მოკლედ თურქეთი რომ იდეოლოგიურად, ათასი ხერხით გვებრძვის და გვიჩალიჩებს რო ადგილობრივები გადაიბიროს და ჩვენი მთავრობა რო არაფერს აკეთებს ამის წინააღმდეგ ეგ ფაქტია და ამაზე ნამდვილად უნდა ამოვიღოთ ხმა. მაგრამ, ყარსის ხელშეკრულება არის სრული სისულელე და არანაირ ვადებზე და მაგ შეთანხმების იურიდიულ ძალაზე არ შეიძლება საუბარი
ჯერ ერთი ეგ შეთანხმება დაიდო 1921-ში და რატიფიცირება მოხდა 1922-ში და იმ მითის მიხედვითაც, თითქოს 100 წელი აქვს ვადაო, 2021 ან 2022-ში გასდის ვადა და არა 2017. მაგრამ არსად დანამდვილებით არ წერია ეგეც რო ვადა ქონდა მაგ ხელშეკრულებას. ამის გარდა მთავარი ფაქტია კიდევ ის, რო ეგ ხელშეკრულება დაიდო საბჭოთა რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის და დღეს აღარცერთი აღარ არსებობს, რაც ავტომატურად ნიშნავს რო საერთაშორისო სამართალში მაგ დოკუმენტს აღარანაირი იურიდიული ძალა აღარ აქვს და ისტორიის ნაწილია უბრალოდ. პლიუს ამ ყველაფერს ემატება ის, რომ 90-იანებში, შევარდნაძის დროს თურქეთთან გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომ თურქეთი აღიარებს სსრკ-ს დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს შექმნას იმ საზღვრებში, რაც სსრკ-ში იყო და საქართველოც აღიარებს იმ საზღვარს თურქეთთან, რაც სსრკ-ს ქონდა, ანუ პრეტენზია არ აქვს თურქეთის ტერიტორიებზე (ტაო-კლარჯეთზე
). ასე რომ მთავარი საფრთხე ის არის, რომ თურქეთი პროპაგანდას ატარებს და თან ბევრად ძლიერია ჩვენზე და ხვალ რო გადაუბრუნდეს ჭკუა ერდოღანს და შემოიჭრას აჭარაში, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია სამწუხაროდ, თორემ ყარსის ხელშეკრულება მაგის გასამართლებლად ნაღდად არ გამოადგება. ჩვენ ჩვენ პროპაგანდას უნდა ვუპირისპიურებდეთ ტეხნიკურად და სამხედრო გაძლიერებაზე უნდა ვფიქრობდეთ, მარა ვინაა პატრონი