Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > თბილისი > თბილისის ავტობუსები - IX ნაწილი |
Posted by: vatman 25 May 2019, 22:43 |
წინა თემები: https://forum.ge/?f=51&showtopic=33810598&st=0 https://forum.ge/?f=51&showtopic=33855967&st=0 https://forum.ge/?f=51&showtopic=33995379&st=0 https://forum.ge/?f=51&showtopic=34265031&st=0 https://forum.ge/?f=51&showtopic=34605569 https://forum.ge/?f=51&showtopic=34868830 https://forum.ge/?f=51&showtopic=35014194 https://forum.ge/?f=51&showtopic=35080650&st=0 ინფორმაცია: ოფიციალური ვებ-გვერდი http://transit.ttc.com.ge/ სასარგებლო ბმულები: ავტობუსები რეალურ დროში (online), ტაბლოს მონაცემები, მარშრუტების სია, მგზავრობის დაგეგმვა და ა.შ. http://transit.ttc.com.ge/?page=schedule სამგზავრო ტარიფი, ფასდაკლებები და შეღავათებით მოსარგებლე კატეგორიები http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=54 ჯარიმის გადახდა ინტერნეტით http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40 ცნობები: თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ავტობუსი დაემატა 1933 წელს, რომელიც საწყის ეტაპზე, დღეში ხაზზე მხოლოდ 5 ავტობუსი მოძრაობდა და მისი სიგრძე დაახლოებით 10 კილომეტრი იყო. ავტობუსების რაოდენობა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა თავის პიკს მიაღწია 80 წლებში. 90 წლებში იწყება ავტობუსების ქსელის დეგრადაცია, და ფაქტიურად მისი მთლიანად გაუქმება, რამდენიმე ხაზის გამოკლებით. თბილისის ავტობუსების სისტემის განახლება (თავიდან გაკეთება) 2004 წლიდან დაიწყო როდესაც პირველი ჰოლანდიური DAF-ის მეორადი მოხმარების ავტობუსების პარტია ჩამოვიდა. შემდე პირველი მცირე რაოდენობა უკრაინული Bogdan A092 ჩამოვიდა. 2006 წელს ჰოლანდიური ავტობუსების მეორე პარტია მიიღო მერიამ. 2007 მერიამ გამოაცხადა ტენდერი 510 ახალი ავტობუსის შეძენაზე (360 პატარა 150 დიდი). ტენდერში კორპორაცია ბოგდანმა გაიმარჯვა და თბილისის მერიას 360 Bogdan A092 და 150 Bogdan A144.5 მიაწოდა. 2010 წელს თბილსში 6 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ DAF-ების ერა დასრულდა. უმრავლესობა ჩამოიწერა ნაწილი თავდაცვის სამინისტროს გადასცეს. მანამდეც ჩამოიწერა გარკვეული რაოდენობა, ზოგი დაიწვა ზოგს ავარია მოუვიდა და ა.შ. ასევე მოხდა მაშრუტების დიდი ნაწილის შემოკლება, ასევე რამდენიმე მაშრუტი გაუქმდა. 2011 წლის სიახლე არის გაჩერებებზე ტაბლოების დამონტაჟება. პირველ ეტაპზე თბილისში ასეთი 450 ტაბლო დამონტაჟდა. ყველა ავტობუსი აღჭურვილია GPS სისტემებით, რომელიც მათ ადგილმდებარეობას განსაზღვრავს. ინფორმაცია გადაეცემა სერვერს, რომელიც ამუშავებს მას და იმის მიხედვით როგორია მარშრუტი საშუალო მოძრაობის სიჩქარის გათვალისწინებით, ითვლის დროს, როცა ავტობუსი გაჩერებას მიაღწევს დროის განსაზღვრა ხდება ავტობუსის მიერ გადაცემული ინფორმაცის მიხედვით–სად იმყოფება იმ მომენტში დ რამდენი მანძილი დარჩა გასავლელი. დავუშვათ, მოცემული ინფორმაციით ავტობუსი ერთ–ერთ გაჩერებაზე უნდა მივიდეს 15 წუთში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალაქში 90–წამიანი შუქნიშნები გვაქვს, რომელიც ადვილი შესაძლებელია დაკეტილი დახვდეს ავტობუსს, ის უკვე ვეღარ შეძლებს ზუსტად 15 წუთში დანიშნულების ადგილზე მისვლას. თუმცა ჩვენი გამოცდილებით ავტობუსის მოძრაობის საშუალო სიჩქარე ზოგადად ემთხვევა ნაკადის საშუალო სიჩქარეს და ძალიან დიდი ცდომილება, რაც ადამიანების სერიოზულ უკმაყოფილებს გამოიწვევდა, ჯერჯერობით არ მიგვიღია. რაც შეეხება ხარვეზებს, ეს უფრო ადრე იყო, როცა საცდელი 20 ტაბლო გავუშვით. ბევრი რამის შეცვლა და გათვალისწინება მოგვიწია, რასაც მანამდე საჭიროდ არ ვთვლიდით. მაგალითად, ავტობუსი საწყისი პუნქტიდან გასვლას აგვიანებს, შესაბამისად შუალედურ გაჩერებაზე მისვლის დრო იცვლება; ან ქალაქში საცობია, რაც მოძრაობას აფერხებს. ამგვარი შემთხვევებისთვის საჭირო გახდა ალგორითმების შექმნა, რომელიც მსგავსი სიტუაციებიდან გამოსავალს იძლევა. http://www.navigator.ge/ArticleView.aspx?Id=1106 2012 წელს დაინერგა SMS სერვისი, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს გაიგონ მარშრუტის მოსვლის ფაქტიური დრო ნებისმიერ გაჩერებაზე (მათ შორის სადაც ტაბლო არ არის დამონტაჟებული). სერვისი კომფორტულია იმ კუთხითაც, რომ გაჩერების ნომრის ცოდნის შემთხვევაში, მოსვლის დროის გაგება შეიძლება გაჩერებაზე მისვლამდეც, სახლიდან გაუსვლელად. ასევე შეიქმნა სატრანსპორტო აპლიკაციია მობილური ტელეფონებისთვის, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომლის მიღებაც შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდიდან: მგზავრობის დაგეგმვა, ავტობუსი რეალურ დროში, ინფორმაცია გაჩერებების შესახებ, მარშრუტების მოსვლის დრო რეალურ დროში, განრიგები და ა.შ. ასევე მოხდა თბილისის ავტობუსის მარშრუტების, გაჩერებების და განრიგების ინფორმაციის ინტეგრაცია Google-ს სისტემაში (Google Transit), რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მგზავრობის დაგეგმვა, მარშუტების და გაჩერებების შესახებ ინფორმაციის მიღება Google-ს რუკაზე (Google Map). 2013 წლის შემოდგომაზე, თბილისის მერიამ დედაქალაქში ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, მაგრამ ტენდერის შედეგები გააუქმეს. ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტებმა ვერ დააკმაყოფილეს ტექნიკური დოკუმენტაცია და გამოეთიშნენ. საპასუხოდ მათ გაასაჩივრეს შედეგები. საბოლოოდ მერიამ, საკრებულოს ზეწოლით გააუქმა ტენდერი. 2015 წელს EBRD-მა გამოაცხადა ახალი ტენდერი 143 ავტობუსის შესაძენად: 12 მეტრიანი, 100% დაბალ იატაკიანი, ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავით. ტენდერი დასრულდა 2016 წელს და გაიმარჯვა MAN Truck & Bus AG. 2017 წელს MAN Truck & Bus AG თბილისს აჩუქა კიდევ ერთი ავტობუსი. შესაბამისად მანის ავტობუსების რაოდენობა შეადგენს 144. 2016 წლის 26 მაისს სტამბულის მერიამ თბილისს საჩუქრად გადასცა 5 ცალი მეორადი მერსედეს კონექტოს მარკის ავტობუსი. თავდაპირველად მოძრაობდნენ ღამის 137 მაშრუტზე, შემდეგ გადავიდნენ 85 მაშრუტზე. ამჟამად აღშნული ავტობუსები არ მუშაობენ 2017 წელს გაიხსნა ახალი ავტობაზა დიდ დიღომში, სადაც გადავიდა მე-2 ავტობაზა ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიიდან. ავტობაზა გათვლილია 377 ავტობუსზე: http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&se...35&info_id=3097 2018 წელს თბილისის ბიუჯეტის სახსრებით შედგა ტენდერი 90 ცალი, 10 მეტრიანი ავტობუსების შესაძენად. გაიმარჯვა შპს "თეგეტა თრაქ ენდ ბასი", რომელიც წარმოადგენს MAN Truck & Bus AG ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. ავტობუსის მოდელი MAN Lion city A47. ამჟამად ჩამოვიდა მხოლოდ 50 ავტობუსი და დადიან ჯერ მხოლოდ N85 და N95 მაშრუტებზე. 27 მაისიდან ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავი, ძველი ავტობუსები. N50-ზე - რვა ერთეული, N55-ზე - ათი ერთეული და N71-ზე - ცხრა ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. დანარჩენი 40 ავტობუსის ჩამოსვლის შემდეგ 10 მეტრიანი მანის ავტობუსები გადანაწილდება შემდეგ მაშრუტებზე: N3, N15, N33, N54 და N79 ავტობუსების მიწოდება დაიწყება თებერვალში და ამჟამინდელი მონაცემებით დასრულდება 2019 წლის ნოემბერში. 2018 წლის ნოემბერში გამცხადდა ტენდერი 220 8 მეტრიანი ავტობუსების შესაძენად. 2019 წლის მაისის მდგომარეობით გაიმარჯვა შპს "ჯითი მოტორსმა", რომელმაც უნდა შემოიყვანოს Isuzu Novo city life. ხელშეკრულება გაფორმებულია 24 აპრილს, მიწოდება უნდა მოხდეს 8 თვის განმავლობაში ეტაპობრივად დამატებითი მონაცემები თბილისის ავტობუსის შესახებ: ავტობუსების მაშრუტები 1986 წლის მდგომარეობით, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ პოსტში: https://forum.ge/?showtopic=35080650&view=findpost&p=54687066 სსიპ "საქართველოს ფუჭი და გამოუსადეგარი ინფორმაციის ეროვნულმა სააგენტოს" მაშრუტების ისტორიის ბაზის საწყისი ეტაპი: https://forum.ge/?showtopic=35080650&view=findpost&p=54687793 სსიპ "საქართველოს ფუჭი და გამოუსადეგარი ინფორმაციის ეროვნულმა სააგენტოს" მოანცემები ავტობუსები მაშრუტების მიხედვით: https://forum.ge/?showtopic=35080650&view=findpost&p=54671144 |
Posted by: Kublicha 25 May 2019, 22:59 |
vatman ამ თემაში მომელოცოს 100 ცალი თორმეტმეტრიანი cng, 100ცალი თორმეტმეტრიანი EV და 57 ცალი 18 მეტრიანის ტენდერების გამოცხადება და ხელშეკრულების გაფორმება. ასევე ისუზუებიდან ერთ 50-60 ის ჩამოსვლა და ხაზებზე გასვლა. ასევე ფაშისტისთვის მიგველოცოს ხაზზე დანიშვნა. (ოღონდ არა 78ზე) ასევე 5-6 დიდ ქუჩაზე ბასლეინის დახაზვა ასევე 1 ბაზის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება ასევე 2 ცალი ვანჰულის ჩამოყვანა სატესტოდ |
Posted by: forum-ge 25 May 2019, 22:59 |
მერიის ხალხი სულ იმეორებენ წლის ბოლოსთვის სრულად ჩანაცვლდება ბოგდანებიო და საინტერესოა როგორ აპირებენ? ამ ეტაპზე რა ტენდერებიც ჩატარდა აშკარად არასაკმარისი რაოდენობაა. ნახევარი წელში მოასწრებენ დანარჩენზე ტენდერსაც და შემოყვენასაც? მით უფრო 8 მეტრიანების ტენდერის გაწელილ ვადებს თუ გავიხსენებთ. |
Posted by: ქაფქიანა 25 May 2019, 23:34 | ||||
ლურჯი და მწვანე მანების ფოტოები არ უნდა იყოს პირველ პოსტში? Kublicha
აი ეს ჯღანი რიცხვი საიდან მოვიდა, ერთი გამაგებინა. ყოფილიყო 60, დაშავდებოდა რამე?
იმედია, ეგ არ მოხდება და ჯღანი, მეიდინჩაინა ვიზუალი არ იქნება აქ. |
Posted by: beka331 25 May 2019, 23:44 |
ასეთი მდგომარეობაა |
Posted by: vatman 26 May 2019, 00:13 | ||||
ქაფქიანა
ჩასწორდა სურათების ლინკები
რას ერჩი სრულიად ბელგიურ ბრენდს? |
Posted by: ქაფქიანა 26 May 2019, 00:17 |
vatman ვიზუალს. საქმეც მაგაშია, რომ ევროპული ბრენდია და იაფფასიანი, ჩინური მაძუნგალა ვიდი აქვს. |
Posted by: Kublicha 26 May 2019, 01:20 |
ის რაღაც კრილო-კალპაკები მოაშორონ და დაემსგავსება რაღაცას |
Posted by: ქაფქიანა 26 May 2019, 07:25 |
Kublicha არამხოლოდ. ცხვირი აქვს სრული კატასტროფა. |
Posted by: MANMUS 26 May 2019, 07:52 | ||||
ფიქსირ
პირველი შემთხვევაა რო? 143 მანი შეუკვეთეს თავიდან ყოფილიყო 145 ან 150 * * *
ძალიან ბევრი გაუქმდა |
Posted by: experto 26 May 2019, 08:38 | ||
ის "მეორადი მოხმარების" ავტობუსები იმ დროისთვის იყო როგორც ახალი მერსედესი ძველი ჟიგულების გარემოცვაში! მანამდე ასეთებიც კი არ იყო და ხალხი დაყავდათ როგორც ნახირი ვენახში! იმ ბიუჯეტით რაც შევარდნაძის რეჟიმმა დაუტოვა ქვეყანას ეს იმ დროისთვის ძაან დიდი მიღწევა იყო ! იმის მერე ბიუჯეტი განვითარდა მარა რატომღაც ისევ ევროკავშირი გვეყმარება ავტობუსების შეძენაში იმ დროს როდესაც 1 წლის პრემია-დანამატების ფულით სავსებით შესაძლებელი იყო მთელი ავტო-პარკის შეცვლა მარა ისევ ვემათხოვრებით ევროკავშირს და მერე თავს ვიწონებთ ახალი ავტობუსებით! |
Posted by: Kublicha 26 May 2019, 09:26 |
ისე არ ვიცოდო რომ ეს 90 მანი ჩვენი რესურსებით ვიყიდეთ და არა იბიარდის სესხით. ამ თემაში ჩემთვის ეგ სასიამოვნო აღმოჩენა იყო ისუზუებზე როგორაა ეგ საქმე? |
Posted by: MANMUS 26 May 2019, 10:12 | ||
Kublicha
ეგენიც ჩვენი ბიუჯეტითაა ნაყიდი * * * რატომღაც არამგონია მერსედესები დასაჭრელად გაიმეტონ |
Posted by: Mick-el-Angelo 26 May 2019, 13:01 |
გილოცავთ ახალ თემას, ვუერთდები Kublicha-ს კეთილ სურვილებს, და დავამატებ რომ კიდევ ბევრი კაი ამბავი გაგვეგოს ამ თემის აქტიური იუზერებისგან. ახალი მარშრუტები მოგველოცოს ერთმანეთისთვის, ახალი ბუსები და მრავალი სხვა რამ. კაი ხალხია აქ შეკრებილი, მადლობა ყველას, ვინც შემოდის და გვიზიარებს ამბებს, თავის აზრებს. ძალიან საინტერესოა, და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო საინტერესო გახდება ჩვენი საყვარელი განყოფილება ამ ფორუმზე. მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი!!! მეტი ბას ლეინი!!! ტრამვაი ქალაქს!! ნაკლები მარშრუტკა!!! წინ ამხანაგებო, ნათელი სატრანსპორტო მომავლისაკენ!!! Make Tbilisi Public Transport Great Again!!! |
Posted by: rommel 26 May 2019, 13:07 | ||
|
Posted by: ფაშისტი 26 May 2019, 13:42 |
უკეთეს თბილისს გისურვებთ! ამ თემაში ჩემი გამოცდის ჩაბარება მოგელოცოთ ბიჭებო. |
Posted by: MANMUS 26 May 2019, 14:19 |
ფაშისტი აუცილებლად, იმედია მალე გიხილავთ ხაზზე |
Posted by: SESH 26 May 2019, 15:03 |
ახალი თემა კაია ......................................................... |
Posted by: AUTОCRAT 26 May 2019, 15:08 |
ტეხავს ახლები რომ CNG არ არის, როგორც ჩანს მსხვილი კუში შესდის ვიღაცას საწავის გაყიდვისგან CNG როგორმე ცოტა დიდხანს გაუძლებს, მაგრამ ჩვენი "ხარისხიანი საწვავის" გადამკიდე ეს ახლები მალევე გადაიქცევიან ყვითელ მბოლოვ მარშრუტკებად. აგერ ნახავთ ორიოდე წელში თუ ეგენი შავ კვამლს არ აუშვებენ ხოლო CNG ისევ ისეთი იქნება |
Posted by: Datochala 26 May 2019, 16:41 |
რა შუაშია საწვავის გაყიდვა. MAN 10 მეტრიან გაზზე მომუშავე ავტობუსებს არ უშვებს |
Posted by: TramwayMan 26 May 2019, 16:57 | ||
AUTОCRAT
ამ ავტობუსებისათვის სპეიცალურად ყიდულობენ შესაბამის საწვავს. |
Posted by: MANMUS 26 May 2019, 17:02 |
მწვანე მანებზე არ აპირებენ მძღოლის გვერდზე იმ გადაღობვის გაკეთებას წინ ლურჯებში როგორცაა? |
Posted by: რობი 26 May 2019, 17:28 | ||
ალბათ არა თორე თავიდანვე იზამდნენ |
Posted by: ქაფქიანა 26 May 2019, 18:15 | ||
ორმაგად შესახსრული, ანუ 24 მეტრიანების ევროპელი (და არაევროპული გვაშოროს ამონ-რამ) მწარმოებელი სულ ორია, ბელგიური ვან ჰული და შვეიცარიული ჰესი და რომლის ვიზუალი რომელზე საზიზღრობაა, ვერ ჩამოვყალიბდი ჯერ. ერთი იმის იმედი მაქვს, რომ სოლარისი იწყებს ორმაგად შესახსრულებსო, მგონი. ახლა შემოვარდება ტრამვაიმენი და ბოგდანზე უკეთესი არაფერი გენახოსო, მომაწყევლის. მერე ვატმანი შემოვარდება ლუკაშენკო-ლუკაშენკოს ძახილით. ERAMUS მანს რომ ჰქონდეს, რაღას ვილაპარაკებდი ამდენს.
პირიქით, პირიქით. 2020-ის საპარლამენტო არჩევნები ინ ექშენ. |
Posted by: MANMUS 26 May 2019, 18:28 | ||
ბელორუსული ნაგავიღა გვაკლია უკრაინული ხო მოვიშორეთ მანს არ აქვს ორმაგად შესახსრული? სიმართლე რო გითხრა ჯერ სისულელე მგონია 24მეტრიანებზე ფიქრი * * *
ხო მაგრამ 12 მეტრიანები, 18იანებიც შემოსაყვანია მოასწრებენ ამდენს? |
Posted by: ქაფქიანა 26 May 2019, 18:52 |
ERAMUS თუ სამივეზე ერთად გამოაცხადებენ ტენდერს, რა უდგას წინ. |
Posted by: MANMUS 26 May 2019, 19:01 |
12 მეტრიანებზე დიდი პიზდეცი აიწევა განსაკუთრებით 100 ელქტროზე, შემოლაგდებიან ჩინელები, 100 სიენჯიზე თეგეტა არ დათმობს თავისას გაიტანს ამაში დარწმუნებული ვარ, ასევე 18იანებზეც. 24იანბზე კარგად დაჭამენ ერთმანეთს აქ თეგეტა აღარ იქნება სავარაუდოდ. |
Posted by: Kublicha 26 May 2019, 19:29 |
2 ქუჩაზე ივლან 24მეტრიანებიო, ჭავჭავაძეზე და ხიზანიშვილზეო, და 200ცალიო? ლოგიკასთან ახლოა ეხლა ეს? 24მ x200 არის თითქმის 5 კილომეტრი. ანუ პროსტა რო დააყენო, ჭავჭავაძზე არც კი დაეტევა. ეჭვი მაქვს მამუკას შეეშალა და 18მეტრიანი 200ცალი უნდიდა ეთქვა. და თუ ეგრეა ძააან მაგარი ამბავია 200შესახსრული მანი (ან რამე ცნობილი) |
Posted by: ქაფქიანა 26 May 2019, 19:45 |
Kublicha ჭავჭავაძიდან სადმე ხომ იმოძრავებს მერე კაცო. თუ თსუდან ვაკის პარკამდე ავა და ჩამოვა. ეჭვი მაქვს, 51-ე მარშრუტს გულისხმობდა ბატონი მამუკი. მე-14 მარშრუტი მგონია კიდევ 24 მეტრიანობის კანდიდატი. და 21 კიდევ. |
Posted by: MANMUS 26 May 2019, 19:51 |
61, 9, 140, 87 ესენიც შეიძლება |
Posted by: ქაფქიანა 26 May 2019, 20:04 | ||
ERAMUS
ორმაგად შესახსრულების საჭიროება ამ მარშრუტებზე საერთოდ არ არის. ჩვეულებრივად შესახსრულებიც ეყოფათ. |
Posted by: Mick-el-Angelo 26 May 2019, 23:22 |
ანუ ხვალ ველოდებით მწვანეებს ორთაჭალის ხაზებზე? |
Posted by: da_to 26 May 2019, 23:54 | ||
დააკლონ ცოტა და მშვენიერია მერსედესის 21 მეტრიანი Mercedes-Benz Capacity L , ისე ორმაგად შესახსრულის ბოლოში ჯდომა არამგონია სასიამოვნო იყოს .... პრაღაში ვიჯექი მაგათ SOR-ის ერთმაგად შესახსრულში და კუდს ისე იქნევად მოსახვევებში |
Posted by: TramwayMan 27 May 2019, 00:05 | ||||
da_to
ორსახსრიანი მეტად მანევრირებადია.
უკანა ღერი უხვევს. არავინ არაფერს არ იქნევს. |
Posted by: AnthonyMartial 27 May 2019, 08:17 |
ისევ ძველი ბოგდანებია ორთაჭალის ხაზებზე. |
Posted by: Mick-el-Angelo 27 May 2019, 08:57 |
AnthonyMartial კი. მაგარი ხალხია ნამეტნავად ამ ტტც-ში. |
Posted by: MANMUS 27 May 2019, 09:13 | ||
ხვალ იცვლება. |
Posted by: Mick-el-Angelo 27 May 2019, 09:24 |
ERAMUS ამჯერად ზუსტი ინფოა? |
Posted by: ქაფქიანა 27 May 2019, 09:30 |
მეც 28 მაისი მახსოვდა საიდანღაც... .............................. |
Posted by: Mick-el-Angelo 27 May 2019, 09:53 |
ქაფქიანა ნუ თავიდან 23 მაისი იყო. მერე უახლოეს დღეებშიო. 28 რომელიღაცა სტატიაში იყო, ლესელიძეზე ამ დღიდან ივლიანო.ეგეც რამდენად მართალია, ვინ იცის |
Posted by: MANMUS 27 May 2019, 10:05 |
ხვალიდან ლესელიძეზე გაივლიანო მერიის საიტზე ვნახე, თან უახლოეს დღეებშიო ცოტა ხნის წინ მითხრეს, ლოგიკურად ხვალ გამანდებიან. |
Posted by: ფაშისტი 27 May 2019, 11:25 | ||
Kublicha
ვაიმე ეს ეხლა ვნახე "შერაგითხარი" რაააა გულიანად გამაცინე მადლობა რათქმაუნდა |
Posted by: ddchdze 27 May 2019, 14:57 | ||||
ცოლად გამომყვები? .............................................. |
Posted by: Nickboy 27 May 2019, 15:32 |
გასაგებია რომ 85 ხაზს აუქმებენ რეაბილიტაციის პერიოდში, მაგრამ მწვანე ავტობუსებს რას უშვებიან? 87-ს მაინც დაუმატონ... გაუვალი გახდება ვაკე შემდეგი ნახევარ წელი.. რაც შეიძლება მეტმა ავტობუსმა უნდა იაროს მანდ |
Posted by: HCl 27 May 2019, 15:56 |
ისუზუ მე იაპონურები მეგონა და თურქეთში აწყობენ თურმე. ივარგებს? ის მოკლე ბოგდანებიც ისუზუ არ იყო? პესიმისტურად განვეწყე. |
Posted by: GreenWestHam 27 May 2019, 15:57 |
თურქულ ისუზუსაც ჰყოლია აგერ შესახსრულები, მერიამ დადო ფოტოები. მიიღებენ ალბათ ესენიც მონაწილეობას ტენდერში 24 მეტრიანი იქნება ეს, არა? პ.ს. თემას შეუცვალეთ რა სახელი, მე–8 ნაწილი წინა თემა იყო |
Posted by: Kublicha 27 May 2019, 15:59 |
GreenWestHam 18მეტრიანია ეგ, რაც მაგ ფოტოზეა |
Posted by: MANMUS 27 May 2019, 16:04 |
42ზე ქალბატონი მძღოლი დავინახე 87ში პიზდეცი სიცხე იდგა ისეთი რო აღარ შემეძლო შიგ ყოფნა, თან კონდიციონერი ჩართული იყო. |
Posted by: ფაშისტი 27 May 2019, 16:10 |
ERAMUS აუ ყველამ დაიწყო ხაზზე მუშაობა ჩემს გარდა .. ტფუიიი იმ დღეს როცა არ გამიშვეს სამსახურიდან |
Posted by: MANMUS 27 May 2019, 16:12 |
ფაშისტი არაუშავს შენც მალე შეძლებ * * * თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი საზოგადოებრივი ავტობუსების ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯი თი გრუპისა“ და ISUZU-s მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის მიწვევით, ISUZU-ს მწარმოებელ კომპანიას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ და ავტოტრასნპორტის წარმოების პროცესს გაეცნენ. კერძოდ, ავტობუსების საწარმოო ხაზი დაათვალიერეს და თბილისისთვის განკუთვნილი 8-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ტექნიკური პარამეტრები შეაჯერეს, ასევე დაიგეგმა 220 ავტობუსის მოწოდების შესაძლო გრაფიკი. თურქული კომპანია, შეთანხმებული პარამეტრების მიხედვით, ივნისის ბოლოსთვის დაამზადებს ავტობუსის პროტოტიპს და შემსყიდველის თანხმობის შემდეგ დაიწყება 220 ავტობუსის წარმოების პროცესი. თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, თანამედროვე EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა. |
Posted by: Kublicha 27 May 2019, 16:15 | ||
ფაშისტი
რა ნომრებზე დაიწყეს? მიდი ჩააბარე გამოცდა, ნახე რა კანФეტები მოდის, |
Posted by: Guro_ 27 May 2019, 16:17 |
ვერაფერი გავიგე ამ ისუზუს ავტობუსებია რა, რა კომპანიაა ხალხო დაწერეთ. აგერ ვარ ჩეხეთში ისუზუს ქარხანაში ნამყოფი, 16 ერთეულს აწარმოებენ დღეში და 25 გვინდა გაზრდა მოთხოვნა დიდიაო. მის გედქვორტერებთან მქონდა საუბარი და ყველა იტალიელია და სათავო ოფისიც იტალიაშია. რეალურად ძირი იაპონიიდან მოდის. ეს ისუზუები რაც აქ არის, თურქეთში მხოლოდ საწარმო აქვთ თუ ფრენჩიზას ყიდიან პ. ს მე მომწონს ავტობუსები, კარგია საკმაოდ |
Posted by: ქაფქიანა 27 May 2019, 16:24 |
ფაშისტი ყველაფერი კარგად იქნება. ---------------- აუ, ახლა ისუზუები არ შემოგვტენონ 18 მეტრიანებად. |
Posted by: ფაშისტი 27 May 2019, 16:29 |
ქაფქიანა Kublicha ERAMUS აუ ბოგდანის მერე მაგ ისუზუზე რომ აღმოვჩნდები სოკოსავით სისუფთავე.. |
Posted by: Mick-el-Angelo 27 May 2019, 16:30 | ||||
ქაფქიანა
ისე თეგეტა ღირსი კია. სადაა 90 ავტობუსი მაისში? Kublicha
მე არ მომწონს, გადაჭრილივითაა. ზოგადად, 220 ცალი 8-მეტრიანები რად გვინდა, 10-იანები, 12-იანები გვინდა ძირითადად. 8-მეტრიანი 100 ცალიც ამ ეტაპზე საკმარისი იქნებოდა, რელიეფის კუთხით რთულ უბნებში გასაშვებად. მარა პოპულიზმი დიდი ძალაა |
Posted by: rommel 27 May 2019, 16:31 |
ქაფქიანა ხომ თქვეს 18იანები ელექტრო იქნებაო? ისუზუს ყავს მსგავსი? |
Posted by: TramwayMan 27 May 2019, 16:31 | ||
GreenWestHam Kublicha ქაფქიანა მაგ მოდელის ავტობუსებით ვერ შემოვა ტენდერში. ტენდერი გაწერილია მიწოდების ჩათვლით სადაც მოთხოვნილია რომ ამდენი და ამდენი ბუსი უნდა ჰქონდეს მიწოდებული, რაც ისუზუს არ აქვს. შესაბამისად მარტო ამის გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას. HCl
ბოგდანი არის ბოგდანი ისუზუს სატვირთOს ძრავით სხვა არაფერი თან როდინდელი. ეს არის ანადოლუ ისუზუს საწარმო. |
Posted by: Kublicha 27 May 2019, 16:35 | ||
Mick-el-Angelo
220 იც გვინდა და 420იც. ხომ არ გავიწყდება, რომ მარშუტკები ფაქტიურად ორთქლდება. |
Posted by: TramwayMan 27 May 2019, 16:35 | ||
Mick-el-Angelo
რის საფუძველზე გადაწყვიტე რომ არ გვინდა? მარშრუტების რაოდენობა იცი მომავალ ქსელზე და მათი კონფიგურაცია იცი და გადაწყვიტე რომ არ გვინდა თუ? 12, 18 და 24 მეტრიანებს ვიყიდით ამის მერე შესაბამისად 220 ერთეული 8 მეტრიანი სრულიად საკმარისი იქნება წესით გამომდინარე იქიდან რომ 450 ზე მეტი 7.,5 მეტრიანი ბოგდანი გვყავს ანუ გამოდის რომ პატარა ავტობუსების ფლოტი ნახევრდება. შესაბამისად ავტობუსების პარკის ზომა იზრდება არა მხოლოდ რაოდენობაშI არამედ ზომაშიც და ბუნებრივად მეტად გამტარუნარიანია. |
Posted by: ქაფქიანა 27 May 2019, 16:42 | ||
Kublicha
ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში. |
Posted by: MANMUS 27 May 2019, 17:10 |
მარშუტკების მოსაშთობად რამდენი ავტობუსი გვჭირდება აბა დაფიქრდით * * * 1800 ყვითელი ჯაბახანა დადის და ამდენივე დაგვჭირდება დაახლოებით. ამ ფასად კი მოვიდოდა 1 ტრამვაის ხაზი. |
Posted by: Promes 27 May 2019, 17:24 |
ERAMUS მარშუტკებმა დიდი ხაზებზე არ უნდა.იარონ.. მაგ:117 რო ნახევარ ქალაქს კვეთს და აშ.. აი პატარა მარშუტებზე დარჩეს.. |
Posted by: Mick-el-Angelo 27 May 2019, 17:25 | ||||
Kublicha
და მათ ნაცვლად ყველგან 8-მეტრიანი გვინდა? რაღაც არა მგონია. 12-იანი თუ არა, 10-იანი ივლის მშვენივრად თითქმის ყველგან. TramwayMan
რა მარშრუტების კონფიგურაციაც არ უნდა გააკეთო, 8-მეტრიანები ნაკლებად საჭიროა. მცირე გამონაკლისების გარდა, 12-იანი თუ არა, 10-მეტრიანი ყველგან ივლის და მშვენივრად დაეტევა გზაზე. ასე რომ ქუჩების სივიწროვის თემა რეალურად არაა თბილისში. რის საფუძველზე და პირადი დაკვირვების საფუძველზე, მგზავრთა ნაკადი საკმაოდ დიდია ყველა ძირითად ხაზზე, ასე რომ, მაგალითად, აღმოსავლეთის მარშრუტებზე, ყველგან შეგიძლია 10-იანები და 12-იანები გაუშვა. სოფლის მარშრუტებზე თუ გამოგვადგება ეგ 8-იანები. სიმართლე ვთქვათ და შევეშვათ მითიურ კვლევებს - იაფია და მაგიტომაც ვყიდულობთ ამდენს. ERAMUS |
Posted by: beka331 27 May 2019, 17:32 |
ლურჯი მანის იატაკი ოთხიან სკამებთან ასე ძალიან რატომ ხურდება გაქვთ მიზეზი? ტელეფონი რომ არ მქონდეს დასატენი აქ დაჯდომას როგორ ვიკადრებდი |
Posted by: experto 27 May 2019, 17:33 | ||
HCl
მოკლე ბოგდანების ქალ მძღოლებს კითხე ავტობუსის ავ-კარგიანობაზე ან ვინმე სტაჟიანს და პასუხი გაგაკვირვებს |
Posted by: Nickboy 27 May 2019, 17:35 |
TramwayMan სისტრას კვლევა როდის დასრულდება ხომ არ იცი? |
Posted by: TramwayMan 27 May 2019, 17:51 |
Mick-el-Angelo 220 ავტობუსი ძალიან ბევრი გგონია დაახლოებით 20 მარშრუტს ეყოფა შეიძლება არც. |
Posted by: beka331 27 May 2019, 18:05 |
TramwayMan მწვანე მანების მონაცემები რომ გჭირდებოდა, ეგ ავტობუსში რა ადგილასაა, რომ მოვხვდე ვიცოდე სად ვიპოვო |
Posted by: TramwayMan 27 May 2019, 18:14 |
beqa331 მწვანეშიც და ლურჯშიც წინა კართან სალონში. დაბლა დაინახავ. |
Posted by: MANMUS 27 May 2019, 18:19 |
მანის კონდიციონერები მისახედია , მოაწესრიგონ სანამ უარესად დაცხება. |
Posted by: alea iacta est 27 May 2019, 18:28 |
https://www.interpressnews.ge/ka/article/548655-tbilisis-meris-moadgile-da-satransporto-kompaniis-generaluri-direktori-isuzu-s-mcarmoebel-kompanias-samushao-vizitit-ecvivnen აჰა ჩაბრძანდნენ ჩვენი კვერცხიფხანია ჩინოვნიკები ოსმალებთან, იმედია მალე შეთახმდებიან საბოლოო ვერსიაზე |
Posted by: *Artless* 27 May 2019, 18:50 |
ხომ არ იცით, 140 ნომერი ავტობუსი ჭავჭავაძის ნაცვლად რა ქუჩებს გაივლის? |
Posted by: Mick-el-Angelo 27 May 2019, 18:55 | ||||
ERAMUS
2010-მდე არსებული ავტობუსების ოდენობა და სამარშრუტო ქსელი მარშრუტკების უმრაველსობის გაუქმების საშუალებას გვაძლევდა. შიდარაიონულებს დატოვებდი და ეგაა. მაშინ გვყავდა სადღაც 900 ავტობუსზე ოდნავ მეტი (უხეშად: 550 პატარა + 150 დიდი ბოგდანი +200 დაფი). ნუ ეგ მაშინ. დღეს მეტი დაგვჭირდება გაცილებით. მთლად 1800 არა, ტევადობა მეტი აქვს ავტობუსს, მაგრამ სადღაც 1300 დაგვხატავდა (უმრავლესობა 12-იანი, ცხადია). ნუ პარალელურად მაგისტრალურ ხაზებზე ტრამვაიც არ გავწყენდა, მაგრამ სანამ ეს გაკეთდება ექსპრეს მარშრუტები (BRT) უეჭველი გვინდა (დღეის მდგომარეობით ზემოთხოვნადი გრძელი მარშრუტი რომ ჩაანაცვლო. არც ისე ბევრი დარჩა მასეთი). TramwayMan
მარშრუტებს გააჩნია. დღევანდელი მოკვეცილი მარშრუტების უმრავლესობას თუ ავიღებთ, შეიძლება 40-საც ეყოს |
Posted by: MANMUS 27 May 2019, 19:09 | ||
კი გვყავდა რეალურად მაგრამ დაფების დიდი ნაწილი დაშლილი ეყარა აფრიკის ბაზაზე, უმრავლესობა ვერ გამოყავდათ. ეს იყო მარშუტების დამოკლების და გაუქმების მიზეზი. |
Posted by: Mick-el-Angelo 27 May 2019, 19:16 | ||
ERAMUS
ეგ უკვე გვიანდელ პერიოდს ეხება. მანამდე სამარშრუტო სქემა საკმაოდ კარგად ფარავდა ქალაქს და გრძელი მარშრუტკების აკრძალვა შეიძლებოდა, დროულად რომ გამოეცვალათ დაფ-ები. მაგრამ ამის ნაცვლად 2011-ში ყვითელი მარშრუტკები გვაჩუქეს. |
Posted by: MANMUS 27 May 2019, 19:26 |
Mick-el-Angelo ეგაა უბედურება რო მარშუტკების იმედზე დასვეს მთელი ქალაქი უგულავას დამსახურებით. |
Posted by: Ben_Joyce 27 May 2019, 19:48 |
ე.ი. არ შემიძლია არ დავდო ეს ფოტოები. #16-ზე მოსიარულე ერთი არანორმალური მძღოლის ამბავი ადრე მოყოლილი მაქვს ვისაც გახსოვთ. დღეს, 25 გრადუსზე მეტ სიცხეში, დაკეტილი აქვს კარებები და არ უშვებს ხალხს. საქმე ისაა, რომ სულ ასე აკეთებს იმიტომ, რომ ავტობუსი ბოლომდე არ შეივსოს და მხოლოდ ის ხალხი ავიდეს, ვისაც #16-ის გარდა ალტერნატივა აღარ აქვს. არადა ცოტა ხნის წინ გავიდა #7, რომელმაც ხალხი დატოვა. ამისნაირ მახინჯს და უზნეოს რომ ამუშავებენ და მაგას რომ ჩააბარებენ ათეულობით ხალხის უსაფრთხოებას, მაგაზე პასუხისმგებელი ყველა პირი უნდა დაითხოვო სამსახურიდან. და ეს მხოლოდ ერთი დარღვევაა, რასაც ეს კაცი აკეთებს. ავტობუსია TTC-859, მძღოლია ვინმე ალექსანდრე კაი 75 წლამდე ფსიქოზიანი იდიოტი. |
Posted by: toyota12345 27 May 2019, 19:49 |
მოგესალმებით არ მეცალა ეს დღეები და ვერ შემოვდიოდი ფორუმზე რომ დამეპოსტა. იცით ამ თემის ხალხმა მე სადაც ვმუშაობ დღეს როდესაც ვმორიგეობდი ძალიან საინტერესო ადამიანი გავიცანი 16 წლის იყო მაგრამ კარგად აზროვნებდა ვილაპარაკეთ ავტობუსებზე უბრალოდ ერთ რამეში ვერ დავეთანხმე. ასეთ რამეს მეუბნება: ახალ ლურს მანებს და მწვანე მანებსაც უფრო მეტი გამონაბოლქვი აქვს და უფრო ცუდია ვიდრე ბოგდანებისო. მე ვკითზე რატომ ფიქრობდა მასე და ის მეუბნება: ბოგდანების გამონაბოლქვს ჩვენ ვხედავთ და მოვერიდებითო მაგრამ მანის გამონაბოლქვს ვერ ვხედავთო მაგრამ აქვსო და რომ ვერ ვხედავთ ვერ მოვერიდებითო. ავუხსსენი რომ ლურჯი მანი გაზზეა და გაზის გამონაბოლქვი ბევრად ნაკლებია ვიდრე ბენზინის ან დიზელის. შეიძლება ამ თემაშიც პოსტავდეს აღნიშნული მოქალაქე და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე რაც ვისაუბრეთ ყველაფერში ვეთანხმები მაგრამ ამ გამონაბოლქვზე თქვენი აზრიც მაინტერესებს. |
Posted by: Ben_Joyce 27 May 2019, 19:49 |
P.S. როგორც კი გავიდა რამდენმე ავტობუსი გადატენილი, მხოლოდ მაშინ გააღო კარები და გაყვა უკან 1 წუთში, დაეწია და გაუსწრო ცარიელმა პიკის საათში. |
Posted by: MANMUS 27 May 2019, 19:52 |
Ben_Joyce ტტც-ს გაუგზავნე ფბ-ზე ფოტო ან ვიდეო რომ რამე ზომები მიიღონ, სხვანაირად ყურებს არ შეიბერტყავს კანტორის სასტავი. |
Posted by: Ben_Joyce 27 May 2019, 19:54 |
მილიონჯერ გავუგზავნე, დავრეკე. სულ ტყუილად. არ ადარდებთ. |
Posted by: MANMUS 27 May 2019, 19:57 |
toyota12345 ვერანაირად ვერ დავიჯერებ რომ მანს ბოგდანზე მეტი გამონაბოლქვი აქვს. გერმანელებს მაინც ესმით ეკოლოგიაზე ზრუნვა და არამგონია ასეთი რამე ეშლებოდეთ. * * * Ben_Joyce მერიაში ან ტრანსპორტის საქალაქო სამსახურშიც ხოარ გიცდია? |
Posted by: Ben_Joyce 27 May 2019, 20:01 |
ყველას მივწერე, ყველგან დავრეკე, ყველამ იცის, მაგაზეც და TTC-924-ზეც, რომელიც მთელი გზა ტელეფონზე ლაპარაკობს ან მესიჯობს და განგებ, ძალიან შესამჩნევად, აგდებს ბრუნებს. არაფერი რეაქცია. |
Posted by: MANMUS 27 May 2019, 20:01 |
თუ არადა ვიღაც რო მიბეთქავს კარგად აზრზე მოვა * * * ნუ ტტც-ს რომ პატრონი არ ყავს ახალი ამბავი არაა. |
Posted by: toyota12345 27 May 2019, 20:05 |
Ben_Joyce დიდუბეში მორიგედ რომ მოვხვდები ერთი კარგად უნდა დავაკვირდე მაგ მძღოლს. ისე მაგარი მურტალი დისლოკაციაა მზე, სუნი, დისპეჩერის ყვირილი: ბაათუმი ქუუუთაისი ერთი კაცი. ხალხი აგრესიული განსაკუთრებით სოფელი დიღმის მოსახლეობა ძალიან გამოირჩევა აგრესიულობით. |
Posted by: Ben_Joyce 27 May 2019, 20:05 | ||
ხო, მიბეთქავს და ვიღაცა შარში გაეხვევა. ძალიან თავხედები არიან. * * *
მაგათ ისე ეშლებათ ნერვები უტრანსპორტობით, რომ კიდევ კარგად არიან. საათობით დგანან ავტობუსის მოლოდინში. * * * ადგილი ნამდვილად კოლორიტულია. |
Posted by: MANMUS 27 May 2019, 20:10 |
toyota12345 Ben_Joyce 24ზეც რამდენიმე საცემია უზრდელები არიან, 61ზე ზის ერთი ჯიგარი კაცი გელა ქვია მგონი 010ზე ვხედავ ხშირად, 37ზეც რამოდენიმე მართლა კარგია. |
Posted by: Ben_Joyce 27 May 2019, 20:11 |
კი, #24-ზეც არიან ნამდვილად. რამდენიმე შემიმჩნევია |
Posted by: ქაფქიანა 27 May 2019, 20:12 |
Ben_Joyce დადე და დათაგე კანტორა. ონ.ჯი-ს მისწერე კიდევ, ეგეც შეიძლება. |
Posted by: MANMUS 27 May 2019, 20:13 |
ადრე 11 ნომერზეც იჯდა ერთი ბებერი ნაბოზვარი მგზავრებს ლანძღავდა და აგინებდა |
Posted by: ფაშისტი 27 May 2019, 20:18 |
სწავლების დროს მოგვიწია სარქველის ახდა.. გაფუჭდა რაღაც და გადავუღე ფოტო, ვერ ვმაზავ ეგეთ შემთხვევებს , ვაფრენ აი ჭკუა მეკეტება მსგავს ნაწილებზე, ბაზაზეც სულ დიზელიანი ვიყავი, იამებიდან ვერ ამოვყავდი ინსტრუქტორს, ერთხელ გარეცხვაზეც მე შევიყვანე და დიზელითაც მე შევავსე. იმ ღამეს არ მეძინა.. ასაკში ვარ უკვე და .. დამეტყო |
Posted by: Ben_Joyce 27 May 2019, 20:19 | ||
ყველაფერი ვცადე. არავის არაფერი ესმის. არც უნდათ რომ გაიგონ. |
Posted by: toyota12345 27 May 2019, 20:20 |
ერთი ყოფილი მძღოლი დააბრუნეს ლურჯ მანზე ვნახე. მიშას დროს მუშაობდა 56 ნომერზე ორხევში რომ დადის დაფები რომ იყო ადრე. ახალი გაუქმებული იყო ის რომ მძღოლს ფული არ უნდა აეღო და ეს მაინც ხალხს ეუბნებოდა სალაროში არ ჩაყაროთ ფული და მე მომეცითო მაგაზე გააგდეს ჯერ კიდევ დაფების დროს და ახლა დაბრუნდა 150 ნომერზე ვნახე. |
Posted by: GURAMI2 27 May 2019, 20:23 |
toyota12345 ახალი მანქანები უფრო არა ეკოლოგიური მგონია მიუხედავად იმისა ეურო 6 რომ არის, რადგან დიზელის ძრავზეა მერიამ რატომ მიიღო გადაწყვეტილება ისევ დიზელის ძრავიანი ავტობუსების შემოყვანის უცნობია. არადა ბუნებრივი აირის შეძენა გაცილებით იაფად შეუძლია მერიას თუ საკუთარ გაზგასამათს დადგავს. |
Posted by: Ben_Joyce 27 May 2019, 20:23 |
მაგ მიზეზის გამო მეც ბევრი ვიცი რომ მოხნეს. აი, რა ნაგლობა იყო. ერთ-ერთი ჩამსვლელ მგზავრს ართმევდა ბილეთს, შენ ხომ მაინც აღარ გინდაო, ამომსვლელ მგზავრებს ხურდა ფულს ართმევდა და იმ ბილეთს აძლევდა. აი ასეთი ჭკვიანი ერი ვართ. ავტობუსის ნომერიც მახსოვს, თუ დაგაინტერესებთ. |
Posted by: TramwayMan 27 May 2019, 20:29 |
GURAMI2 8 და 10,5 მეტრიანები არა გაზზე |
Posted by: MANMUS 27 May 2019, 21:18 |
ჩემი ვარაუდით ამ ზაფხულს კიდევ რამდენიმე პატარა ბოგდანი ჩამოიწერება, ძრავი ისე უხურდებათ არამგონია სიცხეებს გაუძლონ. |
Posted by: Ben_Joyce 27 May 2019, 21:27 |
TT-125-CB-ს ძრავს ისევ ძალიან ცუდი ხმა აქვს. რეალურად უსიამოვნო. რაღაც ვერ აქვს კარგად. ეგეთივე ხმა ჰქონდა წინა ზაფხულს TT-104-CB-ს, თუმცა ახლა კარგად არის. ან დასარეგულირებელია, ან ვერაა კარგად საქმე. გუშინ ვიმგზავრე. მძღოლი ჩქარაც არ ატარებდა, დელისიდან დიღმამდე გასვლას დასჭირდა 45 წუთი დაახლოებით. |
Posted by: MANMUS 27 May 2019, 21:32 |
Ben_Joyce TT-112-CB საც რაღაც ჭირს, 070ის ძრავი ხრიგინებს თუ დაკვირვებიხართ * * * პერიოდულად რაღაც საშინლად ღმუის და ზმუის უკანა მხარეს. |
Posted by: Nickboy 27 May 2019, 22:00 |
55-ესთან რომ გააკეთეს გაჩერება.. ავტობუსს რომ უწევს შესვლა, ისევ ჩავარდა გზა... რამ მოაფიქრებინათ მაგ ოხრობის გაკეთება, თან რეაბილიტაციამდე რამდენიმე თვით ადრე დაწყევილილი ადგილია |
Posted by: max-14 28 May 2019, 00:08 | ||
|
Posted by: hadesnexus 28 May 2019, 00:39 | ||||
მე ვაკეთებდი მასე, წინა ათასწლეულში რომ ვმუშაობდი ავტობუსზე. კიდევ ბევრი ხრიკები მქონდა მოგონილი. |
Posted by: Ben_Joyce 28 May 2019, 05:56 | ||||
იქნებ შენ ხარ ის? * * *
ეს არის კომპანიის უპრინციპობის და უხერხემლობის კიდევ ერთი დამამტკიცებელი არგუმენტი. რას ჰქვია, 10 წლის წინ არ ვარგოდა და ახლა კარგია? თუ წინა მენეჯმენტის სამართლიანობას აყენებენ ეჭვქვეშ და ჩვენ კარგი ტიპები ვართო? დაახლოებით 5 თვის წინ ვიცი, რომ ერთმა საწვავი მოიპარა ავტოპარკში შესვლამდე. ის ტიპი მოხსნეს, ან წავიდა. თუ ახლა დარღვევაა ეგეთი ან მსგავსი მოქმედება, ადრე ჩადენილი ახლანდელ დროში რატომ არის საპატიო? და ერთმა რომ ალკოჰოლი დალია და ხაზზე ვეღარ გავიდა იმას რატომ პატიობენ? მითუმეტეს რომ გენინსპექციამ იცოდა ამის შესახებ. |
Posted by: MANMUS 28 May 2019, 06:52 |
საწყალ 59ში დღეს ამბავი იქნებაა |
Posted by: ფაშისტი 28 May 2019, 08:31 |
კიმარა როდის იწყება გადაკეტვა? ამ დილით პეტრიაშვილიდან ამოდიოდნენ მანქანები ჩვეულებრივ.. მეგონა გაცალმხრივებული დამხვდებოდა საპირისპიროდ მელიქიშვილისკენ |
Posted by: Mick-el-Angelo 28 May 2019, 08:44 |
ისევ ბოგდანებია ორთაჭალაში. რომელი წლის 28 მაისს გულისხმობდნენ? |
Posted by: ქაფქიანა 28 May 2019, 08:52 |
Mick-el-Angelo რატომ არ მიკვირს. ღორების და უნამუსო მატყუარების კანტორაა, მეტი კი არაფერი. ისევე როგორც ,,მთავრობად" წოდებული მთელი ხროვა. |
Posted by: MANMUS 28 May 2019, 09:00 |
ტფუი მოდი არ აგინო ახლა ამათ |
Posted by: Mick-el-Angelo 28 May 2019, 09:02 |
ქაფქიანა ეგ ყველაფერი იმას ნათლად აჩვენებს, რომ აბსოლუტურად არაკომპეტენტური, ნაცნობობით მოყვანილი კადრებითაა სავსე როგორც ეს კანტორა, ისევე მერია. იდგეს ავტობუსები თვეზე მეტია და ხაზზე ვერ უშვებდე... |
Posted by: ქაფქიანა 28 May 2019, 09:04 |
,,მთავრობა" ზოგადად. ............................................... |
Posted by: Kublicha 28 May 2019, 11:17 |
მერია 220 ახსენებს ყველგან . ანუ 247 ჭორია. |
Posted by: david1010 28 May 2019, 11:34 |
რა გახდა ამ ავტობუსების გაშვება არ მესმის. რაღას აანონსებდნენ თუ არ აპირებდნენ |
Posted by: Kublicha 28 May 2019, 11:39 | ||
ვთქვი მე და არ მიჯერებთ. რომ ვიძახი ვაკის გადაკეტვას და 85 ების გადმოსროლას აპირებენთქო, ფიქრობთ რომ ვშაყირომ აუ ესენი სანამ 220 ავტტობუსს დააწყობენ ხაზებზე 23-ე საუკუნე მოვა. 50 ავტობუსი ვერ გამოუშვეს ხაზებზე თებერვლიდან ივნისამდე |
Posted by: hadesnexus 28 May 2019, 12:02 | ||||
არამგონია, მე სხვა რამე მოვიფიქრე, ბილეთს შუაზე ვხევდი, ანუ ერთ ბილეთს 2 ჯერ ვყიდიდი. |
Posted by: HCl 28 May 2019, 12:03 |
TramwayMan რავი იმედია კარგი იქნება... experto ვერ მიგიხვდი. სოფლის ავტობუსში მეგონა ხოლმე თავი, პაზიკს რომ ეძახდნენ. ეს ძრავა კაბინაში და მძღოლის გვერდზე დასაჯდომი, ვინ დააპროექტა .... |
Posted by: Mick-el-Angelo 28 May 2019, 12:11 | ||||
Kublicha
85-ზე სულ 4 ბორტი არ მუშაობს?
23-ე საუკუნე არ ვიცი, მაგრამ ახალ 2021-ს სავარაუდოდ უკვე შევხვდებით |
Posted by: ფაშისტი 28 May 2019, 12:12 | ||||
Kublicha
10 მეტრიანებს რომ "აზაპრავკებდნენ" იმ წამს მითხრა ეს ციფრი მამაკაცმა რომელიც მანთან იდგა დოკუმენტებით ხელში, 200 ვიცოდი მე თქო ვუთხარი, არაო -247-ზე გვაქვს შეკვეთაო. * * *
ვერ მივხვდი .. |
Posted by: Kublicha 28 May 2019, 12:19 | ||||||
Mick-el-Angelo
კი. ნუ მარტო ეგ 4 კი არა, მაგიანად აპირებენ მეთქი. ფაშისტი
ვა ვა, კაია
85ს ხო აუქმებენ ჭავჭავაძის რემონტის პერიოდში, ხოდა მაგ ავტობუსებს წაიყვანენ ორთაჭალაში ჩემი ვარაუდით. (ნუ არამარტო მაგეებს ცხადია, აბა ეგ რას ეყოფა) |
Posted by: MANMUS 28 May 2019, 12:36 |
88 ნომრის 018ის ძრავის ხმა არ მომეწონა საეჭვოდ ზმუოდა, მარა კონდიციონერი საკაიფოდ აცივებდა |
Posted by: ფაშისტი 28 May 2019, 12:40 | ||
ERAMUS
ყურთასმენა წაიღონ თუ უნდათ.. ოღონდაც კონციდირება იყოს უკლებლივ ყველა მანში !!! |
Posted by: MANMUS 28 May 2019, 12:44 |
ფაშისტი მთლად მასეც ვერ ვიტყოდი ძრავს თუ რამე დაემართა კონდიციონერი გინდ ქონია გინდ არა, ფაქტია რომ რაღაც ჭირდა 018ს. |
Posted by: Mick-el-Angelo 28 May 2019, 13:08 | ||||
ERAMUS
ხომ დადის ჯერ. ე.ი. სერიოზული არაფერი! © თბილისის სატრანსპორტო კომპანია * * * Kublicha
შეიძლება იმუშავონ ჯერ ორთაჭალაშიც, მაგრამ ბორტების ნაკლებობას მგონი არ განიცდიან. 85 - 4 ბორტი, 95 - 8, 55 - 10, 50 - 8, 71 - 9. ჯამში 39 ბორტი სჭირდებათ და 50 ჩამოვიდაო. 11 რეზერვისთვის მგონი კია საკმარისი. |
Posted by: MANMUS 28 May 2019, 13:16 | ||
ხო ატარებენ სანამ რამე არ დაემართება სირები |
Posted by: Mick-el-Angelo 28 May 2019, 13:41 |
არ წერენ ფეისბუქებში ან სადმე, როდის ველოდოთ მწვანე მანებს? ძაან გასდით ყველაფერი და არაა მაგი კარგი ამბავი |
Posted by: Kublicha 28 May 2019, 13:44 |
Mick-el-Angelo ვინ დაწერს . მერიის ფეისბუქზე უწერიათ "ასევე დაიგეგმა 220 ავტობუსის მოწოდების შესაძლო გრაფიკი." დავუკომენტარე მეთქი ჩვენც არ შეიძლება გავეცნოთ მაგ გრაფიკსთქო და არ მპასუხობენ. |
Posted by: Mick-el-Angelo 28 May 2019, 13:45 |
Kublicha ჩამოსვლის გრაფიკი ერთია, მარა მაგათი ნაქები სისტრას დასკვნა მაინტერესებს და ერთი უნდა მოვიცალო ამისთვის. |
Posted by: david1010 28 May 2019, 14:07 |
Mick-el-Angelo გუშინ დილით პირადში მიწერილი ჯერაც არ უნახავთ და რომ კითხო 10-დან 18 საათამდე ვპასუხობთ თქვენ შეკითხვებსო |
Posted by: Nescafe13 28 May 2019, 14:07 |
95 ს ეტყობა შემომშვები ჰაერი აქ ჩართული , კონდენციონერივით აშკარად არ უბერავდა ეგეც კარგია თორე მოიხარშები უკვე ავტობუსში |
Posted by: Kublicha 28 May 2019, 15:09 | ||
მანდაც ფილტრების და ფრეონის პრობლემაა? 200 კმ არ ექნება გარბანი მაგ ავტობუსებს. გეუბნებით, არ რთავენ რა |
Posted by: იაგანა_Godfather 28 May 2019, 15:18 |
55 ი როდის გამწვანდება ბოლოს ? 2 კვირაში ჩამოვდივარ და 1 თვე მომიწევს უმანქანოდ სიარული. იმედია გამოუშვებენ იქამდე |
Posted by: ნიკა 28 May 2019, 15:53 |
დღეს თამარაშვილზე დავინახე მწვანე ავტობული. ალბათ 24 ნომერი იყო. |
Posted by: MANMUS 28 May 2019, 16:10 |
ნიკა 85 იქნებოდა 24ზე ლურჯებია |
Posted by: ნიკა 28 May 2019, 16:48 |
ERAMUS ხო შემეშალა. 85 იქნებოდა ნამდვილად. 24-ს თამარაშვილზე არაფერი ესაქმება |
Posted by: david1010 28 May 2019, 16:53 |
როგორც იქნა იკადრა სატრანსპორტო კომპანიამ პასუხის გაცემა გამარჯობა, ხვალიდან №71 მარშრუტზე იმოძრავებს ახალი მწვანე ავტობუსები. №50 მარშრუტზე ახალი ავტობუსებით უახლოეს დღეებში ჩანაცვლდება. ახალი ავტობუსები №55 მარშრუტზე გამოვა №50 მარშრუტის შემდეგ. |
Posted by: beka331 28 May 2019, 17:28 |
ისე ძალიან ძნელია ლურჯ მანებში გაჩერებაზე რომ დადგება შემდეგი გაჩერების ნაცვლად, არსებული გაჩერება დაეწეროს? გაჩერებასთან ახლოს რომ მივა, ავტომატურად რომ ჩაირთოს |
Posted by: Nescafe13 28 May 2019, 17:29 | ||
Kublicha
არ ვიცი რისი პრობლემაა პლეხანოვიდან სანზონამდე გამოვყევი ჩიქობავას ქუჩაზე კი გეცოდინებათ რა ხდება ხოლმე პიკის დროს , ლამის ადუღდა მანქანა , მოძრაობაში ცოტა გრილდებოდა რავიცი ეგ თუ მაგის კონდენციონერი იყო და ტყუილად გადაუყრიათ ფული მაგ ავტობუსებშიც |
Posted by: MANMUS 28 May 2019, 18:03 |
Nescafe13 მგონი არც იციან ჩართვა, კონდიციონერის მაგივრად ვენტილაციას რთავენ |
Posted by: TramwayMan 28 May 2019, 18:31 |
|
Posted by: beka331 28 May 2019, 20:00 |
52 ნომერ ავტობუსზე გოგო იჯდა.. . |
Posted by: ფაშისტი 28 May 2019, 20:23 |
გოგოებმა მომწერეს დღეს, ერთი დასაქმდა 31-ზე და მაგრად გვიკვირს ყველას. ერთი 102-ზე.. და ბარათაშვილი ქალთა კოლონია კიდე, ეგ კაი ხაზია, მარტივი |
Posted by: Kublicha 28 May 2019, 20:31 | ||
რატო გიკვირთ? კოსტავაზე ევროპასთან რატომ გამოიტანეს გაჩერება გარეთ ვინმე მიხვდით? |
Posted by: TramwayMan 28 May 2019, 20:46 | ||
Kublicha
ავტობუსები რომ აღარ შეფერხდნენ. |
Posted by: პაწა 28 May 2019, 21:23 | ||
დაადგა საშველი? ჩართეს ტაბლოები? |
Posted by: Thenotorious 28 May 2019, 21:52 | ||||
100 პროცენტიანი ხარ, იმხელა ფული იჭმება ბიუჯეტიდან, ცოტა რო მოუჭირონ უფრო ბევრი საქმე გაკეთდება, არა მართო ავტობუსების საკითხში |
Posted by: ფაშისტი 28 May 2019, 22:23 |
ცოდოა არა მართლა.. პირველი დღე რა კოშმარი ექნებოდა წარმომიდგენია, სადგური! თამარ მეფე! ვარაზი და მისი საცობი და მექანიკა თან, მერე მელიქიშვილი და ნუ .. უბრალოდ რთულია დამიჯერეთ რა, გოგონასთვის რთული ხაზია, მე ხომ ვიცი რა ..ანუ გოგოობიდან გამოვდივარ, ცოტა ცოტა მერე შეეპარებინათ ეს ხაზი, მანამდე ცოტა იოლიც შეიძლებოდა, დაამუღამებდა და მერე უკვე ჰო ეგ კიარა ნერვიულობისგან გაჩერებას არ გავცდეთო ვღადაობდით ხოლმე. |
Posted by: beka331 28 May 2019, 22:25 | ||||
კი, ჩართეს თვეზე მეტია |
Posted by: metro500 28 May 2019, 22:46 |
ეჰ 31 ხაზი ტკბილ მოგონებებთან ასოცირდება სულ, ზემოთ კრწანისი და ამბები რა მინდოდა, რას მოვრბოდი თემქააზე |
Posted by: Kublicha 28 May 2019, 23:25 |
ფაშისტი აა პირველივე დღესვე მანდ გაუშვეს? მეთქი სხვაგან იყო მანამდე და გადმოიყვანეს. ეს უკვე შენი ჯგუფი თუ კურსი თუ რაც ქვია, ესენი არიან ხო? ანუ რაც გაიჟრერა ქალი მძღოლები მუშაობენ შემდეგ ხაზებზე : 121, 1, 13, 42, 52, 87, 13, 35, 31, 102 |
Posted by: hadesnexus 28 May 2019, 23:53 |
Kublicha 26-ზეც. ადრე 2 კაცი იყო წყვილში, მაგრამ 2 კვირის წინ ქალი მართავდა. |
Posted by: Mick-el-Angelo 29 May 2019, 08:58 |
71-ზე გამოჩნდნენ მანები. 55 და 50 ისევ ბოგდანებია |
Posted by: ქაფქიანა 29 May 2019, 09:22 |
Mick-el-Angelo https://forum.ge/?showtopic=35097243&view=findpost&p=54726252 |
Posted by: ფაშისტი 29 May 2019, 09:42 | ||
Kublicha
კი კი, ჩემი ჯგუფია როგორც კი სიახლე მექნება გეტყვით |
Posted by: Mick-el-Angelo 29 May 2019, 10:18 |
ქაფქიანა გამომეპარა ეს პოსტი. 71ის ბორტები რაც შევნიშნე ჯერჯერობით, 158 და 177. Kublicha აკეთებდა ბაზას მგონი. |
Posted by: გიო777 29 May 2019, 10:23 |
გამარჯობათ ხომ არ იცით ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი რომ გადაიკეტა ავტობუსები როგორ ივლის რა მარშრუტით? |
Posted by: vatman 29 May 2019, 10:44 |
შეტანილ ცვლილებებში, 50, 55, 71 მაშრუტების გარდა არაფერი შეუცვლიათ. N6-ზე არც დიდი ბოგდანები იქნება აშკარად. ისევ საშUალო უწერიათ, არადა მაგ ხაზს სჭირდება თუ სჭირდება დიდი ავტობუსი |
Posted by: ქაფქიანა 29 May 2019, 10:47 |
vatman იმედია, 18 მეტრიანების შემოყრის მერე, გამონთავისუფლებულ 12 მეტრიანებს თუ თუნდაც ათმეტრიანებს გამოიმეტებენ მე-6 მარშრუტისთვის. ისე, ახლა ვფიქრობდი, რომ როგორც ტრამვაიმენმა თქვა, როდესაც ტენდერში შევა დათქმა დიდ-დიდი პარტიების ევროკავშირში მიწოდების ვალდებულების შესახებ, ამით ძალიან ბევრ ჩინურ და თურქულ ###ობას გავცხრილავთ დიდ ავტობუსებში. გიო777 https://www.radiotavisupleba.ge/a/29969527.html?fbclid=IwAR1F4wVDTJ4VFP9D-KJAqlsbQxXCEe1lf3OYoTKGNJeG0rCo2OwBwTTZVZ8 |
Posted by: vatman 29 May 2019, 10:59 | ||
ქაფქიანა
და ვინ თქვა რო ტენდერში აუცილებლად იქნება ევროკავშირში მიწოდების ვალდებულება რის ყიდვას დააპირებენ იმის შესაბამისად იქნება მოთხოვნები, თუ თურქული/უკრაინული/ბელორუსული დასჭირდებათ შესაბამის მოთხოვნებს დააყენებენ. ფასით სანამ ევროპულამდე მივალთ ტენდერში ეგენი დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს დაბალი ფასით. ექსპლუატაციაშიც უფრო იაფი იქნება ვიდრე ევროპული ბრენდების ავტობუსები. ჩინური წარმოება ცალკე ფენომენია, მანდ 2 იდენტურ მანქანაზე შეიძლება ერთი დეტალი სხვადასხვანაირი იყოს. მოკლედ ილუზიები არ გვინდა .... |
Posted by: ქაფქიანა 29 May 2019, 11:02 | ||
vatman აქამდე სულ ეგრე იყო და იმედია, ეგრეც იქნება. და იმედია
ჯართი აქ აღარ შემოვლენ. სხვა თუ არაფერი, თეგეტას იმედი მაქვს. თავს გაიგიჟებს და მანებს მიაწვება |
Posted by: vatman 29 May 2019, 11:05 | ||
ქაფქიანა
თეგეტას შენი ევროპული ხარისხი სულ ცალ ფახზე ჰკიდია, მთავარია მიიღოს მოგება. არ გინდა ეს ილუზიები, ჯი თი ჯგუფსაც შეუძლია ივეკოს შემოყვანა უპრობლემოდ |
Posted by: გიო777 29 May 2019, 11:08 | ||
ე.ი. ჭავჭავაძიდან რუსთაველზე ფაქტიურად ვერ მივალ |
Posted by: ქაფქიანა 29 May 2019, 11:10 |
vatman ილუზიები რა შუაშია. არჩევნები მოდის გაისად და თავს გაიგიჟებენ. მაგ ლოგიკით, პაზიკების შემოყვანა შეუძლიათ. უფრო იაფი დაუჯდებათ. |
Posted by: ფაშისტი 29 May 2019, 11:14 |
გიო777 კი, 34, 59-ით, ბარნოვზე ამოვა და პეტრიაშვილით ჩავა მელიქიშვილზე და მერე რუსტაველი. ჩვეულებრივ |
Posted by: გიო777 29 May 2019, 11:19 | ||
მე შშმ პირი ვარ და ეგ ავტობუსები ადაპტირებული არაა მგონი? |
Posted by: ფაშისტი 29 May 2019, 11:21 |
გიო777 არა.. ორივე ბოგდანია სამწუხაროდ |
Posted by: ქაფქიანა 29 May 2019, 11:33 |
აჰა, ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისდან აღარ, პირველი აგვისტოდანო. ყველა ავტობუსის ჩამოსვლას ვუცდითო. |
Posted by: Mick-el-Angelo 29 May 2019, 12:33 |
ქაფქიანა და რა კავშირშია? ორთაჭალის მარშრუტებს ხომ არსებული პარტიიდან ანახლებენ? |
Posted by: Kublicha 29 May 2019, 12:48 | ||||
Mick-el-Angelo
172 ვნახე მე. 177 არის 85 ის ავტობუსი ხომ ვამბობდი ქაფქიანა
თუ გგონია თეგეტა ჩინური და სხვა ჯღანების ჩამოყვანას მოერიდება ძაან სცდები . |
Posted by: MANMUS 29 May 2019, 13:51 |
168 172 177 166 147 158 დადიან 71ზე. აქედან 166 და 158 არიან 95ის მანქანები, ხოლო 147 და 177 85ის. რა იდიოტობაა |
Posted by: Mick-el-Angelo 29 May 2019, 14:24 | ||
ERAMUS
ანუ 95-ზე მათ ნაცვლად სხვა მანქანები გაუშვეს. ეტყობა შეცვალეს. თან, თუ სწორად მახსოვს, 147 85-ზე მხოლოდ პირველ დღეს მუშაობდა და მერე გააჩერეს. ნუ მოკლედ სანამ ბოლომდე არ გადანაწილდება, ეგრე იქნება, ვერ გაიგებ რომელი ბორტი რომელი მარშრუტისაა. პ.ს. 6 მანქანა ჩამოთვალე, და 9 არ უნდა იყოს? თუ უბრალოდ დანარჩენი 3 არ გინახავს? |
Posted by: MANMUS 29 May 2019, 15:28 |
Mick-el-Angelo კი 9 დადის სულ დანარჩენი 3 აღარ შემხვედრია |
Posted by: toyota12345 29 May 2019, 16:07 |
ავტობუსის ჯარიმა 20 ლარი გახდა დააამტკიცეს კანონი. ხვალ დავწერ ძალაში როდის შედის თუ გავარკვიე. |
Posted by: Kublicha 29 May 2019, 16:17 |
toyota12345 აზრი? დღეს ჩამოაბოტა ერთმა როჟამ, ბილეთი არ ქონდა. პირადობა არ მაქვსო ეუბნება. ვითომც არაფერი შერჩა ხახვივით. ეგეთი რამდენია. 5 ლარზე რომ მაგას კადრულობენ 20 ლარზე რაღას იზამენ. პატრულმაც რა ქნდა, ყველა ავტობუსს ხო არ მიამაგრებენ ჩამოუყვანე ეხლა ესეთ პარაზიტ ერს გერმანული ავტობუსი |
Posted by: ფაშისტი 29 May 2019, 16:38 |
ბიჭებო უცებ მოთხარით რა, ლილო მოლიდან ყველაზე ახლოს რა ავტობუსი და სად ჩამოივლის ქალაქამდე რომ მოიყვანოს მგზავრი? 5 საათის მერე სამარშრუტოები აღარ დგანან მოლთან და ავტობუსი მინდა ვი ოდე.. |
Posted by: ZEUS 29 May 2019, 16:45 | ||
მემგონი ეგეთები უნდა წაიყვანონ განყოფილებაში ვინაობის დასადგენად. პრეცედენტები რომ შეიქმნება, მერე მოგვარდება. ასე მგონია. |
Posted by: vatman 29 May 2019, 16:47 |
ფაშისტი N41 სოფ. წინუბანი- მ.ისანი 40 წუთში ერთხელ |
Posted by: Kublicha 29 May 2019, 16:51 | ||
ფაშისტი
41. არ იჩქარო, მოვა 27 წუთში, |
Posted by: Mick-el-Angelo 29 May 2019, 17:52 | ||
ERAMUS
ბორტი #178-იც 71-ზეა ანუ ჯერ ასეთი შედეგებია: 147, 158, 166, 168, 172, 177, 178 |
Posted by: MANMUS 29 May 2019, 17:56 | ||
Mick-el-Angelo
ამას არც 85 და არც 95უვლია ანუ ნაღდად 71ის არის. 147 85ზე ხშირად ვხედავ ხოლმე. აზრს ვერ მივხვდი უცხო ბორტები რატო არ გაუშვეს ამ 71ზე |
Posted by: Mick-el-Angelo 29 May 2019, 18:01 | ||
ERAMUS
მაგათ რას გაუგებ. რატომღაც უჭირთ ამ ავტობუსების გამოშვება. ეხლა 50-ზე და 55-ზე სანამ გავლენ, კიდევ უნდა ველოდოთ 1 თვე. |
Posted by: toyota12345 29 May 2019, 18:45 |
Kublicha როგორც ჩანს კონტროლიორი იყო ბულკი ან რატომ დაიკიდა არ ვიცი. მაგ დროს როდესაც იძახიან რომ არ აქვთ პირადობა კონტროლიორს რომ პლანშეტი აქვს მაგით მონაცემების დადგენა შეიძლება ოღონთ სამართალდამრღვევმა უნდა გითხრას ზუსტი სახელი გვარი და დაბადების თარიღი. თუ მაგასაც არ გეუბნება მაშინ იძახებ საპატრულო პოლიციას რომ დაადგინოს ვინაობა და აი პოლიცია კი უეჭველი დაადგენს. აი მეორე საკითხია გაგიჩერდება თუ არა იქამდე სანამ პოლიცია მოვა. რომ მოუნდეს და წავიდეს ვერაფერს ვერ შვები ხელით ვერ გააჩერებ და დაკავების უფლება ხომ საერთოდ არ გაქვს ეგაა და ეგ. მაგრამ იყო შემთხვევა ქალმა თქვა თავისი სახელი გვარი და კონტროლიორის პადმა ვერ დაადგინა მერე იქვე ახლოს იყო საპატრულო დაუძახეს მოვიდა და იმათმაც ვერ დაადგინეს როგორც ჩანდა ეს ქალი რაღაცას იტყუებოდა. მაგ დროს არის შესაბამისი მუხლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 243 მუხლი სამართალდამღვევის მიყვანა პოლიციაში მაგრამ ეგ მუხლი რეალურად პრაკტიკაში ჩანაცვლდა იმით რომ საპატრულოს გამოიძახებ. რავი ეს ქალი გაუშვეს ვინაიდან ვერ დაადგინეს მონაცემები მაგრამ კონტროლიორებს რომ მოენდომებინათ შეეძლოთ გადაეყვანათ უახლოეს პოლიციის განყოფილებაში |
Posted by: MANMUS 29 May 2019, 19:18 |
71ს კაი დანგრეულ გზებზე რო უწევს სიარული ამაზე რა აზრის ხართ? სისულელე ქნეს ლესელიძეზე რო გაუშვეს გაჩერებისას მთელ გზას კეტავს |
Posted by: Ben_Joyce 29 May 2019, 19:31 | ||
PR "ნახეთ, ისეთ ქუჩებზე გავუშვით ავტობუსი, სადაც არასდროს უვლია (ან სადაც დიდი ხანია არ უვლია)" უამრავი ადგილია თბილისის საზღვრებში, სადაც უნდა დადიოდეს ავტობუსი და არ დადის ამ დრომდე. მაგალითად: გიორგიწმინდა მუხიანის აგარაკები ძველი ვეძისი თელოვანი ნაფეტვრები (რაღაც ნაწილი თბილისის საზღვრებშია) |
Posted by: toyota12345 29 May 2019, 19:34 |
Ben_Joyce გიორგიწმინდა გლდანში ციხეებთან ხო? მუხიანის აგარაკებში როგორც ვიცი გზა არ ვარგოდა არ ვიცი გააკეთეს თუ არა. ძველი ვეძისი საბურთალოზე ტაშკენტის ქუჩიდან რომ ავდივართ და პატარა ქუჩები რომ არის? მანდ არამგონია ავტობუსმა შეძლოს სიარული თუ ეგ იგულისხმე. თელოვანი არ ვიცი სად არის. აი ნაფეტვრებზე კი მართლა საჭიროა თან როგორც ვიცი გზა გააკეთეს ყოველშემთხვევაში შტაბი რომ არის კლუბი იქამდე გააკეთეს და იმის იქით არ ვიცი |
Posted by: Ben_Joyce 29 May 2019, 19:37 |
კი, გლდანის მე-7 მიკრო რაიონის უკან. არა, ეგ არის ვეძისი, ძველი ვეძისი და თელოვანი არის დიდგორთან. |
Posted by: N_E_M_O 29 May 2019, 21:40 |
დღეს პირველად ვიმგზავრე ახალი 71 ით, ძალიან კარგი ავტობუსებია. ძრავის ხმა, რბილი სიარული, სკამები. ერთადერთი რაც თვალში მომხვდა არის უკანა კარის დაკეტვის პრობლემა. გარეთ კი იღება მარა სენსორი იგივე აყენია და მგონი კიდევ უფრო მგრძნობიარე ვიდრე 12 მეტრიანებზე |
Posted by: Kublicha 29 May 2019, 21:40 |
ძაან მოვლილი მანქანაა 466, ეტყობა რომ კარგ ხელში იყო.. მემგონი საერთოდ უავარიოა, განაშპაკლს არ გავს. 23ზე დადის |
Posted by: MANMUS 29 May 2019, 21:54 |
ცოტა ხნის წინ შევამჩნიე 71დან გამოთავისუფლებული ბოგდანები 101 102ს და 44ს დაუმატეს. |
Posted by: toyota12345 29 May 2019, 22:26 |
მანებში ეს სენსორები რომ გააუქმონ ნეტავ არ შეიძლება? იმ დღეს 51 ისე იყო გატენილი მძღოლი კარებს ვერ კეტავდა მერე ჩამოვიდა გამწარებული მგზავრი კალაძეს ოჯახი აგინა, მაგის გამო სამსახურში ვერ მივდივარო რით ვერ მიხვდნენ რომ არ არის ეს ავტობუსი თბილისისთვის გათვლილიო გააუქმონ ეს სენსორი რომ რამენაირად დაკეტოს მძღოლმა კარიო |
Posted by: ქაფქიანა 29 May 2019, 22:29 | ||||
Mick-el-Angelo
ვიცი აბა მე? ამ მთავრობის სხვა რა ნაბიჯები ყოფილა კავშირში ერთმანეთთან, ეს რომ ყოფილიყო? Kublicha
მე მგონია, რომ ის მოერიდება ჩინურებს და სხვა ჯღანებს. მერე ,,ყველაზე ჰევროპებე"-თი ვეღარ იმარიაჟებს. ფაციფუცაზე ნაკლები დონის ავტობუსთან არ გააიგივებინებს თავს ხალხს. საპარლამენტო არჩევნებია გაისად, მერმისად მერის, ჰოდა რა ვიცი... მაგრამ ეს არის მეტ-ნაკლებად ლოგიკური მსჯელობა, ეს მთავრობა კი ლოგიკას აცდენილია და რავი, იმის შიში მაქვს პაზიკები არ შემოგვტენონ... |
Posted by: MANMUS 29 May 2019, 22:50 |
toyota12345 დაამატონ ხაზებზე მანქანები, პიკის საათებში მაინც, რაღაც ნაწილი ხო გაჩერებული ყავთ |
Posted by: AnthonyMartial 29 May 2019, 22:51 |
71 დიდი ინტერვალებით რატომ დადიოდა დღეს? |
Posted by: MANMUS 29 May 2019, 22:54 |
კონტროლიორი ლაპარაკობდა 71ზე ბოგდანების დროს 10 მანქანა დადიოდაო, ახლა 9 მოძრაობსო, ალბათ ამიტომაც გაიზარდა ინტერვალი |
Posted by: toyota12345 29 May 2019, 23:10 |
მანებში ყველაზე დატვირთული ხაზი და გრძელი 51 არის ხო? მეორე ადგილას ალბათ 24 ან 21 |
Posted by: ქაფქიანა 29 May 2019, 23:19 |
toyota12345 51 და 21. 24-ს და 14-ს შორის დავა შეიძლება ეს მარშრუტები უნდა ჩანაცვლდეს ორმაგად შესახსრული ავტობუსებით. ყველა სხვა დღევანდელ მანზე ჩვეულებრივი შესახსრულები წავა (85-ის გარდა. 85-ზე შესახსრულის საჭიროება საერთოდ არ არის). |
Posted by: Kublicha 29 May 2019, 23:27 |
toyota12345 ყველაზე გრძელი ხაზი არის 51. მერე მოდის 21 მერე 37. მაგრამ დღიურად გადაყვანილი მგზავრების მიხედვით ჩემია ზრით 61 უნდა ლიდერობდეს. სულ სავსეა ყველა მონაკვეთზე. 21 და 51 იც სავსეა, მაგრამ მანდ დიდ მანძილზე მგზავრობს ერთი და იგივე ადამიანი და 61 ში მალ-მალე ადი ჩადიან. თან რაღა თქმა უნდა მეტ ბრუნსაც ასწრებს. |
Posted by: toyota12345 30 May 2019, 00:00 |
87 ნომერზე რომ ქალი მძღოლი არის მადონა ძაან კარგად ატარებს და რაღაც საყვარელი გოგოა. თან ავტობუსის ფერებში აცვია გუშინ მომიწია პეკინზე მაგის ავტობუსში რამდენიმეჯერ ასვლა და საკაიფოდ ატარებს, ნელა ძრავს და ნელა ამუხრუჭებს |
Posted by: Outdoor 30 May 2019, 04:20 |
ყველაზე გრძელი ხაზი თბილისის ისტორიაში იყო 39! მარშრუტების დაგრძელება უნდა მოხდეს აუციელებლად |
Posted by: MANMUS 30 May 2019, 06:47 |
Outdoor 97 და 102 მახსოვს უფრო გრძელები იყვნენ |
Posted by: Mick-el-Angelo 30 May 2019, 07:50 | ||
Outdoor ERAMUS 102 არა მგონია, მარა 97 და 39 (ნუცუბიძეზე რო დადიოდა) მგონი მართლაც ყველაზე გრძელები იყო. თუმცა ადრე ბევრი საკმაოდ გრძელი ხაზი იყო, იგივე 71, 114 (დიდი დიღომი -ვარკეთილი). * * * Ben_Joyce
მე ვფიქრობ სუბურბიები ყველაზე უკანასკნელი ადგილია, სადაც უნდა დადიოდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. იგივე 64 რომ ავიღოთ, მთელი დღე ცარიელი დადის. ჯერ კომპაქტურად დასახლებული უბნები ნორმალურად უზრუნველყონ ტრანსპორტით, მერე გადავიდნენ სუბურბიებზე. |
Posted by: MANMUS 30 May 2019, 07:54 |
Mick-el-Angelo მგონი საერთოდ 11 იყო ყველაზე გრძელი ზაჰესი-მაღლივი |
Posted by: toyota12345 30 May 2019, 10:23 |
კოლმეურნეობიდან რუსთავში რომ დადიოდა მომსახურების სააგენტოში მიშას ჩამოყვანილი დაფები ეგ ვის გახსოვთ? თუ არ ვცდები 117 ნომერი იყო |
Posted by: Mick-el-Angelo 30 May 2019, 11:31 |
toyota12345 მახსოვს, კი, 117 იყო. ცოტა ხანი იმუშავა ოღონდ ამ ხაზმა. არ გაამართლა აშკარად. |
Posted by: ქაფქიანა 30 May 2019, 12:35 |
მაღაზიაში ვიყავი გასული და ჩვენთან, 88-ზე ცვლილებებია. 005 ბორტი გაიჩითა, სულ პირველი პარტიიდან, 61-ების. შუა კარზე რომ საბავშო ეტლი და ინვალიდის სკამი ახატია. ნეტავ რა მოხდა. 124 ბორტი გაიჩითა კიდევ. მე არ მახსოვს ეგ და გადაამოწმეთ აბა ბაზებში, 88-ზე იყო 124-ე ბორტი? |
Posted by: MANMUS 30 May 2019, 13:06 |
ქაფქიანა 87ზეც დავინახე პირველი პარტიის მანქანა 61 დაამოკლეს დროებით, შესაბამისად ავტობუსებიც მოაკლეს და სხვა ხაზებზე დაამატეს. 124 ისედაც 88ის მანქანაა. 87ზე უცხო ბორტები იყო 144 (140ის მანქანა) , 130 (9 ნომრის მანქანა) 9ზე როგორც გავიგე პატარა ბოგდანები გაუშვიათ. |
Posted by: Kublicha 30 May 2019, 13:11 |
9ზე პატარა ბოგდანები დადის. 34 ვაკეში აღარ გაუშვეს, საბურთალოთი დადის. ყველაზე იდიოტური სქემა მოიფიქფეს ავტობუსების რაც კი შეიძლებოდა. 61პატარა ბიგდანები მაინც გაეშვათ, გამოდუს რომ რუსთაველიდან ვაკეში არაფერი არ მიდის. 87ბარათშვილზევე ისე ივსება ლამის გასკდეს |
Posted by: SESH 30 May 2019, 13:28 |
რაახდება რა აურდაურიეს ავტობუსები რაამბავია |
Posted by: ნიკა 30 May 2019, 14:07 |
87 არ გააუქმეს? . |
Posted by: Kublicha 30 May 2019, 14:11 |
ნიკა რა უნდა გააუქმონ, ერთადერთი ეგ დადის ვაკეში 85 გააუქმეს |
Posted by: ნიკა 30 May 2019, 14:16 | ||
Kublicha
ყველაფერი უნდა გაეუქმებინათ რაც კი დადის |
Posted by: Kublicha 30 May 2019, 14:18 |
ნიკა გააუქმეთ, მე რა მენაღვლება ბივში ვაკელი ვარ. თქვენ იკითხეთ |
Posted by: Outdoor 30 May 2019, 15:05 |
ERAMUS 97 აფრიკიდან დადიოდა არა მაღლივზე რავი 39 ორ დიდ უბანს ფარავდა ვარკეთილის მიკროები მერე ნუცუბიძის მიკროებში დადიოდა ნავთლუღის ბაზარი, მთელი ვაკე, საბურთლაო ნუცუბიძის ქუჩა და ნუცუბიძის ბოლო მიკრო 94 კი მარტო მაღლივამდე დადიოდა ორთაჭალათი თუ არ ვცდები Mick-el-Angelo 71 იყო გრძელი მაგრამ არა 39 იმიტომ რომ მაღლივო უბანი არაა როგორც ზემოდ არვნიშნე 39 ფარავდა ორ დიდ უბნის ( ნუცუბიძის და ვარკეთილის)4 მიკრორაიონს უფრო დატვირთული იყო და მოთხოვნადი |
Posted by: Mick-el-Angelo 30 May 2019, 15:24 | ||||
ქაფქიანა ERAMUS
არსად არაფერს არ ამატებენ. ჩაანაცვლეს დიდი ალბათობით, ეტყობა გააჩერეს ამ ხაზების მანქანები და მათ ნაცვლად 61-ის ბუსები გაუშვეს. ვინ რას დაგიმატებს, ყველა ხაზზე საკრებულოს დადგენილებით გათვალისწინებული მანქანების მინიმალური რაოდენობა მუშაობს. * * * Outdoor
ქიზიყის ქუჩიდან. ქიზიყის ქ. - აფრიკა - მოსკოვის გამზ. - ნავთლუღი - ორთაჭალა - რუსთაველი - კოსტავა - სააკაძე - საბურთალოს ქ. - დელისი - უნივერსიტეტის ქ. - მაღლივი კორპუსი თსუ. |
Posted by: Ben_Joyce 30 May 2019, 16:04 | ||
ვერ დაგეთანხმები. ცენტრალური უბნის ცენტრალურ მარშრუტს დიდი ცვლილება არ ექნება, ხაზზე პირობითად 9 მანქანა ივლის თუ 10. ინტერვალი დიდად ვერ შეიცვლება ამით. ასეთი დასახლებებისთვის კი 1 ავტობუსიც კი ხაზზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველას ხომ არ ჰყავს მანქანა ან დაქირავებული ტაქსი რომ ყოველდღე იაროს სახლიდან სადმე. გარე სამყაროს მოწყვეტილი არ უნდა იყოს არცერთი დასახლება თუ რამდენიმე ადამიანი მაინც ცხოვრობს. |
Posted by: Mick-el-Angelo 30 May 2019, 16:35 | ||
Ben_Joyce
აი სწორედ ასეთ მიმართულებებზე უნდა დაინიშნოს მუნიციპალური მიკროავტობუსი (დღევანდელი მარშრუტკა). მანდ ავტობუსის (თუნდაც 8-მეტრიანის) ტყუილ ბოდიალს, მიკროავტობუსის ზომაც საკმარისზე მეტია. თან თანამედროვე მიკროავტობუსები შშმ პირებისთვისაც გათვლილია. უბრალოდ კანტორა კი არ უნდა მართავდეს, იგივე ტტც-ის მმართველობის ქვეშ იქნება, ივლის იგივენაირად გრაფიკით და მკაცრად დადგენილი ინტერვალით, უბრალოდ მარშრუტკის ტევადობის იქნება. ბევრია ასეთი შემოერთებული ტერიტორია, სადაც მგზავრთა ნაკადი მინიმალურია. მანდ გამოგვადგება მარშრუტკები |
Posted by: ნიკა 30 May 2019, 17:08 | ||
Kublicha
მე რა ვიკითხო. აღარც მე ვცხოვრობ იქ და როცა მისვლა მინდა კი მივდივარ 10-15 წუთში უპრობლემოდ საბურთალოდან |
Posted by: beka331 30 May 2019, 17:11 |
140 პუშკინის სკვერთან აღარ გაივლის? ტაბლოზე არ წერია |
Posted by: Ben_Joyce 30 May 2019, 17:13 | ||
გეთანხმები. მკაცრად დადგენილი განრიგით თუ ივლის იყოს მიკროავტობუსი არაა პრობლემა. სამწუხაროა ის, რომ ტტც-ც თანდათან ემსგავსება მაგ ავადსახსენებელ კანტორას და ბევრი აღარ უკლია. ჩემი დაკვირვების მიხედვით აშკარად ჩანს, რომ ოროსანი მენეჯმენტი ყავს. * * * ისე, გიორგიწმინდაში დადის #217 სამარშრუტო უკვე. მუხიანის აგარაკებშიც დადის მგონი #104, #187 და #99 მიკროავტობუსები. |
Posted by: forum-ge 30 May 2019, 17:31 | ||
beqa331
სანამ ჭავჭავაძე გადაკეტილია, არ გაივლის |
Posted by: toyota12345 30 May 2019, 18:03 |
უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები რაც მადონაზე დავწერე 87-ის მძღოლზე. დღეს რაღაც ვკითხე ვაკით როგორ დადიხართ მეთქი და ისე წამეიაზვა მე რატო მეკითხებიო თან ისე უხეშად. მოკლედ მაგარი სტერვა და იაზვა გოგოა. კონდუქტორმა მითხრა მაგარი ნაგლი არისო ერთხელ უთქვიაო რომ კონტროლიორები და კონდუქტორები ჩემთან ახლოა ვერასოდეს ვერ მოხვალთო თავის თავზე დიდი წარმოდგენა ქონია. |
Posted by: forum-ge 30 May 2019, 18:06 | ||
toyota12345
ეგ თავდაცვის ინსტინქტი უფრო მგონია, ვიდრე საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. |
Posted by: Kublicha 30 May 2019, 18:22 |
toyota12345 ხო მაგრამ მართლა მაგარი მძღლია. ჯერ ერთი არის ძალიან მოწესრიგებული, ყველას უთმობს, ზედმიწევნით იცავს წესებს, არავის არ უსიგნალებს, გაჩერებებზე სანტინეტრებში აჩერებს და პლიუს დღეს ისეთი რეაქცია გამოავლინა გამოვშტერდი. პროსტა ენით ვერ ავღწერ ისეთი სიტუაციიდა გამოძვრა 10 დან 9 მძღლი ვერ იზამდა. ელბაქიძიდან ამოსულმა პრიუსმა არ დაუთმო და ბოლო მომენტში 90 გრადუსით გადაუჭრა. თვალები დავხუჭე, მეთქი ეგ არის გადახსნა შუაზეთქო ის პრიუსი. წამის მემილიონდში გადავიდა მარცხენა ზოლში და უკან დაბრუნდა . პროსტა სიტყვებით ვერ ვხსნი, ერთი ვიდეო მეგულება ტრაილერის და თუ ვიპოვე განახევთ. 1% იყო ალბათ შანსი და ის გამოიყენა |
Posted by: toyota12345 30 May 2019, 18:34 |
Kublicha მაგ გოგომ დღეს მე რა პასუხიც გამცა მაგის მერე სულ დაკარგა პატივისცემა ჩემს თვალში, რაც არ უნდა მაგარი მძღოლი იყოს. |
Posted by: alea iacta est 30 May 2019, 18:47 |
ჩემი ახლობელი გოგო მუშაობს, სუსტი, გამხდარი ცისფერთვალება ქეთი ჰქვია, რომელ ნომერზეა იცით ვინმემ? |
Posted by: ფაშისტი 30 May 2019, 19:50 |
alea iacta est ქეთი ქადარია? უმაგრესი გოგოა, ვერ ვიხსენებ რა ნომერზე დასვეს.. 87-ის მძღოლზე მეც მსმენია ის რაც ..თქვენ და არამარტო. მოკლედ ზრდილობა უპირველეს ყოვლისა ბავშვებო. |
Posted by: Kublicha 30 May 2019, 21:08 |
ფაშისტი მანის და ისუზუს ლოგოები ამობეჭდე, ხელი დაადე და დაიფიცე, რა ავტობუსზეც არ უნდა დაგსვან, არ დაგვიწყებ ზევიდან ყურებას, ფორუმზე ისევ იაქტიურებ, არასაიდუმლო შიდა ჭორებს გაგვაცნობ და ბოლო გაჩერებაზე დაგვაპიპინებინებ ხოლმე |
Posted by: MANMUS 30 May 2019, 21:20 |
toyota12345 ფაშისტი რას არ გაიგებს კაცი არადა მშვიდი და უწყინარი გოგო ჩანს რომ შეხედო |
Posted by: ნიკა 30 May 2019, 21:24 |
87 სად დადის ვინმე იცით? საღამოს აგერ ყაზბეგზე გამეჩითა |
Posted by: Kublicha 30 May 2019, 21:28 |
ნიკა ყაზბეგით ბრუნდება უკან, აბა ფრთებს ხო არ გამოისხამს |
Posted by: beka331 30 May 2019, 21:30 | ||
forum-ge
აბა რა მარშუტით იმოძრავებს? |
Posted by: forum-ge 30 May 2019, 22:24 | ||
beqa331
პოლიტკოვსკაიადან მივა ჩვეული მარშრუტით ჭავჭავაძეზე ატენის ქუჩის შესახვევამდე და მერე მიბრუნდება იმავე გზით უკან. მელიქიშვილს, კოსტავას, რუსთაველს და თავისუფლებას აღარ გაივლის სანამ რემონტია ჭავჭავაძეზე. |
Posted by: metro500 30 May 2019, 22:30 |
საღამოს საკმაოდ გამართულად მუშაობდა ხოლმე თემქის ავტობუსები, განრიგის მიხედვით დადიოდა წუთი-წუთში, ეს ბოლო ორი დღეა სასწაული ჭირთ 2 ერთმანეთს მოყვება ან 30 წუთიანი შუალედები აქვთ, 1,5 საათი მოვდიოდი სახლამდე , |
Posted by: ფაშისტი 30 May 2019, 22:49 |
Kublicha გეფიცები ბოგდანის მატორს.. თუ ოდესმე დავარღვიო ის პირობა რაც დაწერე წინა გვერდზე არასოდეს მოგაკლებთ ყურადღებას. ბოლობოლო 1 გოგო ვარ ამ ტოპიკში, ასეა ხომ? თუ არის კიდევ ვინმე და აზრზე არ ვართ? |
Posted by: Kublicha 30 May 2019, 23:36 | ||
აქტიური იუზერებიდან კი. ისე პერიოდულად შემოდიან და კითხულობენ ალვაბრის მეტროდან მარჯანიშვილის მეტროსთან რას გავყვეო 51ის მარშრუტი. ოფიციალური აბლაბუდა |
Posted by: toyota12345 30 May 2019, 23:36 |
ERAMUS არა ძმა რა უწყინარი! მეც მასე მეგონა მაგრამ მაგარი ქაჯი ყოფილა. რაღაც ვკითხე 87 საბურთალოდან რომ წახვალ ვაკეში სად აჩერებ მეთქი ეგეც იმიტო ვკითხე რომ მგზავრებს აინტერესებდათ დღეს საშინელი დღე იყო ყველა დაბნეული იყო ბარათაშვილზე. ისეთი პასუხი გამცა რომ მაგრად გამიტყდა ახალგაზრდა გოგო რომ ეგეთი გაბოროტებული იქნები და თანამშრომელს რომ მასე უპასუხებ! მერე სხვა მძღოლებმაც და კონდუქტორებმაც თქვეს მაგარი სტერვა არისო თავისი თავი ყველაზე მაგარი გონიაო და ყველას ზევიდან დაყურებსო. ისე თან გაუთხოვარია და მამენტ კი ვიცი რისი დეფიციტი ექნება მაგას.... ფაშისტი შენ კი წარმატებები იმედია გიხილავ მანზე იმიტომ რომ ბოგდანისთვის არ მემეტები |
Posted by: ფაშისტი 30 May 2019, 23:39 |
კი, 51-ის დაქსაქსული მარშრუტი მეც შევამჩნიე ამ საღამოს, ეგ კიარა 21 რომ დავინახე სპორტის სასახლესთან სულ გავლენჩდი. ნეტა ცა ჩამოიქცეოდეს. |
Posted by: ნიკა 30 May 2019, 23:42 | ||
Kublicha
სადამდე მიდის უეიქში ან სად ტრიალდება? |
Posted by: Kublicha 30 May 2019, 23:44 |
ნიკა პიქსელთან ტრიალდება , შეჭრილი გაჩერება რომაა მანდედან პირდაპიდ საპირისპიროზე გამოდის 61 140 და 87 |
Posted by: ფაშისტი 30 May 2019, 23:52 |
toyota12345 გმადლობ გმადლობ.. მსიამოვნებს რომ დადებითი წარმოდგენა გაქვთ ჩემზე ბიჭებო. მაკანკალებს ისე მინდა მალე ჩავაბარო გამოცდა და მერე ახალი ისუზუ.. მესიზმრება ხოლმე რომ ვაბარებ და ბედნიერი ვარ, მსიამოვნებს ტარება და რა ვქნა. პ.ს. ნერვებს ნუ აიშლი 87-ის თემაზე. |
Posted by: alea iacta est 31 May 2019, 00:56 | ||
ფაშისტი
კი ეგაა, მეც გამიკვირდა ავტობუსზე რომ დაჯდა 3 შვილი ჰყავს ძალიან მონდომებული და კარგი ადამიანია |
Posted by: metro500 31 May 2019, 01:15 |
70ზე გოგო შემხვდა დღეს მოკლე თმიანი ოდნავ პუტკუნა, ჯერ ტარებითაც საკმაოდ კარგად ატარებდა და მერე ძაან პოზიტიურიც იყო. ჩემიპირველი ქალი მძღოლის გამოცდილება :დ |
Posted by: toyota12345 31 May 2019, 02:32 |
დღეს ქალი მოვიდა და მეკითხება რა მიდის საბურთალოზეო კერძოდ ვაჟაზეო ბარათაშვილიდან: ჩამოვუთვალე ყველა ავტობუსი არ დამეზარა მერე მეკითხება როდის მოვიდოდა რომელიმე რის შემდეგაც ვუპასუხე რომ ტაბლოთი ეხელმძღვანელა აი ამის შემდეგ კი მეუბნება ტაბლო რათ მინდა მე შენ გეკითხებიო...... ბევრი ძალიან უმადურია ბევრი ისეთი ხალხი გვყავს გარშემო რომ ყველაზე სუნიანი და დაშლილი ბოგდანიც კი ბევრია ამათთვის და ზოგი ისეთია მართლა რომ გულით მეცოდებიან რომ წვალობენ ამ ტრანსპორტით და როგორ ჭყლეტვაში უწევთ ყოფნა. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ 20 ლარიან ჯარიმაზე რომელიც უბილეთო მგზავრობისათვის გაიზარდა ვიტყვი რომ ვეთანხმები იმიტომ რომ იმედია ახლა მაინც შეიძენს ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი ბილეთს და გამოიყენებენ იმ შეღავათებს რაც აქვთ. მაგალითად ვეტერანებს რომლებსაც უფასო აქვთ გონიათ რომ რახან უფასოა არ უნდა მიადონ და ასე შემდეგ...... ასევე ტეტეცეც იმედია სალარო აპარატებს კარგად გამართავს ყოველ მეორე ბოგდანს სალარო აპარატი არ უმუშავებს და მიდის მერე კაჩაობა არ მუშაობდა აპარატი და ვერ შევიძინე ამ დროს მგზავრს ვერ გაამტყუნებ მაგრამ როდესაც ხურდის აპარატი არ მუშაობს მაგ დროს რატომღაც ყველა ხურდიანი იჩითება სათქმელი რომ ჰქონდეთ ხურდა მაქვს და ვერ ვიღებო ბარათი რომც ქონდეს მოტეხავს რატომ უნდა მიადოს უფასოდ მგზავრობის შანსი მიეცა))) 54 დიდ დიღომიდან რომ დადის ან კონდუქტორს დაუნიშნავენ ან გააუქმებენ მძღოლი ამბობდა გაბილეთიანება ძალიან ცოტა არისო ფაქტიურად მაგ ავტობუსს ისეთი მარშრუტი აქვს რომ მხოლოდ ორ ადგილას მოწმდება 1. დელისის მეტროსთან ჩამსვლელი ვინც ჩადის მანდ არიან კონტროლიორები და 2. ყაზბეგის გამზირზე თუ მოძრავი კონტროლიორი ავიდა და გადაამოწმა ეგაა. დანარჩენი მაგ ავტობუსს ისეთი მარშრუტი აქვს რომ არსად არ მოწმდება, ქართველს კიდევ თავზე თუ არ დაადექი ხო იცით..... |
Posted by: vatman 31 May 2019, 10:46 |
toyota12345 გლდანში კონტროლიორები აღარ დადიხართ? ბოლოს როდის ვნახე აღარ მახსოვს, არადა შარშან აქტიურად ბირჟაობდნენ მეტროდან მასივის ბოლომდე |
Posted by: alea iacta est 31 May 2019, 11:00 | ||
toyota12345
საოცარია პირდაპირ, მარშრუტის გაუქმება იმის გამო, რომ ვერ ხდება ეფექტური კონტროლი? ანუ რა გამოდის მხოლოდ ცენტრში მიმდინარეობს მონიტორინგი? |
Posted by: toyota12345 31 May 2019, 11:08 |
* * * alea iacta est მე არ ვიძახი რომ უეჭველი აუქმებენ მაგრამ მძღილის ნათქვამი გავიგე და ისე კი მიკვირს კონდუქტორი რატომ არ ყავს მაგ ხაზს. |
Posted by: iviko18 31 May 2019, 11:12 | ||
toyota12345
ტტც-ს კიდევ ერთი უუნარობა. თვითონ ვერ ახერხებენ კონტოროლს და ამისთვის საკმაოდ დატვირთული მარშუტი უნდა გააუქმონ? დასვან შიგნით კონტროლიორი და მოიხსნება პრობლემა. რასაც ვაკვირდები წინა წლებთან შედარებით აშკარად გაზრდილია გაბილეთიანება. |
Posted by: Kublicha 31 May 2019, 11:19 |
toyota12345 ჯობია საჯაროდ ნუ დაწერ მაგ ინფორმაციას სად დგანან კონტროლიორები და როდის. რაც უკვე დაწერე, ფაბიანს ვუთხრათ და წაშლის |
Posted by: beka331 31 May 2019, 11:22 |
ამ თემაში მაქსიმუმ 30 იუზერი იხედება დაარა მგონია აქედან რომელიმე არაკეთილსინდისიერი მგზავრი იყოს.. პლიუს მაგას ვინც ხშირად დადის, ისედაც იცის სად დგანან კონტროლიორები |
Posted by: Kublicha 31 May 2019, 11:27 | ||
beqa331
ეგ ვინც პოსტავს, მაგრამ აბა ნახე რამდენი ნახვა აქვს თემას . 5000 დაახლოებით. კაი აქედან დაუშვათ 4000 ჩვენ ვართ, მაგრამ 1000 ხო დარჩა? თბილისში კიდევ რაც 1000 კაცმა იცის, ის მთელმა თბილისმა იცის. |
Posted by: MANMUS 31 May 2019, 12:02 |
ზოგმა კიდევ ვერ შეიგნო რო ბილეთი უნდა აიღოს რაზეა ლაპარაკი მე როგორცკი ავდივარ იმწამსვე ვიღებ რო მერე არ დავიწყო ქექვა. * * * თუმცა აქვე ვიტყვი რომ ზოგი კონტროლიორი უზრდელია პატიოსანი გადამხდელების მიმართაც პირადი გამოცდილებით ვამბობ |
Posted by: toyota12345 31 May 2019, 12:24 |
Kublicha მართალი ხარ წავშალე. ERAMUS მაგაშიც გეთანხმები არიან ძმაო ეგეთებიც აი მე რომ მგზავრი ვიყო დიდი სიამოვნებით რომ დავჟეჟავდი მასეთებიც არიან. ადამიანთან ნორმალური მიდგომა არ იციან |
Posted by: beka331 31 May 2019, 12:46 |
კონდუქტორების უმეტესობა ძაან ცუდი როჟაა.. კონტროლიორები პირიქით |
Posted by: iviko18 31 May 2019, 14:27 |
toyota12345 ავტობუსშივე დაჯარიმების უფლება არ გაქვთ? აუცილებელია რომ ჩამოვიდეს მგზავრი? #107-ში ეხვეწებოდა მგზავრი დამაჯარიმე მაგრამ ნუ ჩამიყვანო, 110 წუთში ერთხელ დადის ეგ ავტობუსი, სოფელ ლისის მიმართულებით. |
Posted by: toyota12345 31 May 2019, 14:37 |
iviko18 ავტობუსში არ აქვთ დაჯარიმების უფლება. |
Posted by: SESH 31 May 2019, 15:51 |
პეტრიაშვილზე მანები არ დაეტევა? და 9 დააბრუნონ რა |
Posted by: Kublicha 31 May 2019, 16:00 | ||
SESH
18 მეტრიანები დადაიან ევროპაში მაგაზე ვიწყო ქუჩებში. მთავარია სურვილი და ყველგან ყველაფერი შეიძლება |
Posted by: hadesnexus 31 May 2019, 16:41 |
კეკელიძეზე 9 ნომერმა პატარა ბოგდანმა გვერდი ჩამოათალა ტოიოტას. გაჭედეს ნახევარი მოძრაობა. ალბათ რამდენი ასეთი შემთხვევა იქნება კიდევ. |
Posted by: Ben_Joyce 31 May 2019, 16:49 |
ფაქტი, რომ მგზავრები არ იღებენ ბილეთს, მხოლოდ TTC-ს პრობლემაა და თავად უნდა მოაგვარონ ეს საკითხი. მე რომ კეთილსინდისიერად ვიღებ ბილეთს, იმის გამო არ უნდა დავზარალდე, რომ ვიღაცას ვერ აბილეთიანებენ. და კიდევ ერთი - რომ ითხოვენ ბილეთებს, ავტობუსებში ისეთი მდგომარეობაა, მინიმუმ შეურაცხყოფილი ჩავსულვარ ზოგჯერ ამდენი ჩახუტებული ხალხით. მე კი მაინც ვირებ ბილეთს, მაგრამ ეს ყველაფერი იწვევს მგზავრების პროტესტს და ზოგი პრიცნიპულად აღარ იღებს ბილეთს. და კიდევ - მაგათი საზოგადოებასთან ურთიერთობა ურთიერთობის გარდა ყველაფერია. ხალხს აქამდე ის ვერ გააგებინეს, რომ საათნახევარი კია უფასო, მაგრამ ბარათები მაინც უნდა დააფიქსირონ. ბევრი შემიმჩნევია, ამაყად ზის სკამზე და ბარათს არ აფიქსირებს ავტობუსში იმიტომ, რომ 20 წუთის წინ სხვა ავტობუსში დააფიქსირა და ახლა უფასოდ მგზავრობა ეკუთვნის. |
Posted by: SESH 31 May 2019, 17:31 |
Kublicha ხო იმიტომ რომ ათენში 12 მეტრიანები ისეთ ვიწრო ქუჩებზე დადიან და არასდროს არაა პრობლემა ხოლმე.. |
Posted by: beka331 31 May 2019, 18:59 |
ვიცი რომ ტვინი წავიღე, მაგრამ მანებში იატაკის გაცხელების მიზეზს მივხვდი.. ჯოჯოხეთისთვის ტრენინგებს გვატარებენ |
Posted by: MANMUS 31 May 2019, 19:02 | ||
რას გულისხმობ? * * * როგორც შევამჩნიე 87ზე გადმოიყვანეს 9 ნომრის ავტობუსები ბორტები 128 129 130 131 51ზე 002 დადიოდა |
Posted by: Kublicha 31 May 2019, 20:01 | ||
ისუზუ ნოვო სითი ვნახე ქალაქში კერძო მფლობელის
150ზეც 61ის მანქანები დადის ზოგი |
Posted by: Blueსტუმარი 31 May 2019, 21:43 |
ტაბლოებსც ამ ბოლო დროს რაღაცა დაემართა. გუშინწინ 21 ველოდებოდი და ეწერა 8 წუთში მოვაო, მაგრამ სადღაც 2, 3 წუთში მოვიდა. ტაბლოებმაც დაიწყებს ტყუილები ამ ბოლო დროს |
Posted by: Kublicha 31 May 2019, 22:56 |
ტაბლოზე ისეთები მინახავს, არაფერი გამაკვირვებს |
Posted by: toyota12345 31 May 2019, 23:43 |
თბილისის მოსახლეობა დაახლოებით რამდენი იქნება ვინმემ ხომ არ იცის? |
Posted by: ნიკა 1 Jun 2019, 11:20 | ||
BlueVisitor
ეგეთები ხდება, თუმცა შედარებით იშვიათად. მთავარი პრობლემა ტაბლოებზე არის მაშინ, როცა ავტობუსი ჯერ ბოლო გაჩერებაზე დგას, და ამ დროს გიჩვენებს რამდენი წუთი უნდა ამ გაჩერებიდან შენამდე (სიტყვაზე 8 წუთი). სინამდვილეში ავტობუსი შეიძლება 10-15 წუთი არც კი დაიძრას ბოლო გაჩერებიდან აპლიკაციაში კიდე ჩანს ეგ, მაგრამ აპლიკაციით მგონი მგზავრების 0.000001% სარგებლობს. |
Posted by: Ti3STo 1 Jun 2019, 11:42 |
მე მიყვარს ჩემი ქალაქი და ყვითელი ავტობუსები |
Posted by: beka331 1 Jun 2019, 12:38 | ||
ERAMUS
რას და ლურჯ მანებში ძალიან ცხელდება იატაკი, განსაკუთრებით 4 სკამიანებთან |
Posted by: Mick-el-Angelo 1 Jun 2019, 12:44 | ||||
toyota12345
ოფიციალურად 1 200 000-მდეა, რეალურად მეტი, მილიონ-ნახევარი უეჭველად იქნება. * * * Ben_Joyce
ვწერდი აქ უკვე, ეგაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გაბილეთიანება უჭირთ. გატენილ ავტობუსში ერთია, რომ ხშირად ფიზიკურად ვერ იღებ ბილეთს, მეორეა ხალხში ბუნებრივი აგრესია ჩნდება მაგ დროს და პრინციპულად არ უნდათ ბილეთის აღება. დაამატონ მარშრუტები და ავტობუსები და გაცილებით მეტ ბილეთს გაყიდიან. |
Posted by: MANMUS 1 Jun 2019, 12:58 | ||
რა უნდა იყოს ამის მიზეზი? |
Posted by: Kublicha 1 Jun 2019, 13:18 | ||
აუ ეს რა კაი რამე მასწავლე 21ზე 10 მანქანა დაუტოვებიათ. 61ზე 5. "მაგის pc ვერსია არ დევს საიტზე? |
Posted by: Outdoor 1 Jun 2019, 16:03 |
Ti3STo რა აავტობუსია რაღაც გარეუბნელობის სუნი მცემს |
Posted by: vatman 1 Jun 2019, 23:38 | ||
Kublicha
ღადაობ? ჯერ საიტზე შეიქმნა და მერე აპლიკაცია გააკეთეს საიტზე უკეთესი აქვთ, ზოგჯერ ტელიდან მირჩევნია საიტის ვარიანტი ვნახო ვიდრე აპლიკაცია |
Posted by: Kublicha 1 Jun 2019, 23:42 |
vatman საიტზე მიჩვენებს ასე. რაც გაჩერებაზე წერია იმ დროებს. და ანდროიდზე ავტობუსს ვხედავ როგორ გადაადგილდება რუკაზე დაჟე მარშრუტის გარეთ. ამ წუთას ვხედავ გარაჟში როგორ მიდიან |
Posted by: vatman 1 Jun 2019, 23:50 |
Kublicha მერე საიტზეც ხო ჩანს როგორ გადაადგილდებიან |
Posted by: DRAKONI 2 Jun 2019, 00:22 | ||
vatman
საიტზე მარშრუტის გარეთ არ ჩანს. |
Posted by: experto 2 Jun 2019, 07:27 |
რა აპლიკაციაზე საუბრობთ, მეც მინდა ) |
Posted by: beka331 2 Jun 2019, 09:01 | ||||
ვერ გეტყვი.. ვერც მანქანებში და ვერ ავტობუსებში ვერ ვერკვევი |
Posted by: დოჩანა 2 Jun 2019, 10:54 |
კონდიციონერებს არ რთავენ მარშუტკებსა და ავტობუსებში? პაპანაქებაა უკვე ქალაქში.. |
Posted by: MANMUS 2 Jun 2019, 11:02 |
გუშინ ვარაზიდან ამოდიოდა 14 ნომრის ბორტი 104 გარედან დავინახე ბღუილ-ზმუილი გაუდიოდა, გარეთ ისეთი საშინელი ხმა ქონდა შიგნით რაიქნებოდა წარმოდგენაც არ მინდა, ბევრზე შევამჩნიე უკვე რისი ბრალი უნდა იყოს |
Posted by: toyota12345 2 Jun 2019, 19:13 |
140 ნომრით ვინც მგზავრობთ ხშირად ერთი მაგარი კაცი გემსახურებათ მძღოლი! სვანი არის იმენა ძმაა მასეთი შეგნებული და კარგი ადამიანი ბევრი არ არის. შავი სათვალეები და ტყავის ხელთათმანები დააკვირდით კარგად. |
Posted by: Kublicha 2 Jun 2019, 19:18 |
toyota12345 რომელ დღეებშია ლუწებში თუ კენტებში, დამაინტერესა იმდენს აქებ |
Posted by: toyota12345 2 Jun 2019, 19:23 |
Kublicha დღეს მუშაობს. აი რავი ტო ათას ავტობუსში მიწევს ასვლა და რაღაც ჯიგარო კაცია ტტც დავაკვირდები და დავწერ. ძირითადად სულ 140 ნომერზეა ხალხთან ძაან ჯიგრულად არის და შანსი არაა ჩვენ კარები დაგვიკეტოს გველოდება ხოლმე დასაფიქსირებლად რომ ამოვდივართ ზოგისგან განსხვავებით. * * * და ერთი არის კიდევ 87 ნომერზე ახალგაზრსა ტიპია შავგვრემანი წვერით არის ხოლმე ისიც დღეს მუშაობს. |
Posted by: MANMUS 2 Jun 2019, 19:58 |
თეგეტას კაი ჯარიმას მისცხებენ ავტობუსების დაგვიანებით შემოყვანის გამო |
Posted by: Nickboy 2 Jun 2019, 20:07 |
კონდიციონერებს თუ ეშველება იცით ვინმემ? ჩვეულებრივი დუხოვკაა ავტობუსებში |
Posted by: toyota12345 2 Jun 2019, 20:16 |
დაკვირვებული ვარ გატენილ ავტობუსში ვერ ქაჩავას კონდი. დღეს დილით თითქმის ცარიელ 24 ნომერში ავედი და ლამის გავიყინე ისეთი საკაიფო სიგრილე იყო ჩამოსვლა აღარ მინდოდა |
Posted by: Kublicha 2 Jun 2019, 20:18 |
toyota12345 მეც ბევრი წესიერი და კარგი მძღოლის ჩამოთვლა შემიძლია. აუცილებლად უნდა ვთქვა 39ის მძღოლი 086ზე, უწესიერესი კაცია, რომ მიხვდე რაღაცნაირი მწვანე თუ ლურჯი თვალები აქვს, ბავშვის სათამაშო ჩ გვივარდა ბორბალთან და სანამ არ ვიპოვეთ არ წავიდა ცოცხალი თავით, არადა ძაან უბრალო სათამაშო იყო და ვუთხარი მაგის გამო არ დაგაგვიანდეთმეთქი. 37ზე 041 ან 042, ეგეც ძაან კაი კაცია, კიდევ ერთი 37 ზე, ნომრრს ვერ ვიხსენებ. 88ზეც მგონი 095. 14ზე 063ზე ახალგაზრდა ბიჭია ეგეც 61ზე ხნიერი კაცია ეგეც |
Posted by: MANMUS 2 Jun 2019, 20:28 | ||||
095 39ზე ვხედავ ხშირად, 096 ან 094 ხოარაა შემთხვევით ესენი არიან 88ზე მიმაგრებულები
037ზეც ერთი ჯიგარი კაცი ზის |
Posted by: toyota12345 2 Jun 2019, 20:34 |
Kublicha 39 ნომერზე ცოტა პუტკუნა ტიპია ხო? გაბერილი ლოყებით მგონი ვიცი ვიზეც იძახი მაგის ძმის შვილი და მე ერთად ვმუშაობდით მუხრანელია კარგი კაცია. 88 ნომერზე თუ დაკვირვებიხართ ერთი ბიჭი რომ დაყვება სულ მძღოლებს პატარა ბიჭია ჩვენთანაც მოდის ხოლმე სახეზე ჭორფლები რომ აქვს. სკოლას აცდენს და მძღოლებს დაყვება სულ და ძირითადად 88 ნომრებს. ზეპირად იცის ყველა მძღოლის საათები და სმენა ვინ როდის ისვენებს. რომ ვუთხარი სკოლას რატომ აცდენ მეთქი დირექტორი კი არ ვარ ყოველდღე ვიარო სკოლაშიო)))) |
Posted by: Nickboy 2 Jun 2019, 20:41 | ||
toyota12345
ლურჯებში ცუდად მუშაობს, საერთოდ არ იყო დღეს 140 გატენილი, მარა დავიხუთე.. ხელი მივადე და ძლივს უბერავდა.. კონდიციონერების პრობლემაა |
Posted by: Ben_Joyce 2 Jun 2019, 20:45 |
დღეს #24-ის 043-ში პლედს ვნატრობდი. საკაიფოდ გრილოდა. |
Posted by: MANMUS 2 Jun 2019, 20:48 |
#140ის 091 და #51ის 027ში ჩართული იყო მაგრამ მაინც ამოვიხუთეთ, ჩემი აზრით ზოგს დაბალზე აქ ჩართული და ვერ შველის |
Posted by: Kublicha 2 Jun 2019, 20:50 | ||||
არა გამხდარია. ნუ გამხდარი რა, ჩვეულებრივი.
