენიმე გადასახადის გადახდის მერე??

Posted by: narcoTOURIST 16 Jan 2022, 22:44
IONx64
QUOTE
GEL რას ნიშნავს რამე მნიშვნელობა აქვს თუ უბრალოდ მოდელის სახელია?

GEL is a soft material inserted into the midsole of Ascis sneakers to provide shock absorption and protection.
ანუ ძირში ჩასმულია რბილი მასალა, ბევრ მოდელს აქვს ეს GEL, მე რა Asics-ები მქონდა, ყველას ქონდა GEL

axlguns
Xtreme.ge როგორ ახერხებს თავის ფასში Salomon-ების გაყიდვას?


Posted by: assassin23 23 Jan 2022, 01:42
QUOTE (narcoTOURIST @ 16 Jan 2022, 11:58 )
assassin23
QUOTE
ეხლა აღარაა, გადავხედე , ცოტა ადრე მენახა სერიიდან

ისევ დაამატეს ის GTX და $56.35 ღირს

user posted image

https://www.ebay.com/itm/115153223544

უცნაური ის არის, რომ Amazon.com-ზე $99.95 ღირს, ორივეს Asics America ყიდის spy.gif

https://www.amazon.com/gp/aw/d/B086RBZPHB

საქართველოში ფასდაკლებით 329 ლარი ღირს,
549 ლარად ყიდდნენ თავიდან drug.gif

https://extra.ge/detailed/modis-samqaro/unisex/fekhsatsmeli-unisex/asics---gel-cumulus-22-g-tx-312844

მადლობა გადავხედავ, ცოტა გვიან მომიწია ნახვა,აუ შენ ეს ნახე თუ დაგევასება, მე აგალითად ვინანე, რომ არ ვიყიდე თაის დროზე, 1499 ლირად, ახლა კია ცაში აფრენილი ამის ფასები https://www.nike.com/t/pegasus-trail-3-gore-tex-mens-running-shoes-HG005k/DO6728-300

Posted by: Nescafe13 2 Mar 2022, 13:55
shopshop.ge ზე ვიყიდე 179 ლარიანი ბოტასი ფასდაკლებით და საზიზღრობაა down1.gif

ეკოს ბოტასი მინდა რამე 200 ₾ მდე და ვნახავ რამეა ?
ფეხი რომ არ მომეხოთოს და კონფორტული ძირი ქონდეს ეგაა მთავარი user.gif

Posted by: didi bege 2 Mar 2022, 16:08
ამიცრუვდა გული ასიქსებზე, უკვე გახევის პირასაა სეტკა ერთ ცალზე sad.gif
მითუმეტეს ჯამში 100 კმ არ მექნება გავლილი ალბათ

Posted by: goga_0013 15 Mar 2022, 22:58
ვინმეს თუ გინდათ ვყიდი ამ ბოტასს. 1 ხელ მეცვა დიდი მაქვს.

ამერიკული 13 ზომაა. ევროპული 47

150 ლარად ვყიდი. მივეცი 110$

Reebok Zig Elusion Energy

user posted image

Posted by: Nescafe13 20 Mar 2022, 12:33
dressup.ge ამ საიტზე რას იტყვით ?

Posted by: 4L3X 20 Mar 2022, 12:42
QUOTE (Nescafe13 @ 20 Mar 2022, 12:33 )
dressup.ge ამ საიტზე რას იტყვით ?

მაღაზიების ქსელია. რაც მანდ ვიყიდე გინდა ფეხსაცმელი, გინდა ტანსაცმელი ყველაფერი გამომადგა.

Posted by: Nescafe13 25 Mar 2022, 10:09
4L3X

მადლობა up.gif

http://icrcorp.ge/

ამაზე რას იტყვით , ჯეოქსს ვუყურებ მინდა დავტესტო , მარა ახლა იმას ვფიქრობ 500 ლარიანს 250 ად რომ ყიდიან ნაღდათ ჯეოქსია თუ ლილოა და უფრო ძვირიანი ? 250₾ ფასდაკლებას არავინ გაგიკეთებს თვითღირებულებას თუ მაინც არ იღებს ნივთზე
სადმე ჯეოქსების მაღაზია არ იცით ? მივიდე და ავარჩიო ონლაინით რაც ვიყიდე ტყუილა ვყრი ფულს

Posted by: didi bege 28 Mar 2022, 08:51
icr ოფიციალური შემომტანია ჯეოქსის, ეკოს, ბატას და ა.შ სხვადასხვა ბრენდების

მაღაზიებიც მაგათია რათქმაუნდა,
http://icrcorp.ge/brands/footwear/geox/ მანდვე არის მაღაზიების სია

Posted by: UNEEK 28 Mar 2022, 10:33
Cactus Jack. Jordan-6

user posted image

Bo Jackson Air Trainer

user posted image

Posted by: TAG 2 Apr 2022, 02:13
https://www.botas.cz/

აი რა არი ბოტასი

Posted by: კიტი 5 Apr 2022, 03:01
UNEEK

glenmorangie უფრო ძვირი იყო თუ ბოტასი? biggrin.gif


კაცზე მომწონს ეგ სტილი მაგრამ ყველა ვერ იხდენს.


user posted image

Posted by: Nescafe13 5 Apr 2022, 23:58
https://dressup.ge/ka/mamakacis-fexasacmeli-sportuli-kedi/50733-Wrangler-WM12103A-702-.html

ამაზე რას იტყვით ?

Posted by: mail10 24 Apr 2022, 22:26
ASICS Men's GEL-1090 Shoes 1201A041 -------170 ლარი ზომა 9(US), 42.5
user posted image
adidas Fluidflash Shoes ---------------------------130 ლარი ზომა 9(US) 42.5
user posted image
adidas Originals Ozelia Shoes --------------------170 ლარი ზომა 8.5(US) 42 (41.5 უფრო წავა ვფიქრობ) სხვა ფერებზე სამჯერ ლამაზი მაინცაა
user posted image
adidas Originals ZX 2K Boost Shoes Men's-------300 ლარი ზომა 9(US) 42.5 ულამაზესი ქმნილებაა, ძალიან რბილი ძირით. არ აქვს მოთეთრო ფერი ძირზე, წითელს და ლურჯს შუა.
user posted image
ბოტასები ახალივითაა, არაა ინტენსიურად ნახმარი, ცოტა ხანი მეცვა ხოლმე. ორიგინალები, კერძოდ ადიდასიდან ნაყიდი აშშ-დან გამოწერილია, და არა რომელიღაც თუნდაც ტოპ გამყიდველიდან. ასიქსიც ეგრე.

