Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > მატჩი მესამე ადგილისთვის


Posted by: BuTroSS_buTroSS_GaLI 25 Oct 2020, 17:54
პირველ-მეორე გასაგებია

აბა მეორე ეშელონის გუნდებში ვნახოთ რა მოხდება


დარწმუნებული ვარ ორ ციფრიანი მაჩვენებელი არცერთს არ ექნება.

კი ყველა იძახის რომ აღარ უნდა ნაც-ქოცები, მაგრამ ქოცებიდან სხვა პარტიებისკენ გაწეული ამომრჩეველი ვფიქრობ რომ კვლავ უკან მიბრუნდება, ხედავს რა რომ ნაც.მოძრაობა და სხვა მისი წიაღიდან გამოსული პარტიები ძლიერდებიან. ამის შემხედვარე კი, ნაც.მოძრაობიდან სხვა პარტიებისკენ წასული ამომრჩეველიც ხედავს რა რომ ქოცი ამომრჩეველი ისევ საბაზისო პარტიას უბრუნდება, თავადაც საკუთარ საბაზისო პარტიას დაუბრუნდებიან.

ანუ თავიანთ-თავიანთ ფლანგებზე ისევ ყველაზე ძლიერი პარტიისკენ მოხდება კონცენტრირება.

ამიტომ ვფიქრობ ქოცები და ნაცები ჯამში მინიმუმ 75%-ს აიღებენ. ამას ევსაქების გაურკვეველი და დამაბნეველი კამპანიაც ემატება, რომლებიც არა კოალიციას არამედ განხეთქილებას სთავაზობენ და უანონსებენ ოპოზიციურ ამომრჩეველს, რაც თავიანთივე ამომრჩევლის ნაწილსაც განიზიდავს.

Posted by: qristefore 25 Oct 2020, 18:03
ევროპელებს აქვთ მცირე შანსი 2 ციფრიანი ნიშნულის. დანარჩენებს არცერთს.
პ.ს. კარგია ესე რომ დაიშალნენ. ერთი კოზირი ქონდა ბიძინის მიშას დემონიზაცია და ეგ აღარ აქვს.

Posted by: akkai 25 Oct 2020, 18:03
BuTroSS_buTroSS_GaLI
გირჩი და მოქალაქეები ამოიღე სიიდან და ნაცები და ქოცები ჩაამატე

yes.gif yes.gif

Posted by: vOn3Cic4 25 Oct 2020, 18:04
ევროპული საქართველო

Posted by: W-G1 25 Oct 2020, 18:17
სტრატეგია აღმაშენებელი მგონია მესამეზე, ნუ კვლევების მიხედვით

Posted by: KobSak 25 Oct 2020, 18:24
QUOTE
დარწმუნებული ვარ ორ ციფრიანი მაჩვენებელი არცერთს არ ექნება.

ლელოს ექნება 15-20 პროცენტის ფარგლებში.

Posted by: BuTroSS_buTroSS_GaLI 25 Oct 2020, 19:43
QUOTE (KobSak @ 25 Oct 2020, 18:24 )
QUOTE
დარწმუნებული ვარ ორ ციფრიანი მაჩვენებელი არცერთს არ ექნება.

ლელოს ექნება 15-20 პროცენტის ფარგლებში.

აუ არაა.. პონტია..

ნაცები ვს ქოცები გრანდ ფინალია და შესაბამისად ბოლო.
ამის მერე ეს ფურცელიც გადაიშლება

მესმის რომ უმეტესობას უნდა ამ წრიდან გასვლა, მაგრამ ვითარების მძევალია ყველა. კი უნდა ბევრ განქოცებულს და გან-ნაცებულს მისცეს სხვა პარტიებს ხმა მაგრამ, რომ ხედავს ერთი მხარე(ექს-ქოცები) რომ მეორე აქტიურობს და ძლიერდება(ნაცები), ისევ უკან ბრუნდებიან ძლიერ პარტიებთან. მერე ექს-ნაცებიც რომ ხედავენ ოცნების შესაძლო ელექტორალურ გაძლიერებას ისინიც უკან ბრუნდებიან ძლიერ პარტიასთან.

