ძველი ქვევრისთვის რაიმე განსაკუთრებული რეცხვის მეთოდი მე არ ვიცი. ჩემი აზრით ისიც ისე უნდა გაირეცხოს როგორც შედარებით ახალი ქვევრი, უბრალოდ შეიძლება უფრო მეტი რეცხვა და დრო დასჭირდეს...
ჩვეულებრივი რეცხვისათვის კი რამდენიმე მეთოდი არსებობს და ასე ხდება:
1. კირის გამოყენებით (ეს ტრადიციული მეთოდია):
კირიანი წყლით ხდება რეცხვა (3-5 კილოგრამი კირი უნდა გაიხსნას 10-15 ლიტრ წყალში და უნდა მომზადდეს კირწყალი). ეს საკმაოდ ეფექტური მეთოდია;
2. ნაცრის გამოყენებით (ესეც ტრადიციული მეთოდია):
ნაცარწყლით (1-2 კილოგრამი ნაცარი უნდა შეერიოს 5 ლიტრ წყალში) ხდება რეცხვა. ესეც თითქმის ყველა მიკრობის განადგურების საშუალებას იძლევა;
3. გოგირდით და შემჟავებული წყლის გამოყენებით (ეს უფრო "თანამდეროვე" მეთოდია, ზოგი მას არაავთენტურად თვლის...):
1000 ლიტრიან ქვევრში 100 გრამი გოგირდის დაწვა (ჩაბოლება), რის შემდეგაც ჭურის შიდა კედლები შემჟავებული წყლით ირეცხება (3 კილოგრამი ლიმონმჟავა 1000 ლიტრ წყალში კონცენტრაციით).
აი შენ ფაილებიც (2 სხვადასხვა წყაროა და შენ თვითონ აარჩევ ვის ენდო) და წაიკითხე, მანდ შეიძლება ცოტა განსხვავებულად ეწეროს, მე მოკლედ მოგიყევი და პრინციპი და დოზები აგიხსენი.
აბა შენ იცი, ჭურის კარგად გარეცხვა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან.
This post has been edited by grou on 8 May 2017, 21:14
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 571 )
____________________________________________________________________________________________.docx