Posted by: Nescafe13 30 Apr 2022, 22:43
ფეხსაცმლის საფენი წესიერი ხარისხის სად შეიძლება რომ ვიყიდო ? ან როგორ ავარჩიო

Posted by: Nescafe13 21 May 2022, 18:36
user posted image

ამაზე რას იტყვით ?

Posted by: kobavar 21 May 2022, 22:12
დიდი არაფერი მაგრამ ესეთები ვერ ვნახე ვერსად, ფირმა და ლოგოს მხრივ ბევრნაირია მაგრამ ესეთი ჟამსი დახურული ვერ ვნახე
user posted image

Posted by: didi bege 4 Jun 2022, 18:18
მოკლედ ვიყიდე ჩემი პირველი ბუსტები, აᲦმოჩნდა ზამთრის მიყიდია
https://www.adidas.com/us/ultraboost-21-cold.rdy-shoes/S23893.html

Posted by: narcoTOURIST 5 Jun 2022, 23:34
didi bege
QUOTE
მოკლედ ვიყიდე ჩემი პირველი ბუსტები

მშვიდობაში!

QUOTE
აᲦმოჩნდა ზამთრის მიყიდია

ზაფხულში წვიმაში ვერ ჩაიცმევ?

მეც ვიყიდე ტერექსები, ულტრას ძირზეა, Primeblue love.gif
ძალიან რბილებია, ბუსტებზე რბილი არაფერი არ მქონია, Hoka-ც კი არ არის ისეთი კომფორტული

Posted by: takuniatako 5 Jun 2022, 23:42
პოლონეტს აქებენ ძალიან ვინც შემხვდა იქედან ჩამოსული ყველა კმაყოფილია და რა ვიცი აბა

Posted by: kaiser Soze 6 Jun 2022, 01:12
მე ბოლო 5 წელია მხოლოდ ნაიკ ეარ ფორს 1 ებით დავდივარ, შავებით. 3 წყვილი გავცვითე უკვე. ყოველ დღე მაცვია და ყოველ სიტუაციაში (კლუბშიც, სამსახურშიც, ჰაიკინგზეც და მაღაციაშიც) ყველაზე კომფორტული ბოტასია რაც მიყიდია. წელში ერთს ვცვითავდი, ვიდრე ველო ვიყიდე, რამაც დღიური სიარული გამინახევრა, და უკვე ორი წელია მაქვს ეგ ბოლო.
(ერთი ზაფხულობით ტილოს კონვერს ჩაკ ტეილორებით ვანაცვლებ, რომლებიც ალბათ ყველაზე ლამაზი ფეხსაცმელია ფეხზე რაც კი არსებობს, მაგრამ საშინელი მაზოლმეიკერი სანამ არ გატეხ).
ჯინსებშიც ესე ვიცი ამოჩემება. სულ ლევისები ან ჯ-სტარები. და მხოლოდ ორი ჯინსი მაქვს და ახალს მაშინ ვყიდულობ, როცა ძველი იცვითება (საზარდულის არეში ყოველთვის).
ზოგადად, მინიმალიზმი მიყვარს და ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლებ ტანსაცმელს ვფლობდე. ამიტომ მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი და ორი ჯინსი (რადგან ერთი ჯინსი ვერ გამოდის, გაშრობა ხომ უნდა) და ერთო ქურთუკი მაქვს დროის ერთ კონკრეტულ მომენტში. და ალბათ ერთი 5 მაისური და რამოდენიმე პერანგი. პლუს გამოსასვლელი ფეხსაცმელი და შალის შარვალ კოსტუმი (ორივე ბოლოს ჩემს ქორწილში მეცვა 3 წლის წინ). და ათლეტური ფეხსაცმელ ტანსაცმელი სპორტული დარბაზისთვის, რათქმაუნდა. ეხლა ახალ სახლში გადავედით და მთელი ჩემი ტანსაცმელი ერთ ხელჩანთაში ჩავატიე.

Posted by: narcoTOURIST 6 Jun 2022, 08:19
kaiser Soze
QUOTE
წელში ერთს ვცვითავდი, ვიდრე ველო ვიყიდე, რამაც დღიური სიარული გამინახევრა

ეტყობა აღარ ვარგა Air Force 1-ის ხარისხი.
მე 2000 წელს გამომიგზავნეს შავები ამერიკიდან და 4 წელი მეცვა, თან მაშინ გპიში სულ ფეხით დავდიოდი ნახალოვკიდან.
4 წლის მერე უბრალოდ მომბეზრდა, არაფერი არ სჭირდა, კიდე 2-3 წელს გაქაჩავდა

user posted image

Posted by: kaiser Soze 6 Jun 2022, 12:02
narcoTOURIST
არადა პირიქით, ძაან ხარისხიანია. სხვები ნახევარ წელს ვერ მიძლებდნენ smile.gif

ტყავს არაფერი მოსდის. მაგრამ რეზინის ძირი იცვითევა ქუსლის ადგილას. დღეში საშუალოდ 8-9 კმ-ს დავდიოდი, ანუ წელიწადში 3000 კმ, რაც დიდი მანძილია. მაგალითად, სარბენი ბოტასები ყოველ 500 კმ ში უნდა გამოცვალო.

აი ადიდასები რაც მქონდა, სიტყვაზე სუპერტარი, ტყავი იცვითებოდა მალე.

სავარჯიშო ფეხსაცმელიც ნაიკის მაქვს. მეტკონები. და გენიალური ფეხსაცმელია. თან სუპერ გამძლე. ალბათ ერთი 500 ვარჯიში აქვს უკვე ამ ფეხსაცმელს. ნუ მხოლოდ დარბაზში მაცვია, მაგრამ მაინც.

