#55772643 · 29 Jan 2020, 00:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ერთი განსხვავება რომელიც მაგვიდეოშია და ტრადიციულ ჩიხირთმისგან განსხვავდება არის კვერცხის დამატების ტექნიკა.
მაგ ვიდეოში გამოიყენებე კვერცხი ცილით. თუ არ გაქვს გამოცდილება როგორ მოახდინო კვერხის "შერწყმა" ბულიონში ისე რომ არ აიჭრეს, ამ მეთოდს არ გამოვიყენებდი. არ შეიძლება ბუილიონი ძალიან ცხელი იყოს, და ჯერ კვერცხის ტემეპერატურა უნდა გაზარდო და მერე დაუმატო და მერე არ აადუღო.
თუ არ გაქვს გამოცდილება, მაშინ გამოიყენე მხოლოდ ძმარი და კვერცხის გული. ცილა არა. დაუმატე თბილ ბულიონს და მერე გააცხელე მაგრამ არ აადუღო თორემ აჭრი.
თუ გინდა ცოტა უფრო თანამედროვე ვარიანტი გააკეთო, აი ჩემი რეცეპტი ძალიან ძლიერი ჩიხირთმა გამოდის:
ყველაფერს აკეთებ ისე როგორც მაგ ვიდეოში გარდა ბულიონისა.
სანამ ქათამს მოხარშავ მაჭერი მკერდის ფილე, ბარკალი და ბარკლის ძირი, ფრთა და ფრთის ძირი.
დაგრჩება ძვლები და ქონის კარგი რაოდენობა. დაჭერი ისე რომ "ჟარონკა"-ზე დაეტიოს და 175 გრადუს ცელსიუსზე გამოაცხე 20 წუთ, სანამ ცოტა არ შეიბრაზება. მერე აიღე მაგ ნაბრაწი, დაუმატე კანაფით შეკრული ქინძი რომ მიცეს არომატი და გემო, და მოხარშე. არ ჩააჭრა. თუ ჩააჭრი ის ქინძი მოიხარშება და მიიღებს მოყვითალო მოყავისფრო ფერს და დაუკარგავს ჩიხირთმას თავის იერს. მერე ცოტა ქინძი დაჭერი და როგორც ძმარს უმატებ გემოთი ისე დაუმატ უკვე ჯამში.
ცალკე აიღე მკერდის ფილე, ბარკალი და ბარკლის ძირი. მოაყარე მარილი და ცოტა მეგრული წიწაკის ფხვნილი (ამერკიაში კაიანს ვხმარობ მარა მეგრულს უფრო კარგი სუნი აქვს) მერე ამოავლე ჭადის ფქვილში და მოხრაკე ქვაბში (არ მოურიო). როგორც კი ცოტა შეიბრაწება გადაატრიალე და მეორე მხარეც შებრაწე. მერე ჟარონკაზე დადე და 15 წუთით 175 გრადუსზე გამოაცხვე.
ქვაბში დაგრჩება ნამწვავი. აიღე წვრილად დაჭრილი ხახვი და შიგ ჩაყარე დაბალ ცეცხლზე. დაუმატე 100გ კარგი, მშრალი მაგრამ მაღალი სიმჟავის თეთრი ღვინო. ქართულ ღვინოებიდან ატენური მოუხდება ან წინანდალი. და მოხრაკე ნელ ცეცხლზე სანამ ნამწვავი მთლიანად არ მოცილდება ქვაბს. მერე ნელ-ნელა დაუმატე ბულიონის ცხიმიანი ნაწილი, დანაყული 3 კბილი ნიორი, და მოთუშე. ხახვი გახდება თითქმის გამჭვირვალე. ახლა მზად ხარ ააწყო შენი ნამუშევარი ბულიონს დაუმატე ჯერ მოთუშული ხახვი და მერე კვერცხი. ნელ ცეცხლზე შედგი რომ ცოტა გაცხელდეს მაგრამ არ წამოადუღო თორემ აგეჭრება. ჭამის წინ ინდივიდუალურ ჯამში ერთი ნაჭერი ქათამი ჩადე, ზემოდან დაასხი ჩიხირთმის წვენი, მოაყარე ახლად დაჭრილი ქინძი და მაგიდაზე დადე ცოტა ძმართან ერთად რომ გემოს მიხედვით დაუმატონ. ძალიან გემრიელი კერძი გამოდის. ჩიხირთმის გემოც აქვს და ცოტა თანამედროვე ფრანგულ ტექნიკასაც ურევ. |
დიდებული აღწერაა რეცეპტის,ბრავო,მაგარია
|