ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი ანა შიმშილაშვილი რამდენიმე დღის წინ ისრაელში ქართველების მიმართ განხორციელებული სპეცოპერაციის შესახებ, იმაზე თუ რა მოხდა სინამდვილეში სოციალურ ქსელში წერს :
“მწარე სიმართლე!
ამ დღეებში მასიური დეპორტაციის შემდეგ ისმევა (მე მესთან) რამოდენიმე კითხვა:
1. ისრაელის პოლიციამ მშვენივრად იცის ვინ არის ლეგალი თუ არალეგალი, ან სად ცხოვრობენ და ან რას აკეთებენ, და სად ცხოვრობენ! დამიჯერეთ იციან! მაგრამ თვალს არიდებენ! (ვერ ხედავენ და არ იციან ვითომ)!
იმ დღეს კი მოხდა მასიური დეპორტაცია!
ჩემეული დასკვნა:
ადგილი ქონდა “სპეც.ჩაშვებას”!
ანუ კონკრეტული განაცხადი, კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებით!
აი, როდესაც კონკრეტული დავალება გაქვს, უკვე თვალს ვეღარ აარიდებ და ვეღარ დახუჭავ!
ეს კი ბადებს შემდეგ კითხვას:
2. ვინ იცის ასე მასიურად სად მუშაობენ?
ჩემეული პასუხი:
ისევ და ისევ იმ “დამსაქმებელ”თა ჯგუფმა, რომლებსაც შემოყავთ აქ ყალბი საბუთებით, ასაქმებენ და ამუშავებენ, მაგრამ მეტი სამუშაო ადგილი აღარ აქვთ და ძველი უნდა “გაუშვან” და ახალი უნდა “მიიღონ”, ახალი ფულია გასაკეთებელი!
ამ ჯგუფში კი გაერთუანებულია რამდენიმე ადამიანი, როგორც ქართველი, ასე ებრაელი, როგორც აქ მაცხოვრებელი, ისე ემიგრანტი და ისევე საქართცელოში მაცხოვრებელი!
სახელებს ნუ მომთხოვთ, ემიგრანტებო თავად იცით !!!!!!!!!
და ცოტა თავს თუ გაანძრევთ არა მხოლოდ ემიგრანტებო!!!!!!
3. კიდევ ვინ იცის სად მუშაობენ ასე მასიურად? -ისევ თავად ემიგრანტებმა, ერთ ერთი მათგანი (და არ მითხრათ რომ ვბოდავ და ვიგონებ, ესეც მშვენივრად იცით), “შეკრულია” საემიგრაციოსთან და “ჩაუშვა”!!!
ღმერთო , შემინდე ამას რომ ვამბობ!!!
თუ ვცოდავ მაპატიე, მაგრამ მაქვს სერიოზული საფუძვლები ასე ფიქრის, თორემ:
ისრაელელი ქართველი ემიგრანტების აყვანის და არა 50 ის ერთად, არამედ 200 ის ერთად შეუძლიათ და მეტის სხვადასხვა ღონისძიებებზე, ისინი აქ ცხოვრობენ ლაღი და თავისუფალი ცხოვრებით, იკრიბებიან, პიკნიკობენ, აწყობენ კონცერტებს, აწყობენ საღამოებს, სპექტაკლებს, დადიან კურორტებზე, დადიან ეკლესიებში და წმინდანების საფლავებზე, დადიან ქორწილებში და დღეობებზე! აქვთ ოფიციალური სკოლა ქართულენოვანი, დიასპორის ცენტრი, კულტურის ცენტრი და თქვენ გგონიათ არ იცის პოლიციამ ვინ ვინაა ვინ სადაა?? ? მშვენივრად იციან!
სახლიც იციან ყოველი ემიგრანტის, კარიც, სამსახურიც, თუ ჯრიმინალი არაა არ ერჩიან!
ემიგრანტებო, ერთ რამეს გთხოვთ, თქვენ მშვენივრად იცით ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება, “დამსაქმებელი” რომ ჩამოგიყვანთ, გაეცალეთ მათ მფარველ “კალთას” რაც შეიძლება მალე!
ეცადეთ არ დასაქმდეთ და არ დასახლდეთ 20-30 ემიგრანტი ერთ საწარმოში, ეცადეთ შეინახოთ თქვენი სამუშაო ადგილი თქვენთვის!
თქვენ მშვენივრად იცით, რომ თუ სპეც. ჩაშვება არაა, სახლში არავინ არ გიხტებათ!
ციხე შიგნიდან ტყდება!
ყოველთვის!
განსაკუთრებით კი გვასწავლის ამას ისევ საქართველოს ისტორია!
მე ძალიან ვბრაზობ ისევ თქვენზე….
მაგრამ ისევ ჩემები ხართ და მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ!
მეორე მოწოდება კი ის იქნება, განვმეორდები:
ვინც უკვე ვალები გაისტუმრეთ, შვილებიც მოაწყვეთ და სახლებიც შეიძინეთ, დაუბრუნდით საქართველოს, გთხოვთ, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო…
პ.ს.
ყოველი ისრაელის თუ საქართველოს გამლანძღველი დაიბლოკება!
აქ წყევლას, კრულვას, გინებას და ჰიტლერის გაცოცხლების მსურველს ადგილი არ აქვს!
თქვენს გვერდზე იწყევლეთ და უწმაწური სიტყვებითაც იქ გამოხატეთ თქვენი ემოციები!”
პატივისცემით ანნა კოლ – შიმშილაშვილი”
http://progressnews.ge/pasukhi-kithkhvaze-...pbjXycF6pURu0C8
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3