ამიტომ მგონია რომ ეს ფინალი შედგება - ბარსა-რეალი; ბოკა-რივეი; სელტიკი-რეინჯერსი და ა.შ ))


Posted by: bachichi83 25 Oct 2020, 19:53
ვერც ერთი მესამე ადგილოსანი ვერ მიაღწევს ათ პროცენტიან ნიშნულს. არც ნაცებს აქვთ სხვებთან წასასვლელი ხმა და არც ქოცებს, მაქსიმუმს გამოწურავს ორივე. 8% თუ აიღო ან ევსაქებმა ან აღმაშენებელმა მადლობა უნდა თქვან. აი ლელო 6 პროცენტზე ზემოთ ვერ წავა. რამდენ ლელოზე ხმის მისაცემად წასულ ამომრჩეველს აუკანკალდება ხელი ბოლო მომენტში და ან 5-ს შემოხაზავს ან 41-ს იმდენი სიკეთე ჩვენ. პატრიოტებიც ჩაირეცხებიან ამ არჩევნებზე, სამ პროცენტსაც ვერ დადებენ და მომდევნო არჩევნებზე მაქსიმუმ ირმა შევიდეს მარტო პარლამენტში.

Posted by: vaho 25 Oct 2020, 19:55
QUOTE
ლელოს ექნება 15-20 პროცენტის ფარგლებში


10-12 შეიძლება მართლა აიღონ...

Posted by: BuTroSS_buTroSS_GaLI 25 Oct 2020, 19:58
QUOTE (bachichi83 @ 25 Oct 2020, 19:53 )
ვერც ერთი მესამე ადგილოსანი ვერ მიაღწევს ათ პროცენტიან ნიშნულს. არც ნაცებს აქვთ სხვებთან წასასვლელი ხმა და არც ქოცებს, მაქსიმუმს გამოწურავს ორივე. 8% თუ აიღო ან ევსაქებმა ან აღმაშენებელმა მადლობა უნდა თქვან. აი ლელო 6 პროცენტზე ზემოთ ვერ წავა. რამდენ ლელოზე ხმის მისაცემად წასულ ამომრჩეველს აუკანკალდება ხელი ბოლო მომენტში და ან 5-ს შემოხაზავს ან 41-ს იმდენი სიკეთე ჩვენ. პატრიოტებიც ჩაირეცხებიან ამ არჩევნებზე, სამ პროცენტსაც ვერ დადებენ და მომდევნო არჩევნებზე მაქსიმუმ ირმა შევიდეს მარტო პარლამენტში.

100%

ზუუსტად. მაგას ვამბობ მეც.

ბევრს უნდა მართლა სხვა პარტიას მისცეს ხმა, მაგრამ ბოლო მომენტში მაინც მის ფლანგზე არსებული ძლიერი პარტიისკენ გადაიხრება.
ძაან ბევრი ალიანსელი, მარშელი და ნუ მოკლედ ეს ხალხი კი ბუინობს რომ მისცემენ ამ პარტიებს ხმას მაგრამ ბოლო მომენტში მაინც ქოცებს მოხაზავენ

ისევე როგორც აქეთ, ვაშაძის, ევსაქების და ა.შ მხარდამჭერები - ნაცებს.

გრანდ ფინალი გარდაუვალია, მოცემულობაა ასეთი.

Posted by: jangula 25 Oct 2020, 20:32
QUOTE
ევროპელებს აქვთ მცირე შანსი 2 ციფრიანი ნიშნულის.