მაშინ ბორტი მეშლება. მე ზოგადად, ბავშვობიდან არ შემიძლია ტრანსპორტში არც მუსიკის მოსმენა, არც წიგნის კითხვა და არც ტელეფონზე თამაში, ჳუყურებ გზას და მაგით გამყავს დრო. ყოველთვის ვდგევარ ან ვზივარ ისე, რომ ვხედავდე გზას, ვზივარ ან წინა კარებთან, ან სულ ბოლოში მაღალ სკამზე, საიდანაც გზა კარგად ჩანს, ან ვდგრვარ წინა სალარო აპარატთან. აქედან გამომდინარე არ გამომეპარება მძღოლების არც მარსთვის და არც ზრდილობის და არც საგზაო ეთიკის შეცდომა. როგორ აჩერებს გაჩერებებზე, როგგორ პასუხობს მგზავრებუს იდიოტირ კითხვებზე, როგორ იცავს წესებს, როგირ უფრთხილდევა ავტობუსს და ა. შ. |
Posted by: toyota12345 2 Jun 2019, 21:21 |
14 ნომერზე არის კიდევ ერთი კარგი კაცი ჭაღარა თმიანი მასტია კაროჩე გოგო მოვიდა მძღოლი მევასებაო სახელს არ მეუბნებაო როგორ გავიცნოო)))) სულ მაგ მძღოლს ელოდება ბარათაშვილზე |
Posted by: forum-ge 2 Jun 2019, 21:23 |
მეც ვფიქრობ რომ მაქსიმალურ სიმძლავრეზე არ რთავენ კონდიციონერს და იმიტომაა პრობლემები |
Posted by: toyota12345 2 Jun 2019, 21:37 |
დ კატეგორია კი მაქვს და თუ მძღოლად გავიჩითე მომავალში ვნახოთ.... |
Posted by: SESH 2 Jun 2019, 21:52 |
რატოა ყველა ლურჯი ავტობუსი ესეთი ხმაურიანი? იმენა თვითმფრინავის ენჯინივით ხმააქვს ყველას |
Posted by: ქაფქიანა 2 Jun 2019, 22:46 | ||
toyota12345
ხშირად შემხვედრია, ვიცი ეგ ბიჭი. ღმერთო მაღალო, შენ კი მაპატიე, მაგრამ ჩემზე ფსიქიკური პრობლემების მქონის შთაბეჭდილებას ტოვებს. ძალიან გამიხარდება, თუ ვცდები. |
Posted by: Blueსტუმარი 2 Jun 2019, 23:03 | ||
Nickboy
ზოგ ლურჯ ავტობუსში კონდიცირების პრობლემა არ არის |
Posted by: SESH 2 Jun 2019, 23:48 | ||||
ეგ მეც შემხვედრია და უეჭველი არაა ნორმალი სამწუხაროდ |
Posted by: ფაშისტი 3 Jun 2019, 00:45 |
სამი მანის ავტობუსი გამოვიცვალე დღეს, კითხვაზე თუ რატომ არის სალონში 30 გრადუსი- პასუხი ასეთი იყო : ფილტრებია გამოსაცვლელი და ძვირი ჯდებაო. ა, ამ სამი კითხვიდან ერთ-ერთი სხვა მგზავრმა დასვა, 2 მე. უკვე ასვლა მეზიზღება. |
Posted by: MANMUS 3 Jun 2019, 06:29 | ||
ამ ავტობუსის მომსახურების ბოდიშით და ტრაკი თუ არგქონდათ მაშინ რაში გადაიხადეთ ამდენი ფულითქო ვერუთხარი ტტც |
Posted by: experto 3 Jun 2019, 07:29 |
ეს ლურჯი ავტობუსები ევროკავშირმა შემოგვტენა თორე სულ არ უნდოდათ არ კიდიათ ხალხის კომფოორტი ფულის საკეთებლად არიან მოსულები + ამას ბიზნესმენებს ლობირებენ |
Posted by: rommel 3 Jun 2019, 08:30 |
ზღაპრები. განა რა უნდა ღირდეს, ფილტრია ბოლო ბოლო. კიდიათ ალბათ. |
Posted by: toyota12345 3 Jun 2019, 09:07 |
ქაფქიანა კი სამწუხაროდ ცოტა პრობლემები აქვს მაგრამ ძალიან ნიჭიერია ყველა ტტც ზეპირად იცის უბრალოდ სკოლას აცდენს. იმ დღეს ველაპარაკეთ და ავუხსენით რომ ეს ძვირფასი წლები ასე არ უნდა დახარჯოს და განათლება უნდა მიიღოს მაგრამ მაინც იმას ამბობდა დირექტორი კი არ ვარ რომ სკოლაში ვიაროო. სახლში იციან მძღოლებთან რომ ვარო და არაფერს მეუბნებიანო. |
Posted by: ქაფქიანა 3 Jun 2019, 09:10 |
toyota12345 ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ მეეჭვება, რომ განათლების მიღება შესძლოს საერთოდ. ეტყობა, ეს სახლშიც იციან, იციან ავტობუსებისადმი მისი სიყვარულის ამბავიც და ამიტომ უშვებენ ასე. |
Posted by: Mick-el-Angelo 3 Jun 2019, 10:21 |
50-ზეც მწვანე მანებია დღეიდან |
Posted by: ფაშისტი 3 Jun 2019, 10:32 | ||
experto
ფაქტია. აბა ჩვენებს რომ სდომებოდათ მიხედავდნენ. დიდ ბოგდანობამდე ცოტა აკლია.. მატორის ისეთი ხმა ჰქონდა გუშინ კონტოლიორმა ორჯერ მიაყურადა. მაქსიმალურად ვიკავებ თავს მანში ასვლისგან. საუნაა ჩვეულებრივი. |
Posted by: Kublicha 3 Jun 2019, 10:36 |
მემგონი კომპრესორის ხმაა ეგ, ძრავი კარგად მუშაობს |
Posted by: ფაშისტი 3 Jun 2019, 10:37 | ||
Kublicha
რისიც არ უნდა იყოს, ფიქრობ ნორმაა? არ მესმის მაგდენი მე უბრალოდ. ათენშიც და ესპანეთსიც მიმგზავრია მსგავსი კლასით მაგრამ ხმა 0 |
Posted by: Kublicha 3 Jun 2019, 10:42 | ||
ფაშისტი
ანომალიურ ხმას არ გავს. მაგრამ მე ის მიკვირს ადრე ვერ ვამჩნევდით? მე ბოლო პერიოდში დავიწყე აქტიურად მგზავრობა. ქვეყნის გარეთ მანის ავტობუსში ვმჯდარვარ მხოლოდ ჰიბრიდში და იმას საერთოდ საბურაბების გარდა არაფრის ხმა არ აქვს. და ტროლეიბუსივით ცოტას წაუწუილებს ელექტროძრავა |
Posted by: HCl 3 Jun 2019, 11:35 | ||
იმედია დიდი ბოგდანებზე რომ იყიდეს თურქული ხუნდები და უსაშინლესი ღჭრიალით რომ აჩერებდა იმ დონეზე არ დავლენ |
Posted by: metro500 3 Jun 2019, 11:41 |
ვინც მიკროავტობუსების გაუქმებას ემხროობით თან სასწრაფოთ, დღეს კარგად გამოჩნდა რამხელა როლს თამაშობენ დღევანდელ სატრანსპორო სისტემაში. ვარკეთილისკენ მოძრავი მარშუტკების ნაწილი დღეს შეფერხებით გამოვიდა და ორთაჭალისკენ უკვე ხალხი ავტობუსში ვეღარ ადიოდა თან პიკის საათიც კი არ იყო. ასე რომ ამათ გასაუქმებლად დიდი რეფორმაა საჭირო, დამატებითი ხაზები და არსებულზე ერთეულების გაზრდა. სხვა შემთხვევაში ჯოჯოხეთი იქნება გადაადგილება |
Posted by: Nickboy 3 Jun 2019, 11:54 | ||
metro500
სხვანაირად არც განიხილება მათი გაუქმება |
Posted by: Mick-el-Angelo 3 Jun 2019, 11:56 | ||
metro500
სწორედ ამ პირობით ვარ მომხრე, თორე უალტერნატივოდ მოხსნა სისულელეა. |
Posted by: ქაფქიანა 3 Jun 2019, 12:13 |
metro500 კაცო, გაუქმებას ვემხრობით ისე, რომ წინდაწინ ჩანაცვლდეს ავტობუსებით. თორემ აიღო და გააუქმო, ტრანსპორტის მანიაკები კი ვპოსტავთ აქ, მაგრამ გიჟები არა. * * * Mick-el-Angelo გილოცავთ აღმოსავლეთს ცენტრალური დასავლეთიდან. ანუ დარჩა 55-ის გამწვანება. |
Posted by: ფაშისტი 3 Jun 2019, 12:31 | ||
ქაფქიანა
46? |
Posted by: Mick-el-Angelo 3 Jun 2019, 12:39 | ||||
ფაშისტი
არაა გეგმაში. 54-ს გაამწვანებენ, რო შემოვა დანარჩენი 40 ბორტი. * * * ქაფქიანა
მადლობა, მადლობა ბორტები რაც შევამჩნიე 50-ზე: 184, 174. 71-ზე: 149 გამოჩნდა. ისე, ამ მწვანეებზე მარშრუტის მაჩვენებლები ძაან ურევს. ისევ იმ წყეულ მორბენალ სტრიქონს ვგულისხმობ. 50-ზე და 71-ზე ეს მორბენალი სტრიქონი ბოლომდე ვერ მიდის, წყდება, აციმციმდება მთლიანად და ახლიდან იწყება - ვარკეთილის მე-4 მ/რ - ბა... და ახლიდან. რაღაცა მოუფიქრონ, სირცხვილია უკვე. |
Posted by: ქაფქიანა 3 Jun 2019, 13:02 |
Mick-el-Angelo ლურჯებზეც დაიწყეს ეგრე, 87-ზე მაგალითად. დღეს 88-ზე ვიჯექი დილით. რაღა ბუგატი და რაღა ეგ. რას უბერავდა. ბორტის ნომერს შეგნებულად არ ვწერ, შარი არ მოსდონ. არაფერი დაუშავებია. ისე, ძაან ტეხავს, რომ 46 და 23 ასე დაჩაგრეს. |
Posted by: MANMUS 3 Jun 2019, 13:04 |
მეც დავინახე 50ის ბორტები 180 169 164 დარჩენილ 2საც თუ შეამჩნევთ მიამატეთ * * * 150ში საუნა იყო პირდაპირი გაგებით ფანჯრები დახურული იყო და მგონი გათბობა ქონდა ჩართული თბილს უბერავდა |
Posted by: Mick-el-Angelo 3 Jun 2019, 13:10 | ||
ქაფქიანა
ეგრე თუ გააგრძელეს, 1-2 წელიწადში მან-ებზეც არ აგვცდება ნაბეღლავის ბოთლებით საქარე მინაზე მიმაგრებული ტრაფარეტები |
Posted by: Kublicha 3 Jun 2019, 13:15 | ||
ქაფქიანა
პირიქით. დაჩაგვრა ის იქნებოდა 23ზე რომ 10 მეტრიანი გაეშვათ |
Posted by: Mick-el-Angelo 3 Jun 2019, 13:17 | ||
ERAMUS
სულ 8 უნდა იყოს. სამი გვაქვს გასარკვევი დავწერ თუ შემხვდება. |
Posted by: ფაშისტი 3 Jun 2019, 13:18 |
Kublicha Mick-el-Angelo ERAMUS ქაფქიანა მანში მინდა კონდიცირება !!! |
Posted by: ქაფქიანა 3 Jun 2019, 13:19 |
Kublicha და გაეშვათ მერე 10 მეტრიანები. რომ ჩამოვიდოდა 12-იანები, გამოეცვალათ. 95-ები ნაკლებად დაჩაგრულები გგონია შენ ახლა? 95-საც უნდა 12-იანები. და საერთოდ, 23-ს იდეაში 18 მეტრიანი უნდა. სანამ 18-იანებს არ ჩამოიყვანენ, არ გამოცვალონ საერთოდ? ფაშისტი არც სახლში მაწყენდა. |
Posted by: Mick-el-Angelo 3 Jun 2019, 13:19 | ||||
Kublicha
ახლა ხომ დადის 9,5მ ბოგდანი მართლა თუ შემოიყვენენ 12-იანებს, ამ ავტობუსების განაწილებას გადაათამაშებენ მაინც. იმავე 55-ზე და 71-ზე 12-იანებია საჭირო იდეაში. * * * ქაფქიანა
მეც |
Posted by: MANMUS 3 Jun 2019, 13:30 |
ფაშისტი მანების კონდიციონერებს რაც შეეხება დღეს სხვადასხვა ავტობუსებით ვიმგზავრე. 88ში 089 ბორტი მაგრად აცივებდა ისე რო ჩამოსვლა აღარ მინდოდა ასევე 37ში 042ში, 150ში დავიხრჩვით ლამის აქ მგონი გათბობა იყო საერთოდ. შთაბეჭდილება მრჩება რომ ზოგიერთები ან დაბალზე რთავენ ან არ იციან ჩართვა და კი ხდება ის რაც ხდება |
Posted by: Mick-el-Angelo 3 Jun 2019, 13:52 | ||||
ERAMUS
კონდიციონერის ჩართვა ერთია, მაგრამ ამ ტტც-ში ნამეტანი ცუდადაა საქმეები. წინა კვირას იყო, 25 ნომერს გავყევი ბარათაშვილიდან და მგონი რეზერვის ავტობუსი იყო, მძღოლმა არც გაჩერებები სადაა არ იცოდა და არც მარშრუტი, კონტროლიორი ეხმარებოდა. შედეგად, 20კმ/სთ სიჩქარით ვსეირნობდით ვაზისუბნამდე. ქაფქიანა
ეგ ერთი, მაგრამ მეორე უკიდურესობაშიც ვარდებიან ხშირად. ამ დღეებში, 2 ნომრითა მომიწია, ტიპი პროსპექტიდან ბარათაშვილამდე 20-30 კმ/სთ-ით სეირნობდა, თან გვიანი საღამოს საათებში, ცარიელი გზები რომაა უკვე. რო ჰკითხო, გრაფიკზე ადრე ვარო გამოსული გპასუხობენ და ეგ ახლა მგზავრის ბრალია? მიდიხარ სადღაც ადამიანი, მსგავსი გენიოსი მძღოლები კი საექსკურსიო სიჩქარით გასეირნებენ. |
Posted by: toyota12345 3 Jun 2019, 14:00 |
1 ნომრით ვინმეს გიწევთ სიარული? მოსახლეობა მაგრად არია გაზრდილი კაროჩე ვისი ვისაშია ვერ გაიგებ ნეტავი დიდ ბოგდანებს გამოუშვებდნენ |
Posted by: Mick-el-Angelo 3 Jun 2019, 14:36 |
ERAMUS Kublicha 50: 164, 169, 174, 180, 181, 184, 185, ??? 71-ზე დღეს 176 და 152 შევნიშნე |
Posted by: MANMUS 3 Jun 2019, 15:30 |
Mick-el-Angelo 164 მეც ვნახე 50ზე ისე მგონი 95ის მანქანაა პირველივე დღიდან მანდ დადიოდა, ხოლო 95ზე ვნახე 173 აქამდე არ დადიოდა, მოკლედ სანამ ის 40ცალი არ ჩამოვა და 85 არ აღდგება მანამდე დანამდვილებით ვერ გავიგებთ რომელი რომელს ეკუთვნის. |
Posted by: Kublicha 3 Jun 2019, 15:41 |
55 ზე ბოგდანჩიკებია ისევ? |
Posted by: ქაფქიანა 3 Jun 2019, 15:44 |
Kublicha კი და კანტორამ თქვა, რომ ჯერ 71-იო, მერე 50-ი და ბოლოს 55-იო. |
Posted by: DORO 3 Jun 2019, 18:46 |
1 ნომერზე გოგო მძღოლია პატარა ბოგდანზე კარგად დადის .ერთი ეგაა ადგილიდან მკვეთრად იღებს და ცოტა ქანაობს ხალხი |
Posted by: Mick-el-Angelo 3 Jun 2019, 18:49 | ||
მე-8 ბორტი ყოფილა 179 |
Posted by: toyota12345 3 Jun 2019, 18:55 |
მგზავრმა ხელი დაარტყა კონდუქტორს იმის გამო რომ კონდიციონერი იყო ჩართული და ცივაო. პატრული ყოლიათ გამოძახებული და არ ვიცი რა მოხდ 37 ნომერზე |
Posted by: MANMUS 3 Jun 2019, 18:58 | ||
წესით უცხო ბორტი უნდა გამოუშვან ხვალ ან შენდეგ დღეებში 95ზეა მიმაგრებული. |
Posted by: SESH 3 Jun 2019, 18:58 |
ხალხო ეჭვი მეპარება გაძლონ დიდი ხანი ამ მანებმა. საშინლად ჭუჭყიანია შიგნიდან და უკან კიდე თვითმფრინავის მატორივით აქვს ხმა |
Posted by: MANMUS 3 Jun 2019, 19:00 | ||
ერთი მხრივ ამიტომ მეცოდებიან კონდუქტორებიც და კონტროლიორებიც რამდენ ფსიქოპატთან აქვთ საქმე |
Posted by: SESH 3 Jun 2019, 19:09 |
ერთი რამ მაინტერესებს, ვინ არის დაინტერესებული რომ ასე ვთქვათ უფრო "live" ჩატში ვისაუბროთ თბილისის ავტობუსებზე? ფორუმი ძალიან დაძველებულია, no? |
Posted by: toyota12345 3 Jun 2019, 19:33 |
14 ნომრის ერთი მძღოლი დაღუპულა სვავდაო და ღვიძლი დაეშალაო მაგრად დამწყდა გული |
Posted by: ქაფქიანა 3 Jun 2019, 19:52 |
SESH გამოთქმა არ გაგიგია, უცხო მონასტერში საკუთარი წესებით არ მიდიანო? 2008 წლიდან ვპოსტავ აქ, ხალხს რეალში ვიცნობ და შენ ისაუბრე კაცო, სადაც გინდა. |
Posted by: narmonana 3 Jun 2019, 19:54 |
კაროჩე,ჭავჭავაძიდაან რუსთაველის მეტროსთან რომელიმე ავტობუსი დადიის? ან პირიქით 88მ მოიშალა 61 და 140 დადიან? |
Posted by: ქაფქიანა 3 Jun 2019, 19:55 |
narmonana მგონი, არცერთი. |
Posted by: MANMUS 3 Jun 2019, 19:55 |
narmonana 87 შემოვლითი გზებით |
Posted by: SESH 3 Jun 2019, 19:56 | ||
ფოთიშით ბოდიშით |
Posted by: ika55775 3 Jun 2019, 20:07 | ||
50 ზე დღეს გამოუშვეს და დარჩა 55 ამ ეტაპისათვის ისე ვარაზის ხევიდან რომ ამოდის მელიქიშვილზე ერთი დროებითი გაჩერების მოწყობა არ იქნებოდა ურიგო ბევრი მგზავრი ვაკის ქვედა ნაწილში სადგურის მოედნიდან 37 31 და კიდე რაც დადის რუსთაველის მიმართულებით გამოყვებოდა და უფრო მარტივად მოხვდებოდა დანიშნულების ადგილზე ამით 9 და 34 ცოტა მაინც განიტვირთებოდა ჭავჭავაძის რეაბილიტაციის 1 ეტაპი კაი ხანი გაგრძელდება მაინც |
Posted by: toyota12345 3 Jun 2019, 20:17 |
ბიჭებო ერთი შეხვედრა დავთქვათ და კი გაგიცნობდით სიამოვნებით. სიმბოლურად ბარათაშვილზე იყოს შეხვედრა კონკის მხარეს ავტობუსების ფონზე))) |
Posted by: ფაშისტი 3 Jun 2019, 21:03 |
აუ მეც მინდა, არ გამომტოვოთ რა.. ჩიტაძეზე ვარ სკოლაში და ჩამოვირბენდი სიამოვმებით გნახავდით ყველას |
Posted by: Ben_Joyce 3 Jun 2019, 21:14 |
მეც, მეც მინდა თქვენი გაცნობა, მაგრამ ისეთი განრიგი მაქვს, ყველა ერთად ვიტირებთ, თუმცა იქნებ შევძლო |
Posted by: beka331 3 Jun 2019, 21:37 |
პუშკინზე ვმუშაობ და შესვენებაზე გაგიცნობდით რავი, თუ გადაწყვეტთ.. ან 5ის მერე. კვირას მთელი დღე |
Posted by: MANMUS 3 Jun 2019, 21:43 |
მშვენიერი აზრია ,მარა ჩემი ასაკიდან გამომდინარე მეუხერხულება ასეთ ზრდასრულ ხალხთან შეხვედრა პ.ს სტუდენტი ვარ |
Posted by: Ben_Joyce 3 Jun 2019, 21:55 | ||
ეგ არაფერი, მე ლექტორი ვარ |
Posted by: Kublicha 3 Jun 2019, 22:04 |
რა არის საუხერხულო, ვინ არ ვყოფილვართ სტუდენტი. მეც მოვალ, საღამოს ხო არ აჯობებს 6ის მერე, დროში არ ვიქნებით შეზღუდული. სადმე ნაყინიც შეგვიძლია ვჭამოთ.უკეთ გავიცნობთ ერთანეთს |
Posted by: ფაშისტი 3 Jun 2019, 22:11 |
კამანდა ვიკვრებით როგორ მიხარია.. მოკლედ 1 დღე დავთქვათ ჩემი ნომერი იცის toyota12345 - მა |
Posted by: MANMUS 3 Jun 2019, 22:19 |
20 წლის ვარ და არაუშავს ? ცოტა კი მერიდება |
Posted by: beka331 3 Jun 2019, 22:33 |
ERAMUS ასაკი არ მგონია ამ შემთხვევაში რაიმეს ნიშნავდეს |
Posted by: Kublicha 3 Jun 2019, 22:42 |
ERAMUS ნუ ხარ დაძაბული. ჯერ ერთი რა არაკისაც არ უნდა იყო, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და მეორეც ერთი 20 წელი საერთოდ არაა პატარა ასაკი. 20 წლის რომ ვიყავი ნახევარი საქართველოს ბუღალტრები მიცნობდნენ და რჩევებს მეკითხებოდნენ. დღეს ვიმგზავრე მწვანე მანით 50 ნომრით. კი გრილოდა მაგრამ იმენა ტვინის შემჭმელი ხმა აქვს კონდიციონერს. და ძალიან ცუდად ვარდება სიჩქარეში დაძვრისას. 0 გარბენიანი ავტობუსი ეგრე არ უნდა იყოს. ან მაგას აქვს ქარხნული წუნი (ეს კაია) ან ვაფშე ეგეთი სირობა კარობკები უყენია მაგ 10 მეტრიანებს. და თუ ეგრეა, დაფების ბედს გაიზიარებს რამდენიმე წელიწადში |
Posted by: SESH 3 Jun 2019, 23:53 |
ERAMUS არხარ ყველაზე ახალგაზრდა აქ |
Posted by: rachveli1 4 Jun 2019, 10:22 |
კონდიციონერებს არ რთავენ? გავიგუდე გუშინ 51-ში. იატაკი მართლა ცხელდება მანებში. უქანა კართან ვიდექი, და სქამებდან პატარა კიბესავით როა, შემთხვევით ფეხი მიმედო და ძაან გახურებული იყო, გეგონება ფეჩიაო იატაკის ქვეშ. |
Posted by: vatman 4 Jun 2019, 10:33 |
toyota12345 ფაშისტი ამ ინფორმაციას დაადასტურებთ თუ არა გუშინ ავტობუსში მძღოლები მწვანე მანებზე ამობდნენ, მაგარი საზიზღრობა არისო, ტიპმა ისევ ჩემი ბოგდანი მირჩევნიაო, მეორემ ლურჯი სჯობია. და თქვენ რა იცით მართლა არ მოსწონთ? ნუ ზოგადად მძღოლები ისეთი კასტაა, ეხლა რო ძველ მძღოლს ახალი მანი და ყვეითელი იკარუსი დაუყენო გვერდიგვერდ, დიდი ალბათობით იკარუს აირჩევს ნუ კონდიციონერებზე ზოგში მუშაობს , ზოგში არა. გუშინ საკაიფოდ გრილოდა, დაჟე კონდიციონერი გამორთმევინეს |
Posted by: ika55775 4 Jun 2019, 10:59 | ||||
საღამოს 6 ის მერე ჯობს შეხვედრა
მეც ვიმგზავრე 50 ით და პარასკევს რომ ძველ პატარა ბოგდანზე იჯდა გადმოუსვიათ ამ ახალზე და კარგად დაყავდა ცოტა ფრთხილობდა კიდეც კარობკაც კარგად მუშაობდა არაფერი შემიმჩნევია უჩვეულო ეტყობა იმ კონკრეტულ ავტობუს აქ რაიმე პრობლემა რაც მალე გამოჩნდება დეფესტები უკეთესია |
Posted by: toyota12345 4 Jun 2019, 12:09 |
vatman ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ. მწვანე მანით სულ რამდენჯერნე ვიმგზავრე ისიც ლაითად. ერთი ის მომეწონა რომ ახალი მანქანის სუნია რომ ადიხარ. აი სანამ ჩვენი ხალხი დედას უტირებს და სანამ გაიცვითება. ისე კი მოვკარი ყური მძღოლები ბაზრობდნენ ვერ იდგამსო. |
Posted by: Kublicha 4 Jun 2019, 12:38 | ||
vatman
ლურჯი რომ ჯობია 1 თავით, მაგაზე უკვე შევთანხმდით. რაც შეეხება ბოგდანს, შეიძლება თქვას, მეტი პასუხისმგებლობაა და მაგიტომ მირჩევნიაო, მაგრამ თუ როგორც მანქანა ბოგდანი ურჩევნია ვერ ყოფილა ადეკვატური. მითუმეტეს მძღოლისთვის. როდის შევიკრიბოთ, ხვალ გაწყობთ 18:30ზე? |
Posted by: ფაშისტი 4 Jun 2019, 12:52 | ||||
vatman
რამდენიც გინდა იმდენი ამბობს მასე, ბოგდანებზე მოხოდილები ისხდნენ,აი როგორ საკუთარ სავარძელში ტელევიზორთან. ჩაარტყი მიდის.. ნუ ეს ახლები ზედმეტად მოსაფრთხილებელია და ნუ აი ძააან ვერ მეგობრობენ განსაკუთრებით 45+ სასტავი იმ დღეს მანიდან გამოვდიოდი და კართან ჭეჭყვა იყო, ისე მოხდა რომ დავაგვიანე გამოსვლა იმ დროს როცამძღოლს დახურვის ბრძანება ჰქონდა მიცემული. ისე ვინერვიულე, დაიწყო კარმა წრიპინი, აღარ დაიხურა გამისკდა გული, ნუ აი რამოდენიმე წუთი გაშეშდა. აბა ბოგდანს წიხლი კარი და "გატოვია" rachveli1
ა მანდ სულ ეგრეა, კაი ხანია ახლოს მგზავრები ვერ დგებიან |
Posted by: Kublicha 4 Jun 2019, 13:05 |
სასიამოვნო ნიუსი: კოსტავაზე ფილარმონიიდან ქვევით ბასლეინი დახაზეს |
Posted by: MANMUS 4 Jun 2019, 13:21 | ||
მეც ვნახე მშვენიერია, მარა ვირები მაინც მიძვრებოდნენ |
Posted by: alea iacta est 4 Jun 2019, 13:22 | ||
დიდი ალბათობით გამონაბოლქვის მილებია ახლოს და შესაბამისი თერმოიზოლაცია არ აქვს, ყველას აქვს ნაკლოვანობები და ალბათ მანიც არაა გამონაკლისი, ზამტარში სამაგიეროდ მშვენიერია |
Posted by: MANMUS 4 Jun 2019, 13:23 | ||
მე მცალია |
Posted by: rachveli1 4 Jun 2019, 13:27 | ||||
და რათოა ეგრე? რა ცხელდება მასე, მაგ აგილას რა ქვს ავტობუსს?
რას არ გაიგებ. |
Posted by: toyota12345 4 Jun 2019, 16:58 |
Kublicha მე ხვალ მეორე სმენა ვარ 14 საათიდან 22 საათამდე |
Posted by: ფაშისტი 4 Jun 2019, 17:32 |
ცოტა აგრილდეს და შევიკრიბებით.. ერთმამეთს ვერ გავექცევით, სურვილი დიდია უიმე ჩამობნელდა ჩემთან, იქუხა ნეტა იწვიმოს. ეჰ..მძღოლი როცა გავხდები, აი მძღოლი როცა გავხდებიიი!!!! |
Posted by: da_to 4 Jun 2019, 17:56 |
დღეს ვნახე იმხელა ტრაფარეტი აქვს წინ და უკან |
Posted by: ika55775 4 Jun 2019, 18:01 | ||
მეც მცალია ხვალ მაგ დროს |
Posted by: max-14 4 Jun 2019, 18:09 |
არ შეიძლება მარცხენა სანაპიროზე დაინიშნოს ავტობუსის მარშუტი? |
Posted by: Kublicha 4 Jun 2019, 19:16 |
შევადგინე პირველ რიგში გასაბასლეინებელი ქუჩების სია. ესაა ის გზები, სადაც 3 ან მეტი ზოლია (პარკინგის ჩათვლით) და სადაც მოძრაობენ 10 ანდა 12 მეტრის სიგრძის ავტობუსები სიაში არ შემიყვანია ისეთი ქუჩები, სადაც მოძრაობა დატვირთული არაა, ისედაც არავინ მოძრაობს მარჯვენა ზოლში და ტყუილი საღებავის ხარჯვა იქნება, მაგალითად ფარნავაზის გამზირი. ეს ქუჩებია: 1. ვაჟა-ფშაველას გამზირი (ცალ მხარეს, მარჯვნივ) 2. ყაზბეგის გამზირი (ცალ მხარეს, მარჯვნივ) 3. კოსტავას ქუჩა (ცალ მხარეს, მარჯვნივ) 4. პეკინის გამზირი (ცალ მხარეს, მარჯვნივ, მეორე მხარეს ისედაც არის) 5. თამარაშვილის ქუჩა (ორივე მხარეს) 6. სანდრო ეული (ორივე მხარეს) 7. გაგარინის ქუჩა (ორივე მხარეს) 8. ბარათაშვილის ქუჩა (ორივე მხარეს) 9. სააკაძის დაღმართი (ორივე მხარეს) 10. წერეთლის გამზირი (ორივე მხარეს) 11. თორნიკე ერისთავის ქუჩა (ორივე მხარეს) 12. გურამიშვილის გამზირი (ორივე მხარეს) 13. ხიზანიშვილის ქუჩა (ორივე მხარეს) 14. მარშალ გელოვანის გამზირი (ორივე მხარეს) 15. ჯავახეთის ქუჩა (ცალ მხარეს, ხიდებიდან ზევით) 16. ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა (ორივე მხარეს) 17. ვარაზისხევი (ორივე მხარეს ერთი და იგივე მიმართულებით მიმავალი) 18. რუსთაველის გამზირი (ორივე მხარეს) 19. ჭავჭავაძის გამზირი (ორივე მხარეს) ჯერ ძაან რადიკალიზაციას არ ვიწყებ და ორ ზოლიანები არ შემყავს სიაში. და ვერაფერი მოვუფიქრე თამარ მეფეს, არადა ყველაზე საჭირო მანდაა |
Posted by: ფაშისტი 4 Jun 2019, 19:19 |
da_to მაგ ტრაფარეტმა მოგვისპო სოცოცხე.. სულ ძვრებოდა ))) მივსკოჩავდით.. ისევ, მერე ისევ, მოკლედ რა |
Posted by: alea iacta est 4 Jun 2019, 19:30 | ||
Kublicha
სამაგიეროდ მარჯვენა ზოლი ტრაილერებს და ათასი რჯულის სატვირთოებს აქვთ ოკუპირებული, პლუს მანქანების ბარიგებს. ბასლეინი რომ დაემატოს იქნება მაგან მაინც აღკვეთოს ეგ თავხედი კასტა. |
Posted by: ნიკა 4 Jun 2019, 20:08 | ||
Kublicha
პარკინგს აუქმებ ხო? თუმცა მოედნიდან როცა შედის დარასელიამდე არ გამოვა ეგ ამბავი. 2 ზოლია მანდ (პარკინგი არაა საერთოდ). ეგ კი არა და ტროტუარიც მიტაცებული აქვს ლომბარდს და ხალხი ქუჩაში დადის. |
Posted by: MANMUS 4 Jun 2019, 20:15 |
თამარ მეფეზე პარკინგს თუ აყრიან მაშინ კი გამოვა * * * 95ის MANის ბორტი 171ის საჭეზე ტყავი თუ რაღაც ნაჭერი ქონდა გადაკრული , თავისებურად თუ არ გააფორმეს რაა მამული 50ის ბორტი 179ში უკანა ჩაქუჩი მოხსნილი იყო |
Posted by: DRAKONI 4 Jun 2019, 20:34 | ||||
Kublicha
ასე უცებ აკრძალე პარკინგი თბილისის ცენტრში? პრინციპში სწორია, მაგრამ ავტომატურად გაჩერებაც რომ იკრძალება მაგ ქუჩებზე?
ესე იგი ვარაზისხევზე საერთოდ გაჩერება არ შეიძლება? |
Posted by: forum-ge 4 Jun 2019, 20:42 | ||
არაა საჭირო ორივე მხარეს. ზოგადად მანდ არ მგონია ბას ლაინი აუცილებელი იყოს |
Posted by: Nescafe13 4 Jun 2019, 20:46 | ||||
აქ რა საჭიროა ბას ლაინი ? ისედაც 200 მეტრიანი ქუჩაა და არცაა დატვირთული მოძრაობა მანდ ბასლაინები გააკეთონ ისე რომ საპარკინგე ზონებს არ შეეხონ თბილისი არაა ისე მოწყობილი რომ ავტობუსით გადაადგილება შეძLო ყველგან მე პირადად ავტომობილით ვისარგებლებ როცა მაქ შესაძლებლობა საზ ტრანპორტის განვითარება როცა დამთავრდება მერე კი ბატონო გუშინ 95 ში სული ამომხდა ლამის კონდეციონერი ჩართული იყო მარა უსაზუზღრესი სიცხე იყო მაინც ივლისი-აგვისტოში წარმოდეგენაც არ მინდა ამ დროისთვის ისევ სუნიანი ყვითელი მარშუტი მირჩევნია თუ დავჯექი იქ * * *
ალტერნატივას რას სთავაზობენ ვინც მანქანას აყენებდა მანდ ? თუ არადა დაივიწყონ მსგავსი სულელური ხაზები შექმნან იმდენივე ადგილი რაცაა მანდ და მერე კი ბატონო |
Posted by: Kublicha 4 Jun 2019, 21:17 | ||||||
ნიკა DRAKONI
პარკინგი უმეტესობა ქუჩებზე რჩება. იკრძალება მხოლოდ იქ, ბასლენის +2 ზოლი არ რჩება. მაგალითად ვარაზისხევზე დარჩება, სანდრო ეულზე, წერეთელზე, ყაზბეგზე, ვაჟაზე, კოსტავაზე, ხიზანიშვიზზე და ა.შ პარკინგი არ უშლის ბასლეინის არსებობას. ეგრე ლოკომოტივთანაცაა, კოსტავაზეც სასტუმრო ვარაზთან, შარტავაზეც ზოგან და ა.შ
ვარაზისხევზე საერთოდ არაა სიგანის დეფიციტი, ორივე მხარეს შეიძლება დარჩეს პარკინგი. ოღონდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ყველა პარკინგი, რომელიც შენარჩუნდება გახდება პარალელური. * * * Nescafe13
რა უფრო მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, 20 მანქანის პარკირება თუ 1000 ობით გადაყვანილი მგზავრი ავტობუსებით? ეგ არ არის არგუმენტი, ეგრე პეკინზეცაა მოსახლეობა, შარტავაზეც, ჭავჭავაძეზეც მაგრამ მშვენივრად აუკრძალეს პარკირება |
Posted by: DRAKONI 4 Jun 2019, 21:37 | ||
Kublicha
რას ლაპარაკობ? პარკინგი ბასლაინის შიგნით? ანუ მარჯვენა ზოლი პარკინგი და მეორე ზოლი ბასლაინი? ეგ წესებს ეწინააღმდეგება. იქ მანქანები როგორ შევლენ? |
Posted by: Kublicha 4 Jun 2019, 21:42 |
DRAKONI ხო რატომაც არა. როგორ შედიან ვაკის პარკის მიდამოებში? |
Posted by: DRAKONI 4 Jun 2019, 21:57 | ||
Kublicha
არ ვიცი როგორ შედიან. არ შეიძლება ბასლაინის გადაკვეთა სადაც უწყვეტი ხაზია. |
Posted by: forum-ge 4 Jun 2019, 22:00 | ||
DRAKONI
წყვეტილია ალბათ და ისე შედიან. პეკინზე მაგალითად ადგილ-ადგილ წყვეტილი ხაზებია ბასლაინზე და ჩვეულებრივად შედიან იქ მანქანები |
Posted by: beka331 5 Jun 2019, 08:44 |
95 ში ვიჯექი, საკმაოდ კარგი ავტობუსია.. ბევრი ვეცადე, ფოტო გადამეღო იმ ბირკისთვის, მაგრამ კარგი ხარისხით არ გამომივიდა არცერთი. თან წინ ბავშვები მეფარებოდნენ. |
Posted by: vatman 5 Jun 2019, 10:56 | ||||
forum-ge
პეკინზე და რობაქიძე ეზოებში შედიან და ამიტომაა ეს წყვეტილები და პარკინგი რანაირად წარმოგიდნიათ , ანუ პარალელური პარკინგი უნდა გააკეთოს ადამიანმა, ავტობუსების მიმოსვლა უნდა შეაფერხოს... Kublicha
სად არის მერე მანდ პარკინგი? გუშინ 51-ში კონდიციონერი ჩართული არ იყო, ნუ გასაგებია ხალხი საყვედურობდა, მძღოლს და კონტროლიორს, რაზეც მიიღეს პასუხი რო კონდიცონერი ცივს არ უბერავს და დილით უკვე უფროსობას ეჩხუბნენ მაგაზე და თუ პრეტენზია აქვთ დარეკონ ცხელ ხაზზე. რა თქმა უნდა არავინ არ დარეკა ... |
Posted by: ფაშისტი 5 Jun 2019, 11:05 |
vatman ფორუმზე ხშირად წამიკითხავს, ნუ მიზეზი გარდა იმისა რომ ფილტრებია შესაცვლელი, ასევე მძღოლებმა არ იციან როგორ ჩართონ კონდიცირება და შეცდომით რთავენ უბრალოდ "რაღაც" სისულელეს რომელიც უბრალოდ ჰაერს უბერავს. ჰოდა არ მჯერა ეს. მანზე გადამზადება მძღოლებმა გაიარეს საკმაოდ კარგად და სრულფასოვნად, მშვენივრად იციან სადაა კონდიცირების გადამრთველი, ცივისაც და ცხელისაც, და ჰაერის გამწმენდიც. ასე რომ. ეს რუტინაა უკვე და ყოველ წელს ასე იქნება. 2020-ის გაზაფხულიც მსგავსი პოსტებით დაიწყება. უკვე დავიღალე. |
Posted by: iviko18 5 Jun 2019, 11:49 |
დელისიდან, ვაკის გავლით, რუსთაველის მიმართულებით ახალი დროებითი მარშუტები ამოქმედდებაო. |
Posted by: MANMUS 5 Jun 2019, 12:02 | ||
ფაშისტი
ძალიან მეეჭვება ზოგმა ნორმალურად დამუხრუჭება და დაძვრა ვერ ისწავლა ხალხი ერთმანეთში იზილებახოლმე |
Posted by: toyota12345 5 Jun 2019, 12:08 |
ძალიან გამისწორდა ბას ლაინებზე მოსიარულე სასტავს რომ მსუყეთ დააჯარიმებენ. რითი მეტი ხარ ჩემზე საცობში კრისულად რომ გაიპარები ბას ლაინით როცა მე ვდგავარ საცობში და მივყვები ნაკადს. |
Posted by: Mick-el-Angelo 5 Jun 2019, 12:14 | ||
iviko18
აი სად წავა 50-დან და 71-დან გამოთავისუფლებული პატარა ბოგდანები |
Posted by: NVIDIA MAN 5 Jun 2019, 12:21 |
ბასლაინებზე ჯარიმები და ასევე ველობილიკებზე, ასწორებს... კოსტავაზე გაივლი და ადგილ ადგილ გხვდება მაინც უტიფრად გაჩერებულები ველობილიკზე.... |
Posted by: Kublicha 5 Jun 2019, 12:53 | ||||||
vatman
სად და ყოფილ სტანდარტ ბანკთანა , ფეხბურთის ფედერაციასთან, შარტავაზე სპართან, კოსტავაზე სასტუმრო ვარაზთან
ავტობუსის ზოლი იმისთვისაა რომ ავტობუსი არ მოყვეს საცობში. ერთეული დამპარკინგებელი მანქანები ვერ შეაფერხებს ისე, რომ განრიგს სერიოზულად ასცდეს. იმისთვის კი არ გვინდა ბასლეინი რომ ტეჟევესავით ჩაიშხუილოს როგორც აკეთებს ავლაბარში ზოგიერთი მძღოლი. განსაკუთრებით მარშუტკებს ეხება ეს toyota12345
მეც მოხარული ვარ, მაგრამ ჯარიმის ოდენობა დიდ ეფექტს არ იძლება. მთავარია დაჯარიმებულთა %ულობა. ჯობია 10 დან 7 დაჯარიმდეს და ჯარიმა იყოს 50 ლარი, ვიდრე იყოს 500 ლარი და დაჯარიმდეს 10 დან 2. ეს უფრო ჭრის ურჩ ხალხზე |
Posted by: metro500 5 Jun 2019, 13:51 |
გამოთავისუფლებული ბოგდანები გარეუბნის მარშუტებზე დანიშნეთ განსაკუთრებით სადაც მეტრო არ არის. გუშინ ღმაღელის მეტროსთან ისეთი გატენილი მოვიდა 62 ვერავინ ავიდა თითქმის მერე 3წუთში მეორე მოყვა ანალოგიურად გატენილი, ერთი 95 დადის თემქაზე დიდი ზომის და ისიც იმხელა ინტერვალებით და ისეთი საზიზღარი გრაფიკით მაინც ვერ ვსარგებლობ ვერასდროს |
Posted by: Mick-el-Angelo 5 Jun 2019, 14:50 |
metro500 50-ის და 71-ის ბოგდანები პირველი ავტობაზისაა. ეჭვი მეპარება, რომ თემქაზე გადაისროლონ. უახლოეს დღეებში 55-ის 10 ცალი დიდი ბოგდანი გამოთავისუფლდება, შეიძლება ესენი გაუშვან დასავლეთის მხარის რომელიმე მარშრუტზე. |
Posted by: Promes 5 Jun 2019, 15:38 |
დღეს 14 ში დავიწვი..კონდიციონერს ვერ ვრტავთ ფილტრებია შესაცვლელიო |
Posted by: something1 5 Jun 2019, 15:44 |
მეტრო 11 საათამდე იმუშავებსო და ნეტა ავტობუსებს თუ დაუმატებენ დროს... |
Posted by: narmonana 5 Jun 2019, 15:50 |
ჰეჰ,მოშლილია ავტობუსები,ახლა ვდგევარ პუშკინის სკვერის გაჩერებააზე და ტაბლოზე ხუთ მარშრუტს 1 წუთი სწერია 10 წუთია |
Posted by: vatman 5 Jun 2019, 15:52 | ||
Kublicha
მანდ მე როგორც მახსოვს კიდია ნიშანი - გაჩერება აკრძალულია , და პერპენდიკულარული პარკირებაა დანარჩენებზე ვერ გეტყვი, ასეი წლი მაგ ადგილებში არ ვყოფილვარ |
Posted by: Kublicha 5 Jun 2019, 16:04 | ||
narmonana შესვენების პერიოდია. 1 დან 3 საათამდე მონაკვეთში ტაბლოებს არ უნდა შეხედო თორე გული გაგისკდება vatman
ეს ორივე ერთად როგორ არის? |
Posted by: vatman 5 Jun 2019, 16:25 | ||
Kublicha
ანუ მე მახსოვს რო კიდია ნიშანი - გაჩერება აკრძალულია, ხოლო მანქანებს მაინც აპარკინგებენ პერპედიკულარულად |
Posted by: DRAKONI 5 Jun 2019, 17:52 |
Kublicha არ შეიძლება ბასლაინის შიგნით პარკინგი. იმიტომ რომ ბასლაინზე მოძრაობა არ შეიძლება და შესაბამისად, პარკინგამდე ვერ მიხვალ. იგივე ითქმის ტროტუარზეც, არ შეიძლება ტროტუარზე პარკინგი, თუ ამისთვის ტროტუარზე უნდა იმოძრაო. (უგულავას სისულელეებს არ მიაქციოთ ყურადღება) |
Posted by: beka331 5 Jun 2019, 18:13 |
აუტანელი იყო დღეს 88 ით მგზავრობა. კონდინციონერი ძალიან დაბალზე იყო ჩართული და იატაკი ჯოჯოხეთივით ცხელი იყო.. მგზავრთა უმეტესობა ოფლის ნაკადში ცურავდა |
Posted by: toyota12345 5 Jun 2019, 18:15 |
Ttc053 150 ნომრის არ უმუშავებს კონდიციონერი აკვარიუმია იმენა |
Posted by: vatman 5 Jun 2019, 18:40 |
toyota12345 უფრო ადვილია იმათი ჩამოთვლა, სადაც მუშაობს |
Posted by: toyota12345 5 Jun 2019, 18:49 |
vatman მაგის მეტს რას ვაკეთებ დღეს ვმუშაობ და დავწერ რომელშიც კარგად ყინავს |
Posted by: MANMUS 5 Jun 2019, 18:54 |
150ის TT-101-CB მაგრად აგრილებდა აშკარად მაღალზე იყო ჩართული ჰაერს ძლიერად უბერავდა, ანალოგიურად 091ში 053 მართლა საუნა იყო |
Posted by: toyota12345 5 Jun 2019, 18:56 |
vatman მაგის მეტს რას ვაკეთებ დღეს ვმუშაობ და დავწერ რომელშიც კარგად ყინავს 089 88 ნომრის ნორმალურად მუშაობს |
Posted by: ნიკა 5 Jun 2019, 19:01 | ||
narmonana
მაგაზე მეწერა უკვე წინა გვერდებზე. კოლმეურნეობაზე დგანან ალბათ ბოლო გაჩერებაზე და სანამ არ დაიძვრებიან ეგრე ეწერება. ეგაა ამ ტაბლოების უმთავრესი პრობლემა ამჟამად |
Posted by: toyota12345 5 Jun 2019, 19:46 |
020 ttc 51 ნომრის საკაიფოდ გრილა |
Posted by: MANMUS 5 Jun 2019, 20:01 |
ბოლობოლო როდის ვაპირებთ შეკრებას? |
Posted by: Kublicha 5 Jun 2019, 20:05 |
ცოტა ხნის წინ ავლაბრში ბასლეინზე სატვირთო დაგორდა და ლურჯი ავტობუსი 079 და ორი პატრულის მანქანა დალეწა. ერთი პოლიციელი დაშავდა სასწრაფომ წაიჸვანა |
Posted by: MANMUS 5 Jun 2019, 20:07 |
Kublicha ძალიან დაიმტვრა? მეორედ დაილეწა უკვე ეს 079 |
Posted by: Kublicha 5 Jun 2019, 20:10 |
პატრულს განზრახ ჩაუყენებია მანქანა რომ დიდი მსხვერპლი აერიდებინა გმირია |
Posted by: SESH 5 Jun 2019, 20:19 |
Kublicha სურათები თუ გაქვს? |
Posted by: Kublicha 5 Jun 2019, 20:41 | ||
დიდი ვერაფერი |
Posted by: da_to 5 Jun 2019, 20:48 |
საღოლ პატრული... |
Posted by: beka331 5 Jun 2019, 21:12 |
Kublicha და ორი პატრული ერთად მანდ როგორ მოხვდა? ყოჩაღ პატრულს |
Posted by: Ben_Joyce 5 Jun 2019, 21:28 |
დღეს აღმაშენებლის ხეივანზე მიდიოდა მწვანე მანი, მარშრუტი 55, ბორტი 169. გაუშვეს უკვე #55-ზე თუ სატესტოდ გაასეირნეს? |
Posted by: Blueსტუმარი 5 Jun 2019, 21:46 | ||
Ben_Joyce
ალბათ ავტობაზიდან მოდიოდა |
Posted by: Mick-el-Angelo 6 Jun 2019, 09:54 | ||
ERAMUS
მეც ვნახე გუშინ ეგ ავარია. დიდად არ დალეწილა, იდეაში შეაპაჩინკებენ მალე. პატრულის მანქანა დაილეწა მაგრად. |
Posted by: MANMUS 6 Jun 2019, 10:04 |
55ზე რახდება ბოგდანებია ისევ? * * * Mick-el-Angelo თუ მინა არ აქვს ჩამსხვრეული მალე გამოუშვებენ |
Posted by: da_to 6 Jun 2019, 10:24 |
https://www.facebook.com/mariamsitchinava/videos/10218915386425509/UzpfSTU4NTYxNDA3ODE2NDc0MDoyNDgwNjQ5MzkxOTk0NTIz/ |
Posted by: Mick-el-Angelo 6 Jun 2019, 10:25 | ||
ERAMUS
მწვანე მანებია 55-ზეც გვეშველა! ბორტები 157, 154 რაც შევამჩნიე. 169-ც 55-ზეა, ზემოთ Ben_Joyce-მა დაწერა (50-ზე მუშაობდა თავიდან). სამაგიეროდ, 71-ზე შევამჩნიე 192, 50-ზე 186 და 195. |
Posted by: vatman 6 Jun 2019, 10:32 | ||
da_to
PიZD#ც პატრული თუ გამოიძახეს ნეტავ |
Posted by: MANMUS 6 Jun 2019, 10:34 | ||
მშვენიერია, რომელიმე ხაზიც ხოარ გაადიდბოგდანეს? |
Posted by: da_to 6 Jun 2019, 10:44 | ||
vatman
ალაბათ არა, გზა კი გაანთავისუფლეს და პატრული რაღად უნდოდათ ... ამ ხალხის ტვინში ჩამახედა ამხელა გემს რო ეგრე ტოვებ, მინიმუმ იმაზე მაინც ხო უნდა იფიქრო ადგილს ტოვებ გასასვლელს თუ არა ? |
Posted by: zizu5 6 Jun 2019, 10:52 |
საწვავზე, ითქვა რომ, სპეციალურად უნდა შეესყიდათ მწვანე მანებისთვის დიზელი, არადა გუშინ ვნახე 71 ნომერი ავტობუსი რომპეტროლში ასხამდა საწვავს. რა ხდება ამ თემაზე ხომ არ იცით? |
Posted by: Mick-el-Angelo 6 Jun 2019, 10:58 | ||
zizu5 შეიძლება რომპეტროლს ჩამოაქვს ეგ საწვავი * * * ERAMUS
არ შემიმჩნევია. ასე უცებ ვერ გადაიყვანდნენ სხვა ხაზზე. |
Posted by: Utopian 6 Jun 2019, 11:24 |
თუ იცით 9 ნომერი ავტობუსი ხომ არ გაუქმდა? სადგურის მოედნიდან ბაგების მიმართულებით (ჭავჭავაძის დაკეტვის გამო) |
Posted by: Nickboy 6 Jun 2019, 11:26 | ||
Utopian
ბოგდანი დადის ახლა, კეკელიძეზე ადის, მერე რას შვება არ ვიცი |
Posted by: ფაშისტი 6 Jun 2019, 11:26 |
Utopian არა, პატარა ბოგდანებზე გადავიდნენ, მარშრუტი ტტც -ზე ნახე |
Posted by: MANMUS 6 Jun 2019, 11:32 |
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავ N55 მარშრუტზე ახალი, მწვანე „მანის“ მარკის ავტობუსები გავიდნენ. N55 მარშრუტი, N71-თან და N50-თან ერთად, მესამე მარშრუტი იქნება, რომელიც კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩას გაივლის. კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრა 18, 32 და 47 ნომრებთან, ხოლო თავისუფლების მოედანზე „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ. აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდნენ. გარეუბნებიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი სამივე მარშრუტის კოტე აფხაზის ქუჩაზე გატარება ძველი თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უბნის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. პირველი მწვანე ავტობუსები თბილისის ქუჩებში 13 მაისიდან N85 და N95 მარშრუტებზე გავიდნენ. თბილისის მერიამ სულ 90 ერთეული მწვანე „მანის“ მარკის ავტობუსი შეიძინა. მათგან თბილისმა უკვე 50 ერთეული მიიღო. დარჩენილი 40 ავტობუსის შემოყვანა მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. 189ც 55ზე დადის |
Posted by: Mick-el-Angelo 6 Jun 2019, 12:08 | ||||
ERAMUS
მანდო ავყრით პარკირებასო, ხომ ამბობდნენ, მაგრამ ისევ დგანან. ისე, რა სირცხვილია, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ავტოსადგომი რომაა მოწყობილი * * * ERAMUS
და ამასთან დაკავშირებით თეგეტას რამე სანქცია დაეკისრა? ჩუმად არის ყველა, არადა ხელშეკრულების უხეში დარღვევაა. |
Posted by: metro500 6 Jun 2019, 12:55 |
ისე 50 71 და 55ის დიდი ბოგდანები ჯამში რამდენი იქნებოდა? 50 და 71 ის ბოგდანებზეც არ გვაქვს ინფო რა ბედი ეწიათ ხო? ახლა კიდე დაემატათ და 2 ხაზი მინუმუმ შეუძლიათ გაუყენონ გადიდბოგდანების გზას |
Posted by: Kublicha 6 Jun 2019, 13:01 | ||||
da_to
ალბათ ბრაზობს, რა ტვინი წაიღეს ამ ავტობუსებმა, "რა უნდა ჩვენს ვიწყო ქოჩებში ამხელა ავტობუსებსო " ERAMUS
ჩამსხვრეული აქვს 9 ნომერზე თურმე პირველი ბაზის ბოგდანები დადიან. მე-3 ბაზას არ ყავდა 5 ბოგდანი, ამხელა გზიდან რომ არ ეტარებინათ? |
Posted by: Mick-el-Angelo 6 Jun 2019, 13:05 | ||
metro500
დიდი ბოგდანები მხოლოდ 55-ზე მუშაობდა - 10 ერთეული. 71-ზე და 50-ზე პატარები იყო - დაახლოებით 20 ერთეული ჯამში. ----- 95-ის და 85-ის დიდი ბოგდანები რომ მიუმატო, ჯამში 22 მანქანა გამოთავისუფლდა, მაგრამ ესენი დღეგამოშვებით ფუჭდება ბოლო დროს, ასე რომ ალბათ რეზერვს გაზრდიან და ერთ ხაზს მაქსიმუმ თუ გადიდბოგდანებენ. მაგალითად, 2 ნომერზე ბოლო დროს ძალიან ხშირად უცხო ბორტებს ვხედავ - 508, 492, 523. 531 (მგონი 95-ის მანქანაა) - 55-ზე მუშაობდა ბოლო პერიოდში. |
Posted by: MANMUS 6 Jun 2019, 13:26 |
9 ნომერზე 71ის ბოგდანები ვნახე, მგონი დაფების დროსაც 9ზე აფრიკიდან დაყავდათ მწვანე მანები დაზღვეულია? |
Posted by: Utopian 6 Jun 2019, 14:12 |
Nickboy ფაშისტი დიდი მადლობა |
Posted by: Mick-el-Angelo 6 Jun 2019, 20:49 | ||
ეგეც ნაქები გერმანული(პოლონური) ხარისხი: ვარკეთილის ქუჩებში სიარულისას ჩამოვარდა. საწყალი მძღოლი ისე ნერვიულობდა, მეგონა გული გაუსკდებოდა. პ.ს. ბორტი პირველი დღეა ხაზზე გამოსული. * * * ERAMUS
როგორც აღმოჩნდა, დაზღვეულია. |
Posted by: Kublicha 6 Jun 2019, 20:54 |
ვერცხლისფერი შკოდა უდგას უკან, ალბათ დაზღვევის წარმომადგენელია. რომელი სადაზღვევოს ხალხი დადიან მაგ მანქანებით? ტტცს კიაც დგას |
Posted by: MANMUS 6 Jun 2019, 20:56 |
Mick-el-Angelo ორმოში ხოარ ჩაარტყა ან იქნებ კარგად არ იყო დამაგრებული არამგონია მოტეხილი იყოს |
Posted by: Mick-el-Angelo 6 Jun 2019, 21:03 | ||
ERAMUS ორმოები თბილისში ყველგანაა. ამის გამო სარკე არ უნდა ვარდებოდეს. სავარაუდოდ, მართლაც არ იყო მიმაგრებული კარგად. ამოვარდნილივით ჩანდა.Kublicha
არ ვიცი, მე მანამდე გავედი უკვე. |
Posted by: Ben_Joyce 6 Jun 2019, 21:42 |
ჯერ არ ვმჯდარვარ მწვანე MAN-ში, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ, ზოგადად, ნაკლები ხარისხით არის გაკეთებული, ვიდრე ლურჯი. შეიძლება სისულელეა და ზერელე დასკვნაა, მაგრამ არ ვიცი, ხაზზე გამოსვლის შემდეგ ბევრი ხარვეზი იყო აღნიშნული, რაც ქარხანაში გატესტვის დროს არ უნდა გამოპარვოდათ. თუნდაც ეს სარკე. არ მომწონს ტაბლოს უაზრო განახლების რეჟიმიც. არ მომწონს ის სამეფო სკამებიც. არ მომწონს ის, რომ მუშაობის პირველ დღეს ზოგს სარკე სძვრება და ზოგს კარის სენსორზე აქვს პრობლემა. კი, მოგვარებადია ეს ყველაფერი, ან უარეს შემთხვევაში დაზღვევა აანაზღაურებს, მაგრამ მაინც არასასიამოვნოა. ალბათ, როდესაც #54-ზე გაუშვებენ მაშინ ჩავჯდები პირველად. ისეთი ტემპით უშვებენ ხაზებზე, იმედი მაქვს მოვესწრები ამ ამბავს. P.S. 125-ში ვიჯექი და 104-მა გადაასწრო ისეთი ხმით, გადაფარა 125-ის ხმა. * * * ისე, ეს ამდენი ავტობუსი რომ გამოთავისუფლდა, ხომ შეიძლებოდა აქამდე ეფიქრათ სად დაამატებდნენ მარშრუტს და უცებ გაეშვათ? რატომ ძინავს ამ ხალხს? დღეს #55-ის ავტობუსი #54-ზე დადიოდა TTC-554. განადგურებულია. მაგ ავტობუსს ჩამოყვანიდან იმ დღემდე, სანამ #150-ზე დადიოდა, მაგრად უვლიდა მძღოლი. გაალამაზეს კიდეც ნიკელის კალპაკებით. ეხლა აღარაფრად ვარგოდა. |
Posted by: ika55775 6 Jun 2019, 22:10 | ||
ასე იშლება უკვე მოკლედ დაიძრა ავტობუსი გაჩერებიიდან და დაახლოებით 500 მეტრის გავლის მერე გააჩერეა მძროლმა გააღო კარებები და გაოცებული უყურებდა ამ სარკეს ასეთ მდგომარეობაში ჯიჯღინით დაიცალა ავტობუსი მგზავრებისაგან დარეკა ცხელ ხაზზე ესა და ეს ვარ და ესე დამემართაო არ იმოძრაოო და პატრულში დარეკეო მოვიდა სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი და გამოკითხა მძღოლი რა მოხდაო მანაც მიუგო მოვდიოდი და ჩამოეკიდა უეცრადო ეგრევე გავაჩერე და დავრეკე ცხელ ხაზზეო კარგად ვათვალიერებდით და არანაირი გარე ზემოქმედების კვალი არ ემჩნეოდა სარკეს გადაუღეს ფოტოები ყველა რაკურსით მოვიდა პოლიციაც საპატრულო ეკიპაჟი კი არა თვით საგამოძიებო სამსახური და აქეთ დაგვიწყო კამათი ეს რაზე მომიყვანეთო კაი გამოცდილი სპეციალისტივით აკრა ხელი ამ ჩამოკიდებულ სარკეს და ჰოი საოცრებავ ჩაჯდა სარკე თავის ადგილზე შესდგინეს აქტი და წავიდნენ + იწუწუნეს მძღოლმა ინერვიულა კიდე რო მოუვიდეს რა ვუყოო ბოლოს მირეკვა მორეკვის შემდეგ გადაწყდა რომ გააგრძელებდა მოძრაობას ხაზზე 1 წრე ქონდა დარჩენილი და მაინც გარაჟში მიდიოდა კაია ეს კონკრეტული შემთხვევა რომ ასე დამთავრდა მაგრამ კითხვა მიჩნდება ასე უნდა სძვრებოდეს პირველივე დღეს სარკე ამ ახალ ავტობუს? * * *
გაქცეულა სადაზღვეო |
Posted by: Kublicha 6 Jun 2019, 22:47 |
გამახსენეთ, საკრებულოს სხდომის გარეშე რომელი მარშრუტების შეიძლება გადიდბოგდანდეს? ანუ როლებზე აქვთ უკვე მიღებული რეზოლუცია, რომ დიდები სჭირდება? 92, 17 და 62 მახსოვს. კიდევ? |
Posted by: MANMUS 6 Jun 2019, 22:58 |
Kublicha 1, 27, 38, 44, 56, 86, 102 |
Posted by: lazyadmin 6 Jun 2019, 23:01 |
72 ნომერს რას უპირებენ ხომ არ გაქვთ ინფო? |
Posted by: Kublicha 6 Jun 2019, 23:03 | ||
ERAMUS
ეს ოფიციალურად? თუ მახსოვს რომ ჩვენი "რეკომანდაცია" იყო? |
Posted by: ქაფქიანა 6 Jun 2019, 23:04 | ||
Ben_Joyce
ყველას ასეთი შეგრძნება გვაქვს. ალბათ იმიტომ, რომ ლურჯი ევროკავშირმა გადმოგვცა ტრანშით და ამათ ვერ მოტეხეს ფული. მწვანეებში კი მოტეხეს და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. უკვე შიშით ველი ისუზუებსაც (ჯერ თურქული რა იქნება და მერე ამათი ნაჩალიჩარი) და დანარჩენებს. |
Posted by: MANMUS 6 Jun 2019, 23:05 |
Kublicha ტტც-ს ოფიციალურ დოკუმენტში ეწერა ვატმანმა დადო წინის წინა თემაში |
Posted by: Kublicha 6 Jun 2019, 23:43 |
3 ხაზის (95,55,85) დიდი ბოგდანები გამოთავისუფლდა. ალბათ ზოგიერთი არსებული გაფუჭებული დიდი ბოგდანების ჩასანაცვლებლად წავიდა და თან 85ზე მხოლოდ 4 მანქანა დადიოდა, არსებული რაოდენობით შეიძლება 2 ხაზის შექმნა თუ სადმე ლოგიკა არსებობს ეს ორი ხაზი უნდა იყოს 86 და 44 |
Posted by: Mick-el-Angelo 7 Jun 2019, 00:13 |
Kublicha ERAMUS N50-ზე დადგენილების დღეს მოქმედი რედაქციითაც მხოლოდ საშუალო ტევადობის (ანუ პატარა) ავტობუსებია გათვალისწინებული. ასე რომ ეს დადგენილება დიდად არაფერს წყვეტს. აგერ დავაგდებ ამ დადგენილების (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17-48, 2014 წლის 12 დეკემბერი, საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე") დანართის დღეს მოქმედ რედაქციას |
Posted by: DRAKONI 7 Jun 2019, 00:24 | ||
ქაფქიანა
ეს როგორ წარმოგიდგენია, ჩავიდნენ პოლონეთში და ქარხანას მოელაპარაკნენ სარკეს "შურუპი" არ დაუჭიროთო? |
Posted by: Kublicha 7 Jun 2019, 00:46 | ||
Mick-el-Angelo მაგ დოკუმენტის მიხედვით 32ზე, 38ზე და 94ზეც დიდი ტევადობაა გათავალისწინებული. რაშიც ცოტა ეჭვი მეპარება
უეჭველი დანარტყამია ეგ სარკე, ან პოლონეთში, ან გზაში ან ბაზაზე ან სხვა სმენაში. პატარა ალბათობაა მაგ სარკის რამეზე წარტყმის თუ რა. |
Posted by: Mick-el-Angelo 7 Jun 2019, 00:49 | ||
მან-ებს რაც ეხება, დღევანდელმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამ ავტობუსებს თბილისში არაფერი ესაქმებათ. თავიდან მეც მიხაროდა კარგი ევროპული ავტობუსების ჩვენს ქუჩებში გამოცენა, მაგრამ.. პოპულიზმია, მეტი არაფერი ამ ავტობუსების აქ შემოყვანა. დავიწყოთ ხარისხით, რომელიც, როგორც ჩანს, დიდად სამაგალითო არ არის. არც სენსორები უვარგა, არც აწყობის ხარისხით გამოირჩევა, სალონია ბანძი (განსაკუთრებით მწვანეებში), კონდიციონირების სისტემაზე საერთოდ აღარაფერს ვიტყვი. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. მერე საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მით უმეტეს რთული ტექნიკისთვის, ევროპული ავტობუსისთვის) ნორმალური მუშაობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობა - დამტვრეული გზები, იდიოტურად მოწყობილი გაჩერებები, გაჩერებები ყოველ ნაბიჯზე, მოძრავი შემადგენლობების ნაკლებობა და შედეგად - გადატენილი ავტობუსები (რასაც ეს მან-ები დიდად ვერ უძლებენ, როგორც ჩანს). პარკირებები ყოველ ნაბიჯზე, ლამის გაჩერებებზეც, გზებზე ელემენტარული კულტურისა და ურთიერთპატივისცემის არარსებობა, შედეგად - სრული ქაოსი გზებზე და ა.შ. დავამატოთ ის წნეხი, რის ქვეშაც მძღოლებს ამუშავებენ ამ მან-ებზე. დღეს ამ 195-ის მძღოლს ვუყურე, როგორ ნერვიულობდა, გაფართოებული თვალებით უყურებდა ამ სარკეს... ნუ ასე არ შეიძლება. სხვა მძღოლებისგანაც ვიცი, რომ ამ მან-ებზე მუშაობა შარია, მეტი არაფერიო. შედეგად, კუს სიჩქარით მოძრაობს უმეტესობა. ევროებში აქვთო ტარიფები ტტც-ს, რამე რომ მოუვიდეს ამ მან-ს. მერე მთავარი პრობლემა - მგზავრები, რომელთა უმეტესობას საერთოდ არ ესმის რაა ნორმალური ავტობუსი. ლამის ჩამოკიდებულები არიან კარებზე, ზემოხსენებული სენსორების გამო თითოეულ გაჩერებაზე ეს გადატენილი მან-ი რამდენიმე წუთს ატარებს. კარების გახსნას არ აცლიან (გაჩერების შემდეგ რაღაც დრო უნდა მან-ს, კარები რო გაიხსნას), აკაკუნებენ ამ შუშის კარებში. გული მისკდება ხოლმე, როცა ვხედავ, როგორ ეყრდნობიან ფილარმონიისხელა ქალები და კაცები კარებთან არსებულ შუშებს. მოკლედ, შეიძლება განვავრცოთ ეს ყველაფერი უსასრულობამდე. ფაქტია, რომ, თუ მასე გაგრძელდა ეს ყველაფერი, 5-6 წელიწადში ამ მან-ების უმრავლესობა ეგდება სადმე აფრიკის ბაზაზე ნახევრად დაშლილ მდგომარეობაში. ძალიან ბუნდოვანი ისტორიაა, ამ მწვანეების შემოყვანის ვადების დარღვევა. ეს რაღაც აზრებს ბადებს "ბიუჯეტის გახერხვასთან" დაკავშირებით. ნუ მოკლედ, თვალში ნაცრის შეყრაა ეს მან-ები, მეტი არაფერი. არ გვაქვს ასეთი ავტობუსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი. ამიტომ, თუ გინდათ მოღალატე მიწოდეთ, მაგრამ მე მგონია, რომ მან-ების ყიდვა - ფულის წყალში გადაყრაა და დიდად არ მეწყინება, თუ 12-მეტრიანების შემდეგ ტენდერში გაიმარჯვებს ვინმე სხვა. თუმცა რაციონალიზმით ჩვენი მერია დიდად არ გამოირჩევა. * * * Kublicha
კარგად დავათვალიერე პირადად და არანაირი გარეზემოქმედების კვალი არ ემჩნეოდა. |
Posted by: metro500 7 Jun 2019, 00:53 |
Kublicha ბოდიში რომელ რეზოლუციაზეა საუბარი ხომ ვერ დამილინკავ? * * * ა ვნახე მეთქი რამე ახალია ................................................. |
Posted by: Blueსტუმარი 7 Jun 2019, 00:57 |
აი მანი არ ვიცი, მაგრამ ისაზუზე გული მიგრძნობს რომ საშინელება იქნება. მეც იმას მოველოდებოდი მწვანე მანზე რასაც მთელი თბილისი, მაგრამ დაბალ ხარისხიანი მწვანე მან-ები შეგვხვდა |
Posted by: brutal_88 7 Jun 2019, 01:02 |
კოსტავაზე ფილარმონიასთან რა აზრი აქვს ავტობუსის ზოლის დახაზვას თუ პარკინგი არ გაუქმდა სასტუმრო ვარაზთან და ფილარმონიის მოპირდაპირედ, სავაჭრო ცენტრთან? ისევ ისე დადიან მანქანები ავტობუსის ზოლშიმ როგორც ადრე. პასუხსაც ვერ მოსთხოვ, პარკინგებზე შედიან და გადიან. ბევრგან პარკინგი გასაუქმებელია. |
Posted by: alexx 7 Jun 2019, 01:14 | ||||
ERAMUS
არადა სულ რაღაც 3 კვირის წინანდელი ნიუსი:
http://www.tabula.ge/ge/story/148608-kaladzem-axali-mtsvane-avtobusit-imgzavra-axali-avtobusebi-mgzavrebs-dgheidan აგვისტოში ალბათ კიდევ გადაწევენ ვადას. ასე რომ ისუზუმ თუ აჯობა მანს ოპერატიულობაში, შემდეგი 12 მეტრიანები ისევ ისუზუს დაუკვეთონ ურიგო არ იქნება. თუმცა ჩვენი მერიის და სატრანსპორტო სამსახურის პროფესიონალიზმი რომ ვიცი, ალბათ ისუზუებსაც დააგვიანდებათ ამა თუ იმ მიზეზის გამო |
Posted by: Mick-el-Angelo 7 Jun 2019, 01:24 | ||
lazyadmin
რას უნდა უპირებდნენ, უაზრო ხაზია ისედაც, მით უმეტეს იმ ინტერვალით, როგორითაც დღეს მუშაობს. აფრიკა-პროსპექტის მიმართულებით ახალი ხაზია დასამატებელი (გააცოცხლონ ცხონებული 97 თუნდაც ორთაჭალამდე), თორე 72 როგორიც არის, ისეთი დარჩეს. |
Posted by: decembre 7 Jun 2019, 01:25 |
ჩამოწერილები ეგრევე ჯართში ხვდება ? |
Posted by: SabaGEO 7 Jun 2019, 02:20 |
Mick-el-Angelo ეს სენსორები მართლა მაგარი პრობლემაა, არ შიძლება რომ მოხსნან ან გათიშონ?! რასაც ეხლა შემოიყვანენ იმათ მაინც ნუ იქნებათ, თუნდაც პრაღაში არცერთ ავყობუსზე მსგავსი არ მინახავს, თუნდაც ახლებში |
Posted by: ქაფქიანა 7 Jun 2019, 04:04 | ||
DRAKONI
როგორც ისე წარმომედგინა, რომ შეუძლებელი იყო, ხაზზე გასულ მწვანე მანს პირველივე დღეს სარკე ასე არსაიდან ჩამოვარდნოდა. |
Posted by: TramwayMan 7 Jun 2019, 06:04 |
მიყვარს ეს თემა, რამდენ სისულელეს ვკითხულობ გასართობად კარგია. |
Posted by: ფაშისტი 7 Jun 2019, 09:33 | ||
Mick-el-Angelo
სულ მაგას ვამბობ, მოვაბეზრე ხალხს თავი. ბოგდანში მეტი ჰაერია. ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ. არ მიხედონ ფილტერბს და ა.შ. და 5-6 წ კიარა ვინ იცის 2-3 წ-ში ბოლავდნენ უკნიდან |
Posted by: MANMUS 7 Jun 2019, 09:51 |
ობიექტურად რომ ვთქვათ თბილისში არიან მანები რომლებიც ძალიან კარგადაა მოვლილი, ასევე ისეთები რომლებსაც მოვლა აკლია. აგერ პირველი პარტიის მანებს 3 წელი უსრულდებათ. 10ვე ავტობუსი იდეალურ მდგომარეობაშია, როგორც გარეგნულად ისე შიგნიდან კონდიციონერიც გამართულად მუშაობს, რასაც ვერ ვიტყოდი 39, 51 და 37ის ავტობუსებზე, შიგნიდან ზოგი უკვე ძალიან ბინძურია, კონდიციონერიც არ აცივებს, წინა გვერდებზეც დავწერე გაბზარული მინით დადიოდა 2 ცალი. |
Posted by: Mick-el-Angelo 7 Jun 2019, 10:31 | ||||||
ERAMUS
პირველი პარტიის მან-ები 61-ზე არ დადიან? რუსთაველი-ჭავჭავაძის გარდა სიარული არსად უწევთ. აბა ატარონ გარეუბნების დამტვრეულ გზებზე, ვნახოთ როგორ შეენახებათ. TramwayMan რამე ჭკვიანურსაც წავიკითხავდით სიამოვნებით. ველით. Kublicha
როგორც გავიგე, არსებულ ხაზებზე აპირებენ მანქანების დამატებას. მაგალითად, 2 ნომერზე ორშაბათიდან 12 ბორტის ნაცვლად უკვე 15 იმუშავებსო. სხვა ხაზების გადიდბოგდანებისთვის რამდენად დარჩება თავისუფალი მანქანები, ეგ უკვე საეჭვოა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დიდი ბოგდანების საკმაოდ დიდი ნაწილი გაჩერებულია (ხაზებზე არ ჩანან ყოველ შემთხვევაში). * * *
ამ დადგენილებაში მთავარი ღადაობა ისაა, რომ 101 და 102 ნომრები საერთოდ გამორჩათ. უკანონო ხაზებია |
Posted by: TramwayMan 7 Jun 2019, 10:47 | ||
Mick-el-Angelo
21 ნომერზეც ვნახე მაგალითად ბორტი 009 ასე რომ არა ექსპკლუზიური ავტობუსები ხაზებისათვის არ არსებობს. |
Posted by: iviko18 7 Jun 2019, 10:59 | ||
Mick-el-Angelo
შარია აბა რა, ბოგდანივით არ უნდა აჯაყჯაყონ, "ბუგაროკზე" სრული სიჩქარით არ უნდა გადაიარონ და მგზავრებს ჭერზე არ არტყმევინონ თავი. ზაფხულში ვერც საროჩკა ჩახსნილი და ფეხშიშველი ატარებენ. რა უბედურებაა! ქალაქის ავტობუსებისთვის მშვენიერი სიჩქარით დადიან მანები. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ მინახავს ჩქარა მოსიარულე საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ექსპრეს ხაზების გარდა). |
Posted by: Krusty_the_Clown 7 Jun 2019, 12:22 | ||||
iviko18
ჭერზე შეიძლება არა, მაგრამ წინ და უკან კი არტყმევინებენ, ვინც ფეხზე დგას მათ. თავი ტრაქტორზე გონიათ და ავიწყდებათ, რომ თანამედროვე ავტობუსის მძღოლები არიან, რომელსაც არ ჭირდება არც მკვეთრი გაზის პედალირება და არც-მუხრუჭის.
