forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (90) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ∆ Atlético de Madrid ∆, somos capaz de todo
Darker Side
of the national sorrow


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25195
წევრი No.: 114120
რეგისტრ.: 18-April 10

გამოგზავნილია: 21 Aug 2016, 11:10  #48626588      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image



მადრიდის ატლეტიკო - Club Atlético de Madrid S.A.D.

Los Colchoneros (მელეიბეები)
Los Rojiblancos (წითელ-თეთრები)
El Atleti (ათლეტები)
Los Indios (ინდიელები)

გუნდის პრეზიდენტი: ენრიკე სერესო
გუნდის მფლობელი: მიგელ ანხელ ხილ მარინი (70%), Wanda Group (30%)
სპორტული დირექტორი: ანდრეა ბერტა
საფეხბურთო დირექტორი: ხოსე ლუის კამინერო
მთავარი მწვრთნელი: დიეგო პაბლო ''ჩოლო'' სიმეონე
მწვრთნელის ასისტენტი: ხერმან ''მონო'' ბურგოსი

შემადგენლობა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ისტორია:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



ტიტულები, სტადიონი, ბომბარდირები, პრეზიდენტები:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



OFFTOPIC:
წინა თემის ტოპ10:
Darker Side 516
shukera 164
Corvette 58
Qash 32
zigfried 30
miShiko123123123 30
worry 24
oto_bale 21
Zizou5 20
ფიესტა 18





წინა თემის ლინკი

ბოლო წლების ატლეტიკოს აღზევება 2009-10 წლების სეზონიდან იწყება: ჩემპიონატში ცუდი თამაშის საპირისპიროდ გუნდმა ევროპის ლიგის პირველი გათამაშება მოიგო, რასაც ევროპის სუპერთასის დასაკუთრება მოჰყვა. მელეიბეები ასევე გავიდნენ ესპანეთის სამეფო თასისა და ესპანეთის სუპერთასის ფინალებში. 2012 წელს კიდევ ერთხელ განმეორდა 2010 ში მიღწეული წარმატება, გუნდმა ევროპის ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო. 2013 წელს დიდი ხნის პაუზის შემდეგ მოიგო ესპანური ტიტული - სამეფო თასის ფინალში მადრიდის რეალს სანტიაგო ბერნაბეუზე სძლია.

2014 წელს ატლეტიკომ დაამხო თანაქალაქელი რეალისა და ბარსელონას 10-წლიანი ჰეგემონია ესპანეთის ჩემპიონატში და გახდა ლა ლიგის დამსახურებული ჩემპიონი, გადამწყვეტი მატჩი ბოლო ტურში, ბარსელონას წინააღმდეგ კამპ-ნოუზე გაიმართა, სადაც დიეგო გოდინის გოლის წყალობით გუნდმა საჭირო ქულა აიღო და ტიტული დაიბევა. ამასთან ერთად, კლუბმა ბრწყინვალედ იასპარეზა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მატჩის წაუგებლად განვლო მთელი ასპარეზობა. ჯგუფში 5 მოგებით პირველი ადგილის დაკავების შემდეგ მელეიბეებმა მიყოლებით გამოთიშეს ასპარეზობას იტალიური მილანი, ესპანური ბარსელონა და ბრიტანული ჩელსი. ატლეტიკო ახლოს იყო ფინალის მოგებასთანაც, თუმცა თანაქალაქელთა ძლევამდე 3 წუთი დააკლდა. მცირე რევანში ახალი სეზონის დაწყებისთანავე შედგა, როდესაც ატლეტიკომ ორი მატჩის ჯამში (1:0, 1:1) სძლია მადრიდის რეალს და ესპანეთის სუპერთასი დაისაკუთრა.

ტრიუმფალური სეზონის მიწურულს ატლეტიკო არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა, რომელსაც მიღწეული წარმატება უკავშირდება - დიეგო კოშტამ, ტიბო კურტუამ და ფილიპე ლუისმა ჩელსის მიაშურეს, ოლივერ ტორესმა - პორტოს, დავიდ ვილია კი ამერიკაში გაემგზავრა. კლუბმა არ გააგრძელა კონტრაქტი დანიელ არანსუბიასთან, არ გამოისყიდა ხოსე სოსას კონტრაქტი. კლუბის პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ და სპორტულმა დირექტორმა კამინერომ მოახერხეს და მაქსიმალურად შეავსეს ის დანაკლისი, რომელიც წასული ფეხბურთელების გამო შეიქმნა, დააგრძელეს სკამი და დიდი ყურადღება მიაქციეს შეტევითი პოტენციალის გაზრდას, თუმცა მუდმივი ცვლილებებისა და ძიების სეზონში კლუბმა მხოლოდ ესპანეთის სუპერთასის მოპოვება შეძლო, ლა ლიგა მესამე ადგილზე დაასრულა, ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასს კი მეოთხედფინალში გამოემშვიდობა.