თუმცა
შეიძლება ეს გაიყვანონ :დდ
QUOTE
სტრატეგია აღმაშენებელი


Posted by: BuTroSS_buTroSS_GaLI 25 Oct 2020, 20:41
QUOTE
ევროპული საქართველო [ 22 ]  [42.31%]



ჰმმჰჰ..

მეგონა ნაცები ყველას ისურვებდნენ ან მოიაზრებდნენ ამათ გარდა)))

Posted by: jangula 25 Oct 2020, 20:59
user posted image

:დდ
*-------------*

Posted by: lepori 25 Oct 2020, 21:20
QUOTE
ლელო  [ 13 ]  [20.31%]

თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ევსაქები უპრობლემოდ დაიკავებდნენ მესამე ადგილს,
მაგრამ ამ ბოლო დროს ისე აურიეს არ გამოვრიცხავ ლელომ ჩაანაცვლოს

Posted by: suto 25 Oct 2020, 21:22
ან ლელო, ან აღმაშენებელი, ვფიქრობ, ევროპელებმა ბევრი ამომრჩეველი დაკარგეს!

Posted by: BuTroSS_buTroSS_GaLI 26 Oct 2020, 00:19
QUOTE (akkai @ 25 Oct 2020, 18:03 )
BuTroSS_buTroSS_GaLI
გირჩი და მოქალაქეები ამოიღე სიიდან და ნაცები და ქოცები ჩაამატე

yes.gif yes.gif

არ ვიცი რას გულისხმობ მარა გირჩიც და მოქალაქეებიც იმაზე მეტ პროცენტს დადებენ ვიდრე გამოკითხვებში აქვთ

Posted by: babsi 26 Oct 2020, 00:24
ალბათ ბანკირების ლელო
პრემიერობზე რო ოცნებობს ვასაძესაც აქვს შანსი, ცოტა სწრაფად უნდა იარონ

Posted by: BuTroSS_buTroSS_GaLI 27 Oct 2020, 00:42
QUOTE (suto @ 25 Oct 2020, 21:22 )
ან ლელო, ან აღმაშენებელი, ვფიქრობ, ევროპელებმა ბევრი ამომრჩეველი დაკარგეს!

მეც ეგრე ვფიქრობ, ძაან ცუდი კამპანია ჩაატარეს და ბევრი განიზიდეს
არადა ქონდათ პოტენციალი, რატომ აირჩიეს ასეთი უაზრო სტრატეგია არ მესმის

Posted by: dzuku71 27 Oct 2020, 00:48
QUOTE
 მატჩი მესამე ადგილისთვის , ვინ გახდება ბრინჯაოს პრიზიორი?

ევროები

Posted by: ლევან_ი 27 Oct 2020, 00:51
ეს ყლვაშაძე ართმევს ევროებს ბევრ ხმას ისე
შეიძლება ვეღარ გაქაჩონ 10%

Posted by: daviti35 27 Oct 2020, 00:54
ევროები ან პატრიოტები დანარჩენი 1 % პარტიებია.

Posted by: ლევან_ი 27 Oct 2020, 00:55
პატრიოტები 3-4% იანი პარტიაა
წინა არჩევნების შედეგს ვეღარ გაიმეორებენ, შანსი არაა

Posted by: BuTroSS_buTroSS_GaLI 27 Oct 2020, 00:56
QUOTE
ევროპული საქართველო [ 47 ]  [44.34%]


მოკლედ ნაცებმა მაინც დააპაძერჟკეს თავიანთი პატარა ძამიკოები, მიუხედავად მათი მხრიდან ათასნაირი პადნოჟკისა)))

QUOTE
პატრიოტთა ალიანსი [ 13 ]  [12.26%]


არც ქოცები ჩამორჩნენ ნაცებს და მათაც თავიანთი უმცროსი (თუ უფროსი?) ძამიკო დააპაძერჟკეს და მესამე ადგილი უსურვეს))


QUOTE
ლელო [ 18 ]  [16.98%]


ლელო ცოტ-ცოტა ყველამ დააპაძერჟკა biggrin.gif

Posted by: გ ი ო რ გ ი 27 Oct 2020, 01:24
QUOTE
თქვენი აზრით რომელი პარტია გავა მესამე ადგილზე?