ბოტასი=ნაიკს ჩემთვის. (კონვერსიც ნაიკისაა).

user posted image

Posted by: Nescafe13 6 Jun 2022, 15:45
QUOTE (Nescafe13 @ 21 May 2022, 18:36 )
user posted image

ამაზე რას იტყვით ?

ჰა აბა ამოჩემებული მაქ და ვიყიდო ბარემ ? lol.gif
ან ამ ფასში 150-250 რამე მომივა 45 + ზომა givi.gif

Posted by: UltraLiberali 6 Jun 2022, 20:13
takuniatako
ტაკუნია ტაკო lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: narcoTOURIST 9 Jun 2022, 12:06
kaiser Soze
QUOTE
მაგალითად, სარბენი ბოტასები ყოველ 500 კმ ში უნდა გამოცვალო.

Strava-ზე 1000კმ-ზე მეტიც მინახავს, რომ აცვიათ ბოტასები და Strava-ს პარამეტრებში აყენებ რამდენ კმ-ზე შეგატყობინოს, რომ გამოსაცვლელი გაქვს ფეხსაცმელი

ახლა შევამოწმე და სიაში არის 1200კმ, ანუ მოსული პონტია

user posted image

მე მაქვს UltraBOOST-ები, რომელშიც უკვე 600კმ გავირბინე და იმედია კიდე მაგდენს ვირბენ, არაფერი არ სჭირს, მგონი BOOST-ის ძირი საერთოდ არ ჯდება gigi.gif

NIKE ადრე მევასებოდა, Flight-ებიც მქონდა, მაგრამ დიდი ხანი აღარ მიყიდია.
სარბენად adidas-ს, Asics-ს და Hoka One One-ს ვიყენებ, Brooks-ებიც მაქვს, ძალიან მაგარი ბრენდია ეგეც love.gif
აქ იყო ევრობრენდში და ვერ მოვასწარი ყიდვა, როცა მივედი 3-4 წყვილი ქონდათ დათრეული ტიპებს, აბა რა იქნება, როცა 140$-ან სარბენ ფეხსაცმელს 119 ლარად დაითრევ biggrin.gif

Posted by: kaiser Soze 9 Jun 2022, 15:32
narcoTOURIST
QUOTE
სარბენად adidas-ს, Asics-ს და Hoka One One-ს ვიყენებ, Brooks-ებიც მაქვს, ძალიან მაგარი ბრენდია ეგეც

კი სარბენად კარგია ეგ ყველა. მაგრამ მე არ დავრბივარ საერთოდ ;დ
ფეხსაცმელი რაც ზემოთ დავდე არის კროსფიტული - ანუ წონების აწევისთვის და ჩაჯდომებისთვის კარგია, მაგრამ ასევე ექსპლოსიური მოძრაობებისთვის, სიტყვაზე სპრინტებისთვის და ახტომებისთვის. გვერდზე დაცვა აქვს თოკზე აცოცვისთვისაც.

Posted by: spider77 19 Jun 2022, 17:57
საჭესთან. up.gif
მქონდა ამ სტილის, გამიცვდა.
ეხლა ეს:

user posted image


Posted by: Nescafe13 23 Jun 2022, 22:31
user posted image

ასეთი ვინმეს გქონიათ ?
ჩვენთან 800 ₾ ღირს და ცდათ შეიძლებოდა boli.gif

Posted by: leprekon 25 Jun 2022, 13:23
Nescafe13
Თუ იციᲗ ᲨეიᲫლე ამის გამოწერა საიდანმე ამ ფასად?smile.gif

Posted by: Nescafe13 25 Jun 2022, 17:47
leprekon

https://www.fengyuanhanxi.top/ProductDetail.aspx?iid=405162774&pr=73.88

ლინკი ესაა და მეტი ვერსად ვნახე ეს ფეხსაცმელი

Posted by: SParazzi 28 Jun 2022, 14:59
Filling Pieces Low Top Ghost Tweek All Black
ვყიდი 150$. ფეხსაცმლის ზომა 42, მაგრამ რეალურად 43-ია. ოფიციალურ საიტზეც წერია (გვიან შევამჩნიე):
SIZE & FIT
We recommend taking one size down from your regular size.
ლინკი: https://www.fillingpieces.com/collections/men-sneakers/products/low-top-ghost-tweek-all-black

user posted image
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

* * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * ** * *

Adidas OZWEEGO Aluminium / Metal Grey / Wonder White (GX3322) 2022 წლის მოდელი
ვყიდი 300 GEL. ფეხსაცმლის ზომა 41-41.5. ბირკით US 8.5/UK 8/FR 42. 42-სთვის პატარაა.
user posted image

დანარჩენი ლინკზე : https://www.mymarket.ge/ka/pr/25539867/silamaze-da-moda/tansacmeli-da-aqsesuarebi/fexsacmeli/Adidas-OZWEEGO-Aluminium--Metal-Grey---Wonder-White-GX3322?OfferType=Basic&mode=preview

Posted by: კიტი 29 Jun 2022, 13:23
kaiser Soze
QUOTE
მაგრამ მე არ დავრბივარ საერთოდ

კარდიოსთვის რას აკეთებ აბა?



Posted by: Gull wing 8 Jul 2022, 01:37
Nescafe13
ფეიქია და მე არ ვცდიდი. რა საიტია საერთოდ ეგ? biggrin.gif მგონი საიტიც ტრუხაა

Posted by: didi bege 9 Jul 2022, 18:08
QUOTE (narcoTOURIST @ 5 Jun 2022, 22:34 )
didi bege
QUOTE
მოკლედ ვიყიდე ჩემი პირველი ბუსტები

მშვიდობაში!

QUOTE
აᲦმოჩნდა ზამთრის მიყიდია

ზაფხულში წვიმაში ვერ ჩაიცმევ?

