Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სტომატოლოგია > დიპლომისშემდგომი განათლება


Posted by: თამ 2 Aug 2006, 09:51
რეზიდენტურამდე,სასერთიფიკაციო გამოცდებზე რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ხომ არ გაქვთ? როდის არის ან კერძოდ რომელი ტესტები ბარდება?

Posted by: ტანკე 2 Aug 2006, 16:07
მეც მაინტერესებს ეგ,რაღაც ერთიანი გამოცდებია თუ რაღაცაო,თუ გაიგებთ რამეს დაპოსტეთ

Posted by: ikebana 2 Aug 2006, 20:09
სექტემბერში ტარდება, მაგრამ ჯერ ტესტები არ არის. სექტემბრის დასაწყისში იქნება.

Posted by: RAMZESI 6 Aug 2006, 01:10
მე ეხლა დავამთავრე და ეს ტესტები აუცილებელია თუ ეგეთ პონტში,ან პირდაპირ რეზიდენტურაზე ვერ მოვხვდები?
და კიდევ აზრი არ აქ თუ როდის ჩავაბარ რეზიდენტურაზეე?? მემგონი ჩემზე ხო დამოკიდებული ლიცენზიას როდის ავირებ , იმიტომ რომ საზღვარგარეთ მივდივარ და ერთ ორ წელში ჩამოვალ და მაგიტო ვიკითხე.

Posted by: ikebana 6 Aug 2006, 19:41
RAMZESI
QUOTE
მე ეხლა დავამთავრე და ეს ტესტები აუცილებელია თუ ეგეთ პონტში,ან პირდაპირ რეზიდენტურაზე ვერ მოვხვდები?

აუცილებელია, როგორც ვიცი.
QUOTE
და კიდევ აზრი არ აქ თუ როდის ჩავაბარ რეზიდენტურაზეე?? მემგონი ჩემზე ხო დამოკიდებული ლიცენზიას როდის ავირებ , იმიტომ რომ საზღვარგარეთ მივდივარ და ერთ ორ წელში ჩამოვალ და მაგიტო ვიკითხე.

კი, სულ ერთია როდის გახვალ სალიცენზიო გამოცდაზე. უბრალოდ, სულ იცლება ეს წესები და კანონები და შენც როცა დააპირებ, მაშინ მოქმედი კანონების შესაბამისად უნდა მოიქცე.

Posted by: თამ 6 Aug 2006, 22:45
ikebana
QUOTE
სექტემბერში ტარდება, მაგრამ ჯერ ტესტები არ არის. სექტემბრის დასაწყისში იქნება.

რომელი ტესტებია?

Posted by: ikebana 7 Aug 2006, 01:37
თამ
როგორ რომელი?.................

Posted by: RAMZESI 7 Aug 2006, 19:28
ikebana
და ეგ ტესტებიც რო მერე იყოს რამე ხო არ მოხდება , იმიტომ რომ მე საზღვარგარეთ მივდივარ და ასე 2 ან 3 წელიწადში ჩამოვალ, სალიცენზიოც და ტესტებიც იმედია მერეც იქნება ან საერთოდ გაუქმდება biggrin.gif მარა იქაც მომოწევს სწავლა ორთოპედიის განხრით.

Posted by: ikebana 7 Aug 2006, 21:01
RAMZESI
თუ სწავლის გაგრძელებას კიდევ აპირებ, მიუხედავად იმისა იქ რა გამოცდების ჩაბარება მოგიწევს აქ მაინც უნდა გაიარო სალიცენზიო გამოცდები. თუმცა ღმერთმა იცის 3 წლის მერე რა კანონები იქნება smile.gif

Posted by: თამ 7 Aug 2006, 21:39
ikebana
QUOTE
თამ
როგორ რომელი?.................

როგორ და ზოგადი პროფილის, სალიცენზიო, თუ რაიმე სხვა??

Posted by: ikebana 7 Aug 2006, 21:46
თამ
რა ვიცი, ჩემო კარგო, ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდები ქვია და არამგონია იგივე ტესტები გამოიყენონ.
QUOTE
ზოგადი პროფილის, სალიცენზიო,

ეს სალიცენზიო გამოცდები არაა. ამის შემდეგ გადიხარ მოდულებს ან რეზიდენტურას და შემდეგ გეძლევა უფლება გახვიდე სალიცენზიო გამოცდაზე.
იმედია აგიხსენი.
ისე უფრო დაწვრილებით ყაზბეგის 23-ში შეგიძლია გაიგო.

ხო, სხვათა შორის მგონი "უნარ-ჩვევების" მსგავსი ტესტებიც შედის.

Posted by: თამ 8 Aug 2006, 13:03
ikebana
QUOTE
ისე უფრო დაწვრილებით ყაზბეგის 23-ში შეგიძლია გაიგო.

მანდ ვიყავი დიდი ხნის წინ და დაწვრილებით კი არა,რაც იციან იმის ნახევრის თქმაც არ სურთ.. user posted image
QUOTE
ხო, სხვათა შორის მგონი "უნარ-ჩვევების" მსგავსი ტესტებიც შედის.

მაგ უნარ-ჩვევების მსგავსი ტესტები სად შემიძლია ვნახო ხომ არ იცი? user posted image

Posted by: ტანკე 8 Aug 2006, 14:56
მეც ვიყავი მანდ და ტიპმა გადამრია,მაგას რა უნდა მაგ ადგილზე,ტიპი გაგებაში არ არის სად არის და რად არის მანდ

Posted by: RAMZESI 8 Aug 2006, 16:43
მაშინ ვინც გარკვეულია იმან დაწეროს ან რამე მისამართი მაინც დააგროს რომ ნორმალურად გავერკვიოთ smile.gif

Posted by: თამ 8 Aug 2006, 17:49
RAMZESI
www.medacademy.edu.ge თუ სხვას გავიგებ , გეტყვი

Posted by: RAMZESI 8 Aug 2006, 20:12
თამ
ჯიგარი ხარ, ცოტა გავერკვიე biggrin.gif

Posted by: ikebana 8 Aug 2006, 21:17
თამ
QUOTE
სექტემბერში ტარდება, მაგრამ ჯერ ტესტები არ არის. სექტემბრის დასაწყისში იქნება.

მსგავსი კი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებია.

Posted by: თამ 8 Aug 2006, 23:03
RAMZESI
თუ რამით შემიძლია კვლავ დაგეხმარები,არ მოგერიდოს მომმართე

Posted by: RAMZESI 9 Aug 2006, 17:05
ჯიგარი ხარ,biggrin.gif აქ იმისათვის ვართ რომ ერთმანეთს დავეხმაროთ და შედეგიც, ასევე მეც თუ რათქმაუნდა რაიმეთი დახმარაბა შემიძლია, ასევე მომართედ..
არა და როგორ მეცოდება ეს საწყალი მოხუცი biggrin.gif ნიკაპი შუბლამდე რო აქვს smile.gif მაგისთვის ჩავაბარე და ვიღრწვი ამდენს biggrin.gif მოკლედ პატივისცემას არ დაგიკარგავთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif







იუმორის 5 წუთი biggrin.gif მაგრამ ყველას დიდი მადლობა ყურადღებისათვის

Posted by: თამ 9 Aug 2006, 19:27
RAMZESI
you are welcome !

Posted by: lastochka 19 Mar 2008, 20:06
მე როგორც ვიცი ან აგვისტოს ბოლოს იქნება ეგ ტესტები (რეზიში ჩასაბარებელი) ან სექტემბრის დასაწყისში და medacademy_ზე არის ეგ ტესტები (ერთიანი საკვალიფიკაციო სტომატოლოგია) და კიდევ არის rama.moh.gov.ge_ზეც, მე როგორც მითხრეს ეგ ტესტები ბარდება რეზიზე yes.gif

Posted by: Summer 19 Mar 2008, 22:07
QUOTE
rama.moh.gov.ge

ამ საიტზეა ბოლო ტესტები. smile.gif შარშან მასე იყო.

Posted by: lastochka 19 Mar 2008, 23:14
Summer
rama_ს ტესტები რო შეადარო მედაკადემის ტესტებს ერთი და იგივეა biggrin.gif უბრალოდ რამაზე ეხლა სხვა შრიFტია მარა იძახიან 500 ახალი დაემატებაო მარა ეს 2000 თუ იცი იმ ახალ 500 ეგრევე ჩაყლაპავ biggrin.gif

Posted by: Summer 19 Mar 2008, 23:48
lastochka

QUOTE
rama_ს ტესტები რო შეადარო მედაკადემის ტესტებს ერთი და იგივეა  უბრალოდ რამაზე ეხლა სხვა შრიFტია მარა იძახიან 500 ახალი დაემატებაო მარა ეს 2000 თუ იცი იმ ახალ 500 ეგრევე ჩაყლაპავ

მთლად ერთი და იგივე არ არის დამიჯერე.

Posted by: lastochka 9 May 2008, 21:17
წელს ვამთავრებ და არ ვიცი ვისტან რომელ კლინიკაში გავიარო რეზიდენტურა, ყველა მამალაძეს გაიძახის და სხვა ვარიანტებს კიდევ რას მირჩევთ?

Posted by: ikebana 9 May 2008, 21:44
lastochka
აბაშიძის 56-ში.

Posted by: lastochka 9 May 2008, 22:06
ikebana
QUOTE
აბაშიძის 56-ში.

კლინიკაა რამე? და თვითონ სამედიცინოს რეზიდენტურაზე ხომ არ იცი რამე (მამალაძის არა, ცალკე რო აქვს კიდე) და როგორც ვიცი 4500$ ღირს ტერაპია 1 წელი და ყველგან ესეთი ფასებია? tan.gif

ააააააააააააააააააააააააააა მგონი ვიცი ახალ აშენებულ კორპუსში როა? მგონი ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრი აბრაზე გოგო მწვანე ვაშლით ხელში?

Posted by: ikebana 9 May 2008, 22:18
lastochka
ქეთი გოგილაშვილია ხელმძხვანელი თვითონ და მგონი სწორედ უნივერსიტეტის რეზიდენტურაა.

Posted by: lastochka 9 May 2008, 22:21
ძაან დიდი მადლობა იმედია სხვებიც გამომეხმაურებიან 2kiss.gif

Posted by: ika_f2005 12 May 2008, 10:56
ბევრი სხვა სარეზიდენტურო ბაზებია რომლებიც ლიცენზირებულია და კველა იტვლება უნივერსიტეტის რეზიდენტურად.კველას სხვადაააცესებსსხვა პირობები აწვს მაგრამ პასი კველგან ერტია(რასაც უნივერსიტეტი დააწესებს) ეს ოგონდ უნიდენტ არ ეხება რატომგაც

Posted by: Gedsa_Neo 12 May 2008, 20:00
QUOTE
აბაშიძის 56-ში.