QUOTE
ევროპული საქართველო

ცალსახად. yes.gif




პროგნოზი:

1. ქართული ოცნება - 42%
2. ნაციონალური მოძრაობა - 26%
3. ევროპული საქართველო - 11%
4. პატრიოტთა ალიანსი - 5%
5. ლეიბორისტული პარტია - 5%
6. ლელო - 4%
7. გირჩი - 3%
8. დემოკრატები - 2%

ყველა დანარჩენი ჯამში - 2%

მაჟორიტარები:

ქართული ოცნება - 17
ნაციონალური მოძრაობა - 8
ევროპული საქართველო - 3

ყველა დანარჩენი ჯამში (მათ შორის პატრიოტები, ლეიბები, ლელო, გირჩი, დემოკრატები და ა.შ.) - 2

P.S.

ქართული ოცნების თეორიული მინიმუმი არის 38% + 15 მაჟორიტარი

ნაციონალური მოძრაობის სუპერმაქსიმუმი არის 27% + 10 მაჟორიტარი
ევროსაქების სუპერმაქსიმუმი არის 12% + 5 მაჟორიტარი

P.P.S.

ქართული ოცნება ვს. ყველა დანარჩენი თითქმის თანაბარი შანსია, მაგრამ ამ "ყველა დანარჩენში" პატრიოტებიც შედიან.

ოცნება ყველა ვარიანტში ტრიალებს 40%-ში და დაახლოებით 48 პროპორციულ ადგილს იღებს.

მაჟორიტარებიდან ბევრს გაიყვანს ოცნება, ზუსტად ჭირს თქმა, მაგრამ რაიონებში ხალხი ნაცებს და ევროსაქებს ნაკლებად აძლევს ხმას,
ყველა ხელისუფლების დროს მაჟორიტარები სახელისუფლებო ბერკეტი იყო, კიდევ კარგი მკვეთრად შემცირდა მათი ზოგადი წილი.
ნახევარი მაჟორიტარების ალბათ ოცნების იქნება, შეიძლება მეტიც. 65 ადგილს მოაგროვებს ოცნება ყველა ვარიანტში, ძნელად
წარმოსადგენია ასე რომ არ მოხდეს.

მთავრობის ფორმირებისთვის დააკლდება 10 ადგილი.
ამ 10 ადგილის მიმხრობა იქნება მთავარი მთავრობის ფორმირებისთვის, როგორც ოცნებისთვის, ისე გაერთიანებული ოპოზიციისთვის.

პატრიოტთა ალიანსი, დემოკრატები (ბურჯანაძე), ლეიბები...? ვიღაცასთან კოალიციას ეცდება ოცნება.

Posted by: ImereTinski 27 Oct 2020, 11:45
QUOTE
ლელოს ექნება 15-20 პროცენტის ფარგლებში.


+1

Posted by: Ambitious_Person 27 Oct 2020, 11:46
ლელო იმსახურებს მინიმუმ მესამე ადგილს

* * *
გ ი ო რ გ ი
QUOTE
ნაციონალური მოძრაობის სუპერმაქსიმუმი არის 27% + 10 მაჟორიტარი

არაა
უკვე ვფიქრობ რომ 30 % ზე აქაჩავენ

გააჩნია კიდევ რამე ვიდეო თუ გაუვარდათ ქოცების საწინააღმდეგო


კოვიდის კრიზისი, კრიმინალი გაზრდილი
ეკონომიკა და უსაფრთხოება ნომერ პირველია ახლა ხალხისთვის და ამაშინ ნაცებს დიდი პლიუსი ჰქონდათ
შეიძლება დამოუკიდებელ სასამართლო ამჟამად სულ ეკიდოს სოფელში მცხოვრებ ადამიანს
ახლა ადარდებს ეკონომიკა და უსაფრთხოება