მეც ვიყიდე ტერექსები, ულტრას ძირზეა, Primeblue love.gif
ძალიან რბილებია, ბუსტებზე რბილი არაფერი არ მქონია, Hoka-ც კი არ არის ისეთი კომფორტული

უცნაური ისაა, რომ წყალმედეგი არ არის, უბრალოდ ცივი და მშრალი ამინდისაა,
ჩავიცვი ერთხელ, მარა გამძვრა სული smile.gif დაველოდები სიცივეებს smile.gif

ერთი ჩაცმით ძაან კარგია, თუმცა მაინც ისე ვერ შევაფასე კომფორტულობა,
ამ ეტაპზე ჰოკა კლიფტონებია ჩემი ფავორიტი კომფორტში და გამძლეობაც მშვენიერი აღმოაჩნდა ასიქსებთან შედარებით

ტერექსი კაია , ფაქტიურად გორტექსია ადიდასის, 10 წლის წინ ვიყიდე მახსოვს ტერექსები, დღესაც ცოცხალია, უბრალოდ ჰაიკინგისაა, და სუფთად "ვიდის" გამო ვიყიდე,
თორე ისე სასიარულოდ მაინდამაინც კომფორტული არ იყო

Posted by: UNEEK 10 Aug 2022, 21:25
#19 Yellow/Yellow
user posted image

Posted by: Heinz Doofenshmirtz 29 Aug 2022, 13:55
Reebok Club C 85 არ მოგწონთ?

დღეს ჩამომივიდა და რაც მთავარია, მომერგო. smile.gif

user posted image

Posted by: loretashiri 5 Sep 2022, 09:12
QUOTE
დღეს ჩამომივიდა და რაც მთავარია, მომერგო

up.gif

Posted by: anzori88 8 Sep 2022, 18:47
გამარჯობა, 14 წლის ბიჭისთვის მინდა ბოტასი (ზომა 40/41), უკან რო ბორბალი აქვს. გორგოლაჭები და რამე არა, უშუალოდ ერთბორბლიანი, უკან შუაში აქვს ძირზე.
user posted image
არც იძებნება არაფერი, არადა ნანახი მყავს ბავშვები აქ მსგავსი ფეხსაცმლით. სად შეიძლება ვნახო, რომელ მაღაზიაში ან როგორ მოვძებნო?

Posted by: shavi_kheli 10 Sep 2022, 09:23
Heinz Doofenshmirtz
Karqiaa, mshvidobashiii

Me reebok zomebs ver davemtxvie ee

Kaia, momwons, Mec mindaa

Posted by: Heinz Doofenshmirtz 10 Sep 2022, 10:43
anzori88
https://en.m.wikipedia.org/wiki/Heelys

https://heelys.com/

აქ სად იყიდება, ვერ გეტყვი.

shavi_kheli
მადლობა

Posted by: narcoTOURIST 4 Oct 2022, 21:11
user posted image

იფ იფ, 85€-ოდ ვიყიდე 2 დღის წინ და დღეს დაიშიპა imbi.gif

Posted by: Heinz Doofenshmirtz 8 Oct 2022, 21:12
ფასდაკლებით 51$ + free shipping, ახლა გამოვწერე. smile.gif

user posted image
* * *
ესეც მივაყოლე


91$ user.gif

_________

Posted by: Heinz Doofenshmirtz 9 Oct 2022, 11:22
ესეც მივაყოლე


91$ user.gif

_________

Posted by: saba 003 11 Oct 2022, 21:11
სალამი,
სულ ახალია და ორიგინალი, ვყიდი ზომის გამო. ნაყიდია asos-იდან, ამანათი დღეს ავიღე, შემიძლია ჩეკი განახოთ.
Adidas Originals Forum Low With Purple Trefoil
ზომა - 41.
ფასი - 260ლარი.

user posted image
user posted image
user posted image

Posted by: spider77 13 Oct 2022, 20:50
ეს ჩამომივიდა და ოდნავ პატარა აღმოჩნდა. ვინმეს თუ გინდათ, 44-44,5 ფეხზე მიდის. საერთოდ არ ჩამიცვამს, სახლში მხოლოდ ერთხელ მოვისინჯე ფეხზე და მივხვდი, რომ პატარა მაქვს (ფეხი მაქვს 45-45,5) და გაფუჭებად არ ღირს, ეგრევე შევეშვი.
ავტომობილის მართვისას იდეალურია. სპეციალურად ამისთვისაა შექმნილი.
დამიჯდა ჩამოტანიანად 130 ლარი.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image


Posted by: chortivonaet 3 Nov 2022, 16:01
კარგი ბოტასი ჩემი ოცნებაა როგორ მინდა მქონდეს ახალი ხარისხიანი ბოტასიი

Posted by: narcoTOURIST 11 Nov 2022, 15:36
აბა მოვიდა https://www.sierra.com/hoka-mach-4-running-shoes-for-men~p~1kfvt/ 79$-ად

user posted image

მაგრად მინდა, მაგრამ ახლა უეჭველი სახლიდან გამაგდებენ.. user.gif

Posted by: MRlurch 22 Nov 2022, 16:04
ტიმბერლენდცი, https://www.timberland.com/ საიტიდან ვერ ვიწერ, რამდენჯერმე ვცადე და მეორე დღეს უარი მომდის ხოლმე შეკვეთაზე, მაინტერესებს ვინმეს თუ გამოგიწერიათ პირდაპირ ამ საიტიდან?

Posted by: Heinz Doofenshmirtz 22 Nov 2022, 17:42
MRlurch
ზოგიერთი საიტი გადამზიდი კომპანიის მისამართზე არ აგზავნის და, შეიძლება, მაგის ბრალია.

სხვა საიტზე ნახე იგივე ფეხსაცმელი და იქიდან სცადე აბა..

