forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> 'ფეხბურთის' ახალი წესები ! ! !, წაიკითხეთ, ისწავლეთ და ჩაგვაბარეთ... : )
TiFozi
გურული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19661
წევრი No.: 8390
რეგისტრ.: 21-January 05

გამოგზავნილია: 29 Jul 2008, 18:04  #10587354      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
პირველ რიგში მოგესალმებით ამ განყოფილების იუზერებს...
დღეიდან T@chka, აიმო - ს გარდა მე,(Tifozi) და Donnie ვიქნებით ამ განყოფილებაში მოდერები ...




-----------------------------------------------------


1. პოსტი რომელიც შეიცავს გინებას და უცენზურო ლექსიკას სიმბოლოების გარეშე, ეგრევე წაიშლება, ყოველგვარი ჩასწორების გარეშე, პოსტის სიდიდეს და დანარჩენ შინაარს მნიშვნელობა არ აქვს. იგივე იუზერისგან განმეორების შემთხვევაში - ვორნი/ბანი.
ხოლო მსგავსი პოსტი რომელიც სიმბოლოებით იქნება დაწერილი, არ წაიშლება, სიტყვიერად გაფრთხილდება იუზერი, რამოდენიმეჯერ განმეორების შემთხვევაში - ვორნი/ბანი.
შენიშვნა: ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ იმ წუთას თქვენმა კლუბმა წააგო და ა.შ. , თუმცა წაშლით მეორე დღეს ყველა შემთხვევაში წაიშლება.


2.
რაც შეეხება, აქ კაჩაობას, ერთმანეთის გინებას და საქმის გარჩევებს: იმედია ადგილი არ ექნება, ყველანი ბედკრული საქართველოს შვილები ვართ, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, ნუ იქნებით კონფლიქტურები, რაც უფრო მეგობრული დამოკიდებულება გვექნება ერთმანეთთან(განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ეროვნებისა, რწმენისა, საფეხბურთო გემოვნებისა და ა.შ.), მით უკეთესი, განყოფილებაც შესაბამისად მეგობრული იქნება, ისედაც კარგად ვიცნობთ უმრავლესობა ერთმანეთს, ზოგი პირადად, ზოგიც ვირტუალურად.. (ჰა ხო ვარ ნობელის პრემიაზე წარსადგენი?! : D )
და თუ მაინც მოხდა ესეთი ფაქტი, გადადით PM ში, საჯაროდ განხილვის შემთხვევაში გაუფრთხილებლად ბანი - მინიმუმ 3დღიანი


3. უაზრო ან/და სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან/და დამცინავი პოსტები ("გავარტყი მანიუს", "რეალი სირების ბანდაა", "ბანძი გუნდი გყავთ",რუნის დედა,კრისტიანას პედერი მამა etc.) და თემები წაიშლება. განმეორების შემთხვევაში -ვორნი/ბანი.

4. სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის თემაში დადებული სხვა კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის და მათთან დაკავშირებული სურათები/ვიდეოები ან იმ თემის კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან დამცინავი სურათები/ვიდეოები წაიშლება. წაიშლება იმ კლუბის/გუნდის/სპორტსმენის საწინააღმდეგო პოსტებიც, თუ იმ ფანკლუბის ხალხი ამას მოინდომებს.
-- თუ პოსტი/სურათი/ვიდეო ეხება იმ კლუბს/გუნდს/სპორტსმენს რომელზეც არის თემა და კომენტარი არის ისეთი,რომელსაც წესები არ კრძალავს,ხოლო სურათი ყოველგვარი მონტაჟის და შეურაცხყოფის გარეშე ის არ წაიშლება.შესაბამისად,ყველა თავის აზრს გამოთქვამს უპრობლემოდ.

5. ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებული თემები იხსნება ქვეგანყოფილებაში "ქართული სპორტი".

6. 100 გვერდზე დიდი თემა იხურება (სერვერის გადატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო) და იხსნება ამ თემის ახალი ნაწილი; ახალი თემის პირველ პოსტში იდება ძველი თემის ლინკი.

7. იკრძალება უაზრო და უცენზურო სათაურიანი თემების გახსნა ("X-ს ხმარობენ", "ხვალ Y წაიკუზება", "ავოეეეე", etc.). სათაური ინფორმატიული უნდა იყოს - უნდა ჩანდეს თემის არსი.