ანუ მანებში არ სხედან ასე? თუ ამას გულისხმობ, ცდები. რაც შეეხება კონდიცირებას, ეჭვი მაქვს, რომ ეს უფრო მოუვლელობის ბრალია, ვიდრე ავტობუსის ხარისხის. ფაქტია, რომ რამდენიმე ავტობუსში მომიწია კონდიცირების გარეშე მგზავრობა, როცა მძღოლი ამბობდა, რომ ჩართულია. |
Posted by: TramwayMan 7 Jun 2019, 12:38 |
ყველა მანს რომელის კონდიციიონერიც არ აგრილებს სათანადოდ სჭირდება ფილტრების ჯეროვნად გაწმენდა და არა გამოცვლა. სხვა არაფერი. |
Posted by: Kublicha 7 Jun 2019, 12:41 |
TramwayMan ზღაპარია ეგ. ფილტრის გაუწმენდაობის გამო შეიძლება ჰაერის ნაკადი იყოს ცოტა, მაგრამ ის ცოტა იქნება ცივი. ტიპიური ფრეონის უქონლობის შემთხვევაა. უბერავს ცარელა ჰაერს. მინუმუმ 5 სხვადასხვა ავტობუსში მაქვს გადამოწნებული. შეიძლება ფილტებიც გასაწმენდია, მაგრამ ძირითადი პრობლემა ეგ არაა |
Posted by: ika55775 7 Jun 2019, 12:47 | ||
იქნებ ვენტილაციაზე აქ ჩართული? |
Posted by: Kublicha 7 Jun 2019, 12:50 |
ika55775 ერთს შეიძლება ქონდეს, ორს, სამს, მაგრამ ყველას? მაზოხისტები ხო არ არიან |
Posted by: ika55775 7 Jun 2019, 12:53 | ||
143 ;ურჯიდან 5 შეიძლება იყოს კიდეც რას გაიგებ ისე ხშირად წუწუნებენ კონტროლიორები გვაციებს ეს კონდიციონერიო კისერი ყური ანგინა გლანდები ..... |
Posted by: Krusty_the_Clown 7 Jun 2019, 12:53 |
ფილტრის გამო შეიძლება ცუდად უბერავდეს, მაგრამ უბერავდეს ცივს. როცა ცივი ჰაერი არ მოდის, არ მგონია, რომ მხოლოდ ფილტრის პრობლემა იყოს, ალბათ ფრეონიც უნდა შემოწმდეს, მაგრამ ვინაა პატრონი? ამას წინათ რამდენიმეზე შევნიშნე, უკანა გაჩერების ნათურა გადამწვარი ქონდათ, ძალიან მაინტერესებს, ვინმე ამოწმებს დეპოდან გამოსვლისას? თუ მორიგი გულგრილობაა აქაც, ისევე როგორც ბევრგან? |
Posted by: Kublicha 7 Jun 2019, 12:55 | ||
ika55775
მერე ყველა იმ 5-ში ხვდებით რომლებზეც მე ვამბობ? |
Posted by: nutria-113 7 Jun 2019, 15:07 |
ჩემს მანქანაზეც ფრეონი მეგონა, მაგრამ ხელოსანმა აპარატით შეამოწმა და კარგიაო. მერე ფილტრი მოხსნა, კოპრესორით გაწმინდა და 10 წუთში 5 ლარში მოგვარდა პრობლემა. არც მიფიქრია ფილტრზე. არ ღირს ძვირი და ყოველ ან ყოველ მეორე ზეთზე ვცვლი ხოლმე. სადაც თვეობით ნათურა ჩამქვრალი და დასკოჩილ ფარიანი მანები დადიან, ვერ დავიჯერებ რომ მათ ფილტრებს უცვლიან რეგულარულად |
Posted by: beka331 7 Jun 2019, 19:55 |
87 ნომრით ვიმგზავრე, გოგო იჯდა.. საკმაოდ კარგად და უჩვეულოდ თამამად ატარებდა. მომეწონა ბორტის ნომერი 070 იყო მგონი |
Posted by: ika55775 7 Jun 2019, 20:32 |
დღეს N50 174 ისე მორბოდა კიდე რამე არ გასძვრეს მეთქი |
Posted by: Blueსტუმარი 7 Jun 2019, 22:39 |
ერთი თვის წინ N14 ავტობუსმა ჩამიარა ისეთი ხმით, რომ ბოგდანსაც კი არ ჰქონდა მასეთი ხმა. ბორტის ნომერი დამავიწყდა. |
Posted by: Mick-el-Angelo 7 Jun 2019, 23:00 |
ისე, ეს წყეული 195 იყო დღეს ხაზზე? "მიუსკოჩეს" ნეტა ეგ სარკე? |
Posted by: MANMUS 7 Jun 2019, 23:09 | ||
მოტეხილი არ იქნებოდა, ალბათ კარგად არ იყო ჩამჯდარი, თუ მიასკოჩეს ტრაქში უნდა გათხარო ეგ სარკე ვისაც თავში მოუვიდა ასეთი რამე |
Posted by: ika55775 8 Jun 2019, 07:22 | ||
კარგად ჩასვეს და ისე გაუშვეს ხაზზე გუშინ არ შემხვედრია არსად |
Posted by: ლუდოვიკო 8 Jun 2019, 12:21 |
თუ გინდა ვინმე დაწყევლო 101 ნომრით მგზავრობა უნდა უსურვო. მსგავსი არაფერი მინახავს, დავბერდი კაცი |
Posted by: ფაშისტი 8 Jun 2019, 13:37 |
ლუდოვიკო რას გულოსხმობ , დაწერე გვაინტერესებს |
Posted by: ლუდოვიკო 8 Jun 2019, 15:31 |
ფაშისტი ჯერ იმდენი ავიდა ძლივ მოკეტეს კარები, მერე ძირს ეყარა ჩანთები, ტომრები, ვედროები და რა ვიცი კიდევ რა. ეგეთი რამე სოფლებშიც აღარ ხდება ცოდოა ხალხი ვინც იმით დადის. ან რეისი დაამატონ ან დიდი ავტობუსი გაუშვან ხო შეიძლება. პატარა ბოგდანი ვერ იტევს იმდენს. ერთხელ ვიმგზავრე მაგით და სურვილი ნამდვილად აღარ მაქვს იქ მოვხვდე ოდესმე. ვარკეთილიდან ავედი და სკამი შემხვდა კიდევ კარგი. სამგორიდან იწყება კოშმარი |
Posted by: TramwayMan 8 Jun 2019, 15:38 |
გილოცავთ მანი ოფიციალურად გადავიდა მაისიდან ახალი თაობის მოდელზე, ასე რომ შემდეგი შეკვეთა თუ მანის იქნება უკვე ახალ დიზაინს მივიღებთ. |
Posted by: ლუდოვიკო 8 Jun 2019, 15:41 |
უკეთესია ახალი? ამაში სკამზე თითქმის ვერსად ვჯდები ნორმალურად, მუხლებს ვაჭერ ყველგან. არც მსუქანი ვარ და არც 2 მეტრი სიმაღლის. ჩინელებზეა გათვლილი თუ რა |
Posted by: TramwayMan 8 Jun 2019, 15:43 |
ლუდოვიკო სტანდარტული სკამებია, მარტო მანისთვის არა არამედ ევროპაშI გამოშვებული ბუსებისათვის მე მშვენივრად ვჯდები ცოტა ხანსაც და დიდ ხანსაც ასე რომ რავიცი რას უწუნებთ. |
Posted by: ლუდოვიკო 8 Jun 2019, 15:47 |
TramwayMan მე ვარ ცოტა არასტანდარტული ზომის ალბათ რაოდენობა ხომ არ იცით, სულ რამდენი გვყავს ახალი ამჟამად? |
Posted by: beka331 8 Jun 2019, 16:16 |
კონდინციონერი, იატაკის სიმხურვალე, შიდა ტაბლო... სხვა პრეტენზია ლურჯ მანებთან არ მაქვს. ბონუსად მძღოლთა ჩაცმულობა |
Posted by: ლუდოვიკო 8 Jun 2019, 16:31 |
ფორმა ესთეტიურად კარგია მაგრამ ცხელათ ალბათ და რა ქნან |
Posted by: ფაშისტი 8 Jun 2019, 17:36 |
beqa331 პირველი ორია დისკომფორტი, ანუ ის რისთვისაც ჩამოიყვანეს მანი. ეს გამოსასწორებელი დეტალებია. შიდა ტაბლოს მიეხედება.. |
Posted by: MANMUS 8 Jun 2019, 18:18 |
55 ნომრის ბორტი 189 უკვე ჭუჭყიანი იყო შიგნიდან იატაკი გაზუნტლული, + ბენზინის სუნი რა უბედურებაა |
Posted by: beka331 8 Jun 2019, 18:33 |
ERAMUS ბენზინის სუნი იმ მარტივი მიზეზით ვერ იქნებოდა რომ ეგ ავტობუსი დიზელზე მუშაობს |
Posted by: MANMUS 8 Jun 2019, 18:38 |
beqa331 ვიცი რო დიზელზეა, ბენზინში შემეშალა მძაფრი სუნი იდგა * * * დიდ ბოგდანებსაც ჯართისკენ აქვთ პირი 33 ნომრის TTC-501 ეგდო რუსთაველზე გაფუჭებული, ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ფუჭდებიან |
Posted by: Kublicha 8 Jun 2019, 22:29 |
თუ გახსოვთ, 71 ვაკეში როცა დადიოდა (დაფების დროს), ავლაბრით მიდიოდა ვარკეთილში თუ ორთაჭალით? |
Posted by: Blueსტუმარი 8 Jun 2019, 22:37 |
N1 ავტობუსზე 1 ქალი მუშაობს ბორტის ნომერი არის TTC-577 |
Posted by: MANMUS 8 Jun 2019, 22:48 |
Kublicha ორთაჭალა მახსოვს, 39 მიდიოდა ავლაბრით როგორც ახლაა |
Posted by: Outdoor 8 Jun 2019, 22:59 |
ERAMUS ავლაბრით დადიოდა როგორც 39 ამ ორი ხაზის სხვაობა იყო ის რომ ერთი ვარკეტილის მასივებიდან მიდიოდა მაღლივამდე, და 39 ვარკეთილი 4იდან ნუცუმიძამდე |
Posted by: Kublicha 8 Jun 2019, 23:28 |
კარგი იქნება თუ აღმოსავლეთის დიდი მარშრუტები დაგრძელდება მეტრო რუსთაველამდე. მარტო ბარათაშვილი არ იქნება გადასაჯდომი პლატფორმა, გადასაჯდომი არეალი გადანაწილდება 5 გაჩერებაზე (ბარათაშვილი, თავისუფლება, ქაშვეთი, ოპერა და ნაწილობრივ ზემელი). ეხლა მთელი ეს ხალხი იცლება და ივსება ერთ გაჩერებაზე და არის დიდი ქაოსი იქ. 2 რიგად დგებიან ავტობუსები და ზოგჯერ 3დაც. მოვიდეს ავტობუსი ზემელის გაჩერებაზე და შემდეგ მოუხვიოს რესპუბლიკის მოდენისკენ, როგორც 33 უხვევს. ეს მარშრუტებია 39, 2, 25, 1, 71, 50, 44, 55 (1 ბარათაშილამდეც არ მიდის, ისანში აქვს ბოლო გაჩერება) |
Posted by: Outdoor 8 Jun 2019, 23:32 |
Kublicha 39 ისე ნუცუბიძამდე უნდა გააგრძელონ |
Posted by: giomelqa12 8 Jun 2019, 23:41 |
მარტო ჩემთვის არის მწვანე ავტობუსით მგზავრობა უფრო კომფორტული, ვიდრე ლურჯით? ვფიქრობ, კონდიციონერის ბრალი იქნება |
Posted by: metro500 8 Jun 2019, 23:53 |
giomelqa12 მაგ მხრივ ნამდვილად ხალხი თუ ცოტაა ზედმეტადაც კი გრილა, მმაგრამ სიჩქარე მაინც დიდი პროლბლემმაა მე 95 თან მიწევს შეხება ძირითადათ და. თემქა-მუხიანის გადასახვევიდან პატარა ბოგდანებით მეტრიმდე (ღრმაღელე) თუ 15 წუთში ჩავდივარ ამას ნახევარი საათი მინიმუმ უნდა და ძალიან მეზარება ხოლმე :დდდდ |
Posted by: TramwayMan 9 Jun 2019, 09:22 |
ვან ჰულის ექსქვისითი 24 ის სალონის წყობა. |
Posted by: ქაფქიანა 9 Jun 2019, 10:40 |
TramwayMan რაღაც ძალიან მეცოტავება დასაჯდომი ადგილები. ჩვენს ლურჯ მანებში 37 ადგილია დასაჯდომი 12 მეტრიანში. მანს აქვს 18 მეტრიანი შესახსრული 65 დასაჯდომი ადგილით. ეს 24 მეტრია და 50 ადგილი გამოდის საერთოდ? |
Posted by: TramwayMan 9 Jun 2019, 11:56 | ||
ქაფქიანა სხვადასხვა ვარიანტებია. 35 დან 61 ადგილამდე. რაც ნიშნავს რომ მეტი ადგილი ნაკლები დასადგომი ადგილი, ველოსიპედების ადგილი არ იქნება და ა.შ
სად დათვალე ამდენი 31 ადგილია. |
Posted by: ქაფქიანა 9 Jun 2019, 12:06 |
TramwayMan ნუ იქნება ველოსიპედის ადგილი. პრიორიტეტი დასაჯდომია ჩემთვის. გინდა 31 იყოს. 24 მეტრიანისთვის საკმაოდ ცოტაა დასაჯდომი ადგილი იმჰო. |
Posted by: TramwayMan 9 Jun 2019, 12:12 | ||||
ქაფქიანა
შენი პირადი აზრია ეგ, ცარიელი მოედნები მნიშVნელოვანია ელემენტარულად იმისათვის რომ ბარგი დააწყო ადამიანმა.
იმდენია რამდენიც შეუკვეთა კონკრეტულმა ოპერატორმა. თუ გინდა 61 ადგილიანს დაგიმზადებენ და მაინც რამდენი დასაჯდომი უნდა იყოს? სად დადგან დასაჯდომები შუა დერეფანში? ანუ უკმაყოფილებას რატომ გამოთქვამ ეს ვერ გავიგე, ადგილია მეტი და არ გამოიყენებენ თუ? |
Posted by: ქაფქიანა 9 Jun 2019, 12:55 | ||||
TramwayMan ჩემი პირადი აზრია, აბა შენი ხომ არ იქნება.
შუა დერეფანში რა შუაშია? თუკი მანის 18 მეტრიან შესახსრულში 65 ადგილია, იმჰო, 24 მეტრიანს, ორმაგად შესახსრულს 80 ადგილი მაინც უნდა ჰქონდეს დასაჯდომად.
ორმაგად შესახსრულის კვალობაზე დასაჯდომი ადგილების სიმცირის გამო. |
Posted by: beka331 9 Jun 2019, 14:14 |
დასაჯდომი ადგილები ძალინ მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია თვითონ ავტობუსი იტევდეს ბევრს.. დასაჯდომი ადგილების დიდი რაოდენობა პირდაპირ დაკავშრებულია ავტობუსის ტევადობის მცირე რაოდენობასთან |
Posted by: rommel 9 Jun 2019, 14:47 |
ჩემი აზრით, არაა პრიორიტეტი ადგილების რაოდენობა. მთავარია დასადგომი სივრცე იყოს დიდი, დროულად მოვიდეს და სწრაფად გადაადგილდეს. |
Posted by: forum-ge 9 Jun 2019, 15:34 |
ბევრი დასაჯდომი ადგილი = ნაკლები დასადგომი ადგილი მაგალითად 4 სკამის ადგილას 4 ზე მეტი მგზავრი დადგება ფეხზე, ესე იგი მეტ მგზავრს დაიტევს ტრანსპორტი. |
Posted by: SkullCrusher 9 Jun 2019, 16:11 |
ჩემი აზრით მნიშვნელოვანია დასაჯდომი ადგილები, ჩვენ უბრალოდ მივეჩვიეთ ფეხზე დგომას ისეთ პატარა სივრცეებშიც კი როგორიც მარშუტკებია. ამიტომ კაცი დაღლილი რომ მოდიხარ აღარ გინდა ლიჟბი სადმე გაეკვეხო ოღონდაც სახლამდე მიაღწიო, მეტი დასაჯდომი ადგილი და მეტი ავტობუსი ესაა მომავალი. |
Posted by: Kublicha 9 Jun 2019, 16:57 |
მაღალ ცივილიზაციაში (მაგალითად პარიზში), იყენებენ ასაკეც სკამებს. როცა ბევრი ხალხი შემოდის, ვინც იჯდა დგება ფეხზე და სკამებს კეცავს, რათა მეტი ხალხი დაინახოს. და ეს სულაც არაა თეორიული, პრაქტიკულად მინავაცს ჩემი თვალით როგორ აკეთებენ ამას |
Posted by: Guro_ 9 Jun 2019, 18:11 |
ბევრი დასადგომი ადგილი მხოლოდ ნგზავრების გადასაყვანად არ არის. წესიერი და თანამედროვე ტრანსპორტი თუ გინდა ის ყველაფრისთვის უნდა იყოს მორგებული. მარტივი უნდა იყოს ბავსვის კალიასკით წაყვანა მაგალითად, 2-3-4 კალიასკა თავისუფლად უნდა ეტეოდეს. ეს კულტურა რა თქმა უნდა არაა საქართველოში და კიდევ კარგა ხანს ვერ იქნება, მაგრამ ადრე თუ გვიან ხო უმდა დაადგეს არა საშველი. |
Posted by: iviko18 9 Jun 2019, 18:19 | ||
სკამების აკეცვის შეგნება კი არა 88-ში ინვალიდის ეტლით ამოვიდა კაცი და ხალხი ამრეზით უყურებდა, პიკის საათში ამის დრო იყოვო. |
Posted by: TramwayMan 9 Jun 2019, 22:21 |
ქაფქიანა არ ვიცი ეს უცნაური ციფრები საიდან მოგაქვს მაგრამ შესახსრულ მანში არის 41 დასაჯდომი ადგილი, 18 მეტრიანშI 4 კარიანში. 3 კარიანში 45. 18,75 აქვს 3 კარიანს 65 ადგილი. მაქსი ვერსიას რაც ქალაქების უმეტესობას არ ადგება და არც უკვეთავენ. ეს 24 მეტრიანი ავტობუსები არის დიდი ნაკადებზე და მგზავრების მიმოცვლაზე გათვლილი ხაზებისათვის მანდ მნიშVნელოვანია დასადგომი ადგილები. ასე რომ 61 ადგილი 24 მეტრზე ძალიან კარგი მაჩვენებლია იმის გათვალისწინებით რომ უკანა ნაწილი მძLავრს ბატარეებს უკავია რაც 4 ადგილს ჭამს ფაქტობრივად. |
Posted by: ქაფქიანა 9 Jun 2019, 22:22 | ||
ერთი წამით... ვინც ლაპარაკობთ, რომ მთავარი დასაჯდომები არაა და ბევრს იტევდეს, ის უფრო მთავარი და ის იყო საერთოდ საოცრება, რომ 4 სკამის ნაცვლად იმავე ფართობზე 4-ზე უფრო მეტ მგზავრი დაეტევა... ვინც ამ ლოგიკას მიჰყვებით, ავტობუსი რაში გჭირდებათ, არ მესმის. ამისთვის არსებობს სკოტოვოზები. დიახაც, ავტობუსში უნდა იყოს საკმაო რაოდენობის ადგილები. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ჯოჯოხეთი არ უნდა იყოს. ჩვენ კი ვართ მიჩვეული ჯოჯოხეთს, მაგრამ ეს სწორი არ არის. ცხადია, არ არის საუბარი შშმ პირების, საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა და ა. შ. შეზღუდვაზე, მაგრამ რა გიკვირთ, რომ დასაჯდომ ადგილების რაოდენობაზეა გამახვილებული ყურადღება? თავისუფლად მგონია შესაძლებელი, რომ კონსტრუქციულად შესაძლებელია ისე გადაწყვეტა, რომ ველოსიპედების დამაგრება იგივე შესახსრებებში შეიძლება მოხდეს მაგალითად და ამით ადგილი დაიზოგოს. * * * TramwayMan საიდან მომაქვს და მანის ოფიციალური საიტიდან.
კიდევ ერთი პლიუსი ტროლეიბუსის სასარგებლოდ. |
Posted by: TramwayMan 9 Jun 2019, 23:00 | ||||
ქაფქიანა
არასწორად გგონია. ველოსიპედი ეტლი და ა.შ შედის და დგება კარებთან ახლოს, ველოსიპედიანი ადამიანები სალონში არ და ვერ დასეირნობენ. კონსტრუქციულად რა გადაწყვეტებიც აქამდე გაკეთებულა ეგენია შესაძლებელი და მეი სხვანაირი ჯერ არავის მოუგონია ასე რომ არ არსებუ ფანტაზია ავტობუსებზე თუ ვსაუბრბთ არ ვიცი.
4 დასაჯდომი ადგილი არანაირი პლიუსი არ არის იმის გათვალისწინებით რომ ტროლეიბუისს საკმაოდ ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა სჭირდება. |
Posted by: ქაფქიანა 9 Jun 2019, 23:05 |
TramwayMan ძვირადღირებულში ალბათ ფარეხს გულისხმობ თუ სადენებიც ძვირადღირებულში გადის? ვან-ჰულის ორმაგად შესახსრული ელექტროა? ანალოგური თუ გაქვს ჰესისთვის, დადე. |
Posted by: TramwayMan 10 Jun 2019, 00:14 | ||||||
ქაფქიანა
ყველაფერს!, სადენები, ქვესადგურები, ძალური კაბელები, სადენები ჰაერში ხომ არ არის გაკიდული ისე, დამჭერები კრონშტეინები და უამრავი წვრილ წვრილი რამ.
ყველა ვარიანტი აქვთ.
ეგეთი ჭრილი არა. ჰესი გრძელია უფრო 24,75 |
Posted by: ქაფქიანა 10 Jun 2019, 00:21 | ||
TramwayMan 75 სანტიმეტრმა მაქსიმუმ ერთი რიგი დაამატოს დასაჯდომების, მეტი არაფერი.
ნებისმიერ ვარიანტში, როდესაც საკუთარი საწვავი არ გვაქვს და სამაგიეროდ გვაქვს საკუთარი დენი, ტროლეიბუსი ხანგრძლივვადიან პერპექტივაში უფრო იაფია. |
Posted by: SkullCrusher 10 Jun 2019, 00:47 | ||
ქაფქიანა
+1 ბევრი ავტობუსი და მალ მალე, ნაკლები მანქანა და ტაქსი. |
Posted by: Kublicha 10 Jun 2019, 00:57 |
ვინმე აწარმოებს ჰიბრიდ ტროლეიბუსს? ანუ ტროლეიბუსი, რომელით თან იტენება და გარკვეული მონაკვეთების გავლა სადენების გარეშეც შეუძლია? (თუნდაც 5 კილომეტრი სრული ზარიადკით) |
Posted by: beka331 10 Jun 2019, 08:18 |
დილით, ახლა 23 ს და 95 ს ინტერვალი რამდენი აქვთ? 8 წუთზე მეტი აშკარად |
Posted by: TramwayMan 10 Jun 2019, 08:53 | ||
ქაფქიანა
ელექტრობუსები და არა ტროლეიბუსები. Kublicha დიახ ყველა. ვინც აწარმოებს ტროლეიბუსს. |
Posted by: Mick-el-Angelo 10 Jun 2019, 10:19 | ||
Kublicha
ავლაბრით. მეწერა წინა თემაში დაფების მარშრუტები: https://forum.ge/?showtopic=35080650&view=findpost&p=54686768 პ.ს. 50-იც დიდუბეში ავლაბრით დადიოდა. ორთაჭალაში ვაზისუბნიდან დადიოდა 98, ვარკეთილის მიკროებიდან - 96 (პატარა ბოგდანი). |
Posted by: vatman 10 Jun 2019, 10:33 | ||||
TramwayMan
მართლაც არის მისალოცი ანუ მანს აღარ ვიყიდით კაი ხანი ჩვენს პირობებში ნორმალურმა მენეჯერმა ასეთი ძვირადღირებული ტექნიკის ყიდვა არც კი უნდა იფიქროს ქაფქიანა
იმ ავტობუსებში სადაც მგზავრების ჩქარი მიმოცვლა ხდება უნდა იყოს უფრო მეტი დასადგომი ადგილი, მაგალითად N61, N9, N85, N87 დიახაც ასეთ მაშრუტებზე "სკოტოვოზია" საჭირო და ისევ ჩემი საყვარელი სტამბულის მაგალითს მოვიყვან, სადაც ზოგ ავტობუსში ძალიან დიდი სივრცეა ფეხით მდგომებისათვის, ნუ რა თქმა უნდა სავარძლების ხარჯზე |
Posted by: Mick-el-Angelo 10 Jun 2019, 10:38 | ||||
vatman
გეთანხმები 100%-ით. ნაკლებად "ნავაროჩენი" იყოს რამე, მაგრამ რაოდენობრივად მეტი. ტრანსპორტის უკმარისობაა ქალაქში, ხაზებია დასამატებელი, ბორტები არსებულ ხაზებზე, ასე რომ ცოტა ხანი ასეთი ფუფუნებისგან თავი უნდა შევიკავოთ.
აქაც გეთანხმები. მაგრამ გარეუბანი - ცენტრის ტიპის ხაზებზე დასაჯდომი მეტია საჭირო. ამ შემთხვევაში, ქაფქიანა-ს ვემხრობი. ამიტომ ასეთ მარშრუტებზე მესამე (უკანა) კარი ზედმეტია. * * * აი ეს მოდელიც მშვენიერია, 2-კარიანი ვარიანტი ოღონდ. 9.5-მეტრიანი Citybus-ია ისუზუსგან გარეუბანი-ცენტრის ნაკლებად დატვირთულ მარშრუტებზე ძალიან მაგარი იქნება. ეგ მაინც ეყიდათ იმ 8-მეტრიანი გაუგებრობის ნაცვლად |
Posted by: otokarcobra 10 Jun 2019, 11:12 |
Mick-el-Angelo ზუსტად ეგეთი სამ მარიანი ვნახე ბათუმში, იასამნისფერი, ძაან კარგი ვიდი ქონდა....ვისთვის იყო ვერ გავერივიე |
Posted by: TramwayMan 10 Jun 2019, 11:13 | ||||
vatman
მანს ვიყიდით ისევ. Mick-el-Angelo
რაოდენობრივად მეტი არ იქნება იმის ხარჯზე რომ არ იყოს ნავაროჩენი ასე რომ რაოდენობრივად მეტიც და ნავაროჩენიც. |
Posted by: Mick-el-Angelo 10 Jun 2019, 11:14 | ||
TramwayMan
რა ვიცი. შენს პირს შაქარი |
Posted by: forum-ge 10 Jun 2019, 11:38 | ||
ქაფქიანა
ჩვენს რეალობაში ვამბობ მე. ისედაც რა ხდება პიკის საათებში (და არა მხოლოდ ამ დროს) ავტობუსებში კი ხედავთ ყველა და ამ დროს ტევადობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მეტროში ქნეს ეგრე. შუალედურ ვაგონების ბოლოში სკამები ამოიღეს და ამით ტევადობა გაზარდეს. ეხლა ისეც ნუ გაიგებთ, რომ საერთოდ დასაჯდომი ადგილების წინააღმდეგი ვარ უბრალოდ ზედმეტად არაა საჭირო, განსაკუთრებით "დატვირთულ" ხაზებზე. |
Posted by: Mick-el-Angelo 10 Jun 2019, 11:47 | ||
forum-ge
სკამები არავის ამოუღია მანდ. მოდერნიზებულ ეჟ (და მსგავსები) ტიპის ვაგონებზე ამბობ შენ, მანდ სკამები კი არა, მემანქანის კაბინები იყო * * * 195-იც გამოჩნდა ხაზზე (ისევ 50-ზე). ეშველა სარკეს, როგორც ჩანს |
Posted by: forum-ge 10 Jun 2019, 12:05 | ||
Mick-el-Angelo
ხო, ეგ არ ვიცოდი, მაგრამ აზრი მაინც იგივე რჩება, სკამები ხომ არ ჩადგეს და ისე დატოვეს |
Posted by: vatman 10 Jun 2019, 12:06 | ||||||
otokarcobra
ბაქოს იქნება დიდი ალბათობით Mick-el-Angelo
მსგავსი ზომის ავტობუსი ჩვენტვის ძალიან კარგია, ერთი მინიმუმ 200 ცალი კი გვინდა, ნუ ძირითადად მგონი თურქებს აქვთ TramwayMan
|
Posted by: Mick-el-Angelo 10 Jun 2019, 12:18 | ||
vatman
კი, Anadolu Isuzu-ს საიტზე დევს. იმათ 12-მეტრიანებსაც არა უშავს ისე მაგრამ ეგ სითიბას-ები უეჭველი გვინდა რა, საკმარისი ოდენობის მან-ს მაინც ვერ ვიყიდით და ეს 9,5-მეტრიანები მაინც შემოყარონ ბლომად. აფრიკის ბაზა ისუზუებით შეავსონ |
Posted by: MANMUS 10 Jun 2019, 12:29 | ||
1-2 წელიწადში ყოფა ეტირებათ თუ რამე არ უქნეს მაგ ბაზას |
Posted by: Mick-el-Angelo 10 Jun 2019, 12:33 |
ERAMUS ნუ ეგ ცხადია, რომ უნდა უქნან. ხომ აპირებდნენ კიდევაც. |
Posted by: MANMUS 10 Jun 2019, 15:31 |
150 ნომრის 053ს შეუკეთეს კონდიციონერი მაგრად აგრილებს |
Posted by: ფაშისტი 10 Jun 2019, 16:20 |
ბიჭებო ხვალ გამოცდა მაქვს.. ვსო ცუდად ვარ ამიტანა, უკვე ფეხი მიკანკალებს.. თუ რამე ისეთი დეტალი არ მოეწონებათ, შემდეგ კვირას მაქვს კიდევ შანსი ხელმეორედ. მაგრამ მინდა ხვალ დამთავრდეს ყველაფერი! შედეგებს გაგაგებინებთ * * * რუსთაველზე მოვალთო.. მანამდე კაცები ჩააბარებენ, ხოდა რუსთაველიდან მე ვჯდებიიიიიი აუუ ვაიმე გული.. კიარადა მარცხენა ფეხი |
Posted by: Kublicha 10 Jun 2019, 16:31 |
ფაშისტი ეჭვი არ გვეპარება რომ ჩააბარებ. ნუ ხარ დაძაბული, წარმოიდგინე რომ მარტო ზიხარ, არავინ არ გიყურებს და ისე მართე |
Posted by: SESH 10 Jun 2019, 16:48 |
ვინმემ აფრიკის ბაზის სურათი დადეთ, რა. რამდენად საშინელებაა მანდ რო? |
Posted by: ფაშისტი 10 Jun 2019, 17:00 |
Kublicha ხო.. ისე უნდა ვმართო ვითომ მარტო ვარ, ის ვაკეთო რასაც 3 კვირა ვაკეთებდი, გადავქოქო და წავიდა.. გმადლობ SESH საშინელებას ბევრი უკლია აფრიკის ბაზამდე, დამიჯერე. ცუდი მდგომარეობაა მესამე და პირველი ბაზები |
Posted by: Kublicha 10 Jun 2019, 17:10 | ||
SESH
2014 წელია |
Posted by: MANMUS 10 Jun 2019, 17:23 |
https://forum.ge/?f=51&showtopic=34868830&st=885 2017წლის აფრიკა პირველი ბაზა არაა? |
Posted by: Kublicha 10 Jun 2019, 17:38 | ||
ERAMUS
I ბაზა არის აფრიკაში II ბაზა იყო ახმეტელის მეტროსთან შემდეგ გადავიდა დიდ დიღომში III ბაზა არის წყალსადენის ქუჩაზე (ფეიქრების ბოლოში) არ ვიცი ისუზუებს ვის მისცემენ. წესით დიღმის ბაზა სავსეა, დგას : 150 ცალი a1445 144 ცალი a21 50 ცალი а47 კიდევ 33 ადგილია, მაგრამ 40 a47 ჩამოსასვლელია. |
Posted by: MANMUS 10 Jun 2019, 17:51 | ||
Kublicha
რთული სათქმელია ვის მისცემენ ფაქტია რო ტტც-ც კი ერიდება აფრიკისთვის ახალი ავტობუსების მიცემას. ნაწილს ყველა ვარიანტში მესამეში დააყენებენ, ნაწილი შეიძლება დიღომში თუ დიდი ბოგდანების რაღაც რაოდენობას აფრიკაში წაიყვანენ. |
Posted by: Nescafe13 10 Jun 2019, 18:02 |
95 ის მძღოლი დღეს ისე მიღოღავდა ჩამოვედი და მარშუტკით წავედი მგონი თავი მაიბახში ეგონა და ტასაობდა |
Posted by: beka331 10 Jun 2019, 18:34 |
87 ნომერს ბორტით 127 შუა კარის მარჯვენა მხარეს მინა არ ჰქონდა. შიდა ტაბლოს ინფორმაცია დიდი ალბათობით არ არის დამოკიდებული ჯი პი ეს ზე. |
Posted by: MANMUS 10 Jun 2019, 18:49 | ||
1 წელია მასე აქვს |
Posted by: beka331 10 Jun 2019, 19:03 | ||||
ხო, ნუ მე ახლა ვიმგზავრე პირველად მაგ ბორტით ან პირველად დავაკვირდი |
Posted by: forum-ge 10 Jun 2019, 19:21 | ||
ფაშისტი
წარმატებები! |
Posted by: MANMUS 10 Jun 2019, 19:34 |
ფაშისტი წარმატებები, წარმოიდგინე ჩაბარების შემდეგ 78ზე რომ დაგსვან |
Posted by: ფაშისტი 10 Jun 2019, 20:52 | ||
ERAMUS
დამსვამენ და აი ვერის სასაფლაო ხომ უნდა ავიარო მარშრუტით ხო.. და ჩემით გავითხრი საფლავს ბარემ და ჩავწვები პ.ს. მარა თუ სასაფლაომდე ავედი, ზნაჩიტ ბელინსკიც ამივლია და მაგარი ვაძილა ვყოფილვარ და შეიძლება თავიც აღარ მოვიკლა * * * forum-ge მადლობა |
Posted by: MANMUS 10 Jun 2019, 21:20 |
ისე წარმოიდგინეთ ფორუმზე ამ თემაში ვინც ვართ ცოტა ხნით რო დაგვსვა ტტც-ს ან მერიის სათავეში ოდნავ მაინც ვუშველიდით ამ გაუბედურებულ სატრანსპორტო სისტემას რას იტყვით ? |
Posted by: Nescafe13 10 Jun 2019, 22:02 | ||
მანდ კორუფციაა იმის დედა თბილისს ბიუჯეტი აქ , ქალაქი აყვავებული უნდა იყოს არადა 2 ხე ვერ დაურგიათ და ასფალტი ვერ გაუსწორებიათ სათანადოთ ნუ ქალაქის გენგეგმა და განვითარება სულ ფეხზე რომ კიდიათ კი გეცოდინებათ |
Posted by: GreenWestHam 10 Jun 2019, 22:08 |
ლურჯი მანების კონდიცირებას საბოლოოდ დაენძრა ხო? ბოლო რამდენიმე ჩაჯდომაა უკვე ავტობუსშიც ისე ცხელა, როგორც გარეთ. რომ ადიხარ, ტემპერატურულ განსხვავებას ვერ გრძნობ. ოდნავ უბერავს ჰაერს, არადა მძღოლს ვკითხეთ გუშინ 87–ში და მაქსიმალურზე მაქვს დაყენებული, რა ვქნაო. პატრონი არ ჰყავს ამ კანტორას? ახალთახალი ავტობუსი 2 წელიწადში ასე როგორ უნდა გააპარტახონ |
Posted by: beka331 10 Jun 2019, 22:34 |
დღეს 87ში რა ბორტიც ვახსენე იქ საკაიფოდ უბერავდა მე მაინც მგონია რომ უბრალოდ ფილტრია გასაწმენდი |
Posted by: Mick-el-Angelo 10 Jun 2019, 23:01 | ||
ფაშისტი წარმატებები, ყველა "გბალელშიკობთ"!! იმედია ხვალ კარგი ამბებით გაგვახარებ ERAMUS
აყვავებით არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე წელიწადში საგრძნობლად გაუმჯობესება შეიძლება რაღაცა პარამეტრების. უბრალოდ საბოლოო ჯამში ყველაფერი მოსახლეობის კეთილდღეობის დონეზეა დამოკიდებული და ამას მერიიდან ნაკლებად უშველი. |
Posted by: TramwayMan 10 Jun 2019, 23:14 |
ავჭალაში არსებულ სარემონტო ბაზაზე კეთდება ახალი საავტობუსე ბაზა 200 ავტობუსზე გათვლილი. |
Posted by: ფაშისტი 10 Jun 2019, 23:44 |
TramwayMan ვადასტურებ, გოგოებმა დამირეკეს არქიტექტორები იყვნენ მოსულები დღესო, თუ გუშინ..ვერ ვიხსენებ. Mick-el-Angelo მინდა გაგხაროთ.. ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა კარგის იმედად ვიყოთ მადლობა ბიჭებო |
Posted by: Kublicha 11 Jun 2019, 00:54 | ||
TramwayMan ფაშისტი ანუ მესამე ბაზის რეკონსტრუქცია?
რა გეშინია ამ ბელინსკის, მსუბუქი მანქანით არ აგივლია? თუ ისე იდგებიან მანქანები რომ ვერ გაეტევი, სულ მორიგეობს პატრული რუმსთან და დარეკვაც არ დაგჭირდება თვითონ მოვა და მიჯირყვნის მანქანის მფლობელს. |
Posted by: TramwayMan 11 Jun 2019, 08:48 |
Kublicha არა, სარემონტო ბაზის ტერიტორიაზე კეთდება. გლდანულას ხიდზე რო გადახვალ ეგრევე შესახვევი მარჯვნივ. https://www.google.com/maps/place/38a+Elefter+Andronikashvili+I+Turn,+T'bilisi/@41.8063648,44.8011424,351m/data=!3m2!1e3!4b1!4m13!1m7!3m6!1s0x40440cd7e64f626b:0x61d084ede2576ea3!2sTbilisi!3b1!8m2!3d41.7151377!4d44.827096!3m4!1s0x40446c26eb2d148f:0x42eab4fb48464be9!8m2!3d41.8063632!4d44.8020331 |
Posted by: ფაშისტი 11 Jun 2019, 09:18 |
Kublicha TramwayMan + აფრიკის ბაზის გოგომაც მითხრა მოსულები იყვნენ და აზომეს ტერიტორიაო. მზადებაა იქაც. |
Posted by: Giacomo 11 Jun 2019, 10:18 |
70 ნომერი გაადიდბოგდანეს |
Posted by: Mick-el-Angelo 11 Jun 2019, 10:28 | ||
Giacomo
მშვენიერია. რამდენი ბორტი მუშაობს ნეტავ? * * * 7-ია მითითებული საშუალო ტევადობის. ანუ დიდი ბოგდანი სადღაც 6 ბორტი იმუშავებს. |
Posted by: MANMUS 11 Jun 2019, 10:34 | ||
ნეტავ 86საც გაადიდებენ * * *
მარაზმი, ესეიგი ინტერვალი გაიზარდა და უარესად გაივსება, 7 მაინც უნდა ყოფილიყო |
Posted by: Mick-el-Angelo 11 Jun 2019, 10:42 | ||
დიდებს ყოველთვის ნაკლები რაოდენობით უშვებენ, ვიდრე პატარებს. იმედი ვიქონიოთ, რომ შეცვლიან ამ მიდგომას. ---------------- 83 ნომერი როდიდან დაამატეს? |
Posted by: MANMUS 11 Jun 2019, 10:57 |
საინტერესოა, არც ტტც-ს და არც მერიას არ გამოუქვეყნებია ოფიციალური ინფო, დღეს დავაკვირდები თუ არსებობს რეალურად |
Posted by: ფაშისტი 11 Jun 2019, 10:59 |
Mick-el-Angelo 83 სამი დღეა უნომროდ დადის ბარნოვზე, ყოველ დილას მხვდება, მაგარი დავიბენი .. არც გაჩერებებია ბარნოვზე, ან სად აჩერებს, თავი გამისკდა ფიქრისგან, და აჰა.. ნომერიც მიუნიჭებიათ უკვე |
Posted by: Mick-el-Angelo 11 Jun 2019, 10:59 | ||
ERAMUS დროებითი მარშრუტების დანიშვნაზე ხომ იყო საუბარი სანამ ჭავჭავაძეა გადაკეტილი. ეტყობა ამ 83-ს გაუშვებენ. * * * ფაშისტი
მაშინ ნამდვილად ეგ იქნება, დროებით მარშრუტს რომ აანონსებდნენ. ისე კაი ხაზია, ადრე 105 არ დადიოდა ჭონქაძით და ბარნოვით? დატოვებენ იმედია ჭავჭავაძის გახსნის შემდეგაც. |
Posted by: ფაშისტი 11 Jun 2019, 11:11 |
Mick-el-Angelo ERAMUS აუ მაგარი ხაზია ძაან.. რამდენჯერ კოლმეურნეობის კარფურიდან დატვირთულები წამოვსულვართ ოჯახი და.. ახლა პირდაპირ ბარნოვით მოდის ნეტა სულ დატოვონ, გვიჭირს ზემოთ ისედაც თანამშრომელი მოვიდა და 87თუ 88 ვეღარ დაიქოქა ოპერასთანო და ფეხით წამოვედიო.. ნეტა რა მოხდა |
Posted by: ZEUS 11 Jun 2019, 12:54 |
54 ნომერი როდის გადაყავთ მანებზე? |
Posted by: Mick-el-Angelo 11 Jun 2019, 13:10 | ||
ZEUS
როცა შემოვა მეორე პარტია. აგვისტოს ბოლოსკენ ალბათ. |
Posted by: Kublicha 11 Jun 2019, 13:19 | ||||||||
008 გაფუჭდა, ჯერ ბარათაშვილზე ჩაქრა და არ იქოქებოდა, ორი ავტობუსი ყავდა ჩაკეტილი. იქ როგორც იქნა დაქოქა და ოპერასთან დალია სული. გურულის ავტობუსია, 61ზე დადიოდა სანამ ვაკე აითხრებოდა, ეხლა 88ზე დადის. ძააან მაგარი კაცია და ძაან მაგარი იუმორი აქვს. გააგიჟეს პატარა ბოგდანის მძღოლებმა. ავარიული ხო აქვს ჩართული, უკან ბოთლი დადო რომ ახლოს არ მიუყენონ, იმ ბოთლს ხომ ვერ ამჩნევდნენ, მერე ხის ტოტი ჩაარჭო იმ ბოთლში და მაინც გადაურარეს. აი იმენა ის კატეგორიააა, პატარა ბოგდანიც რო ცოდოა მათ ხელში. მანის მძღოლები ბოთლამდეც კი მოშორებით აჩერებდნენ. აი ისეთი სხვაობაა მანის და პატარა ბოგდანის მძღოლებს შორის დონით, როგორც ცა და დედამიწა. (გამონაკლისები არის რა თქმა უნდა, ვიცი ჩმოსაბოგდანებელი მძღოლებიც) გინდ ჩაცმულობა, გინდ მართვა, გინდა გაჩერებრბზე შესვლა. * * * ZEUS
გააჩნია ვის უფრო უჯერებ, მერიას თუ მანის ოფიციალურს საიტს. I ამბობს, რომ ერთ თქვეში ჩამოვლენ. II ოქტომბერ-ნოემბერს. შენი გადასაწყეტია რომელს დაუჯერებ * * * TramwayMan
უი დედა. ერთი რო ადიდდეს გლდანულა, სულ ორთაჭალჰესის ტურბინაში აღმოჩნდება ეგ სიმწრით ნაყიდი ისუზუები. * * * Mick-el-Angelo
6 ცალი მოძრაობს. წყარო აპლიკაცია |
Posted by: ფაშისტი 11 Jun 2019, 14:29 | ||
Kublicha
მიზეზი? დიზელით რომ სავსე ექნებოდა ბაკი ეს გასაგებია.. სხვა? |
Posted by: Mick-el-Angelo 11 Jun 2019, 14:32 | ||||
ფაშისტი
დიზელიო? * * * Kublicha
ანუ ტრადიციებს არ ღალატობენ და სწორად გამოვთვალეთ |
Posted by: Kublicha 11 Jun 2019, 14:48 | ||||
ფაშისტი
ლურჯი ავტობუსია. გაზზეა.
რაღაც ელექტრონული მიზეზი იქნება. სტარტერი ტრიალებს, ხმა აქვს. ინჟექტორში არ მიდის გაზი, შეიძლება გაზის კომპიუტერს აქვს რამე ერორი, შეიძლება ძრავის კომპიუტერს. |
Posted by: forum-ge 11 Jun 2019, 18:14 |
18 მეტრიანების ყიდვასაც ხომ აპირებენ? აგერ ვოლვოს გამოუშვია ელექტრო ავტობუსი. 18 მეტრია და 150 კაცს იტევსო. Volvo 7900 Electric Articulated |
Posted by: alea iacta est 11 Jun 2019, 18:28 | ||
forum-ge
შენ გაიხარე მაგ ინფოს დასადებად შემოვედი აგერ ლინკიც: https://www.volvobuses.com/en-en/news/2019/jun/volvo-buses-uitp.html უბრალოდ ოქტომბერშია პრეზეტაცია და ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები არ დევს, ძალიან საინტერესო რამე ჩანს და იმედია ასეთ მოდელებს მიწვება კალა და არა ჩიხუახუებს. |
Posted by: Krusty_the_Clown 11 Jun 2019, 18:45 |
ფაშისტი გაკურთხეს მძღოლად? |
Posted by: iviko18 11 Jun 2019, 19:34 |
ტტც-ს კიდევ ერთი საოცრება, ამ წუთას წერეთლის ქუჩაზე (ვაკის პარკის შემდეგი გაჩერება) ერთდროულად მოვიდა 4 ავტობუსი ყველა #34 პირველი გადაჭედილი, დანარჩენი სამი ცარიელი. წყნეთიდან რაღა საცობებია, რომ ამდენად ვერ არეგულირებენ გრაფიკს?! |
Posted by: ფაშისტი 11 Jun 2019, 19:48 |
ბიჭებო, ჩავაბარე გავქანდი სამსახურის მერე და აი დიდ მაი ბესთ მადლობა ჩემდამი ყურადღებიანი დამოკიდებულებისათვის ყველას. ცოტა ხნის წინ შემოვედი სახლში. |
Posted by: N_E_M_O 11 Jun 2019, 20:12 | ||
წარმატებები |
Posted by: MANMUS 11 Jun 2019, 20:15 |
ფაშისტი გილოცავ, წარმატებები |
Posted by: TramwayMan 11 Jun 2019, 20:16 |
alea iacta est forum-ge წელს არ ვაპირებთ ელექტრო ავტობუსების შეძენას. |
Posted by: alea iacta est 11 Jun 2019, 20:33 | ||
ვიცი რომ არ აპირებენ, უბრალოდ კონცეფციის დონეზე ვისურვე ასეთი მოდელები. |
Posted by: forum-ge 11 Jun 2019, 20:47 | ||
ფაშისტი
გილოცავ |
Posted by: rommel 11 Jun 2019, 20:48 |
ფაშისტი გილოცავ! სულ ბას ლეინზე გევლოს |
Posted by: TramwayMan 11 Jun 2019, 20:50 | ||
alea iacta est
რატომ? |
Posted by: hadesnexus 11 Jun 2019, 20:51 |
ფაშისტი |
Posted by: ფაშისტი 11 Jun 2019, 20:58 |
ვახ ვახ ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ ...როგორ მსიამოვნებს ეს თქვენი გამოხატულება , სათითაოდ გიხდით მადლობას! |
Posted by: beka331 11 Jun 2019, 21:20 |
ფაშისტი გილოცავ.. წარმატებები ისე შეკრება რომ გვინდოდა ეგ თემა აქტუალური რატომ აღარაა? |
Posted by: DRAKONI 11 Jun 2019, 21:29 |
ფაშისტი გილოცავ. წარმატებები. |
Posted by: metro500 11 Jun 2019, 21:36 |
ფაშისტი მეც გილოცავ, შეიძლება ასე აქტიურად არ ვპოსტავ მაგრამ აქტიურად ვათვალიერებ ამ თემას და დიდი ხანია "გბალეშიკობ" წარმატებები. |
Posted by: ქაფქიანა 11 Jun 2019, 21:59 | ||||
ამდენი ხანი ვერ მოვახერხე დაპოსტა. დავიწყოთ თავიდან. TramwayMan
როგორ ვნანობ, რომ არ დავსქრინე შენი ის პოსტი, ვეღარ ვიხსენებ, აქ გნახე თუ უცხოურ საიტზე სადღაც, ჯერ ეს სიენჯი მანები რომ გაასწორე მიწასთან და მერე ელექტრობუსები ზოგადად. ხომ აგაფარებდი ახლა სახეზე, როგორ ანადგურებ ელექტრობუსებს. vatman არ არის სწორი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს კომფორტული. ამას წყალი არ გაუვა. უნდა შემოვიდეს დიახაც კომფორტული და ნავაროჩენი და ბევრი. Mick-el-Angelo იგივეს გეტყვი შენ და ამჯერად დავეთანხმები ტრამვაიმენს. ნავაროჩენიც უნდა იყოს და ბევრიც. არანავაროჩენი და ბევრი თუ გინდოდათ, იყო პაზიკები და რას ერჩოდით? forum-ge
რა სისულელეა. არაფერი სკამები არ ამოუღიათ. ეგენი იყო ძველი მოდელის ვაგონები. ამ შემადგენლობებში სათავო ვაგონები შუაშიც იყვნენ ჩაბმული ერთმანეთთან. ჰოდა ამ სათავო ვაგონებში მემანქანის კაბინა რომ მოიხსნა, ეგრე განთავისუფლდა ადგილი. ფაშისტი დას ისთ მაინ მადხენ-ო. |
Posted by: Blueსტუმარი 11 Jun 2019, 22:22 |
ფაშისტი გილოცავ! ღმერთმა სულ მწვანეზე გატაროს და იმედია კარგ ავტობუსზე დაგსვამენ! |
Posted by: ფაშისტი 11 Jun 2019, 22:24 |
მადლობა ფორუმელებო გულითადი! ქაფქიანა აუ ვერ გადავრჩები ეხლა |
Posted by: Kublicha 11 Jun 2019, 22:25 | ||||
ფაშისტი
აუ, იცი როგორ გამეხარდა? მთელი დღე რომ მაგაზე არაფერს ამბობდი ვიფიქრე, ვერ ჩააბარათქო და დაგრუზული ვიყავი. თან კითხვაც მომერიდა, ალბათ არ უნდა მაგ თემაზე ლაპარაკითქო. კარგი საღამოა, ბოლო ნახევარ საათში ორი კარგი ამბავი გავიგე (მეორე ავტობუსებს არ ეხება) forum-ge
my favorite |
Posted by: narmonana 11 Jun 2019, 22:41 |
10ს მერე ჭავჭავაძეზე ტრანსპორტი რომ წყდება,რას ამბობენ მაგაზე,როდემდე უნდა იკატაონ 61-ებმა |
Posted by: da_to 11 Jun 2019, 22:52 |
ფაშისტი გილოცავ, წარმატებები ... იმედია მონდომება შედეგშიც დაგიფასდება |
Posted by: ფაშისტი 11 Jun 2019, 23:05 |
da_to გმადლობ მეგობარო Kublicha 3-ის მერე , სამსახურიდან გავედი რუსთაველზე, დავჯექი და ჯიქიას ბოლომდე გავედი, მერე შევისვენეთ და გამომცდელმა მეტი დაკვირვებისათვის აქედან სადგურზე გადიო. იყო შენიშვნები რეკომენდაციის სახით რა თქმა უნდა, მითითებებიც ტარების დროს, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ 10 გაკვეთილში მექანიკა მე ავტობუსზე თანაც ბოგდანზე ვისწავლე და + 1 თვიანი ჩავარდნა მქონდა სამსახურის გამო და ფაქტიურად უმოძრაოდ ვიყავი პრაქტიკაში.. რავიცი, უსაფრთხოდ, მშვიდად ვატარე. დანარჩენი პრაქტიკის ამბავია, რომელსაც გავივლი უკვე დასაქმებამდე , თავისუფალ დროს. practice makes perfect.. |
Posted by: Kublicha 11 Jun 2019, 23:12 |
ფაშისტი გეგმები როგორია? ისუზუს ელოდები თუ დაიწყებ ბოგდანზე? დისპეჩერებს ხო მშვიდობა აქვთ? გუშინ პიკის საათის დროს, როცა ყველაზე მეტად მოთხოვნაა ხაზებზე, 4 ცალი 150 ბირჟაობდა რიყეზე (ხიდის პანდუსზე) |
Posted by: Mick-el-Angelo 12 Jun 2019, 00:45 | ||
ქაფქიანა
პაზიკებიც არ იყო ბევრი მესმის, რასაც ამბობთ, მაგრამ მაინც ჩემს აზრზე დავრჩები ფაშისტი გილოცავ, წარმატებებს გისურვებ, იმედია შენთან ერთად ტტც-ში პოზიტიური ცვლილებების დრო მოვა |
Posted by: rugby2011 Geo 12 Jun 2019, 03:07 |
ფაშისტი გილოცავ, მიყვარს ადამინები, რომლებიც ახალ გამოწვევებს ეჭიდებიან და თან წარმატებით ასრულებენ. |
Posted by: ფაშისტი 12 Jun 2019, 08:36 |
DRAKONI metro500 ქაფქიანა BlueVisitor da_to Mick-el-Angelo rugby2011 Geo კარგები ხართ მოკლედ, ხაზების ფურცელი ავიღე. მაგრამ საჩქარო არ არის ხელმოწერები რადგან მე ავუხსენი რომ ჯერ ვმუშაობ, შვებულება მაქვს გამოსაყენებელი და ნუ დეტალები კიდევ. ასე რომ ივლისის ბოლომდე თავისუფალი ვარ. გამოვალ შვებულებიდან და რაღაც პერიოდი მომიწევს ბოგდანზე, ისევ ჩემი პრაქტიკისთვის, ამასობაში წამოგვეწევა ისუზუებიც და ეგაა. ბიჭებო წინა გვერდიდან ვერ გთაგავთ თუ როგორც ქვია და ყველას უკლებლივ დიდი მადლობა |
Posted by: alexx 12 Jun 2019, 09:36 |
ფაშისტი გილოცავ! ბარემ აგვისტომდეც გაწელე და აგვისტოში კი შემოვა ისუზუების პირველი პარტია |
Posted by: vatman 12 Jun 2019, 09:55 | ||
ფაშისტი გილოცავ! აპირებ ბოგდანზე მუშაობას? ქაფქიანა
პირველ რიგში თავის მოვალეობას უნდა ასრულებდეს -მგზავრების გადაყვანა შედარებით კომფორტულად, ექსპლუატაციაში შედარებით იაფი და მერე ნავაროჩენი იმის მიხედვით თუ რისი ტრაკი გაქვს. კიდევ კარგი N23-ზე დიდი ბოგდანები რჩება |
Posted by: get-up 12 Jun 2019, 10:19 |
ფაშისტი გილოცავ, წარმატებები... |
Posted by: ფაშისტი 12 Jun 2019, 10:38 |
vatman alexx მადლობა ხო აი ბოგდანზე ცოტა ხანი მაინც მინდა ოღონდ მერე რა, ვახრიგინო და ისუზუც მოვა მალე. მაგრამ ეს ყველაფერი აგვისტოში, ჯერ ვემსახურები განათლების სამინისტროს * * * get-up გმადლობ ბაჩო, აქ თუ შემოიხედავდი რას ვიფიქრებდი |
Posted by: giomelqa12 12 Jun 2019, 10:44 |
metro500 კი პატარა ბოგდანებთან შედარებით ნელია, მაგრამ 10 და 12 მეტრიან სხვა ავტობუსებთან შედარებით დიდი სიჩქარის სხვაობა არ არის |
Posted by: alea iacta est 12 Jun 2019, 10:50 | ||
TramwayMan
ადრეც დავწერე, თვითღირებულება ექნება ძალიან მაღალი და ძვირადღირებული მატერიალურ ტექნიკური ბაზაა საჭირო. ჩვენისთანა ქვეყნისთვის ისე იქნება, როგორც მაგალითად დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანმა სესხით Tesla Model S შეიძინოს. |
Posted by: MANMUS 12 Jun 2019, 11:42 |
50 ნომრის ბორტი 182ს ჩაქუჩი ქონდა მოგლეჯილი ამათი პაპუასი.......... |
Posted by: rommel 12 Jun 2019, 12:40 | ||
მაგის გამკეთებელი პაპუასია, მაგრამ ხომ აყენია კამერები. გაარკვიონ ვინაობა და დემონსტრაციულად გათხარონ ის ჩაქუჩი ერთ ადგილას, ყველა ისწავლის ჭკუას. პროსტა კიდიათ რა. |
Posted by: MANMUS 12 Jun 2019, 13:15 |
ეგ ჩაქუჩები ისეა დამაგრებული ასე წამებში ვერ მოაძრობს ვიღაც ნაბიჭვარი მაგარი მონდომებულია, ლურჯებშიც ძალიან ბევრშია მოპარული |
Posted by: Ben_Joyce 12 Jun 2019, 17:22 | ||
რა მაგარია, გილოცავ კაი ბოგდანი შეგხვედროდეს საწყის ეტაპზე რამდენიმე კაი შენახული პატარა ბოგდანი დადის და იქნებ გაგიმართლოს |
Posted by: vatman 12 Jun 2019, 17:37 | ||
Ben_Joyce
ხო აი მაგის მძღოლები დათმობენ თავის ავტობუსს ზუსტად მასეთი ავტობუსების მძღოლები ძნელად ელევიან თავის ავტობუსებს |
Posted by: beka331 12 Jun 2019, 18:00 |
არ ვიცი ჩანს თუ არა რამე, მაგრამ 30 წუთი ველოდე 95 ს. ბორტის ნომერს რომ ჩავალ მერე დავწერ |
Posted by: Ben_Joyce 12 Jun 2019, 18:50 | ||
თუ რომელიმე მანზე გადავა ან დიდ ბოგდანზე |
Posted by: ნიკა 12 Jun 2019, 19:09 |
გარეთ უფრო გრილოდა ვიდრე კონდიციონერჩართულ ავტობუსში |
Posted by: TramwayMan 12 Jun 2019, 19:46 |
beqa331 სამწუხაროდ არაფერი ჩანს, დახურულ კარზე უნდა გადაიღო. ამ საიტის ფოტოს დადების მექანიზმს თუ იყნებენ აპატარავებს ფოტოს და არ გამოჩნდება. |
Posted by: beka331 12 Jun 2019, 20:05 |
TramwayMan წითლად შემომიხაზე კონკრეტულად რომელი მონაცემები გაინტერესებს და ჩავიწერ ხოლმე. კონდუქტორი და მძღოლი ჩასულები იყვნენ და მაგიტომ გადავიღე, სხვა დროს ვერ გადავიღებდი, გადაივსო ავტობუსი მალევე |
Posted by: TramwayMan 12 Jun 2019, 20:17 | ||
მარცხენა დაფაზე წერია ვინ კოდი. მარჯვენაზე კი ქარხნული ნომერი მაღლა. A47-ით დაიწყება. |
Posted by: beka331 12 Jun 2019, 20:29 |
TramwayMan კარგი, ვიზამ.. მწვანე მანების მცირე შეფასება : 1. გვიხაროდა რომ უკანა კარი გარეთ იღებოდა,მანებზე უფრო რთულად იკეტება. გადაწყვეტის გზა : ბოლო კარი მხოლოდ მოთხოვნით გაიღოს, აქვს შესაბამისი ღილაკი მანდ. 2. იატაკი ლურჯებზე მეტად ხურდება 3. კონდინიცონერი კარგად უბერავს, მაგრამ გადაჭედილ ავტობუსში არანაირი სხვაობა ვინც უშუალოდ გაგრილების ქვეშ არ ზის. 4. კარგია რომ მძღოლებს ფორმები აცვიათ 5. ბოლო მარცხენა ორ სკამზე უნდა ახტე, ბოლო ოთხ სხკამზე ფანჯრის მხარეს თუ ზიხარ, თამამად შეგიძლია ყივილი დაიწყო, ქანდარა მაგაზე მაღლა კი არაა. 6. სიჩქარის აკრეფვა იმდენად კარგი არ აქვს, რამდენადაც ლურჯ მანს, მაგრამ ქალაქისთვის გამოდგება. 7. აქ კი 55 ადამიანი წერია, მაგრამ დღეს ავტობუსში მინიმუმ 75 იქნებოდა. საჭიროა ავტობუსის დამატება პიკის საათებში. ინტერვალი მინიმუმ 30 წუთი იყო. კატასტროფაა |
Posted by: iviko18 12 Jun 2019, 20:41 | ||
ვერაფრით ვხვდები რატომ უშლიან ამ კოდების გადაღებას. |
Posted by: MANMUS 12 Jun 2019, 20:45 |
მწვანე მანების უკანა სკამზე, ძრავის განყოფილება რო აქვს საზურგედ საშინელი სიცხე გამოდიოდა უკნიდან |
Posted by: TramwayMan 12 Jun 2019, 21:03 |
beqa331 ავტობუსის ტევადობაა 55 ფეხზე მდგომს+28 მსხდომი+1 შშმ პირის ადგილი. |
Posted by: Kublicha 12 Jun 2019, 21:17 |
როგორც ჩანს დაიწყეს კონდიციონერებუს მიხედვა, ამ კვირაში სადაც ვიჯექი ყველგან კაი ტემპერატურა იყო, ერთის გარდა. 120ბორტი, ისე ცხელოდა როგრც თონეში. 037ში ისე გრილოდა ჩემ გაჩერრბაზე რომ მოვედით გამიტყდა, არ მინდოდა ჩამოსვლა. |
Posted by: beka331 12 Jun 2019, 21:35 |
TramwayMan ხო ვიცი, ჩემ გადაღებულ ფოტოში არ წერია? სიტყვა "ფეხზე " ორჯერ მეწერა და როგორც აღმოჩნდა ორივე წავშალე |
Posted by: TramwayMan 12 Jun 2019, 21:49 |
beqa331 ხო ნუ ეგ ნომინალური ნორმალური ტევადობაა თორემ ფიზიკურად მეტი ეტევა. |
Posted by: MANMUS 12 Jun 2019, 22:10 | ||
067, 064, 070, 090, 041, 105, 107, 118, 112 აქაც მასე არის ჯერჯერობით 001 006 007 036 106 042 043 060 089 101 134 143 053 114 მშვენივრად აგრილებს |
Posted by: toyota12345 12 Jun 2019, 22:53 |
ქეთი მეც გილოცავ ჩემო კარგო და მიხარია შენი კარგი ამბები. რომელიმე დისლოკაციაზე შევხვდებით. დღეს 88 ნომერში კონდუქტორს გაუჭედა ხალხმა იმის გამო რომ კონდიციონერი ცუდად უბერავდა. ავედით მე და ჩემი მეწყვილე ავტობუსში და ვხედავ მიიმწყვდიეს ეს საწყალი კონდუქტორი და ლანზღავენ... ნუ მანდ ამბავი ატყდა ჩვენ გამოჩენაზე უფრო გააგრესიუდნენ კაროჩე ის გამიტყდა მაგ სავსე ავტობუსში 95% მგზავრების შეუგნებელი იყო. ის ვერ შევაგნებინეთ რომ კონდუქტორს ეგ არ ეხება და მაგასაც უნდა გრილად მგზავრობა და რომ არსებობს ცხელი ხაზი ან კიდევ მისამართი ვაგზლის 2 ნომერი პრეტენზიების შემთხვევაში. დაფების დროს მიშამ რო შემოიყვანა მანდ სულ არ იყო კონდიციონერი და აკვარიუმი იყო ვისაც ახსოვს. მე არ ვიძახი რომ იდეალურადაა აწყობილი საზ ტრანსპორტი მაგრამ ასე დაუნახავობაც არ შეიძლება. |
Posted by: SkullCrusher 12 Jun 2019, 23:02 |
წერეთელზე 87 ნომერი გუშინ გამოტენილი ხალხი ვეღარ ეტეოდა, ტაბლოზე 11 წუთიდან იწყებოდა ყველა მარშრუტი, ეს არაა საზ. ტრანსპორტი. ამ დროის განმავლობაში უამრავმა მარშრუტკამ და ტაქსმა ჩაიარა. |
Posted by: DRAKONI 12 Jun 2019, 23:40 | ||
ალბათ 86 უნდა დაგეწერა. ერთ-ერთი პირველია რიგში გასადიდბოგდანებელი. |
Posted by: Kublicha 12 Jun 2019, 23:47 | ||
ნამდვილად. ეგ და 44. ფილმ "ევროტურში" ნუდისტური პლიაჟის სცენა ხომ გაქვს ნანახი? აი ეგრე ხდება ბარათაშვილზე 44 რომ შემოყოფს ხოლმე ცხვირს |
Posted by: ქაფქიანა 12 Jun 2019, 23:58 | ||
vatman
ძალიანაც ტრაკი გვაქვს. ბიუჯეტი იმხელა აქვს თბილისს, რომ ძალიანაც ტრაკი გვაქვს. ეფექტური ხარჯვა, ეკონომია და კორუფციის აღმოფხვრა თქვი, თორემ. * * * სანტა-ესპერანსას წიგნის მაღაზიებში იყიდება ალბომი (სხვათაშორის საკმაოდ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე სესრულებული) ,,ავტობუსის გაჩერებები საბჭოთა საქართველოში". რავი, თუ გინდათ ვინმეს, რომ იცოდეთ. |
Posted by: SkullCrusher 13 Jun 2019, 00:50 | ||||
DRAKONI
კი 86-ია
+1 |
Posted by: Mick-el-Angelo 13 Jun 2019, 10:16 | ||
Kublicha
პრაქტიკულად იგივე ხდება 2-ზე და 55-ზე. გადიდბოგდანებაც პრაქტიკაში ნაკლებად შველის, რამდენადაც დიდ ავტობუსებს ხაზზე უშვებენ ნაკლები ოდენობით, ვიდრე დადიოდნენ პატარები. შესაბამისად, იზრდება ინტერვალი და ადრე თუ პატარაში იტენებოდა ხალხი, იგივენაირად იტენება დიდში. ერთადერთი, N2-ზე ორშაბათიდან დაამატეს 3 ბორტი, შედეგად 15 დიდი ბოგდანი მუშაობს ამ ხაზზე და ცოტა სიტუაცია გამოსწორდა. მაგრამ ეგ ჯერჯერობით 21 რიცხვამდეა მასე გადაწყვეტილი, მერე რა იქნება არავინ იცის. |
Posted by: Nescafe13 13 Jun 2019, 10:17 |
95 ში ასე თუ აგრილებს კონდეციონერი კარგად ქონია საქმე მაგ ავტობუსებს მგონი მარტო შემომავალი აქვთ ჩართული აბა ისე რავიცი რატომ არ უნდა გრილდებოდეს ავტობუსი მინიმუმზე ხო არ აყენებს მძღოლი კონდეციონერის დაბერვას ? |
Posted by: ფაშისტი 13 Jun 2019, 10:25 | ||
toyota12345
კაი ბიჭი ხარ სადმე რომ გადავიკვეთებით გარდაუვალია.. ე.ი. თქვენ ამბობთ ფილტრების მიხედვა დაიწყეს? ვნახოთ ვნახოთ.. ამაზე კარგი არაფერი იქნება. სადმე გამოსწორდა უკვე? წინა გვერდის პოსტები არ მინახავს |
Posted by: MANMUS 13 Jun 2019, 10:29 | ||
ფაშისტი
კი ბევრში უკვე კარგად აგრილებს, ბორტებიც მიწერია წინა გვერდზე * * * მაგრამ მწვანე მანებს რა ფილტრების მიხედვა ჭირდება 1 თვის ხაზზე გაშვებულ ავტობუსს, მეც შემიმჩნევია რომ არ აგრილებს საკმარისად აქ რაღაც სხვა ამბავია. მგონი ვენტილაციას რთავენ გაგრილების მაგივრად. |
Posted by: Mick-el-Angelo 13 Jun 2019, 10:32 | ||
დიდი ბოგდანები 551 და 560 რომელ ხაზზე მუშაობდნენ, ხომ არავინ იცის? ბოლო დღეებში N2-ზე არიან და ძალიან განადგურებულ მდგომარეობაში არიან, განსაკუთრებით 560. * * * ERAMUS
კი, ნამდვილად ზოგი ვენტილაციას რთავს. ზოგში კი საკაიოდ გრილა. |
Posted by: Blueსტუმარი 13 Jun 2019, 10:35 |
95 ის სულ პირველი დიდი ბოგდანები რომელ მარშრუტებზე მოძრაობენ? |
Posted by: MANMUS 13 Jun 2019, 10:38 |
Mick-el-Angelo 560 46ზე დადიოდა, უფრო ადრე 61ზე მახსოვს. 551 ბევრგან მინახავს 25, 55, 23 11 * * * BlueVisitor 2008ში სულ პირველად რომ გაუშვეს მაგას გულისხმობ? |
Posted by: Mick-el-Angelo 13 Jun 2019, 10:42 |
ERAMUS ეტყობა მაგიტომ ეტირათ დედა, სხვადასხვა მძღოლების ხელში სხვადასხვა ხაზებზე. მოკლედ, ძალიან ცუდ დღეშია უკვე დიდი ბოგდანების უმრავლესობა. იგივე N2-ზე მიმაგრებული ბორტების ნახევარი გაჩერებული აქვთ კარგა ხანია. |
Posted by: Blueსტუმარი 13 Jun 2019, 10:43 | ||
ERAMUS
დიახ |
Posted by: MANMUS 13 Jun 2019, 10:55 |
BlueVisitor მაგის დადგენა შეუძლებელია, რადგან იმ დროს სხვადასხვა სერიის ნომრები ქონდათ ავტობუსებს GNG, ZNZ და სხვა. შემდეგ ყველას მიაკრეს TTC სერია. რთული სათქმელია რომელი რომელია, მგონი მძღოლებმაც არ იციან. შეიძლება სხვადასხვა მარშუტებზე მუშაობენ ახლა. |
Posted by: ფაშისტი 13 Jun 2019, 12:00 |
ERAMUS ნეტა საოდან არის გადასართველი ამ კონდიციონერის, მივიდე გადავატრიალო, და მთელი ხმით ვიყვირო რომ ესაა კონდიციონერი, ის სხვა ღილაკი კი ვენტილაცია ვახ რააა ,რა გახდა ა ორი ფუნქციის დამახსოვრება რომელიც საჭის ირგვლივ გაქვს |
Posted by: Kublicha 13 Jun 2019, 12:05 | ||
ფაშისტი
037ში, 075ში, 086 ში ისეთი მაგარია კურორტზე გეგონება თავი. შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ ბოლო მიღებულ ლურჯ მანებს უჭირთ კონდიციონერში განსაკუთრებით. ახალი მოდელის საჭე რომლებსაც აქვთ, მანის ცხოველი რომ ახატია და არა წარწერა "man" საჭეზე. 150 ხაზზე დადიან ძირითადად. |
Posted by: MANMUS 13 Jun 2019, 12:09 |
ფაშისტი აი ეს არის მგონი |
Posted by: Kublicha 13 Jun 2019, 12:11 |
ERAMUS არა რას ამბობ, ეგ კარობკაა. დრაივი, ნეიტრალი და ზადნი. ფანჯრის ქვეშ რომ მრგვალი სატრიალერბლებია, ეგენია, იქვე აქვს ეკრანი სადაც წერია გრადუსი ვინმე თუ შენნაირად ფიქრობს და კონდიციონერის აწევა გონია და გადაუკრა მძღოლს მიმავალზე, ზადნიში ჩავარდება |
Posted by: MANMUS 13 Jun 2019, 12:13 |
Kublicha არამგონია მაგაზე იყოს დამოკიდებული, 027ც ძველი პარტიისა მარა საუნაში გეგონება თავი, 101ც ბოლო პარტიისა და კარგად აცივებს 060ში საყინულე იყო * * * Kublicha რავიცი ერთხელ მძღოლმა გადაატრიალა ეგ და მომენტალურად ცივი ჰაერი დაუბერა * * * ისე მანის ოფიციალურ გვერდზე ან სადმე არ დევს ინსტრუქცია? |
Posted by: ფაშისტი 13 Jun 2019, 12:26 | ||||
Kublicha
მეც ეგ უნდა მეთქვა "რიჩაგია" ეგ თქო გული გამისკდა ერასმუს გვღუპავდი Kublicha
ზნაჩიტ გარედან ფანჯარაში ხელს გადავუყოფ და ჩავურთავ |
Posted by: Kublicha 13 Jun 2019, 12:32 | ||
ფაშისტი
კაი რა, შენ მართლა ფიქრობ რომ ჩართვა არ იციან? ყველაზე მეტად მძღოლები მეცოდვებიან. მგზავრი ჩრდილიან მხარეს მაინც იპოვის და იქით გადაჯდება (გადადგება) |
Posted by: SabaGEO 13 Jun 2019, 12:33 |
ეხლა 87-ში ვზივარ და კონდიციონერის ნასახიც არა, იწვის აქაურობა |
Posted by: TramwayMan 13 Jun 2019, 13:54 |
ელექტრო მანი. (12 მეტრიანი ვერსია) სერიული წარმოება 2020 წლის მეოთხე კვარტალიდან. 18 მეტრიანი შესახსრული ვერსიის წარმოება კი 2021 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყება. |
Posted by: Kublicha 13 Jun 2019, 13:57 |
TramwayMan გაზი როდიდან იწყება სერიულად 12 მეტრიანი და 18 მეტრიანი? ან დიზელი |
Posted by: TramwayMan 13 Jun 2019, 14:18 |
Kublicha დიზელი ეფექტური ჰიბრიდის წარმოება სერიულად დაწყებულია უკვე 12 და 18 მეტრიანების. 2019 წლის მესამე კვარტალში 19 მეტრიანიც შეუერთდება. გაზის ვერსია 12 და 18 მეტრი ასევე ჩაეშვა სერიულ წარმოებაში. 19 მეტრიანი შუერთდება მეორე კვარტალიდან 2020 წლის. რა შეეხება 15 მეტრიანს არ დაანონსებულა. ხოლო 10,5 მეტრიანი მიდიბუსები სავარაუდოდ საკმაოდ გვიან გადავლენ ახა დიზაინზე და პირდაპირ ელექტრო ვერსიად. |
Posted by: get-up 13 Jun 2019, 14:21 |
ფაშისტი ვიხედები, მაინტერესებს რა ხდება ახალი ამბები. არ იცი რა ნომერ ავტობუსზე მოგიწევს დაჯდომა ? |
Posted by: Kublicha 13 Jun 2019, 14:31 | ||
ეგ მეგონა 4 კარიანი იქნებოდა. ეგეც სამ კარიანი ყოფილა აი მანის ასორტიმენტი ინდექსები (A21, A47, A78 ) იგივე რჩება ახალ თაობაზეც ? ვაფშე სად ნახულობ მაგეებს. ოფიციალურ საიტზე ვერნ ვნახე, ვიკიპედიაში კი წარია, მაგრამ აბდაუბდა |
Posted by: happy dreamer91 13 Jun 2019, 14:42 |
ახალი ავტობუსების შემოყვანა ყველას გაგვიხარდა, გვეშველა, კომფორტულად ვიმგზავრებთო, მაგრამ გადაჭედილ ავტობუსში რა კომფორტზეა საერთოდ საუბარი და პლიუს ამას კონდიციონერიც არ მუშაობს. გასაწმენდია და არავინ წმენდს. გუშნ ლამის სული ამომძვრა ავტობუსში და ისიც კი ვიფიქრე, ყვითელი ავტობუსით მგზავრობა ჯობია ამას-თქო, ფანჯრებს მაინც აღებენ ნორმალურად იქ :/ მარტო შემოყვანა რას უშველის თუ არ მოუარე |
Posted by: TramwayMan 13 Jun 2019, 14:46 | ||||||
Kublicha
საიდან მოიტანე? კარები იმდენი ექნება რამდენსაც დამკვეთი მოითხოვს.
ძველი ასორტიმენტია უკვე.
პირობითად კი უბრალოდ ახლა ასე მოიხსენიებენ. 12C, 12G, 12E 18C, 18G, 18E 19C, 19G ცე დიზელია ჰიბრიდი გ გაზი ჰიბრიდი ე ელექტრო. |
Posted by: ნიკა 13 Jun 2019, 14:48 |
ისე LPG-ც საგრძნობლად გაიაფდა ჩვენთან და ეგეთი ვერსიები არაა? |
Posted by: Kublicha 13 Jun 2019, 14:54 | ||
TramwayMan
დანარჩენები კი, მაგრამ ბოლო (მე-4) კარი დარწმუნებული არ ვარ რომ გაკეთებადია. ეგ ნაწილი low floor შეიძლება არც იყოს 18 და 19 მეტრიანებში. 15 მეტრიანებიც არ გვაწყენდა, მაგალითად 88ისთვის |
Posted by: TramwayMan 13 Jun 2019, 15:04 | ||||
Kublicha
ვერაფერი გავიგე, ან ამას საიდან წერ ან საიდან მოგივიდა ეს აზრი? 19 მეტრიანი გრძელია წინა სექციის ხარჯზე. Kublicha
უფრო რთულია სამართავია ვიდრე 18 მეტრიანი. * * * |
Posted by: ფაშისტი 13 Jun 2019, 16:27 |
get-up არ ვიცი რამდენად ინფორმირებული ხარ ბაზებზე, მე მესამეში ჩავიჯინე თავი ფეიქრების ბოლოში წყალსადენზეა. ასე რომ მესამეს ხაზებია იქ, მაგრამ ჯერ ვმუშაობ, თან შვებულებაში ყაზბეგში გვინდა მე და გოგოჩას და მაქსს, ასე რომ აგვისტოდან ვიფიქრებ, ცოტა ხანს მომიწევს ბოგდანზე, შეიძლება არც, და მერე წამოვა ისუზუ.. ნახე? მაგარი ბუსია * * * თუ გაინტერესებთ ჩამოვწერ ნომრებს მესამე ბაზისას. ბოლო ბოლო მალე ახალი ავტობუსები იქნება და ყველას დააინტერესებს რა ნომერი სად გადანაწილდება |
Posted by: Kublicha 13 Jun 2019, 16:54 | ||
მაგას კითხვა უნდა? ჩამოწერე. დაახლოვებით კი ვხვდები, მაგრეამ გადავამოწმებ ჩემ თავს |
Posted by: vatman 13 Jun 2019, 17:18 | ||
ფაშისტი
რამე გლდანის/გლდანულის/თემქა/მუნიანის ხაზი აიღე, 62-ს და 32-ს გარდა TramwayMan A66 მანი უშვებს კიდევ, 10 მეტრიანს (9.6 მეტრი რო არის) |
Posted by: Blueსტუმარი 13 Jun 2019, 17:23 |
ფაშისტი რამე მოკლე მარშრუტი აირჩიე რომ არ გაწვალდე. |
Posted by: TramwayMan 13 Jun 2019, 18:39 | ||
vatman
აღარ უშვებს რამდენი ხანია. |
Posted by: ფაშისტი 13 Jun 2019, 19:35 |
7,13,16,17,20,26,27,28,29,32,35,36,38,42,45,47,48,49,52,53,58,60,62,63,65,66,68,69,70,73,74,75,76,77,78,84,86,92,94,99,104,107,108,109,110,121 ესეც ასე.. * * * BlueVisitor რა ხაზიც მერგება იმას მომცემენ, მაქსიმალურად ცდილობენ მთა გორები არ გვერგოს გოგონებს, ნუ 3 მაგარი მძღოლი გვყავს და კუკია და მსგავსებზე მუშაობენ, აი მექანიკას რომ ბავშვობიდან ატარებენ და მამას მანქანას ვპარავდი ტიპები |
Posted by: Kublicha 13 Jun 2019, 21:33 |
ფაშისტი 70 ები მე-3 ბაზაზე დგანან? ხო დიდი ბოგდანებია უკვე თავიდან ალბათ 13ზე გაგიშვებენ. სულ სხვადასხვა ქალებს ვხედავ მაგ ხაზზე. როგორც ჩანს პირველი შეგუებისთვის იყენებენ მაგ ხაზს. 42ზე, 102ზეც ვნახე მანდილოსნები. ყველაზე უწყინარი ხაზი ალბათ 74ია. |
Posted by: MANMUS 13 Jun 2019, 21:53 |
140 ნომრის ბორტი 113 ავარიულებჩართული მოდიოდა ქავთარაძიდან დალეწილის არაფერი ეტყობოდა |
Posted by: ქაფქიანა 13 Jun 2019, 22:06 | ||
Kublicha
ქსნის ქუჩის იმხელა დაკიდებული აღმართი აქვს ასასვლელი. უწყინარი როგორაა. |
Posted by: ფაშისტი 13 Jun 2019, 22:38 |
ქაფქიანა Kublicha ეს ნომრები იმ ფურცლიდან ამოვწერე რაც მომცეს, ამ ნომრებს უნდა გავყვე ა- ბ პინქტამდე, ანუ ბოლომდე და ხელი მოვაწერინო მძღოლებს. მარშრუტები რომ შევისწავლო. მაგრამ ცოტა მერე ეს ყველაფერი. ხო, 13 -ზე ერთ-ერთი ყოფილი კონტროლიორია დანარჩენი 2 ასაკოვანია არ არის ადვილი ხაზი, მაღლივამდე სულ აღმართია, გამოცდილი მამაკაცი მძღოლისთვის არაფერი..მაგრამ ქალი.. ნუ მოკლედ დადიან გოგონებიც ფაქტია |
Posted by: Kublicha 13 Jun 2019, 22:41 | ||||
ERAMUS
შეიძლება სალარო გაუფუჭდა. 037ს გაუფუჭდა დღეს. ვაფშე დღე არ გავა ერთი 10 ავტობუსს რომ არ გაუფუჭდეს. უმეტესობას ადგილზევე აგვარებენ მასტერები. ისე სალაროების კომპიუტერი სად აყენია იცოდით? მძღოლის უკან ბავშვიანის სკამი რომაა მაგის თავზე ხელჩანთის შესადებში. ქაფქიანა
13ს უარესი აქვს, სასაფლაოსთან. თან გაჩერებაა, ქსნის ქუჩაზე გაჩერება მაინც არ აქვს. |
Posted by: რობი 13 Jun 2019, 23:56 | ||
ყველაზე რთული რომელია აქედან? |
Posted by: ქაფქიანა 14 Jun 2019, 00:40 |
Kublicha 79 არის იდეალური მარშრუტი. მაგაზე ადვილი მარშრუტი მგონი არ არსებობს. |
Posted by: Kublicha 14 Jun 2019, 00:43 |
ქაფქიანა 79 დიდი ბოგდანია და მე-2 ბაზისაა (დიღმის) თან მანი იქნება საცაა ერთი ოფტოპიკი ბოდიშის მოხდით: ფაშისტი შენ ადრე თქვი ჩიტაძის მიდამოებში ვმუშობო, ცოტა ხნის წინ კი თქვი განათლების სისტემაშიო. შემთხვევაით 42-ე სკოლაში ხო არ მუშაობ? ეგ სკოლა მაქვს დამთავრებული |
Posted by: ქაფქიანა 14 Jun 2019, 01:00 |
Kublicha ეგ ვიცი. ზოგადად აღვნიშნე, რომ მაგაზე მარტივი მარშრუტი არ მეგულება თბილისში. |
Posted by: რობი 14 Jun 2019, 03:36 |
009 მუშაობს 137ზე ფანჯარა რო არ ეღება ისეთს რატო უშვებენ არ ეცოდებათ თავიანთი თავი მაინც? |
Posted by: Ben_Joyce 14 Jun 2019, 06:15 | ||||||
მეც მინდოდა ეგ მეკითხა იმიტომ, რომ მეც ეგ სკოლა მაქვს დამთავრებული * * *
#78 აუცილებლად ყველაზე რთულია მე არ ვიმუშავებდი არც #20, #47 და #62-ზე სიამოვნებით ვიმუშავებდი #16, #26 (არ არის დატვირთული), ასევე #60 (ხედის გამო), #76 მარტივია, მაგრამ მოსაწყენი * * *
გუშინწინ მუშაობდა #21-ზე, არ არის მიბმული ალბათ რომელიმე კონკრეტულ ხაზზე |
Posted by: MANMUS 14 Jun 2019, 06:40 | ||
Ben_Joyce როგორ არა 009 61ზეა მიბმული უბრალოდ ახლა ჭავჭავაძის გამო მოაკლეს ავტობუსები და დროებით სხვადასხვა ხაზებზე დაუმატეს * * *
76 მგონია |
Posted by: ფაშისტი 14 Jun 2019, 07:16 |
42 სკოლა ვეკუა არ არის? ჩიტაძის გვერდითაა ეგ, მგონი ჩაიკოვსკის ქუჩაა, მანდ 1 კვირა ვიმუშავე, მე 47-ე ვარ, საგარეოს პირდაპირ |
Posted by: რობი 14 Jun 2019, 07:18 | ||||
ყარს უბრალოდ აეროპორტის ავტობუსი ფანჯრები ღია თუ არ არის |
Posted by: ფაშისტი 14 Jun 2019, 09:13 |
გუშინ 37-ის 042 ბორტით ვიმგზავრე, აი პაპანაქება იყო.. წინ გადმოვედი მძღოლთან და , რაიყო დაგცხაო? აუ კითქო და გამეცინა, ეჰ რა ვქნა რა ჩემი ბრალია აგერ ჩართული მაქვს და არ შველისო, მეთქი ვიცი, ფილტრებს მიხედონ და გვეშველება ყველასთქო, ამის თქმა იყო და ამხედა ჩამხედა ისე გამეცინა.. არ ელოდებოდა თან გოგოსგან, ნუ მერე ვისაუბრეთ და ეს იყო და ეს. ისეთი სასიამოვნო ადამიანი იყო. |
Posted by: vatman 14 Jun 2019, 10:16 |
იტოგში როგორც მივხდი კონდიციონერების გამორეცხვა და ფრეონის დამატება ხდება გეგმიური საგარანტიო მომსახურეობისას , ყოველ 30000 კმ-ზე. ასევე ცალკე არაგეგმიურად მხოლოდ რეცხავენ კონდიციონერს. აი მანდ ვისი ბრალია უკვე ძნელია თქმა, ტტც-ს ჟმოტობის თუ მანის სათადარიგო ნაწილების გამძლეობის ან მანის წარმომადგენლის არასათანადო სერვისი |
Posted by: Blueსტუმარი 14 Jun 2019, 10:38 |
73-იც მარტივია მაგრამ მოსაწყენი. სულ თიანეთის გზატკეცილზე და გლდანულაში სიარული ძალიან მოსაწყენია, თან ერთი და იგივე მგზავრებით. |
Posted by: ფაშისტი 14 Jun 2019, 10:43 | ||
BlueVisitor
ვერც კი ხვდები რა ბედნიერებაა ის ეხლა რაც შენ ჩამოთვალე მისწრებაა |
Posted by: vatman 14 Jun 2019, 10:56 | ||
BlueVisitor
პირიქით ასწორებს, თანაც მანდ სულ გრაფიკში ხარ, ბოლო გაჩერებაც კაი აქვს. 108 და 45 უფრო ერთი და იგივე მგზავრებითაა, რომლებიც ზუსტად იციან რომელ საათზე გამოივლის ავტობუსი |
Posted by: ფაშისტი 14 Jun 2019, 11:00 |
vatman აი იმ ყველა ხაზს რომ დავივლი შესწავლის მიზმით რაც ზემოთ ჩამოვთვალე მერე მოვალ უფრო აზრზე.. ტან უმეტესობას "ნულავოიდან" უნდა გავყვე, ბაზიდან, ანუ ვიცოდე ბაზიდან როგორ და რა გზით მივიდე პირველ გაჩერებამდე |
Posted by: toyota12345 14 Jun 2019, 11:34 |
38, 19, 44, 101, 102, . საშინელი ხაზებია |
Posted by: Kublicha 14 Jun 2019, 11:45 | ||||||
ფაშისტი
ხო ვეკუაა. 47-ეში შესახლებულები ვიყავით მე-10 კლასში რომ ვიყავი, მიწისძვრამ დააზიანა ჩვენი სკოლა. ფაშისტი
ძალიან ჯიგარი მძღოლები არიან 37ზე უმეტესობა, ალბათ სპეციალურად შეარჩიეს ჩამოფრენილ ტურისტებს რომ პირველი შთაბეჭდილება კარგი დარჩეს ჩვენს ერზე.
