პირველ რიგში, კრიტიკოსების ისე და ასე. არ იყო ცუდი, პირიქით. საკმაოდ შთამბეჭდავი და კარგი.
ის რაც შეცვალეს, არ გამტყდომია. ერთი უმნიშვნელო რამის გარდა: გარონა სხვა ვითარებაში კლავს მეფეს და, ჩემი ქმრის აზრით, ასე უფრო ამაღელვებელი და დრამატული გამოვიდა: სად გულდანი რომ მართავს გარონას და სად თავად რომ დგას არჩევანის წინაშე და ლეინის ფსიქოლოგიური 'ზეწოლით". ხოდა, ცოტა გული დამწყდა :დდდ მაგრამ ბოლო ისე იყო, როგორც უნდა იყოს, ასე რომ ეს უმნიშვნელოა.
ასევე გულისამაჩუყებელი იყო დუროტანის ოჯახური ამბები, ანდუინისა და მისი ვაჟის ურთიერთდამოკიდებულება, მედივის შინაგანი ბრძოლა და აი აქ, ვთვლი რომ იჭედება. ანუ, მედივი, როგორც პერსონაჟი კარგად ჰყავთ გამოყვანილი, მისი მისიაც თამაშისეულია, ოღონდ ბოლომდე არაა ახსნილი სარგერასი როგორ და როდის ჩაუსახლდა და ვისაც არ უთამაშია, ვფიქრობ ცოოოტა გაუგებარი იქნება. თუმცა მეორე მხრივ, შეიძლება "ნიხვატკა" დაუტოვოს და მეორე ფილმის მოლოდინად აქციოს. ალბათ ეს ჰქონდათ გათვლილი. თან მედივის დედა აჩვენეს. ასევე გამიკვირდა, გულდანი ხომ ვარლოკია? იყენებს სოულ დრეინს. მედივი კიდე მეიჯი და ვერ უნდა იყენებდეს წესით. ხოდა როცა გამოიყენა მედივმა სოულ დრეინი (იქ ტყეში შეტაკებისას), რატომ არავის გაუჩნდა კითხვა, გამიკვირდა. ხადგარიც სხვა რამემ დააეჭვა და არა ამან. თუმცა ის რამაც ხადგარი ეჭვებში ჩააგდო, არანაკლებ არგუმენტირებულია. რავი, ვითომ მომეჩვენა? მეშლება რამე? აი რომ ნახავთ, მაინტერესებს რას ფიქრობთ
მოკლედ, მედივი არ წყევლის ხადგარს, ისე კვდება, ვაბშემც, ხადგარი მომეწონა მე. კი, ხადგარი კლავს მედივს, მაგრამ ცოოტა სხვანაირად.
მსახიობები მართლა კარგად არის არჩეული, ოღონდ ცოტა ანდუინის მსახიობი მომეჩვენა მატრაკვეცად, თუმცა ეს უკვე გემოვნების ამბავია. არის წვრილმანი ცვლილებები, მაგრამ კარგად ჯდება. დაჟე ბოლოს, შავხელასა და ანდუინის დუელიც. მედივის ზემოაღნიშნული მომენტის მიუხედავად, სიუჟეტი შეკრულია.
100% მჯერა რომ მეორე ნაწილი იქნება სუპერ, დაჟე მეჩვენება რომ ვიცი როგორც გააგრძელებს.
ვიზუალური მხარე კარგი იყო, მუსიკაც კარგად იჯდა.
გამიხარდა მურლოკის გამოჩენა, ელფები, დრაენები, სფელები კარგი იყო..
ოო, ყველაზე მთავარი: ორკული საუბარი. აუუ, აი ისე მესიამოვნა ეს მომენტი, ვერ წარმოიდგენთ.
ანუ, სადაც ორკები ერთმანეთში საუბრობენ, იქ ცხადია ინგლისურია, მაგრამ სადაც ორკი და ადამიანი ფიგურირებს, იქ ნაჩვენებია რომ ორკებს თავისი ენა აქვთ, ადამიანებს თავისი, და ცნობილი: loktar ogar-იც გაისმა.
ხო, მგონი მოვრჩი დასპოილერებას, ერთს ვიტყვი, 10დან 8.5-9ს ვუწერ და მიხარია რომ ალიანსელი ვარ
For the Alliance! for Azeroth!
პ.პ.ს. აუ, ცხვრად გადაქცევის მომენტიც იყო, ლოლ, როგორ გამომრჩა.. ამაზე ავცქმუტდი :დდდ