მე გავდივარ მანდ და რავიცი კმაყოფილი ვარ smile.gif ცედექსის ბაზაა

QUOTE
ოგონდ უნიდენტ არ ეხება რატომგაც


არალიცენზირებულია, დამოუკიდებელია და მაგიტომ

სხვათაშორის ეს ერთერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო რატომაც არ წავედი...
QUOTE
მგონი ვიცი ახალ აშენებულ კორპუსში როა?


კი
QUOTE
მგონი ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრი აბრაზე გოგო მწვანე ვაშლით ხელში?

არა

შეგიძლია მოხვიდე, დაათვალიერო და გაესაუბრო, დილის 10დან საღამოს 9მდე smile.gif

Posted by: lastochka 13 May 2008, 18:04
Gedsa_Neo
აჰა გასაგებია მიზეზი რატომაც არ წახვედი მამალაძესთან მაგრამ მაინც ბევრი იკლავს თავს მაგასთან მოხვედრაზე, ჩემთვის მთავარია კარგი ბაზა და პაციენტებთან ვიზა ქონდეს და იქნებ მართლაც შემოვიარო chups.gif თუ შეიძლება

Posted by: ika_f2005 16 May 2008, 19:51
ბევრი პაციენტი იქაა სადაც უფასოა მიგება.ერთი ორი ვიცი კიდეც შემიძლია გირჩიო:დენტივერი ბაზაც უკარგესია და უამრავი პაციენტი მკავდა რეზიდენტურის პერიოდში (მანდ გავიარე)ბოლოს ჩაწერასაც ვეგარ ვახერხებდი.კიდე ერთია ვაკესი სახელი აგარ მახსოვს მაგრამ მგონი მეც ცედექსზე ვამბობ.იქ ფასიანია მიგება მაგრამ უფასო აქციები აქვთ.მოკლედ უნდა დაიარო და აარჩიო.წარმატებებს გისურვებ

Posted by: Gedsa_Neo 16 May 2008, 22:47
QUOTE
ერთია ვაკესი სახელი აგარ მახსოვს მაგრამ მგონი მეც ცედექსზე ვამბობ.იქ ფასიანია მიგება მაგრამ უფასო აქციები აქვთ.


არა უფასოა ჩვენთან smile.gif

Posted by: lastochka 17 May 2008, 15:24
რეზიდენტურა 2 წლიანი გახდა მართლა?
Gedsa_Neo
და შენი რეზი რა ღირს? დენტივერსაც კიდევ გავიკითხავ და მაინტერესებს შენთან როგორი პირობებია, გასაგებია რო პაციენტები გყავთ და მასალებითაც მომარაგებულები ხართ ხო? და ანუ დღის განრიგი როგორი გაქვთ რამდენხნიანი და თეორიასაც გადიხართ? user.gif user.gif

Posted by: Gedsa_Neo 17 May 2008, 19:48
lastochka
QUOTE
რეზიდენტურა 2 წლიანი გახდა მართლა?


არ ვიცი... როგორც მახსოვს ზაფხულში გადაწყდებაო, მმეგონი მასე აპირებენ

QUOTE
და შენი რეზი რა ღირს?


445 ლ თვეში smile.gif

QUOTE
პაციენტები გყავთ


ჩემი პაციენტები მყავს + პენსიონერები კლინიკას მოჰყავს smile.gif

QUOTE
მასალებითაც მომარაგებულები ხართ ხო?


კი, კლინიკის მასალით ვმუშაობთ, ბჟენები მინაიონომერი და ჰელიო smile.gif არის სხვებიც მარა არ ვხმარობთsmile.gif
QUOTE
დღის განრიგი როგორი გაქვთ რამდენხნიანი

დღის განმავლობაში 3 ცვლაა, 9-13, 13-17, და 17-21 სთ. ერთ სავარძელზე ვარტ ორნი და თვითონ ვთანხმდებით smile.gif
QUOTE
თეორიასაც გადიხართ?


თავიდან 1 თვე გვკონდა სულ თეორია, 1 თვის მერე დავიწყეთ პაციენტებთან მუშაობა თავიდა მარტო კარიესები (კარიესოლოგია მოდული 3 თვიანია) + თეორიაც გვაქვს ხოლმე ჩვენთვითონ ვგეგმავთ როცა გვაწყობს, ნუ კვირაში ერთ დღეს მაინც ვჯებით და ვმეცადიონებთ ხელმძღვანელთან ერთად. მე ნესტანი შონია მასწავლის, ძაან კარგი გოგოა. დანარჩენ 2 ჯგუფსაც კარგი მასწავლებლები ჰყავთ როგორც ვიცი smile.gif

Posted by: riosweetie 24 Jun 2008, 14:00
გამარჯობათ ყველას. ერთი შეკითხვა მაქვს და თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია გთხოვთ ნუ დაიშურებთ smile.gif მაინტერსებს როგორ ხდება ხარისხის დაცვა სტომატოლოგიაში დღესდღეობით. როგორც ვიცი ასპირანტურა დოქტურატურით შეიცვალა და თანაც მხოლოდ ერთ ეტაპიანია ახლა ხარისხის დაცვა, ანუ პირდაპირ დოქტორის ხარისხს იღებ. მაგრამ საჭიროა თუ არა ამისთვის დოქტურატურის გავლა თუ ამის გარეშეც გახვალ ფონს? ან რა ეტაპებია გასავლელი ( მაგ. სტატიების გამოქვეყნება თუ სხვა) იმისთვის რომ ხარისხის დაცვის უფლება მოგეცეს?

P.S ვიცი სამედიცინო აკადემიში შეიძლება ამის გაგება მაგრამ არ ვიცი იქამდე როდის მივაღწევ ასე რომ დამეხმარეთ smile.gif

Posted by: Gedsa_Neo 24 Jun 2008, 14:14
riosweetie


მე გეტყვი როგორ არის ევროპაში და აქ როგორ გააქართულებენ არ ვიცი, თუ უკვე გააქართულეს.

ევროპაში დოქტორანტურა არის 3 წლიანი, უნდა გქონდეს პუბლიკაციები მისაღები გამოცდითვის, უცხო ენაშია გამოცდა და რაც მთავარია აგყავს ხელმძღვანელი და არჩევ ტემას რაზეც შენ უნდა იმუშავო 3 წლის განმავლობაში, დოქტორანტურის ბოლოს იცავ შენ თემას და გენიჭება ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება შემოქლებით PHD.

საქართველოში ყური მაქვს მოკრული რომ 1 წელი იქნება 10 000 ლარი smile.gif

ზუსტი ინფო სამწუხაროდ არ ვიცი, რამდენადაც არ დავინტერესებულვარ

და რატომ

თბილისში არ არსებობს ის მატერიალურ ტექნიკური ბაზა რომ შეძლო კვლევაზე მუშაობა ამას დიდი ფინანსები სჭირდება და მაგიტომ, თუ რათქმაუნდა შენ სერიოზულად დაინტერესებული ხარ მუშაობით და გინდა გქონდეს საერთაშორისო აღიარება, ანუ შენი ნაშრომი იყოს ორიგინალური, მიხვდი ალბათ რასაც ვგულისხმობ smile.gif

დოქტორატურის გავლა შეგიძლია აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთშიც მარა უფრო რთულია

შენ თუ ამას მოახერხებ მუშაობის უფლებას მოიპოვებ ევროკავშირის ქვეყნებში და ძალიან სერიოზული ხელფასი გექნება smile.gif

და 100 წლის შემდეგ შენს სახლზე დაკიდებენ დაფას " აქ ცხოვრობდა გამოჩენილი ქარტველი ..." biggrin.gif

Posted by: riosweetie 24 Jun 2008, 14:52
Gedsa_Neo
ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო smile.gif ჯერ სიმართლე გითხრა რეზიდენტურაც არ დამიმთავრებია. გუშინ გვქონდა ამაზე საუბარი და დავინტერესდი, აღმოჩნდა რომ არავინ იცოდა ზუსტად რა ხდება ახლა. ისე სამედიცინო აკადემიაში ჯობია მივიდე თუ თსსუ-ში? იქნებ იქ უფრო გამარკვიოს ვინმემ smile.gif
* * *
lastochka
რეზიდენტურაც მართლაც 2 წლიანი გახდა, უფრო სწორად ასეა. თავიდან გადიხარ ზოგად ნაწილს, რომელშიც შედის თეორიული მოდულები 2 თვიანი : ჯანდაცვა, გაუტკივარება სტომატოლოგიაში, ფუნდამენტური მედიცინა და ბიოეთიკა, მერე მოდის თერაპიული, ორთოპედიული, ქირურგიული, ბავშვთა სტომატოლოგიები და ორთოდონტია ოღონდ თითოეულს რამდენი თვე ეთმობა არ ვიცი ზუსტად. მოკლედ 11 თვის მერე აბარებ სალიცენზიო გამოცდას და გამოდიხარ ზოგადი პროფილის სტომატოლოგი. თუ კერძო ნაწილიც გინდა უნდა გაიარო დამატებით თერაპიაში 6 თვე, ორთოპედიაში 12 თვე და ა.შ დანარჩენები ზუსტად არ ვიცი. ისე დენტივერის რეზიდენტურა საკმაოდ კარგია. პაციენტები უამრავია და ისწავლი მუშოაბას. ისე რომელ განხრაში გინდა წასვლა?

Posted by: Gedsa_Neo 24 Jun 2008, 16:34
riosweetie
QUOTE
ისე სამედიცინო აკადემიაში ჯობია მივიდე თუ თსსუ-ში? იქნებ იქ უფრო გამარკვიოს ვინმემ 



ირინა კვაჭაძეს ეხებოდა ეგ ყველაფერი,ალბათ ახლაც მასეა თსსუს 2 სართ. ჯერ შეგიძლია შენ დეკანსაც კითხო ისიც გეტყვის

მეორე სართ. რექტორატში დერეფნის ბოლოს ხელმარჯვნივ პატარა დერეფანია, დასაწყისში ხელმარჯვნივ დაფაა და მაძიებლებსთვის ინფოს აკრავდნენ იქაც უნდა იყოს საინტერესო რაღაცეები, სტიპენდიები, კონფერენციები ცხდდება ხოლმე და საინტერესო რაღაცეები smile.gif

Posted by: Summer 24 Jun 2008, 21:24
აი ხარისხის დავაზე მეც მაინტერსებს, მაგრამ ცოტა უფრო ახლო მომავლისთვის. smile.gif

Posted by: lastochka 25 Jun 2008, 13:58
riosweetie
მე თერაპიის განხრით მინდა გაგრძელება რეზიდენტურის მარა აი 2 წლიანი თუ გახდა ეგ არ ვიცოდი,
ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტე თსსუ_ს ბაზის რეზიდენტურა მაგრამ ეს გამოცდები რით ვერ დანიშნეს რააააააააააააააააააააააააააააა, ესეთი უპასუხისმგებლობა მაცოფებს, იქნება და სადმე წასვლა მინდა და ხომ უნდა დავგეგმო რამდენი ხნით და როდიდან და ასე შემდეგ, ნუთუ ესეთი რთულია თარიღის შერჩევა და მოფიქრება, offtopic არის მაგრამ აუცილებლად დავრეკავ განათლების სამინისტროში მაგრამ ღიირს რო?
მირჩევთ თსსუ_ს ბაზას? ეს მამალაძE არ მინდა და არც დენტივერი_ჩემი ნახევარი კურსი იქ მიდის ნახევარი აქ

Posted by: riosweetie 28 Jun 2008, 17:28
lastochka
smile.gif თსსუ-ს ბაზაც კარგია, ოღონდ ძირითადად შენ უნდა მიიყვანო პაციენტები რამდენადაც მე ვიცი. თუმცა რასაც მე ვუყურებდი სულ მუშაობდნენ რეზიდენტები. მოკლედ თერაპიაში პაციენტები არ ჭირს. თვითონ თსსუ არ გაქვს დამთავრებული?