50%-იანი ფასდაკლებით გამოვიწერე დღეს:

ჩემი საყვარელი ბოტასია ეს. ;დ 1 წყვილი მაქვს, მაგრამ გაუბედურებულია უკვე და ამით ჩავანაცვლებ tongue.gif

ძაან ბოტასოფილი გავხდი უკვე. biggrin.gif უნდა გავჩერდე.

user posted image

Posted by: didi bege 22 Nov 2022, 18:52
[QUOTE=narcoTOURIST,4 Oct 2022, 20:11 ]


sierra.com სანდოა ??? ნამეტანი დაბალ ფასებშია ფეხსაცმელი ამაზონთან შედარებით

Posted by: mail10 23 Nov 2022, 16:07
ეს ვიყიდე ნახევარ ფასად. პუმაში 35 დოლარი
user posted image

user posted image

Posted by: narcoTOURIST 23 Nov 2022, 16:15
mail10
QUOTE
პუმაში 35 დოლარი

პუმაში ადიდას რა უნდოდა? ლინკი თუ შეიძლება rolleyes.gif

ის, რომ ადოლფი და რუდოლფი ძმები იყვნენ, ვიცი, მაგრამ მაინც ვერ დავაკავშირე ახლა biggrin.gif

adidas NMD S1 Core Black ძვირიანი მოდელია, მშვიდობაში up.gif


Posted by: mail10 23 Nov 2022, 19:09
narcoTOURIST
QUOTE
პუმაში ადიდას რა უნდოდა? ლინკი თუ შეიძლება

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ორივე ვიყიდე, ეგ პუმაც და ის ადიდასიც, პუმა პუმას ედო რა თქმა უნდა. ადიდასს სერიოზული ფასდაკლება აქვს, პუმას კი ზოგადად იაფად უდევს ებაიზე რაც აქვს
https://www.ebay.com/itm/275444959881?var=576231508649
https://www.ebay.com/itm/155249878473?var=455441630598
* * *
QUOTE
adidas NMD S1 Core Black ძვირიანი მოდელია, მშვიდობაში

მადლობა.

Posted by: narcoTOURIST 24 Nov 2022, 00:51
mail10
QUOTE
ადიდასიც

$35 დოლარი ღირდა?
wow.gif

Posted by: პიანისტი 24 Nov 2022, 02:08
Golden goose მაღაზია გაუხსნიათ ვინმემ ნახეთ უკვე?

Posted by: mail10 24 Nov 2022, 23:40
QUOTE
$35 დოლარი ღირდა?

ნოუპ, პუმა ღირდა 35 მიწერია, ადიდასი 180-50%=90დოლარი, ლინკებიც მიდევს ორივესი smile.gif

Posted by: didi bege 25 Nov 2022, 10:49
QUOTE (narcoTOURIST @ 4 Oct 2022, 20:11 )
user posted image

იფ იფ, 85€-ოდ ვიყიდე 2 დღის წინ და დღეს დაიშიპა imbi.gif

თქვენი ზეგავლენით ვიყიდე იბეიზე

https://www.ebay.com/itm/adidas-Adistar-CS-Shoes-Men-039-s-/155249878209?&_trksid=p2056016.m2518.l4276&var=455441402691&

მაგარი ფასდაკლებაა, ახლა ვფიქრობ კიდე რამე ხო არ ვიყიდო smile.gif

Posted by: narcoTOURIST 4 Dec 2022, 15:06
didi bege
QUOTE
მაგარი ფასდაკლებაა

50€-ოდ შეიძლებოდა ყიდვა ევროპაში smile.gif

ახლა მხოლოდ ერთი ზომა დარჩა - https://sportwerk.com/de/adistar-cs-117579

კარგი მოდელია, უბრალოდ მეგონა რომ უფრო რბილი იქნებოდა

Posted by: Heinz Doofenshmirtz 6 Dec 2022, 17:50
ვის რამდენი წყვილი ბოტასი გაქვთ?

მე მაქვს 5 წყვილი ყოველდღიური ბოტასი და 2 სავარჯიშო.

Posted by: narcoTOURIST 6 Dec 2022, 22:10
QUOTE
ვის რამდენი წყვილი ბოტასი გაქვთ?

12
6 სავარჯიშო imbi.gif

ძველებს არ ვითვლი, Onitsuka Tiger Mexico მაქვს 3 წყვილი და მენანება გადაგდება, თბილისის ქუჩებში კიდე ეგეთი ძირებით ვერ ივლი..

Posted by: SilverLinings 9 Dec 2022, 06:39
არ მიყვარს ბოტასები.

.........

Posted by: levani169 15 Dec 2022, 21:14
პუმა-ს Uproar Spectra თუ გქონიათ და როგორი მოსახმარია?

Posted by: spider77 17 Dec 2022, 08:50
Heinz Doofenshmirtz
QUOTE
ვის რამდენი წყვილი ბოტასი გაქვთ?


15 fingal.gif


Posted by: UNEEK 22 Dec 2022, 07:09
ასს პლიუს.
New addition.
Tripple white Air Max.

user posted image


Posted by: Malena_ 1 Jan 2023, 21:40
QUOTE (Heinz Doofenshmirtz @ 22 Nov 2022, 17:42 )
MRlurch
ზოგიერთი საიტი გადამზიდი კომპანიის მისამართზე არ აგზავნის და, შეიძლება, მაგის ბრალია.

სხვა საიტზე ნახე იგივე ფეხსაცმელი და იქიდან სცადე აბა..

50%-იანი ფასდაკლებით გამოვიწერე დღეს:

ჩემი საყვარელი ბოტასია ეს. ;დ 1 წყვილი მაქვს, მაგრამ გაუბედურებულია უკვე და ამით ჩავანაცვლებ tongue.gif

ძაან ბოტასოფილი გავხდი უკვე. biggrin.gif უნდა გავჩერდე.

user posted image

Auuu, me xo amas tavi ver movabiii


Posted by: dochana 1 Jan 2023, 22:28
პოსტვისას რომელი ბოტასებით დარბიხართ გასახურებლად ან ადგილზე იაარ?

