forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საქართველო ჩემპიონია! იშვიათად გვესმის, ასეთი სიტყვები და თემაც ამიტომ მივუძღვენი <3
Lаki
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28186
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13

  გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 08:38  #54819660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, თბილისის სპორტის სასახლეში, თავისი გულშემატკივრის წინაშე, IHF-ს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სხვა სიტყვებით, სამი ვეტერანით დაბალანსებულმა ქართველ ხელბურთელთა ახალმა თაობამ მოიგო მსოფლიო მასშტაბის 12 გუნდიანი ტურნირი, რაც ქართველთა შორის თავის დროზე ძალიან პოპულარულ სახეობაში კარგა ხანია არ მომხდარა.

ტურნირის წინ ბიჭებმა დათქვეს, რომ გულშემატკივრის გასახარებლად თავს არ დაზოგავდნენ, ხოლო ის ხალხი, ვინც 8-დან 16 ივნისამდე სპორტის სასახლეში დადიოდა, დაგვეთანხმება, რომ ხელბურთელებმა ყოველ შეხვედრაში გამორჩეული შემართებითა და აღმაფრენით ითამაშეს.

მართალია, IHF-ს ერთა ჩემპიონატი სახელბურთო სამყაროს ყველაზე დიდი შეჯიბრება არ არის, მაგრამ ჯერ ერთი მასშტაბური საერთაშორისო ტურნირია; მერე, კარს მომდგარი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის წინ სერიოზული პრაქტიკა გახლავთ და მესამეც ამ შეჯიბრების მონაწილე 6 ევროპულ გუნდზე უკეთესი ადგილის დაკავებამ საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევის შემდგომ ეტაპზე გადაიყვანა.

როგორც მოგახსენეთ ნახევარფინალში ქართველებმა დიდ ბრიტანეთთან ითამაშეს და მოიგეს 28:21.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში კუბასა და ბულგარეთს გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დასჭირდათ. საბოლოოდ, მეტად ემოციურ შეხვედრაში კუბელებმა იძალეს 38:36.

ფინალში კუბამ ქართველებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მართალია, მთელი შეხვედრის განმავლობაში კუნძულელები მხოლოდ ერთხელ გავიდნენ წინ (25-ე წუთზე 10:9), მაგრამ შემდეგ საქართველომ უპირატესობა დაიბრუნა, თანდათანობით გაზარდა სხვაობა და საბოლოოდ მოიგო 31:21.

მესამე ადგილი დაიკავა ბულგარეთმა, რომელმაც 47:31 სძლია დიდ ბრიტანეთს.

მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების სერბმა მწვრთნელმა ნიკოლა მაქსიმოვიჩმა თქვა: „პირველ რიგში უნდა მივულოცო ჩემს მოთამაშეებს და ნაკრების მთელს შტაბს, რომელთაც ამ გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს. ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი იყო კარგი დაცვა, რაშიც მართლაც საუკეთესოები ვიყავით. კიდევ, ჩვენ გვყავს ბრწყინვალე მეკარე (38 წლის შოთა თევზაძე). გულწრფელად ვიზიარებ ჩვენი ბიჭების სიხარულს”.

ძალიან სასიხარულოა, რომ ჩემპიონატის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს საქართველოს ნაკრებისა და „მონპელიეს” 18 წლის მარჯვენა ინსაიდი გიორგი ცხოვრებაძე.

შეჯიბრების „ოლ სტარში” მოხვდნენ: მეკარე – მაგნოლ სუარესი (კუბა); მარცხენა გარემარბი – პეიჟე ჰუანგი (ჩინეთი); მარცხენა ინსაიდი – თემურ ორჯონიკიძე (საქართველო); გამთამაშებელი – კრისტიან ვასილიევი (ბულგარეთი); მარჯვენა ინსაიდი – გიორგი ცხოვრებაძე (საქართველო), მარჯვენა გარემარბი – სვეტლინ დიმიტროვი (ბულგარეთი); ხაზის მოთამაშე – ედუარდო სარიასი (კუბა).

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ბრიტანელი სებასტიან ედგარი – 66 გოლი.

https://www.sarbieli.com/2019/06/17/%E1%83%...___Nhd0whK4j7LE
* * *
ფეხბურთელებსაც გადასხმოდეთ ამათი წყალი up.gif

QUOTE
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, თბილისის სპორტის სასახლეში, თავისი გულშემატკივრის წინაშე, IHF-ს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.