Posted by: **DIMMU*** 28 Jun 2008, 19:00
lastochka
QUOTE
ეს მამალაძE არ მინდა და არც დენტივერი_ჩემი ნახევარი კურსი იქ მიდის ნახევარი აქ

მე მამალაძესთან მაქვს დამთავრებული და შენსავით რომ ვიყავი არჩევანის წინ, იმან გადამაწყვეტინა რომ იქ ვინც პედაგოგები არისნ მარინას პროგრამით ხელმძვანელობნენ, მერე პაციენტები ხომ მათი საპოვნელი იყო, პაციენტებიდან აღებული ტახას აგროვებდნენ და ისე ყიდულობდნენ მასალებს, და რაც მთავარია ყველას შვილი უკლებლივ ვინ იქ იყო ხელმძღვანელი მარინასთან სწავლობდნენ,მოკლედ მარინასთან არ გინდა ქეთი გოგილაშვილითან მიდი.
ისე მარინასთან ეს ახალი სასწავლო წელიც 1 წლიანია სხვაგან არ ვიცი და ღირს 4500%, და უკვე დაკომპლექტებული აქვს მაგრამ მაინც მიდი ნახე

Posted by: lastochka 28 Jun 2008, 21:17
riosweetie
არა ჯავახიშვილს ვამთავრებ ყველაზე ცუდიიი ბაზაა აქვს თუ კი სადმე არსებობს საქართველოში და ნახევარზე მეტი ჩემი კურსი მამალაძესთანააა უკვე ჩაწერილი და მე კიდე არ ვიცი ალბათ 96% თსსუ_ს რეზის ავირჩევ

**DIMMU***
ანუ არ მირჩევ, ხო ანუ იმიტომ გეკითხებით რომ რჩევა მინდა თქვენ უკვე ექიმები ხართ და ასე თუ ისე იცით ეგ სფერო

მადლობა 2kiss.gif
ანუ არ მირჩევ ხო?

Posted by: **DIMMU*** 28 Jun 2008, 22:08
lastochka
არ გირჩევ არა უფრო სწორი იქნება გიტხრა რომ მე ეგ უკვე გამოვიარე,მე პირადად თსსუ მაქვს გავლილი კათედრაზე ერთი პაციენტიც არ მინახავს მერე მარინა მყავდა მე-4 კურსიდან, და იმან გვაყიდინა ფანტომები ტავისირეზიდენტურის ბჯენები მოგვცა და რა ვიცი რა გითხრა, ამ ქალს აქვს ძალინ დიდი გამოცდილება და ყველა რეზიდენტურა რასად ვხედავ მისი ანალოგია შეიძლება რაგც აპარატურა ჰქონდეთ სხვა
ნინო ბისეიშვილი
მანანა ივერიელი
ნინო ჯაში
ესენი არიან კატედრაზე და ყველას შვილი, ძმიშვილი თუ ნატესავი ყველა უნიდენტში სწავლობდა

Posted by: Summer 28 Jun 2008, 22:32
მეც ვთვლი რომ ყველაზე ძლიერი მაინც მამალაძის რეზიდენტურაა.smile.gif

Posted by: აღასპერი 9 Jul 2008, 23:36
ხალხ,
თერაპია ორწლიანი გახდა? wow.gif

Posted by: Summer 10 Jul 2008, 00:35
QUOTE
თერაპია ორწლიანი გახდა?

მეც ეგრე გავიგე, რომ ნამდვილად ორწლიანიაო.

Posted by: **DIMMU*** 10 Jul 2008, 01:36
აღასპერი
QUOTE
ხალხ,
თერაპია ორწლიანი გახდა? 

არა ეხლა ვიყავი მარინასთან და ჯერ კიდევ 10 თვიანოაო

Posted by: აღასპერი 10 Jul 2008, 11:59
Summer
**DIMMU***

ვაა...
როგორ გავიგოთ ეგ ამბავი?

Posted by: **DIMMU*** 10 Jul 2008, 16:32
აღასპერი
QUOTE
ვაა...
როგორ გავიგოთ ეგ ამბავი?

რა როგორ გავიგოთ rolleyes.gif
4500$ და აგვისტოში უნდა შემოიტანოტო საბუთებიო rolleyes.gif

Posted by: Gedsa_Neo 10 Jul 2008, 18:00
აღასპერი
QUOTE
ვაა...
როგორ გავიგოთ ეგ ამბავი?

გახდა გახდა...


უნიდენტი დამოუკიდებელია და არ ვიცი რა ხდება

QUOTE
4500$


ჩემ დროსაც ეს ფასი იყო და წელს ვითომ არ მოუმატეს, არ არსებობს, 2 წლიანია ეგ 1 წლისაა ეტყობა rolleyes.gif

Posted by: Summer 10 Jul 2008, 21:36
მეც ნამდვილად ვიცი, რომ ორწლიანი გახადეს. ალბათ ვაკეში შეიძლება მაგის გარკვევა.

Posted by: ikebana 10 Jul 2008, 22:38
მე კიდე ვიცი რომ წელსაც ერთწლიანი იქნება. რავი, თავს ვერ დავდებ.

Posted by: lastochka 10 Jul 2008, 23:34
ვაკეში მიტხრეს დახელოვნებაში 17 თვიანი გახდაო და საბუთები როდის შევიტანოთ და სად არ ვიცი იქნებ მითხრათ რა, ჩაწერა არ უნდაო ქულების მიხედვით მოხვდებიო

Posted by: აღასპერი 11 Jul 2008, 12:54
**DIMMU***
QUOTE
4500$ და აგვისტოში უნდა შემოიტანოტო საბუთებიო

ეგ უნიდენტში, ხო?

QUOTE
რა როგორ გავიგოთ

რა და ის, მართლა ორწლიანი გახდა თუ არა biggrin.gif

Gedsa_Neo
QUOTE
გახდა გახდა...

უუ cry.gif
არადა, ვფიქრობდი, თერაპიას უცებ გავივლი, მერე თან ვიმუშავებ და თან ვისწავლი-მეთქი (ანუ, ქირურგიაზე გავაგრძელებდი)
თუ ორწლიანია, უკვე ვგრძნობ, რომ საშინლად მეზარება aba.gif

Summer
სად ვაკეში კი არა და ვაკეში სად? spy.gif

ikebana
მე მომავალ წელს მინდა user.gif




Posted by: ikebana 11 Jul 2008, 13:17
აღასპერი
QUOTE
თუ ორწლიანია, უკვე ვგრძნობ, რომ საშინლად მეზარება

უფრო მოკლე რომელი გგონია? biggrin.gif

Posted by: აღასპერი 12 Jul 2008, 18:59
ikebana


თერაპია.
არა? spy.gif

Posted by: **DIMMU*** 12 Jul 2008, 19:09
აღასპერი
მოკლედ მე პირადად ველაპარაკე მარინა მამალაძეს ხალხო 4 ივლისს და მითხრა რომ ისევ ერთი წელი არისო, და 4500$ და საბუთების მირება სავარაუდოდ აგვისტოში იქნებაო

დედას გეფიცებით, მე მოვკვდე თუ ვიტყუებიდე, არ გამეღვიზოს თუ ეგრე არ იყოსს........ უფ მეტი რე გითხრათ რით დაგაჯროთ, მე ხომ მიცნობთ ჰააააააააააა mad.gif

Posted by: ikebana 12 Jul 2008, 19:47
აღასპერი
ხოდა ორწლიანი მეზარებაო და ეგ მინიმუმია, და ეგაა თერაპია.
აბა რას იზამ, უარს იტყვი სტომატოლოგობაზე? biggrin.gif

Posted by: ტანკე 12 Jul 2008, 19:49
QUOTE
ერთი წელი არისო, და 4500$

ამ wannabe ქვეყნის დედაც....

Posted by: ikebana 12 Jul 2008, 19:53
ტანკე
ძალიან განერვიულებული ხარ sad.gif 2kiss.gif

Posted by: ტანკე 12 Jul 2008, 19:57
ikebana
ხო,ვეღარ ვეგუები აქაურობას.

რაც უფრო ღრმად ვუკვირდები რაღაცეებს,მით უფრო down1.gif

პ.ს. 2kiss.gif

p.p.s. შენი აზრით,4500 დოლარი უნდა ღირდეს 1 წელი სწავლა მაშინ,როცა საშუალო ხელფასი 300 ლარია?
ამერიკაში სტომატოლოგებს 100 000-150 000 დოლარი აქვთ წლიური ხელფასი და იქ მოსულა სწავლის მაღალი გადასახადი.
ჩვენ? ჩვენ ვის ვედრებით? ამათ პატრონს უბედურს



Posted by: ikebana 12 Jul 2008, 20:00
ტანკე
კაი ახლა. სტომატოლოგის საშუალო ხელფასი 300 ლარი არაა smile.gif
მაგ ხელფასზე სტომატოლოგად მუშაობას ენთუზიაზმიც აღარ ქვია.

პ.ს. ამერიკაში მარტო ენდოდონტია რეზიდენტურა ერთი წელი 75 000 ღირს დაახლოებით.

Posted by: ტანკე 12 Jul 2008, 20:03
ikebana
QUOTE
კაი ახლა. სტომატოლოგის საშუალო ხელფასი 300 ლარი არაა

სტომატოლოგისაზე არ ვამბობდი smile.gif
ikebana
QUOTE
პ.ს. ამერიკაში მარტო ენდოდონტია რეზიდენტურა ერთი წელი 75 000 ღირს დაახლოებით.