ბაზიდან რა გზით წახვალ ეგეც შეზღუდულია? მანდ მაინც არ გაქვს თავისუფლება? |
Posted by: ფაშისტი 14 Jun 2019, 11:58 |
Kublicha ბაზიდან გასვლა გაწერილი მარშრუტით ხდებაო, არ გაბედო და მოკლე გზით არ მიხვიდე დანიშნულების ადგილამდეო, გამაფრთხილეს ჯიპიესი თუ რაც ქვია, ჩართულია და ეგეც შენო. დაიცავი და იქნები მშვიდად, ამას რა სჯობს |
Posted by: ლუდოვიკო 14 Jun 2019, 12:04 |
მარჯვენა მხარეს, კარებთან, პირველი სავარძლის წინ რომ შუშაა, ეგ უნდა იყოს მანდ? ავარიის შემთხვევაში მგზავრი სახით შეასკდება პირდაპირ და რაც მოუვა წარმოიდგინეთ |
Posted by: beka331 14 Jun 2019, 12:26 |
2 ნომერი რომელზე გადის 2 საათთან ახლოს რომელზე გადია კონკიდან? ან რამდენ ხნიანი ინტერვალი აქვს? |
Posted by: Kublicha 14 Jun 2019, 12:31 | ||
beqa331 13:53 და 14:09 აქვს გასვლა, მაგრამ შესვენების პერიოდია და მაგ დროს ძალიან აბდაუბდა მუშაობენ ავტობუსები. შეიძლება 40 წუთიც კი ქონდეს ინტერვალი
მაგაზე ადვილი რა არის, მაგრამ აზრი რა აქვს. |
Posted by: ფაშისტი 14 Jun 2019, 12:38 | ||
Kublicha
მინდოდა მეკითხა ბაზის უფროსისთვის მაგრამ რა ვიცი, ისედაც ეიფორიაში ვიყავი და ვეღარ ამოვთქვი |
Posted by: beka331 14 Jun 2019, 13:33 |
Kublicha ტაბლოს ინფორმავია აპში მიჩვენებს 45 წუთს და ეგ არაა ხო სწორი? |
Posted by: Mick-el-Angelo 14 Jun 2019, 14:02 | ||
beqa331
ზოგადად, 8 წუთი აქვს ინტერვალი. მაგრამ ხან საცობი, ხან შესვენება... |
Posted by: Kublicha 14 Jun 2019, 14:03 | ||
TramwayMan პენტოგრაფ დამტენებსაც უპირებენ 12E და 18Eს? beqa331
ავლაბრის დაღმართზე ჩამოდის ერთ, მაგრამ შეიძლება შესვენება აქვს. მაგის შემდეგი ისანს გამოცდა ეხლა |
Posted by: TramwayMan 14 Jun 2019, 14:30 | ||
Kublicha
პანტოგრაფია ეგ. მხოლოდ დეპოს დატენვას უპირებენ. |
Posted by: Tifo 14 Jun 2019, 15:16 |
სტამბულში ვარ და ეს BMG ამათი წარმოებაა? ბოგდანს ჯობია, მაგრამ მაინც არ მომეწონა |
Posted by: TramwayMan 14 Jun 2019, 15:18 | ||
Tifo
BMC იგულისხმე? მაგათია. 15 წლის წლინანდელ მოდელს არ უნდა სჯობდეს? |
Posted by: Tifo 14 Jun 2019, 15:30 |
TramwayMan ჰო BMC. არა ბოგდანთან რა შედარებაა, მაგრამ მანები რომ გვყავს ჩვენ, ვიამაყე მერსედესი არ დამიტესტია, ზოგი ახალია ზოგი ძველი, ძველები მოფახფახებული დადიან. |
Posted by: Mick-el-Angelo 14 Jun 2019, 15:35 |
მოკლედ, ამ მარშრუტის მაჩვენებელი ტაბლოების მოწესრიგებაზე ან ტენდერი გამოაცხადონ ან რამე ქნან. 55 მარშრუტის 183 ბორტს გვერდითა დისპლეი საერთოდ ჩამქრალი აქვს, უკან კი მხოლოდ ერთი 5-იანია გამოსახული. ამ მწვანეებზე ეგ მორბენალი სტრიქონი ხომ არ მთავრდება, ისე წყდება და ახლიდან იწყება. ზოგზე კი გვერდითა დისპლეიზე ორ სტრიქონად მიდის წარწერები, 71-ზე მინახავს რამდენიმე ბორტზე. ანუ შეიძლება ძირითადზეც 2 სტრიქონად დაწერო მარტივად, მორბენალი სტრიქონების გარეშე. ამასთან, ზედმეტად დაწვრილებით ეწერებათ დანიშნულების პუნქტები. 50-ზე ხომ საერთოდ კომედიაა: "თბილისის ზღვის პლაზა (ვაზისუბნ..." და წყდება. დაწერონ მარტივად: ვაზისუბანი - ბარათაშვილის ქ. დაწვრილებით წერას რა აზრი აქვს, მაინც ვერ დაწერ მარშრუტის ყველა ძირითად წერტილს, მხოლოდ ბოლო პუნქტებს. და ეს ბოლო პუნქტები რა საჭიროა, რომ ასე დაწვრილებით იყოს?! |
Posted by: Ben_Joyce 14 Jun 2019, 15:51 | ||
კი, ეგ ვიცი. უბრალოდ ახლა არ არის მიბმული რომელიმე ხაზზე დროებით |
Posted by: MANMUS 14 Jun 2019, 19:27 |
მანების საჭეებზე ამ სქელი ნაჭრების გადაკვრა რაუბედურებაა, ან ხატებით და ჯვრებით გაფორმებული კაბინა თანამედროვე ტექნიკაზე რო ასეთ რამეს იზავ ბარემ ვენტილატორიც მიაშურუპონ მძღოლთან |
Posted by: Blueსტუმარი 14 Jun 2019, 20:22 |
Mick-el-Angelo ზოგჯერ მწვანე მანის უკან მარშრუტის ნომერი არ აწერია. ანდაც პირიქით, დღეს დღისით N95 ბაზიდან გამოდიოდა, უკან ეწერა ნომერი, წინ კი არა. მგონი გვერდითაც არაფერი ეწერა. |
Posted by: vaxo55 14 Jun 2019, 20:50 | ||
Mick-el-Angelo
არ არის საქმე მასე მარტივად.აქ ტენდერი და ბიძაშვილობა არ უშველის. ეს ტრაფარეტები დამზადებულია ე.წ."აზრი"-ს (არ ვიცი შპს-ა თუ რა!) დაკვეთით და დამზადებულია ჩინეთში. მქონდა ბედნიერება ბედი მეცადა მის გარემონტებაში,მაგრამ სამწუხაროდ ისინი ასე ვთქვათ ერთჯერადი მოხმარებითვისაა განკუთვნილი და რემონტს არ ექვემდებარება. გეტინაქსის ფირფიტა,ანუ პლატა,რაზეც აწყობილია დეტალები დაფარულია შავი ფერის საღებავით,რომლის მოცილებაც შეუძლებელია სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად.ასევე წარწერის გადაპროგრამებას თავისებური ცოდნა უნდა და ამას მძღოლი და დაბალი კვალიფიკაციის სპეციალისტი ვერ მოახეხებს.ალბათ შეამჩნევდით-ყვითელ ავტობუსბზე ელექტრონული ტაბლოები- მამაპაპური საღებავებით შესრულებული ტრაფარეტებითაა შეცვლილი. |
Posted by: GreenWestHam 14 Jun 2019, 23:09 |
vaxo55 ეგ კარგი და სანამ იმ ერთჯერად გამოყენებამდე მივიდოდა საქმე, ვინმე ღვთისნიერს არ უნდა ჩაეხედა, რას აწერდნენ ზედ? 71 ნომერს აწერია ზუსტად ასე – ვარკეთილი 3 IV მ/რ – ბარათაშვილი (კონვა ან ეს 3 რა უბედურებაა, კონკის მაგივრად რომ კონვა წერია და ფრჩხილი დახურული არაა, მაგას რომ თავი დავანებოთ. http://indigo.com.ge/articles/environment/tbilisi-tbiliselebs-tkveni-dedac-movtqan აი ეს სტატია ძალიან მიყვარს, უნივერსალურია და ყველაფერს ერგება ქალაქში. განსაკუთრებით ზაფხულობით რომ უნდა აშეარო, ისეთია. ავტობუსებსაც აკვდება რო დაფიქრდე მანის ავტობუსები იმიტომ გვიხაროდა, რომ კომფორტულად ვივლიდით თორემ ის კი არაა მნიშვნელოვანი, ყვითელ ავტობუსში ჩაჯდები თუ ლურჯში. 1 თვეა უკვე ქალაქში მაგრად ცხელა და კონდიცირების პრობლემა ვერ მოაგვარეს. თუმცა ვერ მოაგვარესო იმასაც ვერ ვიტყვით პრინციპში, მცდელობაც არაა, ###ზე კიდიათ. |
Posted by: SESH 14 Jun 2019, 23:31 |
Mick-el-Angelo ამდენი ხანია ამას ვჩივი, არაა ძნელი გასაკეთებელი ნებისმიერი იზავდა!!! |
Posted by: Promes 15 Jun 2019, 16:15 |
დღეს 40 გრადუსი იყო ჰოდა 21 ში როგორც ყოველთვის არ მუშაობდა კონდიციონერ :დდ დავურეკე ცხელ ხაზზე და გამოვასწორებთო ზოგს ფილტრი აქვს შესაცვლელი და ზოგს კიდე ფრეონი აკლიაო..სარემონტო ბაზას გადავცემთ და ისინი გამოასწორებენო.. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ოპერატორს არც უნაგლია და პირიქით მადლობა გადამიხადა |
Posted by: Blueსტუმარი 15 Jun 2019, 17:03 | ||
Promes
მთლად ნუ გიხარია, იქნებ გატყუებენ |
Posted by: metro500 15 Jun 2019, 19:53 |
ფაშისტი 75 რას ერჩი, სარაჯიშვილი-თემქა ან 94, ჩემსკენ მინდა ხო ხედავ :დ ისე 17ზეც ზის გოგო? მანქანიდან თითქოს დავინახე მაგრამ ვერ ავხირდები |
Posted by: Blueსტუმარი 15 Jun 2019, 21:20 |
N121-ზე სულ რამდენი ავტობუსია? გუშინ ორჯერ ვნახე მადონა იგივე მარგალიტა ნაროუშვილი ავტობუსის საჭესთან |
Posted by: ნიკა 15 Jun 2019, 22:20 |
40 არ იყო. 33 იყო დღეს მაქსიმუმი. , |
Posted by: SkullCrusher 15 Jun 2019, 23:09 |
გუშინ ვაგზლისკენ 3 ქალი ტაქს იჭერდა ზედიზედ პირველმა სამმა უთხრა 8 ლარი ბაგებამდეო, მაგრად შეწუხდნენ რა ხდებაო ასეთიო. მეც მაგრად შემეცოდნენ, მინდოდა მეთქვა საზ. ტრანსპორტით წაბრძანდითთქო მაგრამ 4 ტაქსისტს გაყვნენ იმავე 8 ლარად. მოკლედ ჯერ ხო შეაჩვიეს ამ ტაქსისტებმა წინა წლებში შედარებით მისაღებ ფასს და ხალხმა ლამის საზოგადოებრივ ტრანსპორტად დაიწყო გამოყენება. ახლა ფასები გააორმაგეს და ატყავებენ უკვე ყველას (იშვიათი გამონაკლისების გარდა). თან ამ პრიუსებით დადიან იაფი უჯდებათ და კარტელურად შეთანხმდნენ ფასსზე. მოკლედ დათვალეთ გარეთ ყოველი მეორე მანქანა ტაქსია, მერე ვკითხულობთ საცობი რატომ არისო. მერიამ ლიმიტი უნდა დააწესოს ტაქსების რაოდენობაზე რამდენი სჭირდება ქალაქს, თორე ქალაქს მაგრა ჭედავენ. |
Posted by: Guro_ 16 Jun 2019, 05:18 |
SkullCrusher რა ლიმიტი კაი რა, ანუ არაა საჭირო, ხალხია გიჟია, უხარია ბენზინის ხარჯვა და მაგიტო დადის? იქნება იმიტოა ყოველი მეორე ტაქსი რო კლიენტი ყავს? რა ლიმიტი. ლიმიტი კიარა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განავითაროს ისე რო ყოველ მეორე ადამიანს ტაქსით სიარულის სურვილი არ ქონდეს. |
Posted by: Ben_Joyce 16 Jun 2019, 06:08 | ||
#121-ზე ყოველდღე დადის 4 ავტობუსი ნომრებიც თუ გინდა: 759-974-948-938-929-913 |
Posted by: იაგანა_Godfather 16 Jun 2019, 13:05 |
ესეც N55 ის ბორტები ბოლო 3 დღეში რაც შემხვდა 188 191 166 155 157 162 189 193 154 190 |
Posted by: Mick-el-Angelo 16 Jun 2019, 20:07 |
იაგანა_Godfather 162 და 166 სხვა ხაზებზეც მინახავს. რომ შევაჯამოთ, ჯერჯერობით აღმოსავლეთის მარშრუტებზე სსიპ "საქართველოს ფუჭი და გამოუსადეგარი ინფორმაციის ეროვნულ სააგენტოს" აქვს შემდეგი მონაცემები: 71: 147, 149, 158, 168, 170, 172, 177, 178, 186, 192, ??? 50: 164, 169, 174, 180, 181, 184, 185, 179, 195, ??? 55: 154, 155, 157 (კალპაკებიანი), 162, 166, 183 (არეული დისპლეებით), 188, 189, 190, 191, 193 ამ ეტაპზე მონაცემები საბოლოო არაა, ბორტების ნაწილი ყოველდღე სხვადასხვა ხაზებზე მოძრაობს 85 რომ აღდგება და მეორე პარტია რომ შემოვა, ალბათ დასტაბილურდება სიტუაცია. |
Posted by: MANMUS 16 Jun 2019, 20:32 |
164, 166 170 158 95ის მანქანებია 50ზე +182 147 149 177 არ ეკუთვნით ოფიციალურად ამ ხაზებს |
Posted by: ფაშისტი 16 Jun 2019, 22:38 |
ბიჭებო ძალიან მინდა ფოტო დავდო გამოცდის დღის.. მაგრამ ინსტრუქტორთან ერთდ ვარ და დავივორნები ხომ? |
Posted by: ქაფქიანა 16 Jun 2019, 22:54 |
ფაშისტი ინსტრუქტორს სახე დაუფარე მამენტ და შენც რა ვიცი, გირჩევ დაიფარო. ათასი ჯურის ხალხი შემოდის აქ. რეალში მერე ვნახავთ ერთმანეთს. |
Posted by: la reine 16 Jun 2019, 22:54 |
ვაჟადან ონკოლოგიურში რა ნომერი ავტობუსი მიდის? მარშრუტკა მიდის დელისიდან ვიცი მაგრამ ამ სიცხეში მეზარება |
Posted by: alexx 16 Jun 2019, 22:56 |
ფაშისტი ფოტოშოპში სახე დაუფარე ინსტრუქტორს |
Posted by: ფაშისტი 16 Jun 2019, 23:23 |
შარია.. გიჯერებთ ორივეს 30 ბოგდანი |
Posted by: ქაფქიანა 16 Jun 2019, 23:31 | ||||
ფაშისტი დადე სურათი. ოღონდ ინსტრუქტორსაც დაუფარე სახე და შენც დაიფარე. სხვა მხრივ რა შარი უნდა იყოს. დავორნით მაგაზე არ დაივორნები. * * * la reine
29. ეს გახსენი, მარშრუტის ნომერი აარჩიე, ნახავ, სად გაივლის და აირჩიე, სად გირჩევნია ჩაჯდომა. http://transit.ttc.com.ge/?page=live
არავითარი მარშუტკა არ მიდის დელისიდან ონკოლოგიურში. |
Posted by: beka331 16 Jun 2019, 23:50 |
მაგ ლინკზე უპრობლემოდ და თვითონ ტტც-ს საიტზე ვერ შევდივარ და ხომ არ იცით რატომ? |
Posted by: la reine 16 Jun 2019, 23:59 |
ქაფქიანა 177 ნომერი მიდიოდა. აღარ არის? |
Posted by: Blueსტუმარი 17 Jun 2019, 00:13 | ||
la reine
როგორც ვიცი 24,54,87 და 150. |
Posted by: ქაფქიანა 17 Jun 2019, 00:19 | ||
la reine თეორიულად არსებობს, მაგრამ რავი, თვალი არ მომიკრავს კაი ხანია. BlueVisitor
რა სისულელეს ამბობ, რა უნდა ამ ავტობუსებს ონკოლოგიურთან? la reine ერთადერთი ონკოლოგიურთან მიდის 29, ვაჟადანაც და არავაჟადანაც. ის ბმული გახსენი, მე რაც დაგიდე და მე რაც დაგიწერე, მიჰყევი და ეგრე ჩაჯექი. |
Posted by: vatman 17 Jun 2019, 00:23 | ||
ფაშისტი აქ არ დაივორნები მაგრამ სჯობია არ დადო კანტორა მაინც კანტორაა BlueVisitor
და ონკოლოგიური სად გგონია რო მდებარეობს? ქაფქიანა 177 როდისღა დააპაშოლეს? |
Posted by: ქაფქიანა 17 Jun 2019, 00:25 |
vatman რავი აბა, დიდი ხანია მართლა არ მინახავს. |
Posted by: la reine 17 Jun 2019, 00:28 |
BlueVisitor არც ერთი არ მიდის მანდ ქაფქიანა ვნახე. ვაჟადან არა მაგრამ ნუცუბიძის ქუჩიდან მიდის კი. მადლობა. |
Posted by: Blueსტუმარი 17 Jun 2019, 00:30 |
la reine ქაფქიანა vatman მაპატიეთ, უეცრად რესპუბლიკურში ამერია |
Posted by: ქაფქიანა 17 Jun 2019, 00:32 |
la reine თუ დაუკვირდები, ვაჟასაც გაივლის. სულ დასაწყისს. გაგარინიდან პეკინის გავლით არქივთან ვაჟაზე შეუხვევს, არქივს რომ გაცდება, სამედიცინო უნივერსიტეტის მეტროსთან გაჩერდება და მერე ტაშკენტით ადის კანდელაკზე. BlueVisitor ჰო, ეგ არაფერი. მეც ბოდიში, ,,სისულელე" არ უნდა მეთქვა. |
Posted by: Ben_Joyce 17 Jun 2019, 07:06 | ||
#177 ისევ დადის. ყოველ დილით მხვდება ხოლმე ნუცუბიძის ქუჩაზე, უბრალოდ დროებს უნდა დამუღამება. ასევე დადის #208 სადგურის მოედნიდან. გაგიკვირდებათ და 1 თვის წინ #160 ვნახე ყაზბეგზე. * * *
ამათ არ მოხსნეს კალპაკები? აბა 147-ს რას ერჩოდნენ |
Posted by: Mick-el-Angelo 17 Jun 2019, 09:28 | ||
Ben_Joyce
157-ს უკეთია მხოლოდ. გადაიტანეს ალბათ 147-დან 157-ზე. |
Posted by: Blueსტუმარი 17 Jun 2019, 11:36 |
ბარათაშვილიდან დიდუბის პანთეონამდე რომელი ნომერი ავტობუსი მიდის 33 გარდა? |
Posted by: Mick-el-Angelo 17 Jun 2019, 12:36 |
BlueVisitor 46-იც მიდის, თუ არ ვცდები. ტტც-ს საიტზე გადაამოწმე. |
Posted by: MANMUS 17 Jun 2019, 13:00 |
საზოგადოებრივი, ე.წ. ლურჯი ავტობუსების კონდენცირების სისტემა გაუმართავად მუშაობს - ტემპერატურის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტი მგზავრი ავტობუსებში არასათანადო გაგრილებას უჩივის. როგორც მძღოლები ამბობენ, აღნიშნული პრობლემის მიზეზი კონდენცირების სისტემის ფილტრებია, რომელიც შეცვლას საჭიროებს. მათივე ინფორმაციით, თითოეულ ავტობუსს 9 ფილტრი აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. „ერთ ავტობუსში 9 ფილტრია, რომლის გამოცვლა დაახლოებით 900 ლარი დაჯდება. ანუ, ერთი ფილტრის ღირებულება - 100 ლარია. დედაქალაქში სულ 150-მდე ლურჯი ავტობუსი დადის, წარმოგიდგენიათ ხო, რა თანხაზეა საუბარი“, - განუცხადა “Business Time”-ს ავტობუსის მძღოლმა. “Business Time”-ი თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად მუშაობაზეა პასუხისმგებელი. კომპანიაში დაგვიტასტურეს, რომ გაგრილების სისტემის გაუმართავად მუშაობს. მათი ინფორმაციით, ავტობუსების ტექნიკურ მხარეზე პასუხისმგებელი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასია“. „MAN-ის ლურჯი ავტობუსების საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი და მომწოდებელი „თეგეტა თრაქ ენდ ბასია“ და მას გარკვეული ვალდებულება აქვს აღებული ავტობუსების ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით. ზუსტად ვერ გეტყვით, 1 კვირაში, თუ 10 დღეში, მაგრამ კომპანია ფილტრებს აუცილებლად შეცვლის. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ამ კუთხით ფინანსური პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს“, - გვითხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“. “Business Time” კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასთან“ დაკავშირებასა და აღნიშნული საკითხის გარკვევას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, რომ CNG-ის ტიპის MAN-ის ავტობუსების შემოყვანა 2017 წლიდან დაიწყო და მათი სხვადასხვა ხაზზე გაშვება ეტაპობრივად მოხდა. ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკში 144 „ლურჯი ავტობუსია“. |
Posted by: da_to 17 Jun 2019, 13:02 |
დაიწყეს ერთმანეთზე გადაბრალება , თუ რა ხდება ? |
Posted by: vatman 17 Jun 2019, 13:30 |
da_to მე როგორც ვიცი და წინა გვერდებზეც დავწერე საგარანტიო შემოწმების დროს უცვლიან თუ რეცხავენ. და ეს საგარანტიო შემოწმება ავტობუსს 30000 კმ-ში აქვს. ოღონდ რამდენად ვალდებულია თეგეტა არასაგარანტიოდ გაწმინდოს ეს საკითხავია. მე ის მაინტერესებს დარჩენილ 40 ავტობუსზე სანქციები არ უნდა იყოს . ხელშეკრულებაში მაისის დასაწყისი ეწერა |
Posted by: ფაშისტი 17 Jun 2019, 17:30 |
უკვე მეზიზღება ეს " სახელმწიფო" . ნეტა სადმე გასაქცევი მქონდეს. |
Posted by: TramwayMan 17 Jun 2019, 18:09 |
როგორ მუშაობს მანის ახალი ეფექტური ჰიბრიდი დიზელი ევრო 6. |
Posted by: beka331 17 Jun 2019, 19:13 |
ვაბშეტა ისუზუს ეწერა ხელშეკრულებაში და მანს რატომ არ ჩაუწერდნენ მაგას |
Posted by: toyota12345 17 Jun 2019, 19:48 |
მანის მძღოლები ბაზრობდნენ: ერთი მანი ჩამოწერესო მგონი ის თამარ მეფის ხიდთან რომ დაიმტვრა პრიუსი რომ დაეჯახა. ხოდა კიდევ ერთი სულ ახალი მანი აყენია გარაჟშიო რომელსაც ქარხნულად არ აქვს კონდიციონერიო და იმ ძველის უნდა გადაიტანონო ახალზეო. არ ვიცი რამდენად სიმართლეა ეგ ყველაფერი. ერთს კიდევ დავამატებ სასტიკად არ მომეწონა 150 ნომრის მძღოლის საქციელი აი მაგარი განდონი მძღოლია ტტც არ მახსოვს. ვინც დელისიდან ხშირად მგზავრობთ 140 ნომრით კი გეცოდინებათ ერთი შშმ პირი რომელიც ეტლით მგზავრობს ხოლმე140 ნომერს მიყვება დელისიდან ბიჭი. ხოდა დელისზე ჩამოვიდა 150 ნომრიდან მძღოლმა გაუღო ის ადგილი ეტლის ჩამოსაგორებელი ხოდა ეს ახვარი ამ შშმ პირს ეუბნება მადლობა მაინც გადამიხადეო. აი მაგარი გადამეკეტა ჯერ ერთი ეგ მძღოლის ვალდებულებაა და მერე რა იყო შშმ პირს ამადლი იმას რომ ჩამოყვანაში დაეხმარე. |
Posted by: MANMUS 17 Jun 2019, 20:19 | ||
მაგაზე გაცილებით უარესად ნაავარიები მანი ( რუსთაველზე ოპერასთან დამტვრეული) გაარემონტეს და ამის გაკეთება გახდა პრობლემა? მასკა და ლაბავოი ექნებოდა შესაცვლელი მეტი რა ჭირდა? |
Posted by: Ben_Joyce 17 Jun 2019, 21:31 | ||
აუ რას გავძუყნიდი მაგ იდიოტს, ერთი დავაკვირდე ვინაა ეგ ახვარი. მე დელისიდან ყაზბეგისკენ ვმგზავრობ ხოლმე #150-ით და არ შემიმჩნევია. ხალხი ფულს რაშიც იღებს, იმის გაკეთებაც ეზარებათ და თან თურმე მადლობა უნდა ვუხადოთ ხალხმა და ფეხები დავბანოთ. მართლა რა კანტორაა ესეთი მოთხოვნები რომ აქვთ. მე რატომ არ ვითხოვ ნეტა მადლობებს სამსახურში, სად ვარ აქამდე. კიდევ რომ საუბრობენ ხოლმე მძღოლები ხშრად გამიგია, "იიი ცუდი ხაზია, პერერივის დროს ცივ წყალს არავინ გამოგაწვდის". ვინ რა ვალდებულია რომ ვინმეს ცივი წყალი ასვას. გაქვს ხელფასი და გინდა ცივი წყალი სვი და გინდა ცხელი ბოზბაში. ვინ რას გიშლის. კაროჩე რა, მომუშავეთა 80% ხალტურებით მუშაობს და მომუშავეთა 70%-ს მადლობები და ტაში უნდათ საქმის შესრულებისთვის. |
Posted by: TramwayMan 17 Jun 2019, 21:39 | ||
toyota12345
თუ სიმართლეა ლოგიკურია რომ ძველის დაუზიანებელ კონდიციონერს გადაიტანენ ახალზე რატომ უნდა გადავიხადოთ ახალ კონდიციონერშ ფული. |
Posted by: MANMUS 17 Jun 2019, 21:43 |
ეჭვი მაქვს 034 ჩამოწერეს კაიხანია ხაზზე არ გამოსულა თუ არადა ამ ახალს რომ გამოუშვებენ მივხვდებით მაინც იგივე ნომერს მიაკრავენ. * * * 048ზეც მაქვს ეჭვი ეს საერთოდ წელიწადნახევარია არ მინახავს |
Posted by: TramwayMan 17 Jun 2019, 22:01 |
მანის ახალი სი ენ ჯი შესახსრული ოლდენბურგში მანის ახალი ბუსების მთავარი სიახლეა სრულიად ახალი ძრავები რომელთა ხარჯზე დამსუბუქდა ავტობუსები 1,1 ტონით. ნებისმიერი გაჩერება დაძვრაზე ძრავები ითიშება და 16% დაზოგვა ხდება საწვავის ისევე როგორც ამ დროს არ გამოიყოფა გამონაბოლქვი. სისტემა ეფექტური ჰიბრიდი. ეს სიახლე შეეხოა როგორც ევრო 6დ კატეგორიის დიზელს ისევე როგორც ევრო 6დ კატეგორიის გაზს. |
Posted by: Kublicha 17 Jun 2019, 22:22 | ||
აუ რა უძაანესად უმაგრესია. კიდევ უფრო გული მწყდება რომ ყვითელი ფერი მოშალეს. toyota12345 ვიცი რომელი მძღილიც იქნებოდა 150ის |
Posted by: ფაშისტი 17 Jun 2019, 23:30 |
toyota12345 რამდენს ბედავენ აზრზე ხარ? თავისი გაჭირვება ეყოფა და მაგ მძღოლმა სულ მთლად დაუსამარა ყოფა.. ფუ მართლა რა |
Posted by: Mick-el-Angelo 18 Jun 2019, 00:04 | ||||
vatman
ამას ვიძახი რამდენი ხანია. ძალიან ბუნდოვანი ისტორიაა. კაკ მინიმუმ რამე განცხადება უნდა გაეკეთებინა მერიას ან ტტც-ს. ERAMUS
ეგ დაიმტვრა თამარ მეფეზე? 2 წელიწადში ასეთი ძვირადღირებული ტექნიკა თუ ჯართში გაუშვეს, ძალიან სამწუხაროა. მთავარი ისაა, ვისი ბრალია ეს და ანაზღაურდა თუ არა ქალაქისთვის მიყენებული ზიანი. |
Posted by: MANMUS 18 Jun 2019, 05:42 |
Mick-el-Angelo 37ის ბორტებიდან 034 არ გამოჩენილა მაგ ავარიის შემდეგ, დანარჩენი ყველა ხაზზეა.მე პირადად ჩამოსაწერად ვერ გავიმეტებდი საამისო ნანდვილად არ ჭირდა ამაზე უარესად დალეწილები გაურემონტებიათ. ანაზღაურებით კი ანაზღაურდება ისევ 144 ცალი იქნება. წინა გვერდზე დაიწერა ბაზაზე 1 ახალთახალი ლურჯი მანი დგასო. უბრალოდ გულდასაწყვეტია |
Posted by: da_to 18 Jun 2019, 09:57 | ||||||
vatman
რაღაც შეთანხმება იქნება თორემ, დღეზე 400 000 ლარი უწევს ჯარიმა... ფაქტიურად უფასოდ უნდა მიაწოდოს დარჩენილი ავტობუსები ისე იმ 50 -ის მიღება - ჩაბარება გაქვს ნანახი ? რამდენი ხარვეზია ?? toyota12345
წესით მაგაზე სადაზღვევომ (იმედია დაზღვევულია) უნდა იდარდოს და ავტობუსის ჩამოწერა ქალაქს არ დაეტყობა, უნდა ჩაანაცვლოს იგივე მოდელით ....
ეგ ის ხო არაა რომ გვაჩუქეს ? |
Posted by: MANMUS 18 Jun 2019, 10:14 | ||
da_to
არა,ეგ კარგა ხანია 37ზე დადის TT-148-CB |
Posted by: Kublicha 18 Jun 2019, 10:20 |
კიდე კაი ავტობუსის ბრალი იყო ეგ ავარია, თორემ ხო საახალწლო ბურვაკივით გაატყავებდნენ პრიუსის მძღოლს |
Posted by: vatman 18 Jun 2019, 10:38 | ||||
da_to
ოფიციალური არაფერია, და ისე ჩორთ ევო ზნაეტ.ეხლა ნუთუ მანს იმდენი შეკვეთა ჰქონდა რო 9 თვეში 90 საწყალი ავტობუსის აწყობას ვერ ასწრებდა . და მიღება ჩაბარება დევს სადმე? da_to
ის შარშან თუ შარშანწინ გვაჩუქეს, და ეს 2 თვის წინა სადღაც ჩამოვიდა, ქართული ტრანზიტები ერტყა. თამარ მეფის ხიდთან დალეწილი ავტობუსის მაგიერ ნამდვილად არ არის, ვერ მოესწრებოდა უბრალოდ. სავარაუდოდ ისეთ ავტობუსს ჩაანაცვლებს ვისაც ძრავთან დაკავშირებით ექნებოდა დაზიანება, რაც ყველაზე ძვირადღირებულია. აუცილებელი არ არის ავარიის შედეგად |
Posted by: da_to 18 Jun 2019, 10:47 | ||||
vatman
კი, დანართები მოყვება რამდენიმე ფურცელი და გადახედე ...
შეიძლება არის კიდევაც, უბრალოდ საიტზე ატვირთვა დაავიწყდათ |
Posted by: Mick-el-Angelo 18 Jun 2019, 10:56 | ||
vatman ERAMUS
ანუ დიდი ხნის წინ დაკარგული 048 რჩება ჩამოწერის რეალურ კანდიდატად? თუ სხვა ბორტებზეცაა ეჭვი? |
Posted by: MANMUS 18 Jun 2019, 11:06 |
Mick-el-Angelo უეჭველი ეს იქნება, ამ ბორტის გარდა უახლოეს პერიოდში აფსოლიტურად ყველა ბორტი მყავს ნანახი ხაზზე. 034 ისე არ დამტვრეულა რო ჩამოეწერათ. + როგორც ვატმანმა დაწერა ამის დამტვრევამდე ყოფილა ჩამოსული. ეს ცხონებული ბოლოს 2017ის ნოემბერში დადიოდა 37ზე და უცბად შეაგდეს გარაჟში, ცოტახანი დადიდა. ალბათ თავიდანვე რაღაც პრობლემა ქონდა თორემ ამდენი ხანი არ გააჩერებდნენ. |
Posted by: Mick-el-Angelo 18 Jun 2019, 11:54 | ||
ERAMUS
შეიძლება ქარხნული "ბრაკიც" ჰქონდა. ისე, ბოლოს დალეწილი 083-იც დაბრუნდა 39-ზე, 079 და 034 ავარიების შემდეგ რემონტში იქნება სავარაუდოდ. |
Posted by: Krusty_the_Clown 18 Jun 2019, 13:23 |
რუსთაველიდან ან თავისუფლებიდან ვაკის მიმართულებით რა ნომერი ავტობუსი ან მიკროავტობუსი მოძრაობს, ხომ არ იცით? |
Posted by: Blueსტუმარი 18 Jun 2019, 13:40 | ||
Krusty_the_Clown
ავტობუსებიდან მე 61 გირჩევთ, ისეთი გაძეძგილი არ არის. მიკროავტობუსებიდან 137 და 120 |
Posted by: MANMUS 18 Jun 2019, 13:49 |
61 დროებით არ დადის რუსთაველიდან ვაკეში |
Posted by: Mick-el-Angelo 18 Jun 2019, 17:31 | ||
ისე, საინტერესო ფაქტი ! წინა თემაში vatman-ის მიერ დადებული 1986 წლის სამარშრუტო სქემის მიხედვით, N61 და N8 ყოფილა ყველაზე ძველი მარშრუტები დღეს არსებულთა შორის მაშინაც იგივე მარშრუტით დადიოდნენ, რაც დღეს (8 ნომერი მცირედით შეცვლილია, ახლა ქვედა სამგორით დადის, მაგრამ მაინც). 34-იც ისტორიულად წყნეთის ხაზი ყოფილა, მაგრამ ადრე ბაგებამდე დადიოდა მხოლოდ. ---------- 37-ის დღევანდელი ბოლო გაჩერებებიც ემთხვევა ძველ 37 ნომერ ექსპრესს. ექსპრესი ორთაჭალით და სანაპიროთი დადიოდა ოღონდ. |
Posted by: vatman 18 Jun 2019, 17:53 | ||
Mick-el-Angelo
სხვა ხაზებიც არის : N37 არ შეცვლილა ფაქიურად, უბრალოდ ადრე ექსპრესი იყო. N62 ფაქტიურად არ შეცვლილა. N11 ავჭალაში დადიოდა სულ(ნუ 200* წლებამდე გადასასვლელი ხიდიდან) N28 როგორც ადიოდა სვანეთის უბანში, ისევე დადის, უბრალოდ ადრე თუ ლერმონტოვის ძეგლიდან დაიდოდა, ეხლა მარჯანიშვილის მეტროდან N69 ისეც უცვლელია N84 დიდუბიდან გადასასვლელ ხიდამდე გაგრძელდა |
Posted by: Mick-el-Angelo 18 Jun 2019, 18:09 |
vatman ხო, ყველა ვეღარ გავიხსენე. 61-ზე გამახსენდა. საინტერესოა ძალიან მყვარს ესეთი უაზრო ინფორმაციის შეგროვება |
Posted by: MANMUS 18 Jun 2019, 18:44 |
სანამ კანტორა და თეგეტა ერთმანეთში არკვევს თუ ვისი მოვალეობაა ფილტრების გაწმენდა/,გამოცვლა ხალხი იხუთება ისედაც გადაჭედილ ავტობუსებში. ეს დედააფეთქებული ზოგი რო თავს იტყუებს და ვითომ კონდიციონერი აქვს ჩართული, სინამდვილეში ტყუილად ხმაურობს, ფანჯრები მაინც გაგვაღებინონ ცოცხლები რომ ჩამოვიდეთ |
Posted by: Blueსტუმარი 18 Jun 2019, 21:36 | ||
vatman
გადასასვლელ ხიდზე არა, სადგურის მოედნამდე |
Posted by: beka331 18 Jun 2019, 21:44 |
დღეს უცნაური რაღაც მოხდა , მერიათან ამოვიდა კონტროლიორი, ბილეთი აიღო იმის რომ იქ იყო და ჩავიდა, ვაბშე არაფერი უთქვამს ან მოუთხოვია |
Posted by: forum-ge 18 Jun 2019, 21:56 | ||
ეგრე ხშირად აკეთებენ |
Posted by: ნიკა 18 Jun 2019, 22:57 |
მე რამდენჯერაც მინახავს დელისთან, სულ ეგრე აკეთებენ. ავტობუსში მყოფ ხალხს არ ამოწმებენ. აი ვინც ჩავიდა იმათ კი. |
Posted by: toyota12345 19 Jun 2019, 01:40 |
ეგ არ არის უცნაურობა, სასურველია ყველა ავტობუსში სადაც ავლენ დააფიქსირონ თავიანთი ბარათი და აიღონ ბილეთი თუ ყველაში ვერ აფიქსირებენ 10 წუთიანი გადაცდომა არ უნდა მისცეს ბოლო აღებული ბილეთიდან თორემ ანალიტიკურში ფიქსირდება ბოლო ბილეთი რომელ წუთზე აიღო და შემდეგ დაიბარებენ კონტროლიორს. არ ითვლება შესვენება ნახევარი საათი რომელიც დღეში ერთხელ აქვს. და ასევე არ ითვლება ის დროც როდესაც ჯარიმას უწერს მოქალაქეს. |
Posted by: Kublicha 19 Jun 2019, 09:34 |
toyota12345 ხო მაგრამ თითო მგზავრი მაინც შეამოწმონ მაგ ასვლისას, აბა რა აზრი აქვს ისე |
Posted by: toyota12345 19 Jun 2019, 11:35 |
Kublicha მაგაშიც მართალი ხარ ისე რომ ადიან და ბილეთს იღებენ ეგეც არ შეიძლება მაგ დროს უნდა გადაამოწმონ ავტობუსი მაგრამ არის ადგილები სადაც მძღოლები არ ჩერდებიან და ნახადუ კეტავენ კარებს და ძრავენ. მაგ დროს თუ მძღოლი არ დაემორჩილა კონტროლიორს მას აქვს უფლება დარეკოს ზევით და იმ მძღოლს სავარაუდოდ სასტიკს მისცემენ. თვითონ ტტც-ს თანამშრომლებში მძღოლი, კობტროლიორი, კონდუქტორი, მანდ არ არის ურთიერთგაგება და დაფასება სამსახურის ხშირ შემთხვევაში და ერთმანეთს ძირს უთხრიან სამწუხაროდ. 87 ნომრის მადონაზეც დავამატებდი რომ არცერთ მძღოლთან არ აქვს კარგი ურთიერთობა და არავის არ ევასევა კომპანიაში. |
Posted by: Kublicha 19 Jun 2019, 11:42 | ||
toyota12345
მთლიანად ქვეყანა მოშაობს მაგ პრინციპით. სახელმწიფო წყობილება გვაქვს ეგეთი |
Posted by: vaxo55 19 Jun 2019, 11:50 | ||
ეს ჩვენი ცხოვრების წესია.არავის უნდა მგზავრებთან კონფლიქტი. მოსთხოვს ბილეთს და ჩასვლისას ავიღებ შენ ვინ გეკითხებაო-გამომყევი და ნახეო. ზოგი-რომ ჩამოვალ და არ გიჩვენებ ბილეთს მაშინ დამაჯარიმეო.მოკლედ მიდის ქართული ვაჭრობა. მიზეზი ერთია-მგზავრობა ძვირია.გამოსავალს არავინ ეძებს. ადრე გახსოვთ-მგზავრები ერთმანეთს ბილეთს უღებდნენ ხოლმე და ნივიჟუს გაკეთება უპატივისმცემლობად ითვლებოდა.როცა მგზავრობის ფასი პურის ფასს უტოლდება და მოქალაქის შემოსავალი არ არის იმდენი,რომ თამამად იმგზავროს და პურის ფულიც დარჩეს(ხედავთ რა ლოგიკაა და არითმეტიკა?!) ძნელია ცალსახად მოქალაქე მგზავრის დადანაშაულება. |
Posted by: toyota12345 19 Jun 2019, 16:20 |
Kublicha 099 არის ტტც იმ 150 ნომრის |
Posted by: Kublicha 19 Jun 2019, 16:29 | ||
toyota12345
ეჭვიც არ მეპარებოდა რო ეგ იქნებოდა. |
Posted by: spider77 19 Jun 2019, 20:25 | ||||
vaxo55
რანაირადაა ძვირი, რას და ვის (რომელ ქვეყანას) ვადარებთ?
ეს პირველ რიგში უკულტურობა და გაუნათლებლობაა. |
Posted by: MANMUS 19 Jun 2019, 21:19 |
დღეს 71ით ნავთლუღის ქუჩაზე ისნის მეტროსთან გაჩერებაზე ლამის ძირი გააგდებინა ისე აარტყა ჩაღრმავებაში, მძღოლს ვითომც არაფერი |
Posted by: Mick-el-Angelo 20 Jun 2019, 00:22 | ||||
spider77
სამწუხაროდ მასეთია ჩვენთან აბსოლუტური უმრავლესობა. ERAMUS
ჩვენს ქუჩებში რამეს არ აარტყა, ჯადოქარი უნდა იყო. ძალიან ცუდ დღეშია საგზაო ინფრასტრუქტურა, ნელ-ნელა 90-იანებს ვუბრუნდებით ამ კუთხითაც. არ ჩათვალოთ პოლიტიკურ რიტორიკად, მაგრამ წინა წლებში ასეთი მიგდებული დამოკიდებულება არ იყო და სერიოზული ჩაღრმავება ან ორმო სადმე თუ ჩნდებოდა, საკმაოდ დროულად მიხედავდნენ. ახლა კი რა დღეშია გორგასალი, ნავთლუღის ქუჩა, ჯავახეთის ქუჩა (ხიდებთან განსაკუთრებით). ქუჩა აღარ დარჩა, სადაც რამე პრობლემური მონაკვეთი არაა და ყველას კიდია. არადა რა დიდი პრობლემაა, თუნდაც ამ მარშრუტების გზებს გაყვე და ესეთ ორმოებს მაინც მიხედო. მოკლედ, მეც ძალიან მეცოდება ეგ ავტობუსები, მაგრამ მძღოლის ბრალი ნაკლებადაა, სულ 20 კმ/სთ სიჩქარით ვერ ივლი. |
Posted by: la reine 20 Jun 2019, 00:50 | ||
არ გადის ვაჟას იმ პატარაა მონაკვეთს. სულ ტყუილად ვიდექი რამდენი ხანი. მერე მითხრეს რომ გაგარინიდან კანდელაკზე უხვევს რაც შეეხება 177 მარშუტკას. ნამდვილად დადის დელისიდან. ეგდოს მაინც ეს პოსტი. იქნებ ვინმეს გამოადგეს მოკლედ, უკუღმა ასინეთა უკუღმა:დ |
Posted by: MANMUS 20 Jun 2019, 09:46 |
საქართველოში MAN-ის ავტობუსების ოფიციალური შემომყვანი კომპანია “თეგეტა თრაქ ენდ ბასი“, ავტობუსებში კონდიცირების სისტემის გაუმართაობაზე კომენტარისგან თავს იკავებს. რამდენიმე დღის წინ, კონკრეტულად კი 17 ივნისს „Business Time”-ის მიერ გავრცელებული ინფომრაციის შესახებ, რომელიც „ლურჯ ავტობუსებში“ კონდიცირების სისტემის გაუმართაობას შეეხებოდა, რედაქციამ MAN-ის ავტობუსების ოფიციალურ შემომყვან და წარმომადგენელ კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“ კითხვებით მიმართა: როდის გამოსწორდებოდა აღნიშნული ტექნიკური ხარვეზი და რატომ გახდა კონდენცირების ფილტრების შეცვლის საკითხი პრობლემური. კომპანიაში პასუხისგან თავი შეიკავეს და გვითხრეს: „ამ დროისთვის კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს“. „Business Time”-ი კვლავ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა და MAN-ის ოფიციალურ შემომყვან კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება გამოითხოვა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გვითხრეს: „ხელშეკრულება დადებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“ შორის, შესაბამისად ჩვენი მხრიდან დოკუმენტი გასაჯაროებას არ ექვემდებარება“. შეგახსენებთ, რომ „Business Time”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო რომ ავტობუსების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით „თეგეტას“, ხელშეკრულების თანახმად, გარვეული ვალდებულება აქვს აღებული, მათ შორის ფილტრების შეცვლის ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა. „თეგეტა თრაქ ენდ ბასში“ დოკუმენტის გასაჯაროვებაზე უარს ამბობენ. მიზეზი კონფიდეციალობაა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ კონდენციონერების გაუმართაობის დადგენაზე სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკური ჯგუფი მუშაობდა და ეს პრობლემა 5-10 დღეში გამოსწორდება. თუმცა ვერ გვეუბნებიან ყავდათ თუ არა ავტობუსები მიყვანილი „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ტექნიკური მომსახურების ცენტრში და აქვს თუ არა შემომყვან კომპანიას ამის შესახებ ინფორმაცია. „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ კიდევ ერთელ მივმართავს კითხვებით, რათა გვიპასუხონ, თუ როდისთვის იქნება MAN-ის ავტობუსებში კონდენცირების მხრივ არსებული პრობლემა აღმოფრხვილი?! შეგახსენებთ, რომ ავტობუსის მძღოლების თქმით, ერთ ავტობუსში 9 ფილტრია, რომლის გამოცვლა დაახლოებით 900 ლარი ჯდება, ანუ ერთი ფილტრის ღირებულება 100 ლარია. ტიპიური გრუზინული სიტუაცია |
Posted by: vatman 20 Jun 2019, 10:34 | ||
la reine
სანამ ბუდაპეშტს არემონტებენ, ავტობუსი ზუსტად მასე დადის და მერე ნუცუბიძიდან ადის როდესაც გზის დაგებას დაამთავრებენ ისევ კანდელაკით ივლის |
Posted by: alexx 20 Jun 2019, 18:35 | ||
vaxo55
ობიექტურად 50 თეთრი საკმაოდ დაბალი ტარიფია. უბრალოდ ბევრია გაჭირვებული, ვისთვისაც ეს 50 თეთრიც ბევრია. მაგრამ მაგ ლოგიკას რომ მივყვეთ ყველაფერი ძვირი გამოვა ამ ქვეყანაში. |
Posted by: beka331 20 Jun 2019, 20:37 |
მე ვერ ვხვდები რანაირად შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით 50 თეთრზე იაფი |
Posted by: vaxo55 20 Jun 2019, 21:13 | ||
alexx beqa331 როგორც ალბერტამა სთქვა-ყველაფერი ფარდობითიაო.სამი თმა თავზე არაფერია-ცოტაა,მაგრამ ხარჩოში ბევრია. შემოსავალი შეადარეთ ჩვენთან და იმ ქვეყნებს შორის,სადაც თვლით,რომ ტარიფი ნორმალურია. დადეთ მაშინ თქვენეული ახსნა.
და რა არის ამ ლოგიკაში მიუღებელი? რატომ გარბის აქედან მოქალაქე მოხუცის მოსავლელად დას ოჯახის სარჩენად სხვაგან? |
Posted by: MANMUS 21 Jun 2019, 06:49 |
რომელ გამო###ვებულს მოუვიდა თავში აზრად მანით გზის გადაკეტვა |
Posted by: beka331 21 Jun 2019, 08:29 |
კონტროლიორების პადები ფეი სტიკერებს ვერ აღიქვამს, რაც პრობლემაა. როგორ უნდა მოხერხდეს მაგ პრობლემის აღმოფხვრა და დადგენა ნამდვილად აიღო თუ არა მგზავრმა ბილეთი? |
Posted by: toyota12345 21 Jun 2019, 09:12 |
ERAMUS ვაა მართლა ტო. რომელ გამოსირებულს მოუვიდა ნეტა თავში ეგ იდეა. |
Posted by: alea iacta est 21 Jun 2019, 09:26 | ||
ERAMUS
დალეწეს? |
Posted by: Kublicha 21 Jun 2019, 09:35 |
მწვანე მანი გამოიყენეთ ხოლმე გზის გადასაკდტად, გული არ დამეწყდება რამე თუ მოუვა. რომელი ბორტი იყო არ ჩანს სადმე კადრი ნომერი? |
Posted by: MANMUS 21 Jun 2019, 09:49 |
37 ნომერი იყო ბორტი უცნობია, აეროპორტისკენ მიდიოდა, გზაზე გააჩერებინეს ჩამოყარეს ხალხი და გააკვეხეს შუა გზაზე. არამგონია დაელეწათ, დავიჯერო 1-2 დიდი ბოგდანი ვერსად ნახეს რეზერვიდან მაინც რომ ეს ავტობუსი არ გამოყენებინათ? |
Posted by: da_to 21 Jun 2019, 09:59 | ||||
საღოლ, აი მაგას მოფიქრება ხომ უნდა ...
რომელი ქუჩა დაკეტეს, რათ უნდოდა ავტობუსი მთელი შსს- ავტოპარკი მანდ იყო გუშინ გუშინ ვიმგზავრე 37-ით (ბოლოს როდის ვიჯექი ავტობუსში არ მახსოვს ) - TT041CB საშინლად ბინძური იყო ავტობუსი, უბრალოდ სირცხვილია 37 ეგეთი ავტობუსები ... რა თქმა უნდა კონდეციონერი ცხელ ჰაერს უბერავდა გაჩერებების წარწერები ყველგან ურევს ??? თამარ მეფეზე წერდა უკვე შემდეგი გაჩერება ბუშის ქუჩაო |
Posted by: vatman 21 Jun 2019, 10:08 | ||||
da_to
კი, ფატიურად გველგან. მეტროშიც კი ურევს ეკრანებზე
5 უფუნქციო მერსედესი უგდიათ რაღა მიადგნენ ამ მანს. |
Posted by: MANMUS 21 Jun 2019, 10:16 |
ასე იდგა |
Posted by: ika55775 21 Jun 2019, 10:58 |
მასე დაყენეს ესენიც თავის დროზე |
Posted by: vatman 21 Jun 2019, 11:40 | ||
ika55775
როგორც მახსოვს მაგ ამბებს რომელიღაც ავტოპარკის იკარუსები ფაქტიურად მთლიანად შეეწირა, მგონი მე-7 იყო |
Posted by: vaeli 21 Jun 2019, 11:45 |
ორი დღეა სამჯერ მომიწია ავტობუსში ასვლა (ლურჯი) 21 და 24 ნომრები, არც ერთს კონდიციონერი არ უმუშავებდა და კონტროლიორი კი ენას გვიტლიკინებდა ხალხს, მძღოლი კი ტელეფენოზე იყო დაკიდებული, რა ჯანდაბაა.. |
Posted by: Kublicha 21 Jun 2019, 11:45 | ||
da_to
აბა შენ ეგა თქვი. გდდ-ს მანქანები ქუჩებში აღარ ეტეოდა,მათ შორის დროებით წაყვანილი ყვითელი ავტობუსები და მაინც მანი გამოიყენეს. აი ამიტომ არ უნდა ემსახურებოდეს ჩინოვნიკებს მანქანა, უნდა იაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მერე ეგეთი იდეები აღარ მოუვა თავში. მისთვის სულერთიან მანი და ბოგდანი ეხლა |
Posted by: vaxo55 21 Jun 2019, 12:03 | ||||
ცოტანი კი არ არიან! |
Posted by: toyota12345 21 Jun 2019, 12:11 |
vaeli კონდუქტორმა და მძღოლმა რა უნდა ქნას რო არ მუშაობს? ამ ეს რა იცით მაგ ხალხზე ზეწოლა მაგათაც უნდათ გრილათ სიარული მაგრამ არ წმინდავენ ამ დედა#####ულ ფილტრებს და მიდით კომპანიას მოსთხოვეთ. |
Posted by: Mick-el-Angelo 21 Jun 2019, 15:18 | ||
ERAMUS
მაგათ უკვე მართლა ძალიან ღრმად აქვთ. ძლივს სესხებით ნაყიდ ავტობუსებს რომ გზის გადამკეტ დაბრკოლებად იყენებ.. ფუი, ბლ### |
Posted by: TramwayMan 21 Jun 2019, 18:10 |
გუშინ კოსტავაზე გარდიგარდმო იდგა TT-118-CB იმედი მაქვს არ დაზიანდა. წესით არა. |
Posted by: MANMUS 21 Jun 2019, 18:45 | ||
ცოტა ხანში სპეცრაზმი რომ მწვანე მანებით აკატავონ არ გამიკვირდება ბოგდანები დაილია მაგის დედავატირე სიმწრით ნაყიდი ავტობუსები რო არ გამოიყენონ ასეთ არეულობაში
ავტობუსის აქეთ სპეცრაზმი იდგა, მეორე მხარეს ხალხი რომელიც ქვებს და ბოთლებს ისროდა რავიცი რავიცი |
Posted by: ika55775 21 Jun 2019, 18:45 | ||
იმედია ამ ამბებს ეს ახალი ავტობუსები არ შეეწირება ეყოფათ იმდენი ტვინი რომ არ გამოიყენონ ბარიკადებად |
Posted by: MANMUS 21 Jun 2019, 18:47 |
ცოტა ბოგდანებიც დატოვონ ამ ქინძებმა ყველას ჯართში ნუ გაუშვებენ რაიცი რაში გამოდგეს |
Posted by: Mick-el-Angelo 21 Jun 2019, 19:03 |
ახლა ორთაჭალაში 10-ზე მეტმა პატარა ბოგდანმა ჩამოიარა თავისუფლების მხრიდან, სულ ცარიელები, საქარე მინაზე ა4-ის ფორმატის მიკრული ფურცლები ჰქონდათ წარწერებით "ოგგ". |
Posted by: toyota12345 21 Jun 2019, 19:57 |
დღეს მორიგე ვიყავი მაგარ ცუდ ფაქტს შევესწარი. 24 ნომერში ავედი და ბავშვი ხაჭაპურს ჭამდა ვაჟაზე მოძრაობდა ავტობუსი. გვერდზე მჯდომმა მოხუცებულმა კაცმა გამოსტაცა ამ ბავშვს ხაჭაპური და თვითონ დაიწყო ჭამა. ბავშვი შოკში ჩავარდა პარკი შერჩა ხელში. ამ კაცს შენიშვნა მივეცით მე და ჩემმა კოლეგამ და ხალხმა ლამის გადაგვიარა იქნებ როგორ შია ამ კაცსო. კაროჩე მაგრად ბნელა ქვეყანაში დიდიან პატარიანა გამოყლევებას არიან მიცემულნი |
Posted by: MANMUS 21 Jun 2019, 20:13 | ||
toyota12345
: ეგრეა რა * * * ისე კაცმა რომ თქვას ავტობუსში არ შეიძლება ჭამა ჩემხელა სტიკერი აქვს მიკრული გარედან, ნუ პატარა ბავშვს არაუშავს არ იცის და ვერ ხვდება, მარა აი ვზროსლი კაზიოლები რო გაიდებენ ხოლმე ყბაში ზოგმა ის ვერ შეიგნო რო ბილეთი უნდა აიღოს რა ზნეობაზეა ლაპარაკი ძაან ტრაქში ვართ |
Posted by: Blueსტუმარი 21 Jun 2019, 21:33 |
მაგ მანის ადგილზე ბოგდანი რომ ყოფილიყო, დედა ეტირებოდა. მგონი. |
Posted by: CigaretteDaydreams 21 Jun 2019, 22:37 |
ორთაჭალიდან ვაკის პარკში მარშუტკები რა დადის მაინტერესებს ვინმემ დამეხმარეთ რა ვერც ვეძებ ავტობუსებს აგდებს მარტო |
Posted by: Blueსტუმარი 21 Jun 2019, 22:43 | ||
CigaretteDaydreams
გორგასლიდან დადის 131 ნომერი მიკროავტობუსი |
Posted by: CigaretteDaydreams 21 Jun 2019, 22:44 | ||
მადლობა , სხვა არ იცით ? რადენ ხანში ივლის ნეტა ეგ |
Posted by: Blueსტუმარი 21 Jun 2019, 22:46 |
რა ხდება ფილტრებზე? გვეშველება რამე თუ არა? * * * CigaretteDaydreams არა. მარტო ეგ დადის. ოღონდ გულიას მოედნიდან აუხვევს გორგასლის ქუჩაზე. |
Posted by: CigaretteDaydreams 21 Jun 2019, 22:54 | ||
ბარათაშვილიდან რა მარშუტკები დადიან ? |
Posted by: Blueსტუმარი 21 Jun 2019, 23:13 |
CigaretteDaydreams 117,34,67,2,61,27,72,4,17 |
Posted by: CigaretteDaydreams 21 Jun 2019, 23:19 | ||
BlueVisitor
61 არ მიდის ზუსტად ვიცი ჩერეზ საბურთალოთი მიდის ზღვის უბანში დანარჩენებს გამოვიყენებ სპ <3 |
Posted by: Blueსტუმარი 21 Jun 2019, 23:23 |
CigaretteDaydreams კი მაგრამ ოფიციალურად თაბუკაშვილის ქუჩით გავლით * * * მაგრამ, თუ ბარათაშვილიდან თავისუფლების მოედნამდე მაშინ 117,17,34 27 და 198 გამორიცხეთ. 67-იც რადგან კაი ხანია არ დადის * * * დღეს თბილისში ვნახე ორი უცნაური შემთხვევა. 1. გურამიშვილის გამზირზე დაცვის 125-ე პოლიციასთან, დიდი ბოგდანი იდგა არც ნომერი ეწერა, და შიგნით პარკენივით რაღაცა ეგდო. ბორტის ნომერი TTC-476. და რომელ მარშრუტზე დადის მაგი? 2. კახეთის გზატკევილზე ისთ ფოინთის ხიდზე 12 ნომერმა ავტობუსმა კარები გააღო, თან გაჩერებაზეც არ იყო და უკანა კარიდან კინაღამ გადავარდა მგზავრი. ნუთუ ნამუსი არ აქვთ მძღოლებს? |
Posted by: MANMUS 23 Jun 2019, 17:51 |
50 71 55ის მანები რამდენ ხანს გაძლებენ ამ დანგრულ გორგასალზე და ლესელიძის ქვაფენილზე ჯლიგინით * * * 63ზე ძაან მოხოდილი ბოგდანები ვნახე გარედან ახლებივით გამოიყურებიან ერთს სკამებზე სხვანაირი გადასაკრავები ქონდა 954 და 955 არიან |
Posted by: Ben_Joyce 23 Jun 2019, 19:52 | ||
ყველაზე შავი შურით შემშურდა პლატო/თხინვალის მოსახლეობის, როცა #63-ზე დავინახე 954 და 955. ორივე ძალიან მაგრად არის მოვლილი. ერთი #46-ზე დადიოდა, მეორე #48-ზე. დანარჩენი კი მაგარი დანგრეული ავტობუსებია მაგ ხაზზე. პატარა სიას ჩამოვწერ შენახული / მოვლილი პატარა ბოგდანების: #27: TTC-767 TTC-912 #94: TTC-895 #108: TTC-755 TTC-894 #62: TTC-754 #38: TTC-747 #72: TTC-348 TTC-648 #22: TTC-656 #41: TTC-660 * * * #121: TTC-913 #60: TTC-919 კიდევ TTC-760-ს აქებს ყველა ძალიან. ისეთი მაგარი გამოდგაო, ყველაზე დიდხანს არ გაუხსნიათ მაგის ძრავიო, მუშაობდა სასწაულადო. შეიძლება ჯერ ისევ ხელუხლებელია. |
Posted by: MANMUS 23 Jun 2019, 20:46 | ||
პირველ ბაზაზეც ყავთ მოვლილი ავტობუსები? * * * 285 შავ დღეშია ძირი აღარ აქვს ბოლო დროს #6 ვხედავდი 42 და 20ზე ყველა გაუბედურებულია |
Posted by: Blueსტუმარი 23 Jun 2019, 21:23 |
ERAMUS 59 იც მიამატე. ერთს ისეთი ხმა ჰქონდა, რომ ესეთი ხმა "ჟიგულსაც" არ აქვს. |
Posted by: Ben_Joyce 23 Jun 2019, 21:26 | ||
ვიცოდი, რომ გაგიკვირდებოდათ 348 არის სასწაული. რაკეტის ხმა აქვს. |
Posted by: Blueსტუმარი 23 Jun 2019, 22:27 |
გუშინ 14-ში ვიჯექი და შედარებით კარგი კონდიცირება იყო. |
Posted by: MANMUS 24 Jun 2019, 14:46 |
როგორც შევამჩნიე კონდიციონერების გამართვა დაუწყიათ დღეს რამდენშიც ავედი ყველგან სასიამოვნო სიგრილე იყო. 39ის და 37ის ავტობუსების შიგნიდან გარეცხვას არ დაადგა საშველი |
Posted by: ფაშისტი 25 Jun 2019, 10:44 |
დღეს კიდევ ერთი ქალბატონი დასვეს 48 ნომერ ავტობუსზე |
Posted by: kshaneli 25 Jun 2019, 11:27 |
toyota12345 აუ ამ ფაქტს მეც შევესწარი.ავტობუსში ვიყავი მაშინ. ხალხმა შიაო და ნუ ატრაკებთო |
Posted by: MANMUS 25 Jun 2019, 19:15 |
თეგეტას რას უპირებენ ბოლობოლო ჯარიმა მისცხეს? 12 მეტრიანების ტენდერშიც საეჭვოა გაამარჯვებინებენ? თანაც კანტორას და ამათ ვერ გაურკვევიათ ერთმანეთში მოვალეობები |
Posted by: Kublicha 25 Jun 2019, 20:36 | ||
გაზი არამგნია სხვისგან იყიდონ, ელექტოებზე კი წავა ფინთიკლუშკების ზელვა |
Posted by: MANMUS 25 Jun 2019, 23:11 |
-1 პატარა ბოგდანი, ვაგზალზე აბრიალდა, დაიფერფლა ლამის მთელი ავტობუსი |
Posted by: Kublicha 25 Jun 2019, 23:20 |
ERAMUS ფოტო, ვიდეო, აუდიო |
Posted by: toyota12345 25 Jun 2019, 23:37 |
შეკრებაზე რას ვაპირებთ? თვის ბოლოს მე მგონი წამოვალ მაგ სამსახურიდან და იქამდე თუ მოვახერხებდით შეკრებას კაი იქნებოდა. მერე სად ვიქნები არ ვიცი და ამ თემაშიც ვიქნები თუ არა. |
Posted by: beka331 25 Jun 2019, 23:54 | ||
ეს თემა ერთხელ ვახსენე და არავინ გამომხმაურებია.. 1-2 დღით იყო აქტუალური და შემდეგ გაქრა |
Posted by: ფაშისტი 25 Jun 2019, 23:56 |
toyota12345 მშვიდობა გაქვს? გვერდით დაგიდგები რითაც შემიძლია ERAMUS მოყევი ბოგდანზე * * * beqa331 ცხელა.. ღმერთო ნეტა ოქტომბერი იყოს, ყოველ დღე გნახავდით |
Posted by: Blueსტუმარი 26 Jun 2019, 00:12 |
ERAMUS ეგ დასაწყისია, მალე ყველა ბოგდანი გამოვა მწყობრიდან |
Posted by: toyota12345 26 Jun 2019, 00:21 |
ფაშისტი მადლობა გენაცვალე. კი მშვიდობაა უბრალოდ რამე უკეთესი მინდა ვნახო. დავფიქრდი და მანდ არ მიღირს დროის კარგვა, ანაზღაურება შრომა და ასე შემდეგ ყველაფერი შევადარე და არ მინდა რაა.... |
Posted by: MANMUS 26 Jun 2019, 06:19 |
აქ ნახეთ https://netgazeti.ge/news/375629/ |
Posted by: da_to 26 Jun 2019, 09:41 |
მეორე თუ მესამე ?? რომელსაც წაეკიდა უკვე ? |
Posted by: ფაშისტი 26 Jun 2019, 11:42 |
49 ნომერს წაეკიდაო, ამ დილიით კონტროლიორმა, არ ვიცი რამდენად ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა.. მესამე ბაზისააო, ერთი დავურეკო ინსრუქტორს აბა,.. |
Posted by: Blueსტუმარი 26 Jun 2019, 11:55 |
82 წყნეთი-ახალდაბა რომელ დღეებში დადის? |
Posted by: toyota12345 26 Jun 2019, 14:00 |
BlueVisitor ყოველდღე დადის |
Posted by: MANMUS 26 Jun 2019, 16:40 |
წელს უკვე 2 ავტობუსი დაიწვა, ეჭვი მაქვს რამოდენიმე კიდევ წავა საიქიოში ფაშისტი ბორტის ნომერი ხომარ იცით? |
Posted by: ფაშისტი 26 Jun 2019, 18:38 |
ERAMUS უი არა ვერ მოვიცალე დასარეკად ბავშვებო ბაზაზე, ამ სიცხეში კიდე კარგად ვარ ჩამქვრალზე წაეკოდა ნეტა? აქეთ უნდა იგებდეთ ჩემგან მე თქვენ გეკითხებით.. პარადოქს რა. |
Posted by: vaxo55 26 Jun 2019, 18:50 |
კიდე როგორ დადიან ეს პატარა ბოგდანები არ გიკვირთ? |
Posted by: Blueსტუმარი 26 Jun 2019, 21:32 |
მე მგონია, რომ წლის ბოლომდე კიდე 5 ბოგდანი დაიწვას * * * 9-ის ყოფილი მანები რომელ მარშრუტებზე დადიან ახლა? |
Posted by: Kublicha 27 Jun 2019, 00:10 | ||
87 |
Posted by: vatman 27 Jun 2019, 10:19 |
45 მაშრუტზე დღეს საჭესთან ერთი ქალბატონი იჯდა, აქამდე მაგ ხაზზე არ შემინიშნავს.... * * * 25 ივნისის საკრებულოს სხდომის შემდეგ დაემატა დოკუმენტში 2 ახალი ხაზი:N83, რაც აქამდე დაიწერა და N89: მ/ს "დიდუბე" (ქვედა გასასვლელი) (ტრანსპორტის ქ. #1-ის მიმდებარედ) - აკაკი წერეთლის გამზირი - გრიგოლ რობაქიძის გამზირი - დავით აღმაშენებლის ხეივანი (მობრუნება გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის გადაკვეთამდე, რესტორანი „მონოპოლის“ მიმდებარედ) - მარშალ გელოვანის გამზირი - დავით აღმაშენებლის ქ. - თეთრი დუქნის ქ. - პეტრე სარაჯიშვილის ქ. - ვასო გოძიაშვილის ქ. - მუხრან მაჭავარიანის ქ. - ივანე ბერიტაშვილის ქ. - შალვა ნუცუბიძის ქ. - ფერნანდ თავაძის ქ. - სერგო ზაქარიაძის ქ. - ვაჟა ფშაველას ჩიხი - ვაჟა ფშაველას გამზირი - ზურაბ ანჯაფარიძის ქ. (მ/ს "სახელმწიფო უნივერსიტეტის" მიმდებარედ). N70 დიდი ტევადობაც დაამატეს დოკუმენტში. 101 და 102 როგორც არ არსებობდა დოკუმენტში, ისევე არ არსებობს |
Posted by: beka331 27 Jun 2019, 18:44 |
არ შეიძლება ერთი ხაზი დაემატოს სადაც ნახალოვკა და დიდუბე დაკავშირდება? |
Posted by: Confetto 27 Jun 2019, 19:04 | ||
ისევ ბოგდანებმა უნდა იხრიგინონ მაგ რეისებზე?! როდემდე... |
Posted by: metro500 28 Jun 2019, 00:10 |
vatman რამე ახალი დოკუმენტი დაიდო? ზღვისუბნის ხაზებზე არაფერია ახალი? : 17 75 94. (62, 86 ამათზე მაინტერესებს ყველაზე მეტად კატასტროფაა უკვე) |
Posted by: Kublicha 28 Jun 2019, 11:39 |
016-ისთვია მოუხსნიათ ის მწვანე პრეზერვატივი |
Posted by: MANMUS 28 Jun 2019, 11:58 | ||
ძალიან კარგი. ისე რო ააძრეს საღებავიც ზედ ხოარ მიაყოლეს თავიდან მოუწიათ გადაღებვა? |
Posted by: Kublicha 28 Jun 2019, 12:05 |
ERAMUS ერთი შეხედვით არაფერი ეტყობოდა, ნუ თავს ვერ დავდებ მიმავალზე ვნახე. ისე მაგ არაკალის მთელი მუღამი ეგაა, რომ როცა გინდა ააძრობ და საღებავს არ აზიანებს. დაჟე საღებაბის დაცვის მიზნითაც აკრავენ ხოლმე, როგორც ტელეფონის ეკრანებზე ეგრე. |
Posted by: vatman 28 Jun 2019, 12:14 | ||
metro500
ცვლილებები შეიტანეს და matsne.gov.ge -ზე გამოქვეყნებულია. და რა უნდა შეცვლილიყო მაგ ხაზებზე? 94 და 86 შეგიძლია ნებისმიერ დროს გაადიდო, შესაბამისი ცვლილებები დიდი ხნის წინ შეიტანეს ყოველი შემთხვევისათვის. 89-ს რა დებილი მაშრუტი გაუკეთეს, მაგას არ სჯობდა ნუცუბიძის პლატოთი გადასულიყო და რაღაც აუზროდ არ ებოდიალა პავლოვი-ვაჟას-ვეძისს შორის |
Posted by: da_to 28 Jun 2019, 12:39 | ||
1860 ლარი დაუჯდათ |
Posted by: Kublicha 28 Jun 2019, 13:14 | ||
da_to
მოხსნა? |
Posted by: da_to 28 Jun 2019, 13:20 | ||
Kublicha
ხო, გადაკვრა მგონი 3700 თუ 3500 ზუსტად არ მახსოვს ... |
Posted by: vatman 28 Jun 2019, 17:53 |
ეს განვიხილეთ უკვე აქ თუ ჯერ არა? https://www.ebrd.com/work-with-us/procurement/p-pn-190517c.html https://www.ebrd.com/work-with-us/procurement/p-pn-190517b.html ვერ გავიგე ტენდერი უკვე გამოაცხადეს თუ ჯერ არა |
Posted by: MANMUS 28 Jun 2019, 17:53 |
24ის ბორტი 108 გაბზარული მინით მოძრაობდა თან მძღოლის მხარეს |
Posted by: Mick-el-Angelo 28 Jun 2019, 23:14 |
vatman ჯერ არა. ანუ: 25 მლნ ევრო 12 მეტრიანი CNG ბუსებისთვის და 40 მლნ 12 მეტრიანი ელექტრობუსებისთვის. კონტრაქტის სავარაუდო დადების დრო - 2019 წლის მე-4 კვარტალი. აბა რამდენი ცალის იმედი უნდა გვქონდეს, ვინ რას ფიქრობს? 100-100 ცალია, ხო? * * * ისე, 40 მილიონად თითქმის 2-ჯერ მეტი CNG მოგვივიდოდა იმდენად მდიდრები ვართ, რომ ელექტრობუსების ექსპერიმენტზე ფულს ვხარჯავთ? EBRD-ია, მაგრამ მაინც. |
Posted by: TramwayMan 29 Jun 2019, 00:37 |
ნორმალური ფასებია. ალბათ 100 სიენჯი და 100 ელექტრო. 250 000 ევრო ახალი მანი. 400 000 ევრო ახალი მანი ელექტრო |
Posted by: ქაფქიანა 29 Jun 2019, 01:02 |
Mick-el-Angelo TramwayMan იმან თქვა, ასი სიენჯი და ასი ელექტროო. |
Posted by: toyota12345 29 Jun 2019, 10:31 |
სერიოზული ცვლილებებია საჭირო ტეტეცეში. კარგი იქნებოდა ბევრი ახალი მძღოლები მიეღოთ ახალგაზრდები. ამბობენ შარკოვის შეცვლას აპირებენო |
Posted by: MANMUS 29 Jun 2019, 10:43 | ||
მაგის რამდენიმე გამოსვლას ვუყურე ტიპი იმენა ტრანსპორტის აზრზე არაა |
Posted by: იაგანა_Godfather 29 Jun 2019, 17:16 |
რა რაოდენობის ავტობუსებუსების დამატებაა საჭირო რო 8 წუთიან ინტერვალზე ჩამოვიდეთ ? |
Posted by: forum-ge 29 Jun 2019, 18:38 | ||
გააჩნია რომელ მარშრუტზე |
Posted by: იაგანა_Godfather 29 Jun 2019, 18:39 | ||||
იმ მარშუტებზე რომლებზეც ახალი მანები დადიან |
Posted by: forum-ge 29 Jun 2019, 19:12 | ||
იაგანა_Godfather
სავარაუდოდ თითქმის გაორმაგებული რაოდენობა. მაგალითად ეხლა 88 -ს აქვს 14 წუთიანი ინტერვალი, N24-ს 16 წუთიანი, N150-ს 12 წუთიანი, N51-ს 15 წუთიანი (ეს ოფიციალურად, თორემ ისე მეტია). არ მგონია რეალური იყოს 8 წუთიან ინტერვალზე ფიქრი. |
Posted by: Mick-el-Angelo 29 Jun 2019, 21:10 |
forum-ge რატომაც არა, მაგალითად #2-ზე 8-წუთიანი იყო კაკ რაზ. 15 დიდი ბოგდანი მუშაობდა. ეხლა ისევ 10-იანზე გადაიყვანეს. მონდომებაა მთავარი ------------------- ისე, ცნობისთვის, ავლაბარში დამტვრეული 079 ისევ ხაზზეა, ისევ 39-ზე |
Posted by: vaxo55 29 Jun 2019, 22:32 |
forum-ge Mick-el-Angelo ამ შემთხვევაში მინიმუმ საჭიროა მარშრუტკებზე უარის თქმა ქალაქის ცენტრებში.მარტო ავტობუსების დამატებამ არა მგონია უშველოს-ვერ ჩაჯდებიან გრაფიკში.როგორც ვიცი ადრე ასე იყო ჩაფიქრებული.ავტობუსებს უნდა ემოძრავათ ქალაქის ცენტრში,ხოლო სამარშრუტო ტაქსებს-ცენტრიდან გარეუბნებში. |
Posted by: Outdoor 29 Jun 2019, 23:12 |
სისტრაზე არაფერი ისმის? |
Posted by: vatman 29 Jun 2019, 23:35 | ||||||
იაგანა_Godfather
მაგალითად 38-ს , სწავლის პერიოდში ინტერვალი აქვს 8 წუთი. კანტორის საიტს თუ დავუჯერებთ N2-ს ეხლა აქვს 9 წუთი ინტერვალი (წესით) forum-ge
პირველი გასვლები გრაფიკით აქვთ, მერე უკვე იშლება, საცობების გამო. 51-ს რამდენიმე საცობის გავლა უწევს ხოლმე TramwayMan
თუ წელს მოესწრება, ჩემი აზრით გაზი იქნება მანი, ელექტრო - სოლარისი. ევროპისმწარმოებლებს შორის ელექტროფიკაციაში პოლონელები ყველაზე მაგრად გაიქაჩნენ TramwayMan ხომ არ იცი ბათუმში როგორ დასრულდა ელექრო ავტობუსების ტენდერი? ჩინელებს მისცეს თუ სოლარისი (9 მეტრიანიათ) |
Posted by: TramwayMan 30 Jun 2019, 01:57 |
vatman ბათუმზე არაფერი ვიცი. წელს არ იქნება არაფერი ელექტრო. |
Posted by: ფაშისტი 30 Jun 2019, 13:44 |
მარშრუტების ხაზების ფურცელი მაქვს შესავსები და სამსახურის გამო ვერ მოვიცალე. ხვალიდან შევავსებ ნელ ნელა თორემ არ გამოვა ასე. და მარტო ამის კეთება როგორ არ მინდა ნეტა იცოდეთ.. |
Posted by: MANMUS 30 Jun 2019, 18:02 |
მანების ახალ პარტიაზე არაფერი ისმის? |
Posted by: Blueსტუმარი 30 Jun 2019, 18:32 |
ისაზუების პირველ პარტიაზე არაფერი ისმის? |
Posted by: Confetto 30 Jun 2019, 19:23 |
შაბიამნის ახალ პარტიაზე არაფერი ისმის? სადაა ავტობუსები, არჩევნებს უცდიან ალბათ |
Posted by: MANMUS 30 Jun 2019, 19:53 | ||
|
Posted by: იაგანა_Godfather 30 Jun 2019, 22:26 |
55 ხაზზე რამე პრობლემაა ? ბარათაშვილზე ველოდებით 1 საათია თითქმის... 4 ავტობუსი მოვიდა და ხალხის გარეშე ბრუნდებიან 5 დეკემბრისკენ |
Posted by: beka331 1 Jul 2019, 03:13 | ||
იაგანა_Godfather
ეგენი ავტოპარკში მიდიან |
Posted by: Mick-el-Angelo 1 Jul 2019, 10:35 | ||
vatman
კი აქვს, მაგრამ ეგეც არ შველის. როდის მოუვათ თავში ის მარტივი აზრი, რომ ხაზია დასამატებელი პროსპექტი-აფრიკის მიმართულებით, პატარა ბოგდანები მაინც ხომ ექნებათ გამოთავისუფლებული ერთი 8-10 ცალი. |
Posted by: vatman 1 Jul 2019, 11:26 | ||
Mick-el-Angelo
კაიროს ქუჩიდან დაამატონ რამე აფრიკის მიმართულებით |
Posted by: Mick-el-Angelo 1 Jul 2019, 12:04 | ||
vatman
პროსპექტის გავლით ორთაჭალისკენ სჯობს მე მგონი, პროსპექტზეც ხშირად ბევრი მგზავრი გარეთ რჩება. თან კაიროზე დამოუკიდებლად N30 მოძრაობს ისნამდე. თუმცა რამე მაინც ქნან. ზოგადად, აღმოსავლეთში რამდენიმე მარშრუტი ძალიან საჭიროა მეტნაკლებად დალაგებული სქემა რომ შეიქმნას: 1. აფრიკა - პროსპექტი - ორთაჭალა; 2. წმ.ბარბარე - ავლაბარი; 3. ორთაჭალა - ავლაბარი (შეიძლება წრიულიც); 4. ისთ პოინთი - მე-3 მასივი - ავლაბარი (141 მარშრუტკაც მოუხსნეს მასივის მოსახლეობას და ტრანსპორტი თითქმის აღარაა ბოლო კვარტლებში) |
Posted by: Blueსტუმარი 1 Jul 2019, 13:01 |
Mick-el-Angelo კიდე ვაზისუბანი-მახათა-ხუდადოვი-დადიანი-გურამიშვილის გამზ - მ/ს სარაჯიშვილთან რომ გაჩერდეს არ იქნება ურიგო |
Posted by: Kublicha 1 Jul 2019, 15:10 |
ერთ-ერთი საუკეთესო დიდი ბოგდანი არის 524 |
Posted by: Mick-el-Angelo 1 Jul 2019, 15:40 |
Kublicha ეგ 25-ის არაა? მე 420 მომწონს ყველაზე მეტად, კაი მოვლილია (გაჩერებული კი იყო კაი ხანი) და 424-საც არა უშავს (ეს ამ ბოლო დროს გაჩერდა, აღარ ჩანს). თუმცა მძღოლებისგანაც გამიგია, ყველა დიდი ბოგდანიც უკვე ჯართია რეალურად და დღეგამოშვებით რაღაც პრობლემები უჩნდებათ. |
Posted by: Kublicha 1 Jul 2019, 15:56 | ||||
Mick-el-Angelo
კი ბატონო ფაშისტი
ყველა უნდა გაიარო? რამე პრიორიტეტები არ გააქვს, რომლებიც უნდა პირველ რიგში გაიარო? |
Posted by: Blueსტუმარი 1 Jul 2019, 15:56 |
70-ის დიდი ბოგდანებიც ლამაზია. ალბათ კაი ხანი იყო შენახული. ერთი კითხვა მაქვს. 55 რამდენი ერთეული დიდი ბოგდანი ჰქონდა? |
Posted by: MANMUS 1 Jul 2019, 16:02 |
2 ნომერზე ყველა დაფეხვილია ნორმალური ჯერ ვერ ვნახე ამ ხაზზე * * * BlueVisitor 10 დადიოდა მგონი |
Posted by: vatman 1 Jul 2019, 16:27 | ||||||
TramwayMan
მე ბათუმზე ვკითხულობდი, გამარჯვებული ან გამოავლინეს ან დღედღეზე უნდა გამოავლინონ Kublicha
ყველაზე გამორჩეული 590 Mick-el-Angelo
გაადიდონ 72 და მოსკოვის პროსპექტისათვის საკმარისი იქნება და ხმელნიცკიზე 55-ს დაეხმარება . კაიროზე კი რამე მაშრუტი 30-ს დაეხმარება, თორე ქიზიყის ქუჩის ბოლოში (დავაკონკრეტებ რო მაგ მაშრუტის ბოლოში) დღევანდელი ინტერვალიც ნორმალურია |
Posted by: Mick-el-Angelo 2 Jul 2019, 11:07 | ||||||
ERAMUS
N2-ზე ყველაზე კარგად შენახულია ზემოხსენებული 420, 424. 549-საც არა უშავდა, მაგრამ ამ ხაზის ძალიან ბევრი ავტობუსი საერთოდ გაჩერებულია: 412, 414, 424, 546, 549, 562. უგზოუკვლოდ დაკარგულ 527-სა და 421-ს საერთოდ აღარ ვახსენებ vatman
72 ადგილობრივი ხაზია და ქალაქის ცენტრისკენ არ მიდის. მაქსიმუმ სამგორის მეტრომდე ვინც მიდის, იმათ აწყობდეს. ამიტომ მისი იმედი დიდად არ მაქვს. ქალაქის ცენტრისკენ ხაზებია დასამატებელი, ამას ორი აზრი არ აქვს, არსებული სქემით ტტც მარშრუტკებს ვერ ჩაანაცვლებს. 30-ს კი დიდი დახმარება არ სჭირდება, კერძო დასახლებებში უწევს სიარული და ამ ხაზზე უბრალოდ ავტობუსებს თუ დაამატებენ, საკმარისი იქნება. პირობითი 97 აღდგენა კი (ბარათაშვილი - ორთაჭალა - სამგორი - აფრიკა) 50-ს დაეხმარება საგრძნობლად, რამდენადაც გორგასლიდან ნავთლუღამდე ამ 50-ის გარდა დღეს არაფერი დადის (მაგასაც კაი 15 წთ აქვს ინტერვალი), არადა საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა. * * *
ეგ პატარა ბოგდანი არაა? |
Posted by: vatman 2 Jul 2019, 11:11 | ||||
Mick-el-Angelo
უი ბოდიში 490 უნდა დამეწერა
79 უპრობლემოდ გაადიდეს |
Posted by: Mick-el-Angelo 2 Jul 2019, 11:17 | ||
vatman გადიდებით კი შეიძლება გაადიდონ, მაგრამ დიდად რომ უშველოს სიტუაციას, არა მგონია ამიტომ, პირობითი 97-ის აღდგენა აჯობებს, ზემოთ აღწერილი გარემოებების გათვალისწინებით თან მხოლოდ ჭიჭინაძის ბოლომდე რომ იაროს. ERAMUS
კი, 55-ზე 10 დიდი ბოგდანი დადიოდა - 10 მანით ჩანაცვლდა. * * * 64 წთ აწერია 50-ს ორთაჭალაში ვაზისუბნის მიმართულებით. პიკის საათში! ჩნდება ერთი უცენზურო კითხვა... |
Posted by: Blueსტუმარი 2 Jul 2019, 23:50 |
Mick-el-Angelo ერთხელ 51-ს ბელიაშვილზრ 67 წთ დააწერა ტაბლოზე. ძალიან შემეცოდა ვინც 51-ს ელოდებოდნენ გაჩერებაზე მგზავრები. |
Posted by: toyota12345 3 Jul 2019, 00:25 |
გაუმარჯოს! წამოვედი ტეტეცედან აღარ ვარ მონიტორინგში. მიზეზი მარტივია ძალიან რთული სამსახურია ვერ გავუქაჩე და ხალხზე ვიტყვი რომ უმეტესობამ დიდიან პატარიანათ ზიზღის გრძნობა დამიტოვა და კიდევ იმას ვფიქრობ რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ არის ღირსი ამ ახალი ავტობუსების. |
Posted by: SESH 3 Jul 2019, 00:36 |
toyota12345 უკეთეს სამსახურს გისურვებ! |
Posted by: MANMUS 3 Jul 2019, 07:52 | ||
toyota12345
+10000 ჯერ კიდევ დიდი დრო დაჭირდება ამ ხალხის მენტალიტეტის გამოსწორებას |
Posted by: toyota12345 3 Jul 2019, 10:06 |
SESH მადლობა მეგობარო! ERAMUS ხვალიდან 20 ლარი ხდება ჯარიმა და კიდევ იმაში შედის ცვლილება როდესაც მგზავრი ადის ავტობუსში მაშინვე არის ვალდებული შეიძინოს ბილეთი ან მიადოს უკანტაკტო ბარათი. თუ კონტროლიორის ამოსვლის დროს არ ქონდა ბილეთი აღებული კონტროლიორს აქვს უფლება ჩაიყვანოს ისე რომ არც ააღებინოს ბილეთი და დააჯარიმოს. |
Posted by: alea iacta est 3 Jul 2019, 11:03 | ||
toyota12345
მშვენიერი, ამ ხალხს თუ მარწუხები არ მოუჭირე ისე ვერაფერს იგნებს სამწუხაროდ. |
Posted by: Krusty_the_Clown 3 Jul 2019, 15:10 |
ამ ხალხს ამ ხალხს ისე წერთ, გეგონება თქვენ მარსიდან იყოთ. ამაშიც კი გვეტყობა თვითშეგნება. ავტობუსი კი არა მშიერ-მწყურვალი დადის ძალიან ბევრი. მოდით მშიერ ადამიანს ნუ მოთხოვთ იმპრესიონიზმზე საუბარს. მენტალიტეტი ძალიან სწრაფად შეიცვლება, როგორც კი ელემენტარული მოთხოვნები დაკმაყოფილებული გვექნება. |
Posted by: Ben_Joyce 3 Jul 2019, 15:42 |
მშიერმა ხალხმა ავტობუსი არ უნდა გააპარტახოს და როგორი წარმატებითაც მეტროში მგზავრობის საფასურს იხდის, ისევე უნდა გადაიხადოს ავტობუსის მგზავრობის საფასური. მეტროში მაინც პოლიციის თემაა და ვერ რისკავენ და ავტობუსში - "ვინაა კონტროლიორი რო არ ვეკაჩაო (ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ ეგრეა)" - აზროვნებაა. არის მგზავრთა რამდენიმე კატეგორია, რომელიც მე ნერვებს მიშლის. 1 - არ აქვს საქმე და უბრალოდ კლავს დროს უფასოდ მგზავრობით - დარჩეს სახლში ან ისეირნოს ფეხით. ნუ აცდენს ადგილს ისედაც კრიტიკული მდგომარეობაა. 2 - საქმე აქვს და ავტობუსის მგზავრობის ფული არა - შეუძლებელია, მითუმეტეს არის სოციალური 10 თეთრიანი პაკეტები. ამ კურსით 10 თეთრი იგივეა, რაც უფასო მგზავრობა. 3 - აქვს მგზავრობის ფული, ტაქსითაც ივლის თუ დასჭირდა და დადის კიდეც, მაგრამ იმიტომ არ იღებს ბილეთს რო აი ეგრე უნდა რა, თან კონტროლიორის მოთხოვნას ხო არ დაემორჩილება ჯიხვივით ქართველი. 4 - "სულ ორი გაჩერება უნდა გაყვეს ავტობუსს და ბარემ არ აიღებს ბილეთს" - თუ ორი გაჩერებაა, წავიდეს ფეხით. თუ სჭირდება ავტობუსი, ბილეთიც უნდა აიღოს. 5 - ვერ მისულა შეგნებამდე ის, რომ საათნახევარი კი უფასო მგზავრობაა, მაგრამ ბილეთი მაინც უნდა აიღოს, სადაც ტარიფი იქნება 0 თეთრი. 6 - "ჯერ ხო არ ჩავსულვარ" ტიპები - ვის რაში ადარდებს ჩახვედი თუ კარავს შლი ავტობუსში, ამოხვედი, უნდა გადაიხადო. 7 - და კიდევ მრავალი toyota12345 - გისურვებ ბევრად უკეთესის პოვნას. |
Posted by: MANMUS 3 Jul 2019, 15:49 |
Krusty_the_Clown გაჭირვებულებზე არავინ ამბობს აქ საუბარია შეუგნებლებზე და ხისთავიანებზე, რომლებიც თვლიან რომ ვინმეზე მეტი პრივილეგია აქვთ რომ არ იღებენ ბილეთს |
Posted by: Mick-el-Angelo 3 Jul 2019, 16:23 | ||||
toyota12345 წარმატებებს გისურვებ, აგეწყოს გეგმები, როგორც შენ გაქვს ჩაფიქრებული.
აგერ, მაცნეში ქექვა ვისაც ეზარება, დავდებ ბარემ აქაც: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი "მუხლი 130. უბილეთო მგზავრობა 4. მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა: ა) მიწისზედა ელექტროტრანსპორტით (ტროლეიბუსი, ტრამვაი), ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. მგზავრი ვალდებულია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროტრანსპორტით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისას მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა. 2. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება; (ამოქმედდეს 2019 წლის 4 ივლისიდან)]". Ben_Joyce გეთანხმები ყველაფერში, ეს კატეგორიები მეც ძალიან მაღიზიანებს. Krusty_the_Clown
მოდი იმით დავიწყოთ, რომ ავტობუსით მილიონერი არავინ მგზავრობს, განსაკუთრებით ჩვენთან. და მართლა გაჭირვებული ვინცაა, ხშირად მინახავს, მიდის კონტროლიორთან და ხმადაბლა ეუბნება, რომ არ აქვს ფული. არავის გაუჭედავს ასეთებზე. მაგრამ ტიპი რომ გონორითაა და "რატომ უნდა ავიღოო, 2 გაჩერებაში ჩავალ" ან "შენ ვინ გკითხავს" ყვირის, ეგ ზუსტად მენტალიტეტია და მეტი არაფერი. სამწუხაროდ, აზროვნება ამ ქვეყნის მოსახელობის უმრავლესობისა ვერ წვდება იმ მარტივ იდეას, რომ ეს ტრანსპორტი საზოგადოებრივია - ანუ შენია, რაც სახელმწიფოსია - შენია, შენი გადასახადებითაა გაკეთებული, შენთვისაა გაკეთებული და კი არ უნდა გააფუჭო ეს სიკეთე და "მოატყუო" სახელმწიფო, არამედ უნდა გაუფრთხილდე. იმას ვერ ფიქრობენ, რომ შეიძლება სხვასაც უნდა 50 თეთრის დაზოგვა (ბევრისთვისაა ეგ ფული), მაგრამ იღებს ბილეთს და უნდა აიღოს, თუ არ უნდა რომ ხვალ ტტც-მ ან შეამციროს ავტობუსები ამ ხაზზე, ან საერთოდ გააუქმოს მარშრუტი ან ყველასთვის გაზარდოს ტარიფები. შეგნებაა ყველაფერი, ბევრს ეს უმარტივესი ურთიერთკავშირები არ ესმის. |
Posted by: Krusty_the_Clown 3 Jul 2019, 16:27 |
Ben_Joyce გთხოვ, მე ნუ მიხსნი რა, რომ მგზავრობის საფასური უნდა გადაიხადოს ადამიანმა. მაგალითად მე პირადად შევესწარი, როცა ქალმა დემოსტრაციულად არ გადაიხადა და მართალიც იყო, იმიტომ, რომ კონდიცირება არ მუშაობდა. ეს არ არის თან იშვიათი, ხშირი მოვლენაა. ასევე დიდი სურვილი მაქვს არ გადავიხადო საფასური, როცა კოტლეტივით ვარ მიჭყლეტილი კარებზე და ისე "ვმგზავრობ" |
Posted by: Mick-el-Angelo 3 Jul 2019, 16:33 | ||
Krusty_the_Clown
ამაზე არც ისე დიდი ხნის წინ ვმსჯელობდით უკვე და სადღაც გეთანხმები, მაგრამ იმით, რომ შენ ბილეთს არ აიღებ, სიტუაცია ვერ გამოსწორდება, პირიქით, სავსე ავტობუსში 20 კაცს ექნება აღებული ბილეთი და ტტც-სთვის ეს ნახევრადცარიელი ავტობუსია, ესე ჩანს ბილეთების გაყიდვიდან. გაცილებით უკეთესია, ეს პროტესტი გამოხატო წერილში, რომლითაც მიმართავ მერიას და მოითხოვ ხაზის/ავტობუსების დამატებას. და თუ ასე ბევრი მოიქცევა, დიდი ალბათობით შედეგსაც გამოიღებს ეს შრომა. |
Posted by: Krusty_the_Clown 3 Jul 2019, 16:38 |
აუF, სასტავი რეებს მიხსნის სხვაგან წახვედით მეგობრებო სხვაგან. მენტალობას რაც შეეხება, განათლება+ეკონომიკური მდგომარეობა, სხვა რაფერი ცვლის მას. ბრიტანელები ერთ დროს ჯვაროსნები იყვნენ, დაუბანლები დადიოდნენ და ლამის ბავშვებით ხორცს ჭამდნენ. ქვეყანა არ ვითარდება ეს დედააფეთქებული, არის სტაგნაცია, ასე რომ ნურაფრის ცვლილებას ელით უკეთესობისენ ახლო მომავალში. ვიღაც ოლიგარქი მართავს ქვეყანას კულუარებიდან ტფუ |
Posted by: Mick-el-Angelo 3 Jul 2019, 16:46 |
Krusty_the_Clown პირადად შენ კი არ გიხსნი მე არაფერს, აზრს გამოვხატავ შენ მიერ დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით (ამისთვის ვიკრიბებით აქ ძირითადად). მოსახლეობის კეთილდღეობა რომაა ყველაფრის სათავეში, ამაზე კამათს არავინ დაგიწყებს, მაგრამ რაც არის, ის არ უნდა დაანგრიო და გააფუჭო, მხოლოდ იმიტომ რომ შენი არაა - სახელმწიფოსია. როცა გაიგებენ რომ სახელმწიფოს ფუნქციაა ხალხის მოთხოვნათა დაკმაყოფილება და უზრუნველყოფა, და სახელმწიფოა სწორედ ხალხი და სხვა არავინ, შეიძლება ხელისუფლებაში მყოფ პირებსაც მეტ პასუხისმგებლობას და ეფექტურობას მოსთხოვენ, რაც აისახება ხალხის კეთილდღეობაზე. ჯერჯერობით არსებითად ყველას ყველაფერი "კიდია": 50 თეთრი დაზოგოს, სხვა ამ მომენტში არაფერი ადარდებს. |
Posted by: Krusty_the_Clown 3 Jul 2019, 17:14 |
Mick-el-Angelo ვინმე დგას და ასე გამატებით ამტვრევს ავტობუსებს? თავად მძღოლები რომ ამტვრევენ და ლეწავენ ავტობუსებს, მაგის მომკითხავი ვინაა? მაგალითად სავალი ნაწილები რომ ფუჭდება ვინ აკეთებს? |
Posted by: Beka_g 3 Jul 2019, 17:33 |
ხალხო 14 ნომერი ავტობუსი რა ფერისაა? |
Posted by: Mick-el-Angelo 3 Jul 2019, 17:41 | ||
Beka_g ლურჯი მან-ი. Krusty_the_Clown
არის ასეთებიც |
Posted by: vatman 3 Jul 2019, 18:16 | ||
Krusty_the_Clown
რას ნიშნავს ამტრევენ და ლეწავენ? სულ მეტი საქმე არ აქვთ მძღოლებს ზოგს ფეხებზე რო ჰკიდიათ ეს სხვა საქმეა და ზოგადად ეს ყველგანაა, ევროპაშიც მასეა, განსაკუთრებით იმ კომპანიებში სადაც მძღოლები კონკრეტულ ავტობუსზე მიბმულები არ არიან |
Posted by: iviko18 3 Jul 2019, 20:27 |
toyota12345 კონტროლიორი როცა უბრალოდ საკუთარი ბარათის მისადებად ამოდის ავტობუსში და რეალურად არ ამოწმებს ბილეთებს, ეგ რა პონტია? |
Posted by: forum-ge 3 Jul 2019, 20:34 |
86 ნომერზეც ქალი მძღოლი იჯდა დღეს თუ ვინმეს აინტერესებს ეს ფაქტი |
Posted by: Blueსტუმარი 3 Jul 2019, 21:49 | ||
Beka_g
ლურჯი |
Posted by: MANMUS 3 Jul 2019, 22:08 |
მე მეჩვენება თუ მწვანე მანებში უკანა მხარეს ძრავის განყოფილებასთან დასაჯდომი რომაა საშინელი სიცხე გამოდის, წინა მხარეს გადმოვედი ისეთი გახურებული იყო უკან 3კაციან დასაჯდომთან, კონდიციონერიც არ აციებდა მაინცდამაინც კარგად ბორტი 189. |
Posted by: Mick-el-Angelo 3 Jul 2019, 22:31 |
ERAMUS ხო, მეც მეჩვენება, რომ შედარებით თბილა მანდ სამაგიეროდ, ზამთარში გაასწორებს |
Posted by: toyota12345 4 Jul 2019, 02:14 |
iviko18 ეგ იცი რა პონტია 10 წუთზე მეტი გადაცდომა არ უნდა მისცეს ბოლო აღებული ბილეთიდან და მთელი დღე რაც მორიგეობს თავისი სამსახურის ბარათი უნდა მიადოს სალაროს და აიღოს ბილეთი. შემდეგ ეგ ფიქსირდება ანალიტიკურ სამსახურში რა დროს რომელ ავტობუსში აიღო კონტროლიორმა ბილეთი ანუ მაგით იგებენ რომ კონტროლიორი მუშაობს. თუ ვთქვათ აიღო ბილეთი 12:00 და შემდეგი ბილეთი აიღო 12:15 წუთზე აქვს უკვე ჩავარდნა მაგის გამო დაიბარებენ ანალიტიკურში და დააწერინებენ ახსნა განმარტებას, შემდეგ სამსახური მისცემს შენიშვნას და 50 ლარი მაინც დააკლდება მინიმუმ ხელფასიდან ეგაა და ეგ. არ ითვლება ის დრო როდესაც არის შესვენებაზე დღეში 30 წუთი და ასევე ის დრო როდესაც წერს ჯარიმას. |
Posted by: iviko18 4 Jul 2019, 08:07 | ||
კი მაგრამ რეალურად ხომ არ მუშაობს და ეგეთი კონტროლის აზრს ვერ ვხვდები, იღებს ბილეთს ისე რომ არ ამოწმებს და ჩადის. თუ რახანც ბილეთი აქვს, ითვლება რომ ის რეისი შეამოწმა? |
Posted by: Ben_Joyce 4 Jul 2019, 09:31 |
არის რაღაც გაჩერებები, სადაც კონტროლიორი დგას, მაგრამ ავტობუსი შეიძლება არ მოვიდეს 10 წუთზე მეტი დროის განმავლობაში. მაგალითად, სოფელი დიღმის გადასახვევთან, თეთრი დუქნის გაჩერებაზე (ID:3125 და 3124) დადის 4 სხვადასხვა ავტობუსი: #7 -ინტერვალი 20 წუთი #104 - ინტერვალი 70 წუთი #109 - ინტერვალი 70 წუთი #16 - ინტერვალი 105 წუთი (და ასევე დილის 8 საათზე შესრულებული ნახევარი ბრუნის შემდეგ, ბრუნდება ავტოპარკში და 15:00-მდე არ გამოდის ხაზზე) ამ გაჩერებაზე როგორ არის საქმე? ხშირად ხდება რომ 10 წუთზე მეტი, არცერთი მიმართულებიდან არ მოდის ავტობუსი. |
Posted by: Mick-el-Angelo 4 Jul 2019, 09:44 |
მწვანე მან-ებსაც მიაკრეს უკვე რეკლამები, თან პირდაპირ მინებზე 55-ის ბორტ 191-ზე ვნახე. |
Posted by: MANMUS 4 Jul 2019, 10:04 | ||
ესენი სულ გამო###ვდნენ? ახალ ავტობუსებს მაინც შეეშვან ან ლურჯების მსგავსად ჩარჩოები მაინც გაეკეთებინათ ოოხ კანტორა * * * 189 ბორტში უკან მანის წარწერა რომ არის M აკლდა უკვე, როგორ მოახერხეს |
Posted by: ფაშისტი 4 Jul 2019, 10:31 |
toyota12345 ვეღარ მოვიცალე შენთან სასაუბროდ.. რა ხდება შენს თავს, სიცხეში გიჭირთ და წარმომიდგენია როგორ იღლები.. სხვა ახალი სამსახური ხომ არ ჩანს შენს ირგვლივ? |
Posted by: Krusty_the_Clown 4 Jul 2019, 10:52 | ||||||
Mick-el-Angelo
მე პირადად არ შემხვედრია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამას მასიური ხასიათი არ აქვს. რომ შემხვდეს, აუცილებლად მივცემ შენიშვნას. vatman
მე თავად ვარ მძღოლი და თან საკმაოდ ფრთხილად მოსიარულე. საკმაოდ კარგად ვხვდები, როცა ადამიანი მართავს მანქანას დაუდევრად და მოურფთხილებლად. დეტალებში ვიცი დაკვირვება მძღოლის, რადგან ზოგადად მომწონდა ყოველთვის ტორპედოს აღჭურვილობა, ტრამვაის, ტროილეიბუსის და ავტობუსების კუთხით. დაჟე ტახომეტრსაც კი ვუყურებ მანებზე და განვიცდი, როცა მწვანე ზოლს აშორებს მძღოლი და წითელში გადაყავს ახლა შენით მიხვდები, თუ როგორ აღვიქვამ, როცა ორმოში მუხრუჭის გარეშე გადაივლის და ჩაათხლიშებს. შენი საქმე თუ არ გიყვარს, ვერც მიბმა გიშველის და ვერც დაბმა ვერანაირ ავტობუსზე. ასეა ყველა პროფესიაში. ამ კუთხით შერჩევის კრიტერიუმი კი დარწმუნებული ვარ, რომ არ მუშაობს აქ. iviko18
ზერელე დამოკიდებულება, სავარაუდოდ. |
Posted by: Blueსტუმარი 4 Jul 2019, 11:34 |
ლურჯი MAN-ები რომ გარეცხონ რა მოხდება? ნუთუ ესე როგორ უნდა ეზარებოდეთ. პირვალნდელი სახე დაუბრუნონ ამ ლურჯებს. |
Posted by: vaxo55 4 Jul 2019, 11:52 | ||||
Mick-el-Angelo
დღეს ბევრი "შეგნებული" ედიკას პერიოდში სახლის წინ ამოსულ ჭადრებს ჭრიდა,რომ სახლი გაეთბოთ და შვილები სიცივეში არ ჰყოლოდათ.ზოგიერთი მგზავრი,დღეს რომ უბილეთოდ დადიან და ათასს იმიზეზებენ,რომ უფასოდ იმგზავრონ- კომუნისტების დროს ნაცნობებს ბილეთს უღებდნენ ხოლმე-ცხოვრების წესი იყო ასეთი.როცა მგზავრობის ღირებულება პურის ფასს უტოლდება და შემოსავალი პურებში გადაყვანილი არაა საკმარისი იმისათვის,რომ მგზავრობისას არ იმამაძაღლო-ძნელია გაამტყუნო მოქალაქე.ცხოვრებამ დაუკარგა ხალხს ე.წ.შეგნება.შეეკითხე უბილეთოს-ისე,კაცურად-გრძნობს თავს დამნაშავედ თუ არა.ყველა გრძნობს თავს დამნაშავედ,მაგრამ ასე ურჩევნიათ.50 თეთრად,ბილეთში რომ დაზოგა-შვილიშვილს მიუტანს სახლში ბატიბუტს და ოჯახი გაიხარებს. სანამ პასუხს დაწერთ ესეც გაითვალისწინეთ.
|
Posted by: toyota12345 4 Jul 2019, 12:18 |
iviko18 არის გაჩერებები სადაც მძღოლი არ ჩერდება ან უკან მოადგება ავტობუსი და მაგიტომაც არ ან ვერ ამოწმებენ და იღებენ მხოლოდ ბილეთს რომ ჩავარდნა არ მისცეთ. Ben_Joyce მაგ შემთხვევაში პრობლემა არაა, თუ ავტობუსმა არ გამოიარა არაფერს არ ეტყვიან ისინიც ხომ ხედავენ როდის სად რა დროს რომელმა ავტობუსმა გამოიარა. და სოფელი დიღმჯს გაჩერევას რაც შეეხება მანდ ორივე მხარეს არის თანამშრომელი. ანუ აქეთ შეამოწმა მერე მეორე მხარეს გადავიდა იქიდანაც ხო ჩამოვა ავტობუსი და ასე შემდეგ ფაშისტი სალამი ქეთი როგორ ხარ? რავი ვნახავ რამეს მივდგები მოვდგები აქედან უეჭველი უნდა წამოვსულიყავი. |
Posted by: Krusty_the_Clown 4 Jul 2019, 12:20 | ||
vaxo55 კარგად ჩამოაყალიბე, დაახლოებით იგივეს დაწერა მინდოდა. დავწერე კიდეც, რომ სტაგნაციაა ქვეყანაში, ეკონომიკა არ ვითარდება და ყველაფერი არის მიბმული კეთილდღეობაზე. მაგალითიც მოვიყვანე დღეს პეროგარჭობილი ბრიტანელის წინაპრის, რომელიც დაუბანელი დარბოდა შუა საუკუნეებში, როცა ჩვენთან კულტურა ყვაოდა და ვახტანგ მეექვსე სასწაულ თარგმანებს აკეთებდა. შეგნებაზე საუბარი არის ძალიან ნაადრევი, როცა ადამიანი არ არის უზრუნველყოფილი არაფერით (შემოსავალი, სოციალური დაცვა, უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტიები) გლეხი, ამ სიტყვის ცუდი გაგებით, ვერ წარმართავს ქვეყანას და ვერც ქალაქს, არადა ერთსაც და მეორესაც მენტალური გლეხები არიან ჩაბღაუჭებული
კი, რადგან მაგითომ ვიქირავეთ დროებით მთავრობა, რომ ჩვენი შემოსავალი მართოს. დავამატებ, რომ თუ არ არის ეკონომიკური ზრდა, თუ არ იქმნება ღირსეული სამუშაო ადგილები, ასეთი მთავრობა უნდა წავიდეს. გასაგებია, რომ მაქსიმალურად ყველამ უნდა გაიჭირვოს და ეთიკა და ეტიკეტი არ უნდა დაკარგოს. |
Posted by: Mick-el-Angelo 4 Jul 2019, 12:34 | ||
vaxo55 მესმის, რასაც ამბობთ და გეთანხმებით სადღაც. უბრალოდ უსამართლოა ეს იმათთან მიმართებით, ვინც ბილეთს იღებს. პირადად, ჩემთვისაც, მქონია ცხოვრებაში პერიოდები, თუნდაც სტუდენტობისას, როცა 50 კი არა, 20 თეთრიც იყო ფული, მაგრამ ბილეთს ყოველთვის ვიღებდი. ბოლო 20 თეთრითაც ამიღია ბილეთი, იმიტომ რომ ასეა საჭირო. და ეხლა "ჭკვიანმა" დაზოგა და სახლში ბატი-ბუტი მიუტანა, მე კი ცარიელი ხელებით დავბრუნდი. სამართლიანია? ერთ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ? თუ მაშინ ყველამ დავიკიდოთ და ვიღაცამ ბატი-ბუტზე შეაგროვოს, ვიღაცამ კი აიფონზე.