Posted by: ფიესტა 3 Jan 2023, 17:11
მოკლედ, 31 დეკემბერს ჩამომივიდა ეს ბოტასი, სრულიად უხმარია.
ზომაში ავცდი, ოდნავ ვიწრო ბოტასია, სიგრძეში ზუსტად მაქვს მაგრამ სიგანეშია მჭიდრო.
ხოდა ვყიდი :დ
აქაური ხალხისთვის დავაკლებ აუცილებლად, თუ ვინმე დაინტერესდებით.

https://www.mymarket.ge/ka/pr/27514611/silamaze-da-moda/tansacmeli-da-aqsesuarebi/fexsacmeli/Nike-Kyrie-Low-5--sakalaTburTo-botasi?OfferType=VipUsual&mode=preview

Posted by: narcoTOURIST 6 Feb 2023, 21:12
botas.ge - ნებისმიერი მოდელი 200 ლარად

CLEARANCE
200 GEL FOR ANY MODEL

smile.gif

ნამდვილი ბოტასი

Posted by: didi bege 26 Feb 2023, 22:23
ორი ბოტასი შემომეყიდა უცაბედად
Saucony Endorphin Shift 2
Salomon Ultra Glide
user posted image
user posted image

Posted by: kaiser Soze 7 Mar 2023, 12:38
QUOTE
მე მაქვს 5 წყვილი ყოველდღიური ბოტასი და 2 სავარჯიშო.

QUOTE
12
6 სავარჯიშო

რა ამბავია ;დ პირადად არ მესმის რატომ, ან რა მუღამი აქვს..

მე ერთი, მაქს ორი წყვილი მაქვს ყოველდღიური დროის ერთ მონაკვეთში (ნაიკ ეარ ფორს 1 და ადიდას სტენ სმიტი ამ მომენტში). როცა ბოტასი გაცვდება მაშინ ვყიდულობ ახალს. და ერთი კლასიკური ფეხსაცმელი, რომელიც ბოლოს მგონი 2019-ში მეცვა. ერთიც ზამთრის ბატინკები, რომელიც მხოლოდ სამთო კურორტზე მაცვია და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოუყენებელია.
სავარჯიშოც ერთი დარბაზისთვის, ერთი გარე ვარჯიშებისთვის.

ტანსაცმელიც იგივე, ორი ან სამი ჯინსი და 5 პერანგი და 5 მაისური მაქვს ერთ კონკრეტულ მონაკვეთში. ერთი ზამთრის ქურთუკი (ერთი დუტის და ერთი კლასიკური შალის). ორი ჯემპრი - მაგრამ ეგეც ევროპული კლიმატისთვის ძაან ზედმეტია ყოველდღიურობაში, მაგალითად წელს საერთოდ არ ჩამიცვია - მინუს 10-ს ქვემოთ უნდა იყოს ტემპერატურა რომ ჯემპრის ჩაცმის საჭიროება ვიგრძნო. ერთი ან ორი საზაფხულო/საშემოდგომო ქურთუკი და ასე შემდეგ. მინიმალიზმია პრინციპი - რომ მხოლოდ მინიმალურად აუცილებელი რაოდენობა ტანსაცმელი მქონდეს რომელიც შეიძლება ერთ ჩემოდანში ჩავატიო. და ტანსაცმელი უნიფორმასავითაა, ერთი და იმავე ტანსაცლით მოძრაობა არაა პრობლემა ჩემთვის, თუ რათქმაუნდა ეს ტანსაცმელი სუფთაა. პირიქით, მიზანიც ეგაა - რომ როგორც უნიფორმა, მინიმალურად ვცვლო ტანსაცმელი ყოველდღიურობაში.

თან ძირითადად ერთ და იმავე ბრენდს ვყიდულობ, რომელიც კარგად დაცდილი მაქვს. ბოტასებში ნაიკი და ადიდასი, ჯინსებში ლევისი და გ-სტარი, ქურთუკებში ძირითადად გ-სტარი და ასე შემდეგ.

Posted by: Frnknstein 13 Mar 2023, 13:24
QUOTE
ვის რამდენი წყვილი ბოტასი გაქვთ?

ადიდასი (2)
ანდერ არმორი
რებოკი
პუმა
Asics
ზარა
Champion

სურათებს წავშლი, მარტო მე რაც მაქვს სხვებმაც რო არ გამოიწეროთ smile.gif))

Posted by: giodanela 17 Mar 2023, 23:58
user posted image
პატარა მომივიდა ვყიდი თუ ვინმეს უნდა

Posted by: Universe´ 28 May 2023, 01:23
სარბენ ბოტასზე რა გამოცდილება გაქვთ, რომელი ფირმის, რომელ მოდელს გაუწევდით რეკომენდაციას?

Posted by: giodanela 20 Jun 2023, 18:58
Universe´
მე მაქვს დიდი გამოცდილება მითხარი სად დარვიხარ და როგორ დარბ8ხარ და გირჩევ

Posted by: 4L3X 20 Jun 2023, 20:21
ხალხო დღეში გავდივარ 10 კმ. სახლიდან სამსახურამდე და პირიქით. გესის ბოტესები მქონდა და 6 თვეში ძირი გაძვრა. რა ფირმის ბოტასებს მირჩევთ რომ მთლად ათლეტურად არ გამოიყურებოდეს და სამსახურში მისვლა შეიძლებოდეს და საქართველოშიც იყიდებოდეს. მაგალითად ლაკოსტას თუ მირჩევთ ან კელვინ კლეინს ან განტს ან რომელიმე სხვა ბრენდს, მადლობას გიხდით წინასწარ.

Posted by: david_888 21 Jun 2023, 14:03
ამ ფეხსაცმელს ,,ბოტასს'' ქართულში არ აქვს საკუთარი ლიტერატურული ერთსიტყვიანი შესატყვისი/დასახელება? მე ვერაფერი ვნახე, სპორტული ფეხსაცმელი და მორჩა, თითქმის ყველა ენაშია, ინგლისურად sneakers, გერმანულად Turnschuhe, რუსულად Кроссовки ესპანურად zapatillas და ქართულად არ გავქს ფაფუუ

პ.ს ისე ორიგინალი ბოტასები კი მქონდა ბავშვობაში, მგონი ეხლაც უშვებენ მაგ კლასიკურ მოდელს

user posted image






Posted by: spider77 21 Jun 2023, 19:27
david_888
QUOTE
ისე ორიგინალი ბოტასები კი მქონდა ბავშვობაში

ზყსტად აქედან აიკიდა ქართულში ეგ დასახელება და გახდა განზოგადებული.

ისევე როგორც "ჯიპი".


Posted by: david_888 21 Jun 2023, 19:30
QUOTE
ზყსტად აქედან აიკიდა ქართულში ეგ დასახელება და გახდა განზოგადებული.