ტყუილია smile.gif
რეზიდენტურა უფასოა ან მაქსიმუმ 15000 დოლარი(კარგ შტატში და ძლიერი სარეზიდენტურო ბაზა)
75 000 დოლარად 4 წლიან უნივერსიტეტს დაამთავრებ ტეხასის შტატში wink.gif
ვიღაცამ მოგატყუა

Posted by: ikebana 12 Jul 2008, 20:08
ტანკე
არა არა. ზუსტად ვიცი.
თამუნა კუბლაშვილმა სადაც გაიარა ორთოდონტია.
ძალიან პრესტიჟული და მაღალი დონის ცენტრია. და ეს მარტო ენდოდონტია.

ნუ ალბათ იაფი ვარიანტებიც იქნება თავისი მინუსებით.

Posted by: **DIMMU*** 12 Jul 2008, 20:08
QUOTE
p.p.s. შენი აზრით,4500 დოლარი უნდა ღირდეს 1 წელი სწავლა მაშინ,როცა საშუალო ხელფასი 300 ლარია?
ამერიკაში სტომატოლოგებს 100 000-150 000 დოლარი აქვთ წლიური ხელფასი და იქ მოსულა სწავლის მაღალი გადასახადი.
ჩვენ? ჩვენ ვის ვედრებით? ამათ პატრონს უბედურს

გეთანხმები და ტან ამ რეზიდენთურაში ვიგაცა ღლაპები ასწავლიან 5 წელი რომ აქვთ მუშაობის სტაჟი მე არ ვაკნინებ მაგატ შესაძლებლობებს მაგრამ ასწავლიან აბსოლიტურ თეორია არანირი პრაქტიკა და გამოცდილება, პრაქტუკულზე რომ მოუსმინო წიგნს შეგიძლია თითი გააყოლო(ბაროვკი არ დაგავიწყდეთ),ამას ადამიანი ვინც მონდომებულია სახლშიც ისწავლის

Posted by: ტანკე 12 Jul 2008, 20:08
ლოლ,ახლა გადავთვალე და 1.5 წელი რეზიდენტურა მე გამომდის 5100 დოლარი biggrin.gif
მაგარია

Posted by: ikebana 12 Jul 2008, 20:11

ტანკე
გამოგდის როგორ? არ იცოდი წინასწარ?

Posted by: ტანკე 12 Jul 2008, 20:14

ikebana
QUOTE
არა არა. ზუსტად ვიცი. თამუნა კუბლაშვილმა სადაც გაიარა ორთოდონტია. ძალიან პრესტიჟული და მაღალი დონის ცენტრია. და ეს მარტო ენდოდონტია.

ნუ ალბათ იაფი ვარიანტებიც იქნება თავისი მინუსებით.

ეგ რეზიდენტურა არ იყო.(თუ იმაზე ამბობ,რაზეც ვფიქრობ)ეგ იყო რეფრეშმენტ კურსი,რომელიც სპეციალურად არის international student-ებისთვის და აქვს კატასტროფა ფასი.ლიცენზიას გაძლევენ კი,მაგრამ თუ ფული გაქვს,მანდ ადვილად მიგიღებენ,არაა კონკურსი მაგ ადგილზე დიდი გადასახადის გამო.უფასო პროგრამებზე არის კატასტროფა კონკურსი.აი,როჩესტერის რეზიდენტურა არის საუეკთესო ამერიკაში,1 წელიწადში ამერიკაში მუშაობის ლიცენზიას გაძლევენ და უძლიერესი ბაზა აქვთ,თუმცა,მგონი,50 000 დოლარი გახადეს ეგეც,ადრე 5000 დოლარი ღირდა.

**DIMMU***
QUOTE
გეთანხმები და ტან ამ რეზიდენთურაში ვიგაცა ღლაპები ასწავლიან 5 წელი რომ აქვთ მუშაობის სტაჟი მე არ ვაკნინებ მაგატ შესაძლებლობებს მაგრამ ასწავლიან აბსოლიტურ თეორია არანირი პრაქტიკა და გამოცდილება, პრაქტუკულზე რომ მოუსმინო წიგნს შეგიძლია თითი გააყოლო(ბაროვკი არ დაგავიწყდეთ),ამას ადამიანი ვინც მონდომებულია სახლშიც ისწავლის

ვიცი smile.gif ჩემი 2 ჯგუფელი წავიდა მანდ რეზიდენტურაში და ვიცი რა სიტუაციაცაა wink.gif
პ.ს. ბაროვსკი ცალკე ფენომენია მანდ biggrin.gif


* * *
ikebana
შარშან სხვანაირად იყო და 2500 ჯდებოდა smile.gif (წამოვედი მაქედან,ხომ იცი biggrin.gif)
წელს რომ უფრო მეტი დამიჯდებოდა,ეგ ვიცოდი,მარა არ გადამითვლია ერთიანად smile.gif
ყოველ თვე 450 ლარს ვიხდი,16 თვეა სწავლება smile.gif

Posted by: ikebana 12 Jul 2008, 20:21
ტანკე
ხო, კონკურსი არაა. და საერთოდ რეზიდენტურაც არაა, პრინციპში, დახელოვნების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსია. ანუ სავალდებულო არაა.
უფასოზე იასნია იქნება კონკურსი აბა რა. ჩვენთან კი უფასო ადგილი საერთოდ არაა biggrin.gif სიმბოლურად ერთი ცალი მაინც დაეტოვებინათ biggrin.gif

საქართველოში სტომატოლოგიის სფეროში სიტუაცია ისეთია, როგორსაც ვიღაც-ვიღაცეები ქმნიან!!! ეს ძირიტადად განათლების სფეროს ეხება, თორემ ლიცენზირებულ ექიმს დამოუკიდებელი განვითარების საშუალება კი აქვს. ამიტომ ლიცენზიის აღებამდე მაქსიმალურად ქაჩავენ ფულს. ჩვენი მასტერკლასები კი იმ დონისაა, იუთუბიზე რომ კლიპები ყრია.



QUOTE
ვიცი smile.gif ჩემი 2 ჯგუფელი წავიდა მანდ რეზიდენტურაში და ვიცი რა სიტუაციაცაა wink.gif

ჩემი ჯგუფებეი კი ასწავლიან მანდ biggrin.gif

Posted by: Summer 12 Jul 2008, 22:12
ikebana
QUOTE
ჩემი ჯგუფებეი კი ასწავლიან მანდ 

ვინ ? smile.gif

Posted by: აღასპერი 13 Jul 2008, 15:48
**DIMMU***
QUOTE
მოკლედ მე პირადად ველაპარაკე მარინა მამალაძეს ხალხო 4 ივლისს და მითხრა რომ ისევ ერთი წელი არისო, და 4500$ და საბუთების მირება სავარაუდოდ აგვისტოში იქნებაო

ძალიან კარგი tan.gif

QUOTE
დედას გეფიცებით, მე მოვკვდე თუ ვიტყუებიდე, არ გამეღვიზოს თუ ეგრე არ იყოსს........ უფ მეტი რე გითხრათ რით დაგაჯროთ, მე ხომ მიცნობთ ჰააააააააააა

lol.gif 2kiss.gif


ikebana
QUOTE
აბა რას იზამ, უარს იტყვი სტომატოლოგობაზე?

არა, კაცო, რა უარი biggrin.gif
უარს თერაპევტობაზე ვიტყვი.
ქირურგიაზე ვაპირებ გაგრძელებას და თერაპიაზეც იმ შემთხვევაში ჩავაბარებ, თუ მომავალ წელსაც ერთწლიანი იქნება. ანუ, ქირურგიამდე ჯერ თერაპია გავიარო, რომ იქნებ ვიმუშაო კიდეც.
მიხვთი? biggrin.gif
თორემ, თერაპია რომ ორწლიანი იყოს და მაგ ორ წელს პლუს ქირურგიის 4 წელი. აეე biggrin.gif
6 წელია სტუდენტი ვარ, ერთი კიდევ დამრჩა. მაგას კიდევ ექვსი წელი რომ დავამატო, ხომ მივიხრჩე თავი და გადმოვხტი მეთორმეტედან biggrin.gif

Posted by: **DIMMU*** 13 Jul 2008, 20:33
აღასპერი
QUOTE


QUOTE
დედას გეფიცებით, მე მოვკვდე თუ ვიტყუებიდე, არ გამეღვიზოს თუ ეგრე არ იყოსს........ უფ მეტი რე გითხრათ რით დაგაჯროთ, მე ხომ მიცნობთ ჰააააააააააა



alk.gif 2kiss.gif

Posted by: lastochka 14 Jul 2008, 20:22
არა არა რა
ყველა პონტშI ჯობია მაგ 5000 ცოტაც დაამატო და სხვაგან გაიარო, 5წელია თხრობით მაქვს სტომატოლოგია ნასწავლი, შEიზლება კი ბევრი კარგი ექიმი სტომატოლოგი გვყავს მაგრამ ჩემი აზრით ისევე როგორც ყველა სხვა სფერო ამ დარგის სწავლებაც დასახვეწია mo.gif

კი დავამთავრე ჯავახიშვილი და რომ ვაბარებდი იმ წელს ყველამ თავი მოიკლა ჯავახიშვილი კარგიაო,(როცა შემეძლო თსსუ_შიც უპრობლემოდ ჩამებარებინა...) ყველას შვილი იქ სწავლობსო (მამუკა მარგველაშვილის, ზურაბ ჩიჩუას) ისაო, ესაო, ბაზები აქვსო (5 წელია თვალით არ გვინახავს და პირველივე დღიდან გვპირდებიან) და ა.შ.
მაგრამ ეს თუ სწავლა და ცოდნაა მაშინ ავშენებულვარ და აღარც რეზიდენტურა მინდა

ამათ პატრონს მართლა
800$ ვიხდიდით წელიწადში 5 წელი თან იმ კურსით დოლარი ადრე თითქმის 2 ლარი რო ღირდა და "პრაქტიკული" ნიშნავდა კლინიკაში მოყოლას და არა სადმე აუდიტორიაში, თირკმელები რო გვეყინებოდა ხოლმე და თვით ბიოლოგიის ლექტორიც რო გვეღადავებოდა გოგოებს_ამ გაყინულ სკამებზე რო სხედხართ რა დედობაზე ხელი აიღეთო?

და ეხლა კიდე 5000$ ითხოვენ თითქმის იგივე სისულელეში?

Posted by: **DIMMU*** 14 Jul 2008, 22:57
lastochka

აბა რა გითხრა რითი დაგაწყნარო, რეზიდენტურაზე რაგაც ცუდი შთაბეჭდილება გაქვს, არა ეგრე ნამდვილად არ არის, ამერიკის დონეზე არ ვართ მაგრამ არც ეგრეა ნაცრისფერი ყველაფერი
* * *
ხალხო ხომ არ იცით რეზიდენთურაში ჩასაბარებელი ლიცენზიის გამოცდები როდის იწყება?

