Glamurkaკი, კი, ჩადის დაბლა მატრასი. საწოლს აქვს ნახვრეტები სამ დონეზე და ნებისმიერზე შეგიძლია დააყენო მატრასი. მე ჯერ ყველაზე მაღალზე დავაყენე, მერე ჩამოვიყვან დაბლა.
ეს ჩვენი მატრასი ერთიანია, ზედა მხარე ქოქოსის აქვს და ქვედა მხარე ლატექსის მგონი. რაც საწოლს მოყვებოდა მატრასი სამი ნაწილისგან შედგებოდა. ნახევარმთვარის ფორმის ორი ნაწილი მრგვალი საწოლისთვის შეგეძლო გამოგეყენებინა, მერე ისე რომ გაშლიდი, როგორც ახლა მე მაქვს, დაამატებდი კიდევ შუაში მართკუთხედის ფორმის ლეიბს. გამოდიოდა რომ ბავშვს უნდა დაეძინა მატრასზე რომელიც არ არის ერთიანი და გადაბმებითაა. ხელს რომ გაუსმევდი იგრძნობოდა რომ წედაპირი არაერთგვაროვანი იყო, ამიტომ ვარჩიეთ ეს მთლიანი მატრასი გვეყიდა.
NatiaGullჯერ ზუსტად არ იცის, ნათი, საკეისრო იქნება თუ არა. დოპლერს და პლაცენტას გააჩნიაო, წონა როგორი ექნება, ჩამორჩენას ხომ არ დაიწყებს. ფიქრიამ ყველა ექოს რომ შეხედა, მითხრა, 100-200 გრამით მაინც პატარაა შენი ბავშვიო. რეზოს სახელი რომ ვუხსენე, სახე გაებადრა
37 კვირა კარგი ვადა არისო, მერე ათასი პრობლემა შეიძლება დაგეწყოსო და ყველაფერი მკვდარშობადობით დასრულდესო. ახლა დაკვირვება გვმართებსო და მირჩია ბიო-ფიზიკური პროფილი და კარდიოტოკოგრაფია ვიკეთო ყოველ კვირა. ქულებს რომ წერს მარიამი და დოპლერი ეს ყოფილა ბიო-ფიზიკური პროფილი. საშინლად არ მინდა მარიამთან სიარული, მაგრამ პლაცენტის მდგომარეობას მგონი კარგად აფასებს და ვივლი ალბათ მასთან, თან ფიქრიასაც შევუტან ხოლმე პასუხს და ვაჩვენებ. ძალიან დიდი ყურადღებით მიმიღო და კარგად დამაკვალიანა რაღაცეებზე ფიქრიამ.
ნეტა შენ რა რჩევებს მოგცემს ახლა. მგონი ამ კვირას თუ შემდეგ კვირას შვებულებაშია. ნეტა მისი შვებულება და შენი ვიზიტი არ დაემთხვას ერთმანეთს.
ჩაჩავასთან რომ აფეთქება იყო, სწორედ ამ დღეს და რამდენიმე წუთით ადრე ვიყავი მანდ. უფალს მადლობა, რომ გამოვასწარი