forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ავტომობილები გამონაბოლქვზე ქუჩაში მოძრაობისას, ადგილზე შემოწმდება!-ინიციატივაზე შსს/არასამთავრობო
Lаki
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28186
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 14:13  #54821069      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ავტომობილები გამონაბოლქვზე ქუჩაში მოძრაობისას ადგილზევე შემოწმდება - ინიციატივაზე შსს არასამთავრობოებთან ერთად მუშაობს


ავტომობილების გამონაბოლქვზე ქუჩაში მოძრაობისას ადგილზევე შემოწმების აუცილებლობაზე სამოქალაქო სექტორი აქტიურად საუბრობს.

აღნიშნულის შესახებ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ თემატური მოკვლევის შედეგებშიც იყო აღნიშნული.

ახლა კი, "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ შს სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციით, მუშაობს ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ავტომობილების გამონაბოლქვზე შემოწმება ქუჩებშიც დაიწყება. სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ განიხილება ქუჩაში ავტომობილების გამონაბოლქვზე მონიტორინგი.

„არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციით მიმდინარეობს მუშაობა ინიციატივებზე, რომლებიც სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შედეგებს გააუმჯობესებს. მათ შორის, ქუჩაში მონიტორინგის საკითხიც განიხილება,“-აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, იმასაც რომ 11 მაისს ორგანიზაციის „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ტექისნპექტირების ასოციაციის ინიციატივით, გამონაბოლქვზე ავტომობილის ქუჩებში შემოწმების მინი-აქცია ჩატარდა. კერძოდ, როგორც „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, სამოქალაქო რეიდის ფარგლებში, 1 საათის განმავლობაში 12 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოწმდა გამონაბალქვზე. მისივე თქმით, ყველა საშუალებას გავლილი ჰქონდა ტექნიკური ინსპექტირება, თუმცა, ამ კვლევის ფარგლებში გამონაბოლქვის ტესტი 5-მა მათგანმა ვერ გაიარა.

https://www.bpn.ge/article/57337-avtomobile...ertad-mushaobs/

up.gif


--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა
"სოციალურ გადატრიალებას ახდენენ შიმშილით უკმაყოფილონი, რათა სათავეში მოიყვანონ ძალაუფლებით დაუკმაყოფილებელნი".
ჰემინგუეი
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 31274
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 14:17  #54821084      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეეეეემ,მარშუტკები არ შეამოწმეს გამონაბოლქვზეე?არ გაიარეს ტექდათვალიერებაა?


--------------------
"Is this a dagger which I see before me?"

მიფრთხილდი, ჯოხი არ შეგირჭო (c) ლენა
Lаki
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28186
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 14:23  #54821112      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს ნახეთ sad.gif


ახლო მომავალში შესაძლოა საპატრულო პოლიციამ ავტომობილი გააჩეროს, თუ ის ჰაერში შავ ან ნაცრისფერ ბოლს აფრქვევს

ასთმა, თვალების გაღიზიანება, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება,­ სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - ამ ყველაფერს მტვრის მყარი ნაწილაკების ორგანიზმში მოხვედრა იწვევს, რომლებითაც დედაქალაქის ჰაერია გაჯე­რებული და დასაშვებ ზღვარს მნიშვნელოვნად აჭარბ­ებს. წლიდან წლამდე იზრდება­ ჰაერში აზოტის დიოქსიდის რაოდენობა, რომლის მთავარი წყარო შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებია. ექსპერტების შეფასებით, ვითარება საგანგაშოა, განსაკუთრებით­ სახიფათოა ტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებში ბავშვებით სეირნობა, რადგან ჰაერის დამბინძურებლების ყველაზე დიდი კონცენტრაცია სწორედ ბავშვის ეტლის სიმაღლეზეა.

საქართველოში ბოლო ათწლეულში­ ჰაერის მდგომარეობა რომ მნიშვნელოვნად გაუარესდა და მოსახლეობის ჯანმრთელობას არყევს, სახელმწიფო აუდიტის ეფექტიანობის ანგარიშშიც არის დაფიქსირებული.

