საქართველოს განათლების სისტემის მთავარი პრობლემა განათლების სამინისტროა, სახელმწიფო ზედმეტად ერევა მასში. იგი ადგენს წიგნებსაც, საგნებსაც, საათებსაც და პრიორიტეტებსაც თავად ქმნის. ქვეყანაში 2000-ზე მეტი სკოლაა, უმეტესობა საჯარო. როგორ შეიძლება ერთმა ორგანომ გადაწყვიტოს რა იქნება ასი ათასობით ბავშვისთვის პრიორიტეტი 12 წლის შემდეგ? როგორ შეიძლება მხოლოდ ერთი ინსტიტუტის იმედზე იყოს ქვეყანა, რომ არიქა იქნებ რამენაირად დაემთხვეს ეს უნარები იმ უნარებს რაც ათწლეულის მერე იქნება საზოგადოებაში მოთხოვნადი!
მარაზმია სრული, სკოლები უნდა განცალკევდეს ამ წურბელა ინსტიტუტისგან, უნდა გახდეს უმეტესობა კერძო. ინდივიდებმა უნდა გადაწყვიტონ რისი სწავლაა მათთვის პრიორიტეტი, იქნებ ვინმეს ძლიერი მათემატიკის სწავლა სურს? ბაზარი ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ვინმე ფულის შოვნის მიზნით შექმნის ისეთ სისტემას, რომელიც ასეთ მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლის კვირაში ორჯერ, სამჯერ ან რამდენჯერმე, გააჩნია მოთხოვნას, ხოლო ვისაც ტექნიკური საგნები უჭირს და ხელოვნება იზიდავს, რომელიმე თქვენგანი ადგება და შექმნის ისეთ სკოლას სადაც მუსიკას ასწავლიან, ოღონდ არათუ წიგნით, ექნებათ ინსტრუმენტებიც, კომპიუტერული მუსიკის შესწავლის კურსებიც (ვერ წარმოიდგენთ რა იოლია ამ მუსიკით დღეს პოპულარობად და ფულის შოვნა, ამიტომ რატომ არ უნდა ვასწავლოთ მათ ვისაც სურს?).
არ უნდა იდგეს ერთი ინსტიტუტი განათლების სათავეში, მშობლებმა იციან ყველაზე უკეთ თუ რისი ცოდნა დაჭირდებათ მათ შვილს, ბოლოს და ბოლოს ისინი აჩენენ და მათი ნებაა რას ასწავლიან, ზოგი აუდგამს ფეხს თანამედროვე გამოწვევებს ზოგი ვერა, მაგრამ იმის შიშით, რომ ზოგიერთი მშობელი სრულ მარაზმს ასწავლის შვილს (რისი უფლებაც აქვთ), ყველა სკოლა ერთი დაკონსერვებული ვადა გასული თევზი არ უნდა იყოს... ცოდნის გაცემა ადამიანური ინსტინქტია, ამას ვაკეთებდით არსებობის დღიდან. სოკრატე ათენის ქუჩებში მიდიოდა ხალხთან და ეკამათებოდა, მსჯელობდა მათთან ერთად და ასე გასცემდა ცოდნას... ყველა ინდივიდს თავისი უნიკალური მეთოდი აქვს სწავლების. ხოდა ბაზარმა (ანუ ხალხმა) გადაწყვიტოს ვის როგორ ასწავლოს, მშობლებმა კი თავად აარჩიონ თუ რისი ცოდნაა მათი შვილისთვის უკეთესი
მე დარწმუნებული ვარ როგორ სკოლაზეც გავაკეთებდი აქცენტს რათა ჩემს ჩვილს 10 წლის მერე 24 საათი უსაქმურობის გამო ქუჩაში არ ებირჟავა. დარწმუნებული ვარ თქვენც და ნებისმიერმა ჩვენგანმაც იცის.
There are no facts, only interpretations.