მადლობა ბიჭებო!!!!
და წარმატებები მომდევო ეტაპებზე!!!!



მიმაგრებული სურათი
eeee.png


--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა
"სოციალურ გადატრიალებას ახდენენ შიმშილით უკმაყოფილონი, რათა სათავეში მოიყვანონ ძალაუფლებით დაუკმაყოფილებელნი".
ჰემინგუეი
lepori
მსხალი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5292
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 08:49  #54819673      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მადლობა ბიჭებო!!!!
და წარმატებები მომდევო ეტაპებზე!!!!

bis.gif bis.gif





QUOTE
ფეხბურთელებსაც გადასხმოდეთ ამათი წყალი

იწყევლები? biggrin.gif

ფეხბურთში უკეთ გვაქვს საქმე ვიდრე ხელბურთში
აი ყაზახეთი ანდორასთან რომ გავედით პირველზე ფეხბურთში, ისეთი რამე მოვიგეთ ახლა ხელბურთში


--------------------
დო'დოო
Lаki
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28186
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 08:51  #54819675      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lepori
QUOTE
იწყევლები?


ამის მერე
QUOTE
აი ყაზახეთი ანდორასთან რომ გავედით პირველზე ფეხბურთში, ისეთი რამე მოვიგეთ ახლა ხელბურთში

ამას რომ მიწერ, რა ლოგიკაა. smile.gif

განა მე სხვა რამ ვიგულისხმე biggrin.gif
ბეჟანბეჟანი
ტრამპისტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28411
წევრი No.: 139257
რეგისტრ.: 21-November 11

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 08:53  #54819680      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მადლობა ბიჭებო!!!!
და წარმატებები მომდევო ეტაპებზე!!!!



--------------------
ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს. სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს. /ციცერონი/
მტერი ან უნდა დაამარცხო, ან უნდა დაუმეგობრდე.
ცოდნის უდიდესი მტერი გაუნათლებლობა კი არა, ცოდნის ილუზიაა. /სტივენ ჰოუკინგი/
lepori
მსხალი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5292
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 09:04  #54819695      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lаki
მერე ეგეთი წყლის გადასხმა რათ უნდათ ფეხბურთელებს
უკვე ასხიათ biggrin.gif


მაგათ კალათბურთელების წყალი გადავასხათ biggrin.gif


---

ხუმრობა იქით იყოს და კაი გუნდი დადგა ხელბურთელების
მწვრთნელიც კარგად შეეწყო როგორც ჩანს
ახლებიც არიან და ბებრები ხო მგლები გვყვავს

აწ მთავარია სტაბილურობა და და ნებ-ნება ავიწივეთ მაღლა yes.gif
Lаki
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28186
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 09:08  #54819708      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lepori
QUOTE
მერე ეგეთი წყლის გადასხმა რათ უნდათ ფეხბურთელებს
უკვე ასხიათ


ჯერ უნდა გაიმარჯვონ!



QUOTE
ხუმრობა იქით იყოს და კაი გუნდი დადგა ხელბურთელების
მწვრთნელიც კარგად შეეწყო როგორც ჩანს
ახლებიც არიან და ბებრები ხო მგლები გვყვავს

აწ მთავარია სტაბილურობა და და ნებ-ნება ავიწივეთ მაღლა

კი მასეა
და ეს ძალიან გასახარელია. (იმედია ვინმეს არ დაბოღმავს მათი ასეთი წარმატება biggrin.gif)


QUOTE
მაგათ კალათბურთელების წყალი გადავასხათ

კი
მაგათაც ჭირდება
ისე კი მანდ მთავარია გუნდი ბოლომდე შეიკრიბოს (ტამაშებისთVის) mo.gif
babsi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2850
წევრი No.: 229601
რეგისტრ.: 28-February 17

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 09:16  #54819722      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყოჩაღ ბიჭები გილოცავთ, მთავარია ვიღაც დავამარცხოთ და მოვიგოთ და კუბა კიარა თუგინდ ვანუტუ იყვეს bis.gif