8. წინასწარი თემების გახსნა დაუშვებელია - მაგალითად დაიხურება თემა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე, თუ ჯერ მერვედფინალებია.

9. ტოტალიზატორთან და კუშებთან დაკავშირებული საკითხები გაირჩევა შესაბამის თემაში.

10. ჩეთი და ოფტოპიკები წაიშლება, ოღონდ იმასაც ნუ მოგვთხოვთ რო ყველა თემაში მაშინვე იშლებოდეს - PM მაგისთვისაც არსებობს რო მოგვწეროთ თუ სადმე გამოგვრჩა.

11. იკრძალება ცალკეული ფეხბურთელების ფანკლუბების გახსნა.

12. გამოკითხვების გახსნა შეიძლება მხოლოდ პოლის გარეშე, ანუ უბრალოდ თემის გახსნა, სადაც შეთავაზებული იქნება ვარიანტები, რადგანაც მივიღოთ ამა თუ იმ გამოკითხვის რეალური შედეგი.

13. ფორუმის სერვერის დატვირთვასთან დაკავშირებით, ასევე აკრძალულია არაფრისმეტყველი სურათების დადებაზე სპეციალური თემების შექმნა. თუ სურათი გამორჩეულია, არსებობს საამისო თემა >>> გაიღიმე...


P.S. და რათქმაუნდა... ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას გადავწყვიტოთ, რა სიტუაციაში როგორ მოვიქცეთ, ეს წესები ზოგადად გასარკვევად არი, თორე ყოველ კონკრეტულ სიტუაციას კონკრეტული მიდგომა ჭირდება.



ასევე ნახეთ ფორუმის საერთო წესები


შეკითხვებისთვის და წინადადებებისთვის არსებობს თემა " შეკითხვები/წინადადებები სპორტის მოდერატორებს ".



დანარჩენი დროდადრო დაემატება/შესწორდება, თქვენთან შეთანხმებით : )



მოკლედ აბა თქვენ იცით... გავერთოთ ერთად ... alk.gif






Fორცა სპორტის ბრიგადა !

This post has been edited by Marco on 4 Nov 2010, 13:32


--------------------
NoN MoLLaRe MaI

შ-რომაელი
Donnie
Steeler Hornet Penguin Pirate Che


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24250
წევრი No.: 40845
რეგისტრ.: 30-August 07

გამოგზავნილია: 29 Jul 2008, 18:27  #10587639      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით, გპირდებით, რომ ყურადღებას არ მოგაკლებთ.

ამ ქვეგანყოფილებაში ჩემს თავზე ვიღებ ვალენსიას, არგენტინის, რუსეთის, ზენიტის და ინტერის თემების მეთვალყურეობას.
თუკი სხვა გუნდების გულშემატკივრებსაც აქვთ სურვილი, რომ მაგათ თემებს პირადად მივხედო, მომმართეთ და არ იქნება პრობლემა, კვირაში რამდენიმეჯერ გადავხედავ.
ისედაც ამ 5 თემას ოფიციალურად ვამბობ უბრალოდ, თორე ისე ყველა თემაში შევდივარ რეგულარულად და უკანონობებს იქაც აღვკვეთთ.

ახალ წესებზე და ინიციატივებზე ოდნავ მოგვიანებით, ერთმანეთში რომ შევთანხმდებით მერე...


--------------------
Ash nazg durbatulûk, ash nazg gimbatul, ash nazg thrakatulûk, agh burzum-ishi krimpatul
Donnie
Steeler Hornet Penguin Pirate Che


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24250
წევრი No.: 40845
რეგისტრ.: 30-August 07

გამოგზავნილია: 1 Aug 2008, 14:07  #10618461      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხელს ვაწერ! yes.gif
aimo
In Vino Veritas


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17659
წევრი No.: 7654
რეგისტრ.: 3-December 04

გამოგზავნილია: 7 Sep 2008, 11:04  #10769011      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
12. ფორუმის სერვერის დატვირთვასთან დაკავშირებით, ასევე აკრძალულია არაფრისმეტყველი სურათების დადებაზე სპეციალური თემების შექმნა. თუ სურათი გამორჩეულია, არსებობს საამისო თემა >>> გაიღიმე...