ამაში სრულიად გეთანხმები. მაგრამ ბილეთის არაღებით არა მგონია ბევრს მივაღწიოთ სიტუაციის გამოსწორებაში. ცხადია, ბევრია სოციალური პრობლემა, რომელიც აშკარა უსამართლობას განაპირობებს ქვეყანაში, რაც პირადად მე ძალიან მაღიზიანებს. ჩვენთან უფსკრულია ე.წ. საშუალო კლასსა (ჩვენს რეალობაში, რეალურად - ღარიბებს) და შემოსავლიანებს შორის (რომელიც თბილისში საკმაოდ ბევრია და, ძირითადად, არც ისე პატიოსანი გზებით ნაშოვნი ფულებით). ერთი ფიქრობს 50 თეთრი როგორ დაზოგოს, მეორე კი საწვავს ჩაასხამს და საზოგ.ტრანსპორტის გაჩერებაზე ან ტროტუარზე აპარკინგებს თავის პირობით "პრადოს". ამ მეორეს არც არავინ დააჯარიმებს (როგორც წესი), არც დამატებით მოსაკრებელს მოსთხოვს საზოგადოებრივ ადგილს რომ იკავებს თავისი პირადი მანქანით, რათა ეს ფული მერე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე მიმართოს. ღარიბს კი თუ რამეა დააჯარიმებენ კიდევაც უბილეთო მგზავრობისთვის გადატენილ ტრანსპორტში. უსამართლობაა, მესმის აბსოლუტურად. მაგრამ ბილეთის არაღებით გამოსწორდება რამე? არა მგონია, ისევ საკუთარ თავს დავაზიანებთ. დემოკრატიულ ქვეყნებში, სხვა მეთოდები არსებობს ასეთ სოციალურ უსამართლობასთან ბრძოლის, ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე ზემოქმედების, რაც ყველა შემთხვევაში, საზოგადოების მობილიზაციას მოითხოვს. აქ რატომღაც ხალხი ხმას იღებს მხოლოდ მათ პატრიოტულ ან რელიგიურ გრძნობებს თუ ვინმე შელახავს, თავისი ძირითადი უფლებების დაცვა კი არავის უნდა, არასერიოზულად მიაჩნია. |
Posted by: Krusty_the_Clown 4 Jul 2019, 12:38 |
რა სამართLიანობაზე საუბრობთ, როცა აგერ, ჩვენს თვალწინ ახალგაზრდებს თვალები დათხარა იმან, ვინც ჩვენს უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს? რა ბილეთი, რის ბილეთი... |
Posted by: MANMUS 4 Jul 2019, 18:14 |
87ზე TT-132-CBის ძრავს პრობლემა ქონდა მთელი გზა საშინელი ხმა იყო სალონში ბოლოს ბარათაშვილზე რო ჩამოვედით ხალხი აღარ ჩაისვა და სანაპიროსკენ წავიდა სავარაუდოდ ბაზაზე. |
Posted by: Confetto 5 Jul 2019, 10:59 | ||
ჯართის მიმღებ პუნქტში წასულიყო ჯობდა აღარ შეიძლება იმათი სიარული, ვერ შეიგნეს. ვინმე უნდა დაშავდეს მაინც და მაინც ხომ |
Posted by: MANMUS 5 Jul 2019, 11:15 | ||
მანზეა აქ საუბარი სერიოზული არაფერი ჭირს გამოასწორებენ და გამოუშვებენ ხაზზე |
Posted by: Mick-el-Angelo 5 Jul 2019, 11:16 | ||
Confetto
რატომ აღარ შეიძლება? 2 წლის ავტობუსებია და ვერ გავიგე რაღაც. |
Posted by: vaxo55 5 Jul 2019, 11:22 | ||
Mick-el-Angelo
მე ყოველთვის ვიღებ ბილეთს.სატრეანსპორტო კომპანიას ვემსახურე მთელი 40 წელი,მაგრამ არასოდეს გამომითქვამს პროტესტი ქართული მაქინაციების მიმართ.ის ვინც "ჭკვიანად" ახსენე-ჩემთვის საცოდავი უფროა-მან იცის,რომ დანაშაულს სჩადის,მაგრამ მაინც მიდის მამაძაღლობაზე. ხალხში იკარგება სირცხვილის გრძნობა. კონტროლიორი ედავება უბილეთო მგზავრს.ასეთები რამოდენიმე კატეგორიად იყოფიან.ერთი უტიფრად უმტკიცებს კონტროლიორს აბსურდულ არგუმენტებს-შენ ვინ გეკითხება,მე ჩასვლისას ავიღებ და ა.შ. მეორე კატეგორია-სანამ არ შეახსენებს კონტროლიორი მანამდე არ აიღებს ბილეთს,იმ იმედით რომ იქნებ როგორმე "ბატიბუტი" გამოიმუშავოს. თქვენი არ ვიცი,მაგრამ ასეთების მიმართ უფრო შეცოდების გრძნობა მეუფლება,ვიდრე იმის,რომ ის უბილეთოდ მგზავრობს და მე ბილეთის საფასური გადავიხადე. თანაც დარწმუნებული რომ ვიყო,რომ ჩემს მიერ გადახდილი თანხა,რომელიც ბიუჯეტში შევიდა სამართლიანად მოხმარდება იმათ,ვისაც ჯერ არს, გამიჩნდებოდა პროტესტის გრძნობა,მაგრამ რატომღაც ასე არ ვფიქრობ.შეგიძლიათ შემედავოთ. |
Posted by: Blueსტუმარი 5 Jul 2019, 11:51 |
ერთი ის მიკვირს რომ ბოგდანი 10 წელია მუშაობს და დიდი არაფერი დამართნია. მართალია 34-ს მუხრუჭმა უმტყუვნა და კიდე ერთი დაიწვა. მაგრამ მანს განსაკუთრებით მწვანეს ყველაფერი "გასძვრა". ლურჯები 2 წელიწადია მუშაობენ. ერთი პერიოდი კონდიციონერი არ მუშაობდა კარგად, იატაკი იწვიდა, ახლა ერამუსმა რაც დაწერა რომ 87-ს ხმა არ ჰქონდაო კარგიო და ავარიებში ყვებიან. როგორც ჩანს მწვანეებზე სამუშაობები უხარისხოდა შესრულებული. |
Posted by: Mick-el-Angelo 5 Jul 2019, 11:57 | ||||||||
vaxo55
ანუ ეს მისთვის ნორმაა. რომც ჰქონდეს ბატიბუტის ფული, მაინც მოუნდება იმ 50 თეთრის დაზოგვა - აბა სულელია, თუ გასდის უფასოდ, რატომ უნდა გადაიხადოს? ქვეყანაში კეთილდღეობის ძალიან დაბალი დონეა, მესმის და ვიცი. მაგრამ ვისაც მართლა უჭირს, ამბობს და არ მინახავს ასეთ შემთხვევებში რომელიმე კონტროლიორს რაიმე ეთქვა მისთვის. მაგრამ პრობლემა ზუსტად ისაა, რომ ასეთ "უბილეთოებს" შორის დიდი ნაწილია ისეთების, ვისაც აქვს გზის ფული, მაგრამ რატომ უნდა აიღოს ბილეთი, თუ უფასოდაც შეიძლება. მარშრუტკა ხომ არაა რომ გადაიხადოს. მე ასე მიმაჩნია, თქვენ უფრო ჰუმანური თვალსაზრისით უყურებთ, მე ასეთი მიდგომა ყოველთვის სწორად არ მიმაჩნია. პირადად მე, ფული რომ არ მქონდა, ფეხითაც მივლია საკმაო მანძილებზე. გარკვეული "სინაგლე" გჭირდება, რომ ახვიდე ავტობუსში, უფასოდ იმგზავრო (მიიღო მომსახურება) და მადლობაც არ თქვა, აქეთ კონტროლიორი გალანძღო. ასეთ საქციელს ვერაფრით გავამართლებ და არც უნდა გამართლდეს. ყველაფერს აქვს საზღვარი და აშკარა კანონსაწინააღმდეგო ქცევა ნორმად არ უნდა მივიჩნიოთ.
ეს ნაწილი ბოლომდე ვერ გავიგე. მაგრამ, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ დანიშნულებისამებრ იხარჯება, ზუტად ამიტომ უნდა გაგიჩნდეთ პროტესტის გრძნობა. * * * BlueVisitor
რა გასძვრა მწვანეს? ერთ ავტობუსს სარკე ამოუვარდა მოძრაობისას. მეტი მწვანეებზე არაფერი გამიგია.
მარტივია - ბოგდანი კუბოა 4 ბორბლით, რა უნდა გააფუჭო მანდ. თუმცა ჯართადაა გადაქცეული ეგეც, დიდების დიდი ნაწილიც კი ბაზაზე ყრია - ეგ თუ არაფერი მოუვიდათ, მაშინ სხვა რა უნდა დაემართოს. მან-ი კი ახალი ევროპული ავტობუსია, უფრო რთული ტექნიკაა, რომელსაც განსაზღვრული ინფრასტრუქტურა და სერვისი სჭირდება. თუ არ ექნება - ბოგდანზე სწრაფად დაიშლება, რა თქმა უნდა. |
Posted by: MANMUS 5 Jul 2019, 12:34 | ||
სიმართლე რომ გითხრა ბოგდანები თავიდანვე არ ვარგოდნენ, მახსოვს ჩამოყვანიდან რამდენიმე თვეში ჭერიდან წყალი ჟონავდა, არც ტექნიკურად იყვნენ ხარისხიანები. მანი როგორც დაიწერა არის თანამედროვე ტექნიკა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა ჭირდება. არის გარკვეული პრობლემები მათთან დაკავშირებითაც ოღონდ არა უშუალოდ ავტობუსის ხარისხის გამო, არამედ არასათანადო მოვლის, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ბოლო 1 კვირაა კონდიციონერის პრობლემა გამოსწორდა, რამდენ მანშიც ავედი ყველგან სასიამოვნო სიგრილე იყო. მწვანე მანს რაც შეეხება ნუ ის 1 სარკის ჩამოვრდნა არამგონია რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს. აი ვინც მწვანე მანებზე რეკლამის მიტყეპება გადაწყვიტა იმას ხელები უნდა გაუკეთო ტრაქში |
Posted by: Krusty_the_Clown 5 Jul 2019, 14:36 |
გუშინ დელისიდან ვაკისკენ მივდიოდი და პატარა ბოგდანი იდგა, ნომერი აღარ მახსოვს. მძღოლი წინიდან სახრახსნისით რაღაცას ეჩალიჩებოდა... ვაკეში რა მიდის მეთქი და იცით რა მიპასუხა? მაგალითად 140 მიდისო. მერე დაფიქრდა და კიდევ მითხრა: ესეც მიდის ვაკეში, მაგრამ გამიფუჭდაო გული დამეწვა, ლამის დახმარება შევთავაზე |
Posted by: TramwayMan 5 Jul 2019, 19:09 |
BlueVisitor რა არაფერი მოუვიდა ტენდერები მაინც ნახე წამდაუწუმ ნაწილებს ყიდულობენ და ძრავებიც კი გამოუცვალეს. |
Posted by: SESH 6 Jul 2019, 10:47 |
TramwayMan ბოგდანების შენახვა თითქმის იგივე უჯდებათ, არა? |
Posted by: MANMUS 6 Jul 2019, 12:09 |
SESH ჩემი აზრით ის თანხა რაც რამდენიმე ბოგდანის გარემონტებას სჭირდება 1 მანს ეყოფა |
Posted by: Blueსტუმარი 6 Jul 2019, 12:30 |
ერთი რამ მაინტერესებს ბოლოს რომელი მარშრუტი ჩაანაცვლეს ლურჯ მანად? |
Posted by: Kublicha 6 Jul 2019, 12:43 | ||
150 |
Posted by: alea iacta est 6 Jul 2019, 13:02 |
https://www.bpn.ge/article/58018-kuchebi-tbilisshi-sadac-marshrutkebi-vegar-imozraveben-mikroavtobusebs-gadaadgileba-mokle-manzilze-moucevt რაც მალე მოაშორებენ მით უკეთესი და იმედია მომავალში საერთოდ უარს იტყვიან ასეთ ტრანსპორტზე. |
Posted by: alexx 6 Jul 2019, 15:54 | ||
vaxo55
ეს იგივეა ადამიანი მაღაზიაში შევიდეს, ჩუმად აიღოს თაროდან იოგურტი, იქვე შეჭამოს და ჩუმად სცადოს მაღაზიიდან გასვლა, იქნებ ვერავინ შემამჩნიოსო. ასეთი ადამიანიც შეცოდებას იმსახურებს, მაგრამ რამდენად სწორია ეს საქციელი, თქვენ განსაჯეთ. |
Posted by: TramwayMan 6 Jul 2019, 18:39 |
SESH ERAMUS რაც მეტად ძველდება ტენქია მით ძვირია მისი შენახვა, ასე რომ ახალი მანები ბოგდანებზე ძვირი შეანახარი არ არის ზოგადად, უბრალოდ კლიმატკონტროლის სისტემა ხარჯიანია ესაა და ეს, ამას ემატება ის რომ გაზზე რომლებიცაა უფრო დიდებიცაა და მეტსაც წვავს. |
Posted by: toyota12345 6 Jul 2019, 18:47 |
მერამდენე ავტობუსზე ვნახე უკვე რომ მხოლოდ დამატებითი სტოპ მაშუქი უმუშავებს. |
Posted by: პაწა 6 Jul 2019, 19:52 |
ვინმე შეაჯდება და იასნია დაბრალდება ყველაფერი მას |
Posted by: MANMUS 6 Jul 2019, 21:20 |
თეგეტა რას აკეთებს ამ დროს? |
Posted by: beka331 6 Jul 2019, 23:28 |
აუ მიკროავტობუსებზე ეს ნიუსი ძალიან მომეწონა. აი ძალიან |
Posted by: Mick-el-Angelo 7 Jul 2019, 10:18 | ||
ეგ, მაგალითად, რა ქუჩებია? რა სისულელეებს ლაპარაკობს ეს ხალხი? |
Posted by: MANMUS 7 Jul 2019, 10:47 |
Mick-el-Angelo მარშუტკების თემაში დავდე ინფო |
Posted by: Ben_Joyce 7 Jul 2019, 16:06 |
TTC-მ web-გვერდის დიზაინი შეცვალა და ბევრი სერვისი არ მუშაობს, იმედია, დროებით. გავტესტე, ზოგი რაღაც მომეწონა, ზოგი - არა. მომეწონა ის, რომ ბევრ ტაბლოზე მაშინაც ჩანს ავტობუსის მოსვლის დრო, როცა დიდი დროა დარჩენილი. აქამდე ბევრი ტაბლო 50 წუთზე მეტ ან 99 წუთზე მეტ დროს არ აჩვენებდა ხოლმე. არ მომწონს ის, რომ მარშრუტის არჩევისას მხოლოდ არჩეული მარშრუტის გაჩერებები ჩანს რუკაზე, ისიც ცალმხრივად. ასევე, #16 ავტობუსი, რომლის სქემა მაინც იხაზებოდა, საერთოდ იგნორირებულია რუკაზე. არც ტაბლოებზე ჩანს, არც საიტზე რეალურ დროში. არადა რამდენი ვიბრძოლე მაგის გამოჩენაზე. ზოგიერთ გაჩერებაზე არ ჩანს კონკრეტული ავტობუსი. მაგალითად, ტაბლო #2777-ზე არ ჩანს #74 ავტობუსის ინფო. ონლაინ დახმარების ლინკი ადრე მუშაობდა, ახლა უბრალოდ ფასადს ალამაზებს მომღიმარი ოპერატორი. უფასო კონსულტაციას გავუწევდი დიდი სიამოვნებით TTC-ს მაგრამ ალბათ არ აინტერესებთ. |
Posted by: Blueსტუმარი 7 Jul 2019, 16:23 |
Ben_Joyce მე ის არ მომწონს, რომ იმ გაჩერებებზე სადაც ავტობუსი დადის ადრე თანმიმდევრობით იყო მაგალითად ავიღოთ დიდუბის პანთეონის გაჩერება. ესე იყო 11,15,20,21,27 და ა.შ ახლა კი 15,21,86,27,20 და ა.შ. თუ გამოასწორეს არ ვიცი კიდე 89 რეალურად დაამატეს? ტტც-ზე არ მიჩვენებს |
Posted by: gigaloz 7 Jul 2019, 19:21 | ||
ჩვეულებრივ მოქალაქეს რომ არ უმუშავებდეს ეგრევე 15 ლარიანს დაუწერდნენ ჯარიმას და ქულებს მოაკლებდნენ. |
Posted by: MANMUS 7 Jul 2019, 21:21 |
ამ თეთრ მოწყობილობას რა დანიშნულება აქვს ხომ არ იცით? 20 ლურჯ მანშია დაყენებული მხოლოდ |
Posted by: ქაფქიანა 7 Jul 2019, 21:30 |
ERAMUS მგზავრების მთვლელი სენსორია. ........................ |
Posted by: vaxo55 8 Jul 2019, 11:51 | ||
თავდაპირველად ავტობუსები მოძრაობდნენ გრძელ მარშრუტებზე.მაგ 86 მარშრუტი მოძრაობდა მუხიანი–თემქა–საბურთალო–ნუცუბიძე.ახლა მუხიანიდან ვაგზლის მოედნამდე დადის.ასევე შეკვეცეს ზოგიერთი გრძელი მარშრუტი მაგ მოტივით. |
Posted by: MANMUS 8 Jul 2019, 13:51 | ||
მაღლივში ადიოდა როგორც მახსოვს. |
Posted by: metro500 8 Jul 2019, 13:57 |
ERAMUS კი ზუსტად და როცა მიკროავტობუსების შეკვეცაზეა ლაპარაკი მგონი ბევრი გრძელი მარშუტი აღსადგენია ავტობუსებისთვის. ახლა სიტყვაზე მე რო უნიდან გამოვალ რათქმაუნდა 135მარშუტკაში ჩავჯდები და ისე წამოვალ თემქაზე და არა მინიმუმ 3 ტრანსპორტის გამოცვლით. |
Posted by: MANMUS 8 Jul 2019, 14:37 |
საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, პარიზის ტრანსპორტის მმართველი კომპანია RATP-ის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა. თბილისის მერი პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას გაეცნო და ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტის მართვის ინსტიტუციური მოდელის მნიშვნელობაზე. კახა კალაძის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული ფუნქციონირებისთვის, განახლებული ავტოპარკისა და საქალაქო ტრანსპორტზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურის გარდა, უმნიშვნელოვანესია ტრანსპორტის მართვის მულტიმოდელური ჭკვიანი სისტემის დანერგვა. „კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ის გზა და პოლიტიკა, რომელიც გვაქვს არჩეული, სწორია და ზუსტად ვახორციელებთ იმ რეფორმას, რომელიც ყველა განვითარებულ ქალაქშია გაკეთებული. ჩვენ დამატებით კიდევ მოვისმინეთ, რა შეიძლება გაკეთდეს თბილისში და რისი გაზიარება შეიძლება იმ დიდი გამოცდილებიდან, რომელიც ამ მიმართულებით პარიზს აქვს. რა თქმა უნდა, ფრანგულ კომპანია „სისტრასთან“ ერთად, რომელიც მუშაობს ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაზე, გავითვალისწინებთ ყველა რჩევას, რომელიც დღეს გაჟღერდა. დარწმუნებული ვარ, თბილისი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი, კომფორტული და გამართული“, - განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოს დედაქალაქის მერს მასპინძლობა კომპანია RATP-ის პრეზიდენტმა მატიე ვუაზენმა გაუწია. „მოხარულები ვართ, რომ დღეს ვმასპინძლობთ თბილისის მერს და მის დელეგაციას. პარიზის რეგიონის ცენტრალური ავტოპარკი, სადაც ახლა ვიმყოფებით და საიდანაც იმართება ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრია. ჩვენთან დაახლოებით, 1000-ზე მეტი მძღოლი მუშაობს, გვაქვს რამდენიმე ასეული ავტობუსი. ახლა ავტოფარეხი შეივსო ახალი ავტობუსებით, რომლებიც აკმაყოფილებენ გარემოს დაცვის მოთხოვნებს, თანდათან კი გადავდივართ ელექტროავტობუსებზე. ვფიქრობთ, საინტერესო შეხვედრა იყო და ჩვენს გამოცდილებას გაიზიარებს თბილისი“, - განაცხადა მატიე ვუაზენმა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პარიზის ავტოსატრანსპორტო ქსელისა და გარდამავალი ენერგეტიკის პროგრამის - „ავტობუსი 2025“ საქმიანობის პრეზენტაციები. საუბარი შეეხო თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას, სამომავლო გეგმებს და საქმიანობის პრიორიტეტებს. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ამ მიმართულებით პარიზის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე მერი ასევე გაეცნო სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის მექანიზმებს, რაც შეიძლება მაგალითად გამოიყენოს საქართველომ. ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძემ ელექტროავტობუსების პარკი და მცირე მექანიზმების სახელოსნო Championnet დაათვალიერა. RATP-ის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას ფრანგული კომპანია “სისტრას” წარმომადგენლები დაესწრნენ. |
Posted by: Kublicha 8 Jul 2019, 15:24 | ||
RATP ს ოფისის გვერდით ვცხოვრობდი მაგარი სისტემა აქვთ მართლა, თუმცა არის იქაც ხარვეზები, ძირითადად გადახდების აპარატებთან დაკავშირებით.
ივეკო ურბანვეიები მიუღიათ. ნეტა რომლები შეცვალეს? რენოები ალბათ. მანები არამგონია შეეცვალათ, თან უმეტესობა ჰიბრიდები იყო. |
Posted by: TramwayMan 8 Jul 2019, 15:41 |
Kublicha პარიზი სხვადასხვა ავტობუსებს ყიდულობს. არა მარტო ივეკოს. |
Posted by: vatman 8 Jul 2019, 18:41 |
TramwayMan ავჭალაში ავტობუსებს რატო დაათრევენ ? მანდ არემონტებენ თუ შლიან? დღეს ვნახე როგორ მანდ 2 დიდ ბოგდანს მიათრევდნენ |
Posted by: MANMUS 8 Jul 2019, 18:51 |
034 თამარ მეფეზე ხიდთან დალეწილი გაურემონტებიათ და ხაზზეა |
Posted by: Mick-el-Angelo 8 Jul 2019, 18:53 |
ERAMUS ანუ, ეჭვი აღარ დარჩა, ჩამოწერილია 048 (თუ ჩამოწერაზე ინფო სიმართლე იყო). |
Posted by: TramwayMan 8 Jul 2019, 19:01 |
vatman მანდ არის სარემონტო ბაზა, ხიდის გვერძევე. მანდ იქნება 200 ავტობუსისთვის ბაზა ახალი, მათ შორის ელექტრობუსების. |
Posted by: MANMUS 8 Jul 2019, 19:13 |
Mick-el-Angelo კი ნამდვილად ეს იქნება. ისე ცოტა არიყოს ჩამოწერის ამბავი მეეჭვება თუ ძრავის პრობლემა ქონდა თეგეტას შეეძლო უპრობლემოდ გამოეცვალა. ჩამოწერა რეალური იქნებოდა თუ კარკასი ექნებოდა დაზიანებული ან დეფორმირებული, მაგრამ არც ეს მგონია რადგან ასეთ ავარიაში რომ მოყოლილიყო გახმაურდებოდა და გვეცოდინებოდა (ბოლობოლო რომელიმე ფორუმელი მაინც შეესწრებოდა) გარაჟში არამგონია რამე სერიოზული დამართნოდა. |
Posted by: Blueსტუმარი 8 Jul 2019, 21:48 |
21 ნომერზე 61 მანი მუშაობს, ბორტის ნომერი კი არის TT-009-CB |
Posted by: metro500 8 Jul 2019, 22:27 |
ზოგადად პატარა 8 მეტრიანებზე ინფორმაცია არაფერი ვრცელდება? ხო იყო თავიდან ინფო რო თითქოს აგვისტოში უნდა შემოსულიყო პირველი პარტია და თქვენი აზრით რამდენადაა სიმართლესთან ახლოს? ან ამ წლის ბოლომდე მაინც თუ ვიხილავთ რომელიმე ხაზზე? |
Posted by: Kublicha 8 Jul 2019, 22:59 |
metro500 ისუზუ კი არა მანები არ ჩამოსულა ჯერ |
Posted by: ფაშისტი 9 Jul 2019, 00:45 |
metro500 Kublicha ბაზაზე დღეს მითხრეს აგვისტოს ბოლოდან დაიწყება შემოყვანაო .. ნუ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია ჩვენებსაც, ასე თარიღით ვინ იცის დღეს რამე, ზოგადად ქვეყნის ჭირს ვგულისხმობ, ყველა თემა დაულაგებელი გვაქვს. ეხხ |
Posted by: vatman 9 Jul 2019, 10:43 | ||
TramwayMan
სადაც არის და რა არის, და რაც აპირებენ კი ვიცი ხოდა მე ვკითხულობ მანდ მხოლოდ სარემონტოდ დაათრევენ თუ დასაშლელადაც ფაშისტი შენ რუსთავში გამოცდა დიდ ავტობუსზე ჩააბარე? და თეორიულ გამოცდაზე რამდენი კითხვა იყო? 20 კითხვა 2 შეცდომით თუ 40 კითხვა 4 შეცდომის უფლებით? |
Posted by: ფაშისტი 9 Jul 2019, 10:55 |
vatman რუსთავში, ავტობუსი იმ პერიოდში მწყობრიდან იყო გამოსული და ჩავაბარე vw სამარშრუტოზე, იმ სიგრძე იყო გული შემიწუხდა, პირველად ვნახე მაგ სიგრძე მარშრუტკა. გამოცდა: 40 კითხვა, 40 წუთი და 4 შეცდომის უფლება |
Posted by: vatman 9 Jul 2019, 11:09 |
ფაშისტი მადლობა D კატეგორიის ჩაბარებას ვაპირებ ახლო მომავალში, ხოდა სამაშრუტო უცხო არ არის ჩემთვის და რა ავტობუსი ჰყავთ არ იცი? |
Posted by: Kublicha 9 Jul 2019, 11:56 | ||
მეც მაინტერესებს. C ს გარეშე შეიძლება პირდაპირ Dზე გასვლა? თუ C-ს პრაქტიკაც უნდა ჩააბარო? |
Posted by: vatman 9 Jul 2019, 12:20 | ||
Kublicha
კი შეგიძლია მთავარია B გქონდეს, თუ არ ვცდები მინიმუმ 1 წელი |
Posted by: toyota12345 9 Jul 2019, 12:20 |
vatman Kublicha იანვარში მეც ავიღე დ კატეგორია. ავტოსკოლაში გავიარე ინდივიდუალური 10 დღიანი კურსი თეორიული. და საბუთიც იქვე მომცეს სკოლაში (საბუთი აუცილებელია მაგის გარეშე დ არ გაგიშვებენ გამოცდაზე) მე მქონდა მხოლოდ ბ და ეგრევე დ კატეგორია ავიღე ისე რომ ც არც მაქვს. 24 წელზე ნაკლების არ უნდა იყოს მოქალაქე რომ დ კატეგორიაზე გავიდეს. გამოცდაზე დამხვდა ავტობუსი დაახლოებით ლურჯი მანის ზომის მექანიკა რა თქმაუნდა. ბარდება 2 ელემენტი მხოლოდ: უკუსვლით გარაჟი და უკუსვლით პარალელური პარკირება რავი მე მაგრად გამიადვილდა საკაიფო სატარებელია ავტობუსი |
Posted by: vatman 9 Jul 2019, 16:33 | ||
toyota12345 გაიხარე მადლობა
რეალურად ჩაგიტარეს თუ უბრალოდ გაფორმდა რო გქონდა? |
Posted by: toyota12345 9 Jul 2019, 19:04 |
vatman რეალურად ვისწავლე იმიტომ რომ ბ კატეგორია 2010 წელს ავიღე და იმის მერრ დამავიწყდა ბევრი ბილეთები. თან ახლებია ბევრი საკითხი. მაგრამ მხოლოდ მაგ საბუთსაც იძლევიან რომ არ ისწავლო მაგათთან ისე. |
Posted by: MANMUS 10 Jul 2019, 14:00 |
გაედო თეგეტას კომპანია "თეგეტამ" თბილისის მერიის მიერ შეძენილი 90 ავტობუსიდან 40-ის შემოყვანა 2 თვით დააგვიანა, რის გამოც თბილისის მერია კომპანიას დააჯარიმებს. დეტალებზე დღეს მერის მოადგილე მაია ბითაძემ ილაპარაკა. "ნებისმიერ გადაცილებულ თვესა და დღეზე კომპანია ბუნებრივია ჯარიმდება, თუმცა აუცილებლად შემოვა ყველა ავტობუსი, რომელიც შეკვეთილია. შეიძლება იყოს დაყოვნება კომპანიის მხრიდან, როგორც მოწოდების, ისე დამზადების თვალსაზრისით, მოგეხსენებათ მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ხდება ავტობუსების შეკვეთა. სამწუხაროდ, გვიწევს დაჯარიმება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ერთიანი სატრანსპორტო სქემის გაშვება არ დაგვიანდება", - განაცხადა მაია ბითაძემ. |
Posted by: Kublicha 10 Jul 2019, 14:46 |
გაედო არა ის. იქნება 100 ან 200 ლარი ჯარიმა (ერთჯერადად) კონტრაქტში ჩადებული |
Posted by: da_to 10 Jul 2019, 16:04 | ||
Kublicha
რას ლაპარაკობ , ურთიერთ შეთანხმებით რას დააწერენ ეგ სხვაა ... თორემ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოსაწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2 % ია ... სავარაუდოდ თეგეტას მანთან კონრაქტშიც ექნება ეგ პუნქტი ჩადებული და მანაცს მოუწევს ალბათ მაგ თანხის გადახდა ... სრულად თუ დააკისრეს კი გამოდის 3 ავტობუსი უფასოდ მოწოდებული |
Posted by: vatman 10 Jul 2019, 16:33 | ||
da_to
გააჩნია რა უწერიათ კონტრაქტში მარა მე ის მიკვირს , თვითონ მერია არ ამბობდა რო აგვისტოში უნდა ჩამოვიდეს მეორე პარტია ავტობუსები? და მანის საიტზე საერთოდ წლის ბოლო ეწერა |
Posted by: MANMUS 10 Jul 2019, 17:05 |
შს სამინისტროში ის მძღოლი გამოკითხეს, რომელსაც აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს გზის ჩახერგა აიძულეს. გენადი კოვზირელის განცხადებით, მას აქციის მონაწილეთა იდენტიფიცირება არ შეუძლია, ვინაიდან მათ ნიღბები ეკეთათ. როგორც მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, ავტობუსში მგზავრები ისხდნენ |
Posted by: Beka_g 10 Jul 2019, 17:07 | ||||
თეგეტამ თუ სასამრთლოში გაასაჩივრა ეგ პირგასამტეხლოს ოდენობა, სასამართლო არ დატოვებს 0,2 %-ზე, ყველა ვარიანტში შეამცირებს ოდენობას. |
Posted by: alea iacta est 10 Jul 2019, 17:15 | ||
Beka_g
რა მოტივით უნდა შეამციროს? მასე თუ უმცირეს ყველას, მაშინ არ ყოფილა საშველი და უმეტესობა დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. |
Posted by: Beka_g 10 Jul 2019, 17:50 | ||||
სასამართლო პრაქტიკაა ეგეთი, კერძო კომპანიებს შორის როა დავა მაშინაც არ ტოვებს და არც სახელმწიფოს შემთხვევაში. |
Posted by: TramwayMan 10 Jul 2019, 23:40 |
არ ყველაფერია ბევრი რომ არ ვიბაასოთ. * * * თბილისის მერია უახლოეს თვეებში ელექტროავტობუსების შეძენაზე ტენდერს გამოაცხადებს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ავტობუსების ჩანაცვლების მთლიანი პროგრამა 2021 წელს დასრულდება. „პრაქტიკულად ორ წელში მთლიანად განახლებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გვექნება. თბილისს ორ წელში დაახლოებით 1000-მდე ავტობუსი ეყოლება. შედარებისთვის ეს არის დაახლოებით 300-მდე უფრო მეტი, ვიდრე დღეს გვყავს. თუმცა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ერთი განსხვავება, რომ ჩვენ ავტობუსებში ადგილებს 48 000-დან 100 000-მდე გავზრდით. ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ შეძენილი იქნება 18 და 24 მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც ჯერ არ შეგვიკვეთავს. ამ ავტობუსებისთის უკვე მიმდინარეობს ქუჩების შესაბამისი სატრანსპორტო დაგეგმარება. ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების დასრულებულ პროექტზე იქნება ცალკე საავტობუსო ზოლები და ასევე ჭავჭავაძის გამზირზე“-განაცხადა მაია ბითაძემ. http://businesstime.ge/index.php?page=content&id=6363&MenuItemID=2&fbclid=IwAR2Xe_iM9C_fejtDsK_SLxeqVZMR4VK40M6-o7M-_eBaXOCUQoiIZ9_gJRA |
Posted by: kosta-k 11 Jul 2019, 09:22 |
დღეს დილით მარშალ გელოვანზე 14 ნომერი ავტობუსი ( 050 სანომრე ) ავარიაში მოყვა, უკნიდან სტოპთან ჰქონდა მირთხმული და გვერდზე თეთრი პრიუსი იდგა - წინიდან მარჯვნივ შითოკი ჰქონდა გათეხილი... |
Posted by: alea iacta est 11 Jul 2019, 09:50 | ||||||
Beka_g
ძალიან მავნე პრაქტიკაა და რეალურად სასამართლო დავა არაფრისმომცემი ხდება.
2021 წლისთვის ლურჯი მანებები საკმაოდ ამორტიზებული იქნება, 7 წელი ავვტობუსისთვის არაა პატარა ასაკი, ასე რომ ტემპებია დასაჩქარებელი. * * * kosta-k
ეგ მეც ვნახე, აი რა დონის ბანძი მძღოლი უნდა იყო რომ ავტობუსს უკნიდან დაეჯახო |
Posted by: MANMUS 11 Jul 2019, 10:32 | ||
ასე მალე არ იქნებიან, 10 წელი აქვთ ექსპლუატაციის ვადა. დიდი ბოგდანები 11 წელია მუშაობენ , პატარების ნაწილი უკვე 14, მანები ვეღარ გაძლებენ ამდენს? |
Posted by: rommel 11 Jul 2019, 11:47 | ||
ჩვენი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, დღესვე რომ ამოხდეთ სული არ იქნება გასაკვირი. |
Posted by: MANMUS 11 Jul 2019, 12:44 |
ე.წ. ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, ჯართში ჩააბარებენ ე.წ. ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, თბილისის მერია ჯართში ჩააბარებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, „ბოგდანის“ ავტობუსების უმრავლესობა ჩამოსაწერია. „ავტობუსები, რომლებიც ვერ გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას ჩანაცვლების მომენტში, ან ისეთი ავტობუსები, რომლებიც ვიცით, რომ ხშირად ექვემდებარებიან შეკეთებას, რაც არახარჯთსარგებლიანია როგორც გარემოს დაცვის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, ასეთი ავტობუსები, ბუნებრივია, ჩამოიწერება საერთოდ და მოხდება ჯართში ჩაბარება. ხოლო ავტობუსები, რომელთა სიცოცხლისუნარიანობა კიდევ ითვლის 5-6 წელიწადს, შემოწმების შედეგად, შესაძლებელია გადანაწილდეს. თუმცა, წინასაწრი მონაცემებით, არსებულ ავტოპარკზე, ყვითელი „ბოგდანის“ ავტობუსებზე, დიდ იმედებს არ ვამყარებთ. პრაქტიკულად, უმრავლესობა ჩამოსაწერია“, - განაცხადა ბითაძემ. მე ის მაინტერესებს რომელ ბოგდანს აქვს კიდევ 5 წლის სიცოცხლე დიდებსაც და პატარებსაც ამოწურული აქვთ რესურსი |
Posted by: hadesnexus 11 Jul 2019, 13:12 |
და როდის აპირებენ ჩამოწერის განხორციელებას? თუ რამე არ იმაიმუნეს, 90% ჩამოსაწერია და ეს ყველა რომ ჩამოწერონ, ინტერვალი გაზრდა და ჭყლეტვა მერე ნახეთ. |
Posted by: Nickboy 11 Jul 2019, 14:02 | ||
hadesnexus
ახალი ავტობუსების შესყიდვის მერე... |
Posted by: Blueსტუმარი 11 Jul 2019, 14:07 |
დანარჩენი დიდი ბოგდანები სულ ბოლოს ჩავაცვლდება? |
Posted by: da_to 11 Jul 2019, 17:22 |
წლის ბოლოსო დიზელზე მომუშავე 90 ახალი ავტობუსი თბილისში მაისის დასაწყისში უნდა ჩამოსულიყო.მიუხედავად ამისა, დედაქალაქში ამ დრომდე მხოლოდ 50 ავტობუსი მოძრაობს, რომელიც თბილისის მერმა პირადად სწორედ მაისის დასაწყისში წარადგინა. 90 ახალი ავტობუსის 45 მილიონლარიან ტენდერში გასულ წელს “თეგეტა თრაქ ენდ ბასმა" გაიმარჯვა. კომპანიამ ხელშეკრულება “თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან” 2018 წლის აგვისტოში გააფორმა და ავტობუსების მიწოდებისთვის 9 თვე მიეცა. 9 თვეში MAN-ის ახალი ავტობუსები ჩაეშვა, თუმცა, მხოლოდ ნაწილი. გამოდის, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც ჯარიმის გადახდა მოუწევს. რა გახდა კომპანიის მიერ ავტობუსების დაგვიანების მიზეზი, bm.ge-ს თავად კომპანიაში განუმარტეს. “თეგეტა მოტორსის” გენერალური დირექტორი ავთო წერეთელი ამბობს, რომ MAN-ის ავტობუსებზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება, რის გამოც მიწოდების დაგვიანება მოხდა. “გამომდინარე იქიდან, რომ მთელს ევროპაში MAN-ის პროდუქციაზე არის ძალიან დიდი, უპრეცენდენტოდ დიდი მოთხოვნა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად მოიმატა მისი მაღალი პოპულარობის გამო, მომწოდებელმა ვერ მოასწრო სრულად წარმოება. მეორე მხრივ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მივმართეთ ძალიან დიდი ძალისხმევა ამ თვეების განმავლობაში და მოვახერხეთ, რომ 50 ერთეული ამ ავტობუსების მიგვეწოდებინა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის”,- აცხადებს ავთო წერეთელი. მთავარი კითხვა, როდის ექნება საქართველოს დედაქალაქს დიზელზე მომუშავე ავტობუსების სრული რაოდენობა - 90 ერთეული- ამაზე პასუხი დღეს “თეგეტაში” უჭირთ და ამბობენ, რომ თავად გერმანულ მწარმოებელ MAN-ზე არიან დამოკიდებული. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვალდებულებები აუცილებლად შესრულდება და ეს 2019 წლის ბოლომდე მოხდება. “რისკები ყოველთვის გათვლილია, მით უმეტეს მსგავსი მასშტაბის პროექტებზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ხდება გარკვეული მოულოდნელობები. ამაში გასაოცარი არ არის არაფერი. ახლა მიდის აქტიური მუშაობა იმაზე, რომ ეს ჩამორჩენა მალე იქნას დაძლეული და შემოვიდეს ავტობუსები ქალაქში”,- აცხადებს ავთო წერეთელი. https://www.bm.ge/ka/article/ratom-ver-miawoda-tegetam-avtobusebi-tbilisis-merias---kompaniis-ganmarteba-/36754 |
Posted by: DRAKONI 11 Jul 2019, 21:11 | ||
ავთო წერეთელო ესე იგი, მანმა, იცოდა რა, რომ საქართველოს ხელშეკრულებას ვერ ასრულებდა, კიდევ სხვისი შეკვეთა აიღო? ეს რა ფეხსაცმლის წარმოება ხო არ არის, ან ტვიქსის (მარჯვენა და მარცხენა) რომ ვინც მოასწრებს იმან იყიდოს? ძალიან დიდი ჯარიმა გაქვთ ასაკიდებელი, თქვენც და იმ მანსაც. |
Posted by: Kublicha 11 Jul 2019, 21:27 |
ადრეც ვამბობდი და ეხლაც იგივე აზრის ვარ: გერმანელები არ არიან ის ხალხი, რომ რამდნეიმე თვით (დაჟე დღითაც) დააგვიანონ შეკვეთა, მითუმეტეს რომ კონტრაქტში ჯარიმა ექნებათ ჩადებული აუცილებლად. რაღაც სხვა ამბავია მანდ. მანის ოფიციალურ საიტზე ხომ ნახა ვიღაცამ ნოემბერში იქნებაო? დაგვიანებულ დასაჯარიმებელ შეკვეთას ასე აფიშირებას უკეთებენ მანში? ქართულ მხარეს ექნება რაღაც მიქარული |
Posted by: TramwayMan 11 Jul 2019, 22:26 |
ანალიზი /11.07.2019 / 11:49 საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად მასშტაბური რეფორმები განხორციელდება - რას გეგმავს თბილისის მერია? თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავს. დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიან სისტემაში მოსაქცევად სამუშაოები უკვე დაწყებულია. რას გეგმავს მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის, რომელ უბნებში იმოძრავებს ტრამვაი, როგორ შეეძლებათ მოქალაქეებს ერთი ბილეთით მთელი დღით ან მთელი თვით მგზავრობა, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ესაუბრა. - როგორც ჩვენთვის ცნობილია, თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის კონკრეტულ ღონისძიებებს გეგმავს. მათ შორის, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, იგეგმება მგზავრობის საფასურის გადახედვა, ასევე მეტროს, ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების ერთიანი გადახდის სისტემაში ჩართვა. რა იგეგმება უფრო კონკრეტულად და როდიდან ამოქმედდება ახალი სისტემა? - ამ წუთში მგზავრობის საფასურის გადახედვაზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, რადგან დაგეგმილი არ გვაქვს არაფერი ფასის გაზრდასთან დაკავშირებით. ის, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სისტემის მოდერნიზაცია, რაც თავის თავში ბევრ რამეს გულისხმობს. პირველი რიგში, გულისხმობს ავტოპარკის მთლიანად ჩანაცვლებას, მეორე - ავტოპარკის რაოდენობის ზრდას და შესაბამისად, ავტობუსების მოცულობების ზრდას იმისთვის, რომ მოკლე დროში უფრო მეტი ადამიანი გადაიყვანონ, მესამე - შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. 4 ქუჩის მოწყობაზე ახლა მიმდინარეობს მუშაობა და 21 ქუჩისთვის ტენდერს უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ. ქუჩების პროექტირება საგზაო მოძრაობისთვის ნიშნავს იმას, რომ როცა ყველა ავტობუსი გვეყოლება, მას თუ თავისი ხაზი არ ექნება, შუქნიშანმა თუ ის შეუფერხებლად არ გაატარა, მკვეთ ქუჩებზე თუ არ ექნება თავისი პროექტი, აზრი არ აქვს, ის საცობში მოყვება. შესაბამისად, მთელი თბილისის მასშტაბით, 10 ძირითადი დერეფანი გვაქვს, სადაც დიდმა ავტობუსებმა უნდა იაროს, ეს არის დიდი ქუჩები, სადაც არ ივლიან მიკროავტობუსები. ეს ყველაფერი კომპანია „სისტრას“ დაგეგმილია. ამ 10 ძირითად დერეფანზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გაჩერებები სხვა ადგილებზე იქნება, ფეხით მოსიარულეებისთვის გადასასვლელები მოეწყობა და მთლიანად შეიცვლება ინფრასტრუქტურა. ყველა ავტობუსის შემოყვანის შემდეგ ჯამში 100 ათასი ადგილი გვექნება, დღეს გვაქვს 42 ათასი. ავტობუსების რაოდენობა არ გაორმაგდება, მაგრამ გაიზრდება მათი მოცულობა, გვეყოლება 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები. მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების საშუალება, ხოლო სხვა ყველა დამაკავშირებელ პატარა ქუჩაზე იმოძრავებს პატარა ზომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ჩაანაცვლებს არსებულ სამარშრუტო ტაქსებს, რადგან ისინიც გამოსულია მწყობრიდან. - ანუ ყვითელი მიკროავტობუსები ყველა ქუჩაზე, როგორც დღეს არის, აღარ იმოძრავებენ? - 10 დერეფანში უნდა იმოძრაოს მხოლოდ დიდმა ავტობუსებმა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს მიმზიდველი. მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ არ მოყვნენ საცობში. ავტობუსების მოძრაობის ზუსტი გრაფიკი იქნება და მგზავრს წამის სიზუსტით ეცოდინება, რომელ საათზე მივა დანიშნულების ადგილზე, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია. შესაბამისად, სამარშრუტო ტაქსები, რომელიც იქნება 8 მეტრზე პატარა და ექნება 16-დან 19-მდე ადამიანის გადაყვანის უფლება, ისინი იმოძრავებენ ისეთ ქუჩებზე, სადაც დიდი ავტობუსები არ იქნებიან. თბილისის რელიეფიდან გამომდინარე, ასეთი მცირე ზომის ტრანსპორტიც გვჭირდება. სქემა ისე უნდა აეწყოს, რომ პატარა საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან დიდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდომის ძალიან კომფორტული მოდელი გვქონდეს, მათ შორის, გადახდის სისტემასთან დაკავშირებითაც. ადამიანს ექნება ან აბონიმენტი, ან დილით აიღებს ბილეთს, რომელიც დაფარავს როგორც მეტროს, ასევე ავტობუსს და ასევე დაფარავს იმ მცირე ზომის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც იმოძრავებს დამაკავშირებელ ქუჩებზე. დამაკავშირებელ ქუჩებზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს იმას,რომ ეს ქუჩები არის მხოლოდ გარეუბნებში. ეს არის ნებისმიერი პატარა ქუჩა, რომელსაც ვხვდებით ძველ თბილისში, ვერაზე, ვაკეში, საბურთალოზე, რომელიც შიდა საუბნო გზებია. მათ შორის, შემოერთებულ ტერიტორიებზე, წავკისში, წყნეთში, სადაც ვერ გავუშვებთ 12 და 24-მეტრიან ავტობუსებს. თბილისში დღეს გვაქვს ძალიან ბევრი უბანი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გვყავს, რასაც მოსახლეობა ითხოვს, მაგრამ ვერ ვამატებთ, რადგან არ გვყოფნის რაოდენობა. ადამიანებს ექნებათ საშუალება, რომ ინტეგრირებული გადახდის სისტემით გადაიხადონ ერთხელ და გააჯდომა მოახდინონ ახალი ე.წ. მარშუტკიდან ავტობუსში, თუ დასჭირდებათ ავტობუსიდან მეტროში. აღარ იქნება დუბლირება, როგორც დღეს არის. ანუ დღეს შეიძლება ერთიდაიგივე ხაზი უზრუნველყოფილი იყოს მეტროთი, სამი ავტობუსით და 6 სამარშრუტო ტაქსით, რაც ქმნის ქაოსს, საცობს და გვაქვს დიდი პრობლემები. ასევე გვაქვს უბნები, სადაც არც „მარშრუტკა“ დადის და არც ავტობუსი. ეს შეიცვლება. ბევრად კომფორტული უნდა იყოს ადამიანისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისის უზრუნველყოფა. ეს ის პოლიტიკაა, რომ მანქანებზე ნელ-ნელა უარი უნდა ვთქვათ. ამასთან, ხალხს არ მოუწიოს ცალკე მეტროში, ცალკე ავტობუსებში და სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის საფასურის გადახდა, არამედ, გადაიხადონ ერთხელ, იმ ბილეთის ვალიდაცია გააკეთონ და ეს ერთი ბილეთი გამოიყენონ ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ვგეგმავთ ამ სქემაში საბაგიროს ჩართვასაც. როგორც საზღვარგარეთ არის „ოფციები“ ასარჩევი, ისე იქნება აქაც, რასაც გინდა იმას იყიდი. გექნებათ საშუალება, რომ ერთი ავტობუსის ბილეთი იყიდოთ, თუ ერთი ავტობუსით გადაადგილდებით ძირითადად, ან იყიდოთ ავტობუსს პლუს მეტრო, ან ავტობუსს პლუს სამარშრუტო ტაქსი. თქვენ თავად აირჩევთ „ოფციას“. თუ იცით, რომ ყოველდღე მოდიხართ მერიაში, იყენებთ „დელისის“ მეტრომდე სამარშრუტო ტაქსს, შემდეგ ავტობუსს ან მეტროს, იყიდი ამ მარშრუტის ბილეთს. ასევე გვექნება ერთჯერადად ბილეთების ყიდვის საშუალებაც სხვა მიმართულებებზე. მიზანი არის ის, რომ ზუსტად იცოდეს მოსახლეობამ რა დრო დასჭირდება ამა თუ იმ ადგილზე მისასვლელად. მეტროდან რომ ადამიანი ამოვა, მან უნდა იცოდეს, რა დროში მოვა ავტობუსი, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მიიყვანს. - დაახლოებით, რა ფასის გადახდა მოუწევს ინტეგრირებული გადახდის სისტემის შემოღების შემდეგ მგზავრს ერთი დღის აბონიმენტის ყიდვისას ან ერთთვიან აბონიმენტში? - ევროპის ქვეყნებს ნუ შევადარებთ იმ ფასს, რომელსაც ჩვენ ვიხდით საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ჩვენი შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტს მართავს, არის წამგებიანი ორგანიზაცია და სახელმწიფო ახდენს მის სუბსიდირებას. რეალურად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გზავრობა 50 თეთრი არ ღირს. ეს ბევრად ძვირი ღირს და დანარჩენი თანხა იფარება სახელმწიფოს მხრიდან. ეს პროგრამა ბუნებრივია, მომავალშიც გაგრძელდება და იქ, სადაც სუბსიდირება იქნება საჭირო, სახელმწიფო დააფინანსებს, მათ შორის, შეღავათები დარჩება სოციალურად დაუცველებისთვის, სტუდენტებისთვის, პენსიონერებისთვის, მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისთვის, ომის ვეტერანებისთვის და ა.შ. ყველა ეს პროგრამა იქნება შენარჩუნებული. - რაც შეეხება ბილეთის ფასს, რა ეღირება დაახლოებით ბილეთი, რომლითაც მგზავრობა შეგვეძლება დღის განმავლობაში? მინიმალური თანხა საიდან შეიძლება დაიწყოს? - ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ეს ზუსტად ის თანხა იქნება, რასაც ადამიანი იხდის დღის განმავლობაში მგზავრობისთვის, სხვადასხვა ტრანსპორტით სარგებლობისას. ამაზე ჩვენი ფრანგი კოლეგები, „სისტრა“ მუშაობს და დავთვლით. გააჩნია მარშრუტს, სქემას, ვინ რას აირჩევს, ერთდღიან აბონიმენტს, ერთთვიანს, სტუდენტურს თუ სხვა ბარათს. ეს ინდივიდუალურად დადგინდება. მაგრამ სახელმწიფო გააგრძელებს ყველა იმ სუბსიდიას და საშეღავათო სისტემას შეანარჩუნებს, რომელიც დღეს მოქმედებს. - როდის ექნებათ მგზავრებს ამ სისტემით სარგებლობის საშუალება? - 2021 წელს მთლიანად გადავალთ ამ სისტემაზე. მანამდე, დაახლოებით, 32 ქუჩა არის გასაკეთებელი და ავტობუსების პარკი გასაახლებელი. - რომელ ქუჩებზე მოეწყობა ახალი სატრანსპორტო კვანძები? - ხიზანიშვილის, ვეკუას, ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უნივერსისტეტის, მარშალ-გელოვანის, რუსთაველის, დიდუბის, დადიანის ქუჩებზე. ჯამში, როგორც უკვე აღვნიშნე, 34 ქუჩაა. ასევე ორთაჭალის მიმართულებითაც იქნება ქუჩები მოსაწყობი ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. ყველა ამ ქუჩს გადავაგეგმარებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ქუჩას გადავთხრით. აქ მოეწყობა ახალი შუქნიშნები, დაიხაზება Bus Lane-ები, მკვეთ ქუჩებზე შესასვლელ-გამოსასვლელები მოეწყობა ახლებურად. 21 ქუჩაზე ასეთი კვანძების მოწყობა, რომელზეც ტენდერს ახლა გამოვაცხადებთ, დაიწყება ლუბლიანას ქუჩიდან და დამთავრდება მაღლივთან. ეს მთლიანად ერთი კვანძია. აქ თუ სადმე შუქნიშანი აინთო არასწორად და სადმე კვანძი არასწორად გავაკეთეთ, შეიძლება გაგარინის მოედანზე მოგვცეს საცობი ავტობუსისთვის. გულწრფელად გეტყვით, ეს აქამდე საქართველოში არ გაკეთებულა. პირველი საპილოტე პროექტი კოსტავაზე გავაკეთეთ, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ექსპერტებმა გაგვიკეთეს, განიტვირთა მოძრაობა, თუმცა, გაგარინის მოედანზე მაინც იჭედებიან. ახლა ეს მონაკვეთიც განიტვირთება მთლიანი კვანძის მოწყობით. - საუბარი იყო ასევე ჭკვიანი შუქნიშნების დამონტაჟებაზე, რომელიც ჯერ საზოგადოებრივ ტრანსპორტს გაატარებდა და შემდეგ კერძო ავტომობილებს. რჩება ძალაში ამ სისტემის შექმნა? - დიახ, ამ სისტემაში ჭკვიანი შუქნიშნების დაყენებაც მოიაზრება. აქ არ არის მხოლოდ Bus Lane-ის დახაზვა. შუქნიშნები მთლიანად ერთ სისტემაში ერთვებიან და მართვის ახალ ცენტრს ვქმნით. საკვანძო ადგილებზე დაყენებული იქნება ჭკვიანი შუქნიშნები, რომელიც საცობს დაინახავენ არა მარტო საბურთალოს ჭრილში, გაგარინის კვანძზე, არამედ, საბურთალოზე რაც ხდება, ის რა გავლენას ახდენს დიღომზე, რუსთაველზე, ორთაჭალაზე, სანაპიროზე „ლაგუნასთან“. მართვის ერთიანი ცენტრი ნიშნავს იმას, რომ პატრულმა ჯოხით კი არ უნდა არეგულიროს ვინ სად გაატაროს, არამედ, მართვის ცენტრში, სადაც შესაბამისი SOFT-ი იქნება, ნაკადები ავტომატურად გატარდებიან იმის მიხედვით, სხვაგან რა სიტუაცია ხვდება ამ ნაკადებს. თუმცა, საზოგადოებრივი ტრანსპორტს მუდმივად მწვანე შუქი და ხაზი უნდა ჰქონდეს, სადაც არავინ გადავა. ურთულესი და საკმაოდ ძვირიანი სისტემაა, თუმცა, ეს ერთ-ერთი გადარჩენაა იმისთვის, რომ ჰაერის დაბინძურება, ხმაური და საცობები შევამციროთ. ახლა ვიწყებთ სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას, რაც სექტემბრიდან დაიწყება. აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება და დღე-დღეზე გვეყოლება გამარჯვებული საერთაშორისო კომპანია. ისინი დაგვიგეგმარებენ თუ სადმე ახალი ხიდი და ტრამვაის ხაზი გვჭირდება. ტრამვაი ძვირიანი პროექტია, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ, რომ რაღაც ძვირია, უნდა დავინახოთ ერთჯერადი სიძვირე გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენ სიკეთეს მოგვიტანს და რამდენ თანხას დაგვიზოგავს. ასევე, რკინიგზის ხაზის გაგრძელებაზე აქტიურად ვსაუბრობთ, როგორც რუსთავის, ასევე აეროპორტის მიმართულებით. აეროპორტის მიმართულებაზე გენერალური გეგმით გვაქვს პოტენციური Tbilisi Sity-ს მოწყობის საშუალება, შესაბამისად, ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია. გვრჩება ამ ეტაპისთვის ერთი მიმართულება, დიდი დიღმის, გლდანისა და მარჯვენა სანაპიროს დაკავშირება. წინასწარი გათვლებით 24-მეტრიანმა ავტობუსებმა და შესაბამისმა გზაგამყოფმა უნდა უშველოს დიდი დიღმის მოსახლეობის ქალაქში შეუფერხებლად შემოყვანას. თუმცა, განაშენიანების პერსპექტივა დიდი დიღმის მიმართულებით კვლავ დიდი რჩება, შესაბამისად, ტრამვაის დამატებაზე კვლევა ჩატარდება და წინასწარი მონაცემები გვექნება. თუ ეს აუცილებლობა გამოვლენილი გვექნება, ბუნებრივია ტრამვაის ხაზის მოწყობა დაიგეგმება. - როდის გვექნება პასუხი ამ საკითხზე? - სატრანსპორტო გენერალური გეგმა დაწყებიდან ერთ წელიწადში დამთავრდება. თუმცა, პირველადი მონაცემები 2020 წლის გაზაფხულზე გვექნება. - აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ ყვითელ ავტობუსებზე, რომლებიც ჩანაცვლების შემდეგ ვერ გაივლიან ტექდათვალიერებას. რას უპირებთ ამ ტრანსპორტს? - ავტობუსები, რომლებიც ვერ გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, ან ისეთი ავტობუსები, რომლებიც ვიცით, რომ ხშირად ექვემდებარებიან შეკეთებას, რაც არახარჯთსარგებლიანია როგორც გარემოს დაცვის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, ასეთი ავტობუსები, ბუნებრივია, ჩამოიწერება საერთოდ და მოხდება ჯართში ჩაბარება. ხოლო ავტობუსები, რომელთა სიცოცხლისუნარიანობა კიდევ ითვლის 5-6 წელიწადს, შემოწმების შედეგად, შესაძლებელია გადანაწილდეს. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, არსებულ ავტოპარკზე, ყვითელი „ბოგდანის“ ავტობუსებზე, დიდ იმედებს არ ვამყარებთ. პრაქტიკულად, უმრავლესობა ჩამოსაწერია. - რაც შეეხება ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს. იგეგმება თუ არა მათი ხელშეკრულების გადახედვა? - ბუნებრივია, ვფიქრობთ ამას და კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე. კომპანია ჩართულია „სისტრას“ კვლევებში და ხელშეკრულების გადახედვის და ცვლილებების გარეშე ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება. კომპანია ამიტომაც არის ჩართული ამ პროცესში. არსებულმა ყვითელმა ავტობუსებმა და სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს. თამთა კაკაურიძე „ინტერპრესნიუსი“ |
Posted by: sosoatis 11 Jul 2019, 22:33 | ||
პოლონეთში იწყობა |
Posted by: Kublicha 11 Jul 2019, 22:36 | ||
sosoatis
ვიცით. რას ცვლის ეგ? თუ გინდა ბურკინა ფასოში იწყობოდეს, კომპანია გერმანულია, პასუხისგებლობაც. რა თქმა უნდა ამით პოლონეთს არ ვაყენებ შეურაცხყოფას და არ ვამბობ რომ ჩამორჩებიანთქო |
Posted by: sosoatis 11 Jul 2019, 22:50 | ||
1. ხარისხს, ინტერესისთვის გერმანილი და პოლონური მანის კონსტრუქცია გაყვანილობა , ფერმების გადაბმები , გრეხვაზე და ვიბრაციაზე პასუხისმგებელი კონსტრუქციული ელემენტები შეადარე დაშლილი არის ორივე მწარმოებლის თუ სად მოძებნა არ გაგიჭირდება .2 პასუხისმგებლობა პოლონური- ეს ვინც პოლონეთს იცნობს მიხვდება. ალიანსში შესვლის რისკები და ა.შ. მნიშვნელობა აქვს თუ რომელ ქვეყნისთვის მზადდება, შემკვეთს რა მოთხოვნები აქვს. აქ რა მოსატანია თუმცა, რომ იცოდეთ რა მოხოვნებს უყენებდნენ ჩვენი იმპორტიორები თურქ კვერცხის და ქათმის საკვების მწარმოებლებს ეს კომპონენტი დააკელით ის პროტეინი საერთოდ ამოიღეთ , რომ ბევრი უარს ეუბნებოდა თანამშრომლობაზე. |
Posted by: beka331 11 Jul 2019, 22:59 |
კარგი ინტერვიუ იყო.. მომეწონა პოზიციები |
Posted by: ქაფქიანა 11 Jul 2019, 23:36 | ||
Kublicha
მე ვნახე. ა ბატონო: https://www.mantruckandbus.com/en/press/press-overview/Ex-professional-footballer-gets-local-transport-fit-for-the-future_-90-MAN-Lion_s-City-buses-for-Tbilisi-370624.html The city has ordered 90 of these modern city buses over the course of the past year, 50 of which have now been in use for several weeks. The remaining 40 vehicles are due to be delivered in October and November 2019. ჩვენებს აქვთ მიქარული აშკარად რაღაც. ორჯერ ორი ოთხია ეს. სტატისი თარიღსაც მიაქციეთ ყურადღება: 2019-04-30 |
Posted by: TramwayMan 12 Jul 2019, 01:08 | ||||
მგონი რაღაც აგერიათ. მანის საქარმო მდებარეობს პოლონეთში სტარახოვიცეში. ავტობუსევი იქ იწყობა. გერმანიაში არანაირი ქარხანა არ აწვს მანს. |
Posted by: rommel 12 Jul 2019, 10:06 | ||
აქ რა ხდება, გამარკვიეთ ვინმემ. |
Posted by: alea iacta est 12 Jul 2019, 10:19 | ||
ჰო აბა გერმანულ მენეჯმენტს ეგღა აკლია ჩვენს სუნიან მერიას ჯარიმები უხადოს. გერმანელებთან მქონია სამუშაო შეხება და ორგანიზებულობა, კომპეტენცია, პუნქტუალურობა აქვთ უმაღლეს დონეზე, ჩემს თვალში ვერც ერთი ერი ვერ შეედრება ამ ასპექტებში. |
Posted by: Ben_Joyce 12 Jul 2019, 14:57 |
კარგი ამბავი: #89 გაუშვეს ხაზზე |
Posted by: ქაფქიანა 12 Jul 2019, 16:07 |
Ben_Joyce რა მარშრუტია? ........................ |
Posted by: TramwayMan 12 Jul 2019, 18:40 |
alea iacta est გადამეტებული წარმოდგენა გაქვს ამ დიდი საწარმოებზე. უამრავი დარღვევა აქვთ როგორც წარმოების ვადების დაცვაში ისე მიწოდებული ტექნიკის ხარისხში და დეტალებში რის გამოც არაერთხელ გამხდარა საჭირო ტექნიკის უკან გაწვევა და მწარმოებლის მიერ საკუთარი ხარჯით პრობლემების აღმოფხვრა და ა.შ |
Posted by: Blueსტუმარი 12 Jul 2019, 19:22 |
152,153,154 ახალი ავტობუსებია? როდის დაემატნენ და 154-ზე როგორც ვიცი დიდი ბოგდანი დადის და დანარჩენზე? |
Posted by: დოჩანა 12 Jul 2019, 19:24 |
89 ახალი რეისია რამე? დღეს დავინახე ნუცუბიძის პლატოზე. |
Posted by: Blueსტუმარი 12 Jul 2019, 19:27 | ||
დოჩანა
კი. მიკროავტობუსებს აუქმებენ და ავტობუსის ხაზებს ამატებენ.152,153,154 და 157 ახლებია |
Posted by: forum-ge 12 Jul 2019, 19:31 | ||||||
დოჩანა
კი ქაფქიანა
|
Posted by: TramwayMan 12 Jul 2019, 19:38 | ||||
Blueსტუმარი
საგამოცდო მარშრუტებია ესენი სხვა არაფერი. ეროვნული გამოცდებისათვის დროებით. * * *
ისე სულელურად უწერიათ თბილისი ვინც კარგად იცის ის თუ მიხვდება მხოლოდ. აი უკან გზაზე როგორ მიდის ეგ რო არ უწერიათ ხომ საერთოდ იდიოტობაა. |
Posted by: MANMUS 12 Jul 2019, 20:07 |
რამდენი ავტობუსი დადის ამ 89ზე? |
Posted by: ქაფქიანა 12 Jul 2019, 20:23 |
---------------------------------------------------------------------- |
Posted by: forum-ge 12 Jul 2019, 20:40 | ||
ERAMUS
ჩორტ ივო ზნაეტ საკმაოდ დიდი ინტერვალები იყო, დაახლოებით 1 საათიანი და ალბათ 2 ან 3 დადის |
Posted by: Kublicha 12 Jul 2019, 21:01 | ||
სამუშაო საათებში გამახსენეთ და ვნახავ აპლიკაციაში, ეხლა მორიგეები იქნება დარჩენილი |
Posted by: forum-ge 12 Jul 2019, 22:06 | ||
Kublicha
არ ჩანს აპლიკაციაში ჯერჯერობით. დღეს არ ჩანდა ყოველშემთხვევაში. |
Posted by: Blueსტუმარი 13 Jul 2019, 01:09 |
ის 37 ერთერთი მანი ხაზზე არის 20 ივნისისს რომ "დალეწეს?" |
Posted by: MANMUS 13 Jul 2019, 06:42 | ||
24 ნომრის ავტობუსი ყოფილა TT-118-CB არაფერი არ მოსვლია მგონი, წესით ხაზზე უნდა იყოს. როგორც გაირკვა ხალხმა გადააკეტინა და არა უფროსობამ. |
Posted by: Ben_Joyce 13 Jul 2019, 08:52 |
#89-ზე დადის 4 ავტობუსი 30 წუთიანი ინტერვალებით, როგორც სამუშაო დღეებში, ასვე შაბათ-კვირას. |
Posted by: iviko18 13 Jul 2019, 11:20 | ||
ვაშლიჯვრიდან მომავალს, ბუდაპეშტზე ჩასვლის ნაცვლად, ნუცუბიძის 4 და 2 მიკრო რომ გაევლო და ისე მისულიყო მაღლივთან (და არა მეტრო უნივერისტეტთან) გაცილებით ეფექტური იქნებოდა. |
Posted by: forum-ge 13 Jul 2019, 12:03 | ||
Ben_Joyce
ეგ შეიძლება ოფიციალურად არაოფიციალურად და ჩემი საკუთარი თვალებით ნანახი კი სულ სხვაა. გუშინ ტაბლოზე 63 წუთი ეწერა, დღეს 78 წუთი. |
Posted by: Kublicha 13 Jul 2019, 12:16 |
forum-ge 4 ავტობუსია, ამ წუთას მოძრაობს 4. ტაბლოებს ნუ აქცევთ ყურადღებას, ჯიპიესრუკაზე ნახეთ აპლიკაციაში. ტაბლოების აქვს ერთ ხაია: როცა ავტობუსი ბოლო გაჩერებაზე მიდის ზოგჯერ ვერ აღიქვამს რომ მოტრიალდა და საპირისპირო მიმართულებით წამოვიდა, შესაბამისად მთელი საპირისპირო გზა აჩენებს "მარშრუტის მიღმა მოძრაობას" და ტაბლოზე ინფორმაცია ამ დროს არაა. ტაბლო აჩვენებს ამ დროს შემდეგი ავტობუსის მოსვლას (თუ შემდეგსაც იგივე პრობლემა არ აქვს). ცოტა მანქანიან ხაზებზე ასეთ დროს შეიძლება 1 საათიც კი დაწეროს ტაბლომ, არადა ავტობუსი რეალურად მოდის. განსაკურებით ვაკის დროებით გადაკეთებულ მარშრუტებზეა ეს პრობლემა, როგორც ჩანს პროგრამული ცვლილებები, რითიც მოტრიალებას ხვდება არ არის სისტემაში შეტანილი დროეიბ მარშრუტებზე |
Posted by: Blueსტუმარი 13 Jul 2019, 12:41 |
21-ზე რამდენი ერთეული დადის? იმიტომ ხშირად ვხედავ ხოლმე ამ ბოლო დროს. ხანდახან ერთი რომ გაივლის, მეორე 2 წუთში მოვა. ინტერვალები 20 წუთს იშვიათად ცდება, ღამის საათებს თუ არ ჩავთვლით |
Posted by: TramwayMan 13 Jul 2019, 17:21 | ||
Kublicha
რომელი ჯიპიესის რუკა რომელ აპლიკაციაში? |
Posted by: Blueსტუმარი 13 Jul 2019, 17:26 |
TramwayMan Ttc.Com გულისხმობს |
Posted by: TramwayMan 13 Jul 2019, 17:27 |
Blueსტუმარი კაი კაცო მანდ საერთოდ არ არის 89 ნომერი ჯერ დამატებული. არც მობილურის აპლიკაციაში და არც ვებ გვერდზე. |
Posted by: Blueსტუმარი 13 Jul 2019, 17:42 |
TramwayMan კი დაამატეს აქ ნახე, ძველ ვერსიაში http://transit.ttc.com.ge/?page=live |
Posted by: TramwayMan 13 Jul 2019, 17:43 |
მაია ბითაძის ინტერვიუ https://www.imedi.ge/ge/video/40116/sazogadoebrivi-transportis-reorganizatsia * * * 89 ნომერზე ოფიციალური მარშრუტი დაუმატებიათ სინამდვილეში კი გადატანილია ნუცუბიძის გავლით რადგან სერპანტინი გადაკეტილია ტბისკენ მიმავალი. |
Posted by: HCl 13 Jul 2019, 19:22 | ||||
მანდ 24-ს ავტობუსს რა უნდოდა ხომ არ იცი? |
Posted by: MANMUS 13 Jul 2019, 19:25 |
HCl აღნუშნული ბორტი 24ის ავტობუსია. როგორც ჩანს მაგ დღეს 37 ზე გამოუშვეს რეზერვად. |
Posted by: HCl 13 Jul 2019, 19:34 |
ERAMUS გასაგებია გმადლობ ! |
Posted by: Blueსტუმარი 13 Jul 2019, 19:36 |
მწვანე მანებს უკვე ჩამოუხსნეს რეკლამები? გუშინ ვარკეთილში 71 ნომერ ავტობუსმა ორჯერ გამიარა და არცერთს ჰქონდა რეკლამა. მერე მუხიანში არც 95-ს |
Posted by: MANMUS 13 Jul 2019, 19:38 |
Blueსტუმარი ყველაზე არ არის მიკრული, რამოდენიმეს აქვს ჯერ ბორტი 149 და 191 ვიცი მე |
Posted by: ქაფქიანა 13 Jul 2019, 21:38 | ||
TramwayMan
ეგრეც უნდა იყოს. თავიდანვე ეგრე მეგონა და გამიხარდა. რაც ეხლაა კი მაგარი უაზრო მარშრუტია ვაშლიჯვარს და პლატოს უნდა აერთებდეს ერთმანეთთან. |
Posted by: Kublicha 13 Jul 2019, 22:45 | ||||||
TramwayMan
მობლურ აპლიკაციაში როგორ არ არის, მანდ ვნახე. აიფონი ხო არ გაქ? ანდროიდისაში არის ERAMUS
ღამე დადის 137 და არა 37. და დიდი ეჭვი მაქვს რომ 37 ის ავტობუსები საერთოდ არ დადიან მაგ ხაზზე |
Posted by: Ben_Joyce 14 Jul 2019, 09:13 | ||
არ მახსოვს აქ წავიკითხე, თუ სადმე მოვისმინე, ვაშლიჯვრის მოსახლეობა ითხოვდა #49 ავტობუსის გაგრძელებას ვაშლიჯვრამდე ან დიდუბემდე, მაგრამ უარი უთქვამთ იმის გამო, რომ #49 პლატოზე წრიულიაო. მე-3 ან მე-2-4 პლატოზე #89-ის ჩასვლა უფრო დატვირთავდა ალბათ ამ ხაზს, მაგრამ ალბათ ნუცუბიძის ქუჩის მაგ პატარა მონაკვეთის ჩართვაც უნდოდათ მარშრუტში და ამიტომაც გაუშვეს ლისის ტბის დასახლებით. მანდ მხოლოდ #6 დადის და ალბათ პრიორიტეტი იყო. |
Posted by: da_to 15 Jul 2019, 16:32 |
ალდაგი ყიდიდა აუქციონზე ჯერ 90 000 ლარად, მერე 81 000 ლარად. ეხლა მოხსნილია აუქციონიდან ... |
Posted by: MANMUS 15 Jul 2019, 16:55 |
ღმერთო რა უქნეს ამ ავტობუსს რა დაეჯახა მასე? ასე ნაწილ-ნაწილ დაშლიან ალბათ |
Posted by: GIORGI112 15 Jul 2019, 16:56 |
da_to ეს რა არის რა ჭირს ? |
Posted by: MANMUS 15 Jul 2019, 16:59 |
da_to TT-048-CB არის? |
Posted by: da_to 15 Jul 2019, 17:00 | ||
ეს მეგონა თავიდან, მაგრამ შუშა ამას სხვანაირად აქვს ჩალეწილი ... * * * ERAMUS
არ ვიცი, ეს სურათები ვნახე მეც, მეტი დეტალი არაფერი ვიცი ... |
Posted by: MANMUS 15 Jul 2019, 17:06 |
ეს 050 იყო და კარგა ხნის წინ გაარემონტეს. ზედა სურათზე რაც არის უარეს დღეშია აშკარად. ძრავს რაღა უყვეს |
Posted by: Mick-el-Angelo 15 Jul 2019, 17:48 | ||
ERAMUS
დაჯახებულია რო რამე? მგონი ზუსტად რომ ძრავია ამოღებული და მერე ნაწილ-ნაწილ დაშლილია. ბორბლის ზემოთ შუშა კი საერთოდ უცნაურადაა დალეწილი. ნომერიც აქვს ჯერჯერობით, ნუთუ ბაზაზე არავის აქვს წვდომა? იდეაში, ეგ იქნება, ჩამოწერილი 048, მგონი სხვა ყველა ხაზზე ჩნდება პერიოდულად. მაგრამ რა მოუვიდა ნეტავ? |
Posted by: MANMUS 15 Jul 2019, 17:55 |
Mick-el-Angelo ჩემი ვარაუდით უკნიდან სატვირთო მიაჯდა და კარკასი დაუზინდა შეიძლება ამის გამო ჩაემსხვრა. მაგრამ შუა მინა მთელია უცნაურია.. * * * რო რამე ვერ მოხერხდება აღდგენა/გარემონტება? მაგრად მეცოდება ჯართისთვის სალაროებიც მოუხსნიათ |
Posted by: da_to 15 Jul 2019, 18:11 | ||
ERAMUS
გატოტალებულია, ანუ აღდგენა იმაზე ძვირი ჯდებოდა ვიდრე ახლის შეძენა. ამას სადაზღვევო ყიდის (ყიდდა), შეაბამისად ტტც - სთვის ახალი უკვე მიწოდებული უნდა ქონდეს. რაც შეხება მყიდველს, ვინ იყიდის ეხლა ამას ? ფაქტიურად ჯართია, ძრავი არ აქვს რაც ყველაზე მთავარია. როცა ამ ავტობუსის საქარე მინდა 5 000 ლარი ღირს, წარმომიდგენია ძრავი რა ეღირება. პ.ს ძრავის გარდა სხვა ბევრი რამეც ჭირს - დაზიანებულია: ძარა, ძრავი, გადაცემათა კოლოფი, შკივები, დაღუნულია რადიატორები |
Posted by: MANMUS 15 Jul 2019, 18:17 |
ესე იგი ამას დაშლიან და სათადარიგო ნაწილებად გამოიყენებენ რაც ვარგა: სკამები, წინა მასკა, საქარე მინა კარებები, სალონის დეტალები |
Posted by: Mick-el-Angelo 15 Jul 2019, 18:17 | ||
da_to
კი, წერდნენ აქ, რომ დგას ბაზაზე სულ ახალი ლურჯი. მაგრამ ეს კონკრეტული მაინც ცოდოა |
Posted by: da_to 15 Jul 2019, 18:19 | ||
ERAMUS
წესით თუ არ იყიდა ტტც ვერ გამოიყენებს. რადაგანც ეგ ალდაგის საკუთრებაა ან თეგეტამ იყიდოს და კი ამოიღებს მაგის ფულს |
Posted by: MANMUS 15 Jul 2019, 18:20 |
რატომ დაემართა ასე არავინ არიცის? |
Posted by: vatman 15 Jul 2019, 18:20 | ||||
da_to
მიაწოდა უკვე 2-3 თვის წინათ ERAMUS
ვერა, რადგან ალდაგის საკუთრებაა, ხოლო როგორ გამოიყენებს მაგას უკვე ალდაგის გადასაწყვეტია ყვითელი ავტობუსები მგონი მხოლოდ მე-3 პირის პასუხისმგებლობითაა დაზღვეული |
Posted by: Mick-el-Angelo 15 Jul 2019, 18:22 |
ეჰ, ვიყიდიდი ზედმეტი 80000 რომ მქონდეს. |
Posted by: da_to 15 Jul 2019, 18:27 | ||
vatman
ხო რაღაც სასაცილო თანხად არის დაზღვევული ... ე.ი 642 სატრანსპორტო საშუალებაა (637 ბოგდანი) დაზღვევული და ერთი თვის პრემია შეადგენს 17 000 ლარს ძაან დაბალზეა დასული როგორც ჩანს ღირებულებები და ჯართის ფასად აქვთ დაზღვევული |
Posted by: ქაფქიანა 15 Jul 2019, 21:35 |
აუ, მე მგონი ვერ ვარ, მაგრამ დამეწვა გული რაღაცნაირად. ................................... |
Posted by: MANMUS 15 Jul 2019, 22:02 |
მართალია რაოდენობრივად არაფერი იცვლება მაგრამ გული მწყდება 2 წლის სიმწრით ნაყიდი ავტობუსი ჯართში რომ მიდის. ისე ამ კონკრეტულს 1 წელიც არ უმუშავია ხაზზე. |
Posted by: Kublicha 16 Jul 2019, 01:13 |
048 ა ბოლო ბოლო თუ არის სხვა ვარიანეტებიც? რომელ ხაზზე მუშაობდა? ეს ხო არ შეიძლება იყოს? |
Posted by: MANMUS 16 Jul 2019, 07:29 |
Kublicha ეგ არის TT-121-CB გაარემონტეს და 150ზე დადის. 048 რომ ჩამოიყვანეს 2017ის დასაწყისში თავიდან მუშაობდა 61ზე, როცა პირველი პარტიის მანქანები გაჩერებული ყავდათ. მერე როცა უკვე ესენი ხაზზე დააბრუნეს, ცოტა ხანი გაჩერებული ყავდათ. უკანა ქონდა შუშა ჩამსხვრეული. შემდეგ გაარენონტეს და ოქტომბერში გაუშვეს 37ზე. იმუშავა სადღაც თვენახევარი და საეჭვოდ გაქრა. ანუ წელიწადნახევარზე მეტია მე ეს ბორტი თვალით არ მინახავს. |
Posted by: Kublicha 16 Jul 2019, 10:12 |
148ხო არაა მაგის შემცვლელი? თუ თავიდანვე ყავდათ? ლიგიკურად 144ცალი ავტობუსისთვის 148 ნომერი არ უნდა იყის დაკავებული |
Posted by: MANMUS 16 Jul 2019, 10:30 | ||
Kublicha არა, სულ თავიდან ხომ იყო 143 ცალი, მერე წლის ბოლოს გვაჩუქეს კიდევ ერთი ცალი ამას მიანიჭეს 148. ჩანაცვლებაზე რომ ყოფილიყო საქმე მაშინვე იყიდიდნენ.
100 და 111 გამოტოვეს. შედეგად ჩაჯდა 144 145. 146 ერთ პატარა ბოგდანს აქვს, 147 მწვანე მანს. * * * ნათელში იყოს მისი სული |
Posted by: vatman 16 Jul 2019, 11:20 | ||
da_to
რამდენიმე დღის წინ ჩემს მანქანაზე უკნიდან დამაჯდა დიდი ბოგდანი, არაფერი არ მოსვლია, შიტოკი გატეხა და შპაკლი ჩამოეყარა. გარჩევის შემდეგ ხაზზე წავიდა ისევ . კანტორის წარმომადგენელი რო იყო მოსული, იმან ამათ მხოლოდ მე-3 პირის დაზღვევა აქვთ. მგონი რო მართალი თქვა არ მოგივიდეთ ავტოსაგზაო შემთხვევა კანტორის ავტობუსთან, სანამ მაგათი წარმომადგენელი მოვა, შეიძლება საუკუნე გავიდეს. ტიპი ერთი შემთვევიდან მორეზე დადის , კიდევ თავის რაღაც ოქმს ადგენენ, მანის ავტობუსი რო ყოფილიყო ალბათ საერთოდ გაჭედავდნენ. |
Posted by: Kublicha 16 Jul 2019, 12:23 | ||
vatman
მე რამდენიმე წლის წინ დამეჯახა დიდი ბოგდანი და აქეთ დავმართე ნერვოზი მაგ კაცს. ისე ცოდოა, საშინელი პროფესია აქვს. ERAMUS და ახალი რომელია მაგის მაგივრად მიღებული? რა ნომერი აყენია? |
Posted by: Blueსტუმარი 16 Jul 2019, 12:46 |
Kublicha vatman ისე იცოდეთ რომ მე უფრო დაზარალებული ვარ. მე ორჯორ დამეჯახა დიდი ბოგდანი. პირველზე მოვითმინე, მეორემ რომ დამეჯახა, მკაცრად ვუთხარი რომ რატო მეჯახებითო ყველა მეო. მან კიდე თქვა, რომ მუხრუჭის გაუმართავობა იყო. ნორმალურად გაიარონ რა ტექნისპექტირება ამ ბოგდანებმა |
Posted by: MANMUS 16 Jul 2019, 12:58 |
Kublicha მგონი ჯერ არც გამოუყვანიათ ხაზზე კონდენციონერი არ უყენიაო, ისევ იმ ნომერს არ მიაკრავენ? რომ გამოვა ხაზზე ადვილად ვიცნობთ სალონში ახლის სუნი რო იქნება თუნდაც იმით რომ იატაკი არ იქნება გაცრეცილი |
Posted by: იაგანა_Godfather 16 Jul 2019, 14:51 |
https://www.radiotavisupleba.ge/a/30058241.html სადაც 8 და 10 მეტრიანი ბასები ვერ ივლიან იქ გავუშვებთ ახალ მიკროავტობუსებსო კალამ |
Posted by: TramwayMan 16 Jul 2019, 15:00 |
|
Posted by: MANMUS 16 Jul 2019, 21:23 |
20 ივნისს დაულეწიათ ის მანი |
Posted by: Blueსტუმარი 16 Jul 2019, 21:26 |
ERAMUS რომელი ის 118??? |
Posted by: MANMUS 16 Jul 2019, 21:30 |
Blueსტუმარი აღმოჩნდა რომ არა სათაურმა შემიყვანა შეცდომაში ვიდეოში ჩანს რომ ზევით ისვრიან ქვებს და არა ავტობუსს https://www.itar.ge/shownews/32743/რო |
Posted by: Mick-el-Angelo 17 Jul 2019, 12:59 | ||||
ERAMUS
ვა, ფოტო გვქონია 048-ის? მეც მაგრად შემეცოდა ისე
აუქციონის ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, დალეწილს ნომრები არ მოუხსნიათ ჯერ. ანუ სანამ არ ჩამოწერენ შსს-ში ან არ შეუცვლიან ნომერს, 048 დაკავებული იქნება. ამიტომ, სავარაუდოდ, სხვა ნომერი ექნება იმ ახალ მანს, 048 კი როცა გამოთავისუფლდება სხვა ავტობუსს მიანიჭებენ. |
Posted by: TramwayMan 17 Jul 2019, 18:04 |
* * * |
Posted by: Mick-el-Angelo 17 Jul 2019, 19:26 |
TramwayMan ისე, განსაკუთრებით სახარბიელო არაფერია, ჩემი აზრით. მარშრუტკების დატოვება - უკვე ბოროტებაა, და ამას ვერაფრით გაამართლებენ. ავტობუსი და ტრამვაი თბილისის თითქმის ყველა უბანში თავისუფლად იმოძრავებს, სურვილი თუ იქნება. მარშრუტკების დატოვება და მეტიც, წესიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაცვლად "განახლებული" მარშრუტკების გასაღება როგორც რაღაც ინოვაციისა არის თვალში ნაცრის შეყრა და სხვა არაფერი. სადაც დიდი ავტობუსი ვერ გაივლის - თითზე ჩამოსათვლელ უბნენზეა საუბარი - მანდ ჩვეულებრივი საავტობუსო მარშრუტები უნდა დაინიშნოს, რომლებზეც 16-19 ადგილიანი მიკროავტობუსები იმუშავებს. აქ კი, მგონი, სხვა რაღაცას გვტენიან. როგორც მივხვდი, რაღაც უბანში ავტობუსს ჩაანაცვლებს მარშრუტკა, და რაღაც უბანში მხოლოდ ავტობუსი იქნება. ძაან მაგარია! მარშრუტკა, როგორც ტრანსპორტის სახეობა უნდა გაქრეს. სანამ ამას ვერ იზენ, კომფორტული მგზავრობისგან ისევე შორს ვიქნებით, როგორც გლდანიდან მარსამდე. |
Posted by: TramwayMan 17 Jul 2019, 19:39 |
Mick-el-Angelo ევროპაში თუ არ ქრება და კომფორტული საქალაქო მიკროავტობუსები დადიან ვერ დადიან? ინოვაციად ვინ გასაღებს? უბრალოდ ახალი მოძრავი შემადგენლობა იქნება. ძალიან ბევრ ადგილას არ დადის ავტობუსები დღეს არც დიდი და არც პატარა ბევრი ისეთი კორიდორებია სადაც ვერ გაივლის 8 მეტრიანი 2,40 სიგანის ბუსი. გარდა ამისა მგზავრთნაკადებზეა ეს დამოკიდებული. 8 მეტრიანი ავტობუსის ტევადობა ბევრად მეტია მიკროავტობუსისაზე. თუ მათი საჭიროება სადღაც არ არის რატომ უნდა იაყროს? თუ მცირე ნაკადია. იქნება მთავარი ქსელი დიდი ავტობუსებით მეორად ქსელი ნაკლებად დიდი ავტობუსებით და მესამე ქსელი მიკროავტობუსებით. მაგალითად მუხიანის აგარაკები,. გიროგიწმინდა, და ა.შ * * * |
Posted by: rugby2011 Geo 17 Jul 2019, 20:33 |
TramwayMan არ ეშვები ხო ამ ევროპას )))))))) ისე მეტყველებს სისტრა, რომ მგონია ოროსანი კლასელი ყვება გაკვეთილს. დრო გვიჩვენებს ცვილლებების ავკარგიანობას, ისე დიდი დროც არ დაგრჩათ. |
Posted by: TramwayMan 17 Jul 2019, 20:38 | ||
rugby2011 Geo ასმათ აბესაძე სისტრა არ არის, აქაური კომპანიის წარმომადგენელია გორბის რომელიც სისტრასთან მუშაობს. თავად ასმათი შეიძება გულიანად ვერ გადმოსცემდეს ყველაფერს. ეს ზოგადად ნიჭზეა დამოიდებული.
მეც მომიხსენიებთ მაგ თ-ში? |
Posted by: rugby2011 Geo 17 Jul 2019, 20:43 |
TramwayMan აბა ასე პლატონურად თუ ეტრფი მთავრობას მალადეც )))) |
Posted by: TramwayMan 17 Jul 2019, 20:52 |
rugby2011 Geo რომელ მთავრობას ვეტრფი? |
Posted by: RUDIARIUS 17 Jul 2019, 21:07 |
სამარშუტო ტაქს თუ მიაბავენ 1.5 საათიან უფასო სამგზავრო ტარიფს, დიდი ალბათობით შემოგვტენიან გაზრდილ ტარიფს,, გაუმჯობესებული'' პირობების გამო. 80 თეთრი საინტერესოა ამათი გლუვი ტვინი როდის მიხვდება რომ ტრამვაი აუცილებელი ტრანსპორტია თბილისისთვის. მანამდე ინდურ კომპანიას დაუკვეთავენ კვლევას და რიქშების, ხარიანი ურმების საჭიროებაზე დაფიქრდებიან |
Posted by: TramwayMan 17 Jul 2019, 21:10 |
RUDIARIUS ტრამვაი რა კავშირშია სატარიფო სისტემასთან და მოდელთან, ეს მოდელი არ იცვლება ტრამვაის არსებობა არ არსებობით. |
Posted by: RUDIARIUS 17 Jul 2019, 21:20 |
TramwayMan სამარშუტო ტაქსებს რომ ებღაუჭებიან და არ ეშვებიან ამაშია საქმე. 80 თეთრამდე რომ გაზრდიან მგზავრობის საფასურს ამაშიც. ტოტალური განახლება ჭირდება საქალაქო ტრანსპორტს და მეტროს შემავსებელი. 1.8 მილიონიან ქალაქს ან დამატებითი მეტროს სადგურები უნდა( რაც გამორიცხულია მინიმუმ 20-30 წელი) ან ტრამვაი. 143 ლურჯი, 40 მწვანე მანით ამორტიზირებული ბოგდანებით და მხრჩოლავი, კარტოფილის მზიდავი, ფორდ ტრანზიტებით გვინდა ფონს გასვლა? არ თქვათ ახლა ტრამვაის გასაკეთებელი ფული არ არისო. ტოტალური კორუფცია და არამიზნობრივი ხარჯების პირობებში მივდივართ კუს ნაბიჯებით |
Posted by: Mick-el-Angelo 17 Jul 2019, 22:16 | ||||||
TramwayMan
მანდ მხოლოდ ძალზედ არამოთხოვნად მიმართულებებზეა, ისიც ჩვეულებრივი ავტობუსივითაა, იმავე კომპანიას ეკუთვნის, გრაფიკით მუშაობს და მძღოლის ნება-სურვილზე მგზავრობა არაა დამოკიდებული. ეს მარშრუტკა კი არაა, პატარა ტევადობის ავტობუსად ითვლება და არ წარმოადგენს ცალკე არსებულ საზოგ.ტრანსპორტის სახეობას.