2016 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტმა საერთაშორისო კვლევა ჩაატ­არა და გამოავლინა, რომ ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანო­ბის დონით საქართველო მსოფ­ლი­ოში მე-3 ადგილზეა, იელის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად კი ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილს იკავებს.


აუდიტის სამსახური ანგარიშში მიუთითებს,­ რომ მზარდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის მაღალი ხარისხის სტანდ­არტის დაცვა, რადგან საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების გამოქვეყნებული­ არასახარბიელო მონაცემები ქვეყნის­ ტურისტულ რეპუტაციაზე­ უარყოფითად აისახება. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბ­ინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს: მრეწველობისა და მშენებლობის ობიექტებიდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევა და ავტოტრანსპორტის მიერ მავნე ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურება. აუდიტის სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მეორე წყაროზე, რადგან საავტომობილო გაფრქვევები მთლიანი გაფრქვევების 71%-ს შეადგენს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება­ ერთ-ერთი უმთავრესი რისკია ჯანმრთელობისთვის, რაც, ექსპერტთა შეფასებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 2 მილიონი კაცის სიკვდილის მიზეზი ხდება. ატმოსფერულ ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკები ადამიანის ჯანმრთელობაზე გაცილებით მეტად ახდენს მავნე ზემოქმედებას, ვიდრე ჰაერის ნებისმიერი სხვა დამბინძურებელი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ სწორედ ეს უკანასკნელი ითვლება ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშად, რადგან მყარ ნაწილაკებს შესწევთ უნარი, შეაღწიონ ბრონქიოლების პერიფერიულ უბნებში და ხელი შეუშალონ ჰაერცვლას ფილტვებში, რაც ადრეული ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის რისკს ზრდის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის მქონე ქალაქებში სიკვდილიანობის ზოგადი მაჩვენებელი 15-20%-ით აჭარბებს შედარებით სუფთა ჰაერის მქონე ქალაქების მაჩვენებლებს. დაავ­ადებების სპექტრი ფართოა და ძირითადად დამოკიდებულია ჰაერში დამბინძურებლების სახეობაზე, კონცენტრაციაზე, ექსპოზიციის ხანგრძლივობასა და ორგანიზმის მდგომარეობაზე. განსაკუთრებით სახიფათოა მისი ზემოქმედება შედარებით მაღალი რისკის ჯგუფის მოსახლეობაზე - ბავშვებსა და ორსულ ქალებზე.

საქართველოში არ ჩატარებულა ეპიდემ­იოლოგიური კვლევა, რომელიც დაადასტ­ურებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურ­ე­ბასა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებებს შორის მიზეზშედეგობრივ კავშირებს და რისკებს შეაფასებს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქარ­თველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თბილისში ჰაერის ხარისხის მაჩვენებლები შეისწავლა - კვლევამ აჩვენა, რომ 2018 წელთან შედარებით (იანვარ-მარტი) 2019 წელს ჰაერის ხარისხი უფრო გაუარესდა.

ეკა ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე: "მონაცემები ავიღეთ წერეთლის პროსპექტზე მდებარე ჰაერის მონიტორინგის სადგურიდან, რომელიც ჰაერის ხარ­ისხის რამდენიმე პარამეტრს ავტომატურ რეჟიმში ზომავს. ჩვენი ექსპერტ-კონსულტანტების შეფასებით, სურათი, რომელიც გვაქვს წერეთლის პროსპექტზე, შეგვიძლია ტრანსპორტით დატვირთულ სხვა ქუჩებზეც განვაზოგადოთ. შედეგებმა გვაჩვენა, რომ მიმდინარე წლის სამ თვეში ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია გასულ წელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა. თუ შარშან ამ დამბინძურებლის კონცენტრაცია ჰაერში ნორმას 33%-ით აჭარბებდა, წლეულს 58%-ით აჭარბებს. მყარი ნაწილაკები (PM2.5 და PM10) ჰაერის­ ის დამბინძურებლებია, რომელთა გამოფრქვევა, ტრანსპორტის გარდა, სამშენებლო ობიექტებზეც ხდება და განსაკუთრებით საშიშია, რადგან ადვილად აღწევს ჩვენს ორგანიზმში. წლების განმავლობაში ვსუნთქავთ მყარი ნაწილაკებით გაჯერებულ ჰაერს და ერთ დღესაც აღმოვაჩენთ, რომ ჯანმრთელობა შეგვერყა, მიზეზს კი ვერ ვხვდებით.