Posted by: Gedsa_Neo 11 Sep 2008, 21:24
რეზიდენტურა უქმდებაო და მართალია თუ იცით? rolleyes.gif

Posted by: MANAXH 11 Sep 2008, 23:08
Gedsa_Neo
წყარო? ვინ თქვა ეგ?..

spy.gif

Posted by: Hahnne 12 Sep 2008, 03:19
ტანკე
QUOTE
რეზიდენტურა უფასოა ან მაქსიმუმ 15000 დოლარი(კარგ შტატში და ძლიერი სარეზიდენტურო ბაზა)


ხომ არ იცი და სად შეიძლება ამერიკაში ორთოდონტიაში რეზიდენტურის შესახებ ინფო ვნახო?
მე აქ ვნახე სია http://www.braces.org/studentsteachers/careers/orthodontistcareer.cfm
მაგრამ რაღაც ცოტა გაუგებარია, ზოგგან უფასო წერია, ზოგგან 4 500$ და ზოგგან 40 000 $ და მეტიც,,,
და მიღება როგორ ხდება? რას აკეთებ(ანუ მულაჟებზე მუშაობ, პაციენტებზე, თუ საერთოდ არ მუშაობ, მარტო თეორიაა)? რის უფლებას გაძლევს იქ მიღებული დიპლომი?
აუ, ძალიან ბევრი კითხვები მაქვს კიდევ baby.gif
შენ რამე ხომ არ იცი მაგის შესახებ? user.gif

მე საფრანგეთში ვიცი, როგორ ხდება (ვისაც აინტერესებს, შემიძლია ვუთხრა ორთოდონტის რეზიდენტურის შესახებ აქ), მაგრამ ცოტა ბევრი გამოდის(4წელი მინიმუმ) და ამერიკაში როგორც ვიცი 2 -3 წელია და თან რაღაც სასტიკი კონკურსები და გამოცდები არაა... და მეორე წლიდან ხელფასიც გაქვს მგონი ხომ....

Posted by: ტანკე 12 Sep 2008, 04:08
Hahnne
უნდა ჩააბარო :
nbde part 1(დაგუგლე დეტალური ინფოსთვის)(მარტო ჩიკაგოში ბარდება)
nbde part 2
toefl
ece-ში გააგზავნო შენი ტრანსკრიპტები(ნიშნის ფურცლები).ისინი გამოიყვანენ gpa-ს(graduate point average).

მერე პროგრამებს მოძებნი ინტერნეტში(ada საიტზე ვნახე მე http://www.ada.org/index.asp,ეს საიტიც გამოგადგება http://forums.studentdoctor.net/forumdisplay.php?f=53 ) და რომელიც მოგეწონება,იქ შეიტან განაცხადს.
თუ მოგივა წერილი გასაუბრებაზე,ეს კარგია smile.gif უნდა წახვიდე ამერიკაში გასაუბრებებზე(ეს აუცილებელი პირობაა.გასაუბრება წყვეტს შენს მიღებას,ფეის კონტროლია biggrin.gif ინგლისური კარგად უნდა იცოდე)

რეზიდენტურა არ ჰქვია მაგას ჩვენთვის,ეგ არის advanced education in general dentistry(aegd) და general practice residency(gpr).არის კიდევ specialty programs(orthodontics,prosthodontics,pediatric dentistry,oral and maxillofacial surgery და ა.შ.),მარა აქ უფრო რთულია მოხვედრა და ესენი სხვანაირ ლიცენზიას იძლევიან.

პროგრამები ძირითადად ფასიანია.უფასო პროგრამებზე ძალიან დიდი კონკურენციაა.
1 წლიანი პროგრამებია.ორჯერ უნდა გაიარო ეგეთი პროგრამა (1 წელი+1 წელი),რომ ამა თუ იმ შტატის სალიცენზიო გამოცდაზე გახვიდე.თუ თავს გაართმევ ყველაფერს,მერე მიირებ იქ მუშაობის ლიცენზიას.

მარა ძვირი სიამოვნებაა,ჯერ მარტო 2-ჯერ ჩიკაგოში წასვლა და მერე გასაუბრებებზე წასვლა რამდნეი ფული ჯდება,თავად წარმოიდგინე smile.gif

თან პად ვაპროსამ არის ყველაფერი.საშინელი კონკურენციაა Mტელი მსოფლიოდან.1 ადგილზე 10-20 კაცი მოდის.თუმცა,არის პრახადნოი პროგრამებიც,რომლებიც სერტიფიკატს გაძლევენ,მაგრამ არ შეგეძლება ლიცენზიის მოპოვება მარტო მაგ პროგრამების გავლით.

მოკლედ,ჩახლართული სიტუაციაა.

QUOTE
ანუ მულაჟებზე მუშაობ, პაციენტებზე, თუ საერთოდ არ მუშაობ, მარტო თეორიაა)?

ლოლ biggrin.gif
უნიდენტი კი არაა,ბაროვსკი დაგაზეპირებინოთ biggrin.gif
პრაქტიკა დაკ იდევ ერთხელ პრაქტიკა smile.gif
QUOTE
და მეორე წლიდან ხელფასიც გაქვს მგონი ხომ....

არა citizen-ს და არა permanent resident-ს? არც იოცნებო სტიპენდიებზე და ხელფასებზე smile.gif

Posted by: Hahnne 12 Sep 2008, 04:24
ტანკე
გაიხარე! დიდი მადლობა ასეთი სწრაფი და დეტალური პასუხისთვის. smile.gif

Posted by: ტანკე 12 Sep 2008, 04:26
Hahnne
არაფერს smile.gif
-----------------------------------

Posted by: onofre 16 Sep 2008, 20:12
QUOTE
რეზიდენტურა უქმდებაო და მართალია თუ იცით?


მეც გავიგე მასეთი ამბავი,რომ რეზიდენტურა გაუქმდა ოღონდ არ იციან რა იქნება მერე ნეტა ნორმალურები არიან? თუ გაუქმდა გვითხრან და ისიც რა იქნება მერე თუ არა და დანიშნონ ეს გამოცდა რომ გზას დაადგეს ხალხი.

Posted by: Summer 16 Sep 2008, 20:42
QUOTE (onofre @ 16 Sep 2008, 20:12 )
QUOTE
რეზიდენტურა უქმდებაო და მართალია თუ იცით?


მეც გავიგე მასეთი ამბავი,რომ რეზიდენტურა გაუქმდა ოღონდ არ იციან რა იქნება მერე ნეტა ნორმალურები არიან? თუ გაუქმდა გვითხრან და ისიც რა იქნება მერე თუ არა და დანიშნონ ეს გამოცდა რომ გზას დაადგეს ხალხი.

მდააა მოკლედ რა უბედურებაა eek.gif ისე რეზიდენტურის გაუქმება ძალიან არასწორია. sad.gif

Posted by: MANAXH 16 Sep 2008, 21:08
საინტერესოა, და საიდან იგებთ ამ ამბებს, წყარო დადეთ.. შეიძლება ეგრე ნებისმიერი ადამიანის მოსაზრება იყოს..

Posted by: lidia 16 Sep 2008, 21:11
რა რეზიდენტურა გაუქმდა, რა წორებს ავრცელებთ, მე ასეთი რამ არ გამიგია ჯერჯერობით

Posted by: SIO 17 Sep 2008, 00:01
ბევრი ჭორია და თან საიმედო წყაროებიდან მოდის. ისიც გავიგე რეზიდენტურის გამოცდები შეიძლება არ იყოსო და პირდაპირ

რაღაც რეიტინგის მიხედვით ჩატარდესო, მაგრამ ჩემი აზრით ომმა დაატორმუზა ეს საქმე და წელს ყველაფერი ძველებურად იქნება...

ვნახოთ მომავალ წელს რას მოიფიქრებენ wink.gif

Posted by: donvaso 17 Sep 2008, 00:10
ზუსტად ამ თემას ვეძებდი. smile.gif

მოკლედ აშკარად ამ ომმა გადადო რეზიდენტურის გამოცდები. 15 აგვისტოს უნდა ყოფილიყო, მერე გადაიტანეს 1 სექტემბრისთვის, 1-ში დაწერეს რომ 15-ისთვისო, დღეს ვიყავი და 25 სექტემბერი აწერია.
ვკითხე იქაურებს და ასე მითხრეს - სამინისტროდან ველოდებითო პასუხს თუ როდის დაინიშნებაო. ანუ ესენი 10-15 დღეს უმატებენ მანამ სანამ სამინისტროდან არ მოუვათ პასუხი, სამინისტრო კი როგორც იცით საგანგებო სიტუაციაში მუშაობს, ასე რომ.... smile.gif

ვუი, ეს თემა სტომატოლოგებისთვის ყოფილა, მე მკურნალებზე დავწერე... smile.gif

Posted by: Gedsa_Neo 17 Sep 2008, 15:17
MANAXH
lidia
QUOTE
საინტერესოა, და საიდან იგებთ ამ ამბებს, წყარო დადეთ.. შეიძლება ეგრე ნებისმიერი ადამიანის მოსაზრება იყოს..

QUOTE
რა რეზიდენტურა გაუქმდა, რა წორებს ავრცელებთ, მე ასეთი რამ არ გამიგია ჯერჯერობით



იყო ამაზე ლაპარაკი, სიზმარში ნანახი არ არის, სტუდენტებსაც უტხრეს smile.gif

ჯერ გაუქმებაზე ლაპარაკი მართლა ადრეა....

Posted by: MANAXH 17 Sep 2008, 15:53
Gedsa_Neo
QUOTE
იყო ამაზე ლაპარაკი, სიზმარში ნანახი არ არის, სტუდენტებსაც უტხრეს

შეიძლება ვინც წელს დაამთავრა იმათ უთხრეს..

Posted by: Gedsa_Neo 17 Sep 2008, 16:09
MANAXH
QUOTE
შეიძლება ვინც წელს დაამთავრა იმათ უთხრეს..



კიი მე5 კურსელებს უთხრეს არის გაუქმებაზე ლაპარაკიო

Posted by: MANAXH 17 Sep 2008, 16:42
საინტერესოა მართლა თუ გააუქმებენ, ან რა იქნება ამის ნაცვლად.. ვნახოთ რა იქნება

Posted by: SIO 17 Sep 2008, 19:06
წელს არამგონია რამე შეიცვალოს და მომავალ წელს ვნახოთ yes.gif

ისე კი პრაქტიკულზე იყო მაგაზე საუბარი რომ "შეიძლება" რეზიდენტურა გაუქმდეს და ორდინატურა დაბრუნდესოო... war.gif

Posted by: Hahnne 18 Sep 2008, 02:19
SIO
QUOTE
ისე კი პრაქტიკულზე იყო მაგაზე საუბარი რომ "შეიძლება" რეზიდენტურა გაუქმდეს და ორდინატურა დაბრუნდესოო... war.gif

ორდინატურა რას ნიშნავს ? baby.gif

Posted by: SIO 18 Sep 2008, 18:02
ორდინატურა და ინტერნატურა იყო ადრე, დედაჩემის დროს, ანუ რო ამთავრებდი გაძლევდნენ ცნობას რო დახურე 5 წლიანი კურსი და ამის შემდგომ გადიოდი

სავალდებულო 1 წლიან ინტერნატურას(დღევანდელი რეზიდენტურა) რომელიც იყო უფასო და მერე უკვე კვალიფილაციის ასამაღლებლად იყო ორდინატურა( ეს

უკვე სხვა საკითხია) . wink.gif

Posted by: Hahnne 19 Sep 2008, 00:32
SIO
smile.gif გასაგებია...
ვნახოთ როგორ იქნება smile.gif

Posted by: აღასპერი 8 Oct 2008, 17:05
QUOTE
ისე კი პრაქტიკულზე იყო მაგაზე საუბარი რომ "შეიძლება" რეზიდენტურა გაუქმდეს და ორდინატურა დაბრუნდესოო...