მაგალითად? შეიძლება ვცდები, მაგრამ წყნეთსა და კიდევ რამდენიმე მსგავსი უბნის გარდა არაფერი მახსენდება.
ამას მეც ვამბობ. უნდა იაროს, თუ დიდი ბუსი მანდ საჭირო არაა. უბრალოდ ცენტრალიზებული და მართლაც ერთიანი სისტემა უნდა იყოს, ამიტომ ხაზებს, რომლებზეც მიკრობუსები იმუშავებს, იგივე ტტც უნდა ემსახურებოდეს. სად გვაქვს გარანტია, რომ ცოტა ხანში ეს მარშრუტკების კანტორა იმავე ღორობას არ დაიწყებს, რასაც ეხლა აკეთებს? 2011-შიც გვპირდებოდნენ კონფორტს, კონდიციონერს და ფეხზე დადგომის აკრძალვას. რა მივიღეთ შედეგად, ყველამ ვიცით. ხო და, ამ ლოგიკით, უნდა დარჩეს მარშრუტკების მაქსიმუმ 20 ხაზი, რომლებიც ივლიან არამოთხოვნად მიმართულებებზე, ვიწრო ქუჩებში. ეხლა დავიჯერო, რომ კერძო კანტორა, რომელიც დღეს ღორივით იქცევა, ამაზე დათანხმდება? ეჭვი მაქვს, გაცილებით მეტი ხაზი დარჩება, იქ სადაც საჭიროა და არაა საჭირო და იმავე სურათს მივიღებთ, რაც დღესაა. ცენტრალურ ქუჩებში იკრძალებოდა უკვე მარშრუტკები, დაახლოებით იგივე სისტემა იქნება ეხლაც, უბრალოდ ასაღებენ რაღაც კომფორტზე ორიენტირებულ სიახლედ. თან გამაგებინოს ვინმემ, სადაა კომფორტი, თუ დღეს ვარკეთილიდან ვაკეში 170-ით გადაჯდომების გარეშე წავალ, სიახლეების შედეგად კი მინიმუმ 2 ტრანსპორტის გამოცვლა მომიწევს? |
Posted by: TramwayMan 17 Jul 2019, 22:27 | ||||||
RUDIARIUS უაცრავად, 12 მეტრიანი ბუსები იდე შემოდის 8 მეტრიანებიც, პლიუს 18 მეტრიანები და 24 მეტრიანები. რაოდენობა გაიზრდება ბუსების 1000 მდე. ფორდ ტრანზიტებიც გაქრება. როგორც ჩანს არც უსმენთ სიუჯეტს. Mick-el-Angelo
აქაც ეგრე იქნება, მარშუტკას ნუ დაუძახებ ჯერ ერთი, მე თუ მინდა კარტოფილის კუზაოს დავუძახებ რამე შეიცლვება?
გუგლის სატელაიტი დაგეხმარებათ ან ტას ჯის მაღალი გარჩევადობის რუკა. ხოლო თუ ცოტა მოიცდით და სისტრას ახალ სქემას ნახავთ უფრო უეთ გავიგებთ სად იგეგმება ე.წ მიკროავტობუსების შენარჩუნება.
და მაგ კუნტულა მარშუტკამ მაგხელა მარშრუტზე რამდენი მგზავრი უნდა დაიტიოს რომ ყველა დააკმაყოფილოს თქვენს გარდა? გადაჯდომის გარეშე ყველა მხრიდან ყველა მხარეს ტრანსპორტი ვერ ივლის ყველა უბანში. კონკრეტულად ვარკეთილიდან ვაკეშI შესაძლოა დადიოდეს კიდეც პირდაპირი ვერ გეტყვით როცა სქემა გვექნება მერე გავიგებთ. მაგრამ ნუ გვაქვს ილუზია რომ ყველა უბნიდან ყველა უბანში პირდაპირ უნდა მოზრაობდეს საზ ტრანსპორტი ეს ასე არ მუშაობს და ვერ იმუშავებს ამდენი დუბლირებას ვერც საგზაო ქსელი აიტანს და ვერ კომპანიის ბიუჯეტი. და მუდამ ეგრე იქნება ივლის მაშინ ცოტა შემადგენლობა იშვიათად და პირდაპირ და იდგებით დიდი ხანი გაჩერებაზე. რადგან უამრავი უბნიდან სხვა უბანშI პირდაპირ მიმავალი ტრანსპრტი ქუჩების უმეტესობას ცენტრშI გაივლის ერთი და იგივეს და იქ სრული დომხალი გამოდის. |
Posted by: Mick-el-Angelo 17 Jul 2019, 22:28 |
ანუ, რომ შევაჯამოთ: უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან 2 ტერმინი: 1) მარშრუტკა - წარმოადგენს ჩამორჩენილი პაპუასიების საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთავარ სახეობას. ამრიგად, ფაქტობრივად გვევლინება ტრანსპორტის დამოუკიდებელ და ძალზედ მახინჯ სახეობად. ადუბლირებს ავტობუსებს და სხვა ცივილიზებულ ტრანსპორტს და შედეგად ნელ-ნელა ანადგურებს მას ან ხელს უშლის განვითარებაში. წარმოადგენს ქალაქის პარაზიტს, არ გამოირჩევა კომფორტით, აჩერებს ხელის ქნევაზე, მოკლედ, ის რაც დღეს გვაქვს ყვითელი ტრანზიტების "გაკეთილშობილებული" სახით. 2) პატარა ტევადობის ავტობუსი (მიკროავტობუსი) - საშუალოდ 20 მგზავრამდე ტევადობის ავტობუსი, რომელიც, როგორც წესი, მუშაობს ნაკლებად მოთხოვნად მიმართულებებზე, სადაც მგზავრთა ნაკადი ძალზეც მწირია და არაა გამართლებული საშუალო ან დიდი ტევადობის ავტობუსების გაშვება. მუშაობს იმავე წესებით, რაც საშუალი და დიდი ავტობუსები და, ზოგადად, წარმოადგენს ერთიანი საავტობუსო სისტემის ნაწილს (მხოლოდ ტევადობით განსხვავდება). ხოდა, მეორის წინააღმდეგი არ ვარ. პირველის რაღაცა სახით მაინც შენარჩუნება არის დამღუპველი და იმის ნიშანი, რომ ქალაქის ტრანსპორტი ამ ქალაქში ვერ ვითარდება. |
Posted by: TramwayMan 17 Jul 2019, 22:31 | ||
Mick-el-Angelo
ხოდა ასე იქნებაო და ახლა დავიცადოთ და გავიგოთ იქნება და მართლაც ეგრეა გადაჯდომებს რაც შეეხება მთელი წარმატებული ევროპული ტრანსპორტის მოდელი დაფუძნებულია გადაჯდომის პრინციპზე და როგორ მუშაობს უკაცრავად და? თქვენ თუ ერთი ადგილის აწევა გეზარებთ სკამიდან მინიმუმ ერთხელ ეს არ ნიშნავს რომ ნაკლები კომფორტია. |
Posted by: MANMUS 17 Jul 2019, 22:36 | ||
Mick-el-Angelo
ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, ახალი მარშუტკების ჩამოყვანა იქნება ხალხის მოტყუება, ნუ ფულის მოტეხვა არახალია. ამ ახლებსაც შეჭამენ ჩვენი ღრმად პატივცემული მძღოლები, კონდიციონერებზე წავა ისევ კაჩაობა და დედის ტრაკის დაფარებები და..... ესეც ამათი მოწესრიგებული საზ. ტრანსპორტი |
Posted by: Mick-el-Angelo 17 Jul 2019, 22:40 | ||||||||
TramwayMan
ნუ თუ გავითვალისწინებთ, რომ პიკის საათებში გადატენილი დადოს და 8-10 წუთი აქვს შუალედი, კაი 10-მეტროანი ავტობუსი ასეთ მარშრუტს არ აწყენდა.
ეგ გვესმის ყველას, თუმცა მოთხოვნადი მიმართულებები, თუნდაც გრძელი, უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მაგალითად, იგივე ვარკეთილი-ვაკე.
ეგეც გვესმის. თუმცა იგივე, რაც წინა წინადადებაში ვთქვი - თუ ვიცით, რომ პირობითი ვარკეთილის მგზავრთა 40% ვაკეში მიდის, უნდა იყოს პირდაპირი მარშრუტი ვარკეთილი - ვაკე. ესაა კომფორტი. პლუს ამით თავიდან ავიცილებთ ზედმეტ გადატვირთვას სუფთა სახის მაგისტრალურ მარშრუტებზე (როგორიც დღესაა 61, 140 და 150).
ეგეც ვარიანტია, გააჩნია უბანს და სისტემის დალაგების პრინციპს. მაგალითად, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს 2008-2010 წლებში არსებულ საავტობუსო მარშრუტების სქემასთან. უბნის მარშრუტების (მეტრო - უბანი) დამატების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო მარშრუტკების სრული გაქრობა ქალაქიდან. |
Posted by: TramwayMan 17 Jul 2019, 22:45 | ||||||||
Mick-el-Angelo
არანაირი 10 მეტრიანი ავტობუსი საკმარისი არ არის მაგ ნაკადისათვის.
ვინმემ თქვა რომ არ იქნება? ხომ არ უთქვამთ, რამდენად მოთხოვნადია ვარკეთილი ვაკე და რომელი კორიდორების გავლით ამას ვნახავთ ქსელს როდესაც დავხედავთ.
გამოიკვეთა 10 კორიდორი სადაც ეწ. TBT ანუ თბილისი ბას ტრანზიტი უნდა ამუშავდეს ანუ ბიარტის აქაური ვარიანტს ეგრე ერქმევა, მაგ კორიდორში შესაYლოა სწორედ ერთ ერთI ვარკეთილი - ვაკე იყოს. მარა ეს არ ნიშნავს რომ ვარკეთIლიდან რამოდენიმე მარშრუტი წავა ვაკეში რადგან ვარკეთIლი დიდია და რამოდენიმე ქუჩაა ტრანზიტული, წავა ერთი რომელიმეს გავლით და თქვენ თU იმ ქუჩაზე არ ცხოვრობთ იმ მთავარ ბას ტრანზიტამდე უნდა მიხვიდეთ ან ფეხით ან სხვა ტრანსპორტით.
რა სისტემაც ეგ იყო სჭირდება დიდი ბუსები დიდიიიიიიიიიი დიდიიიიი ბევრი დიდი ბუსი და უფრო დიდი ბიუჯეტიდან დაფინანსება და დოტაცია. |
Posted by: Mick-el-Angelo 17 Jul 2019, 22:47 | ||||||||||
TramwayMan
ეჭვი მეპარება, რადგანაც ამ მარშრუტკების კანტორას ტოვებენ. ამათმა მხოლოდ არსებული სახით იციან მუშაობა და არ მაქვს იმედი მათი გაცივილიზებისა. ERAMUS
მეც ამ აზრზე ზუსტად. * * * TramwayMan
პირობითად ვთქვი 10-მეტრიანი. მართლაც შესწავლას საჭიროებს, შეიძლება 18-მეტრიანიც დაჭირდეს.
დაველოდოთ, ნეტავ მართლაც ისე იყოს, როგორც შენ ამბობ. მგონი, არსებითად, ერთსა და იმავეს ვლაპარაკობთ.
იქნება უნდა გავმდიდრდეთ, არ დავივიწყოთ მაინც სამარშრუტო სქემა * * * პ.ს.: თუ კომფორტზე საუბრობენ, დაფინანსების თემა გადაწყვეტილი უნდა იყოს. და თუ ქალაქს კომფორტისთვის ბევრიიი ბევრიიი დიდიიი დიიიდიიი ბუსი სჭირდება, ე.ი. ამდენი სჭირდება და ესაა კომფორტი. დანარჩენი ყველაფერი კი უბრალოდ კომპრომისია. |
Posted by: rommel 17 Jul 2019, 22:59 |
ზეცა რომ გაიხსნას და ღმერთი ჩამოვიდეს, ის ვერ დამაჯერეებს რომ სისტრას დასკვნაში მიკოავტობუსებთან დაკავშირებით, ჩვენი მარჯვე ბიზნესმენების ხელი არ ურევია. პ.ს. - მეც მიმგზავრია ევროპაში მარშუტკით, თუმცა დილის 4 საათზე, როდესაც კლუბიდან გამოსული გალეშილი მგზავრის მეტი არავინაა. |
Posted by: Mick-el-Angelo 17 Jul 2019, 23:10 | ||
rommel
იწუწუნებდნენ, რომ ფული ცოტაა, ხალხია დასაქმებული ამ მარშრუტკებზე და აბა რა ვქნათ, ჯერჯერობით გარდაუვალიაო, ღარიბები ვართ. ისინიც დაიჯერებდნენ და სქემას ააწყობდენენ ამ მარშრუტკების გათვალისწინებით. თუმცა, სხვაგვარ სცენარსაც ჩვენს რეალობაში არ გამოვრიცხავ. |
Posted by: RUDIARIUS 18 Jul 2019, 10:37 | ||
TramwayMan
აშენება, იგეგმება, პროექტი მზადდება... კარგა ვიცით მომავალ დროში ნათქვამი დაპირებების ფასი 2014 წლიდან ისმის რომ ავტოპარკი მოძველებულია 5 წელია მას შემდეგ გასული და მხოლოდ 183 ახალი ავტობუსია შემოყვანილი. 200 ისუზუს შემოიყვანენ 1.5 წლის განმავლობაში და დანარჩენი ღმერთმა უწყის როდის მოესწრება. 1000 ახალი ავტობუსი რომ გვეყოლება მანები უკვე ჩამოსაწერი იქნება. ყვითელ სამარშუტოებსაც არ მოაცილებენ. სულ რომ 15000 ახალი ავტობუსი შემოიყვანონ და მთელი ქალაქი დაიქსელოს ტრამვაის გარაუვალ აუცილებლობას მაინც არ ცვლის. |
Posted by: hadesnexus 18 Jul 2019, 14:48 |
შუშაზე და თან რათქმაუნდა ყომარბეთის რეკლამა. სახლის ფანჯრებზე უნდა გაუკრა ეს რეკლამები ვისაც ეხება. |
Posted by: da_to 18 Jul 2019, 15:08 |
რამდენი დღეა მინდა დავწერო და სულ მავიწყდება .... ესაო ისაო, სპეციალურად საწვავს ჩამოვიტანთო რო გავბოლებდა მერია. რატომ ასხმას მწვანე მანები დიზელს რომპეტროლში ??? რომპეტროლს არ აქვს ევრო 6 - ის სტანდარტის დიზელი . |
Posted by: toyota12345 18 Jul 2019, 15:16 |
აბა როგორ ხართ სასტავი. რაც ტეტეცედან წამოვედი ავტობუსთან აღარ მქონია შეხება არის რამე ცვლილება? კონდიციონერებს თუ ეშველა ამ ზოგადად რამეს |
Posted by: Giacomo 18 Jul 2019, 15:21 |
ეგ დაიდო აქ უკვე? სულ მალე ფოთს ახალი 8-10 მეტრიანი ავტობუსები ეყოლება! https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2930607610497629&id=1857103964514671 |
Posted by: nutria-113 18 Jul 2019, 15:34 | ||||
ტრამვაიზე როდის წამოცდება ნეტა ვინმეს რამე.. გეგონება არც არსებობსო ისე არ იმჩნევენ..
კარგი იქნება თუ გვეღირსება, მიკვირდა ამდენი ხანი რომ ვერ მოაბეს თავი |
Posted by: beka331 19 Jul 2019, 17:41 |
მოკლედ, 37 ნომერიბჩვეულ ლურჯ ავტობუსებზე უფრო ჩქარა დადის. უკრაინელ ტურისტებს გაუკვირდათ კონდინციონერის არსებობა |
Posted by: experto 20 Jul 2019, 14:09 | ||
Giacomo
თუ ტენდერი წარმატებით წარიმართება კონტრაქტის გაფორმება წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი. |
Posted by: Blueსტუმარი 20 Jul 2019, 18:44 |
ერთი კითხვა მაქვს. 121-ის TTC-759 შუშა კაი ხანია რაც აქვს ჩამტვრეული? ზამთარში კი სიცივე კი იქნება. მის მაგივრათ სხვა ნომრიდან გაუშვან და ეგ 759 ჩამოსაწერი იქნება. |
Posted by: beka331 21 Jul 2019, 00:34 | ||
და ფოტოები რომ 12 მეტრიანისაა? |
Posted by: TramwayMan 21 Jul 2019, 11:30 |
ჭავჭავაძეზე საავტობუსე ზოლები შუაშI იქნება თავისი ბაქნებით, ვაშაააააა |
Posted by: ქაფქიანა 21 Jul 2019, 11:44 |
ჭავჭავაძეზე საავტობუსო ზოლების შუაში გადატანას მე პირადად კერძო ავტოპარკის შეზღუდვად აღვიქვამ. ავტობუსების ზოლები შუაში, ტროტუარები და ველობილიკები. ეს ნიშნავს პარკინგის სრულ გაუქმებას და კერძო ავტოპარკისთვის ერთი ზოლის დატოვებას. პლუს, ამ ერთ ზოლში კუს ნაბიჯით ივლიან, რადგან ყოველ გაჩერებაზე შუქნიშანი ან სხვა რამ დაუკეტავთ გზას. პლუს ამას, ეს ნიშნავს, რომ ჭავჭავაძეზე მინიმუმ შესახსრულები ივლიან და უფრო დიდი ალბათობით, ორმაგი შესახსრულები. ბიარტია ეს შუა ზოლები. სხვაგვარად, აზრს ვერ ვხვდები. |
Posted by: beka331 21 Jul 2019, 13:11 |
კარგი იდეაა ჭავჭავაძის შუაში ბასლაინი ძალიან |
Posted by: rommel 21 Jul 2019, 13:19 | ||
TramwayMan
მეორე თემაშიც ვიკითხე. შეგიძლია ამის უპირატესობები ჩამოთვალო? თუ იცი გაჩერებებს ამცირებენ? თუ არა დახაზონ მთელს ჭავჭავაძეზე ზებრა და ეგ იქნება პ.ს-ვიზიარებ მძღოლების მწუხარებას |
Posted by: Kublicha 21 Jul 2019, 13:49 | ||||
რა მაგარია, პარიზში კლიშეზეა ეგრე და ძალიან კარგია ტრანსპორტისთვის, ორონდ იქ მთელ სიგრძეზეა ტროტუაირი შუაში და აქ ალბათ მარტო გაჩერებებზე გააკეთებენ ბაქნებს.
სულ დაკეტილია ეხლა და როგორმე დადიან |
Posted by: TramwayMan 21 Jul 2019, 13:52 | ||
Kublicha
არანაირი ტროტუარი შუაში არ უნდა ის რომ რომელიღაც ქუჩაზე ეგრეა სადღაც პარიყში არ ნიშნავს რომ ასე უნდა იყოს. |
Posted by: Kublicha 21 Jul 2019, 13:54 |
TramwayMan ნუ უნდა კი ბატონო. |
Posted by: bach_ka 21 Jul 2019, 14:30 | ||
ჭავჭავაძეზე ისედაც სრულად გაუქმებულია პარკინგი, ასე რომ არ უნდა იყოს პრობლემა. რაც შეეხება ზოლების შემცირებას ჩემი აზრით არ იქნება პრობლემა, ამხელა ავტობუსები ზოლიდან ზოლში რომ ტასაობენ უფრო ანელებენ მოძრაობას რეალურად, ნუ მარშუტკებზე აღარ ვსაუბრობ მესამედან პირველ ზოლში ბოლიდებივით გადადიან ლიჟბი 80 თეთრი არ დაკარგონ. მე მომწონს ახალი იდეა |
Posted by: Blueსტუმარი 21 Jul 2019, 21:01 |
37 ნომერ ავტობუს აეროპორტის შემდეგ თვიმფრინავის ნიშანი დააწერეს. ეს TT-009-CB რა ხშირად იცვლის მარშრუტებს. ადრე 61-ზე დადიოდა, მერე 21-ზე, ახლა კიდე 87-ზე. ისე ეს 009 კიდე სხვა მსრშრუტებზე დადიოდა? |
Posted by: MANMUS 21 Jul 2019, 21:08 |
Blueსტუმარი 61 ნომერი დროებით ბარათაშვილის მაგივრად პიქსელამდე მოძრაობს შესაბამისად მოაკლეს ავტობუსები (10ის ნაცვლად 5 დადის მგონი) და სხვა ხაზებზე გადაიყვანეს. 61ის გარდა სხვა მარშუტებზე რეგულარულად არ უვლია. ისე ამ ხაზზეა მიმაგრებული. |
Posted by: Blueსტუმარი 21 Jul 2019, 22:10 |
ERAMUS აა. აი რატო არ მხვდებოდა 61 რუსთაველზე. მეგონა 85-თან ერთად გაუქმდაო * * * ისე ბასლაინი შუაში თუ იქნება ავტობუსი გაჩერებასთან როგორ მივა? ბასლაინი უნდა გადაკვეთოს მაშინ |
Posted by: SESH 21 Jul 2019, 22:30 | ||
სურათი არ გაქვს? ძალიან მაინტერესებს |
Posted by: Blueსტუმარი 21 Jul 2019, 22:33 |
SESH ვერ მოვასწარი. თუ გინდა გადი სადგურის მოედანზე და ნახავ |
Posted by: SESH 21 Jul 2019, 22:35 | ||
ალბათ ტროტუარს შეამოკლებენ და შუაში იქნება რამე |
Posted by: brutal_88 21 Jul 2019, 23:06 |
მელიქიშვილს და რუსთაველს რას უპირებენ ნეტა? |
Posted by: TramwayMan 21 Jul 2019, 23:31 |
brutal_88 იგივეს, რუსთაველზეც შუაში იქნება წესით აი მელიქიშვილზე სავარაუდოდ ნაპირებში. |
Posted by: brutal_88 21 Jul 2019, 23:41 | ||
TramwayMan
მშვენიერია. მელიქიშვილი რუსთაველზეც კაპიტალური რემონტი იქნება ალბათ, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლით. ანუ როგორც მინიმუმ ორი წელი ვერ იქნება ბასლაინების ცენტრში (( |
Posted by: Kublicha 21 Jul 2019, 23:46 | ||
brutal_88
რად უნდა ზოლის დახაზვას რემონტი. კოსტავაზე არაფერი რემონტი არ ჩაუტარებიათ ისე დახაზეს. |
Posted by: SESH 22 Jul 2019, 00:02 |
Blueსტუმარი ესეთია? |
Posted by: Blueსტუმარი 22 Jul 2019, 00:06 |
SESH თითქმის მაგრამ ისარივით მარჯვნივ აქვს. |
Posted by: SESH 22 Jul 2019, 00:09 |
Blueსტუმარი ინგლისურადაც ხომ არ ეწერა აეროპორტი? (ლოგიკური იქნებოდა.) და ისევ მორბენალია? არვარ თბილისში ვერ ვნახავ სორი |
Posted by: brutal_88 22 Jul 2019, 00:11 | ||
Kublicha
მეც რომ მკითხო არ უნდა არაფერი რემონტი. ავტობუსის ხაზები+ზებრა გადასასვლელები+ველობილიკები, ესენი უნდა დაიხაზოს ცენტრალურ მაგისტრალებზე მაინც. ყველა ქუჩას თუ ესე ძირფესვიანად მივუდექით ერთი საუკუნე დაგვჭირდება მოძრაობის მოსაწესრიგებლად. |
Posted by: Blueსტუმარი 22 Jul 2019, 00:19 |
SESH მორბენალია და ქართულად აწერია ასე 37 სადგურის მოედანი - აეროპორტი და თვიმფრინავი |
Posted by: Mick-el-Angelo 23 Jul 2019, 10:52 |
ეგეც ყვითელი ბოგდანჩიკების მდგომარეობაზე: „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ხდება ავტობუსების გადაწყობა და ტექინსპექტირებაზე ე.წ. კუკლა, ანუ შეფუთული ავტობუსები მიდის“. ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ასოციაციას აქვს არაერთი ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ბოლავს ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები ქუჩაში მოძრაობისას, მას შემდეგ რაც ტექინსპექტირებას გაივლიან. ეს კი მესხიშვილის შეფასებით, საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ საწვავში მინარევების შერევა და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურად ინსპექტირებისთვის გადაწყობა ხდება. „მე გადავიღე ის ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები, რომელიც ბოლავს ქუჩაში მოძრაობისას. აღსანიშნავია, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებებს ინსპექტირება აქვთ გავლილი და არცერთი არ ბოლავს ტექინსპექტირების გავლის პროცესში. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საწვავში ხდება მინარევების შერევა, არის შემთხვევები, რომ დიზელისძრავიან სატრანსპორტო საშუალებაში ხდება ბენზინის შერევა და ა.შ. მეტიც, ავტობუსები ინსპექტირებაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან მოდიან და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია სატრანსპორტო კომპანიაში ხდება ავტობუსების ინსპექტირებისთვის გადაწყობა. იქ ბევრი სათარიგო ნაწილია და ხდება ერთი ავტობუსის აწყობა/გამოშვება ინსპექტირებისთვის, ხოლო კომპანიაში დაბრუნების შემდეგ შეიძლება ისევ გადაწყობა ხდება და გზაზე ვიღებთ ისეთ ავტობუსებს, როგორსაც ვხედავთ თითოეული ჩვენგანი. ანუ ინსპექტირებაზე მიდის ე.წ. კუკლა, შეფუთული ავტობუსი, რომელიც ცენტრიდან გასვლის შემდეგ მალევე ხდება ისეთი, როგორიც ინსპექტირებამდე იყო. მე არც იმაში ვარ დარწმუნებული რომ ყველამ გაიარა ინსპექტირება და ამის ეჭვიც საკმაოდ მაღალია,“-აცხადებს მესხიშვილი. წყარო: https://www.bpn.ge/article/58548-tbilisis-satransporto-kompaniashi-xdeba-avtobusebis-gadacqoba-da-tekinspektirebaze-ec-kukla-anu-sheputuli-avtobusebi-midis/ |
Posted by: vatman 23 Jul 2019, 12:16 |
ვინმემ ხო არ იცით N45 მაშრუტზე რამე ცვლილებები ხომ არ არის. უკვე რამდენჯერმე N45 შემხვდა ავჭალაში, თანაც მაშრუტის ტრაფარეტზეჰქონდა გადაფარებული თაბახის ფურცელზე დაწერილი მაშრუტი. თავის ჩვეულ მაშრუტზეც კი დადის ისევ ისე |
Posted by: Kublicha 23 Jul 2019, 12:37 |
vatman კი. შეცვლილია, ახლა ვუყურებ და მარშრუტის მიღმა მოძრაობას მიჩვენებს, მრელაშვილის ქუჩით ჩამოვიდა სარაჯიშვილზე პოლიციასთან და გამოუყვა გამზირს, გადმოვიდა შეშელიძის ხიდებზე, მოტრლაიდა სარაჯიშვილის მეტროთან და შეუხვია ქერჩზე. ჩავა მერე ალბათ შაურმებთან გააწრიულეს როგორც ჩანს. |
Posted by: vatman 23 Jul 2019, 12:43 | ||
Kublicha
ყველა არ დადის მასე, ჩვეულებრივადაც დადიან: ახმეტელი-ქერჩი-თიანეთის გზატკეცილი - სოფელი გლდანი. ავჭალის გავლით ორივე მიმართულებით დადის, ასე რო წრიული არამგონია |
Posted by: Kublicha 23 Jul 2019, 12:44 |
vatman არა, საპირისპრიროსაც დავაკვირდი და შაურმებიდან ზევითა აუხვია თიანეთისკენ |
Posted by: vatman 23 Jul 2019, 12:52 |
Kublicha მე რეალში დამხვდა ავჭალაში ლიბანის ქუჩის მიმართულებითაც და პირიქით, ალბათ ხიდს რო გაცდება მანდ უხვევს სოფელში. და რაღაც დროების მიხედვით ექნება შესაბამისი გასვლები |
Posted by: Florbelle 23 Jul 2019, 13:00 |
გამარჯობა! ლოკომიტივის სტადიონიდან ვაგზლისკენ ღამის 12მდე დადის რამე ავტობუსი ან მარშუტკა თუ ტაქსი მიწევს ყველა ვარიანტში თამაშის მერე? მადლობა წინასწარ |
Posted by: Kublicha 23 Jul 2019, 13:08 | ||
Florbelle მარშუტკა ნამდვილად არ იქნება ეგრე გვიან 9 ნომერი ავტობუსი მიდის ვაგზალზე, ოღონდ ბოლო ავტობუსი ბაგებიდან გამოვა 22:45ზე. ასევე #34 წყნეთის ავტობუსი, ბოლო ავტობუსი 23:33 ზე გამოივლის განრიგის მიხედვით ლოკომოტივთან. მაგრამ წყნეთის ავტობუსის იმედზე მთლად არ ღირს ყოფნა vatman
მართალი ხარ, ეხლა მიდის საპირისპირო მიმართულებითაც ავჭალაში. |
Posted by: MANMUS 23 Jul 2019, 14:32 |
ტიხრებს რას უშვებიან ვერ ვხვდები 150 ნომრის ბორტი 121ს ერთი ცალი არ ქონდა. 050ში უკანა მხარეს თვეების მტვერი იდო |
Posted by: Mick-el-Angelo 23 Jul 2019, 15:08 |
ERAMUS თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს, ახალი პარტიის 12 და 24 მეტრიანი ავტობუსების/ელექტრობუსების შემოსვლის შემდეგ, არსებული ლურჯი მანები აღმოსავლეთის მარშრუტებზე გადავლენ ტრადიცია გვაქვს, დასავლეთში ნახმარი (დალეწილი) ავტობუსების აღმოსავლეთისთვის დათმობა |
Posted by: Ben_Joyce 24 Jul 2019, 10:04 |
განახლებულ გვერდზე დადეს ეს ორი ახალი მარშრუტი - #170 და #171. დროებითია, მუდმივია, საერთოდ დადის თუ ჯერ არ დაუნიშნავთ? |
Posted by: MANMUS 24 Jul 2019, 10:22 |
დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქის მერი შეხვედრას გამართავს ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group--ის ხელმძღვანელებთან, ეწვევა ISUZU-ს ქარხანას და თბილისისთვის განკუთვნილ ავტობუსებს დაათვალიერებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, თანამედროვე EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა. ISUZU-ს მარკის 8-მეტრიან ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi. * * * Ben_Joyce რეალობაში ჯერ არ შემხვედრია საინტერესოა.... |
Posted by: da_to 24 Jul 2019, 10:52 | ||
დააგვიანდა, ეხლა კალაძემ ლაივი რომ არ ჩართოს ისუზუს ქარხნიდან ისე როგორ დაამთავრებენ თურქები ავტობუსების აწყობას * * * რა იცვლება თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში - ექსკლუზიური ინტერვიუ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელთან წყარო : https://www.interpressnews.ge/ka/article/557518-ra-icvleba-tbilisshi-satransporto-repormis-parglebshi-ekskluziuri-interviu-sistra-spektrum-konsaltingis-jgupis-xelmzgvaneltan |
Posted by: akkai 24 Jul 2019, 11:54 |
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობის საფასური შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე გახდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა. როგორ აბესაძე განმარტავს, შემოვა ერთიანი გადახდის სისტემა და ერთი გადახდით მგზავრი საათნახევრის განმავლობაში ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს. მისივე თქმით, მგზავრობის ერთიან სისტემაში სამარშრუტო ტაქსებიც ჩაერთვებიან. „მგონია, რომ საათნახევარი მგზავრობა მინიმუმ 80 თეთრიდან 1-ლარამდე იქნება, ოღონდ ამ ინტეგრირებულ ტარიფში შევა მიკროავტობუსებიც. ვიღაცას მგზავრობა გაუიაფდება, ვიღაცას იგივე დარჩება. არავის მგზავრობა არ გაუძვირდება, მაგრამ გაუმჯობესდება მომსახურება. გარდა ამისა, ქეშით გადახდა საერთოდ ამოვარდება. ერთხელ გადაიხდით, მოახდენთ ბარათის ვალიდაციას და იმგზავრებთ სხვადასხვა ტრანსპორტით. იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩავრიცხავთ კონკრეტულ თანხას და ვიმგზავრებთ. პირველი მგზავრობისას ჩამოგვაჭრის ფიქსირებულ ტარიფს და საათნახევრის განმავლობაში ვიმგზავრებთ სხვადასხვა ტრანსპორტით. მგზავრობის საფასურს ქეშით ვეღარ გადავიხდით. რომ არ შეიქმნას დისკომფორტი, ყველა ძირითად გაჩერებაზე გვექნება ჩარიცხვის აპარატები. ასევე, შეგვეძლება გადავიხადოთ საბანკო ბარათებითაც. გაბილეთიანების საკითხს „საქართველოს ბანკი“ მოაგვარებს და ახალი ტიპის ბარათებსაც დაამზადებს“, - განაცხადა აბესაძემ. მისივე თქმით, საათნახევრის გასვლის შემდეგ მგზავრს შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის უფლება აღარ ექნება და მას მგზავრობის საფასურის საწყისი თანხის გადახდა მოუწევს. |
Posted by: RUDIARIUS 24 Jul 2019, 12:23 |
https://www.kvirispalitra.ge/public/55649-thbilisis-sazogadoebriv-transportshi-erthjeradi-mgzavrobis-safasuri-shesadzloa-80-thethridan-1-laramde-iyos.html რამდენიმე გვერდის უკან დავწერე რასაც ემსახურებოდა სამარშუტოების შემონახვა. ბიჭოო არაფრი იცვლება ამ უტვინო ქვეყანაში.... თბილისის მერია უკან გაიკეთე კარტოფილის საზიდი ჯაკარტა მარშუტკები |
Posted by: MANMUS 24 Jul 2019, 13:39 |
ესეც ჩვენი ისუზუ რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ 12 მეტრიან ავტობუსებზეო. ესენი სექტემბრის დასაწყისიდან შემოვლენო. |
Posted by: beka331 24 Jul 2019, 14:24 |
ეს მონიტორები რომ აქვს იმედს მაძლევს რომ გაჩერებები დაეწერება, უფრო ალბათ რეკლამები, მაგრამ მაინც |
Posted by: beka331 24 Jul 2019, 14:59 |
რა იცვლება თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში - ექსკლუზიური ინტერვიუ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელთან თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ამ ეტაპზე ქაღალდზე არსებული იდეებით, რომლის ავტორიც ფრანგული კომპანია „სისტრაა“, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ახლებური და ინოვაციური სქემა შემოდის. რა რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს ცენტრალურ გამზირებზე დედაქალაქის მერია, სად იმოძრავებს ავტობუსები ქუჩის შუა ზოლში, რამდენი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური და აიკრძალება თუ არა ქუჩაში პარკინგი, ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელს, ასმათ აბესაძეს ესაუბრა. - რა დავალება მიიღეთ თბილისის მერიისგან, რა იყო თქვენი საკვლევი ობიექტი და კვლევის მიმართულებები? - ეს გახლავთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის თანადამფინანსებელი არის ქალაქ თბილისის მერია. პროექტის განმახორციელებელი ფრანგული კომპანია „სისტრაა“, რომლის პარტნიორი საქართველოში ჩვენი კომპანია SPECTRUM CONSULTING-ია. ჩვენი პროექტი მოიცავს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეორგანიზაციას, კერძოდ ავტობუსების და მიკროავტობუსების სამარშრუტო სქემის ოპტიმიზაციას. პროექტის ფარგლებში განვიხილეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობა, საუბარია ავტობუსებზე და მიკროავტობუსებზე, მხედველობაში მივიღეთ მეტროს არსებული ხაზები, რადგანაც ისინი ერთიანი სატრანსპორტო ქსელის ნაწილია, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო მეტროს ქსელი უცვლელი რჩება. - მაგრამ არის საუბარი მიწისზედა მეტროს ხაზების დამატებაზე... - დიახ, ეს არის ე.წ. „ელექტრიჩკა“, RER-ის ტიპის სამგზავრო მატარებელი, ოღონდ ეს არ არის ჩვენი პროექტი, ამის მოსამზადებელ საუშაოებს და კვლევას ატარებს კომპანია ILF-ი. მაგრამ ჩვენი საკვლევი არეალის სფეროში მეტროც მოხვდა, რადგან როდესაც ვსაუბრობთ ქსელის რეორგანიზაციაზე, რა თქმა უნდა, არსებული ყველა სატრანსპორტო საშუალება და მარშრუტები უნდა მივიღოთ მხედველობაში იმისთვის, რომ ქსელი სწორად გადალაგდეს. მგზავრს, რომელიც დღეს იყენებს როგორც მეტროს, ასევე მიკროავტობუსს და ავტობუსს, უნდა დავუგეგმოთ მგზავრობა იმგვარად, რომ ერთი გადაჯდომით ან მაქსიმუმ ორი გადაჯდომით სწრაფად და კომფორტულად მივიდეს A-დან B წერტილამდე; გაცილებით კომფორტულად და სწრაფად, ვიდრე ეს ამჟამად ხდება. დღეს ხდება სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზედდება. პარალელურად კი, თბილისში გვაქვს გარეუბნები, სადაც საზოგადოებრვი ტრანსპორტი საერთოდ არ შედის, ან შედის ისე, რომ მგზავრი ვერ იყენებს, რადგან მოცდის დრო ძალიან მაღალია. შესაბამისად, ეს ქალაქის მობილობაზე ძალიან მოქმედებს. როდესაც ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, აუცილებელი იყო მგზავრთნაკადი დაგვედგინა და შემდეგ გაკეთებულიყო ქსელის რეორგანიზაცია, რათა ყველაზე დიდი მგზავრთნაკადიანი უბნების მომსახურება განხორციელებულიყო ყველაზე მაღალი ტევადობის სატრანსპორტო საშუალებებით და პირიქით, სადაც მოსახლეობის გადაადგილება ნაკლებია, იქ მიკროავტობუსით გადაადგილება ყოფილიყო შესაძლებელი. როდესაც ვსაუბრობ მაღალი ტევადობის სატრანსპორტო საშუალებებზე, ვგულისხმობ 18 და 24-მეტრიან ავტობუსებს და სადაც არ არის მგზავრთნაკადი ხშირი, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სიხშირე უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ავტობუსების ტევადობა შეიძლება იყოს ნაკლები ან შესაძლებელია შევუშვათ მიკროავტობუსი, რომელიც გაცილებით უფრო სწრაფად, მობილურად და კომფორტულად გამოიყვანს მგზავრებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ დავდეთ სამდონიანი სატრანსოპრტო ქსელი. ეს არის 10 ძირითადი დერეფანი (ე.წ. თბილისის ავტობუსების ტრანზიტი TBT), სადაც მგზავრთნაკადი დიდია და გადის თბილისის ყველა ძირითად დიდ ქუჩაზე და გამზირზე - ვაჟა-ფშაველას, პეკინის, მარშალ-გელოვანის, ჭავჭავაძის, თამარ მეფის, მოსკოვის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე და სხვა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ქალაქის ცენტრზე. 10 დერეფანი მთელ თბილისს მოიცავს. ყველა ამ დიდ გამზირზე და ქუჩაზე ივლის მაღალი ტევადობის ავტობუსები. მეორე დონე არის უბანთაშორისი მიმოსვლა, ე.წ. „ქალაქის ხაზები - City Lines” და მესამე დონე არის შიდა საუბნო გადაადგილება, ე.წ. „საუბნო ხაზები - Local Lines”. - ანუ შესაძლებელია ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე 18 და 24-მეტრიანმა ავტობუსებმა იმოძრაოს? - რა თქმა უნდა. ამისთვის გაკეთდება ინფრასტრუქტურა. - რის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისში, 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები უნდა შემოგეყვანათ? ქალაქის რელიეფის გათვალისწინებით რთულია ასეთი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. - ავიღოთ ჭავაჭავაძის ან რუსთაველის გამზირი, მგზავრთნაკადები აქ საკმაოდ მაღალია. 10-წუთიანი ინტერვალით, ერთი გაჩერებით ასეთი ავტობუსი ყველა მგზავრს აიყვანს და გაჭედილი მაინც არ იქნება დღის არც ერთ მონაკვეთში. თუმცა, ასეთი ხაზები თუ მიბმული არ არის დანარჩენ მკვებავ ქსელზე, ვერ იმუშავებს. ჩვენთან საუბარია იმაზე, რომ 10 ძირითადი დერეფანი იკვებება ორი დამატებითი ტიპის დერეფნით - უბანთაშორისი მიმოსვლა და უბნის შიგნით მიმოსვლა. მაგალითად, დიდი დიღმიდან გამოვიყვანთ მგზავრებს მიკროავტობუსებით და გადავსვამთ რომელიმე ძირითად დერეფანზე. როგორც აღვნიშნე, გლდანის, დიღმის, ორთაჭალის და სხვა მიმართულებებზე, ყველა დიდ ქუჩაზე ივლის 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები. ძირითადი გადასხდომის წერტილები მიბმულია მეტროსადგურებთან, სადაც მულტიმოდალური გადაზიდვის ჰაბები ჩამოყალიბდება. გარდა ამისა, მგზავრისთვის ეს სისტემა კომფორტული იმითაც იქნება, რომ მგზავრობა გაბილეთიანების ერთიან სისტემაში მოექცევა. ანუ ერთხელ გადახდილი თანხით, მგზავრს საშუალება ექნება სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდეს კონკრეტული დროის განმავლობაში. მგზავრის გადაყვანა არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება, ეს არ ღირს 50 თეთრი, გაცილებით ძვირია. მაგრამ თბილისის მერიის მხრიდან სუბსიდირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ყველაფრის გათვალისწინებით მერიას არ შეუძლია დააწესოს ის ტარიფი, რომელიც მას მგზავრის მომსახურება რეალურად უჯდება. თუკი მგზავრობა ეღირება მაგალითად, ერთი ლარი, ამაში შევა მეტროც, მიკროავტობუსიც და ავტობუსიც. ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მერიასა და მიკროავტობუსების კომპანიას შორის. - რა პერიოდზეა საუბარი და დაახლოებით, საიდან შეიძლება დაიწყოს მგზავრობის ფასი? - ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ერთჯერადად გადახდილი თანხით საათნახევრის განმავლობაში მგზავრმა შეძლოს ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ეს საკმაოდ დიდი დროა თბილისისთვის, რომ ერთი წერტილიდან მეორემდე მიხვიდე. მერია ახლა დათვლის პროცესშია, რომ დაადგინოს შეწონილი ტარიფი ავტობუსის, მეტროს და მიკროავტობუსის ფასის შერწყმით. თუმცა, შეღავათიანი მგზავრობის მქონე პირებს ეს შეღავათები დარჩებათ და მათ მიკროავტობუსებით გადაადგილებაც შეეძლებათ შეღავათიანი ტარიფით. - მგზავრობის ტარიფი მინიმუმ 1 ლარი შეიძლება იყოს? - მგონია, რომ საათნახევარი მგზავრობა მინიმუმ 80 თეთრიდან 1-ლარამდე იქნება, ოღონდ ამ ინტეგრირებულ ტარიფში შევა მიკროავტობუსებიც. ვიღაცას მგზავრობა გაუიაფდება, ვიღაცას იგივე დარჩება. არავის მგზავრობა არ გაუძვირდება, მაგრამ გაუმჯობესდება მომსახურება. გარდა ამისა, ქეშით გადახდა საერთოდ ამოვარდება. ერთხელ გადაიხდით, მოახდენთ ბარათის ვალიდაციას და იმგზავრებთ სხვადასხვა ტრანსპორტით. იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩავრიცხავთ კონკრეტულ თანხას და ვიმგზავრებთ. პირველი მგზავრობისას ჩამოგვაჭრის ფიქსირებულ ტარიფს და საათნახევრის განმავლობაში ვიმგზავრებთ სხვადასხვა ტრანსპორტით. ქეშით მგაზვრობის საფასურს ვეღარ გადავიხდით. რომ არ შეიქმნას დისკომფორტი, ყველა ძირითად გაჩერებაზე გვექნება ჩარიცხვის აპარატები. ასევე, შეგვეძლება გადავიხადოთ საბანკო ბარათებითაც. გაბილეთიანების საკითხს „საქართველოს ბანკი“ მოაგვარებს და ახალი ტიპის ბარათებსაც დაამზადებს. - რაც შეეხება გრძელვადიანი ბარათების გამოყენებას, რამდენხნიანი შეიძლება იყოს ეს ბარათი და დაახლოებით, რა ტარიფები ექნება? - ბარათები შეიძლება იყოს ერთჯერადი მგზავრობის, ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, 6-თვიანი და ერთწლიანი. ერთწლიანი ბარათის საფასური, ალბათ, იქნება ყოველდღიურ მგზავრობაზე გადანაწილებული ყველაზე იაფად ღირებული ბარათი. ყველაზე ძვირი ეღირება ერთჯერადი გავლა. დანარჩენი გავლიდან გამომდინარე, რაც უფრო ბევრ დღეზე გადაიხდი, უფრო დაბალი ტარიფი შეგხვდება. თუმცა ქვედა ზღვარი დაწესდება. - საათნახევრის გასვლის შემდეგ ისევ იქნება შეღავათიანი საფასური, თუ საწყის თანხას დაუბრუნდება მგზავრობის საფასური? - იგივე თანხას დაუბრუნდება, რაც თავდაპირველად გადაიხადეთ, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთჯერადი ბილეთი გაქვთ ნაყიდი. თუ ნაყიდი გექნებათ ხანგრძლივვადიანი ბარათი, რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ იმგზავრებთ. გავლების რაოდენობა არ დაფიქსირდება. მხოლოდ ბარათი იქნება ვადიანი. - ქუჩების ახლებურად მოწყობის სისტემაზე რომ გადავიდეთ, რამდენიმე დღის წინ თბილისის მერისგან მოვისმინეთ, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე შუა ზოლზე ავტობუსის ხაზი იქნება. კიდევ რომელ ქუჩებზე იქნება ავტობუსის ზოლები შუაში? - 10 ძირითად დერეფანზე გასაკეთებელია დეტალური პროექტი, რადგან პროექტს მოაქვს კონკრეტული ქუჩების მოწყობა. მაგალითად, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ავტობუსის ზოლები გვერდებზე იქნება და არა შუაში. მაგრამ ჭავჭავაძეზე ვფიქრობთ, შუა ზოლი გავაკეთოთ. იგივე რეკომენდაცია გვაქვს რუსთაველის გამზირზეც. 10 ძირითად დერეფანს აუცილებლად ექნება ავტობუსების გამოყოფილი ხაზი, რომლის განლაგებასაც დეტალური პროექტი დაადგენს. რაც შეეხება მარშალ გელოვანის გამზირს, მასზე ავტობუსის გამოყოფილი ზოლების დაგეგმვა თბილისის მერიის ჩარევით მოხდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტის მიხედვით, ავტობუსის ზოლები საერთოდ არ იყო გათვალისწინებული და მერიის ჩარევით დაემატება. მერია ახლა 10 დერეფნის დეტალურ პროექტირებაზე ფასთა კვოტირებას ატარებს, შემდეგ ტენდერს გამოაცხადებს. მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ. ტენდერში გამარჯვებული დააპროექტებს ამ 10 დერეფანს. ამოჩემება არ არის, რომ ავტობუსის ზოლი მაინცდამაინც შუაში იყოს. გააჩნია ტროტუარის კონფიგურაციას, პროფილს. თუ ხეების მოჭრა მოგვიწია, მაშინ ჯობს ეს ზოლი შუაში იყოს. ჭავჭავაძეზე მწვანე ზოლებს სერთოდ არ ვეხებით, მწვანე საფარი უცვლელი რჩება. სამაგიეროდ გაჩერებები იქნება შუაში. ასევე, სიახლე ის არის, რომ ავტობუსები საავტომობილო მოძრაობის საპირისპირო მხარეს იმოძრავებს. მზავრი არა სავალ ნაწილზე, არამედ შიგნით, პლატფორმაზე უნდა ჩამოვიდეს. ეს ყველაფერი გადაბმული იქნება განმგრძობ დერეფნებზე. ჭავჭავაძის დერეფანი გადაებმება მელიქიშვილისა და თამარაშვილის ქუჩებს. - იგეგმება თუ არა ქუჩების გაცალმხრივება ან მოძრაობის მიმართულების შეცვლა? - ქუჩები აუცილებლად გაცალმხრივდება შიდა ვაკეში. ჭავჭავაძეზე ორმხრივი მოძრაობა აუცილებლად დარჩება, მაგრამ მარცხენა ასახვევები გაუქმდება. მარცხენა ახვევები იქნება ფალიაშვილის ქუჩიდან. - კოსტავა - ვარაზისხევი-მელიქიშვილის ქუჩაზე, ე.წ. ბერმუდის სამკუთხედში მოძრაობა ხომ არ შეიცვლება? - შეიცვლება მხოლოდ ავტობუსებისთვის. ავტობუსს არ მოუწევს კოსტავას ქუჩაზე ჩასვლა, ის ვაკეში მელიქიშვილის ქუჩით, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გაივლის. კერძო ავტომობილებისთვის კი ეს მონაკვეთი უცვლელად დარჩება. - რაც შეეხება ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებს, რა ცვლილებები შეეხება? - ყაზბეგსა და ვაჟა-ფშაველაზე სხვადასხვანაირად გვაქვს დალაგებული ძირითადი ქსელი. შუაში იქნება ავტობუსის ზოლები თუ გვერდებზე, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაივლის 10 დერეფნიდან ერთ-ერთი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორივე მიმართულებით იმოძრავებს. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მხოლოდ ავტობუსის ხაზი მოეწყობა. თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილებები იმ პროექტის შედეგად უნდა მივიღოთ, რაზეც ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. წლის ბოლოს, ან გაზაფხულზე, უკვე პროექტირება უნდა დასრულდეს. 2021 წლის ზაფხულში კი, ახალ ქსელზე უნდა გადავიდეთ, მანამდე უნდა მოესწროს როგორც ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე შემოვიდეს ყველა ახალი ავტობუსი და განახლდეს მიკროავტობუსების არსებული პარკი. - თბილისის მიკროავტობუსის კომპანიას ყვითელი „მარშრუტკების“ გამოცვლა 2021 წლამდე მოუწევს? - რა თქმა უნდა, 2021 წლისთვის ყველაფერი ახალი იქნება. - სხვა ქალაქებიდან და რეგიონებიდან შემომავალ ტრანსპორტს რა ცვლილებები შეეხება? ექნებათ თუ არა მათ ქალაქში გადაადგილების უფლება? - ეს არის სენსიტიური საკითხი. ჩვენი, ხაზს ვუსვამ - ჩვენი ჯგუფის რეკომენდაციაა სხვა ქალაქებიდან შემოსულმა მგზავრმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალურად დადგენილ სადგურებზე დაასრულოს მგზავრობა და იქედან გააგრძელოს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თბილისის მერიასთან უნდა იყოს შეთანხმებული მარშრუტი, სად ჩამოსვამს მძღოლი ბათუმიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან თუ სხვა ქალაქიდან შემოსულ მგზავრს. მგზავრობა უნდა დასრულდეს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში. - ამ შემთხვევაში მგზავრს შესაძლოა, გაუძვირდეს მგზავრობის საფასური. თუ რუსთავიდან თბილისამდე გადაადგილება დღეს დაახლოებით, 1,50 ლარი ღირს, ამას დაემატება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურიც. როგორ აპირებთ ამ საკითხის დარეგულირებას ისე, რომ მგზავრობის ტარიფი არ გაიზარდოს? - ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსთავიდან თბილისამდე გადადგილების საფასური შეიცვლება, რადგან მძღოლს მთელი ქალაქის გამოვლა აღარ მოუწევს და მგზავრს თბილისის შემოსასვლელთან დატოვებს, დადგენილ სატერმინალო სადგურთან. ამის შემდეგ მგზავრი თბილისის ტარიფით იმგზავრებს უშუალოდ თბილისში. თანხობრივად არაფერი იცვლება. ერთადერთი ის შეიცვლება, რომ მგზავრმა კეთილი უნდა ინებოს, ჩამოვიდეს ამ სატრანსპორტო საშუალებიდან და გადმოჯდეს თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში. სატერმინალო სადგურები მეტროსთან იქნება მიბმული, მოეწყობა სერიოზული სამგზავრო ჰაბები. ჩვენ თუ დავტოვეთ ქაოსი ქალაქში, რომელსაც შექმნის საქართველოს ნებისმიერი სხვა ქალაქიდან ჩამოსული ტრანსპორტი, ასე არაფერი გამოვა. ქაღალდზე საქალაქთაშორისო მიმოსვლა თითქოს დარეგულირებულია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, მაგრამ რეალურად რეგულაციები არ მოქმედებს. სხვა ქალაქებიდან შემოსული ტრანსპორტის გამართულობა და ხარისხი არ რეგულირდება. სატვირთო ავტომობილი რომ გგონია, შეიხედავ და მგზავრები უზის. სამწუხაროდ, თბილისის მუნიციპალიტეტს არ აქვს ამაზე ზემოქმედების ბერკეტები, რადგან ეს არის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს რეგულირების სფერო. - მაგრამ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების კუთხით ურთულესი მგომარეობაა და გვინდა ეს მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, აქვს თუ არა თბილისის მერიას უფლება, გაუმართავი საზოგადოებრვი ტრანსპორტი არ შემოუშვას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე? - არ მგონია, მერიას ამგვარი საკანონმდებლო ბერკეტი ჰქონდეს, ამას ტექდათვალიერება თუ დაარეგულირებს. თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის უნდა იყოს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათი მოძრაობა დადგენილი წესების მიხედვით მოხდეს. - ზონალურ საათობრივ პარკირებაზეც უნდა გკითხოთ. ვიცით, რომ 1-ელი აგვისტოდან საპილოტე რეჟიმში იწყება კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პაკირება. რა რეკომენდაციები გაქვთ ამ კუთხით და სხვა ქუჩებზე თუ იგეგმება მსგავსი რეგულაციების განხორციელება? - ეს თბილისის მერიის ძალიან კარგი ინიციატივაა. მთლიანად მხარს ვუჭერთ მას. დღეს ქალაქში პარკინგი ძალიან მოუწესრიგებელია. ვაჩერებთ იქ, სადაც მოგვინდება, რაც დამატებით ქაოსს ქმნის. როგორც კი ფასიანი პარკინგები შემოვა და ადამიანები ნახავენ, რომ ტროტუარზე მანქანას ვეღარ გააჩერებენ, მიეჩვევიან და კეთილს ინებებენ ჩვენი მძღოლები, გადაიხდიან პარკინგში საფასურს, ან არ წავლენ მანქანით. გარდა ამისა, ფასიანი პარკინგი შეიძლება კერძო ბიზნესისთვისაც საინტერესო გახდეს. ახლა რამდენჯერმე გამოცხადებული ტენდერი თბილისის მერიას ჩაუვარდა, რადგან ინტერესთა გამოხატვა არ მოხდა. სანამ დაუსჯელად შეგვიძლია ყველგან გაჩერება, ფასიანი პარკინგის ბიზნესი თბილისში ვერ იმუშავებს. ჩვენი მოსაზრებით, საინტერესო იქნება პარკინგის გაკეთება ფილარმონიასთან მიმდებარე მოედანზე, საინტერესო იქნება ვაკეში, პიქსელთან, გეგეშიძის ბაღთან, ასევე ქალაქის ისტორიულ ცენტრში ნებისმიერ ადგილზე. ჩვენ აქამდეც გვქონდა რეკომენდაცია, რომ ქუჩაში პარკინგებით დაკავებული ტერიტორია უნდა გამოთავისუფლდეს. საჭიროა ან მიწისქვეშა პარკინგი, ან რაიმე სხვა ტერიტორიაზე პარკინგი. გზისპირა და გზაზე პარკინგი უნდა დამთავრდეს ქალაქში, რათა დარჩეს საკმარისი ადგილი როგორც კერძო ავტომობილებისთვის, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. პარკინგის მოწესრიგების ერთ-ერთი ინსტრუმენტი პარკომეტრია, თუ გვინდა პარკინგით სარგებლობა, უნდა გადავიხადოთ. მანქანის ყოლა ევროპაში ყველგან ძვირადღირებული სიამოვნებაა. თუ მანქანა გვინდა, უნდა გადავიხადოთ, თუ არა, უნდა ვიაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ავტომობილით გადაადგილდება და მეც უწესო ვარ, არ ვითვალსწინებ ქალაქში არსებულ მდგომარეობას. მაგრამ რომ მოწესრიგდება საზოგადოებრვი ტრანსპორტი მეც გადავჯდები და არ ვისარგებლებ კერძო ავტომობილით. - რაც შეეხება ე.წ. სტაიანშჩიკების პრობლემას, მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს მათთვის თანხის გადახდას და ზოგადადაც, ეს თანხა არსად არ აკუმულირდება. როგორ ფიქრობთ ამ პრობლემის მოგვარებას? - მე ამას პრობლემად არ ვუყურებ. თვითდასაქმებული ადამიანები არიან და მათთვის თანხის გადახდა ნებაყოფლობითია. - რაც შეეხება დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის ხაზის გაკეთებას. რჩება თუ არა დღის წესრიგში ტრამვაის საკითხი? - უახლოესი 2 წლის განმავლობაში ტრამვაიზე საუბარი არ არის, მაგრამ ტრამვაი მე რამდენადაც ვიცი, მერიაში ჯერჯერობით რჩება სასურველ პროექტად. ყველაფერს ერთად ვერ გავაკეთებთ. პირველ რიგში, გადაუდებელი აუცილებლობის საკითხები უნდა მოვაგვაროთ. შემდეგ უკვე, იმ 10 ძირითად დერეფანში არც ტრამვაის გაყვანა იქნება დიდი პრობლემა. თუ გვექნება საშუალება, რომ ტრამვაი გავაკეთოთ, გაკეთდება, მაგრამ 24-მეტრიანი ავტობუსები ტრამვაის არაფრით ჩამორჩება, უბრალოდ, ტრამვაი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. - ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ რამდენით შემცირდება ავტობუსების ლოდინის დრო? - 15 წუთზე მეტხანს მგზავრს არ უნდა დასჭირდეს ლოდინი. 6-10 წუთი, მაქსიმუმ 15 უნდა იყოს მოცდის დრო. პიკის საათებში კი, 6 წუთიც შესაძლებელია, შემცირდეს. ინტერვალები დათვლილი გვაქვს როგორც პიკის საათებში, ასევე არა პიკის საათებში. ნახევარსაათიანი და 40-წუთიანი შუალედები მთლიანად ამოგდებულია. შესაძლოა, საცობი იყოს სადმე ქალაქში, მაგრამ ავტობუსი თავის ზოლში გადაადგილებით მაინც მოვა დანიშნულების ადგილზე იმ დროში, რა დროში მოსვლასაც მას ევალება. მას საცობი არ შეეხება. - როგორც ვიცით, საცობების თავიდან ასარიდებლად იგეგმება დედაქალაში ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების დამატება. დაახლოებით, რა რაოდენობაზეა საუბარი? - რა თქმა უნდა, დაემატება „ჭკვიანი შუქნიშნების“ რაოდენობა. მაგალითად, ჭავჭავაძეზე 6 გაჩერება გვექნება და ყველა გაჩერებაზე იქნება „ჭკვიანი შუქნიშანი“, რომ მგზავრმა ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ ქუჩაზე გადასვლა შეძლოს. შუქნიშნების რაოდენობა ქალაქში გაიზრდება. თუმცა, თუ აქამდე შუქნიშნები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, ახლა ერთ მართვის ერთიან სისტემაში ჩაერთვებიან და ავტომანქანების და მგზავრების ნაკადზე იქნება მისი მოქმედება დამოკიდებული. - რაც შეეხება მეტროს, სარემონტო სამუშაოების გამო, გაზრდილია მოცდის დრო, რაც მგზავრების უკმაყოფილებას იწვევს. პროცესის დასრულების შემდეგ, რამდენი იქნება მოცდის დრო? - ეს თბილისის ავტობუსების კომპანიას უნდა ვკითხოთ, ჩვენი მოსაზრებით, პიკის საათებში 3-წუთიანი ინტერვალები უნდა გაკეთდეს, თუმცა, მეტროს რეაბილიტაციას უნდა დაველოდოთ. 3 წუთი არის საშუალო ინტერვალი, არა პიკის საათებში კი მოცდის დრო შესაძლოა, 5 წუთამდე გაიზარდოს. - თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, დედაქალაქში 12 ახალი საბაგირო შეიძლება გაკეთდეს. მათ შორის, ეს საბაგიროები შესაძლებელია გამოყენებული იყოს მგზავრების გადაყვანისთვისაც. თქვენ თუ გაქვთ რეკომენდაციები ამ მიმართულებით თბილისის მერიისთვის? - „სისტრას“ აქვს გაკეთებული წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. როგორც ვიცი, მერიას ამ დოკუმენტით ხელმძღვანელობა დაგეგმილი აქვს, პირველ რიგში მგზავრთა გადაყვანის კუთხით. საინტერესოა ვაზისუბანი - სამგორის საბაგიროს აღდგენა, რომელიც შეიძლება დაგრძელდეს ზღვის უბნამდე. მერია ამაზე მუშაობს. საბაგიროებიც მიბმული იქნება გადასხდომის წერტილებთან. ასევე საბაგირო შესაძლოა მოექცეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიან გადახდის სისტემაში. - ველობილიკებიც აქტუალური თემაა თბილისის მერიისთვის. ამ მიმართულებით რა რეკომენდაცია გაქვთ და რომელ ქუჩებზე იგეგმება განთავსება? - ველობილიკები ჭავჭავაძეზე აუცილებლად იქნება, მერე ის შეუერთდება ბაგების საერთო საცხოვრებელს, მელიქიშვილის ქუჩას, თამარაშვილს და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, უნივერსიტეტებში ველოსიპედით მივიდნენ. ასევე შესაძლებელია, გაკეთდეს ველობილიკი ყაზბეგის გამზირზე. მერიის ამოცანაა, ველობილიკები ამოგლეჯილად არ იყოს, ერთი ქუჩიდან მეორეს დაუკავშირდეს და ერთიანი ქსელი შეიქმნას. - თქვენი პროექტის ერთ-ერთი მიმართულება თბილისში ხიდებისა და ესტაკადების კვლევაც არის. არის თუ არა დედაქალაქში ხიდების და ესტაკადების დამატების საჭიროება? - მარშალ გელოვანზე გაკეთდება ესტაკადა, „ვეფხი და მოყმესთან“ ჩამოსასვლელად. ასევე ხიდი იქნება სამტრედიის ქუჩაზეც, რომელსაც მარშალ გელოვანის კვანძი მიუერთდება. ასევე გვექნება საინტერესო ესტაკადებიც. ესტაკადა აუცილებლად იქნება ცოტნე დადიანის გამზირის ქალაქისთვის დასაკავშირებლად, რომელიც დღეს ძალიან გართულებულია. ვფიქრობთ, თამარ მეფის და სადგურის მოედნის მიმდებარედ ეს ესტაკადა გაკეთდეს. ეს გაუხმოვანებელი დეტალებია, მაგრამ კვანძი აუცილებლად მოეწყობა. ამაზე ვმუშაობთ. ქალაქს ხიდები აკლია, არ არის საკმარისი რაოდენობით და ამ ხიდებს მერია აუცილებლად დაგვიმატებს. ეს ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა. - შეჯამება რომ გავაკეთოთ, როდის დასრულდება ინფრასტრუქტურის მოწყობა დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და როდის გადავალთ ახალ სისტემაზე? - 2021 წლის ზაფხულში, ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში ახალ ქსელზე გადავერთვებით. ჩვენ კვლევას ნოემბრის ბოლოს დავასრულებთ და გადავცემთ მერიას. ძალიან საინტერესო ინტერვიუა, ბევრი ახალი რამ ითქვა |
Posted by: PULSE 24 Jul 2019, 15:35 | ||||
გადახდის აპარატებს იქვე აყენებენ?
შეეშალა რაღაც, თუ დიდ დიღომს მარშუტკების იმედად ტოვებენ? :დ |
Posted by: TramwayMan 24 Jul 2019, 16:28 | ||
PULSE
დიდი დიღომი მარტო კორპუსებიანი უბანი არ არის. |
Posted by: MANMUS 24 Jul 2019, 16:35 | ||
PULSE
არა |
Posted by: PULSE 24 Jul 2019, 16:54 |
ERAMUS აბა ბოლო სურათზე რა არის? |
Posted by: MANMUS 24 Jul 2019, 17:06 |
PULSE ნიმუშისთვის წაიღეს ალბათ ან უბრალიდ მოსარგებად. მანებს აქ დაუყენეს და დანარჩენ უსუზუებსაც აქ დაუყენებენ |
Posted by: Kublicha 24 Jul 2019, 17:47 |
ERAMUS მძღოლის პლანშეტიც უყენია. მგონი ქარხრულად აყენებენ ყველაფერს. |
Posted by: Mick-el-Angelo 24 Jul 2019, 19:43 |
მესმის ამ ქვეყნის რეალობაც და ყველაფერი სხვაც, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მაკვირვებს ტტც-ს პოხ*იზმი. ეს უბედური ბორტი 183, რომელსაც თავიდანვე არ გაუმართლა მარშრუტის მაჩვენებელი ტაბლოებით (უკან მხოლოდ ნომრის ბოლო ციფრს აჩვენებს, გვერდითა საერთოდ არ უმუშავებს), ცოტა ხანი არ ჩანდა, მეგონა გააჩერეს, სანამ "აზრი" არ გამოუცვლის დისპლეებს. დღეს 71-ზე დადის, უკანა დისპლეიზე ისევ ბედნიერად მხოლოდ "1"-იანია გამოსახული. ხომ გყავთ რეზერვიც მინიმუმ 10 მწვანი მანი, გაქვთ სახელშეკრულებო ბერკეტები ამ დისპლეების დამამზადებლებთან - რატომ უნდა დადიოდეს ესეთი ავტობუსი ხაზზე? გამოაცვლევინეთ იმ "აზრს", თუ ვინც აკეთებს ამ დისპლეებს. დრო უნდა? გააჩერეთ ეს 183 და რეზერვიდან გამოუშვით ბუსი. დეტალია, თითქოს სერიოზული არაფერი, მაგრამ ასეთ დეტალებში ჩანს დამოკიდებულება. |
Posted by: MANMUS 24 Jul 2019, 19:57 | ||
კარდონების დონეს ვერ გაცდნენ ტიპები. ვერა და ვერ დაუმუღამეს ამ ტაბლოებს იდიოტების კანტორა |
Posted by: Mick-el-Angelo 24 Jul 2019, 22:17 |
ERAMUS მათი ნება რომ იყოს, მგონი მართლა კარდონების ტრაფარეტებით ივლიდნენ ეს მან-ებიც. |
Posted by: ფაშისტი 24 Jul 2019, 22:32 |
მგზავრობა არავის გაუძვირდებაო და . .. ღადაობენ თუ? ფატქია აძვირებენ. დღეს ჩამოვედი ყაზბეგიდან ხალხო ,სრულ იზოლაციაციაში ვიყავი და ეხლა ვიგებ სიახლეებს |
Posted by: beka331 24 Jul 2019, 23:39 |
ანუ ერთის მხრივ მეუბნები რომ მგზავრობა არ ძვირდება და მეორე მხრივ როდესაც სამსახურში მისასვლელად 50 თეთრი მჭირდება (ავტობუსი და შემდეგ მეტრო). შემდეგში 80 თეთრი დამჭირდება, ისიც მინიმუმ. მესმის რომ დღეის მდგომარეობით არალოგიკურად დაბალი ფასებია, მაგრამ როდესაც მეუბნები რომ მგზავრობის ღირებულება არავის ( ! ) გაეზრდება და სინამდვილეში გაიზრდება, რაღატომ მატყუებ?! |
Posted by: TramwayMan 25 Jul 2019, 01:09 |
beka331 სამსახურშI რუტინულად მოძრავი ადამიანებისათვის იქმენბა სწორედ ეგ ბარათები რომ იაფშI გამოხვიდე საბოლოოდ, ყოველდღიური ერთჯერადი გადახდებით ის ხალხი ისარგებლებს ვინც მუდმივი კლიენტი არ არის საზ ტრანსპორტის ასეთი კატეგორია ძალიან ცოტაა რეალურად. |
Posted by: SabaGEO 25 Jul 2019, 03:30 | ||||
ეს სისულელედ მე მეჩვენება მარტო?
ან ეს რა უაზრო კითხვაა |
Posted by: Mick-el-Angelo 25 Jul 2019, 10:27 |
SabaGEO მანდ ბევრი უაზრობაა ნათქვამი. დაველოდოთ ოქტომბერს-ნოემბერს (!!! - ზაფხულში იქნებაო ჯერ იძახდნენ), როცა დადებენ ამ თავისი შემოქმედების შედეგს და გავერკვევით რა და როგორ. იდეების დონეზე იყო საუბარი ამ სტატიაში, ბევრ შინაარსს ვერ გამოიტან. საავტობუსო დერეფნების და ჩქაროსნული (ე.წ. ბრტ) მარეშრუტების შემოღების იდეა კარგია - რეალიზებაზეა დამოკიდებული რამდენად კარგი და კომფორტული იქნება. |
Posted by: alexx 25 Jul 2019, 18:13 |
TTC - ს ახალ საიტზე გრაფიკები არეულია? 107 ნომერზე უცნაური გრაფიკი წერია. შუა დღეს 3.5 საათიანი შესვენება ექნებაო, სამაგიეროდ ღამის 1 საათამდე ივლისო. ეგ სიბრძნე ვის მოუვიდა თავში არ ვიცი. რეალურად ისევ ძველი გრაფიკით მოძრაობს ავტობუსი. უბრალოდ საიტზეა შეცდომა თუ მართლა აპირებენ ამ გრაფიკის შემოღებას არ ვიცი. |
Posted by: da_to 25 Jul 2019, 18:15 |
Gürcistan Tiflis Belediye Başkanı Kakha Kaladze’yi |
Posted by: ფაშისტი 25 Jul 2019, 19:11 |
აუ ამ ისუცუზე უნდა დავჯდე მე??? ვააახ |
Posted by: Kublicha 25 Jul 2019, 21:44 |
ფაშისტი აბა რა. რა ქენი შეისწავლე ხაზები? |
Posted by: ფაშისტი 25 Jul 2019, 23:21 |
Kublicha მივიტანე 2 კვირის წინ კი, ეხლა რამოდენიმე დოკუმენტის მიტანა მრჩება, ნასამართლეობა ფოტო და ა.შ. კადრებს გადავცემ, რადგან მთხოვეს რომ უკვე ჰქონოდათ ეს ყველაფერი. ხოდა მერე ვნახოთ ჯერ შვებულებაში ვარ და არ მაქვს უფლება დათხოვნის. ასე რომ, გამოვალ შვებულებიდან და კანონის დაცვით და გარემოების მიხედვით ვიმოქმედებ უკვე |
Posted by: Mick-el-Angelo 26 Jul 2019, 09:45 | ||
alexx
ძველზეც ბევრ ხაზზე არეული იყო. ბევრჯერ ვენდე საიტს და სულ სხვა დროს მოდიოდა ბუსი. 2 ნომერზეც მახსოვს ბარათაშვილიდან ბოლო ბუსი მაინტერესებდა, საიტზე ვნახე დრო და სხვა დროს მოვიდა ბუსი. მერე ინტერესის გამო შევხედე მძღოლს რომ აქვს განრიგი და ამ განრიგით გათვალისწინებული გასვლები ბოლო გაჩერებებიდან საერთოდ არ ემთხვეოდა საიტზე დადებულ განრიგს. |
Posted by: vatman 26 Jul 2019, 09:57 |
ფაშისტი ერთი რო მოხვდები გარაჟში, იკითხე N45-ს რა უქნეს, ხანდახან ავჭალის გავლით რო დადის |
Posted by: Ben_Joyce 26 Jul 2019, 11:12 |
ახალ გვერდზე ძალიან არის არეული ყველაფერი. მიმართულებებს აჩვენებს უკუღმა, მაგალითად, #1 მარშრუტზე როდესაც დავაკლიკებთ მ/ს "ისანს" იმის ნაცვლად, რომ აჩვენოს ისნის მეტროდან ლილოსკენ წასული ავტობუსები, აჩვენებს უკუღმა. ასევე #107-ის მსგავსად შეცვლილია #16 მარშრუტის განრიგი. გაზრდილია ინტერვალი. თუ შევძლებ დავაკვირდები მაგას მერე. #16-ის 6 საათიანი დიდი დასვენება ისევ ძალაშია, არადა ამ დროს ზუსტად ვიცი ხალხს სჭირდება ტრანსპორტი და მაგ 6 საათის განმავლობაში ან ვინმეს მანქანას ელოდებიან, ან ფეხით დადიან კილომეტრებს, ან იძლებულები არიან ამდენი ხანი ავტობუსს ელოდონ. ეს იდიოტობა რომელ დამგეგმავს მოუვიდა ნეტავ თავში. |
Posted by: vatman 26 Jul 2019, 11:35 | ||
Ben_Joyce
იგივე იდიოტს, რომელმაც 75-ს ბოლო გასვლა 23:00-დან 22:50-ზე გადაიტანა და გლდანიდან ბოლო გასვლა N23 სთვის 22:45 ზე, ხოლო N33 -სთვის 22:47-ზე დაგეგმა, როდესაც ორივე მაშრუტი 50% ფარავს ერთმანეთს.(რამდენად აქტუალურია ეს უკანასკნელი არ ვიცი, 1 თვის წინ მასე იყო) |
Posted by: Ben_Joyce 26 Jul 2019, 11:46 | ||||
გასაგდებია სამსახურიდან მაგის მომფიქრებელიც და ხელის მომწერიც |
Posted by: რობი 26 Jul 2019, 21:17 |
აუ დედა უტირეს საიტსაც და აპლიკაციასაც, ბლიად არადა მჭირდება |
Posted by: iviko18 26 Jul 2019, 21:20 |
აპლიკაცია საერთოდ მკვდარია 4 დღეა. |
Posted by: MANMUS 26 Jul 2019, 21:51 |
რამე მუშაობს გამართულად ამ კომპანიაში? |
Posted by: Ben_Joyce 26 Jul 2019, 21:59 |
კი, როგორ არა. მუშაობს "ტვინი", რომელიც პასუხობს შეკითხვებს: 1 - როგორ დავხარჯოთ ტყუილად ფული ავტობუსის დასტიკერებაში და მერე სტიკერის აცლაში 2 - როგორ შევუკვეთოთ ვებ-გვერდი, რომელიც არსებულზე უარესია 3 - როგორ გავაჩეროთ მობილურის აპლიკაციები 4 - როგორ დავგეგმოთ იდიოტურად მთელი რიგი საავტობუსო ხაზები 5 - როგორ არ მოვარგოთ ხალხის ინტერესებს ტრანსპორტი 6 - და კიდევ ბევრი. |
Posted by: ნიანგი 27 Jul 2019, 12:05 | ||||||||
ეგ ორგანიზაცია მთლიანად გასაუქმებელია, ნახევარი დასაჭერი მილიონობით ლარის შეჭმისთვის, მეორე ნახევარი ქმედუუნაროდ გამოცხადდეს გონებრივი თავისებურებებიდან გამომდინარე
ყველა აპლიკაციში მოკვდა TTC-ს აპი, googlemap-ზეც მოკვდა, moovit-ზეც. ამდენი უნიკუმი როგორ შეიკრიბა მანდ? |
Posted by: da_to 28 Jul 2019, 19:27 |
ეს რომელია ჩინური?? ბათუმია... https://www.facebook.com/186180838188282/posts/1487129438093409/ |
Posted by: Kublicha 28 Jul 2019, 19:53 | ||
da_to აბა სხვა რა ყავს ბათუმს * * *
მაგაში რკინიგზას ვერ შეეცილებიან პირველობას |
Posted by: alexx 28 Jul 2019, 22:41 |
სადაც ბასლეინებია დახაზული, იქ ავტობუსები ვალდებულები არიან ბასლეინზე იარონ? დღეს რობაქიძის გამზირზე მგზავრებით გაძეძგილი ყვითელი მარშუტკა მეორე ზოლში მიდიოდა. |
Posted by: TramwayMan 29 Jul 2019, 01:37 | ||||
alexx
არა
ავტობუსი არ არის მარშუტკა. |
Posted by: ika55775 29 Jul 2019, 07:31 | ||
მარათაშვილის ხიდზე მესამე წოლში გამისწრო აღმართზეც მესამეში შევიდა და ისე გადავიდა მერე ბასლეინზე მაგათ ცალკე ზოლი კი არა სულ უნდა გააუქმო P.S ყვითელ მარშუთკაზეა საუბარი |
Posted by: vatman 29 Jul 2019, 10:11 | ||||
da_to
ზონდაა ეგ, ერთი 10-12 წლის წინ ალბათ იქნება ნაყიდები. დიდები უკვე FAW არის და 2012-ში იყიდეს მგონი, ბოლოს უკვე ახალი პატარა ბოგდანები TramwayMan
ამით რისი თქმა გინდა? ისიც და ისიც ავტობუსია, ერთი M2 კატეგორიის, მეორე M3 კატეგორიის |
Posted by: beka331 29 Jul 2019, 12:08 |
მარშუტკები საერთოდ ცალკე განზომილებაა.. |
Posted by: MANMUS 29 Jul 2019, 18:51 |
დიდი ბოგდანი TTC-450 გურამიშვილზე გუდამაყრის ასახვევთან დაცვის პოლიციასთან დგას 2 კვირაზე მეტია რისთვის ნეტავ |
Posted by: Kublicha 29 Jul 2019, 19:42 |
ERAMUS რობოკოპები ყავთ ალბათ მაგ შენობაში სანამ აქციებია, სხვა პოლოციის შენობებთანაც იქნება * * * 13 ნომერს მხიარული და სიმპატიური ახალგაზრდა ქალბატონი მართავს. ხო, დღეს ხსენებული მარშრუტის ბოგდანი (მაგის არა, სხვა) გაფუჭდა და არც მეტი არც ნაკლები სასწავლო მიაგორეს დასაბუქსირებლად * * * ერევანში ტესტავენ 12 მეტრიან მანებს |
Posted by: rommel 31 Jul 2019, 00:16 | ||
მე კიდევ მწვანე ფერი არ მომწონდა |
Posted by: TramwayMan 31 Jul 2019, 01:03 |
Kublicha ძველი მოდელია სავარაუდოდ ნახმარი. |
Posted by: Kublicha 31 Jul 2019, 01:43 |
სარკე ნეტა ლაზიდან გადმოაყენეს თუ იკარუსიდან კალპაკები უხდება |
Posted by: Mick-el-Angelo 31 Jul 2019, 10:00 | ||
rommel
თავიდან მეც არ მომწონდა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ დაჟე ლურჯებსაც სჯობს. ის შავი "ვსტავკებიც" მომეწონა, უფრო მდიდრულად გამოიყურება მწვანეები |
Posted by: MANMUS 31 Jul 2019, 10:02 |
კალპაკები 157 და 177 ბორტების გარდა კიდევ რომელიმეს უკეთია? |
Posted by: Mick-el-Angelo 31 Jul 2019, 10:07 |
ERAMUS 157-ს უკეთია მხოლოდ გზის მხარეს კარების მხარეს კალპაკები არ აქვს. 177 საერთოდ აღარ შემხვედრია კარგა ხანი, 95-ზე გადაიყვანეს? სხვა ბორტებზე კალპაკები არ შემხვედრია. |
Posted by: MANMUS 31 Jul 2019, 10:21 | ||
Mick-el-Angelo
გუშინ ვნახე 95ზე. თავიდან 85ზე გაუშვეს როგორც მახსოვს. ისე ამ წვანე მანების ბირტები ძირითადად არეულია ყოველდღე სხვადასხვა ხაზებზე მიძრაობენ |
Posted by: Mick-el-Angelo 31 Jul 2019, 10:58 |
ERAMUS 177 თავიდან 85-ზე იყო, მერე სულ 71-ზე მუშაობდა. კი, უმეტესი ნაწილი არეული, რაც ძალიან ცუდია, ჩემი აზრით. ასევე ბევრ მწვანეზე არაა კონკრეტული მძღოლები მიმაგრებული. ზოგზე მიმაგრებულია. გაუგებარია, რითაა გამოწვეული ასეთი არეულობა. ბევრი ბორტიც, შეიძლება ითქვას, რომ მიმაგრებული კონკრეტულ ხაზზე, ანუ ძირითადად ამ ხაზზე მოძრაობენ, მაგალითად: N50 - 164, 174, 180, 181, 182, 185, 186, 195; N55 - 154, 157, 160, 183 (არეული დისპლეებით), 188, 190, 191, 192, 193. ისე, 183 ისევ დაიკარგა, აღარ შემხვედრია. 71-ზე ვნახე ბოლოს. 71-ზე ყველაზე არეული სიტუაციაა, სხვადასხვა ბორტებია სულ, მაგრამ 147, 149, 152, 167, 172, 175, 177, 179, 194, 197 - ძალიან ხშირად ჩანან ამ ხაზზე. არის ბორტები, მაგალითად, 184, 189, რომლებიც საერთოდ ყოველდღე სხვადასხვა ხაზზე მუშაობს. |
Posted by: rommel 31 Jul 2019, 11:12 |
კალამ უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ტენდერს 110 ცალ 12 მეტრიან სიენჯიზეო. |
Posted by: Kublicha 31 Jul 2019, 11:23 |
ტტც-ს მგონი წიაგაჩი აღარ ყავს. გუშინ ხო დავწერე, 13 ნომრის დასაბუქსირებლად სასწავლო მიაგორესთქო. ეხლა კიდე ორი დღეა წყნეთის გზაზე 34 ნომერი გდია გაფუჭებული, თან გვერდზე გადაყენებულიც არაა, იმენა ზოლში დგას და მანქანები შემხვედრზე გადადიან რომ აუარონ. ავარიულებიც აღარ უნთებს, გუშინ ცოტას ბჟუტავდა, ეტყობა ბოლომდე მოკვდა აკუმულატორი. თან ცუდ ადგილასაა, მეწყერებთან. |
Posted by: MANMUS 31 Jul 2019, 11:47 | ||||
Mick-el-Angelo იქამდე არ დალაგდება სანამ 85 არ აღდგება და ის დანარჩენი 40 არ ჩამოვა და ხაზზე არ გავა. * * *
3 აქტროსი ყავდათ როგორც ვიცი TTC-042, TTC-983 და TT-723-CB * * * TTC-730 უკანა ორკარიანს კორპუსი ქონდა გადაღუნული * * *
საინტერესოა მანები თუ იქნებიან ახალი დიზაინით ჩამოიყვანენ? |
Posted by: Kublicha 31 Jul 2019, 12:10 | ||||
ERAMUS
მანიც ყავდათ, ცოტა ძველი მოდელი, TGA.
ძაანაც რო უნდოდეთ ძველს ვერ იყიდიან |
Posted by: MANMUS 31 Jul 2019, 12:11 |
Kublicha ანუ შეწყდა წინა თაობის წარმოება |
Posted by: Mick-el-Angelo 31 Jul 2019, 12:15 | ||||
ERAMUS
ეს 2-კარიანი პატარა ბოგდანები ყველაა ჩამოსაწერი და ჯართში გასაშვები.
ძალიან კარგია. ეგ ისევ EBRD-ის პროექტით იქნება და, შესაბამისად, ახალი დიზაინის მან-ები გვეყოლება (ძველ დიზაინზე აღარც გამოუშვებენ, როგორც ვხვდები). |
Posted by: MANMUS 31 Jul 2019, 12:25 |
ლურჯ მანებს თუ დააკვირდით ის სტიკერები თავიდან მიაკრეს უკანა მინაზე იბიარდის დახმარებით რომ გვაქვს ნაყიდი |
Posted by: Promes 31 Jul 2019, 13:06 | ||
როგორ არ ყავთ. 3-4 დღის წინ შემხვდა მანი ყვითელ ბოგდანს მიათრევდა ამერიკის საელჩოსთას |
Posted by: vatman 31 Jul 2019, 13:28 | ||
Kublicha
მანი და კაკ მინიმუმ ერთი აქტროსი ჰყავთ. ალბათ ყველას არ ჰყოფნის ტიაგაჩები |
Posted by: TramwayMan 31 Jul 2019, 14:47 |
|
Posted by: Mick-el-Angelo 31 Jul 2019, 15:50 |
TramwayMan რა თქვა ეხლა ამ ქალმა კონკრეტული? ფასი არ ვიცით, რამდენი მარშრუტკა დარჩება არ ვიცით, სად ივლიან - არ ვიცით. რამე ვიცით? |
Posted by: ივანიჩ 31 Jul 2019, 15:54 |
აი ის რა მაფიაა გვიან საღამოს რომ დგახარ სადმე (არა აქვს დიდი მნიშვნელობა, ვთქვათ რუსთაველზე) და ელოდები ავტობუსს, აწერია 6 წუთი... და იმედიანად რომ ხარ რო აი სულ მალე მოვა ეს საამაყო ლურჯი მანი და წაგიყვანს სადღაც და რომ არ მოდის არასოდეს და მაინც რომ ელი და მაინც რომ არ მოდის და მერე ვაბშე რომ ქრება ის წარწერაც.... ამ დროს როგორაა, ბოლო ავტობუსია და გადაიფიქრებს გასვლას ხაზზე? ჩემ ბავშვობაში იყო ხოლმე, დადებდა მძღოლი ტრაფარეტს ,,ფარეხი" და მერე ეკიდა მგზავრებიც და ნახევარი მსოფლიოც... |
Posted by: Mick-el-Angelo 31 Jul 2019, 16:20 |
ივანიჩ ურევს ტაბლო, დიდი ალბათობით. საღამოს ხშირადაა, ბაზაზე მიმავალ ავტობუსს მარშრუტზე მყოფად აღიქვამს. ხშირად, ორთაჭალაში ვაზისუბნის მიმართულებით 50 ნომერს აწერია 50 და 60 წუთები, მერე ბარათაშვილიდან რო გამოვა უცებ 10 და 9 ეწერება. მოკლედ, არაა მთლად სანდო სისტემა, მაგას სჯობს განრიგი დაამუღამო (იქნება და გვეღირსოს საიტზე აქტუალური განრიგის დადება). |
Posted by: vatman 1 Aug 2019, 11:15 |
ივანიჩ მანდ ორი ვარიანტია, ერთი უკვე დაგიწერეს, კიდევ მეორე ვარიანტია, ვთქვათ იგივე რუსთაველზე, დგახარ ქაშუეთთან ბკე/საბურთალოს მიმართულებით და ტაბლოზე სულ აწერია 5 წთ. ეს ნიშნავს რო ავტობუსი დგას ბარათაშვილზე და ელოდება გრაფიკით გასვლის დროს, სავარაუდოდ ამ დროს მაგ ავტობუსს, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი არეული აქვს. მაგალითად N51 როდესაც გლდანულიდან მოდის, როდესაც გრაფიკი არეულია, ტაბლოებზე ჩანს რო ავტობუსი არის ბოლო გაჩერებაზე და უნდა გამოვიდეს. თუ მორიგე ავტობუსი ელოდება ბოლო გაჩერებაზე, მაშინ ტაბლოები სწორად მუშაობენ და აჩვენებენ რეალურ დროს როდის უნდა მოვიდეს. ანუ პროგრამულად იცის რო ეს კონკრეტული ავტობუსი უნდაგამოვიდეს ვთქვათ22:45 სთ-ზე. რაღაც მსგავსი ალგორითმი აქვთ. გრძელ ხაზებზე ამ საგზაო სამუშაოების და საცობების გამო გრაფიკში ფაქტიურად არავინ არ ზის. 51-ზე 90%-ით 1 ბრუნი ვარდება ყველა ავტობუსზე. |
Posted by: beka331 1 Aug 2019, 16:54 |
რამდენად სწორია რომ დღეს პირველი საათისკენ გადასაასვლელ ხიდთან 5ივე ხაზი დადიანის მიმართულებით ერთდროულად გავიდა გაჩერებებიდან ? |
Posted by: iviko18 2 Aug 2019, 11:18 |
აპლიკაცია და ტაბლო სხვადახვა პლანეტაზე არიან. . |
Posted by: vatman 2 Aug 2019, 12:38 | ||
iviko18
თითქმის ყველა გაჩერებაზე მასე |
Posted by: forum-ge 2 Aug 2019, 22:12 | ||
გუშინ დელისზე სწორად (ერთნაირად) აჩვენებდა აპლიკაციაც და ტაბლოც |
Posted by: ქაფქიანა 2 Aug 2019, 23:12 |
იმან იბიარდის დაფინანსებით სასექტემბროდ ახალი, 12 მეტრიანი სიენჯებზე ტენდერის გამოცხადება რომ ახსენა, რატომ დუმხართ? ზემოთ ითქვა ერთი პოსტი გაკვრით, და ეგ იყო. 110 ცალიო. რადგან იბიარდის დაფინანსებითაა (აქვე ვახსენოთ ქართული პოლიტიკის მეტრი და კორიფე ემზარა კვიციანი და გავაგრძელოთ, წასულებზე გაჩერება დიდხანს არ შეიძლება), ე. ი. პროდუქტი ევროპული იქნება. ჩინურ და თურქულ (და ბელორუსულ - ვატმანის გასაგებად) ჯღანებს გადავურჩებით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს იქნება ახალი დიზაინის მანი, შედარებით ნაკლები ალბათობით სოლარისი, ან უკიდურეს შემთხვევაში, რომელიმე ევროპელი მწარმოებელი. ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ ახალ ავტტობუსებს შემოყრიან ცენტრალურ მარშრუტებზე და გამონთავისუფლებულ ლურჯ მანებს გადაულოცავენ პერიფერიებს. აბა რომელი მარშრუტი ჩანაცვლდება ცენტრის გამონაცვალი 110 ავტობუსით? მე ვასახელებ დასავლეთის მარშრუტებს: 11, 15, 23, 33 და 70 დიდი ბოგდანებიდან და 62 და 86 პატარა ბოგდანებიდან. ეს მარშრუტები აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს. აღმოსავლეთის მარშრუტები აღმოსავლელებმა დაყარეთ. დავუშვათ პირობითად რომ 110 ავტობუსი შექმნის 11 მარშრუტს. და კიდევ ერთი, აქამდე ამბობდა 100 სიენჯის და 100 ელექტროს. ახლა 110 სიენჯიო და ელექტროზე სიტყვა არ დასცდენია. უნდა ვინერვიულოთ? |
Posted by: Kublicha 2 Aug 2019, 23:23 | ||||
ქაფქიანა
მე ვფიქრობ მანი, ივეკო და ვოლვო მიიღებენ მაგ ტენდერში მონაწილეობას. ნუ ვოლვოზე მთლა დაწრმუნებული არ ვარ
იმ ათი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ყველა მარშრუტი თავდაყირა დგება, ასე რომ არამგონია დღევანდელი სახით რომელიმე 10 და 12 მეტრიანების მარშრუტი შენარჩუნდე |
Posted by: ქაფქიანა 3 Aug 2019, 00:19 | ||||
Kublicha
ივეკოს ევროპულობა არ გაიშვას.
ეგენი რომ ამოქმედდება, ამოქმედდება შესახსრულებისა და ორმაგად შესახსრულებისთვის (ანუ 18 და 24 მეტრიანებისთვის) და არა 12 მეტრიანებისთვის. ასე მგონია და რავი, აბა. |
Posted by: PULSE 3 Aug 2019, 00:20 | ||
ქაფქიანა
90 ელექტრო იქნებაო http://go.on.ge/16l8 ანუ, ჯამში 200 12 მეტრიანის შემოყვანა იგეგმება ისევ, უბრალოდ 10 ელექტროდან სიენჯიზე გადაიტანეს. |
Posted by: ქაფქიანა 3 Aug 2019, 00:21 |
PULSE გატეხა. რა პონტში შეამცირეს ელექტრო სიენჯის ხარჯზე. პირიქით მაინც ყოფილიყო. |
Posted by: Kublicha 3 Aug 2019, 00:54 | ||||
ქაფქიანა
მერე მანდ რომ შესახრულები ივლის, დღევანდელი 12 და 10 მეტრიანების მარშრუტები როგორ დარჩება? დუბლირება მინიმუმამდე იქნებაო დაყვანილი
მაგ სტატიის მიხედვით სულ 654 ავტობუსი იქნებაო ამ შესყიდვის შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისუზუების რიცხვი 220ია და არა 247, როგორც გვეგონა. საერთოდ 247 ამ ბოლო დროს აღარავინ ახსენებს |
Posted by: MANMUS 3 Aug 2019, 07:03 | ||
წინასწარ რთული სათქმელია თუ რომელ ხაზებს შეცვლიან, ვინმე იფიქრებდით რომ 3 და 79ზე მანების გაშვებას დააპირებდნენ? 23 და 33 რაც შეეხებათ 33ზე ყველა ვარიანტში მოუწევთ 12 მეტრიანის გაშვება, ხოლო 23ზე 10 მეტრიანის მალაკნების ხიდის გამო. ლურჯი მანების აღმოსავლეთისთვის მიცემა კი ნაადრევად მიმაჩნია. დიდი ბოგდანები გვყავს ჯერ კიდევ. აღმოსავლეთის მხარეს მხოლოდ 2 და 25ზე მოძრაობენ.როცა ის 110 ახალი ბუსი ჩამოვა დააყენებენ დიღომში შესაბამისად ბოგდანებს გადმოყრიან აფრიკის ბაზაზე და გაუშვებენ შესაბამის ხაზებზე.პირველ რიგში 1 44 102 56 101 * * *
ჩინური გაურკვევლობები არ იქნებიან? |
Posted by: ქაფქიანა 3 Aug 2019, 12:43 | ||||
Kublicha
მესმის, რასაც ამბობ, მაგრამ გარკვეული მარშრუტები მაინც დარჩება 12 მეტრიანები. მაგალითად 88. მე ვერ წარმომიდგენია ნამდვილად, ნუცუბიძის პლატოზე 18, ან მით უფრო, 24 მეტრიანებმა როგორ უნდა იმოძრაოს. ERAMUS იმჰო, თუ კუბლიჩას ნათქვამი გააკეთეს და იმ სატრანსპორტო დერეფნებში შესახსრულები და ორმაგი შესახსრულები გაუშვეს, მხოლოდ დიდი ბოგდანები კი არა, დღევანდელი ლურჯი მანებიც გამონთავისუფლდება დიდწილად და მერე მართლა რა მოხდება, ოდენ ოდინმა თუ უწყის.
მე ვვარაუდობ, რომ არა. რატომ დააფინანსებს იბიარდი არაევროპული ტექნიკის ყიდვას? მით უფრო, ჩინურ-თურქულ-ბელარუსული ჯართის? |
Posted by: Kublicha 3 Aug 2019, 13:35 | ||
ქაფქიანა
თუ დერეფნებით ქნეს ერთ-ერთი დერეფანი ალბათ მაღლივი-ჭავჭავაძეზე ან ჯიქია-ჭავჭავაძე იქნება, ხოდა პლატოდან მაქსიმუმ დელისამდე ან ვაჟას ძეგლამდე იარის ავტობუსმა |
Posted by: ქაფქიანა 3 Aug 2019, 14:31 | ||
Kublicha
დელისამდე არცაა საჭირო, ვაჟას ძეგლამდე უნდა იყოს. დელისი ადრე იყო ჰაბი. აღარაა საჭირო დელისის ჰაბობა პლატოსთვის. იგივე 99, 63 და 107 უნდა დამოკლდნენ ვაჟას ძეგლამდე. მაგრამ 88 რავი, ტრანზიტული მარშრუტი უნდა ჰქონდეს პლატოს, იმჰო. |
Posted by: nathan.drake 3 Aug 2019, 15:27 |
მარტო მე ვფიქრობ რომ 24 მეტრიანი ავტობუსები უშნოა? |
Posted by: ქაფქიანა 3 Aug 2019, 16:07 |
nathan.drake მარტო მე ვფიქრობ, რომ პოსტებს იმატებ? როგორ უშნო? კონკრეტული მოდელია უშნო თუ ავტობუსი, რომელიც 24 მეტრიანია, თავისთავად უკვე უშნოა? |
Posted by: nathan.drake 3 Aug 2019, 16:12 |
ქაფქიანა პოსტებს რანაირად ვიმატებ დღეს გავხსენი ანგარიში ისედაც და..? ანუ 24 მეტრიანი ავტობუსები (ორჯერ შესახსრულები) ზოგადად არ მომწონს მე, და ვიკითხე ვინმე ჩემნაირად ხომ არ ფიქრობს-თქო, ჩილ. |
Posted by: ქაფქიანა 3 Aug 2019, 17:26 |
nathan.drake და რას უწუნებ? ვიზუალს? მოდელს გააჩნია ვიზუალი, თორემ ორჯერ კი არა, თუ გინდა ოცჯერ შესახსრული იყოს, რა პრობლემაა? |
Posted by: Mick-el-Angelo 3 Aug 2019, 20:07 | ||||
ქაფქიანა მანი იქნება 90%-ით. .