PM2.5-ის რაოდენობა წლიურ საშუალო ნორმას 16%-ით აჭარბებს და გასულ წელთან შე­დარებით უმნიშვნელოდ, 1%-ით­ არის გაზრდილი. PM10-ით დაბინძურება 2019 წელს შემცირებულია შარშანდელთან შედარებით, თუმცა წლიურ საშუალო ნორმაზე მაინც 34%-ით მაღალია.

გარდა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებისა, მერიისგანაც გამოვითხოვეთ ტრანსპორტის ნაკადების შესახებ ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ავტომობილების ნაკადის ზრდა პირდაპირ უკავშირდება ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის ზრდას. ჰაერის დაბინძურებაში დიდ როლს თამაშობს მოძველებული და დიზელისძრავიანი ტრანსპორტი. საგანგაშო რეალობამ დაგვანახა, რომ გამონაბოლქვზე ავტომობილების შემოწმება ქუჩაშიც საჭიროა. დღეს მძღოლები სხვადასხვა მანიპულაციას მიმართავენ ტექინსპექტირების გასავლელად და საბუთის მიღების შემდეგ მათი ავტომობილები ქუჩაში კვლავ შავ ბოლს აფრქვევენ. კონტროლის მექანიზმის არარსებობის გამო ასეთ ავტომობილს ქუჩაში არავინ გააჩერებს. ჩვენი კვლევის მიზანი იყო, ხელისუფლების წარმომადგენლებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომლებიც ჩვენთან ერთად სუნთქავენ ამ ჰაერს და რომელთა შვილები ჩვენს შვილებთან ერთად სეირნობენ ამ ქუჩებში, ვაჩვენოთ, რომ ჰაერმა არ იცის სოციალური სტატუსი, ყველა ვსუნთქავთ უკიდურესად დაბინძურებულ ჰაერს.

გვესმის, რომ ეს კომპლექსური თემაა და კოორდინირებულ მუშაობას საჭიროებს, მაგრამ დღევანდელი კატასტროფული მდგომარეობა ცხადყოფს, რომ ამ პრობლემას პატრონი არა ჰყავს. არსებობს თბილისის ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების სტრატეგია, სადაც ბევრი კარგი პუნქტია გაწერილი, მაგრამ არ არსებობს უწყება, რომელიც ამ ყველაფრის შესრულებას იკისრებს. სანამ უფრო უარეს სურათს მივიღებთ, ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს და ხისტი, თუნდაც არაპოპულარული ნაბიჯები გადადგას".

ნინო ჩხობაძე, "საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრები" თავმჯდომარე: "ჰაერის დაბინძურები ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ თბილისში ავტოპარკი იზრდება. მართალია, ნელ-ნელა შემოდის ელექტრო და ჰიბრიდულძრავიანი ტრანსპორტი, მაგრამ პრობლემა კვლავაც მწვავეა. საქმე ის არის, რომ თბილისის ქვაბული, ფაქტობრივად, არ ნიავდება, ამას გარდა, მაღალი შენობების გამო დაბინძურებული ჰაერი ქალაქში კონცენტრირდება. ჯერაც არ გვყავს საკმარისი რაოდენობის მუნიციპალური ტრანსპორტი, რასაც კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირება უნდა მოჰყვეს. სწორედ ამ გზით გააუმჯობესეს განვითარებულმა ქვეყნებმა ჰაერის ხარისხი.