ორდინატურის დაბრუნებაზე რა ვთქვა, მაგრამ კულუარებში ამბობენ, ( biggrin.gif ) შეიძლება რეზიდენტურა გაუქმდესო, ოღონდ ნაწილობრივ.
დარჩება მხოლოდ ქირურგიაში, ორთოდონტიაში, ორთოპედიაში და მეტი არ ვიცი.
ანუ, უმაღლესდამთავრებულს თერაპიაში მუშაობის უფლება ექნება.
ეს საუბრები და ისიც, რაც ზემოთ თქვენ თქვით, სამინისტროს დონეზე არ განიხილება.

Posted by: Gedsa_Neo 8 Oct 2008, 19:51
აღასპერი
QUOTE
ორდინატურის დაბრუნებაზე რა ვთქვა, მაგრამ კულუარებში ამბობენ, () შეიძლება რეზიდენტურა გაუქმდესო, ოღონდ ნაწილობრივ. დარჩება მხოლოდ ქირურგიაში, ორთოდონტიაში, ორთოპედიაში და მეტი არ ვიცი. ანუ, უმაღლესდამთავრებულს თერაპიაში მუშაობის უფლება ექნება. ეს საუბრები და ისიც, რაც ზემოთ თქვენ თქვით, სამინისტროს დონეზე არ განიხილება.



ხოო... რაღაც უნდა შეცვალონ აშკარად... აბა სად ხდება უნივერსიტეტს ამთავრებდე და არაფრის უფლება არ გკონდეს?????

სად ხდება 5 კურსზე ისევ მერხთან იჯდე???

მე გავიარე უკვე rolleyes.gif იმედია შემდგომი თაობებისთვის შეიცვლება რამე smile.gif


Posted by: Summer 8 Oct 2008, 20:02
მაგრამ არც ისაა სწორი, რომ ინსტიტუტი დაამთავრო და ეგრევე პაციენტთან გაუშვა. არაა საქართველოში იმ დონეზე სწავლა , რომ ეგრე მოიქცნენ.

Posted by: Gedsa_Neo 8 Oct 2008, 20:15
Summer


QUOTE
მაგრამ არც ისაა სწორი, რომ ინსტიტუტი დაამთავრო და ეგრევე პაციენტთან გაუშვა. არაა საქართველოში იმ დონეზე სწავლა , რომ ეგრე მოიქცნენ.



მერედა რატო არაა? biggrin.gif ეგ რა გასამართლებელია, არ გაწავლეტ იმ დონეზე რო პაციენტტან მიხვიდეტ ეს დიპლომები კედლებზე დაკიდეტო --- ასე უნდა იყოს?

პირველი კურსიდან მულაჯებზე უნდა მუშაობდნენ, მესამედან პაციენტებთან და და მეოთხედან ენდოდონტიას იწყებენ, გეგმა უნდა შესარულონ 2 კვირაში 14 ენდოდონტია და ა.შ. ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში wink.gif


Posted by: Summer 8 Oct 2008, 20:18
Gedsa_Neo
ეგრე თუ ასწავლიან კი ბატონო, მაგრამ როცა ეგეთი პროგრამით არ სწავლობენ, მაშინ უნდა არსებობდეს რეზიდენტურის მსგავსი რამე.

QUOTE
არ გაწავლეტ იმ დონეზე რო პაციენტტან მიხვიდეტ ეს დიპლომები კედლებზე დაკიდეტო


რა შუაში წვალება. მგონი ის უფრო წვალებაა სტომატოლოგისთვის, 5 წელი მერხთან გაატაროს და მერე უცბად პაციენტთან მოხვდეს მარტო.


Posted by: Gedsa_Neo 8 Oct 2008, 20:24
Summer
QUOTE
რა შუაში წვალება.



არ გასწავლეთ უნდა ეწეროს smile.gif

QUOTE
ეგრე თუ ასწავლიან კი ბატონო, მაგრამ როცა ეგეთი პროგრამით არ სწავლობენ, მაშინ უნდა არსებობდეს რეზიდენტურის მსგავსი რამე.


რეზიდენტურა აუცილებელია მაგრამ არა პაციენტტან მუშაობს სასწავლებლად, არამედ პროფესიონალად ჩამოსაყალიბებლად. საუნივერსიტეტო სწავლება რასაც ითვალისწინებს ის აუცილებლად უზრუნველყოფილი უნდა იყოს smile.gif

ჩვენვე ვაშავებთ როცა ვთანხმდებით რომ აი უნივერსიტეტში არ არის სათანადო სწავლა და საჭიროა რეზიდენტურა.... ჯერ უნივერსიეტეტში უზრუნველყონ ის რაც უნდა იყოს ევროკავშირში თუ გვინდა შესვლა მითუმეტეს. ბოლონიის პროცესი მაგას ითვალისწინებს სწორედ smile.gif
თუ რომელიმე უნივერსიტეტი ვერ შეძლებს კვალიფიციური კადრის მომზადებას მიხურონ რა


Posted by: okulone 8 Oct 2008, 20:32
Gedsa_Neo
QUOTE
რეზიდენტურა აუცილებელია მაგრამ არა პაციენტტან მუშაობს სასწავლებლად

QUOTE
არამედ პროფესიონალად ჩამოსაყალიბებლად

ისა და მაშინ პროფესიონალიზმი რაღაა ექიმისთვის? spy.gif

Posted by: Gedsa_Neo 8 Oct 2008, 20:34
okulone
QUOTE
ისა და მაშინ პროფესიონალიზმი რაღაა ექიმისთვის?



კითხვა ვერ გავიგე? rolleyes.gif

პროფესიონალ ექიმად ჩამოყალიბებას წლები სჭირდება თუ ამას მეკითხები

Posted by: Summer 8 Oct 2008, 20:53
Gedsa_Neo
QUOTE
ჩვენვე ვაშავებთ როცა ვთანხმდებით რომ აი უნივერსიტეტში არ არის სათანადო სწავლა და საჭიროა რეზიდენტურა

კი ვაშავებთ, მაგრამ სამწუხარაოდ რეალობა ეგრეა. მე დღევანდელი გასახედიდან ვუყურებ. თორე მეც ძალიან გამეხარდება, თუ უნივერსიტეტში სათანადო დონეზე იქნება სწავლა.

Posted by: okulone 9 Oct 2008, 20:29
Gedsa_Neo
QUOTE
რეზიდენტურა აუცილებელია მაგრამ არა პაციენტტან მუშაობს სასწავლებლად, არამედ პროფესიონალად ჩამოსაყალიბებლად


მეც ვერ გავიგე ამ ფრაზაში შენ რა იგულისხმე. რა, პაციენტთან ურთიერთობა იცოდე საჭირო არაა? ან პროფესიონალიზმში რა იგულისხმება თუ პაციენტთან ურთიერთობა არ გქონდა და ნიუანსები არ შემოგესწავლა ასეთ პრაქტიკაში?

მე ვთვლი რომ სწორედ პაციენტთან ურთიერთობას მოაქვს პროფესიონალიზმი (პრაქტიკა, გამოცდილება, შენ წარმოიდგინე ცოდნაც. არის ისეთი რამ რასაც მხოლოდ პრაქტიკა გასწავლის)............

Posted by: ikebana 9 Oct 2008, 21:42
okulone
სხვა რამე თქვა და მეც ვეთანხმები, რეზიდენტურამდე პაციენტთან ჯდომა უნდა იცოდეს მინიმუმ სტუდენტმა და ინსტრუმენტების ხელში სწორად დაჭერა.
ანდა ფანტომები უნდა იყოს შესაბამისი დონის.

Posted by: **DIMMU*** 9 Oct 2008, 21:44
მე მინდა Gedsa_Neo-ს დავეთანხმო იმაში, რომ არ ვეთანხმები იმას ,რომ უნივერსიტეტი მარტო თეორიული ცოდნის მიცემას ახერხებს, ისიც იმას მარტო რასაც ბაროვსკი დაწერს. რეზიდენტურაში ხომ საერთოდ იმის მაგივრად რომ ცოდნას იღრმავებდე და უნივერსიტეტში ნასწავლ პრაქტიკულ ჩვევებს ხვეწავდე, ამის მაგივრად ჯერ ხო ის შემოიღეს რომ მოსამზადებელი გააკეთეს სადაც აზეპირებინებენ ა შემოხაზონ თუ ბ, მერერ კიდე ისევ ბაროვსკის გადაამღერებენ, და უცოდინარ რეზიდენტებს უშვებენ პაციენტთან ესაოდა უფასოაო და ხმას არ ამოიღებენო
ეს სისტემა მეზიზღება

okulone
QUOTE
მე ვთვლი რომ სწორედ პაციენტთან ურთიერთობას მოაქვს პროფესიონალიზმი (პრაქტიკა, გამოცდილება, შენ წარმოიდგინე ცოდნაც. არის ისეთი რამ რასაც მხოლოდ პრაქტიკა გასწავლის)............

რაც არ გისწავლია პაცეინტტან მთელი დღე რომ იყო ვერ ისწავლი, პრაქტიკას იძენ და ჩვევები გეხვეწება მაშინ როცა, რაგაცა იცი და ცოდნასაც აღრმავებ

Posted by: Gedsa_Neo 9 Oct 2008, 23:13
okulone
QUOTE
მეც ვერ გავიგე ამ ფრაზაში შენ რა იგულისხმე.



უნივერსიტეტი უნდა უზრუნველყოფდეს ზოგადი პროფილის სტომატოლოგის ჩამოყალიბებას, მინიმუმ თერაპიული სტომატოლოგია და ექსტრაქციები. ამის გაკეთება შენ უნდა შეგეძლოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებლად და უნდა გქონდეს რათქმაუნდა შესაბამისი ლიცენზია.