ნუ ქოცებს ათ პროცენტიანი ფორა ექნებათ მეორე ადგილოსანტან მაგრამ ჯამში წააგებენ კოალიციასთან

Posted by: ImereTinski 27 Oct 2020, 12:59
QUOTE
ლელო იმსახურებს მინიმუმ მესამე ადგილს


ლელო კი არა ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს მთავრობას yes.gif


მრავალპარტიული პარლამენტის მოდელიც აუცილებლად უნდა ვცადოთ

ამასთან

ვფიქრობ რო დღევანდელი მოცემულობით ხაზარაძე ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერობის კანდიდატია yes.gif

Posted by: KobSak 27 Oct 2020, 13:29
QUOTE
ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერობის კანდიდატია

დღევანდელ ოპო სპექტრს თუ შევხედავთ, ერთ-ერთი კი არა ერთადერთი საუკეთესო კანდიდატია

Posted by: ImereTinski 27 Oct 2020, 15:21
QUOTE (KobSak)
დღევანდელ ოპო სპექტრს თუ შევხედავთ, ერთ-ერთი კი არა ერთადერთი საუკეთესო კანდიდატია


რადიკალურ და მტკიცებით ფორმაში არ მიყვარს ხოლმე ლაპარაკი, მაგრამ კი ამ შემთხვევაში ეგრეა

უმთავრესი პრობლემა საქართველოში რასაც ყველა სახალხო გამოკითხვა ადასტურებს სამწუხაროდ არის სიღარიბე და უმუშევრობა, მერე არი სხვა პრობლემები და ამის მოგვარებაა უმთავრესი ჯერ

და ამ საკითხში ხაზარაძეზე კომპეტენტური და გამკეთებელი სხვა ვინმე ნაკლებად არის

პირიქით ძაან მიკვირს რო ამ მასშტაბის საქმოსანი (და არა უბრალოდ ფულიანი ოლიგარქი) სხვადასხვა მიზეზების და გარემოებების გამო იღებს გადაწყვეტილებას რო გახდეს პრემიერი და ხალხის დიდი უმრავლესობა ისევ მიშა-ბიძინაზეა ჩაციკლული facepalm.gif

Posted by: dzuku71 27 Oct 2020, 15:25
QUOTE
ნაციონალური მოძრაობის სუპერმაქსიმუმი არის 27% + 10 მაჟორიტარი

ეს ათი მაჟორიტარი საიდან მოგყავთ?
1)ოქრიაშვილი
2)?
3)?
...........
.........
.....

........................................................................................................................................................ვარშალომიძე?50/50

Posted by: KobSak 27 Oct 2020, 15:30
QUOTE
ხალხის დიდი უმრავლესობა ისევ მიშა-ბიძინაზეა ჩაციკლული

ხალხის დიდ უმრავლესობას მოსწონს ეგ ორი და მაგიტოა ჩაციკლული.აბა შენ გგონია არ უნდათ ხმის მიცემა მარა სხვა გზა არ აქვთ? ასეთი ფართო არჩევანი საქართველოს არ ჰქონია არასდროს,მარა არ უნდა ქართველს განვითარება და რას იზამ. შეჩვეული ჭირი ჯობიაო და კაი ბატონო.

