10.Black Sabbath - Heaven and Hell (Live Black and Blue 1980)
https://www.youtube.com/watch?v=yOmm0hUHfwAარანაომრალური კომპოზიცია, განსაკუთრებით ამ ლაივში. დიოს საოცრად ლირიული, ამვადროულად ველური და ბნელი მძლავარი ვოკალი მთელი იმპროვიზაციებით გრანდიოზული კომპოზიცის ფონზე, ნამდვილი მისტიკა. რაღაც სამსხერპლოს ბნელი რიტუალი.
9. Queen - Bohemian Rhapsody
https://www.youtube.com/watch?v=N0dbGGvsjf8ქვინის შემოქედების მოყვარული არ გახლავართ. მირჩევნია ძველები ბევრად, მაგრამ ფრედის არ აღიარება და ამ კომპოზიციის არ ივარგებს.
8. Pink Floyd - Shine On You Crazy Diamond
https://www.youtube.com/watch?v=VyLY8YDWzrQარაფრის თქმა არ ღირს. უბრალოდ უნდა მიყვე და ჩაიძირო.
7.Rainbow - Catch The Rainbow / Live in Munich 1977
https://www.youtube.com/watch?v=j9B-71eVa6Mამას რომ ვუსმენ და შემდეგ იმას რაც დღეს იქმნება უბრალოდ მეცინება. ეს არის ხელოვენება, მაგია, ჯადოქრობა. მუსიკით გადმოცემული ზეციური ზღაპარი, ძილის წინ კი ნამდვილი ნანა.
6.The Doors - The End
https://www.youtube.com/watch?v=6FMGYycBAMUშამანური ტექსტი და კომპოზიცია. მელანქოლია, სიღრმე, ეგზისტენციალზმი და შეშლილი სოლისტი. ლეგენდარული ჯგუფი, ადამიანი და კომპოზიცია.
5.Led Zeppelin - Stairway to Heaven
https://www.youtube.com/watch?v=xbhCPt6PZIUლეგენდარული შედევრი
4. Deep Purple Child in Time Live Live 1970
https://www.youtube.com/watch?v=I02Db3aQXdwრა უნდა თქვა. ჯერ მარტო ლორდი ორღანით რა შესავალს უკეთებს. სადრაც წყვდიადში და შეუცნობელში მიგაქროლებს. შემდეგ რა ვოკალია. ნამდვილი ბულბული უმაღლეს რეგისტრში. და შემდეგ უცაბედად რიჩი ბლექმორის სოლო ქარიშხალივით იჭრება და როგორ აწყნარებს ამ სტიქიონს ლორდის შეუცნობელი ორღანი და შემდეგ კვლავ ბულბული უმაღლეს რეგისტრში. კომპოზციური აგებილებით შედევრი.
3.Led Zeppelin: Dazed and Confused 5/24/1975
https://www.youtube.com/watch?v=bCKqlVU99rkეს კომპოზიცია კი ნანმდვილად არ არის ადამინების დაწერილი. სცენაზე დემონები დგანან. არაადამინური. მოკლედ შეიძლება ასე უწოდო. გინდა გიტარა და გინდა ხმა. პლანტი რეებს აკეთებს. აღმოსავლური მოტივებიდან დაწყებული რიღათი აღარ დამთვარებული. პეიჯის რიფი კი ერთერთი გამორჩეული მუსიკის ისტორიაში. ოღონდ ცოცხლად, სცენაზე.
2.Rainbow - Stargazer
https://www.youtube.com/watch?v=rVXy1OhaERYყველაზე ეპიკური კომპზიცია როკის ისტორიაში. ნამდვილი რელიგიური ექსტაზი. წინასწარმეტყველი პოეტური და საოცრად მჭექარე გვრგვინვას გავს მაგიური მუსიკის და სოლოს ფონზე. ბლექმორის სოლო არის ჯადოქრობა. ტექსტი შედევრი.. დიოსა და ბლექმორის ნამდვილი გარღვევა...
1. Led Zeppelin - Kashmir
https://www.youtube.com/watch?v=hW_WLxseq0oროკის ღმერთების ნამდვილი გვირგვინი როკ ისტორიას. დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობის შდევრი მუსიკაში როგორც ლეონარდოს ტილოები ფერწერაში. შეუცნობი, ღვთიური, დახვეწილი, სრულყოფილი. პლანტის ბოლო ვოკალური აფეთქება ყველაზე დიდი ვოკალური გამოვლინება რაც ყოფილა. ნამდვილი ბობოქარი პოეტური გვრგვინვა და პეიჯის შემზარავი რიფის კომპზიციის დასასრულს.