ამაში კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის იცი? საზოგადოებაში არის ამის მოთხოვნილება, ასეთ სპეციალისტებთან მკურნალობა (მე ვიტყოდი გადაუდებელი დახმარება) არ ღირს ძვირი და დაბალი სოციალური ფენა თავისუფლად სარგებლობს ამ მომსახურებით. არის კიდევ სახელმწიფო სტომატოლოგიური პროგრამები სკოლებში, ბაღებში, მოხუცთა თავშესაფარში სადაც ასევე საქმდებიან ეს ექიმები.

ეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ჯერჯერობით მაგრამ ხომ უნდა დადგეს დრო როცა ტკივილით არ დაიტანჯება ადამიანი იმის გამო რომ ფული არ აქვს და ვერ მიდის ექიმთან, ეს ცივილიზებულ სამყაროში არ ხდება დამეთანხმებით. ეს დაზღვევაზეც არის დამოკიდებული და ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს....

რაც შეეხება რეზიდენტურას, კლინიკური კურსია სადაც ვიწრო სპეციალიზაციას აირჩევ და გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ ყველანაირი პირობაა ამისათვის შექმნილი შენ პროფესიონალად ყალიბდები. უნივერსიტეტში ვერ ჩამოყალიბდები კარგი პაროდონტოლოგი, ორთოპედი.... ამისთვის არსებობს მეორეული განათლება


ბოლონიის პროცესში ცალკეა განხილული სტომატოლოგიური განათლება, ეს გაიდლაინები თავის დროზე ვთარგმნეთ სტუდენტებმა და პრეზენტაცია გავაკეთეთ ბავშვებისთვის

შენ რომ ის წაიკითხო საერთოდ თვალები კეფაზე აგივა რას გულისხმობს სტომატოლოგიური განათლების თითოეული საფეხური ევროპაში smile.gif

Posted by: **DIMMU*** 9 Oct 2008, 23:43
Gedsa_Neo
QUOTE
ბოლონიის პროცესში ცალკეა განხილული სტომატოლოგიური განათლება, ეს გაიდლაინები თავის დროზე ვთარგმნეთ სტუდენტებმა და პრეზენტაცია გავაკეთეთ ბავშვებისთვის

შენ რომ ის წაიკითხო საერთოდ თვალები კეფაზე აგივა რას გულისხმობს სტომატოლოგიური განათლების თითოეული საფეხური ევროპაში 

შეგიძლია რამე ლინკი დადო ამის შესაებ

Posted by: Gedsa_Neo 10 Oct 2008, 00:03
**DIMMU***

http://www.adee.org/cms/

ევროპაში სტომატოლოგიური განათლების ასოციაცია

Posted by: აღასპერი 10 Oct 2008, 14:57
Gedsa_Neo
Summer


ამბობენ, თუ ურეზუდენტუროდ გახდები თერაპევტი, მაშინ უნივერსიტეტებს კიდევ ერთი სასწავლო წელი დაემატებათო mo.gif

Posted by: MANAXH 10 Oct 2008, 15:53
აღასპერი
ამბობენ პირიქით ერთი წელი მოაკლესო და..

Posted by: Gedsa_Neo 10 Oct 2008, 19:52
აღასპერი
QUOTE
ამბობენ, თუ ურეზუდენტუროდ გახდები თერაპევტი, მაშინ უნივერსიტეტებს კიდევ ერთი სასწავლო წელი დაემატებათო



და რა განსხვავებაა? biggrin.gif

QUOTE
ამბობენ პირიქით ერთი წელი მოაკლესო და..


ეს სისულელეა ნამდვილად ...

ჩემი დაქალი სანქტპეტერბურგში გადავიდა სასწავლებლად და მეუბნებოდა დეკანი სიცილით კვდებოდა ჩვენს გავლილ საათებს რომ კითხულობდაო biggrin.gif სიტყვაზე ჩვენ 55 სთ გვაქვს გავლილი რაღას საგანი მათ იგივე 155 biggrin.gif 2-3ჯერ მეტი ყველაფერიbiggrin.gif

ეე... რა მაცინებს mo.gif

Posted by: **DIMMU*** 11 Oct 2008, 19:38
Gedsa_Neo
MANAXH
აღასპერი
დღეს დახელოვნებაში კედელზე იყო გამოკრული ლია ტუ რომელი ფაკულტეტი რამდენ წლიანი იქნება და ეწერა:
სტომატოლოგია 4 წელი, მედიცინის ფაკულტეტი 5

Posted by: MANAXH 11 Oct 2008, 20:03
**DIMMU***
თუ ეწერა ესეიგი მასეა.. chups.gif

იქნება და უკვე უწევს წლევანდელ მეორეებსაც..


Posted by: Summer 11 Oct 2008, 21:21
ისე რასაც ჩვენ გვასწავლიდნენ, იმას 4 წელი ასწავლიან თუ 5 მგონი დიდი განსხვავება არ იქნება. სწავლის დონე უნდა გაუმჯობესდეს ან რამე დამატებითი შემოიღონ. თორე იმ დონით, რომელიც ეხლა ინსტიტუტებშია შორს ვერ წავალთ.

Posted by: SIO 12 Oct 2008, 17:34

Gedsa_Neo

სრულიად გეთანხმები ყველაფერში. რაშია იცით საქმე, ჩვენ ყველამ ვიცით რო სასწავლო კურსი რადიკალურად არის შესაცვლელი, მეტიც

მთლიანად სისტემა უნდა შეიცვალოს და ადაპტირებული უნდა გახდეს დღევანდელ რეალობასთან ანუ ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან რაც

ჩვენ ქვეყანაში თავდაყირა დგას... არ ჯობია ხარისხი გაიზარდოს და პარალელურად გაიზრდება კონკურსიც! სამედიცინო უნივერსიტეტის რეიტინგი

საგრძნობლად დაეცა და თუ ესე გაგრძელდება ჯერ სადა ხართ დაცემა მერე ვნახოთ როგორი იქნება... ეს ყველაფერი ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ იმედია

ხალხი რომელიც მაღლა ზის და აკონტროლებს ამ პროცესებს (არადა იცის რა სისულელეა ეს ყელაფერი და მაინც აკეთებენ ამას) იფიქრებს იმაზე რო ფულის

კეთება არ ააშენებს ამ ქვეყანას რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პროფესიონალიზმთან ყველა სფეროში boli.gif

Posted by: okulone 12 Oct 2008, 21:10
Gedsa_Neo

უნივერსიტეტში გასწავლიან თეორიას. ნუ მე საქართველო მაქვს მხედველობაში.
რეზიდენტურაში უკვე პრაქტიკას გადიხარ და პაციენტთან გაქვს ურთიერთობა, ასე ვთქვათ პაციენტთან ურთიერთობას სწავლობ პრაქტიკულად, გიწევს ანამნეზის შეგროვებიდან დაწყებული განკურნებით დამთავრებული ყველაფრის კეთება. თუ განკურნება შასაძლებელია მოცემულ სიტუაციაში. ანუ მუშაობ ექიმად გამოცდილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მე გავიარე რეზიდენტურა და ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები და ის რომ
QUOTE
რეზიდენტურა აუცილებელია მაგრამ არა პაციენტტან მუშაობს სასწავლებლად, არამედ პროფესიონალად ჩამოსაყალიბებლად

ანაირად არ გეთანხმები

ბევრი რამ შეიძლება საქართველოს მასშტაბით არ კეთდება რაც უნდა გაკეთდეს იგივე უნივერსიტეტში და რეზიდენტურაში, მაგრამ ამოსავალი წერტილი სწორეს ეგ არის რომ ექიმ-კლინიცისტად ჩამოყალიბდე... ამას კი პაციენტთან ურთიერთობის გარეშე ვერ მიაღწევ ვერასოდეს

Posted by: Gedsa_Neo 12 Oct 2008, 21:23
okulone
QUOTE
უნივერსიტეტში გასწავლიან თეორიას. ნუ მე საქართველო მაქვს მხედველობაში.



ხოდა მაგას ვამბობთ აგერ 2 გვერდია რომ თეორიასთან ერტად უნივერსიტეტში პრაქტიკულადაც უნდა მუშაობდე ....



QUOTE
ანაირად არ გეთანხმები


კაი gigi.gif


SIO
2kiss.gif

Posted by: Andy Warhol 13 Oct 2008, 11:49
როდის არის რეზიდენტურის გამოცდები ზუსტად მითხარით . საბუთების შეტანის ბოლო ვადა როდის არის?

Posted by: აღასპერი 13 Oct 2008, 15:18
Gedsa_Neo
QUOTE
და რა განსხვავებაა?


ალბათ ის, რომ სწავლის გადასახადზე ორჯერ მეტს რეზიდენტურაში არ გადაიხდი mo.gif

და კიდევ ის, რომ ისევ უნივერსიტეტში ივლი კარგად ნაცნობი მარშუტკებით ან ავტობუსებით და ამ უკანასკნალში სტუდბილეთი სახლში თუ არ დაგრჩება, მგზავრობა 20 თეთრი იქნება. mo.gif და რეზიდენტი 20 თეთრად ივლი? ვერა vik.gif

**DIMMU***
QUOTE
სტომატოლოგია 4 წელი, მედიცინის ფაკულტეტი 5

მაიცა, ეგ როგორ,ე? spy.gif

შეიცვალა რამე? თუ მასე იყო? ჩემთან სტომატოლოგიური კი არა, მედიცინის ფაკულტეტი ჰქვია და სტომატოლოგია ისწავლება და სიკვდილამდე მაგიტომ ვსწავლობ? givi.gif

Posted by: SIO 13 Oct 2008, 19:16
QUOTE
როდის არის რეზიდენტურის გამოცდები ზუსტად მითხარით . საბუთების შეტანის ბოლო ვადა როდის არის?


6-დან 15-მდე არის საბუთების შეტანა! გამოცდები თუ არ ვცდები 20-ში იწყება და ზოგს 26-შიც აქვს. მე 22-ში მაქვს მაგალითად, ჩემ კურსელებს ზოგს 21ში

ზოგს 23ში. ისე კი ამბობენ წელს ყველას მიიღებენო "ბიუჯეტი" უნდა შევავსოთოოოო maxati.gif

Posted by: MANAXH 13 Oct 2008, 19:53
აღასპერი
QUOTE
ჩემთან სტომატოლოგიური კი არა, მედიცინის ფაკულტეტი ჰქვია და სტომატოლოგია ისწავლება და სიკვდილამდე მაგიტომ ვსწავლობ?

ოფიციალურად მედიცინის ფაკულტეტი ყოფილა რა გინდა givi.gif

Posted by: BATONI-DAVITI 17 Oct 2008, 19:40
სალიცენზიო გამოცდა როდისაა ეგეც გეცოდინებათ თქვენ კეთილო ადამიანებო smile.gif

Posted by: sopo5555 14 Nov 2008, 00:25
ვბინმემ თუ იცით რეზიდენტურის გამოცდა ვითომ იანვარშიც განმეორდეაბო და მართალიაა?