ტიფ, შეგიძლია მიამატო smile.gif


--------------------
Перемен требуют наши сердца
TiFozi
გურული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19661
წევრი No.: 8390
რეგისტრ.: 21-January 05

გამოგზავნილია: 1 Oct 2008, 14:15  #11047197      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ბარათების ახალი პარტია შემოგვივიდა... რაოდენობა შეზღუდული არ არის...

user posted image user posted image

rolleyes.gif


ნუ აიმყრალებთ პირს და იყავით კორექტულები სხვების მიმართ...



---
QUOTE
3. უაზრო ან/და სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან/და დამცინავი პოსტები ("გავარტყი მანიუს", "რეალი სირების ბანდაა", "ბანძი გუნდი გყავთ", etc.) და თემები წაიშლება. განმეორების შემთხვევაში -ვორნი/ბანი.

4. სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის თემაში დადებული სხვა კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის და მათთან დაკავშირებული სურათები ან იმ თემის კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან დამცინავი სურათები წაიშლება. წაიშლება იმ კლუბის/გუნდის/სპორტსმენის საწინააღმდეგო პოსტებიც, თუ იმ ფანკლუბის ხალხი ამას მოინდომებს.
-- თუ პოსტი/სურათი ეხება იმ კლუბს/გუნდს/სპორტსმენს რომელზეც არის თემა და კომენტარი არის ისეთი,რომელსაც წესები არ კრძალავს,ხოლო სურათი ყოველგვარი მონტაჟის და შეურაცხყოფის გარეშე ის არ წაიშლება.შესაბამისად,ყველა თავის აზრს გამოთქვამს უპრობლემოდ.

ამათ დარღვევაზე ეგრევე ვივორნინები ... biggrin.gif
არ გაშინებთ, პროსტა ყველას შეიძლება დაემართოს ეს და არაა სასიამოვნო. . .

This post has been edited by Tifozi on 1 Oct 2008, 16:26
aimo
In Vino Veritas


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17659
წევრი No.: 7654
რეგისტრ.: 3-December 04

გამოგზავნილია: 4 Oct 2008, 21:48  #11083851      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შეკითხვებისთვის და საქმის გასარჩევად კი არსებობს თემა>>>>>

შეკითხვები/წინადადებები სპორტის მოდერატორებს
TiFozi
გურული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19661
წევრი No.: 8390
რეგისტრ.: 21-January 05

გამოგზავნილია: 6 Oct 2008, 12:18  #11098450      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დროებით შეწყვეტილია სხვა კლუბების ფან-კლუბების გახსნა...
TiFozi
გურული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19661
წევრი No.: 8390
რეგისტრ.: 21-January 05

გამოგზავნილია: 18 Dec 2009, 14:09  #17003378      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
დროებით შეწყვეტილია სხვა კლუბების ფან-კლუბების გახსნა...

ისეთ კლუბზე, რომელსაც აქამდე თემა არ აქვს, ახალი თემის გახსნა დაშვებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თემის პირველი გვერდი შესაბამისად იქნება გაფორმებული, პირველ და მომდევნო პოსტებში ამომწურავი ინფორმაციაა ამ კლუბის შესახებ. ისტორია, შემადგენლობა, ტიტულები .. და ა.შ.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ქართულად !

მაგალითისთვის გადახედეთ სხვა კლუბების პირველ გვერდებს..



პ.ს. თუ ასეთი თემები გაიხსნება Nრაოდენობით და ვიღაცას არ დაეზარება და მახათის გაყრის მაგივრად უსაქმურობისგან გადათარგმნის კომპოსტელას და მსგავსი გუნდების ისტორიას, ამ შემთხვევაში ეს თემები დაიხურება.


user posted image
Donnie
Steeler Hornet Penguin Pirate Che


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24250
წევრი No.: 40845
რეგისტრ.: 30-August 07

გამოგზავნილია: 24 Apr 2010, 12:02  #19219229      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყურადღება, ქვე-განყოფილებაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა ნაფტალინიდან ამოქექილ თემებთან დაკავშირებით!
წალეკა ასეთმა თემებმა ”ფეხბურთი”
პირველივე შემთხვევა ვორნით დაისჯება!
TiFozi
გურული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19661
წევრი No.: 8390
რეგისტრ.: 21-January 05

გამოგზავნილია: 8 May 2010, 14:46  #19486695      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მოკლედ, ...