ვერ ვიტყვი, რომ ისეთი საგანგაშო ვითარება გვაქვს, როგორიც პეკინშია, მაგრამ არც შესაშური მდგომარეობაა.მინდა მშობლებს ვურჩიო: ხშირად გვინახავს ცენტრალურ ქუჩებში, იქ, სადაც ხშირია საცობები და ავტომობილები ჩართული ძრავებით დგანან, საბავშვო ეტლებით მოსეირნე მშობლები. ასეთ ადგილებში გამონაბოლქვის კონცენტრაცია ძალიან მაღალია, ამიტომ იქ ბავშვების სეირნობა მიზანშეწონილი არ არის".

P.S. როგორც "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, შსს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციით, მუშაობს ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ავტომობილების გამონაბოლქვზე შემოწმება ქუჩებშიც დაიწყება. მიუხედავად იმისა, გავლილი ექნება თუ არა სატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური ინსპექტირება, საპატრულო პოლიციას უფლება ექნება გააჩეროს და შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება ავტომობილის ძრავიდან გამოტყორცნილი გამონაბოლქვი დაშვებულ ნორმას.

სამინისტროში დგვიდასტურე, რომ განიხილება ქუჩაში ავტომობილების გამონაბოლქვზე მონიტორინგი. ასე რომ, ახლო მომავალში შესაძლოა საპატრულო პოლიციამ ავტომობილი გააჩეროს, თუ ის ჰაერში შავ ან ნაცრისფერ ბოლს აფრქვევს.
ბერმუხა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1918
წევრი No.: 188317
რეგისტრ.: 3-July 14

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 14:24  #54821125      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ავტომობილები გამონაბოლქვზე ქუჩაში მოძრაობისას ადგილზევე შემოწმდება - ინიციატივაზე შსს არასამთავრობოებთან ერთად მუშაობს


გაქანებული ეძიკაზაცია მიდის ..... ნოლშესტებს და ჭრელ ჯოხებს როდის დააბრუნებენ ? ღიპები უკვე დაიბრუნეს facepalm.gif

ხუთ იდესა მივაწვდი :
1. ძრავის ნომრები შეგვიმოწმონ, თუ არ დაემთხვა 500 ლარი ჯარიმა.
2. ამრკლი ლენტების ყიდვა გვაიძულონ 100 ლარად.
3. "აპტეჩკა" + ცეცხლმაქრი, ჯარიმა 200 ლარი.
4. "რუჩნოი" შეგვიმოწმონ ადგილზე, ჯარიმა 300 ლარი.
5. ხელის რადარები იყიდონ, ისეთები სულ სიჩქარის გადაჭარბებას რომ აჩვენებს. (ბავშვობაში მინახავს)

Lаki

მეგობარო დეზას ტირაჟირება არაა კარგი ამბავი.

QUOTE
2016 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტმა საერთაშორისო კვლევა ჩაატ­არა და გამოავლინა, რომ ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანო­ბის დონით საქართველო მსოფ­ლი­ოში მე-3 ადგილზეა, იელის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად კი ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილს იკავებს.




უსირცხვილო ტყუილი და დეზინფორმაცია, ბიდლოს წველისთვის შემზადების ახალი ეტაპი დაიწყო.

This post has been edited by ბერმუხა on 17 Jun 2019, 14:30
B-E-R-U
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29018
წევრი No.: 131806
რეგისტრ.: 28-May 11

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 14:30  #54821159      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აბა ტექდათვალიერება რისთვისაა? არ აქვს შედეგი ანუ? ვერ ამოწმებენ საკმარისად ეფექტურად?
Lаki
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28186
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 14:31  #54821164      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბერმუხა
QUOTE
გაქანებული ეძიკაზაცია მიდის ..... ნოლშესტებს და ჭრელ ჯოხებს როდის დააბრუნებენ ? ღიპები უკვე დაიბრუნეს 