2015–16 წლების სეზონის დასაწყისი ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდა – სიმეონემ ერთი მხრივ გადაწყვიტა, ტრანზიციის განხორციელება (რისი ნიშანიც იყო ოლივერ ტორესის, ანხელ კორეას, ლუსიანო ვიეტოს, კრანევიტერისა და სხვების მოსვლა, რაულ გარსიას წასვლა, აგრეთვე მარიო მანჯუკიჩის ჯექსონ მარტინესით ჩანაცვლება), მეორე მხრივ კი, ყველაფერი ადგილზე დარჩა, რადგან სისტემა ისედაც გამართულად მუშაობდა. სიმეონემ სეზონის დასაწყისში უარი თქვა ორ მნიშვნელოვან ცვლილებაზე, კერძოდ – კოკეს ცენტრში შემოწევასა და 4–4–2–დან უფრო შემტევ, 4–3–3 სისტემაზე გადასვლაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სეზონის ბოლოსკენ 4–3–3 სისტემა არაერთხელ გამოვიყენეთ და 2016–17 წლების სეზონში კიდევ უფრო ხშირად მივმართავთ.

ატლეტიკოს ჰქონდა ძველი სათამაშო სისტემის მოდიფიცირებული ვარიანტი და ახალი, მასზე არმორგებული ფეხბურთელები. მათ, ვინც ადაპტაცია ვერ გაიარეს, ადრე თუ გვიან კლუბი ან დატოვეს, ან სკამზე გადაინაცვლეს (რაულ გარსია, მარიო მანჯუკიჩი, ჯექსონ მარტინესი, ოლივერ ტორესი, ლუსიანო ვიეტო). სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბმა მოახერხა და შეინარჩუნა ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი (გავუშვით მხოლოდ არდა თურანი, თუმცა ამაზე არავის დაუწუწუნია). სამაგიეროდ, ეს სეზონი გარდამტეხი აღმოჩნდა არაერთი ახალგაზრდა ტალანტისთვის – საულმა, კარასკომ, ხიმენესმა, სავიჩმა, თომას პარტეიმ, ლუკას ერნანდესმა, ანხელ კორეამ და რეკორდსმენმა იან ობლაკმა დაგვანახეს, რომ ატლეტიკოს ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო ახალგაზრდობა ჰყავს. მშვენივრად გამოიჩინა თავი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში გადმობირებულმა აუგუსტო ფერნანდესმაც.

წინა სეზონში ატლეტიკომ რეკორდულად ცოტა გოლი გაუშვა, ჩვენმა მთავარმა ვარსკვლავმა – ანტუან გრიზმანმა კი კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა და ოქროს ბურთის სამეულში მის გამოჩენას სამართლიანად ველით. თუმცა, მისი გოლები საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან გოლეადორულ სტატისტიკაში მხარი ვერავინ აუბა. ვიბრძოლეთ თავგანწირულად – ლა ლიგაში ჩემპიონობის შანსი მხოლოდ ბოლოსწინა ტურში დავკარგეთ, აუტსაიდერთან წაფორხილების გამო, ჩემპიონთა ლიგაზე კი ეპიკურ ბრძოლებში გამოვთიშეთ პსვ, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შეტევის მქონე ბარსელონა და ჯოჯოხეთურად დაბალანსებული ბრწყინვალე ბაიერნი. სამ წელიწადში გამართულ მეორე ფინალში ისევ რეალმა მოგვიგო, ამჯერად თამაშგარედან გატანილი გოლითა და პენალტების სერიის უნაკლოდ შესრულებით.

ხუანფრანი ასეთი სევდიანი არასოდეს გვინახავს. ჩვენი გულები უბრალოდ დაიმსხვრა, როგორც სტარკების იმედები წითელი ქორწილის შემდეგ. სიმეონემ პირდაპირ თქვა, რომ სეზონის ბოლო თამაშის წაგება "failure" იყო, ხოლო ტრაგედია იმდენად დიდი, რომ გლოვას საჭიროებდა.

ვიგლოვეთ.

და საქმეს ხელახლა შევუდექით – კლუბმა გრიზმანის მეწყვილედ გოლების მანქანა სევილიიდან, კევინ გამეირო გადმოიბირა, ხოლო ნახევარდაცვაში ასისტების ოსტატი ბენფიკადან – ნიკო გაიტანი დავიმატეთ. გავახანგრძლივეთ ყველა საკვანძო ფეხბურთელის კონტრაქტი. დავიმატეთ ხუანფრანისა და ფილიპეს მომავალი შემცვლელი – სიმე ვრსალკო. ამჟამად ყველა პოზიციაზე კლუბს მინიმუმ ორი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავს. ჩოლოს ნებისმიერი ფორმაციის, სტილის თუ ტაქტიკის არჩევის შესაძლებლობა აქვს, რომელსაც მოისურვებს.

წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ატლეტიკო ტალანტებს ელეოდა. წარსულს ჩაბარდა ფინანსური პრობლემები და მოკლე სკამის პრობლემა. კალდერონისთვის საიუბილეო, ორმოცდამეათე წელს ატლეტიკო სამივე ტიტულისთვის იბრძოლებს. ალავესით ვიწყებთ.

tendremos nuestra venganza
in this life or another
nos ves y sufres



This post has been edited by Darker Side on 21 Aug 2016, 11:18


--------------------
I wish for the rocket ships

∆
youngstar
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 654
წევრი No.: 208734
რეგისტრ.: 10-October 15

გამოგზავნილია: 21 Aug 2016, 11:23  #48626636      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წელს სევილიას გადაულოცავთ მე 3 ადგილს
Darker Side
of the national sorrow


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25195
წევრი No.: 114120
რეგისტრ.: 18-April 10

გამოგზავნილია: 21 Aug 2016, 11:48  #48626734      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ანდრე მორეირა, ბელენენსეშიდან ნაყიდი ახალგაზრდა მეკარე შემოგვიერთდა და ამ სეზონს ჩვენთან გაატარებს, აღარ გავანათხოვრებთ
დღეს კი ლა ლიგა აიღებს სტარტს, სადაც ახალდაწინაურებულ ალავესს ვხვდებით კალდერონზე

გამოძახებული ფეხბურთელები:
Goalkeepers: Oblak, Moreira
Defenders: Godín, Filipe, Savic, Lucas, Giménez, Juanfran
Midfielders: Tiago, Koke, Augusto, Gabi, Saúl, Carrasco, Thomas, Gaitán
Forwards: Torres, Gameiro, Correa

როგორც ხედავთ, ანხელ კორეა უკვე განაცხადში მოხვდა, იმის მიუხედავად, რომ 1 კვირის წინ ბრაზილიაში თამაშობდა. სამაგიეროდ განაცხადში ვერ მოხვდა ოლი ტორესი, რომელმაც მთელი პრესეზონი გუნდთან ერთად გაიარა. #ThingsCholoDoes

ასევე განაცხადში არ არის სიმე ვრსალკო და გრიზმანი, რომელიც დამსახურებული შვებულების შემდეგ ჩამოვიდა და სპეციალური პროგრამით ვარჯიშობს, რომ შემდეგი ტურისთვის სათანადო კონდიციაში იყოს. დღეს სელტასთან, ბოლო ტურში მიღებული ყვითლის გამო გამოტოვებს თამაშს. მის ადგილს ვინ დაიკავებს, უცნობია - შეიძლება გაიტანი აიწიოს ზემოთ და ნახევარდაცვაში აუგუსტო ფერნანდესმა დაიკავოს ადგილი ცენტრში, შეიძლება კარასკო ან თუნდაც კორეას მიეცეს შანსი. სანახაობისთვის მეორე ჯობია.

იმედია, გაიტანისა და გამეიროს ოფიციალური დებიუტები შედგება და თავს კარგად დაგვამახსოვრებენ. პრინციპში, ჯერ ისიც უცნობია, თუ რა ფორმაციას აირჩევს სიმეონე - მთელი პრე-სეზონის განმავლობაში 4-3-3 ვითამაშეთ.

ალავესს რაც შეეხება, 4-5-1-ს თამაშობენ, მკვეთრად დაცვით სტილს აწვებიან და სეგუნდაში 42 თამაშიდან სულ 21 მოიგეს. მწვრთნელი მაურისიო პელეგრინოა, თუმცა სეგუნდადან სხვამ ამოიყვანა, რომელიც უბოდიშოდ მოიშორეს. ალავესში გვყავს განათხოვრებული თეო ერნანდესი, რომელიც დღეს, კონტრაქტის პირობების შესაბამისად, ვერ ითამაშებს.

იმედია, შევუტევთ - it's about sending a message. წინა სეზონივით არადამაჯერებლად არ უნდა დავიწყოთ, თან დღეს აკი არ ითამაშებს გრიზმანი, რომლის ჯარიმითაც მაშინ მოვიგეთ.