ეგრე იქნება დიდი ალბათობით.
აღმოსავლეთში არსებული მარშრუტებიდან 12 მეტრიანებს დიდი ალბათობით 2 და 25-ზე გაუშვებენ. 39-ზე ისედაც ლურჯები დადიან, 50-ზე, 55-ზე და 71-ზე რთულია თქმა - თუ ახალ მარშრუტებს არ დაამატებენ, მაშინ ამათზეც 12იანები ურიგო არ იქნება. მაგრამ ჯერ ძალიან ადრე რამის წინასწარმეტყველება, სისტრას დასკვნაც საინტერესოა, შეიძლება იქამდე შეიცვალოს რამე. |
Posted by: disco_very 3 Aug 2019, 20:35 |
სხვა ქალაქებშიც შემოყავთ ეს ვატობუსები? https://pol-ge.com/pl/2019/08/02/100-new-modern-buses-for-six-georgian-towns/?fbclid=IwAR3qFXVw4BEY1R4f5bb7eRmkAyLf9XLkm-SjA_HuNL02jR48TIVR_c4XPG4 |
Posted by: SkullCrusher 3 Aug 2019, 22:53 |
ისე კონდიცირების სისტემა ახალ ავტობუსებს როგორი ექნებათ, ანუ ვთქვათ რაღაც გრადუსზე ქვემოთ ჩამოვა და ავტომატურად გაითიშება თუ მძღოლმა უნდა გადაწყვიტოს, იმიტომ რომ უცხოეთში ზაფხულშიც კი ვთქვათ არის პერიოდები, რომ მაგრად აცივდება ვთქვათ მაისში და გუშინ რომ კონდიციონერი იყო ჩართული უცებ გათბობა ირთვება. |
Posted by: ქაფქიანა 4 Aug 2019, 00:44 |
disco_very ძალიან საინტერესო ინფოა. როგორც იქნა მიხვდნენ, რომ მხოლოდ თბილისი არაა საქართველო. |
Posted by: beka331 4 Aug 2019, 16:48 |
ვა რა მაგარი ინფოა.. ეგ ქალაქები ძაან მნიშვნელოვანია, მადლობა იბიარდს რომ უმეტეს ნაწილს აფინანსებს |
Posted by: MANMUS 4 Aug 2019, 19:38 |
მწვანე მანებზე შუშებიდან მოაშორონ რეკლამები ამ კუტუებმა რა გახდა ჩარჩოების გაკეთება |
Posted by: beka331 4 Aug 2019, 23:24 | ||
ეგრე უფრო იაფია რავი მე არ მაღიზიანებს ვაბშე |
Posted by: Benito_Mussolini 5 Aug 2019, 01:01 | ||
|
Posted by: vatman 5 Aug 2019, 10:40 | ||||||
ქაფქიანა
ევროპული პროდუქტი იბიარდისთვის ბათუმის პროექტში აღმოჩნდა ატამანი (იგივე პატარა ბოგდანი) , ეს ისე ცნობისათვის ბათუმის ელექტროზე რაზე ჩამოყალიბდნენ საინტერესოა ასე რო არაფერი გამორიცხული არ არის. უბრალოდ გაზზე დიდი არჩევანი არ არის და უკრაინული /ბელორუსული ისვენებენ ამ შემთხვევაში, თურქების რა მოგახსენოთ, BMC-ს დაახლეობით 70 გაზის ავტობუსი მხოლოდ სოფიაში ჰყავს, და სხვაგანაც ექნება სავარაუდოდ ქაფქიანა
რისი ექსპლუატაციის ტრაკი გაქვს ის უნდა იყიდო, ელექტრო ჯერ ჯერობით ფუფუნების სატრანსპორტო საშუალებაა disco_very
ქაფქიანა beka331 8-10 მეტრიანი, ასე რო ან უკრაინული ან თურქული იქნება , დიზელზე |
Posted by: disco_very 5 Aug 2019, 11:39 | ||||
vatman
Euro 5_იო და წესით დიზელიც კი საკმაოდ ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს. |
Posted by: beka331 5 Aug 2019, 18:20 | ||
vatman
მაინც კარგი ავტობუსები იქნება.. |
Posted by: ფაშისტი 6 Aug 2019, 09:00 |
ბიჭებო როგორ ხართ, ვერ შემოვდივარ არ მცალია ხოლმე. მოკლედ მესამე ავტობაზა მეორეს უერთდება ინფასტრუქტურის და საწვავის ..ნუ ყველაფრის გამო. იმედია დაიტევს მეორე. გააკეთებენ შესაბამისად და ისევ მესამეში გადავა მერე 8-ინები. მე ყველა საბუთი შევაგროვე და მიტანა-ღა მრჩება ბაზაზე. |
Posted by: MANMUS 6 Aug 2019, 09:08 |
ფაშისტი ანუ ისუზუებს დიღომში დააყენებენ? მესამეს უბრალოდ არემონტებენ თუ მთლიანად ახალ ინფრასტრუქტურას აკეთებენ მეორეს მსგავსს? |
Posted by: ფაშისტი 6 Aug 2019, 09:11 |
ERAMUS მაგდენი აღარ ვიცი რემონტზე, მაგრამ ისუზუები გადადის კი, მივალ ამ დღეებში კადრებში მესამეში და ვკითხავ. ჩემი აზრით მარტო ბეტონი დასიხმება და ინტეგრირებული საწვავი ჩამონტაჟდება.. წესით "მოიკა" გაქაჩავს, თიუმცა სულს ღაფავს.. აი გავიგებ და გეტყვით |
Posted by: vatman 6 Aug 2019, 10:50 | ||||||
ფაშისტი
აღმოსავლეთი ისევ რჩება ბოგდანების იმედად? ისე მეც მიკვირს, ნუთუ ყველაფერს დაიტევს მეორე, თუ დიდი ბოგდანების ნაწილს გადაისროლებენ აფრიკაში ფაშისტი
ის გაგვიგე, N45-ზე რა ფოკუსი მოიგონეს, რაღაც ბრუნების ნაწილი ავჭალის გავლით რო სრულდება beka331
თურუქლები არც არის ცუდი ავტობუსები |
Posted by: ფაშისტი 6 Aug 2019, 11:27 | ||
vatman
არ დამავიწყდება გაგიგო, გეთანხმები.. ფოკუსზე მეტია ეგ |
Posted by: Mick-el-Angelo 6 Aug 2019, 12:24 | ||
vatman ფაშისტი
ლამის ყველა უნდა გადაისროლონ მაშინ. დასავლეთში 11, 23 და 70-ზე რჩებიან მარტო (მწვანე მანების დარჩენილ ნაწილს რომ შემოიყვანენ), ხოდა ბარემ დაიტოვოს მეორემ 30 ბუსი, დანარჩენები აქეთ, აღმოსავლეთში. მაინც, ტრადიციისამებრ, აფრიკაში დაასრულებენ თავის სიცოცხლეს ისე, პირველ ბაზის რეაბილიტაციაზე არაფერი ისმის? მგონი წელზე მეტი გავიდა, რაც ამ ბაზის რემონტზე იყო ლაპარაკი, რაღაც ტენდერსაც ხომ აცხადებდნენ. |
Posted by: Kublicha 6 Aug 2019, 13:22 | ||||
მე-2 ბაზაზე ეტევა 377 ავტობუსი. 10 მეტრიანი მანებიც რომ ჩამოვლენ დარჩება 143 ადგილი. (ისიც იმ შემთხვევაში თუ დიდ ბოგდანებს სრულად განდევნიან) 220 ისუზუ (მითუმეტეს 247, მაგრამ მაგ ციფრს უკვე აღარ ახსენებენ ) ვერანაირად ვერ დაეტევა თუ არ გააფართოვებენ მაგრამ ისეთი პირი უჩანს, 220 ისუზუ მოასწრებს დარჩენი 40 მანს ჩამოსვლას. Mick-el-Angelo
46 გამოგრჩა
"გააკეთებენ"-ში რას გულისხმობ, ტერიტორიულად ისევ იქ დარჩენას თუ ავჭალაში გადასვლას? ხო იყო ავჭალის ბაზის რემონტზე ლაპარაკი |
Posted by: Mick-el-Angelo 6 Aug 2019, 13:43 | ||
Kublicha
ხო ნუ 46 ავლაბრიდან დადის, ახლოა შედარებით, შესაძლებელია პირველმა ბაზამ მოემსახუროს ამ მარშრუტს |
Posted by: MANMUS 6 Aug 2019, 13:57 |
23 33 ესენი? 3 და 79 მანებით იცვლება. * * * ტექინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ავტობუსების ფაქტობრივად გადაწყობა ხდება, რადგან ტექინსპექტირება უპრობლემოდ გაიარონ. ცენტრიდან გასვლის შემდეგ კი ავტობუსი მალევე ხდება ისეთი, როგორიც ინსპექტირებამდე იყო. დავით მესხიშვილის თქმით, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ტექინსპეტირების გავლისას ავტობუსი არ ბოლავს, მაგრამ იგივე ავტობუსი ქუჩაში გადაადგილებისას შავ კვამლს უშვებს. მისივე განცხადებით ხშირად ავტობუსი ტექისპეტირებას ვერ გადის, მაგრამ, დედაქალაქში მაინც თავისუფლად გაადგილდება. თბილისის სატნრანსპორტო კომპანიაში კი აღნიშნულ ფაქტებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ქუჩაში მხოლოდ მგზარისა და გარემოსთვის უსაფრთხო ავტობუსები მოძრაობენ. ტექდათვალიერების მიმდინარე პროცესს აფასებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელიც. ვანო მთვრალაშვილის თქმით ფაქტია, რომ სატრანსპორტო საშულებების დიდი ნაწილი ქუჩაში კვლავინდებურად ბოლავს, რის მიზეზადაც მოძველებულ ავტოპარკს ასახებს. https://palitranews.ge/video/gvakvs-kadrebi-avtobusebi-shemotsmebisas-ar-bolaven-kuchashi-ki-shav-kvamls-ushveben-khdeba-kuklis-atsqoba-rogor-mimdinareobs-tekdatvalierebis-protsesi?fbclid=IwAR07n1_ho5rADihwVV_XjnlRGRh7fhAwKjUIK3XKGWJHHSEQ_HAjeEjphpw |
Posted by: ფაშისტი 6 Aug 2019, 15:27 |
Mick-el-Angelo პირველში ბეტონია დასხმული ჩემმა გოგოებმა მითხრეს გუშინ, ანუ მზადააო მისაღებადო. ზუსტი ინფოათქო რო ვკითხე და ასე ამბობენ ჩვენთანო. მე მაინც არამგონია მზად იყოს პირველი, რაც არ უნდა სწორი საფარი იყოს დაბლა.. |
Posted by: gunnera 7 Aug 2019, 04:36 | ||
ადრე ვარ დაკვირვებული 23, 95 და 62 ერთმანეთს დაყვებოდნენ... მერე 15 წუთი არაფერი. მერე ისევ სამივე ერთად... * * * ჩემთვის ძალიან დიდი შოკი იყო მანი რო ვახსენე და თურმე ემ ა ენი ყოფილა ემ ა ენი |
Posted by: Mick-el-Angelo 7 Aug 2019, 09:24 | ||||
ERAMUS
33-იც ხომ მანებით იცვლება (3, 15, 33, 54, 79 - ეგ მარშრუტები მახსოვს). დაიტოვოს მეორემ სადღაც 30 დიდი ბოგდანი მეთქი. მაგრამ დღეს თუ მეორე ბაზა ემსახურება აღმოსავლეთის ამდენ მარშრუტს, რა პრობლემა იქნება, რომ პირველმა მოემსახუროს დასავლეთის რამდენიმე ხაზს? დარჩენილი მანების შემოსვლის შემდეგ, დიდი ბოგდანები დასავლეთში რჩება 4 ხაზზე (11, 23, 46, 70). ნუ შეიძლება მაქსიმუმ 2 ხაზზე კიდევ დასავლეთში გადანაწილდეს გამოთავისუფლებული ბორტები, რაშიც ეჭვი მეპარება უკვე. ამ შემთხვევაშიც, გვექნება მაქსიმუმ 5-6 ხაზი და ეგ დიდი პრობლემა არ იქნება მგონი. * * * ფაშისტი
დიდ ბოგდანებს მიიღებს სავარაუდოდ. მაგ ჯართისთვის საკმარისი კია |
Posted by: MANMUS 7 Aug 2019, 11:26 |
ესეიგი დიდი ბოგდანები აფრიკის ბაზაზე დაასრულებენ თავიანთ სიცოცხლეს, მესამე ბაზის ბოგდანები სადღა მიყავთ ჯართში პირდაპირ? |
Posted by: Mick-el-Angelo 7 Aug 2019, 11:36 | ||||
ERAMUS
დაფებმაც მანდ დაასრულეს ჯართი აფრიკაში მიდის
ესენიც პირველში დიდი ალბათობით, ადგილზე მეტი რაა მანდ. თან, წესით, დიდი ხანი არ დასჭირდებათ მესამის გასარემონტებლად. |
Posted by: vatman 8 Aug 2019, 10:51 | ||
სავარაუდოდ მასეა, მარა ზუსტად თვითონაც არ იციან ალბათ. 2 დღის წინ მძღოლების კონსილიუმი მეგობრულად აგინებდა მანებს . ერთი უარზე იყო დიდი ბოგდანიდან მანზე გადაჯდომაზე, ამას 11 წელი ვუვლიდიო, და ეხლა ვიღაცამ დედა უტიროს ავტობუსს რა პონტიაო ( ტექნიკურად კარგი შენახული ავტობუსია, დასავლეთის ხაზზე დადის და ეჭვი მაქვს ამიტომ აძალებენ მაგის ორივე სმენას გადაჯდომას ) ფაშისტი მართალია რო მე-3 არის 1-2 მძღოლი ვისაც მეორე სმენა არ აქვს და თუ მძღოლი თუ არ მუშაობსმაგ დღეს, ავტობუსიც არ გადის ხაზზე? მაგაში რატომღაც ეჭვი მეპარება, მარა კი მიმტკიცებდნენ მასე |
Posted by: Ben_Joyce 8 Aug 2019, 13:10 | ||
ჩემი დაკვირვებით, არის ეგეთი რამდენიმე ავტობუსი. მაგალითად მ/ს "დიდუბის" ჰაბთან: #7/#16 - TTC-771 #109 - TT-146-CB #16 - TTC-859 (ერთი მძღოლი ყავს მხოლოდ და რეზერვად სხვადასხვა მძღოლები ჯდებიან ხოლმე) |
Posted by: beka331 10 Aug 2019, 16:38 |
ორივე მხარეს სამ-სამი ხაზი ერთმანეთს მიყვა დადიანზე ამ წუთებში.. ასე როგორ შეიძლება? |
Posted by: რობი 10 Aug 2019, 17:21 | ||
შენ 85ები არ გინახავს ეტყობა ვაკის რემონტამდე |
Posted by: SkullCrusher 10 Aug 2019, 21:56 |
51 ნომერ ლურჯ ავტობუსში კონდიცირება ცოტა ხომ არ უნდა მოუმატონ რას იტყვით? კი არის მაგრამ მემგონი სულ ერთ გრადუსით მეტი რომ იყოს უკეთესი იქნება. 51-ზე არ ვამბობ მაგრამ ხშირად შემხვედრია რომ ლურჯ ავტობუსებში თითქოს დაზოგილივით არის კონდიცირება. და აქაც დაწერეს ზოგს ფრეონი აკლიაო და რამე და კარგია თუ მიეხედება და ავტომატურ რეჟიმში გასწორდება ხოლმე. მაინც ამდენი ფული იხარჯება და სისტემა ჩამოაყალიბონ. |
Posted by: MANMUS 10 Aug 2019, 22:03 | ||
მახსოვს ჯერ კიდევ მერსედესები რომ დადიოდნენ 85ზე ერთხელ ყაზბეგზე 2 ერთად მოვიდა რამდენიმე წუთში მესამეც მოადგა |
Posted by: beka331 10 Aug 2019, 22:33 | ||
რობი მე ჩემი მტკივა |
Posted by: MANMUS 12 Aug 2019, 07:13 |
გამოაცხადეს ტენდერი 12 მეტრიანებზე? |
Posted by: vatman 12 Aug 2019, 10:07 | ||
ERAMUS
იბიარდი აცხადებს ტენდერს, თვითონ პროექტი მაისში დაიწყო, (ელექტრო და გაზიც) მანდ ტენდერი როგორ ცხადდება არ ვიცი, საიტზე არ ჩანს |
Posted by: ფაშისტი 12 Aug 2019, 11:25 |
vatman Ben_Joyce - მართალია, ეგრეა , მეწყვილე რომელსაც არ ჰყავს იმ ხასზ ავსებს რეზერვი მძღოლო, ყველას უწევს ეს. მეც მომიწევს. 69 ხაზიც ეგრეა, მუხათგვერდი, მუდმივი არც მაგას ჰყავს... მოკლედ ბიჭებო, პირველი ბაზაც მეორეში შედის. პირველის მძღოლმა გოგონამ მითხრა რომელსაც სრულ ბრუნზე გავყევი, 102 ნომერზე. მე ის ვერ გავიგე სრულად როდის ჩანაცვლდება 8-იანი ბოგდანები. 247 ისუზუ რომ ჩამოდის, მარტო მაგდენი ყვითელი ლამის პირველ ბაზას ჰყავს, ჩემს მესამეს კი 200 მდე, დაახლოებით 187 თუ რაღაც . |
Posted by: MANMUS 12 Aug 2019, 11:33 | ||||
ფაშისტი
220 არ შეუკვეთეს?
რანაირად |
Posted by: vatman 12 Aug 2019, 11:43 | ||||
ფაშისტი Ben_Joyce მე ცოტა სხნაირად ვგულისხმობდი კითხვას... თუ არ მუშაობს, იმ დღეს არავის აკარებს ავტობუსს,არც რეზერვს არც არავის ფაშისტი
სად აპირებენ ამდენის დატევას |
Posted by: ფაშისტი 12 Aug 2019, 12:00 |
აი არ ვიცი, გაოგნებული ვარ.. განა რამდენი კვადრატია ეს მეორე რო? vatman ა გავიგე კითხვა, მოდი მეტი დამაჯერებლობისთვის გადავრეკავ გავარკვევ და მალევე მოგწერ აქ |
Posted by: vatman 12 Aug 2019, 12:09 | ||
ფაშისტი
ეხლა მაგისთვის რაღა უნდა შეწუხდე და დარეკო გადმორეკო , მე ისე ვიკითხე, მაგრამ არამგონია მასე რო იყოს |
Posted by: Kublicha 12 Aug 2019, 12:18 | ||
ფაშისტი vatman 143 ადგილი დარჩება მე-2 ბაზაზე, როცა ყველა დიდ ბოგდანს განდევნიან 220 ისუზუს ვერანაირად ვერ დაატევენ. თან კიდევ 110ცალ 12მეტრიანს ყიდულობენ.
ჩანაცვლება არ ნიშნავს მაინცდამაინც ისუზუთი ჩანაცვლებას. ეხლა რომ 200 ავტობუსს აპირებენ (110 და მერე ალბათ 90 ელექტროსაც მიაყოლებენ წელსვე), ეს ფაქტობრივად ნიშნავს 200-230 ცალი პატარა ბოგდანის ჩანაცვლებას. უშუალოდ ახლებით შეიძლება არა, მაგრამ როტაციის რაღაცეები გადაიჩოჩებს პატარა ბოგდანების ხაზებზე. ნუ უფრო დიადი გეგმები რომ აქვთ 18 და 24 ავტობუსების, ეგ თუ ქნეს თავისთავად კიდევ რაღაცეები ჩაიჩოჩებს პატარა ხაზებზე |
Posted by: vatman 12 Aug 2019, 12:27 | ||||
Kublicha
სად განდევნიან? თუ დანარჩენი ორის აპირებენ მანდ შეერთებას?
წელს მხოლოდ ტენდერი თუ იქნება... |
Posted by: Kublicha 12 Aug 2019, 12:33 | ||||
vatman
ეგ ვიგულისხმე მეც
რუსთავში, ჯართსაჭრელში |
Posted by: MANMUS 12 Aug 2019, 12:41 | ||
ეგენი როდის ჩამოვლენ ღმერთმა იცის, ეს მწვანე მანები ვერ ჩამოუყვანიათ ჯერ აგვისტოვო მერე სექტემბერიო..... |
Posted by: vatman 12 Aug 2019, 12:46 | ||
Kublicha
რა დიდ ბოგდანებს მიადექი, ჯერ კიდევ 2004-2007 წლების პატარა ბოგდანები აქვთ მოსაშორებელი, ალბათ ერთი 2 წელი დიდი ბოგდანები კიდევ ივლის, არსებულის ნახევარი მაინც |
Posted by: Kublicha 12 Aug 2019, 13:12 |
vatman ჩემზე დიდი გულშემატკივარი დიდ ბოგდანებს არ ყავს, ძაან მინდა ვიხილო გაკაპიტალკებული - მწვანედ შეღებილი, მაგრამ დაანონსებული პარტიები რომ ჩამოვა არავინ არ დატოვებს მაგათ. |
Posted by: SkullCrusher 12 Aug 2019, 21:24 |
აუ ყველაფერი გამოცვალონ დროზე რა, რო დაფიქრდე ჩვენ საზ. ტრანსპორტი არც გვყავს, ახლა იქმნება. წარმოიდგინეთ. |
Posted by: nathan.drake 12 Aug 2019, 23:10 |
SkullCrusher რაღაც პონტში მართალი ხარ, პატარა ბოგდანები ავტობუსები კიარა მარშუტკებია, მაგათ ვიკიზე ეგრე წერია. დიდი ბოგდანები გვქონდა ერთადერთი ნამდვილი სითიბასი lol |
Posted by: rommel 12 Aug 2019, 23:26 |
გვიან ღამით ავტობუსი თუ აღარ აჩერებს, ტაბლოზე რატომ წერია მოსვლის დრო? ველოდე უკანასკნელი იდიოტივით 20 წუთი |
Posted by: iviko18 13 Aug 2019, 11:10 |
#63-ზეც საკმაოდ პოზიტიური გოგო ზის. |
Posted by: Rapanui 13 Aug 2019, 11:51 |
ავტობუსების თემის ძველ, 2016 წლის პოსტში უსერ Berkem Al Atomi-ის მიერ დადებული ეს ფოტო ვნახე: http://fotobus.msk.ru/photo/15/25/69/1525692.jpg სატელიტის ძველ ფოტოზე ვიპოვე კიდეც სადაა გადაღებული ეს ფოტო. მაგრამ იქ აღარ დგას კაი ხანია. ვინმემ ხომ არ იცით მაგ ავტობუსის ასავალ-დასავალი? კერძო მესაკუთრისაა და ახლა ალბათ სადმე უყენია უქმად. ან ჯართად გაყიდა. * * * პოსტის ბმული: https://forum.ge/?showtopic=34605569&view=findpost&p=47603595 |
Posted by: vatman 13 Aug 2019, 12:40 | ||
Kublicha
უკვე 11 წლის ავტობუსებს დიდი დრო რო არ უწერიათ ფაქტია, მარა ეგენი ჯერ კიდევ ბევრ პატარა ბოგდანს მოინელებენ. ამ მწვანე მანებს, ისევ დიდი ბოგდანი მირჩევნია Rapanui ეს ავიამშენთან უკვე კაი ხანია აღარ დგას, სამაგიეროდ თბილისში სხვა გარმოშკა არის, Party Bus, ნუ გაზაფხულზე კი იყო |
Posted by: Rapanui 13 Aug 2019, 12:54 | ||||
vatman
ხო, ეგ მეც ავღნიშნე, რომ იქ აღარ დგას. და ახლა სადაა, ახლა. საკითხავი აი ეს არის.
და ეგ თბილისში, კერძოდ სად მოძრაობს, სად შეიძლება ვნახო? |
Posted by: MANMUS 13 Aug 2019, 13:02 | ||
ტრამვაიმენ სად ხარ |
Posted by: vatman 13 Aug 2019, 13:14 | ||||
Rapanui
პირწიგნაკს თუ დავუჯერებთ, ბოლოს ლისზე უნდა ყოფილიყო ERAMUS
|
Posted by: Rapanui 13 Aug 2019, 13:28 | ||||
vatman
ბოლო პოსტი 2018 წლის მაისისაა. და აქაც იგივე კითხვა იბადება:
|
Posted by: vatman 13 Aug 2019, 15:34 |
Rapanui არც კი შევნიშნე რო 2018 წლის პოსტებია , წლის დასაწყისში ისე კი შემხვდა, უბრალოდ მოძრაობდა აღმაშენებლის ხეივანში |
Posted by: Rapanui 14 Aug 2019, 18:34 |
თუ გახსოვთ, ადრე დავწერე, მეტრო დიდუბის ზემოთ რო წახვალ, პირველივე ჭიშკარში, სიღრმეში, კიდევ ერთ ჭიშკარში, მოჩანს რაღაც ლურჯი ავტობუსის კუდის ზედა მარცხენა კუთხე-თქო. მე მეგონა ის მოკლე ლურჯი ავტობუსი იყო, ქალაქში რო დადიოდნენ ბოგდანებამდე. იუზერმა ვატმანმა დაწერა ვისი თუ რა ავტობუსი იყო, მაგრამ აღარ მახსოვს და ის პოსტიც ვეღარ ვიპოვე... მოკლედ, როგორც იქნა მოვიცალე მისთვისაც და ფოტოაპარატით ვეწვიე: |
Posted by: Kublicha 14 Aug 2019, 21:00 |
ლოგო რო არა დარწმუნებით ვიტყოდი მანითქო |
Posted by: vatman 15 Aug 2019, 12:03 | ||||
Rapanui
არც მე მახსოვს ეგეთი რამე Kublicha
90 წლების შუამდე გერმანულ ავტობუსებს ლოგოს გარეშე ალბათ ვერც გაარჩევ აბა ეს რა ავტობუსია |
Posted by: Kublicha 15 Aug 2019, 13:15 | ||
იკარუსი. მაგ პერიოდში სეტრაც უშვებდა ხო ურბან ბუსებს? |
Posted by: vatman 15 Aug 2019, 18:01 | ||
Kublicha
მგონი არა, საგარუბნო ვერსიები კი ჰქონდა |
Posted by: Benito_Mussolini 18 Aug 2019, 14:44 |
გამარჯობათ, რუსთაველის გამზირიდან, 9 ძმის ქუჩის ბოლოს რომელი ავტობუსი დადის ? ან მარშრუტკა ? ან პირდაპირ სამურზაყანოს ქუჩაზე დადის რამე რუსთაველიდან ? თუ კი რომელი ნომერი და რა სიხშირით ? |
Posted by: beka331 19 Aug 2019, 15:16 |
მოკლედ, რამდენიმე დღის წინ 95ით ვიმგზავრე. სპეციალურად პირველ მარჯვენა სკამზე დავჯექი რომ ვინ კოდები ამომეკითხა.. სამწუხაროდ არ გამოვიდა თუ უშუალოდ 30 სანტიმეტრში არ ხარ წარწერასთან ვერ წაიკითხავ.. მოკლედ, მე მაგაზე აღარ ვიჩალიჩებ, დავიტანჯე იმენა |
Posted by: MANMUS 19 Aug 2019, 15:33 |
beka331 არც ღირს მაგაზე ჩალიჩი მძღოლმა ან კონდუქტორმა შეიძლება შარი მოგდოს |
Posted by: beka331 19 Aug 2019, 16:55 |
ERAMUS ხო, ვიცი შედარებით ფრთხილად ვიყავი.. მაგრამ ვერ გავარჩიე ასოები. თან ის იუზერიც აღარ პოსტავს ვისაც აინტერესებდა |
Posted by: toyota12345 19 Aug 2019, 19:32 |
აბა როგორ ხართ კაი ხანია აქ არ დამიპოსტია რაც სატრანსპორტოდან წავედი აღარ მაქვს ავტობუსებთან შეხება. |
Posted by: iviko18 19 Aug 2019, 22:22 |
ვინმემ შეიძლება მიპასუხოთ, რატომ არის ავტობუსის ვინ კოდი გასაიდუმლოებული და მის წაკითხვაზე რატომ ჭედავენ მძღოლები? |
Posted by: beka331 19 Aug 2019, 23:23 |
iviko18 მაგას ვერავინ გეტყვის და მიზეზს ვერ აგიხსნის. გასაიდუმლოებულია და ბოროტი მიზნებისთვის გამოყენება შეგიძლია გიხსენონ |
Posted by: Mick-el-Angelo 20 Aug 2019, 10:05 | ||
beka331
მაგალითად? რა ბოროტი მიზანი შეიძლება იყოს? კომუნისტური "ზამაშკები" ჭირს კიდევ ამ ხალხს. რაში უნდა გამოვიყენოთ ეს კოდები, myauto-ზე დავაგდებთ და გავყიდით ავტობუსს? |
Posted by: vatman 20 Aug 2019, 10:18 | ||
beka331
მძღოლების 99% არც აინტერესებს მისი ავტობუსის ვინ კოდი ( ნუ მე ჩემი მანქანის ვინკოდი მაგრად მკიდია რა წერია ) და ეხლა ვისაც დააინტერესებს, კომპანიის თანამშრომლების გარდა, ჩათვლიან მთლად ვერ არის გონებრივად ის ადამიანი. გარდა ამისა მიდის მძღოლების მონიტორინგი და შეიძლება კონტროლიორი ეგონო |
Posted by: da_to 20 Aug 2019, 10:26 |
ბოგდანების არ გინდათ ყრია ვედრო მანეთად ტენდერების საიტზე დაზღვევის ტენდერს მოყვება დანართი სადაც ყველაფერი წერია ... მანებზე რატომღაც არ არის ეგრე დაწვრილებითი დანართი ... |
Posted by: vatman 20 Aug 2019, 10:37 | ||
da_to
წინა ტენდერზე ხო იყო.... |
Posted by: Rapanui 20 Aug 2019, 17:33 | ||
toyota12345
წამოსვლის მერე, მგზავრის ამპლუა ვეღარ მოირგე და არ მგზავრობ ავტობუსით? ან კი, იუზერებო, მართლა იქ იყო თუ გვტროლავდა? |
Posted by: toyota12345 20 Aug 2019, 18:49 |
Rapanui ჯობია ცოტა საუბარი შეარჩიო როცა არ იცი ვის ელაპარაკები ან შემხვდი ერთი პირადად თბილისში და დარწმუნდი გტროლავდი თუ არა. |
Posted by: Rapanui 20 Aug 2019, 18:55 |
toyota12345 რა მძიმე ადამიანი ხარ. ვსიო, მე შენ აღარ გელაპარეკები |
Posted by: nathan.drake 20 Aug 2019, 23:37 |
toyota12345 კაი დაწყნარდი რაიყო ონლაინ გარჩევები არაა ფორუმია |
Posted by: Ambitious_Person 21 Aug 2019, 11:57 |
ხალხნო 37 ნომერი აეროპორტიდან ღამე არ მუშაობს ხო? მხოლოდ ტაქსი და ტაქსი რა ღირს არატურისტისთვის? (პავლოვამდე) ოჯახის წევრებს სიუპრიზი მინდა გავუკეთო და დავადგე თავზე |
Posted by: Kublicha 21 Aug 2019, 12:04 | ||||
Ambitious_Person
137 ნომერი მუშაობს, იგივენაირი მარშრუტით და იგივენაირი ავტობუსით ღამე
100 ლარამდე ართმევენ აეროპორტის ტაქსები |
Posted by: vatman 21 Aug 2019, 12:13 | ||
Ambitious_Person ტაქსისტებს არ დაუჯერო აეროპორტში, ავტობუსი მუშაობს, დგება გაფრენის ტერმინალის ბოლოში, მანდდ ეხლა ტაბლოც კი დააყენეს, ღამით 30 წუთში ერთხელ დადის Kublicha
რა 100 ლარამდე, 20-40 ეროვნული ტუგრიკი, გააჩნია უბანს. ბოლოს და ბოლოს იანდექსი არსებობს, რო მანდ არ ევაჭრო |
Posted by: ZEUS 21 Aug 2019, 12:26 | ||
რომ გამოხვალ, დაელოდე ჩვეულებრივ მომსვლელ ტაქსს. მგზავრს როგორც კი ჩამოსვამს, შეხტი უცბად. 20 ლარად წამოგიყვანს სიამოვნებით. |
Posted by: Ambitious_Person 21 Aug 2019, 13:11 |
Kublicha vatman ZEUS უღრმესი მადლობა ხალხნო 37 თუ მუშაობს იდეალურია ფული კი მაქვს მარა რატომ გადავყარო მოკლედ დავადგები დღეს ღამე თავზე ჩემებს |
Posted by: beka331 21 Aug 2019, 16:23 |
25 ლარი იყო სტავკა მისვლაზე და თუ გამოიძახებდი მაგდენივე |
Posted by: MANMUS 21 Aug 2019, 18:12 |
ამ მწვანე მანებს ისევ რომპეტროლზე აწანწალებენ თუ უკვე ბაზაზე აზაპრავკებენ |
Posted by: ფაშისტი 21 Aug 2019, 18:33 |
toyota12345 რიჩ როგორ ხარ, დაიწყე სადმე? სადღაც მიხარია რომ წამოხვედი, ვერ მოირგე მანდაურობა, მართლა ხო ხელფასი არ არის ყველაფერი არა? ეხლა უკეთ ხარ? მე ჯერ ისევ ველოდები ვაკანსიას, არ აქვთ ცარიელი ხაზი, უფრო სწორად მანქანები, ჯართები |
Posted by: Kublicha 23 Aug 2019, 21:16 |
ბაქოს ახალი bmc ები შემხვდნენ რიკოთზე ძალიან ბევრი, ბაქოს ფერებში. 300ცალი იყიდეს მგონი (აზერბაიჯანული*ტექსტიდან ეგეთი დასკვნა გამოვიტანე) ესეთები ოღინდ შინდისფერები |
Posted by: MANMUS 24 Aug 2019, 16:08 |
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=473676013411921&id=217342235711968 |
Posted by: vatman 24 Aug 2019, 17:21 | ||||
ქაფქიანა
შეგილძლიათ გაეცნოთ ამ პოსტს იბიარდის ფულით "ბელორუსულ" ჯღანს ყიდულობენ ბათუმში https://forum.ge/?showtopic=34765068&view=findpost&p=55146833
არადა მაგაზე როგორც ვიცი ძაან ატრაკებენ ახალ ავტობუსებში. |
Posted by: MANMUS 24 Aug 2019, 17:32 | ||
ახლებში კიარა ყველაზე ძირგავარდნილ ბოგდანშიც უნდა უტრაკებდნენ მარა ...... |
Posted by: nathan.drake 24 Aug 2019, 18:01 |
ERAMUS ეგეთი ხალხი უნდა გავაგდებინოთ, მკიდია "კაი ცოდოა ტო მერე რაუნდა ქნას" |
Posted by: Snow93 24 Aug 2019, 22:20 |
ნახევარი საათის წინ 72 ნომერი ავტობუსით ვგზავრობდი.ასვლისთანავე შევამჩნიე შუახნის მამაკაცი კონტროლიორი, რომელიც უკან მჯდომ სამ ახალგაზრდა კაცს სთხოვდა ბილეთები აეღოთ.ბიჭები ტელეფონში იყვნენ თავჩარგულები და ზედაც არ უყურებდნენ.რამდენჯერმე მიმართა კონტროლიორმა ჩადით თორე თითო უბილეთო მგზავრზე ხელფასიდან 100 ლარს ჩამომაჭრიანო ( ვინც 72 ნომრით მგზავრობთ გეცოდინებათ რომ მეტროს გაჩერებასთან ყოველთვის ამოდის მონიტორინგი და ამოწმებს კონტროლიორს.)ბიჭებმა ისევ არ გააკეთეს რეაგირება.მეორე გაჩერებასთან კონტროლიორმა მძღოლს ავტობუსი გააჩერებინა და ბიჭებს ჩასვლა მოსთხოვა.5 წუთი ისე გავიდა ჩასვლას არ აპირებდნენ.მგზავრები აყვირდნენ გვეჩქარებაო.ხან მძღოლს დაეტაკნენ ხან კონტროლიორს.ეს უკანასკნელი იდგა და ცდილობდა აეხსნა ხალხისთვის რომ სამას ლარიან ჯარიმას დააკირსებდნენ ხელფასიდან.ბოლოს უბილეთო მგზავრებიდან ორი ადგა და გინებით ჩავიდა,ერთმა კი მგზავრებს მუჯლუგუნი გვკრა წინა კარში გადახტა და კონტროლიორის სცემა.ურტყავდა მუშტებს და წიხლებს მამის ტოლ კაცს რომელიც მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებდა! თითქოს ის იყო დამნაშავე მას რომ ფული არ ჰქონდა! ქვემოდან კი დარჩენილი ორი უბილეთო ცდილობდა კონტროლიორის ძირს ჩაგდებას.აგინებდნენ და სცემდნენ საწყალ კაცს.მგზავრებმა როგორც იქნა გაათავისუფლეს და კარი დაიხურა.ჩვენც დავიძარით.ზოგი ისევ კონტროლიორს ამართლებდა ზოგიც კი ამტყუნებდა! ვინაიდან ამ კომპანიის ხელმძღვანელობა ჩვენს გვერდს ადევნებს თვალს თქვენთან მაქვს კითხვა! რით იცავთ საკუთარ თანამშრომლებს ცემა ტყეპისგან? რატომ აჭრით მათ ხელფასიდან თითო უბილეთო მგზავრზე 100 ლარს! მიპასუხეთ რა ქნას თქვენმა ნაცემმა თანამშომელმა რომელიც ამ წუთასაც იმ ავტობუსში ზის ნამუსახდილი და შეურაცხყოფილი და არ აქვს გარანტია რომ ხვალ ისევ არ სცემს ვიღაც! ცალკე პრობლემაა ქვეყნისთვის ის რომ 30 წლის კაცს 50 თეათრი არ აქვს ჯიბეში და არც შეგნება რომ ამის გამო სხვა არ აზარალოს,და ცალკე ის პრობლემა რომ სატრანსპორტო კომპანია არ იცავს თანამშრომლების უსაფრთხოებას და სხვისი უბილეთობის გამო 100 ლარით აჯარიმებს! იქნებ ვინმემ მიპასუხოს რა უნდა გააკეთოს კონტროლიორმა ასეთ დროს? თავი აცემინოს გაუბედურებულ ხალხს თუ საკუთარი ხელფასიდან 100 ლარი გაიღოს თითო უბილეთო მგზავრზე? ამ შემთხვევაში ყველაზე დიდ დანაშაული თქვენ მიგიძღვით ადამიანებს რომ აიძულებთ ცემა ტყეპა ითმინონ ორი კაპიკის სანაცვლოდ! ეს უნდა დასრულდეს! |
Posted by: Mick-el-Angelo 25 Aug 2019, 13:12 |
ERAMUS გასაგდებია ეს სამსახურიდან. რთული არაა, გაიგონ ვინ მუშაობდა ამ 167-ზე. Snow93 სა*ლევეთია, ქვეყანა კი არა. თან ამ ბესპრედელშიკებს იცავს კიდე ზოგი. აქაც ბევრი მწერდა, რა ქნან, არ აქვსო ხალხს ფული. ხო, რა ქნან, სცემონ ხალხი, ეგ შეუძლიათ უფასოდ. პოლიცია რატო არ გამოიძახეს? |
Posted by: toyota12345 25 Aug 2019, 16:13 |
აი ზუსტად ეგრეა. ეგ კაცი იყო კონდუქტორი და ძალიან ეკაჩავებიან საწყალ კონდუქტორებს. მე ვმუშაობდი კონტროლიორად და ჩვენ იმდენს ვერ გვიბედავდნენ თან სულ ორნი ვმოძრაობდით ან ვიყავით ერთ კონკრეტულ გაჩერებაზე, იშვიათია დისლოკაცია მარტო რომ იყოს კონტროლიორი. აქ არ დამიწერია მაგრამ ერთი გაიმუტლა დელისზე პირადად ჩემგან როცა დედა შემაგინა ბილეთი რომ მოვთხოვე. ისეთი მოხვდა რომ სხვა დროს დაფიქრდება როგორია ვიღაცას რო აგინებს თან დედას. მივხვდი რომ არ ღირდა მანდ მუშაობა იმიტომ რომ არანაერი გვერდში დგომა არ არის ხელმძვანელობის მხრიდან და პირიქით შენი გაფუჭება უნდათ ოღონთ სამსახურიდან გაგდება არ უნდათ ხალხი ისედაც არ ყოფნით უბრალოდ შენიშვნებს და საყვედურებს არიგებენ სემიჩკასავით და მერე მიდის ხელფასიდან დაქვითვები სერიოზული. ცუდია იმ კაცს ასე რო მოექცნენ და პოლიცია რო გამოეძახა კარგი იქნებოდა. ახლა ვტაქსაობ და ნერვები უფრო დამიწყნარდა ვარ ჩემთვის და შემოსავალიც უფრო მეტი მაქვს ვიდრე მაგსთი 700-800 ლარი. |
Posted by: giomelqa12 26 Aug 2019, 11:20 |
სარაჯიშვილის მეტროსთან მისახვევ-მოსახვევებში 3 ნომერი ავტობუსი და სატვირთო დაეჯახნენ მანდ რაც ხიდების გაუქმების და ზებრით ჩანაცველების იდეა განხორციელდა სულ საცობები არის, პიკის საათებში კი საერთოდ შეჩერებულია მოძრაობა ისედაც ვიწერო მოსახვევებს საცობები დაემატა და ლოგიკური შედეგით დამთავრდა ყველაფერი |
Posted by: vatman 26 Aug 2019, 11:27 | ||
giomelqa12
წინა კვირას შუქნიშნის რეჟიმი ისევ შეცვალეს და უარესი გახდა, აქამდე ძალიან კაი რეჟიმი ჰქონდა მაგ შუქნიშანს. მანდ ზემოდან მომავლებისათვის საცობს ქმნიან მანქანები, რომლებიც მარცხენა ზოლიდან ეკვეხებიან მარჯვნივ მოხვევისათვის |
Posted by: Snow93 26 Aug 2019, 14:22 |
Mick-el-Angelo კონტროლიორმა რაღა დააშავა მაგაზე ვგიჟდები, ან 100 ლარის ჩამოკლება რა ამბავია |
Posted by: MANMUS 26 Aug 2019, 14:50 |
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, MAN-ის ტიპის დარჩენილი 50 ავტობუსი, რომელიც ივნისის ბოლომდე უნდა შემოეყვანათ, დედაქალაქში სექტემბრის ბოლოს იქნება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამის გამო მას კომპანია MAN-ის წარმომადგენლებთან „ძალიან ცუდი საუბარიც“ ჰქონდა. "კომპანიასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. ძალიან ცუდი საუბარიც მქონდა. ეს არ არის უბრალო კომპანია, ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია მსოფლიოში, რომელმაც ჩვენს ტენდერში გაიმარჯვა და აიღო ვალდებულება, რომ 90 ავტობუსი მოეწოდებინა ჩვენთვის ჯერ მაისის და მერე ივნისის თვეში, მაგრამ პრობლემები შეექმნათ. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და გვპირდებიან, რომ სექტემბრის ბოლოსთვის აუცილებლად იქნება მოწოდებული ის 50 ერთეული. გარდა ამისა, სექტემბერში 200 ცალი 8-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი უნდა შემოვიდეს. წლის ბოლოსთვის დამთავრებული იქნება მოწოდება", - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება კომპანია MAN-ის დაჯარიმებას, როგორც კალაძე აცხადებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმები გამოყენებული იქნება. * * * მაისი>ივნისი>აგვისტოს ბოლო>სექტემბრის დასაწყისი>სექტემბრის ბოლო |
Posted by: giomelqa12 26 Aug 2019, 15:45 | ||
vatman
კი კულტურიდან მოდის ყველაფერი, მაგრამ ისედაც ზემოდან მომსვლელთა ნაკადი ბევრია და შუქნიშანზე მწვანე შუქი ცოტა ხნითაა პატრული როცა დგას მაშინ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ არამგონია სწორი იყოს ამხელა რესურსის დახარჯვა მაგაზე |
Posted by: metro500 26 Aug 2019, 16:35 |
ვითომ 8 მეტრიანების შემოსვლა სექტემბერში რეალურია? თუ ეგეც ისე შემოვა როგორც 90თივე მანი მაისში |
Posted by: Ambitious_Person 26 Aug 2019, 18:00 |
სამწუხაროდ როგორც ერი ვართ ზოგადად აგრესიულები და რთული დასამორჩილებელი და კანონის ფარგლებში მოსაქცევი უნდა იყოს მტავრობა რომელიც არაპოპულარულს რეფორმებს გაატარებს და საყოველთაო წესრიგს შექმნის რად გვინდ აახალი ავტობუსები თუ მსგავს სცენებს თავიდნა ვერ ავიცილებთ ? ტურისტი რომ შეესწროს ამ ფაქტს რას იფიქრებს ? ველურები არიანო ? |
Posted by: toyota12345 26 Aug 2019, 18:27 |
დავიჯერო იმ ავტობუსში წესიერად მოაზროვნე არავინ იყო რო ჩარეულიყო? მასე არის ###ზე რო კიდია ყველას ყველაფერი. ქუჩაში რო დავარდე იშვიათად ვინმე ჯიგარი რო იყოს ხელი რომ გაგიმართოს. ეეხ არადა არადა რა ქალაქი იყო თბილისი ჩემი ბავშვობის თბილისი. |
Posted by: MANMUS 26 Aug 2019, 21:40 | ||
სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, ხალხის მასა ,,რა ჩემი საქმეა"-ს პრინციპით ცხოვრობს |
Posted by: JSB14BSJ 27 Aug 2019, 11:41 | ||||
toyota12345
ქვეყანაში რამდენი იცი "წესიერად მოაზროვნე"? არ მახსოვს, ამ 1 თუ რამდენიმე წლის წინ სადღაც სამხრეთ საქართველოში სკოლის მოსწავლის გაუპატიურების ფაქტის მერე კლასელების მშობლებმა დაზარალებული გამოიყვანეს რაღაც გაუგებარ როლში - ბავშვებს მის გვერდით უკრძალავდნენ დაჯდომას, ეგ ხო გაუპატიურებულიაო. ესაა ჩვენი კრებითი სახე. პროსტო თბილისში პირდაპირ ასე მოქცევა უტყდებათ და ქცევას მალავენ და ნიღბავენ, თორე ერთი-ერთში ეგ ვართ და ეგ ფაქტიც ამის დასტურია. არაფერი არაა იმაზე გულისამრევი, როგორც "გარდამავალი" ეტაპი ბუნებრივი სიველურიდან მინდა-ვიყო-არაველურამდე, რაც თბილისის ქვაბულში გვაქვს. ამასობაში ნიუსები სამტრედიიდან: https://www.bm.ge/ka/article/kaladze-kompania-man-ze-dzalian-cudi-saubari-gvqonda-jarimebi-gamoyenebuli-iqneba-/38950. ადრე ამ თემაში სადღაც შევკრიბე და ჩამოვწერე დაგეგმილი თუ შესყიდული ავტობუსების სახელები და რაოდენობები და ახლა რა მოძებნის... * * * მაინც ამოვთხარე. აქედან:
რა შესრულდა/არ შესრულდა/ველოდებით/გაუქმდა? |
Posted by: Mick-el-Angelo 27 Aug 2019, 13:08 | ||
JSB14BSJ
90 - 10.5-მეტრიანი დიზელი - "მან"-ის მარკის - ნაწილობრივ შესრულდა, 50-მდე ბორტი ჩამოსულია, დანარჩენები სექტემბრის ბოლომდეო. 220 - 8 მეტრიანი დიზელი - "ისუზუს" მარკის - სექტემბრის ბოლომდე შემოვაო პირველი პარტია. 150 - 12-მეტრიანი CNG - რაოდენობა შეიცვალა 110-ზე - უახლოეს პერიოდში გამოცხადდებაო ტენდერი. 200 - 18-მეტრიანი ელექტრო და შესახსრული - ეს მომავალ წელს იქნებაო გადაწყვეტილი - ჯერ უცნობია. რაც დაემატა, 90-100 12-მეტრიანი ელექტრო - ამათზეც იდეაში წელს უნდა გამოცხადდეს ტენდერი. |
Posted by: MANMUS 27 Aug 2019, 13:32 |
ღადაობა იქნება ისუზუებმა დარჩენილ მანებს თუ დაასწრეს ჩამოსვლა |
Posted by: nathan.drake 27 Aug 2019, 17:49 |
ეკრანი ნახევრად არ მუშაობდა წინა TT-169-CB |
Posted by: JSB14BSJ 27 Aug 2019, 17:49 | ||||
Mick-el-Angelo ე. ი. ამათი რაოდენობა:
ჩამოვარდა 110-ზე და სამაგიეროდ ამათ:
დაემატა 90-100 12-მეტრიანი ელექტრო? სწორად გავიგე, ხო? |
Posted by: Mick-el-Angelo 27 Aug 2019, 22:11 | ||
nathan.drake ეს 169 მეც მაქვს შემჩნეული, კაი ხანია ურევს დისპლეები. 183-საც აქვს ეს პრობლემა, თუმცა ეს უკანასკნელი აღარ ჩანს კაი ხანია. JSB14BSJ
ნუ ჯამში კი. უბრალოდ, მე როგორც ვხვდები, ამ ეტაპზე შემოყავთ დაახლოებით 200 12-მეტრიანი (ნაწილი CNG, ნაწილი ელექტრო), ხოლო 18 და 24 მეტრიანები შემდგომი სტადიააო, BRT ხაზების დაგეგმვის პროცესი როცა დასრულდება (ისევ მოკითხვა სისტრას). ამიტომ მგონი ამ 18-იანებს რა დაემატა, რა გამოაკლდა ჯერ თვითონაც არ იციან. |
Posted by: Ambitious_Person 27 Aug 2019, 23:36 |
ამ ავტობუსებში დიდი შრიფტით რომ წერია ქართულად შემდეგი გაჩერებები რ ჯობდა ორ ენაზე ყოფილიყო და უფრო მცირე შრიფტით ? რავიცი ტურისტები გვინდაო და ქართული ისწავლონ იმ ტურისტებმა? |
Posted by: Kublicha 27 Aug 2019, 23:39 |
Ambitious_Person რაც გვიწერია ინგლისურ ენაზე ისიც ზედმეტია პარიზზე მეტი ტურისტი არსად არაა, მაგრამ ერთ სიტყვშაც ვერ ნახავ ფრაგნულის გარდა სხვა ენაზე. ელემენტარულად exitც კი არსად წერია, ყველგან sortie წერია |
Posted by: nathan.drake 27 Aug 2019, 23:48 |
Kublicha ერთი წუთის საქმეც არაა ინგლისურის დამატება და რავი |
Posted by: JSB14BSJ 28 Aug 2019, 01:47 | ||||
Ambitious_Person
ერთმა გამოიმასქნებულმა სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხით სახელმწიფო ენაზე გახმოვანებული ფილმები აკრძალა, ტურისტებს და ინვესტორებს ორიგინალშკ ურჩევნიათო. * * * Mick-el-Angelo
ამათი საიტი ხო არ იცით ვინმემ? მგონი სახელს შემოკლებით ამბობენ ჩვენთან და საიტი ვერ მოვძებნე. მინდა რო დავხედო, ვინ არიან და რა გაუკეთებიათ. |
Posted by: Nickboy 28 Aug 2019, 08:28 |
JSB14BSJ https://www.systra.com/en/ |
Posted by: beka331 28 Aug 2019, 15:07 |
არანაირად არ არის საჭირო შიდა ტაბლოების ინგლისური ვარიანტი... მატრაკვეცობაა |
Posted by: nathan.drake 28 Aug 2019, 16:32 |
beka331 რატოა მატრაკვეცობა D |
Posted by: beka331 28 Aug 2019, 16:53 |
nathan.drake ავსტრიაში, ესპანეთში და უნგრეთში არცერთგან არ იყო.. ტურისტების ინგლისურენოვანი რაოდენობა იმდენი ნამდვილად არ გვყავს რამდენიც ამ ქვეყნებს.. არცერთგან არ იყო ინგლისურ ენაზე შიდა ტაბლოზე მაჩვენებლები. ის კი არა ბარსელონაში მხოლოდ კატალონიურად იყო.. ამიტომ ვთვლი რომ მატრაკვეცობაა |
Posted by: nathan.drake 28 Aug 2019, 19:26 |
beka331 ბარსელონაში მიზეზი აქვთ... ერთი დეტალია პროსტა რა, მაგალითად ათენში აეროპორტის ავტობუსს ტაბლოზე ინგლისურადაც აწერია, და ისე ყველა ავტობუსში არის შიგნიდან ინგლისურადაც.. |
Posted by: დიდიმინდორი 28 Aug 2019, 20:12 | ||
ჩამოთვლილ ქვეყნებში ლათინური შრიფტი, ხოლო გაჩერებების სახელების უმრავლესობა არ ითარგმნება. გერმანიის s-ბანზე, სადაც არ იწერება, გაჩერებების ორ ენაზე აცხადებენ. საბერძნეთში ორენოვანი წარწერები ალბათ განსხვავებული დამწერლობის გამოა. ჩვენთანაც მივემხრობი, თუ ინგლისურენოვანი წარწერები გაჩნდება, ოღონდ კანონის სრული დაცვით და არა ისე, როგორც საქართველოში იციან. |
Posted by: nathan.drake 28 Aug 2019, 20:24 | ||||
ავტობუსში რამდენჯერ უკითხიათ სად არის ეს ადგილიო რომელ გაჩერებაზეაო, 37ით ვმგზავრობ სულ და გამიგია და არესმით ამ ტურისტებს ქართული. გერმანულად საჭირო არცაა წაიკითხავს კაცი |
Posted by: JSB14BSJ 29 Aug 2019, 02:45 |
Nickboy ძალიან დიდი მადლობა. |
Posted by: Mick-el-Angelo 30 Aug 2019, 22:31 |
183-ს ეშველა, გაუკეთეს უკანა დისპლეი - აწი მარშრუტის ორივე რიცხვი ეტევა კიდევ პატარა ინფო მწვანე მან-ებზე - 170-ს უკეთია კალპაკები ოთხივე ბორბალზე (აქ ვიღაცას აინტერესებდა კალპაკების ბედი) |
Posted by: MANMUS 30 Aug 2019, 22:50 | ||
157ს ცალი ნასკივით მარტო ერთ მხარეს უკეთია ეს კრისტალბეთები მოაშორონ ყველაფრისგან ფულის კეთება შეიძლება ახლები მაინც დაინდონ |
Posted by: beka331 30 Aug 2019, 23:08 |
ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ არ უნდა იყოს რეკლამა ავტობუსზე... |
Posted by: Ben_Joyce 31 Aug 2019, 07:48 |
177-საც უკეთია კალპაკები მძღოლის მხარეს. |
Posted by: toyota12345 31 Aug 2019, 11:24 |
beka331 რეკლამასაც გააჩნია. აზარტული თამაშების რეკლამა საზ ტრანსპორტზე მაგარი ტეხავს მე თუ მკითხავ. |
Posted by: Blueსტუმარი 31 Aug 2019, 11:30 | ||
toyota12345
მაგაში გეთანხმები, თითქმის ყველა ავტობუსზე CrystalBet რეკლამა ეკრო. სჯობია რამე საინტერესო რეკლამა დააკვრან. ისე ამ რეკლამებს თბილისის მერია აკვრავს. და ტტც? |
Posted by: MANMUS 31 Aug 2019, 12:29 |
საერთოდ რეკლამა რატომ უნდა იყოს მიკრული ახალ ავტობუსებზე, მითუმეტეს შუშებზე, ნუ ბოგდანებზე ცალკე კურიოზია აძრობა ეზარებათ და რეკლამიანად ღებავენ |
Posted by: alea iacta est 31 Aug 2019, 20:55 |
გილოცავთ მეგობრებო, დღეს ქუთაისში წავედი და გზად ისუზუების პირველი პარტია შემხვდა, მაგრამ ზოგი წითელი იყო და ზოგი მწვანე, მაგან დამაბნია |
Posted by: MANMUS 31 Aug 2019, 21:17 |
alea iacta est ნაღდად თბილისის ისუზუები იყო? |
Posted by: iviko18 31 Aug 2019, 21:19 | ||
ბაქოს ავტობუსებიც გადაჰყავთ, შეიძლება ის იყო. |
Posted by: Nickboy 31 Aug 2019, 21:38 | ||
iviko18
მწვანეები მაინც იყოს ჩვენი |
Posted by: Kublicha 31 Aug 2019, 21:43 |
ბაქოს ავტობუსები მოძრაობენ აქტოურად. სარფი დღის საათებში ნამდვილად არ გადმოუკვეთავს ჩვენს მწვანეებს, ღამე თუ გადმოვიდნენ არ ვიცი. დღისით სულ სარფში ვარ 2 კვირაა და შანსი არაა გამომპარვოდა |
Posted by: beka331 31 Aug 2019, 21:48 | ||
toyota12345
\ ვერ დაგეთანხმები.. ვინც გადაიხდის იმის რეკლამა უნდა იყოს ( კანონიერების ფარგლებში ) ახლა შენ კაზინოებს არ გააკვრევინო, ეგ უკვე დისკრიმინაციაა |
Posted by: MAST_WEB 31 Aug 2019, 23:46 |
რუისთან გადავიღე დღეს, ეს ავტობუსები მიდიოდნენ თბილისისკენ, ბაქოსია თუ თბილისის მაგდენი აღარ ვიცი |
Posted by: MANMUS 1 Sep 2019, 01:18 |
ბაქოსი იქნება უეჭველი. ისუზუს არ გავს და თან 8 მეტრიანიც არ უნდა იყოს |
Posted by: TramwayMan 1 Sep 2019, 01:26 |
MAST_WEB ERAMUS 12 მეტრიანი ბიემსია ბაქოსთვის. |
Posted by: Mick-el-Angelo 1 Sep 2019, 08:52 | ||
beka331
სწორედ რომ კანონით უნდა შეიზღუდოს კაზონოების და ტოტალიზატორების რეკლამა. ალკოჰოლი და სიგარეტი ხომ შეზღუდულია - ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციაა, იგივეა ესეც - საზოგადოებისთვის მავნე მოვლენაა. მე თუ მკითხავ, უარესიცაა, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ადამიანი "ერთობა" ამ სისულელეებით ჩვენს ქვეყანაში. თორემ ზოგადად, ავტობუსებზე რეკლამის წინააღმდეგი ვერ ვიქნები, რამდენადაც ვიცი, რომ ტტც ზარალზე მუშაობს და ცოტა ფული მაინც იშოვონ ამ რეკლამებით. მეორე საკითხია, რას არეკლამებ და როგორ. ახალი ბუსების შუშებზე ბანერების მიკვრა იდიოტის მოგონილია. ზოგი ასეთი ბანერი სალონში სინათლესაც არ უშვებს, მოკლედ, მარაზმია. |
Posted by: alea iacta est 2 Sep 2019, 10:56 |
სავარაუდოდ ბაქოს ავტობუსებია, რადგან თბილისში არავის უნახავს. ისე რაიმე განმასხვავებელი ნიშანი არ აქვთ? წითლებზე ვიფიქრე დამცავი ფირი ჰქონდათ გადაკრული ტრანსპორტირებისთვის. |
Posted by: da_to 4 Sep 2019, 10:40 |
ის აქ არის ... ორი ცალია თუ მეტი არ ვიცი, ვერ მოვასწარი გაჩერება .... |
Posted by: alea iacta est 4 Sep 2019, 10:52 | ||
da_to
ე მართალი ვყოფლვარ, ჩვენები ყოფილა. მე მხოლოდ ორი მწვანე შემხვდა შორაპანთან დანარჩენები წითლები იყო. ფორდთან (ჯითი გრუპი) რა კავშირშია, მაგათ შემოჰყავთ? |
Posted by: Mick-el-Angelo 4 Sep 2019, 10:53 | ||
da_to ვაა, კაი ამბავია ნამდვილად, თორე ამ პატარა ბოგდანებში რო ავდივარ, მეშინია გზაში არ დაიშალოს და თეგეტამ რაო, საინტერესოა, რომელი წლის სექტემბერში იქნებაო დარჩენილი "მან"-ები? * * *
კი. |
Posted by: da_to 4 Sep 2019, 10:57 | ||
alea iacta est
კი ისუზუს წარმომადგენელიც ჯითი გრუპია ... |
Posted by: metro500 4 Sep 2019, 11:16 |
აი ნაღდად არ მეგოონა მანებს თუ ესენი მოასწრებდნენ ყოჩარ თურქებს :დ იმედია ამ თვის ბოლოან ვიხილავთ რამდენიე ხაზზე მაინც |
Posted by: Blueსტუმარი 4 Sep 2019, 11:28 |
აი მანებს უკვე ველოდებით მაისიდან დღემდე, სექტემბრის ბოლოსო და მერე ნოემბრის ბოლოს. ისე ეგენი ვაფშე საქართველოში არიან??? |
Posted by: Kublicha 4 Sep 2019, 12:05 |
აუ მე ვღადაობდი და მართლა ჩამოასწრო მანებს? შემდეგ ტენდერში (110ცალი 12მეტრიანი) ივეკოს "კუში" აშკარად გაუმჯობესდა მანთან შედარებით. (ივეკოს ჯითი გრუპი წარმოადგენს ვინც არ იცის) |
Posted by: MANMUS 4 Sep 2019, 13:23 |
ვაა მოსალოცი ამბავია ხო ვამბობდი ისუზუები დაასწრებენთქო |
Posted by: Nickboy 4 Sep 2019, 14:00 |
ამ დღეებში გამოვაცხადებთო ტენდერს 110 გაზზე მომუშავე 12 მეტრიან ავტობუსზე... მაგათაც EBRD გვიფინანსებს. თეგეტას დაგვიანება რომ არ გავითვალისწინოთ... ახალ წლამდე მოესწრება, თქვენი აზრით? |
Posted by: Kublicha 4 Sep 2019, 14:06 | ||
Nickboy
მხოლოდ თეორიულად, იმ ვარინატში თუ შეკვეთას არ ელოდებიან და დაწყებული აქვთ დამზადება (შეუღებავად ცხადია, აბა წინასწარ რა იციან ვინ რა ფერს შეუკვეთავს) მაგრამ მაგის ალბათობა არის 0,01%. თან მანი ხომ ახალ მოდელზე გადავიდა და იმდენი შეკვეთა ექნებათ რო... 9 თვე მაინც დაჭირდება |
Posted by: Nickboy 4 Sep 2019, 14:07 | ||
Kublicha
ჰოოო... ბაზარი არაა.. მოკლედ 2020-ის ზაფხულს კაი ავტობუსებით უნდა შევხვდეთ |
Posted by: TramwayMan 4 Sep 2019, 14:09 | ||
Nickboy
დაგვიანება მანის არის და არა თეგეტას, თეგეტა უბრალოდ ავტობუსების მომწოდებელია. Nickboy Kublicha 12 მეტრიანი გაზის ბუსების შეკვეთIს გაფორმებიდან 9 თვეზე ადრე არ იქნება. |
Posted by: ქაფქიანა 5 Sep 2019, 11:06 |
ტელეფონით ვარ და ვერ ვდებ ბმულს. ისე კი ორჯერ მიდევს. თვითონ მანის ბმულზე მაქვს საუბარი. სტატიის თარიღია აპრილი თუ მაისი და წერია რომ თბილისს დარჩენილი მანები მიეწოდება ოქტომბერ-ნოემბერშიო. ჰოდა, მე გერმანელების უფრო მჯერა, ვიდრე ამათი ბოდვის. |
Posted by: Blueსტუმარი 5 Sep 2019, 11:15 |
ქაფქიანა გერმანელების იმედზე ვართ. შეიძლება სექტემბრის ბოლოსოც, მაგრამ ვნახოთ. გერმანელები სერიოზულები ჩანან |
Posted by: experto 5 Sep 2019, 14:47 |
მე პირადად მწვანე ავტობუსები უფრო მომწონს უფრო უხდებიან ჩაჟამებულ ქალაქს ვიდრე ლურჯები თბილისი მწვანე და ნათელი ქალაქია (იყო) და ავტობუსებიც ასეთი უნდა იყვეს p.s პოსტებს ვაგროვებ |
Posted by: Kublicha 5 Sep 2019, 15:03 | ||||
ქაფქიანა
აწი გადაიკვეთება უკვე ეგ ორი
გამეცინა კარგად. 14 წლის წინ დარეგისტრირებული ხართ, ისევე როგორც მე |
Posted by: რობი 6 Sep 2019, 00:07 |
დღეს 12:00 13:00 საათს შორის კახეთის გზატკეცილზე 37 მანი გაფუჭდა, ვარკეთილის ხიდის გაჩერების მერე, მოვიდა მეორე მანი წაიყვანა ეს ხალხი და კაცი გახდა შეუძლოდ პეპელასთან და გაჩერდა გამოიძახეს სასწრაფო, ხოდა მესამე მანს გაჰყვა ყველა |
Posted by: Blueსტუმარი 6 Sep 2019, 00:10 |
რობი მესამე მანსაც რამე პრობლემა ხო არ ჰქონდა. დღეს დაითარსნენ 37-ბი. ისე ის მიკვირს, სულ 37 როგორ ფუჭდება. ისე რა მოუვიდა |
Posted by: Kublicha 6 Sep 2019, 00:16 |
დღეს ლურჯი ავტობუსის მძღოლმა მაგარი ჩაატარა: წინ დაუდგა ტაქსი უშნოდ, კლიენტს ევაჭრებოდა, ხოდა ამ ავტობუსის მძღოლმა გააღო წინა კარი და მიკროფონში დაიძახა "პრიუსი იმოძრავეო". თითქმის ისე გაისმა გარეთ, როგორც პატრულის მეგაფონიდან. ტაქსმაც ეგრევე მოძუძგა |
Posted by: forum-ge 6 Sep 2019, 09:17 | ||
|
Posted by: MANMUS 6 Sep 2019, 09:25 | ||
ვიცი ეგ მძღოლი ჯიგარი კაცია |
Posted by: //Rossi 6 Sep 2019, 10:13 | ||
|
Posted by: Mick-el-Angelo 6 Sep 2019, 10:21 |
ბოლო დროს აშკარად შემცირებულია ბუსები 50-ზე და 71-ზეც. 50-ზე იდეაში 8 ბორტს უნდა ემუშავა, მაგრამ მე როგორც ვაკვირდები 5 ან 6 მუშაობს. 71-ზეც აშკარად არაა 9 ბორტი. და ეგ ეხლა რა თემაა, აგვისტოში შეამცირეს სწავლის დაწყებამდე თუ აწი სულ ესე იქნება? |
Posted by: MANMUS 6 Sep 2019, 10:29 |
Mick-el-Angelo ზაფხულის რეჟიმზე არიან 15 სექტემბრამდე და მერე დაამატებენ |
Posted by: Kublicha 6 Sep 2019, 13:28 | ||
ERAMUS
მოხუცი კაცი, 37ზე მუშაობს. მაგაზე ამბობ ხო? |
Posted by: MANMUS 6 Sep 2019, 14:58 |
Kublicha კი ეგაა რაღაცნაირად დადებით განწყობას ქმნის |
Posted by: nathan.drake 6 Sep 2019, 16:22 |
Kublicha ERAMUS 37ში ვიჯექი და ღადაობდა ეგ კაცი და ხალხი იმენა რა უჟმურია "ვერაა კაცო ესა" "გიჟია არ მოგვკლას ამანა" "ავადმყოფია ვიღაცა კაცო მეც მაგას არ ვამბობ" >:( |
Posted by: Blueსტუმარი 6 Sep 2019, 17:37 |
მაგ 37 ბორტის ნომერი ხომ არ იცით??? |
Posted by: MANMUS 6 Sep 2019, 18:32 |
Blueსტუმარი ძირითადად 037ზე ზის |
Posted by: rommel 6 Sep 2019, 23:48 |
10 მეტრიან მანებში რა უხერხულია ქანდარაზე ჯდომა. შეგრძნება მქონდა, რომ მთელი ავტობუსი მე მიყურებდა |
Posted by: MANMUS 7 Sep 2019, 17:11 | ||
იმსიმაღლეზეა ერთი იამკაში ჩარტყმა და თავს გლიჯავ ეგრევე. ისე ახლა დავაკვირდი და შევამჩნიე რომ 4 სკამით ნაკლებია ამ მანებში დიდ ბოგდანთან შედარებით. |
Posted by: Blueსტუმარი 7 Sep 2019, 20:00 | ||
ERAMUS
მაგრამ, მეტი ტევადობა აქვთ მანებს. მთლად ბევრი სკამიც არა საჭირო. |
Posted by: metro500 9 Sep 2019, 11:34 |
"გამარჯობა, სექტემბრის ბოლოს ახალი 8 მეტრიანი ავტობუსების პირველი ნაწილი მოემსახურება მგზავრებს" აი ეს მომწერა სატრანსპორტო კომპანიამ facebookze .ვნახოთ |
Posted by: Blueსტუმარი 9 Sep 2019, 13:00 |
metro500 ხო და ცნობილი არა რომელ ხაზზე იმოძრავებს? |
Posted by: Kublicha 9 Sep 2019, 19:20 |
ლურჯი ავტობუსი, 061 ფორსაჟის სასტავს რას დაყვება? სადმე კადრში აპირებენ გამოჩენას თუ ჯგუფებს ემსახურება? მემგონი მეორეა და თუ ეგრეა, რიყეზე გასაქირავებელი ავტობუსების მეტი რა ყრია, ეგ რომ არ გამოეყოთ |
Posted by: MANMUS 9 Sep 2019, 19:27 | ||
დიდი ბოგდანით მომსახურება უტყდებათ ალბათ |
Posted by: Kublicha 9 Sep 2019, 19:36 |
ERAMUS თეთრ კერძო ავტობუსებს ვგულისხმობ |
Posted by: rommel 9 Sep 2019, 22:34 |
კალაძემ ხიზანიშვილზეც მოძრაობის საწინააღმდეგოდ ივლის ავტობუსიო. ცალმხრივი მოძრაობისას რა დატვირთვა აქვს ამას? ვითომ ვეკუა-ხიზანიშვილს შორის დამაკავშირებელ გზებზე ნაკლები მოძრაობაა და არ შეფერხდება ავტობუსი? გამოარკვიეთ მე უვიცი |
Posted by: TramwayMan 10 Sep 2019, 00:51 | ||
rommel
გლდანში ორივე გზა არის ხიზანიშვილი ასე რომ გაუგებრად გიწერია. ვეკუა არის ქვემოთ მეტროდან რომ ქერჩის ქუჩისკენ მიდის. ე.წ შაურმების ქუჩა |
Posted by: rommel 10 Sep 2019, 09:27 |
TramwayMan შემეშალა შე კაცო რა იყო ამოაგდე ვეკუა და ეგ იქნება ხომ მიხვდი რასაც ვკითხულობ |
Posted by: დიდიმინდორი 10 Sep 2019, 13:17 |
ჩემი აზრითაც სისულელეა, მაგრამ მგონი ერთი "ჭკუიანური" ჩანაფიქრი დევს. მანქანები უფრო მეტად მოერიდებიან "ბასლეინზე" და თანაც "პროტივზე" გასვლას, ვიდრე მხოლოდ "ბასლეინზე". ეს რათქმაუნდა არ არის გამართლება, იმიტომ რომ კანონდარღვევებზე შესაბამისი ზომები უნდა ტარდებოდეს და არა სატრანსპორტო ქსელიალს გადახლართვა. |
Posted by: rommel 10 Sep 2019, 14:27 |
დიდიმინდორი სისტრას რეკომენდაციაა და სისულელე არ იქნება. უბრალოდ საინტერესოა რით ხსნიან. ვითომ მგზავრებს ნაკლებად მოუწევთ გზის გადაკვეთაო, მაგრამ ასეთი ადგილი ერთი მახსნედება, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. დანარჩენ გაჩერებებზე მგონი პირიქით იქნება. |
Posted by: დიდიმინდორი 10 Sep 2019, 15:47 |
მართალია, პირიქით იქნება, უფრო ხშირად მოუწევს გზის გადაკვეთა გლდანის მიკროებიდან მომავალ ხალხს. მანდ უფრო ის იქნება რაც მე დავწერე და პლიუს მანქანებიასთვის მარჯვნივ მოხვევა მიკროებისკენ რომ არ გაძნელდეს. გამოდის, რომ ისევ მანქანებს არგებენ ქალაქის განვითარებას, რაც არა მარტო ცუდი, არამედ სამარცხვინოცაა დღევანდელ დღეს. ჩემი აზრით კი უფრო უბრალოდ მოეწონათ იდეა, როგორც ახალი "ბრჭყვიალა" და არც ფიქრობენ რამდენად რაციონალური და სარგებლიანი იქნება. მაიმუნისა და სათვალის მაგალითია. როდესაც " შუაბასლეინიანი" ქუჩა "კიდებასლეინიან" ან ჩვეულებრივ ქუჩას შეუერთდება, მაშინ იქნება დიდი სანახაობა და გამიშვი გამატარე. ჭავჭავაძის თემაშიც დავწერე ამაზე. ერთადერთი დადებითი რაც ამ მოდელს ექნება (კიდეები განთავსებასთან შედარებით) არის ის, რომ მანქანები ნაკლებად გადავლენ ავტობუსის ზოლში, რისი მოგვარებაც, როგორც აღვნიშნეთ, სამართალდამცავი სტრუქტურების, და არა მერიის პრეროგატივაა. შეიძლება სისტრა მაღალი დონის კომპანიაა და ასეთ მარტივ შეცდომებს არ უშვებს, მაგრამ იმაშიც 90%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ხშირად უხეშად ერევიან კომპანიის მუშაობაში თავიანთი "ბიზნეს" ინტერესებით და კორუფციული გარიგებებით და დაგვიანება სწორედ ამის ბრალია. დარწმუნებული ვარ, დაასრულებს კვლევას ვადის ორჯერ გაწელვით და ბოლოს მაინც სისულელეებით იქნება სავსე. ან იქნება როგორც გენგეგმა, ფურცელზე რომ მიიღეს და რეალობაში კორპუსომანია რომ არის გახურებული. სისტრას ადგილზე ალბათ თავმოყვარე კომპანია დიდი ხნის წასული იქნებოდა. |
Posted by: TramwayMan 10 Sep 2019, 16:50 |
ტენდერიც გამოცხადდა 110 CNG ბუსზე. https://www.ebrd.com/work-with-us/procurement/p-pn-190909a.html თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის 110 ერთეული 12 მეტრიანი შეკუმშულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტობუსების შესყიდვაზე და მასთან დაკავშირებულ სერვისებზე ტენდერს აცხადებს. თბილისის ავტობუსების პარკის გაფართოვების პროექტისთვის, შესაბამის თანხებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია EBRD-ის სესხის ფარგლებში მოიზიდავს. მიწოდებას რაც შეეხება, პირველი 30 ერთეული 2020 წლის 31 მარტამდე უნდა იყოს, მომდევნო 40 ავტობუსის მიწოდება არაუგვიანეს 2020 წლის 30 ივნისისა, ხოლო დარჩენილი 40 ავტობუსი კი არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბრისა. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ბოლო ვადად 25 ოქტომბერი განისაზღვრა. მინიმალური კრიტერიუმების მიხედვით უკვე დარწმუნებული იყავით რომ მანი იქნება To be qualified for the award of a Contract, Tenderers must satisfy the following minimum criteria: (a) Tenderers shall meet the eligibility requirements: no conflicts of interests, not having been declared ineligible by the Bank, compliance with requirements of tender documents for government owned entity if a tenderer is owned by the government, not having been excluded as a result of the Borrower’s country laws or by an act of compliance with UN Security Council resolution; (b) Tenderers shall not have a consistent history of contractual non-performance within the last 5 (five) years. All pending litigation shall in total not represent more than 10% (ten) of the Tenderer’s net worth; © The audited balance sheets for the last 3 (three) years must demonstrate the soundness of tenderer financial position, showing long-term profitability, including profitable result of economic activities in at least 2 (two) of the last 3 (tree) years. (d) The tenderer must have an average annual turnover as prime Supplier over the last 3 (three) years of at least EUR 30 (thirty) million equivalent. (e) The tenderer shall demonstrate that it has access to, or has available, liquid assets, unencumbered real assets, lines of credit, and other financial means sufficient to meet the production cash flow for the contract estimated as not less than EUR 15 (fifteen) million equivalent; (f) The tenderer or, in case the tenderer is not the manufacturer himself, the manufacturer of proposed buses shall have successful experience of delivery of at least 600 (six hundred) new city buses of any low-floor model with the vehicle length over 11m over the past 3 (three) years; (g) The tenderer or, in case the tenderer is not the manufacturer himself, the manufacturer of proposed buses shall have successful experience in production and deliveries of at least 300 (three hundred) 12m – 18m CNG buses to the bus operators in European Union during the last 3 (three) years. (h) The tenderer or, in case the tenderer is not the manufacturer himself, the manufacturer of proposed buses shall also have experience in manufacturing of at least 50 buses of a similar model proposed in the tender (with the same engine, fuel system, axes and gearbox as required in this tender), which are ordered by or delivered to the transport operators in European Union during the last 3 years. (i) Manufacturer of the proposed buses shall have at least 15 (fifteen) years of experience in manufacturing of 12m-18m city urban buses of any model. The manufacturing plant shall be in the ownership of the manufacturer and shall have been used for the manufacture of CNG buses for at least 3 years and during the last 12 months shall have been used for the manufacture of the same or similar type of buses prior to the date of the tender release. (j) The tenderer and the manufacturer of the proposed buses shall have a certificate of quality management system (ISO 9000, or its equivalent). The manufacturer shall have a certificate of environmental management system (to ISO 14001, or its equivalent). (k) Tenderer shall be capable of the fulfilment of commitments regarding maintenance, the repair and supply of spare parts, described in the tender documents. Local maintenance facility shall be available. (l) In the case of a tenderer offering to supply goods under the Contract which the tenderer does not manufacture or otherwise produce, the tenderer has been duly authorised by the goods’ manufacturer to supply the goods in the Purchaser’s country. |
Posted by: Blueსტუმარი 10 Sep 2019, 17:05 | ||
TramwayMan
უეჭველი მანი იქნება. მაგრამ ლურჯი იქნება თუ წითელი ეგ მომავალში იქნება ცნობილი. |
Posted by: alea iacta est 10 Sep 2019, 17:22 | ||
Blueსტუმარი
ანუ მესამე ფერი შეიძლება დაემატოს? |
Posted by: MANMUS 10 Sep 2019, 17:25 |
Blueსტუმარი მეც მინდა რომ მანი იყოს მაგრამ რავიცი ამ 10 მეტრიანების ამბის შემდეგ რამდენად მოახერხებენ ამ ტენდერის მოგებას * * * ფერი ჯობია ან მწვანე იყოს ან ლურჯი |
Posted by: vatman 10 Sep 2019, 17:47 |
აი პრიკოლი იქნება ივეკო თუ მოიგებს ტენდერს |
Posted by: Blueსტუმარი 10 Sep 2019, 17:54 | ||||||
ეხლა ყველა ლურჯ მანს ვართ მიჩვეული და მანი კარგი იქნება ისევ. ისევ ლურჯი მინდა, იმედია როგორც 048 დაემართა, ისევ აღარ მოხდება alea iacta est
ეგ მაგალითია. vatman
ეგ რას მოიგებს ERAMUS
ვნახოთ, დროის ამბავია. იმედია რაღაც საოცრება არ მოიგებს, რომ ერთ დღეში დაიშალოს. |
Posted by: PULSE 10 Sep 2019, 18:13 | ||
დიდიმინდორი
გააჩნია. ახლა ერთ ნახევარს წასვლისას არ უწევს ხიზანიშვილის გადაკვეთა, მეორეს დაბრუნებისას, სამაგიეროდ საპირისპირო მიმართულებაზე ორ-ორჯერ უწევთ გადაკვეთა. შუაში თუ იქნება ბასლეინი 1 გადაკვეთა დასჭირდება ყველას წასვლაზეც და მოსვლაზეც. შეიძლება ეგაა იდეა, რომ ორივე მიმართულების გადაკვეთა არ იყოს საჭირო. |
Posted by: Kublicha 10 Sep 2019, 18:38 | ||||
ERAMUS
მწვანე იქნება, რად უნდა ბევრი ლაი ლაი. vatman
ივეკოს ვინ ჩივის, ისუზუს და Bmc საც არ ძინავთ |
Posted by: vatman 10 Sep 2019, 18:59 | ||
Kublicha
ისუზუს მგონი არც აქვს გაზის ავტობუსი, ხოლო Bmc ამდენი რაოდენობის მიწოდება არ აქვს ევროკავშირში. |
Posted by: MANMUS 10 Sep 2019, 19:12 |
გამოიჭიმებიან ახლა ჩინური საოცრებებიც |
Posted by: Blueსტუმარი 10 Sep 2019, 19:19 |
ERAMUS ჩინური და კორეულიც. იაპონურები თუ გამოჩნდა ძაან გამიკვირდება |
Posted by: TramwayMan 10 Sep 2019, 21:30 |
Blueსტუმარი ERAMUS Kublicha მოთხოვნები ტყუილად კი არ დავდე, ეგ მწარმოებლები მონაწილეობას ვერ მიიღებენ. |
Posted by: Kublicha 10 Sep 2019, 21:58 |
TramwayMan მაგდენი ინგლისური რომ ვიცოდი რა მიჭრს. ვინმე მადლიანი თუ გადათარგმნით კარგს იზამთ |
Posted by: vatman 11 Sep 2019, 10:51 |
Kublicha მანდ საკვანძო მოთხოვნა არის შემდეგი, მაგას მხოლოდ ევროპელი მწარმოებლები დააკმაყოფილებენ: (g) The tenderer or, in case the tenderer is not the manufacturer himself, the manufacturer of proposed buses shall have successful experience in production and deliveries of at least 300 (three hundred) 12m – 18m CNG buses to the bus operators in European Union during the last 3 (three) years. ბოლო 3 წლის განმავლობაში მინიმუმ 300 გაზის 12-18 მეტრიანი ავტობუსის მიწოდება ოპერატორებისათვის ევროკავშირის ტერიტორიაზე დეტალურად აქ არის კიდევ: http://ttc.com.ge/index.php/ka/news/94 |
Posted by: toyota12345 11 Sep 2019, 10:54 |
მადონას ვიდეო დაიდო პოსტივიზე, ხალხმა არ იცის რა განდონი და სტერვა გოგოა მერე სხვანაერი წარმოდგენა ექნებოდათ |
Posted by: Tifo 11 Sep 2019, 12:15 |
toyota12345 მადონა ვინაა? :დ |
Posted by: MANMUS 11 Sep 2019, 12:36 |
Tifo 87 ნომერი ავტობუსის მძღოლია ახალგაზრდა გოგო |
Posted by: Blueსტუმარი 11 Sep 2019, 12:44 |
toyota12345 შესახედობით კაი გოგო ჩანს, მაგრამ რატო უხეშობს არ ვიცი. 1 ნომერზე რომ ქალი მუშაობს ეგეც ლამაზი და კაი ქალია, მაგრამ რა ერქვა აღარ მახსოვს. მგონი სოფიო |
Posted by: toyota12345 11 Sep 2019, 13:57 |
ERAMUS რაღა ახალგაზრდა)))) კონტროლიორებისთვის უთქვია სად თქვენი დონე და სად ჩემი დონეო. იმიტომ მუშაობს 87 ნომერზე რომ კონდუქტორი არ ყავს მაგ ავტობუსს, ერთი სიტყვით უკაცობისგან გაბოროტდა რა ))) |
Posted by: Kublicha 11 Sep 2019, 14:01 |
კიდევ 44-ზე ახალგაზრდა გოგო მუშაობს, დღეს ვნახე პირველად. რთული ხაზია საკმაოდ, ნუ მარშრუტი იოლია, გადატვირთულ ქუჩებს არ გადის, მაგრამ ზედახორაა სულ. ერთადერთი ეგ აკავშირებს ზემო ფონიჭალას გარე სამყაროსთან |
Posted by: da_to 11 Sep 2019, 14:29 |
19 ისუზუ ჩამოსულა ... 2 ხაზი შეიძლება გაუშვან ... |
Posted by: Blueსტუმარი 11 Sep 2019, 14:37 | ||
Kublicha
ეგ მართლაც რთულია, "ავტობანზე" უნდა იაროს და ვინ იცის რა მოხდება. მაგრამ თუ გამოცდილია, ვუსურვებ მშვიდ მუშაობას. N1-ზე ქალი რომ მუშაობს კიდე ურთულდება სამსახური, გზაზე რეაბილიტაციის და არეულობის გამო, თან ხიდთან ბევრი მანქანა გროვდება ხოლმე. N35 ზე რომ მუშაობს ქალი, მაგასაც რთული სამუშაობები აქვს. ჯერ მოსახვევები ხუდადოვზე, მერე თუ გაგიგიათ კაჭრეთის ქუჩა, ხეივანივით რომა, იქ უნდა იაროს. არცერთი მარშრუტი არა მარტივი, ყველაზე რთული 29 არის მგონი. |
Posted by: metro500 11 Sep 2019, 14:44 |
Blueსტუმარი 75, 76, 79 ეს მარშუტები საკმაოდ მარტივია |
Posted by: MANMUS 11 Sep 2019, 15:01 |
toyota12345 რავი ერთხელ ვიმგზავრე მაგის ავტობუსით 24-25 წლის გოგოს მივამსგავსე წინა კარიდან ჩავედი და რაღაცნაირად ცივად გამომხედა მარა ნორმალურად ატარებს. |
Posted by: toyota12345 11 Sep 2019, 15:01 |
8 ნომერი მაგარი ხაზია ისანი აეროპორტის დასახლება. 41 ისანი წინუბანი, 22 ისანი ნასაგური. 1 ისანი ლილო კაი იყო ერთ დროს სანამ ლილოში მოსახლეობა გაიზრდებოდა. |
Posted by: Blueსტუმარი 11 Sep 2019, 15:18 |
ამ 170-171-155-154 ნომრები ავტობუსებზე პირველად გავიგე. დადიან რო? |
Posted by: Mick-el-Angelo 11 Sep 2019, 16:21 | ||
Kublicha
არა, 19 ნომერიც დადის მანდ: ზემო ფონიჭალა - ვაზისუბანი. კაკ რაზ ეგ ხაზი "გაისუზუების" რეალური კანდიდატია პირველივე პარტიებიდან. აღმოსავლეთში ასევე 101 და 72. ისე სამომავლოდ მგონია, დიდი ბოგდანების უკანასკნელი იქნება ეს: 1, 2, 44, 102. ნუ, ყველაზე ლოგიკურია. მაგ ხაზებზე იმუშავებენ, სანამ მთლად არ დაიშლებიან |
Posted by: MANMUS 11 Sep 2019, 16:28 |
მე რატომღაც მგონია რომ ამათ შეცვლიან ჯერ: 6 59 92 66 42 78 (ფაშისტის ხათრით ) 34ც შეიძლება. ანუ ჯერ ცენტალური ქუჩებიდან მოაშთობენ ბოგდანჩიკებს. |
Posted by: Blueსტუმარი 11 Sep 2019, 16:52 | ||
ERAMUS
ერთხელ მაგან ჩამიარა ორბელიანის მოედანთან და ისეთი ხმა ჰქონდა გული გამისკდა. 32 სრული საშინელება. ადგილი არა ხოლმე. |
Posted by: Kublicha 11 Sep 2019, 16:52 | ||||
Mick-el-Angelo
19? მეეჭვება. 44ზეც ისუზუს არაფერი ესაქმება, მანდ 10 ან 12 მეტრიანს გაუშვებენ. (კარგი იქნება 15ზე და 33ზე თუ მწვანე კვერცხობებს არ გაუშვებნ და 12 მეტრიანებს მიამაგრებენ) ERAMUS
49ც ძალიან რეალურია. 78 რეალურია, სულ 3 მანქანა სჭირდება. 34ს ჯერ სანამ 19ცალია ჩამოსული ვერა, რადგან აღაფერი დარჩება 92 ის გადიდებაზე აქვს საკრებულოს ხელო მოწერილი, ამიტო მანდ ვერ წავა აი 59ზე კი მე არ გამოვრიცხავ რომ სულაც 12 მეტრიანები ხეთქონ 42 , 66 და 78 შესაძლოა პირველივე პარტიიდანვე ჰქმნან. სავარაუდოდ ეყოფა სამივეს |
Posted by: MANMUS 11 Sep 2019, 17:03 | ||
ისე 6ს არ აწყენდა 12 ან 10 მეტრიანი 86საც გადიდება ჭირდება. მარა კანტორა როგორ გაანაწილებს და სად რას გაუშვებს კაცმა არ იცის. 3 50 და 79ზე საერთოდ არ ველოდებოდით მანებს * * * Blueსტუმარი
აქ უფრო რაოდენობაა გასაზრდელი. |
Posted by: metro500 11 Sep 2019, 17:06 |
თემქის ხაზებს ნუ მიჩაგრავთ ძალიან გთხოვთ :დდ. 62ზე და 86ზე ახალი ისუზუ თუ არა დიდი ბოგდანი მაინც გამოუშვან |
Posted by: Kublicha 11 Sep 2019, 17:11 |
ERAMUS metro500 6 და 86 არც განიხილება. მანდ ნაღდად არაფერი ესაქმება ისუზუს, ანუ 8 მეტრიან ავტობუსს. 110 cng დან გამოვა საშუალოდ 11 ხაზი. ერთი აქედან ნაღდად 23 იქნება და სხვები არ ვიცი. |
Posted by: Blueსტუმარი 11 Sep 2019, 17:20 | ||
Kublicha
იმ დიდ ბოგდანებს, რაც დადის უეჭველი შეცვლიან ანუ 2,11,23,25,46 და 70 დიდი ალბათობით შეცვლიან. დანარჩენი 5 არ ვიცი. |
Posted by: Mick-el-Angelo 11 Sep 2019, 18:20 | ||||||
ERAMUS
Kublicha
ქალაქის აღმოსავლეთის მარშრუტებს ვგულისხმობ. აქ 19, 72, 101 (შეიძლება 40-იც) იქნებიან პირველები ახალი 8-მეტრიანების გასაშვებად, დანარჩენი - ძირითადად სოფლის ხაზებია. 19 და 101 ფონიჭალის გარდა ვაზისუბანს და ვარკეთილს ემსახურება (სადაც ბოლო დროს ახალ ბუსებს უშვებენ), 72 კი - მოსკოვის გამზირი - წმ. ბარბარეს უბანია. 1, 44 და 102-ს რაც შეეხება, ამ მარშრუტებზე დიდ ბოგდანებს ვიწინასწარმეტყველებ, დარჩენილი მანები და ახალი 12-იანები რომ შემოვა. 2 ნომერზეც მგონი დიდი ბოგდანები დარჩება ბოლომდე. ცოდოცაა ახალი მან-ები ამ ხაზებისთვის.