თავისთავად

Posted by: mind_auger 21 Jun 2023, 21:50
giodanela
რა ზომაა?
საზაფხულოა ხო?

Posted by: Universe´ 22 Jun 2023, 16:25
giodanela
მადლობა, შევიძინე უკვე. smile.gif

Posted by: :tan: 23 Jun 2023, 17:49
QUOTE (giodanela @ 20 Jun 2023, 18:58 )
Universe´
მე მაქვს დიდი გამოცდილება მითხარი სად დარვიხარ და როგორ დარბ8ხარ და გირჩევ

დაწერე აბა მაგალითად ასფალტზე როგორებია უკეთესი ან ცოტა რბილ ზედაპირზე . მოაყოლე რამდენიმე ლინკი . ძუნძულისთვის , ნორმალური ტემპით .

Posted by: Ahasver 29 Jul 2023, 13:53
გამოვიწერე ჯეოქსის ბოტასი მომივიდა დიდი, არის უხმარი ახალი, ღირებულება 220 ლარი. თბილისში მაღაზიაში ფასდაკლებაზე ღირს 300 ლარი:

https://icrshop.ge/product/U25CWA-C4002

Posted by: bliad123 29 Jul 2023, 18:21
QUOTE (Ahasver @ 29 Jul 2023, 13:53 )
გამოვიწერე ჯეოქსის ბოტასი მომივიდა დიდი, არის უხმარი ახალი, ღირებულება 220 ლარი. თბილისში მაღაზიაში ფასდაკლებაზე ღირს 300 ლარი:

https://icrshop.ge/product/U25CWA-C4002

https://icrshop.ge/product/U25CWA-C4002
რაზომაა?

Posted by: Ahasver 29 Jul 2023, 19:09
bliad123
QUOTE
https://icrshop.ge/product/U25CWA-C4002
რაზომაა?

44 ზომაა

Posted by: cosаnоstra 30 Aug 2023, 10:05
გამარჯობა მეგობრებო

მოკლედ შევიძინე ბოტასი და მაქვს ოდნავ პატარა. ცოტა გადიდება შეიძლება? ვთქვათ ე.წ საპოჟნიკს რო მივუტანო იზავს მაგ საქმეს? და სადმე ხო არ იცით პროფესიონალი საპოჟნიკი

Posted by: misterius 19 Nov 2023, 10:51
ზემოთა მომეწონა და 43 ზომა არ აქვთ არც 44 არადა ლამაზად აქვს ფერები შეხამებული


user posted image

Posted by: Harrison Stafford 19 Nov 2023, 14:35
ბოტასცი
კროქსები ვერ ვიშოვე ამის დედა ვატირე ტო
ჩუსტებსაც ხო არ გამოვიწერ ე დედა ატირებული!?

იცრ-ს აქვს მარა 300 ლარი ღირს lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

ჩუსტი
300






3
0
0


drug.gif

Posted by: Augustiner 11 Dec 2023, 21:08
ცოტა ძველმოდური ბოტასები მევასება
ესენი მომცა სამივე ერთდროულად, ცხოვრების ბოლომდე მეყოფოდა :დ

კუბოში ამ სპიდოებით ჩავწვებოდი
ამაზე კომფორტული ფეხსაცმელის დედას ######, თან საკმაოდ ხარისხიანია


user posted image


სუედები love.gif

user posted image



991-ები ცოტა გამიპაპსავეს თბილისში მარა მაინც ძაან მიყვარს :დ

Posted by: kaiser Soze 12 Dec 2023, 01:47
ისე რომ დავფიქრდი, ბოლო 4 წელი მხოლოდ ბოტასები მაცვია. არც ტუფლები და არც ბატინკები და არც სანდლები ჩამიცვამს.

რეტრო კეტები მიყვარს. ჩაკ ტეილორები, სტენ სმიტები და აირ ფორს 1 მაქვს ახლა.

თეთრი ჩაკები სპორტ დარბაზშიც მცმია, პლაზჟეც, ტყეში ჰაიკინგზე და ბიზნეს შეხვედრებზეც. უნივერსალურია. ყველაფერზე მიდის. თან ზაფხულის სიცხისთვის იდეალურია. თავს ისე როგორ დავიმცირებ რომ სანდალები ჩავიცვა. ძველი რომი ისტორიას ჩაბარდა და არც სუნიანი ალაჰუაკბარი ვარ. :დ

user posted image

სტენ სმიტი კლასიკაა. როცა ფორმალურად მინდა გამოვიყურებოდე მაშინ ვიცმევ, შავს შავზე. ტუფლების მაგივრობას წევს.

ზამთრის სეზონისთვის ეგ ავაგდე, ბატინკების მაგივრობას გასწევს.
რიგით მეოთხე აირ ფორს 1 წყვილი.
user posted image

.




Posted by: CHIMA 17 Dec 2023, 14:34
Nike Air Max 90 GS Evergreen DV3483 100 Womens Size 7.5
ზომა 38.5 24.5 სანტიმეტრი. ამერიკული 7.5
ქალისაა,ახალი გაუხსნელი.
ფასი 300-ლარი
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image


Posted by: ჰელგა 20 Dec 2023, 11:32
QUOTE (Lapustak @ 13 Jan 2019, 22:49 )
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონება - ბოტასი 



ფეხებს არ გიხურებს ძმაო?







Posted by: Nescafe13 31 Dec 2023, 19:29
ფულ ენდ ბეარზე ან მანგოზე რას იტყვით ღირს მანდ რამის ყიდვა ?

Posted by: 4L3X 31 Dec 2023, 20:43
QUOTE (Nescafe13 @ 31 Dec 2023, 19:29 )
ფულ ენდ ბეარზე ან მანგოზე რას იტყვით ღირს მანდ რამის ყიდვა ?

1-2 სეზონი გაგიძლებს. გესზეც იგივეს ვამბობ საკუთარმა გამოცდილებით.