ვინაიდან და რადგანაც ვერა და ვერ დაადგა საშველი ჩემი შემცვლელის პოვნას(ფეხბურთის განყოფილებაში მოდერატორობაზე; ვერ იპოვა ფორუმის ხელმძღვანელობამ და არცაა გასაკვირი :გივი: ) და გამომდინარე იქიდან, რომ როგორც საჭიროა აქაურობის ისე გაკონტროლებას ვერ ვახერხებ...


ორშაბათიდან, ა/წ 10 მაისიდან ვიწყებ საგანგებო რეჟიმში მუშაობას!

(გარდა იმისა რო მკაცრად იქნება ზემოთ ჩამოთვლილი ყველა წესი)
იკრძალება:

- გინება და ბილწსიტყვაობა ნებისმიერი სახით, თუნდაც ვითომ ცენზურის და სხვადასხვა სიმბოლოების გამოყენებით! - სასჯელი ეტაპობრივად, ვორნიდან - ბანამდე. ყოველგვარი სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე.
ბოსელს დაემსგავსა აქაურობა.

- უაზრო თემების გახსნა. უაზროში ვგულისხმობ 'პიზდეცინტელექტუალური ტემების გახსნა რო გახშირდა და იქ მიდის 30საუკუნის იუმორინა.

- სხვადასხვა კლუბების მიმართ დამცინავი და აგრესიული პოსტები, როგორც ზევით წერია, საკუთარი აზრის გამოხატვას არავინ გიშლით, მაგრამ კორექტულობის ფარგლებში!


რა თქმა უნდა, იმ დროს შეიძლება გამომრჩეს, მაგრამ როცა ვნახავ მაშინ დაისჯება დამრღვევი.
ეს ეხება ნებისმიერს ვინც აქ პოსტავს! ყველა დაისჯება შესაბამისად, მიუხედავად საფეხბურთო ხედვისა biggrin.gif


აქ დროდადრო დაემატება კიდევ რაღაცეები და ყურადღებით იყავით
Donnie
Steeler Hornet Penguin Pirate Che


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24250
წევრი No.: 40845
რეგისტრ.: 30-August 07

გამოგზავნილია: 12 Jul 2010, 18:20  #20642153      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
TiFozi
aimo
Duff
T@chka

ფინალის შემდეგ ძალიან მომრავლდა უაზრო თემები განყოფილებაში.
რა ზომას მივმართოთ? საგანგებო მდგომარეობა ხომ არ შემოვიღოთ?
TiFozi
გურული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19661
წევრი No.: 8390
რეგისტრ.: 21-January 05

გამოგზავნილია: 12 Jul 2010, 18:42  #20642503      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Donnie
მემგონი არ ღირს, მოსალოდნელიც იყო..

გაივლის..
Duff
seattlehead


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 32615
წევრი No.: 7585
რეგისტრ.: 30-November 04

გამოგზავნილია: 13 Jul 2010, 02:06  #20649552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
TiFozi

ტოჟე მნე მშვიდობის მტრედი რა : )))

Donnie

აწი რამე თუ კიდე გაიხსნება :რწყევა: თემა ჯობია დავასაჩუქროთ შემქმნელი..თორე აქამდე თავს ვიკავებდი და მხოლოდ ტემის დახურვით შემოვიფარგლებოდი...


--------------------
I think it's gonna rain when I die...


...she'll leave me but she won't forget
and she wonders why she ain't right?

Donnie
Steeler Hornet Penguin Pirate Che


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24250
წევრი No.: 40845
რეგისტრ.: 30-August 07

გამოგზავნილია: 13 Jul 2010, 10:02  #20650825      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Duff

მეც ფინალის შემდეგ მგონი 50-მდე თემა დავხურე, ან სხვა თემას შევუერთე. ამოვიდა ყელში რა.
TiFozi
გურული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19661
წევრი No.: 8390
რეგისტრ.: 21-January 05

გამოგზავნილია: 13 Jul 2010, 13:57  #20654027      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Duff
biggrin.gif კონსტრუქტორ ..

საგანგებო მდოგმარეობის შემოღება და ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლაა არაა საჭორო, თორე ვორნი ვისაც ეკუთვნის, უნდა მიეცეს. . : D
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0286 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]