ხუთ იდესა მივაწვდი :
1. ძრავის ნომრები შეგვიმოწმონ, თუ არ დაემთხვა 500 ლარი ჯარიმა.
2. ამრკლი ლენტების ყიდვა გვაიძულონ 100 ლარად.
3. "აპტეჩკა" + ცეცხლმაქრი, ჯარიმა 200 ლარი.
4. "რუჩნოი" შეგვიმოწმონ ადგილზე, ჯარიმა 300 ლარი.
5. ხელის რადარები იყიდონ, ისეთები სულ სიჩქარის გადაჭარბებას რომ აჩვენებს. (ბავშვობაში მინახავს)


ყველაფერი ამის ყიდვას/გაკეთებას ერთი აირწინაღის ყიდვა ჯობია yes.gif

QUOTE
უსირცხვილო ტყუილი და დეზინფორმაცია, ბიდლოს წველისთვის შემზადების ახალი ეტაპი დაიწყო.
PAINKILLER
FirePower


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 59356
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 14:32  #54821176      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ახლო მომავალში შესაძლოა საპატრულო პოლიციამ ავტომობილი გააჩეროს, თუ ის ჰაერში შავ ან ნაცრისფერ ბოლს აფრქვევს


და აქამდე რატომ არ აჩერებდნენ??


--------------------
SUBARU LEGACY 3.0R SI-DRIVE - Crazy MONSTER Wagon !

Intel i5-8400 6-Core 4.0GHz
AORUS Z370 Gaming 7 RGB
AORUS 16GB 3200MHz DDR4 RGB
AORUS GTX 1070 RGB
Samsung 970 EVO 500GB M.2 NVMe + 860 EVO 1TB SATA
Seasonic PLATINUM 1050W Full
CORSAIR Graphite 730T Full
DELL U2515H 25" 2K IPS
ბერმუხა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1918
წევრი No.: 188317
რეგისტრ.: 3-July 14

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 14:34  #54821193      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
B-E-R-U
QUOTE
აბა ტექდათვალიერება რისთვისაა?


ფულის საშოვნელად ...... მე ამას 2 წლის წინ ვწერდი და ბევრს ხალხის მტერი ვეგონე.
გინდათ სუფთა ჰაერი მაშინ საჭიროა მინიმუმ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10 წლის მანძილზე.

თუმცა ჩვენ დავაგვიანეთ, 10 წელში ელექტრომობილები წამოგვეწევა და ისედაც მოგვარდება .....
Omid77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2120
წევრი No.: 188692
რეგისტრ.: 11-July 14

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 14:40  #54821224      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
აბა ტექდათვალიერება რისთვისაა? არ აქვს შედეგი ანუ? ვერ ამოწმებენ საკმარისად ეფექტურად? 


ახალი ბიზნესი გაიჩითა თბილისში, ნაწილების გაქირავება ტექ დათველიერებისთვის
boli.gif
PAINKILLER
FirePower


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 59356
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 14:40  #54821232      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
user posted image


user posted image

ბერმუხა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1918
წევრი No.: 188317
რეგისტრ.: 3-July 14

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 14:52  #54821297      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lаki
QUOTE
აგერაა ლინკი
https://www.bpn.ge/article/57332-mxutavi-ha...sho-statistika/


აბზაცი მაგ ლინკიდან

"შედეგებმა გვაჩვენა, რომ მიმდინარე წლის სამ თვეში ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია გასულ წელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა. თუ შარშან ამ დამბინძურებლის კონცენტრაცია ჰაერში ნორმას 33%-ით აჭარბებდა, წლეულს 58%-ით აჭარბებს. "

სირული რეგულაციის "ტეხასმოტრი" , ლოგიკური შედეგი.
იიი CO მაგარი შხამია და უნდა გავზომოთ, ვერ გაიარა მანქანამ შემოწმება, მიიყვანეს ხელოსანთან "შეაკეთეს" მიიღეს დაბალი CO მაგრამ მაღალი NOx.
იიი დიზელი შავად ბოლავს, მიიყვანეს ხელოსანთან "შეაკეთეს", აღარ ბოლავს მაგრამ მაღალი NOx.

