ძალიან არასწორია შედარება, როგორც დაწერეს, ინდივიდუალურია, ეგზომ. სიყვარულს განაპირობებს მრავალი ფიზიოლოგიური-ფსიქოლოგიური ფაქტორი, გამომდინარე იქიდან რომ განვსხვავდებით ერთმანეთისგან, შესაბამისად აღქმაც და დამოკიდებულებაც არაერთგვარია. თვალი მოვკარი შემდეგს: კაცები სიყვარულის დროს ქმნიდნენო... ამას თუ დავეთანხმებით, მაშინ იმ შესაქმნელ ძალასა და შთაგონებას გამოდის, ქალი აძლევდა, ხომ?!.. ანუ, პირიქით რომ შევხედოთ, სანაცვლოდ კაცი ვერ გასცემს, საკმარისს?.. ეს, რასაკვირველია, ჰიპოთეტურად, მაგრამ რეალურად ბევრი რომ არ გავყვეთ, დროც დავზოგოთ, პატრიარქალურმა მოწყობამ განაპირობა დიდად ის, რომ თუნდაც განათლებაზე ხელმისაწვდომობა ჰქონდათ კაცებს (უძველესი სკოლა-ლიცეუმები იყო თუ ეკლესია-მონასტრები)
რაც შეეხება იმას, თუ რას ვფიქრობ.. ესეც ინდივიდიდან.. ა-ს რომ უყვარს მთელი ცხოვრება და ბ-ს უკვე მესამედ შეუყვარდა, ა-ს "მეტად შეუძლია სიყვარული?" ვერ გაიგებ პასუხს. პასუხს ქალისა და მამაკაცის შედარებისას, ისტორიის ხაზს თუ გავყვებით, რიგ კულტურებში, სიყვარულის ფენომენი როგორც ასეთი, ქალის მოვალეობა და "საქმე" იყო. (რაც უმეტესად ერთგულებაში გამოიხატებოდა) პოლიგამიის თემა მნიშვნელოვანია, თუ კაცს შეეძლო მრავალცოლიანობა, ქალს არა, ნურავინ იტყვის იმას, რომ შესაძლებელია 2 ადამიანი გიყვარდეს ერთნაირად (ან, ერთად როგორ, საერთოდ?!..) მნიშვნელოვანია კიდევ ის ფაქტორიც, პირადი დაკვირვების შედეგად, კაცებში სიყვარული უფრო მეტად ცვლილების გამომწვევია და ეს ცვლილება არის კარდინალური. მიმართებას თუ ავიღებთ ერთგულებასთან და მისი გაზომვით განვსაზღვრავთ სიყვარულის ხარისხსაც, მაშინ დიდ განსხვავებას, ვფიქრობ ვერ დავინახავთ. ასე ვთქვათ "ჭეშმარიტი" სიყვარულის დროს, ნაკლებად თუ ხდება რომელიმე სქესის მხრიდან ღალატი.
მოკლედ, მთავარი საზომი არის, დათმობას + სიამოვნების მინიჭება. შენ თუ მიდიხარ კომპრომისზე, საკმაოდ ხშირად, გიწევს ისეთი რაღაცების გაკეთება, რასაც სხვა შემთხვევაში არ გააკეთებდი, ან სხვანაირად გააკეთებდი და ამას დამატებით, ყოველთვის გამუდმებული ზრუნვისა და გაცემის რეჟიმზე ხარ მომართული, იდეით - "დღეს რა გაუხარდება?" ამ ორის კომბო შექმნის, როგორც მინიმუმ გრძნობას, რომელზეც სიყვარულის დარქმევა, არ "გაგიტყდება".
პ.ს. ძაღლი სქესი არაა, ის, პასუხია.
)