სურათში კი ჩანს ქომაგები ბლომად მაგრამ თუ იცოდა ვინმემ ტურნირი რომ ტარდებოდა
Lаki
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28186
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 09:26  #54819745      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
babsi
QUOTE
მთავარია ვიღაც დავამარცხოთ და მოვიგოთ და კუბა კიარა თუგინდ ვანუტუ იყვეს


ჯგუფში მოვუგეთ

ბულგარეთი
აშშ
ნიგერია
ირლანდია
მალტა

ნახევარფინალში ბეჭებზე დავაგდეთ UK
და ფინალში კუბა bis.gif

რა ვანუატუ biggrin.gif

-------
ესეც II ჯგუფის გუნდები

კუბა
ჩინეთი
ბრიტანეთი
აზერბაიჯანი
კოლუმბია
ინდოეთი

========
ანუ, 7 ჩატარებული თამაშიდან მოვიგეთ 7-ვე jump.gif bis.gif

This post has been edited by Lаki on 17 Jun 2019, 09:27
Saturn
Admin


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 40702
წევრი No.: 21369
რეგისტრ.: 5-July 06

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 09:30  #54819752      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
QUOTE (Lаki)
ტურნირის წინ ბიჭებმა დათქვეს, რომ გულშემატკივრის გასახარებლად თავს არ დაზოგავდნენ

და გასასვლელი მორებით ჩახერგეს


--------------------
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან
ილია ჭავჭავაძე
zamzumi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3931
წევრი No.: 233191
რეგისტრ.: 22-June 17

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 11:25  #54820172      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
და გასასვლელი მორებით ჩახერგეს 
       

sad.gif
მოიგეს, ხომ არ წააგეს.
რა არის აქ საღლიცინო?

თუ ქოცების ზეობის ხანაში გამარჯვება სამშობლოს ღალატს უდრის?
konformist
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13956
წევრი No.: 66448
რეგისტრ.: 3-July 08

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 11:31  #54820202      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მოიგეს, ხომ არ წააგეს.
რა არის აქ საღლიცინო?

საღლიცინო ისაა, რომ პროფესიონალიზმი, პროფესიონალური მიდგომა, შრომა და განვითარება, ყველგან ურაპატრიოტული მიდგომებით გვაქვს ჩანაცვლებული... „ეს ჩვენი დიდგორია“
ბასიანი89
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 271
წევრი No.: 248905
რეგისტრ.: 23-February 19

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 11:32  #54820208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ ყველას!


გუნდის წევრებს პირველ რიგში!
smile.gif
turatura
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1258
წევრი No.: 66451
რეგისტრ.: 3-July 08

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 11:35  #54820222      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დიდი წარმატებები ჰქონოდეთ ... .

This post has been edited by turatura on 17 Jun 2019, 11:35


--------------------
ნებისმიერ ცხვარს მწყემსი გენიოსი ჰგონია,
ხოლო ძაღლი – ფარის დამცველი,
თუმცა პატრონიც და ძაღლიც მგლებზე მეტ ცხვარს ჭამენ.
<ფრანკლინი>


გაიღვიძა საქმე ვერ ნახა და გახდა ესქპერტი..
vaxo55
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5159
წევრი No.: 80368
რეგისტრ.: 26-December 08

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 12:07  #54820366      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სულ წარმეტებებით ევლოთ.გვაქვს ქართველებს ხელბურთის ტრადიცია და ნუ შეარცხვენენ ფეხბურთელებივით.
zamzumi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3931
წევრი No.: 233191
რეგისტრ.: 22-June 17

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 12:08  #54820368      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
konformist
QUOTE
საღლიცინო ისაა, რომ პროფესიონალიზმი, პროფესიონალური მიდგომა, შრომა და განვითარება, ყველგან ურაპატრიოტული მიდგომებით გვაქვს ჩანაცვლებული... „ეს ჩვენი დიდგორია“

კონკრეტულად ამ გუნდის ურაპატრიოტობაზე არაფერი ვიცი, მაგრამ ნებისმიერ შეჯიბრზე "დიდგორული" შემართებით უნდა გავდიოდეთ.

ბორის პაიჭაძეს რუსებთან ერთერთი თამაშის წინ მეკარესთვის უთქვამს:
- გახსოვდეს, შენ უბრალო ფეხბურთის ბადეს კი არა, დარიალის კარს იცავო.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0357 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]