ტოტალური უცოდინრობის და დილეტანტიზმის ქვეყანაში ვცხოვრობთ, ნუთუ ძნელია იმის წაკითხვა რომ ნარევის გაღარიბებით (დაბალი CO, ნაკლები მური) ვღებულობთ მაღალ NOx.

კიდევ საკითხავია რომელი უფრო "შხამიანია" NOx, CO თუ მური.
არისტოტელე999
რაღას უცდი? გაისროლე ბოლო ტყვიაც


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5693
წევრი No.: 190521
რეგისტრ.: 27-August 14

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 14:53  #54821301      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან კარგია, მაგრამ ეჭვი მეპარება ვინმე გააჩერონ...


--------------------
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი...
B-E-R-U
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29018
წევრი No.: 131806
რეგისტრ.: 28-May 11

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 15:16  #54821434      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Omid77 @ 17 Jun 2019, 14:40 )
QUOTE
აბა ტექდათვალიერება რისთვისაა? არ აქვს შედეგი ანუ? ვერ ამოწმებენ საკმარისად ეფექტურად?  


ახალი ბიზნესი გაიჩითა თბილისში, ნაწილების გაქირავება ტექ დათველიერებისთვის
boli.gif

მაგაზე, რამე გამოძიება რომ ჩატარდეს, არ შეიძლება? ნუ ესენი რომ არიან არაფრის გამკეთებელი ვიცი, მაგრამ...
dat111
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2760
წევრი No.: 24846
რეგისტრ.: 25-October 06

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 16:59  #54822083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ახლო მომავალში შესაძლოა საპატრულო პოლიციამ ავტომობილი გააჩეროს, თუ ის ჰაერში შავ ან ნაცრისფერ ბოლს აფრქვევს

კერძო მსუბუქ მანქანებს თუ შეეხებიან მარტო თორე ავტობუსებს, მარშუტკებს და სატვირთოებს ხმას არ გასცემენ,
ხო მართლა გუშინ სანაპიროზე კრუზერ 200 მიდიოდა ისეთი კარგი შავი ბოლი გასდიოდა იმის დედა ვატირე, მაგას არ ეკუთვნის ტექ-დათვალიერება პახოდუ ჩვენ "გენიოს"კანონმდებლებს რომ კითხო biggrin.gif


* * *
QUOTE
მაგაზე, რამე გამოძიება რომ ჩატარდეს, არ შეიძლება?

ჯერ იმაზე ჩაატარონ გამოძიება რა პრინციპით გადის ყველა სახის კომერციული და მძიმე ტექნიკა ტექდათვალიერებას, ხო ისიც დაამატონ რატო გაუგრძელეს ამ მარშუტკებს 2020 წლის ბოლომდე სიარულის უფლება ( დიდი ალაბათობით მერეც გაგრძელდება იგივე), მერე მაგათ ახალ ჩამოყვანილი დიზელის ავტობუსებიც დაემატება. მერე მან-ებზე კატალიზატორების შეცვლის დრო რო მოვა მოხსნიან გადაყრიან და ისე ივლიან, სადაც კონდიციონერებისათვის ვერ მოუვლიათ იქ კატ-ებს ვინ მიხედავს
GEORGEXIII
Turbo Mivec


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 43147
წევრი No.: 206754
რეგისტრ.: 23-August 15

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 17:36  #54822284      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ყვითელი ბოგდანებით და სამარშუტო ტაქსებით დაიწყონ


--------------------
BMW X5 E53 2000 MT 3.0i 232hp
MITSUBISHI Colt Ralliart Version R 2006 MT 1.5Turbo 154hp
TOYOTA Celica GTFour 1996 MT 2.0 Turbo 255hp
FORD Focus S 2012 MT 2.0 160hp
BMW F30 2015 AT 181hp
ACURA ILX 2012 CVT 1.5 Hybrid 111Hp
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0286 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]