Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > დამეხმარეთ


Posted by: მარიო-ბალოტელი 16 Nov 2018, 18:13
ბიჭებო გოგონებო! დამეხმარეთ სად შემიძლია ვიყიდო სუფთა ნატურალური ძროხის ხორცი სოფელში? ბავშვებისთვის მინდა. ბაზარში ნაყიდი არვიცი მაინც ვერ ვენდობი. მადლობა წინასწარ.

Posted by: fermina 16 Nov 2018, 18:43
მარიო-ბალოტელი
ბაზარში არც გირჩევ, ჯერ მარტო საშინელი სუნი დგას ხოლმე.

მაგრამ როგორც წესი, არის კარგი უბნის მაღაზიები, სადაც ახალი ხორცი აქვთ ხოლმე.

მაგალითად, ვაჟაზე ძეგლთან კახელების მაღაზიას ვენდობი.

თუ მაინცდამაინც სოფელში გინდა იყიდო, მუხრანში დადის ერთი ჩემი ნათესავი და იქ ყიდულობს ხოლმე.

Posted by: მარიო-ბალოტელი 16 Nov 2018, 18:49
QUOTE (fermina @ 16 Nov 2018, 18:43 )
თუ მაინცდამაინც სოფელში გინდა იყიდო, მუხრანში დადის ერთი ჩემი ნათესავი და იქ ყიდულობს ხოლმე.

დიდი მადლობა. მირჩევნია მუხრანში ვიყიდო ვიდრე ბაზარში. მაინც სოფელია. ორი შვილის დედა ვარ და ვნერვიულობ ხოლმე ყველაფერზე.

Posted by: elchi 16 Nov 2018, 19:44
რჩევების თემა აპინულია, რა საჭიროა ახალი თემის გახსნა?
იკითხეთ იქ, თუ რაიმე გაინტერესებთ.

Posted by: nia4u 17 Nov 2018, 02:12
მარიო-ბალოტელი
მუხრანში ყიდულობს ნახევარი თბილისი,
ოღონდ ეს მუხრანი არის უზარმაზარი სოფელი და
200 ხორცის ჯიხურია, თითქმის ყველა ჭიშკართან,
თან მანდაც გავაჭრებულები არიან
და ზუსტად თუ არ იცი ვისთან იყიდო, იქაც შეიძლება რამე შემოგატყუონ...
მე მაინც რომელიმე სანდო მაღაზიას გირჩევ თბილისშივე,
სადაც შემოაქვთ ახალი და შემოწმებული ხორცი,- ბეჭდით და საბუთებით...
რომელ უბანში ხარ? გლდანში და თემქაზე შემიძლია გირჩიო smile.gif
ან გაიკითხე ნაცნობ-მეზობლებში სად ყიდულობენ...

Posted by: <<Innamorata>> 17 Nov 2018, 02:32
ვაკეში ყიფშიძეზე "მით ბოქსი" ყოველთვის საუკთესო ხორცი აქვთ..

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)