მოკლედ დიდი ხნის შერჩევის და ანალიზის შემდეგ შევიძინე Gorenje BM1400E. მანამდე წავიკითხე ბევრი რჩევა, ასევე ვისაც ქონდა პურის საცხობი მანქანა, მათი რჩევებიც გავითვალისწინე და ვიყიდე ეს მოდელი.
2 მოდელს შორის ვაკეთებდი არჩევანს Gorenje BM1400E და KENWOOD BM900. სამწუხაროდ ჩვენს ბაზარზე 800 ვატი სიმძლავირს ზევით ცოტა არჩევანი იყო.
ამ ორ მოდელში კი დიზაინით და იმით რომ 2 სხვადასხვა ფორმა ქონდა გორენიე შევარჩიე.
მოკლედ 1 კვირაა რაც შევიძინე და ექსპერიმენტებს ვატარებ. ხან დროჟის ბრალი იყო და არ გაამარტლა, ხან ფქვილი ვერ გავთვალე ზუსტად. ახლა კი ეს რამოდენიმე დღეა დავამუღამე რამოდენიმე რეცეპტი.
თუმცა ზუსტად იგივე მოდელის განხილვებში რუსულ ფორუმებზე რა რეცეპტებიც დაწერეს მე ის არ გამომივიდა. გუშინ მომიწია ცომის გადმოღება, წყლის დამატება და ხელით გადაზელვა, რადგან უკვე ცხობაზე გადადიოდა და გუნდა არ იყო ფორმირებული.
ეს არის რეცეპტი რომელიც ყველაზე კარგად ამართლებს ჩემ შემთხვევაში, ფქვილი არის წონის თუ არ ვცდები კარმენი ქვია. მზეკაბამი ვიყიდე და არ გამოვიდა კარგი, მგონი ზედმეტად კარგი ხარისხისაა და უფრო საკონდიტრო ფქვილია. დროჟი არის პაკმაის სახელით, უფრო გაპრანჭულმა დროჟმა არ გაამართლა.
ჩემი ექსპერიმენტებით აშკარაა რომ 2 პატარა ფორმას უფრო კარგად ვიყენებ, რადგან ორი სხვადასხვა რეცეპტის მომზადება შემიძლია, თან უფრო მეტი ქერქი აქვს, რაც ძალიან გემრიელია
)
აქ მაგალიდათ ორი სხვადასხვა რეცეპტია, უბრალოდ ორივეს ერთი და იგივე პროგრამა უნდა. ერთი არის მზესუმზირებით.
ეს გამომცხვარი
ეს თემა მინდა მივუძღვნათ უკვე გამოცდილ რეცეპტებს და გავუზიაროთ ერთმანეთს რჩევები.
ჩემს შემთხვევაში ყველაზე მეტად გაამართლა
პროგრამა 1 ძირითადი, პურის ზომა ანუ LOAF 1200 კგ, დაბრაწვა DARK, რომელსაც დრო ჭირდება 2 საათი და 50 წუთი.
რეცეპტი შემდეგია:
მცენარეული ზეთი - 2 ს/კ
წყალი - 480 მლ
მარილი - 2 ჩ.კ.
შაქარი - 2,5 ს.კ.
ფქვილი - 620 გრ
რძის ფხვნილი - 2,5 ს.კ.
დროჟი მშრალი - 1,5 ჩ.კ. (7გრამი)
პირველ რიგში ფორმაში ვასხავ ზეთს, შემდეგ თბილ წყალში ვხსნი მარილს და ვასხავ, შემდეგ შაქარი, ფქვილი, ვუკეთებ ოდნავ ჩაღრმავებას და ვამატებ დროჟს. ისე რომ დროჟი არ უნდა აირიოს წყალში.
ძალიან მნიშვნელოვანია პროპორციები, მე ერთმა მზომმა ჭიქამ მომატყა და ქვასავით პური გამომივიდა პირველი, მერე ორი სხვადასხვა მეთოდით ავწონე და ეხლა უკვე ვიცი რომელია სწორი ფქვილის საზომი.
თუ 2-იან ფორმაში აკეთებთ ეს პროპორციები 2-ზე უნდა გაყოთ. ამ ყველაფერს პირველი სიგნალის მერე თუ მიუმატებთ 110 გრ-ამ გარჩეულ მზესუმზირას, ძალიან გემრიელი გამოვა.