Posted by: narcoTOURIST 31 Dec 2023, 20:59
ჩემი ახალი შენაძენი, გზაშია ჯერ

user posted image

Hoka Mach 4 ჩამივარდა ძალიან იაფად 50€-ოდ, მაგრამ ნოემბრიდან მიდევს ყუთში, გაზაფხულიდან ჩავიცმევ, თეთრი ძირები მენანება ამ ტალახისთვის

Posted by: Nescafe13 1 Jan 2024, 17:43
4L3X

დავრეგისტრირდი და ვერ მივაგენი ფეიფალით როგორ გადავიხადო , ფეიმენთამდე რომ მივდივარ ადგილი მოძებნე რუკაზე სადაც გავაგზავნოთო

Posted by: 4L3X 1 Jan 2024, 19:25
Nescafe13
ვერ მივხვდი, Pull&Bare-ის მაღაზიები ისედაც არის თბილისში ფეიფალი რათ გინდათ? spy.gif

აქვე: გილოცავთ ყველას ახალ 2024 წელს!

Posted by: Nescafe13 1 Jan 2024, 19:47
4L3X

საბერძნეთიდან ვიწერ smile.gif))

Posted by: GEORGEXIII 1 Jan 2024, 20:32
მეორადებს ვუზივარ ხოლმე ებაიზე და საკმაოდ კაი ფასი მიჯდება ხოლმე

Posted by: Nescafe13 1 Jan 2024, 20:54
GEORGEXIII

ბოტასს ? tan.gif spy.gif

Posted by: GEORGEXIII 2 Jan 2024, 18:43
Nescafe13
კი ბოტასს.
yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: Nescafe13 9 Jan 2024, 01:27
GEORGEXIII

მეორადი ბოტასი არ გამიგია სიმართლე გითხრა :დ
კაი ბრენდს არჩევ ხოლმე თუ რამე ექსკლუზივი მოდლები ვარდება იაფად ?

გამოვიწერე ფულ ენდ ბეარიდან 45 ზომა და იმედია ჩამეტევა mo.gif

Posted by: GEORGEXIII 9 Jan 2024, 10:36
Nescafe13
ორიგინალ ნაიკი, ადიდასი რავი ასეთ ბრენდებს ვიწერ ხოლმე. 70-80ლარი მიჯდება ხოლმე წყვილი.

Posted by: Nescafe13 9 Jan 2024, 13:55
GEORGEXIII

რა კაია , ორიგინალ ადიდასს და ნაიკს სად იპოვი აქ , თან 80 ლარი
თურქული ნაგავი არ მოდის მაგ ფასში

Posted by: Barbarita0077 9 Jan 2024, 22:50
ქალს მაღალქუსლიანები უფრო უხდება თუ ბოტასები?

Posted by: *Irresistible* 23 Feb 2024, 22:36
ჰოგან ინტერაქტივი ვის გაქვთ ან ვის გქონიათ? რამდენად კომფორტულია სავარჯიშოდ?

Posted by: PartizanMinsk 15 Mar 2024, 19:03
ბოტასები არ ვიცი და მარტენსის ჩექმები გაქვთ ვინმეს? ხარისხი მაინტერესებს და ასევე ქუსლთან ტკივილს როგორ უმკლავდებით? biggrin.gif

Posted by: navdara 15 Mar 2024, 23:07
QUOTE
მეორადებს ვუზივარ ხოლმე ებაიზე

მეორადი ფეხსაცმელი როგორ უნდა ჩაიცვათ why.gif

Posted by: fermina 15 Mar 2024, 23:50
ადიდასის და სტელა მაკარტნის ერთობლივი კოლექცია მომწონს love.gif


user posted image


ზოგადად, რომელს ანიჭებთ უპირატესობას - ადიდასს, ნაიკს თუ ნიუ ბალანსს და რატომ?

Posted by: chelo123 19 Mar 2024, 08:45
გამარჯობა, თუ გაქვთ ამაზონის ძველი და აქტიური ანგარიში შემიძლია 150 დოლარამდე ნივთები უფასოდ გამოგიწეროთ

Posted by: Streetlight 20 Mar 2024, 23:14
QUOTE (PartizanMinsk @ 15 Mar 2024, 19:03 )
ბოტასები არ ვიცი და მარტენსის ჩექმები გაქვთ ვინმეს? ხარისხი მაინტერესებს და ასევე ქუსლთან ტკივილს როგორ უმკლავდებით? biggrin.gif

სანტავიკი გზად და ხიდად

2 კვირის წინ მეც ვიყიდე და იმის მიუხედავად, რომ ნახმარია
მაინც 9 პირი ტყავი ამაძრო ქუსლზე

სანტავიკი იქნება შენი მეგობარი, უსანტავიკოდ ვერ ატარებ კაი ხანი

ხარისხი უბრალოდ უპირველესია, არაფერი მოსდის
ქვა და რკინაა yes.gif

Posted by: ლევან_ი 29 Mar 2024, 03:22
1)
მასიმო დუტის 40 ზომა (მაგრამ 41-ს ვინც იცვამს წესით იმასაც მოერგება)
100% ორიგინალი, ოფიციალური იტალიური მაღაზიიდან გამოწერილი. ახალი, გაუხსნელი, ყუთში.
ფასი 200ლარი
ფოტოები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


2)
ბერშკას 41 ზომა (ზუსტი ზომები ფოტოებში ნახეთ, ესეც მგონია რო უფრო დიდზეც წავა)
100% ორიგინალი ესეც იტალიური ბერშკას ოფიციალური საიტიდან გამოწერილი, ახალი გაუხსნელი როგორც ფოტოზეა
ფასი 70ლარი
ფოტოები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


3)
Pull&Bear 40/40.5 ზომა
ესეც 100% ორიგინალი, ესეც ოფიციალური იტალიის საიტიდან გამოწერილი, ესეც ახალი უცმელი , როგორც ფოტოებზეა
ფასი 70ლარი
ფოტოები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


4)
ეს რა ბრენდია არ ვიცი, ქართული ონლაინ მაღაზიიდან შევუკვეთე, მეორადია, მაგრამ ახალივით
ზომა 41, ფასი 50 ლარი
ფოტოები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Nescafe13 19 Apr 2024, 21:36
user posted image

ასეთი ბოტასი სად ვიყიდო
ვაგზალზე იქნება ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)