აუპა, ატლეტი love.gif
ახალი თავგადასავალი იწყება, ბამოს!
Prot
K-Paxian


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8123
წევრი No.: 158344
რეგისტრ.: 29-December 12

გამოგზავნილია: 21 Aug 2016, 11:58  #48626771      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ანდრე მორეირა

ვაჰ, ფიფაში ვყიდულობდი ხოლმე ამას
და მეთქი არც არსებობდა და პროსტა შექმნა ფიფამ
არც ფოტო ქონდა არაფერი biggrin.gif


--------------------
"ჟირუს მამას ჟირუს დედის ნაცვლად არეტა ფრანკლინი რომ მოე**ნა ბენტეკე გაუჩნდებოდა" (c) Wenger

"ცოტორებს რონალდუს ესპანური გამოცემა France Football-ი" (c) რედაქტორი
Darker Side
of the national sorrow


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25195
წევრი No.: 114120
რეგისტრ.: 18-April 10

გამოგზავნილია: 21 Aug 2016, 12:04  #48626802      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ჰო, სევილიაში განათხოვრებულმა ვიეტომ ორი გოლი გაიტანა გუშინ (ანუ ერთით მეტი, ვიდრე ლა ლიგის მთელ წინა კამპანიაში biggrin.gif)

მაგრამ გოლები იქით იყოს და ტიპმა ეს გააკეთა



ჰოდა რავი biggrin.gif დაიბრუნოს თავდაჯერება რა <3


Prot
არადა მშვენიერი ყმაწვილია biggrin.gif

vasovaso92
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15381
წევრი No.: 151015
რეგისტრ.: 16-June 12

გამოგზავნილია: 21 Aug 2016, 12:22  #48626923      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძირითადის თავდამსხმელი გამეირო გყავთ?
Darker Side
of the national sorrow


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25195
წევრი No.: 114120
რეგისტრ.: 18-April 10

გამოგზავნილია: 21 Aug 2016, 15:40  #48628032      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

ვემზადებიიით

vasovaso92
აი დღეს ვნახავთ biggrin.gif
youngstar
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 654
წევრი No.: 208734
რეგისტრ.: 10-October 15

გამოგზავნილია: 21 Aug 2016, 15:47  #48628075      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სევილია ატლეტიკო ევროპული და იტალიური ვითომ გრანდების რისხვა უნდა გახდეთ (მილან, ინტერს არ ვთვლი ნუ ეგენი ისედაც არ არიან ლიგაზე მარა მაინც :დ) mad.gif
Darker Side
of the national sorrow


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25195
წევრი No.: 114120
რეგისტრ.: 18-April 10

გამოგზავნილია: 21 Aug 2016, 22:44  #48631347      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
todo fucking listo, muchachos!

user posted image
giorgi_
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10673
წევრი No.: 36079
რეგისტრ.: 6-June 07

გამოგზავნილია: 21 Aug 2016, 23:20  #48631658      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სანტოს ბორეზე რას გვეტყვით რომ გამოგვიგზავნეთ ერთი წლით
Darker Side
of the national sorrow


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25195
წევრი No.: 114120
რეგისტრ.: 18-April 10

გამოგზავნილია: 21 Aug 2016, 23:48  #48631881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
giorgi_

რავი, კარგი პრე-სეზონი ჰქონდა, არ ჩანს ცუდი ბიჭი


დაიდო შემადგენლობა და მთავარი სურპრიზი გაიტანია - თერთმეტეულში ვერ მოხვდა biggrin.gif
ცენტრში გაბი-ტიაგოს დუეტი, დაცვაში სავიჩი, წინ - კარასკო და გამეირო
ვნახოთ, ოთხი CM-ს დაყენებით კრეატივში იმდენად გაგვიჭირდება, რომ გაიტანმა რომელიმე შეცვალოს თუ არა. ისეკი, აუცილებლად ითამაშებს, დარწმუნებული ვარ


აუპააააა
youngstar
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 654
წევრი No.: 208734
რეგისტრ.: 10-October 15

გამოგზავნილია: 22 Aug 2016, 00:18  #48632155      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა წელს 5 ესპანური გუნდით ლიგა უნდა მოვხნათ !!! ატლეტიკო (უხსენებელი) სევილია ვილარეალი და გვირგვინი რეალ მადრიდით
rati nwt
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15240
წევრი No.: 122146
რეგისტრ.: 6-October 10

გამოგზავნილია: 22 Aug 2016, 00:26  #48632242      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტორესი პირდაპირ გადასვეს სკამზე? არ იყო ცუდი შარშან..


--------------------

_________Liverpool____________________


___________________________Mauricio's Spurs______________


http://b.pix.ge:81/r/h7reu.gif
youngstar
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 654
წევრი No.: 208734
რეგისტრ.: 10-October 15

გამოგზავნილია: 22 Aug 2016, 01:43  #48632715      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შეუტიეთ ცოტა ალავესია ტო biggrin.gif lol.gif
Zizou5
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15708
წევრი No.: 89738
რეგისტრ.: 24-April 09

გამოგზავნილია: 22 Aug 2016, 01:46  #48632727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტორესი ###ზე იხვევს ალავესს,მაგრამ რაღაც არ მისდის ;შ

ახლაც

კორეას ბზრუალი <3

This post has been edited by Zizou5 on 22 Aug 2016, 01:47
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (90) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0365 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]