#51089874 · 5 Aug 2017, 13:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი იურისტებო. მირჩიეთ რამე ვებ რესურსის დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებაზე. ძალიან მადლობელი დაგრჩებით ყველას!!!
მოკლედ მაქვს ინტერნეტ გვერდი (დომენი და სერვეზე განთავსებული საიტი, რომელიც მუშაობს) საიტს ძირითადად ყურადღებას ვერ ვაქცევ და ფაქტორბრივად არ ვითარდება. წლებია დევს სტატიები და არის თავისთვის. ერთადერთი, წლიურ გადასახადს ვიხდი და არის ასე წლებია...
გამოჩნდა ჯგუფი, რომელიც მეუბნება რომ დროებით (ერთი წლით) მივცე ვებ რესურსი სარგებლობაში, ფიუზიკური პირები არიან და არ არის რამე იურიდიული პირი. ამბობენ, რომ ყველანაირად ეცდებიან აამუშაონ, დადონ სიახლეები, შეცვალონ პროგრამა, დი8ზაინი და.ა.შ. ამბობენ რომ ამ პროცესში თუ რამე ფინანსური სარგებელი გაჩნდება გავყოთო, თუ არადა საიტს მაინც ანამუშავებთო მემგონი, ვაფშე სავარჯიშოდ უნდათ პროგრამირებაში და რაღაცეებში, მაგრამ მე მაწყობს, პრინციპში.
ჩემი ინტერსი: ილუზიები ფინანსურ შემოსავლებთან, რათქმაუნდა, არ მაქვს. საიტი უმოქმედო არის და მაწყობს თუ ასუნთქებენ., სხვა ინტერესი, ამ ეტაპზე ნოლი!
მათი ინტერესი: ამბობენ რომ დაინტერესებული არიან დომენის გამო და მოქმედი ასაკიანი ვებგვერდის გამო. მოკლედ,... არ მაინტერესებს რის გამო აკეთებენ
რა დახმარებისთვის მოგმართავთ თქვენ იურისტებო.
რეგისტრაცია გე გამორიცხავს დომენის დროებით გადაცემას და ა.შ. არც მე მაწყობს, პრინციპში. ახლა წარმოიდგინეთ ვცხოვრობდი ჩემთვის მშვიდად, თAვისტკივილის გარეშე და ახლა: ან საიტის მოდერაცია უნდა ვაკეთო და ყოველდღე კონტეტნს ვუყარაულო და ვიღაცის ნაჯღაბნი ვიკითხო. ან ვიჯდე და ვინერვიულო ვიღაცამ იქ რამე კანონსაწინააღმდეგო არ დადოს, არ ჩაიდინოს და ა.შ. რადგან ყველაფერი ჩემს სახელზეა.
დამეხმარეთ ხელშეკრულების ძირითადი ჩონჩხის მოფიქრებაში, თუ ასეთი საერთოდ შესაძლებელია. თქვენ უფრო გეცოდინებათ შესაძლებელია თუ არა ასეთი ხელშეკრულების დადება და შედგენა, რომ ყველა კანონდარღვევაზე და ასევე წარმოშობილ ფინანსურ ვალდებულებებზე პასუხისმგებელი არიან ისისნი და არაფრით არ შემეხება მე.
მადლობა წინასწარ!
|