Posted by: Ambitious_Person 27 Oct 2020, 15:45
KobSak
ფართო არჩევანია თუმცა ამათ მტავრობას ვისურვებდი
ნაცები+ევროსაქები+ლელო ეს პარტიატა ალიანსი
ვაშაძე, ელისაშვილი, ჯაფარიძე ეს კი სამი კაცი



Posted by: KobSak 27 Oct 2020, 15:47
QUOTE (Ambitious_Person @ 27 Oct 2020, 15:45 )
KobSak
ფართო არჩევანია თუმცა ამათ მტავრობას ვისურვებდი
ნაცები+ევროსაქები+ლელო ეს პარტიატა ალიანსი
ვაშაძე, ელისაშვილი, ჯაფარიძე ეს კი სამი კაცი

ჩვენ ვისურვებდით კი,მარა ბევრს ქოცები უნდათ ერთპიროვნულად და სამწუხაროდ ეგ ხალხი წყვეტს ქვეყნის მომავალს

Posted by: ImereTinski 27 Oct 2020, 15:47
KobSak

საბედნიეროდ მჯერა რო არის კონკრეტული სეგმენტი (ჩაშლაც შემიძლია სახელობითად) ვინც ყველა ლოგიკით ლელოს უნდა ირჩევდეს

მაგრამ

ამ სეგმენტის მოცულობა პატარაა

შესაბამისად ლელომ რო საკმარისი ხმები მოაგროვოს

უნდა იმუშაოს აქტიურად (იმედია იმუშავეს)

30 წლამდე ელექტორატის ხმებზე + პირველად ვინც მიდის არჩევანზე და ამ სეგმენტისთვის გასაგები და სწორი მესიჯები მიაწოდოს

შედეგი დადგება ის რო მივიღებთ 20%-ს არჩევნებზე, რაც ცუდი არ იქნება. შემდეგ შესაბამის პარტიებთან კოალიცია პარლამენტში

yes.gif

Posted by: KobSak 27 Oct 2020, 15:49
QUOTE
დალშე დარჩა 30 წლამდე ელექტორატის ხმები + პირველად ვინც მიდის არჩევანზე და იმედი მაქვს ამ სეგმენტისთვის სწორი მესიჯების მიწოდებაზე შესაბამისად იმუშავეს ლელოელებმა


ეგეთი ძალიან ცოტაა, ძირითადად მაინც 60+ ხალხი წყვეტს არჩევნების ბედს

Posted by: senpai 27 Oct 2020, 15:57
QUOTE
აღმაშენებელი

რეგიონებში უმუშავიათ კარგად.

Posted by: GEORGEXIII 27 Oct 2020, 16:01
ინაშვილს ამოაგდებენ ვითომ ბიბის ჯიბადან ჩხავიან biggrin.gif

Posted by: ImereTinski 27 Oct 2020, 16:01
QUOTE (KobSak)
ეგეთი ძალიან ცოტაა, ძირითადად მაინც 60+ ხალხი წყვეტს არჩევნების ბედს


დემოგრაფიულად თითქმის თანაბრად არის 60+ ხალხი და 18-30 ხალხი

და ლელომ ფსონი ახალგაზრდებზე უნდა დადოს, იმიტო რო 60+ ელექტორატზე ყველა ბრძოლობს

Posted by: KobSak 27 Oct 2020, 16:04
QUOTE
ლელომ ფსონი ახალგაზრდებზე უნდა დადოს

ახლა ვეღარაფერს ვეღარ დადებს,იმედია დადეს უკვე.

Posted by: BuTroSS_buTroSS_GaLI 28 Oct 2020, 18:27
QUOTE (Ambitious_Person @ 27 Oct 2020, 15:45 )
KobSak
ფართო არჩევანია თუმცა ამათ მტავრობას ვისურვებდი
ნაცები+ევროსაქები+ლელო ეს პარტიატა ალიანსი
ვაშაძე, ელისაშვილი, ჯაფარიძე ეს კი სამი კაცი

სამი ბევრია ჩემი აზრით და შეიძლება ძაან არამდგრადი იყოს

ევრონაცების ხიშტაობას თუ გავითვალისწინებთ ნაცების მიმართ, უფრო ჯობია ნაცები და ლელო იყვნენ

განხეთქილება და დესტაბილიზაცია მთლიანად დასავლურ ფლანგს დააზიანებს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)