Posted by: Hahnne 27 Mar 2009, 23:14
რეზიდენტურის(თერაპიაში) რა ბაზებია თბილისში შეგიძლიათ დაწეროთ?
დავწერ რეებიც მახსენდება და იქნებ დამიმატოთ სხვებიც თუ იცით smile.gif

რესპუბლიკური
"უნი-დენტი"
"როიალ-დენტი"
"დენტ-ივერი"

"ბელა-დენტი" გაგიგიათ ეს?
რა პირობებია? გადასახადი? რეზიდენტების რაოდენობა? სავარძლები რამდენია(ყველა რეზიდენტს ცალკე თუ აქვს)? მასალები?

კიდევ "ალმა-მატერის" რეზიდენტურის შესახებ მაინტერესებს...როგორი პირობებია იქაც...

და ქეთევან გოგილაშვილის რეზიდენტურის შესახებ თუ იცით? სად? რა პირობებით არის?

წინასწარ დიდი მადლობა თუ ვინმე დამეხმარება smile.gif



Posted by: ikebana 27 Mar 2009, 23:46
Hahnne
ბელა-დენტიც ბაზაა?



QUOTE
და ქეთევან გოგილაშვილის რეზიდენტურის შესახებ თუ იცით? სად? რა პირობებით არის?

აბაშიძის 56.

რამდენადაც ვიცი, ძალიან კარგია. ვინც მანდ გაიარა ყველა ძალიან კმაყოფილია.

Posted by: Gedsa_Neo 28 Mar 2009, 18:52
Hahnne
QUOTE
და ქეთევან გოგილაშვილის რეზიდენტურის შესახებ თუ იცით? სად? რა პირობებით არის?



როგორ ხარ ცქნაფა? 2kiss.gif

მე გავიარე მანდ და არ ვარ კმაყოფილი....
ჩვენ კურსელებში გავიკითხავ და გეტყვი რამდენიმე ვარიანტს smile.gif



Posted by: Hahnne 28 Mar 2009, 20:11
Gedsa_Neo
მაგრად თიკკ 2kiss.gif
შენ როგორ ხარ? ;;)
მოიცა PM ში მოგწერ

ikebana
QUOTE
ბელა-დენტიც ბაზაა?

არ ვიცი ზუსტად... მაგის გარკვევა მინდა სწორედ smile.gif

Posted by: **DIMMU*** 28 Mar 2009, 22:57
Hahnne
ისე უნიდენტი დღესდღეისობით ყველაზე კარგია, ორი წლის წინ ცოტა მოიკოჭლებდა მაგრამ ისევ მაგრად ამოქაჩა,წელს მარინა აცხადებ შემოდგომაზე უფასო საფანტომო კურსებს და მიდი გაიარე თან იქაურ სიტუაციებს ნახავ

თან ისეთი ტესტები აქვსთ ეხლანდელ რეზიდენთებს დარწმუნებული ვარ რომ არათუ სტუდენტები და რეზიდენტები, პედაგოგებიც კივერ გააკეთებენ იმ ტესტებს, არ როგორი ფანტომრბი აქვს, ან როგორი პროგრამა, მოკლედ მაგარია, ჩემ დროს სამწუხაროდ ასე არ იყო
Gedsa_Neo
QUOTE
მე გავიარე მანდ და არ ვარ კმაყოფილი....

ჩემმა კურსელმაც გაიარა და მაგარი იმედ გაცრუებული და რატო? ერთი გოგოც არის ეხლა და ისეთ რაგაცეებს მეკითხება ხოლმე გავგიჯდი

Posted by: Gedsa_Neo 29 Mar 2009, 09:49
ქეთი არ მოდიოდა საერთოდ, სულ ერთხელ იყო 9 თვის განმავლობაში. უფროსი გვყავდა ქალი რომელიც არაა სტომატოლოგი და ბევრი რამე არ ესმოდა. მასალები გვაკლდა, პაციენტს რო მიიღებდი ძალიან არ სიამოვნებდათ
მუშაობა რომ დავიწყეთ გვთხოვდა რომ ჩვენ მოყვანილ პაციენტს ფული გადაეხადა, ჩვენ გადასახადს რაში ვიხდიდით? მთელი დღის განმავლობაში 2 სთ გვაძლევდნენ მუშაობის უფლებას

მოკლედ თუ სწავლა და მუშაობა გინდა ცუდია და თუ არ გინდა რომ იარო, კაციშვილი ხმას არ ამოიღებს biggrin.gif და მაშინ კარგია

ხელმძღვანელები კარგები არიან ნამდვილად მარა უფროსი ის ქალია და ნორმალური სამუშაო პირობები არ გვქონდა user.gif

რაც შეეხება უნიდენტს ზოგს შეიძლება მოსწონს მაგრამ ჩემი კურსი უმეტესობა მანდ წავიდა და გაგიჟებულები არიან, რა მასალებით ამუშავებდნენ...
მანდ გადასახადი ორმაგია ვიდრე აკადემიის ბაზებზე და მემგონი სირცხვილია კომპოლაიტითა და ვერი ბესტით მუშაობა იმჰო...
რაც მომწონს მაგათი ისაა რომ დღის განმავლობაში 4 სთ ხარ სავარძელთან და მუშაობ smile.gif
თეორიას 3 თვე ასწავლიან, მანდ რეზიდენტები გადიან კლინიკურ მოდულს რომელიც სულ 9 თვე გრძელდება და აქედან 3 თვე მარტო თეორია იმიტომაა ალბათ რომ მასალები არ დაეხარჯოთ biggrin.gif
თეორია აუცილებელია მაგრამ ხო შეიძლება მუშაობაც დააწყებინონ, აბა იმხელა თანხას ბავშვები თეორიულ მოდულში იხდიან?
ვინც უცოდინარია, რა 3 თვეში სწავლობს თერაპიულ სტომატოლოგიას biggrin.gif არ უნდა მიიღონ მასეთი საერთოდ... რავიცი..

მე რომ ვაბარებდე ეხლა რესპუბლიკურს ავირჩევდი, თავის დროზე ბნელი ოთახის გამო დავიწუნე biggrin.gif თუმცა ისევ ჩემი კურსელების აზრიდან გამომდინარე შედარებით ნორმალურია smile.gif

Posted by: Hahnne 29 Mar 2009, 18:51
**DIMMU***
QUOTE
წელს მარინა აცხადებ შემოდგომაზე უფასო საფანტომო კურსებს და მიდი გაიარე თან იქაურ სიტუაციებს ნახავ

smile.gif ვისთვის(სტუდენტები, რეზიდენტები)? მაგ დროს ალბათ უკვე არჩეული მექნება...წელს ვამთავრებ...და სხვის რეზიდენტებს მიგვიღებენ ნეტა user.gif

QUOTE
თან ისეთი ტესტები აქვსთ ეხლანდელ რეზიდენთებს დარწმუნებული ვარ რომ არათუ სტუდენტები და რეზიდენტები, პედაგოგებიც კივერ გააკეთებენ იმ ტესტებს,

რომელ ტესტებს გულისხმობ? spy.gif
რეზიდენტურაში ჩასაბარებელს? მე თითქოს ასე ვიცი სახელმწიფო გამოცდაზე რაც არის მაგისგან ცოტა განსხვავებულიაო რეზიდენტურის...და შენ ალბათ სხვაზე ამბობ ხომ? baby.gif


Posted by: **DIMMU*** 29 Mar 2009, 21:05
Hahnne
QUOTE
ვისთვის(სტუდენტები, რეზიდენტები)? მაგ დროს ალბათ უკვე არჩეული მექნება...წელს ვამთავრებ...და სხვის რეზიდენტებს მიგვიღებენ ნეტა

სტუდენტებისთვის ვისაც ჯერ არ აქვს არჩეული
QUOTE
რომელ ტესტებს გულისხმობ?რეზიდენტურაში ჩასაბარებელს? მე თითქოს ასე ვიცი სახელმწიფო გამოცდაზე რაც არის მაგისგან ცოტა განსხვავებულიაო რეზიდენტურის...და შენ ალბათ სხვაზე ამბობ ხომ?

არა შიდა საეტაპო ტესტებზე ვამბობ

Posted by: sopo5555 3 Jun 2009, 21:56
როდის იქნება გამოცდა ხომ არ იცით

Posted by: Eeyore 19 Jun 2009, 14:02
QUOTE
როდის იქნება გამოცდა ხომ არ იცით

თუ ვიმემ იცით დაწერეთ და ტესტები ხომ არ გაქვს წელს რა ტესტებიც იქნება?
თუ გავთ იქნებ დაგედოთ

Posted by: shuki 6 Jul 2009, 06:18
ორთოპედიაში ვაპირებ რეზიდენტურის გავლას და ხომ ვერ მეტყვით სად არის ყველაზე კარგი პირობები!

Posted by: Bavshvi 6 Jul 2009, 22:40
shuki
მე ორთოპედია გავიარე დენტივერში და საკმაოდ კარგი იყო. მასალებზე პრობლემა არ ყოფილა არასდროს, ცოტ-ცოტა სატექნიკო საქმესაც გვაკეთებინებნენ. რაც შეეხება პაციენტებს ვერ გეტყვი ყოველ დღე და თუნდაც ყოველ კვირა ახალი პაციენტი მყავდა თქო მაგრამ ჯამში ყველა სამუშაო გავაკეთე საკმარისად.

Posted by: shuki 7 Jul 2009, 23:18
Bavshvi
მადლობთ ინფორმაციისთვის გაიხარე! მე სხვებმაც მანდ მირჩიეს კარგი სიტუაციააო, ჩაწერილი ვარ მანდ უკვე და უკეთესი ვარიანტი თუ იქნება სადმე იმას ვეძებ. თუ ვინმემ იცის და მეტყვის დიდად მადლობელი დავრჩები...

Posted by: POMONEM 15 Jul 2009, 18:31
აუ როიალდენტზე ინფორმაცია მინდა რააააააააააა, ვინც რა იცით, გთხოვთ დაწერეთ რა wink.gif wink.gif wink.gif wink.gif

Posted by: ლანდარია 19 Jul 2009, 15:23
მომბეზრდა ამ გამოცდების ლოდინი user.gif vis.gif

Posted by: Hahnne 20 Aug 2009, 21:31
რეზიდენტურის გამოცდაზე რომელი ტესტები ბარდება ხომ არ იცით ?
http://rama.moh.gov.ge/Default.aspx?id=21
3000 რომ არის "საკვალიფიკაციო" მაგ საიტზე?
თუ
ცალ-ცალკე რომ არის "სერთიფიცირების" ?
rolleyes.gif
შარშან ვინც ჩააბარეთ რომლები იყო? baby.gif

Posted by: hilfigeri 14 Sep 2009, 17:40
რამზეს სად აპირებ ორთპედიის რეზიდენტურის გავლას???

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)