აღმოსავლეთში 25-ზე რომ გამოჩნდება - ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. N2 - მეეჭვება, ძალიან გადატვირთული ხაზია. აფრიკაში სანამ მეორე ხაზს არ დანიშნავენ, არც არაფერი ეშველება. დიდი ალბათობაა, რომ 55-ზე და 71-ზე 12-იანები გაუშვან და 10-მეტრიანები სხვა ხაზებზე გადაანაწილონ. |
Posted by: Blueსტუმარი 11 Sep 2019, 18:47 |
Mick-el-Angelo 12 მეტრიანები უფრო მე მგონია გადატვირთულ ხაზებზე დანიშნავენ, სადაც მგზავრები ძაან ბევრია. და 71 და 55 მეეჭვება. 86 რომ უეჭველი 12 მეტრიანი უნდა, ეგ ცხადია. ის აღმოსავლეთის ხაზებს, 19 მეეჭვება, 44 კიდე მგონია და 72-იც. |
Posted by: Mick-el-Angelo 11 Sep 2019, 18:54 | ||
Blueსტუმარი
მაგ მარშრუტებით პიკის საათში ბოლოს როდის იმგზავრე? |
Posted by: Blueსტუმარი 11 Sep 2019, 18:57 |
Mick-el-Angelo მე 86-ზე ვიგულისხმე ბევრი მგზავრი რომ იყო. ერთხელ ვერ ავედი ადგილიც არ იყო |
Posted by: MANMUS 11 Sep 2019, 20:11 |
გაღმა გასული 048 ისევ ბაზაზე გდია თუ მიუჩინეს თავისი ადგილი? ან მაგისი შემცვლელი ის ახალი მანი თუ გამოიყვანეს ხაზზე. მაინტერესებს იგივე ნომერი მიაკრეს თუ სხვა |
Posted by: Ben_Joyce 11 Sep 2019, 20:22 |
დღეს ნუცუბიძის ქუჩაზე, ნუცუბიძის მე-2-4 პლატოს კუთხეში რომ ტაბლოა, ეწერა ავტობუსი #160, გზის ორივე მხარეს. ამაზე ხომ არ იცით ვინმემ რამე? |
Posted by: Blueსტუმარი 11 Sep 2019, 20:22 | ||
ERAMUS მაგ 048 არაფერი ეშველება. იქნება ნახევრად დაშლილი, ახალი მანი უნდა. ან ის 12 მეტრიანი CNG ავტობუსი ჩაანაცვლებს 048-ს Ben_Joyce
არც ტტც-ზე არა საითკენ მიდიოდა ვერ წაიკითხე? |
Posted by: Ben_Joyce 11 Sep 2019, 20:29 | ||||
170-171 ალბათ პროგრამისტებმა სატესტოდ აიღეს და მერე დატოვეს. რუკაზე გზაც არ არის მონიშნული და თან არა მგონია ეგ ხაზები მომგებიანი იყოს 170 - მთაწმინდის პარკი - ჭონქაძის ქუჩა 171 - მთაწმინდის პარკი - კოჯრის გზატკეცილი არა მგონია ეს პრიორიტეტული ხაზები იყოს. 152-157 ნომრები არის ეროვნული გამოცდების დროს აბიტურიენტებისთვის დანიშნული ავტობუსები. * * *
ახლად დანიშნულ ხაზებს რომ უწერენ ხოლმე ხაზებს ისე ეწერა ორივე მხარეს --- დალოდების დროც არ მქონდა გავრბოდი |
Posted by: MANMUS 11 Sep 2019, 20:49 |
Blueსტუმარი კი ვიცი რომ არ ეშველება მარა მაგის შემცვლელი ჩამოსულია და მაინტერესებს ხაზზე გაუშვეს თუ არა |
Posted by: Kublicha 11 Sep 2019, 21:48 |
ჩემი წყაროს ინფორმაციით ისუზუები უკვე მეორე ბაზაზე არიან |
Posted by: metro500 11 Sep 2019, 22:16 |
Kublicha ვაა ძალიან კარგი, წესით მაგათი უშუალოდ ხაზზე გაშვება დიდი ხნით არ უნდა დაყოვნდეს, როგორც მახსოვს იმ პირველი 40 მანის შემთხვევაში თითქმის 2 თვე რო იდგნენ ბაზაზე პრობლემა საწვავი იყო თუ ვცდები. |
Posted by: rommel 11 Sep 2019, 23:06 | ||
metro500
ცდები რომპეტროლზე ასხამენ საწვავს |
Posted by: Blueსტუმარი 11 Sep 2019, 23:44 |
rommel და მანდ Euro რამდენია? 3 თუ 4? 6 აშკარად არა მანდ |
Posted by: kosta-k 12 Sep 2019, 09:46 |
Ben_Joyce 160 ნომერი ავტობუსი დროებითია - სანამ ფორსაჟის გამო დაკეტილია ქუჩები პლატოზე |
Posted by: beka331 12 Sep 2019, 15:59 |
ევრო 5ია რომპეტროლში თუ ზუსტად მახსოვს |
Posted by: rommel 12 Sep 2019, 18:14 |
Blueსტუმარი ევრო 5, როგორც ამბობენ. ისე კი ღმერთმა უწყის |
Posted by: Blueსტუმარი 12 Sep 2019, 20:52 |
rommel ეგ არაფერი. ბათუმში EURO 5-საწვავიანი ავტობუსები დადიან. ახლები ოღონდ |
Posted by: rommel 13 Sep 2019, 00:20 | ||
Blueსტუმარი
მერე? მაგის გამო მანებშიც წავა თუ როგორაა საქმე? |
Posted by: Blueსტუმარი 13 Sep 2019, 00:26 |
rommel ვიცი რომ არ ვარგა, მაგრამ რთულია EURO 6 დიზელის შოვნა, თუ არის საქართველოში |
Posted by: rommel 13 Sep 2019, 00:31 |
Blueსტუმარი არაა საქართველოში. სპეციალურად უნდა შემოეტანათ მანებისთვის, როგორც ერთი პატივცემული იუზერი ამტკიცებდა, მაგრამ კი აქვთ რომპეტროლის პისტოლეტები ჩათხრილი ბაკში. |
Posted by: Kublicha 13 Sep 2019, 01:56 | ||
ეს თემაც ავიდა 100ზე. ჩემი სადღეგრძელოდან (პირველ გვერდზე) მხოლოდ I და II პუნქტები შესრულდა, ისიც არასრულად
|
Posted by: MANMUS 13 Sep 2019, 07:07 |
ისეთი ტემპით მივდივართ ახალ წლამდე კიდევ ერთ თემას დავხურავთ |
Posted by: ქაფქიანა 13 Sep 2019, 09:48 |
უცბად დამეხმარეთ რა. სასწრაფოდ მჭირდება. დიღომში, ქალაქის გასასვლელში, კარფურთან რაიმე ავტობუსი მიდის? |
Posted by: vatman 13 Sep 2019, 10:25 | ||
ქაფქიანა 121 დიდუბიდან ERAMUS Kublicha
სანამ ისუზუ ხაზზე არ გამოვა, იყოს ეს თემა |
Posted by: ქაფქიანა 13 Sep 2019, 12:28 |
vatman დიდი მადლობა. .......... |
Posted by: Blueსტუმარი 13 Sep 2019, 13:44 |
ქაფქიანა ბელიაშვილიდან 121 მიდის. რობაქიძიდან მარშრუტკას უნდა გაყვე სხვა გზა არ გაქვს ERAMUS იმ ახალ წლამდე თუ რამე სიახლე არ მოვიდა ვერ დაიხურება ის თემა. |
Posted by: MANMUS 13 Sep 2019, 13:54 |
Blueსტუმარი სიახლეების მეტი რაიქნება ისუზუები და ის 40 მანია ჩამოსასვლელი და ხაზებზე გასაყვანი. +110 ავტობუსის ტენდერი |
Posted by: Fabian 15 Sep 2019, 12:52 | ||
TramwayMan
მწარედ ცდები. ხიზანიშვილი დაღმავალია, ხოლო ვეკუა აღმავალი. შაურმების ქუჩა კი ვასაძეა. |
Posted by: TramwayMan 15 Sep 2019, 15:18 |
Fabian როდის აქეთია? სწორედ მაგ ვასაძეზეა აღმავალი დაღმავალი სხვადასხვა სახელით. ქერჩიეკენ მიმავალს ვეკუა აწერია და გლდანისკენ მომავალს ვასაძე გლდანში აღმავალსაც ხიზანიშვილი ჰქვია და მისამართებიც ეგრეა და დაღმავალსაც. |
Posted by: ფაშისტი 15 Sep 2019, 17:53 |
1-ლი ოქტომბრიდან მგზავრობა მეტრო ავტობუსი სამარშრუტო ლარი ხდებაო. მართალია/? |
Posted by: Blueსტუმარი 15 Sep 2019, 18:02 |
ფაშისტი როგორც ვატყობ კარგი სიახლებია სიცრუე და ცუდები ყოველთვის სიმართლეა. ისე მგონი მართლაც ასეა... |
Posted by: toyota12345 15 Sep 2019, 18:24 |
კოჯორი წავკისი, ტაბახმელა და ასე შემდეგ ავტობუსების ბოლო გაჩერება გუშინ ამაღლების ქუჩა იყო და იქიდან მგზავრებს ფეხით უნდა ევლოთ ხოდა ერთ კაცს ხულმა ხია სანამ კონკაზე ჩამოვიდა გზაში ცუდად გახდა. |
Posted by: Blueსტუმარი 15 Sep 2019, 18:34 |
toyota12345 ახლა კარგადა??????? |
Posted by: toyota12345 15 Sep 2019, 18:49 |
Blueსტუმარი ძლივს გადაარჩინეს. |
Posted by: TramwayMan 15 Sep 2019, 18:51 |
მოწვევა ტენდერზე საქართველო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ პროექტი - Tbilisi Bus Extension 110 ერთეული 12 მეტრიანი კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე დაბალიატაკიანი საქალაქო ავტობუსების და მასთან დაკავშირებული სერვისის მიწოდება აღნიშნული ტენდერზე მოწვევა ხდება შესყიდვის შესახებ ზოგადი განცხადების შესაბამისად Ref 9424-GPN-47166 ამ პროექტისთვის, რომელიც გამოქვეყნდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ბანკი) ვებ-გვერდზე, შესყიდვის შესახებ განცხადებების გვერდზე (https://www.ebrd.com/home) 17 მაისს, 2019 წელს. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, შემდგომში წოდებული როგორც „შემსყიდველი“, აპირებს გამოიყენოს ბანკიდან მიღებული სესხის შემოსავალი იმ ხარჯების მიმართ რომლებიც საჭიროა თბილისის ავტობუსის პროექტისთვის (Tbilisi bus project extension) შემსყიდველი დალუქული ტენდერის საშუალებით იწვევს შესაბამის მიმწოდებლებს შემდგომ კონტრაქტზე, რომლის დაფინანსება მოხდება სესხის შემოსავლის ნაწილიდან. კონტრაქტი NoTTC-2, 110 ერთეული 12 მეტრიანი კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე დაბალიატაკიანი საქალაქო ავტობუსების და მასთან დაკავშირებული სერვისის მიწოდება მათ შორის: 110 ერთეული დაბალიატაკიანი (Full low-floor) 12 მეტრიანი კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე საქალაქო ავტობუსი; ავტომატური მგზავრთა ნაკადის მთვლელი სისტემა თითოეულ ავტობუსზე; ავტობუსების სერვის-ცენტრისთვის საჭირო სადიაგნოსტიკო აღჭურვილობის კომპლექტი; მიწოდების პირობები: DAP (Tbilisi). მიწოდების პერიოდი შემდეგნაირად: პირველი 30 (ოცდაათი) ერთეული ავტობუსის მოწოდება - არაუგვიანეს 2020 წლის 31 მარტისა, მეორე 40 (ორმოცი) ერთეული ავტობუსის მოწოდება - არაუგვიანეს 2020 წლის 30 ივნისისა, ბოლო 40 (ორმოცი) ერთეული ავტობუსის მოწოდება - არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბრისა. გაფორმდება ერთი ხელშეკრულება. ტენდერი ხელშეკრულების გაფორმებისთვის, რომლის დაფინანსება მოხდება სესხის შემოსავლიდან, ღიაა ნებისმიერი კომპანიისთვის ნებისმიერი ქვეყნიდან. იმისათვის, რომ მოხდეს ხელშეკრულებაზე მოწვევა, პრეტენდენტებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მინიმალური კრიტერიუმები: (a) პრეტენდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ მისაღებ მოთხოვნებს: ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა; არ უნდა იყვნენ დაუშვებლად გამოცხადებულები ბანკის მიერ; სატენდერო დოკუმენაციის მოთხოვნებთან შესაბამისობა სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოსთვის, იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის სახელმწიფოს კუთვნილი ორგანიზაცია; არ უნდა იყოს გარიცხული მსესხებლის ქვეყანაში არსებული კანონების ან „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ (UN) უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიხედვით. (b) პრეტენდენტებს არ უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულების შეუსრულებლობის თანმიმდევრული ისტორია უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის მანძილზე. ყველა მიმდინარე იურიდიული საქმის წარმოება ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს პრეტენდენტის წმინდა ღირებულების 10 (ათი) %-ს. © აუდიტორულად დადასტურებული/დამოწმებული მონაცემები უკანასკნელი 3 (სამი) წლის მანძილზე პრეტენდენტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა აჩვენებდეს გრძელვადიან მომგებიანობას, მათ შორის ეკონომიკურად მომგებიან არანაკლებ 2 (ორი) წელს უკანასკნელი 3 (სამი) წლიდან. (d) პრეტენდენტის/მიმწოდებლის წლიური საშუალო ბრუნვა, როგორც მთავარი მიმწოდებლის, უკანასკნელი 3 (სამი) წლის მანძილზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 (ოცდაათი) მილიონი ევროს ეკვივალენტს. (e) პრეტენდენტმა უნდა მოახდინოს დემონსტრირება, რომ გააჩნია ლიკვიდური აქტივები, დაუბანდებელი რეალური აქტივები, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური შესაძლებლობები იმის დასადასტურებლად, რომ შეუძლია არანაკლებ 15 (თხუთმელი) მილიონი ევროს ეკვივალენტის ღირებულების კონტრაქტის პირობების შესრულება. (f) პრეტენდენტს ან, იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ არის მწარმოებელი, შემოთავაზებული ავტობუსების მწარმოებელს უკანასკნელი 3 (სამი) წლის მანძილზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 600 (ექვსასი) ცალი დაბალიატაკიანი ახალი საქალაქო ავტობუსების მიწოდების გამოცდილება, რომელთა სიგრძეც აღემატება 11 მეტრს. (g) პრეტენდენტს ან, იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ არის მწარმოებელი, შემოთავაზებული ავტობუსების მწარმოებელს უნდა ჰქონდეს უკანასკნელი 3 (სამი) წლის მანძილზე არანაკლებ 300 (სამასი) ცალი 12-18 მეტრიანი CNG ძრავზე მომუშავე ავტობუსების მიწოდების და წარმოების გამოცდილება ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ოპერატორებისთვის. (h) პრეტენდენტს ან, იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ არის მწარმოებელი, შემოთავაზებული ავტობუსის მწარმოებელს უკანასკნელი 3 (სამი) წლის მანძილზე დამზადებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ცალი იგივე მოდელის ავტობუსი (იგივე ძრავით, იგივე საწვავის სისტემით, იგივე ღერძებით და გადაცემათა კოლოფით), რომლებიც შეკვეთილია ან მიწოდებულია ევროკავშირში არსებული ოპერატორების მიერ. (i) შემოთავაზებული ავტობუსების მწარმოებელს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) წლიანი წარმოების გამოცდილება 12-დან 18 მეტრამდე ურბანულ ავტობუსებში (ნებისმიერი მოდელის). შემოთავაზებული ავტობუსების მწარმოებელს უნდა ჰქონდეს საწარმოო ქარხანა საკუთარ მფლობელობაში ავტობუსების წარმოებისთვის, რომელიც გამოიყენება შემოთავაზებული CNG ავტობუსების დასამზადებლად არანაკლებ 3 (სამი) წლის მანძილზე და უკანასკნელი 12 თვის მანძილზე გამოყენებული უნდა იყოს იგივე ტიპის ავტობუსების (როგორიც ტენდერში იქნება შემოთავაზებული) წარმოებისთვის ტენდერის გამოცხადების თარიღამდე. (j) პრეტენდენტს და შემოთავაზებული ავტობუსების მწარმოებელს უნდა გააჩნდეთ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერთიფიკატი (ISO 9000 ან მისი ეკვივალენტური). მწარმოებელს უნდა გააჩნდეს გარემოსდაცვითი მართვის სერთიფიკატი (ISO 14001 ან მისი ეკვივალენტური). (k) პრეტენდენტს უნდა შეეძლოს გეგმიური და არაგეგმიური შეკეთების, სათადარიგო ნაწილების მიწოდების შესაძლებლობა, როგორც აღწერილია სატენდერო დოკუმენტაციაში. ადგილობრივი სერვის-ცენტრი უნდა იყოს ხელმისაწვდომი. (l) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება, რომელსაც პრეტენდენტი თავად არ აწარმოებს ან სხვაგვარად აწარმოებს, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი უფლებამოსილება საქონლის მწარმოებლის მიერ, მიაწოდოს საქონელი მყიდველის ქვეყანაში. ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი, ან ასოციაცია (ერთად წოდებული როგორც JVCA) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს: (a) JVCA-ს წამყვანი პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ მოცემული საკვალიფიკაციო კრიტერიუმების 60%-ს საშუალო წლური ბრუნვის და ფინანსური რესურსების შესახებ. (b) JVCA-ს ყველა სხვა პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ მოცემული საკვალიფიკაციო კრიტერიუმების არანაკლებ 20%-ს საშუალო წლური ბრუნვის და ფინანსური რესურსების შესახებ. © JVCA მთლიანად უნდა აკმაყოფილებდეს გამოცდილების შესახებ არსებულ კრიტერიუმებს, აგრეთვე შესაბამისობას და ზემოთ მოცემულ მოთხოვნას ფინანსური სიტუაციის შესახებ. შესაბამის მონაცემებს, რომლებიც განსაზღვრავს JVCA-ს საერთო შესაძლებლობებს, განსაზღვრული უნდა იყოს თითოეულ პარტნიორზე. JVCA-ს თითოეული პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს ისტორიულ ფინანსურ პერფორმანსზე, შესაბამისობაზე და იურიდიულ დავებზე. სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია მიღებული იქნეს შემსყიდველის ოფისში, ქვევით მითითებულ მისამართზე მას შემდეგ, რაც მოხდება 200 (ორასი) ევროს გადახდა (აღნიშნული თანხა უკან არ ბრუნდება), რომელიც მოიცავს დღგ-ს. შესაძლებელია 200 (ორასი) ევროს ეკვივალენტი თანხის გადახდა ლარში, გადახდის დღეს საქართველოს ევროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. აღნიშნული თანხის (რომლის უკან დაბრუნებაც არ ხდება) გადახდა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე: ბენეფიციარი ბანკი: JSC TBC BANK SWIFT: TBCBGE22 კორესპონტენტი ბანკის დეტალები ევროს (EUR) ვალუტაში ანგარიშსწორებისთვის: DEUTSCHE BANK AG FRANKFURT/MAIN, GERMANY SWIFT: DEUTDEFF INTERMEDIARY BANK: BLZ: 50070010 ბენეფიციარი: შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ანგარიშირს ნომერი (ლარის ვალუტაში გადახდისთვის (GEL): GE67TB7931836070100001 ანგარიშის ნომერი (ევროს ვალუტაში გადახდისთვის (EUR): GE14TB7931836170100001 მას შემდეგ, რაც მოხდება ანგარიშსწორების (რომლის უკან დაბრუნება არ ხდება) დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, სატენდერო დოკუმენტაციის მიწოდება მოხდება ელექტორნულად PDF და MS Word-ის ფორმატში, წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მაგრამ ვერანაირი პასუხისმგებლობა ვერ მიიღება ზარალის ან დაგვიანებული მიღების გამო. PDF და MS Word ფორმატში არსებული შეუსაბამომების გამო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უპირატესობა ენიჭება PDF ვერსიას. ყველა პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო თანხა 500’000 (ხუთასი ათასი) ევრო ან მისი ეკვივალენტი თანხა ლარში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გარანტიის გაცემის დღეს დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. სატენდერო წინადადები მიწოდებული უნდა იყოს ქვევით მითითებულ მისამართზე 2019 წლის 25 ოქტომბერს ან მანამდე. წინადადების მიღების ბოლო ვადა 25.10.2019 12:00 საათი თბილისის დროით, ამ დროს დალუქული სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება პრეტენდენტების წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებსაც ექნებათ სურვილი დაესწრონ აღნიშნულ პროცესს. პოტენციური პრეტენდენტების რეგისტრაცია, რომლებმაც შეიძინეს სატენდერო დოკუმენტები, შეიძლება შემოწმდეს ქვემოთ მოცემულ მისამართზე. მოქმედი შესყიდვის წესები მოიცავს ბანკის შესყიდვის პოლიტიკას და წესებს (PP&R, rev. ნოემბერი 2017), რომლებიც მოცემულია: https://www.ebrd.com/work-with-us/procurement/policies-and-rules.html პრეტენდენტებს შეუძლიათ შემდგომი ინფორმაციის მიღება, აგრეთვე შემოწმება და სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შემდეგ მისამართზე: შემსყიდველი: შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ საკონტაქტო პირი: გიორგი დოლიძე, შესყიდვების სამსახურის უფროსი მისამართი: ვაგზლის მოედანი #2, თბილისი 0112, საქართველო ტელეფონის ნომერი: +995 (32) 235 77 77(ext. 1600) ფაქსი: +995 (32) 293 41 41 ელექტრონული ფოსტა: GDolidze@metro.ge |
Posted by: Blueსტუმარი 15 Sep 2019, 19:09 |
მოკლედ შევაჯამებ ამ 100 გვერდის მანძილზე რაც მოხდა. იყო სიახლეები იყო, პრობლემები. ერთერთი დიდი პრობლემა, რომელიც მოგვარდა კონდიცირება, და. სადღაც 20 ივნისს მოგვარდა. ფილტრების და საერთოდ კონდიცინირების პრობლემა. ვნახე რამდენიმე იუზერის პოსტი რომელშიც ეწერა რომ მანს ბოგდანი სჯობდაო პრობლემების გამო. იყო სიახლეები, ახლა ისუზუები რომ უნდა ჩამოვიდეს და ტენტერი 110 CNG-ის ავტობუსებზე. სექტემბრის ბოლომდე ვნახოთ რა მოხდება. ამ 100 გვერდის მანძილზე ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია გავიგეთ. ვიცი რომ თემას არ შეესაბამება, მაგრამ მოსალოცია მაინც 3 თვეში თემა 100 გვერდზე ავიდა. ისე მაინტერესებს რომელ ნომრის ბოგდანია საშინელება??? |
Posted by: MANMUS 15 Sep 2019, 19:38 |
მე პირადად ვერანაირად ვერ ვამჯობინებ ბოგდანს მანს.ამ შემთხვევაში 10 მეტრიანებზე მაქვს საუბარი. გამვყოფდი 2 მინუსს:1. უკანა მხარეს შკაფი 2. ის სამეფო ტახტები უკან ფანჯრის მხარეს ერთმანეთს რომ უყურებენ. |
Posted by: რობი 15 Sep 2019, 20:44 | ||
+ ამას TTC-ს განახლებით გამოწვეული გაუბედურებული საიტი, რომელსაც ჯერ აშკარად პატრონი არ ეყოლება. |
Posted by: Blueსტუმარი 15 Sep 2019, 20:51 | ||
რობი
100% სწორი ხართ ახლა კიდე ვეღარ ვნახულობ ხაზებს, რომელიც მაინტერესებს. როგორ დადის, და სანამ არ შეცვლიან ვიქნებით ესე. |
Posted by: MANMUS 16 Sep 2019, 11:48 |
მანებზე არაფერი ისმის? ხოარ ჩამოვიდა რაღაც ნაწილი მეორე პარტიიდან |
Posted by: ფაშისტი 16 Sep 2019, 12:42 |
დასკვა/შეჯამებას ემატება ჩემი ჯერ კიდევ არ დასაქმება ბოგდანზე მეგობრებო ჯერ ისევ განათლების სამინისტროში ვარ |
Posted by: Mick-el-Angelo 16 Sep 2019, 14:02 | ||
ERAMUS
კონტრარგუმენტებს დაგიწერ მაშინ შკაფი დაბალიატაკიანი რომაა, ამის ბრალია, შესაბამისად, აქ პლუსიცაა - შშმ პირებზეა გათვლილი ბოგდანებისგან განსხვავებით. სამეფო ტახტები დიზაინერული ნაკლია უფრო, არაკომფორტულია, მაგაში გეთანხმები. და კიდევ ცხადი პლუსები ბოგდანთან შედარებით: ავტომატური გადაცემების კოლოფი, უფრო რბილად დადის, ახალია, გერმანულია P.S. მან-ის დიდი ფანატი არ ვარ, თუმცა ბოგდანთან შედარება მაინც უხერხულად მეჩვენება |
Posted by: Blueსტუმარი 16 Sep 2019, 15:08 |
გინდ მანი ფუჭდებოდეს ბოგდანს არასდროს არ მივცემ ხმას... ეგ შანსი არა, ვერ ვიტან. ხმა საზიზღრობა, კარების მთელ ხმაზე ჭრიალი, თანაც ბოლომდე რომ არ იხურება. სკამების ქანაობა, არც იკეტება და მიდი უკვე, დიდი ტორმუზის დროს ჭრიალებს პატარა კიდე ზმუის. მანში მართალია კომფორტუოი სკამები არა, და კარის დაკეტვამდე საშინელ ხმაზე წრიპინებს კარის ზემოთა ნაწილი, მაგრამ მაინც მანი მირჩევნია იმ დანჯღრეულ ბნელ ბოგდანს. |
Posted by: beka331 16 Sep 2019, 18:22 |
სასაცილოც აღარაა ბოგდანის და მანის შედარების კითხვა.. აი, მაგრად ტეხავს საერთოდ მაგ თემაზე საუბარი რომაა |
Posted by: HCl 16 Sep 2019, 18:42 |
ბოგდანებზე მახსოვს სკამები რომ მოირყა ვიღაც გენიოსმა წინ გაწია, მყარ რკინაზე რომ დაემაგრებინა, შედეგად ვეღარ ვეტეოდი საშინელი ავტობუსებია ბოგდანი, თუმცა საქართველოსთვის შეიძლება ეგ ჯობდეს, ხალხი ყუთებით პამიდვრებს აწყობს ) მანები სამაგისო არაა. კარებში რომ არ დადგეს ხალხი ეგ ვერ გაიგეს, ბოგდანში მოგაყოლებდა მძღოლი კარებში და იქით შეეხვეწობოდი ჩავალო. მოკლედ მანი სულ სხვა დონეა, მაგრამ სამწუხაროდ ქართულ რეალობაში ბოგდანსაც უპოვი პლიუსს... |
Posted by: Kublicha 16 Sep 2019, 19:12 |
როგორც გავიგე, 34 ნომერზე ივლის ისუზუები 1 ოქტომბრიდან. |
Posted by: Blueსტუმარი 16 Sep 2019, 20:00 |
Kublicha მარტო მაგ ხაზზე??? ჰმმ კაია, წყნეთისკენ თან |
Posted by: ZEUS 16 Sep 2019, 23:08 |
54 ნომერს მალე არ ეშველება ნეტა? რა ბოგდაბი ჩემი. იმ დღეს ბავშვი ავიყვანე გასეირნების პონტში და დავიხრჩვით სალონში ისეთი დიზელის სუნი შემოდიოდა. |
Posted by: Kublicha 16 Sep 2019, 23:18 | ||
ZEUS
შენ ამ თემაში იშვიათად იხედები ეტყობა, ამიტომ აგიხსნი დაწვრილებით: დიდი ხანია დაანონსებულია რომ მანდ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ნაყიდი მწვანე მანები ივლის. უბრალოდ მოხდა მსოფლიო დონის პარადოქსი - გერმანელებმა დააგვიანეს მოწოდება (უფრო სწორედ გერმანულმა კომპანიამ, რომელიც პოლონეთშია დისლოცირებული) და ნაცვლად მარტისა, დარჩენილი ავტობუსები ჩამოვა ოქტიმბერში. ნაწილი მართლაც ჩამოვიდა მარტში და დადიან ორთაჭალაში სხვადასვა ხაზზე. რამდენიც არ უნდა იძახოს მერიამ და თეგეტამ, რომ MANის მიზეზის ხდება დაგვიანება, მე მაინც მგონია რომ ქართული მხარეს აქვს რაღაც ნიტო გაკეთებული, რადგან გარმანელები 1 დღეს არ აგვიანებენ არაფერში, არათუ ნახევარ წელს. უფრო საოცრებასაც გეტყვი: წელს, აპრილში გაფორმდა კონტრაქტი პატარა ავტობუსების შესყიდვაზე თურქულ ანადოლუ ისუზუსთან. მათ მოასწრეს იმ დარჩენილ მანებს და 19 ცალი უკვე თბილისშია და თვის ბოლოს გავა ხაზზე |
Posted by: Fabian 16 Sep 2019, 23:51 |
გახსენით ამ თემის ახალი ნაწილი... |
Posted by: Blueსტუმარი 17 Sep 2019, 08:47 |
Fabian ვატმანმა თქვა ისუზუების ჩამოსვალმე იყოსო ეს თემა |
Posted by: da_to 17 Sep 2019, 09:52 | ||
Kublicha
ვარიანტი ვ სტუდიუ, მეც მეეჭვება გერმანელების დაგვიანების თემა... მაგრამ ქართველებს რა უნდა "გაეფუჭებინათ" რას ფიქრობ ??? |
Posted by: vatman 17 Sep 2019, 10:17 | ||||
da_to Kublicha გერმანელების გამოა, "ბანკეტს" როგორც ვიცი გერმანელები აანაზღაურებენ, ნუ სავარაუდოდ მერე თეგეტას
რა დისლოცირებული პოლონეთში ქარხანა აქვს მხოლოდ. მანი ავტობუსებს საერთოდ აღარ აწარმოებს გერმანიაში ERAMUS
მგზავრის გადასახედიდან მეც უფრო მომწონს ბოგდანი. ნუ იმაზე არ ვკამათობთ, რო თავისი მოჭამეს უკვე. ბოლო ბოლო 11 წლის ავტობუსებია. საინტერესოა რა დღეში იქნებიან 11 წელიწადში ეს მანები |
Posted by: Mick-el-Angelo 17 Sep 2019, 10:38 | ||
vatman
სავარაუდოდ, აღარ იქნებიან. თუმცა ეს ავტობუსების ბრალი ნაკლებად იქნება, უბრალოდ კულტურა არ გვაქვს არც საგზაო მოძრაობის და არც მგზავრობის. ნუ საგზაო ინფრასტრუქტურაზე ჩუმად ვარ საერთოდ. |
Posted by: ფაშისტი 17 Sep 2019, 11:46 | ||
vatman
ანალოგიურად ვფიქრობ მეც. მირჩევნია რაღაცეების გამო. |
Posted by: Kublicha 17 Sep 2019, 12:15 | ||
da_to
არაფერს არ გამოვრიცხავ, საბუთებში მექანიკური შეცდომიდან დაწყებული, თანხის გადახდის გაწელვით დამთვრებული |
Posted by: nathan.drake 17 Sep 2019, 16:14 |
Mick-el-Angelo როგორ არ იქნება, ათენში თუ გაძლო ო405ებმა ამდენი ხანი, მანიც გაძლებს |
Posted by: MANMUS 17 Sep 2019, 16:24 |
გაძლებას გააჩნია რას ეძახით ბოგდანების ნაწილმა 14 წელი გაძლო მარა რა მდგომარებაში არიან კი ვხედავთ. მე ვფიქრობ ამდენივე ხნის შემდეგ მანები შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან |
Posted by: რობი 17 Sep 2019, 16:24 |
1 ნომერ ავტობუსს მოსახვევიდან B-კლასი მერსედესი გამოუხტა და ბორდიულზე ააგდო კახეთის გზატკეცილზე. ავტობუსი დაზიანებული იყო და მერსედესს ცხვირი წათლილი ქონდა, ორივე მძღოლი მდედრი იყო, მერსედესის ბრალი იყო და კაი დიდი საცობიც შექმნეს აეროპორტისკენ |
Posted by: MANMUS 17 Sep 2019, 16:27 |
10 მეტრიან მანებს რაც შეეხენათ მე მიჩნდება შეგრძნება რომ არ არის ის რაც უნდა იყოს. აი ბოლო თაობის 10 მეტრიანს რომ გამოუშვებენ იმედია რაღაცეებს გამოასწორებენ |
Posted by: Kublicha 17 Sep 2019, 16:29 | ||
ERAMUS
იმედი მაქვს რომ არ გამოუშვებენ, და უფრო დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენები მეტჯერ 10 მეტრიანს აღარ იყიდიან ისე ახალი ცხვირით რომ ჩამოვიდეს ჩვენი ავტობუსები. რამდენიმე თვის წინ თქვა მანმა რომ შეწყვიტა ძველი დიზაინი, და მაინდამაინც ჩვენ უნდა გვქონდეს ბოლოს დამზადებული? ეგრე თუ მოხდა ყველაფერი აიხსნება, დაგვიანების მიზეზიც, ხაზებზე გადანაწილებაც, კალაძის ლიაივიც პოზნანიდან... გაწყვეტილი ლოგიკა შეიკვრება |
Posted by: vatman 17 Sep 2019, 16:50 | ||||
Kublicha
არადა თბილისს ზუსტდ 10 მეტრიანები სჭირდება ბევრი, ძირითადად სადაც ეხლა 8 მეტრიანები დადიან. ფაქტიურად ყველგან Mick-el-Angelo
როტერდამში წელს მომიწია ავტობუსით მგზავრობა, ეხლა ჯერ შეადარეთ ჩვენი კანტორა და როტერდამის. ხოდა მანდაც სიტაროები 11-12 წლისები არიან და ასაკი უკვე შესამჩნევი ჰქონდათ, რაღაც მორყეული, ჭრაჭუნის ხმა და ა.შ. ასე რო ჩვენს მშობლიურ კანტორას ყველაფერს ვერ დავაბრალებ მაინც |
Posted by: Blueსტუმარი 17 Sep 2019, 17:17 |
ERAMUS თუ წინა როგორც გაფუჭდა ისევ გაფუჭდება ეგეც. მალევე, მაგრამ სჯობია რა ბოგდანს. რობი მაინც და მაინც მდედრის ავტობუსს ეტაკა ეგ არაქალი??? |
Posted by: TramwayMan 17 Sep 2019, 18:46 | ||
Kublicha
დიზაინი შეიცვალა მხოლოდ 12 მეტრიდან ზემოთ. 10.5 მეტრიანებს ეგ არ შეხებია ჯერ. |
Posted by: beka331 17 Sep 2019, 20:46 |
დღეს 88 ნომერში კონდუქტორ ქალბატონს ჰქონდა ბილეთის აღმრიცხველი/შემმოწმებელი.. ჩემთვის სიახლე იყო თან რაც ყველაზე მაგარია, სტიკერი რომ დავადე გაატარა.. შეხსენებისთვის : კონტროლიორები რომ დადიან ის აპარატები ვერ აღიქვამს |
Posted by: Kublicha 17 Sep 2019, 22:22 |
"ოლდ თბილისი ტურსის" ავტობუსების მღოლები ყოფილი ტეტეცეს მძღოლები არიან? იმიტომ ვკითხულობ რომ თითქმის ყველა ლურჯი ავტობუსის მძღოლი მეგობრულად ესალმება ყველა მაგ წითელი ავტობუსის მძღოლს. |
Posted by: Tedo-ჭოპი 17 Sep 2019, 23:44 |
ბარათაშვილიდან მე-9 საავადმყოფომდე ავტობუსები მოძრაობენ? |
Posted by: Blueსტუმარი 18 Sep 2019, 00:04 |
Tedo-ჭოპი მგონი 59 ფალიაშვილით. და ადის თაქთაქიშვილზე. მგონო |
Posted by: Tedo-ჭოპი 18 Sep 2019, 00:09 |
Blueსტუმარი მადლობა |
Posted by: ZEUS 18 Sep 2019, 00:12 | ||||
ხო. ეგ ინფოები ვიცი და მადლობა კიდევ ერთხელ. პროსტა სადაც ამდენი ხანი დაიგვიანა, იქ ოქტომბრის ამბავიც ნაკლებად დამაჯერებლად ჩანს |
Posted by: Kublicha 18 Sep 2019, 00:29 | ||||
ZEUS
წყარო არის მანის საიტი, და ეგ ინფორმაცია ამოკითხულია ჯერ კიდევ მაისში. იმ დროს, როცა მერია იძახოდა "მაქსიმუმ ივნისში აქ იქნებაო"
87 მიდის ლურჯი ავტობუსი ზუსტად 1 ბოლო გაჩერება არის ბარათაშვილი და მეორე მე-9 საავადმყოფო, ოღონდ საბურთალოს გავლით. |
Posted by: otokarcobra 18 Sep 2019, 01:01 |
ერთი საინტერესო ამბავი. ბაქოს შინდისფერი ავტობუსი ეგდო ქუთაისის შემოვლითზე სრულიად დალეწილი. ყველა მხრიდან დამტვრეული იყო, სავარაუდოდ ამოტრიალდა და მერე ამოაბრუნა კრანმა (ცხვირით დასავლეთისკენ ეგდო).....ნეტა მძღოლი თუ გადარჩა |
Posted by: ZEUS 18 Sep 2019, 01:03 | ||
ვაა. ქუთაისის შემოვლითზე ეგ როგორ უნდა მოახერხო იმ სიფართე გზაზე? გზა რომ მოულოდნელად ორდება ხიდებთან და გადაკეტილია ცალი მხარე, მანდ ხომ სრ მოუვიდა? |
Posted by: Blueსტუმარი 18 Sep 2019, 01:14 | ||
Kublicha
დროებით არა. სხვა წერტილიდან იწყებს როგორც გვაცნობეს otokarcobra რანაირად??? კიდე კაი ჩვენი არ იყო. მაგრამ გამოუცდელი მძღოლი იჯდა??? რა ხდებაა დღეს? 2 ავტობუსი დაილეწა უკვე |
Posted by: otokarcobra 18 Sep 2019, 01:40 |
ZEUS Blueსტუმარი აზრზე არ ვარ რანაირად დაემართა.....სატვირთოებისთვის რო ფიშკები დაარჭეს აი მაგის დასაწყისთან ეგდო |
Posted by: vatman 18 Sep 2019, 10:24 | ||
Kublicha
ავტობუსის მძღოლები ისეთი კასტაა რო ერთმანეთში თითქმის ყველას იცნობენ |
Posted by: ფაშისტი 18 Sep 2019, 10:54 | ||
რობი
აუ ან სოფო ან ნატა ... პირველზე ეგენი სხედან. ნეტა როგორ არიან.. |
Posted by: MANMUS 18 Sep 2019, 10:54 |
მწვანე მანებზე არ აპირებენ მძღოლის გვერდზე გადაღობვას ლურჯების მსგავსად? ან სარეკლამო ჩარჩოების გაკეთებას |
Posted by: ფაშისტი 18 Sep 2019, 10:55 | ||
beka331
შინაარსი ვერ გავიგე |
Posted by: MANMUS 18 Sep 2019, 11:00 |
ფაშისტი კონტროლიორებს რომ უჭირავთ აპარატები, რითაც ბარათებს ამოწმებენ ეგენი არ მუშაობს ნორმალურად. ალბათ ეს იგულისხმება |
Posted by: rommel 18 Sep 2019, 11:47 | ||
TramwayMan
მოდი აქ პატივცემულო! რატომ მომატყუე ე.წ. შაურმების ქუჩაზეა ვეკუაო? |
Posted by: Kublicha 18 Sep 2019, 12:00 | ||||||
otokarcobra
ვააახ ჩემი. საწყალი, ალბათ უძინარი იყო. შეიძლება არც გაუთენებია არსად სტამბოლის მერე. დაზღვეულიც არ იქნებოდა ჯერ, საწყალ პერეგონშიკს გაატყავებენ. ისე აზერბაიჯანის ბიუჯეტს რა გაუჭირდა რამე ევროპული ბრენდი რო ეყიდა ფაშისტი
რო გაარკვევ დეტალებს გვითხარი რა მოხდა. სოფო ისაა ხო, მემანქანე როა მისი მეუღლე? ERAMUS
სხვათა შორის უხდება ფანჯარაზე. ყოველ შემთხვევაში კრისტალბეთის რეკლამა მოუხდა, რაღაც ყვითელი ელემენტები მწვანე ფერზე კარგად წავიდა |
Posted by: ფაშისტი 18 Sep 2019, 12:08 | ||
Kublicha
გახლავთ.. კარგია რომ ჩვენების ბრალეულობა არ არის. გავიგებ |
Posted by: toyota12345 18 Sep 2019, 12:56 |
სლოვაკეთში უნდათ ავტობუსის მძღოლებიო, მხოლოდ საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის ყოფილა ვაკანსიები და უნდა გავარკვიო რამდენად ნაღდია და რამე ტრუხა არ იყოს. ხელფასი 800-1400 ევროო თვეში. ეს დ კატეგორია მგონი ტყვილად ავიღე მაინც ვერაფერში ვიყენებ ჯერ. |
Posted by: Kublicha 18 Sep 2019, 13:00 |
toyota12345 ფეისბუქზე მხვდება ეგ რეკლამა და ეჭვი მაქვს ვირუსზე |
Posted by: toyota12345 18 Sep 2019, 13:02 |
Kublicha კი მეც მანდ ვნახე. აბა აქ რო მოეწყო ავტობუსის მძღოლად ტტც-ში ვინმე წონიანი გინდა ან მერიაში ან გამგეობაში ანაც კიდე ქართული ოცნების სასტავში უნდა იყო აღარ ჩამოვთვლი ხო მიმიხვდი..... |
Posted by: Blueსტუმარი 18 Sep 2019, 14:37 |
ფაშისტი ინტერნეტში არ წერია რომელს დაეჯახა??? იმედია კარგადა სოფო ან ნატა. |
Posted by: ფაშისტი 18 Sep 2019, 14:38 | ||
Blueსტუმარი
მე ვერ მოვიძიე. სამსახურში ვარ და ვერ ვიცლი დასარეკად. |
Posted by: Kublicha 18 Sep 2019, 16:12 |
ტენდერში ვინ ღებულობს მონაწილეობას ვერ ვნახავთ ვერსად? |
Posted by: beka331 18 Sep 2019, 22:08 | ||
ფაშისტი
კონტროლიორებს რომ აქვთ ბილეთი გაქვს თუ არა აღებული იმის შესამოწმებლად აპარატები, ისინი ვერ აღიქვამენ ფეი სტიკერს |
Posted by: Blueსტუმარი 18 Sep 2019, 22:17 |
Kublicha იმედია რაღაც "კვერცხობა" კომპანიები არა. ევროპული გვინდა. ისე ის უფრო მაინტერესენს მანი თუ მონაწილეობს. |
Posted by: რობი 19 Sep 2019, 00:06 | ||||
ჯანმრთელობის მხრივ კარგად იყო ყველა, ფაქტია მერსედესი იყო გამომხტარი მოსახვევიდან, გამოსვლა არ ჰქონდა დამთავრებული ისე შეეჯახა ავტობუსი. |
Posted by: Blueსტუმარი 19 Sep 2019, 00:11 |
რობი სურათებიც რომ ყოფილიყო კაი იქნებოდა |
Posted by: Chaosphere 19 Sep 2019, 08:14 |
მარჯვენა სანაპიროზე უკნიდან ქონდა დარტყმული ლურჯ მანს |
Posted by: MANMUS 19 Sep 2019, 08:50 |
Chaosphere ძალიან ქონდა მირტყმული? |
Posted by: otokarcobra 19 Sep 2019, 09:30 |
|
Posted by: ფაშისტი 19 Sep 2019, 10:07 |
გუშინ 51 ნომერს, TT-016-ი იდგა ავარიულებით გალფის ბენზინგასამართთან, კაზინო ევროპის დაბლა.. |
Posted by: MANMUS 19 Sep 2019, 10:08 | ||
აუფ ბორტის ნომერი ხომ არ იცით ან მარშუტის? მაგ ფორდის მძღოლს გაწეწავენ * * *
რა ჭირთ ამდენი ერთად რაუბედურებაა |
Posted by: ფაშისტი 19 Sep 2019, 10:31 | ||
ERAMUS
მოიცა ჯერ ამინდები არ გაუარესებულა და წვიმები არ დაწყებულა. მერე ნახე შენ მირტყმა-გასმები |
Posted by: Kublicha 19 Sep 2019, 11:39 | ||
ჩამოვიდა ხალხი. შარტავაზე, ბასლეინის შუქნიშანი ვინც დააპროგრამა, არც ავტობუსში მჯდარა არასდროს, არც მანქანა უტარებია, არც შუქნიშნით უსარგებლია მისდღემში და საერთოდ ამ პლანეტიდან არაა. |
Posted by: Blueსტუმარი 19 Sep 2019, 15:18 |
ERAMUS მგონი 51 იქნება. თუ 37 იქნა გავაფრენ |
Posted by: MANMUS 19 Sep 2019, 16:12 |
Blueსტუმარი 37 რა არის ასეთი რეზერვი ყავთ და გამოუშვებენ დროებით * * * ისე მწვანე მანებიდან ჯერ არცერთი არაა ნაავარიები |
Posted by: Blueსტუმარი 19 Sep 2019, 16:22 |
ERAMUS ჯერ დაელოდე მერე ნახე მომავალი წლიდან ავარიები, ლურჯზეც ეგრე იყო და გამოშვებიდან შემდეგ წელს მოუხშირა ავარიებმა |
Posted by: da_to 20 Sep 2019, 00:25 |
37 (040) შემხვდა ამ საღამოს ამერიკის საელჩოსთან, ავარიულებ ჩართული მიღოღავდა. სავარაუდოდ უკანა პადუშკებს ქონდა დარხეული, დაწეული იყო ძაან... |
Posted by: Blueსტუმარი 20 Sep 2019, 00:32 |
ისე რომელი ხაზის ავტობუსები არ დამტვრეულა ერთი კითხვა მაქ? 37-51 და 39 გამოირიცხა. |
Posted by: MANMUS 20 Sep 2019, 09:47 |
Blueსტუმარი ჩემი დაკვირვებით 88 14 9 და 87 ის მანები ზიანდებიან იშვიათად ოღონდ ისიც გარაჟში. თუ არ ჩავთვლით ერთს 87ის 050ს რომელსაც ოპერასთან მერსო შეუვარდა უკნიდან. დღეს ისევ საღსალამათი დადის ამავე ხაზზე. მგონია ყველაზე ხშირად 37 და 51 ზარალდება |
Posted by: sabasaba24 20 Sep 2019, 11:15 |
3 ნომერი ავტობუსი რატომ არ მოდის არასდროს თავის დროზე? დინამოსთან რომ ჩერდება და ტაბლო ციმციმებს 00 ზე მაგრამ მინიმუმ 5 ან ცოტა მეტი ხანიც არ მოვა . ტაბლო რომ ურევდეს გამორიცხულია რადგან ყოველთვის მარტო მაგ ავტობუსზეა ეგ პრობლემა როცა არ უნდა ნახო . სხვა ყველა ავტობუსის დრო ემთხვევა დღის საათებში . მძღოლები წელავენ თავისით დროს ? |
Posted by: darlan 20 Sep 2019, 11:38 |
დიდი არაფერი დაზიანებაა, მაგრამ ხომ არის ეს ავტობუსები დაზღვეული? |
Posted by: vatman 20 Sep 2019, 12:57 | ||
sabasaba24
რადგან დგას გზის მეორე მხარეს, ამიტომაც ციმციმებს 00. და კიდევ მაგიტომ რომ გრაფიკიდან ჩამორჩენა აქვს დიდი ალბათობით. და ჩამორჩენის შემთხვევაშიც აქვთ უფლება ბოლო გაჩერებაზე რაღაც დრო გაჩერდნენ. თუ ავტობუსი გრაფიკით მოძრაობს, მაშინ ტაბლო აჩვენებს სწორ დროს, მიუხედავად იმისა დგას თუ არა ბოლო გაჩერებაზე |
Posted by: sabasaba24 20 Sep 2019, 13:17 |
vatman გზის მეორე მხარეს რომ დგას ვხედავ ხომე და აქ არაა საუბარი 1 წუთიან აცდენაზე საშვალოდ შეილება 10 წუთამდეც არ მოვიდეს თან სულ ეგრეა ერთი და ორი შემთხვევა არაა. უბრალოდ სულ მაგ ავტობუსზეა მასე და გამიკვირდა |
Posted by: toyota12345 20 Sep 2019, 13:25 |
otokarcobra რამდენს გიწვავს მესამე თაობა პრიუსი კმაყოფილი ხარ? მე მეორე მყავს და ახლობელს უნდა ყიდვა მესამესკენ უფრო იხრება კომფორტით ჯობიაო |
Posted by: beka331 20 Sep 2019, 20:25 |
მოკლედ 87 ნომერმა თავისუფლების მოედნის გაჩერების ტაბლოზე ტვინი გაბურღა. 01 წუთს აწერს უსასრულოდ და არ მოდის. არ შეიძლება რამე მექანიზმი გაკეთდეს მისი გამოსწორებით? |
Posted by: forum-ge 20 Sep 2019, 21:53 | ||
beka331
ეგ იმიტომ, რომ კოლმეურნეობაზე დგას და იქიდან თავისუფლებამდე 1 წუთი ჭირდება. რადგან გრაფიკს ჩამორჩენილია, მერე სულ კიდიათ მძღოლებს როდის დაიძვრებიან ბოლო გაჩერებიდან, ამიტომ ეგ 01 წუთი ტაბლოზე შეიძლება ნახევარი საათიც ეგრე ეწეროს |
Posted by: beka331 21 Sep 2019, 01:50 |
forum-ge კი ეგ ვიცი რომ ეგრეა, მაგრამ ფაქტობრივად არ ვიცი 87 როდის მოვა, არადა ყველაზე მეტად ეგ მარშუტი მაწყობს |
Posted by: Ben_Joyce 21 Sep 2019, 10:41 |
#11 ხაზსაც ზუსტად ეგ პრობლემა აქვს. გაჩერდება სტადიონთან და მეორე მხარეს 1 წუთი უსასრულოდ ციმციმებს. ასევე, #11-ის მძღოლების დიდი ნაწილი ელოდებიან ხოლმე #33 ან #86-ის წასვლას, რომ უკან გაყვნენ და თავისუფლად იარონ. ჩემი აზრით, ზედმეტად ბევრი დრო აქვს #11-ს ბრუნის შესასრულებლად. უმეტესად, დადიან ძალიან ნელა. აუტანლად ნელა. |
Posted by: MANMUS 21 Sep 2019, 12:11 |
ბოლობოლო ისუზუები მეორე ბაზას გადაულოცეს? რამდენია ჩამოსული |
Posted by: Kublicha 21 Sep 2019, 12:29 | ||||
კი
19 |
Posted by: TramwayMan 21 Sep 2019, 14:25 |
ამასობაში ნელ ნელა ვავსებ მანების ქარხნულ მონაცემებს. ვინ კოდი და რიგითი ნომერი. როცა ვახერხებ და თავისუფლად ვარ და შემიძლია წინ ასვლა ან გადასვლა ვუღებ ფოტოს ქარხნულ ბირკას. 144-დან 29 ავტობუსის მონაცემი მაქვს. დღეს TT-032-CB დავამატე 24 ნომერზე მუშაობს. http://busphoto.eu/list.php?serv=0&mid=1126&did=6755&sort=zn |
Posted by: MANMUS 21 Sep 2019, 15:12 |
TramwayMan ხოარ იცი იმ გატოტალებულის შემცვლელი მანი გამოუშვეს ხაზზე? |
Posted by: beka331 21 Sep 2019, 16:39 |
ვინ კოდების გადაღება ვცადე, მაგრამ რამდენჯერმე რომ არ გამომივიდა, შევეშვი |
Posted by: metro500 21 Sep 2019, 18:46 |
Kublicha მეორე ბაზის ძირითადი ხაზები რომლებია შემთხვევით ხომ არ იცი? ანუ ის ხაზები, რომლებზეც ყველაზე დიდი შანისა რო გაუშვან უკვე |
Posted by: Kublicha 21 Sep 2019, 19:46 | ||
metro500 მეორე ბაზა ამჟამად ემსახურება დიდი ზომის ავტობუსის ხაზებს. 12 მეტრიანი (ლურჯი) მანები, 10 მეტრიანი მანები (მწვანე) და 10 მეტრიანი ბოგდანები (დიდი ყვითლები). მაგ ხაზებზე, ისუზუები, ანუ პატარა ზომის ავტობუსები არ იმუშავებენ ცხადია. (თუ მაინც გაინტერესებს ჩამოვთვლ: 2 3 9 11 14 15 21 23 24 25 33 37 39 46 50 51 54 55 85 61 70 71 79 85 87 88 95 140 150 137 222) მაგრამ შემიძლია მოვიყვანო ფაშისტის პოსტი, სადაც წერია რომელ ხაზებს ემსახურება მე-3 ბაზა
მესამე ბაზა, ისევე როგორც მეორე არის ქალაქის დასავლეთ ნაწილში. ფეიქრების ქუჩაზე. დანარჩენი ყველა პატარა ავტობუსის ხაზს აღმოსავლეთის (აფრიკის), ანუ #1 ბაზა ემსახურება. ნუ რადგან ისუზუები მეორე ბაზაზე მიიყვანეს და არა მესამეზე, არაა გამორიცხული ეს ორი ბაზა უახლოეს მომავალში გაერთოანდეს. |
Posted by: metro500 21 Sep 2019, 20:14 |
Kublicha გაიხარე მადლობა |
Posted by: MANMUS 21 Sep 2019, 20:19 |
Kublicha დანარჩენი ისუზუები დაეტევიან მეორეზე? მანებიც ხო ჩამოსასვლელია * * * ახლა მესამეში თუ რემონტია მაგ ბაზის პატარა ბოგდანებს პირველში გადაუძახებენ ალბათ და ისუზუების და მანების ჩამოსვლის შემდეგ დიდ ბოგდანებსაც მიაყოლებენ მარა არის მაგდენი ადგილი აფრიკაში? |
Posted by: Kublicha 21 Sep 2019, 20:48 | ||
ERAMUS
ძაან მეეჭვება, თუმცა ერთ მანის მძღოლს ვკითხე და ადგლის მეტი რა არისო. თუ ჟურნალისტების ინფორმაცია სწორია, დიდ დიღომში არის 377 ავტობუსის ადგილი. ეხლა ამ მომენტში ჩემი დავთვლით დგას 344 ავტობუსი, დიდი ბოგდანების ჩათვლით კაი ბოგდანებს დავანებოთ თავი: 144+90 ეს შენი 234. (ჩავთვალოთ რომ დარჩენილი 10მეტრიანები ჩამოვიდნენ). რჩება 143 ადგილი. ყველა ისუზუ არ ეტევა, თუმცა ნახევარი თუ არა მესამედი მაინც ხომ აღმოსავლეთის მარშრუტებზე ივლის და შეიძლება ნაწილი 1ზე გაუშვან. 110 ახალიც რომ ჩამოვა მერე ნაღდად მოუწევთ რამეს აშენება დასავლეთში. (ან მესამეს ან ავჭალის სარემონტო ბაზის) ისე ეხლა მივხვდი საიდან მოვიდა ციფრი 110. 110+144+90 = 344 ანუ იმდენი რამდენიც დადის ეხლა დიდი ავტობუსი (დიდი ბოგდანი +მანი ამ წუთას) ანუ ჩამოსული 40 მანი და 110 ახალი ზუსტად იმდენია რამდენიც დიდი ბოგდანი |
Posted by: MANMUS 21 Sep 2019, 21:16 | ||
ესეიგი 2020ის მეორე ნახევრისთვის გვეყოლება 344+220+148=712 ავტობუსი დიდი ბოგდანების დატოვების შემთხვევაში. პატარები ყველა ვარიანტში ჯართშია გასაშვები. ან ის გაურკვეველი ბედის მქონე 5 მერსედესი რისთვის უდგათ |
Posted by: TramwayMan 21 Sep 2019, 21:48 | ||
ERAMUS metro500 Kublicha ავჭალის სარემონტო ბაზაზე კეთდება ახალი მესამე ბაზა 200 ავტობუსზე. Kublicha
წყალსადენის ქუჩაა ეგ. * * * |
Posted by: Kublicha 21 Sep 2019, 22:48 | ||
ERAMUS
არამგონია (თუმცა ვისურვებდი) დიდი ბოგდანები დაიტოვონ. როგორც კი ეს 110 ცალი 12 მეტრიანი ჩამოვა, მოისვრიან |
Posted by: vatman 21 Sep 2019, 23:38 | ||||
future continuous მანდ რამე სამუშაოების არაფერი არ ჩანს sabasaba24
ხო დავწერე, რო ჩამორჩენა აქვს იმ ავტობუსს და ამიტომ აჩვენებს მასე. გრაფიკით გასვლა აქვს 15:15-ზე მარა ავტობუსი მოვიდა ბოლო გაჩერებაზე 15:20. ავტობუსს აქვს მიუხედავად დაგვიანებისა, რარაც გარკვეული დროის დგომის უფლება აქვს. ხოდა ტაბლო ჩამორჩენის შემდეგ აჩვენებს ამ ავტობუსის რეალური ადგილმდებარეობის მიხედვით. მაგათ პროგრამაშI კიდევ ბაგები აქვთ, მაგალითად N51-ზე ბოლო წინა რეისს გლდანულადან ტაბლოზე ძირითადად არ ჩანს, რადგან აგვიანებს, ხოლო ტაბლო აჩვენებს ბოლო რეისის დროს, რომლის ავტობუსი დიდი ხანი დგას გლდანულაში. იმედია გასაგებად დავწერე |
Posted by: MANMUS 22 Sep 2019, 17:56 |
ამ ისუზუებს რომპეტროლზე აზაპრავკებენ თუ შეიძინა ტტც-მ ევრო6 დიზელი? |
Posted by: რობი 23 Sep 2019, 01:55 | ||
2 დღის წინ ხეივანზე შემხვდა რომპეტროლზე და რას გაიგებ |
Posted by: toyota12345 23 Sep 2019, 13:31 |
71 ნომრის tt 177 cb მაგარი გნიდა მძღოლია გუშინ ვარკეთილში ჩემი გზა იყო და მიადგა არ დამითმი სამკუთხედი ეხატა. მე იმაში მივქარე გაზს უნდა მიმედგა და ეკეთებინა მერე ტეტეცეს ჩემი მანქანა თან ვიდეორეგისტრატორი მიყენია 100% გავმართლდებოდი. |
Posted by: kosta-k 23 Sep 2019, 14:38 |
toyota12345 ბევრი მძღოლი შვება ეგრე..ერთი რიგიდან მეორეში ისე გადადიან რომ არც იხედებიან სარკეში მთავარი/მეორადი გზის გადაკვეთა ეგ ხომ კიდიათ უმეთეს ნაწილს ზოგადად... |
Posted by: vaxo55 23 Sep 2019, 19:25 | ||
75 .მ."სარაჯიშვილი-თემქა" ხშირად დადის გრაფიკის გარეშე.მძღოლს ეკითხებიან ხოლმე რამდენ წუთში გახვალო.ტაბლოს ჩენებას არ ემთხვევა გასვლის გრაფიკი.რატომ- არ ვიცი. * * *
წყალსადენის ქუჩაზე მოქმედი მე-3 ავტობაზაა.როგორც ვიცი ავჭალაში აპირებენ გადატანას,სადაც ამჟამად სარემონტოა. ხომ ვერ მეტყოდით,რა ხდება პირველ ავტობაზაში.მგონი აქ აპირებენ მწვანე ავტობუსების გადაყვანას და ავტობაზის გაფართოვებას. რა ეტაპზეა სამუშაოები? |
Posted by: Blueსტუმარი 23 Sep 2019, 19:55 |
ისე ტტც ზე ტყუილად წერია 74? არ მინახავს კაი ხანია |
Posted by: MANMUS 23 Sep 2019, 20:34 |
იკაიფეთ პირველ ბაზას ცოცხალი თავით არ აკარებენ ახალ ავტობუსებს |
Posted by: metro500 23 Sep 2019, 22:25 |
vaxo55 ნებისმიერი საათის 20 და 50 წუთზე გადის სარაჯიშვილიდან ხსირად ვსარგებლობ და რავი არ შემიმჩნევია დარრვევა მანდ |
Posted by: beka331 23 Sep 2019, 22:25 |
ტტც ს წარმომადგენელთან მქონდა საუბარი და 6 ისუზუ ახსენა მხოლოდ |
Posted by: vaxo55 23 Sep 2019, 23:40 | ||
კარგი.დავუკვირდები. |
Posted by: Mick-el-Angelo 23 Sep 2019, 23:44 | ||
ERAMUS გასარემონტებელია ჯერ ერთი. მანამ კი, დიდი ალბათობით, დიდი ბოგდანები პირველ ბაზაზე დაასრულებენ თავის გზას. მაგრამ, ქალაქის აღმოსავლეთში ერთი წესიერი ბაზა საჭიროა და ცუდია, რომ აქამდე სერიოზული სამუშაოები არაფერი ჩატარებულა. შეიძლება რამე სიახლეებიც არის, ფაშისტს თუ ეცოდინება აქ. * * * vaxo55
მეც ძალიან მაინტერესებს. ბეტონს ასხამდნენო, ბოლოს აქ წერდნენ, უფრო შორს წავიდა თუ არა საქმე - ისტორია მალავს |
Posted by: Kublicha 24 Sep 2019, 01:27 |
რეგიონების ტენდერში ( ექვსი მუნიციპალიტეტისთვის - ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის) ორი ყველაზე შესაძლო კანდიდატი: გიულერუზ კობრა ეკოლაინი და ისუზუ-ანადოლუ სითიპორტი |
Posted by: vatman 24 Sep 2019, 10:13 | ||||
Kublicha
8-10 მეტრიანებზეა გამოცხადებული, ეგენი კი 12 მეტრიანები არიან metro500 vaxo55
მართლა გრაფიკით ყოველი საათის 20 და 50 წუთზე აქვს გასვლა, გარდა შუადღისას , როდესაც 1 საათიანი ინტერვალი აქვს, მაგრამ ავტობუსები დაახლოებით 2 წუთით ადრე გადიან ბოლო გაჩერებიდან. სხვა მხრივ გრაფიკით მოძრაობენ P.S. გლდანში ავტობუსები ბოლომდე დროებით არ დადიან, და ტრიალდებინ მე-7-8 მიკროების დასაწყისში, ფაქტიურად ფრესკომდე დადიან. კანტორამ მაგაზე არსად არც კი დაწერა.... |
Posted by: ფაშისტი 24 Sep 2019, 10:18 |
ბოდიში ბავშვებო, იქიდან გამომდინარე რომ ჯერ ისევ ვერ დავსაქმდი და სიახლე არაფერია.. არაინფორმირებული გავხდი ამ ბოლო დროს. არადა ვიცი რომ მძღოლები აკლიათ, ასეც რომ არ იყოს მე პროგრამიდან ვარ და რავიცი, მეგონა ასე არ მაყურყუტებდნენ, 21 თუ დასაქმდა 22-ემ და დავაშავე.. სიმართლე გითხრათ და გადამავიწყდა ტარებაც, აი პირდაპირ ვწერ, სანდო ვარ? 3 თვე გავიდა ცოტა ხომ არაა.. ბოლო ბოლო ადამიანები უნდა ვატარო თანაც უსაფრთხოდ, ალბათ მორჩა ეს ამბავი და წერტილსაც დავსვამ მალე. მუღამიც დავკარგე. |
Posted by: Kublicha 24 Sep 2019, 10:23 |
vatman თეთრი 10მეტრიანია გიულერუზიც უშვებს ფაშისტი ეგრე ადვილად ყრი ფარხმალს? |
Posted by: da_to 24 Sep 2019, 10:25 |
14 ნომერი გადარჩა დღეს, აგროჰაბთან გაჩერებულს კინაღამ შეაჯდა ტიდა .... |
Posted by: nutria-113 24 Sep 2019, 10:50 | ||
vatman
მაგრად მეცოდება ახალი ავტობუსები იმ გზებზე.. თან იძახიან ნოემბერ-დეკემბრისთვის დასრულდებაო. ივარგებენ რამედ ამდენი ხანი მაგ გზებზე სიარულის მერე? |
Posted by: HCl 24 Sep 2019, 10:55 | ||||
მეგობარმა მითხრა უკანა ნაწილი მოძვრა ერთსო და უკან წავიდაო არივიც რამდენად მართალია |
Posted by: MANMUS 24 Sep 2019, 10:55 | ||
არც ორთაჭალაში არ უნდა გაეშვათ ახლები რას გავს გზები |
Posted by: vatman 24 Sep 2019, 11:31 | ||
Kublicha
სურათზე 12-იანია, ისუზუს 10 მეტრიანი citibus არის, და სხვანაირია ნუ მანდ რომელიმე თურქული რო გაიმარჯვებს ეჭვი არ მეპარება |
Posted by: Mick-el-Angelo 24 Sep 2019, 11:58 | ||
ERAMUS
გზები ჩვენთან ცენტრალურ ქუჩებში თუ ვარგა. დალშე ყველგან დანგრეულია. ეგ მიკვირს, რომ უშვებენ ნახევარ მილიონიან ავტობუსს ხაზზე, მის მარშრუტზე ძაან დანგრეული გზის მონაკვეთები მაინც რომ შეაპაჩინკო, რა დაშავდება. იმავე ორთაჭალას ეხება, ისნის ლეგენდარულ ორმოს, ვარკეთილს და ვაზისუბანსაც. |
Posted by: ფაშისტი 24 Sep 2019, 12:18 |
Kublicha არ ვიცი კუბლიჩ, არ ვიცი.. ამოქოქვა მჭირდება და რაც დრო გადის ეს საქმეს აფუჭებს. მერიაში უნდა მივიდე მაინცდამაინც? არ ვარ ეგ ტიპი.. |
Posted by: //Rossi 24 Sep 2019, 16:14 |
Kublicha შეგიძლია ტენდერის ლინკი დადო? |
Posted by: Kublicha 24 Sep 2019, 16:27 | ||||||
//Rossi
რეგიონების? ჯერ არ გამოცხადებულა ფაშისტი
კანტორა მაინც შეაწუხე. ეგეთ სტრუქტურებში შეწუხება და ხშირად შეხსენება საჭიროა ხოლმე vatman
აა მართალია, სითიბუსი და სითიპორტი სხვადასხვა ყოფილა. |
Posted by: nathan.drake 24 Sep 2019, 21:11 |
არ უშვებენ ისუზუებს ხაზზე? ან მანები სადაა, რახდება |
Posted by: Blueსტუმარი 24 Sep 2019, 22:31 | ||
nathan.drake
ოქტომბერში გაუშვებენ ისუზუებს, მანებიც მაგ დროს უნდა ჩამოვიდნენ მგონი. |
Posted by: ფაშისტი 25 Sep 2019, 12:36 |
Blueსტუმარი 4 ოქტომბერს არის პრეზენტაცია 8-იანების.. და მე შორიდან უნდა ვუყურო? |
Posted by: MANMUS 25 Sep 2019, 12:52 | ||
ანუ 4ში ისუზუები რესპუბლიკის მოედანზე გამოჭენდებიან იმედია ბოგდანებსაც არ მოაყოლებენ ფაშისტი იმედი მაქვს მალე გიხილავთ ისუზუზე ხშირად შეუჩიჩხინეთ კანტორას |
Posted by: Blueსტუმარი 25 Sep 2019, 14:46 |
ისე სიმართლე რომ გითხრათ, რვა მეტრიანი ისუზუები ტენდერში რომ გახდა გამარჯვებული, მე საშინლად არ მომეწონა. მარა ეხლა რავი, ვნახოთ როგორ ივლიან თბილისში |
Posted by: TramwayMan 25 Sep 2019, 15:44 |
Posted by: otokarcobra 25 Sep 2019, 15:52 |
ძაან ცუდი დიზაინი აქვს, ნაძვისხის ყუთს გავს |
Posted by: forum-ge 25 Sep 2019, 16:59 |
15-წლიანი გენერალური გეგმა დაგვანახებს რა ახალი გზები, ხიდები, რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს მაგალითად ტრამვაისთვის და ახალი მეტრო სად უნდა დაიგეგმოს. ახალი გენერალური გეგმა ტრანსპორტის კუთხით შემუშავდება დანიური კომპანია „რამბოლის“ მხრიდან. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქალაქს არასოდეს ჰქონია. ყველაზე სუსტი წერტილი ქალაქში არის დიდი დიღომი. დიდი დიღმიდან ვაპირებთ 24-მეტრიანი ავტობუსების დანიშვნას, რომელიც დიდ დიღომს ქალაქის ცენტრთან დააკავშირებს. გენერალური გეგმა ამ მარშრუტს კვლავ შეისწავლის და თუ გამოვლინდა, რომ 24-მეტრიანი ავტობუსებიც არ იქნება საკმარისი, ამ შემთხვევაში პერსპექტივაში იქნება ფიქრი, იქნება დასამატებელი თუ არა ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ხაზი ამ მიმართულებით“, - განაცხადა ბითაძემ. რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე ტრამვაის ხაზის გაყვანას, დედაქალაქის მერის მოადგილე აღნიშნულს არ ადასტურებს. https://www.interpressnews.ge/ka/article/565379-didi-digmis-mimartulebit-shesazloa-tramvai-an-miciszeda-metros-xazi-moecqos |
Posted by: TramwayMan 25 Sep 2019, 18:48 |
* * * ტექნიკური დავალება შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ბალანსზე რიცხული 143 (ასორმოცდასამი) ერთეული, 2016-2017 წელს გამოშვებული MAN Lion’s City (A21) CNG 12მ სიგრძის ავტობუსების აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასება/დადგენა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის № 80 დადგენილების, ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, შესაბამისად. ძირითადი მოთხოვნები 1. ინსექტირება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის № 80 დადგენილების, ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების,ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, მოთხოვნათა სრული დაცვით; 2. ინსპექტირება უნდა განახორციელოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებულმა ინსპექტირების ორგანომ, რომელიც ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის (ბუნებრივი აირის საწვავის სისტემების) ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას და გასცემს შესაბამის ინსპექტირების სერტიფიკატს. 2. სერთიფიკატი უნდა მოიცავდეს აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული აირბალონიანი მოწყობილობის (ბუნებრივი აირის საწვავის სისტემების) ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შედეგებსა და დასკვნას მისი ტექნიკურად გამართულობის შესახებ. 3. შემოწმებულ ავტობუსზე უნდა მოხდეს შესაბამისი წესების მიხედვით დამზადებული და შევსებული ფირნიშის განსაზღვრულ ადგილზე მიკვრა, რომელიც გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ მხოლოდ გამართულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი აირბალონიანი მოწყობილობის (ბუნებრივი აირის საწვავის სისტემების) ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდეგ. დამატებითი ინფორმაცია MAN Lion’s City (A21) CNG 12 m ავტობუსებზე: 1. MAN Lion’s City (A21) CNG 12 მ სიგრძის ავტობუსებზე დამონტაჟებულია TESCOM-IMPCO (CNG) ბრენდის აირბალონების და ბუნებრივი აირის საწვავის სისტემა. 2. 4 ერთეული აირბალონი განთავსებულია ავტობუსის სახურავზე, მათი სრული მოცულობა შეადგენს 1260 ლიტრს (240მ3). დამატებითი მოთხოვნა გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით: მიმწოდებელი ვალდებულია შემოწმებული ავტობუსი შემსყიდველს გადასცეს იგივე მოცულობის აირით დატუმბულ მდგომარეობაში რა მოცულობითაც მოხდა მათი ჩაბარება შემოწმების წინ. https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=644374&code=1569425542 |
Posted by: MANMUS 25 Sep 2019, 19:21 |
TramwayMan 144 არ არის სულ? ის 1 ახალი ჩამოსული ბალანსზე არაა ჯერ? |
Posted by: Blueსტუმარი 29 Sep 2019, 19:43 |
რა ხდება ახალი??? მოხდა რამე ავარია ან რამე? |
Posted by: MANMUS 29 Sep 2019, 19:54 |
Blueსტუმარი 143 რატომ უწერიათ დავეჭვდი იმ გატოტალებულის შემცვლელი ხომ ჩამოიყვანეს. |
Posted by: Blueსტუმარი 29 Sep 2019, 20:01 |
ERAMUS მეც ეგ მიკვირს. პასუხი TramwayMan-ს ეცოდინება. მგონი ეგ რომ უფრო გვიან ჩამოვიდა არ ჩათვალეს. ესა ჩემი აზრი და თუ სხვა არის პასუხი არ ვიცი |
Posted by: metro500 29 Sep 2019, 21:11 |
ანუ ჯერ მარტო 34ზე გაუშვბენ ამ ისუზუებს დავიიჯერო 14 ერთეულზე მეტი არაა ჩამოსული? |
Posted by: Blueსტუმარი 29 Sep 2019, 22:14 |
metro500 19 ერთეულია საქართველოში და თუ არ ვცდები 12-ს 34-ზე გაუშვებენ. ის 7 აღარ ვიცი სად გაუშვებენ |
Posted by: polaris 29 Sep 2019, 22:18 |
გუშინწინ ვიყავი გორში და ჰაივეიზე ოთხი ისუზუ შემხვდა, თბილისისკენ მომავალი. |
Posted by: Blueსტუმარი 29 Sep 2019, 22:21 |
polaris მწვანე იყო თუ სხვა ფერიც? ქართულად წერეთ ავტობანზე დაგეწერათ რომ მიხვდნენ |
Posted by: polaris 29 Sep 2019, 22:44 | ||||
Blueსტუმარი
მწვანე. არაწორია:
გთხოვთ, სასვენი ნიშნები დაუსვით წინადადებაში, თორემ ვერ ხვდები, რას წერთ. წინადადებაც ბუნდოვანია: თავად ავტობანზე უნდა დამეწერა რაიმე ტექსტი, თუ სიტყვა „ავტობანი“ უნდა დამეწერა? გთხოვთ დააზუსტოთ, რომ მიხვდნენ. |
Posted by: nathan.drake 29 Sep 2019, 23:01 |
polaris ჰაივეის უფრო ვიყენებ პირადად ვიდრე ავტობანს |
Posted by: Blueსტუმარი 29 Sep 2019, 23:12 |
polaris მარა არიან ისეთებიც, ვინც ინგლისურის გარტყმაში არა, ამიტომ მე მაგას გირრჩევთ და მეც თქვენ თხოვნას შევასრულებ. ვაიმე ეს გორგასალი როდემდე უნდა იყოს ესეთი საზიზღრობა? მწვანე მანებს საცხა ყველაფერი გასძვრება. 71-ით ვიყავი და ნორმალურად ვერ ვიჯექი, ხო დახტოდა იქაურობა და უკვე მეცოდებიან ეწ მწვანე მანები. |
Posted by: da_to 30 Sep 2019, 13:48 |
polaris კიდევ 9 ცალი გადასცეს კიდევ მერიას, ეგ პარტია შეგხვდებოდა |
Posted by: TramwayMan 30 Sep 2019, 19:36 |
da_to ნეტა რა ნომრები მისცეს. TT-241-CB დან ვითმ? |
Posted by: MANMUS 30 Sep 2019, 19:41 |
ახლა ბორტის ნომრებზე წავა აჯაფსანდალი 147-201 არის მწვანე მანების პირველი პარტია, სულ 241მდე ავიდოდა დანარჩენებიც რომ ჩამოსულიყვნენ. არაა გამორიცხული 202დან ისუზუები ჩასვან |
Posted by: Blueსტუმარი 30 Sep 2019, 19:49 | ||
მეეჭვება მანებს დააწერენ 147- 241 მდე. ხოლო ისუზუებდ 241-დან 441-მდე. მერე ის 110 რომ ჩამოვა 441-551-ამდე დააწერენ. |
Posted by: MANMUS 30 Sep 2019, 20:20 |
ეს ნომრები ამოვარდება:222 300 333 |
Posted by: Kublicha 30 Sep 2019, 21:08 |
მე კი მგონია რომ რამე მრგვალი ციფრიდან დაიწყებენ. მაგალითად 500დან პატარა ავტობუსებს. მანამდე ნომრები 10-12 მეტრიანებისთვის იქნება გადანახული. ხურდის სალაროებზე რას აპირებენ? ისევ ის ჯღანი აპარატი უნდა დააყენონ? ყივრლდღიურად დღეში რამდენიმე საათს კარგავს ავტობუსები მაგის შეკეთებაში. პლიუს ბარათაშვილზე, მაღლივაჶან და კიდევ ალბათ სხვაგანაც მუდმივათ დგანან მაგის ოსტატები, რასაც ცხადია ხელფასი სჭირდება |
Posted by: MANMUS 30 Sep 2019, 21:13 | ||
ისე ახლებიც უბერავენ უკვე ხშირად ვხედავ რო არმუშაობენ მწვანე მანებში განსაკუთრებით |
Posted by: Mick-el-Angelo 1 Oct 2019, 12:20 | ||
ERAMUS TramwayMan
ანუ 52 ბორტია ჯამში ჩამოსული? გუშინ პირველად ვნახე ბორტი 198 - 50-ზე მუშაობდა. 199 და 201 მგონი საერთოდ არ გამოსულან ხაზებზე. |
Posted by: ფაშისტი 1 Oct 2019, 12:47 | ||
Kublicha
ხანდახან არ მაქვს ხოლმე კარტაზე და ხურდას ვყრი.. ვახ |
Posted by: vatman 1 Oct 2019, 12:50 | ||
Kublicha
უკეთესი რა ვარიანტი გაქვს? მძღოლთან ბუღალტერიის შეტენვა თუ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის გაუქმება. მე არსებული სისტემა მომწონს, თანაც ეს ახალი აპარატები მართლაც და აჩმახებს უფრო, ვიდრე ძველები პ.ს. არ გკიდით რა სახელმწიფო ნორმებს მისცემენ? |
Posted by: Kublicha 1 Oct 2019, 12:58 | ||
უკეთესი აპარატი. |
Posted by: Blueსტუმარი 1 Oct 2019, 13:57 |
გაუშვეს უკვე ისუზუები 34 ნომერზე??? |
Posted by: MANMUS 1 Oct 2019, 14:08 |
არა ჯერ პრეზენტაცია უნდა იყოს. |
Posted by: Tifo 1 Oct 2019, 17:25 |
ისე მართლა რა მნიშვნელობა აქვს რა ნომრები იქნება? რატო აქცევთ ბორტინს ნომრებს და ეგეთებს ყურადღებას? არა, ვისი რა საქმეა კაცო, მუღამი გაქვთ ალბათ მარა მიზეზი მაინტერესებს პროსტა |
Posted by: alea iacta est 1 Oct 2019, 18:42 |
მეგობრებო, ავტობუსში ყველა ტიპის ბარათით ან ვოლეტით შეიძლება გადახდა? |
Posted by: Kublicha 1 Oct 2019, 19:38 |
alea iacta est მხოლოდ საქართველოს ბანკის |
Posted by: beka331 1 Oct 2019, 19:50 |
ვოლეტით არ ვიცი, მაგრამ სტიკერით მოსულა და მაგითაც შესაძლებელი იქნება. ნუ ბუნებრივია საქართველოს ბანკის |
Posted by: ევროპულიოჯახი 1 Oct 2019, 20:43 |
ეგ როგორ, უცხოელს საქართველოს ბანკის ბარათი საიდან ექნება |
Posted by: Blueსტუმარი 1 Oct 2019, 20:56 |
ევროპულიოჯახი ფულის ყუთი რისთვისა?? მგზავრობის ფულს იქ ჩაყრიან უცხოელები. ისე მართლა გაძვირდა მგზავრობის ფასი ფაშისტმა რომ ახსენა? |
Posted by: ევროპულიოჯახი 1 Oct 2019, 21:06 | ||
არ გაძვირებულა , აპირებენო .. მარშუტკა და მეტრო , ავტობუსი ერთიანდება. 1 ლარი გახდება. |
Posted by: nathan.drake 1 Oct 2019, 21:36 |
alea iacta est ეფლ ფეის ვოლეტით რაღაც კი ხდება ანუ ახლოს რო მაქ ტელეფონი მთხოვს თითს და მერე უკვე არაფერს არ შვება |
Posted by: Kublicha 1 Oct 2019, 22:12 | ||
ევროპულიოჯახი
ტურისტი რომ ჩამოდის ქვეყანაში, ის რაღაც მინიმალურ დონეზე უნდა ადაპტირდეს აქაურობაზე. ეს იქნება ადგილობრივ ვალუტაში კონვერტაცია, სიმ ბარათი, 5-6 საკვანძო სიტყვის სწავლა, ტრანსპორტის ბარათის აღება თუ რუკის ამობეჭდვა. ასე ვიქცევით ჩვენ როცა ჩავდივართ უცხო ქვეყნებში. მითუმეტეს ევროპელი ხალხი უფრო მოწესრიგებულია. აბსოლიტურ ნულზე, ანუ ტურისტზე რომელსაც არ უნდა ამ მინიმალურის გაკეთება, ჩვენ ვერ მოვახდენთ ინფრასტრუქტურის ადაპტირებას. |
Posted by: ფაშისტი 1 Oct 2019, 22:36 |
Blueსტუმარი 1-ლი ოქტომბრიდან ვიცოდი რომ აპირებდნენ გაერთიანებას მეტრო-სამარშრუტო-ბუსი.. როგორც ჩანს შევცდი |
Posted by: MANMUS 1 Oct 2019, 23:02 |
მოვიდა ოქტომბერი და მანები ისევ არ ჩანან |
Posted by: Kublicha 1 Oct 2019, 23:24 | ||
მგონი 12 მეტრიანებიც ჩამოასწრებს მაგათ. ეგრე ვიღადავე ისუზუებზეც და ე. |
Posted by: Blueსტუმარი 1 Oct 2019, 23:28 |
ERAMUS ეხლა თეგეტა იტყვის, 1 კვირაში ჩამოვაო და ნოემბერშიც არ იქნება. მგონი კუბლიჩა მართალი ჩანს, მიკვირს ისუზუებმა როგორ დაასწრო. |
Posted by: nathan.drake 1 Oct 2019, 23:29 |
Blueსტუმარი არა კაცო ააააი გზაშია ორ დღეშია აქ იქნება კაცო |
Posted by: MANMUS 1 Oct 2019, 23:48 |
40 შინმიუსვლელი მანი სხვა სახელი ვერ მოვუფიქრე |
Posted by: SabaGEO 2 Oct 2019, 00:38 | ||||
ტურისტი არ უნდა იყოს ვალდებული ბანკი ანგარიში გახსნას, დანარჩენებში გეთნხმები რა თქმა უნდა. |
Posted by: ევროპულიოჯახი 2 Oct 2019, 07:07 | ||||
გეთანხმები, მაგრამ ვიზა მასტერქარდ ხო აწერია ციკოლიას აპარატებს? ვიზა მასტერქარდი საერთაშორისოა , შეცდომაში შეგყავს უკვე ტურისტი |
Posted by: alea iacta est 2 Oct 2019, 08:25 | ||
ევროპულიოჯახი
სრულიად გეთანხმები, თუ ვიზა და მასტერქარდის მხარდაჭერა აწერია, მაშინ ნებისმიერი ბანკის ბარათით უნდა იყოს შესაძ;ებელი გადახდა. ზუსტად ვიცი რაშიცაა საქმე, მაგრამ როცაა აანონსებ ყველა ტიპის ბარათით იქნება შესაძლებელი გადახდაო, ნება უნდა იბოძონ და ყველა ბარათის მხარდაჭერა ჩაურთონ. |
Posted by: vatman 2 Oct 2019, 10:43 |
alea iacta est ევროპულიოჯახი თვითონ აპარატს აქვს ყველა ბარათის მხარდაჭერა ჩართული. მაგრამ რომ გადახდა შესრულდეს, ასევე შესაბამისი უფლებები უნდა ჰქონდეს ჩართული ბარათის ემიტენტ ბანკსაც, ანუ რომელი ბანკის ბარათიც არის. უცხოურ ბარათებზე როგორ ხდება არ ვიცი, და საქართველოში მხარდაჭერა აქვს რა თქმა უნდა გრუზ ბანკს და ვითიბი ბანკის ბარათებს, ოღონდ ვითიბის შემთხვევაში 10 თეთრს საკომისიოს იხდი ანუ მგზავრობა 60 თეთრი გამოდის |
Posted by: alea iacta est 2 Oct 2019, 13:05 | ||
vatman
საპროცესინგოს თემა ყოფილა და რა გაუხდათ UFC და ჯორჯიან ქარდიც რომ დაამატონ ერთდროულად. ზოგადად ძალიან მაგარი დისკომფორტია 21-ე საუკუნეში რამდენიმე სერვისის მისაღებად, რამდენიმე ბარათის აღება რომ გჭირდება. |
Posted by: TramwayMan 2 Oct 2019, 13:06 |
დღეს კალამ განაცხადა წლის ბოლომდე 150 ისუზუ შემოვაო ანუ 220 ვერ ასწრებს ისუზუ წლის ბოლომდე. |
Posted by: MANMUS 2 Oct 2019, 13:12 | ||
ვიცოდი რომ ასე იქნებოდა |
Posted by: vatman 2 Oct 2019, 13:20 | ||
alea iacta est
ჯორჯიან ქარდი ესედაც გრუზ ბანკია და უკვე მანდ არის თავისთავად, ეხლა თიბისის(იგივე UFC) თუ არ უნდა ეხლა ძალით ხო არ მიახტებიან მაგათ. ისე ეს UFC იდიოტებს არმიაა 1-2 ადამიანის გამოკლებით |
Posted by: alea iacta est 2 Oct 2019, 13:57 | ||
vatman
მანდ უფრო კონკურენციის თემა მგონია მე, საქ. ბანკს თითისის სახელფასო პროექტი ექნება დათრეული და გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს იმის სანაცვლოდ, რომ სხვა ბანკები არ ჩართონ. სავარაუდოდ ასეა. |
Posted by: დიდიმინდორი 2 Oct 2019, 14:11 | ||
რას ამბობთ, პირდაპირ იმ 150-ს ჩამოიყვეანენ და მოგვართმევენ წლის ბოლომდე. გააკეთებენ 40-ის პრეზენტაციას დიდი ზარზეიმით და დანარჩენებს უნდა ველოდოთ გაურკვეველი დროით. ისიც თუ აპირებენ საერთოდ ჩამოყვანას. |
Posted by: nathan.drake 2 Oct 2019, 15:59 |
რაღაც უკვე მგონია რო დანარჩენი მანები არ ჩამოვა |
Posted by: Blueსტუმარი 2 Oct 2019, 16:13 |
nathan.drake ჩამოვლენ, მაგრამ როდის, არავინ არ ვიცით. |
Posted by: akkai 2 Oct 2019, 16:28 |
მართლა ამით უნდა ჩანაცვლდეს ყვითელი მარშუტკები? http://intermedia.ge/vid/507714-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/ |
Posted by: SabaGEO 2 Oct 2019, 16:53 |
akkai არამგონია რუსული მარშუტკების შემოტანა გაბედონ |
Posted by: nathan.drake 2 Oct 2019, 18:27 |
akkai შანსი არაა. არადა სპრინტერს აქვს ამისი კარგი ვარიანტი |
Posted by: wrangler7 2 Oct 2019, 21:49 | ||
ეს რა არის |
Posted by: Withay 2 Oct 2019, 22:10 |
საღამომშვიდობის, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ. 85. დიღმის ხიდთან ახლოს. გთხოვთ დამაკვალიანეთ გარკვეულმა ხალხმა ნუ გამიტარებთ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ რუსთავიდან მიწევს ჩამოსვლა და რუსთავის მარშუტკები მიდიან ვაგზალზე, დიდუბეში, გლდანში, ისანში და აჭარასთან და ამ ლოკაციებიდან როგორ მოვხვდე ამ მისართზე (დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ. 85. დიღმის ხიდთან ახლოს) |
Posted by: sabasaba24 2 Oct 2019, 22:16 |
Withay დიდუბედან ბელიაშვილზე 121 გაივლის სრულად და 46 იც გაწყობს |
Posted by: Withay 2 Oct 2019, 22:35 |
sabasaba24 ოკრიბის სადგურთან რომ არიან ჩამწკრივებული რუსთავის მარშუტკები და ავტობუსები მანდ დგება 121 და 46? |
Posted by: metro500 2 Oct 2019, 23:06 |
ახლა შარტავაზე 14 ნომერი იყო კარგად ნაავარიები წინა ცხირი მოძრობილი ჰქონდა, სურათი ვერ გადავუღე. გაგარინიდან მომავალი ბას ლაინზე იდგა და ერთ-ერთი ქუჩიდან გამომავალ მერსოზე იყო შემსკდარი. |
Posted by: Blueსტუმარი 2 Oct 2019, 23:16 | ||
37-ის მერე 14 დალეწვების არმია თუ რა ხდება? ის 121 აღარ დადის შუშა რომ ჰქონდა ჩამტვრეული? ბორტის ნომერი არ მახსოვს. |
Posted by: sabasaba24 3 Oct 2019, 00:02 |
Withay კი 121 მეტროს გაჩერებასთან დგება და 46 სამთო ქიმიის წინ რომ გაჩერებაა მანდ ჩაივლის. რა ადგილს ეძებ ისე ? დიღმის ხიდი კი გიწერია მარა რომელ ხიდს გულისხმობ ? სარაჯიშვილის მეტროსთან რომ ადის ძველი ავტობაზრობა რომ იყო? |
Posted by: otokarcobra 3 Oct 2019, 00:48 |
პოსტი პოლიტგანყიდან “ეგ ავტობუსებიც ისეთი განიერი შემოიყვანეს, ბოლო ლურჯი პარტია რომ საერთოდ არ გაუზომიათ თბილისის გზები სიგანეში. 12 მეტრიანი ავტობუსებიო რო ამბობენ ამაყად, სიგანე რამდენია? და თბილისის გზების სიგანე რამდენია? რამდენიმე ადგილას ზოლნახევარში მოდის ეგ ლურჯი ავტობუსი, ანუ თუ ორზოლია ვიწრო გზაზე ხარ - ორივე ზოლი ბლოკირებულია. მძღოლი კი იყურება მორიდებული სახით, მაგრამ რა უნდა ქნას?” |
Posted by: Kublicha 3 Oct 2019, 01:15 |
otokarcobra კიდე მსუბუქი შემთხვევაა ეგ ეგ ალბათ სიგრძეზეც თვლის რომ 12 მეტრი რა ამბავია, საცობს ქმნის გრძელი ავტობუსები. და ვაფშე რა საჭიროა ავტობუსი? თბილისის ვიწრო ქუჩებში ავტობუსის ადგილია? ძაან მაინტერესებს, რომელი ქუჩაა თბილისში "ვიწრო" სადაც ტრანსპორტი მოძრაობს. ოღონდ მართლა, ხუმრობის გარეშე. და რასთან მიმართებაშია ვიწრო, ნევსკი პროსპექტთან? |
Posted by: MANMUS 3 Oct 2019, 07:20 | ||
უკვე გასაგებია |
Posted by: Withay 3 Oct 2019, 08:42 |
sabasaba24 ბელიაშვილის ქ. 85. მაღაზია Xtream არის მანდგზის პირზევეა |
Posted by: otokarcobra 3 Oct 2019, 09:05 |
ERAMUS Kublicha ეგ განყი არის ჩვენი ქვეყნის სახე. ყველაფერში დილეტანტიზმია. ყველამ ყველაფერი იცის, ისტორიისან დაწყებული, ფიზიკით დამთავრებული |
Posted by: da_to 3 Oct 2019, 10:22 |
კიდევ 18 ცალი ისუზუ გადაეცა მერიას, უკვე 46 ცალია... გაუშავან დროზე ხაზებზე .... |
Posted by: ფაშისტი 3 Oct 2019, 10:24 |
da_to რო გეკითხა 247 მოდის, სექტემბერში დედაქალაქში იდგენა ყველაო. |
Posted by: vatman 3 Oct 2019, 10:27 |
da_to საიდან გებულობ? სადმე იტვირთება მიღება-ჩაბარება? |
Posted by: sabasaba24 3 Oct 2019, 10:27 |
Withay ხო გამოგადგება მაშინ ეგ ორი ავტობუსი . 121 უეQველი და 46 კითხე მაინც ბელიაშვილზე ჩადოს და მგონი ბოლომდე მიდის |
Posted by: da_to 3 Oct 2019, 11:00 | ||||
vatman
გოგსაძე მირეკავს ხოლმე
ხო |
Posted by: MANMUS 3 Oct 2019, 11:00 |
დიღომში დარჩა ადგილი? 144+148+50+46=388 |
Posted by: vatman 3 Oct 2019, 11:12 | ||
da_to
ამას გვიმალავდი ანუ უბრალო მოკვდავებისათვის ეს ფუნქცია მიუწვდომელია ხო? |
Posted by: da_to 3 Oct 2019, 11:28 | ||
ეგრე გამოდის .... |
Posted by: Blueსტუმარი 3 Oct 2019, 15:19 |
ERAMUS ისუზუები N2 ავტობაზაში არ იქნება. |
Posted by: MANMUS 3 Oct 2019, 15:22 |
Blueსტუმარი აბა სად? აქ დაიწერა რომ მესამეში რემონტიაო, პირველს ცოცხალი თავით არ აძლევენ და უმჯობესია არ მისცენ. |
Posted by: Kublicha 3 Oct 2019, 15:36 |
ERAMUS მესამე ბაზა სავარაუდოდ გადავა ავჭალაში და მანამდე სანამ არ გამზადდება ეგ ახალი ბაზა, იდგება მეორეში თუმცა ალბათ მესამეს ბალანსზე იქნება მანდამდეც |
Posted by: TramwayMan 3 Oct 2019, 15:52 |
da_to ნომრების გაგება შეგიძლია? სახელმწიფო რა ნომრებს ანიჭებენ. |
Posted by: da_to 3 Oct 2019, 15:56 | ||
TramwayMan
არა სამწუხაროდ, მიღება ჩაბარებაში მხოლოდ ვინ კოდები წერია ... |
Posted by: TramwayMan 3 Oct 2019, 16:01 |
da_to ოოო ეგეც საჭიროა, მანებისაც თუ გაქვს მთლად უკეთესი!!! |
Posted by: MANMUS 3 Oct 2019, 16:15 |
ხვალ ისუზუების პრეზენტაციაა როგორც ფაშისტმა თქვა და გავიგებთ ნომრებსაც |
Posted by: Blueსტუმარი 3 Oct 2019, 16:39 |
მე ის მაბრაზებს ამდეხანს მანი სადააა. |
Posted by: Kublicha 3 Oct 2019, 23:52 |
მერსედესებიც მეორე ბაზაზე დგანან? ქვევით რომ დგას 4 ცალი სხვანაირი ლუკით. თუ ბოგდანი შეიძლება იყოს ეგეც? |
Posted by: toyota12345 4 Oct 2019, 01:23 |
გაუმარჯოს სასტავს! სლოვაკეთში ჩემი წასვლა და ავტობუსზე მუშაობა გაიმაზა. ახალი კანონი შევიდა სლოვაკეთშიო და მხოლოდ ისეთ მძღოლებს იღებენ ვინც დ კატეგორია 2008 წლამდე აიღესო. |
Posted by: MANMUS 4 Oct 2019, 07:46 | ||
toyota12345 ტტც-ს არ უდევს ვაკანსიები? იქნებ აქაც გეცადა * * *
მერსოები არიან ერთი სარემონტო სივრცესთან დგას ლურჯ და მწვანე მანებს შორის. ეს ზაფხულის რეჟიმისდროინდელი ხოარაა რაღაც ბევრი ავტობუსია გაჩერებული * * * ბოლოში ამოთხრილი რატომ აქვთ? |
Posted by: Blueსტუმარი 4 Oct 2019, 09:04 |
Kublicha მერსედესები არიან. ზემოთან ეგრე ჩანს. მე მეტონა მოაშორეს საქართველოდან |
Posted by: vatman 4 Oct 2019, 10:12 | ||
Kublicha
კი, უბრალოდ ადგილს უცვლიან გაუშვან რამე პატარა ხაზზე 79-ზე ან 32-ზე შეტენონ ეს ავტობუსები, სანამ სული ამოხდებათ ბოლომდე |
Posted by: Beso-093 4 Oct 2019, 10:46 |
გამარჯობა მეგობრებო. ხომ არ იცით, აგრარული უნივერსიტეტიდან საბურთალოზე (პეკინზე ან შარტავა/კოსტავა) რამე ავტობუსი ან მიკროავტობუსი გამოივლის? მადლობა. |
Posted by: Blueსტუმარი 4 Oct 2019, 10:47 | ||||
32 ბრწყინვალეზე დაეტევა ეგ რომ გაუშვან? მაგას უნდა 8 მეტრიანი ისუზუ, კიდე ერთეულების დამატება, ნახევარ საათში ერთხელ რომ დადიან. * * * Beso-093 მგონი პეკინზე თუ კოსტავაზე 51 დადის. ავტობუსი იქიდან ყველა დიდუბეში მიდის 84-ის გარდა, რომელიც სადგურის მოედანთან ჩერდება. მიკროავტობუსი N51 |
Posted by: Kublicha 4 Oct 2019, 10:56 | ||
ERAMUS
ზაფხულია და თან კვირა დღე, 14 ივლისი ხდება რამე დღეს ისუზუების ამბავში? |
Posted by: metro500 4 Oct 2019, 10:56 |
პრეზენტაციაც გაიმაზა დღეს, მაგასაც ვერ მოება თავი? :დდ |
Posted by: MANMUS 4 Oct 2019, 11:18 |
ის შინმიუსვლელი 40 მანი არამგონია ამ თვის ბოლომდე გამოჩნდეს, მანის საიტზეც ხომ ეწერა ოქტომბერ-ნოემბერიო ვნახოთ. ისუზუების ან განბაჟება ვერ მოახერხეს ან კალა არ არის მზად ლაივისთვის ჩემი აზრით |
Posted by: Beso-093 4 Oct 2019, 11:35 |
Blueსტუმარი დიდი მადლობა |
Posted by: ევროპულიოჯახი 4 Oct 2019, 12:12 | ||
ამის ფასად , 4 ნორმალურს იყიდი , ესენი ალბათ რეგიონებში განაწილდება |
Posted by: დიდიმინდორი 4 Oct 2019, 13:20 | ||
რას კადრებით კალაძეს. განბაჟების პრობლემა კიდევ ხო, მაგრამ სელფებისთვის მზად არყოფნის დაბრალება უკვე მეტისმეტია |
Posted by: da_to 4 Oct 2019, 15:43 | ||
ის ლოგიკური ხვალ უფრო იქნებოდა/იქნება ავტობუსების პრეზენტაცია... ოფიციალურად ეწერა სადმე 4 რიცხვი ? |
Posted by: nathan.drake 4 Oct 2019, 18:27 |
toyota12345 ჩეხეთი სცადე ერთი ხუია |
Posted by: Kublicha 4 Oct 2019, 19:50 |
da_to ხვალ რა ხდება? თბილისობა? |
Posted by: Blueსტუმარი 4 Oct 2019, 19:53 |
ყველაზე ცუდათ რომელ ხაზზე მყოფი ბოგდანი გამოიყურება? ბორტი თავისთავად. დიდზე ვამბობ. |
Posted by: TramwayMan 4 Oct 2019, 20:32 |
დღეს წარმატებული დღე მქონდა 7 ავტობუსის ქარხნული ბირკის გადაღება შევძელი ლურჯი მანები 37 ნომერზე 034 043 106 მწვანე მანები 50, 55 და 71 მარშრუტებზე 151 169 192 194 საიტზეც შევიტანე. |
Posted by: metro500 4 Oct 2019, 22:56 |
არა ხვალ და ზეგ არამგონია მაგისთვის მოიცალოს კახიმ და ძირითად ადგილებზე არამგონია მაგის ადგილი იყოს დაელოდება ალბათ რო ნახევარი მაინც შემოვიდეს და მასშტაბურ პრეზენტაციას მისცხებს მერე |
Posted by: Kublicha 4 Oct 2019, 23:02 | ||
metro500
მე კი მგონია პირიქით, რომელიმე მწვადის ბოლიან ლოკაციაზე ჩამოამწკრივებენ ხვალ. |
Posted by: დოჩანა 4 Oct 2019, 23:21 |
ძალიან ნელა დადის ლურჯი ავტობუსი 87 ნომერი, მიღოღავს რასაც ქვია მთელი რეისი. |
Posted by: Blueსტუმარი 4 Oct 2019, 23:33 |
დოჩანა ბოგდანზე ჩქარა მაინც დადის. ბოგდანი დგას ვაფშე. |
Posted by: MANMUS 4 Oct 2019, 23:34 | ||
|
Posted by: beka331 5 Oct 2019, 10:10 | ||
ვერ დაგეთანხმები. ხშირად მიწევს მაგ ავტობუსით მგზავრობა და ეგრე არაა, საცობები თუ არაა |
Posted by: Fabian 5 Oct 2019, 11:03 |
ვადა ამოიწურა. ეს იხურება, ახალი გახსენით. ტრამვაიმენ, ვატმან, კუბლიჩ ითავეთ რომელიმემ ეს დიდებული საქმე... |