არ მოვჭამდი, დროში გავივილიდი.
ყველა იმ ადამიანს ვნახავდი, ვინც მენატრება, ვისი ნახვაც მჭირდება, ჩავეხუტეოდი და დაველაპარაკებოდი.პრინციპში, მეტი არც არაფერი, სხვა უკვე წვრილმანებია.
რამე ჯურღმულ კლუბს გავჩითავდი, სადაც 2 დღე-ღამე გადაბმულად ვიცეკვებდი და დავიდრაგებოდი.
ვინმე შეშლილ და დიდ, წვეტიანცხვირა, ხელოვან ბიჭს გავჩითავდი, ვთხოვდი ტანგო გვესწავლა და სიკვდილის წინ ვიცეკვებდით ტანგოს
ლამაზ, მცირე დარბაზში, ღვინის ფონზე. იქ მოვიწვევდი ჩემთვის საყვარელ ადამიანებს და დავემშვიდობებოდი.
მითითებებს დავუტოვებდი სად და რა ფორმაში დავეკრძალე, სვანეთის მთებში, (არანაირი ობშეჟიტური სასაფლაო !) სპილოს ძვლის ფერ კაბაში,
ატმისფერ "ბალეტკებში", დაწნილი თმით, მარგალიტის ყელსაბამით, ჩემი საყვარელი სუნამოთი. კუბოს გარეშე და გაუთლელ ქვაზე
ამოსვირინგებული მხოლოდ სახელი, როგორც ეს ნათლობის და ბებიას სახელია "თამარა". აჰ, და ბებიას ხატი ჩამაყოლონ კიდევ, უძველესი, თამარ მეფის ხატი.
ასევე, მშობლებს ვეტყოდი, ჩემს სახელზე გოგონა გამოეყვანათ ბავშვთა სახლიდან, დაერქმიათ ჩემი სახელი და გაეზარდათ შვილივით.
ორ კვირაში ჩავეტეოდი.
პ.ს. დასამარხი კაბის და ბალეტკების ფერები გადავანაცვლე, კაბა - გაცრეცილი ატმისფერი, ბალეტკა - სპილოს ძვლის ფერი.
ღმერთო ჩემო, იმედია არ ვკვდები და სიკვდილის წინა ამოჩემება არაა ეს. მაგრამ, ვინც მიცნობთ და გაიგეთ, რომ მოვკვდი, ჩემებს ეს პოსტი დაულინკეთ რა.
მე ვერ ვეტყვი, იფიქრებენ, რომ გავრეკე ან ვწინასწარმეტყველებ, რაზეც ინერვიულებენ და აურა დაუზიანდებათ ჩემს გამო და სულ ტყუილად.
რადგან იმის შანსი უფრო დიდია, რომ გავრეკე, ვიდრე ვწინასწარმეტყველებ. მე ჯერ ვერ მოვკვდები, ჯერ უნდა აღვსრულდე და განვხორციელდე.
აუ ხო, ხო?!
ეს ფერი უკეთესია
This post has been edited by Estrella on 23 Apr 2017, 15:00
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Slow down a little.